ეს მედიკამენტი შეიცავს თიამაზოლს. იგი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, მიზეზისდა მიუხედავად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიამაზოლი (thiamazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
- მწარმოებელი
- Merck KGaA, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- თიროიდული თერაპია, იმიდაზოლის წარმოებულები გოგირდის შემცველობით
- ATC კოდი
- H03BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025800
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2018, მოქმედებს 17 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „სანდო ფარმა“
- GMP
- -
თიროზოლი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს მედიკამენტი შეიცავს თიამაზოლს. იგი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, მიზეზისდა მიუხედავად.
თიროზოლი გამოიყენება თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის სამკურნალოდ:
თუ გჭირდებათ მედიკამენტის მიღება, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით, თუ გაქვთ პატარა ჩიყვი (შეშუპება ყელის წინა არეში), ან ჩიყვის არ ქონის შემთხვევაში.
თუ იგეგმება ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ჩატარება.
თუ იგეგმება რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დაწყება, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ.
რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, მანამ სანამ რადიოაქტიური იოდის ეფექტი სრულად არ დასტაბილირდება.
გარდა ამისა, თიროზოლი ასევე გამოიყენება თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის პრევენციისთვის, მანამ სანამ დაგჭირდებათ პროცედურების ჩატარება, რომელიც გულისხმობს იოდით ზემოქმედებას, როგორიცაა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებით გამოკვლევა.
თუ გაქვთ თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის მსუბუქი მდგომარეობა, სხვა დამატებითი სიმპტომების გარეშე.
თუ თქვენს ფარისებრ ჯირკვალს აქვს გარკვეული ადგილები, რომლებიც გამოყოფენს ჰორმონს (ავტონომიური ადენომა).
ანამნეზში თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის არსებობისას.
- თიროზოლის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
გადაყლაპეთ ტაბლეტები სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად, როგორიცაა ნახევარი ჭიქა წყალი, დილით, საუზმის შემდეგ. თუ იღებთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტს, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე დოზა, რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში.
თუ მიიღებთ თიროზოლის გადაჭარბებულ დოზას:
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ხშირად მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ ამის შესახებ. თქვენს ექიმს ჩიყვის გაზრდის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დასჭირდეს თიროზოლის დოზის შემცირება ან დამატებით თიროიდული ჰორმონების დანიშვნა.
თუ დაგავიწყდებათ თიროზოლის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) თიამაზოლზე, სხვა ნებისმიერ დაკავშირებულ ნივთიერებაზე (თიოამიდის წარმოებულები) ან თიროზოლის სხვა ნებისმიერი დამატებითი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).
თუ სისხლის ლაბორატორიული ანალიზები აჩვენებს, რომ სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობა შემცირებული გაქვთ (გრანულოციტოპენია).
თუ თქვენი ნაღვლის ბუშტი ბლოკირებულია თიროზოლით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ თქვენი ძვლის ტვინი დაზიანებულია წარშულში თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე თიროზოლის მიღებისას
თიროზოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გქონიათ წარსულში თიამაზოლის მიღებისას მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა: კანზე გარდამავალი გამონაყარი ან ქავილი. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, მიიღოთ თუ არა თიროზოლი.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიდი ჩიყვი (შეშუპება ყელის წინა არეში), რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რადგან ჩიყვი შეიძლება გაიზარდოს თიროზოლით მკურნალობის პერიოდში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, დაგინიშნოთ თიროზოლი მოკლე პერიოდის მანძილზე, და რეგულარულად გაგაკონტროლოთ მკურნალობის განმავლობაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები, როგორებიცაა: პირის ღრუს ლორწოვანის ანთებები, ყელის ტკივილი ან სიცხე. Eეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გარკვეული უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირებით (გრანულოციტოპენია). ეს შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით, მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში და გამოიწვიოს მძიმე შედეგი.
თუ გაქვთ თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის მძიმე მდგომარეობა, შესაძლებელია თიროზოლის დიდი დოზებით გამოყენება (დღეში 120 მგ-ზე მეტი). მსგავს შემთხვევებში, თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ დროგამოშვებით სისხლის ანალიზებს, რადგან შესაძლებელია, დაგიზიანდეთ ძვლის ტვინი. თუ ეს მოხდება, თქვენი ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას და თუ საჭიროა, გირჩევთ სხვა მედიკამენტს.
თუ თქვენი ჩიყვი გაიზრდება თიროზოლით მკურნალობის პერიოდში, ან თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებს ნორმალურზე უფრო ნაკლებად, თქვენი ექიმი შეამოწმებს თიროზოლის დოზას. თუმცა, მსგავსი სიტუაცია შეიძლება გაჩნდეს თქვენი დაავადების ბუნებრივი მსვლელობის გამოც. ამავდროულად, შესაძლოა გაჩნდეს ან გამწვავდეს თვალის გარკვეული ტიპის დაავადება (ენდოკრინული ოფთალმოპათია), თუმცა ეს არ იქნება დაკავშირებული თიროზოლის მიღებასთან.
თიროზოლით მკურნალობის განმავლობაში შესაძლებელია წონაში მომატება. Eეს თქვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. თიროზოლი გავლენას ახდენს თიროიდულ ჰორმონებზე, რომლებიც აკონტროლებს თქვენი ენერგიის მოცულობას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თქვენს მიერ მიღებული იოდის რაოდენობა გავლენას ახდენს თიროზოლის მოქმედებაზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რა დოზით მიიღოთ თიროზოლი, მიღებული იოდის რაოდენობისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გათვალისწინებით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის), რადგან შეიძლება მოახდინონ გავლენა თიროზოლის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზების ეფექტზე. ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაშიც. ამიტომ, გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან ახლო წარსულში ღებულობდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებიც გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადად, ორსულობა პოზიტიურ გავლენას ახდენს თიროიდული ჰორმონის წარმოქმნაზე. თუმცა, მაინც მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს თიროზოლის გამოყენების გაგრძელება, განსაკუთრებით, ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თიროზოლის დოზის შემცირებას, თქვენი ბავშვისთვის გარკვეული მავნე ეფექტების თავიდან ასაცილებლად. ესენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ თიროზოლს თიროიდულ ჰორმონებთან თანადროულად, რადგან ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის პერიოდში.
მსგავსი სიტუაციის გაჩენა შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდშიც. ჩვეულებრივ, 10 მგ-მდე დოზებს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა თქვენს ბავშვზე. თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენი ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
მანქანის მართვა და ტექნიკის გამოყენება
თიროზოლი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვისა და ტექნიკის გამოყენების უნარზე.
თიროზოლი შეიცავს ლაქტოზას
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი ორგანიზმი არ ღებულობს გლუციდების ზოგიერთ კატეგორიას, რადგან თიროზოლი შეიცავს ლაქტოზას.
- როგორ მიიღოთ თიროზოლი
თიროზოლი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა
თქვენი დაავადების სიმძიმის შესაბამისად, ექიმი დაგინიშნავთ დოზას ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
- ზრდასრულები
საწყისი დოზა არის 10-40 მგ თიროზოლი დღეში (ან ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში უფრო მეტი), სანამ თირეოიდული ფუნქცია დაუბრუნდება ნორმას. შემანარჩუნებელი დოზა მერყეობს თიროზოლის 2-20 მგ დღეში, თიროიდულ ჰორმონებთან თანადროული მიღების შემთხვევაში, ან 2,5-10 მგ თიროზოლი დღეში, თიროიდული ჰორმონების გარეშე.*
- ბავშვები და მოზარდები ( 3-დან 17 წლამდე ასაკის)
ბავშვებში საწყისი დოზაა დღეში 0,5 მგ/კგ თიროზოლი. შემდეგ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საკმარისია თუ არა მცირე რაოდენობის შემანარჩუნებელი დოზა, ან თუ საჭიროებს თიროიდული ჰორმონების დამატებას.*
ბავშვები (2 წლის და ნაკლები ასაკის)
არა რის რეკომენდებული თიროზოლის გამოყენება 2 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში.
თუ წარმოდგენილია თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის რისკი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებით გამოკვლევის შემდეგ, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დღეში 10-20 მგ თიროზოლს პერქლორატთან თანადროულად, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში (სანამ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები არ გამოიყოფა ორგანიზმიდან).*
- ნაკლები დოზებისთვის ხელმისაწვდომია 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები.
პაციენტები ღვიძლის დაავადებებით
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის აშლილობები ან დაავადებები. ასეთ შემთხვევაში, თიროზოლის დოზა უნდა შემცირდეს.
პაციენტები თირკმელების დაავადებებით
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების აშლილობები ან დაავადებები. ასეთ შემთხვევაში, თიროზოლის დოზა უნდა შემცირდეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლილობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, იმ დაავადების შესაბამისად, რომლისთვისაც დანიშნულია თიროზოლი. თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ, თუ რა დროის განმავლობაშია საჭირო ამ მედიკამენტის მიღება. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შემდეგია:
თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის მკურნალობა (ქირურგიული ჩარევის გარეშე) : 6 თვე – 2 წელი.
მკურნალობა ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის წინ: 3-4 კვირა ქირურგიულ ჩარევამდე.
მკურნალობა იოდით რადიოთერაპიის დაწყებამდე: მანამ, სანამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმას არ დაუბრუნდება.
მკურნალობა იოდით რადიოთერაპიის შემდეგ: 4-6 დღე, მანამ სანამ დადგება იოდით რადიოთერაპიის ეფექტი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, თიროზოლსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უჩნდება ყველა ადამიანს. თიროზოლის მიღებისას, შეიძლება გაგიჩნდეთ ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ძალიან ხშირი (შეინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სხვადასხვა ხარისხის რეაქციები კანზე (კანზე დროებითი გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება). ისინი ძირითადად მსუბუქი ფორმისაა და ქრება თიროზოლით მკურნალობის პერიოდში.
ხშირი (შეინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სახსრების ტკივილი (ართრალგია).
ნაკლებად ხშირი (შეინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თუ გაქვთ შემდეგი სახის აშლილობები: პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი ან სიცხე, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შესაძლოა სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მწვავე შემცირების ნიშნები (აგრანულოციტოზი).
იშვიათი (შეინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გემოს აშლილობები ან გემოს დაკარგვა (დისგევზია, აგევზია).
სიცხე.
ძალიან იშვიათი (შეინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის ყველა უჯრედის შემცირება (პანციტოპენია), ლიმფური კვანძების დაავადება (გენერალიზებული ლიმფადენოპათია).
ჰორმონების აშლილობა, რომლებიც არეგულირებენ გლიკემიას, გლიკემიის მკვეთრი შემცირება (ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი).
ნერვების ანთება ან გაღიზიანება (ნევრიტი, პოლინეოროპათია).
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.
ღვიძლის ანთება ან დისფუნქცია (ქოლესტატიური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი). ზოგადად, სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კანზე მწვავე ალერგიული რეაქციები, შესაძლოა მთელ სხეულზე, თმისცვენა, კანისა და შემაერთებელი ქსოვილების აუტოიმუნური ანთებითი დაავადება (წითელი მგლურა).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში შენიშნული გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც ზრდასრულებში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა თიამაზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ თიამაზოლს.
- დანარჩენი კომპონენტებია:
ტაბლეტების შიგთავსი: სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ცელულოზის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, მონოჰიდრატული ლაქტოზა, ნატრიუმის ამიდონგლიკოლატი.
გარსი: დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).
შენახვის პირობები
ნუ დატოვებთ ბავშვებისთვის დასანახ და ხელმისაწვდომ ადგილებში.
არ გამოიყენოთ თიროზოლი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP ასოების შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25ºC- მდე ტემპერატურაზე.
არ გააყოლოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყალსა და ნაგავს. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
Merck Sereno MERCK
თიროზოლი 5 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
თიროზოლი 10 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
თიროზოლი 20 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
თიამაზოლი
მედიკამენტის მიღებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი გამოწერილია თქვენთვის. ნუ მისცემთ დასალევად სხვა პირებს, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ მსგავსი სიმპტომები. ამით შეიძლება ავნოთ მათ ჯანმრთელობას.
გვერდითი მოვლენების გამწვავების შემთხვევაში, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
რა არის თიროზოლი და რისთვის გამოიყენება
თიროზოლის მიღებამდე
როგორ მიიღოთ თიროზოლი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის თიროზოლი და რისთვის გამოიყენება
ეს მედიკამენტი შეიცავს თიამაზოლს. იგი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, მიზეზისდა მიუხედავად.
თიროზოლი გამოიყენება თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის სამკურნალოდ:
თუ გჭირდებათ მედიკამენტის მიღება, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით, თუ გაქვთ პატარა ჩიყვი (შეშუპება ყელის წინა არეში), ან ჩიყვის არ ქონის შემთხვევაში.
თუ იგეგმება ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ჩატარება.
თუ იგეგმება რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დაწყება, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ.
რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, მანამ სანამ რადიოაქტიური იოდის ეფექტი სრულად არ დასტაბილირდება.
გარდა ამისა, თიროზოლი ასევე გამოიყენება თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის პრევენციისთვის, მანამ სანამ დაგჭირდებათ პროცედურების ჩატარება, რომელიც გულისხმობს იოდით ზემოქმედებას, როგორიცაა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებით გამოკვლევა.
თუ გაქვთ თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის მსუბუქი მდგომარეობა, სხვა დამატებითი სიმპტომების გარეშე.
თუ თქვენს ფარისებრ ჯირკვალს აქვს გარკვეული ადგილები, რომლებიც გამოყოფენს ჰორმონს (ავტონომიური ადენომა).
ანამნეზში თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის არსებობისას.
- თიროზოლის მიღებამდე
არ მიიღოთ თიროზოლი შემდეგ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) თიამაზოლზე, სხვა ნებისმიერ დაკავშირებულ ნივთიერებაზე (თიოამიდის წარმოებულები) ან თიროზოლის სხვა ნებისმიერი დამატებითი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).
თუ სისხლის ლაბორატორიული ანალიზები აჩვენებს, რომ სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობა შემცირებული გაქვთ (გრანულოციტოპენია).
თუ თქვენი ნაღვლის ბუშტი ბლოკირებულია თიროზოლით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ თქვენი ძვლის ტვინი დაზიანებულია წარშულში თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე თიროზოლის მიღებისას
თიროზოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გქონიათ წარსულში თიამაზოლის მიღებისას მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა: კანზე გარდამავალი გამონაყარი ან ქავილი. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, მიიღოთ თუ არა თიროზოლი.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიდი ჩიყვი (შეშუპება ყელის წინა არეში), რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რადგან ჩიყვი შეიძლება გაიზარდოს თიროზოლით მკურნალობის პერიოდში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, დაგინიშნოთ თიროზოლი მოკლე პერიოდის მანძილზე, და რეგულარულად გაგაკონტროლოთ მკურნალობის განმავლობაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები, როგორებიცაა: პირის ღრუს ლორწოვანის ანთებები, ყელის ტკივილი ან სიცხე. Eეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გარკვეული უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირებით (გრანულოციტოპენია). ეს შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით, მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში და გამოიწვიოს მძიმე შედეგი.
თუ გაქვთ თიროიდული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის მძიმე მდგომარეობა, შესაძლებელია თიროზოლის დიდი დოზებით გამოყენება (დღეში 120 მგ-ზე მეტი). მსგავს შემთხვევებში, თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ დროგამოშვებით სისხლის ანალიზებს, რადგან შესაძლებელია, დაგიზიანდეთ ძვლის ტვინი. თუ ეს მოხდება, თქვენი ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას და თუ საჭიროა, გირჩევთ სხვა მედიკამენტს.
თუ თქვენი ჩიყვი გაიზრდება თიროზოლით მკურნალობის პერიოდში, ან თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებს ნორმალურზე უფრო ნაკლებად, თქვენი ექიმი შეამოწმებს თიროზოლის დოზას. თუმცა, მსგავსი სიტუაცია შეიძლება გაჩნდეს თქვენი დაავადების ბუნებრივი მსვლელობის გამოც. ამავდროულად, შესაძლოა გაჩნდეს ან გამწვავდეს თვალის გარკვეული ტიპის დაავადება (ენდოკრინული ოფთალმოპათია), თუმცა ეს არ იქნება დაკავშირებული თიროზოლის მიღებასთან.
თიროზოლით მკურნალობის განმავლობაში შესაძლებელია წონაში მომატება. Eეს თქვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. თიროზოლი გავლენას ახდენს თიროიდულ ჰორმონებზე, რომლებიც აკონტროლებს თქვენი ენერგიის მოცულობას.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
თქვენს მიერ მიღებული იოდის რაოდენობა გავლენას ახდენს თიროზოლის მოქმედებაზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რა დოზით მიიღოთ თიროზოლი, მიღებული იოდის რაოდენობისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გათვალისწინებით.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის), რადგან შეიძლება მოახდინონ გავლენა თიროზოლის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზების ეფექტზე. ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაშიც. ამიტომ, გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან ახლო წარსულში ღებულობდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებიც გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადად, ორსულობა პოზიტიურ გავლენას ახდენს თიროიდული ჰორმონის წარმოქმნაზე. თუმცა, მაინც მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს თიროზოლის გამოყენების გაგრძელება, განსაკუთრებით, ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თიროზოლის დოზის შემცირებას, თქვენი ბავშვისთვის გარკვეული მავნე ეფექტების თავიდან ასაცილებლად. ესენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ თიროზოლს თიროიდულ ჰორმონებთან თანადროულად, რადგან ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის პერიოდში.
მსგავსი სიტუაციის გაჩენა შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდშიც. ჩვეულებრივ, 10 მგ-მდე დოზებს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა თქვენს ბავშვზე. თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენი ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
მანქანის მართვა და ტექნიკის გამოყენება
თიროზოლი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვისა და ტექნიკის გამოყენების უნარზე.
თიროზოლი შეიცავს ლაქტოზას
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი ორგანიზმი არ ღებულობს გლუციდების ზოგიერთ კატეგორიას, რადგან თიროზოლი შეიცავს ლაქტოზას.
- როგორ მიიღოთ თიროზოლი
თიროზოლი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა
თქვენი დაავადების სიმძიმის შესაბამისად, ექიმი დაგინიშნავთ დოზას ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
- ზრდასრულები
საწყისი დოზა არის 10-40 მგ თიროზოლი დღეში (ან ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში უფრო მეტი), სანამ თირეოიდული ფუნქცია დაუბრუნდება ნორმას. შემანარჩუნებელი დოზა მერყეობს თიროზოლის 2-20 მგ დღეში, თიროიდულ ჰორმონებთან თანადროული მიღების შემთხვევაში, ან 2,5-10 მგ თიროზოლი დღეში, თიროიდული ჰორმონების გარეშე.*
- ბავშვები და მოზარდები ( 3-დან 17 წლამდე ასაკის)
ბავშვებში საწყისი დოზაა დღეში 0,5 მგ/კგ თიროზოლი. შემდეგ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, საკმარისია თუ არა მცირე რაოდენობის შემანარჩუნებელი დოზა, ან თუ საჭიროებს თიროიდული ჰორმონების დამატებას.*
ბავშვები (2 წლის და ნაკლები ასაკის)
არა რის რეკომენდებული თიროზოლის გამოყენება 2 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში.
თუ წარმოდგენილია თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის რისკი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებით გამოკვლევის შემდეგ, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ დღეში 10-20 მგ თიროზოლს პერქლორატთან თანადროულად, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში (სანამ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები არ გამოიყოფა ორგანიზმიდან).*
- ნაკლები დოზებისთვის ხელმისაწვდომია 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები.
პაციენტები ღვიძლის დაავადებებით
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის აშლილობები ან დაავადებები. ასეთ შემთხვევაში, თიროზოლის დოზა უნდა შემცირდეს.
პაციენტები თირკმელების დაავადებებით
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების აშლილობები ან დაავადებები. ასეთ შემთხვევაში, თიროზოლის დოზა უნდა შემცირდეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლილობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, იმ დაავადების შესაბამისად, რომლისთვისაც დანიშნულია თიროზოლი. თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ, თუ რა დროის განმავლობაშია საჭირო ამ მედიკამენტის მიღება. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შემდეგია:
თიროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის მკურნალობა (ქირურგიული ჩარევის გარეშე) : 6 თვე – 2 წელი.
მკურნალობა ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის წინ: 3-4 კვირა ქირურგიულ ჩარევამდე.
მკურნალობა იოდით რადიოთერაპიის დაწყებამდე: მანამ, სანამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმას არ დაუბრუნდება.
მკურნალობა იოდით რადიოთერაპიის შემდეგ: 4-6 დღე, მანამ სანამ დადგება იოდით რადიოთერაპიის ეფექტი.
მიღების წესი
გადაყლაპეთ ტაბლეტები სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად, როგორიცაა ნახევარი ჭიქა წყალი, დილით, საუზმის შემდეგ. თუ იღებთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტს, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე დოზა, რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში.
თუ მიიღებთ თიროზოლის გადაჭარბებულ დოზას:
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ხშირად მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ ამის შესახებ. თქვენს ექიმს ჩიყვის გაზრდის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დასჭირდეს თიროზოლის დოზის შემცირება ან დამატებით თიროიდული ჰორმონების დანიშვნა.
თუ დაგავიწყდებათ თიროზოლის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, თიროზოლსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უჩნდება ყველა ადამიანს. თიროზოლის მიღებისას, შეიძლება გაგიჩნდეთ ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ძალიან ხშირი (შეინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სხვადასხვა ხარისხის რეაქციები კანზე (კანზე დროებითი გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება). ისინი ძირითადად მსუბუქი ფორმისაა და ქრება თიროზოლით მკურნალობის პერიოდში.
ხშირი (შეინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სახსრების ტკივილი (ართრალგია).
ნაკლებად ხშირი (შეინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თუ გაქვთ შემდეგი სახის აშლილობები: პირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი ან სიცხე, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შესაძლოა სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მწვავე შემცირების ნიშნები (აგრანულოციტოზი).
იშვიათი (შეინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გემოს აშლილობები ან გემოს დაკარგვა (დისგევზია, აგევზია).
სიცხე.
ძალიან იშვიათი (შეინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის ყველა უჯრედის შემცირება (პანციტოპენია), ლიმფური კვანძების დაავადება (გენერალიზებული ლიმფადენოპათია).
ჰორმონების აშლილობა, რომლებიც არეგულირებენ გლიკემიას, გლიკემიის მკვეთრი შემცირება (ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი).
ნერვების ანთება ან გაღიზიანება (ნევრიტი, პოლინეოროპათია).
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.
ღვიძლის ანთება ან დისფუნქცია (ქოლესტატიური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი). ზოგადად, სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კანზე მწვავე ალერგიული რეაქციები, შესაძლოა მთელ სხეულზე, თმისცვენა, კანისა და შემაერთებელი ქსოვილების აუტოიმუნური ანთებითი დაავადება (წითელი მგლურა).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში შენიშნული გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც ზრდასრულებში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შენახვის პირობები
ნუ დატოვებთ ბავშვებისთვის დასანახ და ხელმისაწვდომ ადგილებში.
არ გამოიყენოთ თიროზოლი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP ასოების შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25ºC- მდე ტემპერატურაზე.
არ გააყოლოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყალსა და ნაგავს. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოიშოროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს თიროზოლი
- აქტიური ნივთიერებაა თიამაზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ თიამაზოლს.
- დანარჩენი კომპონენტებია:
ტაბლეტების შიგთავსი: სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ცელულოზის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, მონოჰიდრატული ლაქტოზა, ნატრიუმის ამიდონგლიკოლატი.
გარსი: დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).
ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვა
თიროზოლი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ღია ყვითელი ფერის, ორივე მხარეს შუაში გამყოფი ზოლით.
თიროზოლი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, მონაცრისფრო-ნარინჯისფერი, ორივე მხარეს შუაში გამყოფი ზოლით.
თიროზოლი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ყავისფერი, ორივე მხარეს შუაში გამყოფი ზოლით.
თიროზოლი 5 მგ და 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში, შიგ 20, 30, 50 ან 100 ტაბლეტით.
თიროზოლი 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში, შიგ 20, 30 ან 50 ტაბლეტით.
შესაძლებელია, ბაზარზე არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ტიპის შეფუთვა.
საბაზრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
საბაზრო ნებართვის მფლობელი
Merck KGaA
Frankfurter Straße 250, 64293, Darmstadt, Germany
მწარმოებელი
Merck KGaA
Frankfurter Straße 250, 64293, Darmstadt, Germany
MERCK KGaA ξt Co.
Werk Spittal, Hosslgasse 20, 9800 Spittal/Drau, Austria
ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს პროდუქტი ავტორიზებულია შემდეგი დასახელებით:
ბულგარეთი Thyrozol
ჩეხეთის რესპუბლიკა Thyrozol
ესტონეთი Thyrozol
საფრანგეთი Thyrozol
გერმანია Thyrozol
ლატვია Thyrozol
ლიტვა Thyrozol
პოლონეთი Thyrozol
სლოვაკია Thyrozol
ესპანეთი Tirozol
წინამდებარე ინსტრუქცია დამტკიცდა 2013 წლის ოქტომბერში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


