პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ინსვადა

Insvada

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ზრდასრულ პაციენტებში, როდესაც დიეტა, სხეულის წონის დაკლება და ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის დამაკმაყოფილებელ კონტროლს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რეპაგლინიდი (repaglinide)
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, გარდა ინსულინისა
ATC კოდი
A10BX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040986
რეგისტრირებულია
16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინსვადა და სხვა წამალი ერთად

ინსვადა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ზრდასრულ პაციენტებში, როდესაც დიეტა, სხეულის წონის დაკლება და ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის დამაკმაყოფილებელ კონტროლს.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში რეპაგლინიდი ასევე შეიძლება დაინიშნოს მეტფორმინთან ერთად იმ შემთხვევებში, როდესაც გლიკემიის დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ მიიღწევა მეტფორმინის მონოთერაპიით.

პრეპარატი ინიშნება დიეტასა და ფიზიკურ აქტივობაზე დამატებით, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შესამცირებლად; მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს.

მიღების წესი და დოზირება

რეპაგლინიდი მიიღება შიგნით ძირითადი საკვების მიღებამდე (ანუ პრეპრანდიალურად) და შეირჩევა ინდივიდუალურად გლიკემიის კონტროლის ოპტიმიზაციისთვის. პაციენტის მიერ სისხლში და/ან შარდში გლუკოზის დონის რუტინული თვითკონტროლის გარდა, ექიმმა პერიოდულად უნდა აკონტროლოს პაციენტის სისხლში გლუკოზის დონე, რათა დადგინდეს პაციენტისთვის მინიმალური ეფექტური დოზა. გლიკირებული ჰემოგლობინის დონე ასევე მნიშვნელოვანია თერაპიაზე პაციენტის პასუხის მონიტორინგისთვის. საჭიროა პერიოდული მონიტორინგი სისხლში გლუკოზის დონის არაადექვატური შემცირების გამოსავლენად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დონეზე (ანუ პირველადი უკმარისობა) და ეფექტურობის საწყისი პერიოდის შემდეგ (მაგ. მეორადი უკმარისობა) სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებაზე ადექვატური პასუხის დაკარგვის გამოსავლენად.

რეპაგლინიდის ხანმოკლე გამოყენება შეიძლება საკმარისი იყოს კონტროლის დროებითი დაკარგვის პერიოდებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რაც ჩვეულებრივ კარგად კონტროლდება დიეტით.

საწყისი დოზა

დოზა უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,5 მგ. ტიტრირების ეტაპებს შორის უნდა იყოს ინტერვალი ერთიდან ორ კვირამდე (დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის დონის პასუხზე).

თუ პაციენტები გადმოდიან სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 მგ.

შემანარჩუნებელი დოზა

რეკომენდებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ძირითად კვებამდე არის 4 მგ. ჯამური მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების დაავადება არ მოქმედებს რეპაგლინიდის გამოყოფაზე. რეპაგლინიდის ერთჯერადი დოზის 8% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მთლიანი პლაზმური კლირენსი მცირდება. შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება ინსულინისადმი მგრძნობელობა, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე დოზების ტიტრირებისას პაციენტების ამ ჯგუფში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კლინიკური კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

დასუსტებული პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც არასათანადოდ იკვებებიან

პაციენტების ამ ჯგუფში უნდა დადგინდეს საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები და შემდგომში დოზის ტიტრირებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპოგლიკემიური რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს

პაციენტების გადაყვანა სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით თერაპიიდან რეპაგლინიდით თერაპიაზე მაშინათვე შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, ზუსტი კავშირი არ არის დადგენილი რეპაგლინიდისა და სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზებს შორის. რეკომენდებული მაქსიმალური საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან რეპაგლინიდზე არის 1 მგ ყოველი ძირითადი კვების წინ.

რეპაგლინიდი შეიძლება დაინიშნოს მეტფორმინთან ერთად, თუ სისხლში გლუკოზის დონე ადეკვატურად არ კონტროლდება მეტფორმინის მონოთერაპიით. ამ შემთხვევაში აუცილებელია მეტფორმინის მიღების გაგრძელება და დამატებით რეპაგლინიდის დანიშვნა. რეპაგლინიდის საწყისი დოზა ძირითად კვებამდე არის 0,5 მგ; ტიტრირება ტარდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების მიხედვით, როგორც მონოთერაპიის დროს.

ბავშვები

რეპაგლინიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი და არ არსებობს მონაცემები. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში.

გამოყენების წესი

რეპაგლინიდი მიიღება პერორალურად ძირითადი კვების წინ (ანუ პრეპრანდიალურად). პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მიღების დრო შეიძლება იყოს პრეპარატის მიღება ჭამის წინ ან ჭამამდე 30 წუთით ადრე (ანუ ჭამამდე 2, 3 ან 4-ჯერ დღეში). პაციენტებს, რომლებიც გამოტოვებენ კვებას (ან იღებენ დამატებით კვებას) უნდა მიიღონ კონსულტაცია ამ კვებაზე პრეპარატის დოზის გამოტოვების (დამატების) შესახებ.

სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, დოზის შესაფასებლად იხილეთ პუნქტები "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები".

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა რეპაგლინიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (C-პეპტიდ უარყოფითი);
  • დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან მის გარეშე;
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი ინფორმაცია

რეპაგლინიდი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი არადამაკმაყოფილებელია და თუ დიაბეტის სიმპტომები შენარჩუნებულია სათანადო დიეტის, ვარჯიშისა და წონის კლების მიუხედავად.

პაციენტში, რომლის დიაბეტიც სტაბილიზებულია ნებისმიერი ჰიპოგლიკემიური საშუალებით, სტრესის ზემოქმედებამ, როგორიცაა მაგალითად, ცხელება, ტრავმა, ინფექცია ან ქირურგიული ოპერაცია, შეიძლება გამოიწვიოს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს რეპაგლინიდის შეწყვეტა და ინსულინოთერაპიის დროებით დანიშვნა.

ჰიპოგლიკემია

რეპაგლინიდმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება.

სხვა პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას

დროთა განმავლობაში, ბევრ პაციენტს აღენიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტის შესუსტება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შაქრიანი დიაბეტის სიმძიმის პროგრესირებით, ასევე პრეპარატზე პასუხის შესუსტებით. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც "მეორადი რეზისტენტობა" და განსხვავდება "პირველადი რეზისტენტობისაგან" იმით, რომ პრეპარატი არაეფექტურია ზოგიერთ პაციენტში მისი პირველადი დანიშვნისას. ნებისმიერი შემთხვევის „მეორად რეზისტენტობად“ კლასიფიკაციამდე უნდა მოხდეს დოზის კორექტირება, ასევე დიეტის დაცვა და ვარჯიში.

რეპაგლინიდი მოქმედებს შეკავშირების სპეციფიურ უბანზე, ახდენს დროებით ზეგავლენას β-უჯრედებზე. კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა შესწავლილი რეპაგლინიდის გამოყენება "მეორადი რეზისტენტობის" შემთხვევაში ისეთი საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას. ასევე არ ჩატარებულა კვლევები სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას რეპაგლინიდის ეფექტის შესასწავლად, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას.

ნეიტრალურ პროტამინ ჰაგედორნთან (ნპჰ-ინსულინი) ან თიაზოლიდინედიონებთან კომბინაცია

ჩატარდა რეპაგლინიდის ნპჰ-ინსულინთან ან თიაზოლიდინედიონებთან კომბინირებული თერაპიის კვლევები. თუმცა, რეპაგლინიდის გამოყენების სარგებელი-რისკის შეფარდება სხვა კომბინირებულ თერაპიებთან შედარებით ჯერ კიდევ განსასაზღვრია.

მეტფორმინთან კომბინაცია

კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან ერთად დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.

მწვავე კორონარული სინდრომი

რეპაგლინიდის გამოყენება შეიძლება დაკაშირებული იყოს მწვავე კორონარული სინდრომის (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი) განვითარების სიხშირის გაზრდასთან.

ერთდროული გამოყენება

რეპაგლინიდი გამოიყენება სიფრთხილით ან საერთოდ არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე. თუ საჭიროა პრეპარატის ერთდროული გამოყენება, ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე და უნდა ჩატარდეს მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილია, რომ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენენ მთელი რიგი მედიკამენტები. ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს პრეპარატების შესაძლო ურთიერთქმედება.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2C8 ფერმენტით, ისევე როგორც CYP3A4 ფერმენტით. ჯანმრთელი მოხალისეების კვლევის შედეგად მიღებული კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ CYP2C8 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს რეპაგლინიდის მეტაბოლიზმში და ფერმენტი CYP3A4 თამაშობს ნაკლებად მნიშვნელოვან როლს, მაგრამ მისი ეფექტი იზრდება CYP2C8 ინჰიბირებისას. ამრიგად, მეტაბოლიზმი და, შესაბამისად, რეპაგლინიდის კლირენსი შეიძლება შეიცვალოს იმ ნივთიერებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ციტოქრომ P450 ფერმენტებზე ინჰიბიციის ან ინდუქციის გზით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო CYP2C8 და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების რეპაგლინიდთან ერთად მიღებისას.

ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, რეპაგლინიდი განიხილება ღვიძლის მიერ აქტიური ათვისების სუბსტრატად (ორგანული ანიონების სატრანსპორტო ცილა OATP1B1). OATP1B1 ინჰიბიტორებმა შეიძლება ასევე გაზარდონ რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაცია, როგორც ეს ნაჩვენებია ციკლოსპორინის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება გააძლიერონ და/ან გაახანგრძლივონ შემდეგმა ნივთიერებებმა: გემფიბროზილი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ტრიმეტოპრიმი, ციკლოსპორინი, დეფერაზიროქსი, კლოპიდოგრელი, სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, არასელექციური ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები), სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ოქტრეოტიდი, ალკოჰოლი და ანაბოლური სტეროიდები.

ჯანმრთელ მოხალისეებში გემფიბროზილის (600 მგ ორჯერ დღეში), CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (0.25 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია რეპაგლინიდის კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ (AUC) მნიშვნელობების 8.1-ჯერ გაზრდა და რეპაგლინიდის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) 2.4-ჯერ გაზრდა, აგრეთვე ნახევარგამოყოფის პერიოდის (T1/2) გაზრდა 1.3 საათიდან 3.7 საათამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაზრდა და გახანგრძლივება, ხოლო რეპაგლინიდის კონცენტრაცია პლაზმაში მიღებიდან 7 საათის შემდეგ გაიზარდა 28,6-ჯერ გემფიბროზილის გამო. გემფიბროზილისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ტრიმეტოპრიმის (160 მგ 2-ჯერ დღეში), CYP2C8-ის სუსტი ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0.25 მგ) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა AUC, Cmax და T1/2 ზრდა (1.6, 1.4 და 1.2-ჯერ შესაბამისად), მაგრამ არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე. ფარმაკოდინამიკური ეფექტის ეს ნაკლებობა დაფიქსირდა რეპაგლინიდის სუბთერაპიული დოზის მიღებისას. ვინაიდან ამ კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი არ არის შეფასებული დოზებში, რომლებიც აღემატება 0,25 მგ-ს რეპაგლინიდისთვის და 320 მგ-ს ტრიმეტოპრიმისთვის, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

რიფამპიცინი, CYP3A4 და CYP2C8 პოტენციური ინდუქტორი, მოქმედებს როგორც რეპანგლინიდის მეტაბოლიზმის ინდუქტორი და ინჰიბიტორი. რიფამპიცინის (600 მგ) მიღებამ შვიდი დღე, რასაც მოჰყვა მეშვიდე დღეს რეპაგლინიდის (4 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროული შეყვანა, გამოიწვია AUC-ის 50%-ით შემცირება (კომბინირებული ინდუქცია და ინჰიბირება). როდესაც რეპაგლინიდი შეყვანილი იყო რიფამპიცინის ბოლო დოზიდან 24 საათის შემდეგ, აღინიშნა რეპაგლინიდის AUC-ის 80%-იანი შემცირება (მხოლოდ ინდუქციის ეფექტი). ამრიგად, რიფამპიცინისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია რეპაგლინიდის დოზის დაზუსტება, რომელიც უნდა გამოითვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით რიფამპიცინის დაწყებისას (გადაუდებელი ინჰიბიცია), რასაც მოჰყვება დოზის განსაზღვრა (ინდუქციისა და ინჰიბიციის კომბინირება), მოხსნა (მხოლოდ ინდუქცია); მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს რიფამპიცინის მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სანამ მისი მოქმედება არ შეწყდება. არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ სხვა ინდუქტორებს, როგორიცაა ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, კრაზანა, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტი.

კეტოკონაზოლის, და CYP3A4-ის პოტენციური და კონკურენტული ინჰიბიტორის პროტოტიპის ეფექტი რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში. 200 მგ კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC და Cmax 1,2-ჯერ, ხოლო სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პროფილები შეიცვალა 8%-ზე ნაკლებით პრეპარატების ერთდროული მიღებისას (რეპაგლინიდის ერთჯერადი დოზა 4 მგ). ჯანმრთელ მოხალისეებში ასევე შესწავლილი იყო 100 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A4 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება, რამაც გამოიწვია AUC-ის 1.4-ჯერ ზრდა. თუმცა, ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა. ჯანმრთელ მოხალისეებში ურთიერთქმედების კვლევაში, 250 მგ კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ, რომელიც მისი მოქმედების მექანიზმის გამო არის CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი, გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-ის მცირე ზრდა 1.4-ჯერ და Cmax-ის ზრდა 1.7-ჯერ, ასევე შრატის ინსულინის AUC-ის საშუალო ზრდის მომატება 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ. ამ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი გაურკვეველია.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ რეპაგლინიდის (0.25 მგ ერთჯერადი დოზა) და ციკლოსპორინის (100 მგ მრავალჯერადი დოზა) ერთდროული გამოყენება ზრდის რეპაგლინიდის AUC და Cmax 2.5-ჯერ და 1.8-ჯერ შესაბამისად. ვინაიდან პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის შეფასებული რეპაგლინიდის 0,25 მგ-ზე მეტი დოზებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ურთიერთქმედების შესწავლისას კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, დადგინდა, რომ დეფერაზიროქსის (30 მგ/კგ დღეში, 4 დღე), CYP2C8 და CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,5 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს რეპაგლინიდის (AUC) სისტემური ექსპოზიციის ზრდას 2.3-ჯერ (90% ნდობის ინტერვალი (CI) [2.03-2.63]) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, Cmax-ს გაზრდას 1.6-ჯერ (90% CI [1.42-1.84]) და სისხლში გლუკოზის დონის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას. ვინაიდან რეპაგლინიდისთვის 0,5 მგ-ზე მეტ დოზებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა, დეფერაზიროქსისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ კლოპიდოგრელის (300 მგ დატვირთვის დოზა), CYP2C8 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება ზრდიდა რეპაგლინიდის AUC0-∞ ექსპოზიციას 5,1-ჯერ და შემდგომი მიღება (75 მგ დღეში) ზრდიდა რეპაგლინიდის ექსპოზიციას 3,9-ჯერ. დაფიქსირდა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მცირე მნიშვნელოვანი შემცირება. ვინაიდან ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი ერთობლივი თერაპიის უსაფრთხოების პროფილი, თავიდან უნდა იქნას აცილებული კლოპიდოგრელის და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება ციმეტიდინთან, ნიფედიპინთან, ესტროგენთან ან სიმვასტატინთან, ყველა CYP3A4 სუბსტრატთან, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებზე.

რეპაგლინიდი სტაციონარულ კონცენტრაციებში არ ახდენს მნიშვნელოვან კლინიკურ ზემოქმედებას დიგოქსინის, თეოფილინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებებზე ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებისას. ამიტომ საჭირო არ არის ამ ნივთიერებების დოზის კორექცია რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენებისას.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი: ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და სიმპათომიმეტიკები.

ამ პრეპარატების დანიშვნისას ან მოხსნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ რეპაგლინიდს, აუცილებელია გლიკემიური კონტროლის ცვლილებებზე მკაცრი დაკვირვება.

რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად ნაღველში, როგორც რეპაგლინიდი, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო ურთიერთქმედება.

ბავშვები

ბავშვებში და მოზარდებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს რეპაგლინიდი არ არის შესწავლილი. ორსულობის დროს რეპაგლინიდის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ლაქტაცია

რეპაგლინიდი არ არის შესწავლილი ლაქტაციის პერიოდში. რეპაგლინიდი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველთა კვლევების მონაცემები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო ზემოქმედება ემბრიონის, ნაყოფისა და შთამომავლობის განვითარებაზე, აგრეთვე რძეში გამოყოფა, აღწერილია პუნქტში „ფარმაკოდინამიკური თვისებები“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეპაგლინიდი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ავტომობილის ან სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

მართვის დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება პაციენტებს მსუბუქი ან არარსებული სიმპტომებით, რომლებიც ჰიპოგლიკემიის წინამორბედია ან ჰიპოგლიკემიის ხშირი განვითარებით. ასეთ შემთხვევებში უნდა შეფასდეს პაციენტის მიერ ავტომობილის მართვის მიზანშეწონილობა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილი

ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებები, როგორიცაა ჰიპოგლიკემია. ასეთი რეაქციების სიხშირე დამოკიდებულია, როგორც ნებისმიერი ტიპის შაქრიანის დიაბეტის თერაპიის გამოყენებისას, ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვების ჩვევები, პრეპარატის დოზა, ფიზიკური დატვირთვა და სტრესი.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

რეპაგლინიდის და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (ზოგადი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) ან იმუნოლოგიური რეაქციები, როგორიცაა ვასკულიტი).

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ხშირად - ჰიპოგლიკემია; სიხშირე უცნობია - ჰიპოგლიკემიური კომა, ჰიპოგლიკემია ცნობიერების დაკარგვით.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის დარღვევა. ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს მხედველობის დროებით დაქვეითებას, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში რეპაგლინიდით თერაპიის დაწყების შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ იყო საჭირო რეპაგლინიდის შეწყვეტა კლინიკური კვლევების დროს.

გულის მხრივ: იშვიათად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - მუცლის ტკივილი, დიარეა; ძალიან იშვიათად - ღებინება, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - გულისრევა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ანომალური ფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება. რეპაგლინიდის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების გაზრდის ცალკეული შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი, მხოლოდ რამდენიმე პაციენტმა შეწყვიტა თერაპია ღვიძლის ფერმენტების მომატების გამო. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის დისფუნქციის მძიმე შემთხვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. არ არსებობს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან მათი ქიმიური სტრუქტურის განსხვავების გამო.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

რეპაგლიდინის დანიშნული დოზები იზრდებოდა ყოველკვირეულად 4 მგ-დან 20 მგ-მდე ოთხჯერ დღეში ექვსი კვირის განმავლობაში. წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები არ წამოჭრილა. ვინაიდან ჰიპოგლიკემიის განვითარება აღკვეთილი იქნა ამ კვლევაში დამატებითი ნახშირწყლების მიღების გამო, შედარებით გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტის გაძლიერება ჰიპოგლიკემიური სიმპტომების (თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, თავის ტკივილი და ა.შ.) ერთდროული განვითარებით. თუ ეს სიმპტომები განვითარდა, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული სისხლში გლუკოზის დაბალი დონის (ორალური ნახშირწყლების) გამოსასწორებლად. ჰიპოგლიკემიის უფრო სერიოზულ შემთხვევებში კრუნჩხვებით, გონების დაკარგვით ან კომით, საჭიროა გლუკოზის ინტრავენური შეყვანა.

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: რეპაგლინიდი 0,5 მგ, 1 მგ ან 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის პოლაკრილინი, მეგლუმინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, გლიცერინი, პოლოქსამერი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო.

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა:

ინსვადა 0,5 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "I5".

ინსვადა 1 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "I10".

ინსვადა 2 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს გრავირებით "I20".

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სპეციალური ინსტრუქციები შენახვისთვის

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები. სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, გარდა ინსულინისა. ათქ კოდი: A10BX02.

მოქმედების მექანიზმი

რეპაგლინიდი არის ხანმოკლე მოქმედების პერორალური ინსულინის სეკრეციის სტიმულატორი. რეპაგლინიდი სწრაფად ამცირებს სისხლში გლუკოზას პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის სტიმულირებით და ეფექტი დამოკიდებულია ჯირკვლის კუნძულებზე ფუნქციური β-უჯრედების რაოდენობაზე.

რეპაგლინიდი ხურავს ატფ-დამოკიდებულ კალიუმის არხებს β-უჯრედულ მემბრანაში ცილებთან შეკავშირებით, რომლებიც არ არიან სამიზნეები ინსულინის სეკრეციის სხვა სტიმულატორებისთვის. ეს იწვევს β უჯრედის დეპოლარიზაციას და კალციუმის არხების გახსნას. შედეგად კალციუმის იონების გაზრდილი შემოდინება იწვევს ინსულინის სეკრეციას β უჯრედებიდან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინოტროპული რეაქცია საკვების მიღებაზე შეინიშნება რეპაგლინიდის პერორალური მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. ეს ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს მიღებული საკვების მონელების მთელი პერიოდის განმავლობაში. ინსულინის მომატებული დონე რჩება მხოლოდ საკვებით დატვირთვის დროს. რეპაგლინიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება, მისი დაბალი დონე შეინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დოზადამოკიდებული დაქვეითება შეინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, როდესაც რეპაგლინიდი ინიშნება დოზის დიაპაზონში 0,5 მგ-დან 4 მგ-მდე. კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი მიღებული უნდა იყოს ჭამის დროს (პრეპრანდიალური დოზირება).

რეპაგლინიდი ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მიღების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პრეპარატის მიღებიდან უშუალოდ ჭამამდე მის მიღებამდე ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა მწვავე კორონარული სინდრომის გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეპაგლინიდით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ სულფონილშარდოვანათი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ინსვადა

პრეპარატის დასახელება

ინსვადა, Insvada

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

რეპაგლინიდი, Repaglinide

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: რეპაგლინიდი 0,5 მგ, 1 მგ ან 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის პოლაკრილინი, მეგლუმინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, გლიცერინი, პოლოქსამერი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო.

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა:

ინსვადა 0,5 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "I5".

ინსვადა 1 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "I10".

ინსვადა 2 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს გრავირებით "I20".

გამოყენების ჩვენებები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ზრდასრულ პაციენტებში, როდესაც დიეტა, სხეულის წონის დაკლება და ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის დამაკმაყოფილებელ კონტროლს.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში რეპაგლინიდი ასევე შეიძლება დაინიშნოს მეტფორმინთან ერთად იმ შემთხვევებში, როდესაც გლიკემიის დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ მიიღწევა მეტფორმინის მონოთერაპიით.

პრეპარატი ინიშნება დიეტასა და ფიზიკურ აქტივობაზე დამატებით, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შესამცირებლად; მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

რეპაგლინიდი მიიღება შიგნით ძირითადი საკვების მიღებამდე (ანუ პრეპრანდიალურად) და შეირჩევა ინდივიდუალურად გლიკემიის კონტროლის ოპტიმიზაციისთვის. პაციენტის მიერ სისხლში და/ან შარდში გლუკოზის დონის რუტინული თვითკონტროლის გარდა, ექიმმა პერიოდულად უნდა აკონტროლოს პაციენტის სისხლში გლუკოზის დონე, რათა დადგინდეს პაციენტისთვის მინიმალური ეფექტური დოზა. გლიკირებული ჰემოგლობინის დონე ასევე მნიშვნელოვანია თერაპიაზე პაციენტის პასუხის მონიტორინგისთვის. საჭიროა პერიოდული მონიტორინგი სისხლში გლუკოზის დონის არაადექვატური შემცირების გამოსავლენად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დონეზე (ანუ პირველადი უკმარისობა) და ეფექტურობის საწყისი პერიოდის შემდეგ (მაგ. მეორადი უკმარისობა) სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებაზე ადექვატური პასუხის დაკარგვის გამოსავლენად.

რეპაგლინიდის ხანმოკლე გამოყენება შეიძლება საკმარისი იყოს კონტროლის დროებითი დაკარგვის პერიოდებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რაც ჩვეულებრივ კარგად კონტროლდება დიეტით.

საწყისი დოზა

დოზა უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,5 მგ. ტიტრირების ეტაპებს შორის უნდა იყოს ინტერვალი ერთიდან ორ კვირამდე (დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის დონის პასუხზე).

თუ პაციენტები გადმოდიან სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 მგ.

შემანარჩუნებელი დოზა

რეკომენდებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ძირითად კვებამდე არის 4 მგ. ჯამური მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების დაავადება არ მოქმედებს რეპაგლინიდის გამოყოფაზე. რეპაგლინიდის ერთჯერადი დოზის 8% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მთლიანი პლაზმური კლირენსი მცირდება. შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება ინსულინისადმი მგრძნობელობა, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე დოზების ტიტრირებისას პაციენტების ამ ჯგუფში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კლინიკური კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

დასუსტებული პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც არასათანადოდ იკვებებიან

პაციენტების ამ ჯგუფში უნდა დადგინდეს საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები და შემდგომში დოზის ტიტრირებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპოგლიკემიური რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს

პაციენტების გადაყვანა სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით თერაპიიდან რეპაგლინიდით თერაპიაზე მაშინათვე შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, ზუსტი კავშირი არ არის დადგენილი რეპაგლინიდისა და სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზებს შორის. რეკომენდებული მაქსიმალური საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან რეპაგლინიდზე არის 1 მგ ყოველი ძირითადი კვების წინ.

რეპაგლინიდი შეიძლება დაინიშნოს მეტფორმინთან ერთად, თუ სისხლში გლუკოზის დონე ადეკვატურად არ კონტროლდება მეტფორმინის მონოთერაპიით. ამ შემთხვევაში აუცილებელია მეტფორმინის მიღების გაგრძელება და დამატებით რეპაგლინიდის დანიშვნა. რეპაგლინიდის საწყისი დოზა ძირითად კვებამდე არის 0,5 მგ; ტიტრირება ტარდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების მიხედვით, როგორც მონოთერაპიის დროს.

ბავშვები

რეპაგლინიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი და არ არსებობს მონაცემები. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში.

გამოყენების წესი

რეპაგლინიდი მიიღება პერორალურად ძირითადი კვების წინ (ანუ პრეპრანდიალურად). პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მიღების დრო შეიძლება იყოს პრეპარატის მიღება ჭამის წინ ან ჭამამდე 30 წუთით ადრე (ანუ ჭამამდე 2, 3 ან 4-ჯერ დღეში). პაციენტებს, რომლებიც გამოტოვებენ კვებას (ან იღებენ დამატებით კვებას) უნდა მიიღონ კონსულტაცია ამ კვებაზე პრეპარატის დოზის გამოტოვების (დამატების) შესახებ.

სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, დოზის შესაფასებლად იხილეთ პუნქტები "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები".

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა რეპაგლინიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (C-პეპტიდ უარყოფითი);
  • დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან მის გარეშე;
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი ინფორმაცია

რეპაგლინიდი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი არადამაკმაყოფილებელია და თუ დიაბეტის სიმპტომები შენარჩუნებულია სათანადო დიეტის, ვარჯიშისა და წონის კლების მიუხედავად.

პაციენტში, რომლის დიაბეტიც სტაბილიზებულია ნებისმიერი ჰიპოგლიკემიური საშუალებით, სტრესის ზემოქმედებამ, როგორიცაა მაგალითად, ცხელება, ტრავმა, ინფექცია ან ქირურგიული ოპერაცია, შეიძლება გამოიწვიოს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს რეპაგლინიდის შეწყვეტა და ინსულინოთერაპიის დროებით დანიშვნა.

ჰიპოგლიკემია

რეპაგლინიდმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება.

სხვა პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას

დროთა განმავლობაში, ბევრ პაციენტს აღენიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტის შესუსტება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შაქრიანი დიაბეტის სიმძიმის პროგრესირებით, ასევე პრეპარატზე პასუხის შესუსტებით. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც "მეორადი რეზისტენტობა" და განსხვავდება "პირველადი რეზისტენტობისაგან" იმით, რომ პრეპარატი არაეფექტურია ზოგიერთ პაციენტში მისი პირველადი დანიშვნისას. ნებისმიერი შემთხვევის „მეორად რეზისტენტობად“ კლასიფიკაციამდე უნდა მოხდეს დოზის კორექტირება, ასევე დიეტის დაცვა და ვარჯიში.

რეპაგლინიდი მოქმედებს შეკავშირების სპეციფიურ უბანზე, ახდენს დროებით ზეგავლენას β-უჯრედებზე. კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა შესწავლილი რეპაგლინიდის გამოყენება "მეორადი რეზისტენტობის" შემთხვევაში ისეთი საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას. ასევე არ ჩატარებულა კვლევები სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას რეპაგლინიდის ეფექტის შესასწავლად, რომლებიც აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას.

ნეიტრალურ პროტამინ ჰაგედორნთან (ნპჰ-ინსულინი) ან თიაზოლიდინედიონებთან კომბინაცია

ჩატარდა რეპაგლინიდის ნპჰ-ინსულინთან ან თიაზოლიდინედიონებთან კომბინირებული თერაპიის კვლევები. თუმცა, რეპაგლინიდის გამოყენების სარგებელი-რისკის შეფარდება სხვა კომბინირებულ თერაპიებთან შედარებით ჯერ კიდევ განსასაზღვრია.

მეტფორმინთან კომბინაცია

კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან ერთად დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.

მწვავე კორონარული სინდრომი

რეპაგლინიდის გამოყენება შეიძლება დაკაშირებული იყოს მწვავე კორონარული სინდრომის (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი) განვითარების სიხშირის გაზრდასთან.

ერთდროული გამოყენება

რეპაგლინიდი გამოიყენება სიფრთხილით ან საერთოდ არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე. თუ საჭიროა პრეპარატის ერთდროული გამოყენება, ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე და უნდა ჩატარდეს მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილია, რომ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენენ მთელი რიგი მედიკამენტები. ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს პრეპარატების შესაძლო ურთიერთქმედება.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2C8 ფერმენტით, ისევე როგორც CYP3A4 ფერმენტით. ჯანმრთელი მოხალისეების კვლევის შედეგად მიღებული კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ CYP2C8 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს რეპაგლინიდის მეტაბოლიზმში და ფერმენტი CYP3A4 თამაშობს ნაკლებად მნიშვნელოვან როლს, მაგრამ მისი ეფექტი იზრდება CYP2C8 ინჰიბირებისას. ამრიგად, მეტაბოლიზმი და, შესაბამისად, რეპაგლინიდის კლირენსი შეიძლება შეიცვალოს იმ ნივთიერებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ციტოქრომ P450 ფერმენტებზე ინჰიბიციის ან ინდუქციის გზით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო CYP2C8 და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების რეპაგლინიდთან ერთად მიღებისას.

ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, რეპაგლინიდი განიხილება ღვიძლის მიერ აქტიური ათვისების სუბსტრატად (ორგანული ანიონების სატრანსპორტო ცილა OATP1B1). OATP1B1 ინჰიბიტორებმა შეიძლება ასევე გაზარდონ რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაცია, როგორც ეს ნაჩვენებია ციკლოსპორინის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება გააძლიერონ და/ან გაახანგრძლივონ შემდეგმა ნივთიერებებმა: გემფიბროზილი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ტრიმეტოპრიმი, ციკლოსპორინი, დეფერაზიროქსი, კლოპიდოგრელი, სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, არასელექციური ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები), სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ოქტრეოტიდი, ალკოჰოლი და ანაბოლური სტეროიდები.

ჯანმრთელ მოხალისეებში გემფიბროზილის (600 მგ ორჯერ დღეში), CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (0.25 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია რეპაგლინიდის კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ (AUC) მნიშვნელობების 8.1-ჯერ გაზრდა და რეპაგლინიდის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) 2.4-ჯერ გაზრდა, აგრეთვე ნახევარგამოყოფის პერიოდის (T1/2) გაზრდა 1.3 საათიდან 3.7 საათამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაზრდა და გახანგრძლივება, ხოლო რეპაგლინიდის კონცენტრაცია პლაზმაში მიღებიდან 7 საათის შემდეგ გაიზარდა 28,6-ჯერ გემფიბროზილის გამო. გემფიბროზილისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ტრიმეტოპრიმის (160 მგ 2-ჯერ დღეში), CYP2C8-ის სუსტი ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0.25 მგ) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა AUC, Cmax და T1/2 ზრდა (1.6, 1.4 და 1.2-ჯერ შესაბამისად), მაგრამ არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე. ფარმაკოდინამიკური ეფექტის ეს ნაკლებობა დაფიქსირდა რეპაგლინიდის სუბთერაპიული დოზის მიღებისას. ვინაიდან ამ კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი არ არის შეფასებული დოზებში, რომლებიც აღემატება 0,25 მგ-ს რეპაგლინიდისთვის და 320 მგ-ს ტრიმეტოპრიმისთვის, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

რიფამპიცინი, CYP3A4 და CYP2C8 პოტენციური ინდუქტორი, მოქმედებს როგორც რეპანგლინიდის მეტაბოლიზმის ინდუქტორი და ინჰიბიტორი. რიფამპიცინის (600 მგ) მიღებამ შვიდი დღე, რასაც მოჰყვა მეშვიდე დღეს რეპაგლინიდის (4 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროული შეყვანა, გამოიწვია AUC-ის 50%-ით შემცირება (კომბინირებული ინდუქცია და ინჰიბირება). როდესაც რეპაგლინიდი შეყვანილი იყო რიფამპიცინის ბოლო დოზიდან 24 საათის შემდეგ, აღინიშნა რეპაგლინიდის AUC-ის 80%-იანი შემცირება (მხოლოდ ინდუქციის ეფექტი). ამრიგად, რიფამპიცინისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია რეპაგლინიდის დოზის დაზუსტება, რომელიც უნდა გამოითვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით რიფამპიცინის დაწყებისას (გადაუდებელი ინჰიბიცია), რასაც მოჰყვება დოზის განსაზღვრა (ინდუქციისა და ინჰიბიციის კომბინირება), მოხსნა (მხოლოდ ინდუქცია); მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს რიფამპიცინის მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სანამ მისი მოქმედება არ შეწყდება. არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ სხვა ინდუქტორებს, როგორიცაა ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, კრაზანა, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტი.

კეტოკონაზოლის, და CYP3A4-ის პოტენციური და კონკურენტული ინჰიბიტორის პროტოტიპის ეფექტი რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში. 200 მგ კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC და Cmax 1,2-ჯერ, ხოლო სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პროფილები შეიცვალა 8%-ზე ნაკლებით პრეპარატების ერთდროული მიღებისას (რეპაგლინიდის ერთჯერადი დოზა 4 მგ). ჯანმრთელ მოხალისეებში ასევე შესწავლილი იყო 100 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A4 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება, რამაც გამოიწვია AUC-ის 1.4-ჯერ ზრდა. თუმცა, ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა. ჯანმრთელ მოხალისეებში ურთიერთქმედების კვლევაში, 250 მგ კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ, რომელიც მისი მოქმედების მექანიზმის გამო არის CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი, გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-ის მცირე ზრდა 1.4-ჯერ და Cmax-ის ზრდა 1.7-ჯერ, ასევე შრატის ინსულინის AUC-ის საშუალო ზრდის მომატება 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ. ამ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი გაურკვეველია.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ რეპაგლინიდის (0.25 მგ ერთჯერადი დოზა) და ციკლოსპორინის (100 მგ მრავალჯერადი დოზა) ერთდროული გამოყენება ზრდის რეპაგლინიდის AUC და Cmax 2.5-ჯერ და 1.8-ჯერ შესაბამისად. ვინაიდან პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის შეფასებული რეპაგლინიდის 0,25 მგ-ზე მეტი დოზებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ურთიერთქმედების შესწავლისას კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, დადგინდა, რომ დეფერაზიროქსის (30 მგ/კგ დღეში, 4 დღე), CYP2C8 და CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,5 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს რეპაგლინიდის (AUC) სისტემური ექსპოზიციის ზრდას 2.3-ჯერ (90% ნდობის ინტერვალი (CI) [2.03-2.63]) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, Cmax-ს გაზრდას 1.6-ჯერ (90% CI [1.42-1.84]) და სისხლში გლუკოზის დონის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას. ვინაიდან რეპაგლინიდისთვის 0,5 მგ-ზე მეტ დოზებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა, დეფერაზიროქსისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ კლოპიდოგრელის (300 მგ დატვირთვის დოზა), CYP2C8 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება ზრდიდა რეპაგლინიდის AUC0-∞ ექსპოზიციას 5,1-ჯერ და შემდგომი მიღება (75 მგ დღეში) ზრდიდა რეპაგლინიდის ექსპოზიციას 3,9-ჯერ. დაფიქსირდა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მცირე მნიშვნელოვანი შემცირება. ვინაიდან ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი ერთობლივი თერაპიის უსაფრთხოების პროფილი, თავიდან უნდა იქნას აცილებული კლოპიდოგრელის და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება ციმეტიდინთან, ნიფედიპინთან, ესტროგენთან ან სიმვასტატინთან, ყველა CYP3A4 სუბსტრატთან, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებზე.

რეპაგლინიდი სტაციონარულ კონცენტრაციებში არ ახდენს მნიშვნელოვან კლინიკურ ზემოქმედებას დიგოქსინის, თეოფილინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებებზე ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებისას. ამიტომ საჭირო არ არის ამ ნივთიერებების დოზის კორექცია რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენებისას.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი: ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და სიმპათომიმეტიკები.

ამ პრეპარატების დანიშვნისას ან მოხსნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ რეპაგლინიდს, აუცილებელია გლიკემიური კონტროლის ცვლილებებზე მკაცრი დაკვირვება.

რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად ნაღველში, როგორც რეპაგლინიდი, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო ურთიერთქმედება.

ბავშვები

ბავშვებში და მოზარდებში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს რეპაგლინიდი არ არის შესწავლილი. ორსულობის დროს რეპაგლინიდის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ლაქტაცია

რეპაგლინიდი არ არის შესწავლილი ლაქტაციის პერიოდში. რეპაგლინიდი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველთა კვლევების მონაცემები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო ზემოქმედება ემბრიონის, ნაყოფისა და შთამომავლობის განვითარებაზე, აგრეთვე რძეში გამოყოფა, აღწერილია პუნქტში „ფარმაკოდინამიკური თვისებები“.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

რეპაგლინიდი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ავტომობილის ან სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

მართვის დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება პაციენტებს მსუბუქი ან არარსებული სიმპტომებით, რომლებიც ჰიპოგლიკემიის წინამორბედია ან ჰიპოგლიკემიის ხშირი განვითარებით. ასეთ შემთხვევებში უნდა შეფასდეს პაციენტის მიერ ავტომობილის მართვის მიზანშეწონილობა.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილი

ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებები, როგორიცაა ჰიპოგლიკემია. ასეთი რეაქციების სიხშირე დამოკიდებულია, როგორც ნებისმიერი ტიპის შაქრიანის დიაბეტის თერაპიის გამოყენებისას, ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვების ჩვევები, პრეპარატის დოზა, ფიზიკური დატვირთვა და სტრესი.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

რეპაგლინიდის და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქციები.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (ზოგადი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) ან იმუნოლოგიური რეაქციები, როგორიცაა ვასკულიტი).

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ხშირად - ჰიპოგლიკემია; სიხშირე უცნობია - ჰიპოგლიკემიური კომა, ჰიპოგლიკემია ცნობიერების დაკარგვით.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის დარღვევა. ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს მხედველობის დროებით დაქვეითებას, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში რეპაგლინიდით თერაპიის დაწყების შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ იყო საჭირო რეპაგლინიდის შეწყვეტა კლინიკური კვლევების დროს.

გულის მხრივ: იშვიათად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - მუცლის ტკივილი, დიარეა; ძალიან იშვიათად - ღებინება, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - გულისრევა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ანომალური ფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება. რეპაგლინიდის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების გაზრდის ცალკეული შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი, მხოლოდ რამდენიმე პაციენტმა შეწყვიტა თერაპია ღვიძლის ფერმენტების მომატების გამო. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის დისფუნქციის მძიმე შემთხვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. არ არსებობს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან მათი ქიმიური სტრუქტურის განსხვავების გამო.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

რეპაგლიდინის დანიშნული დოზები იზრდებოდა ყოველკვირეულად 4 მგ-დან 20 მგ-მდე ოთხჯერ დღეში ექვსი კვირის განმავლობაში. წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები არ წამოჭრილა. ვინაიდან ჰიპოგლიკემიის განვითარება აღკვეთილი იქნა ამ კვლევაში დამატებითი ნახშირწყლების მიღების გამო, შედარებით გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტის გაძლიერება ჰიპოგლიკემიური სიმპტომების (თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, თავის ტკივილი და ა.შ.) ერთდროული განვითარებით. თუ ეს სიმპტომები განვითარდა, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული სისხლში გლუკოზის დაბალი დონის (ორალური ნახშირწყლების) გამოსასწორებლად. ჰიპოგლიკემიის უფრო სერიოზულ შემთხვევებში კრუნჩხვებით, გონების დაკარგვით ან კომით, საჭიროა გლუკოზის ინტრავენური შეყვანა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები. სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, გარდა ინსულინისა. ათქ კოდი: A10BX02.

მოქმედების მექანიზმი

რეპაგლინიდი არის ხანმოკლე მოქმედების პერორალური ინსულინის სეკრეციის სტიმულატორი. რეპაგლინიდი სწრაფად ამცირებს სისხლში გლუკოზას პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის სტიმულირებით და ეფექტი დამოკიდებულია ჯირკვლის კუნძულებზე ფუნქციური β-უჯრედების რაოდენობაზე.

რეპაგლინიდი ხურავს ატფ-დამოკიდებულ კალიუმის არხებს β-უჯრედულ მემბრანაში ცილებთან შეკავშირებით, რომლებიც არ არიან სამიზნეები ინსულინის სეკრეციის სხვა სტიმულატორებისთვის. ეს იწვევს β უჯრედის დეპოლარიზაციას და კალციუმის არხების გახსნას. შედეგად კალციუმის იონების გაზრდილი შემოდინება იწვევს ინსულინის სეკრეციას β უჯრედებიდან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინოტროპული რეაქცია საკვების მიღებაზე შეინიშნება რეპაგლინიდის პერორალური მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. ეს ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს მიღებული საკვების მონელების მთელი პერიოდის განმავლობაში. ინსულინის მომატებული დონე რჩება მხოლოდ საკვებით დატვირთვის დროს. რეპაგლინიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სწრაფად მცირდება, მისი დაბალი დონე შეინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დოზადამოკიდებული დაქვეითება შეინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, როდესაც რეპაგლინიდი ინიშნება დოზის დიაპაზონში 0,5 მგ-დან 4 მგ-მდე. კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი მიღებული უნდა იყოს ჭამის დროს (პრეპრანდიალური დოზირება).

რეპაგლინიდი ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მიღების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პრეპარატის მიღებიდან უშუალოდ ჭამამდე მის მიღებამდე ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა მწვავე კორონარული სინდრომის გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეპაგლინიდით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ სულფონილშარდოვანათი.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის კვლევებზე დაფუძნებული უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემებით არ გამოვლენილა რაიმე საფრთხე ადამიანებისთვის.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი არ არის ტერატოგენული. ემბრიოტოქსიურობა და კიდურების ანომალიები დაფიქსირდა ემბრიონებსა და ახალშობილ ვირთხებში, რომლებიც დაიბადნენ მდედრი ვირთხებისგან, რომლებიც იღებდნენ რეპაგლინიდის მაღალ დოზებს ორსულობის ბოლო მესამედში და ლაქტაციის პერიოდში. რეპაგლინიდი გამოვლინდა ცხოველის რძეში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

რეპაგლინიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რასაც თან ახლავს მისი პლაზმური კონცენტრაციის სწრაფი მატება. რეპაგლინიდის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად მცირდება.

რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 63% (ცვალებადობის კოეფიციენტი (CV) 11%).

არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკას შორის, როდესაც იგი მიიღება უშუალოდ ჭამამდე, ჭამამდე 15 ან 30 წუთით ადრე ან უზმოზე.

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაციების მაღალი ინდივიდუალურ ცვალებადობა (60%). ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა მერყეობს დაბალიდან ზომიერამდე (35%). ვინაიდან რეპაგლინიდის დოზა ტიტრირდება თერაპიაზე პაციენტის კლინიკურ პასუხზე დაყრდნობით, ინდივიდუალური ცვალებადობა გავლენას არ ახდენს თერაპიის ეფექტურობაზე.

განაწილება

რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება განაწილების დაბალი მოცულობით 30 ლ (უჯრედულ სითხეში განაწილების შესაბამისად), აგრეთვე ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხით (98%-ზე მეტი).

გამოყოფა

რეპაგლინიდი სწრაფად გამოიყოფა სისხლიდან 4-6 საათის განმავლობაში. პლაზმაში რეპაგლინიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს. რეპაგლინიდი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება და არ არის გამოვლენილი მეტაბოლიტები, რომლებსაც აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიური ეფექტი. რეპაგლინიდის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად. მიღებული დოზის მცირე ნაწილი (8%-ზე ნაკლები) გვხვდება შარდში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. რეპაგლინიდის 1%-ზე ნაკლები გვხვდება განავალში.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

რეპაგლინიდის კონცენტრაცია იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და ღვიძლის უკმარისობით. ფართობი რეპაგლინიდის კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ (AUC) (SD) 2 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ (4 მგ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში) იყო 31,4 ნგ∙სთ/მლ (28.3) ჯანმრთელ მოხალისეებში, 304,9 ნგ∙ სთ/მლ (228.0) პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით და 117.9 ნგ∙სთ/მლ (83.8) ხანდაზმულ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით.

რეპაგლინიდით ხუთდღიანი თერაპიის შემდეგ (2 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში) პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20-39 მლ/წთ), შედეგებმა აჩვენა AUC-ს და T1/2-ს მნიშვნელოვანი ორჯერადი ზრდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

ბავშვები

მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სპეციალური ინსტრუქციები შენახვისთვის

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა