პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20მგ/მლ

Irinotecan hydrochloride 20mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადჩინეთი
რისთვის გამოიყენება

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/15მლ (20მგ/მლ) 15მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Sichuan Huiyu Pharmaceutical Co. Ltd., ჩინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1-ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044948
რეგისტრირებულია
10 მარტი 2026, მოქმედებს 10 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ირაკლი კაკუბერი
ურთიერთქმედების შემოწმებაირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში.

ირინოტეკანი ნაჩვენებია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ირინოტეკანის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ფტორურაცილზე დაფუძნებული საწყისი თერაპიის შემდეგ რეციდივდება ან პროგრესირებს.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.

ირინოტეკანს შეგიყვანთ ჯანდაცვის სპეციალისტები.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ-ის ტესტი ირინოტეკანის პირველი დოზის მიღებამდე.

ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად უფრო მეტად აქვს წამლის გამო გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა.

თქვენთვის მისაღები ირინოტეკანის რაოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე,

მათ შორის თქვენს სიმაღლესა და წონაზე, თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე და კიბოს ან სამკურნალო მდგომარეობის ტიპზე. ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას და მიღების გრაფიკს.

ირინოტეკანი შეჰყავთ ვენაში ინტრავენური გზით (IV). ეს ინექცია განხორციელდება კლინიკაში ან სტაციონარში. ირინოტეკანი უნდა იქნას შეყვანილი ნელა და ინტრავენური ინფუზიის დასრულებას შეიძლება 90 წუთამდე დასჭირდეს.

ირინოტეკანის მიღების დროს შეიძლება დაგინიშნონ სხვა მედიკამენტები გულისრევის, ღებინების, დიარეის და სხვა გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. შეიძლება დაგჭირდეთ ამ მედიკამენტების გამოყენება ირინოტეკანის ინექციიდან სულ მცირე ერთი დღის განმავლობაში.

თუ ირინოტეკანის ინექციის დროს ინტრავენური ნემსის გარშემო წვას, ტკივილს ან შეშუპებას გრძნობთ, აცნობეთ თქვენს მომვლელს. თუ მედიკამენტი ვენიდან გამოვა, ამან შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. თუ ირინოტეკანის შეყვანის დროს ინტრავენური ინექციის ადგილას ტკივილს ან სიწითლეს ან შეშუპებას განიცდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ამჟამად ირინოტეკანის სამკურნალოდ რეკომენდებული რამდენიმე სქემა არსებობს. ის, როგორც წესი, მიიღება 3 კვირაში ერთხელ (მხოლოდ ირინოტეკანი მიიღება) ან 2 კვირაში ერთხელ (ირინოტეკანი მიიღება 5FU/FA ქიმიოთერაპიასთან ერთად). დოზა დამოკიდებული იქნება რიგ ფაქტორებზე, მათ შორის მკურნალობის გრაფიკზე, თქვენი სხეულის ზომაზე, ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, სისხლის ანალიზზე, ღვიძლის ფუნქციონირებაზე, განხორციელებულა თუ არა მუცლის/მენჯის ღრუს დასხივება და რაიმე გვერდითი მოვლენების, მაგალითად, დიარეის, არსებობაზე.

მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს მკურნალობის ხანგრძლივობა.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ირინოტეკანს

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დოზის გადაჭარბების სიმპტომებში შეიძლება მოიცავდეს ამ მედიკამენტის ფურცელ-ჩანართში ჩამოთვლილ ზოგიერთ სერიოზულ გვერდით მოვლენას.

თუ დაგავიწყდათ ირინოტეკანის გამოყენება

თუ ირინოტეკანის ინექციის განსახორციელებლად დანიშნულ დროს გამოტოვებთ, ინსტრუქციების მისაღებად დაუკავშირდით ექიმს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავის ქრონიკული ობსტრუქცია

თუ ხართ ალერგიული ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6 „რას შეიცავს ირინოტეკანი“)

თუ თქვენ ხართ მეძუძური ქალი (იხილეთ ნაწილი 2)

თუ თქვენი ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტია

თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა

თუ გაქვთ ჯანმრთელობის ცუდი ზოგადი მდგომარეობა (ჯანმო-ს მიხედვით ფუნქციური სტატუსი 2-ზე მაღალი)

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით კრაზანას (Hypericum-ის შემცველი მცენარეული ექსტრაქტი)

თუ აპირბთ მიიღოთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები) და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში

თუ თქვენ იღებთ ირინოტეკანს სხვა პრეპარატებთან ერთად, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ სხვა პრეპარატების ინსტრუქცია დამატებითი უკუჩვენებების შესახებ.

სიფრთხილის ზომები

ირინოტეკანის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • თუ გაქვთ ჟილბერის სინდრომი, მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მომატება და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ირინოტეკანის გამოყენებისას. ირინოტეკანის გამოყენება უნდა განხორციელდეს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარების მხრივ სპეციალიზებულ განყოფილებებში და მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიარეა

ირინოტეკანმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მძიმე იყოს. ის შეიძლება დაიწყოს პრეპარატის ინფუზიიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში. მკურნალობის გარეშე, მან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და სერიოზული ქიმიური დისბალანსი, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ გვერდითი ეფექტის პრევენციისა ან კონტროლისთვის თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს. დაუყოვნებლივ რომ მიიღოთ პრეპარატი, დარწმუნდით, რომ ამისთვის ის სახლში გქონდეთ, როცა დაგჭირდებათ.

მიიღეთ მედიკამენტი დანიშნულებისამებრ, როგორც კი ფაღარათის ან ხშირი განავლის პირველი ნიშნები გამოვლინდება.

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და (ან) მარილოვანი სასმელები (გაზიანი სასმელი, სოდიანი წყალი ან ბულიონი).

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ კვლავ გაქვთ დიარეა, განსაკუთრებით თუ ის 24 საათზე მეტხანს გრძელდება, ან თუ გეწყებათ თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა.

ნეიტროპენია (სისხლის ზოგიერთი ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება)

ამ პრეპარატს შეუძლია შეამციროს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა, ძირითადად პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირაში. ამან შეიძლება გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა ცხელება (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახალი ხველა ან ნახველის ამოსვლა. მოერიდეთ ავადმყოფ ან ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან ახლოს ყოფნას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ინფექციის ნიშნებს.

სისხლის მონიტორინგი

თქვენი ექიმი, სავარაუდოდ, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს პრეპარატის გავლენა სისხლის ანალიზზე ან სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ანალიზის შედეგების საფუძველზე, შესაძლოა დაგჭირდეთ მედიკამენტები ზემოქმედების სამკურნალოდ. ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს ამ მედიკამენტის შემდეგი დოზის შემცირება ან გადადება, ან თუნდაც მისი საერთოდ შეწყვეტა. განახორციელეთ ყველა დანიშნული ვიზიტი ექიმთან და ლაბორატორიული ანალიზები.

ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. მიმართეთ ექიმს ნებისმიერი მედიკამენტის ან დანამატის მიღებამდე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის სისხლდენის შეჩერების უნარზე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი, კუპრისებრი განავალი.

გულისრევა და ღებინება

ამ მედიკამენტის მიღების დღეს ან მის შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა გქონდეთ გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები მკურნალობის დაწყებამდე გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად. ექიმი, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა მიღებაც სახლში შეგიძლიათ. ხელთ გქონდეთ ეს მედიკამენტები, როცა დაგჭირდებათ. დაუკავშირდით ექიმს, თუ გულისრევისა და ღებინების გამო ვერ იღებთ სითხეებს პერორალურად.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციას, რაც იწვევს ე.წ. ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს სურდო, ნერწყვის გამოყოფის მომატება, ჭარბი ცრემლდენა თვალებიდან, ოფლიანობა, წამოხურება, სპაზმების შეგრძნება მუცელში და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ მათ კონტროლში.

დარღვევები ფილტვების მხრივ

იშვიათად, ამ მედიკამენტის მიმღებ ადამიანებს ფილტვების სერიოზული პრობლემები აღენიშნებათ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ახალი ან გაუარესებული ხველა, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ფეხების ან ფილტვების ვენებში მსხვილი ტრომბების წარმოქმნის რისკი, რომლებიც შეიძლება გადავიდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გულმკერდში ტკივილს, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან მომატებულ სითბოს ხელში ან ფეხში.

ნაწლავის ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავის გაუვალობა

დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ტკივილი და არ შეგიძლიათ ნაწლავების დაცლა, განსაკუთრებით თუ ასევე გაქვთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ სხივური თერაპია მენჯის ან მუცლის მიდამოში, შესაძლოა გქონდეთ ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების მომატებული რისკი. ირინოტეკანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თირკმლის ფუნქცია

აღწერილია თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.

გულის დარღვევები

აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ/გაწუხებდათ გულის დაავადება ან თუ ადრე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ და განიხილავს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმების ძალიან მაღალი შემცველობა).

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ირინოტეკანი იშვიათად ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან (თრომბები ფეხების და ფილტვების სისხლძარღვებში) და ის შეიძლება იშვიათად განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი.

სხვა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ტკივილი, სისხლდენა ან თუნდაც კვების გაძნელება. თქვენს ექიმს ან ექთანს შეუძლია შემოგთავაზოთ ამის შემცირების გზები, როგორიცაა კვების წესის შეცვლა ან კბილების გახეხვის წესი. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ წამალი ტკივილის შესამსუბუქებლად.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია კონტრაცეფციის, ორსულობის, ძუძუთი კვების და ფერტილობის ნაწილში.

თუ გეგმავთ ოპერაციას ან რაიმე სხვა პროცედურას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

თუ თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ ამ პრეპარატთან ერთად გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები, გთხოვთ, აუცილებლად ასევე წაიკითხეთ სხვა პრეპარატების ინსტრუქციები.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ირინოტეკანს შეუძლია ურთიერთქმედება რიგ მედიკამენტებთან და დანამატებთან, რამაც შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს პრეპარატის დონე სისხლში. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს გამოიყენეთ ან შესაძლოა გამოიყენოთ რომელიმე შემდეგი პრეპარატი:

კრუნჩხვების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი)

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

იმუნური სისტემის დამთურგუნველი პრეპარატები ტრანსპლანტანტის მოცილების თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (გავრცელებული სისხლის გამათხელებელი საშუალებები, როგორიცაა ვარფარინი)

ზოგადი ანესთეზიისა და ქირურგიული ჩარევის დროს გამოსაყენებელი კუნთების სარელაქსაციო სამკურნალო მედიკამენტები (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (სისხლძარღვების ზრდის ინჰიბიტორი)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორების ინჰიბიტორი)

ირინოტეკანის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ უკვე იღებთ ან ცოტა ხნის წინ გაიარეთ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

ირინოტეკანის მიღების დროს არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ რაიმე მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დიარეა. ამ პრეპარატის მიღებისას ეცადეთ, თავი აარიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.

შესაძლოა, სხვა მედიკამენტებიც ურთიერთქმედებდეს ირინოტეკანთან. გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს სხვა მედიკამენტების, მცენარეული საშუალებების და დანამატების შესახებ და იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლმა გამოიწვიოს პრობლემები ამ პრეპარატის მიღებისას.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, მაშინ მკურნალობის შეწყვეტის დროს და მისი შეწყვეტიდან 6 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია.

მამაკაცებმა მკურნალობის შეწყვეტის დროს და მისი შეწყვეტიდან 3 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ ექიმს, თუ რა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შეიძლება ამ პრეპარატთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემები, თუ მიიღება ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ არ ხართ ორსულად.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანის და მისი მეტაბოლიტის შემცველობა გმოკვლეულ იქნა დედის რძეში. ძუძუთი კვება ამ მედიკამენტით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ მედიკამენტის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ამ მედიკამენტის შესაძლო რისკისა და იმ ვარიანტების შესახებ, რომლებმაც შეიძლება შეგინარჩუნოს შვილების გაჩენის უნარი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება შეამჩნიოთ თავბრუსხვევა და/ან მხედველობის პრობლემები. თუ ეს გვერდითი მოვლენა გაქვთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ირინოტეკანი შეიცავს სორბიტოლს.

ეს მედიკამენტი შეიცავს შაქარს (სორბიტოლს). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. HFI-ით დაავადებულ პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ გულისრევის სინდრომი ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელების მიღება გულისრევის, ღებინების ან ისეთი უსიამოვნო სიმპტომების გამო, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს ყოველ მლ-ში, რაც ექვივალენტურია 90 მგ/2 მლ, 225 მგ/5 მლ, 675 მგ/15 მლ და 1125 მგ/25 მლ.

ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება სერიოზული იყოს. თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს (იხილეთ მე-2 ნაწილი), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ ალერგიული რეაქციის რომელიმე ნიშანს: ჭინჭრის ციება; სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

დიარეა (იხილეთ მე-2 ნაწილი).

ადრეული დიარეა: ვითარდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და თან ახლავს სიმპტომები: სურდო, მომატებული ნერწყვდენა, თვალების ცრემლდენა, ოფლიანობა, წამოხურება, მუცლის სპაზმები. (ეს შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღების დროს. თუ ასეა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს. შესაძლოა მიიღოთ მედიკამენტები ამ ადრეული გვერდითი ეფექტის შესაჩერებლად და/ან შესამცირებლად).

გვიანი დიარეა: ვითარდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის გასვლისას. დიარეასთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის და ელექტროლიტური დისბალანსის საფრთხის გამო, მნიშვნელოვანია დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სპეციალისტებს მონიტორინგისთვის, მედიკამენტების და დიეტის მოდიფიკაციის შესახებ რჩევების მისაღებად.

მიმართეთ ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს:

სიმპტომები

მონითერაპიის დროს შემთხვევების სიხშირე*

კომბინირებული თერაპიის დროს შემთხვევების სიხშირე†

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება ინფექციის გაზრდილი რისკი გამოიწვიოს

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა, რაც იწვევს დაღლილობას და ქოშინს

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მადის დაქვეითება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ქოლინერგული სინდრომი (იხ. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ხშირი

თმის ცვენა (შექცევადი)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ლორწოვანი გარსების ანთება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ცხელება

ძალიან ხშირი

ხშირი

სისუსტის და ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

თრომბოციტების (სისხლის უჯრედების, რომლებიც ხელს უწყობენ შედედებას) დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა

ხშირი

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექცია

ხშირი

ხშირი

თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებით

ხშირი

ხშირი

ნაწლავის განავლისგან დაცლის გაძნელება

ხშირი

ხშირი

თირკმლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი

არ არის მოხსენებული

  • ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

† ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან), გამოწვეული ბაქტერიით (Clostridium difficile)

სისხლის ინფექცია

დეჰიდრატაცია (დიარეის და ღებინების გამო)

თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება და კანის სიფერმკრთალე (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპოვოლემია ეწოდება)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ მალევე

ჩხვლეტის შეგრძნება

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან მის შემდეგ)

გულის პრობლემები*

ფილტვის დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხილეთ ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავის გაუვალობა

მსხვილი ნაწლავის გადიდება

ნაწლავებიდან სისხლდენა

მსხვილი ნაწლავის ანთება

ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური შედეგები

ნახვრეტი ნაწლავში

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

კანის რეაქციები

რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

სისხლში მარილების დაბალი დონე, ძირითადად დიარეასთან და ღებინებასთან დაკავშირებული

კუნთების სპაზმები

თირკმლის პრობლემები*

დაბალი არტერიული წნევა*

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ამ მოვლენების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო დიარეასთან და/ან ღებინებასთან, ან სისხლის ინფექციებთან.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკანი. კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რაც 17.33 მგ/მლ ირინოტეკანის ექვივალენტურია.

ირინოტეკანის თითოეული 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ ფლაკონი შეიცავს შესაბამისად 40 მგ, 100 მგ, 300 მგ და 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

სხვა ინგრედიენტებია სორბიტოლი E420, რძემჟავა, საინექციო წყალი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა (გამოიყენება pH-ის რეგულირებისთვის).

ირინოტეკანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ეს პრეპარატი წარმოდგენილია საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის სახით (კონცენტრირებული ხსნარი, რომელიც ზავდება ხსნარის მისაღებად, რომლის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინფუზიის სახით წვეთოვანი გზით). ეს არის გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი. მედიკამენტი გამოდის ქარვისფერი მინის კონტეინერებში, რომლებსაც ფლაკონები ეწოდება და ხელმისაწვდომია ცალკეული ფლაკონების სახით, რომლებიც შეიცავს 40 მგ/2 მლ, 100 მგ/5 მლ, 300 მგ/15 მლ ან 500 მგ/25 მლ. ეს ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და გარე კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს. თქვენი ექიმი გადაამოწმებს ამას თქვენთვის.

შეინახეთ ფლაკონი გარე კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

არ გაყინოთ.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება განხორციელდა კონტროლირებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

თქვენმა ექიმმა უნდა გამოიყენოს ირინოტეკანი მისი დამზადებისთანავე.

უკვე გამოყენებული ფლაკონები უნდა განადგურდეს თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ციტოტოქსიკური პრეპარატებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-დანართი მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან

ექთანს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის ირინოტეკანი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ირინოტეკანის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ირინოტეკანი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შევინახოთ ირინოტეკანი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ირინოტეკანი და რისთვის გამოიყენება

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში.

ირინოტეკანი ნაჩვენებია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ირინოტეკანის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ფტორურაცილზე დაფუძნებული საწყისი თერაპიის შემდეგ რეციდივდება ან პროგრესირებს.

  • რა უნდა იცოდეთ ირინოტეკანის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ირინოტეკანი:

თუ გაქვთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავის ქრონიკული ობსტრუქცია

თუ ხართ ალერგიული ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6 „რას შეიცავს ირინოტეკანი“)

თუ თქვენ ხართ მეძუძური ქალი (იხილეთ ნაწილი 2)

თუ თქვენი ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტია

თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა

თუ გაქვთ ჯანმრთელობის ცუდი ზოგადი მდგომარეობა (ჯანმო-ს მიხედვით ფუნქციური სტატუსი 2-ზე მაღალი)

თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით კრაზანას (Hypericum-ის შემცველი მცენარეული ექსტრაქტი)

თუ აპირბთ მიიღოთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები) და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში

თუ თქვენ იღებთ ირინოტეკანს სხვა პრეპარატებთან ერთად, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ სხვა პრეპარატების ინსტრუქცია დამატებითი უკუჩვენებების შესახებ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ირინოტეკანის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • თუ გაქვთ ჟილბერის სინდრომი, მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მომატება და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ირინოტეკანის გამოყენებისას. ირინოტეკანის გამოყენება უნდა განხორციელდეს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარების მხრივ სპეციალიზებულ განყოფილებებში და მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიარეა

ირინოტეკანმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მძიმე იყოს. ის შეიძლება დაიწყოს პრეპარატის ინფუზიიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში. მკურნალობის გარეშე, მან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და სერიოზული ქიმიური დისბალანსი, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ გვერდითი ეფექტის პრევენციისა ან კონტროლისთვის თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს. დაუყოვნებლივ რომ მიიღოთ პრეპარატი, დარწმუნდით, რომ ამისთვის ის სახლში გქონდეთ, როცა დაგჭირდებათ.

მიიღეთ მედიკამენტი დანიშნულებისამებრ, როგორც კი ფაღარათის ან ხშირი განავლის პირველი ნიშნები გამოვლინდება.

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და (ან) მარილოვანი სასმელები (გაზიანი სასმელი, სოდიანი წყალი ან ბულიონი).

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ კვლავ გაქვთ დიარეა, განსაკუთრებით თუ ის 24 საათზე მეტხანს გრძელდება, ან თუ გეწყებათ თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა.

ნეიტროპენია (სისხლის ზოგიერთი ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება)

ამ პრეპარატს შეუძლია შეამციროს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა, ძირითადად პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირაში. ამან შეიძლება გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა ცხელება (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახალი ხველა ან ნახველის ამოსვლა. მოერიდეთ ავადმყოფ ან ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან ახლოს ყოფნას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ინფექციის ნიშნებს.

სისხლის მონიტორინგი

თქვენი ექიმი, სავარაუდოდ, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს პრეპარატის გავლენა სისხლის ანალიზზე ან სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ანალიზის შედეგების საფუძველზე, შესაძლოა დაგჭირდეთ მედიკამენტები ზემოქმედების სამკურნალოდ. ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს ამ მედიკამენტის შემდეგი დოზის შემცირება ან გადადება, ან თუნდაც მისი საერთოდ შეწყვეტა. განახორციელეთ ყველა დანიშნული ვიზიტი ექიმთან და ლაბორატორიული ანალიზები.

ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. მიმართეთ ექიმს ნებისმიერი მედიკამენტის ან დანამატის მიღებამდე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ორგანიზმის სისხლდენის შეჩერების უნარზე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი, კუპრისებრი განავალი.

გულისრევა და ღებინება

ამ მედიკამენტის მიღების დღეს ან მის შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა გქონდეთ გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები მკურნალობის დაწყებამდე გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად. ექიმი, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა მიღებაც სახლში შეგიძლიათ. ხელთ გქონდეთ ეს მედიკამენტები, როცა დაგჭირდებათ. დაუკავშირდით ექიმს, თუ გულისრევისა და ღებინების გამო ვერ იღებთ სითხეებს პერორალურად.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციას, რაც იწვევს ე.წ. ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს სურდო, ნერწყვის გამოყოფის მომატება, ჭარბი ცრემლდენა თვალებიდან, ოფლიანობა, წამოხურება, სპაზმების შეგრძნება მუცელში და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ მათ კონტროლში.

დარღვევები ფილტვების მხრივ

იშვიათად, ამ მედიკამენტის მიმღებ ადამიანებს ფილტვების სერიოზული პრობლემები აღენიშნებათ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ახალი ან გაუარესებული ხველა, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ფეხების ან ფილტვების ვენებში მსხვილი ტრომბების წარმოქმნის რისკი, რომლებიც შეიძლება გადავიდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გულმკერდში ტკივილს, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან მომატებულ სითბოს ხელში ან ფეხში.

ნაწლავის ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავის გაუვალობა

დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ტკივილი და არ შეგიძლიათ ნაწლავების დაცლა, განსაკუთრებით თუ ასევე გაქვთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ სხივური თერაპია მენჯის ან მუცლის მიდამოში, შესაძლოა გქონდეთ ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების მომატებული რისკი. ირინოტეკანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თირკმლის ფუნქცია

აღწერილია თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.

გულის დარღვევები

აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ/გაწუხებდათ გულის დაავადება ან თუ ადრე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ და განიხილავს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმების ძალიან მაღალი შემცველობა).

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ირინოტეკანი იშვიათად ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან (თრომბები ფეხების და ფილტვების სისხლძარღვებში) და ის შეიძლება იშვიათად განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი.

სხვა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ტკივილი, სისხლდენა ან თუნდაც კვების გაძნელება. თქვენს ექიმს ან ექთანს შეუძლია შემოგთავაზოთ ამის შემცირების გზები, როგორიცაა კვების წესის შეცვლა ან კბილების გახეხვის წესი. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ წამალი ტკივილის შესამსუბუქებლად.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია კონტრაცეფციის, ორსულობის, ძუძუთი კვების და ფერტილობის ნაწილში.

თუ გეგმავთ ოპერაციას ან რაიმე სხვა პროცედურას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

თუ თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ ამ პრეპარატთან ერთად გამოიყენება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები, გთხოვთ, აუცილებლად ასევე წაიკითხეთ სხვა პრეპარატების ინსტრუქციები.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ირინოტეკანი

ირინოტეკანს შეუძლია ურთიერთქმედება რიგ მედიკამენტებთან და დანამატებთან, რამაც შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს პრეპარატის დონე სისხლში. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს გამოიყენეთ ან შესაძლოა გამოიყენოთ რომელიმე შემდეგი პრეპარატი:

კრუნჩხვების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი)

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

იმუნური სისტემის დამთურგუნველი პრეპარატები ტრანსპლანტანტის მოცილების თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (გავრცელებული სისხლის გამათხელებელი საშუალებები, როგორიცაა ვარფარინი)

ზოგადი ანესთეზიისა და ქირურგიული ჩარევის დროს გამოსაყენებელი კუნთების სარელაქსაციო სამკურნალო მედიკამენტები (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (სისხლძარღვების ზრდის ინჰიბიტორი)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორების ინჰიბიტორი)

ირინოტეკანის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ უკვე იღებთ ან ცოტა ხნის წინ გაიარეთ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

ირინოტეკანის მიღების დროს არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ რაიმე მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დიარეა. ამ პრეპარატის მიღებისას ეცადეთ, თავი აარიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.

შესაძლოა, სხვა მედიკამენტებიც ურთიერთქმედებდეს ირინოტეკანთან. გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს სხვა მედიკამენტების, მცენარეული საშუალებების და დანამატების შესახებ და იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლმა გამოიწვიოს პრობლემები ამ პრეპარატის მიღებისას.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, მაშინ მკურნალობის შეწყვეტის დროს და მისი შეწყვეტიდან 6 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია.

მამაკაცებმა მკურნალობის შეწყვეტის დროს და მისი შეწყვეტიდან 3 თვემდე პერიოდში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ ექიმს, თუ რა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შეიძლება ამ პრეპარატთან ერთად.

ორსულობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემები, თუ მიიღება ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ არ ხართ ორსულად.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანის და მისი მეტაბოლიტის შემცველობა გმოკვლეულ იქნა დედის რძეში. ძუძუთი კვება ამ მედიკამენტით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ მედიკამენტის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ამ მედიკამენტის შესაძლო რისკისა და იმ ვარიანტების შესახებ, რომლებმაც შეიძლება შეგინარჩუნოს შვილების გაჩენის უნარი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ მედიკამენტის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება შეამჩნიოთ თავბრუსხვევა და/ან მხედველობის პრობლემები. თუ ეს გვერდითი მოვლენა გაქვთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ირინოტეკანი შეიცავს სორბიტოლს.

ეს მედიკამენტი შეიცავს შაქარს (სორბიტოლს). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. HFI-ით დაავადებულ პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ გულისრევის სინდრომი ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელების მიღება გულისრევის, ღებინების ან ისეთი უსიამოვნო სიმპტომების გამო, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს ყოველ მლ-ში, რაც ექვივალენტურია 90 მგ/2 მლ, 225 მგ/5 მლ, 675 მგ/15 მლ და 1125 მგ/25 მლ.

ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ გამოვიყენოთ ირინოტეკანი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.

ირინოტეკანს შეგიყვანთ ჯანდაცვის სპეციალისტები.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ-ის ტესტი ირინოტეკანის პირველი დოზის მიღებამდე.

ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად უფრო მეტად აქვს წამლის გამო გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა.

თქვენთვის მისაღები ირინოტეკანის რაოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე,

მათ შორის თქვენს სიმაღლესა და წონაზე, თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე და კიბოს ან სამკურნალო მდგომარეობის ტიპზე. ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას და მიღების გრაფიკს.

ირინოტეკანი შეჰყავთ ვენაში ინტრავენური გზით (IV). ეს ინექცია განხორციელდება კლინიკაში ან სტაციონარში. ირინოტეკანი უნდა იქნას შეყვანილი ნელა და ინტრავენური ინფუზიის დასრულებას შეიძლება 90 წუთამდე დასჭირდეს.

ირინოტეკანის მიღების დროს შეიძლება დაგინიშნონ სხვა მედიკამენტები გულისრევის, ღებინების, დიარეის და სხვა გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. შეიძლება დაგჭირდეთ ამ მედიკამენტების გამოყენება ირინოტეკანის ინექციიდან სულ მცირე ერთი დღის განმავლობაში.

თუ ირინოტეკანის ინექციის დროს ინტრავენური ნემსის გარშემო წვას, ტკივილს ან შეშუპებას გრძნობთ, აცნობეთ თქვენს მომვლელს. თუ მედიკამენტი ვენიდან გამოვა, ამან შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. თუ ირინოტეკანის შეყვანის დროს ინტრავენური ინექციის ადგილას ტკივილს ან სიწითლეს ან შეშუპებას განიცდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ამჟამად ირინოტეკანის სამკურნალოდ რეკომენდებული რამდენიმე სქემა არსებობს. ის, როგორც წესი, მიიღება 3 კვირაში ერთხელ (მხოლოდ ირინოტეკანი მიიღება) ან 2 კვირაში ერთხელ (ირინოტეკანი მიიღება 5FU/FA ქიმიოთერაპიასთან ერთად). დოზა დამოკიდებული იქნება რიგ ფაქტორებზე, მათ შორის მკურნალობის გრაფიკზე, თქვენი სხეულის ზომაზე, ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, სისხლის ანალიზზე, ღვიძლის ფუნქციონირებაზე, განხორციელებულა თუ არა მუცლის/მენჯის ღრუს დასხივება და რაიმე გვერდითი მოვლენების, მაგალითად, დიარეის, არსებობაზე.

მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს მკურნალობის ხანგრძლივობა.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ირინოტეკანს

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დოზის გადაჭარბების სიმპტომებში შეიძლება მოიცავდეს ამ მედიკამენტის ფურცელ-ჩანართში ჩამოთვლილ ზოგიერთ სერიოზულ გვერდით მოვლენას.

თუ დაგავიწყდათ ირინოტეკანის გამოყენება

თუ ირინოტეკანის ინექციის განსახორციელებლად დანიშნულ დროს გამოტოვებთ, ინსტრუქციების მისაღებად დაუკავშირდით ექიმს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება სერიოზული იყოს. თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს (იხილეთ მე-2 ნაწილი), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ ალერგიული რეაქციის რომელიმე ნიშანს: ჭინჭრის ციება; სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

დიარეა (იხილეთ მე-2 ნაწილი).

ადრეული დიარეა: ვითარდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და თან ახლავს სიმპტომები: სურდო, მომატებული ნერწყვდენა, თვალების ცრემლდენა, ოფლიანობა, წამოხურება, მუცლის სპაზმები. (ეს შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღების დროს. თუ ასეა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს. შესაძლოა მიიღოთ მედიკამენტები ამ ადრეული გვერდითი ეფექტის შესაჩერებლად და/ან შესამცირებლად).

გვიანი დიარეა: ვითარდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის გასვლისას. დიარეასთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის და ელექტროლიტური დისბალანსის საფრთხის გამო, მნიშვნელოვანია დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სპეციალისტებს მონიტორინგისთვის, მედიკამენტების და დიეტის მოდიფიკაციის შესახებ რჩევების მისაღებად.

მიმართეთ ექიმს ან ექთანს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს:

სიმპტომები

მონითერაპიის დროს შემთხვევების სიხშირე*

კომბინირებული თერაპიის დროს შემთხვევების სიხშირე†

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება ინფექციის გაზრდილი რისკი გამოიწვიოს

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა, რაც იწვევს დაღლილობას და ქოშინს

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მადის დაქვეითება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ქოლინერგული სინდრომი (იხ. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ხშირი

თმის ცვენა (შექცევადი)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ლორწოვანი გარსების ანთება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ცხელება

ძალიან ხშირი

ხშირი

სისუსტის და ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

თრომბოციტების (სისხლის უჯრედების, რომლებიც ხელს უწყობენ შედედებას) დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა

ხშირი

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექცია

ხშირი

ხშირი

თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებით

ხშირი

ხშირი

ნაწლავის განავლისგან დაცლის გაძნელება

ხშირი

ხშირი

თირკმლის ფუნქციის ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები

ხშირი

არ არის მოხსენებული

  • ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

† ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან), გამოწვეული ბაქტერიით (Clostridium difficile)

სისხლის ინფექცია

დეჰიდრატაცია (დიარეის და ღებინების გამო)

თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება და კანის სიფერმკრთალე (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპოვოლემია ეწოდება)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ მალევე

ჩხვლეტის შეგრძნება

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან მის შემდეგ)

გულის პრობლემები*

ფილტვის დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხილეთ ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავის გაუვალობა

მსხვილი ნაწლავის გადიდება

ნაწლავებიდან სისხლდენა

მსხვილი ნაწლავის ანთება

ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური შედეგები

ნახვრეტი ნაწლავში

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

კანის რეაქციები

რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

სისხლში მარილების დაბალი დონე, ძირითადად დიარეასთან და ღებინებასთან დაკავშირებული

კუნთების სპაზმები

თირკმლის პრობლემები*

დაბალი არტერიული წნევა*

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ამ მოვლენების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო დიარეასთან და/ან ღებინებასთან, ან სისხლის ინფექციებთან.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard-ზე ან მოძებნოთ MHRA Yellow Card Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ შევინახოთ ირინოტეკანი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და გარე კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს. თქვენი ექიმი გადაამოწმებს ამას თქვენთვის.

შეინახეთ ფლაკონი გარე კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

არ გაყინოთ.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, თუ განზავება განხორციელდა კონტროლირებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

თქვენმა ექიმმა უნდა გამოიყენოს ირინოტეკანი მისი დამზადებისთანავე.

უკვე გამოყენებული ფლაკონები უნდა განადგურდეს თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ციტოტოქსიკური პრეპარატებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ირინოტეკანი

აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკანი. კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რაც 17.33 მგ/მლ ირინოტეკანის ექვივალენტურია.

ირინოტეკანის თითოეული 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ ფლაკონი შეიცავს შესაბამისად 40 მგ, 100 მგ, 300 მგ და 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

სხვა ინგრედიენტებია სორბიტოლი E420, რძემჟავა, საინექციო წყალი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა (გამოიყენება pH-ის რეგულირებისთვის).

ირინოტეკანის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ეს პრეპარატი წარმოდგენილია საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის სახით (კონცენტრირებული ხსნარი, რომელიც ზავდება ხსნარის მისაღებად, რომლის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინფუზიის სახით წვეთოვანი გზით). ეს არის გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი. მედიკამენტი გამოდის ქარვისფერი მინის კონტეინერებში, რომლებსაც ფლაკონები ეწოდება და ხელმისაწვდომია ცალკეული ფლაკონების სახით, რომლებიც შეიცავს 40 მგ/2 მლ, 100 მგ/5 მლ, 300 მგ/15 მლ ან 500 მგ/25 მლ. ეს ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Seacross Pharmaceuticals Limited

Beaumont Business Centres

6 Snow Hill

ლონდონი EC1A 2AY

გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Seacross Pharmaceuticals Limited

Beaumont Business Centres

6 Snow Hill

ლონდონი EC1A 2AY

გაერთიანებული სამეფო

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 11/2024.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------

ინფორმაცია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

გამოყენების ინსტრუქცია - ციტოტოქსიკური საშუალება

ირინოტეკანის დამუშავება

როგორც ყველა სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში, ირინოტეკანის დამუშავებისას სიფრთხილეა საჭირო. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში, ნასწავლი პერსონალის მიერ, გამოყოფილ ადგილას. კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა.

დამცავი ინსტრუქციები ირინოტეკანის ინფუზიისთვის მომზადებისას

უნდა იქნას გამოყენებული დამცავი კამერა და დამცავი ხელთათმანები, ასევე დამცავი ხალათი. თუ დამცავი კამერა არ არის, უნდა იქნას გამოყენებული პირბადე და სათვალე.

გახსნილი კონტეინერები, როგორიცაა საინექციო ფლაკონები და საინფუზიო ბოთლები, ასევე გამოყენებული კანულები, შპრიცები, კათეტერები, მილები და ციტოსტატიკების ნარჩენები, უნდა ჩაითვალოს სახიფათო ნარჩენებად და განადგურდეს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.

დაღვრის შემთხვევაში, დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

უნდა გეცვათ დამცავი ტანსაცმელი

უნდა შეგროვდეს გატეხილი მინა და მოთავსდეს სახიფათო ნარჩენების კონტეინერში

დაბინძურებული ზედაპირები სათანადოდ უნდა გაირეცხოს დიდი რაოდენობით ცივი წყლით

შემდეგ გარეცხილი ზედაპირები კარგად უნდა გაიწმინდოს და გასაწმენდად გამოყენებული მასალები უნდა გადაიყაროს სახიფათო ნარჩენების სახით.

ირინოტეკანის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, ეს ადგილი უნდა გაირეცხოს დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით და შემდეგ დაიბანოს საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, კონტაქტის ადგილი კარგად ჩამოიბანეთ წყლით. დისკომფორტის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ირინოტეკანის თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ირინოტეკანი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთვის, შეყვანამდე რეკომენდებულ გამხსნელებში განზავების შემდეგ: 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარში ან 5%-იან გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ასეპტიკურად დაკალიბრებული შპრიცით ამოიღეთ ფლაკონიდან ხსნარის დასამზადებლად საჭირო რაოდენობის ირინოტეკანის კონცენტრატი და შეიყვანეთ საინფუზიო პაკეტში ან ბოთლში 250 მლ მოცულობით. საინფუზიო ხსნარი კარგად უნდა შეინჯღრეს ხელით.

თუ ფლაკონებში ან განზავების შემდეგ შეინიშნება ნალექი, პროდუქტი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებების სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა.

ირინოტეკანის საინფუზიო ხსნარი უნდა იქნეს შეყვანილი პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში.

ირინოტეკანი არ უნდა იქნეს შეყვანილი ინტრავენურად ბოლუსის სახით ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე მეტი ხანგრძლივობით.

განზავების შემდეგ: ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ის არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტს. თუ გახსნა და განზავება ხორციელდება მკაცრი ასეპტიკური პირობების დაცვით (მაგ., ლამინარული ჰაერის ნაკადის ბოქსში), ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული (ინფუზია დასრულდეს) დაუყოვნებლივ ან 24 საათის განმავლობაში, თუ პირველი გახსნის შემდეგ ის ინახება 2°C - 8°C ტემპერატურაზე.

განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა