პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები

იოდოპოლი

Iodopol

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

იოდოპოლი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება უფროსებში, ბავშვებში და მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა გადიდებული, კომპრესიული ფარისებრი ჯირკვალი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იოდიდი (iodide)
ფორმა და შეფუთვა
37-7400 MBq აქტივობის მყარი კაფსულა №1 ფლაკონში, მოთავსებული დამცავ ტყვიის კონტეინერში პოლიპროპილენის აპლიკატორთან ერთად (37-დან 7400 მეგაბეკერელამდე აქტივობის - თერაპიული)
მწარმოებელი
Narodowe Centrum Badań Jądrowych, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები, იოდის (131I) ნაერთები
ATC კოდი
V10XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040905
რეგისტრირებულია
13 მაისი 2024, მოქმედებს 13 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ამბიენს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაიოდოპოლი და სხვა წამალი ერთად

იოდოპოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იოდოპოლი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება უფროსებში, ბავშვებში და მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნე,

ფარისებრი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა

გადიდებული, კომპრესიული ფარისებრი ჯირკვალი.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (131 I), რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც გროვდება გარკვეულ ორგანოებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი.

ეს სამკურნალო პრეპარატი წარმოადგენს რადიოაქტიულ საშუალებას, მაგრამ თქვენი ექიმები მიიჩნევენ, რომ მედიკამენტის ეფექტის სარგებელი თქვენს მდგომარეობაზე აღემატება რადიაციის მიერ მიყენებულ შესაძლო ზიანს.

მიღების წესი და დოზირება

არსებობს მკაცრი წესები რადიოაქტიური პროდუქტების სამკურნალო მიზნით გამოყენების, მოხმარებისა და განადგურების შესახებ. იოდოპოლი გამოყენებული იქნება მხოლოდ სპეციალიზებულ, კონტროლირებად სივრცეში. ამ მედიკამენტით მკურნალობას ჩაატარებს მხოლოდ მისი უსაფრთხო გამოყენებაში დატრენინგებული და კვალიფიცირებული პირები. ეს პირები მიიღებენ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების ზომებს და მოგცემენ განმარტებას ყოველი ქმედების შესახებ.

ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც მეთვალყურეობას გიწევთ პროცედურის ჩატარებისას, განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო იოდოპოლის სწორ დოზას. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღებად.

იოდოპოლი მიიღება ერთადერთი კაფსულის სახით ერთჯერადად და მოგეწოდებათ სპეციალისტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის უსაფრთხოებაზე.

აქტივობა, რომელიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია უფროსებში:

200-800 MBq ჰიპერაქტიური ან გადიდებული, კომპრესიული ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ,

1,850-3,700 MBq ნაწილობრივად ან მთლიანად ამოკვეთილი ფარისებრი ჯირკვლისათვის ან კიბოს უჯრედების გავრცელების სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია, როგორც მეტასტაზები,

3,700-11,100 MBq მეტასტაზების შემდგომი მკურნალობისთვის.

MBq (megabecquerel) არის რადიოაქტიური მედიკამენტის რაოდენობის საზომი ერთეული.

გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება უმცირესი დოზირება.

იოდოპოლის მიღების წესი და პროცედურა

იოდოპოლი მიიღება ერთჯერადი კაფსულის სახით.

კაფსულა უნდა მიიღოთ ცარიელ კუჭზე.

კაფსულა უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით, რათა კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს კუჭში.

ბავშვმა უნდა მიიღოს კაფსულა ფაფისებრ საკვებთან ერთად.

მკურნალობის შემდეგ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, რადგან მოხდეს აქტიური ნივთიერების გამოდევნა შარდის ბუშტიდან.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენი ხანი დასჭირდება პროცედურას.

იოდოპოლის მიღების შემდეგ

ბირთვული მედიცინის ექიმი მოგცემთ ინფორმაციას სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღების შესახებ მედიკამენტის მიღების შემდეგ. კერძოდ, კი

თქვენ უნდა მოერიდოთ ჩვილებთან და ორსულ ქალებთან ახლო კონტაქტს რამოდენიმე დღის განმავლობაში. თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენი ხანია ამისათვის საჭირო.

თქვენ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხეები და მოშარდოთ ხშირად, რათა მოხდეს მედიკამენტის სხეულიდან გამოდევნა

ტუალეტი უნდა ჩარეცხოთ ფრთხილად და დაიბანოთ ხელები კარგად, რადგან თქვენი სხეულის სითხეები რამოდენიმე დღის განმავლობაში არის რადიოაქტიური

უნდა მიიღოთ სასმელები ან ტკბილეული, რომელიც შეიცავს ლიმონმჟავას, მაგ., ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის წვენი, რათა ხელი შეუწყოს ნერწყვის გამომუშავებას და შეაჩეროს ნერწყვის დაგროვება თქვენს სანერწყვე ჯირკვლებში

უნდა მიიღოთ საფაღარათო საშუალებები ნაწლავის სტიმულირებისთვის, თუ დღეში ერთზე ნაკლები ნაწლავის მოქმედება გაქვთ.

თქვენი სისხლი, განავალი, შარდი ან სავარაუდოდ ღებინების მასა იქნება რადიოაქტიური რამოდენიმე დღის განმავლობაში და არ უნდა მოხვდეს სხვა პირებთან კონტაქტში.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.

თუ მიიღეთ იოდოპოლის საჭიროზე მეტი რაოდენობა

ზედოზირება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან თქვენ მიიღებთ იოდოპოლის მხოლოდ ერთჯერად დოზას, რომელიც გაკონტროლდება ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ, რომელიც აკონტროლებს პროცედურას.

თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში იოდოპოლის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს თქვენს პროცედურას.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის იოდიდის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6),

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად,

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი,

თუ გაქვთ ყლაპვის პრობლემები,

თუ გაქვთ გაჭედილი საყლაპავი,

თუ გაქვთ კუჭის პრობლემები,

თუ გაქვთ დაქვეითებული კუჭისა და ნაწლავის მოქმედება.

თუ ნებისმიერი ეს მოვლენა გახასიათებთ თქვენ, აცნობეთ ბირთვული მედიცინის ექიმს.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ბირთვული მედიცინის ექიმს:

თუ გახასიათებთ თირკმელების შეზღუდული ფუნქცია,

თუ გაქვთ შარდის გამოყოფის პრობლემები,

თუ გახასიათებთ საჭმლის მონელების ან კუჭის პრობლემები,

თუ ამობურცული თვალები იმ დაავადების სიმპტომების ნაწილია, რომელიც თქვენ გაწუხებთ (Grave-ს დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია).

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ამოკვეთილი ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვალი. ეს მოვლენა ყველაზე მეტად განვითარდება ქალებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან წყლისა და ნატრიუმის რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა შარდში (შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაიდი). თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ჯგუფიდან რომელიმეს, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რეგულარული სისხლის ანალიზები თქვენს სისხლში ელექტროლიტების (მაგ. ნატრიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.

თუ რომელიმე ჩამოთვლილიდან შეგესაბამებათ თქვენ უნდა მიმართოთ ბირთვული მედიცინის ექიმს. იოდოპოლი შესაძლოა შეუსაბამო იყოს თქვენთვის.

ექიმი გაცნობებთ ამ მედიკამენტის გამოყენებისას სპეციალური უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ. ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.

იოდიპოლის გამოყენებამდე საჭიროა:

დაიცვათ დაბალი იოდის შემცველი დიეტა,

პროცედურის დაწყებამდე დალიეთ ბევრი წყალი, რათა იოდოპოლის მიღებიდან პირველ საათებში მოხდეს რაც შეიძლება მეტი შარდის გამოყოფა,

პროცედურის ჩატარების დღეს უნდა იყოთ უჭმელი.

ბავშვები და მოზარდები

მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის ან არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა.

იოდოპოლი და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუკი იღებთ ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან თუ მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მათ მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუ იღებთ ან მიიღეთ შემდეგში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ან ნივთიერებებიდან რომელიმე, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ მკურნალობის ეფექტურობაზე.

ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ შემდეგი მედიკამენტების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე:

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, როგორიცაა კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილთიორაცილის პერქლორატი - 1 კვირით;

სალიცილატები: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ასპირინი 1 კვირით;

კორტიზონი: ანთების საწინააღმდეგო ან ორგანოს ტრანსპლანტანტის უკუგდების პრევენციისათვის გამოსაყენებელი მედიკამენტები 1 კვირით;

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მაღალი სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტი, ასევე გამოიყენება ოპერაციის დროსაც - 1 კვირით;

ნატრიუმის სულფობრომოფტალეინი: ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელი მედიკამენტი - 1 კვირით;

სხვა მედიკანებტები 1 კვირით;

სისხლის შედედების შესამცირებელი მედიკამენტები;

პარაზიტული ინფექციების სამკურნალო საშუალებები;

ანტიჰისტამინურები: გამოიყენებიან ალერგიის სამკურნალოდ;

პენიცილინი და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები;

ტოლბუტამიდი: სისხლში შაქრის დამწევი საშუალება;

თიოპენტონი: საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ოპერაციების დროს თავის წნევის შესამცირებლად და სერიოზული ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ 1 კვირით;

ფენილბუთაზონი: ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება - 1 - 2 კვირით;

იოდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სასუნთქი გზების ნახველის გათავისუფლებას - 2 კვირით.

იოდიდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სხეულის მხოლოდ შეზღუდულ უბნებზე - 1-9 თვით;

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები - 1 წლამდე.

ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ იოდის მარილებს - 2 კვირით;

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ თიროიდის ჰორმონებს, როგორიცაა ლევოთიროქსინი (6 კვირით) ან თრიიოდოთირონინი (2 კვირით);

ბენზოდიაზეპინები: მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან დამამშვიდებლების სახით და ხელს უწყობენ ძილიანობას ან კუნთების რელაქსაციას - 4 კვირით;

ლითუმი: ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო საშუალება 4 კვირით;

ამიოდარონი: გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება - 3 - 6 თვით;

იოდოპოლის მიღება საკვებთან ერთად

ექიმი გირჩევთ ნაკლები იოდის შემცველი დიეტის დაცვას მკურნალობის დაწყებამდე და შესაძლოა გირჩიოთ, რომ მოერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა მოლუსკები და კიბოსნაირები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ამიტომ, აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ბირთული მედიცინის ექიმს იოდოპოლის მიღებამდე, თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გაგიცდათ მენსტრუაციული ციკლი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

თუ ხართ ორსულად

არ შეიძლება იოდოპოლის მიღება, თუ ხართ ორსულად. ორსულობა უნდა გამოირიცხოს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

კონტრაცეპცია მამაკაცებში და ქალებში

ქალებში არ შეიძლება დაორსულება იოდოპოლის გამოყენებიდან 6 თვის განმავლობაში. ქალებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპცია ამ 6 თვის განმავლობაში. სიფრთხილის მიზნით, მამაკაცებმა არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება იოდოპოლით მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, რათა მოხდეს დასხივებული სპერმატოზოიდების ჩანაცვლება დაუსხივებელი სპერმატოზოიდებით.

ფერტილობა

იოდოპოლით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცებში და ქალებში ფერტილობის დროებითი შეფერხება. მამაკაცებში ნატრიუმის იოდიდის (131I) მაღალი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა დროებით ზეგავლენა მოახდინოს სპერმის პროდუქციაზე. თუ თქვენ მომავალში გსურთ შვილის გაჩენა, მიმართეთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდი

აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, რადგან თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება მკურნალობის დაწყებამდე. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს იოდოპოლით მკურნალობის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ იოდოპოლმა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

იოდოპოლი შეიცავს ნატრიუმს და ქინოლინის ყვითელს (E 104)

იოდოპოლი შეიცავს მაქსიმუმ 97 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ყოველ კაფსულაში. ეს ექვივალენტურია უფროსებში ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 4,85 %. ეს გასათვალისწინებელია პირებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტას. იოდოპოლი შეიცავს საღებარ ნივთიერებას ქინოლინის ყვითელს (E 104). ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მან შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა ბავშვების აქტივობასა და ყურადღებაზე.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ხშირი გვერდითი რეაქციებია: ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოაქტივობა), დროებითი ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა), სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების დარღვევები და ადგილობრივი რადიაციული ეფექტები. კიბოს მკურნალობის დროს შესაძლოა ხშირად დამატებით გამოვლინდეს კუჭის და ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტები და ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების პროდუქციის შემცირება.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი სერიოზული სახის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას, ან თუ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ძლიერი ჰიპერაქტივობა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს სასწრაფოდ.

იოდოპოლით მკურნალობისას მოსალოდნელი ყველა სახის გვერდითი ეფექტი ჩამოთვლილია ქვემოთ, დაჯგუფებულია იოდოპოლის გამოყენების მდგომარეობის მიხედვით, რადგან ისინი დამოკიდებულია სხვადასხვა სამკურნალოდ გამოყენებული აქტივობაზე.

ჰიპერაქტიული ან გადიდებული, კომპრესული ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა

ძალიან ხშირი, შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობა

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე)

გარკვეული ტიპის თვალის ანთება, რომელსაც ეწოდება ენდოკრინული ოფთალმოპათია (გრავისის დაავადების მკურნალობის შემდეგ)

დროებით ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა

სანერწყვე ჯირვლის ანთება

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ხმის იოგის დამბლა

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გართულებას და თავბრუსხვევას

ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვლის ძლიერი კრიზი

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

საცრემლე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რასაც ახასიათებს თვალების სიმშრალე

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან გაქრობა, რასაც ახლავს ხელებში, თითებში და პირის გარშემო ჩხვლეტის შეგრძნება კუნთების სპაზმის რთულ ფორმამდე

ფარისებრი ჰირკვლის ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში

არანორმალური ღვიძლის ფუნქცია

კიბოს მკურნალობა

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის უჯრედების ძლიერი შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები და ინფექციების გახშირება

სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა

ძვლის ტვინის სუპრესია სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან ორივეს შემცირებით

ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

მადის დაკარგვა

საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა

გრიპის მსგავსი დაავადება

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი

ექსტრემალური დაღლილობა ან ძილიანობა

ანთება, რომელიც იწვევს თვალების სიწითლეს, წყლიანობას ან ჩხვლეტას

სანერწყვე ჯირკვლის ანთება, რომელსაც ახლავს სიმპტომები, როგორიცაა პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალე; კბილის კარიესი, კბილის დაკარგვა

სისხლის თეთრი უჯრედების არანორმალური, სიმსივნური მატება

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ნაკლებობა

სურდო

სუნთქვის გართულება

ღებინება

გარკვეულ უბნებზე ქსოვილის შეშუპება

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე)

ფარისებრი ჯირკვლის რთული ან დროებითი ჰიპერაქტივობა

სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას

კიბო, მათ შორის შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების მუდმივი ან მკვეთრი შემცირება

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან გაქრობა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების გაზრდა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

ტრაქეის ანთება და/ან ხორხის შევიწროვება

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია

გართულებული ან ხიხინიანი სუნთქვა

ფილტვების ანთება

ხმის იოგის დამბლა, ხმის ჩახლეჩა, ხმის ორგანოების გამოყენებით ხმის ბგერების წარმოქმნის უნარის დაქვეითება

პირის და ყელის ტკივილი

ტვინში სითხის წარმოქმნა

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება

ყლაპვის გართულება

შარდის ბუშტის ანთება

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმის რაოდენობის შემცირება ან გაქრობა

ფარისებრი ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში

ღვიძლის ფუნქციის ანომალია

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს ეხება ასევე მოსალოდნელ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამსახურის, ფარმაკოლოგიური არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარდამენტს მისამართზე

იერუსალიმის ქ. 181C

PL-02 222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის იოდიდი (131I).

თითოეული მკვრივი კაფსულა შეიცავს 37 - 7400 MBq ნატრიუმის იოდიდს (131I).

დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის კარბონატი

ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი

ნატრიუმის თიოზულფატი

ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა:

ქინოლინის ყვითელი (E 104)

ერითროსინი (E 127)

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

ჟელატინი

იოდოპოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

პოლიპროპილენის ფლაკონი მოთავსებულია ტყვიის დამცავ კონტეინერში და დახურულია ტყვიის საცობით, რომელიც შეიცავს პოლიპროპილენის თავს იოდის აბსორბანტით. შეფუთვა შეიცავს ერთ კაფსულას. თითოეულ შეფუთვას თან ახლავს ცალკე პოლიპროლილენის აპლიკატორი კაფსულის მიღებისათვის.

შენახვის პირობები

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა.

ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამის ადგილას. მისი შენახვა ხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტისთვის.

იოდოპოლის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის

იოდოპოლი

37-7400 MBq, მკვრივი კაფსულები

ნატრიუმის იოდიდი (131 I)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ბირთული მედიცინის ექიმს, რომელიც გაგიწევთ მეთვალყურეობას პროცედურის ჩატარების დროს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, აცნობეთ ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს იოდოპოლი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია იოდოპოლის გამოყენებამდე
  • იოდოპოლის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • იოდოპოლის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს იოდოპოლი და რისთვის გამოიყენება

იოდოპოლი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება უფროსებში, ბავშვებში და მოზარდებში შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნე,

ფარისებრი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა

გადიდებული, კომპრესიული ფარისებრი ჯირკვალი.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (131 I), რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც გროვდება გარკვეულ ორგანოებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი.

ეს სამკურნალო პრეპარატი წარმოადგენს რადიოაქტიულ საშუალებას, მაგრამ თქვენი ექიმები მიიჩნევენ, რომ მედიკამენტის ეფექტის სარგებელი თქვენს მდგომარეობაზე აღემატება რადიაციის მიერ მიყენებულ შესაძლო ზიანს.

  • ინფორმაცია იოდოპოლის გამოყენებამდე

არ შეიძლება იოდოპოლის გამოყენება

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის იოდიდის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6),

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად,

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი,

თუ გაქვთ ყლაპვის პრობლემები,

თუ გაქვთ გაჭედილი საყლაპავი,

თუ გაქვთ კუჭის პრობლემები,

თუ გაქვთ დაქვეითებული კუჭისა და ნაწლავის მოქმედება.

თუ ნებისმიერი ეს მოვლენა გახასიათებთ თქვენ, აცნობეთ ბირთვული მედიცინის ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აცნობეთ ბირთვული მედიცინის ექიმს:

თუ გახასიათებთ თირკმელების შეზღუდული ფუნქცია,

თუ გაქვთ შარდის გამოყოფის პრობლემები,

თუ გახასიათებთ საჭმლის მონელების ან კუჭის პრობლემები,

თუ ამობურცული თვალები იმ დაავადების სიმპტომების ნაწილია, რომელიც თქვენ გაწუხებთ (Grave-ს დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია).

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ამოკვეთილი ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვალი. ეს მოვლენა ყველაზე მეტად განვითარდება ქალებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან წყლისა და ნატრიუმის რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა შარდში (შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაიდი). თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ჯგუფიდან რომელიმეს, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რეგულარული სისხლის ანალიზები თქვენს სისხლში ელექტროლიტების (მაგ. ნატრიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.

თუ რომელიმე ჩამოთვლილიდან შეგესაბამებათ თქვენ უნდა მიმართოთ ბირთვული მედიცინის ექიმს. იოდოპოლი შესაძლოა შეუსაბამო იყოს თქვენთვის.

ექიმი გაცნობებთ ამ მედიკამენტის გამოყენებისას სპეციალური უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ. ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.

იოდიპოლის გამოყენებამდე საჭიროა:

დაიცვათ დაბალი იოდის შემცველი დიეტა,

პროცედურის დაწყებამდე დალიეთ ბევრი წყალი, რათა იოდოპოლის მიღებიდან პირველ საათებში მოხდეს რაც შეიძლება მეტი შარდის გამოყოფა,

პროცედურის ჩატარების დღეს უნდა იყოთ უჭმელი.

ბავშვები და მოზარდები

მიმართეთ ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის ან არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა.

იოდოპოლი და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუკი იღებთ ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან თუ მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მათ მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს თუ იღებთ ან მიიღეთ შემდეგში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ან ნივთიერებებიდან რომელიმე, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ მკურნალობის ეფექტურობაზე.

ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ შემდეგი მედიკამენტების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე:

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, როგორიცაა კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილთიორაცილის პერქლორატი - 1 კვირით;

სალიცილატები: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ასპირინი 1 კვირით;

კორტიზონი: ანთების საწინააღმდეგო ან ორგანოს ტრანსპლანტანტის უკუგდების პრევენციისათვის გამოსაყენებელი მედიკამენტები 1 კვირით;

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მაღალი სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტი, ასევე გამოიყენება ოპერაციის დროსაც - 1 კვირით;

ნატრიუმის სულფობრომოფტალეინი: ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელი მედიკამენტი - 1 კვირით;

სხვა მედიკანებტები 1 კვირით;

სისხლის შედედების შესამცირებელი მედიკამენტები;

პარაზიტული ინფექციების სამკურნალო საშუალებები;

ანტიჰისტამინურები: გამოიყენებიან ალერგიის სამკურნალოდ;

პენიცილინი და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები;

ტოლბუტამიდი: სისხლში შაქრის დამწევი საშუალება;

თიოპენტონი: საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ოპერაციების დროს თავის წნევის შესამცირებლად და სერიოზული ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ 1 კვირით;

ფენილბუთაზონი: ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება - 1 - 2 კვირით;

იოდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სასუნთქი გზების ნახველის გათავისუფლებას - 2 კვირით.

იოდიდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სხეულის მხოლოდ შეზღუდულ უბნებზე - 1-9 თვით;

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები - 1 წლამდე.

ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ იოდის მარილებს - 2 კვირით;

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ თიროიდის ჰორმონებს, როგორიცაა ლევოთიროქსინი (6 კვირით) ან თრიიოდოთირონინი (2 კვირით);

ბენზოდიაზეპინები: მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან დამამშვიდებლების სახით და ხელს უწყობენ ძილიანობას ან კუნთების რელაქსაციას - 4 კვირით;

ლითუმი: ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო საშუალება 4 კვირით;

ამიოდარონი: გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება - 3 - 6 თვით;

იოდოპოლის მიღება საკვებთან ერთად

ექიმი გირჩევთ ნაკლები იოდის შემცველი დიეტის დაცვას მკურნალობის დაწყებამდე და შესაძლოა გირჩიოთ, რომ მოერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა მოლუსკები და კიბოსნაირები.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ამიტომ, აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ბირთული მედიცინის ექიმს იოდოპოლის მიღებამდე, თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გაგიცდათ მენსტრუაციული ციკლი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

თუ ხართ ორსულად

არ შეიძლება იოდოპოლის მიღება, თუ ხართ ორსულად. ორსულობა უნდა გამოირიცხოს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

კონტრაცეპცია მამაკაცებში და ქალებში

ქალებში არ შეიძლება დაორსულება იოდოპოლის გამოყენებიდან 6 თვის განმავლობაში. ქალებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპცია ამ 6 თვის განმავლობაში. სიფრთხილის მიზნით, მამაკაცებმა არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება იოდოპოლით მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, რათა მოხდეს დასხივებული სპერმატოზოიდების ჩანაცვლება დაუსხივებელი სპერმატოზოიდებით.

ფერტილობა

იოდოპოლით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცებში და ქალებში ფერტილობის დროებითი შეფერხება. მამაკაცებში ნატრიუმის იოდიდის (131I) მაღალი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა დროებით ზეგავლენა მოახდინოს სპერმის პროდუქციაზე. თუ თქვენ მომავალში გსურთ შვილის გაჩენა, მიმართეთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდი

აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, რადგან თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება მკურნალობის დაწყებამდე. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს იოდოპოლით მკურნალობის შემდეგ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ იოდოპოლმა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

იოდოპოლი შეიცავს ნატრიუმს და ქინოლინის ყვითელს (E 104)

იოდოპოლი შეიცავს მაქსიმუმ 97 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ყოველ კაფსულაში. ეს ექვივალენტურია უფროსებში ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 4,85 %. ეს გასათვალისწინებელია პირებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტას. იოდოპოლი შეიცავს საღებარ ნივთიერებას ქინოლინის ყვითელს (E 104). ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მან შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა ბავშვების აქტივობასა და ყურადღებაზე.

  • იოდოპოლის მიღების წესი

არსებობს მკაცრი წესები რადიოაქტიური პროდუქტების სამკურნალო მიზნით გამოყენების, მოხმარებისა და განადგურების შესახებ. იოდოპოლი გამოყენებული იქნება მხოლოდ სპეციალიზებულ, კონტროლირებად სივრცეში. ამ მედიკამენტით მკურნალობას ჩაატარებს მხოლოდ მისი უსაფრთხო გამოყენებაში დატრენინგებული და კვალიფიცირებული პირები. ეს პირები მიიღებენ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების ზომებს და მოგცემენ განმარტებას ყოველი ქმედების შესახებ.

ბირთვული მედიცინის ექიმი, რომელიც მეთვალყურეობას გიწევთ პროცედურის ჩატარებისას, განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო იოდოპოლის სწორ დოზას. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღებად.

იოდოპოლი მიიღება ერთადერთი კაფსულის სახით ერთჯერადად და მოგეწოდებათ სპეციალისტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის უსაფრთხოებაზე.

აქტივობა, რომელიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია უფროსებში:

200-800 MBq ჰიპერაქტიური ან გადიდებული, კომპრესიული ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ,

1,850-3,700 MBq ნაწილობრივად ან მთლიანად ამოკვეთილი ფარისებრი ჯირკვლისათვის ან კიბოს უჯრედების გავრცელების სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია, როგორც მეტასტაზები,

3,700-11,100 MBq მეტასტაზების შემდგომი მკურნალობისთვის.

MBq (megabecquerel) არის რადიოაქტიური მედიკამენტის რაოდენობის საზომი ერთეული.

გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება უმცირესი დოზირება.

იოდოპოლის მიღების წესი და პროცედურა

იოდოპოლი მიიღება ერთჯერადი კაფსულის სახით.

კაფსულა უნდა მიიღოთ ცარიელ კუჭზე.

კაფსულა უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით, რათა კაფსულა რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს კუჭში.

ბავშვმა უნდა მიიღოს კაფსულა ფაფისებრ საკვებთან ერთად.

მკურნალობის შემდეგ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, რადგან მოხდეს აქტიური ნივთიერების გამოდევნა შარდის ბუშტიდან.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენი ხანი დასჭირდება პროცედურას.

იოდოპოლის მიღების შემდეგ

ბირთვული მედიცინის ექიმი მოგცემთ ინფორმაციას სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღების შესახებ მედიკამენტის მიღების შემდეგ. კერძოდ, კი

თქვენ უნდა მოერიდოთ ჩვილებთან და ორსულ ქალებთან ახლო კონტაქტს რამოდენიმე დღის განმავლობაში. თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენი ხანია ამისათვის საჭირო.

თქვენ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხეები და მოშარდოთ ხშირად, რათა მოხდეს მედიკამენტის სხეულიდან გამოდევნა

ტუალეტი უნდა ჩარეცხოთ ფრთხილად და დაიბანოთ ხელები კარგად, რადგან თქვენი სხეულის სითხეები რამოდენიმე დღის განმავლობაში არის რადიოაქტიური

უნდა მიიღოთ სასმელები ან ტკბილეული, რომელიც შეიცავს ლიმონმჟავას, მაგ., ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის წვენი, რათა ხელი შეუწყოს ნერწყვის გამომუშავებას და შეაჩეროს ნერწყვის დაგროვება თქვენს სანერწყვე ჯირკვლებში

უნდა მიიღოთ საფაღარათო საშუალებები ნაწლავის სტიმულირებისთვის, თუ დღეში ერთზე ნაკლები ნაწლავის მოქმედება გაქვთ.

თქვენი სისხლი, განავალი, შარდი ან სავარაუდოდ ღებინების მასა იქნება რადიოაქტიური რამოდენიმე დღის განმავლობაში და არ უნდა მოხვდეს სხვა პირებთან კონტაქტში.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.

თუ მიიღეთ იოდოპოლის საჭიროზე მეტი რაოდენობა

ზედოზირება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან თქვენ მიიღებთ იოდოპოლის მხოლოდ ერთჯერად დოზას, რომელიც გაკონტროლდება ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ, რომელიც აკონტროლებს პროცედურას.

თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში იოდოპოლის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს თქვენს პროცედურას.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ხშირი გვერდითი რეაქციებია: ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოაქტივობა), დროებითი ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა), სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების დარღვევები და ადგილობრივი რადიაციული ეფექტები. კიბოს მკურნალობის დროს შესაძლოა ხშირად დამატებით გამოვლინდეს კუჭის და ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტები და ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების პროდუქციის შემცირება.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი სერიოზული სახის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას, ან თუ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ძლიერი ჰიპერაქტივობა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს სასწრაფოდ.

იოდოპოლით მკურნალობისას მოსალოდნელი ყველა სახის გვერდითი ეფექტი ჩამოთვლილია ქვემოთ, დაჯგუფებულია იოდოპოლის გამოყენების მდგომარეობის მიხედვით, რადგან ისინი დამოკიდებულია სხვადასხვა სამკურნალოდ გამოყენებული აქტივობაზე.

ჰიპერაქტიული ან გადიდებული, კომპრესული ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა

ძალიან ხშირი, შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობა

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე)

გარკვეული ტიპის თვალის ანთება, რომელსაც ეწოდება ენდოკრინული ოფთალმოპათია (გრავისის დაავადების მკურნალობის შემდეგ)

დროებით ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა

სანერწყვე ჯირვლის ანთება

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ხმის იოგის დამბლა

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გართულებას და თავბრუსხვევას

ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვლის ძლიერი კრიზი

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

საცრემლე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რასაც ახასიათებს თვალების სიმშრალე

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან გაქრობა, რასაც ახლავს ხელებში, თითებში და პირის გარშემო ჩხვლეტის შეგრძნება კუნთების სპაზმის რთულ ფორმამდე

ფარისებრი ჰირკვლის ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში

არანორმალური ღვიძლის ფუნქცია

კიბოს მკურნალობა

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის უჯრედების ძლიერი შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები და ინფექციების გახშირება

სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა

ძვლის ტვინის სუპრესია სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან ორივეს შემცირებით

ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

მადის დაკარგვა

საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა

გრიპის მსგავსი დაავადება

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი

ექსტრემალური დაღლილობა ან ძილიანობა

ანთება, რომელიც იწვევს თვალების სიწითლეს, წყლიანობას ან ჩხვლეტას

სანერწყვე ჯირკვლის ანთება, რომელსაც ახლავს სიმპტომები, როგორიცაა პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალე; კბილის კარიესი, კბილის დაკარგვა

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე)

სისხლის თეთრი უჯრედების არანორმალური, სიმსივნური მატება

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ნაკლებობა

სურდო

სუნთქვის გართულება

ღებინება

გარკვეულ უბნებზე ქსოვილის შეშუპება

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე)

ფარისებრი ჯირკვლის რთული ან დროებითი ჰიპერაქტივობა

სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას

კიბო, მათ შორის შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების მუდმივი ან მკვეთრი შემცირება

ფარისებრი ჯირკვლის ანთება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების შემცირება ან გაქრობა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოების გაზრდა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

ტრაქეის ანთება და/ან ხორხის შევიწროვება

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია

გართულებული ან ხიხინიანი სუნთქვა

ფილტვების ანთება

ხმის იოგის დამბლა, ხმის ჩახლეჩა, ხმის ორგანოების გამოყენებით ხმის ბგერების წარმოქმნის უნარის დაქვეითება

პირის და ყელის ტკივილი

ტვინში სითხის წარმოქმნა

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება

ყლაპვის გართულება

შარდის ბუშტის ანთება

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმის რაოდენობის შემცირება ან გაქრობა

ფარისებრი ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში

ღვიძლის ფუნქციის ანომალია

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს ეხება ასევე მოსალოდნელ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამსახურის, ფარმაკოლოგიური არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარდამენტს მისამართზე

იერუსალიმის ქ. 181C

PL-02 222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • იოდოპოლის შენახვის პირობები

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა.

ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამის ადგილას. მისი შენახვა ხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტისთვის.

იოდოპოლის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს იოდოპოლი

აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის იოდიდი (131I).

თითოეული მკვრივი კაფსულა შეიცავს 37 - 7400 MBq ნატრიუმის იოდიდს (131I).

დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის კარბონატი

ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი

ნატრიუმის თიოზულფატი

ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა:

ქინოლინის ყვითელი (E 104)

ერითროსინი (E 127)

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

ჟელატინი

იოდოპოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

პოლიპროპილენის ფლაკონი მოთავსებულია ტყვიის დამცავ კონტეინერში და დახურულია ტყვიის საცობით, რომელიც შეიცავს პოლიპროპილენის თავს იოდის აბსორბანტით. შეფუთვა შეიცავს ერთ კაფსულას. თითოეულ შეფუთვას თან ახლავს ცალკე პოლიპროლილენის აპლიკატორი კაფსულის მიღებისათვის.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ნაროდოვე ცენტრუმ ბადარი იადროვიჩ

ანდრეჯა სოლტანა ქ. 7

05-400 ოტვოკი

პოლონეთი

ტელ.: 22 7180700

ფაქსი: 22 7180350

ელ-ფოსტა: [email protected]

ეს მედიკამენტი ნებადართულია ევროპული ეკონომიკური სავაჭრო გაერთიანების წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

ავსტრია:

Iodopol 37-7400 MBq Hartkapseln

ბულგარეთი:

Iodopol

ჩეხეთის რესპუბლიკა:

Iodopol

ესტონეთი:

Iodopol

ლიტვა:

Sodium iodide (131I) POLATOM 37-7400 MBq kietosios kapsules

გერმანია:

Iodopol

პოლონეთი:

Iodopol

სლოვაკეთის რესპუბლიკა:

Iodopol

სლოვენია:

Natrii iodidum (131I) POLATOM, 37-7400 MBq trde kapsule

ამ მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენლობას.

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღი: 22 იანვარი, 2023

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო ან ჯანდაცვის პერსონალისათვის.

ინსტრუქცია რადიოაქტიული პროდუქტის შემცველი კონტეინერის აპლიკატორის გამოყენებით გახსნის შესახებ:

შეამოწმეთ გარე შეფუთვაზე განთავსებული რადიოაქტიურობის და დაკალიბრების თარიღი.

ახსენით ლითონის თუნუქის ზედა საფარი

მოაძრეთ სტიროფომის ზედა საფარი

ამოიღეთ კაფსულის დამცავი კონტეინერი

გახიეთ მუნდშტუკის ქაღალდის და ფოლგის შეფუთვა და ამოიღეთ მუნდშტუკი.

გახსენით კაფსულის დამცავი კონტეინერი. ამისათვის დააჭირეთ კონტეინერის ქვედა ნაწილს და გადაწიეთ ზედა ნაწილი ზედა მიმართლებით. კაფსულის შემცველი ფლაკონი უნდა დარჩეს დამცავ კონტეინერში.

მიუერთეთ მუნდშტუკი ფლაკონს. ამისათვის მოახრახნეთ მუნდშტუკი კაფსულის შემცველ კონტეინერს.

კაფსულის მიღებისას რეკომენდებულია კაფსულის შემცველი ფლაკონის შენახვა დამცავ ჭურჭელში. პაციენტი, რომელსაც ხელში უჭირავს დამცავი კონტეინერი, უნდა ჩაიდოს მუნდშტუკი პირში და შემდეგ გადახაროს ის, ისე რომ კაფსულა ფლაკონიდან პირით ამოიღოს პირის ღრუში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის მიღება დამცავი კონტეინერის გამოყენების გარეშე. პაციენტები იჭერენ მუნდშტუკს, იღებენ კაფსულის ფლაკონს დამცავი კონტეინერიდან, იღებენ მუნდშტუკს პირის ღრუში და შემდეგ დახრიან მას, რომ კაფსულა ფლაკონიდან მიიღონ მუნდშტუკის მეშვეობით.

კაფსულის მიღების შემდეგ, მუნდშტუკი და ფლაკონი უნდა განადგურდეს. დამცავი კონტეინერი უნდა დაუბრუნდეს მწარმოებელს.

მუნდშტუკის ფლაკონისგან მოხსნის მიზნით, მოათავსეთ ფლაკონი მუნდშტუკთან ერთად დამცავ კონტეინერში და შემდეგ მოხსენით მოტრიალების მეშვეობით მუნდშტუკი.

კაფსულის აქტივობის გასაზომად, აიღეთ კაფსულის ფლაკონზე დამაგრებული მუნდშტუკი დოზის კალიბრატორის დამჭერი მოწყობილობით და ჩადევით დოზის კალიბრატორში. როდესაც გაზომვა დასრულდება, ამოიღეთ მუნდშტუკი, რომელიც დამაგრებულია კაფსულის ფლაკონზე და მოათავსეთ ისევ დამცავ კონტეინერში. თუკი საჭიროა კაფსულის სხვა ოთახში გადატანა, მუნდშტუკი უნდა ამოიღოთ ფლაკონიდან ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით. მუნდშტუკის ამოღების შემდეგ დააფარეთ დამცავი კონტეინერი თავსახურით.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა