პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ივადრონი 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

IVADRON® 150mg film-coated tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ibandronic acid
ფორმა და შეფუთვა
150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №1
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-024788
რეგისტრირებულია
27 მარტი 2018, მოქმედებს 27 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაივადრონი 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ივადრონი 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას.

ივადრონს შეუძლია შეაჩეროს ძვლის დაშლა ძვლის ნივთიერებათა შემდგომი კარგვის შეჩერების საშუალებით და გაზრდოს ძვლის მასა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხედავენ ან/და ვერ გრძნობენ განსხვავებას. ივადრონს შეუძლია შეამციროს ძვლის მოტეხილობის (ფრაქტურა) რისკი. დამტკიცებულია ხერხემლის ფრაქტურის რისკის შემცირება, მაგრამ არა თეძოს ძვლების.

ივადრონის ინიშნება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ მენოპაუზის შემდეგ, ვინაიდან ამ პერიოდში ფრაქტურის რისკი მეტია. ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და სიმყიფე, რაც უფრო ხშირად ემართებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები წყვეტენ ქალური ჰორმონის-ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას. რაც უფრო ადრე შედის ქალი მენოპაუზის ფაზაში, მით უფო მეტია ფრაქტურის რისკი ოსტეოპოროზის დროს.

სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდოს ფრაქტურის რისკი არის შემდეგი:

კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა საკვებში;

თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება;

არასაკმარისი მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა;

ოსტეოპოროზის შემთხვევების არსებობა ოჯახში;

ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე ეხმარება მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მკურნალობის დროს. ეს მოიცავს:

  • ბალანსირებული ,კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება;
  • მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვა,
  • მოწევაზე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ივადრონის ჩვეულებრივი დოზაა 1 აბი თვეში ერთხელ.

თქვენი აბის მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები. ეს მითითებები დაგეხმარებათ ივადრონის აბის ჩაყლაპვაში საყლაპავის გაღიზიანების გარეშე. - მიიღეთ ივადრონის 1 აბი (150 მგ) თვეში ერთხელ.

  • შეარჩიეთ თვის ერთი დღე, რომელსაც ადვილად დაიმახსოვრებთ, რათა მიიღოთ ივადრონი ერთსადაიმავე რიცხვში (მაგ. ყოველი თვის 1-ელი დღე).
  • მიიღეთ ივადრონის აბი საკვების და სასმელის (წყლის გარდა) მიღებიდან 6 საათის შემდეგ. - მიიღეთ ივადრონის აბი:
  • დილით უზმოზე და
  • სანამ საკვებს ან სასმელს მიიღებთ(ცარიელ კუჭზე)
  • გადაყლაპეთ ივადრონის ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად (მინ. 180გრ.) .

არ მიიღოთ აბი ისეთ წყალთან, რომელსაც აქვს კალციუმის მაღალი შემადგენლობა, ნატურალურ წვენთან ან რომელიმე სხვა სასმელთან ერთად. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ონკანის წყალი შეიცავს კალციუმს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩამოსხმული ბოთლის წყალი დაბალი მინერალური შემცველობით,

  • ჩაყლაპეთ აბი მთლიანად, არ დაღეჭოთ, არ დააქუცმაცოთ პირში და არ დაუშვათ, რომ ის გაიხსნას პირში.
  • აბის მიღებიდან 1 საათი (60 წუთი) არ მიიღოთ წოლითი მდგომარეობა, რადგანაც თუ თქვენ არ იქნებით ვერტიკალურ მდგომარეობაში (დგომა ან ჯდომა) ამ პრეპარატის ნაწილი შესაძლოა დაბრუნდეს უკან საყლაპავში.

აბის მიღებიდან 1 საათი არ უნდა მიიღოთ საკვები და სასმელი (წყლის გარდა, თუ ეს აუცილებელია). 1 საათის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სასმელი.

  • საკვების მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წოლით მდგომარეობას ან მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალება.

გააგრძელეთ ივადრონის მიღება

ძალიან მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ივადრონის მიღება იმდენი, რამდენიც დაგინიშნა ექიმმა. ივადრონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვუს გააგრძელოთ თუ არა ივადრონის მიღება.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტ ივადრონი

თუ თქვენ შემთხვევით მიიღებთ 1 ტაბლეტზე მეტ ივადრონს, დალიეთ 1 ფინჯანი რძე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის გაღიზიანება.

თუ თქვენ გამოტოვეთ ივადრონის მიღება

  • თუ დაგავიწყდათ ივადრონის მიღება თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, დილით უზმოზე, აღარ მიიღოთ ეს აბი დღის სხვა დროს.

გადახედეთ თქვენს კალენდარს და ნახეთ როდის არის შემდეგი დოზის მიღების დრო. თუ თქვენ დაგავიწყდათ ივადრონის მიღება თქვენს მიერ შერჩეულ დღეს და თუ წამლის შემდეგი მიღების დრო დაგეგმილია მომდევნო 1-7 დღის პერიოდში: არასდროს არ მიიღოთ 2 აბი ივადრონი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ უნდა დაელოდოთ შემდეგ დაგეგმილ დროს და მიიღოთ წამალი ჩვეულებრივად, ანუ 1 აბი ერთხელ თვეში, როგორც გქონდათ დაგეგმილი. თუ თქვენ დაგავიწყდათ აბის მიღება თქვენს მიერ დაგეგმილ დღეს და შემდეგი მიღების დრო არის მომდევნო 7 დღის შემდგომ პერიოდში: თქვენ უნდა მიიღოთ აბი გახსენებიდან მეორე დღესვე დილით და შემდეგ ისევ გააგრძელოთ მისი მიღება ჩვეულებრივად დაგეგმილ დღეებში.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ ხართ ალერგიული იბანდრონის მჟავის ან ამ წამლის ზოგიერთ შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პუნქტი 6.) ;

თუ თქვენ გაქვთ გარკვეული საყლაპავის პრობლემები, მაგ. შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება;

თუ თქვენ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში;

თუ თქვენ წარსულში გქონდათ ან ახლაც გაქვთ კალციუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში. გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან;

სიფრთხილის ზომები

ძალიან მცირე შეტყობინებაა ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) არასასურველი რეაქციის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც პოსტმარკეტინგულ პერიოდში ღებულობდნენ ივადრონს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ყბის ოსტეონეკროზი შეიძლება ასევე წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ზომები ყბის ოსტეონეკროზის თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ეს დაავადება ძნელად იკურნება. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს/მედდას, თუ თქვენ გაქვთ:

  • ტუჩების, კბილების პრობლემები, მაგ. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ღრძილების დაავადება ან თუ თქვენ გეგმავთ კბილის ამოღებას,
  • არ დადიხართ ხშირად სტომატოლოგთან ან ბოლო სტომატოლოგიური დათვალიერება დიდი ხნის წინ გაიარეთ.
  • თუ თქვენ ხართ მწეველი ( ეს ზრდის სტომატოლოგიურ პრობლემათა რისკს);
  • თუ თქვენ ადრე მკურნალობდით ბიფოსფონატით (ძვლის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები),
  • იღებთ კორტიკოსტეროიდებს (მაგ. პრედნიზოლონს ან დექსამეტაზონს),
  • თუ თქვენ გაქვთ კიბო.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ივადრონით მკურნალობის დაწყებამდე.

სანამ თქვენ მკურნალობთ, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (რეგულარულად კბილის გაწმენდის ჩათვლით) და ჩაიტაროთ რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება. თუ თქვენ ატარებთ პროთეზებს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი მყარად არის ჩასმული. თუ თქვენ აპირებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილია სტომატოლოგიუროი ოპერაცია, მაგ. კბილის ამოღება, აცნობეთ თქვენს ექიმს სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებით და აცნობეთ სტომატოლოგს, რომ თქვენ მკურნალობთ ივადრონით. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე პრობლემა პირის ღრუში ან კბილებზე, მაგ. კბილის მოძრაობა, ტკივილი, შესიება ან შეუხოცებელი ჭრილობა, ან ჩირქიანი კბილი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

ზოგიერთი პაციენტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ივადრონის მიღების დროს. ივადრონის მიღებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა:

თუ თქვენ გაქვთ მინერალების ცვლის დარღვევა (D ვიტამინის ნაკლებობა);

თუ თქვენი თირკმელი ნორმალურად არ ფუნქციონირებს;

თუ თქვენ გაქვთ საყლაპავის და ყლაპვის გაძნელების პრობლემა ;

თქვენ შეგიძლიათ გამოგივლინდეთ საყლაპავის გაღიზიანება, ანთება, ხშირად- გამოხატული ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, ძლიერი ტკივილი საკვების ან/ და სითხის ყლაპვისას, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დალევთ ამ პრეპარატს 1 სავსე ჭიქის წყლის მიყოლებით ან თუ თქვენ იქნებით 1 საათი წოლით მდგომარეობაში ივადრონის მიღების შემდეგ. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ(იხ. პუნქტი.3).

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ივადრონი ბავშვებს და 18 წლის ასაკამდე მოზარდებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, იღებდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს, განსაკუთრებით:

  • საკვებ დანამატებს, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას ან ალუმინს, რადგანაც ამ პრეპარატებმა შეაძლოა მოახდენს ზეგავლენა ივადრონის ეფექტურობაზე;
  • აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა (იბუპროფენის, დიკლოფენაკ ნატრიუმის და ნაპროქსენის ჩათვლით) შეიძლება გამოიწვიოს კუჭის და ნაწლავების გაღიზიანება . ივადრონსაც შეუძლია გამოიწვიოს ეს გაღიზიანებები. ასე, რომ თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, თუ თქვენ იღებთ ტკივილგამაყუჩებელს ან ანთებისსაწინააღმდეწგო პRეპარატებს ივადრონის მიღების დროს.

ივადრონის ტაბლეტის მიღებიდან, რომელიც გამოიყენება თვეში ერთხელ, მოიცადეთ 1 (ერთი) საათი, სანამ მიიღეთ ნებისმიერ სხვა სამედიცინო პრეპარატს, მათ შორის , საჭმლის

მონელებისთვის, კალციუმის დანამატები და ვიტამინები.

ივადრონი, საკვები პროდუქტები და ალკოჰოლი

არ მიიღოთ ივადრონი საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგანაც ივადრონის ეფექტურობა მცირდება საკვებ პოდუქტებთან ერთად.

ივადრონი უნდა მიიღოთ მხოლოდ წყალთან ერთად. ერთი საათის შემდეგ ივადრონის მიღებიდან შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე (იხ.პუნქტი 3 როგორ მივიღოთ ივადრონი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ივადრონი მიიღება ქალებში მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში და ის არ უნდა მიიღონ ქალებმა შვილოსნობის პეიოდში. არ მიიღოთ ივადრონი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, რადგანაც ივადრონი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვაზე, ან ძალიან მცირედ მოქმედებს თქვენს უნარზე მანქანის მართვისას.

ივადრონი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, (მაგ. თუ გაქვთ გალაქტოზური აუტანლობა, Lapp ლაქტაზური დეფიციტი ან გაქვთ გლუკოზა-გალაქტოზის ათვისების პობლემები) მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.

ივადრონი შეიცავს ნატრიუმს 1მმოლ-ზე ნაკლებს (23მგ დოზაში), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს, თუ თქვენ აღმოაჩენთ შემდეგ არასასურველ რეაქციებს, რადგანაც შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა.

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1 -მდე ადამიანს):

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელის ყლაპვის დროს,ძლიერი გულისრევა ან ღებინება, ყლაპვის გაძნელება. თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ საყლაპავის ანთება ძლიერი გაღიზიანების გამო ან საყლაპავის შევიწროება.

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 -მდე ადამიანს):

  • ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა,
  • თვალის ტკივილი და ანთება,
  • ბარძაყის, მენჯის ან საზარდულის სისუსტე ან დისკომფორტი. შეიძლება გაჩნდეს ბარძაყის ძვლის ატიპიური ფრაქტურის ადრეული ნიშნები.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს):

  • პირის ან ყბის ტკივილი ან გაღიზიანება, შეიძლება გაგიჩნდეთ ყბის მძიმე პრობლემების ადრეული ნიშნები (ყბის ძვლის ნეკროზი),
  • სერიოზული, პოტენციური სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
  • კანის მძიმე არასასურველი რეაქციები.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გექნებათ ყურის ტკივილი, გამონაჟონი ყურიდან ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურის ძვლის დაზიანების შედეგი.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • თავის ტკივილი,
  • გულძმარვა, დისკომფორტი ყლაპვის დროს, ტკივილი კუჭში ან მუცლის არეში (ეს შესაძლოა მოხდეს კუჭის ანთების გამო) საყლაპავის დაზიანება, ღებინება, ფაღარათი, - - ---- -- კუნთის კრუნჩხვები, სახსრების კიდურების დაძაბვა,
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, კრუნჩხვები, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლის, კუნთების და სახსრების ტკივილი, გამონაყარი. აცნობეთ თქვენს მედდას ან ექიმს თუ ზოგიერთი ამ რეაქციიდან შეგაწუხებთ ერთ ან რამდენიმე დღის განმავლობაში.

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1 ადამიანს):

  • თავბრუსხვევა,
  • გაზები (მეტეორიზმი),
  • ზურგის ტკივილი,
  • დაღლილობა და გამოფიტვა,
  • ასთმური შეტევები;

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ადამიანს):

  • 12-გოჯა ნაწლავის ანთება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს,
  • ურტიკარია.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა იბანდრონის მჟავა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 150მგ იბანდრონის მჟავას

( ნატრიუმის მონოჰიდრატის სახით).

სხვა შემადგენლობა: ტაბლეტის შიგთავსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), პოვიდონს K25, კროსპოვიდონს (E1202), ნატრიუმის სტეარილფუმარატს , კოლოიდურ უწყლო სილიციუმის დიოქსიდს ( E551).

ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464), ტიტანის დიოქსიდს (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატს, მაკროგოლს 3000 ( E1521), ტრიაცეტინს.

ივადრონის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

ივადრონი არის გარსით დაფარული თითქმის თეთრი ან თეთრი ტაბლეტები მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, 11მმ დიამეტრით, 1 ან 3 შემოგარსული ტაბლეტი სამფენიან ბლისტერში შეფუთული, მყარ უფერო გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ ან ალუმინის ბლისტერში.

თითოეული ბლისტერი შეფუთულია მუყაოს შეფუთვაში პაციენტებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციასთან ერთად.

შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ტიპის შეფუთვა.

გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სს „სოფარმა“

„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16; ქ. სოფია 1220, ბულგარეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია გამოსაყენებლად ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

ბულგარეთი: ივადრონი გარსით დაფარული ტაბლეტები,

ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: იანვარი 2017 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ის მუყაოს შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ „ვარგისია -მდე“. ვარგისიანობის ვადაა მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

ივადრონი ® 150მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

IVADRON ®150 mg film-coated tablets

იბანდრონის მჟავა (ibandronic acid)

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია ამ წამლის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, თუ თქვენი დაავადების ნიშნები არის მსგავსი.

თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში (იხ.პუნქტი .4).

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რას წარმოადგენს ივადრონი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ივადრონის მიღებამდე

როგორ მიიღოთ ივადრონი

შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორ ინახება ივადრონი

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ივადრონი და რისთვის გამოიყენება ის

ივადრონი მიეკუთვნება ე.წ. ბიფოსფონატებად წოდებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბანდრონის მჟავას.

ივადრონს შეუძლია შეაჩეროს ძვლის დაშლა ძვლის ნივთიერებათა შემდგომი კარგვის შეჩერების საშუალებით და გაზრდოს ძვლის მასა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხედავენ ან/და ვერ გრძნობენ განსხვავებას. ივადრონს შეუძლია შეამციროს ძვლის მოტეხილობის (ფრაქტურა) რისკი. დამტკიცებულია ხერხემლის ფრაქტურის რისკის შემცირება, მაგრამ არა თეძოს ძვლების.

ივადრონის ინიშნება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ მენოპაუზის შემდეგ, ვინაიდან ამ პერიოდში ფრაქტურის რისკი მეტია. ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და სიმყიფე, რაც უფრო ხშირად ემართებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები წყვეტენ ქალური ჰორმონის-ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას. რაც უფრო ადრე შედის ქალი მენოპაუზის ფაზაში, მით უფო მეტია ფრაქტურის რისკი ოსტეოპოროზის დროს.

სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდოს ფრაქტურის რისკი არის შემდეგი:

კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა საკვებში;

თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება;

არასაკმარისი მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა;

ოსტეოპოროზის შემთხვევების არსებობა ოჯახში;

ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე ეხმარება მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მკურნალობის დროს. ეს მოიცავს:

  • ბალანსირებული ,კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება;
  • მოძრაობა ან სხვა ფიზიკური დატვირთვა,
  • მოწევაზე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა.

რა უნდა იცოდეთ ივადრონის მიღებამდე.

არ მიიღოთ ივადრონი:

თუ თქვენ ხართ ალერგიული იბანდრონის მჟავის ან ამ წამლის ზოგიერთ შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პუნქტი 6.) ;

თუ თქვენ გაქვთ გარკვეული საყლაპავის პრობლემები, მაგ. შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება;

თუ თქვენ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში;

თუ თქვენ წარსულში გქონდათ ან ახლაც გაქვთ კალციუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში. გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან;

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ძალიან მცირე შეტყობინებაა ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) არასასურველი რეაქციის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც პოსტმარკეტინგულ პერიოდში ღებულობდნენ ივადრონს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ყბის ოსტეონეკროზი შეიძლება ასევე წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ზომები ყბის ოსტეონეკროზის თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ეს დაავადება ძნელად იკურნება. ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შესამცირებლად არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს/მედდას, თუ თქვენ გაქვთ:

  • ტუჩების, კბილების პრობლემები, მაგ. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ღრძილების დაავადება ან თუ თქვენ გეგმავთ კბილის ამოღებას,
  • არ დადიხართ ხშირად სტომატოლოგთან ან ბოლო სტომატოლოგიური დათვალიერება დიდი ხნის წინ გაიარეთ.
  • თუ თქვენ ხართ მწეველი ( ეს ზრდის სტომატოლოგიურ პრობლემათა რისკს);
  • თუ თქვენ ადრე მკურნალობდით ბიფოსფონატით (ძვლის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები),
  • იღებთ კორტიკოსტეროიდებს (მაგ. პრედნიზოლონს ან დექსამეტაზონს),
  • თუ თქვენ გაქვთ კიბო.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სტომატოლოგთან ვიზიტი ივადრონით მკურნალობის დაწყებამდე.

სანამ თქვენ მკურნალობთ, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჰიგიენა (რეგულარულად კბილის გაწმენდის ჩათვლით) და ჩაიტაროთ რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება. თუ თქვენ ატარებთ პროთეზებს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი მყარად არის ჩასმული. თუ თქვენ აპირებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილია სტომატოლოგიუროი ოპერაცია, მაგ. კბილის ამოღება, აცნობეთ თქვენს ექიმს სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებით და აცნობეთ სტომატოლოგს, რომ თქვენ მკურნალობთ ივადრონით. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე პრობლემა პირის ღრუში ან კბილებზე, მაგ. კბილის მოძრაობა, ტკივილი, შესიება ან შეუხოცებელი ჭრილობა, ან ჩირქიანი კბილი, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები.

ზოგიერთი პაციენტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ივადრონის მიღების დროს. ივადრონის მიღებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა:

თუ თქვენ გაქვთ მინერალების ცვლის დარღვევა (D ვიტამინის ნაკლებობა);

თუ თქვენი თირკმელი ნორმალურად არ ფუნქციონირებს;

თუ თქვენ გაქვთ საყლაპავის და ყლაპვის გაძნელების პრობლემა ;

თქვენ შეგიძლიათ გამოგივლინდეთ საყლაპავის გაღიზიანება, ანთება, ხშირად- გამოხატული ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, ძლიერი ტკივილი საკვების ან/ და სითხის ყლაპვისას, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დალევთ ამ პრეპარატს 1 სავსე ჭიქის წყლის მიყოლებით ან თუ თქვენ იქნებით 1 საათი წოლით მდგომარეობაში ივადრონის მიღების შემდეგ. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ(იხ. პუნქტი.3).

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ივადრონი ბავშვებს და 18 წლის ასაკამდე მოზარდებს.

სხვა წამლები და ივადრონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, იღებდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს, განსაკუთრებით:

  • საკვებ დანამატებს, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას ან ალუმინს, რადგანაც ამ პრეპარატებმა შეაძლოა მოახდენს ზეგავლენა ივადრონის ეფექტურობაზე;
  • აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა (იბუპროფენის, დიკლოფენაკ ნატრიუმის და ნაპროქსენის ჩათვლით) შეიძლება გამოიწვიოს კუჭის და ნაწლავების გაღიზიანება . ივადრონსაც შეუძლია გამოიწვიოს ეს გაღიზიანებები. ასე, რომ თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, თუ თქვენ იღებთ ტკივილგამაყუჩებელს ან ანთებისსაწინააღმდეწგო პRეპარატებს ივადრონის მიღების დროს.

ივადრონის ტაბლეტის მიღებიდან, რომელიც გამოიყენება თვეში ერთხელ, მოიცადეთ 1 (ერთი) საათი, სანამ მიიღეთ ნებისმიერ სხვა სამედიცინო პრეპარატს, მათ შორის , საჭმლის

მონელებისთვის, კალციუმის დანამატები და ვიტამინები.

ივადრონი, საკვები პროდუქტები და ალკოჰოლი

არ მიიღოთ ივადრონი საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგანაც ივადრონის ეფექტურობა მცირდება საკვებ პოდუქტებთან ერთად.

ივადრონი უნდა მიიღოთ მხოლოდ წყალთან ერთად. ერთი საათის შემდეგ ივადრონის მიღებიდან შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე (იხ.პუნქტი 3 როგორ მივიღოთ ივადრონი).

ორსულობა და ძუძუთი კვება და ფერტილობა

ივადრონი მიიღება ქალებში მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში და ის არ უნდა მიიღონ ქალებმა შვილოსნობის პეიოდში. არ მიიღოთ ივადრონი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, რადგანაც ივადრონი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვაზე, ან ძალიან მცირედ მოქმედებს თქვენს უნარზე მანქანის მართვისას.

ივადრონი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, (მაგ. თუ გაქვთ გალაქტოზური აუტანლობა, Lapp ლაქტაზური დეფიციტი ან გაქვთ გლუკოზა-გალაქტოზის ათვისების პობლემები) მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ივადრონის მიღებამდე.

ივადრონი შეიცავს ნატრიუმს 1მმოლ-ზე ნაკლებს (23მგ დოზაში), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ მიიღება ივადრონი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ივადრონის ჩვეულებრივი დოზაა 1 აბი თვეში ერთხელ.

თქვენი აბის მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები. ეს მითითებები დაგეხმარებათ ივადრონის აბის ჩაყლაპვაში საყლაპავის გაღიზიანების გარეშე. - მიიღეთ ივადრონის 1 აბი (150 მგ) თვეში ერთხელ.

  • შეარჩიეთ თვის ერთი დღე, რომელსაც ადვილად დაიმახსოვრებთ, რათა მიიღოთ ივადრონი ერთსადაიმავე რიცხვში (მაგ. ყოველი თვის 1-ელი დღე).
  • მიიღეთ ივადრონის აბი საკვების და სასმელის (წყლის გარდა) მიღებიდან 6 საათის შემდეგ. - მიიღეთ ივადრონის აბი:
  • დილით უზმოზე და
  • სანამ საკვებს ან სასმელს მიიღებთ(ცარიელ კუჭზე)
  • გადაყლაპეთ ივადრონის ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად (მინ. 180გრ.) .

არ მიიღოთ აბი ისეთ წყალთან, რომელსაც აქვს კალციუმის მაღალი შემადგენლობა, ნატურალურ წვენთან ან რომელიმე სხვა სასმელთან ერთად. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ონკანის წყალი შეიცავს კალციუმს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩამოსხმული ბოთლის წყალი დაბალი მინერალური შემცველობით,

  • ჩაყლაპეთ აბი მთლიანად, არ დაღეჭოთ, არ დააქუცმაცოთ პირში და არ დაუშვათ, რომ ის გაიხსნას პირში.
  • აბის მიღებიდან 1 საათი (60 წუთი) არ მიიღოთ წოლითი მდგომარეობა, რადგანაც თუ თქვენ არ იქნებით ვერტიკალურ მდგომარეობაში (დგომა ან ჯდომა) ამ პრეპარატის ნაწილი შესაძლოა დაბრუნდეს უკან საყლაპავში.

აბის მიღებიდან 1 საათი არ უნდა მიიღოთ საკვები და სასმელი (წყლის გარდა, თუ ეს აუცილებელია). 1 საათის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სასმელი.

  • საკვების მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წოლით მდგომარეობას ან მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალება.

გააგრძელეთ ივადრონის მიღება

ძალიან მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ივადრონის მიღება იმდენი, რამდენიც დაგინიშნა ექიმმა. ივადრონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვუს გააგრძელოთ თუ არა ივადრონის მიღება.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტ ივადრონი

თუ თქვენ შემთხვევით მიიღებთ 1 ტაბლეტზე მეტ ივადრონს, დალიეთ 1 ფინჯანი რძე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის გაღიზიანება.

თუ თქვენ გამოტოვეთ ივადრონის მიღება

  • თუ დაგავიწყდათ ივადრონის მიღება თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, დილით უზმოზე, აღარ მიიღოთ ეს აბი დღის სხვა დროს.

გადახედეთ თქვენს კალენდარს და ნახეთ როდის არის შემდეგი დოზის მიღების დრო. თუ თქვენ დაგავიწყდათ ივადრონის მიღება თქვენს მიერ შერჩეულ დღეს და თუ წამლის შემდეგი მიღების დრო დაგეგმილია მომდევნო 1-7 დღის პერიოდში: არასდროს არ მიიღოთ 2 აბი ივადრონი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ უნდა დაელოდოთ შემდეგ დაგეგმილ დროს და მიიღოთ წამალი ჩვეულებრივად, ანუ 1 აბი ერთხელ თვეში, როგორც გქონდათ დაგეგმილი. თუ თქვენ დაგავიწყდათ აბის მიღება თქვენს მიერ დაგეგმილ დღეს და შემდეგი მიღების დრო არის მომდევნო 7 დღის შემდგომ პერიოდში: თქვენ უნდა მიიღოთ აბი გახსენებიდან მეორე დღესვე დილით და შემდეგ ისევ გააგრძელოთ მისი მიღება ჩვეულებრივად დაგეგმილ დღეებში.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს, თუ თქვენ აღმოაჩენთ შემდეგ არასასურველ რეაქციებს, რადგანაც შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა.

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1 -მდე ადამიანს):

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელის ყლაპვის დროს,ძლიერი გულისრევა ან ღებინება, ყლაპვის გაძნელება. თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ საყლაპავის ანთება ძლიერი გაღიზიანების გამო ან საყლაპავის შევიწროება.

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 -მდე ადამიანს):

  • ქავილი, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა,
  • თვალის ტკივილი და ანთება,
  • ბარძაყის, მენჯის ან საზარდულის სისუსტე ან დისკომფორტი. შეიძლება გაჩნდეს ბარძაყის ძვლის ატიპიური ფრაქტურის ადრეული ნიშნები.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს):

  • პირის ან ყბის ტკივილი ან გაღიზიანება, შეიძლება გაგიჩნდეთ ყბის მძიმე პრობლემების ადრეული ნიშნები (ყბის ძვლის ნეკროზი),
  • სერიოზული, პოტენციური სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
  • კანის მძიმე არასასურველი რეაქციები.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ გექნებათ ყურის ტკივილი, გამონაჟონი ყურიდან ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურის ძვლის დაზიანების შედეგი.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • თავის ტკივილი,
  • გულძმარვა, დისკომფორტი ყლაპვის დროს, ტკივილი კუჭში ან მუცლის არეში (ეს შესაძლოა მოხდეს კუჭის ანთების გამო) საყლაპავის დაზიანება, ღებინება, ფაღარათი, - - ---- -- კუნთის კრუნჩხვები, სახსრების კიდურების დაძაბვა,
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, კრუნჩხვები, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლის, კუნთების და სახსრების ტკივილი, გამონაყარი. აცნობეთ თქვენს მედდას ან ექიმს თუ ზოგიერთი ამ რეაქციიდან შეგაწუხებთ ერთ ან რამდენიმე დღის განმავლობაში.

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1 ადამიანს):

  • თავბრუსხვევა,
  • გაზები (მეტეორიზმი),
  • ზურგის ტკივილი,
  • დაღლილობა და გამოფიტვა,
  • ასთმური შეტევები;

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ადამიანს):

  • 12-გოჯა ნაწლავის ანთება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს,
  • ურტიკარია.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

როგორ ინახება ივადრონი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ის მუყაოს შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ „ვარგისია -მდე“. ვარგისიანობის ვადაა მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს ივადრონი:

  • აქტიური ნივთიერებაა იბანდრონის მჟავა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 150მგ იბანდრონის მჟავას

( ნატრიუმის მონოჰიდრატის სახით).

სხვა შემადგენლობა: ტაბლეტის შიგთავსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), პოვიდონს K25, კროსპოვიდონს (E1202), ნატრიუმის სტეარილფუმარატს , კოლოიდურ უწყლო სილიციუმის დიოქსიდს ( E551).

ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464), ტიტანის დიოქსიდს (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატს, მაკროგოლს 3000 ( E1521), ტრიაცეტინს.

ივადრონის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

ივადრონი არის გარსით დაფარული თითქმის თეთრი ან თეთრი ტაბლეტები მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, 11მმ დიამეტრით, 1 ან 3 შემოგარსული ტაბლეტი სამფენიან ბლისტერში შეფუთული, მყარ უფერო გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ ან ალუმინის ბლისტერში.

თითოეული ბლისტერი შეფუთულია მუყაოს შეფუთვაში პაციენტებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციასთან ერთად.

შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ტიპის შეფუთვა.

გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სს „სოფარმა“

„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16; ქ. სოფია 1220, ბულგარეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია გამოსაყენებლად ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

ბულგარეთი: ივადრონი გარსით დაფარული ტაბლეტები,

ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: იანვარი 2017 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა