პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ზოლაფრენ-სვიფტი

Zolafren-swift

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ზოლაფრენ-სვიფტი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: - შიზოფრენია არის დაავადება, რომლის სიმპტომებია არარსებული ობიექტების დანახვა, გაგონება ან შეგრძნება, მცდარი შეხედულებები, უჩვეულო ეჭვიანობა, ასევე სხვა ადამიანებისგან გარიყვა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოლანზაპინი (olanzapine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Adamed Pharma Joint Stock Company, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH03
რეგისტრაციის ნომერი
რ-025645
რეგისტრირებულია
5 ივნისი 2018, მოქმედებს 5 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლაფრენ-სვიფტი და სხვა წამალი ერთად

ზოლაფრენ-სვიფტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოლაფრენ-სვიფტი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • შიზოფრენია არის დაავადება, რომლის სიმპტომებია არარსებული ობიექტების დანახვა, გაგონება ან შეგრძნება, მცდარი შეხედულებები, უჩვეულო ეჭვიანობა, ასევე სხვა ადამიანებისგან გარიყვა. პაციენტი შეიძლება თავს გრძნობდეს დეპრესიულად, აგზნებულად ან დაძაბულად;
  • საშუალო და მძიმე ხარისხის მანიაკური ეპიზოდები, მდგომარეობა აღელვების ან ეიფორიის სიმპტომებით.

ნაჩვენებია, რომ ზოლაფრენი ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული აფექტური დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიაკური ეპიზოდები რეაგირებს ოლანზაპინით თერაპიაზე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ექიმი დაგინიშნავთ ზოლაფრენ-სვიფტის ტაბლეტების მისაღებ რაოდენობას და განსაზღვრავს მიღების ხანგრძლივობას. ზოლაფრენ-სვიფტის სადღეღამისო დოზაა 5-10 მგ. სიმპტომების განმეორებისას მიმართეთ ექიმს, მაგრამ ნუ შეწყვეტთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ექიმის რჩევის მიხედვით. მიიღეთ ტაბლეტი დღის ერთსადაიმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოლაფრენ-სვიფტის ოროდისპერსიული ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

არ შეეხოთ ტაბლეტებს სველი ხელით, ვინაიდან შეიძლება ტაბლეტი დაიშალოს.

ასევე შეგიძლიათ ტაბლეტის მოთავსება წყლით სავსე ჭიქაში, ფორთოხლის წვენში, ვაშლის წვენში, რძეში ან ყავაში და მოურიოთ. ზოგიერთ სასმელთან ნარევმა შეიძლება შეიცვალოს ფერი და შეიმღვრეს. დალიეთ დაუყოვნებლივ.

ზოლაფარენ-სვიფტის საჭიროზე მეტი დოზით მიღებისას

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ზოლაფრენ-სვიფტის საჭიროზე მეტ დოზას განუვითარდებათ შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის) და ცნობიერების დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: დაბნეულობა (დეზორიენტაცია), კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაცია, სუნთქვის ტემპის შენელება, ასპირაცია, მაღალი არტერიული წნევა ან დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა. ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს. ექიმს აჩვენეთ თქვენი ტაბლეტების კოლოფი.

თუ დაგავიწყდათ ზოლაფრენ-სვიფტის მიღება

მიიღეთ ტაბლეტები როგორც კი გაგახსენდებათ. დაუშვებელია ერთ დღეში ორი დოზის მიღება.

თუ შეწყვეტთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია ზოლაფრენ-სვიფტის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით.

თუ მოულოდნელად შეწყვიტეთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღება, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, აგზნება ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ დოზის თანდათან შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ოლანზაპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6). ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან ქოშინი. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ანამნეზში არის დიაგნოსტირებული თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომას (მომატებული თვალის წნევა) გარკვეული სახეობები.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ზოლაფრენ-სვიფტის მიღებამდე

  • ზოლაფრენ-სვიფტის მიღება არ არის რეკომენდებული ხანდაზმულებში დემენციით, ვინაიდან შესაძლებელია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება.

მსგავსი ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. მსგავსის განვითარებისას ზოლაფრენ-სვიფტის მიღების შემდეგ მიმართეთ ექიმს.

  • ძალიან იშვიათად, მსგავსი ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ცხელების, სწრაფი სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და ძილიანობის კომბინაცია. მსგავსის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
  • წონაში მომატება შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას. აუცილებელია წონის რეგულარული კონტროლი.

ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში შაქრის და ლიპიდების მაღალი დონე (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი). ექიმმა უნდა გააკონტროლოს სისხლში შაქრის და ზოგიერთი ლიპიდის დონე ზოლაფრენ-სვიფტის მიღებამდე და რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან ამ ტიპის პრეპარატები შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლში თრომბის წარმოქმნასთან.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:

  • ინსულტი ან მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა)
  • პარკინსონის დაავადება
  • პროსტატის დაავადებები
  • ნაწლავების გაუვალობა (პარალიზური ილეუსი)
  • ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები
  • სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვევა

გულის დაავადებები;

  • დიაბეტი
  • კრუნჩხვები

თუ გაწუხებთ დემენცია, თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს ექიმს თუ როდესმე გქონიათ ინსულტი ან მინი ინსულტი.

ჩვეულებრივ სიფრთხილის სახით, თუ ხართ 65 წლის ზემოთ ასაკის, ექიმმა შეიძლება გაგიკონტროლოთ არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

ზოლაფრენ-სვიფტი არ მიიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ზოლაფრენ-სვიფტთან ერთად სხვა პრეპარატების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. ანტიდეპრესანტებთან, შფოთვის საწინააღმეგო ან საძილე საშუალებთან (ტრანკვილიზატორები) ერთად ზოლაფრენ-სვიფტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:

  • პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს

კარბამაზეპინს (ეპილეფსიის საწინააღმდეგო და განწყობის მარეგულირებელი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) - რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ზოლაფრენ-სვიფტის დოზის კორექცია.

ზოლაფრენ-სვიფტის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი თუ იღებთ ზოლაფრენ-სვიფტს, ვინაიდან ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ზოლაფრენ-სვიფტის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ზოლფარენ-სვიფტს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, კუნთების გაშეშება და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ჩვილს განუვითარდება რომელიმე სიმპტომი შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმთან დაკავშირება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას არსებობს ძილიანობის განვითარების რისკი. მსგავსის განვითარებისას არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები. აცნობეთ ექიმს.

ზოლაფრენ-სვიფტი შეიცავს ასპარტამს

პაციენტებმა რომელთაც აქვთ ფენილალანინის აუტანლობა, უნდა გაითვალისწინონ რომ ზოლაფრენ-სვიფტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რამაც შეიძლება ავნოს ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ გაქვთ:

  • უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის (ხშირი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში).

სისხლის კოლტები ვენებში (არახშირი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურების არეში (სიმპტომები მოიცავს ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რაც ვრცელდება სისხლძარღვების საშუალებით ფილტვებამდე და იწვევს ტკივილს გულ-მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას. თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდულობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაცია (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) მოიცავს წონაში მატებას, ძილიანობას და სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას.

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (გულისცემის შემცირებით), განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან ფეხზე ადგომისას. როგორც წესი ეს გვერდითი ეფექტი გაივლის თავისთავად. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს სისხლის ზოგიერთი უჯრედის დონის ცვლილებას, სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის და ღვიძლის ფერმნეტების გარადმავალ მომატებას მკურნალობის დასაწყისში, შაქრის დონის მომატებას სისხლში და შარდში; შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას კონცენტრაციის მომატება სისხლში; შიმშილის გრძნობის მომატება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი; მოძრაობის დარღვევები (დისკინეზია); ყაბზობა; პირის სიმშრალე; გამონაყარი; დაუძლურება; ძლიერი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპებას; ცხელება. სახსრების ტკივილს და სექსუალურ დისფუნქციას როგორიცაა ლიბიდოს შესუსტება მამაკაცებში და ქალებში ან ერექციული დისფუქნცია მამაკაცებში.

არახშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს ჰიპერმგრძნობელობას (მაგ. პირის და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი), დიაბეტი ან მისი გამწვავება, ზოგჯერ კეტოაციდოზით (კეტონის შენაერთის არსებობა სისხლსა და შარდში) ან კომა, კრუნჩხვები, როგორც წესი ასოცირდება კრუნჩხვების ისტორიასთან (ეპილეფსია); კუნთების სპაზმი ან გაშეშება (მათ შორის თვალის მოძრაობები), დაღლილი ფეხის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გულისცემის შენელება, მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ცხვირიდან სისხლდენა, მუცლის შებერილობა, მეხსიერების დაკარგვა ან დაქვეითება, შარდის შეუკავებლობა; შარდვის უნარის შესუსტება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების ზრდა და ან სარძევე ჯირკვლების მიერ რძის წარმოქმნის სტიმულაცია.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში): ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურის შემცირება, გულის რითმის დარღვევა, უეცარი სიკვდილი, პანკრეასის ანთება რაც იწვევს კუჭის ძლიერ ტკივილს, ცხელება და სისუსტე; ღვიძლის დაავადება კანის და თვალის სკლერის გაყვითლებით, კუნთების დაავადება, რაც ვლინდება აუხსნელი ტკივილით; გახანგრძლივებული და (ან) მტკივნეული ერექცია.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები მოიცავს ისეთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი). DRESS სინდრომი თავდაპირველად ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომებით, სახეზე გამონაყარით, რომელიც შემდგომ შეიძლება გავრცელდეს, მაღალი ტემპერატურით, ლიმფური კვანძების გადიდებით, ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატებით, რაც ვლინდება სისხლის ანალიზში და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებით (ეოზინოფილია).

ოლანზაპინის მიღებისას დემენციის დიაგნოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, ძლიერი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის გაწითლება და სიარულის გაძნელება. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნა რამდენიმე ფატალური შემთხვევა.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ზოლაფრენ-სვიფტმა შეიძლება გააუარესოს გვერდითი ეფექტების სიმპტომები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ფარმაკოზედამხედველობის დეპატამენტში.

იერუსალიმის ხეივანი, 181 C

02-222 ვარშავა

ტელ: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი. თითოეული ზოლაფრენ-სვიფტის ოროდისპერსიული ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 10მგ, 15მგ ან 20მგ აქტიურ ნივთიერებას. კონკრეტული დოზა მითითებულია შეფუთვაზე.
  • დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ასპარტამი, კროსპოვიდონი, ფორთოხლის არომატიზატორი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ზოლაფრენ-სვიფტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ზოლაფრენ-სვიფტი 5მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “5” ერთ მხარეს .

შეფუთვა შეიცავს 28, 84 ან 112 ოროდისპერსიულ ტაბლეტს.

ზოლაფრენ-სვიფტი 10მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “10” ერთ მხარეს .

ზოლაფრენ-სვიფტი 15მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “15” ერთ მხარეს .

ზოლაფრენ-სვიფტი 20მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “20” ერთ მხარეს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი

შპს ადამედი.

პიენკოვი 149

05-152 ჩოსნუვი

პოლონეთი

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ზოლაფრენ-სვიფტი, 5 მგ ოროდისპერსიული ტაბლეტები

ზოლაფრენ-სვიფტი, 10 მგ ოროდისპერსიული ტაბლეტები

ზოლაფრენ-სვიფტი, 15 მგ ოროდისპერსიული ტაბლეტები

ზოლაფრენ-სვიფტი, 20 მგ ოროდისპერსიული ტაბლეტები

ოლანზაპინი

(Olanzapine)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს, რადგან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები იგივეა.
  • ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის ზოლაფრენ-სვიფტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ზოლაფრენ-სვიფტის გამოყენებამდე
  • ზოლაფრენ-სვიფტის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ზოლაფრენ-სვიფტის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის ზოლაფრენ-სვიფტი და რისთვის გამოიყენება

ზოლაფრენ-სვიფტი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • შიზოფრენია არის დაავადება, რომლის სიმპტომებია არარსებული ობიექტების დანახვა, გაგონება ან შეგრძნება, მცდარი შეხედულებები, უჩვეულო ეჭვიანობა, ასევე სხვა ადამიანებისგან გარიყვა. პაციენტი შეიძლება თავს გრძნობდეს დეპრესიულად, აგზნებულად ან დაძაბულად;
  • საშუალო და მძიმე ხარისხის მანიაკური ეპიზოდები, მდგომარეობა აღელვების ან ეიფორიის სიმპტომებით.

ნაჩვენებია, რომ ზოლაფრენი ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული აფექტური დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიაკური ეპიზოდები რეაგირებს ოლანზაპინით თერაპიაზე.

რა უნდა იცოდეთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღებამდე

არ მიიღოთ ზოლაფრენ-სვიფტი

თუ გაქვთ ალერგია ოლანზაპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6). ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან ქოშინი. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ანამნეზში არის დიაგნოსტირებული თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომას (მომატებული თვალის წნევა) გარკვეული სახეობები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ზოლაფრენ-სვიფტის მიღებამდე

  • ზოლაფრენ-სვიფტის მიღება არ არის რეკომენდებული ხანდაზმულებში დემენციით, ვინაიდან შესაძლებელია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება.

მსგავსი ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. მსგავსის განვითარებისას ზოლაფრენ-სვიფტის მიღების შემდეგ მიმართეთ ექიმს.

  • ძალიან იშვიათად, მსგავსი ტიპის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ცხელების, სწრაფი სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და ძილიანობის კომბინაცია. მსგავსის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
  • წონაში მომატება შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას. აუცილებელია წონის რეგულარული კონტროლი.

ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში შაქრის და ლიპიდების მაღალი დონე (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი). ექიმმა უნდა გააკონტროლოს სისხლში შაქრის და ზოგიერთი ლიპიდის დონე ზოლაფრენ-სვიფტის მიღებამდე და რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან ამ ტიპის პრეპარატები შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლში თრომბის წარმოქმნასთან.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:

  • ინსულტი ან მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა)
  • პარკინსონის დაავადება
  • პროსტატის დაავადებები
  • ნაწლავების გაუვალობა (პარალიზური ილეუსი)
  • ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები
  • სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვევა

გულის დაავადებები;

  • დიაბეტი
  • კრუნჩხვები

თუ გაწუხებთ დემენცია, თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს ექიმს თუ როდესმე გქონიათ ინსულტი ან მინი ინსულტი.

ჩვეულებრივ სიფრთხილის სახით, თუ ხართ 65 წლის ზემოთ ასაკის, ექიმმა შეიძლება გაგიკონტროლოთ არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები

ზოლაფრენ-სვიფტი არ მიიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

სხვა პრეპარატები და ზოლაფრენ-სვიფტი

ზოლაფრენ-სვიფტთან ერთად სხვა პრეპარატების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. ანტიდეპრესანტებთან, შფოთვის საწინააღმეგო ან საძილე საშუალებთან (ტრანკვილიზატორები) ერთად ზოლაფრენ-სვიფტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:

  • პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს

კარბამაზეპინს (ეპილეფსიის საწინააღმდეგო და განწყობის მარეგულირებელი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) - რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ზოლაფრენ-სვიფტის დოზის კორექცია.

ზოლაფრენ-სვიფტის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი თუ იღებთ ზოლაფრენ-სვიფტს, ვინაიდან ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ზოლაფრენ-სვიფტის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ზოლფარენ-სვიფტს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, კუნთების გაშეშება და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ჩვილს განუვითარდება რომელიმე სიმპტომი შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმთან დაკავშირება.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ზოლაფრენ-სვიფტის მიღებისას არსებობს ძილიანობის განვითარების რისკი. მსგავსის განვითარებისას არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები. აცნობეთ ექიმს.

ზოლაფრენ-სვიფტი შეიცავს ასპარტამს

პაციენტებმა რომელთაც აქვთ ფენილალანინის აუტანლობა, უნდა გაითვალისწინონ რომ ზოლაფრენ-სვიფტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რამაც შეიძლება ავნოს ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს.

ზოლაფრენ-სვიფტის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ექიმი დაგინიშნავთ ზოლაფრენ-სვიფტის ტაბლეტების მისაღებ რაოდენობას და განსაზღვრავს მიღების ხანგრძლივობას. ზოლაფრენ-სვიფტის სადღეღამისო დოზაა 5-10 მგ. სიმპტომების განმეორებისას მიმართეთ ექიმს, მაგრამ ნუ შეწყვეტთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ექიმის რჩევის მიხედვით. მიიღეთ ტაბლეტი დღის ერთსადაიმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ზოლაფრენ-სვიფტის ოროდისპერსიული ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

არ შეეხოთ ტაბლეტებს სველი ხელით, ვინაიდან შეიძლება ტაბლეტი დაიშალოს.

ასევე შეგიძლიათ ტაბლეტის მოთავსება წყლით სავსე ჭიქაში, ფორთოხლის წვენში, ვაშლის წვენში, რძეში ან ყავაში და მოურიოთ. ზოგიერთ სასმელთან ნარევმა შეიძლება შეიცვალოს ფერი და შეიმღვრეს. დალიეთ დაუყოვნებლივ.

ზოლაფარენ-სვიფტის საჭიროზე მეტი დოზით მიღებისას

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ზოლაფრენ-სვიფტის საჭიროზე მეტ დოზას განუვითარდებათ შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის) და ცნობიერების დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: დაბნეულობა (დეზორიენტაცია), კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაცია, სუნთქვის ტემპის შენელება, ასპირაცია, მაღალი არტერიული წნევა ან დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა. ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს. ექიმს აჩვენეთ თქვენი ტაბლეტების კოლოფი.

თუ დაგავიწყდათ ზოლაფრენ-სვიფტის მიღება

მიიღეთ ტაბლეტები როგორც კი გაგახსენდებათ. დაუშვებელია ერთ დღეში ორი დოზის მიღება.

თუ შეწყვეტთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია ზოლაფრენ-სვიფტის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით.

თუ მოულოდნელად შეწყვიტეთ ზოლაფრენ-სვიფტის მიღება, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, აგზნება ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ დოზის თანდათან შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ გაქვთ:

  • უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის (ხშირი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში).

სისხლის კოლტები ვენებში (არახშირი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურების არეში (სიმპტომები მოიცავს ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რაც ვრცელდება სისხლძარღვების საშუალებით ფილტვებამდე და იწვევს ტკივილს გულ-მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას. თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდულობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაცია (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) მოიცავს წონაში მატებას, ძილიანობას და სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას.

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (გულისცემის შემცირებით), განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან ფეხზე ადგომისას. როგორც წესი ეს გვერდითი ეფექტი გაივლის თავისთავად. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს სისხლის ზოგიერთი უჯრედის დონის ცვლილებას, სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის და ღვიძლის ფერმნეტების გარადმავალ მომატებას მკურნალობის დასაწყისში, შაქრის დონის მომატებას სისხლში და შარდში; შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას კონცენტრაციის მომატება სისხლში; შიმშილის გრძნობის მომატება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი; მოძრაობის დარღვევები (დისკინეზია); ყაბზობა; პირის სიმშრალე; გამონაყარი; დაუძლურება; ძლიერი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპებას; ცხელება. სახსრების ტკივილს და სექსუალურ დისფუნქციას როგორიცაა ლიბიდოს შესუსტება მამაკაცებში და ქალებში ან ერექციული დისფუქნცია მამაკაცებში.

არახშირი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს ჰიპერმგრძნობელობას (მაგ. პირის და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი), დიაბეტი ან მისი გამწვავება, ზოგჯერ კეტოაციდოზით (კეტონის შენაერთის არსებობა სისხლსა და შარდში) ან კომა, კრუნჩხვები, როგორც წესი ასოცირდება კრუნჩხვების ისტორიასთან (ეპილეფსია); კუნთების სპაზმი ან გაშეშება (მათ შორის თვალის მოძრაობები), დაღლილი ფეხის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გულისცემის შენელება, მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ცხვირიდან სისხლდენა, მუცლის შებერილობა, მეხსიერების დაკარგვა ან დაქვეითება, შარდის შეუკავებლობა; შარდვის უნარის შესუსტება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების ზრდა და ან სარძევე ჯირკვლების მიერ რძის წარმოქმნის სტიმულაცია.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-მდე პაციენტში): ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურის შემცირება, გულის რითმის დარღვევა, უეცარი სიკვდილი, პანკრეასის ანთება რაც იწვევს კუჭის ძლიერ ტკივილს, ცხელება და სისუსტე; ღვიძლის დაავადება კანის და თვალის სკლერის გაყვითლებით, კუნთების დაავადება, რაც ვლინდება აუხსნელი ტკივილით; გახანგრძლივებული და (ან) მტკივნეული ერექცია.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები მოიცავს ისეთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი). DRESS სინდრომი თავდაპირველად ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომებით, სახეზე გამონაყარით, რომელიც შემდგომ შეიძლება გავრცელდეს, მაღალი ტემპერატურით, ლიმფური კვანძების გადიდებით, ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატებით, რაც ვლინდება სისხლის ანალიზში და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებით (ეოზინოფილია).

ოლანზაპინის მიღებისას დემენციის დიაგნოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, ძლიერი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის გაწითლება და სიარულის გაძნელება. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნა რამდენიმე ფატალური შემთხვევა.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ზოლაფრენ-სვიფტმა შეიძლება გააუარესოს გვერდითი ეფექტების სიმპტომები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ფარმაკოზედამხედველობის დეპატამენტში.

იერუსალიმის ხეივანი, 181 C

02-222 ვარშავა

ტელ: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ზოლაფრენ-სვიფტის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ზოლაფრენ-სვიფტი

  • აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი. თითოეული ზოლაფრენ-სვიფტის ოროდისპერსიული ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 10მგ, 15მგ ან 20მგ აქტიურ ნივთიერებას. კონკრეტული დოზა მითითებულია შეფუთვაზე.
  • დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ასპარტამი, კროსპოვიდონი, ფორთოხლის არომატიზატორი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ზოლაფრენ-სვიფტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ზოლაფრენ-სვიფტი 5მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “5” ერთ მხარეს .

შეფუთვა შეიცავს 28, 84 ან 112 ოროდისპერსიულ ტაბლეტს.

ზოლაფრენ-სვიფტი 10მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “10” ერთ მხარეს .

შეფუთვა შეიცავს 28, 84 ან 112 ოროდისპერსიულ ტაბლეტს.

ზოლაფრენ-სვიფტი 15მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “15” ერთ მხარეს .

შეფუთვა შეიცავს 28, 84 ან 112 ოროდისპერსიულ ტაბლეტს.

ზოლაფრენ-სვიფტი 20მგ: ოროდისპერსიული ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გრავირებით “20” ერთ მხარეს.

შეფუთვა შეიცავს 28, 84 ან 112 ოროდისპერსიულ ტაბლეტს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი

შპს ადამედი.

პიენკოვი 149

05-152 ჩოსნუვი

პოლონეთი

მწარმოებელი

შპს ადამედი.

პიენკოვი 149

05-152 ჩოსნუვი

პოლონეთი

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა 2017 წლის თებერვალში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა