პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ზოლადექსი დეპო

ZOLADEX DEPOT

რეცეპტით3,6მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ზოლადექსიR ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორშია წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. პარკში სილიკონის გელი და ნესტის გამწოვი კაფსულაა მოთავსებული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გოზერელინი (goserelin)
ფორმა და შეფუთვა
3,6მგ კანქვეშ შესაყვანი იმპლანტი
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგები
ATC კოდი
L02AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0215
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლადექსი დეპო და სხვა წამალი ერთად

ზოლადექსი დეპო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოლადექსიR ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორშია წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. პარკში სილიკონის გელი და ნესტის გამწოვი კაფსულაა მოთავსებული.

ზოლადექსიR LHRH -მალუთეინიზიებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის-ანალოგების სახელით ცნობილი, ანტიჰორმონალური ჯგუფის წამლებიდან ერთერთია.

ზოლადექსისR მამაკაცებში გამოყენება:

ზოლადექსი, მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე აქვეითებს.

ამ მექანიზმით, ტესტოსტერონის პროსტატის ჯირკვალზე სიმსივნის მასტიმულირებელ ეფექტს აბრკოლებს.

ზოლადექსისR ქალებში გამოყენება:

ძუძუს სიმსივნის მკურნალობა,

ენდომეტრიოზის სახელით ცნობილი დაავადების მკურნალობა. ამ დაავადების დროს, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვან გარსში არსებული უჯრედები სხეულის სხვა მიდამოებშიც (ჩვეულებრივად, საშვილოსნოს ირგვლივ არსებული სხვა სტრუქტურებში) გამოვლინდება.

საშვილოსნოსში ,,საშვილოსნოს ფიბროიდების’’ სახელით ცნობილი კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობა.

საშვილოსნოს ოპერაციამდე საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელება.

უშვილობის მკურნალობის დროს დამხმარე მკურნალობის სახით (სხვა წამლებთან ერთად).ზოლადექსიR საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას აკონტროლებს.

ზოლადექსი, ქალების ორგანიზმში წარმოებული ჰორმონის- ესტროგენის რაოდენობას ამცირებს.

  • ზოლადექსისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზოლადექსიR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ზოლადექსისR ანდა ზოლადექსისR შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა ამ ჯგუფიდან სხვა წამლების (LHRH ანალოგები) მიმართ ალერგია გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა ლაქტაციაზე ხართ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ ვლინდება, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს , ფარმაცევტს ანდა თქვენს ექთანს მიმართეთ.

ზოლადექსიR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, საავადმყოფოს მიმართავთ, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ზოლადექსსR ღებულობთ.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

თუ, სისხლის მაღალი არტერიული წნევა გაქვთ

თუ, გულის რითმის დარღვევების(არითმია) ჩათვლით ნებისმიერი სახის გულის ანდა სისხლძარღვების პრობლემა გაქვთ ანდა ამ დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ. ზოლადექსისR გამოყენების დროს გულის რითმის პრობლემებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება გაიზარდოს.

ზოლადექსისR მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია დეპრესიის (ზოგჯერ ძლიერი ფორმის) შემთხვევები. თუ, ზოლადექსსR ღებულობთ და დეპრესიული სულიერი მდგომარეობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ინფორმაცია მამაკაცებისთვის

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, შარდვის გაძნელება ანდა ზურგის არეში პრობლემები გაქვთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ,

თუ, ძვლების სიმკვრივეზე, სიძლიერეზე მოქმედი რომელიმე დაავადება გაქვთ, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ, სიგარეტს ეწევით, ოჯახში რომელიმეს ოსტეოპოროზი (ძვლების სიძლიერეზე მოქმედი მდგომარეობა)აქვს ანდა ანტიკონვულსანტებს (ეპილეფსიის ანდა გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები) ანდა კორტიკოსტეროიდებს (სტეროიდებს) ღებულობთ.

ამ ტიპის წამლები ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას)იწვევს.

ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის მატება.

ინფორმაცია ქალებისთვის

ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობების დროს ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

ამ ტიპის წამლები ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას)იწვევს. მკურნალობის შეწყვეტისას, აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს.

თუ, ზოლადექსსR ენდომეტრიოზის სამკურნალოდ ღებულობთ, ექიმი ძვლების დაზიანების შემცირების მიზნით შეიძლება სხვა წამალსაც გამოგიწერთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოლადექსისR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აქვს კავშირი.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზოლადექსიR , ჩვეულებრივ 28 დღეში ერთხელ, მუცლის მიდამოში კანქვეშა ინექციის სახით ექიმის ანდა ექთნის მიერ კეთდება.

იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, ზოლადექსისR მიღება უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმის მითითება არ გექნებათ მისი გამოყენების შეწყვეტასთან დაკაშირებით.

ზოლადექსითR მკურნალობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა თუ გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მომდევნო ვიზიტი:

ზოლადექსისR ინექცია 28 დღეში ერთხელ უნდა გაეკთდეს.

მომდვნო ინექციისთვის ვიზიტის დაგეგმვისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

თუ, ბოლო ინექციიდან დაგეგმილი ვიზიტი 28 დღეზე ადრე ანდა უფრო გვიან თარიღებში იქნება ჩანიშნული, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ბოლო ინექციიდან 28 დღეზე მეტი დრო გავიდა, უმოკლეს დროში ინექციის გაკეთებისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

ინფორმაცია ქალებისთვის:

თუ, ზოლადექსს საშვილოსნოს ფიბროიდების სამკურნალოდ იყენებთ და ანემია (სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის დონის დაცემა)გაქვთ, ექიმი შეიძლება რკინის პრეპარატის დანამატს გამოგიწერთ.

ზოლადექსითR მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არსებული დაავადებაზე:

საშვილოსნოს ფიბროიდების მკურნალობისას, ზოლადექსისR გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 თვე.

ენდომეტრიოზის მკურნალობისას, ზოლადექსისR გამოყენების გამოყენების მაქსიმალური ვადა 6 თვეა.

საშვილოსნოს ოპერაციამდე, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელებისთვის ზოლადექსისR გამოყენების მაქსიმალური ვადა შეიძლება 1 ანდა 2 თვე იყოს (4 ანდა 8 კვირა).

მიცემის გზა და მეთოდი:

ზოლადექსისR ინექციას ექიმი ანდა ექთანი გაგიკეთებთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ზოლადექსიR ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ზოლადექსისR ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზოლადექსისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ზოლადექსისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ზოლადექსისR მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს. მომდევნო დოზის ახალი გაკეთების დროის (თარიღის) შესახებ ექიმის მიერ მოცემული მითითებები შეასრულეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ზოლადექსისR შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ზოლადექსისR გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში:

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება უეცრად დაიწყოს:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ანდა კანზე ჭინჭრის ციება.

სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის სხვა მიდამოების შესივება

ჰაერის უკმარისობა, ხიხინი ანდა ჩასუნთქვის გაძნელება

GnRH ანალოგებით პროსტატის სიმსივნის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში თვითმკვლელობის ფიქრები და მცდელობა.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზოლადექსისR მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ზოლადექსისR ინექციის შემდეგ ინექციის ადგილას დაფიქსირებულია დაზიანების, იარების გაჩენა (მუცლის სისხლძარღვების დაზიანების ჩათვლით). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგომარეობა შეიძლება სერიოზული სისხლდენის მიზეზი იყოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

მუცლის ტკივილი.

მუცლის შებერილობა.

სუნთქვის გაძნელება.

გაბრუების შეგრძნება.

დაბალი არტერიული წნევა და /ანდა ცნობიერების დონის ნებისმიერი სახის ცვლილება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდბა, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული(10 ავადმყოფიდან >1 ავადმოფთან შეიძლება გამოვლინედეს)

შეხურება და ოფლიანობა. ეს გვერდითი ეფექტები ზოლადექსისR დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სავარაუდოდ რამდენიმე თვე) შეიძლება გაგრძელდეს.

სქესობრივი ლტოლვის შემცირება

ზოლადექსისR ინექციის ადგილას ტკივილი, გალურჯება, სისხლჩაქცევა, სიწითლე ანდა შეშუპება

გავრცელებული(10 ავადმყოფიდან შეიძლება 1 ავადმყოფთან გამოვლინდეს):

ძვლების გათხელება

ხელებისა და ფეხების თითებში ჩხვლეტის შეგრძნება

გამონაყარი კანზე

თმის ცვენა

წონის მომატება

სახსრების ტკივილი

სისხლის წნევის ცვლილებები

სულიერი მდგომარეობის ცვლილებები (დეპრესიული მდგომარეობა)

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის დანახვა, შეგრძნება ანდა გაგონება), არეული ფიქრები და პიროვნული ცვლილებები, ფსიქოლოგიური დარღვევების სახელით წოდებული ფსიქიატრიული პრობლემები. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს.

თავის ტვინში მდებარე ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნის განვითარება. თუ, ჰიპიფიზის ჯირკვლის სიმსივნე დაფიქსირებულია, ზოლადექსმაR სიმსივნიდან სისხლდენა ანდა სიმსივნის დაშლა შეიძლება გამოიწვიოს. ეს გვერდით ეფექტები შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს. ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაკარგვა, ცნობიერების დაკარგვა.

უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით სიხშირის ვარაუდი შეუძლებელია):

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.

ღვიძლის პრობლემები.

ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს, ჰაერის უკმარისობას.

ფილტვების ჩირქოვანი ანთება.(სიმპტომები პნევმონიის მსგავსია(სუნთქვის გაძნელება და ხველის მსგავსი).

ეკგ-ზე ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ინფორმაცია მამაკაცებისთვის:

მამაკაცებში შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

იმპოტენცია

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

წელის ტკივილი ანდა შარდვის გაძნელება. თუ აღნიშნული პრობლემები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მკურნალობის დაწყებისას ძვლების ტკივილი. თუ აღნიშნული პრობლემები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

გულის ფუნქციების დაქვეითება ანდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

სარძევე ჯირკვლების შესივება და მგრძნობელობა.

სისხლში შაქრის დონის მომატება.

ინფორმაცია ქალებისთვის:

ქალებში შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

საშოს სიმშრალე

სარძევე ჯირკვლის ზომების ცვლილება

ხშირად დაფიქსირებულია აკნე (ხშირ შემთხვევებში მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეში ვლინდება)

თავის ტკივილი

იშვიათი (1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

საკვერცხის მცირე კისტები, რომელიც იწვევს ტკივილს (პატარა შესივებები). აღნიშნული, ძირითადად მკურნალობის საჭიროების გარეშე ალაგდება.

ზოგიერთი ქალი, ზოლადექსითR მკურნალობის დროს მენოპაუზის მდგომარეობაში გადადის და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მენსტრუალური ციკლი აღარ აღდგება.

საშოდან სისხლდენა. აღნიშნული მდგომარეობა დიდი ალბათობით ზოლადექსისR დაწყებიდან პირველ თვეში ვლინდება და თავისით უნდა ალაგდეს.თუ, სისხლდენა გაგრძელდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ფიბროიდების სიმპტომების (მაგ.ტკივილი) მსუბუქი მომატება.

თუ, ზოლადექსიR ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბროიდების, უშვილობის ანდა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელების მიზნით გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გევრდითი ეფექტები გამოვლინდეს:

სხეულის თმის სტრუქტურის შეცვლა

კანის სიმშრალე

წონის მომატება

სისხლში ქოლესტერინის სახელით ცნობილი ნივთიერების დონის მომატება. აღნიშნული მდგომარეობა სისხლის ანალიზით გამოვლინდება.

საშოს ჩირქოვანი ანთება და გამონადენი

გაღიზიანება

ძილის დარღვევები და დაღლილობა

ფეხებსა და კოჭებში შეშუპება

კუნთების ტკივილი

ფეხებში უეცრად განვითრებული კუნთების გამაგრება (კრუნჩხვები)

კუჭის პრობლემები, გულისრევა ანდა ღებინება, დიარეა ანდა ყაბზობა

ხმის ცვლილება

საშვილოსნოს ფიბროიდების მკურნალობისთვის გამოყენებისას, ფიბროიდების სიმპტომების (მაგ. ტკივილი) მსუბუქი მომატება.

თუ, ზოლადექსიR ძუძუს სიმსივნის მკურნალობისთვის გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ მოცემული პრობლემები გამოვლინდეს:

მკურნალობის დასაწყისში ძუძუს სიმსივნის სიმპტომების გაუარესება. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს ტკივილის მომატებით და ძუძუს დაზიანებული ქსოვილის უფრო გაზრდით. აღნიშნული ეფექტები დიდხანს არ გაგრძლდება, ზოლადექსითR მკურნალობის გაგრძელებისას ძირითადად ალაგდება ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სისხლში კალციუმის რაოდენობის ცვილებები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს: ძლიერი გულისრევა, ძლიერი ღებინება ანდა ძლიერი წყურვილი. თუ, ასეთი მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, შეიძლება სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.

თუ, ზოლადექსიR უშვულობის სამკურნალოდ გონადოტროპინის სახელით ცნობილ წამალთან ერთად გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა გამოვლინდეს:

საკვერცხეების ფუნქციონირების ეფექტის გაძლიერება. კუჭის ტკივილი, კუჭის შებერილობა, გულისრევა ანდა ღებინება. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ჩამოთვლილმა გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება არ შეგაშინოთ, თქვენთან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.

თუ, ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა წამალთან დაკავშირებით სხვა პრობლემები გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ზოლადექსისR შენახვა

ზოლადექსიR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ზოლადექსR <250 C (ოთახის ტემპერატურაზე) უნდა შეინახოთ.

ორიგინალურ შეფუთვაში და პარკში უნდა იქნას შენახული, პარკი არ უნდა იქნას გახსნილი.

თუ, ექიმი მკურნალობის დასრულებას გადაწყვეტს, ინექციის შესაბამისი ფორმით განადგურება უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

პარკის გახსნა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვინც ინექციას გააკეთებს. პარკის გახსნის შემდეგ, ინექცია მაშინვე უნდა იქნას გაკეთებული. თუ, პარკი გახსნილი ანდა დაზიანებულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზოლადექსიR არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი ქრედი პლაზა, ბ-ბლოკი, სართული-3-4.

ლევენთი/სტამბული.

წარმოების ადგილი:

AstraZeneca UK Limited, Macclesfield, ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2017 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ.

თუ, ორსულობას გეგემავთ, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ. (ზოლადექსისR უშვილობის მკურნალობის გამოყენების გარდა).

ზოლადექსისR გამოყენების დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები (ორალური კონტრაცეპტივები) არ გამოიყენოთ. კონდომი ანდა დიაფრაგმის მსგავსი ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ზოლადექსისR გამოყენების დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოლადექსისR მიერ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოლადექსიR გულის რითმის პრობლემების დროს გამოყენებულ ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ანდა სხვა ზოგიერთ წამალთან ერთად (მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყურებელი ანდა წამალ-დამოკიდებულების დეტოქსიკაციის (მკურნალობის) ფარგლებში გამოიყენება), მაგ. მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), მძიმე ფსიქიკური დაავადებების დრო გამოყენებული ანტიფსიქოზურ წამლებთან (ციტალოპრამი, კლოზაპინი, დროპერიდოლი, ესციტალოპრამი, მეტადონი) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის პრობლემებთან დაკაშირებული რისკი შეიძლება გაზარდოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ზოლადექსიR 3,6 მგ დეპო კანქვეშა იმპლანტის შემცველი

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი

კანქვეშა ინექციის სახით კეთდება

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გამოყენებისთის მზა ინჟექტორი 3.6 მგ გოსერელინს (3.8 მგ გოსერელინის აცეტატის სახით) შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტიდ/გლიკოლიდის კოპოლიმერი, ყინულის ძმარმჟავა.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლადექსიR ?

ზოლადექსისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ზოლადექსიR ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ზოლადექსისR შენახვა

აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მონაცემების უმრავლესობა მოქმედებს როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზე.

მონაცემები, რომელიც მხოლოდ მამაკაცებში ვლინდება,

მოცემულია შემდეგი სათაურის ქვეშ: ინფორამცია მამაკაცებისთვის

მონაცემები, რომელიც მხოლოდ ქალებში ვლინდება,

მოცემულია შემდეგი სათაურის ქვეშ: ინფორამცია ქალებისთვის

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლადექსიR?

ზოლადექსიR ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორშია წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. პარკში სილიკონის გელი და ნესტის გამწოვი კაფსულაა მოთავსებული.

ზოლადექსიR LHRH -მალუთეინიზიებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის-ანალოგების სახელით ცნობილი, ანტიჰორმონალური ჯგუფის წამლებიდან ერთერთია.

ზოლადექსისR მამაკაცებში გამოყენება:

ზოლადექსი, მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე აქვეითებს.

ამ მექანიზმით, ტესტოსტერონის პროსტატის ჯირკვალზე სიმსივნის მასტიმულირებელ ეფექტს აბრკოლებს.

ზოლადექსისR ქალებში გამოყენება:

ძუძუს სიმსივნის მკურნალობა,

ენდომეტრიოზის სახელით ცნობილი დაავადების მკურნალობა. ამ დაავადების დროს, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვან გარსში არსებული უჯრედები სხეულის სხვა მიდამოებშიც (ჩვეულებრივად, საშვილოსნოს ირგვლივ არსებული სხვა სტრუქტურებში) გამოვლინდება.

საშვილოსნოსში ,,საშვილოსნოს ფიბროიდების’’ სახელით ცნობილი კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობა.

საშვილოსნოს ოპერაციამდე საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელება.

უშვილობის მკურნალობის დროს დამხმარე მკურნალობის სახით (სხვა წამლებთან ერთად).ზოლადექსიR საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას აკონტროლებს.

ზოლადექსი, ქალების ორგანიზმში წარმოებული ჰორმონის- ესტროგენის რაოდენობას ამცირებს.

  • ზოლადექსისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზოლადექსიR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ზოლადექსისR ანდა ზოლადექსისR შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა ამ ჯგუფიდან სხვა წამლების (LHRH ანალოგები) მიმართ ალერგია გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა ლაქტაციაზე ხართ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ ვლინდება, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს , ფარმაცევტს ანდა თქვენს ექთანს მიმართეთ.

ზოლადექსიR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, საავადმყოფოს მიმართავთ, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ზოლადექსსR ღებულობთ.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

თუ, სისხლის მაღალი არტერიული წნევა გაქვთ

თუ, გულის რითმის დარღვევების(არითმია) ჩათვლით ნებისმიერი სახის გულის ანდა სისხლძარღვების პრობლემა გაქვთ ანდა ამ დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ. ზოლადექსისR გამოყენების დროს გულის რითმის პრობლემებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება გაიზარდოს.

ზოლადექსისR მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია დეპრესიის (ზოგჯერ ძლიერი ფორმის) შემთხვევები. თუ, ზოლადექსსR ღებულობთ და დეპრესიული სულიერი მდგომარეობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ინფორმაცია მამაკაცებისთვის

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, შარდვის გაძნელება ანდა ზურგის არეში პრობლემები გაქვთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ,

თუ, ძვლების სიმკვრივეზე, სიძლიერეზე მოქმედი რომელიმე დაავადება გაქვთ, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ, სიგარეტს ეწევით, ოჯახში რომელიმეს ოსტეოპოროზი (ძვლების სიძლიერეზე მოქმედი მდგომარეობა)აქვს ანდა ანტიკონვულსანტებს (ეპილეფსიის ანდა გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები) ანდა კორტიკოსტეროიდებს (სტეროიდებს) ღებულობთ.

ამ ტიპის წამლები ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას)იწვევს.

ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის მატება.

ინფორმაცია ქალებისთვის

ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობების დროს ზოლადექსისR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, ძვლების სიმკვრივეზე, სიძლიერეზე მოქმედი რომელიმე დაავადება გაქვთ, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ, სიგარეტს ეწევით, ოჯახში რომელიმეს ოსტეოპოროზი (ძვლების სიძლიერეზე მოქმედი მდგომარეობა)აქვს ანდა ანტიკონვულსანტებს (ეპილეფსიის ანდა გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები) ანდა კორტიკოსტეროიდებს (სტეროიდებს) ღებულობთ.

ამ ტიპის წამლები ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას)იწვევს. მკურნალობის შეწყვეტისას, აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს.

თუ, ზოლადექსსR ენდომეტრიოზის სამკურნალოდ ღებულობთ, ექიმი ძვლების დაზიანების შემცირების მიზნით შეიძლება სხვა წამალსაც გამოგიწერთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოლადექსისR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აქვს კავშირი.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ.

თუ, ორსულობას გეგემავთ, ზოლადექსიR არ გამოიყენოთ. (ზოლადექსისR უშვილობის მკურნალობის გამოყენების გარდა).

ზოლადექსისR გამოყენების დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები (ორალური კონტრაცეპტივები) არ გამოიყენოთ. კონდომი ანდა დიაფრაგმის მსგავსი ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ზოლადექსისR გამოყენების დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ზოლადექსისR მიერ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოლადექსიR გულის რითმის პრობლემების დროს გამოყენებულ ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ანდა სხვა ზოგიერთ წამალთან ერთად (მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყურებელი ანდა წამალ-დამოკიდებულების დეტოქსიკაციის (მკურნალობის) ფარგლებში გამოიყენება), მაგ. მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), მძიმე ფსიქიკური დაავადებების დრო გამოყენებული ანტიფსიქოზურ წამლებთან (ციტალოპრამი, კლოზაპინი, დროპერიდოლი, ესციტალოპრამი, მეტადონი) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის პრობლემებთან დაკაშირებული რისკი შეიძლება გაზარდოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ზოლადექსიR ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზოლადექსიR , ჩვეულებრივ 28 დღეში ერთხელ, მუცლის მიდამოში კანქვეშა ინექციის სახით ექიმის ანდა ექთნის მიერ კეთდება.

იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, ზოლადექსისR მიღება უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმის მითითება არ გექნებათ მისი გამოყენების შეწყვეტასთან დაკაშირებით.

ზოლადექსითR მკურნალობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა თუ გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მომდევნო ვიზიტი:

ზოლადექსისR ინექცია 28 დღეში ერთხელ უნდა გაეკთდეს.

მომდვნო ინექციისთვის ვიზიტის დაგეგმვისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

თუ, ბოლო ინექციიდან დაგეგმილი ვიზიტი 28 დღეზე ადრე ანდა უფრო გვიან თარიღებში იქნება ჩანიშნული, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ბოლო ინექციიდან 28 დღეზე მეტი დრო გავიდა, უმოკლეს დროში ინექციის გაკეთებისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

ინფორმაცია ქალებისთვის:

თუ, ზოლადექსს საშვილოსნოს ფიბროიდების სამკურნალოდ იყენებთ და ანემია (სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის დონის დაცემა)გაქვთ, ექიმი შეიძლება რკინის პრეპარატის დანამატს გამოგიწერთ.

ზოლადექსითR მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არსებული დაავადებაზე:

საშვილოსნოს ფიბროიდების მკურნალობისას, ზოლადექსისR გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 თვე.

ენდომეტრიოზის მკურნალობისას, ზოლადექსისR გამოყენების გამოყენების მაქსიმალური ვადა 6 თვეა.

საშვილოსნოს ოპერაციამდე, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელებისთვის ზოლადექსისR გამოყენების მაქსიმალური ვადა შეიძლება 1 ანდა 2 თვე იყოს (4 ანდა 8 კვირა).

მიცემის გზა და მეთოდი:

ზოლადექსისR ინექციას ექიმი ანდა ექთანი გაგიკეთებთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ზოლადექსიR ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ზოლადექსისR ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზოლადექსისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ზოლადექსისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ზოლადექსისR მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს. მომდევნო დოზის ახალი გაკეთების დროის (თარიღის) შესახებ ექიმის მიერ მოცემული მითითებები შეასრულეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ზოლადექსისR შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ზოლადექსისR გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში:

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება უეცრად დაიწყოს:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ანდა კანზე ჭინჭრის ციება.

სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის სხვა მიდამოების შესივება

ჰაერის უკმარისობა, ხიხინი ანდა ჩასუნთქვის გაძნელება

GnRH ანალოგებით პროსტატის სიმსივნის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში თვითმკვლელობის ფიქრები და მცდელობა.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზოლადექსისR მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ზოლადექსისR ინექციის შემდეგ ინექციის ადგილას დაფიქსირებულია დაზიანების, იარების გაჩენა (მუცლის სისხლძარღვების დაზიანების ჩათვლით). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგომარეობა შეიძლება სერიოზული სისხლდენის მიზეზი იყოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

მუცლის ტკივილი.

მუცლის შებერილობა.

სუნთქვის გაძნელება.

გაბრუების შეგრძნება.

დაბალი არტერიული წნევა და /ანდა ცნობიერების დონის ნებისმიერი სახის ცვლილება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდბა, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული(10 ავადმყოფიდან >1 ავადმოფთან შეიძლება გამოვლინედეს)

შეხურება და ოფლიანობა. ეს გვერდითი ეფექტები ზოლადექსისR დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სავარაუდოდ რამდენიმე თვე) შეიძლება გაგრძელდეს.

სქესობრივი ლტოლვის შემცირება

ზოლადექსისR ინექციის ადგილას ტკივილი, გალურჯება, სისხლჩაქცევა, სიწითლე ანდა შეშუპება

გავრცელებული(10 ავადმყოფიდან შეიძლება 1 ავადმყოფთან გამოვლინდეს):

ძვლების გათხელება

ხელებისა და ფეხების თითებში ჩხვლეტის შეგრძნება

გამონაყარი კანზე

თმის ცვენა

წონის მომატება

სახსრების ტკივილი

სისხლის წნევის ცვლილებები

სულიერი მდგომარეობის ცვლილებები (დეპრესიული მდგომარეობა)

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის დანახვა, შეგრძნება ანდა გაგონება), არეული ფიქრები და პიროვნული ცვლილებები, ფსიქოლოგიური დარღვევების სახელით წოდებული ფსიქიატრიული პრობლემები. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს.

თავის ტვინში მდებარე ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნის განვითარება. თუ, ჰიპიფიზის ჯირკვლის სიმსივნე დაფიქსირებულია, ზოლადექსმაR სიმსივნიდან სისხლდენა ანდა სიმსივნის დაშლა შეიძლება გამოიწვიოს. ეს გვერდით ეფექტები შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს. ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაკარგვა, ცნობიერების დაკარგვა.

უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით სიხშირის ვარაუდი შეუძლებელია):

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.

ღვიძლის პრობლემები.

ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს, ჰაერის უკმარისობას.

ფილტვების ჩირქოვანი ანთება.(სიმპტომები პნევმონიის მსგავსია(სუნთქვის გაძნელება და ხველის მსგავსი).

ეკგ-ზე ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ინფორმაცია მამაკაცებისთვის:

მამაკაცებში შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

იმპოტენცია

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

წელის ტკივილი ანდა შარდვის გაძნელება. თუ აღნიშნული პრობლემები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მკურნალობის დაწყებისას ძვლების ტკივილი. თუ აღნიშნული პრობლემები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

გულის ფუნქციების დაქვეითება ანდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

სარძევე ჯირკვლების შესივება და მგრძნობელობა.

სისხლში შაქრის დონის მომატება.

ინფორმაცია ქალებისთვის:

ქალებში შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

საშოს სიმშრალე

სარძევე ჯირკვლის ზომების ცვლილება

ხშირად დაფიქსირებულია აკნე (ხშირ შემთხვევებში მკურნალობის დაწყებიდან პირველ თვეში ვლინდება)

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

თავის ტკივილი

იშვიათი (1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

საკვერცხის მცირე კისტები, რომელიც იწვევს ტკივილს (პატარა შესივებები). აღნიშნული, ძირითადად მკურნალობის საჭიროების გარეშე ალაგდება.

ზოგიერთი ქალი, ზოლადექსითR მკურნალობის დროს მენოპაუზის მდგომარეობაში გადადის და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მენსტრუალური ციკლი აღარ აღდგება.

უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით სიხშირის ვარაუდი შეუძლებელია):

საშოდან სისხლდენა. აღნიშნული მდგომარეობა დიდი ალბათობით ზოლადექსისR დაწყებიდან პირველ თვეში ვლინდება და თავისით უნდა ალაგდეს.თუ, სისხლდენა გაგრძელდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ფიბროიდების სიმპტომების (მაგ.ტკივილი) მსუბუქი მომატება.

თუ, ზოლადექსიR ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბროიდების, უშვილობის ანდა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელების მიზნით გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გევრდითი ეფექტები გამოვლინდეს:

სხეულის თმის სტრუქტურის შეცვლა

კანის სიმშრალე

წონის მომატება

სისხლში ქოლესტერინის სახელით ცნობილი ნივთიერების დონის მომატება. აღნიშნული მდგომარეობა სისხლის ანალიზით გამოვლინდება.

საშოს ჩირქოვანი ანთება და გამონადენი

გაღიზიანება

ძილის დარღვევები და დაღლილობა

ფეხებსა და კოჭებში შეშუპება

კუნთების ტკივილი

ფეხებში უეცრად განვითრებული კუნთების გამაგრება (კრუნჩხვები)

კუჭის პრობლემები, გულისრევა ანდა ღებინება, დიარეა ანდა ყაბზობა

ხმის ცვლილება

საშვილოსნოს ფიბროიდების მკურნალობისთვის გამოყენებისას, ფიბროიდების სიმპტომების (მაგ. ტკივილი) მსუბუქი მომატება.

თუ, ზოლადექსიR ძუძუს სიმსივნის მკურნალობისთვის გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ მოცემული პრობლემები გამოვლინდეს:

მკურნალობის დასაწყისში ძუძუს სიმსივნის სიმპტომების გაუარესება. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს ტკივილის მომატებით და ძუძუს დაზიანებული ქსოვილის უფრო გაზრდით. აღნიშნული ეფექტები დიდხანს არ გაგრძლდება, ზოლადექსითR მკურნალობის გაგრძელებისას ძირითადად ალაგდება ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სისხლში კალციუმის რაოდენობის ცვილებები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს: ძლიერი გულისრევა, ძლიერი ღებინება ანდა ძლიერი წყურვილი. თუ, ასეთი მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, შეიძლება სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.

თუ, ზოლადექსიR უშვულობის სამკურნალოდ გონადოტროპინის სახელით ცნობილ წამალთან ერთად გამოიყენება, შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა გამოვლინდეს:

საკვერცხეების ფუნქციონირების ეფექტის გაძლიერება. კუჭის ტკივილი, კუჭის შებერილობა, გულისრევა ანდა ღებინება. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ჩამოთვლილმა გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება არ შეგაშინოთ, თქვენთან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.

თუ, ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა წამალთან დაკავშირებით სხვა პრობლემები გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ზოლადექსისR შენახვა

ზოლადექსიR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ზოლადექსR <250 C (ოთახის ტემპერატურაზე) უნდა შეინახოთ.

ორიგინალურ შეფუთვაში და პარკში უნდა იქნას შენახული, პარკი არ უნდა იქნას გახსნილი.

თუ, ექიმი მკურნალობის დასრულებას გადაწყვეტს, ინექციის შესაბამისი ფორმით განადგურება უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

პარკის გახსნა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვინც ინექციას გააკეთებს. პარკის გახსნის შემდეგ, ინექცია მაშინვე უნდა იქნას გაკეთებული. თუ, პარკი გახსნილი ანდა დაზიანებულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზოლადექსიR არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი ქრედი პლაზა, ბ-ბლოკი, სართული-3-4.

ლევენთი/სტამბული.

წარმოების ადგილი:

AstraZeneca UK Limited, Macclesfield, ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2017 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა