ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი
Irinotecan Hydrochloride
ირინოტეკანი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს). ირინოტეკანი გამოიყენება მსხვილი ან სწორი ნაწლავის გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ირინოტეკანი (irinotecan)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ (100მგ/5მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1-ის (TOP1) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01CE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036920
- რეგისტრირებულია
- 28 ნოემბერი 2022, მოქმედებს 28 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ირინოტეკანი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს). ირინოტეკანი გამოიყენება მსხვილი ან სწორი ნაწლავის გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით.
ირინოტეკანის ინექცია არის სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომლის აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი გავლენას ახდენს ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაზე.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ირინოტეკანი 5-ფტროურაცილ/ფოლიუმის მჟავასთან (5FU/FA) და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში მსხვილი ნაწლავის (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ.
შეიძლება გამოყენებულ იქნას ირინოტეკანის კომბინაცია კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან ერთად ან ბევაციზუმაბის გარეშე მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ.
შეიძლება, ასევე, გამოყენებულ იქნას ირინოტეკანის კომბინაცია ცეტუქსიმაბთან მსხვილი ნაწლავის კიბოს გარკვეული ტიპის დროს (KRAS wild-type), რომელიც იწვევს ე.წ. EGFR ცილის ექსპრესიას.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ირინოტეკანის ინექცია კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ.
ექიმი პაციენტს ურჩევს დნმ-ს ანალიზის გაკეთებას ირინოტეკანის ინექციის პირველი დოზის გაკეთებამდე.
ზოგიერთი გენეტიკურად წინასწარგანწყობილია მედიკამენტის გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარების მიმართ.
პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სხვა მედიკამენტები გულისრევის, ღებინების დიარეის და სხვა გვერდითი მოვლენების წინააღმდეგ ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის განმვალობაში. ამ მედიკამენტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს ირინოტეკანის ინექციის ინექციიდან არანაკლებ ერთი დღის განმავლობაში.
ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება წვა, ტკივილი ან შეშუპება ი.ვ. ნემსის ირგვლივ, სადაც მოხდა ირინოტეკანის ინექცია. თუ მედიკამენტმა გაჟონა ვენიდან, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ან სიწითლე ან შეშუპება ირინოტეკანის ინტრავენური ინექციის დროს, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო პერსონალს.
ირინოტეკანის ინექცია კეთდება ინტრავენური ინფუზიის გზით 30-დან 90 წუთის განმავლობაში.
ინფუზიის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმაღლეზე, წონასა და ზოგად სამედიცინო მდგომარეობაზე. დოზირება დამოკიდებულია ასევე სხვა ანტისიმსივნურ მკურნალობაზე, რომელსაც იტარებს პაციენტი.
ექიმის მიერ გამოითვლება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობი კვადრატულ მეტრებში (მ2).
თუ პაციენტს უკვე ჩატარებული აქვს მკურნალობა 5-ფტორურაცილით, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მხოლოდ ირინოტეკანის ინექციის საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში;
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა, ირინოტეკანის ინექციის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 180 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამას შესაძლოა დაემატოს ფოლიუმის მჟავა და 5-ფტორურაცილი.
თუ პაციენტი ირინოტეკანს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ჩვეულებრივ ინიშნება ირინოტეკანის იგივე დოზა, რაც ირინოტეკანის შემცველი სქემის წინა კურსების დროს. ირინოტეკანის ინექცია არ უნდა გაკეთდეს ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან ერთ საათზე ადრე.
შესაძლებელია ექიმმა შეცვალოს მედიკამენტის ეს დოზირება პაციენტის მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესაბამისად.
ირინოტეკანის ინექციის დოზის გადაჭარბებისას
არ არის მოსალოდნელი ირინოტეკანის ინექციის დოზის გადაჭარბება. თუმცა ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისხლის დარღვევები და დიარეა. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღებულ ზომები დეჰიდრატაციის პრევენციისათვის, რომლის გამომწვევიც არის ფაღარათი და ინფექციური გართულებების სამკურნალოდ. საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა მედიკამენტის დასანიშნად.
ირინოტეკანის ინექციის დოზის გამოტოვებისას
ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულების მიხედვით დოზების მიღება. დოზის გამოტოვებისას, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ირინოტეკანის ინექციის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავების ობსტრუქცია;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გაუარესებულია (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ჯმო-ს კლასიფიკაციით 2-ზე მაღალი);
თუ პაციენტი იღებს ბუნებრივ პრეპარატ კრაზანას (Hypericum perforatum);
თუ პაციენტი აპირებს აიცრას ან უკანსკნელ პერიოდში აიცრა ცოცხალი დასუსტებული ვაქცინით (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილის, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები) და ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ პაციენტს ირინოტეკანის ინექცია უნდა გაუკეთდეს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, უნდა გაეცნოს მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქციებს დამატებით უკუჩვენებებთან დაკავშირებით.
სიფრთხილის ზომები
განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.
რადგან ირინოტეკანის ინექცია წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, ის უნდა გაკეთდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების პერსონალი პაციენტს განუმარტავს, თუ რას უნდა მიაქციოს პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ. შესაძლოა აღნიშნული ინსტრუქცია პაციენტს დაეხმაროს ამ ინფორმაციის დამახსოვრებაში.
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
აქვს ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე;
აქვს თირკმლის პრობლემები;
აქვს ბრონქული ასთმა;
ჩატარებული აქვს სხივური თერაპია;
ანამნეზში აქვს მძიმე დიარეა ან ცხელება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის შემდეგ;
აქვს გულის პრობლემები;
მწეველია, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა ან მაღალი ქოლესტერინის დონე, ამ მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდონ გულის პრობლემების რისკი ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დროს;
პაციენტს გაუკეთდა ან ესაჭიროება ნებისმიერი ვაქცინაცია;
იღებს სხვა რომელიმე მედიკამენტს, იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ირინოტეკანი”.
ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან პირველი 24 საათი
ირინოტეკანის ინექციის დროს (30-90 წთ) და მისი გაკეთებიდან ხანმოკლე პერიოდში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
დიარეა
ცრემლდენა
ოფლიანობა
მხედველობის დარღვევები
მუცლის ტკივილი
გაძლიერებული ნერწყვდენა.
მწვავე ქოლინერგული სინდრომი
მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში სეკრეციას, რაც შედეგად იწვევს ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომები მოიცავს ცხვირიდან გამონადენს, გაძლიერებულ ნერწყვდენას, გაძლიერებულ ცრემლდენას, ოფლიანობას, ალებს, მუცლის სპაზმებს და ფაღარათს. რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან მომდევნო დღეს მკურნალობის შემდეგი კურსის დაწყებამდე
ამ პერიოდში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის და მოითხოვდეს გადაუდებელ მკურნალობას და მეთვალყურეობას.
ფაღარათი
თუ ფაღარათი იწყება ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან 24 საათის შემდეგ (“დაყოვნებული დიარეა”), შესაძლოა ის იყოს მძიმე ხასიათის. ხშირად დიარეა ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 5 დღის შემდეგ. ფაღარათის მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა. თუ არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია და მძიმე ქიმიური დისბალანსი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ექიმი დანიშნავს მედიკამენტს, რომელიც მოახდენს ამ გვერდითი მოვლენის პრევენციას ან კონტროლს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტი, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სახლში. პირველივე თხიერი განავლის შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეცვლა. რეკომენდებული ანტიდიარეული მკურნალობაა: ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამითაც). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო თხიერი განავლიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომედებული დოზის მიღება არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე მეტ ხანს;
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით წყლისა და სარეჰიდრატაციო სითხეების მიღება (მაგ. წყალი, მინერალური წყალი, გაზირებული სასმელები, ბულიონი ან პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები);
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობს მკურნალობას და ეცნობოს დიარეის შესახებ. თუ პაციენტი ვერ უკავშირდება ექიმს, საჭიროა ჰოსპიტალში მიმართვა, სადაც ხდება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი გაფრთხილება დიარეის განვითარების შესახებ.
საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ამ სპეციალიზებულ განყოფილებაში მიმართვა,
თუ დიარეას თან ახლავს გულისრევა, ღებინება ან ცხელება;
თუ პაციენტს ფაღარათი ისევ აღენიშნება დიარეის მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.
შენიშვნა: დაუშვებელია, ექიმის მიერ დანიშნული და ზემოთ მითითებული სითხეების გარდა, დიარეის სამკურნალოდ სხვა საშუალებების გამოყენება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა. პრევენციის მიზნით არ უნდა დაიწყოს ანტიდიარეული მკურნალობა, მაშინაც კი, თუ წინა კურსის დროს პაციენტს აღენიშნა დაყოვნებული დიარეა.
ცხელება
თუ სხეულის ტემპერატურა მატულობს 38oC-ზე მეტად, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის ნიშანს, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს დიარეა. თუ პაციენტს აღენიშნა ცხელება (38oC-ზე მეტად), საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა, რათა ჩატარდეს საჭირო მკურნალობა.
გულისრევა და ღებინება
თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა და/ან ღებინება, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეიძლება მისცეს პრეპარატი, რომელიც ახდენს გულისრევისა და ღებინების პრევენციას. ექიმი დანიშნავს გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომლის მიღება პაციენტს სახლშიც შეუძლია. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს მედიკამენტები, რომ მიიღოს საჭიროების შემთხვევაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს არ შეუძლია სითხეების დალევა გულისრევისა და ღებინების გამო.
ნეიტროპენია
ირინოტეკანის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დროს და შექცევადი ხასიათისაა. საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი ექიმის მიერ. ნეიტროპენია სერიოზულ გართულებას წარმოადგენს და უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ მკურნალობა და სიფრთხილით მონიტორინგი. ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ინფექციის ნიშნები აქვს, როგორიცაა ცხელება (38ºC ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახლად განვითარებული ხველა, ნახველი. პაციენტი უნდა მოერიდოს დაავადებულ ან ინფიცირებულ პირებთან სიახლოვეს. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს ინფექციის ნიშნები განუვითარდა.
სისხლის მონიტორინგი
ექიმი სისხლის ანალიზს შეამოწმებს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში მედიკამენტის გავლენის შესამოწმებლად სისხლის უჯრედებზე ან სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ანალიზების შედეგების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების მიღება ამ ეფექტების სამკურნალოდ. ექიმმა ასევე შეიძლება შეამციროს ან დააყოვნოს მედიკამენტის შემდეგი დოზის მიღება, ან საერთოდ შეწყვიტოს. პაციენტმა არ უნდა გამოტოვოს ექიმთან ვიზიტები და ლაბორატორიული ანალიზები.
ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მისი გაკეთებიდან მომდევნო კვირებში, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმ მედიკამენტების ან დანამატების მიღებამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლდენის შეჩერების უნარზე, როგორიცაა მაგ.: ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვის დროს, შავი კუპრისფერი განავალი.
ფილტვების დარღვევები
იშვიათად აღინიშნება ფილტვების მძიმე პრობლემები ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ახლად აღმოცენებული ან გაუარესებული ხველა, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ქვემო კიდურებში ან ფილტვებში თრომბების წარმოქმნის რისკი, რომელიც შეიძლება მოხვდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი, ან ფეხის ან ხელის შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს შეგრძნება.
ნაწლავების ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავების გაუვალობა
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში ან შეკრულობა, განსაკუთრებით, თუ ასევე აღინიშნება ბოყინი და მადის დაკარგვა.
სხივური თერაპია
თუ პაციენტს ახალი ჩატარებული აქვს სხივური თერაპია მენჯის ან მუცლის არეში, შეიძლება ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იყოს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე.
თირკმლის ფუნქცია
აღწერილია თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.
გულის დარღვევები
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება/აღენიშნებოდა გულის დაავადება ან ადრე ჩატარებულიი აქვს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობა. ექიმი მოახდენს პაციენტს მონიტორინგს და მასთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა შემცირდეს რისკფატორები (როგორიცაა მოწევა. სისხლის მაღალი წნევა და ცხიმების მაღალი შემცველობა).
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ირინოტეკანის ინექცია იშვიათად ასოცირებულია სისხლის ნაკადის დარღვევებთან (სისხლის თრომბების წარმოქმნა ქვედა კიდურებისა და ფილტვების სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა რისკფაქტორის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის კურსის წინ საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შემოწმება (სისხლის ანალიზების საშუალებით).
სხვა
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ტკივილი, სისხლდენა ან ჭამის გაძნელება. ექიმი ან ექთანი რჩევას მისცემს პაციენტს, როგორ უნდა შემცირდეს ეს მოვლენები, მაგ.: კვების ან კბილების გამოხეხვის მეთოდის შეცვლით. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანიშნავს მედიკამენტს ტკივილის მოსახსნელად.
ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს ან გეგმავს ოპერაციას ან რაიმე პროცედურას.
თუ მედიკამენტი გამოიყენება სხვა ანტისიმსივნურ პრეპარატებთან კომბინაციაში, პაციენტი უნდა გაეცნოს ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს.
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა ნებისმიერი პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, მცენარეული პრეპარატების, ძლიერი ვიტამინებისა და მინერალების ჩათვლით.
გულყრების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი დ პოსაკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი) - კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი);
ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები;
აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვ.);
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისათვის (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი);
კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდელალისიბი და აპალუტამიდი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხევადებელი, როგორიცაა ვარფარინი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუნთების რელაქსაციისათვის ზოგადი ანესთეზიისა და ოპერაციის დროს (სუქსამეთონიუმი);
5-ფტორურაცილი/ფოლიუმის მჟავა;
ბევაციზუმაბი (სისხლძარღვის ზრდის ფაქტორი);
ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი).
Iრინოტეკანის ინექციის განხორციელებამდე უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას , თუ თქვენ უკვე იტარებთ ან ახლახანს ჩაგიტარდათ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).
თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ექიმს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი მკურნალობს ირინოტეკანით, რადგან მან შესაძლოა გავლენა იქონიოს ოპერაციის დროს გამოყენებულ მედიკამენტებზე.
ირინოტეკანის ინექციის მკურნალობის დროს პაციენტმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა დაიწყოს ან არ უნდა შეწყვიტოს რომელიმე მედიკამენტის მიღება.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფაღარათი. Aმ პრეპარატის მიღებისას შეეცადეთ, რომ თავი აარიდოთ საფაღარათო საშუალებებს და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.
შეიძლება უფრო მეტი მედიკამენტი შევიდეს ურთიერთქმედებაში ირინოტეკანის ინექციასთან. საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთან კონსულტაცია სხვა მედიკამენტების, მცენარეული საშუალებების და დანამატების შესახებ და ასევე იწვევს თუ არა პრობლემებს ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ირინოტეკანის ინექცია არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
ირინოტეკანის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტების განვითარება. ფემძიმე ქალებში ამ მედიკამენტით მკურნალობა უნდა მოხდეს, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს რისკებს ნაყოოფისთვის.
შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ფეხმძიმობა. გამოყენებულ უნდა იქნას ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ მკურნალობის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან სულ მცირე სამი თვის მანძილზე (მამაკაცებისათვის) და ერთი თვის მანძილზე (ქალებისათვის). მკურნალობის პერიოდში ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ძუძუთი კვება
არ ჩატარებულა კვლევები, თუმცა ეს მედიკამენტი აღწევს დედის რძეში და გავლენას ახდენს ბავშვზე.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის პერიოდში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
რეპროდუქციული უნარი
არ ჩატარებულა კვლევები, თუმცა ეს მედიკამენტი გავლენას ახდენს შვილოსნობის უნარზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის შესაძლო რისკებისა და შვილოსნობის უნარის კონსერვაციის გზების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ შემთხვევაში ირინოტეკანის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირინოტეკანის ინექციის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს თითოეულ მლ-ში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს (ან თქვენ ბავშვს) აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი. ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტები ვერ შლიან ფრუქტოზას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.
ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ თქვენ (ან თქვენ შვილს) აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა ან თქვენი ბავშვი ვერ იღებს ტკბილ საკვებს ან სასმელს, რადგან აღენიშნება გულისრევა, ღებინება ან არასასიამოვნო ეფექტები, როგორიცაა ბოყინი, მუცლის სპაზმები ან დიარეა.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ე.ი. ის პრაქტიკულად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მგსავსად, ირინოტეკანის ინექციაც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გვერდითი მოვლენები და უნდა აუხსნას მკურნალობის შესაძლო რისკები და სარგებელი. გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.
იხ. აგრეთვე პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მედიკამენტის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან. დაუყოვნებლივ მიმართვა თუ პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ჰოსპიტალში:
ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე), საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიფური რეაქციები) უფრო ხშირად შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ინექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი, მათ შორის წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), გულისწასვლის შეგრძნება;
დიარეა (იხ. პარაგრაფი 2);
ადრეული დიარეა: ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათში. თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი, გაზრდილი ნერწვდენა, ცრემლიანი თვალები, ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები. (ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღების პერიოდშიც. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო პერსონალს. შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტი ამ ადრეული გვერდითი მოვლენის მოსახსნელად და/ან შესამსუბუქებლად);
დაყოვნებული დიარეა: ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. ფაღარათის შედეგად დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტური დისბალანსის გამო მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მონიტორინგს უწევდეს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მისცემს მედიკამენტების და კვების რეკომენდაციებს.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (გარკვეული ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), ანემია;
დაყოვნებული დიარეა;
გულისრევა და ღებინება;
თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ);
კომბინირებული მკურნალობის დროს შრატში ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის დონის გარდამავალი მომატება.,
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მწვავე ქოლინერგული სინდრომი: მთავარი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვა სიმპტომები: მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი), რინორეა (რინიტი), დაბალი არტერიული წნევა, კანის სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო, ოფლიანობა, შემცივნება, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, გუგების Dშევიწროება, ცრემლდენა და გაძლიერებული ნერწყვდენა - ვითარდება ირინოტეკანის ინექციის ინფუზიის დროს ან დამთავრებიდან 24 საათში;
ცხელება, ინფექციები (მათ შორის, სეფსისი);
ცხელება, დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ დაქვითებასთან;
დეჰიდრატაცია, ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან;
შეკრულობა;
სისუსტე;
ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის მომატება სისხლში.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე), საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
კანის მსუბსუქი რეაქციები; მსუბუქი რეაქციები ინფუზიის ადგილზე;
სუნთქვის გაძნელება;
ფილტვის დაავადება (ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება);
ნაწლავების ბლოკირება;
მუცლის ტკივილი ან ანთება, რომელიც იწვევს დიარეას (ე.წ. ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თირკმლის უკმარისობის არახშირი შემთხვევები, დაბალი არტერიული წნევა ან გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა აღწერილ იქნა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან ღებინების გამო ან სეფსისი.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია), შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ინექციიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანზე, მათ შორის კანის სიწითლე ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება. ამ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან;
კუნთების კონტრაქტურის ან სპაზმების და დაბუჟების (პარესთეზია) ადრეული ეფექტები;
გასტროინტესტინური სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის ანთება, მათ შორის აპენდიციტი;
ნაწლავის პერფორაცია, ანორექსია, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება;
პანკრეასის ანთება;
არტერიული წნევის მატება მედიკამენტის მიღების დროს და შემდგომ პერიოდში;
კალიუმისა და ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, უმეტესად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მეტყველების გარდამავალი დარღვევები;
საჭმლის მომნელებელი ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება, რომლებიც შლიან შაქარსა და ცხიმებს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე, პერსისტიული ან სისხლიანი დიარეა (ხშირად დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან), გამოწვეულია ბაქტერიით (Clostridium difFicile);
სისხლის ინფექცია;
დეჰიდრატაცია (ფაღარათის და ღებინების გამო);
თავბრუსხვევა, სწრაფი გულისცემა და კანის სიფერმკრთალე (ჰიპოვოლემია);
ალერგიული რეაქცია;
მეტყვლების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან მისი დამთავრებიდან მოკლე პერიოდში;
ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება;
მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან შემდეგ);
გულის პრობლემები*;
ფილტვების დაავადება, რომელიც იწვევს ხმაურიან სუნთქვას ან ქოშინს (იხ. პარაგრაფი 2);
სლოკინი;
ნაწლავების გაუვალობა;
ელენთის გადიდება;
ნაწლავებიდან სისხლდენა;
მსხვილი ნაწლავების ანთება;
ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები;
ნაწლავების პერფორაცია;
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
კანის რეაქციები;
მედიკამენტის ინექციის ადგილის რეაქციები;
კალიუმის დაბალი დონე სისხლში;
მარილების დაბალი დონე სისხლში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია დიარეასთან და ღებინებასთან;
კუნთების სპაზმები;
თირკმლის პრობლემები*;
დაბალი არტერიული წნევა*;
სოკოვანი ინფექციები;
ვირუსული ინფექციები.
- ამ მოვლენების არახშირი შემთხვევები აღწერილ იქნა პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეის და/ან ღებინების ან სისხლის ინფექციების გამო.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია აკნეს მსგავსი გამონაყარი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას კაპეციტაბინთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირად სისხლის თრომბები, ხშირად ალერგიული რეაქციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, და ცხელება ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის დროს. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს კაპეციტაბინის გამოყენების ინსტრუქციას.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია: ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა, სისხლის თრომბები, მაღალი არტერიული წნევა და მიოკარდიუმის ინფარქტი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს კაპეციტაბინის და ბევაციზუმაბის გამოყენების ინსტრუქციას
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით.
ვებგვერდი: : www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი.
1 მლ კონცენტრატი შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რომელიც 17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია.
ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 15 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
შეფუთვის ზომები:
2 მლ, 5 მლ, 15 მლ, 25 მლ, 50 მლ
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319 Pinner Road
North Harrow, Middlesex, HA1 4HF
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითიდ
სეიჯ ჰაუს 319, ფინა როუდ
ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი, HA1 4HF
გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 03/2021.
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
გამოყენების ინსტრუქცია - ციტოტოქსიკური
ირინოტეკანის ინექციის მოხმარება
სხვა ანტინეოპლაზური აგენტების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ირინოტეკანის ინექციის მოხმარებისას. ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურ პირობებში გამოცდილი პერსონალის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
ირინოტეკანის საინფუზიო ხსნარის უსაფრთხო მომზადების ინსტრუქციები:
გამოყენებულ უნდა იქნას დამცავი კამერა დამცავ ხელთათმანებთან, ასევე დამცავ ტანსაცმელთან ერთად. თუ არ არის ხელმისაწვდომი დამცავი კამერა, გამოყენებულ უნდა იქნას პირბადე და სათვალეები;
გახსნილი კონტეინერები, როგორიცაა საინექციო ფლაკონები და საინფუზიო ბოთლები და გამოყენებული ნემსები, შპრიცები, კათეტერები, ზონდები და ნარჩენი ციტოსტატიკური ნივთიერებები განხილულ უნდა იქნას როგორც სახიფათო ნარჩენები და მათი განადგურება უნდა მოხდეს სახიფათო ნარჩენების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით;
დაღვრის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი ინსტრუქციები:
საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა;
გატეხილი მინა უნდა შეგროვდეს და მოთავსდეს სახიფათო ნარჩენების სპეციალურ კონტეინერში;
დაბინძურებული ზედაპირი უნდა გაიწმინდოს დიდი რაოდენობა ცივი წყლით;
გარეცხილი ზედაპირი უნდა გამშრალდეს გულმოდგინედ და მასალა, რომლითაც გაიწმინდა ზედაპირი, განადგურებულ უნდა იქნას, როგორც სახიფათო ნარჩენები.
ირინოტეკანის ინექციის კანთან კონტაქტისას კანი უნდა ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობა გამდინარე წყლით და შემდეგ დაბანილ იქნას საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამობანილ უნდა იქნას წყლით. დისკომფორტის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;
ირინოტეკანის ინექციის თვალებში მოხვედრისას, თვალების ამობანა უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით. საჭიროა ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ კონტაქტი.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ირინოტეკანის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისათვის მხოლოდ რეკომენდებულ გამხსნელებში განზავების შემდეგ, უშუალოდ გაკეთების წინ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარში ან 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში.
ირინოტეკანის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა ასეპტიკურად უნდა იქნას ამოღებული ფლაკონიდან დაკალიბრებული შპრიცით და შეშვებულ უნდა იქნას 250 მლ საინფუზიო პაკეტში ან ბოთლში. საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით გადაბრუნება რამდენჯერმე, რათა ხსნარები ერთმანეთს კარგად შეერიოს.
პროდუქტი უნდა განზავდეს და გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ.
ირინოტეკანის ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია საინფუზიო ხსნარებთან (0.9% (წ/მ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% (წ/მ) გლუკოზის ხსნართან) 28 დღემდე, როცა ინახება LDPE ან PVC კონტეინერებში 5-25°C ტემპრატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. სინათლეზე ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება 3 დღის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და მან არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
თუ ფლაკონში ან ხსნარის განზავების შემდეგ, შემჩნეულ იქნა ნალექი, სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური საშუალებების მოხმარების სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
ირინოტეკანის ინექცია არ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად ბოლუსის სახით ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
განადგურება
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა მომზადებისას, გაკეთებისას ან იყო კონტაქტში ირინოტეკანის ინექციასთან უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნაერთების მოხმარების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გაყინვა.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე “EXP” ნიშნის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი
მედიკამენტის სახელწოდებაა “ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, მაგრამ ინსტრუქციაში ის ნახსენები იქნება როგორც “ირინოტეკანის ინექცია”.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ირინოტეკანის ინექცია და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ირინოტეკანის ინექციის გამოყენებამდე
ირინოტეკანის ინექციის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ირინოტეკანის ინექციის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ირინოტეკანის ინექცია და მისი გამოყენება
ირინოტეკანი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს). ირინოტეკანი გამოიყენება მსხვილი ან სწორი ნაწლავის გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით.
ირინოტეკანის ინექცია არის სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომლის აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი გავლენას ახდენს ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაზე.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ირინოტეკანი 5-ფტროურაცილ/ფოლიუმის მჟავასთან (5FU/FA) და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში მსხვილი ნაწლავის (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ.
შეიძლება გამოყენებულ იქნას ირინოტეკანის კომბინაცია კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან ერთად ან ბევაციზუმაბის გარეშე მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ.
შეიძლება, ასევე, გამოყენებულ იქნას ირინოტეკანის კომბინაცია ცეტუქსიმაბთან მსხვილი ნაწლავის კიბოს გარკვეული ტიპის დროს (KRAS wild-type), რომელიც იწვევს ე.წ. EGFR ცილის ექსპრესიას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ირინოტეკანის ინექციის გამოყენებამდე
დაუშვებელია ირინოტეკანის ინექციის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ირინოტეკანის ინექციის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავების ობსტრუქცია;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გაუარესებულია (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ჯმო-ს კლასიფიკაციით 2-ზე მაღალი);
თუ პაციენტი იღებს ბუნებრივ პრეპარატ კრაზანას (Hypericum perforatum);
თუ პაციენტი აპირებს აიცრას ან უკანსკნელ პერიოდში აიცრა ცოცხალი დასუსტებული ვაქცინით (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილის, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები) და ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ პაციენტს ირინოტეკანის ინექცია უნდა გაუკეთდეს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, უნდა გაეცნოს მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქციებს დამატებით უკუჩვენებებთან დაკავშირებით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.
რადგან ირინოტეკანის ინექცია წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, ის უნდა გაკეთდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების პერსონალი პაციენტს განუმარტავს, თუ რას უნდა მიაქციოს პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ. შესაძლოა აღნიშნული ინსტრუქცია პაციენტს დაეხმაროს ამ ინფორმაციის დამახსოვრებაში.
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
აქვს ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე;
აქვს თირკმლის პრობლემები;
აქვს ბრონქული ასთმა;
ჩატარებული აქვს სხივური თერაპია;
ანამნეზში აქვს მძიმე დიარეა ან ცხელება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის შემდეგ;
აქვს გულის პრობლემები;
მწეველია, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა ან მაღალი ქოლესტერინის დონე, ამ მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდონ გულის პრობლემების რისკი ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დროს;
პაციენტს გაუკეთდა ან ესაჭიროება ნებისმიერი ვაქცინაცია;
იღებს სხვა რომელიმე მედიკამენტს, იხ. პარაგრაფი “სხვა მედიკამენტები და ირინოტეკანი”.
ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან პირველი 24 საათი
ირინოტეკანის ინექციის დროს (30-90 წთ) და მისი გაკეთებიდან ხანმოკლე პერიოდში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
დიარეა
ცრემლდენა
ოფლიანობა
მხედველობის დარღვევები
მუცლის ტკივილი
გაძლიერებული ნერწყვდენა.
მწვავე ქოლინერგული სინდრომი
მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში სეკრეციას, რაც შედეგად იწვევს ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომები მოიცავს ცხვირიდან გამონადენს, გაძლიერებულ ნერწყვდენას, გაძლიერებულ ცრემლდენას, ოფლიანობას, ალებს, მუცლის სპაზმებს და ფაღარათს. რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან მომდევნო დღეს მკურნალობის შემდეგი კურსის დაწყებამდე
ამ პერიოდში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის და მოითხოვდეს გადაუდებელ მკურნალობას და მეთვალყურეობას.
ფაღარათი
თუ ფაღარათი იწყება ირინოტეკანის ინექციის გაკეთებიდან 24 საათის შემდეგ (“დაყოვნებული დიარეა”), შესაძლოა ის იყოს მძიმე ხასიათის. ხშირად დიარეა ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 5 დღის შემდეგ. ფაღარათის მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა. თუ არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია და მძიმე ქიმიური დისბალანსი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ექიმი დანიშნავს მედიკამენტს, რომელიც მოახდენს ამ გვერდითი მოვლენის პრევენციას ან კონტროლს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტი, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სახლში. პირველივე თხიერი განავლის შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეცვლა. რეკომენდებული ანტიდიარეული მკურნალობაა: ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამითაც). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო თხიერი განავლიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომედებული დოზის მიღება არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე მეტ ხანს;
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით წყლისა და სარეჰიდრატაციო სითხეების მიღება (მაგ. წყალი, მინერალური წყალი, გაზირებული სასმელები, ბულიონი ან პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები);
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობს მკურნალობას და ეცნობოს დიარეის შესახებ. თუ პაციენტი ვერ უკავშირდება ექიმს, საჭიროა ჰოსპიტალში მიმართვა, სადაც ხდება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი გაფრთხილება დიარეის განვითარების შესახებ.
საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ამ სპეციალიზებულ განყოფილებაში მიმართვა,
თუ დიარეას თან ახლავს გულისრევა, ღებინება ან ცხელება;
თუ პაციენტს ფაღარათი ისევ აღენიშნება დიარეის მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.
შენიშვნა: დაუშვებელია, ექიმის მიერ დანიშნული და ზემოთ მითითებული სითხეების გარდა, დიარეის სამკურნალოდ სხვა საშუალებების გამოყენება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა. პრევენციის მიზნით არ უნდა დაიწყოს ანტიდიარეული მკურნალობა, მაშინაც კი, თუ წინა კურსის დროს პაციენტს აღენიშნა დაყოვნებული დიარეა.
ცხელება
თუ სხეულის ტემპერატურა მატულობს 38oC-ზე მეტად, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის ნიშანს, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს დიარეა. თუ პაციენტს აღენიშნა ცხელება (38oC-ზე მეტად), საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა, რათა ჩატარდეს საჭირო მკურნალობა.
გულისრევა და ღებინება
თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა და/ან ღებინება, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეიძლება მისცეს პრეპარატი, რომელიც ახდენს გულისრევისა და ღებინების პრევენციას. ექიმი დანიშნავს გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომლის მიღება პაციენტს სახლშიც შეუძლია. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს მედიკამენტები, რომ მიიღოს საჭიროების შემთხვევაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს არ შეუძლია სითხეების დალევა გულისრევისა და ღებინების გამო.
ნეიტროპენია
ირინოტეკანის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დროს და შექცევადი ხასიათისაა. საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი ექიმის მიერ. ნეიტროპენია სერიოზულ გართულებას წარმოადგენს და უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ მკურნალობა და სიფრთხილით მონიტორინგი. ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ინფექციის ნიშნები აქვს, როგორიცაა ცხელება (38ºC ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახლად განვითარებული ხველა, ნახველი. პაციენტი უნდა მოერიდოს დაავადებულ ან ინფიცირებულ პირებთან სიახლოვეს. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს ინფექციის ნიშნები განუვითარდა.
სისხლის მონიტორინგი
ექიმი სისხლის ანალიზს შეამოწმებს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში მედიკამენტის გავლენის შესამოწმებლად სისხლის უჯრედებზე ან სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. ანალიზების შედეგების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების მიღება ამ ეფექტების სამკურნალოდ. ექიმმა ასევე შეიძლება შეამციროს ან დააყოვნოს მედიკამენტის შემდეგი დოზის მიღება, ან საერთოდ შეწყვიტოს. პაციენტმა არ უნდა გამოტოვოს ექიმთან ვიზიტები და ლაბორატორიული ანალიზები.
ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მისი გაკეთებიდან მომდევნო კვირებში, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია იმ მედიკამენტების ან დანამატების მიღებამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლდენის შეჩერების უნარზე, როგორიცაა მაგ.: ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება უჩვეულო სისხლჩაქცევები, სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვის დროს, შავი კუპრისფერი განავალი.
ფილტვების დარღვევები
იშვიათად აღინიშნება ფილტვების მძიმე პრობლემები ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ახლად აღმოცენებული ან გაუარესებული ხველა, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ქვემო კიდურებში ან ფილტვებში თრომბების წარმოქმნის რისკი, რომელიც შეიძლება მოხვდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი, ან ფეხის ან ხელის შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს შეგრძნება.
ნაწლავების ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავების გაუვალობა
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში ან შეკრულობა, განსაკუთრებით, თუ ასევე აღინიშნება ბოყინი და მადის დაკარგვა.
სხივური თერაპია
თუ პაციენტს ახალი ჩატარებული აქვს სხივური თერაპია მენჯის ან მუცლის არეში, შეიძლება ძვლის ტვინის სუპრესიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იყოს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე.
თირკმლის ფუნქცია
აღწერილია თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.
გულის დარღვევები
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება/აღენიშნებოდა გულის დაავადება ან ადრე ჩატარებულიი აქვს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობა. ექიმი მოახდენს პაციენტს მონიტორინგს და მასთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა შემცირდეს რისკფატორები (როგორიცაა მოწევა. სისხლის მაღალი წნევა და ცხიმების მაღალი შემცველობა).
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ირინოტეკანის ინექცია იშვიათად ასოცირებულია სისხლის ნაკადის დარღვევებთან (სისხლის თრომბების წარმოქმნა ქვედა კიდურებისა და ფილტვების სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა რისკფაქტორის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის კურსის წინ საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შემოწმება (სისხლის ანალიზების საშუალებით).
სხვა
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ტკივილი, სისხლდენა ან ჭამის გაძნელება. ექიმი ან ექთანი რჩევას მისცემს პაციენტს, როგორ უნდა შემცირდეს ეს მოვლენები, მაგ.: კვების ან კბილების გამოხეხვის მეთოდის შეცვლით. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანიშნავს მედიკამენტს ტკივილის მოსახსნელად.
ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს ან გეგმავს ოპერაციას ან რაიმე პროცედურას.
თუ მედიკამენტი გამოიყენება სხვა ანტისიმსივნურ პრეპარატებთან კომბინაციაში, პაციენტი უნდა გაეცნოს ამ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს.
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
სხვა მედიკამენტები და ირინოტეკანი
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა ნებისმიერი პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, მცენარეული პრეპარატების, ძლიერი ვიტამინებისა და მინერალების ჩათვლით.
გულყრების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი დ პოსაკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი) - კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი);
ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები;
აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვ.);
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისათვის (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი);
კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდელალისიბი და აპალუტამიდი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხევადებელი, როგორიცაა ვარფარინი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუნთების რელაქსაციისათვის ზოგადი ანესთეზიისა და ოპერაციის დროს (სუქსამეთონიუმი);
5-ფტორურაცილი/ფოლიუმის მჟავა;
ბევაციზუმაბი (სისხლძარღვის ზრდის ფაქტორი);
ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი).
Iრინოტეკანის ინექციის განხორციელებამდე უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას , თუ თქვენ უკვე იტარებთ ან ახლახანს ჩაგიტარდათ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).
თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ექიმს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი მკურნალობს ირინოტეკანით, რადგან მან შესაძლოა გავლენა იქონიოს ოპერაციის დროს გამოყენებულ მედიკამენტებზე.
ირინოტეკანის ინექციის მკურნალობის დროს პაციენტმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა დაიწყოს ან არ უნდა შეწყვიტოს რომელიმე მედიკამენტის მიღება.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფაღარათი. Aმ პრეპარატის მიღებისას შეეცადეთ, რომ თავი აარიდოთ საფაღარათო საშუალებებს და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.
შეიძლება უფრო მეტი მედიკამენტი შევიდეს ურთიერთქმედებაში ირინოტეკანის ინექციასთან. საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთან კონსულტაცია სხვა მედიკამენტების, მცენარეული საშუალებების და დანამატების შესახებ და ასევე იწვევს თუ არა პრობლემებს ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ირინოტეკანის ინექცია არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.
ირინოტეკანის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფექტების განვითარება. ფემძიმე ქალებში ამ მედიკამენტით მკურნალობა უნდა მოხდეს, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს რისკებს ნაყოოფისთვის.
შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ფეხმძიმობა. გამოყენებულ უნდა იქნას ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ მკურნალობის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან სულ მცირე სამი თვის მანძილზე (მამაკაცებისათვის) და ერთი თვის მანძილზე (ქალებისათვის). მკურნალობის პერიოდში ფეხმძიმობის დადგომისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ძუძუთი კვება
არ ჩატარებულა კვლევები, თუმცა ეს მედიკამენტი აღწევს დედის რძეში და გავლენას ახდენს ბავშვზე.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის პერიოდში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
რეპროდუქციული უნარი
არ ჩატარებულა კვლევები, თუმცა ეს მედიკამენტი გავლენას ახდენს შვილოსნობის უნარზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის შესაძლო რისკებისა და შვილოსნობის უნარის კონსერვაციის გზების შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთ შემთხვევაში ირინოტეკანის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირინოტეკანის ინექციის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს თითოეულ მლ-ში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს (ან თქვენ ბავშვს) აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი. ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტები ვერ შლიან ფრუქტოზას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.
ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ თქვენ (ან თქვენ შვილს) აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა ან თქვენი ბავშვი ვერ იღებს ტკბილ საკვებს ან სასმელს, რადგან აღენიშნება გულისრევა, ღებინება ან არასასიამოვნო ეფექტები, როგორიცაა ბოყინი, მუცლის სპაზმები ან დიარეა.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ე.ი. ის პრაქტიკულად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
ირინოტეკანის ინექციის მიღების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ირინოტეკანის ინექცია კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ.
ექიმი პაციენტს ურჩევს დნმ-ს ანალიზის გაკეთებას ირინოტეკანის ინექციის პირველი დოზის გაკეთებამდე.
ზოგიერთი გენეტიკურად წინასწარგანწყობილია მედიკამენტის გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარების მიმართ.
პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სხვა მედიკამენტები გულისრევის, ღებინების დიარეის და სხვა გვერდითი მოვლენების წინააღმდეგ ირინოტეკანის ინექციით მკურნალობის განმვალობაში. ამ მედიკამენტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს ირინოტეკანის ინექციის ინექციიდან არანაკლებ ერთი დღის განმავლობაში.
ექთანს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება წვა, ტკივილი ან შეშუპება ი.ვ. ნემსის ირგვლივ, სადაც მოხდა ირინოტეკანის ინექცია. თუ მედიკამენტმა გაჟონა ვენიდან, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ან სიწითლე ან შეშუპება ირინოტეკანის ინტრავენური ინექციის დროს, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო პერსონალს.
ირინოტეკანის ინექცია კეთდება ინტრავენური ინფუზიის გზით 30-დან 90 წუთის განმავლობაში.
ინფუზიის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმაღლეზე, წონასა და ზოგად სამედიცინო მდგომარეობაზე. დოზირება დამოკიდებულია ასევე სხვა ანტისიმსივნურ მკურნალობაზე, რომელსაც იტარებს პაციენტი.
ექიმის მიერ გამოითვლება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობი კვადრატულ მეტრებში (მ2).
თუ პაციენტს უკვე ჩატარებული აქვს მკურნალობა 5-ფტორურაცილით, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მხოლოდ ირინოტეკანის ინექციის საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში;
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა, ირინოტეკანის ინექციის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 180 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამას შესაძლოა დაემატოს ფოლიუმის მჟავა და 5-ფტორურაცილი.
თუ პაციენტი ირინოტეკანს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ჩვეულებრივ ინიშნება ირინოტეკანის იგივე დოზა, რაც ირინოტეკანის შემცველი სქემის წინა კურსების დროს. ირინოტეკანის ინექცია არ უნდა გაკეთდეს ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან ერთ საათზე ადრე.
შესაძლებელია ექიმმა შეცვალოს მედიკამენტის ეს დოზირება პაციენტის მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესაბამისად.
ირინოტეკანის ინექციის დოზის გადაჭარბებისას
არ არის მოსალოდნელი ირინოტეკანის ინექციის დოზის გადაჭარბება. თუმცა ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისხლის დარღვევები და დიარეა. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღებულ ზომები დეჰიდრატაციის პრევენციისათვის, რომლის გამომწვევიც არის ფაღარათი და ინფექციური გართულებების სამკურნალოდ. საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა მედიკამენტის დასანიშნად.
ირინოტეკანის ინექციის დოზის გამოტოვებისას
ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულების მიხედვით დოზების მიღება. დოზის გამოტოვებისას, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მგსავსად, ირინოტეკანის ინექციაც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გვერდითი მოვლენები და უნდა აუხსნას მკურნალობის შესაძლო რისკები და სარგებელი. გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.
იხ. აგრეთვე პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მედიკამენტის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან. დაუყოვნებლივ მიმართვა თუ პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ჰოსპიტალში:
ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე), საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიფური რეაქციები) უფრო ხშირად შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ინექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი, მათ შორის წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), გულისწასვლის შეგრძნება;
დიარეა (იხ. პარაგრაფი 2);
ადრეული დიარეა: ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათში. თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი, გაზრდილი ნერწვდენა, ცრემლიანი თვალები, ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები. (ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღების პერიოდშიც. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო პერსონალს. შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტი ამ ადრეული გვერდითი მოვლენის მოსახსნელად და/ან შესამსუბუქებლად);
დაყოვნებული დიარეა: ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. ფაღარათის შედეგად დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტური დისბალანსის გამო მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მონიტორინგს უწევდეს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მისცემს მედიკამენტების და კვების რეკომენდაციებს.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (გარკვეული ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), ანემია;
დაყოვნებული დიარეა;
გულისრევა და ღებინება;
თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ);
კომბინირებული მკურნალობის დროს შრატში ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის დონის გარდამავალი მომატება.,
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მწვავე ქოლინერგული სინდრომი: მთავარი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვა სიმპტომები: მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე, თვალების ქავილი და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი), რინორეა (რინიტი), დაბალი არტერიული წნევა, კანის სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო, ოფლიანობა, შემცივნება, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, გუგების Dშევიწროება, ცრემლდენა და გაძლიერებული ნერწყვდენა - ვითარდება ირინოტეკანის ინექციის ინფუზიის დროს ან დამთავრებიდან 24 საათში;
ცხელება, ინფექციები (მათ შორის, სეფსისი);
ცხელება, დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ დაქვითებასთან;
დეჰიდრატაცია, ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან;
შეკრულობა;
სისუსტე;
ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის მომატება სისხლში.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე), საჭიროა ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
კანის მსუბსუქი რეაქციები; მსუბუქი რეაქციები ინფუზიის ადგილზე;
სუნთქვის გაძნელება;
ფილტვის დაავადება (ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება);
ნაწლავების ბლოკირება;
მუცლის ტკივილი ან ანთება, რომელიც იწვევს დიარეას (ე.წ. ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თირკმლის უკმარისობის არახშირი შემთხვევები, დაბალი არტერიული წნევა ან გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა აღწერილ იქნა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან ღებინების გამო ან სეფსისი.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია), შეიძლება განვითარდეს პროდუქტის ინექციიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანზე, მათ შორის კანის სიწითლე ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება. ამ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან;
კუნთების კონტრაქტურის ან სპაზმების და დაბუჟების (პარესთეზია) ადრეული ეფექტები;
გასტროინტესტინური სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის ანთება, მათ შორის აპენდიციტი;
ნაწლავის პერფორაცია, ანორექსია, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება;
პანკრეასის ანთება;
არტერიული წნევის მატება მედიკამენტის მიღების დროს და შემდგომ პერიოდში;
კალიუმისა და ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, უმეტესად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მეტყველების გარდამავალი დარღვევები;
საჭმლის მომნელებელი ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება, რომლებიც შლიან შაქარსა და ცხიმებს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე, პერსისტიული ან სისხლიანი დიარეა (ხშირად დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან), გამოწვეულია ბაქტერიით (Clostridium difFicile);
სისხლის ინფექცია;
დეჰიდრატაცია (ფაღარათის და ღებინების გამო);
თავბრუსხვევა, სწრაფი გულისცემა და კანის სიფერმკრთალე (ჰიპოვოლემია);
ალერგიული რეაქცია;
მეტყვლების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან მისი დამთავრებიდან მოკლე პერიოდში;
ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება;
მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან შემდეგ);
გულის პრობლემები*;
ფილტვების დაავადება, რომელიც იწვევს ხმაურიან სუნთქვას ან ქოშინს (იხ. პარაგრაფი 2);
სლოკინი;
ნაწლავების გაუვალობა;
ელენთის გადიდება;
ნაწლავებიდან სისხლდენა;
მსხვილი ნაწლავების ანთება;
ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები;
ნაწლავების პერფორაცია;
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
კანის რეაქციები;
მედიკამენტის ინექციის ადგილის რეაქციები;
კალიუმის დაბალი დონე სისხლში;
მარილების დაბალი დონე სისხლში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია დიარეასთან და ღებინებასთან;
კუნთების სპაზმები;
თირკმლის პრობლემები*;
დაბალი არტერიული წნევა*;
სოკოვანი ინფექციები;
ვირუსული ინფექციები.
- ამ მოვლენების არახშირი შემთხვევები აღწერილ იქნა პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეის და/ან ღებინების ან სისხლის ინფექციების გამო.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია აკნეს მსგავსი გამონაყარი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას კაპეციტაბინთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირად სისხლის თრომბები, ხშირად ალერგიული რეაქციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, და ცხელება ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის დროს. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს კაპეციტაბინის გამოყენების ინსტრუქციას.
თუ პაციენტი იკეთებს ირინოტეკანის ინექციას კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია: ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა, სისხლის თრომბები, მაღალი არტერიული წნევა და მიოკარდიუმის ინფარქტი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს კაპეციტაბინის და ბევაციზუმაბის გამოყენების ინსტრუქციას
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით.
ვებგვერდი: : www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ირინოტეკანის ინექციის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გაყინვა.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე “EXP” ნიშნის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი.
1 მლ კონცენტრატი შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რომელიც 17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია.
ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 15 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
ერთი 50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
შეფუთვის ზომები:
2 მლ, 5 მლ, 15 მლ, 25 მლ, 50 მლ
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319 Pinner Road
North Harrow, Middlesex, HA1 4HF
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითიდ
სეიჯ ჰაუს 319, ფინა როუდ
ჩრდილოეთ ჰეროუ, მიდლსექსი, HA1 4HF
გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 03/2021.
ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
გამოყენების ინსტრუქცია - ციტოტოქსიკური
ირინოტეკანის ინექციის მოხმარება
სხვა ანტინეოპლაზური აგენტების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ირინოტეკანის ინექციის მოხმარებისას. ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურ პირობებში გამოცდილი პერსონალის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
ირინოტეკანის საინფუზიო ხსნარის უსაფრთხო მომზადების ინსტრუქციები:
გამოყენებულ უნდა იქნას დამცავი კამერა დამცავ ხელთათმანებთან, ასევე დამცავ ტანსაცმელთან ერთად. თუ არ არის ხელმისაწვდომი დამცავი კამერა, გამოყენებულ უნდა იქნას პირბადე და სათვალეები;
გახსნილი კონტეინერები, როგორიცაა საინექციო ფლაკონები და საინფუზიო ბოთლები და გამოყენებული ნემსები, შპრიცები, კათეტერები, ზონდები და ნარჩენი ციტოსტატიკური ნივთიერებები განხილულ უნდა იქნას როგორც სახიფათო ნარჩენები და მათი განადგურება უნდა მოხდეს სახიფათო ნარჩენების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით;
დაღვრის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი ინსტრუქციები:
საჭიროა დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა;
გატეხილი მინა უნდა შეგროვდეს და მოთავსდეს სახიფათო ნარჩენების სპეციალურ კონტეინერში;
დაბინძურებული ზედაპირი უნდა გაიწმინდოს დიდი რაოდენობა ცივი წყლით;
გარეცხილი ზედაპირი უნდა გამშრალდეს გულმოდგინედ და მასალა, რომლითაც გაიწმინდა ზედაპირი, განადგურებულ უნდა იქნას, როგორც სახიფათო ნარჩენები.
ირინოტეკანის ინექციის კანთან კონტაქტისას კანი უნდა ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობა გამდინარე წყლით და შემდეგ დაბანილ იქნას საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამობანილ უნდა იქნას წყლით. დისკომფორტის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;
ირინოტეკანის ინექციის თვალებში მოხვედრისას, თვალების ამობანა უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით. საჭიროა ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ კონტაქტი.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ირინოტეკანის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისათვის მხოლოდ რეკომენდებულ გამხსნელებში განზავების შემდეგ, უშუალოდ გაკეთების წინ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარში ან 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში.
ირინოტეკანის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა ასეპტიკურად უნდა იქნას ამოღებული ფლაკონიდან დაკალიბრებული შპრიცით და შეშვებულ უნდა იქნას 250 მლ საინფუზიო პაკეტში ან ბოთლში. საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით გადაბრუნება რამდენჯერმე, რათა ხსნარები ერთმანეთს კარგად შეერიოს.
პროდუქტი უნდა განზავდეს და გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ.
ირინოტეკანის ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია საინფუზიო ხსნარებთან (0.9% (წ/მ) ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% (წ/მ) გლუკოზის ხსნართან) 28 დღემდე, როცა ინახება LDPE ან PVC კონტეინერებში 5-25°C ტემპრატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. სინათლეზე ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება 3 დღის განმავლობაში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და მან არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
თუ ფლაკონში ან ხსნარის განზავების შემდეგ, შემჩნეულ იქნა ნალექი, სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური საშუალებების მოხმარების სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
ირინოტეკანის ინექცია არ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად ბოლუსის სახით ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
განადგურება
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა მომზადებისას, გაკეთებისას ან იყო კონტაქტში ირინოტეკანის ინექციასთან უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნაერთების მოხმარების შესახებ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

















