პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

იბიქსი

Ibix

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: - მწვავე შუა ოტიტი - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი) - ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის და არა-ჰოსპიტალური პნევმონიის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფიქსიმ (cefixime)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 100მგ/5მლ 120მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ბოთლი №1
მწარმოებელი
Laboratorios Atral, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD08
რეგისტრაციის ნომერი
რ-044106
რეგისტრირებულია
7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
D&FISHER CO LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „3დ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიბიქსი და სხვა წამალი ერთად

იბიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე შუა ოტიტი
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის და არა-ჰოსპიტალური პნევმონიის გამწვავება)
  • საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)
  • გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი.

გასათვალისწინებელია ოფიციალური ეროვნული/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, თუ არა ხართ დარწმუნებული.

პერორალური სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ბოთი ფხვნილის გასაფხვიერებლად. დაამატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ბოთლის ეტიკეტზე მოცემულ ნიშნულამდე და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას.

დოზირება

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზირებაა:

ბავშვებში:

  • იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია: 8 მგ/კგ, დღეში ერთჯერ.

გახსნილი სუსპენზიისათვის, დოზირება ჩვეულებრივ შემდეგია:

  • 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან ½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
  • 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
  • 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 + 1/½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.

თირკმლის უკმარისობა

პედიატრიულ და მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში თირკმლის უკმარისობის დროს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისი; ამიტომ ცეფიქსიმის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფებში რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზია. ცეფიქსიმის დოზის გადაჭარბების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. 2 გ-მდე დოზები ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზომიერ ეფექტებს, რომელიც არ განსხვავდებოდა თერაპიულ დოზებზე დაფიქსირებული ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პერორალური მიღება მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში) და საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰიდრატაცია და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.

ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით ნივთიერების შესაბამისი რაოდენობა არ გამოიყოფა.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან წაიღეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მანამდე და გააგრძელეთ როგორც ადრე.

თუ შეწყვეტთ იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზიას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მითითებულ პერიოდამდე, რადგანაც კვლავ იგრძნობთ ადრინდელ სიმპტომებს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ხართ ალერგიული ცეფიქსიმის ან იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ;
  • თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიმართ: -

თუ ადრე გქონიათ რაიმე სახის ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას.

  • თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გიტარდებათ ჰემოდიალიზი. ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია, მაგრამ უფრო დაბალი დოზით.
  • თუ გაწუხებთ მძიმე დიარეა, მუცლის ტკივილი, სპაზმები ან თუ შეამჩნევთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს თქვენს განავალში, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ან შეაჩერონ ნაწლავის (პერისტალტიკური) მოძრაობები, არ უნდა იქნას გამოყენებული.

ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკრო ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ეფექტები ლაბორატორიულ ტესტებზე

ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინებმა, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ლაბორატორიულ ტესტებში (ბენედიქტის ან ფელინგის ტესტი, როგორც წესი, გამოიყენება დიაბეტიკებში, ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს ცეფიქსიმის მიღების შესახებ) და კუმბსის რეაქცია (ანტისხეულების აღმოჩენა).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ერთდროულად სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გახსნილი სუსპენზია შეიძლება განზავდეს წყალში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო ნეგატიური ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი მიიჩნევს მიიჩნევს მას შესაფერისად.

ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, რადგანაც მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ არსებობს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ თქვენ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ უნდა მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ თქვენი ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შეიძლება მავნებელი იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი და თავისთავად უკუგანვითარებადი ხასიათის.

შემდეგი გვერდითი ეფექტები საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას, თუ თქვენ განიცდით მათ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:

  • სახის, ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:

  • მძიმე დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს;
  • მოულოდნელი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ვარდნა;
  • მძიმე და გახანგრძლივებული ერითემატოზული გამონაყარი.

ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • დიარეა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 100-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • თავის ტკივილი;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • გამონაყარი;
  • შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • ბაქტერიებით გამოწვეული სუპერინფექცია;
  • სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია;
  • ეოზინოფილია;
  • ჰიპერმგრძნობელობა;
  • თავბრუსხვევა;
  • მეტეორიზმი;
  • ჰეპატიტი;
  • სიყვითლე;
  • ანგიონევროზული შეშუპება;
  • ქავილი;
  • ლორწოვანის ანთება;
  • პირექსია;
  • სისხლში შარდოვანას მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი;
  • ანაფილაქსიური შოკი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა;
  • ინტერსტიციული ნეფრიტი;
  • სისხლში კრეატინინის მომატება.

გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენება

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლოს გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ თქვენს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ჭარბი დოზა

ცეფიქსიმის დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს. ჯანმრთელ მოზრდილებში 2 გ-მდე დოზებმა გამოიწვია ზომიერი კუჭ-ნაწლავის მხრივი ეფექტები, რომლებიც არ განსხვავდებოდა თერაპიულ დოზებზე დაფიქსირებული ეფექტებისგან.

მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა (თუ გადაყლაპვა მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში) და პაციენტი უნდა იქნას ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში აღდგეს ელექტროლიტების ბალანსი. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დროს ნივთიერების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ გამოიყოფა.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ცეფიქსიმი. განზავების შემდეგ, ყოველი მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 20 მგ ცეფიქსიმს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ქსანთანის კოლოიდი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი (E951), ტუტი-ფრუტის ესენცია, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.

როგორ გამოიყურება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია და შეფუთვის შემცველობა

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია გამიოშვება 60მლ, 100მლ და 120მლ შეფუთვებში. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

შპს კომპანია „დ&ფიშერი“ (D&FISHER CO LTD)

ნირიიდონი 5, სტროვოლოსი, 2045 ნიქოზია, კვიპროსი

შენახვის პირობები

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან და ტენიანობისგან დასაცავად.

განზავების შემდეგ სუსპენზია უნდა ინახებოდეს მაცივარში (2°C -8°C) და გამოყენებული იქნას 14 დღის განმავლობაში.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, წარწერა "EXP"-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ ხდება იმ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შენახვის ვადა

2 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1.2.3 — ანტი-ინფექციური პრეპარატები. ანტიბაქტერიული. ცეფალოსპორინები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები

ათქ კოდი: J01D D08

მოქმედების მექანიზმი

ცეფიქსიმი, პრეპარატ იბიქსი ცეფიქსიმი 100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზიის ერთადერთი სამკურნალო ნივთიერება, არის ანტიბაქტერიული საშუალება მესამე თაობის ცეფალოსპორინების კლასიდან.

როგორც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, ის მოქმედებს ბაქტერიის კედლის სინთეზის ინჰიბირების საშუალებით. აქედან გამომდინარე, ის ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია. ცეფიქსიმის ბირთვის მე-7 პოზიციაზე კარბოქსიმეტოქსიმინო რადიკალის გამო, ცეფიქსიმი გამოირჩევა მაღალი რეზისტენტობით უმეტესი გრამდადებითი ან გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამომუშავებული ბეტა-ლაქტამაზების მიერ ინაქტივაციის მიმართ. ეს თვისება მდგომარეობს აქტივობაში, რომელიც თითქმის მგრძნობიარე ბაქტერიების მსგავსია, იმის მიუხედავად , გამოიმუშავებენ თუ არა ისინი ბეტა-ლაქტამაზას. ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კვლევებით დადგინდა, რომ ცეფიქსიმის პლაზმური კონცენტრაციის დრო, რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმთა MIC-ს, საუკეთესოდ კორელირებს ეფექტურობასთან.

რეზისტენტობის მექანიზმები

ცეფიქსიმის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ერთი ან რამდენიმე მექანიზმით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზებით ან ფერმენტის (AmpC) ინდუქციით ან რეპრესიით ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაში;

პენიცილინის შემაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინურობა ცეფიქსიმის მიმართ; ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიის გარეთა მემბრანის შემცირებული შეღწევადობა, რაც ზღუდავს ცეფიქსიმის წვდომას პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებთან;

პრეპარატის გამოდევნის ტუმბოები.

ერთ ბაქტერიულ უჯრედში შეიძლება თანაარსებობდეს ზემოთ აღწერილი რეზისტენტობის ერთზე მეტი მექანიზმი. წარმოდგენილი მექანიზმებიდან გამომდინარე, ბაქტერიას შეიძლება ჰქონდეს ჯვარედინი რეზისტენტობა რამდენიმე ან ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის ან სხვა თერაპიული კლასის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.

ზღვრული მაჩვენებლები

„ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის“ (EUCAST) 2009 წლის მაისის მონაცემებით, ცეფიქსიმის ზღვრული მაჩვენებლებია:

H. influenzae: მგრძნობიარე < 0,12 მგ/ლ, რეზისტენტული > 0,12 მგ/ლ;

M. Catarrhalis: მგრძნობიარე <0,5 მგ/ლ, რეზისტენტული > 1,0 მგ/ლ;

Neisseria gonorrhoeae: მგრძნობიარე < 0,12 მგ/ლ, რეზისტენტული > 0,12 მგ/ლ; Enterobacteriaceae: მგრძნობიარე < მგ/ლ, რეზისტენტული > 1,0 მგ/ლ (გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს).

ინფექციის კონტროლის ეფექტის, ეპიდემიოლოგიისა და უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველსაყოფად, ლაბორატორიამ შეიძლება გამოიყენოს სპეციფიკური ტესტები ESBL პროდუქტის გამოსავლენად და დასადასტურებლად, რაც ამცირებს მგრძნობელობას. შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ კნსულტაციისთვის ექსპერტს, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ გამომწვევი ინფექციების მინიმუმ ზოგიერთ ტიპში საეჭვოა.

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები

აერობები, გრამდადებითი

Streptococcus pneumoniae (მგრძნობიარეა პენიცილინის მიმართ)

Stretococcus pyogenes

აერობები, გრამუარყოფითი

Escherichia coli %

Haemophilus influenzae

Klebsiella სახეობები %

Moraxella catarrhalis

Proteus mirabilis %

მიკროორგანიზმები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა.

Enterobacter სახეობები

თანდაყოლილად რეზისტენტული მიკროორგანიზმები

Clostridium difficile

Bacteroides fragilis

Enterococci

Pseudomonas სახეობები

Staphylococcus aureus +

Streptococcus pneumoniae (რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ)

% ESBL-ის წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია

+ ცეფიქსიმს აქვს სუსტი აქტივობა სტაფილოკოკების წინააღმდეგ (მეთიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიუხედავად)

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ვინილის რადიკალის არსებობა 3-ში უზრუნველყოფს ცეფიქსიმის დამაკმაყოფილებელ შესაძლებლობას, რომ აბსორბირდეს პერორალური გზით. ამ ანტიბიოტიკის პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის დიაპაზონშია. საკვების არსებობა გავლენას არ ახდენს ცეფიქსიმის პერორალურ აბსორბციაზე; Tmax მცირედ გახანგრძლივებულია, მაგრამ როგორც Cmax, ასევე AUC24 რჩება უცვლელი. ცეფიქსიმის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.

დისტრიბუცია

ცეფიქსიმი დაახლოებით 70%-ით უკავშირდება შრატის ცილებს და თავისუფალი ფრაქცია კარგად განაწილდება ორგანიზმის რამდენიმე ქსოვილში, ცენტრალური ნერვული სისტემის გარდა. ანტიბაქტერიული საშუალება კარგად ნაწილდება ზედაყბის წიაღში, შუა ყურში, სასუნთქ გზებში (ნახველის ჩათვლით), ნუშურა ჯირკვლებში, წინამდებარე ჯირკვლის სითხესა და ქსოვილში და სხვა ორგანოებში. ბავშვებში ცეფიქსიმის პერორალური ბიოშეღწევადობა მოზრდილების მსგავსია, ყოველ შემთხვევაში 2 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში.

მრავალჯერადი თერაპიული დოზები არ იწვევს კუმულაციას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია

ცეფიქსიმის ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმლის გზით უცვლელი პრეპარატის სახით. უპირატეს მექანიზმად ითვლება გლომერულური ფილტრაცია. ცეტიქსიმის მეტაბოლიტები არ არის გამოყოფილი ადამიანის შრატიდან ან შარდიდან.

შარდსა და ნაღველში კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რადგანაც გამოყოფა ხდება ამ გზებით. ცეფიქსიმის მეტაბოლიზმი ორგანიზმში ზომიერია, აქტიური ფორმის სახით გამოიყოფა ძირითადად ნაღვლის საშუალებით და მნიშვნელოვანი რაოდენობით (აბსორბირებული დოზის 20-დან 30%-მდე) ასევე შარდით. მოზრდილებში 400 მგ დოზის მიღების შემდეგ, ცეფიქსიმის კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტის ქსოვილში და ნაღველში შეადგენს დაახლოებით 20 და 190 მკგ/მლ-ს, შესაბამისად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 4-12 საათის შემდეგ. შარდში კონცენტრაცია ასევე მაღალია.

ცეფიქსიმის ექსკრეცია ნელია, ყოველ შემთხვევაში, Tl/2β-ით ძალიან ხანგრძლივია (დაახლოებით 4 საათი), რაც უზრუნველყოფს მგრძნობიარე ბაქტერიების კარგ მოცვას 400 მგ-ის დღეში ერთჯერ მოზრდილებში ან 8 მგ/კგ-ის ბავშვებში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

არ არსებობს მონაცემები ცეფიქსიმის ადამიანის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ. C-მონიშნული ცეფიქსიმის მეძუძური ვირთხებიდან მათ შთამომავლობაზე გადაცემა დედის რძის საშუალებით რაოდენობრივად ძალიან მცირე იყო (დაახლოებით 1.5% ცეფიქსიმი ვირთხაში/ლეკვში). მონიშნული ცეფიქსიმის პლაცენტაში გადასვლა რაოდენობრივად ნაკლებია.

განსაკუთრებული ასაკობრივი ჯგუფი

ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჯანმრთელ ხანდაზმულებში (ასაკი > 64 წელი) და ჯანმრთელ მოხალისეებში (ასაკი 11-35 წელი) შედარებული იქნა დღეში ერთჯერ 400 მგ დოზის 5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ. საშუალო Cmax და AUC მაჩვენებლები ხანდაზმულებში იყო ოდნავ მეტი. ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეთ იგივე დოზა, რაც ზოგად პოპულაციას (იხ. პუნქტი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

იბიქსი

ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია სანამ დაიწყებდეთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  • რა არის და რისთვის გამოიყენება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
  • რა უნდა იცოდეთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღებამდე
  • როგორ მიიღება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
  • შენახვის ვადა
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის და რისთვის გამოიყენება იბიქსი

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე შუა ოტიტი
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის და არა-ჰოსპიტალური პნევმონიის გამწვავება)
  • საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)
  • გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი.

გასათვალისწინებელია ოფიციალური ეროვნული/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

  • რა უნდა იცოდეთ იბიქსის მიღებამდე

არ მიიღოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია

  • თუ ხართ ალერგიული ცეფიქსიმის ან იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ;
  • თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიმართ: -

თუ ადრე გქონიათ რაიმე სახის ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას.

  • თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გიტარდებათ ჰემოდიალიზი. ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია, მაგრამ უფრო დაბალი დოზით.
  • თუ გაწუხებთ მძიმე დიარეა, მუცლის ტკივილი, სპაზმები ან თუ შეამჩნევთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს თქვენს განავალში, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ან შეაჩერონ ნაწლავის (პერისტალტიკური) მოძრაობები, არ უნდა იქნას გამოყენებული.

ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკრო ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ეფექტები ლაბორატორიულ ტესტებზე

ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინებმა, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ლაბორატორიულ ტესტებში (ბენედიქტის ან ფელინგის ტესტი, როგორც წესი, გამოიყენება დიაბეტიკებში, ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს ცეფიქსიმის მიღების შესახებ) და კუმბსის რეაქცია (ანტისხეულების აღმოჩენა).

სხვა პრეპარატები და იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ერთდროულად სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გახსნილი სუსპენზია შეიძლება განზავდეს წყალში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო ნეგატიური ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი მიიჩნევს მიიჩნევს მას შესაფერისად.

ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, რადგანაც მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ არსებობს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ თქვენ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ უნდა მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ თქვენი ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შეიძლება მავნებელი იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

  • როგორ მიიღება იბიქსი

მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, თუ არა ხართ დარწმუნებული.

პერორალური სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ბოთი ფხვნილის გასაფხვიერებლად. დაამატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ბოთლის ეტიკეტზე მოცემულ ნიშნულამდე და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას.

დოზირება

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზირებაა:

ბავშვებში:

  • იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია: 8 მგ/კგ, დღეში ერთჯერ.

გახსნილი სუსპენზიისათვის, დოზირება ჩვეულებრივ შემდეგია:

  • 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან ½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
  • 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
  • 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 + 1/½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.

თირკმლის უკმარისობა

პედიატრიულ და მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში თირკმლის უკმარისობის დროს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისი; ამიტომ ცეფიქსიმის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფებში რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზია. ცეფიქსიმის დოზის გადაჭარბების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. 2 გ-მდე დოზები ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზომიერ ეფექტებს, რომელიც არ განსხვავდებოდა თერაპიულ დოზებზე დაფიქსირებული ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პერორალური მიღება მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში) და საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰიდრატაცია და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.

ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით ნივთიერების შესაბამისი რაოდენობა არ გამოიყოფა.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან წაიღეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მანამდე და გააგრძელეთ როგორც ადრე.

თუ შეწყვეტთ იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზიას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მითითებულ პერიოდამდე, რადგანაც კვლავ იგრძნობთ ადრინდელ სიმპტომებს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი და თავისთავად უკუგანვითარებადი ხასიათის.

შემდეგი გვერდითი ეფექტები საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას, თუ თქვენ განიცდით მათ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:

  • სახის, ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:

  • მძიმე დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს;
  • მოულოდნელი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ვარდნა;
  • მძიმე და გახანგრძლივებული ერითემატოზული გამონაყარი.

ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • დიარეა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 100-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • თავის ტკივილი;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • გამონაყარი;
  • შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):

  • ბაქტერიებით გამოწვეული სუპერინფექცია;
  • სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია;
  • ეოზინოფილია;
  • ჰიპერმგრძნობელობა;
  • თავბრუსხვევა;
  • მეტეორიზმი;
  • ჰეპატიტი;
  • სიყვითლე;
  • ანგიონევროზული შეშუპება;
  • ქავილი;
  • ლორწოვანის ანთება;
  • პირექსია;
  • სისხლში შარდოვანას მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი;
  • ანაფილაქსიური შოკი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა;
  • ინტერსტიციული ნეფრიტი;
  • სისხლში კრეატინინის მომატება.

გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენება

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლოს გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ თქვენს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • როგორ ინახება იბიქსი

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან და ტენიანობისგან დასაცავად.

განზავების შემდეგ სუსპენზია უნდა ინახებოდეს მაცივარში (2°C -8°C) და გამოყენებული იქნას 14 დღის განმავლობაში.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, წარწერა "EXP"-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ ხდება იმ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შენახვის ვადა

2 წელი

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია:

  • აქტიური ნივთიერებაა ცეფიქსიმი. განზავების შემდეგ, ყოველი მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 20 მგ ცეფიქსიმს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ქსანთანის კოლოიდი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი (E951), ტუტი-ფრუტის ესენცია, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.

როგორ გამოიყურება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია და შეფუთვის შემცველობა

იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია გამიოშვება 60მლ, 100მლ და 120მლ შეფუთვებში. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

შპს კომპანია „დ&ფიშერი“ (D&FISHER CO LTD)

ნირიიდონი 5, სტროვოლოსი, 2045 ნიქოზია, კვიპროსი

  • მწარმოებელი

„ლაბორატორიოს ატრალ, ს.ა.“ (Laboratórios Atral, S.A.)

რუა დე ესტაკაო, n.ºs 1 e 1A, 2600-726 კასტანჰეირა დო რიბატეჯო, პორტუგალია

ამ გამოყენების იონსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 12.05.2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა