პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ირინომედაკი

İRİNOmedac®

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ირინომედაკის აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ (20მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
medac GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044526
რეგისტრირებულია
18 დეკემბერი 2025, მოქმედებს 18 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებაირინომედაკი და სხვა წამალი ერთად

ირინომედაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ირინომედაკის აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტს.

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას.

ირინომედაკი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მსხვილი ან სწორი ნაწლავის შორსწასული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ.

ირინომედაკის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით მსხვილი ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირება დაეწყოთ ან განუვითარდათ რეციდივი 5-ფტორურაცილით მკურნალობის შემდეგ.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ირინომედაკის გამოყენების წინ?

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავის გაუვალობა

თუ ხართ ალერგიული ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში (ირინომედაკის შიგთავსი) ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე

ლაქტაციის დროს (იხილეთ მე-2 პუნქტი)

სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მატების დროს.

ძვლის ტვინის მძიმე დაზიანების დროს

ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს (შრომისუნარიანობის სტატუსის შეფასება საერთაშორისო სტანდარტით >2)

თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით მცენარეულ საშუალებას - მცენარე კრაზანა (Johanniskraut, Hypericum perforatum)

თუ გეგმავთ ჩაიტაროთ ან უკვე ჩაიტარეთ ვაქცინაცია ცოცხალი ატენუირებული ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო, ჩუტყვავილას, წითელას, წითურას, ყბაყურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის ვაქცინაცია) და ქიმოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ ირინომედაკს იღებთ სხვა მედიკამენტებთან ერთად, დამატებით გაეცანით ამ მედიკამენტების ინსტრუქციასაც, რათა მიიღოთ ინფორმაცია დამატებთი გვეერდითი მოვლენების შესახებ.

სიფრთხილის ზომები

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ ირინომედაკის მიღებას დაიწყებთ,

თუ გაქვთ გილბერტ-მეულენგრახტის დაავადება, თანდაყოლილი დაავადება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მატება და სიყვითლე (თვალის და კანის გაყვითლება).

ფრთხილად იყავით ირინომედაკთან. ირინომედაკის გამოყენება უნდა მოხდეს ციტოსტატიკური მედიკამენტების სპეციალიზირებულ განყოფილებაში და უნდა დაინიშნოს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის კვალიფიკაციის მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიარეა

ირინომედაკმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს მძიმე. დიარეა შესაძლოა დაიწყოს მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ. თუ არ ჩატარდა მკურნალობა, შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და სერიოზული ქიმიური დისბალანსი, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის. თქვენი ექიმი დანიშნავს მედიკამენტს, რომელიც შეაჩერებს ან გააკონტროლებს ამ გვერდით მოვლენას. მედიკამენტი გქონდეთ სახლში, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოთ.

მედიკამენტი მიიღეთ დანიშნულებისამებრ პირველი გათხიერებული ან გახშირებული დეფეკაციისთანავე.

დალიეთ ბევრი წყალი და (ან) მარილიანი სასმელი (მინერალური წყალი, ლიმონათი ან ბულიონი).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს თუ გაქვთ დიარეა ან იგრძენით თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტე.

ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება)

ირინომედაკმა შეიძლება გამოიწვიოს რიგი ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ამან შესაძლოა გაზარდოს ინფექციებით დაინფიცირების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს თუ შენიშნეთ ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურის მატება (38°C-ზე მეტი), შემცივნება, მტკივნეული შარდვა, ახლად დაწყებული ხველა ან ხველა ნახველით. მოერიდეთ მოავადე და დაავადების გადამდებ ადამიანებთან კონტაქტს. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ ინფექციის ნებისმიერი ნიშანი.

სისხლის მაჩვნებლების მონიტორინგი

თქვენი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ შეამოწმებს თქვენს სისხლს და შეაფასებს სისხლის მაჩვენებლებსა და ქიმიურ შემადგენლობას. ანალიზის პასუხების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა შედეგების კორექციისთვის. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მედიკამენტის დოზის შემცირება, დოზის მიღების გადავადება ან შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს ამ მედიკამენტით მკურნალობა. არ გამოტოვოთ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტები და ლაბორატორიული კვლევები.

მედიკამენტმა მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლოა შეამციროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს სანამ დაიწყებთ ისეთი მედიკამენტის ან დანამატის მიღებას, რომელიც შეაფერხებს თქვენი ორგანიზმის სისხლდენის შეჩერების უნარს, მაგალითად, აცელტილსალიცილის მჟავა, აცელტილსალიცილის მჟავას შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი და E ვიტამინი. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვის დროს ან შავი განავალი.

გულისრევა და პირღებინება

მედიკამენტის მიღების დღეს ან მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს გულისრევა და პირღებინება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შესაძლოა მოგცეთ მედიკამენტი გულისრევის და პირღებინების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ პირღებინების მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა სახლში მიიღოთ. დროულად შეიძინეთ ეს მედიკამენტი, რათა მუდმივად გქონდეთ ხელთ საჭიროების შემთხვევაში. აცნობეთ ექიმს, თუ არ შეგიძლიათ სითხის დალევა გულისრევისა და პირღებინების დროს.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციას და გამოიწვიოს ქოლინერგული სინდრომის განვითარება. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ცხვირიდან გამონადენს, გაძლიერებულ ნერწყვდენას, ოფლიანობას, სიმხურვალეს, სპაზმს მუცლის არეში და დიარეას. თუ შენიშნეთ ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რადგან არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიმპტომების გაკონტროლებაში.

ფილტვის დაზიანება

იშვიათ შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაჩნდა ახალი ხველა ან გაუარესდა ხველის დინამიკა, გაძნელებული სუნთვა და ცხელება. თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას, რათა გააკონტროლოს ეს პრობლემები.

ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავური გაუვალობა

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში და დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ყაბზობა). განსაკუთრებთ თუ ერთვის მუცლის შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ახლო წარსულში გიტარდებოდათ მენჯის ან მუცლის ღრუს არეში სხივური თერაპია, შესაძლოა მომატებული იყოს ძვლის ტვინის დათრგუნვის რისკი. ირინომედაკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

თირკმლის ფუნქცია

ცნობილია თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, რომელიც ექიმმა შესაძლოა გამოავლინოს სისხლიდან გაკეთებული ანალიზით.

გულის დაავადება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ/გქონდათ გულის დაავადება ან აქამდე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტს. თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმი გაგაცნობთ, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ რისკ-ფაქტორები (მაგ. მწეველობა, მაღალი არტერიული წნევა და ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი ორგანიზმში).

სისხლძარღვების დაავადება

ირინომედაკმა იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები (გასქელებული სისხლი ქვედა კიდურების არეში, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს სხეულის სხვა ნაწილებში, ფილტვებში ან თავის ტვინში), ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავლობითი რისკ-ფაქტორები. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს შეგრძნება ხელების ან ფეხების არეში.

სხვადასხვა

მედიკამენტმა შესაძლოა გამოწვიოს პირის ღრუს ან ტუჩების არეში წყლულების განვითარება, უფრო ხშირად ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი პირის ღრუს არეში, სისხლდენა ან პრობლემები საკვების მიღების დროს. თქვენმა ექიმმა ან ექთანმა შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიმსუბუქოთ ჩივილები, მაგ. როგორ იკვებოთ ან გამოიხეხოთ კბილები. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

კონტრაცეფციასთან დაკავშირებულ და ძუძუთი კვების დროს მიღების შესახებ ინფორმაციას გაეცანით განყოფილებაში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.

თუ საჭირო გახდება ოპერაცია ან სხვა ნებისმიერი პროცედურა, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ირინომედაკს. თუ კიბოს მკურნალობისთვის ირინომედაკს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში იყენებთ, აუცილებლად გაეცანით ამ მედიკამენტების ინსტრუქციასაც.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შესაძლოა ირინომედაკის ურთიერთქმედება სხვადასხვა მედიკამენტებთან და დანამატებთან, რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეამციროს სისხლში მედიკამენტის კონცენტრაცია. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ შემდეგი მედიკამენტები:

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

მცენარეული საკვები დანამატი კრაზანის მცენარით (Johanniskraut, Hypericum perforatum)

აივ ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

ორგანიზმის იმუნური სისტემის დასაქვეითებელი მედიკამენტები, ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდელალისიბი და აპალუტამდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხიერებლი მედიკამენტები, მაგალითად ვარფარინი)

მიორელაქსაციის მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ანესთეზიასა და ქირურგიაში (სუკსამეტონიუმი)

5 ფტორურაცილ/ფოლიუმის მჟავა

ბევაციზუმანი (სისხლძარღვის ზრდის ინჰიბიტორი)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო პერსონალთან, თუ ირინომედაკის დაწყებამდე გიტარდებათ ან გიტარდებოდათ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიწყოთ ახალი მედიკამენტების მიღება და არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ირინომედაკით მკურნალობის დროს.

მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა. ეცადეთ ირინომედეაკით მკურნალობის დროს არ მიიღოთ საფაღარათო საშუალებები.

შესაძლოა არსებობდეს სხვა მედიკამენტები, რომლებიც ასევე ურთიერთქმედებენ ირინომედაკთან. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს სხვა მედიკამენტებზე, მცენარეულ საშუალებებზე და დანამატებზე, ასევე ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.

კაცებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ამ მედიკამენტს იღებთ ჩასახვის დროს ან მიმდინარე ორსულობისას, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემები. მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ ორსულად არ ხართ. თუ ორსულად ხართ, ვარაუდობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, მანამ სანამ დაიწყებთ მედიკამენტის მიღებას.

ძუძუთი კვება

ირინომედაკი და მისი მეტაბოლიტები აღმოჩნდა დედის რძეში. მედიკამენტით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფერტილობა

არ ჩატარებულა კვლევები. თუმცა მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. მედიკამენტის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მედიკამენტთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე და იმ საშუალებებზე, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ფერტილურ შესაძლებლობებს.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა

ირინომედაკის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა და/ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ გექნებათ ეს ჩივილები, არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა ნებისმიერი მექანიზმი.

ირინომედაკი შეიცავს სორბიტოლს

მედიკამენტი შეიცავს შაქარს (სორბიტოლს). სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ იცით, რომ თქვენ (ან თქვენს შვილს) აქვს იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა (HFI), არ მიიღოთ ეს მედიკამენტი. ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

სანამ მედიკამენტს მიიღებთ, მანამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) აქვს ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა (HFI) ან თუ თქვენი შვილი აღარ იღებს ტკბილ სასმელს ან პროდუქტებს გულისრევის, პირღებინების ან ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების გამო, როგორიცაა მეტეორიზმი, სპაზმი მუცლის არეში ან დიარეა.

მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს 1 მლ-ზე. ეს შეესაბამება 90 მგ/2 მლ, 225 მგ/5 მლ, 675 მგ/15 მლ, 1 125 მგ/25

მლ და 2 250 მგ/50 მლ.

ირინომედაკი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მიიღოთ ირინომედაკი?

ირინომედაკი დაგენიშნებათ სამედიცინო პერსონალის მიერ.

პირველი დოზის მიღებამდე შესაძლოა თქვენმა ექიმმა რეკომენდაცია მოგცეთ დნმ კლვევაზე.

ზოგიერთ ადამიანს აქვს უფრო მეტად გამოხატული გენეტიკური განწყობა მედიკამენტის გარკვეული გვერდითი მოვლენებისადმი.

ირინომედაკის დოზა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თქვენს ასაკზე, სიმაღლეზე, წონაზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებეზე. ეს ასევე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე ან დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობთ. თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მიღების გრაფიკს.

ირინომედაკი გაგიკეთდებათ ვენაში ინფუზიის სახით (ინტრავენრად), ჩაგიტარდებათ საავადმყოფოში ან კლინიკაში. ირინომედაკის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ინტრავენური ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 90 წუთამდე.

ირინომედაკით მკურნალობის დროს შესაძლოა დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტები გულისრევის, პირღებინების, დიარეის ან სხვა გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. შესაძლოა ასეთ მედიკამენტების მიღება გაგრძელდეს ირინომედაკის ინფუზიის შემდეგ მინიმუმ 1 დღის განმავლობაში.

ირინომედაკის მიღების დროს თუ შენიშნეთ წვა, ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილის გარშემო, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

დღეისთვის ირინომედაკით მკურნალობის რამდენიმე სქემაა რეკომენდებული. როგორც წესი მედიკამენტის მიღება ხდება 3 კვირაში ერთხელ (მხოლოდ ირინომედაკი) ან 2 კვირაში ერთხელ (ირინომედაკი კომბინაციაში 5 FU/FA ქიმიოთერაპიასთან).

დოზა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, ისეთზე როგორიცაა მკურნალობის სქემა, თქვენი წონა და სიმაღალე, თქვენი ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თქვენი სისხლის ანალიზები, ღვიძლი ფუნქციონირებს თუ არა კარგად, გიტარდებოდათ თუ არა სხივური თერაპია მუცლის ღრუს/მენჯის არეში და გაქვთ თუ არა რომელიმე გვერდითი მოვლენა, ისეთი როგორიცაა დიარეა.

მხოლოდ თქვენ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს მკურნალობის ხანგრძლივობა.

თუ თქვენ მიღეთ ირინომედაკის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ თქვენ მიიღეთ ირინომედაკის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო. ანოტაციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს უფრო მეტად სერიოზული.

თუ გამოგრჩათ ირინომედაკის მიღება

თუ გამოტოვებთ ირინომედაკის ინფუზიას, მიმართეთ თქვენს ექიმს შემდგომი ინსტრუქციის მისაღებად. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გარკვეული გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს სერიოზული. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე (ასევე იხილეთ ნაწილი 2).

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაჩნდა ალერგიული რეაქციის შემდეგი ნიშნები: ურტიკარია, ქოშინი, შეშუპება სახის, ენის, ტუჩების და ყელის არეში.

დიარეა (იხ. ნაწილი 2)

ადრე დაწყებული დიარეა: მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ერთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ცრემლდენა, ოფლიანობა, სიმხურვალის შეგრძნება, სპაზმები მუცლის არეში. (ეს სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს მედიკამენტის მიღების პერიოდში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. მედიკამენტების დახმარებით შესაძლოა ამ ადრეული გვერდითი მოვლენის შეჩერება და/ან შემსუბუქება).

მოგვიანებით დაწყებული დიარეა: იწყება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. რადგან დიარეის დროს არსებობს დეჰიდრატაციის და ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების რისკი, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა მოხდეს მონიტორინგი და გაიცეს რეკომენდაციები მედიკამენტებთან და კვებასთან დაკავშირებით.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შენიშნეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული გვერდითი მოვლენები და ასევე სიხშირე „ცნობილი არაა“ ნაწილში მითითებული გვერდითი მოვლენები.

სიმპტომები

სიხშირე *

მონოთერაპიის დროს

სიხშირე †

კომბინირებული თერაპიის დროს

პათოლოგიურად მცირე რაოდენობის ლეიკოციტები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის განვითარების რისკი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მცირე რაოდენობის ერითროციტები დაღლილობით და ქოშინით

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მადის დაკარგვა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ქოლინერგული სინდრომი (იხილეთ ასევე ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

პირღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ხშირი

თმის ცვენა (შექცევადი)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ლორწოვანი გარსის ანთება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ტემპერატურის მატება

ძალიან ხშირი

ხშირი

სისუსტის შეგრძნება და ენერგიის ნაკლებობა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

თრომბოციტების მცირე რაოდენობა (სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) სისხჩაქცევებისადმი და სისხლდენებისადმი შესაძლო მიდრეკილებით

ხშირი

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექციები

ხშირი

ხშირი

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ტემპერატურის მატებასთან ერთად

ხშირი

ხშირი

პრობლემები დეფეკაციის დროს

ხშირი

ხშირი

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ხშირი

არაა მითითებული

  • ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

† ხშირი: ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობი: ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი

მძიმე, მუდმივი და სისხლიანი დიარეა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს მუცლის ღრუში ტკივილთან ან ცხელებასთან), რომელი გამოწვეულია ბაქტერია Clostridioides difficile-ით

სისხლის დაინფიცირება

დეჰიდრატაცია (დიარეის და პირღებინების გამო)

თავბრუსხვევა, გახშირებული გულისცემა და კანის სიფერმკრთალე (ეგრეთ წოდებული ჰიპოვოლემია)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევა მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრებიდან მოკლე პერიოდში

დაბუჟება

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან ინფუზიის შემდგომ პერიოდში)

გულთან დაკავშირებული პრობლემები *

ფილტვების დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხ. ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავური გაუვალობა

მსხვილი ნაწლავის ზომაში გაზრდა

სისხლდენა ნაწლავიდან

მსხვილი ნაწლავის ანთება

ლაბორატორიულ ანალიზებში პათოლოგიური ცვლილებები

ხვრელი ნაწლავში

ღვიძლის გაცხიმოვნება

კანისმიერი რეაქციები

მედიკამენტის შეყვანის ადგილზე რეაქცია

სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება

სისხლში მარილის დაბალი დონე, დაკავშირებული დიარეასთან და პირღებინებასთან

კუნთების კრუნჩხვა

თირკმლის პრობლემა *

დაბალი არტერიული წნევა *

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ზოგჯერ ეს მოვლენები ფიქსირდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან პირღებინების გამო ან სისხლის ინფექცია.

გვერდითი მოვლენები

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.

შემადგენლობა

რას შეიცავ ირინომედაკი

მოქმედი ნივთიერება: ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრანტი შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 17,33 მგ ირინოტეკანის.

2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (40მგ/2მლ).

5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (100მგ/5მლ).

15 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (300მგ/15მლ).

25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (500მგ/25მლ).

50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (1000მგ/50მლ).

სხვა შემადგენელი ნივთიერებები: სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის 3,5-მდე მიყვანისთვის) და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ირინომედაკი და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ/მლ ირინომედაკის საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრანტი წარმოადგენს გამჭვირვალე ყვითელი ფერის ხსნარს.

40 მგ ირინომედაკი: ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი.

100 მგ ირინომედაკი: ერთი 5 მლ-იანი ფლაკონი.

300 მგ ირინომედაკი: ერთი 15 მლ-იანი ფლაკონი.

500 მგ ირინომედაკი: ერთი 25 მლ-იანი ფლაკონი.

1000 მგ ირინომედაკი: ერთი 50 მლ-იანი ფლაკონი.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

ირინომედაკის გამზადებული ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში.

ირინომედაკის ინექცია არ უნდა მოხდეს ინტრავენური ბოლუსის ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები და 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.

0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ან 5%-იან გლუკოზის ხსნართან განზავების შემდეგ საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 6 საათამდე ოთახის ტემპერატურაზე (დაახლოებით 25 °C-ზე) ან 48 საათი მაცივრის ტემპერატურაზე (დაახლოებით 2 °C -8 °C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს დამზადებისთანავე. თუ მზა პროდუქტი არ გამოიყენება მაშინათვე, პასუხისმგებლობა დროზე და შენახვის პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და როგორც წესი დრომ არ უნდა გადააჭარბოს 6 საათს ოთახის ტემპერატურის შემთხვევაში ან 24 საათს 2 °C -8 °C-ზე, მხოლოდ მაშინ თუ მომზადება ხდება ასეპტიური პირობების დაცვით და კონტროლით.

ზოგიერთი ხილული ნიშნების შესახებ გაფრთხილება

თუ ფლაკონში ან ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოვლინდა ნალექი, არ შეიძლება ირინომედაკის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს უტილიზაცია ციტოსტატიკური ნივთიერებების სტანდარტით. მედიკამენტები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

ადმინისტრაცია

იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

უტილიზაცია

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენის უტილიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში განსაზღვრული წესების მიხედვით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ირინომედაკი ® 20 მგ/მლ

საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი)

ინსტრუქციის შინაარსი

  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ირინომედაკი?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ირინომედაკის გამოყენების წინ?
  • როგორ მიიღოთ ირინომედაკი?
  • რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
  • როგორ ინახება ირინომედაკი?
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ირინომედაკი?

ირინომედაკის აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტს.

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი თრგუნავს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას.

ირინომედაკი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მსხვილი ან სწორი ნაწლავის შორსწასული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ.

ირინომედაკის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით მსხვილი ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირება დაეწყოთ ან განუვითარდათ რეციდივი 5-ფტორურაცილით მკურნალობის შემდეგ.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ირინომედაკის გამოყენების წინ?

არ მიიღოთ ირინომედაკი:

თუ გაქვთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავის გაუვალობა

თუ ხართ ალერგიული ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში (ირინომედაკის შიგთავსი) ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე

ლაქტაციის დროს (იხილეთ მე-2 პუნქტი)

სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მატების დროს.

ძვლის ტვინის მძიმე დაზიანების დროს

ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს (შრომისუნარიანობის სტატუსის შეფასება საერთაშორისო სტანდარტით >2)

თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით მცენარეულ საშუალებას - მცენარე კრაზანა (Johanniskraut, Hypericum perforatum)

თუ გეგმავთ ჩაიტაროთ ან უკვე ჩაიტარეთ ვაქცინაცია ცოცხალი ატენუირებული ვაქცინით (მაგ. ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო, ჩუტყვავილას, წითელას, წითურას, ყბაყურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის ვაქცინაცია) და ქიმოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ ირინომედაკს იღებთ სხვა მედიკამენტებთან ერთად, დამატებით გაეცანით ამ მედიკამენტების ინსტრუქციასაც, რათა მიიღოთ ინფორმაცია დამატებთი გვეერდითი მოვლენების შესახებ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ ირინომედაკის მიღებას დაიწყებთ,

თუ გაქვთ გილბერტ-მეულენგრახტის დაავადება, თანდაყოლილი დაავადება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მატება და სიყვითლე (თვალის და კანის გაყვითლება).

ფრთხილად იყავით ირინომედაკთან. ირინომედაკის გამოყენება უნდა მოხდეს ციტოსტატიკური მედიკამენტების სპეციალიზირებულ განყოფილებაში და უნდა დაინიშნოს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის კვალიფიკაციის მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიარეა

ირინომედაკმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს მძიმე. დიარეა შესაძლოა დაიწყოს მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ. თუ არ ჩატარდა მკურნალობა, შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და სერიოზული ქიმიური დისბალანსი, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის. თქვენი ექიმი დანიშნავს მედიკამენტს, რომელიც შეაჩერებს ან გააკონტროლებს ამ გვერდით მოვლენას. მედიკამენტი გქონდეთ სახლში, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოთ.

მედიკამენტი მიიღეთ დანიშნულებისამებრ პირველი გათხიერებული ან გახშირებული დეფეკაციისთანავე.

დალიეთ ბევრი წყალი და (ან) მარილიანი სასმელი (მინერალური წყალი, ლიმონათი ან ბულიონი).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს თუ გაქვთ დიარეა ან იგრძენით თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტე.

ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება)

ირინომედაკმა შეიძლება გამოიწვიოს რიგი ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ამან შესაძლოა გაზარდოს ინფექციებით დაინფიცირების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს თუ შენიშნეთ ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურის მატება (38°C-ზე მეტი), შემცივნება, მტკივნეული შარდვა, ახლად დაწყებული ხველა ან ხველა ნახველით. მოერიდეთ მოავადე და დაავადების გადამდებ ადამიანებთან კონტაქტს. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ ინფექციის ნებისმიერი ნიშანი.

სისხლის მაჩვნებლების მონიტორინგი

თქვენი ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ შეამოწმებს თქვენს სისხლს და შეაფასებს სისხლის მაჩვენებლებსა და ქიმიურ შემადგენლობას. ანალიზის პასუხების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა შედეგების კორექციისთვის. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მედიკამენტის დოზის შემცირება, დოზის მიღების გადავადება ან შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს ამ მედიკამენტით მკურნალობა. არ გამოტოვოთ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტები და ლაბორატორიული კვლევები.

მედიკამენტმა მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლოა შეამციროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს სანამ დაიწყებთ ისეთი მედიკამენტის ან დანამატის მიღებას, რომელიც შეაფერხებს თქვენი ორგანიზმის სისხლდენის შეჩერების უნარს, მაგალითად, აცელტილსალიცილის მჟავა, აცელტილსალიცილის მჟავას შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი და E ვიტამინი. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვის დროს ან შავი განავალი.

გულისრევა და პირღებინება

მედიკამენტის მიღების დღეს ან მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს გულისრევა და პირღებინება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შესაძლოა მოგცეთ მედიკამენტი გულისრევის და პირღებინების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ პირღებინების მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა სახლში მიიღოთ. დროულად შეიძინეთ ეს მედიკამენტი, რათა მუდმივად გქონდეთ ხელთ საჭიროების შემთხვევაში. აცნობეთ ექიმს, თუ არ შეგიძლიათ სითხის დალევა გულისრევისა და პირღებინების დროს.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციას და გამოიწვიოს ქოლინერგული სინდრომის განვითარება. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ცხვირიდან გამონადენს, გაძლიერებულ ნერწყვდენას, ოფლიანობას, სიმხურვალეს, სპაზმს მუცლის არეში და დიარეას. თუ შენიშნეთ ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რადგან არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ სიმპტომების გაკონტროლებაში.

ფილტვის დაზიანება

იშვიათ შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაჩნდა ახალი ხველა ან გაუარესდა ხველის დინამიკა, გაძნელებული სუნთვა და ცხელება. თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას, რათა გააკონტროლოს ეს პრობლემები.

ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავური გაუვალობა

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში და დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ყაბზობა). განსაკუთრებთ თუ ერთვის მუცლის შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ახლო წარსულში გიტარდებოდათ მენჯის ან მუცლის ღრუს არეში სხივური თერაპია, შესაძლოა მომატებული იყოს ძვლის ტვინის დათრგუნვის რისკი. ირინომედაკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

თირკმლის ფუნქცია

ცნობილია თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, რომელიც ექიმმა შესაძლოა გამოავლინოს სისხლიდან გაკეთებული ანალიზით.

გულის დაავადება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ/გქონდათ გულის დაავადება ან აქამდე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტს. თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმი გაგაცნობთ, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ რისკ-ფაქტორები (მაგ. მწეველობა, მაღალი არტერიული წნევა და ლიპიდების მაღალი მაჩვენებელი ორგანიზმში).

სისხლძარღვების დაავადება

ირინომედაკმა იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები (გასქელებული სისხლი ქვედა კიდურების არეში, რომელიც შესაძლოა გადაადგილდეს სხეულის სხვა ნაწილებში, ფილტვებში ან თავის ტვინში), ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავლობითი რისკ-ფაქტორები. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს შეგრძნება ხელების ან ფეხების არეში.

სხვადასხვა

მედიკამენტმა შესაძლოა გამოწვიოს პირის ღრუს ან ტუჩების არეში წყლულების განვითარება, უფრო ხშირად ვითარდება მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი პირის ღრუს არეში, სისხლდენა ან პრობლემები საკვების მიღების დროს. თქვენმა ექიმმა ან ექთანმა შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიმსუბუქოთ ჩივილები, მაგ. როგორ იკვებოთ ან გამოიხეხოთ კბილები. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

კონტრაცეფციასთან დაკავშირებულ და ძუძუთი კვების დროს მიღების შესახებ ინფორმაციას გაეცანით განყოფილებაში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.

თუ საჭირო გახდება ოპერაცია ან სხვა ნებისმიერი პროცედურა, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ირინომედაკს. თუ კიბოს მკურნალობისთვის ირინომედაკს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში იყენებთ, აუცილებლად გაეცანით ამ მედიკამენტების ინსტრუქციასაც.

სხვა მედიკამენტები და ირინომედაკი

შესაძლოა ირინომედაკის ურთიერთქმედება სხვადასხვა მედიკამენტებთან და დანამატებთან, რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეამციროს სისხლში მედიკამენტის კონცენტრაცია. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ შემდეგი მედიკამენტები:

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

მცენარეული საკვები დანამატი კრაზანის მცენარით (Johanniskraut, Hypericum perforatum)

აივ ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

ორგანიზმის იმუნური სისტემის დასაქვეითებელი მედიკამენტები, ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდელალისიბი და აპალუტამდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხიერებლი მედიკამენტები, მაგალითად ვარფარინი)

მიორელაქსაციის მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ანესთეზიასა და ქირურგიაში (სუკსამეტონიუმი)

5 ფტორურაცილ/ფოლიუმის მჟავა

ბევაციზუმანი (სისხლძარღვის ზრდის ინჰიბიტორი)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო პერსონალთან, თუ ირინომედაკის დაწყებამდე გიტარდებათ ან გიტარდებოდათ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიწყოთ ახალი მედიკამენტების მიღება და არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ირინომედაკით მკურნალობის დროს.

მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა. ეცადეთ ირინომედეაკით მკურნალობის დროს არ მიიღოთ საფაღარათო საშუალებები.

შესაძლოა არსებობდეს სხვა მედიკამენტები, რომლებიც ასევე ურთიერთქმედებენ ირინომედაკთან. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს სხვა მედიკამენტებზე, მცენარეულ საშუალებებზე და დანამატებზე, ასევე ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.

კაცებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა

თუ ამ მედიკამენტს იღებთ ჩასახვის დროს ან მიმდინარე ორსულობისას, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემები. მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ ორსულად არ ხართ. თუ ორსულად ხართ, ვარაუდობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, მანამ სანამ დაიწყებთ მედიკამენტის მიღებას.

ძუძუთი კვება

ირინომედაკი და მისი მეტაბოლიტები აღმოჩნდა დედის რძეში. მედიკამენტით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფერტილობა

არ ჩატარებულა კვლევები. თუმცა მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. მედიკამენტის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მედიკამენტთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე და იმ საშუალებებზე, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ფერტილურ შესაძლებლობებს.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა

ირინომედაკის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში თქვენ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა და/ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ გექნებათ ეს ჩივილები, არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა ნებისმიერი მექანიზმი.

ირინომედაკი შეიცავს სორბიტოლს

მედიკამენტი შეიცავს შაქარს (სორბიტოლს). სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ იცით, რომ თქვენ (ან თქვენს შვილს) აქვს იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა (HFI), არ მიიღოთ ეს მედიკამენტი. ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

სანამ მედიკამენტს მიიღებთ, მანამდე უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) აქვს ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა (HFI) ან თუ თქვენი შვილი აღარ იღებს ტკბილ სასმელს ან პროდუქტებს გულისრევის, პირღებინების ან ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების გამო, როგორიცაა მეტეორიზმი, სპაზმი მუცლის არეში ან დიარეა.

მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს 1 მლ-ზე. ეს შეესაბამება 90 მგ/2 მლ, 225 მგ/5 მლ, 675 მგ/15 მლ, 1 125 მგ/25

მლ და 2 250 მგ/50 მლ.

ირინომედაკი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მიიღოთ ირინომედაკი?

ირინომედაკი დაგენიშნებათ სამედიცინო პერსონალის მიერ.

პირველი დოზის მიღებამდე შესაძლოა თქვენმა ექიმმა რეკომენდაცია მოგცეთ დნმ კლვევაზე.

ზოგიერთ ადამიანს აქვს უფრო მეტად გამოხატული გენეტიკური განწყობა მედიკამენტის გარკვეული გვერდითი მოვლენებისადმი.

ირინომედაკის დოზა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თქვენს ასაკზე, სიმაღლეზე, წონაზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებეზე. ეს ასევე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე ან დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობთ. თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მიღების გრაფიკს.

ირინომედაკი გაგიკეთდებათ ვენაში ინფუზიის სახით (ინტრავენრად), ჩაგიტარდებათ საავადმყოფოში ან კლინიკაში. ირინომედაკის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ინტრავენური ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 90 წუთამდე.

ირინომედაკით მკურნალობის დროს შესაძლოა დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტები გულისრევის, პირღებინების, დიარეის ან სხვა გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. შესაძლოა ასეთ მედიკამენტების მიღება გაგრძელდეს ირინომედაკის ინფუზიის შემდეგ მინიმუმ 1 დღის განმავლობაში.

ირინომედაკის მიღების დროს თუ შენიშნეთ წვა, ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილის გარშემო, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

დღეისთვის ირინომედაკით მკურნალობის რამდენიმე სქემაა რეკომენდებული. როგორც წესი მედიკამენტის მიღება ხდება 3 კვირაში ერთხელ (მხოლოდ ირინომედაკი) ან 2 კვირაში ერთხელ (ირინომედაკი კომბინაციაში 5 FU/FA ქიმიოთერაპიასთან).

დოზა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, ისეთზე როგორიცაა მკურნალობის სქემა, თქვენი წონა და სიმაღალე, თქვენი ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თქვენი სისხლის ანალიზები, ღვიძლი ფუნქციონირებს თუ არა კარგად, გიტარდებოდათ თუ არა სხივური თერაპია მუცლის ღრუს/მენჯის არეში და გაქვთ თუ არა რომელიმე გვერდითი მოვლენა, ისეთი როგორიცაა დიარეა.

მხოლოდ თქვენ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს მკურნალობის ხანგრძლივობა.

თუ თქვენ მიღეთ ირინომედაკის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ თქვენ მიიღეთ ირინომედაკის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო. ანოტაციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს უფრო მეტად სერიოზული.

თუ გამოგრჩათ ირინომედაკის მიღება

თუ გამოტოვებთ ირინომედაკის ინფუზიას, მიმართეთ თქვენს ექიმს შემდგომი ინსტრუქციის მისაღებად. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გარკვეული გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს სერიოზული. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე (ასევე იხილეთ ნაწილი 2).

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაჩნდა ალერგიული რეაქციის შემდეგი ნიშნები: ურტიკარია, ქოშინი, შეშუპება სახის, ენის, ტუჩების და ყელის არეში.

დიარეა (იხ. ნაწილი 2)

ადრე დაწყებული დიარეა: მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ერთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ცრემლდენა, ოფლიანობა, სიმხურვალის შეგრძნება, სპაზმები მუცლის არეში. (ეს სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს მედიკამენტის მიღების პერიოდში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. მედიკამენტების დახმარებით შესაძლოა ამ ადრეული გვერდითი მოვლენის შეჩერება და/ან შემსუბუქება).

მოგვიანებით დაწყებული დიარეა: იწყება მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. რადგან დიარეის დროს არსებობს დეჰიდრატაციის და ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების რისკი, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა მოხდეს მონიტორინგი და გაიცეს რეკომენდაციები მედიკამენტებთან და კვებასთან დაკავშირებით.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ შენიშნეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული გვერდითი მოვლენები და ასევე სიხშირე „ცნობილი არაა“ ნაწილში მითითებული გვერდითი მოვლენები.

სიმპტომები

სიხშირე *

მონოთერაპიის დროს

სიხშირე †

კომბინირებული თერაპიის დროს

პათოლოგიურად მცირე რაოდენობის ლეიკოციტები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის განვითარების რისკი

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მცირე რაოდენობის ერითროციტები დაღლილობით და ქოშინით

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მადის დაკარგვა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ქოლინერგული სინდრომი (იხილეთ ასევე ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

პირღებინება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

მუცლის ტკივილი

ძალიან ხშირი

ხშირი

თმის ცვენა (შექცევადი)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ლორწოვანი გარსის ანთება

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ტემპერატურის მატება

ძალიან ხშირი

ხშირი

სისუსტის შეგრძნება და ენერგიის ნაკლებობა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

თრომბოციტების მცირე რაოდენობა (სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) სისხჩაქცევებისადმი და სისხლდენებისადმი შესაძლო მიდრეკილებით

ხშირი

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექციები

ხშირი

ხშირი

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ტემპერატურის მატებასთან ერთად

ხშირი

ხშირი

პრობლემები დეფეკაციის დროს

ხშირი

ხშირი

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ხშირი

არაა მითითებული

  • ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

† ხშირი: ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უცნობი: ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი

მძიმე, მუდმივი და სისხლიანი დიარეა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს მუცლის ღრუში ტკივილთან ან ცხელებასთან), რომელი გამოწვეულია ბაქტერია Clostridioides difficile-ით

სისხლის დაინფიცირება

დეჰიდრატაცია (დიარეის და პირღებინების გამო)

თავბრუსხვევა, გახშირებული გულისცემა და კანის სიფერმკრთალე (ეგრეთ წოდებული ჰიპოვოლემია)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევა მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრებიდან მოკლე პერიოდში

დაბუჟება

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან ინფუზიის შემდგომ პერიოდში)

გულთან დაკავშირებული პრობლემები *

ფილტვების დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხ. ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავური გაუვალობა

მსხვილი ნაწლავის ზომაში გაზრდა

სისხლდენა ნაწლავიდან

მსხვილი ნაწლავის ანთება

ლაბორატორიულ ანალიზებში პათოლოგიური ცვლილებები

ხვრელი ნაწლავში

ღვიძლის გაცხიმოვნება

კანისმიერი რეაქციები

მედიკამენტის შეყვანის ადგილზე რეაქცია

სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება

სისხლში მარილის დაბალი დონე, დაკავშირებული დიარეასთან და პირღებინებასთან

კუნთების კრუნჩხვა

თირკმლის პრობლემა *

დაბალი არტერიული წნევა *

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ზოგჯერ ეს მოვლენები ფიქსირდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან პირღებინების გამო ან სისხლის ინფექცია.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.

როგორ ინახება ირინომედაკი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

შენახვის პირობები

არ გაყინოთ.

შეინახეთ პრეპარატი მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.

განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.

შენახვის ვადის ხანგრძლივობა

განზავებამდე: 3 წელი.

განზავების შემდეგ: საინფუზიო ხსნარისთვის კონცენტრანტის განზავების შემდეგ, ხსნარი შეიძლება შეინახოთ 6 საათი ოთახის ტემპერატურაზე (15 °C – 25 °C) ან 24 საათი მაცივარში (2 °C – 8 °C).

არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ ფლაკონში ან განზავების შემდეგ შენიშნეთ ნალექი.

მედიკამენტები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საიტზე: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung<http://www.bfarm.de/arzneimittelentsorgung>.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავ ირინომედაკი

მოქმედი ნივთიერება: ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრანტი შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 17,33 მგ ირინოტეკანის.

2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (40მგ/2მლ).

5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (100მგ/5მლ).

15 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (300მგ/15მლ).

25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (500მგ/25მლ).

50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (1000მგ/50მლ).

სხვა შემადგენელი ნივთიერებები: სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის 3,5-მდე მიყვანისთვის) და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ირინომედაკი და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ/მლ ირინომედაკის საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრანტი წარმოადგენს გამჭვირვალე ყვითელი ფერის ხსნარს.

40 მგ ირინომედაკი: ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი.

100 მგ ირინომედაკი: ერთი 5 მლ-იანი ფლაკონი.

300 მგ ირინომედაკი: ერთი 15 მლ-იანი ფლაკონი.

500 მგ ირინომედაკი: ერთი 25 მლ-იანი ფლაკონი.

1000 მგ ირინომედაკი: ერთი 50 მლ-იანი ფლაკონი.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მედაკი

სპეციალიზირებული კლინიკური პროდუქციის საზოგადოება, თეატრის ქუჩა 6

22880 ვედელი, გერმანია

ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) ნებადართულია შემდეგი დასახელებით:

გერმანია:

ირინომედაკი (Irinomedac)

ფინეთი, პოლონეთი:

ირინოტეკან მედაკი (Irinotecan medac)

საფრანგეთი

ირინოტეცან მედაკი (IRINOTECAN MEDAC)

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია):

ირინოტეკან ჰიდროქლორიდ მედაკი (Irinotecan Hydrochloride medac)

ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 04.2024-ში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

ირინომედაკის უსაფრთხოდ გამოყენების რეკომენდაცია პერსონალისთვის

როგორც სხვა ნეოპლაზიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, ირინომედაკი უნდა მოამზადოთ სიფრთხილით. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სათვალე, ნიღაბი და ხელთათმანი.

თუ ირინომედაკი მოგხვდათ კანზე, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ ირინომედაკი მოგხვდათ ლორწოვან გარსზე, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

როგორც სხვა საინექციო პრეპარატები, ირინომედაკის საინფუზიო ხსნარიც უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში.

თუ ფლაკონში ან ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოვლინდა ნალექი, არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება და უნდა მოხდეს უტილიზაცია.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

როგორც სხვა საინექციო მედიკამენტები, ირინომედაკის საინფუზიო ხსნარიც უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში. თუ ფლაკონში ან ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოვლინდა ნალექი, არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება და უნდა მოხდეს უტილიზაცია ციტოსტატიკური ნივთიერებების სტანდარტით.

ამოიღეთ ირინომედაკის კონცენტრანტის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა ფლაკონიდან კალიბრირებული შპრიცით ასეპტიკურ პირობებში და მოათავსეთ 250 მლ-იან საინფუზიო პაკეტში/ფლაკონში, რომელიც შეიცავს 0,9 %-იან ნატირუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. საინფუზიო ხსნარი შემდეგ უნდა აირიოს ხელის მოძრაობით.

არ აურიოთ სხვა მედიკამენტებში.

შენახვის ვადის ხანგრძლივობა

ირინომედაკის გამზადებული ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში.

ირინომედაკის ინექცია არ უნდა მოხდეს ინტრავენური ბოლუსის ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები და 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.

0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ან 5%-იან გლუკოზის ხსნართან განზავების შემდეგ საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 6 საათამდე ოთახის ტემპერატურაზე (დაახლოებით 25 °C-ზე) ან 48 საათი მაცივრის ტემპერატურაზე (დაახლოებით 2 °C -8 °C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს დამზადებისთანავე. თუ მზა პროდუქტი არ გამოიყენება მაშინათვე, პასუხისმგებლობა დროზე და შენახვის პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და როგორც წესი დრომ არ უნდა გადააჭარბოს 6 საათს ოთახის ტემპერატურის შემთხვევაში ან 24 საათს 2 °C -8 °C-ზე, მხოლოდ მაშინ თუ მომზადება ხდება ასეპტიური პირობების დაცვით და კონტროლით.

ზოგიერთი ხილული ნიშნების შესახებ გაფრთხილება

თუ ფლაკონში ან ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოვლინდა ნალექი, არ შეიძლება ირინომედაკის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს უტილიზაცია ციტოსტატიკური ნივთიერებების სტანდარტით. მედიკამენტები არ გადაყაროთ გამდინარე წყალში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

ადმინისტრაცია

იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

უტილიზაცია

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენის უტილიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში განსაზღვრული წესების მიხედვით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა