თემოდალი, ეს არის 5 ცალიანი, ერთჯერადი დოზის პაკეტებში შეფუთული პრეპარატი. კაფსულების სხეულის ნაწილი თეთრი, სახურავის ნაწილი თეთრია. თემოდალი, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტემოზოლომიდი (temozolomide)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ მყარი კაფსულა №5
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მაალკილირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- L01AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0110
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
თემოდალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თემოდალი, ეს არის 5 ცალიანი, ერთჯერადი დოზის პაკეტებში შეფუთული პრეპარატი.
კაფსულების სხეულის ნაწილი თეთრი, სახურავის ნაწილი თეთრია.
თემოდალი, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. თემოდალი ქვემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფების სამკურნალოდ გამოოყენება:
მულტიფორმული გლიობლასტომის (თავის ტვინის სპეციფიკური სიმსივნის სახეობა)ახლად დასმული დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში რადიოთერაპიასთან ერთად, შემდეგ კი მონოთერაპიის (მხოლოდ ერთი პრეპარატის) სახით.
სტანდარტული მკურნალობის შემდეგ მულტიფორმული გლიობლასტომის რეციდივის ანდა პროგრესირების მქონე ანდა ანაპლაზიური ასტროციტომის (თავის ტვინის სპეციფიკური სიმსივნის სახე) მსგავსი ავთვისებიანი გლიომის დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში.
მეტასტაზური მალიგნირებული მელანომის (კანის სიმსივნის სახეობა) მქონე ავადმყოფებში.
- თემოდალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თემოდალი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ, თემოზოლომიდის ანდა წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (მომატებული მგრძნობელობა) ალერგია გაქვთ.
თუ, დაკარბაზინის (ზოგჯერ DTIC-ის სახელით წოდებული სიმსივნის საწინააღმდეგო წამალი) მიმართ რეაქცია გქონდათ. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი: ქავილის შეგრძენება, სუნთქვის გაჩერება ანდა ხმაურიანი სუნთქვა, სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება.
თუ, სისხლის უჯრედების-ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია(მიელოსუპრესია). ეს უჯრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ინფექციის მიმართ ბრძოლის და შედედების ფუნქციებში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ამ უჯრედების რაოდენობის გადამოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს გაკონტროლებს.
თუ, ორსულად ხართ.
თემოდალი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თემოდალის გამოყენებამდე ჯერ ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ, რადგანაც:
Pneumocystis jirovecii პნევმონიის (PCP) სახელით ცნობილი სერიოზული გულმკერდის დაავადების განვითარების მხრივ მკაცრი კონტროლია საჭირო. თუ, დიაგნოზი ახლად დასმული გაქვთ (მულტიფორმული გლიობლასტომა) და თემოდალს რადიოთერაპიასთან 42 დღის განმავლობაში ღებულობთ, ასეთ მდგომარეობაში, ექიმი პნევმონიის ამ ტიპის (PCP) თავიდან აცილების მიზნით დამხმარე წამლებს გამოგიწერთ.
თუ, ადრე B ჰეპატიტის ინფექცია გადაიტანეთ ანდა თქვენთან B ჰეპატიტის ინფექციის არსებობის ალბათობა არსებობს, თემოდალმა, ზოგიერთ სასიკვდილო შემთხვევებში B ჰეპატიტის კვლავ გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ავადმყოფს ამ დაავადების სიმპტომების მხრივ ყურადღებით გასინჯავს.
თუ, მკურნალობის დაწყებამდე ანემია(სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი) გაქვთ, ასევე სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების (შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობაც დაბალია და სისხლის შედედების პრობლემაც გაქვთ ანდა ეს პრობლემები მკურნალობის პროცესში განვითარდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს წამლის დოზის შემცირება, მკურნალობის დროებით შეჩერება, მკურნალობის შეწყვეტა ანდა მკურნალობის სქემის შეცვლა. ამ დროს შეიძლება სხვა სახის მკურნალობაც დაგჭირდეთ. ზოგიერთ მდგომარეობაში, თემოდალით მკურნალობის შეჩერებაა საჭირო. თემოდალის სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების ეფექტის კონტროლისთვის ხშირად სისხლის ანალიზების გაკეთებაა საჭირო.
ამ დროს ლეიკემიის ჩათვლით, არსებობს სისხლის სხვა უჯრედების ცვლილების დაბალი რისკი.
თემოდალის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია გულისრევა (თითქოს უნდა გაღებინოს) და/ანდა ღებინება.(იხილეთ ნაწილი-4). ექიმი, ღებინების საწინააღმდეგო წამალს გამოგიწერთ (ანტიემეტიკების სახელით ცნობილი). თუ, მკურნალობის დაწყებამდე ანდა მკურნალობის პროცესში ხშირი ღებინება გაქვთ, ღებინების კონტროლის მიზნით ექიმი აგიხსნით როდის უნდა მიიღოთ თემოდალი. თუ, თემოდალის დოზის მიღების შემდეგ ღებინება გექნებათ, იმავე დღეს თემოდალის მეორე დოზა არ მიიღოთ.
თუ, მაღალი ტემპერატურა გექნებათ ანდა ინფექციის ნიშნებს შენიშნავთ, მაშინვე ექიმს დაეკონტაქტეთ.
თუ, 70 წელზე მეტი ასაკი გაქვთ, ამ დროს არსებობს ინფექციის, სისხლაქცევების ანდა დალურჯებების მხრივ მეტი მიდრეკილება.
თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ, ამ დროს საჭირო იქნება თემოდალის დოზის რეგულირება.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ბავშვები და მოზარდები
ეს წამალი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული, ამიტომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენოთ. თემოდალის მომხმარებელ 3 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებში ინფორმაცია მწირია.
თემოდალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თემოდალის მიღება რეკომენდირებულია მშიერზე.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
თქვენი ექიმი, აგიხსნით და დააზუსტებს თემოდალის დოზას, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ, დოზა გამოითვლება სხეულის მაჩვენებლების (წონის და სიმაღლის) გამოთვლით, ასევე დააზუსტებს ადრე ქიმიოთერაპიის გაკეთების საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ექიმის ასევე, გულისრევის და ღებინების მართვისა და თავიდან აცილებისთვის წამალს გამოგიწერთ.
თუ, თემოდალს რადიოთერაპიასთან ერთად იყენებთ (ავადმყოფები, ახლად დასმული დიაგნოზით):
ამ დროს თემოდალით მკურნალობა ორ ეტაპიანია, თემოდალის რადიოთერაპიასთან ერთდ გამოყენება და შემდეგ, თემოდალის მონოთერაპიის სახით გამოყენება.
თერაპიის რადიოთერაპიასთან ერთად (პარალელურად)გამოყენების პერიოდი
თემოდალის რადიოთერაპიასთან ერთდროულად მიღების დროს, პარალელური მკურნალობის პერიოდს უწოდებენ.
ექიმი, თემოდალით მკურნალობას შემდეგი დოზით დაიწყებს: 75 მგ/მ2 დღეში ერთხელ, საჭირო დოზას სხეულის და სიმაღლის მაჩვენებლების მიხედვით გამოთვლის. ეს დოზა, რადიოთერაპიასთან ერთად 42 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 49) ყოველდღე უნდა მიიღოს. მკურნალობის ამ პერიოდს ,,ერთდროული (პარალელური) მკურნალობის ‘’ პერიოდს უწოდებენ.
სისხლის ანალიზის შედეგების და/ანდა პარალელური მკურნალობის დროს წამლის ტოლერანტობის ხარიხის მიხედვით თემოდალის დოზის მიცემა შეიძლება დაყოვნდეს ანდა თემოდალით მკურნალობა შეწყდეს. რადიოთერაპიის დასრულების შემდეგ სხეულს დასვენების და ძალების აღდგენისთვის დროს ეძლევა, ეს დრო არის 4 კვირა, ამ დროის გასვლის შემდეგ დაიწყება მონოთერაპიის პერიოდი.
მონოთერაპიის პერიოდი (ერთი წამლით მკურნალობა)
ამ პერიოდში თემოდალის დოზა და გამოყენების ფორმა პარალელური მკურნალობის პერიოდისგან განსახვავებული იქნება. ეს პერიოდი, თითოეული 28 დღეში სრულდება და სულ 6 კურსის განმავლობაში ხორციელდება. პირველი კურსის პირველი 5 დღის განმავლობაში თემოდალის ახალი დოზა (150მგ/მ2 )უნდა მიიღოთ, კურსის დანარჩენი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ და ასე 28 დღიანი კურსი დასრულდება. კურსის 28 -ე დღის დასრულების შემდეგ, ეს წამალი კვლავ პირველი 5 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ, შედმეგ კი იწყება მომდევნო კურსი. სისხლის ანალიზის შედეგების და/ანდა წამლის ტოლერანტობის ხარისხის მიხედვით თემოდალის დოზის რეგულირება ყველა კურსზე შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია თემოდალის დაწყების დაყოვნება ანდა მკურნალობის შეწყვეტა.
თუ მხოლოდ თემოდალს ღებულობთ (ავადმყოფები დაავადების რეციდივით და პროგრესიით):
თემოდალით მკურნალობის დროს 1 კურსი 28 დღეში სრულდება. 28 დღიანი დროის პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’)განმავლობაში კაფსულები დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ და მე-5 დღიდან დაწყებული 23 დღის განმავლობაში თემოდალი საერთოდ არ უნდა მიიღოთ და ასე 28 დღე დაასრულოთ. 28 დღის დასრულების შემდეგ, ისევ პირველი 5 დღის განმავლობაში თემოდალი უნდა მიიღოთ ერთხელ დღეში, შემდეგ 23 დღე კი თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ და შემდეგი კურსი დაიწყება. თემოდალის დოზის რეგულაციის საჭიროების საკითხის განსაზღვრისთვის მკურნალობის თითოეული კურსის დაწყებამდე სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს.
თუ, მანამდე ქიმიოთერაპია არ ჩატარებულა, პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’)განმავლობაში დღეში ერთხელ თემოდალი 200 მგ/მ2 დოზით უნდა მიიღოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა მიიღოთ.
თუ, მანამდე ქიმიოთერაპია ჩატარებული გაქვთ, პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’) განმავლობაში დღეში ერთხელ თემოდალი 150 მგ/მ2 დოზით უნდა მიიღოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ.
სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით თქვენს ექიმს შეუძლია მომდევნო კურსისთვის დოზის რეგულირება გაგიკეთოთ.
მკურნალობის ყოველი ახალი კურსის დაწყებისას კარგად გაარკვიეთ: ყოველდღე რამდენი ტაბლეტი, რამდენი მილიგრამი თემოდალის კაფსულა უნდა მიიღოთ, ასევე ეს დოზა რამდენი დღე უნდა მიღოთ.
ყველა ავადმყოფისთვის
თითოეული კაფსულიდან რამდენი უნდა მიიღოთ დააზუსტეთ.
დააზუსტეთ, ,,დოზის დღეები’’ რომელი დღეები უნდა იყოს.
ყოველი ახალი კურსის დაწყებისას თემოდალის დოზა ექიმთან ერთად გადაამოწმეთ და დარწმუნდით სისწორეში. ზოგჯერ ახალი დოზა ანდა კაფსულების ნარევი განსხვავებულია.
მიცემის გზა და მეთოდი:
თემოდალი მშიერ კუჭზე (უზმოზე) უნდა მიიღოთ. (კვებამდე სულ ცოტა 1 საათით ადრე).
კაფსულები ერთი ჭიქა წყლით უნდა გადაიყლაპოს.
კაფსულები არ უნდა გაიხსნას, არ უნდა დაიღეჭოს.
დოზა შეძლებისდაგვარად მინიმალური რაოდენობის კაფსულებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
კაფსულის განადგურების შემთხვევაში, კაფსულის ფხვნილის კანსა და ლორწოვანზე მოხვედრას მოერიდეთ. კონტაქტის შემთვევაში კონტაქტის მიდამო მაშინვე კარგად ჩამოირეცხეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში დაავადების რეციდივის ანდა პროგრესის შემთხვევაში: 3 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში თემოდალის 28 დღიანი კურსის დროს, 5 დღის განამვლობაში 200 მგ/მ2 დოზა მიეცემა. ბავშვებს, რომელთაც მანამდე ქიმიოთერაპია აქვთ ჩატარებული, საწყისი დოზის სახით 5 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 150 მგ/მ2 დოზა ეძლევათ, თუ ტოქოსიურობა არ არის, დოზა შემდეგი კურსის დროს გაიზრდება- 5დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 200 მგ/მ2 ოდენობით.
ხანდაზმულებში გამოყენება:
19-78 წლის ასაკობრივ ჯგუფში სისხლის თემოზოლომიდისგან გაწმენდის სიჩარეზე ასაკი გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, 70 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში, ახალგაზრდა ავადმყოფებთან შედარებით, სისხლის უჯრედების რაოდენობის დაცემის (ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია) რისკი უფრო მეტია. ამიტომ, ხანდაზმულ ავამდყოფებში თემოდალის გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო.
უკუჩვენებები
თემოდალი,
არ გამოიყენება, თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1,
ჰიპერმგრძნობელობა დაკარბაზინის მიმართ (DTIC).
უკუნაჩვენებია პაციენტებში მძიმე მიელოსუპრესიით (იხ. ნაწილი 4.4).
სიფრთხილის ზომები
თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა:
თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემა გაქვთ, შეიძლება საჭირო გახდეს თემოდალის დოზის რეგულირება. თქვენი ექიმი, თემოდალით მკურნალობაზე ტოლერანტობის დადგენისთვის თირკმლების და ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებს გააკონტროლებს.
თუ ფიქრობთ, რომ თემოდალის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ თემოდალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ თემოდალის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ თემოდალის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზა იგივე დღეს, უმოკლეს დროში მიიღეთ. თუ, დოზის დავიწყებიდან ერთი დღე გავიდა, ექიმს მიმართეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, თემოდალში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თემოდალის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენის განყოფილებას მიმართეთ.
ძლიერი ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია (ჭინჭრის ციება, ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის პრობლემები),
უკონტროლო სისხლდენა,
გულყრები (კონვულსიები),
ცხელება,
ოფლიანობა,
თავის ძლიერი ტკივილი
თემოდალი სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის შემცირებით სისხლდენებსა და დალურჯებებს, ანემიებს (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება), ცხელების და ინფექციის მიმართ გამძლეობის შემცირებას განაპირობებს. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება ძირითადად გარდამავალია, მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გახანგრძლივდეს და აპლაზიური ანემიის სახელით ცნობილი სერიოზული ანემია შეიძლება განვითარდეს. ექიმი, აღნიშნული ცვლილებების დროულად გამოვლენის მიზნით სისხლის ანალიზს რეგულარულად გაკონტროლებს და სხვა სახის მკურნალობის საჭიროების საკითხს გადაწყვეტს. ზოგიერთ შემთვევაში საჭირო ხდება თემოდალის დოზის შემცირება ანდა თემოდალით მკურნალობის შეჩერება.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თემოდალის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფაზა-I- ის ცალკე კვლევაში თემოდალის ერთდროული გამოყენება რანიტოდინთან ერთად არ იწვევდა თემოზოლომიდის აბსორბციის ხარისხის ცვლილებას ან მისი აქტიურ მეტაბოლიტზე, მონომეთილ-ტრიაზენო-იმიდაზოლ-კარბოქსამიდზე (MTIC) ზემოქმედებას. თემოდალის საკვებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა Cmax-ის 33%-ით და AUC-ის 9%-ით შემცირება. თემოდალი არ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად, რადგან Cmax-ის ცვლილების კლინიკური მნიშვნელობა არ არის გამორიცხული. II ფაზის კვლევებში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის ანალიზზე დაყრდნობით, დექსამეტაზონთან, პროქლორპერაზინთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ონდანსეტრონთან, H2 რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ფენობარბიტალთან ერთდროული მიღება არ ცვლის თემოზოლომიდის კლირენსს. თემოზოლომიდის კლირენსის მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ხდება ვალპროის მჟავასთან ერთად მიღებისას. თემოზოლომიდის ეფექტის დასადგენად სხვა სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმზე ან ელიმინაციაზე კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, იმის გამო, რომ თემოზოლომიდი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და დაბალია ცილებთან შეკავშირება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი 5.2). თემოზოლომიდის და სხვა მიელოსუპრესიული საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მიელოსუპრესიის ალბათობა.
პედიატრიული მოსახლეობა
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე ექიმის ანდა ფარმაცევტის კონსულატცია მიიღეთ. ექიმის გადაწყვეტილებთ, თუ, აუცილებელი საჭიროება არ არსებობს, ამ წამლის ორსულობის დროს მიღება არ არის რეკომენდირებული.
თემოდალის მომხმარებელ ქალებსა და მამაკაცებში რეკომენდრეიბულია ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება (ასევე იხილეთ,, მამაკაცთა ფერტილობა’’)
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თემოდალით მკურნალობის დროს ბავშვის ძუძუთი კვება შეწყვიტეთ.
მამაკაცთა ფერტილობა-გამრავლების უნარი
თემოდალმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი უნაყოფობა(ინფერტილობა). მამარობითი სქესი ავადმყოფებმა მკურნალობის შეჩერების შემდეგ 6 თვემდე ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოს, შვილი არ უნდა იყოლიონ. მკურნალობის დაწყებამდე სპერმის თემასთან დაკაშირებით საჭიროა კონსულტაციის მიღება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თემოდალის გამოყენების დროს შეიძლება დაღლილობა ანდა ძილიანობა იგრძნოთ. ასეთ შემთვევებში, სანამ არ დარწმუნდებით წამლის თქვენთან გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
თემოდალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ლაქტოზა: თემოდალი ლაქტოზას შეიცავს. თუ ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა(ამტანობა) არ გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,
ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
მადის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, თავის ტკივილი
ღებინება, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა
გამონაყარი, თმის ცვენა
დაღლილობა
გავრცელებული:
ინფექციები,პირის ღრუს ინფექციები, ჭრილობის ინფექციები
სისხლი უჯრედების რაოდენობის შემცირება(ნეიტროპენია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია)
ალერგიული რეაქციები
სისხლში შაქრის დონის მატება
მეხსიერების დარღვევა, დეპრესია, ძლიერი შფოთვა, გონების არევა, ჩაძინების გაძნელება ანდა ძილის დარღვევა
კოორდინაციის დაწონასწორობის დარღვევა
კონცენტრირების გაძნელება, გონებრივი მდგომარეობის ანდა ყურადღების ცვლილებები, გულმავიწყობა
თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟების შეგრძნება, კანკალი, ანორმალური გემოს შეგრძნება
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, თვალის სიმშრალე ანდა ტკივილი
სიყრუე, ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი
ფილტვების ანდა კიდურების თრომბოემბოლია, სისხლის მაღალი არტერიული წნევა
პნევმონია, ჰაერის უკმარისობა, ბრონქიტი, ხველა, წიაღების ჩირქოვანი ანთება
კუჭის ანდა მუცლის ტკივილი, კუჭის პრობლემები/გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება
კანის სიმშრალე, ქავილი
კუნთების დაზიანება, კუნთების სისუსტე, კუნთების წვა და ტკივლი
სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი
ხშირი შარდვა, შარდის შეკავების გაძნელება
ცხელება, გრიპის მსგავსი ნიშნები, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გაცივების ანდა გრიპის ნიშნები
სითხის შეკავება, ფეხების შეშუპება
ღვიძლის ფერმენტების მომატება
წონის დაკლება, წონის მომატება
რადიაციასთან დაკავშირებული დაზიანება
ნაკლებად გავრცელებული
ჰერპეს ვირუსით გამოწვეული თავის ტვინის ინფექციები (ჰერპესული მენინგოენცეფალიტი), რომელიც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს
ახლად განვითარებული ანდა განმეორებითი ციტომეგალოვირუსული ინფექციები
განმეორებით გააქტივებული B ჰეპატიტის ვირუსული ინფექცია
მეორადი სიმსივნეები(ლეიკემიის ჩათვლით)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია)
კანქვეშა წითელი ლაქები
Disbetis insipidus- უშაქრო დიაბეტი (ხშირი შარდვის და წყურვილის მსგავსი ნიშნების მომცველი წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა), სისხლში კალიუმის დაბალი დონე
სულიერი მდგომარეობის ცვლილება, ბოდვები
ნაწილობრივი დამბლა, ყნოსვის შეგრძნების ცვლილებები
სმენის დარღვევები, შუა ყურის ინფექციები
გულის ფრიალი(გულის ცემის შეგრძნება), შეხურება
კუჭის შებერილობა, ნაწლავთა მოქმედებების (დეფეკაცია)კონტროლის გაძნელება, ჰემოროიდული ვენების გაგანიერება, პირის სიმშრალე
ჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება (სიკვდილით დასრულებული ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით), ქოლესტაზი, ბილირუბინის მომატება
სხეულსა და პირის ღრუში იარები, კანის აშრევება, აცლა, კანზე ბუშტუკები, კანზე მტკივენური სიწითლე, კანის შესივებასთან ერთად ძლიერი გამონაყარი (ხელის გულების და ფეხის გულების ჩათვლით)
მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება, ურტიკარია(ჭინჭრის ციება), ჭარბი ოფლიანობა, კანის ფერის ცვლილება
შარდვის გაძნელება
ვაგინალური გამონადენი, საშოს გაღიზიანება, მენსტრუალური ციკლის არ არსებობა და ან ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა, ძუძუს ტკივილი, სექსუალური იმპოტენცია
ცხელებასთან დაკავშირებული კანკალი, სახის შეშუპება, ენის ფერის ცვლილება, წყურვილის შეგრძნება, კბილების დაავადებები
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- თემოდალის შენახვა
თემოდალი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
სასურველია, ჩაკეტილ კარადაში შეინახოთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. კაფსულების გარე დათვალიერებით ნებისმიერი სახის ცვლილებას თუ შემაჩნევთ, ფარმაცევტს უთხარით.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თემოდალი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, თემოდალი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ადამიანების მიერ ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის რეგულირების მიხედვით ხორციელდება.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. მერკ შარფ დოჰმე ილაჩლარი ლევენთი-სტამბული
წარმოების ადგილი:
ორიონის კორპორაცია ორიონ ფარმა
ტენგსტრომინკატუ-თურქუ-ფინეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 08.06.2020-ში დამოწმებულია.
ჭარბი დოზა
პაციენტებში კლინიკურად შესწავლილი იქნა 500, 750, 1000 და 1250 მგ/მ2 დოზები (მთლიანი დოზა ციკლზე 5 დღის განმავლობაში). დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობას არ წარმოადგენს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა და დაფიქსირდა მრავალი დოზის მიღებისას, მაგრამ მოსალოდნელია უფრო ძლიერად გამოვლენა მაღალი დოზირებების გამოყენებისას. ერთ პაციენტს განუვითარდა 10,000 მგ დოზის გადაჭარბება (მთლიანი დოზა ერთ ციკლში 5 დღის განმავლობაში). ზედოზირების გამოვლენილი ეფექტებია პანციტოპენია, პირექსია, მრავლობითი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ძვლის ტვინის დათრგუნვა ინფექციით ან მის გარეშე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებული დოზა 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (64 დღემდე) და ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო მძიმე ხასიათის და გახანგრძლივებული, რამაც გამოიწვია სიკვდილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ჰემატოლოგიური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
თემოზოლომიდი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები
უწყლო ლაქტოზა (ჩლიქოსნებისგან) 175,7 მგ
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.
- წამლის ფორმა
მკვრივი კაფსულები
მკვრივი კაფსულები გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსით და გაუმჭვირვალე ვარდისფერი ზედა ნაწილით და წარწერით შავი მელნით.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. განსაკუთრებული შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30°C-ზე.
- 5. წამლის ფორმა და შეფუთვის სახეობა
ერთჯერადი ხაზოვანი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის, ალუმინის და პოლიეთილენ-ტერეფლატის შეფუთვა. ყოველი ერთჯერადი შეფუთვა შეიცავს 1 მკვრივ კაფსულას და გამოყენების ინსტრუქციას და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5 ერთჯერად შეკვრას.
- 6. სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები
არ შეიძლება კაფსულის გახსნა. კაფსულის განადგურების შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული კანის ან ლორწოვანი გარსების კონტაქტი კაფსულის შემცველ ფხვნილთან. კონტაქტის შემთხვევაში მოხვედრილი ადგილი დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, დაიცვან კაფსულები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სასურველია ჩაკეტილ კარადაში. შემთხვევით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში. გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციის" და "შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების" კონტროლის წესების შესაბამისად. ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების გამოყენების ცარიელი შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ გაზეთში 2/4 /2015 და ნომერი 29314.
- ლიცენზიის მფლობელი
Merck Sharp Dohme Pharmaceuticals Ltd. სტი.
ესენტეპე მაჰ. Buyukdere Cad. No: 199
Levent 199 Office Block სართული: 13 Levent 34394 სტამბოლი
ტელ: (0212) 336 10 00
ფაქსი:(0212) 355 02 02
- ლიცენზიის ნომერი
113/61
- ლიცენზიის პირველადი გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
ლიცენზიის პირველადი თარიღი: 26.02.2003
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამედიცინო პროდუქტის ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები - სხვა მაალკილირებელი საშუალებები ათქ კოდი: L01AX03
მოქმედების მექანიზმი
თემოზოლომიდი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ტრიაზენი, რომელიც განიცდის სწრაფ ქიმიურ გარდაქმნას ფიზიოლოგიურ pH-ს პირობებში აქტიურ ინგრედიენტად - მონომეთილ ტრიაზენოიმიდაზოლის კარბოქსამიდად (MTIC). MTIC-ის ციტოტოქსიკურობა ძირითადად განპირობებულია გუანინის O6 პოზიციით. ითვლება, რომ ეს გამოწვეულია მისი ალკილირებით და დამატებითი ალკილირებით N7 პოზიციაზე. ითვლება, რომ შემდგომი ციტოტოქსიური დაზიანებები დაკავშირებულია მეთილის აღდგენით პროცესებთან.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ახლად დიაგნოზირებული მულტიფორმული გლიობლასტომა
საერთო ჯამში იქნა 573 პაციენტი რანდომიზირებული, იმისათვის, რომ მიეღოთ TEMODAL + RT (n=287) ან მარტო RT (n=286). პაციენტები TEMODAL + RT ჯგუფში RT-ის პირველი დღიდან 42 დღე (მაქსიმუმ 49 დღე) RT-ის ბოლო დღემდე იღებდნენ ერთდროულად თემოდალს (75 მგ/მ2) დღეში ერთხელ. ეს მკურნალობა ჩატარდა RT-ის დასრულებიდან 4 კვირიდან და 6 ციკლამდე, მოჰყვა თემოდალის მონოთერაპია ყოველი 28-დღიანი ციკლის 1-5 დღეებში (150-200 მგ/მ2). საკონტროლო ჯგუფის პაციენტებმა მიიღეს მხოლოდ RT. საჭირო იყო პნევმონიის (PCP) პროფილაქტიკისათვის RT და თემოდალის კომბინირებული თერაპია Pnemocytis jirovecii-ის დროს. 161-მა პაციენტმა (57%) 282 პაციენტიდან მხოლოდ RT ჯგუფში და 62 (22%) პაციენტმა 277 პაციენტიდან თემოდალ + RT ჯგუფში მიიღო თემოდალი სამაშველო თერაპიის სახით შემდგომი დაკვირვების პერიოდში. რისკის კოეფიციენტი (HR) საერთო გადარჩენისთვის იყო 1.59 (95% ნდობის ინტერვალი (CI) HR =1.33-1.91-ისთვის) და Log-Rank-p- მნიშვნელობა იყო <0.0001 TEMODAL ჯგუფის სასარგებლოდ. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადარჩენის გამოთვლილი ალბათობა (26% vs 10%) უფრო მაღალი იყო RT + TEMODAL ჯგუფში. ახლად დიაგნოზირებული მულტიფორმული გლიობლასტომის მქონე პაციენტების მკურნალობისას, თანმხლები TEMODAL-ის დამატება RT-ზე, რასაც მოჰყვა TEMODAL მონოთერაპია, აჩვენებდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საერთო გადარჩენაში (OS) მხოლოდ RT-სთან შედარებით (სურათი 1).
ITT პოპულაცია: საერთო გადარჩენა
center635
ალბათობა
დრო რანდომიზაციის შემდე (თვე)
სურათი 1. კაპლან-მეიერის მრუდები საერთო გადარჩენისთვის (ITT პოპულაცია)
კვლევის შედეგები არ იყო თანმიმდევრული პაციენტთა ქვეჯგუფში ცუდი შესრულების სტატუსით (WHO PS=2, n=70) და საერთო გადარჩენა და პროგრესის დრო ამ ქვეჯგუფში მსგავსი იყო, რაც ორივე ჯგუფში. თუმცა, გასაგებია, რომ პაციენტების ამ ჯგუფში არ არსებობს მიუღებელი რისკები.
მორეციდივე ან პროგრესირებადი ავთვისებიანი გლიომა
კლინიკური ეფექტურობის მონაცემები პაციენტებში მულტიფორმული გლიობლასტომით (Karnofski შესრულების სტატუსი [KPS] 70), რომელიც პროგრესირებდა ან განმეორდა ოპერაციისა და RT-ის შემდეგ, ეფუძნება ორ კლინიკურ კვლევას ორალური თემოდალის გამოყენებით. ერთი იყო არაშედარებითი კვლევა 138 პაციენტში (29%-ს ჩატარებული ჰქონდა წინა ქიმიოთერაპია) და მეორე იყო რანდომიზებული, აქტიური კონტროლირებადი კვლევა თემოდალის პროკარბაზინთან შედარებით, რომელშიც მონაწილეობდა სულ 225 პაციენტი (67%-ს მიღებული ჰქონდა ნიტროზოურეაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია). ორივე კვლევაში, პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც განისაზღვრება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ან ნევროლოგიური გაუარესებით. არაშედარებით კვლევაში PFS 6 თვის შემდეგ შეადგენდა 19%, პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო დრო 2.1 თვე და საშუალო საერთო გადარჩენა 5.4 თვე. ობიექტური რეაგირების მაჩვენებელი (ORR) MR გამოსახულების საფუძველზე არის 8%. რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, PFS 6 თვის განმავლობაში თემოდალით მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე პროკარბაზინთან (21% წინააღმდეგ 8%- chi--კვადრატი p = 0.008), და საშუალო PFS იყო 2.89 თვე და 1.88 თვე, შესაბამისად ( log rank p = 0.0063). თემოდალისა და პროკარბაზინის გადარჩენის საშუალო დრო იყო 7.34 თვე და 5.66 თვე, შესაბამისად (log rank p = 0.33). 6 თვის განმავლობაში, პაციენტების წილი, რომლებიც გადარჩნენ თემოდალის ჯგუფში (60%) მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე პროკარბაზინის ჯგუფში (44%) (chi-კვადრატი p = 0.019). პაციენტებში, რომლებმაც ადრე მიიღეს ქიმიოთერაპია, სარგებელი გამოვლინდა პაციენტებში KPS 80. ნევროლოგიური მონაცემები გაუარესებამდე და დროის გაუარესებამდე მონაცემები გამოვლინდა თემოდალის სასარგებლოდ პროკარბაზინთან შედარებით (KPS-ის რეგრესია <70-მდე ან მინიმუმ 30 ქულის შემცირება). ამ საბოლოო წერტილებზე პროგრესირების საშუალო დრო იყო 0.7-2.1 თვით უფრო გრძელი TEMODAL-ით მკუნრალობისას პროკარბაზინთან შედარებით (log rank p =<0.01-0.03).
მორეციდივე ანაპლასტიკური ასტროციტომა
მულტიცენტრულ, პერსპექტიულ II ფაზაში კვლევაში, რომელიც აფასებდა პერორალური თემოდალის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ანაპლასტიკური ასტროციტომის მქონე პაციენტების მკურნალობისას პირველი რეციდივის დროს, PFS 6 თვის შემდეგ შეადგენდა 46% და საშუალო PFS აღინიშნა 5.4 თვეში. საშუალო გადარჩენის დრო 14,6 შეადგენდა თვეს. ცენტრალური მონიტორინგის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მკურნალობის პასუხის მაჩვენებელი შეადგენდა 35% (13 სრული პასუხი და 43 ნაწილობრივი პასუხი) Intent-to-Treat- პოპულაციაში (ITT) (n=162). სტაბილური დაავადება დაფიქსირდა 43 პაციენტში. ITT პოპულაციაში, 6-თვის შემდეგ გამოვლენის გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი შეადგენდა 44%, ხოლო მედიანური მოვლენის გარეშე გადარჩენა შეადენდა 4.6 თვეს; ეს მაჩვენებლები შედარებულია პროგრესირების გარეშე გადარჩენის შედეგებთან. ეფექტურობის შედეგები მსგავსია ჰისტოლოგიურ პოპულაციაში. რადიოლოგიური ობიექტური პასუხის მიღწევა ან პროგრესირების გარეშე მდგომარეობის შენარჩუნება მტკიცედ იყო დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასთან ან გაუმჯობესებასთან.
პედიატრიული პაციენტები
პერორალური თემოდალი შესწავლილი იყო პედიატრიულ პაციენტებში (3-18 წლის ასაკში) მორეციდივე თავის ტვინის გლიომით ან მორეციდივე მაღალი ხარისხის ასტროციტომით, დოზირების რეჟიმით, რომელიც შეიყვანებოდა ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში ყოველ 28 დღეში. თემოდალის მიმართ ტოლერანტობა იგივეა რაც მოზრდილებში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
თემოზოლომიდი სპონტანურად ჰიდროლიზდება არსებითად აქტიურ სახეობამდე 3-მეთილ-(ტრიაზენ-1-ილ)იმიდაზოლ-4-კარბოქსამიდამდე (MTIC) ფიზიოლოგიურ pH-ის პირობებში. MTIC სპონტანურად ჰიდროლიზდება 5-ამინო-იმიდაზოლ-4-კარბოქსამიდამდე (AIC), რომელიც არის პურინისა და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის ცნობილი შუალედური პროდუქტი, და მეთილჰიდრაზინამდე, რომელიც ითვლება აქტიურ მაალკილირებელ სახეობად. ითვლება, რომ MTIC ციტოტოქსიკურობა გამოწვეულია დნმ-ის ალკილირებით, ძირითადად გუანინის O6 და N7 პოზიციებზე. MTIC და AUD-ის ექსპოზიცია თემოზოლომიდის AUC-თან შედარებით შეადგენდა ~2.4% და 23%, შესაბამისად. MTIC-ის t1/2 in vivo თემოზოლომიდის (1,8 საათი) მსგავსი იყო.
აბსორბცია
ზრდასრულ პაციენტებში პერორალური მიღების შემდეგ, თემოზოლომიდი სწრაფად შეიწოვება და დოზის მიღებიდან შთანთქმა გრძელდება მხოლოდ 20 წუთი. ის აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოკლე დროში (საშუალო დრო 0,5-დან 1,5 საათამდე). თემოდალს გააჩნია პერორალურად შეყვანის შემდეგ 14C მარკირება, 14C-ის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელი განავალში დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში შეადგენდა 0.8%; ეს მაჩვენებელი მიუთითებს სრულ აბსორბციაზე.
განაწილება
თემოზოლომიდს ახასიათებს ცილებთან დაბალი შეკავშირება (10-20%) და არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედებები ცილებთან მაღალი კავშირის მქონე ნივთიერებებთან. პრეკლინიკურმა მონაცემებმა და ადამიანებში ჩატარებულმა PET კვლევებმა აჩვენეს, რომ თემოზოლომიდი სწრაფად კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და სავარაუდოდ აღნიშნება სითხეში (CSF). ცერებროსპინალურ სითხეში შეღწევა დადასტურდა 1 პაციენტში და CSF-ის ექსპოზიცია თემოზოლომიდის მრუდის ქვეშ მდებარე ფართობთან შედარებით შეადგენდა პლაზმაში არსებულის დაახლოებით 30%. ეს აღმოჩენა შეესაბამება ცხოველთა მონაცემებს.
ბიოტრანსფორმაცია
პერორალური მიღების შემდეგ, დოზის საშუალოდ 5%-10% გამოიყოფა უცვლელი შარდით 24 საათის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი თემოზოლომიდის მჟავის, 5-ამინოიმიდაზოლ-4-კარბოქსამიდის (AIC) ან დაუზუსტებელი პოლარული მეტაბოლიტების სახით. პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დოზის შესაბამისად.
ელიმინაცია
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს დაახლოებით 1,8 საათს. 14C-ის ელიმინაცია ძირითადად თირკმელებით ხდება.
წრფივობა/არაწრფივობა
პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დოზირების შესაბამისად. პლაზმური კლირენსი, განაწილების მოცულობა და ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დამოკიდებული დოზაზე.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თემოზოლომიდის პოპულაციაზე დაფუძნებული ფარმაკოკინეტიკური ანალიზმა აჩვენა, რომ თემოზოლომიდის პლაზმური კლირენსი იყო დამოუკიდებელი ასაკის, თირკმლის ფუნქციის ან თამბაქოს მოხმარებისგან. სხვა ფარმაკოკინეტიკური კვლევაში გამოვლინდა, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ხარისხობრივი დისფუნქციის მქონე პაციენტებს გააჩნიათ მსგავსი ფარმაკოკინეზტური პროფილები პლაზმაში, როგორიც გააჩნიათ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) უფრო დიდია პედიატრიულ პაციენტებში; თუმცა, მაქსიმალური ტოლერანტული დოზა (MTD) შეადგენს 1000 მგ/მ2 თითო ციკლზე როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
- 3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
ვირთხებსა და ძაღლებში ჩატარდა ერთჯერადი ციკლის (5 დღიანი დოზა, 23-დღიანი მკურნალობის გარეშე), სამ და ექვსციკლიანი ტოქსიურობის კვლევები. ტოქსიურობის პირველადი სამიზნე იყო ძვლის ტვინი, ლიმფორეკულური სისტემა, სათესლე ჯირკვლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ხოლო ბადურის დეგენერაცია დაფიქსირდა უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას (ლეტალური შედეგი გამოკვლეული ვირთხებისა და ძაღლების 60-100%-ში). გარდა გვერდითი მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემასთან და ბადურის დეგენერაციასთან, ტოქსიკურობის უმეტესობა აჩვენებდა შექცევადობის ნიშნებს. თუმცა, ვინაიდან ბადურის დეგენერაციაზე პასუხისმგებელი დოზები ლეტალური დოზის დიაპაზონშია და მსგავსი ეფექტი კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა, ეს აღმოჩენა არ ჩაითვალა კლინიკურად მნიშვნელოვანად.
თემოზოლომიდი არის ემბრიოტოქსიური, ტერატოგენული და გენოტოქსიური ალკილატორული საშუალება. თემოზოლომიდი უფრო მეტ ტოქსიურობას ავლენს ვირთხებსა და ძაღლებში, ვიდრე ადამიანებში და კლინიკური დოზა უახლოვდება მინიმალურ ლეტალურ დოზას ვირთხებსა და ძაღლებში. ლეიკოციტების და თრომბოციტების დოზაზე დამოკიდებული შემცირება ტოქსიკურობის მგრძნობიარე მაჩვენებელია. სხვადასხვა ნეოპლაზმები, მათ შორის სარძევე ჯირკვლის კარცინომა, კანის კერატოაკანთომა და ბაზალური უჯრედების ადენომა დაფიქსირდა 6 კურსიან ვირთხების კვლევაში, მაგრამ ძაღლების კვლევებში არ დაფიქსირებულა სიმსივნეები ან პრენეოპლასტიკური ცვლილებები. როგორც ჩანს, ვირთხები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თემოდალის ონკოგენური ეფექტების მიმართ და პირველი სიმსივნეები გამოვლინდა დოზის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში. ეს ლატენტური პერიოდი ძალიან ხანმოკლეა მაალკილირებელი აგენტისთვისაც კი. დადებითი მუტაგენური პასუხი დაფიქსირდა ეიმსის/სალმონელას და ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების (HPBL) ქრომოსომის აბერაციის ტესტების შედეგებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
თემოდალი 100 მგ კაფსულა
მიიღება ორალური (პირის) გზით.
ციტოტოქსიური
მოქმედი ნივთიერებები: თემოზოლომიდი
დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შემადგენლობა: უწყლო ლაქტოზა (მსხვილფეხა რქოსანიდან მიღებული), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ღვინის მჟავა, სტეარინის მჟავა (მსხვილფეხა რქსოსანიდან მიღებული). კაფსულის გარსი: ჟელატინი (მხვილფეხა რქსოსანიდან მიღებული), ტიტანის დიოქსიდი, ნატიუმის ლაურილის სულფატი. საბეჭდი მელანი: გომალაკი, პროპილენ გლიკოლი, სუფთა წყალი, ამონიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი და რკინის შავი ოქსიდი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება თემოდალი?
თემოდალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება თემოდალი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
თემოდალის შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება თემოდალი?
თემოდალი, ეს არის 5 ცალიანი, ერთჯერადი დოზის პაკეტებში შეფუთული პრეპარატი.
კაფსულების სხეულის ნაწილი თეთრი, სახურავის ნაწილი თეთრია.
თემოდალი, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. თემოდალი ქვემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფების სამკურნალოდ გამოოყენება:
მულტიფორმული გლიობლასტომის (თავის ტვინის სპეციფიკური სიმსივნის სახეობა)ახლად დასმული დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში რადიოთერაპიასთან ერთად, შემდეგ კი მონოთერაპიის (მხოლოდ ერთი პრეპარატის) სახით.
სტანდარტული მკურნალობის შემდეგ მულტიფორმული გლიობლასტომის რეციდივის ანდა პროგრესირების მქონე ანდა ანაპლაზიური ასტროციტომის (თავის ტვინის სპეციფიკური სიმსივნის სახე) მსგავსი ავთვისებიანი გლიომის დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში.
მეტასტაზური მალიგნირებული მელანომის (კანის სიმსივნის სახეობა) მქონე ავადმყოფებში.
- თემოდალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თემოდალი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ, თემოზოლომიდის ანდა წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (მომატებული მგრძნობელობა) ალერგია გაქვთ.
თუ, დაკარბაზინის (ზოგჯერ DTIC-ის სახელით წოდებული სიმსივნის საწინააღმდეგო წამალი) მიმართ რეაქცია გქონდათ. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი: ქავილის შეგრძენება, სუნთქვის გაჩერება ანდა ხმაურიანი სუნთქვა, სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება.
თუ, სისხლის უჯრედების-ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია(მიელოსუპრესია). ეს უჯრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ინფექციის მიმართ ბრძოლის და შედედების ფუნქციებში. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ამ უჯრედების რაოდენობის გადამოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს გაკონტროლებს.
თუ, ორსულად ხართ.
თემოდალი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თემოდალის გამოყენებამდე ჯერ ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ, რადგანაც:
Pneumocystis jirovecii პნევმონიის (PCP) სახელით ცნობილი სერიოზული გულმკერდის დაავადების განვითარების მხრივ მკაცრი კონტროლია საჭირო. თუ, დიაგნოზი ახლად დასმული გაქვთ (მულტიფორმული გლიობლასტომა) და თემოდალს რადიოთერაპიასთან 42 დღის განმავლობაში ღებულობთ, ასეთ მდგომარეობაში, ექიმი პნევმონიის ამ ტიპის (PCP) თავიდან აცილების მიზნით დამხმარე წამლებს გამოგიწერთ.
თუ, ადრე B ჰეპატიტის ინფექცია გადაიტანეთ ანდა თქვენთან B ჰეპატიტის ინფექციის არსებობის ალბათობა არსებობს, თემოდალმა, ზოგიერთ სასიკვდილო შემთხვევებში B ჰეპატიტის კვლავ გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ავადმყოფს ამ დაავადების სიმპტომების მხრივ ყურადღებით გასინჯავს.
თუ, მკურნალობის დაწყებამდე ანემია(სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი) გაქვთ, ასევე სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების (შედედებაში მონაწილე სისხლის უჯრედები) რაოდენობაც დაბალია და სისხლის შედედების პრობლემაც გაქვთ ანდა ეს პრობლემები მკურნალობის პროცესში განვითარდება, ამ დროს ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს წამლის დოზის შემცირება, მკურნალობის დროებით შეჩერება, მკურნალობის შეწყვეტა ანდა მკურნალობის სქემის შეცვლა. ამ დროს შეიძლება სხვა სახის მკურნალობაც დაგჭირდეთ. ზოგიერთ მდგომარეობაში, თემოდალით მკურნალობის შეჩერებაა საჭირო. თემოდალის სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების ეფექტის კონტროლისთვის ხშირად სისხლის ანალიზების გაკეთებაა საჭირო.
ამ დროს ლეიკემიის ჩათვლით, არსებობს სისხლის სხვა უჯრედების ცვლილების დაბალი რისკი.
თემოდალის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია გულისრევა (თითქოს უნდა გაღებინოს) და/ანდა ღებინება.(იხილეთ ნაწილი-4). ექიმი, ღებინების საწინააღმდეგო წამალს გამოგიწერთ (ანტიემეტიკების სახელით ცნობილი). თუ, მკურნალობის დაწყებამდე ანდა მკურნალობის პროცესში ხშირი ღებინება გაქვთ, ღებინების კონტროლის მიზნით ექიმი აგიხსნით როდის უნდა მიიღოთ თემოდალი. თუ, თემოდალის დოზის მიღების შემდეგ ღებინება გექნებათ, იმავე დღეს თემოდალის მეორე დოზა არ მიიღოთ.
თუ, მაღალი ტემპერატურა გექნებათ ანდა ინფექციის ნიშნებს შენიშნავთ, მაშინვე ექიმს დაეკონტაქტეთ.
თუ, 70 წელზე მეტი ასაკი გაქვთ, ამ დროს არსებობს ინფექციის, სისხლაქცევების ანდა დალურჯებების მხრივ მეტი მიდრეკილება.
თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ, ამ დროს საჭირო იქნება თემოდალის დოზის რეგულირება.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ბავშვები და მოზარდები
ეს წამალი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული, ამიტომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენოთ. თემოდალის მომხმარებელ 3 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებში ინფორმაცია მწირია.
თემოდალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თემოდალის მიღება რეკომენდირებულია მშიერზე.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე ექიმის ანდა ფარმაცევტის კონსულატცია მიიღეთ. ექიმის გადაწყვეტილებთ, თუ, აუცილებელი საჭიროება არ არსებობს, ამ წამლის ორსულობის დროს მიღება არ არის რეკომენდირებული.
თემოდალის მომხმარებელ ქალებსა და მამაკაცებში რეკომენდრეიბულია ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება (ასევე იხილეთ,, მამაკაცთა ფერტილობა’’)
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თემოდალით მკურნალობის დროს ბავშვის ძუძუთი კვება შეწყვიტეთ.
მამაკაცთა ფერტილობა-გამრავლების უნარი
თემოდალმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი უნაყოფობა(ინფერტილობა). მამარობითი სქესი ავადმყოფებმა მკურნალობის შეჩერების შემდეგ 6 თვემდე ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოს, შვილი არ უნდა იყოლიონ. მკურნალობის დაწყებამდე სპერმის თემასთან დაკაშირებით საჭიროა კონსულტაციის მიღება.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
თემოდალის გამოყენების დროს შეიძლება დაღლილობა ანდა ძილიანობა იგრძნოთ. ასეთ შემთვევებში, სანამ არ დარწმუნდებით წამლის თქვენთან გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
თემოდალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ლაქტოზა: თემოდალი ლაქტოზას შეიცავს. თუ ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა(ამტანობა) არ გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება თემოდალი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
თქვენი ექიმი, აგიხსნით და დააზუსტებს თემოდალის დოზას, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ, დოზა გამოითვლება სხეულის მაჩვენებლების (წონის და სიმაღლის) გამოთვლით, ასევე დააზუსტებს ადრე ქიმიოთერაპიის გაკეთების საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ექიმის ასევე, გულისრევის და ღებინების მართვისა და თავიდან აცილებისთვის წამალს გამოგიწერთ.
თუ, თემოდალს რადიოთერაპიასთან ერთად იყენებთ (ავადმყოფები, ახლად დასმული დიაგნოზით):
ამ დროს თემოდალით მკურნალობა ორ ეტაპიანია, თემოდალის რადიოთერაპიასთან ერთდ გამოყენება და შემდეგ, თემოდალის მონოთერაპიის სახით გამოყენება.
თერაპიის რადიოთერაპიასთან ერთად (პარალელურად)გამოყენების პერიოდი
თემოდალის რადიოთერაპიასთან ერთდროულად მიღების დროს, პარალელური მკურნალობის პერიოდს უწოდებენ.
ექიმი, თემოდალით მკურნალობას შემდეგი დოზით დაიწყებს: 75 მგ/მ2 დღეში ერთხელ, საჭირო დოზას სხეულის და სიმაღლის მაჩვენებლების მიხედვით გამოთვლის. ეს დოზა, რადიოთერაპიასთან ერთად 42 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 49) ყოველდღე უნდა მიიღოს. მკურნალობის ამ პერიოდს ,,ერთდროული (პარალელური) მკურნალობის ‘’ პერიოდს უწოდებენ.
სისხლის ანალიზის შედეგების და/ანდა პარალელური მკურნალობის დროს წამლის ტოლერანტობის ხარიხის მიხედვით თემოდალის დოზის მიცემა შეიძლება დაყოვნდეს ანდა თემოდალით მკურნალობა შეწყდეს. რადიოთერაპიის დასრულების შემდეგ სხეულს დასვენების და ძალების აღდგენისთვის დროს ეძლევა, ეს დრო არის 4 კვირა, ამ დროის გასვლის შემდეგ დაიწყება მონოთერაპიის პერიოდი.
მონოთერაპიის პერიოდი (ერთი წამლით მკურნალობა)
ამ პერიოდში თემოდალის დოზა და გამოყენების ფორმა პარალელური მკურნალობის პერიოდისგან განსახვავებული იქნება. ეს პერიოდი, თითოეული 28 დღეში სრულდება და სულ 6 კურსის განმავლობაში ხორციელდება. პირველი კურსის პირველი 5 დღის განმავლობაში თემოდალის ახალი დოზა (150მგ/მ2 )უნდა მიიღოთ, კურსის დანარჩენი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ და ასე 28 დღიანი კურსი დასრულდება. კურსის 28 -ე დღის დასრულების შემდეგ, ეს წამალი კვლავ პირველი 5 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ, შედმეგ კი იწყება მომდევნო კურსი. სისხლის ანალიზის შედეგების და/ანდა წამლის ტოლერანტობის ხარისხის მიხედვით თემოდალის დოზის რეგულირება ყველა კურსზე შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია თემოდალის დაწყების დაყოვნება ანდა მკურნალობის შეწყვეტა.
თუ მხოლოდ თემოდალს ღებულობთ (ავადმყოფები დაავადების რეციდივით და პროგრესიით):
თემოდალით მკურნალობის დროს 1 კურსი 28 დღეში სრულდება. 28 დღიანი დროის პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’)განმავლობაში კაფსულები დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ და მე-5 დღიდან დაწყებული 23 დღის განმავლობაში თემოდალი საერთოდ არ უნდა მიიღოთ და ასე 28 დღე დაასრულოთ. 28 დღის დასრულების შემდეგ, ისევ პირველი 5 დღის განმავლობაში თემოდალი უნდა მიიღოთ ერთხელ დღეში, შემდეგ 23 დღე კი თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ და შემდეგი კურსი დაიწყება. თემოდალის დოზის რეგულაციის საჭიროების საკითხის განსაზღვრისთვის მკურნალობის თითოეული კურსის დაწყებამდე სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს.
თუ, მანამდე ქიმიოთერაპია არ ჩატარებულა, პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’)განმავლობაში დღეში ერთხელ თემოდალი 200 მგ/მ2 დოზით უნდა მიიღოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა მიიღოთ.
თუ, მანამდე ქიმიოთერაპია ჩატარებული გაქვთ, პირველი 5 დღის (,,დოზის დღეები’’) განმავლობაში დღეში ერთხელ თემოდალი 150 მგ/მ2 დოზით უნდა მიიღოთ და შემდეგი 23 დღის განმავლობაში თემოდალი არ უნდა გამოიყენოთ.
სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით თქვენს ექიმს შეუძლია მომდევნო კურსისთვის დოზის რეგულირება გაგიკეთოთ.
მკურნალობის ყოველი ახალი კურსის დაწყებისას კარგად გაარკვიეთ: ყოველდღე რამდენი ტაბლეტი, რამდენი მილიგრამი თემოდალის კაფსულა უნდა მიიღოთ, ასევე ეს დოზა რამდენი დღე უნდა მიღოთ.
ყველა ავადმყოფისთვის
თითოეული კაფსულიდან რამდენი უნდა მიიღოთ დააზუსტეთ.
დააზუსტეთ, ,,დოზის დღეები’’ რომელი დღეები უნდა იყოს.
ყოველი ახალი კურსის დაწყებისას თემოდალის დოზა ექიმთან ერთად გადაამოწმეთ და დარწმუნდით სისწორეში. ზოგჯერ ახალი დოზა ანდა კაფსულების ნარევი განსხვავებულია.
მიცემის გზა და მეთოდი:
თემოდალი მშიერ კუჭზე (უზმოზე) უნდა მიიღოთ. (კვებამდე სულ ცოტა 1 საათით ადრე).
კაფსულები ერთი ჭიქა წყლით უნდა გადაიყლაპოს.
კაფსულები არ უნდა გაიხსნას, არ უნდა დაიღეჭოს.
დოზა შეძლებისდაგვარად მინიმალური რაოდენობის კაფსულებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
კაფსულის განადგურების შემთხვევაში, კაფსულის ფხვნილის კანსა და ლორწოვანზე მოხვედრას მოერიდეთ. კონტაქტის შემთვევაში კონტაქტის მიდამო მაშინვე კარგად ჩამოირეცხეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში დაავადების რეციდივის ანდა პროგრესის შემთხვევაში: 3 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში თემოდალის 28 დღიანი კურსის დროს, 5 დღის განამვლობაში 200 მგ/მ2 დოზა მიეცემა. ბავშვებს, რომელთაც მანამდე ქიმიოთერაპია აქვთ ჩატარებული, საწყისი დოზის სახით 5 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 150 მგ/მ2 დოზა ეძლევათ, თუ ტოქოსიურობა არ არის, დოზა შემდეგი კურსის დროს გაიზრდება- 5დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 200 მგ/მ2 ოდენობით.
ხანდაზმულებში გამოყენება:
19-78 წლის ასაკობრივ ჯგუფში სისხლის თემოზოლომიდისგან გაწმენდის სიჩარეზე ასაკი გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, 70 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში, ახალგაზრდა ავადმყოფებთან შედარებით, სისხლის უჯრედების რაოდენობის დაცემის (ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია) რისკი უფრო მეტია. ამიტომ, ხანდაზმულ ავამდყოფებში თემოდალის გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა:
თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემა გაქვთ, შეიძლება საჭირო გახდეს თემოდალის დოზის რეგულირება. თქვენი ექიმი, თემოდალით მკურნალობაზე ტოლერანტობის დადგენისთვის თირკმლების და ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებს გააკონტროლებს.
თუ ფიქრობთ, რომ თემოდალის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ თემოდალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ თემოდალის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ თემოდალის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზა იგივე დღეს, უმოკლეს დროში მიიღეთ. თუ, დოზის დავიწყებიდან ერთი დღე გავიდა, ექიმს მიმართეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, თემოდალში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თემოდალის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენის განყოფილებას მიმართეთ.
ძლიერი ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია (ჭინჭრის ციება, ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის პრობლემები),
უკონტროლო სისხლდენა,
გულყრები (კონვულსიები),
ცხელება,
ოფლიანობა,
თავის ძლიერი ტკივილი
თემოდალი სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის შემცირებით სისხლდენებსა და დალურჯებებს, ანემიებს (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება), ცხელების და ინფექციის მიმართ გამძლეობის შემცირებას განაპირობებს. სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება ძირითადად გარდამავალია, მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გახანგრძლივდეს და აპლაზიური ანემიის სახელით ცნობილი სერიოზული ანემია შეიძლება განვითარდეს. ექიმი, აღნიშნული ცვლილებების დროულად გამოვლენის მიზნით სისხლის ანალიზს რეგულარულად გაკონტროლებს და სხვა სახის მკურნალობის საჭიროების საკითხს გადაწყვეტს. ზოგიერთ შემთვევაში საჭირო ხდება თემოდალის დოზის შემცირება ანდა თემოდალით მკურნალობის შეჩერება.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თემოდალის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,
ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
მადის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, თავის ტკივილი
ღებინება, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა
გამონაყარი, თმის ცვენა
დაღლილობა
გავრცელებული:
ინფექციები,პირის ღრუს ინფექციები, ჭრილობის ინფექციები
სისხლი უჯრედების რაოდენობის შემცირება(ნეიტროპენია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია)
ალერგიული რეაქციები
სისხლში შაქრის დონის მატება
მეხსიერების დარღვევა, დეპრესია, ძლიერი შფოთვა, გონების არევა, ჩაძინების გაძნელება ანდა ძილის დარღვევა
კოორდინაციის დაწონასწორობის დარღვევა
კონცენტრირების გაძნელება, გონებრივი მდგომარეობის ანდა ყურადღების ცვლილებები, გულმავიწყობა
თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟების შეგრძნება, კანკალი, ანორმალური გემოს შეგრძნება
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, თვალის სიმშრალე ანდა ტკივილი
სიყრუე, ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი
ფილტვების ანდა კიდურების თრომბოემბოლია, სისხლის მაღალი არტერიული წნევა
პნევმონია, ჰაერის უკმარისობა, ბრონქიტი, ხველა, წიაღების ჩირქოვანი ანთება
კუჭის ანდა მუცლის ტკივილი, კუჭის პრობლემები/გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება
კანის სიმშრალე, ქავილი
კუნთების დაზიანება, კუნთების სისუსტე, კუნთების წვა და ტკივლი
სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი
ხშირი შარდვა, შარდის შეკავების გაძნელება
ცხელება, გრიპის მსგავსი ნიშნები, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გაცივების ანდა გრიპის ნიშნები
სითხის შეკავება, ფეხების შეშუპება
ღვიძლის ფერმენტების მომატება
წონის დაკლება, წონის მომატება
რადიაციასთან დაკავშირებული დაზიანება
ნაკლებად გავრცელებული
ჰერპეს ვირუსით გამოწვეული თავის ტვინის ინფექციები (ჰერპესული მენინგოენცეფალიტი), რომელიც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს
ახლად განვითარებული ანდა განმეორებითი ციტომეგალოვირუსული ინფექციები
განმეორებით გააქტივებული B ჰეპატიტის ვირუსული ინფექცია
მეორადი სიმსივნეები(ლეიკემიის ჩათვლით)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია)
კანქვეშა წითელი ლაქები
Disbetis insipidus- უშაქრო დიაბეტი (ხშირი შარდვის და წყურვილის მსგავსი ნიშნების მომცველი წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა), სისხლში კალიუმის დაბალი დონე
სულიერი მდგომარეობის ცვლილება, ბოდვები
ნაწილობრივი დამბლა, ყნოსვის შეგრძნების ცვლილებები
სმენის დარღვევები, შუა ყურის ინფექციები
გულის ფრიალი(გულის ცემის შეგრძნება), შეხურება
კუჭის შებერილობა, ნაწლავთა მოქმედებების (დეფეკაცია)კონტროლის გაძნელება, ჰემოროიდული ვენების გაგანიერება, პირის სიმშრალე
ჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება (სიკვდილით დასრულებული ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით), ქოლესტაზი, ბილირუბინის მომატება
სხეულსა და პირის ღრუში იარები, კანის აშრევება, აცლა, კანზე ბუშტუკები, კანზე მტკივენური სიწითლე, კანის შესივებასთან ერთად ძლიერი გამონაყარი (ხელის გულების და ფეხის გულების ჩათვლით)
მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება, ურტიკარია(ჭინჭრის ციება), ჭარბი ოფლიანობა, კანის ფერის ცვლილება
შარდვის გაძნელება
ვაგინალური გამონადენი, საშოს გაღიზიანება, მენსტრუალური ციკლის არ არსებობა და ან ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა, ძუძუს ტკივილი, სექსუალური იმპოტენცია
ცხელებასთან დაკავშირებული კანკალი, სახის შეშუპება, ენის ფერის ცვლილება, წყურვილის შეგრძნება, კბილების დაავადებები
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- თემოდალის შენახვა
თემოდალი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
სასურველია, ჩაკეტილ კარადაში შეინახოთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. კაფსულების გარე დათვალიერებით ნებისმიერი სახის ცვლილებას თუ შემაჩნევთ, ფარმაცევტს უთხარით.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თემოდალი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, თემოდალი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ადამიანების მიერ ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და 29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის რეგულირების მიხედვით ხორციელდება.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. მერკ შარფ დოჰმე ილაჩლარი ლევენთი-სტამბული
წარმოების ადგილი:
ორიონის კორპორაცია ორიონ ფარმა
ტენგსტრომინკატუ-თურქუ-ფინეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 08.06.2020-ში დამოწმებულია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.










