პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ზოლადექსი

ZOLADEX

რეცეპტით10,8მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ზოლადექსR ლა LHRH ანალოგების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ეს წამალი სხეულში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. ზოლადექსR ლა პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. ზოლადექსR ლა ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორის სახით არის წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გოზერელინი (goserelin)
ფორმა და შეფუთვა
10,8მგ კანქვეშ შესაყვანი იმპლანტი
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანალოგები
ATC კოდი
L02AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0216
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლადექსი და სხვა წამალი ერთად

ზოლადექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოლადექსR ლა LHRH ანალოგების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ეს წამალი სხეულში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. ზოლადექსR ლა პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

ზოლადექსR ლა ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორის სახით არის წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. პარკში სილიკონის გელი და ნესტის გამწოვი კაფსულაა მოთავსებული.

ზოლადექსR ლა ხანგრძლივი მოქმედების ფორმაა და 12 კვირაში ერთხელ კეთდება.

  • ზოლადექსR ლა -ს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზოლადექსR ლა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ზოლადექსR ლა-ს ანდა ზოლადექსR ლა -ს შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა ამ ჯგუფიდან (LHRH ანალოგები) სხვა წამლების მიმართ ალერგია გაქვთ.

მდედრობითი სქესის ხართ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ, ზოლადექსR ლა არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ზოლადექსR ლა-ს გამოყენებამდე თქვენს ექიმს , ფარმაცევტს ანდა თქვენს ექთანს მიმართეთ.

ზოლადექსR ლა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

თუ, საავადმყოფოს მიმართავთ, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ზოლადექსR ლა-ს ღებულობთ.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, ზოლადექსR ლა-ს გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

თუ, შარდვის გაძნელება ანდა ზურგის არეში პრობლემები გაქვთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ.

თუ, ძვლების სიძლიერეზე მოქმედი ნებისმიერი დაავადება გაქვთ, განსაკუთრებით, თუ, ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი ხართ, სიგარეტს ეწევით, ოჯახში ოსტეოპოროზი (ძვლების სიძლიერეზე მოქმედი მდგომარეობა) გაქვთ ანდა ანტიკონვულსანტებს (ეპილეფსიის დაავადების ანდა კრუნჩხვების დროს გამოყენებული წამლები) ანდა კორტიკოსტეროიდებს თუ ღებულობთ.

თუ, გულის რითმის დარღვევების(არითმია) ჩათვლით ნებისმიერი სახის გულის ანდა სისხლძარღვების პრობლემი გაქვთ ანდა ამ დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ. ზოლადექსR ლა-ს გამოყენების დროს გულის რითმის პრობლემები შეიძლება იმატოს.

ზოლადექსR ლა-ს მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია დეპრესიის (ზოგჯერ ძლიერი ფორმის) შემთხვევები. თუ, ზოლადექსR ლა-ს ღებულობთ და დეპრესიული სულიერი მდგომარეობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ამ ტიპის წამლები იწვევს ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას).

ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის მატება.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოლადექსR ლა-ს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აქვს კავშირი.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზოლადექსR ლა , ჩვეულებრივ 3 თვეში ერთხელ, მუცლის მიდამოში კანქვეშა ინექციის სახით კეთდება ექიმის ანდა ექთნის მიერ.

იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, ზოლადექსR ლა-ს მიღება უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმის მითითება არ გექნებათ მის გამოყენების შეწყვეტასთან დაკაშირებით.

მკურნალობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა თუ გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მომდევნო ვიზიტი:

ზოლადექსR ლა-ს ინექცია 3 თვეში ერთხელ უნდა გაეკთდეს.

მომდვნო ინექციისთვის ვიზიტის დაგეგმვისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

თუ, ბოლო ინექციიდან დაგეგმილი ვიზიტი 3 თვეზე ადრე ანდა უფრო გვიან თარიღებში იქნება ჩანიშნული, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ბოლო ინექციიდან 3 თვეზე მეტი დრო გავიდა, უმოკლეს დროში ინექციის გაკეთებისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

მიცემის გზა და მეთოდი:

ზოლადექსR ლა-ს ინექციას ექიმი ანდა ექთანი გაგიკეთებთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ქალებში: არასაკმარისი ინფორმაციის გამო ზოლადექსR ლა ქალებში არ გამოიყენება. ქალებში გოსერელინით მკურნალობა ზოლადექს 3.6 მგ -ით ხორციელდება.

ბავშვებში გამოყენება: ზოლადექსR ლა ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ზოლადექსR ლა-ს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზოლადექსR ლა-ს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ზოლადექსR ლა-ს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართ.

თუ, ზოლადექსR ლა-ს მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს. მომდევნო დოზის ახალი გაკეთების დროის (თარიღის) შესახებ ექიმის მიერ მოცემული მითითებები შეასრულეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ზოლადექსR ლა-ში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ზოლადექსR ლა-ს გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება უეცრად დაიწყოს:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ანდა კანზე ჭინჭრის ციება.

სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის სხვა მიდამოების შესივება

ჰაერის უკმარისობა, ხიხინი ანდა ჩასუნთქვის გაძნელება

GnRH ანალოგებით პროსტატის სიმსივნის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში თვითმკვლელობის ფიქრები და მცდელობა.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზოლადექსR ლა-ს მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ზოლადექსR ლა-ს ინექციის შემდეგ ინექციის ადგილას დაფიქსირებულია დაზიანების, იარების გაჩენა (მუცლის სისხლძარღვების დაზიანების ჩათვლით). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგოამრეობა შეიძლება სერიოზული სისხლდენის მიზეზი იყოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

მუცლის ტკივილი.

მუცლის შებერილობა.

სუნთქვის გაძნელება.

გაბრუების შეგრძნება.

დაბალი არტერიული წნევა და /ანდა ცნობიერების დონის ნებისმიერი სახის ცვლილება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდბა, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული(10 ავადმყოფიდან >1 ავადმოფთან შეიძლება გამოვლინედეს)

შეხურება და ოფლიანობა. ეს გვერდითი ეფექტები ზოლადექსR ლა-ს დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სავარაუდოდ რამდენიმე თვე) შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

სქესობრივი ლტოლვის შემცირება და იმპოტენცია

გავრცელებული(10 ავადმყოფიდან შეიძლება 1 ავადმყოფთან გამოვლინდეს):

წელის ტკივილი ანდა შარდვის გაძნელება. თუ, აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მკურნალობის დასაწყისში ძვლების ტკივილი. თუ, აღნიშნული გამოვლინდება, ექიმს გაესაუბრეთ.

ძვლების გათხელება.

სისხლში შაქრის დონის მომატება.

ხელის და ფეხის თითების დაბუჟება.

გამონაყარი კანზე.

წონის მომატება.

ზოლადექსR ლა-ს ინექციის ადგილას ტკივილი, დალურჯება, სიწითლე ანდა შესივება.

გულის ფუნქციების დაქვეითება ანდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

სისხლის არტერიული წნევის ცვლილებები.

სარძევე ჯირკვლებში მგრძნობელობა და შესივება.

სულიერი მდგომარეობის ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

იშვიათი (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძკება გამოვლინდეს):

სახსრების ტკივილი

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის დანახვა, შეგრძნება ანდა გაგონება), არეული ფიქრები და პიროვნული ცვლილებები, ფსიქოლოგიური დარღვევების სახელით წოდებული ფსიქიატრიული პრობლემები. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს.

თავის ტვინში მდებარე ჰიპოფიზის სიმსივნის განვითარება. თუ, ჰიპიფიზის ჯირკვლის სიმსივნე არსებობს, ზოლადექსR ლა-მ სიმსივნიდან სისხლდენა ანდა დაშლა შეიძლება გამოიწვიოს. ეს გვერდით ეფექტები შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს. ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაკარგვა, ცნობიერების დაკარგვა.

უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით სიხშირის ვარაუდი შეუძლებელია):

თმის ცვენა.

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.

ღვიძლის პრობლემები.

ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს, ჰაერის უკმარისობას.

ფილტვების ჩირქოვანი ანთება.(სიმპტომები პნევმონიის მსგავსია(სუნთქვის გაძნელება და ხველის მსგავსი).

ეკგ-ზე ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ყველა ჩამოთვლილი ზოლადექსR ლა-ს მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ზოლადექსR ლა-ს შენახვა

ზოლადექსR ლა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ზოლადექსR ლა <300 C (ოთახის ტემპერატურაზე) უნდა შეინახოთ.

ორიგინალურ შეფუთვაში და პარკში უნდა იქნას შენახული, პარკი არ უნდა იქნას გახსნილი.

თუ, ექიმი მკურნალობის დასრულებას გადაწყვეტს, ინექციის შესაბამისი ფორმით განადგურება უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

პარკის გახსნა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვინც ინექციას გააკეთებს. პარკის გახსნის შემდეგ, ინექცია მაშინვე უნდა იქნას გაკეთებული. თუ, პარკი გახსნილი ანდა დაზიანებულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზოლადექსR ლა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი ქრედი პლაზა, ბ-ბლოკი, სართული-3-4.

ლევენთი/სტამბული.

წარმოების ადგილი:

AstraZeneca UK Limited, Macclesfield, ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2017 დამოწმებულია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქალებში არ გამოიყენება.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

ქალებში არ გამოიყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოლადექსR ლა-ს მიერ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოლადექსR ლა გულის რითმის პრობლემების დროს გამოყენებულ ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტაილოლი) ანდა სხვა ზოგიერთ წამალთან ერთად (მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყურებელი ანდა წამალ-დამოკიდებულების დეტოქსიკაციის (მკურნალობის) ფარგლებში გამოიყენება), მაგ. მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), მძიმე ფსიქიკური დაავადებების დრო გამოყენებული ანტიფსიქოზურ წამლებთან (ციტალოპრამი, კლოზაპინი, დროპერიდოლი, ესციტალოპრამი, მეტადონი) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის პრობლემებთან დაკაშირებული რისკი შეიძლება გაზარდოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ზოლადექსR ლა 10.8 მგ დეპო კანქვეშა იმპლანტის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი

კანქვეშა ინექციის სახით კეთდება

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული გამოყენებისთის მზა ინჟექტორი 10.8 მგ გოსერელინს (11.3 მგ გოსერელინის აცეტატის სახით) შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტიდ/გლიკოლიდის კოპოლიმერი, ყინულის (კრისტალური) ძმარმჟავა.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლადექსR ლა?

ზოლადექსR ლა-ს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ზოლადექსR ლა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ზოლადექსR ლა -ს შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ზოლადექსR ლა?

ზოლადექსR ლა LHRH ანალოგების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ეს წამალი სხეულში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. ზოლადექსR ლა პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

ზოლადექსR ლა ერთჯერადი გამოყენების ინჟექტორის სახით არის წარმოდგენილი. ინჟექტორი დამცავი საფარის შიგნით ალუმინის ფოლგის პარკშია მოთავსებული. პარკში სილიკონის გელი და ნესტის გამწოვი კაფსულაა მოთავსებული.

ზოლადექსR ლა ხანგრძლივი მოქმედების ფორმაა და 12 კვირაში ერთხელ კეთდება.

  • ზოლადექსR ლა -ს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზოლადექსR ლა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ზოლადექსR ლა-ს ანდა ზოლადექსR ლა -ს შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ანდა ამ ჯგუფიდან (LHRH ანალოგები) სხვა წამლების მიმართ ალერგია გაქვთ.

მდედრობითი სქესის ხართ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ, ზოლადექსR ლა არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ზოლადექსR ლა-ს გამოყენებამდე თქვენს ექიმს , ფარმაცევტს ანდა თქვენს ექთანს მიმართეთ.

ზოლადექსR ლა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

თუ, საავადმყოფოს მიმართავთ, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ ზოლადექსR ლა-ს ღებულობთ.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, ზოლადექსR ლა-ს გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

თუ, შარდვის გაძნელება ანდა ზურგის არეში პრობლემები გაქვთ.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

თუ, მაღალი არტერიული წნევა გაქვთ.

თუ, ძვლების სიძლიერეზე მოქმედი ნებისმიერი დაავადება გაქვთ, განსაკუთრებით, თუ, ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი ხართ, სიგარეტს ეწევით, ოჯახში ოსტეოპოროზი (ძვლების სიძლიერეზე მოქმედი მდგომარეობა) გაქვთ ანდა ანტიკონვულსანტებს (ეპილეფსიის დაავადების ანდა კრუნჩხვების დროს გამოყენებული წამლები) ანდა კორტიკოსტეროიდებს თუ ღებულობთ.

თუ, გულის რითმის დარღვევების(არითმია) ჩათვლით ნებისმიერი სახის გულის ანდა სისხლძარღვების პრობლემი გაქვთ ანდა ამ დაავადებების სამკურნალოდ წამლებს ღებულობთ. ზოლადექსR ლა-ს გამოყენების დროს გულის რითმის პრობლემები შეიძლება იმატოს.

ზოლადექსR ლა-ს მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია დეპრესიის (ზოგჯერ ძლიერი ფორმის) შემთხვევები. თუ, ზოლადექსR ლა-ს ღებულობთ და დეპრესიული სულიერი მდგომარეობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ამ ტიპის წამლები იწვევს ძვლებში კალციუმის შემადგენლობის შემცირებას (ძვლების გათხელებას).

ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის მატება.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ზოლადექსR ლა-ს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აქვს კავშირი.

ორსულობა

ქალებში არ გამოიყენება.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

ქალებში არ გამოიყენება.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ზოლადექსR ლა-ს მიერ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოლადექსR ლა გულის რითმის პრობლემების დროს გამოყენებულ ზოგიერთ წამალთან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტაილოლი) ანდა სხვა ზოგიერთ წამალთან ერთად (მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყურებელი ანდა წამალ-დამოკიდებულების დეტოქსიკაციის (მკურნალობის) ფარგლებში გამოიყენება), მაგ. მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), მძიმე ფსიქიკური დაავადებების დრო გამოყენებული ანტიფსიქოზურ წამლებთან (ციტალოპრამი, კლოზაპინი, დროპერიდოლი, ესციტალოპრამი, მეტადონი) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის პრობლემებთან დაკაშირებული რისკი შეიძლება გაზარდოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ზოლადექსR ლა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ზოლადექსR ლა , ჩვეულებრივ 3 თვეში ერთხელ, მუცლის მიდამოში კანქვეშა ინექციის სახით კეთდება ექიმის ანდა ექთნის მიერ.

იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, ზოლადექსR ლა-ს მიღება უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ ექიმის მითითება არ გექნებათ მის გამოყენების შეწყვეტასთან დაკაშირებით.

მკურნალობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა თუ გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მომდევნო ვიზიტი:

ზოლადექსR ლა-ს ინექცია 3 თვეში ერთხელ უნდა გაეკთდეს.

მომდვნო ინექციისთვის ვიზიტის დაგეგმვისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

თუ, ბოლო ინექციიდან დაგეგმილი ვიზიტი 3 თვეზე ადრე ანდა უფრო გვიან თარიღებში იქნება ჩანიშნული, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ბოლო ინექციიდან 3 თვეზე მეტი დრო გავიდა, უმოკლეს დროში ინექციის გაკეთებისთვის თქვენს ექიმს ანდა ექთანს დაუკავშირდით.

მიცემის გზა და მეთოდი:

ზოლადექსR ლა-ს ინექციას ექიმი ანდა ექთანი გაგიკეთებთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ქალებში: არასაკმარისი ინფორმაციის გამო ზოლადექსR ლა ქალებში არ გამოიყენება. ქალებში გოსერელინით მკურნალობა ზოლადექს 3.6 მგ -ით ხორციელდება.

ბავშვებში გამოყენება: ზოლადექსR ლა ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა: თირკმლების უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის დროს დოზის რეგულაციას არ საჭიროებს.

თუ ფიქრობთ, რომ ზოლადექსR ლა-ს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ზოლადექსR ლა-ს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ზოლადექსR ლა-ს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართ.

თუ, ზოლადექსR ლა-ს მიღება დაგავიწყდებათ:

ექიმი, გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს გადაწყვეტს. მომდევნო დოზის ახალი გაკეთების დროის (თარიღის) შესახებ ექიმის მიერ მოცემული მითითებები შეასრულეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ზოლადექსR ლა-ში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ზოლადექსR ლა-ს გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება უეცრად დაიწყოს:

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ანდა კანზე ჭინჭრის ციება.

სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის სხვა მიდამოების შესივება

ჰაერის უკმარისობა, ხიხინი ანდა ჩასუნთქვის გაძნელება

GnRH ანალოგებით პროსტატის სიმსივნის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში თვითმკვლელობის ფიქრები და მცდელობა.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ზოლადექსR ლა-ს მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ზოლადექსR ლა-ს ინექციის შემდეგ ინექციის ადგილას დაფიქსირებულია დაზიანების, იარების გაჩენა (მუცლის სისხლძარღვების დაზიანების ჩათვლით). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგოამრეობა შეიძლება სერიოზული სისხლდენის მიზეზი იყოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

მუცლის ტკივილი.

მუცლის შებერილობა.

სუნთქვის გაძნელება.

გაბრუების შეგრძნება.

დაბალი არტერიული წნევა და /ანდა ცნობიერების დონის ნებისმიერი სახის ცვლილება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდბა, მაშინვე ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული(10 ავადმყოფიდან >1 ავადმოფთან შეიძლება გამოვლინედეს)

შეხურება და ოფლიანობა. ეს გვერდითი ეფექტები ზოლადექსR ლა-ს დასრულებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სავარაუდოდ რამდენიმე თვე) შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

სქესობრივი ლტოლვის შემცირება და იმპოტენცია

გავრცელებული(10 ავადმყოფიდან შეიძლება 1 ავადმყოფთან გამოვლინდეს):

წელის ტკივილი ანდა შარდვის გაძნელება. თუ, აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მკურნალობის დასაწყისში ძვლების ტკივილი. თუ, აღნიშნული გამოვლინდება, ექიმს გაესაუბრეთ.

ძვლების გათხელება.

სისხლში შაქრის დონის მომატება.

ხელის და ფეხის თითების დაბუჟება.

გამონაყარი კანზე.

წონის მომატება.

ზოლადექსR ლა-ს ინექციის ადგილას ტკივილი, დალურჯება, სიწითლე ანდა შესივება.

გულის ფუნქციების დაქვეითება ანდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

სისხლის არტერიული წნევის ცვლილებები.

სარძევე ჯირკვლებში მგრძნობელობა და შესივება.

სულიერი მდგომარეობის ცვლილებები (დეპრესიის ჩათვლით)

იშვიათი (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძკება გამოვლინდეს):

სახსრების ტკივილი

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის დანახვა, შეგრძნება ანდა გაგონება), არეული ფიქრები და პიროვნული ცვლილებები, ფსიქოლოგიური დარღვევების სახელით წოდებული ფსიქიატრიული პრობლემები. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს.

თავის ტვინში მდებარე ჰიპოფიზის სიმსივნის განვითარება. თუ, ჰიპიფიზის ჯირკვლის სიმსივნე არსებობს, ზოლადექსR ლა-მ სიმსივნიდან სისხლდენა ანდა დაშლა შეიძლება გამოიწვიოს. ეს გვერდით ეფექტები შეიძლება ძალიან იშვიათად გამოვლინდეს. ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაკარგვა, ცნობიერების დაკარგვა.

უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით სიხშირის ვარაუდი შეუძლებელია):

თმის ცვენა.

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.

ღვიძლის პრობლემები.

ფილტვების თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს, ჰაერის უკმარისობას.

ფილტვების ჩირქოვანი ანთება.(სიმპტომები პნევმონიის მსგავსია(სუნთქვის გაძნელება და ხველის მსგავსი).

ეკგ-ზე ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ყველა ჩამოთვლილი ზოლადექსR ლა-ს მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • ზოლადექსR ლა-ს შენახვა

ზოლადექსR ლა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

ზოლადექსR ლა <300 C (ოთახის ტემპერატურაზე) უნდა შეინახოთ.

ორიგინალურ შეფუთვაში და პარკში უნდა იქნას შენახული, პარკი არ უნდა იქნას გახსნილი.

თუ, ექიმი მკურნალობის დასრულებას გადაწყვეტს, ინექციის შესაბამისი ფორმით განადგურება უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

პარკის გახსნა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვინც ინექციას გააკეთებს. პარკის გახსნის შემდეგ, ინექცია მაშინვე უნდა იქნას გაკეთებული. თუ, პარკი გახსნილი ანდა დაზიანებულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზოლადექსR ლა არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი ქრედი პლაზა, ბ-ბლოკი, სართული-3-4.

ლევენთი/სტამბული.

წარმოების ადგილი:

AstraZeneca UK Limited, Macclesfield, ინგლისი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 19.04.2017 დამოწმებულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა