თერაპინ ბიდ ფორტე
Terapin BID FORTE
თერაპინი BID ფორტე არის ანტიბიოტიკი და კლავს ინფექციის გამოწვევ ბაქტერიას. ის შეიცავს ორ სხვადასხვა სახის პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, როგორიცაა „პენიცილინები“, რაც ზოგჯერ არ მოქმედებს (არააქტიურია). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლავულანატი (clavulanate) + ამოქსიცილინი (amoxicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- ფხვნილი (600მგ + 42.9მგ)/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040519
- რეგისტრირებულია
- 19 მარტი 2024, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავიტაფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
თერაპინ ბიდ ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თერაპინი BID ფორტე არის ანტიბიოტიკი და კლავს ინფექციის გამოწვევ ბაქტერიას. ის შეიცავს ორ სხვადასხვა სახის პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, როგორიცაა „პენიცილინები“, რაც ზოგჯერ არ მოქმედებს (არააქტიურია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) ხელს უშლის ამის განვითარებას.
ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია ქარვისფერ III ტიპის შუშის ბოთლში, რომელსაც დახურულია HDPE თავსახურით, და რომელზეც აღნიშნულია 100მლ დონის ნიშნული, 2.5-5მლ საზომი კოვზით. თერაპინი BID ფორტე გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით.
- თერაპინი BID ფორტეს მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
თერაპინი BID ფორტეს რეკომენდებული დოზა არის 90/6.4მგ/კგ დღეში 2 გაყოფილ დოზად 12 საათიანი ინტერვალებით 10 დღე, (იხ. ქვემოთ ცხრილი). პედიატრიულ პაციენტებში >40კგ წონით ან მოზრდილებში, გამოცდილება არ არსებობს. არ არსებობს კლინიკური მონაცემები თერაპინი BID ფორტესთან დაკავშირებით ბავშვებში 3 თვის ასაკამდე.
სხეულის წონა (კგ)
თერაპინ BID ფორტე -600 90/6,4 მგ/კგ/დღეში
8
- 0 მლ დღეში ორჯერ
12
- 5 მლ დღეში ორჯერ
16
- 0 მლ დღეში ორჯერ
20
- 5 მლ დღეში ორჯერ
24
- 0 მლ დღეში ორჯერ
28
- 5 მლ დღეში ორჯერ
32
- 0 მლ დღეში ორჯერ
36
- 5 მლ დღეში ორჯერ
მიღების გზა და მეთოდი:
კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლო აუტანლობის თავიდან ასაცილებლად, თერაპინი BID ფორტე-600 უნდა მიიღოთ ჭამის დასაწყისში.
თერაპინი BID ფორტეს სუსპსნეზიის მომზადება:
თერაპინი BID ფორტე არის ფხვნილი, აუცილებელია მისი განზავება.
დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:
ოდნავ მიარტყით ბოთლს თითი იმისათვის, რომ ფხვნილი თავისუფლად მოძრაობდეს.
დაუმატეთ წყალი ბოთლზე მითითებული ნიშნულის ნახევარმდე და კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზიის მისაღებად. (გამოიყენეთ ადუღებული და გაგრილებული წყალი)
სრულად განზავებისთვის, გააჩერეთ 5 წუთი.
დაუმატეთ დარჩენილი წყალი ნიშნულამდე და კვლავ კარგად შეანჯღიეთ.
სუსპენზიის მიღება შესაძლებელია 5მლ საზომი კოვზით.
კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.
როგორ უნდა მივიღოთ თერაპინი BID ფორტე
ბოთლი ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ ყოველი მიღების წინ.
განზავების შემდეგ, სუსპენზია შეინახეთ მაცივარში (2-80C). არ გაყინოთ.
მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს .
დოზები თანაბრად გაანაწილეთ დღის მანძილზე სულ მცირე 4 სთ-იანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათის განმავლობაში.
თერაპინი BID ფორტე 600მგ/42.9მგ პერორალური სუსპენზიის ფერი შეიძლება იყოს ოდნავ ყვითელი ფერის. ეს არ იმოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.
არ მისცეთ ბავშვს თერაპინი BID ფორტე 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ ბავშვი კვლავ ცუდად გრძნობს თავს უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ თერაპინი BID ფორტე უნდა მისცეთ 2 წლამდე ასაკის ბავშვს, სუსპენზია შეიძლება გაიხსნას შენჯღრევით წყალთან ერთად გამოყენების წინ. არ შეინახეოთ განზავებული სუსპენზია.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
თუ თქვენ ბავშვს აქვს თირკმლის პრობლემები დოზა უნდა შემცირდეს. განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.
თუ თქვენ ბავშვს აქვს ღვიძლის პრობლემები შეიძლება უფრო ხშირად ჩაუტარდეს სისხლის ანალიზები ღვიძლის მუშაობის შესამოწმებლად.
თუ მისცემთ თერაპინი BID ფორტეს საჭიროზე მეტ დოზას
თუ ბავშვს მისცემთ თერაპინი BID ფორტეს ჭარბ დოზას, შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვები. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ მედიკამენტის ბოთლი ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ თერაპინი BID ფორტეს მიცემა
თუ დაგავიწყდათ ბავშისთვის დოზის მიცემა, მიეცით გახსენებისთანავე. არ მისცეთ ბავშვს მომდევნო დოზა მაშინვე. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ ბავშვი შეწყვეტს თერაპინი BID ფორტეს მიღებას
გააგრძელთ ბავშვისთვის თერაპინი BID ფორტეს მიცემა ვიდრე არ დასრულდება თერაპია, მაშინაც კი თუ უკეთ გრძნობს თავს. ბავშვს სჭირდება თითოეული დოზა ინფექციასთან საბრძოლველად. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენისას, მოსალოდნელია ინფექციის შებრუნებას.
დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობიარე) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან თერაპინი BID ფორტეს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ ოდესმე ჰქონდა მწვავე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შესაძლოა იყოს კანზე გამონაყარი, სახის ან ყელის შეშუპება.
თუ ოდესმე ჰქონდა ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თერაპინი BID ფორტეს მიღებისას
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბავშვისთვის პრეპარატის მიცემამდე თუ მას:
ინფექციური მონონუკლეოზი
ჩატარებული აქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მკურნალობა
არ შარდავს რეგულარულად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ეხება თქვენს შვილს, თერაპინი BID ფორტესს მიცემამდე მიმართეთ მის ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის სახეობა, რომელიც იწვევს თქვენი ბავშვის ინფექციას. შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს თერაპინი BID ფორტეს -ს სხვა დოზის ან სხვა მედიკამენტის გამოყენება.
მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გააუარესოს არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები (შეტევები) და მსხვილი ნაწლავის ანთება. გართულებების რისკის შესამცირებლად, თერაპინი BID ფორტეს მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს. იხილეთ „მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“ ნაწილი 4.
სისხლისა და შარდის ანალიზები
თუ ბავშვს უტარდება სისხლის ანალიზები (მაგალითად, სისხლის წითელი ნაწილაკების მაჩვენებლების ან ღვიძლის ფუნქციის შემოწმება) ან შარდის ანალიზი (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ ბავშვი იღებს თერაპინი BID ფორტეს. ეს აუცილებელია, რადგან თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.
სიფრთხილის ზომები
თერაპინ BID ფორტე-ით მკურნალობის დაწყებამდე, პენიცილინის, ცეფალოსპორინის და სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის არსებობა გულდასმით უნდა გამოიკითხოს (იხ. პუნქტები 4.3 და 4.8).
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციების ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პენიცილინის მკურნალობას. ეს რეაქციები უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს პენიცილინის ჰიპერმგრძნობელობის ისტორიის მქონე პირებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, თერაპინ BID ფორტე მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობა.
სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას ადრენალინით. შესაძლოა საჭირო გახდეს ჟანგბადი, ინტრავენური სტეროიდები და სასუნთქი გზების კონტროლი, ინტუბაციის ჩათვლით.
თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.
კრუნჩხვები შეიძლება მოხდეს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მაღალი დოზების მიღებისას (იხ. პუნქტი 4.8).
ვინაიდან წითელასმაგვარი გამონაყარი ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ შეიძლება ასოცირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან, თერაპინ BID ფორტე-ით მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ არსებობს ინფექციური მონონუკლეოზის ეჭვი.
ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობისას შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.
ფებრილური გენერალიზებული ერითემის გაჩენა პუსტულებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) სიმპტომი (იხ. პუნქტი 4.8). ეს რეაქცია მოითხოვს თერაპინ BID ფორტეს შეწყვეტას და ამოქსიცილინის შემდგომ გამოყენება უკუნაჩვენებია.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 4.8).
ღვიძლის შემთხვევები დაფიქსირდა ძირითადად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება ასოცირებული იყოს ხანგრძლივ მკურნალობასთან. ეს მოვლენები იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომები ყველა პოპულაციაში ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირამდე. ეს ჩვეულებრივ შექცევადია. ღვიძლის მოვლენები შეიძლება იყოს სერიოზული და სიკვდილი დაფიქსირდა უკიდურესად იშვიათ პირობებში. ეს თითქმის ყოველთვის აღინიშნებოდა სერიოზული ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში რომლებიც ერთდროულად იყენებენ წამლებს, რომლებსაც ცნობილია რომ აქვთ ღვიძლზე ზემოქმედების პოტენციალი (იხ. პუნქტი 4.8).
მკურნალობის დროს არ უნდა დავივიწყოთ მიკოზური ან ბაქტერიული პათოგენებით სუპერინფექციების შესაძლებლობა. სუპერინფექციების შემთხვევაში (ჩვეულებრივ ფსევდომონას ან კანდიდას ჩათვლით), პრეპარატი უნდა შეწყდეს და/ან დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტის, მათ შორის ამოქსიცილინის გამოყენებისას და სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის შეფასება დიარეის მქონე პაციენტებში ნებისმიერი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის გამოვლენისას ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეფასდეს ექიმმა და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატები უკუნაჩვენებია.
ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ორგანოთა სისტემის ფუნქციების პერიოდული შეფასება, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და ჰემატოპოეზის ფუნქციები.
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება (გაზრდილი INR) იშვიათად აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ თერაპინ BID ფორტე-ს და ორალურ ანტიკოაგულანტებს. ანტიკოაგულანტებთან ერთად დანიშვნისას საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი. პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თერაპინ BID ფორტეს დოზა უნდა დარეგულირდეს დარღვევის ხარისხის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).
ძალიან იშვიათად, კრისტალურია დაფიქსირდა პაციენტებში შარდის გამოყოფის შემცირებით, განსაკუთრებით პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება რეკომენდებული იყოს სითხის შესაბამისი მიღება და შარდის გამოყოფის რეგულირება ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარების შესაძლებლობის შესამცირებლად.
შარდის ბუშტის კათეტერის მქონე პაციენტებში უნდა შენარჩუნდეს გამავლობის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.9). როდესაც ამოქსიცილინით მკურნალობის დროს ტარდება შარდში გლუკოზის ტესტები, უნდა იქნას გამოყენებული ფერმენტული გლუკოზის ოქსიდაზას მეთოდები, რადგან შეიძლება მოხდეს ცრუ დადებითი შედეგები არაფერმენტული მეთოდებით.
კლავულანის მჟავას არსებობამ თერაპინ BID ფორტე-ში შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შებოჭვა წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რაც გამოიწვევს ცრუ დადებით Coombs ტესტს.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას და შემდგომში აღმოჩნდნენ, რომ არ იყო ასპერგილუსის ინფექცია, დადებითი ტესტის შედეგები იყო მოხსენებული, როდესაც გამოიყენებოდა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ანალიზი. მოხსენებული იყო ჯვარედინი რეაქციები Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ანალიზსა და არა-ასპერგილუსის პოლისაქარიდებსა და პოლიფურანოზებს შორის. ამიტომ, დადებითი ტესტის შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებენ. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა იქნას განმარტებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.
თერაპინ BID ფორტე შეიცავს ასპარტამს (3 მგ ფენილალანინს 5 მლ სუსპენზიაზე) და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
თერაპინ BID ფორტეს თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს; ამ დოზის მიღებისას ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს გრანულირებული შაქრის ფხვნილს (საქაროზას), პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი იღებს, ახლახან იღებდა ან შესაძლოა მიიღოს სხვა მედიკამენტები.
თუ ბავშვი თერაპინი BID ფორტესთან ერთად იღებს ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), იზრდება კანზე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. თუ თქვენი ბავშვი იღებს პრობენეციდს (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს თერაპინი BID ფორტეს დოზის კორექტირება.
თუ თერაპინი BID ფორტესთან ერთად მიიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება.
თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენი შვილი აპირებს მიიღოს აღნიშნული პრეპარატი და არის ორსულად ან მეძუძური პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მათ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთცის.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
თერაპინი BID ფორტეს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები) და ამ სიმპტომების გამო შეიძლება ვერ მართოთ ავტოტრანსპორტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია თერაპინიBID ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თერაპინი BID ფორტე შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. ეს შეიძლება იყოს მავნე ფენიკლეტონურიით დაავადებული ბავშვებისთვის.
თერაპინი BID ფორტეს თითოეული დოზა შეიცავს 1მმოლ (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე; რაიმე გვერდითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს შაქრის ფხვნილს (საქაროზა). თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენს შვილს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ტერაპინ ბიდ ფორტეს ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, ძილიანობა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8).
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს.
მდგომარეობები რომელსაც უნდა დააკვირდეთ
ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი) რაც შეიძლება იყოს ხილული კანზე წითელი ან მეწამულისფერი ამოწეული ლაქებით, მაგრამ შეიძლება დააზიანოს ორგანიზმის სხვა ნაწილი
ცხელება, სახსრების ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები ყელში, იღლიებში ან საზარდულში
სახის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კოლაფსი
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ თქვენ შვილს აღენიშნება რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი. შეწყვიტეთ თერაპინი BID ფორტეს მიცემა.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხიერ ფაღარათს, როოგრც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ რჩევისთვის თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს >1/10-ში
ფაღარათი (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/10-ში
რძიანა (კანდიდა - საფუარას ინფექცია საშოში, პირში ან კანის ნაკეცებში)
გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას, ამიტომ მიიღეთ ჭამის წინ
ღებინება
ფაღარათი (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/100-ში
გამონაყარი კანზე, ქავილი
თივის ცხელება
მოუნელებლობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში
კანზე გამონაყარი, წყლულის სახით (შუაში მუქი ლაქით და გარშემო შედარებითი ღია ფერით, მუქი წრით კიდეებზე - მულტიფორმული ერითემა)
თუ შენიშნავთ მსგავს სიმტპომებს, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
იშვიათი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
სისხლის შედედების უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სიხშირე უცნობია
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონამცემების მიხედვით.
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
თავის ტვინის დამცავი ქერქის ანთება (ასეპტური მენინგიტი)
კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ განვითარებული გამონაყარი წყლულებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა, რაც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის >30% - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კანის ფართო სიწითლე მცირე ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (ბულეზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
- წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და წყლულებით (ეგზანთემური პუსტულეზი).
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიმპტომი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის წარმოებული ნივთიერება) მომატებით, რაც აყვითლებს კანს და თვალის კაკალს.
თირკმლის მილების ანთება
სისხლის შედედების გახანგრძლივება
ჰიპერაქტივობა
კონვულსიები (თერაპინი BID ფორტეს მაღალი დოზების მიღებისას ან თირკმლის პრობლემების დროს)
ხაოიანი შავი ენა
კბილების დალაქავება (ბავშვებში), როგორც წესი ცილდება გახეხვით.
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი სისხლში ან შარდის ანალიზებში:
სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში.
ჭარბი დოზა
შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას (იხ. პუნქტი 4.4).
კრუნჩხვები შეიძლება მოხდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და მაღალი დოზების მიღებისას.
მოხსენებული იყო, რომ ამოქსიცილინი ჭარბობს შარდის ბუშტის კათეტერებში დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. რეგულარული კლირენსის კონტროლი უნდა იყოს დაცული. (იხ. პუნქტი 4.4).
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია სიმპტომატურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება ამოღებულ იქნეს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ინგრდიენტი:
ყოველ 5 მლ-ში:
671,9 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი (ხბოს წარმოშობის) 600 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტური და 53,49 მგ კალიუმის კლავულანატის ექვივალენტური 42,9 მგ კლავულანის მჟავას
დამხმარე ნივთიერებები:
ყოველ 5 მლ-ში:
ნატრიუმის ბენზოატი (E211) 2 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა + ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა 25 მგ
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 8,25 მგ
ასპარტამი (E951) 6,25 მგ
შაქრის გრანულის ფხვნილი (საქაროზა) 218,07მგ დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.
- წამლის ფორმა
მშრალი ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.
კრემისფერი თეთრი ფერის ჟოლოს სუნით, ერთგვაროვანი ფხვნილის ნარევი.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25C -ზე, მშრალ ადგილას.
განზავების შემდეგ, სუსპენზია ინახება მაცივარში (2-80C) 10 დღე. არ გაყინოთ.
ჰიგროსკოპიის გამო ბოთლს კარგად დაახურეთ.
არ გამოიყენოთ თერაპინ BID ფორტე ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ პროდუქტზე ან შეფუთვაზე შეამჩნევთ რამე წუნს არ გამოიყენოთ თერაპინი BID ფორტე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No: 184
ბეიოღლუ-სტამბოლი/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პენიცილინის კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით
ათქ კოდი: J01CR02
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა ჩვეულებრივ იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზების მიერ დეგრადაციის მიმართ , რომლებიც წარმოიქმნება "რეზისტენტული ბაქტერიების" მიერ და, შესაბამისად, ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ მოიცავს ამ ფერმენტების მწარმოებელ ორგანიზმებს.
კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, სტრუქტურულად მონათესავე პენიცილინებთან. ის ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას ზოგიერთი ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის ინაქტივირებით. მარტო კლავულანის მჟავა არ ავლენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (T>MIC) ზემოთ დრო ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად.
რეზისტენტობის მექანიზმები
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს:
- ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების ინაქტივაცია, რომელიც არ ინჰიბირდება კლავულანის მჟავით B, C და D კლასების ჩათვლით.
- PBP-ების ცვლილება, რომელიც ამცირებს ანტიბაქტერიული აგენტის სწრაფვას მიზნის მიმართ, ბაქტერიების გაუვალობამ ან პულსური ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიულ რეზისტენტობას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.
წყვეტის წერტილები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას MIC ბრიქფოინთები იყო ევროპის ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტში (EUCასტ)
მიკროორგანიზმი
მგრძნობელობის წყვეტა (მკგ/მლ)
მგრძნობიარე
საშუალო
რეზისტ
Haemophilus infiuenzae1
< 1
> 1
Moraxella catarrhalis1
q< 1
> 1
Staphylococcus aureus2
< 2
-
> 2
Streptococcus A, B, C, G4
< 0,25
-
> 0,25
Streptococcus pneumoniae3
_< 0,5
1-2
> 2
მოხსენებული მონაცემები ამოქსიცილინის კონცენტრაციებისთვის. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირდება 2 მგ/ლ-ზე.
მოხსენებული მონაცემები არის ოქსაცილინის კონცენტრაცია.
ცხრილის ბრიქფოინთების მნიშვნელობები ეფუძნება ამპიცილინის წყვეტის წერტილებს.
4 ცხრილის წყვეტის წერტილის მნიშვნელობები ეფუძნება მოქმედების მექანიზმს.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც ადგილობრივი რეზისტენტობის გავრცელება ისეთია, რომ საეჭვოა წამლის ეფექტურობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციების დროს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Bacillius anthracis
Enterococcus faecalis
Listeria monocytogenes
Nocardia ასტeroides
Streptococcus pneumoniae*†
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)*
Streptococcus agalactiae *†
Streptococcus pyogenes*† და სხვა ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკები*†
Streptococcus viridans group
Staphylococcus saprophyticus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Coagulase negative staphylococci (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Bordetella pertussis
Haemophilus infiuenzae1
Haemophilus parainfiuenzae
Helicobacter pylori
Moraxella catarrhalis*
Neisseria gonorrhoeae
Pასტeurella multocida
Vibrio cholera
სხვა
Borrelia burgdorferi
Leptospira ictterohaemorrhagiae
Treponema pallidum
ანაერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Clostridium სახეობები
Peptococcus niger
Peptostreptococcus magnus
Peptostreptococcus micros
Peptostreptococcus სახეობები
ანაერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis
Bacteroides სახეობები
Capnocytophaga სახეობები
Eikenella corrodens
Fusobacterium nucleatum
Fusobacterium სახეობები
Porphyromonas სახეობები
Prevotella სახეობები
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები
Escherichia coli*
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae*
Klebsiella სახეობები
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
Proteus სახეობები
Salmonella სახეობები
Shigella სახეობები
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები
Corynebacterium სახეობები
Enterococcus faeciumA
თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter სახეობები
Citrobacter freundii
Enterobacter სახეობები
Hafnia alvei
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia სახეობები
Pseudomonas სახეობები
Serratia სახეობები
Stenotrophomonas mალტophilia
Yersinia enterolitica
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia სახეობები
Coxiella burnetii
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma სახეობები
A ზომიერი ბუნებრივი მგრძნობელობა წინააღმდეგობის შეძენილი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში
B ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.
1 ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა 10%-ზე მეტი სიხშირით.
2 Streptococcus pneumoniae, რომელიც პენიცილინის მიმართ რეზისტენტულია, არ უნდა მკურნალობდეს ამ ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ფორმულით (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
Ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
თერაპინ BID ფორტეს ორივე კომპონენტი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, მთლიანად იხსნება წყალხსნარებში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა დაახლოებით 70% თავისუფალია შრატში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია, პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Top) არის დაახლოებით ერთი საათი თითოეულ შემთხვევაში.
ქვემოთ მოცემულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, რომლებიც გამოიყენება 45 მგ/3.2 მგ/კგ ყოველ 12 საათში პედიატრიულ პაციენტებში.
ფორმულა
C max
(პგ/მლ)
T « *
(საათი)
EAA
(პგ.სთ/ლ)
Tin
(საათი)
ყოველ 12 საათში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა გამოიყენება როგორც
ამოქსიცილინი
- 7
- 7
- 0
(1— 4)
59,8
+ 20
1,4
0,35
45 მგ/კგ AMC
და
- 2 მგ/კგ CA
კლავულანის მჟავა
- 7
+ 0.9
1,1
(1— 4)
4
1,9
1,1
0,29
AMC: ამოქსიცილინი, CA: კლავულანის მჟავა
- მედიანა
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში მიღებული კონცენტრაციები ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მსგავსი იყო მხოლოდ ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პერორალური მიღებისას მიღებული.
დისტრიბუცია:
პლაზმის მთლიანი კლავულანის მჟავას 25 % და პლაზმის მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება პროტეინებს. განაწილების აშკარა მოცულობა არის დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინის და 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველში და ანთებაში. ამოქსიცილინის განაწილება ცერებროსპინალურ სითხეში არ არის საკმარისი.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რომელიმე ინგრედიენტი შეიწოვება წამლისგან მიღებული მასალებით. პენიცილინების უმეტესობის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალი რაოდენობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).
ნაჩვენებია, რომ ორივე ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კვეთენ პლაცენტურ ბარიერს (იხ. პუნქტი 4.6).
ბიოტრანსფორმაცია:
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილის მჟავის სახით, საწყისი დოზის დაახლოებით 10-25% თანაფარდობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანებში 2,5-დიჰიდრო-4-(2-ჰიდროქსიეთილ)-5-ოქსო-1H-პირროლე-3-კარბოქსი1 მჟავად და 1-ამინო-4-ჰიდროქსი-ბუტან-2-ონამდე. იგი გამოიყოფა შარდით და განავლით და ნახშირორჟანგის სახით ჰაერით.
გამოყოფა:
ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის თირკმელებით, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე არათირკმელებით.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს და საშუალო საერთო კლირენსი არის დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ერთჯერადი ტაბლეტის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. სხვადასხვა კვლევებში ამოქსიცილინის შარდის გამოყოფა 50-85% და კლავულანის მჟავას 27-60% აღმოჩნდა 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავაში პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ექსკრეციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. პუნქტი 4.5).
მახასიათებლები პაციენტებში
თირკმლის უკმარისობა:
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მთლიანი შრატის კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პირდაპირპროპორციულად. წამლის კლირენსის შემცირება უფრო აშკარაა ამოქსიცილინის, ვიდრე კლავულანის მჟავასთან, რადგან ამოქსიცილინის უფრო დიდი წილი გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ, თირკმლის უკმარისობისას დოზებმა უნდა უზრუნველყოს კლავულანის მჟავის ადექვატური დონის შენარჩუნება, ამოქსიცილინის ჭარბი დაგროვების თავიდან აცილებისას (იხ. პუნქტი 4.2).
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა განისაზღვროს სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.
ასაკი:
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთნაირია 3 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში და უფროს ბავშვებში. ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მათ შორის ნაადრევი ახალშობილებისთვის) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ თირკმელების ელიმინაციის გზის მოუმწიფებლობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევაში და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
სქესი:
ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ არ იყო სქესის მნიშვნელოვანი გავლენა ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
თერაპინ BID ფორტე
600/42.9 მგ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული 5მლ შეიცავს 671.9მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 600მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურს და 53.49 მგ კალიუმის კლავულანატს 42.9 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა/ნატრიუმის კარბოქსი მეთილ ცელულოზა, ქსანტანის ფისი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო, სილიციუმის დიოქსიდი, ჟოლოს ესენცია, ასპარტამი (E951), საქაროზას ფხვნილი.
მედიკამენტის მიღებამდე/გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებითი შეკიხთხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს მედიკამენტი დაგინიშნეს პირადად თქვენ. არ შეიძლება მისი სხვისთვის მიცემა.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის თერაპინ BID ფორტე და რისთვის გამოიყენება
თერაპინ BID ფორტე-ს მიღებამდე/გამოყენებამდე
თერაპინ BID ფორტე-ს მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
თერაპინ BID ფორტე-ს შენახვის პირობები
- რა არის თერაპინი BID ფორტე და რისთვის გამოიყენება ის
თერაპინი BID ფორტე არის ანტიბიოტიკი და კლავს ინფექციის გამოწვევ ბაქტერიას. ის შეიცავს ორ სხვადასხვა სახის პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, როგორიცაა „პენიცილინები“, რაც ზოგჯერ არ მოქმედებს (არააქტიურია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) ხელს უშლის ამის განვითარებას.
ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია ქარვისფერ III ტიპის შუშის ბოთლში, რომელსაც დახურულია HDPE თავსახურით, და რომელზეც აღნიშნულია 100მლ დონის ნიშნული, 2.5-5მლ საზომი კოვზით. თერაპინი BID ფორტე გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით.
- თერაპინი BID ფორტეს მიღებამდე
არ მიიღოთ თერაპინი BID ფორტე:
თუ აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობიარე) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან თერაპინი BID ფორტეს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ ოდესმე ჰქონდა მწვავე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შესაძლოა იყოს კანზე გამონაყარი, სახის ან ყელის შეშუპება.
თუ ოდესმე ჰქონდა ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თერაპინი BID ფორტეს მიღებისას
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბავშვისთვის პრეპარატის მიცემამდე თუ მას:
ინფექციური მონონუკლეოზი
ჩატარებული აქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მკურნალობა
არ შარდავს რეგულარულად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ეხება თქვენს შვილს, თერაპინი BID ფორტესს მიცემამდე მიმართეთ მის ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის სახეობა, რომელიც იწვევს თქვენი ბავშვის ინფექციას. შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს თერაპინი BID ფორტეს -ს სხვა დოზის ან სხვა მედიკამენტის გამოყენება.
მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გააუარესოს არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები (შეტევები) და მსხვილი ნაწლავის ანთება. გართულებების რისკის შესამცირებლად, თერაპინი BID ფორტეს მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს. იხილეთ „მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“ ნაწილი 4.
სისხლისა და შარდის ანალიზები
თუ ბავშვს უტარდება სისხლის ანალიზები (მაგალითად, სისხლის წითელი ნაწილაკების მაჩვენებლების ან ღვიძლის ფუნქციის შემოწმება) ან შარდის ანალიზი (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ ბავშვი იღებს თერაპინი BID ფორტეს. ეს აუცილებელია, რადგან თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტები და თერაპინი BID ფორტე
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი იღებს, ახლახან იღებდა ან შესაძლოა მიიღოს სხვა მედიკამენტები.
თუ ბავშვი თერაპინი BID ფორტესთან ერთად იღებს ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), იზრდება კანზე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. თუ თქვენი ბავშვი იღებს პრობენეციდს (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს თერაპინი BID ფორტეს დოზის კორექტირება.
თუ თერაპინი BID ფორტესთან ერთად მიიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება.
თერაპინი BID ფორტემ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) მოქმედებაზე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ თქვენი შვილი აპირებს მიიღოს აღნიშნული პრეპარატი და არის ორსულად ან მეძუძური პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მათ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთცის.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
თერაპინი BID ფორტეს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები) და ამ სიმპტომების გამო შეიძლება ვერ მართოთ ავტოტრანსპორტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია თერაპინიBID ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თერაპინი BID ფორტე შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. ეს შეიძლება იყოს მავნე ფენიკლეტონურიით დაავადებული ბავშვებისთვის.
თერაპინი BID ფორტეს თითოეული დოზა შეიცავს 1მმოლ (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე; რაიმე გვერდითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს შაქრის ფხვნილს (საქაროზა). თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენს შვილს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.
- როგორ უნდა მიიღოთ თერაპინი BID ფორტე
თერაპინი BID ფორტეს რეკომენდებული დოზა არის 90/6.4მგ/კგ დღეში 2 გაყოფილ დოზად 12 საათიანი ინტერვალებით 10 დღე, (იხ. ქვემოთ ცხრილი). პედიატრიულ პაციენტებში >40კგ წონით ან მოზრდილებში, გამოცდილება არ არსებობს. არ არსებობს კლინიკური მონაცემები თერაპინი BID ფორტესთან დაკავშირებით ბავშვებში 3 თვის ასაკამდე.
სხეულის წონა (კგ)
თერაპინ BID ფორტე -600 90/6,4 მგ/კგ/დღეში
8
- 0 მლ დღეში ორჯერ
12
- 5 მლ დღეში ორჯერ
16
- 0 მლ დღეში ორჯერ
20
- 5 მლ დღეში ორჯერ
24
- 0 მლ დღეში ორჯერ
28
- 5 მლ დღეში ორჯერ
32
- 0 მლ დღეში ორჯერ
36
- 5 მლ დღეში ორჯერ
მიღების გზა და მეთოდი:
კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლო აუტანლობის თავიდან ასაცილებლად, თერაპინი BID ფორტე-600 უნდა მიიღოთ ჭამის დასაწყისში.
თერაპინი BID ფორტეს სუსპსნეზიის მომზადება:
თერაპინი BID ფორტე არის ფხვნილი, აუცილებელია მისი განზავება.
დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:
ოდნავ მიარტყით ბოთლს თითი იმისათვის, რომ ფხვნილი თავისუფლად მოძრაობდეს.
დაუმატეთ წყალი ბოთლზე მითითებული ნიშნულის ნახევარმდე და კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზიის მისაღებად. (გამოიყენეთ ადუღებული და გაგრილებული წყალი)
სრულად განზავებისთვის, გააჩერეთ 5 წუთი.
დაუმატეთ დარჩენილი წყალი ნიშნულამდე და კვლავ კარგად შეანჯღიეთ.
სუსპენზიის მიღება შესაძლებელია 5მლ საზომი კოვზით.
კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.
როგორ უნდა მივიღოთ თერაპინი BID ფორტე
ბოთლი ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ ყოველი მიღების წინ.
განზავების შემდეგ, სუსპენზია შეინახეთ მაცივარში (2-80C). არ გაყინოთ.
მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს .
დოზები თანაბრად გაანაწილეთ დღის მანძილზე სულ მცირე 4 სთ-იანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათის განმავლობაში.
თერაპინი BID ფორტე 600მგ/42.9მგ პერორალური სუსპენზიის ფერი შეიძლება იყოს ოდნავ ყვითელი ფერის. ეს არ იმოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.
არ მისცეთ ბავშვს თერაპინი BID ფორტე 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ ბავშვი კვლავ ცუდად გრძნობს თავს უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ თერაპინი BID ფორტე უნდა მისცეთ 2 წლამდე ასაკის ბავშვს, სუსპენზია შეიძლება გაიხსნას შენჯღრევით წყალთან ერთად გამოყენების წინ. არ შეინახეოთ განზავებული სუსპენზია.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
თუ თქვენ ბავშვს აქვს თირკმლის პრობლემები დოზა უნდა შემცირდეს. განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.
თუ თქვენ ბავშვს აქვს ღვიძლის პრობლემები შეიძლება უფრო ხშირად ჩაუტარდეს სისხლის ანალიზები ღვიძლის მუშაობის შესამოწმებლად.
თუ მისცემთ თერაპინი BID ფორტეს საჭიროზე მეტ დოზას
თუ ბავშვს მისცემთ თერაპინი BID ფორტეს ჭარბ დოზას, შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვები. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ მედიკამენტის ბოთლი ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ თერაპინი BID ფორტეს მიცემა
თუ დაგავიწყდათ ბავშისთვის დოზის მიცემა, მიეცით გახსენებისთანავე. არ მისცეთ ბავშვს მომდევნო დოზა მაშინვე. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ ბავშვი შეწყვეტს თერაპინი BID ფორტეს მიღებას
გააგრძელთ ბავშვისთვის თერაპინი BID ფორტეს მიცემა ვიდრე არ დასრულდება თერაპია, მაშინაც კი თუ უკეთ გრძნობს თავს. ბავშვს სჭირდება თითოეული დოზა ინფექციასთან საბრძოლველად. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენისას, მოსალოდნელია ინფექციის შებრუნებას.
დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს.
მდგომარეობები რომელსაც უნდა დააკვირდეთ
ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი) რაც შეიძლება იყოს ხილული კანზე წითელი ან მეწამულისფერი ამოწეული ლაქებით, მაგრამ შეიძლება დააზიანოს ორგანიზმის სხვა ნაწილი
ცხელება, სახსრების ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები ყელში, იღლიებში ან საზარდულში
სახის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კოლაფსი
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ თქვენ შვილს აღენიშნება რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი. შეწყვიტეთ თერაპინი BID ფორტეს მიცემა.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხიერ ფაღარათს, როოგრც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ რჩევისთვის თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს >1/10-ში
ფაღარათი (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/10-ში
რძიანა (კანდიდა - საფუარას ინფექცია საშოში, პირში ან კანის ნაკეცებში)
გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას, ამიტომ მიიღეთ ჭამის წინ
ღებინება
ფაღარათი (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/100-ში
გამონაყარი კანზე, ქავილი
თივის ცხელება
მოუნელებლობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში
კანზე გამონაყარი, წყლულის სახით (შუაში მუქი ლაქით და გარშემო შედარებითი ღია ფერით, მუქი წრით კიდეებზე - მულტიფორმული ერითემა)
თუ შენიშნავთ მსგავს სიმტპომებს, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
იშვიათი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
სისხლის შედედების უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
სიხშირე უცნობია
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონამცემების მიხედვით.
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
თავის ტვინის დამცავი ქერქის ანთება (ასეპტური მენინგიტი)
კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ განვითარებული გამონაყარი წყლულებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა, რაც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის >30% - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კანის ფართო სიწითლე მცირე ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (ბულეზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
- წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და წყლულებით (ეგზანთემური პუსტულეზი).
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიმპტომი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის წარმოებული ნივთიერება) მომატებით, რაც აყვითლებს კანს და თვალის კაკალს.
თირკმლის მილების ანთება
სისხლის შედედების გახანგრძლივება
ჰიპერაქტივობა
კონვულსიები (თერაპინი BID ფორტეს მაღალი დოზების მიღებისას ან თირკმლის პრობლემების დროს)
ხაოიანი შავი ენა
კბილების დალაქავება (ბავშვებში), როგორც წესი ცილდება გახეხვით.
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი სისხლში ან შარდის ანალიზებში:
სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში.
- როგორ შევინახოთ თერაპინი BID ფორტე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25C -ზე, მშრალ ადგილას.
განზავების შემდეგ, სუსპენზია ინახება მაცივარში (2-80C) 10 დღე. არ გაყინოთ.
ჰიგროსკოპიის გამო ბოთლს კარგად დაახურეთ.
არ გამოიყენოთ თერაპინ BID ფორტე ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ პროდუქტზე ან შეფუთვაზე შეამჩნევთ რამე წუნს არ გამოიყენოთ თერაპინი BID ფორტე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S.
Kaptanpasa Mah. Zincirlikuyu Cad. No: 184
ბეიოღლუ-სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S.
Cerkezokoy Organize Sanayi Bolgesi
Kargaagac Mah. 7 Sk. No: 7A
კაპაკლი-ტეკირდაგ/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


