პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ბონვივა

BONVIVA

რეცეპტით3მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ბონვივა,ბისფოსფონატების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც იბანდრონის მჟავას შეიცავს. ბონვივამ, ქალების უმრავლესობაში, იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება სხვაობა ვერ შეამჩნიონ ანდა ვერ იგრძნონ, შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის შემდგომი დაკარგვის შეჩერება და ძვლოვანი მასის ზრდა, შედეგად კი ძვლის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ibandronic acid
ფორმა და შეფუთვა
3მგ/3მლ საინექციო ხსნარი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0092
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბონვივა და სხვა წამალი ერთად

ბონვივა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბონვივა,ბისფოსფონატების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც იბანდრონის მჟავას შეიცავს.

ბონვივამ, ქალების უმრავლესობაში, იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება სხვაობა ვერ შეამჩნიონ ანდა ვერ იგრძნონ, შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის შემდგომი დაკარგვის შეჩერება და ძვლოვანი მასის ზრდა, შედეგად კი ძვლის დაკარგვის პროცესი შეცვალოს ძვლის მასის გაზრდით. ბონვივას შეუძლია შეამციროს ძვლების მოტეხილობის რისკი. მოტეხილობების ასეთი შემცირება დაფიქსირებულია ხერხემალზე, მაგრამ არა ბარძაყზე.

ბონვივას საინექციო ხსნარი გამჭვირვალე, უფერო ფერის ხსნარია, რომელიც მოთავსებულია რუხის ფერის რეზინის საცობით დაცობილ უფერო მინის ინჟექტორში. თითოეულ კოლოფში 1 ანდა 4 ცალი გამოყენებისთვის მზა შპრიცი და 1 ანდა 4 ცალი ინჟექტორის ნემსია მოთავსებული.

ბონვივა, მოტეხილობის რისკის ზრდის გამო თქვენთან დანიშნული უნდა იყოს პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ოსტეოპოროზი, ქალებში მენოპაუზის შემდეგ ხშირად ვლინდება, ამ დროს ძვლებში აღინიშნება გათხელება და დასუსტება. მენოპაუზის დროს ქალის საკვერცხეებში ესტროგენების წარმოება წყდება, ესტროგენები კი როგორც ცნობილია, ჩონჩხის სტრუქტურის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქალები, რაც უფრო ადრეულად გადადიან მენოპაუზაში, ოსტეოპოროზის და მოტეხილობის რისკი მით უფრო მეტად მატულობს.

მოტეხილობის რისკის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები ქვემოთაა მოცემული:

კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის არ არსებობა

სიგარეტის ანდა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება

არასაკმარისი სიარული ანდა სიმძიმის აწევა, ვარჯიშების არ შესრულება

ოჯახურ ანამნეზში ოსტეოპოროზის არსებობა

ჯანსაღ ცხოვრების წესს თქვენს მკურნალობაში ყველაზე დიდ წვლილის შეტანა შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად რეკომენდირებულია:

კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის არსებობა

სიარული, სიმძიმის აწევაზე თავის არიდება, ვარჯიში

სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმა

  • ბონვივას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბონვივა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, წარსულში ანდა ამჟამად სისხლში კალციუმის დონე დაბალი გაქვთ ანდა ფიქრობთ, რომ შეიძლება დაბალი იყოს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, იბანდრონის მჟავას ანდა ბონვივას რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ. (კომპონენტების ჩამონათვალი იხილეთ ნაწილი-6).

ბონვივა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყეენთ:

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ბონვივას მომხმარებელ ავადმყოფებში, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდება ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) სახელით ცნობილი გვერდითი ეფექტი. ყბის ოსტეონეკროზი მკურნალობის დასრულების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

ყბის ოსტეონეკროზის მკურნალობა საკმაოდ რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყბის ოსტეონეკროზის განვითრების თავიდან აცილებისთვის ზომების მიღება. ყბის ოსტეონეკროზის განითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება.

თუ, მკურნალობის დაწყებამდე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ექიმს ანდა ექთანს (სამედიცინო პერსონალს) აცნობეთ:

თუ, კბილების ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, პირის ღრუს ანდა კბილების დაავადება გაქვთ ანდა კბილის ამოღებას აპირებთ

თუ, რეგულარულად კბილებს ვერ უვლით ანდა დიდი ხანია სტომოტალოგისთვის არ მიგიმართავთ

თუ, სიგარეტის მომხმარებელი ხართ (ეს მდგომარეობა კბილების პრობლემების რისკს ზრდის)

თუ, მანამდე ბიფოსფონატებით მკურნალობა უკვე ჩატარებული გაქვთ (ძვლოვანის სისტემის დაავადების მკურნალობის ანდა მათი აცილების მიზნით გამოიყენება)

თუ, კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ წამლებს იყენებთ (პრედნიზოლონი ანდა დექსამეტაზონის მსგავსი)

თუ, სიმსივნე გაქვთ

ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება სტომატოლოგის კონსულტაცია მოითხოვოს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა პირის ღრუს განსაკუთრებული მოვლა (კბილების რეგულარული გაწმენდის ჩათვლით) და სტომატოლოგის რეგულარული კონტროლი. თუ პროთეზს იყენებთ, დარწმუნდით, რომ კარგად არის ჩამჯდარი. თუ სტომატოლოგთან მკურნალობთ ანდა კბილებზე ქირურგიულ ჩარევას (კბილის ამოღება და მსგავსი) გეგმავთ, სტომატოლოგიური მკურნალობის დეტალების შესახებ ექიმს აცნობეთ და სტომატოლოგსაც უთხარით, რომ ბონვივათი მკურნალობთ.

თუ, კბილების მორყევა, ტკივილი ანდა შესივება გაქვთ, თუ, პირის ღრუს ანდა კბილების პრობლემები ანდა მოუშუშებელი იარები ანდა ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ეს შეიძლება ყბის ოსტეონეკროზის ნიშანი იყოს, აღნიშნულ მდგომარეობაში სასწრაფოდ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს მიმართეთ.

ბიფოსფონატებით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზის (ძვლის დაზიანება)სახელით ცნობილი გვერდითი ეფექტი. გარეთ სასმენი მილის მიდამოში ოსტეონეკროზის განვითარების რისკსის ფაქტორებია:სტეროიდების გამოყენება და ქიმიოთერაპია და/ანდა ინფექცია ანდა ტრავმის მსგავსი ლოკალური რისკ ფაქტორები. ბიფოსფონატების მომხამარებელ ავადმყოფებში ყურთან დაკაშირებული პრობლემების არსებობისას, ყურის ქონიკული ინფექციის ჩათვლით, გასათვალისწინებელია გარეთ სასმენი მილის ოსტეონეკროზის შესაძლებლობა.

ოსტეოპოროზის ბიფოსფონატებით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე, ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები (მოტეხილობა უჩვეულო ადგილას). ეს მოტეხილობები, ძირითდად ტრავმის გარეშე ანდა მინიმალური ტრავმით ვითარდება, ზოგჯერ, ბარძაყის ძვლის სრული მოტეხილობის დადგენა ხდება ტრავმიდან კვირების ანდა თვეების შემდეგ. ზოგიერთ ავადმყოფში, ვლიდნება სტრესული მოტეხილობები, რომელიც ხასიათდება ბარძაყის და საზარდულის მიდამოში ტკივილით. მოტეხილობა, ხშირად ორმხრივია. ზემოთ აღნიშნულის გამო, როცა ავადმყოფი მოგვმართავს ბარძაყის ცალმხრივი მოტეხილობით, აუცილებელია მეორე ბარძყის ძვლის გამოკვლევაც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოტეხილობების მკურნალობა რთულია და დაფიქსირებულია სუსტი ფიქსაცია. ავადმყოფებში, რომელთანაც ეჭვია ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობებზე, სარგებელი/რისკის მაჩვენებლების შეფასებით უნდა გადაწყდეს ბიფოსფონატებით მკურნალობის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხი.

თუ, ავადმყოფებთან ბიფოსფონატებით მკურნალობის დროს გამოვლინდება ბარძაყის, მენჯის ანდა საზარდულის მიდამოში ტკივილი, საჭიროა მაშინვე ექიმის ინფორმირება და ავადმყოფის გამოკვლევა ბარძყის ჯერ კიდევ დაუსრულებელი მოტეხილობის მხრივ.

ბონვივას მიღების დროს ზოგიერთმა ავადმყოფმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ბონვივას მიღებამდე ექიმს გაესაუბრეთ:

თუ, თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემა, თირკმლების უკმარისობა გაქვთ ანდა გქონდათ ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში დიალიზის საჭიროება გქონდათ ანდა სხვა დაავადება გადაიტანეთ, რომელიც თირკმლებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თუ, რომელიმე მინერალის მეტაბოლიზმის დარღვევები გაქვთ (ვიტ. D უკმარისობის მსგავსი).

ბონვივას გამოყენების დროს, საჭიროა დანამატების სახით კალციუმის და ვიტ. D მიღება. თუ, აღნიშნულის გაკეთება არ შეგიძლიათ, ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის პრობლემები გაქვთ და ექიმმა დღიურად სითხის მიღება შეგიზღუდათ.

იბანდრონის მჟავით ინტრავენური მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთან შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული, პერიოდულდ კი სასიკვდილო რისკის მქონე ალერგიული რეაქციები. ჰაერის უკმარისობა/ჩასუნთქვის გაძნელება, ყელში დაჭიმულობის შეგრძნება, ენის შესივება, გაბრუება, გონების დაკარგვის შეგრძნება, სახის სიწითლე ანდა შეშუპება, კანზე გამონაყარი, გულისრევა ანდა ღებინება, თუ მსგავსი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ (იხილეთ ნაწილი-4).

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბონვივას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბონვივას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ბონვივას რეკომენდირებული დოზაა: 3 მგ (1 ცალი გამოყენებისთვის მზა შპრიცი) ინტრავენური (ვენაში) ინექცია 3 თვეში ერთხელ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ბონვივას ინექცია, ექიმმა ანდა გამოცდილმა სამედიცინო პერსონალმა ვენაში უნდა გააკეთოს. ინექცია, საკუთარ თავზე თავად არ გაიკეთოთ.

საინექციო ხსნარი ინექციის გზით უნდა გაკეთდეს ინტრავენურად (ვენაში) და არა სხეულის სხვა მიდამოში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ბონვივა, 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ასაკთან დაკაშირებით დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ბონვივას გამოყენების დროს ფრთხილად იყავით. ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის სპეციალურ რეგულირებას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ბონვივას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ბონვივას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ ბონვივას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

ბონვივას გამოყენების დროს სისხლში კალციუმის, ფოსფორის ანდა მაგნიუმის დონე შეიძლება დაეცეს. აღნიშნულის რეგულირებისთვის ექიმი შეიძლება მინერალების შემცველ ინექციებს გაგიკეთებთ.

თუ, ბონვივას მიღება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაგახსენდებათ, უმოკლეს დროში დავიწყებული ინექციის დოზა უნდა გაიკეთოთ. შემდეგ კი, ბოლოს გაკეთებული ინექციის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ბონვივას ინექციის გაკეთება უნდა გააგრძელოთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ბონვივათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

იმისათვის, რომ მკურნალობაზე მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოთ, რეკომენდირებულია ბონვივას ინექციების გაკეთება რეგულარულდ, ყოველ 3 თვეში ერთხელ მანამ, სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ. ოსტეოპოროზის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ბონვივას ინექციების რეგულარულ გაკეთებას გააგრძელებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე ცვლილებას ვერ შეამჩნებთ ანდა ვერ იგრძნობთ. ბონვივას 5 წლიანი მოხმარების შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია წამლის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ბონვივათი მკრუნალობის დროს, საჭიროა ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით კალციუმის და D ვიტამინის დანამატების მიღება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ბონვივაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

როგორც სხვა წამლების შემთხვევაში, ბონვივას მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველასთან არა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ბონვივას გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

ქავილი, ენის, ხახის, ტუჩების და სახის შეშუპება,რასაც თან ახლავს ჩასუნთქვა-ამოსუნთვის გაძნელება.

მუდმივი თვალის ტკივილი და ჩირქოვანი ანთება( გახანგრძლივებული)

ბარძაყში, მენჯში ანდა საზარდულის არეში ახლად გამოვლენილი ტკივილი, ძალის დაქვეითება ანდა დისკომფორტი. აღნიშნული ჩივილები შეიძლება ბარძყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობის ადრეული ნიშნები იყოს.

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

პირის ღრუში ანდა ყბაში ტკივილი ანდა დისკომფორტი. ამ დროს შეიძლება ყბის სერიოზული პრობლემების ადრეული ნიშნები გამოგივლინდეთ (ყბის ძვლის ნეკროზი (ძვლოვანი ქსოვილის დაშლა, სიკვდილი).

თუ, ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და /ანდა ყურის ინფექცია გექნებათ, ექიმს მიმართეთ. ეს აღნიშნული შეიძლება ყურში არსებული ძვლების დაზიანების ნიშნები იყოს.

სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (იხილეთ ნაწილი-2).

კანის სერიოზული, არასასურველი რეაქციები.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფში ვლინდება)

თავის ტკივილი

კუჭის ტკივილი (გასტრიტის მსგავსი) ანდა მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა ანდა ყაბზობა

კუნთების, სახსრების ანდა ზურგის ტკივილი

დაღლილობა და მოთენთილობა

ცხელება, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლების ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები. თუ აღნიშნული ეფექტებიდან რომელიმე შეგაწუხებთ ანდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტი დროით გაგრძელდება, თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

გამონაყარი

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება)

ვენების ჩირქოვანი ანთება

ინექციის ადგილას ტკივილი ანდა დაზიანება

ძვლების ტკივილი

სისუსტის შეგრძნება

ასთმის შეტევები

იშვიათი (1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

ურტიკარია

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ბონვივას შენახვა

ბონვივა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ბონვივა <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ბონვივა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ბონვივა არ გამოიყენოთ.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ალი რაიფ ილაჩ სანაი

იეშილჯეს დასახლება, დოღას ქ.N:4. 34418 ქაღითჰანე/სტამბული

წარმოების ადგილი:

შპს. Atnahs Pharma UK ლიცენზიით

F. Hoffman-La Roche Ltd. Basel/İsviçre adına Vetter Pharma-Fertigung/GmbH&Co.KG, ლანგენარგენი, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 27/04/2020 დამოწმებულია.

აღნიშნული ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პროდუქტის მოკლე ინფორმაცია.

ბონვივა 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარის გაკეთება:

ბონვივას 3 მგ /3 მლ საინექციო ხსნარის ინექცია 15-30 წამის განმავლობაში ინჟექტირებული უნდა იქნას.

ხსნარი გამაღიზიანებელია, ამიტომ ინექცია მხოლოდ ინტრავენური გზით უნდა იქნას შეყვანილი, თუ, შეცდომით ანდა შემთხვევით ვენის ირგვლივ ქსოვილებში ინჟექტირდება, ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ლოკალური გაღიზიანება, ტკივილი და ჩირქოვანი ანთება.

ბონვივას 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარი კალციუმის შემცველ ხსნარებთან (რინგერ-ლაქტატის ხსნარი, კალციუმის, ჰეპარინის მსგავსი) ანდა სხვა ინტრავენური გზით შეყვანილ წამლებს არ უნდა შეურიოთ.

თუ, ბონვივა უკვე არსებულ ინტრავენური ინფუზიის გზით უნდა გაკეთდეს, ინტრავენური ინფუზია იზოტონური მარილიანი ანდა 50მგ/მლ (5%) გლუკოზის ხსნარით უნდა შემოისაზღვროს.

დავიწყებული დოზა:

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი მოგიხერხდებათ ინექცია გაიკეთეთ. შემდეგი ინექცია, ბოლო ინექციიდან დაწყებული, 3 თვეში ერთხელ გაიკეთეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ბონვივა, მხოლოდ პოსტმენოპაუზაში (მენოპაუხის შემდეგი პერიოდი)მყოფ ქალებში გამოიყენება. მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებში ბონვივა არ გამოიყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ბონვივა არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბონვივა, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს ანდა ისეთი დოზით მოქმედებს, რომ შეიძლება უგულებელყოფა.

ბონვივას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ბონვივას თითოეული ,,დოზა’’ 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ, სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ჭარბი დოზა

ბონვივას დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სპეციფიკური ინფორმაცია არ არსებობს.

ამ ჯგუფის ნაერთებთან დაკაშირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტრავენურად დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზიები, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია და ჰიპომაგნეზემია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი დოზებით კალციუმის გლუკონატის, კალიუმის ანდა ნატრიუმის ფოსფატის და მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზია.

ზოგადი რეკომენდაცია:

როგორც, სხვა ბიფოსფონატების ინტრავენური გამოყენების შემთვევაში, ბონვივას 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარის ინტრავენური შეყვანის დროსაც შეიძლება განვითარდეს სისხლის შრატში კალციუმის მაჩვენებლის დროებითი დაცემა.

ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰიპოკალცემიის და ძვლის შემადგენლობის,ასევე მინერალური ბალანის განსაზღვრა და შესაბამისი მკრუნალობა. ყველა ავადმყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის მიღება, ამიტომ ყველა ავადმყოფმა დამატებით უნდა მიიღოს კალციუმი და D ვიტამინი დანამატის სახით.

ავადმყოფები, რომელთაც სხვა დაავადებები აქვთ ანდა ისეთ წამალს ღებულობენ, რომელიც თირკმლებზე მოულოდნელ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, საჭიროა მკურნალობის განმავლობაში ამ ავადმყოფის რეგულარული კლინიკური შეფასება.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბონვივა 3 მგ / 3 მლ საინექციო ხსნარი

განკუთვნილია ინტრავენური (ვენის შიგნით) გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: იბანდრონის მჟავა. თითოეული, გამოყენებისთვის მზა შპრიცში არსებული 3 მლ-იან ხსნარი შეიცავს: 3 მგ იბანდრონის მჟავას ექვივალენტური რაოდენობით 3,375 მგ იბანდრონის მჟავას, მონონატრიუმის ფხვნილს, მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმი აცეტატი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ბონვივა?

ბონვივას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ბონვივა

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ბონვივას შენახვა

რა არის და რისთვის გამოიყენება ბონვივა?

ბონვივა,ბისფოსფონატების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც იბანდრონის მჟავას შეიცავს.

ბონვივამ, ქალების უმრავლესობაში, იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება სხვაობა ვერ შეამჩნიონ ანდა ვერ იგრძნონ, შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის შემდგომი დაკარგვის შეჩერება და ძვლოვანი მასის ზრდა, შედეგად კი ძვლის დაკარგვის პროცესი შეცვალოს ძვლის მასის გაზრდით. ბონვივას შეუძლია შეამციროს ძვლების მოტეხილობის რისკი. მოტეხილობების ასეთი შემცირება დაფიქსირებულია ხერხემალზე, მაგრამ არა ბარძაყზე.

ბონვივას საინექციო ხსნარი გამჭვირვალე, უფერო ფერის ხსნარია, რომელიც მოთავსებულია რუხის ფერის რეზინის საცობით დაცობილ უფერო მინის ინჟექტორში. თითოეულ კოლოფში 1 ანდა 4 ცალი გამოყენებისთვის მზა შპრიცი და 1 ანდა 4 ცალი ინჟექტორის ნემსია მოთავსებული.

ბონვივა, მოტეხილობის რისკის ზრდის გამო თქვენთან დანიშნული უნდა იყოს პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ოსტეოპოროზი, ქალებში მენოპაუზის შემდეგ ხშირად ვლინდება, ამ დროს ძვლებში აღინიშნება გათხელება და დასუსტება. მენოპაუზის დროს ქალის საკვერცხეებში ესტროგენების წარმოება წყდება, ესტროგენები კი როგორც ცნობილია, ჩონჩხის სტრუქტურის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქალები, რაც უფრო ადრეულად გადადიან მენოპაუზაში, ოსტეოპოროზის და მოტეხილობის რისკი მით უფრო მეტად მატულობს.

მოტეხილობის რისკის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები ქვემოთაა მოცემული:

კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის არ არსებობა

სიგარეტის ანდა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება

არასაკმარისი სიარული ანდა სიმძიმის აწევა, ვარჯიშების არ შესრულება

ოჯახურ ანამნეზში ოსტეოპოროზის არსებობა

ჯანსაღ ცხოვრების წესს თქვენს მკურნალობაში ყველაზე დიდ წვლილის შეტანა შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად რეკომენდირებულია:

კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის არსებობა

სიარული, სიმძიმის აწევაზე თავის არიდება, ვარჯიში

სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმა

  • ბონვივას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბონვივა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, წარსულში ანდა ამჟამად სისხლში კალციუმის დონე დაბალი გაქვთ ანდა ფიქრობთ, რომ შეიძლება დაბალი იყოს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, იბანდრონის მჟავას ანდა ბონვივას რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ. (კომპონენტების ჩამონათვალი იხილეთ ნაწილი-6).

ბონვივა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყეენთ:

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ბონვივას მომხმარებელ ავადმყოფებში, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდება ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) სახელით ცნობილი გვერდითი ეფექტი. ყბის ოსტეონეკროზი მკურნალობის დასრულების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

ყბის ოსტეონეკროზის მკურნალობა საკმაოდ რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყბის ოსტეონეკროზის განვითრების თავიდან აცილებისთვის ზომების მიღება. ყბის ოსტეონეკროზის განითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება.

თუ, მკურნალობის დაწყებამდე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ექიმს ანდა ექთანს (სამედიცინო პერსონალს) აცნობეთ:

თუ, კბილების ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, პირის ღრუს ანდა კბილების დაავადება გაქვთ ანდა კბილის ამოღებას აპირებთ

თუ, რეგულარულად კბილებს ვერ უვლით ანდა დიდი ხანია სტომოტალოგისთვის არ მიგიმართავთ

თუ, სიგარეტის მომხმარებელი ხართ (ეს მდგომარეობა კბილების პრობლემების რისკს ზრდის)

თუ, მანამდე ბიფოსფონატებით მკურნალობა უკვე ჩატარებული გაქვთ (ძვლოვანის სისტემის დაავადების მკურნალობის ანდა მათი აცილების მიზნით გამოიყენება)

თუ, კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ წამლებს იყენებთ (პრედნიზოლონი ანდა დექსამეტაზონის მსგავსი)

თუ, სიმსივნე გაქვთ

ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა შეიძლება სტომატოლოგის კონსულტაცია მოითხოვოს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა პირის ღრუს განსაკუთრებული მოვლა (კბილების რეგულარული გაწმენდის ჩათვლით) და სტომატოლოგის რეგულარული კონტროლი. თუ პროთეზს იყენებთ, დარწმუნდით, რომ კარგად არის ჩამჯდარი. თუ სტომატოლოგთან მკურნალობთ ანდა კბილებზე ქირურგიულ ჩარევას (კბილის ამოღება და მსგავსი) გეგმავთ, სტომატოლოგიური მკურნალობის დეტალების შესახებ ექიმს აცნობეთ და სტომატოლოგსაც უთხარით, რომ ბონვივათი მკურნალობთ.

თუ, კბილების მორყევა, ტკივილი ანდა შესივება გაქვთ, თუ, პირის ღრუს ანდა კბილების პრობლემები ანდა მოუშუშებელი იარები ანდა ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ეს შეიძლება ყბის ოსტეონეკროზის ნიშანი იყოს, აღნიშნულ მდგომარეობაში სასწრაფოდ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს მიმართეთ.

ბიფოსფონატებით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზის (ძვლის დაზიანება)სახელით ცნობილი გვერდითი ეფექტი. გარეთ სასმენი მილის მიდამოში ოსტეონეკროზის განვითარების რისკსის ფაქტორებია:სტეროიდების გამოყენება და ქიმიოთერაპია და/ანდა ინფექცია ანდა ტრავმის მსგავსი ლოკალური რისკ ფაქტორები. ბიფოსფონატების მომხამარებელ ავადმყოფებში ყურთან დაკაშირებული პრობლემების არსებობისას, ყურის ქონიკული ინფექციის ჩათვლით, გასათვალისწინებელია გარეთ სასმენი მილის ოსტეონეკროზის შესაძლებლობა.

ოსტეოპოროზის ბიფოსფონატებით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე, ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები (მოტეხილობა უჩვეულო ადგილას). ეს მოტეხილობები, ძირითდად ტრავმის გარეშე ანდა მინიმალური ტრავმით ვითარდება, ზოგჯერ, ბარძაყის ძვლის სრული მოტეხილობის დადგენა ხდება ტრავმიდან კვირების ანდა თვეების შემდეგ. ზოგიერთ ავადმყოფში, ვლიდნება სტრესული მოტეხილობები, რომელიც ხასიათდება ბარძაყის და საზარდულის მიდამოში ტკივილით. მოტეხილობა, ხშირად ორმხრივია. ზემოთ აღნიშნულის გამო, როცა ავადმყოფი მოგვმართავს ბარძაყის ცალმხრივი მოტეხილობით, აუცილებელია მეორე ბარძყის ძვლის გამოკვლევაც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოტეხილობების მკურნალობა რთულია და დაფიქსირებულია სუსტი ფიქსაცია. ავადმყოფებში, რომელთანაც ეჭვია ბარძაყის ძვლის ატიპიურ მოტეხილობებზე, სარგებელი/რისკის მაჩვენებლების შეფასებით უნდა გადაწყდეს ბიფოსფონატებით მკურნალობის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხი.

თუ, ავადმყოფებთან ბიფოსფონატებით მკურნალობის დროს გამოვლინდება ბარძაყის, მენჯის ანდა საზარდულის მიდამოში ტკივილი, საჭიროა მაშინვე ექიმის ინფორმირება და ავადმყოფის გამოკვლევა ბარძყის ჯერ კიდევ დაუსრულებელი მოტეხილობის მხრივ.

ბონვივას მიღების დროს ზოგიერთმა ავადმყოფმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ბონვივას მიღებამდე ექიმს გაესაუბრეთ:

თუ, თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემა, თირკმლების უკმარისობა გაქვთ ანდა გქონდათ ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში დიალიზის საჭიროება გქონდათ ანდა სხვა დაავადება გადაიტანეთ, რომელიც თირკმლებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თუ, რომელიმე მინერალის მეტაბოლიზმის დარღვევები გაქვთ (ვიტ. D უკმარისობის მსგავსი).

ბონვივას გამოყენების დროს, საჭიროა დანამატების სახით კალციუმის და ვიტ. D მიღება. თუ, აღნიშნულის გაკეთება არ შეგიძლიათ, ექიმს აცნობეთ.

თუ, გულის პრობლემები გაქვთ და ექიმმა დღიურად სითხის მიღება შეგიზღუდათ.

იბანდრონის მჟავით ინტრავენური მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთან შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული, პერიოდულდ კი სასიკვდილო რისკის მქონე ალერგიული რეაქციები. ჰაერის უკმარისობა/ჩასუნთქვის გაძნელება, ყელში დაჭიმულობის შეგრძნება, ენის შესივება, გაბრუება, გონების დაკარგვის შეგრძნება, სახის სიწითლე ანდა შეშუპება, კანზე გამონაყარი, გულისრევა ანდა ღებინება, თუ მსგავსი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ (იხილეთ ნაწილი-4).

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბონვივას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბონვივას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ბონვივა, მხოლოდ პოსტმენოპაუზაში (მენოპაუხის შემდეგი პერიოდი)მყოფ ქალებში გამოიყენება. მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებში ბონვივა არ გამოიყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების დროს ბონვივა არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ბონვივა, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს ანდა ისეთი დოზით მოქმედებს, რომ შეიძლება უგულებელყოფა.

ბონვივას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ბონვივას თითოეული ,,დოზა’’ 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ, სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ბონვივა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ბონვივას რეკომენდირებული დოზაა: 3 მგ (1 ცალი გამოყენებისთვის მზა შპრიცი) ინტრავენური (ვენაში) ინექცია 3 თვეში ერთხელ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ბონვივას ინექცია, ექიმმა ანდა გამოცდილმა სამედიცინო პერსონალმა ვენაში უნდა გააკეთოს. ინექცია, საკუთარ თავზე თავად არ გაიკეთოთ.

საინექციო ხსნარი ინექციის გზით უნდა გაკეთდეს ინტრავენურად (ვენაში) და არა სხეულის სხვა მიდამოში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ბონვივა, 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ასაკთან დაკაშირებით დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ბონვივას გამოყენების დროს ფრთხილად იყავით. ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის სპეციალურ რეგულირებას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ბონვივას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ბონვივას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ ბონვივას საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

ბონვივას გამოყენების დროს სისხლში კალციუმის, ფოსფორის ანდა მაგნიუმის დონე შეიძლება დაეცეს. აღნიშნულის რეგულირებისთვის ექიმი შეიძლება მინერალების შემცველ ინექციებს გაგიკეთებთ.

თუ, ბონვივას მიღება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაგახსენდებათ, უმოკლეს დროში დავიწყებული ინექციის დოზა უნდა გაიკეთოთ. შემდეგ კი, ბოლოს გაკეთებული ინექციის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ბონვივას ინექციის გაკეთება უნდა გააგრძელოთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

ბონვივათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

იმისათვის, რომ მკურნალობაზე მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოთ, რეკომენდირებულია ბონვივას ინექციების გაკეთება რეგულარულდ, ყოველ 3 თვეში ერთხელ მანამ, სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ. ოსტეოპოროზის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ბონვივას ინექციების რეგულარულ გაკეთებას გააგრძელებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე ცვლილებას ვერ შეამჩნებთ ანდა ვერ იგრძნობთ. ბონვივას 5 წლიანი მოხმარების შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია წამლის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ბონვივათი მკრუნალობის დროს, საჭიროა ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით კალციუმის და D ვიტამინის დანამატების მიღება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ბონვივაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

როგორც სხვა წამლების შემთხვევაში, ბონვივას მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველასთან არა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ბონვივას გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

ქავილი, ენის, ხახის, ტუჩების და სახის შეშუპება,რასაც თან ახლავს ჩასუნთქვა-ამოსუნთვის გაძნელება.

მუდმივი თვალის ტკივილი და ჩირქოვანი ანთება( გახანგრძლივებული)

ბარძაყში, მენჯში ანდა საზარდულის არეში ახლად გამოვლენილი ტკივილი, ძალის დაქვეითება ანდა დისკომფორტი. აღნიშნული ჩივილები შეიძლება ბარძყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობის ადრეული ნიშნები იყოს.

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

პირის ღრუში ანდა ყბაში ტკივილი ანდა დისკომფორტი. ამ დროს შეიძლება ყბის სერიოზული პრობლემების ადრეული ნიშნები გამოგივლინდეთ (ყბის ძვლის ნეკროზი (ძვლოვანი ქსოვილის დაშლა, სიკვდილი).

თუ, ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და /ანდა ყურის ინფექცია გექნებათ, ექიმს მიმართეთ. ეს აღნიშნული შეიძლება ყურში არსებული ძვლების დაზიანების ნიშნები იყოს.

სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (იხილეთ ნაწილი-2).

კანის სერიოზული, არასასურველი რეაქციები.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფში ვლინდება)

თავის ტკივილი

კუჭის ტკივილი (გასტრიტის მსგავსი) ანდა მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა ანდა ყაბზობა

კუნთების, სახსრების ანდა ზურგის ტკივილი

დაღლილობა და მოთენთილობა

ცხელება, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლების ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები. თუ აღნიშნული ეფექტებიდან რომელიმე შეგაწუხებთ ანდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტი დროით გაგრძელდება, თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

გამონაყარი

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება)

ვენების ჩირქოვანი ანთება

ინექციის ადგილას ტკივილი ანდა დაზიანება

ძვლების ტკივილი

სისუსტის შეგრძნება

ასთმის შეტევები

იშვიათი (1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

ურტიკარია

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ბონვივას შენახვა

ბონვივა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ბონვივა <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ბონვივა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ბონვივა არ გამოიყენოთ.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ალი რაიფ ილაჩ სანაი

იეშილჯეს დასახლება, დოღას ქ.N:4. 34418 ქაღითჰანე/სტამბული

წარმოების ადგილი:

შპს. Atnahs Pharma UK ლიცენზიით

F. Hoffman-La Roche Ltd. Basel/İsviçre adına Vetter Pharma-Fertigung/GmbH&Co.KG, ლანგენარგენი, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 27/04/2020 დამოწმებულია.

აღნიშნული ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ პროდუქტის მოკლე ინფორმაცია.

ბონვივა 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარის გაკეთება:

ბონვივას 3 მგ /3 მლ საინექციო ხსნარის ინექცია 15-30 წამის განმავლობაში ინჟექტირებული უნდა იქნას.

ხსნარი გამაღიზიანებელია, ამიტომ ინექცია მხოლოდ ინტრავენური გზით უნდა იქნას შეყვანილი, თუ, შეცდომით ანდა შემთხვევით ვენის ირგვლივ ქსოვილებში ინჟექტირდება, ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ლოკალური გაღიზიანება, ტკივილი და ჩირქოვანი ანთება.

ბონვივას 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარი კალციუმის შემცველ ხსნარებთან (რინგერ-ლაქტატის ხსნარი, კალციუმის, ჰეპარინის მსგავსი) ანდა სხვა ინტრავენური გზით შეყვანილ წამლებს არ უნდა შეურიოთ.

თუ, ბონვივა უკვე არსებულ ინტრავენური ინფუზიის გზით უნდა გაკეთდეს, ინტრავენური ინფუზია იზოტონური მარილიანი ანდა 50მგ/მლ (5%) გლუკოზის ხსნარით უნდა შემოისაზღვროს.

დავიწყებული დოზა:

თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი მოგიხერხდებათ ინექცია გაიკეთეთ. შემდეგი ინექცია, ბოლო ინექციიდან დაწყებული, 3 თვეში ერთხელ გაიკეთეთ.

დოზის გადაჭარბება:

ბონვივას დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სპეციფიკური ინფორმაცია არ არსებობს.

ამ ჯგუფის ნაერთებთან დაკაშირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტრავენურად დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზიები, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია და ჰიპომაგნეზემია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი დოზებით კალციუმის გლუკონატის, კალიუმის ანდა ნატრიუმის ფოსფატის და მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზია.

ზოგადი რეკომენდაცია:

როგორც, სხვა ბიფოსფონატების ინტრავენური გამოყენების შემთვევაში, ბონვივას 3 მგ/3 მლ საინექციო ხსნარის ინტრავენური შეყვანის დროსაც შეიძლება განვითარდეს სისხლის შრატში კალციუმის მაჩვენებლის დროებითი დაცემა.

ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰიპოკალცემიის და ძვლის შემადგენლობის,ასევე მინერალური ბალანის განსაზღვრა და შესაბამისი მკრუნალობა. ყველა ავადმყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის მიღება, ამიტომ ყველა ავადმყოფმა დამატებით უნდა მიიღოს კალციუმი და D ვიტამინი დანამატის სახით.

ავადმყოფები, რომელთაც სხვა დაავადებები აქვთ ანდა ისეთ წამალს ღებულობენ, რომელიც თირკმლებზე მოულოდნელ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, საჭიროა მკურნალობის განმავლობაში ამ ავადმყოფის რეგულარული კლინიკური შეფასება.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა