ივადრონი 3მგ/3მლ
IVADRON® 3mg/3ml
ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ibandronic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ/3მლ 3მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №1
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024787
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2018, მოქმედებს 27 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
- GMP
- -
ივადრონი 3მგ/3მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას.
ივადრონს შეუძლია შეაჩეროს ძვლის დაშლა ძვლის ნივთიერებათა შემდგომი კარგვის შეჩერების საშუალებით და გაზრდოს ძვლის მასა , განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ განსხვავებას. ივადრონს შეუძლია შეამციროს ძვლის მოტეხილობის (ფრაქტურა) რისკი. დამტკიცებულია ხერხემლის ფრაქტურის რისკის შემცირება, მაგრამ არა თეძოსი.
ივადრონის დანიშნულებაა ოსტეოპოროზის მკურნალობა მენოპაუზის შემდეგ, რამდენადაც ამ პერიოდში ფრაქტურის რისკი მეტია. ოსტეოპოროზი ეს არის ძვლების გათხელება და სიმყიფე, რაც უფრო ხშირად ემართებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები წყვეტენ ქალური ჰორმონის-ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას. რაც უფრო ადრე შედის ქალი მენოპაუზის ფაზაში, მით უფო მეტია ფრაქტურის რისკი ოსტეოპოროზის დროს.
სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდოს ფრაქტურის რისკი არის შემდეგი:
კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა საკვებში;
თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება;
არასაკმარისი მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა;
ოსტეოპოროზის შემთხვევების არსებობა ოჯახში;
ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე ეხმარება მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მკურნალობის დროს. ეს მოიცავს:
- ბალანსირებული ,კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება;
- მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვა,
- მოწევაზე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიუღებაზე უარის თქმა.
უკუჩვენებები
თუ თქვენ ალერგიული ხართ იბანდრონის მჟავის ან ამ წამლის ზოგიერთ შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პუნქტი 6.) ;
თუ თქვენ გქონდათ წარსულში ან ახლაც გაქვთ კალციუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში; გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან;
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ივადრონს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ძალიან მცირე შეტყობინებაა პოსტმარკეტინგულ პერიოდში ივადრონის მიმღებ ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) არასასურველი რეაქციის შესახებ. ყბის ოსტეონეკროზი შეიძლება ასევე წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სცადოთ ყბის ოსტეონეკროზის თავიდან აცილება, რადგანაც ეს დაავადება ძნელად იკურნება. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს/მედდას, თუ თქვენ გაქვთ:
- ტუჩების, კბილების პრობლემები, მაგ. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ღრძილების დაავადება ან თუ თქვენ გეგმავთ კბილის ამოღებას,
- არ დადიხართ ხშირად სტომატოლოგთან ან ბოლო სტომატოლოგიური დათვალიერება დიდი ხნის წინ გაიარეთ.
- თუ თქვენ ხართ მწეველი ( ეს ზრდის სტომატოლოგიურ პრობლემათა რისკს);
- თუ თქვენ ადრე მკურნალობდით ბიფოსფონატით (ძვლის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები),
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს (მაგ. პრედნიზოლონს ან დექსამეტაზონს),
- თუ თქვენ გაქვთ კიბო.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ივადრონით მკურნალობის დაწყებამდე.
სანამ თქვენ მკურნალობთ, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (რეგულარულად კბილის გაწმენდის ჩათვლით) და ჩაიტაროთ რეგულარული სტომატოლოგიური გასინჯვა. თუ თქვენ ატარებთ პროთეზებს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი მყარად არის ჩასმული. თუ თქვენ აპირებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილია სტომატოლოგიუროი ოპერაცია, მაგ. კბილის ამოღება, აცნობეთ თქვენს ექიმს სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებით და აცნობეთ სტომატოლოგს, რომ თქვენ მკურნალობთ ივადრონით. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე პრობლემა პირის ღრუში ან კბილებზე, მაგ. კბილის მოძრაობა, ტკივილი, შესიება ან შეუხოცებელი ჭრილობა, ან ჩირქიანი კბილი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.
ზოგიერთი პაციენტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ივადრონის მიღების დროს. ივადრონის მიღებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა:
თუ თქვენ გქონდათ ან გაქვთ თირკმლის პრობლემები, თირკმლის უკმარისობა ან გჭირდებათ დიალიზი ან გაქვთ სხვა დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელი.
თუ თქვენ გაქვთ მინერალების ცვლის დარღვევა (D ვიტამინის ნაკლებობა);
თქვენ უნდა მიიღოთ საკვები დანამატები კალციუმთა ნ და D ვიტამინთან ერთად სანამ თქვენ მკურნალოთ ივადრონით, თუ ეს შეუძლებელია, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები და თქვენმა ექიმმა გირჩიათ სითხის მიღების შემცირება;
არის ინფორმაცია სერიოზული ალერგიული რეაქციების შეასხებ ფატალური დასასრულით პაციენტებში, რომლებიც ინტრავენურად მკურნალობდნენ იბანდრონის მჟავათი. თუ თქვენ გექნებათ ერთ-ერთ შემდეგი სიმპტომიდან, მაგ. ქოშინი/სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის გრძნობა კისერში, ენის შეშუპება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, სახის შეწითლება ან შეშუპება, კანზე გამონაყარი, ღებინება და გულისრევა თქვენდაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან მედდას (იხ. პუნქტი.4).
ბავშვები და მოზარდები
ივადრონი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს , მედდას ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ივადრონი მიიღება ქალებში მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში და ის არ უნდა მიიღონ ქალებმა შვილოსნობის პერიოდში. არ მიიღოთ ივადრონი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.
მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა
თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, რადგანაც ივადრონი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვაზე, ან ძალიან მცირედ მოქმედებს თქვენს უნარზე მანქანის მართვისას.
ივადრონი შეიცავს ნატრიუმს
ივადრონი შეიცავს ნატრიუმს 1მმოლ-ზე ნაკლებს (23მგ ) დოზაში (3მლ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ მიიღოთ ივადრონი.
ივადრონის საინექციო ხსნარის რეკომენდებული დოზაა 3მგ. (1 ამპულა) 3 თვეში ერთხელ. საინექციო ხსნარი ვენაში სეყავს ექიმს ან კვალიფიცირებულ სამედიცინო სპეციალისტს. არ გაიკეთოთ ინექცია თვითონ.
საინექციო ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ვენიდან და არცერთი სხვა გზით .
გააგრძელეთ ივადრონის მიღება
მკურნალობისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უნდა გაიკეთოთ ეს ინექცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ექიმის მითითების თანახმად. ივადრონს შეუძლია ოსტეოპოროზის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრძელებთ მკურნალობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ დაინახავთ ან ვერ შეიგრძნობთ განსხვავებას.
ივადრონის გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის გააგრძელოთ თუ არა ივადრონის მიღება.
თქვენ უნდა მიიღოთ ასევე კალციუმის და „D“ ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.
თუ თქვენ მიიღეთ ივადრონის ჭარბი დოზა
თქვენ შეიძლება აღმოგაჩნდეთ კალციუმის, ფოსფორის, ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს ზომები და დაკორეტიროს ეს ცვლილებები, რისთვისაც შეიძლება დაგინიშნოთ ამ მინერალების შემცველი ინექცია.
თუ თქვენ გამოტოვეთ საჭირო დოზა
მაშინ უნდა მიმართოტ დაუყოვნებლივ თქვენს ექიმს გამოტოვებული ინექციის შესაყვანად. ამის შემდეგ გააგრძელეთ ინექციის გაკეთება ბოლო ინექციიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს, ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები. მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს თუ თქვენ აღმოაჩენთ შემდეგ არასასურველ რეაქციებს, რადგანაც შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა.
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ზე ნაკლებ ადამიანს):
- ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება,
- გაძნელებული სუნთქვა, თვალის ტკივილი და ანთება,
- ბარძაყის, მენჯის ან საზარდულის სისუსტე ან დისკომფორტი. შეიძლება გაჩნდეს თეძოს ძვლის ატიპიური ფრაქტურის ადრეული ნიშნები.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- პირის ან ყბის ტკივილი ან გაღიზიანება, შეიძლება გაგიჩნდეთ ყბის მძიმე პრობლემების ადრეული ნიშნები (ყბის ძვლის ნეკროზი),
- ყურის ტკივილი, ინფექცია
- სერიოზული, პოტენციური სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია (იხ. პ.2) .
- კანის მძიმე არასასურველი რეაქციები.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გექნებათ ყურის ტკივილი, გამონაჟონი ყურიდან ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა გახდეს ყურის ძვლის დაზიანების შედეგად.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:
ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ზე ნაკლებ ადამიანს):
- თავის ტკივილი,
- ტკივილი კუჭში (გასტრიტი) ან მუცლის არეში , საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, დიარაეა (ფაღარათი ) ან ყაბზობა
- კუნთების და სახსრების ან ზურგის ტკივილი.
- დაღლილობა და გამოფიტვა.
- გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, კრუნჩხვები, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლის და კუნთების ტკივილი. აცნობეთ თქვენს მედდას ან ექიმს თუ ზოგიერთი ამ რეაქციიდან შეგაწუხებთ ერთ ან რამდენიმე დღის განმავლობაში.
- გამონაყარი.
არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- ვენების ანთება
- ტკივილი ან დაზიანება ნანემსარზე
- ძვლის ტკივილი,
- სისუსტე
- ასთმატიკური შეტევები;
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- ურტიკარია.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვებაში.
ივადრონის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გაყინოთ!
არ გამოიყენოთ წამალი მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, „Годен до” და “EXP” –ს შემდეგ. ვარგისობის ვადა აროს მითითებული თვის ბოლო დღე.
პირმა, რომლემაც გამოიყენა საინექციო ხსნარი, უნდა გადააქციოს გამოუყენებელი ხსნარი, ხოლო გამოყენებული შპრიცი და ნემსი უნდა მოათავსოს სპეციალურ, ნარჩენების კონტეინერში.
როგორ გამოიყურება ივადრონი და შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
ჭარბი დოზა
არ არსებობს სპეციფიკური ინფორმცია ივადრონის დოზის გადაჭარბებისას მკურნალობის შესახებ. ამ კლასის ნაერთის შესახებ არსებული ცოდნის საფუძველზე ინტრავენურმა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპოკალციემიამდე, ჰიპოფოსფატემიამდე და ჰიპომაგნეზიემიამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზია. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაგვჭირდეს კალციუმის გლუკონატის, კალიუმის ან ნატრიუმის ფოსფატის და მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზიის შესაბამისი დოზა.
ზოგადი რჩევები:
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარმა, როგორც სხვა ინტრავენურმა ბიფოსფონატებმა შეიძლება გამოიწვიოს კ შრატში კალციუმის დონის გარდამავალი შემცირება.
ჰიპოკალციემია და ძვლების სხვა დარღვევები და მინერალური მეტაბოლიზმი უნდა იყოს გამოკვლეული და ეფექტურად ნამკურნალები ივადრონის საინექციო ხსნარით მკურნალობის დაწყებამდე. კალციუმის და ვიტამინ D-ს ადეკვატური მიღება მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის. ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს დამატებით კალციუმი და ვიტამინი D.
თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებმა ან იმ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ თირკმელზე არასასურველი რეაქციის მქონე სამედიცინო პრეპარატებს, რეგულარულად უნდა გაიარონ სამედიცინო გასინჯვა მკურნალობის დროს კარგი სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.
გამოუყენებელი საინექციო ხსნარი, შპრიცი და ნემსი უნდა იქნას განადგურებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა იბანდრონის მჟავა. ერთი ამპულა შეიცავს 3 მგ იბანდრონის მჟავას 3 მლ ხსნარში ( ნატრიუმის მონოჰიდრატის სახით).
- სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატ ტრიჰიდრატი და საინექციო წყალს.
როგორ გამოიყურება ივადრონი და რას შეიცავს შეფუთვა.
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. თითოეული ამპულა დამზადებულია უფერო შუშისგან გასახსნელი ადგილის მარკირებით-ფერადი წერტილი და შეიცავს 3 მლ ხსნარს.
ივადრონი წარმოდგენილია 1 ამპულიან და 4 ამპულიან შეფუთვაში. გაყიდვაში ყველანაირი შეფუთვა არ იქნება დაშვებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
ივადრონი® 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი
IVADRON ® 3 mg/3ml solution for injection
იბანდრონის მჟავა (ibandronic acid)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, თუ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.
თუ თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედიცინის დას. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში (იხ.პ.4) ;
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია
რას წარმოადგენს ივადრონი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ ივადრონის მიღებამდე
როგორ მიიღოთ ივადრონი
შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორ ინახება ივადრონი
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ივადრონი და რისთვის გამოიყენება ის.
ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას.
ივადრონს შეუძლია შეაჩეროს ძვლის დაშლა ძვლის ნივთიერებათა შემდგომი კარგვის შეჩერების საშუალებით და გაზრდოს ძვლის მასა , განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ განსხვავებას. ივადრონს შეუძლია შეამციროს ძვლის მოტეხილობის (ფრაქტურა) რისკი. დამტკიცებულია ხერხემლის ფრაქტურის რისკის შემცირება, მაგრამ არა თეძოსი.
ივადრონის დანიშნულებაა ოსტეოპოროზის მკურნალობა მენოპაუზის შემდეგ, რამდენადაც ამ პერიოდში ფრაქტურის რისკი მეტია. ოსტეოპოროზი ეს არის ძვლების გათხელება და სიმყიფე, რაც უფრო ხშირად ემართებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები წყვეტენ ქალური ჰორმონის-ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას. რაც უფრო ადრე შედის ქალი მენოპაუზის ფაზაში, მით უფო მეტია ფრაქტურის რისკი ოსტეოპოროზის დროს.
სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდოს ფრაქტურის რისკი არის შემდეგი:
კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა საკვებში;
თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება;
არასაკმარისი მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა;
ოსტეოპოროზის შემთხვევების არსებობა ოჯახში;
ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე ეხმარება მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მკურნალობის დროს. ეს მოიცავს:
- ბალანსირებული ,კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება;
- მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვა,
- მოწევაზე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიუღებაზე უარის თქმა.
რა უნდა იცოდეთ ივადრონის მიღებამდე.
არ მიიღოთ ივადრონი:
თუ თქვენ ალერგიული ხართ იბანდრონის მჟავის ან ამ წამლის ზოგიერთ შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პუნქტი 6.) ;
თუ თქვენ გქონდათ წარსულში ან ახლაც გაქვთ კალციუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში; გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან;
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ივადრონს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ძალიან მცირე შეტყობინებაა პოსტმარკეტინგულ პერიოდში ივადრონის მიმღებ ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) არასასურველი რეაქციის შესახებ. ყბის ოსტეონეკროზი შეიძლება ასევე წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სცადოთ ყბის ოსტეონეკროზის თავიდან აცილება, რადგანაც ეს დაავადება ძნელად იკურნება. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს/მედდას, თუ თქვენ გაქვთ:
- ტუჩების, კბილების პრობლემები, მაგ. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ღრძილების დაავადება ან თუ თქვენ გეგმავთ კბილის ამოღებას,
- არ დადიხართ ხშირად სტომატოლოგთან ან ბოლო სტომატოლოგიური დათვალიერება დიდი ხნის წინ გაიარეთ.
- თუ თქვენ ხართ მწეველი ( ეს ზრდის სტომატოლოგიურ პრობლემათა რისკს);
- თუ თქვენ ადრე მკურნალობდით ბიფოსფონატით (ძვლის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები),
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს (მაგ. პრედნიზოლონს ან დექსამეტაზონს),
- თუ თქვენ გაქვთ კიბო.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ივადრონით მკურნალობის დაწყებამდე.
სანამ თქვენ მკურნალობთ, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (რეგულარულად კბილის გაწმენდის ჩათვლით) და ჩაიტაროთ რეგულარული სტომატოლოგიური გასინჯვა. თუ თქვენ ატარებთ პროთეზებს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი მყარად არის ჩასმული. თუ თქვენ აპირებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილია სტომატოლოგიუროი ოპერაცია, მაგ. კბილის ამოღება, აცნობეთ თქვენს ექიმს სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებით და აცნობეთ სტომატოლოგს, რომ თქვენ მკურნალობთ ივადრონით. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე პრობლემა პირის ღრუში ან კბილებზე, მაგ. კბილის მოძრაობა, ტკივილი, შესიება ან შეუხოცებელი ჭრილობა, ან ჩირქიანი კბილი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.
ზოგიერთი პაციენტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ივადრონის მიღების დროს. ივადრონის მიღებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა:
თუ თქვენ გქონდათ ან გაქვთ თირკმლის პრობლემები, თირკმლის უკმარისობა ან გჭირდებათ დიალიზი ან გაქვთ სხვა დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს თირკმელი.
თუ თქვენ გაქვთ მინერალების ცვლის დარღვევა (D ვიტამინის ნაკლებობა);
თქვენ უნდა მიიღოთ საკვები დანამატები კალციუმთა ნ და D ვიტამინთან ერთად სანამ თქვენ მკურნალოთ ივადრონით, თუ ეს შეუძლებელია, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები და თქვენმა ექიმმა გირჩიათ სითხის მიღების შემცირება;
არის ინფორმაცია სერიოზული ალერგიული რეაქციების შეასხებ ფატალური დასასრულით პაციენტებში, რომლებიც ინტრავენურად მკურნალობდნენ იბანდრონის მჟავათი. თუ თქვენ გექნებათ ერთ-ერთ შემდეგი სიმპტომიდან, მაგ. ქოშინი/სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის გრძნობა კისერში, ენის შეშუპება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, სახის შეწითლება ან შეშუპება, კანზე გამონაყარი, ღებინება და გულისრევა თქვენდაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან მედდას (იხ. პუნქტი.4).
ბავშვები და მოზარდები
ივადრონი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში.
სხვა წამლები და ივადრონი
აცნობეთ თქვენს ექიმს , მედდას ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა:
ივადრონი მიიღება ქალებში მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში და ის არ უნდა მიიღონ ქალებმა შვილოსნობის პერიოდში. არ მიიღოთ ივადრონი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.
მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა
თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, რადგანაც ივადრონი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვაზე, ან ძალიან მცირედ მოქმედებს თქვენს უნარზე მანქანის მართვისას.
ივადრონი შეიცავს ნატრიუმს
ივადრონი შეიცავს ნატრიუმს 1მმოლ-ზე ნაკლებს (23მგ ) დოზაში (3მლ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ მიიღოთ ივადრონი.
ივადრონის საინექციო ხსნარის რეკომენდებული დოზაა 3მგ. (1 ამპულა) 3 თვეში ერთხელ. საინექციო ხსნარი ვენაში სეყავს ექიმს ან კვალიფიცირებულ სამედიცინო სპეციალისტს. არ გაიკეთოთ ინექცია თვითონ.
საინექციო ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ვენიდან და არცერთი სხვა გზით .
გააგრძელეთ ივადრონის მიღება
მკურნალობისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უნდა გაიკეთოთ ეს ინექცია ყოველ სამ თვეში ერთხელ ექიმის მითითების თანახმად. ივადრონს შეუძლია ოსტეოპოროზის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრძელებთ მკურნალობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ დაინახავთ ან ვერ შეიგრძნობთ განსხვავებას.
ივადრონის გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის გააგრძელოთ თუ არა ივადრონის მიღება.
თქვენ უნდა მიიღოთ ასევე კალციუმის და „D“ ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი.
თუ თქვენ მიიღეთ ივადრონის ჭარბი დოზა
თქვენ შეიძლება აღმოგაჩნდეთ კალციუმის, ფოსფორის, ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს ზომები და დაკორეტიროს ეს ცვლილებები, რისთვისაც შეიძლება დაგინიშნოთ ამ მინერალების შემცველი ინექცია.
თუ თქვენ გამოტოვეთ საჭირო დოზა
მაშინ უნდა მიმართოტ დაუყოვნებლივ თქვენს ექიმს გამოტოვებული ინექციის შესაყვანად. ამის შემდეგ გააგრძელეთ ინექციის გაკეთება ბოლო ინექციიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს, ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს ეს რეაქციები. მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს თუ თქვენ აღმოაჩენთ შემდეგ არასასურველ რეაქციებს, რადგანაც შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა.
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ზე ნაკლებ ადამიანს):
- ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება,
- გაძნელებული სუნთქვა, თვალის ტკივილი და ანთება,
- ბარძაყის, მენჯის ან საზარდულის სისუსტე ან დისკომფორტი. შეიძლება გაჩნდეს თეძოს ძვლის ატიპიური ფრაქტურის ადრეული ნიშნები.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- პირის ან ყბის ტკივილი ან გაღიზიანება, შეიძლება გაგიჩნდეთ ყბის მძიმე პრობლემების ადრეული ნიშნები (ყბის ძვლის ნეკროზი),
- ყურის ტკივილი, ინფექცია
- სერიოზული, პოტენციური სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია (იხ. პ.2) .
- კანის მძიმე არასასურველი რეაქციები.
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გექნებათ ყურის ტკივილი, გამონაჟონი ყურიდან ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა გახდეს ყურის ძვლის დაზიანების შედეგად.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:
ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ზე ნაკლებ ადამიანს):
- თავის ტკივილი,
- ტკივილი კუჭში (გასტრიტი) ან მუცლის არეში , საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, დიარაეა (ფაღარათი ) ან ყაბზობა
- კუნთების და სახსრების ან ზურგის ტკივილი.
- დაღლილობა და გამოფიტვა.
- გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, კრუნჩხვები, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლის და კუნთების ტკივილი. აცნობეთ თქვენს მედდას ან ექიმს თუ ზოგიერთი ამ რეაქციიდან შეგაწუხებთ ერთ ან რამდენიმე დღის განმავლობაში.
- გამონაყარი.
არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- ვენების ანთება
- ტკივილი ან დაზიანება ნანემსარზე
- ძვლის ტკივილი,
- სისუსტე
- ასთმატიკური შეტევები;
იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
- ურტიკარია.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვებაში.
ივადრონის შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გაყინოთ!
არ გამოიყენოთ წამალი მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, „Годен до” და “EXP” –ს შემდეგ. ვარგისობის ვადა აროს მითითებული თვის ბოლო დღე.
პირმა, რომლემაც გამოიყენა საინექციო ხსნარი, უნდა გადააქციოს გამოუყენებელი ხსნარი, ხოლო გამოყენებული შპრიცი და ნემსი უნდა მოათავსოს სპეციალურ, ნარჩენების კონტეინერში.
როგორ გამოიყურება ივადრონი და შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ივადრონი:
- აქტიური ნივთიერებაა იბანდრონის მჟავა. ერთი ამპულა შეიცავს 3 მგ იბანდრონის მჟავას 3 მლ ხსნარში ( ნატრიუმის მონოჰიდრატის სახით).
- სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატ ტრიჰიდრატი და საინექციო წყალს.
როგორ გამოიყურება ივადრონი და რას შეიცავს შეფუთვა.
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. თითოეული ამპულა დამზადებულია უფერო შუშისგან გასახსნელი ადგილის მარკირებით-ფერადი წერტილი და შეიცავს 3 მლ ხსნარს.
ივადრონი წარმოდგენილია 1 ამპულიან და 4 ამპულიან შეფუთვაში. გაყიდვაში ყველანაირი შეფუთვა არ იქნება დაშვებული.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
სს „სოფარმა“,„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16 ქ. ,სოფია 1220, ბულგარეთი.
ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: თებერვალი 2017 წ.
- ----------------------------------------------------------------------------------------------------
ქვემოთ აღნიშნული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის სპეციალისტებისთვის.
ინფორმაცია მედიცინის სპეციალისტებისთვის
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გადახედოთ პროდუქტის მოკლე დახასიათებას.
როგორ გამოიყენოთ ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი:
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი შეყავთ ინტრავენურად 15-30 წამის განმავლობაში. ხსნარს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება, ამიტომ ინტრავენური შეყვანა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ უყურადღებობის გამო თქვენ მოხვდებით ვენის ახლომდებარე ქსოვილში, პაციენტმა შესაძლოა მიიღოს ლოკალური გაღიზიანება, ტკივილი და ინექცირებული ადგილის ანთება.
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარი არ უნდა შეერიოს კალციუმის შემცველ სხვა ხსნარებს (მაგ. რინგერ ლაქტატის ხსნარი, ჰეპარინ კალციუმი) ან სხვა სამკურნალო ინტრავენურ პროდუქტებს. როდესაც შეგყავთ ივადრონი ინტრავენოზური ინფუზიის სისტემით, თქვენ უნდა შეზღუდოთ საინფუზიო ხსნარი ფიზიოლოგიური ხსნარის ან 50მგმლ (5%) გლუკოზის ხსნარის გამოყენება.
გამოტოვებული დოზა:
თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მაშინ ის უნდა გაკეთდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამის შემდეგ ინექცია უნდა დაიგეგმოს ყოველი სამი თვის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება:
არ არსებობს სპეციფიკური ინფორმცია ივადრონის დოზის გადაჭარბებისას მკურნალობის შესახებ. ამ კლასის ნაერთის შესახებ არსებული ცოდნის საფუძველზე ინტრავენურმა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპოკალციემიამდე, ჰიპოფოსფატემიამდე და ჰიპომაგნეზიემიამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზია. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაგვჭირდეს კალციუმის გლუკონატის, კალიუმის ან ნატრიუმის ფოსფატის და მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზიის შესაბამისი დოზა.
ზოგადი რჩევები:
ივადრონი 3მგ/3მლ საინექციო ხსნარმა, როგორც სხვა ინტრავენურმა ბიფოსფონატებმა შეიძლება გამოიწვიოს კ შრატში კალციუმის დონის გარდამავალი შემცირება.
ჰიპოკალციემია და ძვლების სხვა დარღვევები და მინერალური მეტაბოლიზმი უნდა იყოს გამოკვლეული და ეფექტურად ნამკურნალები ივადრონის საინექციო ხსნარით მკურნალობის დაწყებამდე. კალციუმის და ვიტამინ D-ს ადეკვატური მიღება მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის. ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს დამატებით კალციუმი და ვიტამინი D.
თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებმა ან იმ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ თირკმელზე არასასურველი რეაქციის მქონე სამედიცინო პრეპარატებს, რეგულარულად უნდა გაიარონ სამედიცინო გასინჯვა მკურნალობის დროს კარგი სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.
გამოუყენებელი საინექციო ხსნარი, შპრიცი და ნემსი უნდა იქნას განადგურებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


