პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

აგლინოქსი

Aglinox®

რეცეპტით1მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

რეპაგლინიდი ნაჩვენებია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), რომელთა ჰიპერგლიკემიის დამაკმაყოფილებელი კონტროლი აღარ არის შესაძლებელი დიეტის, წონის დაკლებისა და ვარჯიშის საშუალებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რეპაგლინიდი (repaglinide)
ფორმა და შეფუთვა
1მგ ტაბლეტი №90 (6X15)
მწარმოებელი
PharmaPath S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, გარდა ინსულინისა
ATC კოდი
A10BX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037972
რეგისტრირებულია
27 აპრილი 2023, მოქმედებს 27 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Welfar International LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააგლინოქსი და სხვა წამალი ერთად

აგლინოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეპაგლინიდი ნაჩვენებია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), რომელთა ჰიპერგლიკემიის დამაკმაყოფილებელი კონტროლი აღარ არის შესაძლებელი დიეტის, წონის დაკლებისა და ვარჯიშის საშუალებით. რეპაგლინიდი ასევე ნაჩვენებია მეტფორმინთან კომბინაციაში ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ ხდება მხოლოდ მეტფორმინით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს, როგორც დიეტისა და ვარჯიშის დამხარე საშუალება, სისხლში გლუკოზის დასაწევად კვებასთან მიმართებაში.

მიღების წესი და დოზირება

რეპაგლინიდი ინიშნება ჭამის წინ და ტიტრირდება ინდივიდუალურად გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაციის მიზნით. პაციენტის მიერ სისხლში და/ან შარდში გლუკოზის ჩვეულებრივი თვითკონტროლის გარდა, ექიმმა პერიოდულად უნდა აკონტროლოს პაციენტის სისხლში გლუკოზა, რათა დადგინდეს მინიმალური ეფექტური დოზა პაციენტისთვის. გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე ასევე მნიშვნელოვანია თერაპიაზე პაციენტის პასუხის მონიტორინგისთვის. პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია სისხლში გლუკოზის არაადეკვატური შემცირების გამოსავლენად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დონეზე (ანუ პირველადი უკმარისობა) და სისხლში გლუკოზის დაქვეითების ადეკვატური პასუხის დაკარგვის გამოსავლენად ეფექტურობის საწყისი პერიოდის შემდეგ (მაგ. მეორადი უკმარისობა).

რეპაგლინიდის მოკლევადიანი მიღება შეიძლება საკმარისი იყოს კონტროლის გარდამავალი დაკარგვის პერიოდებში ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ჩვეულებრივ კონტროლი კარგად ხდება დიეტით.

რეპაგლინიდი მიიღება ძირითადი კვების წინ (ანუ ჭამამდე).

დოზები ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ დრო შეიძლება განსხვავდებოდეს - უშუალოდ ჭამამდე და ჭამამდე 30 წუთით ადრე პერიოდში (ანუ ჭამამდე 2, 3 ან 4 კვება დღეში). პაციენტებს, რომლებიც გამოტოვებენ კვებას (ან დაამატებენ დამატებით კვებას) უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, გამოტოვონ (ან დაამატონ) დოზა ამ კვებაზე.

სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში დოზის დასადგენად იხილეთ 4.4 და 4.5 პუნქტები

საწყისი დოზა

დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა, პაციენტის მოთხოვნების შესაბამისად.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,5 მგ. ტიტრირების ეტაპებს შორის უნდა გავიდეს ერთი-ორი კვირა (განისაზღვრება სისხლში გლუკოზის პასუხით).

თუ პაციენტები გადმოყვანილია სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 მგ.

შენარჩუნება

რეკომენდებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არის 4 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებასთან ერთად.

მთლიანი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

სპეციფიკურ პაციენტთა ჯგუფები

რეპაგლინიდი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით და, შესაბამისად, მასზე გავლენას არ ახდენს თირკმელების ფუნქციის დარღვევები.

რეპაგლინიდის ერთი დოზის რვა პროცენტი გამოიყოფა თირკმელებით და პროდუქტის მთლიანი პლაზმური კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. იმის გამო, რომ ინსულინის მგრძნობელობა გაზრდილია თირკმელების უკმარისობის მქონე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რეკომენდებულია სიფრთხილე ამ პაციენტების ტიტრირებისას.

კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა >75 წლის ასაკის პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

რეპაგლინიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების და/ან ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

დასუსტებულ ან არასრულფასოვან კვებაზე მყოფ პაციენტებში საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს კონსერვატიული და საჭიროა დოზის ფრთხილად ტიტრაცია ჰიპოგლიკემიური რეაქციების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს

პაციენტები შეიძლება პირდაპირ გადავიდნენ სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებიდან რეპაგლინიდზე. თუმცა, არ არსებობს ზუსტი კავშირი რეპაგლინიდისა და სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზებს შორის. რეპაგლინიდზე გადაყვანილი პაციენტებისთვის რეკომენდებული მაქსიმალური საწყისი დოზა არის 1 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებამდე.

რეპაგლინიდის მიღება შესაძლებელია მეტფორმინთან ერთად, როდესაც სისხლში გლუკოზა არასაკმარისად კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინით. ამ შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა უნდა შენარჩუნდეს და ერთდროულად უნდა დაინიშნოს რეპაგლინიდი. რეპაგლინიდის საწყისი დოზა არის 0,5 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებამდე; ტიტრირება ხდება სისხლში გლუკოზის პასუხის მიხედვით, როგორც მონოთერაპიისთვის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა რეპაგლინიდის ან აგლინოქსის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ტიპი 1 დიაბეტი (ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), C-პეპტიდ უარყოფითი.
  • დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან მის გარეშე.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
  • გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.5).

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

რეპაგლინიდი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში გლუკოზა ცუდად კონტროლდება და დიაბეტის სიმპტომები შენარჩუნებულია დიეტის, ვარჯიშისა და წონის დაკლების ადეკვატური მცდელობის მიუხედავად.

რეპაგლინიდს, ისევე როგორც სხვა ინსულინის სეკრეტაგოგებს, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიერ სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტი ბევრ პაციენტში მცირდება დროთა განმავლობაში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტის სიმძიმის პროგრესირებით ან სამკურნალო პროდუქტისადმი რეაგირების დაქვეითებით. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც მეორადი უკმარისობა, რაც განსხვავდება პირველადი უკმარისობისგან, რომლის დროსაც ნივთიერება არაეფექტურია ინდივიდუალურ პაციენტში პირველად მიღებისას. დოზის კორექცია და დიეტისა და ვარჯიშის დაცვა უნდა შეფასდეს პაციენტის მეორადი უკმარისობის კლასიფიკაციამდე.

რეპაგლინიდი მოქმედებს მკაფიო დამაკავშირებელი ადგილის მეშვეობით β-უჯრედებზე ხანმოკლე მოქმედებით. რეპაგლინიდის გამოყენება ინსულინის სეკრეტოგოგების მეორადი უკმარისობის შემთხვევაში არ არის გამოკვლეული კლინიკურ კვლევებში.

ინსულინის სხვა სეკრეტოგოგებთან და აკარბოზთან კომბინაციის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ჩატარდა კომბინირებული თერაპიის კვლევები ნეიტრალური პროტამინ ჰაგედორნით ინსულინით ან თიაზოლიდინედიონებით. თუმცა, სარგებლის რისკის პროფილი ჯერ კიდევ დასადგენია სხვა კომბინირებულ თერაპიასთან შედარებით.

მეტფორმინთან კომბინირებული მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.

როდესაც პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებით სტაბილიზირებული პაციენტი ექვემდებარება სტრესს, როგორიცაა ცხელება, ტრავმა, ინფექცია ან ოპერაცია, შეიძლება მოხდეს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რეპაგლინიდის შეწყვეტა და დროებით ინსულინით მკურნალობა.

რეპაგლინიდის გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს მწვავე კორონარული სინდრომის (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი) სიხშირის გაზრდასთან (იხ. პუნქტები 4.8 და 5.1).

ერთდროული გამოყენება

რეპაგლინიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ან თავიდან იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე (იხ. პუნქტი 4.5). თუ საჭიროა ერთდროული გამოყენება, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის ფრთხილი მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

სპეციფიკურ პაციენტთა ჯგუფები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული <18 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ან >75 წლის ასაკის პაციენტებში. ამიტომ მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტების ამ ჯგუფებში.

დოზის ფრთხილად ტიტრაცია რეკომენდებულია დასუსტებულ ან არასრულფასოვან კვებაზე მყოფ პაციენტებში. საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები უნდა იყოს კონსერვატიული (იხ. პუნქტი 4.2).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილია, რომ რიგი სამკურნალო საშუალებები გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე, ამიტომ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს შესაძლო ურთიერთქმედება:

ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ რეპაგლინიდი მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2C8-ით, მაგრამ ასევე CYP3A4-ით. ჯანმრთელ მოხალისეებში კლინიკური მონაცემები ადასტურებს, რომ CYP2C8 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს რეპაგლინიდის მეტაბოლიზმში, CYP3A4 თამაშობს უმნიშვნელო როლს, მაგრამ CYP3A4-ის შედარებითი წვლილი შეიძლება გაიზარდოს, თუ CYP2C8 ინჰიბირდება. შესაბამისად, რეპაგლინიდის მეტაბოლიზმი, და ამასთან მისი კლირენსი, შეიძლება შეიცვალოს სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ციტოქრომ P-450 ფერმენტებზე ინჰიბირების ან ინდუქციის გზით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც CYP2C8 და 3A4-ს ორივე ინჰიბიტორი გამოიყენება რეპაგლინიდთან ერთად.

ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, რეპაგლინიდი, როგორც ჩანს, არის ღვიძლის აქტიური ათვისების სუბსტრატი (ორგანული ანიონის გადამტანი პროტეინი OATP1B1). მედიკამენტებს, რომლებიც აინჰიბირებენ OATP1B1-ს, ასევე შეიძლება ჰქონდეთ რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის პოტენციალი, როგორც ეს ნაჩვენებია ციკლოსპორინის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გააძლიერონ და/ან გაახანგრძლივონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი: გემფიბროზილი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ტრიმეტოპრიმი, ციკლოსპორინი, სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, არასელექციური ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ინჰიბიტორები, სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ოქტრეოტიდი, ალკოჰოლი და ანაბოლური სტეროიდები.

გემფიბროზილის (600 მგ ორჯერ დღეში), CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,25 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) 8,1-ჯერ და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 2,4-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 1,3 სთ-დან 3,7 სთ-მდე, რამაც გამოიწვია რეპაგლინიდის შესაძლო გაძლიერებული და გახანგრძლივებული გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტი, ხოლო პლაზმაში რეპაგლინიდის კონცენტრაცია 7 სთ-ზე გაიზარდა 28,6-ჯერ გემფიბროზილით. გემფიბროზილისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

ტრიმეტოპრიმის (160 მგ ორჯერ დღეში), ზომიერი CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0.25 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC, Cmax და t½ (1.6-ჯერ, 1.4-ჯერ და 1.2-ჯერ შესაბამისად) სისხლში გლუკოზის დონეზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. ფარმაკოდინამიკური ეფექტის ეს ნაკლებობა დაფიქსირდა რეპაგლინიდის ქვეთერაპიული დოზით. ვინაიდან ამ კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი დადგენილი არ არის 0.25 მგ-ზე მაღალი დოზებით რეპაგლინიდისთვის და 320 მგ ტრიმეტოპრიმისთვის, ტრიმეტოპრიმის რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ საჭიროა ერთდროული გამოყენება, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის საგულდაგულო ​​მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

რიფამპიცინი, CYP3A4-ის, მაგრამ ასევე CYP2C8-ის ძლიერი ინდუქტორი, მოქმედებს როგორც რეპაგლინიდის მეტაბოლიზმის ინდუქტორიც და ინჰიბიტორიც. რიფამპიცინით (600 მგ) შვიდდღიანი მკურნალობისას, რასაც მოჰყვა რეპაგლინიდის ერთდროული მიღება (ერთჯერადი დოზა 4 მგ) მეშვიდე დღეს, აღინიშნა 50%-ით დაბალი AUC-ს (კომბინირებული ინდუქციისა და ინჰიბირების ეფექტი). როდესაც რეპაგლინიდი მიღებულ იქნა რიფამპიცინის ბოლო დოზიდან 24 საათის შემდეგ, აღინიშნა რეპაგლინიდის AUC-ის 80%-ით შემცირება (მხოლოდ ინდუქციის ეფექტი). რიფამპიცინისა და რეპაგლინიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეპაგლინიდის დოზის კორექტირების აუცილებლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს გლუკოზის ყურადღებით მონიტორინგს რიფამპიცინის მკურნალობის დაწყებისას (მწვავე ინჰიბირება), დოზირების შემდეგ (შერეული ინჰიბიცია და ინდუქცია), მოხსნის შემდეგ (მხოლოდ ინდუქცია) და რიფამპიცინის მოხსნიდან დაახლოებით ორ კვირამდე, როდესაც რიფამპიცინის ინდუქციური ეფექტი აღარ აღინიშნება. გამორიცხული არ არის, რომ სხვა ინდუქტორეს, მაგ. ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს, კრაზას პრეპარატს, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტი.

კეტოკონაზოლის, CYP3A4-ის ძლიერი და კონკურენტული ინჰიბიტორების პროტოტიპის ეფექტი რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში. 200 მგ კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის (AUC და Cmax) 1,2-ჯერ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პროფილის ცვლილებით 8%-მდე ერთდროული მიღებისას (ერთჯერადი დოზა 4 მგ რეპაგლინიდი). 100 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A4 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება, ასევე შესწავლილი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში და გამოიწვია AUC-ის 1.4-ჯერ გაზრდა. ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა. ჯანმრთელ მოხალისეებში ურთიერთქმედების კვლევაში, 250 მგ კლარითრომიცინის, CYP3A4-ის ძლიერ მექანიზმზე დაფუძნებული ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ, ოდნავ გაზარდა რეპაგლინიდი (AUC) 1.4-ჯერ და Cmax 1.7-ჯერ და გაზარდა შრატში ინსულინის საშუალო ინკრემენტული AUC 1,5-ჯერ და მაქსიმალური კონცენტრაცია 1,6-ჯერ. ამ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ნათელი.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში, რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,25 მგ) და ციკლოსპორინის (განმეორებითი დოზა 100 მგ) ერთდროულმა მიღებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC და Cmax შესაბამისად 2,5-ჯერ და 1,8-ჯერ. ვინაიდან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი რეპაგლინიდისთვის 0,25 მგ-ზე მაღალი დოზებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენება. თუ კომბინაცია აუცილებელია, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური და სისხლში გლუკოზის მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

β-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ციმეტიდინის, ნიფედიპინის, ესტროგენის ან სიმვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ რეპაგლინიდთან, ყველა CYP3A4 სუბსტრატთან ერთად, მნიშვნელოვნად არ შეცვალა რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები.

რეპაგლინიდს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი დიგოქსინის, თეოფილინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებებზე წონასწორულ მდგომარეობაში, ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებისას. ამიტომ ამ ნაერთების დოზის კორექცია საჭირო არ არის რეპაგლინიდთან ერთად მიღებისას.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი:

ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და სიმპათომიმეტიკები.

ამ პრეპარატებისას მიღებისას ან მოხსნისას პაციენტში, რომელიც ღებულობს რეპაგლინიდს, აუცილებელია გლიკემიური კონტროლის ცვლილებებზე ყურადღებით დაკვირვება.

როდესაც რეპაგლინიდი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, როგორიცაა რეპაგლინიდი, გასათვალისწინებელია ნებისმიერი პოტენციური ურთიერთქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ან მეძუძურ ქალებში რეპაგლინიდის კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ ორსულ ქალებში რეპაგლინიდის უსაფრთხოება ვერ შეფასდება. დღემდე რეპაგლინიდმა არ აჩვენა ტერატოგენობა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. ემბრიოტოქსიურობა, კიდურების ანომალიური განვითარება ნაყოფსა და ახალშობილ ლეკვებში დაფიქსირდა ვირთხებში, რომლებშიც გამოყენებული იყო მაღალი დოზები ორსულობის ბოლო სტადიაზე და ლაქტაციის პერიოდში. რეპაგლინიდი აღმოჩენილია ექსპერიმენტული ცხოველების რძეში. ამ მიზეზით, რეპაგლინიდი თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს და არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიიღონ სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია ავტომობილის მართვის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც არ იცის ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ ან აქვს ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. ამ გარემოებებში გასათვალისწინებელია ავტომობილის მართვის მიზანშეწონილობა.

გვერდითი მოვლენები

რეპაგლინიდის და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: სიხშირე განისაზღვრება როგორც:

  • ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)
  • არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე)
  • იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
  • ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​ალერგია

გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) ან იმუნოლოგიური რეაქციები, როგორიცაა ვასკულიტი.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

უცნობი: ჰიპოგლიკემიური კომა და ჰიპოგლიკემიური უგონო მდგომარეობა

როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური რეაქციები აღინიშნა რეპაგლინიდის მიღების შემდეგ. ეს რეაქციები ძირითადად მსუბუქია და ადვილად გვარდება ნახშირწყლების მიღებით. მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მესამე მხარის დახმარება, შეიძლება საჭირო გახდეს გლუკოზის ინფუზია. ასეთი რეაქციების გამოვლენა, ისევე როგორც ყველა დიაბეტური თერაპიისას, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვებითი ჩვევები, დოზა, ვარჯიში და სტრესი (იხ. პუნქტი 4.4). სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.5). პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით ან თიაზოლიდინედიონით.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: მუცლის ტკივილი და დიარეა

ძალიან იშვიათი: ​​ღებინება და ყაბზობა

უცნობი: გულისრევა

კლინიკურ კვლევებში აღწერილია კუჭ-ნაწლავური ჩივილები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება და ყაბზობა. ამ სიმპტომების სიხშირე და სიმძიმე არ განსხვავდებოდა სხვა პერორალური ინსულინის სეკრეტაგოგებისგან.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა

შეიძლება განვითარდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. განსხვავებული ქიმიური სტრუქტურის გამო სულფონილშარდოვანას სამკურნალო საშუალებებთან ჯვარედინი ალერგიის ეჭვის საფუძველი არ არსებობს.

თვალის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​მხედველობის დარღვევები

ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები იწვევს მხედველობის გარდამავალ დარღვევებს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში რეპაგლინიდით მკურნალობის დაწყების შემდეგ. არცერთ ასეთ შემთხვევას არ გამოუწვევია რეპაგლინიდით მკურნალობის შეწყვეტა კლინიკურ კვლევებში.

გულის მხრივ დარღვევები

იშვიათი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ტიპი 2 დიაბეტი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან. ერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, მწვავე კორონარული სინდრომის უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა რეპაგლინიდის ჯგუფში. თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი მიზეზობრიობა რჩება გაურკვეველი (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის მძიმე დისფუნქცია. თუმცა, რეპაგლინიდთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ძალიან იშვიათი: ​​ღვიძლის ფერმენტების მომატება

რეპაგლინიდით მკურნალობისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მატების ცალკეული შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი და გარდამავალი იყო და ძალიან ცოტა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ღვიძლის ფერმენტების მომატების გამო.

ჭარბი დოზა

რეპაგლინიდი გამოიყენებოდა ყოველკვირეული გაზრდილი დოზებით 4-დან 20 მგ-მდე დღეში ოთხჯერ 6 კვირის განმავლობაში. უსაფრთხოების შესახებ არანაირი შეშფოთება არ ყოფილა. ვინაიდან ამ კვლევაში ჰიპოგლიკემია თავიდან იყო აცილებული კალორიების მიღების გაზრდით, შედარებით გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დაქვეითების გადაჭარბებული ეფექტი ჰიპოგლიკემიური სიმპტომების განვითარებით (თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, თავის ტკივილი და ა.შ.). ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მიიღება ადეკვატური ზომები სისხლში დაბალი გლუკოზის (ორალური ნახშირწყლების) კორექციისთვის. უფრო მძიმე ჰიპოგლიკემიისას კრუნჩხვით, გონების დაკარგვით ან კომით უნდა ჩატარდეს მკურნალობა ი.ვ. გლუკოზით.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რეპაგლინიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

შენახვის პირობები

48 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას არ მიიღება.

  • 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

90 ტაბლეტიანი ბლისტერები ყუთებში (6 ბლისტერი x 15 ტაბლეტი).

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარბამოილმეთილბენზოის მჟავას წარმოებული, ათქ კოდი: A10B X02.

რეპაგლინიდი არის ხანმოკლე მოქმედების ახალი ორალური სეკრეტაგოგი. რეპაგლინიდი მკვეთრად ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფის სტიმულირებით, ეფექტი დამოკიდებულია პანკრეასის კუნძულებში β- უჯრედების ფუნქციონირებაზე.

რეპაგლინიდი ხურავს ATP-დამოკიდებულ კალიუმის არხებს β-უჯრედულ მემბრანაში სხვა სეკრეტაგოგებისგან განსხვავებული სამიზნე ცილის მეშვეობით. ეს ახდენს β-უჯრედების დეპოლარიზაციას და იწვევს კალციუმის არხების გახსნას. შედეგად გაზრდილი კალციუმის შემოდინება იწვევს ინსულინის სეკრეციას β-უჯრედებიდან.

ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ინსულინოტროპული პასუხი კვებაზე ვლინდებოდა რეპაგლინიდის პერორალური დოზის მიღებიდან 30 წუთში. ამან გამოიწვია სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტი მთელი კვების პერიოდში. ინსულინის დონის მომატება აღარ დაფიქსირდა კვების დროის შემდეგ. პლაზმაში რეპაგლინიდის დონე სწრაფად მცირდება და ნივთიერების დაბალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების პლაზმაში მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

სისხლში გლუკოზის დოზადამოკიდებული დაქვეითება დაფიქსირდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში 0,5-დან 4 მგ-მდე რეპაგლინიდის დოზებით მიღებისას.

კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი ოპტიმალურად დოზირებულია ძირითად კვებასთან მიმართებაში (პრეპრანდიალური დოზირება).

დოზები ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ დრო შეიძლება მერყეობდეს უშუალოდ ჭამამდე და ჭამამდე 30 წუთით ადრე პერიოდში.

ერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა მწვავე კორონარული სინდრომის გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეპაგლინიდით, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ სულფონილშარდოვანათი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

რეპაგლინიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც იწვევს ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის სწრაფ ზრდას. მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, პლაზმური დონე სწრაფად მცირდება და რეპაგლინიდი გამოიყოფა 4-6 საათის განმავლობაში. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 63% (ვარიაციის კოეფიციენტი 11%), განაწილების დაბალი მოცულობით, 30 ლ (შეესაბამება უჯრედშიდა სითხეში განაწილებას) და სისხლიდან სწრაფი გამოდევნით.

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა მაღალი ინდივიდუალურ ცვალებადობა (60%) რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაციებში. ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა დაბალიდან ზომიერამდეა (35%) და ვინაიდან რეპაგლინიდი უნდა იყოს ტიტრირებული კლინიკური პასუხის საწინააღმდეგოდ, ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს ინდივიდუალური ცვალებადობა.

რეპაგლინიდის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებში AUC (SD) 2 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციის შემდეგ (4 მგ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში) იყო 31.4 ნგ/მლ x სთ (28.3) ჯანმრთელ მოხალისეებში, 304.9 ნგ/მლ x სთ (228.0) ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და 117.9 ნგ/მლ x სთ (83.8) ხანდაზმულ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რეპაგლინიდით 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ (2 მგ x 3/დღეში) პაციენტებში თირკმელების მძიმე ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი: 20-39 მლ/წთ), შედეგებმა აჩვენა ექსპოზიციის (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდის (t½) მნიშვნელოვანი ზრდა 2-ჯერ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

რეპაგლინიდი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს ადამიანებში (98%-ზე მეტი).

კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაში, როდესაც რეპაგლინიდი მიიღებოდა იყო ჭამამდე 0, 15 ან 30 წუთით ადრე ან უზმოზე.

რეპაგლინიდი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიური ეფექტის მქონე მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი. რეპაგლინიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღვლის საშუალებით. მიღებული დოზის მცირე ნაწილი (8%-ზე ნაკლები) ვლინდება შარდში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. ძირითადი ნივთიერების 1%-ზე ნაკლების აღდგენა ხდება განავალში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

აგლინოქსი 1 მგ ტაბლეტები

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რეპაგლინიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი.

1 მგ ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ერთ მხარეს გასაყოფი ხაზით.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

რეპაგლინიდი ნაჩვენებია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), რომელთა ჰიპერგლიკემიის დამაკმაყოფილებელი კონტროლი აღარ არის შესაძლებელი დიეტის, წონის დაკლებისა და ვარჯიშის საშუალებით. რეპაგლინიდი ასევე ნაჩვენებია მეტფორმინთან კომბინაციაში ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ ხდება მხოლოდ მეტფორმინით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს, როგორც დიეტისა და ვარჯიშის დამხარე საშუალება, სისხლში გლუკოზის დასაწევად კვებასთან მიმართებაში.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

რეპაგლინიდი ინიშნება ჭამის წინ და ტიტრირდება ინდივიდუალურად გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაციის მიზნით. პაციენტის მიერ სისხლში და/ან შარდში გლუკოზის ჩვეულებრივი თვითკონტროლის გარდა, ექიმმა პერიოდულად უნდა აკონტროლოს პაციენტის სისხლში გლუკოზა, რათა დადგინდეს მინიმალური ეფექტური დოზა პაციენტისთვის. გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე ასევე მნიშვნელოვანია თერაპიაზე პაციენტის პასუხის მონიტორინგისთვის. პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია სისხლში გლუკოზის არაადეკვატური შემცირების გამოსავლენად რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დონეზე (ანუ პირველადი უკმარისობა) და სისხლში გლუკოზის დაქვეითების ადეკვატური პასუხის დაკარგვის გამოსავლენად ეფექტურობის საწყისი პერიოდის შემდეგ (მაგ. მეორადი უკმარისობა).

რეპაგლინიდის მოკლევადიანი მიღება შეიძლება საკმარისი იყოს კონტროლის გარდამავალი დაკარგვის პერიოდებში ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ჩვეულებრივ კონტროლი კარგად ხდება დიეტით.

რეპაგლინიდი მიიღება ძირითადი კვების წინ (ანუ ჭამამდე).

დოზები ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ დრო შეიძლება განსხვავდებოდეს - უშუალოდ ჭამამდე და ჭამამდე 30 წუთით ადრე პერიოდში (ანუ ჭამამდე 2, 3 ან 4 კვება დღეში). პაციენტებს, რომლებიც გამოტოვებენ კვებას (ან დაამატებენ დამატებით კვებას) უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, გამოტოვონ (ან დაამატონ) დოზა ამ კვებაზე.

სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში დოზის დასადგენად იხილეთ 4.4 და 4.5 პუნქტები

საწყისი დოზა

დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა, პაციენტის მოთხოვნების შესაბამისად.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,5 მგ. ტიტრირების ეტაპებს შორის უნდა გავიდეს ერთი-ორი კვირა (განისაზღვრება სისხლში გლუკოზის პასუხით).

თუ პაციენტები გადმოყვანილია სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 მგ.

შენარჩუნება

რეკომენდებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არის 4 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებასთან ერთად.

მთლიანი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.

სპეციფიკურ პაციენტთა ჯგუფები

რეპაგლინიდი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით და, შესაბამისად, მასზე გავლენას არ ახდენს თირკმელების ფუნქციის დარღვევები.

რეპაგლინიდის ერთი დოზის რვა პროცენტი გამოიყოფა თირკმელებით და პროდუქტის მთლიანი პლაზმური კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. იმის გამო, რომ ინსულინის მგრძნობელობა გაზრდილია თირკმელების უკმარისობის მქონე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რეკომენდებულია სიფრთხილე ამ პაციენტების ტიტრირებისას.

კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა >75 წლის ასაკის პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

რეპაგლინიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების და/ან ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

დასუსტებულ ან არასრულფასოვან კვებაზე მყოფ პაციენტებში საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს კონსერვატიული და საჭიროა დოზის ფრთხილად ტიტრაცია ჰიპოგლიკემიური რეაქციების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს

პაციენტები შეიძლება პირდაპირ გადავიდნენ სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებიდან რეპაგლინიდზე. თუმცა, არ არსებობს ზუსტი კავშირი რეპაგლინიდისა და სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზებს შორის. რეპაგლინიდზე გადაყვანილი პაციენტებისთვის რეკომენდებული მაქსიმალური საწყისი დოზა არის 1 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებამდე.

რეპაგლინიდის მიღება შესაძლებელია მეტფორმინთან ერთად, როდესაც სისხლში გლუკოზა არასაკმარისად კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინით. ამ შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა უნდა შენარჩუნდეს და ერთდროულად უნდა დაინიშნოს რეპაგლინიდი. რეპაგლინიდის საწყისი დოზა არის 0,5 მგ, რომელიც მიიღება ძირითად კვებამდე; ტიტრირება ხდება სისხლში გლუკოზის პასუხის მიხედვით, როგორც მონოთერაპიისთვის.

  • 3 უკუჩვენებები
  • ჰიპერმგრძნობელობა რეპაგლინიდის ან აგლინოქსის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ტიპი 1 დიაბეტი (ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), C-პეპტიდ უარყოფითი.
  • დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან მის გარეშე.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
  • გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი 4.5).
  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი

რეპაგლინიდი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში გლუკოზა ცუდად კონტროლდება და დიაბეტის სიმპტომები შენარჩუნებულია დიეტის, ვარჯიშისა და წონის დაკლების ადეკვატური მცდელობის მიუხედავად.

რეპაგლინიდს, ისევე როგორც სხვა ინსულინის სეკრეტაგოგებს, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიერ სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტი ბევრ პაციენტში მცირდება დროთა განმავლობაში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტის სიმძიმის პროგრესირებით ან სამკურნალო პროდუქტისადმი რეაგირების დაქვეითებით. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც მეორადი უკმარისობა, რაც განსხვავდება პირველადი უკმარისობისგან, რომლის დროსაც ნივთიერება არაეფექტურია ინდივიდუალურ პაციენტში პირველად მიღებისას. დოზის კორექცია და დიეტისა და ვარჯიშის დაცვა უნდა შეფასდეს პაციენტის მეორადი უკმარისობის კლასიფიკაციამდე.

რეპაგლინიდი მოქმედებს მკაფიო დამაკავშირებელი ადგილის მეშვეობით β-უჯრედებზე ხანმოკლე მოქმედებით. რეპაგლინიდის გამოყენება ინსულინის სეკრეტოგოგების მეორადი უკმარისობის შემთხვევაში არ არის გამოკვლეული კლინიკურ კვლევებში.

ინსულინის სხვა სეკრეტოგოგებთან და აკარბოზთან კომბინაციის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ჩატარდა კომბინირებული თერაპიის კვლევები ნეიტრალური პროტამინ ჰაგედორნით ინსულინით ან თიაზოლიდინედიონებით. თუმცა, სარგებლის რისკის პროფილი ჯერ კიდევ დასადგენია სხვა კომბინირებულ თერაპიასთან შედარებით.

მეტფორმინთან კომბინირებული მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.

როდესაც პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებით სტაბილიზირებული პაციენტი ექვემდებარება სტრესს, როგორიცაა ცხელება, ტრავმა, ინფექცია ან ოპერაცია, შეიძლება მოხდეს გლიკემიური კონტროლის დაკარგვა. ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რეპაგლინიდის შეწყვეტა და დროებით ინსულინით მკურნალობა.

რეპაგლინიდის გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს მწვავე კორონარული სინდრომის (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი) სიხშირის გაზრდასთან (იხ. პუნქტები 4.8 და 5.1).

ერთდროული გამოყენება

რეპაგლინიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ან თავიდან იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე (იხ. პუნქტი 4.5). თუ საჭიროა ერთდროული გამოყენება, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის ფრთხილი მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი.

სპეციფიკურ პაციენტთა ჯგუფები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული <18 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ან >75 წლის ასაკის პაციენტებში. ამიტომ მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტების ამ ჯგუფებში.

დოზის ფრთხილად ტიტრაცია რეკომენდებულია დასუსტებულ ან არასრულფასოვან კვებაზე მყოფ პაციენტებში. საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები უნდა იყოს კონსერვატიული (იხ. პუნქტი 4.2).

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილია, რომ რიგი სამკურნალო საშუალებები გავლენას ახდენენ რეპაგლინიდის მეტაბოლიზმზე, ამიტომ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს შესაძლო ურთიერთქმედება:

ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ რეპაგლინიდი მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2C8-ით, მაგრამ ასევე CYP3A4-ით. ჯანმრთელ მოხალისეებში კლინიკური მონაცემები ადასტურებს, რომ CYP2C8 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს რეპაგლინიდის მეტაბოლიზმში, CYP3A4 თამაშობს უმნიშვნელო როლს, მაგრამ CYP3A4-ის შედარებითი წვლილი შეიძლება გაიზარდოს, თუ CYP2C8 ინჰიბირდება. შესაბამისად, რეპაგლინიდის მეტაბოლიზმი, და ამასთან მისი კლირენსი, შეიძლება შეიცვალოს სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ციტოქრომ P-450 ფერმენტებზე ინჰიბირების ან ინდუქციის გზით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც CYP2C8 და 3A4-ს ორივე ინჰიბიტორი გამოიყენება რეპაგლინიდთან ერთად.

ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით, რეპაგლინიდი, როგორც ჩანს, არის ღვიძლის აქტიური ათვისების სუბსტრატი (ორგანული ანიონის გადამტანი პროტეინი OATP1B1). მედიკამენტებს, რომლებიც აინჰიბირებენ OATP1B1-ს, ასევე შეიძლება ჰქონდეთ რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის პოტენციალი, როგორც ეს ნაჩვენებია ციკლოსპორინის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გააძლიერონ და/ან გაახანგრძლივონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი: გემფიბროზილი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ტრიმეტოპრიმი, ციკლოსპორინი, სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, არასელექციური ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ინჰიბიტორები, სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ოქტრეოტიდი, ალკოჰოლი და ანაბოლური სტეროიდები.

გემფიბროზილის (600 მგ ორჯერ დღეში), CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,25 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) 8,1-ჯერ და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) 2,4-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 1,3 სთ-დან 3,7 სთ-მდე, რამაც გამოიწვია რეპაგლინიდის შესაძლო გაძლიერებული და გახანგრძლივებული გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტი, ხოლო პლაზმაში რეპაგლინიდის კონცენტრაცია 7 სთ-ზე გაიზარდა 28,6-ჯერ გემფიბროზილით. გემფიბროზილისა და რეპაგლინიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

ტრიმეტოპრიმის (160 მგ ორჯერ დღეში), ზომიერი CYP2C8 ინჰიბიტორის და რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0.25 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC, Cmax და t½ (1.6-ჯერ, 1.4-ჯერ და 1.2-ჯერ შესაბამისად) სისხლში გლუკოზის დონეზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. ფარმაკოდინამიკური ეფექტის ეს ნაკლებობა დაფიქსირდა რეპაგლინიდის ქვეთერაპიული დოზით. ვინაიდან ამ კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი დადგენილი არ არის 0.25 მგ-ზე მაღალი დოზებით რეპაგლინიდისთვის და 320 მგ ტრიმეტოპრიმისთვის, ტრიმეტოპრიმის რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ საჭიროა ერთდროული გამოყენება, უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის საგულდაგულო ​​მონიტორინგი და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

რიფამპიცინი, CYP3A4-ის, მაგრამ ასევე CYP2C8-ის ძლიერი ინდუქტორი, მოქმედებს როგორც რეპაგლინიდის მეტაბოლიზმის ინდუქტორიც და ინჰიბიტორიც. რიფამპიცინით (600 მგ) შვიდდღიანი მკურნალობისას, რასაც მოჰყვა რეპაგლინიდის ერთდროული მიღება (ერთჯერადი დოზა 4 მგ) მეშვიდე დღეს, აღინიშნა 50%-ით დაბალი AUC-ს (კომბინირებული ინდუქციისა და ინჰიბირების ეფექტი). როდესაც რეპაგლინიდი მიღებულ იქნა რიფამპიცინის ბოლო დოზიდან 24 საათის შემდეგ, აღინიშნა რეპაგლინიდის AUC-ის 80%-ით შემცირება (მხოლოდ ინდუქციის ეფექტი). რიფამპიცინისა და რეპაგლინიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეპაგლინიდის დოზის კორექტირების აუცილებლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს გლუკოზის ყურადღებით მონიტორინგს რიფამპიცინის მკურნალობის დაწყებისას (მწვავე ინჰიბირება), დოზირების შემდეგ (შერეული ინჰიბიცია და ინდუქცია), მოხსნის შემდეგ (მხოლოდ ინდუქცია) და რიფამპიცინის მოხსნიდან დაახლოებით ორ კვირამდე, როდესაც რიფამპიცინის ინდუქციური ეფექტი აღარ აღინიშნება. გამორიცხული არ არის, რომ სხვა ინდუქტორეს, მაგ. ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს, კრაზას პრეპარატს, ჰქონდეთ მსგავსი ეფექტი.

კეტოკონაზოლის, CYP3A4-ის ძლიერი და კონკურენტული ინჰიბიტორების პროტოტიპის ეფექტი რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში. 200 მგ კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა რეპაგლინიდის (AUC და Cmax) 1,2-ჯერ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პროფილის ცვლილებით 8%-მდე ერთდროული მიღებისას (ერთჯერადი დოზა 4 მგ რეპაგლინიდი). 100 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A4 ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება, ასევე შესწავლილი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში და გამოიწვია AUC-ის 1.4-ჯერ გაზრდა. ჯანმრთელ მოხალისეებში გლუკოზის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა. ჯანმრთელ მოხალისეებში ურთიერთქმედების კვლევაში, 250 მგ კლარითრომიცინის, CYP3A4-ის ძლიერ მექანიზმზე დაფუძნებული ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ, ოდნავ გაზარდა რეპაგლინიდი (AUC) 1.4-ჯერ და Cmax 1.7-ჯერ და გაზარდა შრატში ინსულინის საშუალო ინკრემენტული AUC 1,5-ჯერ და მაქსიმალური კონცენტრაცია 1,6-ჯერ. ამ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ნათელი.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში, რეპაგლინიდის (ერთჯერადი დოზა 0,25 მგ) და ციკლოსპორინის (განმეორებითი დოზა 100 მგ) ერთდროულმა მიღებამ გაზარდა რეპაგლინიდის AUC და Cmax შესაბამისად 2,5-ჯერ და 1,8-ჯერ. ვინაიდან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი რეპაგლინიდისთვის 0,25 მგ-ზე მაღალი დოზებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ციკლოსპორინის რეპაგლინიდთან ერთდროული გამოყენება. თუ კომბინაცია აუცილებელია, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური და სისხლში გლუკოზის მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

β-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ციმეტიდინის, ნიფედიპინის, ესტროგენის ან სიმვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ რეპაგლინიდთან, ყველა CYP3A4 სუბსტრატთან ერთად, მნიშვნელოვნად არ შეცვალა რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები.

რეპაგლინიდს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი დიგოქსინის, თეოფილინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებებზე წონასწორულ მდგომარეობაში, ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებისას. ამიტომ ამ ნაერთების დოზის კორექცია საჭირო არ არის რეპაგლინიდთან ერთად მიღებისას.

შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ რეპაგლინიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი:

ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და სიმპათომიმეტიკები.

ამ პრეპარატებისას მიღებისას ან მოხსნისას პაციენტში, რომელიც ღებულობს რეპაგლინიდს, აუცილებელია გლიკემიური კონტროლის ცვლილებებზე ყურადღებით დაკვირვება.

როდესაც რეპაგლინიდი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, როგორიცაა რეპაგლინიდი, გასათვალისწინებელია ნებისმიერი პოტენციური ურთიერთქმედება.

  • 6 ორსულობა და ლაქტაცია

ორსულ ან მეძუძურ ქალებში რეპაგლინიდის კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ ორსულ ქალებში რეპაგლინიდის უსაფრთხოება ვერ შეფასდება. დღემდე რეპაგლინიდმა არ აჩვენა ტერატოგენობა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. ემბრიოტოქსიურობა, კიდურების ანომალიური განვითარება ნაყოფსა და ახალშობილ ლეკვებში დაფიქსირდა ვირთხებში, რომლებშიც გამოყენებული იყო მაღალი დოზები ორსულობის ბოლო სტადიაზე და ლაქტაციის პერიოდში. რეპაგლინიდი აღმოჩენილია ექსპერიმენტული ცხოველების რძეში. ამ მიზეზით, რეპაგლინიდი თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს და არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

  • 7 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიიღონ სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია ავტომობილის მართვის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც არ იცის ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ ან აქვს ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები. ამ გარემოებებში გასათვალისწინებელია ავტომობილის მართვის მიზანშეწონილობა.

  • 8 არასასურველი ეფექტები

რეპაგლინიდის და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: სიხშირე განისაზღვრება როგორც:

  • ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)
  • არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე)
  • იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
  • ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​ალერგია

გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქცია) ან იმუნოლოგიური რეაქციები, როგორიცაა ვასკულიტი.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

უცნობი: ჰიპოგლიკემიური კომა და ჰიპოგლიკემიური უგონო მდგომარეობა

როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური რეაქციები აღინიშნა რეპაგლინიდის მიღების შემდეგ. ეს რეაქციები ძირითადად მსუბუქია და ადვილად გვარდება ნახშირწყლების მიღებით. მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მესამე მხარის დახმარება, შეიძლება საჭირო გახდეს გლუკოზის ინფუზია. ასეთი რეაქციების გამოვლენა, ისევე როგორც ყველა დიაბეტური თერაპიისას, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვებითი ჩვევები, დოზა, ვარჯიში და სტრესი (იხ. პუნქტი 4.4). სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.5). პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით ან თიაზოლიდინედიონით.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: მუცლის ტკივილი და დიარეა

ძალიან იშვიათი: ​​ღებინება და ყაბზობა

უცნობი: გულისრევა

კლინიკურ კვლევებში აღწერილია კუჭ-ნაწლავური ჩივილები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება და ყაბზობა. ამ სიმპტომების სიხშირე და სიმძიმე არ განსხვავდებოდა სხვა პერორალური ინსულინის სეკრეტაგოგებისგან.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა

შეიძლება განვითარდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება. განსხვავებული ქიმიური სტრუქტურის გამო სულფონილშარდოვანას სამკურნალო საშუალებებთან ჯვარედინი ალერგიის ეჭვის საფუძველი არ არსებობს.

თვალის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​მხედველობის დარღვევები

ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები იწვევს მხედველობის გარდამავალ დარღვევებს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში რეპაგლინიდით მკურნალობის დაწყების შემდეგ. არცერთ ასეთ შემთხვევას არ გამოუწვევია რეპაგლინიდით მკურნალობის შეწყვეტა კლინიკურ კვლევებში.

გულის მხრივ დარღვევები

იშვიათი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ტიპი 2 დიაბეტი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან. ერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, მწვავე კორონარული სინდრომის უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა რეპაგლინიდის ჯგუფში. თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი მიზეზობრიობა რჩება გაურკვეველი (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ​​ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის მძიმე დისფუნქცია. თუმცა, რეპაგლინიდთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ძალიან იშვიათი: ​​ღვიძლის ფერმენტების მომატება

რეპაგლინიდით მკურნალობისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მატების ცალკეული შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი და გარდამავალი იყო და ძალიან ცოტა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ღვიძლის ფერმენტების მომატების გამო.

  • 9 დოზის გადაჭარბება

რეპაგლინიდი გამოიყენებოდა ყოველკვირეული გაზრდილი დოზებით 4-დან 20 მგ-მდე დღეში ოთხჯერ 6 კვირის განმავლობაში. უსაფრთხოების შესახებ არანაირი შეშფოთება არ ყოფილა. ვინაიდან ამ კვლევაში ჰიპოგლიკემია თავიდან იყო აცილებული კალორიების მიღების გაზრდით, შედარებით გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დაქვეითების გადაჭარბებული ეფექტი ჰიპოგლიკემიური სიმპტომების განვითარებით (თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, თავის ტკივილი და ა.შ.). ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მიიღება ადეკვატური ზომები სისხლში დაბალი გლუკოზის (ორალური ნახშირწყლების) კორექციისთვის. უფრო მძიმე ჰიპოგლიკემიისას კრუნჩხვით, გონების დაკარგვით ან კომით უნდა ჩატარდეს მკურნალობა ი.ვ. გლუკოზით.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კარბამოილმეთილბენზოის მჟავას წარმოებული, ათქ კოდი: A10B X02.

რეპაგლინიდი არის ხანმოკლე მოქმედების ახალი ორალური სეკრეტაგოგი. რეპაგლინიდი მკვეთრად ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფის სტიმულირებით, ეფექტი დამოკიდებულია პანკრეასის კუნძულებში β- უჯრედების ფუნქციონირებაზე.

რეპაგლინიდი ხურავს ATP-დამოკიდებულ კალიუმის არხებს β-უჯრედულ მემბრანაში სხვა სეკრეტაგოგებისგან განსხვავებული სამიზნე ცილის მეშვეობით. ეს ახდენს β-უჯრედების დეპოლარიზაციას და იწვევს კალციუმის არხების გახსნას. შედეგად გაზრდილი კალციუმის შემოდინება იწვევს ინსულინის სეკრეციას β-უჯრედებიდან.

ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ინსულინოტროპული პასუხი კვებაზე ვლინდებოდა რეპაგლინიდის პერორალური დოზის მიღებიდან 30 წუთში. ამან გამოიწვია სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტი მთელი კვების პერიოდში. ინსულინის დონის მომატება აღარ დაფიქსირდა კვების დროის შემდეგ. პლაზმაში რეპაგლინიდის დონე სწრაფად მცირდება და ნივთიერების დაბალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების პლაზმაში მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

სისხლში გლუკოზის დოზადამოკიდებული დაქვეითება დაფიქსირდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში 0,5-დან 4 მგ-მდე რეპაგლინიდის დოზებით მიღებისას.

კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდი ოპტიმალურად დოზირებულია ძირითად კვებასთან მიმართებაში (პრეპრანდიალური დოზირება).

დოზები ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ დრო შეიძლება მერყეობდეს უშუალოდ ჭამამდე და ჭამამდე 30 წუთით ადრე პერიოდში.

ერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა მწვავე კორონარული სინდრომის გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რეპაგლინიდით, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ სულფონილშარდოვანათი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

რეპაგლინიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც იწვევს ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის სწრაფ ზრდას. მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, პლაზმური დონე სწრაფად მცირდება და რეპაგლინიდი გამოიყოფა 4-6 საათის განმავლობაში. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 63% (ვარიაციის კოეფიციენტი 11%), განაწილების დაბალი მოცულობით, 30 ლ (შეესაბამება უჯრედშიდა სითხეში განაწილებას) და სისხლიდან სწრაფი გამოდევნით.

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა მაღალი ინდივიდუალურ ცვალებადობა (60%) რეპაგლინიდის პლაზმური კონცენტრაციებში. ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა დაბალიდან ზომიერამდეა (35%) და ვინაიდან რეპაგლინიდი უნდა იყოს ტიტრირებული კლინიკური პასუხის საწინააღმდეგოდ, ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს ინდივიდუალური ცვალებადობა.

რეპაგლინიდის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებში AUC (SD) 2 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციის შემდეგ (4 მგ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში) იყო 31.4 ნგ/მლ x სთ (28.3) ჯანმრთელ მოხალისეებში, 304.9 ნგ/მლ x სთ (228.0) ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და 117.9 ნგ/მლ x სთ (83.8) ხანდაზმულ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რეპაგლინიდით 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ (2 მგ x 3/დღეში) პაციენტებში თირკმელების მძიმე ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი: 20-39 მლ/წთ), შედეგებმა აჩვენა ექსპოზიციის (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდის (t½) მნიშვნელოვანი ზრდა 2-ჯერ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

რეპაგლინიდი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს ადამიანებში (98%-ზე მეტი).

კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა რეპაგლინიდის ფარმაკოკინეტიკაში, როდესაც რეპაგლინიდი მიიღებოდა იყო ჭამამდე 0, 15 ან 30 წუთით ადრე ან უზმოზე.

რეპაგლინიდი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიური ეფექტის მქონე მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი. რეპაგლინიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღვლის საშუალებით. მიღებული დოზის მცირე ნაწილი (8%-ზე ნაკლები) ვლინდება შარდში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. ძირითადი ნივთიერების 1%-ზე ნაკლების აღდგენა ხდება განავალში.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის და კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

მეგლუმინი,

გლიცერინი 99.5%,

პოვიდონი K30,

პოლოქსამერი 188,

სიმინდის სახამებელი,

მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101),

კალციუმის წყალბადოფოსფატი უწყლო,

პოლაკრილინის კალიუმი,

მაგნიუმის სტეარატი,

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

  • 2 შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

  • 3 შენახვის ვადა

48 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას არ მიიღება.

  • 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

90 ტაბლეტიანი ბლისტერები ყუთებში (6 ბლისტერი x 15 ტაბლეტი).

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Welfar International LLC

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ნაკვეთი №545,

მიწის ნაკვეთი შიდა № 1D-5/G,

4400 ფოთი, საქართველო

  • მწარმოებელი

PharmaPath S.A.

1, 28 Octovriou str., Ag. Varvara

123 51 ათენი, საბერძნეთი

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

13/07/2022

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა