ზიაგრა
ZEAGRA
სილდენაფილი გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც ვერ ხერხდება ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება, რაც აუციელებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის დასამყარებლად. იმისათვის, რომ ზიაგრა იყოს ეფექტური, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სილდენაფილი (sildenafil)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4 (1X4)
- მწარმოებელი
- Biodeal Pharmaceuticals Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046059
- რეგისტრირებულია
- 31 ივლისი 2026, მოქმედებს 10 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CSBS Healthcare Pvt. Ltd. (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალ ცბს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზიაგრა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სილდენაფილი გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც ვერ ხერხდება ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება, რაც აუციელებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის დასამყარებლად.
იმისათვის, რომ ზიაგრა იყოს ეფექტური, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენება მოზრდილებში:
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ, რომელიც მიიღება სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100 მგ. დოზის მიღების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირე არის დღეში ერთხელ. თუ ზიაგრა მიიღება საკვებთან ერთად, აქტივობის დაწყება შეიძლება დაყოვნდეს, უზმოზე მიღებასთან შედარებით.
განსაკუთრებული პოპულაციები:
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წლის).
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
დოზების შესახებ რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში „გამოყენება მოზრდილებში“ ვრცელდება თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებზე (კრეატინინის კლირენსი < 30-80 მლ/წთ).
რადგან სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზის გამოყენება. ეფექტიანობისა და ამტანობის საფუძველზე, დოზა შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50-100 მგ-მდე, საჭიროების მიხედვით.
ღვიძლის უკმარისობა:
რადგან სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია ღვიძლის უკმარისობის (მაგ. ციროზის) მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზის გამოყენება. ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით, დოზა შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50-100 მგ-მდე, საჭიროების მიხედვით.
პედიატრიული პოპულაცია:
სილდენაფილი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებში.
გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს:
გარდა რიტონავირისა, რომლის სილდენაფილთან ერთად მიღება სასურველი არ არის, საწყისი 25 მგ დოზის გამოყენება უნდა იყოს განხილული იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ CYP3A4 ინჰიბიტორებს.
პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შემცირების მიზნით, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ალფა-ბლოკატორებით, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს მათი სტაბილიზება ალფა-ბლოკატორით თერაპიაზე. გარდა ამისა, განხილული უნდა იყოს სილდენაფილის მიღების დაწყება 25 მგ დოზით.
მიღების წესი:
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ჩამოთვლილი ექსციპიენტების მიმართ.
აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP) გზაზე ცნობილი ეფექტების გამო, სილდენაფილმა აჩვენა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერება და ამიტომ, მისი მიღება უკუნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონატორებთან (როგორიცაა ამილ ნიტრიტი) ან ნიტრიტებთან ნებისმიერი ფორმით.
PDE5 ინჰიბიტორების, მათ შორის სილდენაფილის მიღება გუანილატის ციკლაზას სტიმულატორებთან ერთად, როგორიცაა რიოციგუატი, უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სიდლენაფილი, არ გამოიყენება იმ მამაკაცებში, რომლებისთვისაც რეკომენდებული არ არის სექსუალური აქტივობა (მაგ. პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე კარდიოვასკულარული დარღვევები, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).
ზიაგრა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ერთ თვალში დაკარგული აქვთ მხედველობა არაარტერიული იშემიური წინა ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION), განურჩევლად იმისა, ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა მანამდე PDE5 ინჰიბიტორების ექსპოზიცისთან.
სილდენაფილის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის პაციენტთა შემდეგ ქვე-ჯგუფებში და ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ: ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ. ვწყ.სვ.), ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და თვალის ბადურის დადასტურებული მემკვიდრეობითი დეგენერაციული დარღვევები, როგორიცაა retinitis pigmentosa (ამ პაციენტთა მცირე რაოდენობას აქვს რეტინალური ფოსფოდიესტერაზას გენეტიკური დარღვევები).
სიფრთხილის ზომები
ფარმაკოლოგიური მკურნალობის განხილვამდე უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი და ჩატარდეს ფიზიკური შემოწმება ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტირებისა და პოტენციური ძირითადი გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით.
კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები
ერექციული დისფუნქციისთვის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა უნდა შეისწავლონ პაციენტის კარდიოვასკულარული სტატუსი, რადგან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებით გულის მხრივ რისკის გარკვეული ხარისხი. სილდენაფილს აქვს ვაზოდილატატორული თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და ტრანზიტორულ შემცირებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ აქვს თუ არა პაციენტს ისეთი ძირითადი დაავადებები, რომლებზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამგვარმა ვაზოდილატატორულმა ეფექტებმა, განსაკუთრებით სქესობრივ აქტივობასთან ერთად. ვაზოდილატატორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მარცხენა პარკუჭიდან გამომავალი ნაკადის ობსტრუქცია (მაგ. აორტის სტენოზი, ჰოპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია) ან რომლებსაც აქვთ მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომი, რომელიც ვლინდება არტერიული წნევის ავტონომიური კონტროლის სერიოზული დარღვევით.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
სილდენაფილის გამოყენებასთან დაკავშირებით პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი გულის სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულარული ჰემორაგია, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია. ყველა არა, მაგრამ პაციენტთა ამ უმრავლესობას ჰქონდა მანამდე არსებული კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები. ამ მოვლენების უმრავლესობა ვითარდებოდა სქესობრივი აქტის დროს ან შემდეგ მალევე, რამდენიმე შემთხვევა კი აღინიშნა სილდენაფილის გამოყენების შემდეგ მალევა, სექსუალური აქტივობის გარეშე. შეუძლებელია დადგინდეს ეს მოვლენები პირდაპირ დაკავშირებულია თუ არა ამ ფაქტორებთან თუ სხვა ფაქტორებთან.
პრიაპიზმი
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სილდენაფილი, სიფრთხილით გამოიყენება სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში (როგორიცაა ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი მდგომარეობები, რომლებიც წინასწარ განაწყობენ მათ პრიაპიზმის მიმართ (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან სილდენაფილის კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ეფექტები მხედველობაზე
სილდენაფილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით სპონტანურად აღინიშნა მხედველობის დეფექტების შემთხვევები. სპონტანური და ობსერვაციული კვლევისას აღინიშნა იშვიათი მდგომარეობა, როგორიცაა არაარტერიული იშემიური წინა ოპტიკური ნეიროპათია სილდენაფილის და PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მხედველობის დეფექტის უეცრად განვითარების შემთხვევაში, სილდენაფილის მიღება უნდა შეწყვიტონ და დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
რიტონავირთან ერთად გამოყენება
სილდენაფილის გამოყენება რიტონავირთან რეკომენდებული არ არის.
ალფა-ბლოკატორებთან ერთად გამოყენება
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც სილდენაფილი მიიღება იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს, რადგან ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია. რაც ძირითადად ვითარდება სილდენაფილის მიღებიდან 4 საათში. პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შემცირების მიზნით, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები ჰემოდინამიკურად სტაბილური უნდა იყვნენ ალფა-ბლოკატორებით თერაპიაზე. განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზით სილდენაფილის მიღების დაწყება. გარდა ამისა, ექიმებმა პაციენტებს უნდა მისცენ რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ განვითარდა პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომები.
ეფექტები სისხლდენაზე
ადამიანებში თრომბოციტებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სილდენაფილი აძლიერებს in vitro ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგაგაციულ ეფექტს. არ არსებობს სილდენაფილის მიღების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენითი დარღვევები ან აქტიური პეპტიკური წყლული. ამიტომ, სილდენაფილი ამ პაციენტებში გამოიყენება მხოლოდ სარგებლის-რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ.
სილდენაფილის გარსით დაფარული ტაბლეტის აპკი შეიცავს ლაქტოზას. სილდენაფილი არ უნდა დაინიშნოს მამაკაცებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.
ქალები
ზიაგრა ნაჩვენები არ არის ქალებში გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტები სილდენაფილზე
In vitro კვლევები
სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია ციტოქრომ P450 (CYP) იზოფორმებით 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მცირე გზა). ამიტომ, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი..
In vivo კვლევები
კლინიკური ცდების მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ სილდენაფილის კლირენსი მცირდება CYP3A4 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი) ერთად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტებში არ აღინიშნა უარყოფითი მოვლენების მომატებული შემთხვევები სილდენაფილის CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად, განხილული უნდა იყოს 25 მგ საწყისი დოზის გამოყენება.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის, რომელიც არის ძალიან ძლიერი P450 ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (500 მგ დღეში ორჯერ) მიღება სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევდა სილდენაფილის Cmax-ის 300%-ით (4-ჯერ) ზრდას და სილდენაფილის პლაზმური AUC-ის 1,000%-ით (11-ჯერ) ზრდას. 24 საათში სილდენაფილის პლაზმური დონეები კვლავ იყო დაახლოებით 200 ნგ/მლ, ხოლო სილდენაფილის ცალკე მიღებისას - დაახლოებით 5 ნგ/მლ. ეს შეესაბამება რიტონავირის შესამჩნევ ეფექტებს P450 სუბსტრატების ფართო სპექტრზე. სილდენაფილს არ გაანია ეფექტი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური შედეგების საფუძველზე, რეკომენდებული არ არის სილდენაფილის მიღება რიტონავირთან ერთად და სილდენაფილის მაქსიმალური დოზა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს 48 საათში.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორის საქვინავირის, რომელიც არის CYP3A4 ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (1200 მგ დღეში სამჯერ) მიღება სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევდა სილდენაფილის Cmax-ის 140%-ით ზრდას და სილდენაფილის AUC-ის 210%-ით ზრდას. სილდენაფილს არ გაანია ეფექტი საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. მოსალოდნელია, რომ უფრო ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, ექნებათ უფრო დიდი ეფექტები.
როდესაც სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზა მიიღებოდა ერითრომიცინთან, რომელიც არის CYP3A4 სპეციფიკური ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (500 მგ დღეში ორჯერ 5 დღე), აღინიშნა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182%-ით ზრდა. ნორმალურ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში არ აღინიშნა აზითრომიცინის ეფექტი (500 მგ დღეში 3 დღე) AUC, Cmax, tmax, ელიმინაციის სიჩქარის მუდმივაზე ან სილდენაფილის ან მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტის შემდგომ ნახევარგამოყოფის პერიოდზე. ციმეტიდინი (800 მგ), ციტოქრომ P450 ინჰიბიტორი და არასპეციფიკური CYP3A4 ინჰიბიტორი იწვევდა პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციების 56%-ით ზრდას, როდესაც მიიღებოდა სილდენაფილთან ერთად (50 მგ) ჯანმრთელ მოხალისეებში.
გრეიპფრუტის წვენი არის ნაწლავური კედლის მეტაბოლიზმის CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გამოიწვიოს სილდენაფილის პლაზმური დონეების საშუალოდ მომატება.
ანტაციდის (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი დოზები გავლენას არ ახდენდნენ სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის ყველა პრეპარატისთვის, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ აჩვენა იმავდროული მკურნალობის ეფექტი სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე, როდესაც პრეპარატები დაჯგუფებული იყო როგორც CYP2C9 ინჰიბიტორები (როგორიცაა ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტოინი), CYP2D6 ინჰიბიტორები (როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდი და მონათესავე დიურეტუკები, მარყუჟოვანი და კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტები ან CYP450 მეტაბოლიზმის ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები).
ნიკორანდილი არის კალიუმის არხის აქტივატორი და ნიტრატის ჰიბრიდი. ნიტრატის კომპონენტის გამო, მას აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს სერიოზული ურთიერთქმედება სილდენაფილთან.
სილდენაფილის ეფექტები სხვა სამკურნალო საშუალებებზე
In vitro კვლევები
სილდენაფილი არის ციტოქრომ P450 იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 სუსტი ინჰიბიტორი (IC50>150µM). იმის გამო, რომ რეკომენდებული დოზების მიღების შემდეგ სილდენაფილის პიკური პლაზმური კონცენტრაციები არის დაახლოებით 1 µM, მოსალოდნელი არ არის, რომ სილდენაფილი შეცვლის ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსს.
არ არსებობს მონაცემების სილდენაფილსა და არასპეციფიკურ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი, ურთიერთქმედების შესახებ.
In vivo კვლევები
აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის გზაზე ცნობილი ეფექტების შესაბამისად, სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერების უნარი და ამიტომ, მისი მიღება უკუნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონატორებთან ან ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით.
სილდენაფილის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს, ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში შეიძლება აღინიშნოს სიმპტომატური ჰიპოტენზია. ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ გამოვლინდეს სილდენაფილის დოზის მიღებიდან 4 საათში. სამი სპეციფიკური წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევისას ალფა-ბლოკატორი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25 მგ, 50 მგ, ან 100 მგ) გამოიყენებოდა ერთდროულად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც სტაბილიზებული იყვნენ დოქსაზოზინის თერაპიაზე. ამ კვლევისას აღინიშნა ზურგზე წოლის დროს არტერიული წნევის დამატებით შემცირება საშუალოდ 7/7 მმ ვწყ.სვ., 9/5მმ ვწყ.სვ. და 8/4 მმ ვწყ.სვ.-ით და ფეხზე დგომისას არტერიული წნევის დამატებით შემცირება საშუალოდ 6/6მმ ვწყ.სვ., 11/4 მმ ვწყ.სვ. და 4/5 მმ ვწყ.სვ.-ით, შესაბამისად. როდესაც სილდენაფილი და დოქსაზოსინი ერთდროულად მიიღებოდა დოქსაზოსინით თერაპიაზე სტაბილიზებულ პაციენტებში, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა სიმპტომატური პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის ნიშნები იყო თავბრუსხვევა, მაგრამ არა სინკოპე.
არ აღინიშნა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, როდესაც სილდენაფილი (50მგ) მიიღებოდა ტოლბუტამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40მგ) ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით.
სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევს აცეტილსალიცილის მჟავას (150 მგ) მიერ გამოწვეულ სისხლდენის დროის მატებას.
სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებს ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტებს ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონეებით 80 მგ/დლ.
შემდეგი კლასის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტის პროფილის სხვაობა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს, პლაცებოსთან შედარებით: დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები (ვაზოდილატატორი და ცენტრალურად მოქმედი), ადრენერგული ნეირონის ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ალფა-ადრენორეცეპტორის ბლოკატორები. სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევის დროს, სადაც სილდენაფილი (100 მგ) გამოიყენებოდა ამლოდიპინთან ერთად ჰიპერტენზიულ პაციენტებში, აღინიშნა ზურგზე წოლის დროს სისტოლური არტერიული წნევის დამატებით შემცირება 8 მმ ვწყ.სვ.-ით. ზურგზე წოლის დროს დიასტოლური არტერიული წნევა დამატებით მცირდებოდა 7 მმ ვწყ.სვ.-ით. აღნიშნული არტერიული წნევის დამატებითი შემცირებები ისეთივე მასშტაბის იყო, როგორიც სილდენაფილის ცალკე გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში.
სილდენაფილი (100 მგ) გავლენას არ ახდენდა აივ პროტეაზას ინჰიბიტორების მყარ ფარმაკოკინეტიკაზე, როგორიცაა საქვინავირი და რიტონავირი, რომლებიც CYP3A4-ის სუბსტრატებია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზიაგრა ნაჩვენები არ ინიშნება ქალებში.
შესაბამისი და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ან მეძუძურ ქალებში ჩატარებული არ არის.
რელევანტური უარყოფითი ეფექტები არ გამოვლენილა ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას სილდენაფილის პერორალურად მიღების შემდეგ.
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების მიღების შემდეგ არ აღინიშნა ეფექტი სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზიაგრამ შესაძლოა იქონიოს მცირედი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ვინაიდან თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება აღწერილი იყო სილდენაფილის კლინიკურ კვლევებში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე ზიაგრა.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილი ეფუძნება 9570 პაცინეტზე ჩატარებულ 74 ორმაგ ბრმა პლაცებო–კონტროლირებად კლინიკური კვლევების მონაცემებს. კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები იყო თავის ტკივილი, სისხლის მოწოლა, დისპეფსია, ცხვირში შეგუბება, თავბრუსხვევა, გულისრევა, სიცხის მოწოლა, მხედველობის დარღვევა, ციანოპსია და მხედველობის დაბინდვა.
პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობისას უარყოფითი რეაქციები შეგროვდა >10 წლის პერიოდზე. რადგან ყველა უარყოფითი რეაქციის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს და შეტანილი არ არის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში, ამ რეაქციების სიხშირეების სარწმუნოდ განსაზღვრა შეუძლებელია.
უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ცხრილში ყველა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქცია, რომლებიც ვითარდებოდა კლინიკური კვლევების დროს იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში, ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1.000 - <1/100), იშვიათი (>1/10.000 – 1/1.000).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 1. სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა კლინიკური ცდების დროს იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში და სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები, რომლებიც ცნობილი გახდა პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობისას
სისტემურ ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი
(>1/10)
ხშირი
(>1/100 და <1/10)
არახშირი
(>1/1.000 და <1/100)
იშვიათი
(>1/10.000 და <1/1.000)
ინფექციები და ინვაზიები
რინიტი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ძილიანობა, ჰიპოასთეზია
ცერებროვასკულარული შემთხვევა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, შეტევა*, შეტევის რეციდივი*, სინკოპე
დარღვევები თვალის მხრივ
მხედველობის ფერების მოშლა**, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა
ცრემლდენის დარღვევები ***, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, კაშკაშა მხედველობა, კონიუნქტივიტი
არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION)*, თვალის ბადურის ვასკულარული ოკლუზია*, თვალის ბადურის ჰემორაგია, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, თვალის ბადურის დარღვევა, გლაუკომა, მხედველობის არეალის დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთღის დაქვეითება, მიოპია, ასთენოპია, მინისებრი სხეულის ცვლილებები, თვალის ფერადი გარსის დარღვევა, მიდრიაზი, ფერადი წრეები მხედველობის არეში, ჰალო მხედველობა, თვალების შეშუპება, თვალების შესიება, დარღვევები თვალების მხრივ, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, ანომალური შეგრძნება თვალებში, ქუთუთოების შეშუპება, სკლერის ფერის ცვლილება
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
ტინიტი
სიყრუე
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია,
პალპიტაციები
გულის უეცარი სიკვდილი*, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია*, წინა გულის ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია
ვასკულარული დარღვევები
სისხლის მოწოლა, სიცხის მოწოლა
ჰიპერტენზია,
ჰიპოტენზია
დარღვევები სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ცხვირში შეგუბება
ეპისტაქსი, სინუსების შეგუბება
ყელში მოჭერა, ცხვირში შეშუპება, ცხირის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, დისპეფსია
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე
პერორალური ჰიპოასთეზია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) *
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
მიალგია, კიდურების ტკივილი
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ
ჰემატურია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ
მამაკაცის სასქესო ორგანოს ჰემორაგია, პრიაპიზმი*, ჰემატოსპერმია, ერექციის გაძლიერება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
გულის ტკივილი, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება
გაღიზიანება
კვლევები
გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა
- ცნობილი გახდა მხოლოდ პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის პერიოდში.
- *ფერების აღქმის მოშლა: ქლოროფსია, ქრომატოფსია, ციანოფსია, ერითროფსია და ქსანტოფსია
- **ცრემლდენის მოშლა: თვალის სიმშრალე, ცრემლდენის დარღვევა და მომატებული ცრემლდება
ჭარბი დოზა
მოხალისეებში ჩატარებული კვლევებისას 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებით, უარყოფითი რეაქციები ისეთივე იყო, როგორიც უფრო დაბალი დოზების გამოყენებისას, თუმცა მომატებული იყო ინციდენტობის სიხშირე და სიმძიმე. 200 მგ დოზები არ იწვევდა ეფექტიანობის გაზრდას, მაგრამ მატულობდა უარყოფითი რეაქციების (თავის ტკივილი, სისხლის მოწოლა, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირში შეგუბება, მხედველობის ცვლილება) ინციდენტობა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, მიიღება სტანდარტული დამხმარე ზომები საჭიროების მიხედვით. მოსალოდნელი არ არის, რომ თირკმლის დიალიზმმა დააჩქაროს კლირენსი, რადგან სილდენაფილის ბმა პლაზმურ ცილებთან მაღალია და არ ელიმინირდება შარდში.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
სილდენაფილის ციტრატი ექვივალენტური სილდენაფილის 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები........................................ს.რ.
საღებავი: გამოყენებულია ნებადართული საღებავი
ფარმაცევტული ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლინიკური მონაცემები
ფარმაკოლოგიური თვისებები
უროლოგიური საშუალებები; ერექტიული დისფუნქციის სამკუნალო პრეპარატები.
ათქ კოდი: G04BE03.
მოქმედების მექანიზმი
სილდენაფილი არის პერორალური თერაპია ერექციული დისფუნქციისთვის. ბუნებრივ პირობებში, ე.ი. სქესობრივი სტიმულაციისას, აღადგენს დაქვეითებულ ერექციულ დისფუნქციას სასქესო ასოში სისხლის ნაკადის გაზრდის გზით.
სასქესო ასოს ერექციაზე პასუხისმგებელი ფიზიოლოგიური მექანიზმი მოიცავს სქესობრივი სტიმულაციის დროს აზოტის ოქსიდის გამოყოფას მღვიმოვან სხეულებში. ამის შემდეგ აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტის გუანილატის ციკლაზას, რომელიც იწვევს ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დონეების (cGMP) მომატებას, რის შედეგადაც ხდება გლუვი კუნთების მოდუნება მღვივოვან სხეულებში და სისხლის ნაკადის შედინება.
სილდენაფილი არის მღვივოვან სხეულებში ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას ტიპი 5 (PDE5) ძლიერი და სელექციური ინჰიბიტორი, სადაც PDE5 პასუხისმგებელია ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დაშლაზე. სილდენაფილი ახდენს ერექციებზე მოქმედებას პერიფერიულ უბანზე. სილდენაფილს არ გააჩნია პირდაპირი მარელაქსებელი ეფექტი ცალკეულ ადამიანის მღვიმოვან სხეულზე, მაგრამ აძლიერებს ამ ქსოვილზე აზოტის ოქსიდის მარელაქსირებელ მოქმედებას. აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის გააქტიურების შემდეგ, რაც ხდება სქესობრივი სტიმულაციისას, სილდენაფილის მიერ PDE5-ის ინჰიბირება იწვევს ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დონეების ზრდას მღვიმოვან სხეულებში. შესაბამისად, საჭიროა სქესობრივი სტიმულაცია იმისათვის, რომ სილდენაფილმა წარმოქმნას გამიზნული სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტები.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ სილდენაფილი არის სელექციური PDE5-ს მიმართ, რომელიც მონაწილეობს ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ის მიმართ, ვიდრე სხვა ცნობილი ფოსფოდიესტერაზას მიმართ. სელექციურობა 10-ჯერ მეტია PDE6-ს მიმართ, რომელიც მონაწილეობს თვალის ბადურაში ფოტოტრანსდუქციის გზაში. მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებზე სელექციურობა PDE1-მიმართ არის 80-ჯერ მეტი და 700-ჯერ მეტი PDE2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ს მიმართ. კერძოდ, სილდენაფილია 4.000-ჯერ უფრო მეტად სელექციურია PDE5-ს მიმართ, ვიდრე PDE3-ს მიმართ, cGMP-სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას იზოფორმა მონაწილეობს გულის შეკუმშვადობის კონტროლში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორი კლინიკური კვლევა სპეციალურად შემუშავებული იყო დოზირების შემდეგ დროის ფანჯრის შესაფასებლად, რომლის დროსაც სილდენაფილს შეეძლო ერექცია გამოეწვია სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. პენისის პლეტიზმოგრაფიის (RigiScan) კვლევაში, რომელიც ჩატარდა უზმოზე მყოფ პაციენტებში, ერექციის დაწყების საშუალო დრო მათთვის, ვინც მიაღწია 60% სიმკვრივის ერექციას (საკმარისი სქესობრივი აქტისთვის) იყო 25 წუთი (დიაპაზონი 12-37 წუთი) სილდენაფილზე. RigiScan-ის სხვა კვლევაში, სილდენაფილის მიღებამ კვლავ შეძლო ერექციის გამომუშავება სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ დოზის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.
სილდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ ვლინდება კლინიკურად. სისტოლური წნევის მაქსიმალური დაქვეითება მწოლიარე მდგომარეობაში 100 მგ სილდენაფილის მიღებისას შეადგენდა 8,3 მმ ვწყ. სვ., ხოლო დიასტოლური წნევის – 5,3 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის ეს დაქვეითება შეესაბამება სილდენაფილის ვაზოდილატაციურ ეფექტს, სავარაუდოდ სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში cGMP დონის გაზრდის გამო. 100 მგ-მდე დოზით სილდენაფილის გამოყენება არ იწვევდა ეკგ-ის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში.
გულის მძიმე იშემიური დაავადების (CAD) მქონე 14 პაციენტში (პაციენტების 70%-ზე მეტს ჰქონდა სულ მცირე ერთი კორონარული არტერიის სტენოზი) სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზის ჰემოდინამიური ეფექტის კვლევაში სისტოლური და დიასტოლური წნევა მოსვენების მდგომარეობაში შესაბამისად შემცირდა 7%-ით და 6%-ით, ხოლო ფილტვის სისტოლური წნევა შემცირდა 9%-ით. სილდენაფილი არ ახდენდა მოქმედებას გულის მუშაობაზე და არ არღვევდა სისხლის მიმოქცევას სტენოზირებულ კორონარულ არტერიებში.
ორმაგ ბრმა პლაცებოკონტროლირებად სტრესს კვლევაში შეფასდა ერექტილური დისფუნქციის და სტაბილური სტენოკარდიის მქონე 144 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ანტიანგინალურ პრეპარატებს (ნიტრატების გარდა). შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სილდენაფილსა და პლაცებოს შორის სტენოკარდიის დროში შემცირების მხრივ.
ზოგიერთ პაციენტს პრეპარატის 100 მგ მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ Farnsworth-Munsell ტესტის საშუალებით უვლინდებოდა ფერების (ლურჯი / მწვანე) ტონების გარჩევის უნარის მსუბუქი და გარდამავალი დარღვევა; 2 საათის შემდეგ ეს დარღვევები აღარ აღინიშნებოდა. ითვლება, რომ ფერების აღქმის დარღვევა განპირობებულია PDE6-ის ინჰიბირებით, რომელიც მონაწილეობს ბადურაზე სინათლის გადაცემის პროცესში. სილდენაფილი არ ახდენს გავლენას მხედველობის სიმახვილეზე ან კონტრასტული მგრძნობელობაზე. დამტკიცებული ადრეული მაკულარული დეგენერაციის მქონე პაციენტების პლაცებოკონტროლირებად ჯვარედინ კვლევაში (n=9) სილდენაფილის (100 მგ, ერთჯერადი დოზა) მიღებისას არ იყო გამოვლენილი მხედველობის რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შეფასდა სპეციალური ვიზუალური ტესტებით (მხედველობის სიმკვეთრე, ამსლერის ბადე, ფერთა აღქმა, ფერის გავლის მოდელირება, ჰემფრის პერიმეტრი და ფოტოსტრესი).
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების მიღების შემდეგ სპერმის მობილურობაზე ან მორფოლოგიაზე არანაირი გავლენა არ აღინიშნებოდა.
დამატებითი ინფორმაცია კლინიკურ კვლევებზე
კლინიკურ კვლევებში სილდენაფილი მიიღო 8000-ზე მეტ პაციენტმა, რომელთა ასაკი იყო 19-დან 87 წლამდე. წარმოდგენილი იყო პაციენტების შემდეგი ჯგუფები: ხანდაზმულები (19.9%), პაციენტები ჰიპერტენზიით (30.9%), შაქრიანი დიაბეტი (20.3%), გულის იშემიური დაავადება (5.8%), ჰიპერლიპიდემია (19.8%), ზურგის ტვინის დაზიანება (0.6%), დეპრესია (5.2%), პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (3.7%), რადიკალური პროსტატექტომია (3.3%). შემდეგი ჯგუფები არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი ან იყო გამორიცხული კლინიკური კვლევებიდან: პაციენტები მენჯის ღრუზე გადატანილი ოპერაციით, პაციენტები რადიოთერაპიის შემდგომ პერიოდში, პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით და პაციენტები გარკვეული კარდიოვასკულარული მდგომარეობებით.
ფიქსირებული დოზის კვლევებში, პაციენტების პროპორციები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სილდენაფილით მკურნალობამ გააუმჯობესა მათი ერექცია იყო 62% (25 მგ), 74% (50 მგ) და 82% (100 მგ) შედარებით პლაცებოსთან 25%. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში სილდენაფილის გამო მონაწილეობის მიღების შეწყვეტის მაჩვენებელი იყო დაბალი და პლაცებოს მსგავსი.
ყველა კვლევაში, პაციენტთა წილი, რომლებმაც აღნიშნეს სილდენაფილის გაუმჯობესება, იყო შემდეგი: ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია (84%), შერეული ერექციული დისფუნქცია (77%), ორგანული ერექციული დისფუნქცია (68%), ხანდაზმულები (67%), შაქრიანი დიაბეტი (59). %), გულის იშემიური დაავადება (69%), ჰიპერტენზია (68%), პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (61%), რადიკალური პროსტატექტომია (43%), ზურგის ტვინის დაზიანება (83%), დეპრესია (75%). სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა შენარჩუნებული იყო გრძელვადიან კვლევებში.
პედიატრიული მოსახლეობა
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში სილდენაფილის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა უზმოზე პერორალური დოზის მიღებიდან 30-დან 120 წუთამდე (საშუალოდ 60 წუთი). საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (25-63%-ის ფარგლებში). სილდენაფილის პერორალური დოზის მიღების შემდეფ AUC და Cmax მატულობს რეკომენდებული დოზების დიაპაზონში (25-100 მგ) დოზის პროპორციულად.
სილდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას, აბსორბციის სიჩქარე მცირდება და Tmax-ის საშუალოდ დაყოვნება შეადგენს 60 წუთს, ხოლო Cmax-ის საშუალო შემცირება შეადგენს 29%-ს.
განაწილება
სილდენაფილის განაწილების საშუალო მყარი მოცულობა (Vd) არის 105 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. 100 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური საერთო პლაზმური კონცენტრაცია არის დაახლოებით 440 ნგ/მლ (CV 40%). რადგან სილდენაფილი (და მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი N-დესმეთილი) უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ეს იწვევს სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ თავისუფალ კონცენტრაციებს 18 ნგ/მლ-ს (38 ნმ) ოდენობით. ცილებთან ბმა დამოკიდებული არ არის პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე.
ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებენ სილდენაფილს (100 მგ ერთჯერადი დოზა), მიღებული დოზის 0.0002%-ზე ნაკლები (საშუალოდ 188 ნგ) აღინიშნებოდა ეაკულატში დოზის მიღებიდან 90 წუთის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია
სილდენაფილის კლირენსი უპირატესად ხდება CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (მცირე გზა) ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტებით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილაციით. ამ მეტაბოლიტს გააჩნია ფოსფოდიესტერაზას სელექციურობის პროფილი, რომელიც სილდენაფილის მსგავსია და PDE5-ის in vitro მოქმედების ძალა მთავარი პრეპარატის დაახლოებით 50%-ია. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები შეადგენს სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციების დაახლოებით 40%-ს. N-დესმეთილის მეტაბოლიტი შემდგომ მეტაბოლიზდება ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდით 4 სთ.
ელიმინაცია
სილდენაფილის საერთო კლირენსი არის 41 ლ/სთ და შედეგად პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 სთ-ს. პერორალური ან ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, უპირატესად განავალში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლები ხარისხით შარდში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში
ხანდაზმულები
ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (65 წლის ან ზემოთ ასაკის) აღინიშნა სილდენაფილის კლირენსის შემცირება, რაც იწვევს სილდენაფილის და აქტიური N-დესმეთილ მეტაბოლიტის დაახლოებით 90%-ით უფრო მაღალ პლაზმურ კონცენტრაციებს, ვიდრე ეს კონცენტრაციებია ჯანმრთელ უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში (18-45 წლის). პლაზმურ ცილებთან ბმის მხრივ ასაკობრივი სხვაობების გამო, თავისუფალი სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციები მატულობდა დაახლოებით 40%-ით.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ), სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. N-დესმეთილ მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax იზრდებოდა 126% და 73%-მდე შესაბამისად, შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სილდენაფილის კლირენსი მცირდებოდა, რაც იწვევდა AUC და Cmax-ის საშუალოდ მატებას 100% და 88%-ით შესაბამისად, შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. გარდა ამისა, N-დესმეთილის მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 200% და 79%-ით შესაბამისად.
ღვიძლის უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზის (ჩაილდ-პიუ A და B) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებული იყო, რაც იწვევდა AUC-ის (84%) და Cmax-ის (47%) ზრდას შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ ღვიძლის უკმარისობა. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები:
წინაკლინიკურმა მონაცემების მიხედვით განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ტრადიციულ კვლევებზე დაყრდნობით არ გამოვლენილა.
ფარმაცევტული თვისებები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აეროსილი, მაგნიუმის
სტეარატი.
ტაბლეტის გარსი:
Tabcoat თეთრი TC1000 IH, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი,მეთილენქლორიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
შეუთავსებლობა:
არ არის ცნობილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს. არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას:
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის ტიპი და შემცველობა:
ალუ/პვქ ბლისტერი, რომელიც შეიცავს 4 ტაბლეტს, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ–ჩანართთან ერთად.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის:
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
წარმოებულია:
Biodeal Pharmaceuticals Ltd -ის მიერ
სოფელი-საინი მაჯრა,
ნალაგარჰ-როპარის გზა,
ქალაქი Nalagarh, Distt. სოლან-174101,
ჰიმაჩალ პრადეში, ინდოეთი.
ბაზარზე იყიდება:
CSBS Healthcare Pvt. Ltd-ის მიერ
ოფისი No: 101, პირველი სართული, Roots Tower,
ნაკვეთი No. 7, რაიონული ცენტრი, Laxmi Nagar,
დელი-110092, ინდოეთი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
ZEAGRA
ზიაგრა
ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება:
ზიაგრა
(ZEAGRA)
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
სილდენაფილის ციტრატი ექვივალენტური სილდენაფილის 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები........................................ს.რ.
საღებავი: გამოყენებულია ნებადართული საღებავი
ფარმაცევტული ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები:
სილდენაფილი გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც ვერ ხერხდება ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება, რაც აუციელებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის დასამყარებლად.
იმისათვის, რომ ზიაგრა იყოს ეფექტური, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება:
გამოყენება მოზრდილებში:
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ, რომელიც მიიღება სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100 მგ. დოზის მიღების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირე არის დღეში ერთხელ. თუ ზიაგრა მიიღება საკვებთან ერთად, აქტივობის დაწყება შეიძლება დაყოვნდეს, უზმოზე მიღებასთან შედარებით.
განსაკუთრებული პოპულაციები:
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წლის).
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
დოზების შესახებ რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში „გამოყენება მოზრდილებში“ ვრცელდება თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებზე (კრეატინინის კლირენსი < 30-80 მლ/წთ).
რადგან სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზის გამოყენება. ეფექტიანობისა და ამტანობის საფუძველზე, დოზა შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50-100 მგ-მდე, საჭიროების მიხედვით.
ღვიძლის უკმარისობა:
რადგან სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია ღვიძლის უკმარისობის (მაგ. ციროზის) მქონე პაციენტებში, განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზის გამოყენება. ეფექტიანობისა და ამტანობის მიხედვით, დოზა შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50-100 მგ-მდე, საჭიროების მიხედვით.
პედიატრიული პოპულაცია:
სილდენაფილი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებში.
გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს:
გარდა რიტონავირისა, რომლის სილდენაფილთან ერთად მიღება სასურველი არ არის, საწყისი 25 მგ დოზის გამოყენება უნდა იყოს განხილული იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ CYP3A4 ინჰიბიტორებს.
პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შემცირების მიზნით, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ალფა-ბლოკატორებით, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს მათი სტაბილიზება ალფა-ბლოკატორით თერაპიაზე. გარდა ამისა, განხილული უნდა იყოს სილდენაფილის მიღების დაწყება 25 მგ დოზით.
მიღების წესი:
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ჩამოთვლილი ექსციპიენტების მიმართ.
აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP) გზაზე ცნობილი ეფექტების გამო, სილდენაფილმა აჩვენა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერება და ამიტომ, მისი მიღება უკუნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონატორებთან (როგორიცაა ამილ ნიტრიტი) ან ნიტრიტებთან ნებისმიერი ფორმით.
PDE5 ინჰიბიტორების, მათ შორის სილდენაფილის მიღება გუანილატის ციკლაზას სტიმულატორებთან ერთად, როგორიცაა რიოციგუატი, უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სიდლენაფილი, არ გამოიყენება იმ მამაკაცებში, რომლებისთვისაც რეკომენდებული არ არის სექსუალური აქტივობა (მაგ. პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე კარდიოვასკულარული დარღვევები, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).
ზიაგრა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ერთ თვალში დაკარგული აქვთ მხედველობა არაარტერიული იშემიური წინა ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION), განურჩევლად იმისა, ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა მანამდე PDE5 ინჰიბიტორების ექსპოზიცისთან.
სილდენაფილის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის პაციენტთა შემდეგ ქვე-ჯგუფებში და ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ: ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ. ვწყ.სვ.), ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი და თვალის ბადურის დადასტურებული მემკვიდრეობითი დეგენერაციული დარღვევები, როგორიცაა retinitis pigmentosa (ამ პაციენტთა მცირე რაოდენობას აქვს რეტინალური ფოსფოდიესტერაზას გენეტიკური დარღვევები).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფარმაკოლოგიური მკურნალობის განხილვამდე უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი და ჩატარდეს ფიზიკური შემოწმება ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტირებისა და პოტენციური ძირითადი გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით.
კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები
ერექციული დისფუნქციისთვის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა უნდა შეისწავლონ პაციენტის კარდიოვასკულარული სტატუსი, რადგან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებით გულის მხრივ რისკის გარკვეული ხარისხი. სილდენაფილს აქვს ვაზოდილატატორული თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და ტრანზიტორულ შემცირებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ აქვს თუ არა პაციენტს ისეთი ძირითადი დაავადებები, რომლებზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამგვარმა ვაზოდილატატორულმა ეფექტებმა, განსაკუთრებით სქესობრივ აქტივობასთან ერთად. ვაზოდილატატორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მარცხენა პარკუჭიდან გამომავალი ნაკადის ობსტრუქცია (მაგ. აორტის სტენოზი, ჰოპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია) ან რომლებსაც აქვთ მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომი, რომელიც ვლინდება არტერიული წნევის ავტონომიური კონტროლის სერიოზული დარღვევით.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
სილდენაფილის გამოყენებასთან დაკავშირებით პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი გულის სიკვდილი, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულარული ჰემორაგია, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია. ყველა არა, მაგრამ პაციენტთა ამ უმრავლესობას ჰქონდა მანამდე არსებული კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორები. ამ მოვლენების უმრავლესობა ვითარდებოდა სქესობრივი აქტის დროს ან შემდეგ მალევე, რამდენიმე შემთხვევა კი აღინიშნა სილდენაფილის გამოყენების შემდეგ მალევა, სექსუალური აქტივობის გარეშე. შეუძლებელია დადგინდეს ეს მოვლენები პირდაპირ დაკავშირებულია თუ არა ამ ფაქტორებთან თუ სხვა ფაქტორებთან.
პრიაპიზმი
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, მათ შორის სილდენაფილი, სიფრთხილით გამოიყენება სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში (როგორიცაა ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი მდგომარეობები, რომლებიც წინასწარ განაწყობენ მათ პრიაპიზმის მიმართ (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან სილდენაფილის კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ეფექტები მხედველობაზე
სილდენაფილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით სპონტანურად აღინიშნა მხედველობის დეფექტების შემთხვევები. სპონტანური და ობსერვაციული კვლევისას აღინიშნა იშვიათი მდგომარეობა, როგორიცაა არაარტერიული იშემიური წინა ოპტიკური ნეიროპათია სილდენაფილის და PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მხედველობის დეფექტის უეცრად განვითარების შემთხვევაში, სილდენაფილის მიღება უნდა შეწყვიტონ და დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
რიტონავირთან ერთად გამოყენება
სილდენაფილის გამოყენება რიტონავირთან რეკომენდებული არ არის.
ალფა-ბლოკატორებთან ერთად გამოყენება
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც სილდენაფილი მიიღება იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს, რადგან ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია. რაც ძირითადად ვითარდება სილდენაფილის მიღებიდან 4 საათში. პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შემცირების მიზნით, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები ჰემოდინამიკურად სტაბილური უნდა იყვნენ ალფა-ბლოკატორებით თერაპიაზე. განხილული უნდა იყოს 25 მგ დოზით სილდენაფილის მიღების დაწყება. გარდა ამისა, ექიმებმა პაციენტებს უნდა მისცენ რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ განვითარდა პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომები.
ეფექტები სისხლდენაზე
ადამიანებში თრომბოციტებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სილდენაფილი აძლიერებს in vitro ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგაგაციულ ეფექტს. არ არსებობს სილდენაფილის მიღების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენითი დარღვევები ან აქტიური პეპტიკური წყლული. ამიტომ, სილდენაფილი ამ პაციენტებში გამოიყენება მხოლოდ სარგებლის-რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ.
სილდენაფილის გარსით დაფარული ტაბლეტის აპკი შეიცავს ლაქტოზას. სილდენაფილი არ უნდა დაინიშნოს მამაკაცებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.
ქალები
ზიაგრა ნაჩვენები არ არის ქალებში გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტები სილდენაფილზე
In vitro კვლევები
სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია ციტოქრომ P450 (CYP) იზოფორმებით 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მცირე გზა). ამიტომ, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი..
In vivo კვლევები
კლინიკური ცდების მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ სილდენაფილის კლირენსი მცირდება CYP3A4 ინჰიბიტორებთან (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი) ერთად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტებში არ აღინიშნა უარყოფითი მოვლენების მომატებული შემთხვევები სილდენაფილის CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად, განხილული უნდა იყოს 25 მგ საწყისი დოზის გამოყენება.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის, რომელიც არის ძალიან ძლიერი P450 ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (500 მგ დღეში ორჯერ) მიღება სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევდა სილდენაფილის Cmax-ის 300%-ით (4-ჯერ) ზრდას და სილდენაფილის პლაზმური AUC-ის 1,000%-ით (11-ჯერ) ზრდას. 24 საათში სილდენაფილის პლაზმური დონეები კვლავ იყო დაახლოებით 200 ნგ/მლ, ხოლო სილდენაფილის ცალკე მიღებისას - დაახლოებით 5 ნგ/მლ. ეს შეესაბამება რიტონავირის შესამჩნევ ეფექტებს P450 სუბსტრატების ფართო სპექტრზე. სილდენაფილს არ გაანია ეფექტი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური შედეგების საფუძველზე, რეკომენდებული არ არის სილდენაფილის მიღება რიტონავირთან ერთად და სილდენაფილის მაქსიმალური დოზა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს 48 საათში.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორის საქვინავირის, რომელიც არის CYP3A4 ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (1200 მგ დღეში სამჯერ) მიღება სილდენაფილთან (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევდა სილდენაფილის Cmax-ის 140%-ით ზრდას და სილდენაფილის AUC-ის 210%-ით ზრდას. სილდენაფილს არ გაანია ეფექტი საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. მოსალოდნელია, რომ უფრო ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, ექნებათ უფრო დიდი ეფექტები.
როდესაც სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზა მიიღებოდა ერითრომიცინთან, რომელიც არის CYP3A4 სპეციფიკური ინჰიბიტორი, მყარ მდგომარეობაში (500 მგ დღეში ორჯერ 5 დღე), აღინიშნა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182%-ით ზრდა. ნორმალურ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში არ აღინიშნა აზითრომიცინის ეფექტი (500 მგ დღეში 3 დღე) AUC, Cmax, tmax, ელიმინაციის სიჩქარის მუდმივაზე ან სილდენაფილის ან მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტის შემდგომ ნახევარგამოყოფის პერიოდზე. ციმეტიდინი (800 მგ), ციტოქრომ P450 ინჰიბიტორი და არასპეციფიკური CYP3A4 ინჰიბიტორი იწვევდა პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციების 56%-ით ზრდას, როდესაც მიიღებოდა სილდენაფილთან ერთად (50 მგ) ჯანმრთელ მოხალისეებში.
გრეიპფრუტის წვენი არის ნაწლავური კედლის მეტაბოლიზმის CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გამოიწვიოს სილდენაფილის პლაზმური დონეების საშუალოდ მომატება.
ანტაციდის (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი დოზები გავლენას არ ახდენდნენ სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის ყველა პრეპარატისთვის, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ აჩვენა იმავდროული მკურნალობის ეფექტი სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე, როდესაც პრეპარატები დაჯგუფებული იყო როგორც CYP2C9 ინჰიბიტორები (როგორიცაა ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფენიტოინი), CYP2D6 ინჰიბიტორები (როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), თიაზიდი და მონათესავე დიურეტუკები, მარყუჟოვანი და კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტები ან CYP450 მეტაბოლიზმის ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები).
ნიკორანდილი არის კალიუმის არხის აქტივატორი და ნიტრატის ჰიბრიდი. ნიტრატის კომპონენტის გამო, მას აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს სერიოზული ურთიერთქმედება სილდენაფილთან.
სილდენაფილის ეფექტები სხვა სამკურნალო საშუალებებზე
In vitro კვლევები
სილდენაფილი არის ციტოქრომ P450 იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 სუსტი ინჰიბიტორი (IC50>150µM). იმის გამო, რომ რეკომენდებული დოზების მიღების შემდეგ სილდენაფილის პიკური პლაზმური კონცენტრაციები არის დაახლოებით 1 µM, მოსალოდნელი არ არის, რომ სილდენაფილი შეცვლის ამ იზოფერმენტების სუბსტრატების კლირენსს.
არ არსებობს მონაცემების სილდენაფილსა და არასპეციფიკურ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი, ურთიერთქმედების შესახებ.
In vivo კვლევები
აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის გზაზე ცნობილი ეფექტების შესაბამისად, სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერების უნარი და ამიტომ, მისი მიღება უკუნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონატორებთან ან ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით.
სილდენაფილის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს, ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში შეიძლება აღინიშნოს სიმპტომატური ჰიპოტენზია. ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ გამოვლინდეს სილდენაფილის დოზის მიღებიდან 4 საათში. სამი სპეციფიკური წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევისას ალფა-ბლოკატორი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25 მგ, 50 მგ, ან 100 მგ) გამოიყენებოდა ერთდროულად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც სტაბილიზებული იყვნენ დოქსაზოზინის თერაპიაზე. ამ კვლევისას აღინიშნა ზურგზე წოლის დროს არტერიული წნევის დამატებით შემცირება საშუალოდ 7/7 მმ ვწყ.სვ., 9/5მმ ვწყ.სვ. და 8/4 მმ ვწყ.სვ.-ით და ფეხზე დგომისას არტერიული წნევის დამატებით შემცირება საშუალოდ 6/6მმ ვწყ.სვ., 11/4 მმ ვწყ.სვ. და 4/5 მმ ვწყ.სვ.-ით, შესაბამისად. როდესაც სილდენაფილი და დოქსაზოსინი ერთდროულად მიიღებოდა დოქსაზოსინით თერაპიაზე სტაბილიზებულ პაციენტებში, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა სიმპტომატური პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის ნიშნები იყო თავბრუსხვევა, მაგრამ არა სინკოპე.
არ აღინიშნა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, როდესაც სილდენაფილი (50მგ) მიიღებოდა ტოლბუტამიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40მგ) ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით.
სილდენაფილი (50 მგ) არ იწვევს აცეტილსალიცილის მჟავას (150 მგ) მიერ გამოწვეულ სისხლდენის დროის მატებას.
სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებს ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტებს ჯანმრთელ მოხალისეებში სისხლში ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონეებით 80 მგ/დლ.
შემდეგი კლასის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტის პროფილის სხვაობა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს, პლაცებოსთან შედარებით: დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები (ვაზოდილატატორი და ცენტრალურად მოქმედი), ადრენერგული ნეირონის ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები და ალფა-ადრენორეცეპტორის ბლოკატორები. სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევის დროს, სადაც სილდენაფილი (100 მგ) გამოიყენებოდა ამლოდიპინთან ერთად ჰიპერტენზიულ პაციენტებში, აღინიშნა ზურგზე წოლის დროს სისტოლური არტერიული წნევის დამატებით შემცირება 8 მმ ვწყ.სვ.-ით. ზურგზე წოლის დროს დიასტოლური არტერიული წნევა დამატებით მცირდებოდა 7 მმ ვწყ.სვ.-ით. აღნიშნული არტერიული წნევის დამატებითი შემცირებები ისეთივე მასშტაბის იყო, როგორიც სილდენაფილის ცალკე გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში.
სილდენაფილი (100 მგ) გავლენას არ ახდენდა აივ პროტეაზას ინჰიბიტორების მყარ ფარმაკოკინეტიკაზე, როგორიცაა საქვინავირი და რიტონავირი, რომლებიც CYP3A4-ის სუბსტრატებია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ზიაგრა ნაჩვენები არ ინიშნება ქალებში.
შესაბამისი და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ან მეძუძურ ქალებში ჩატარებული არ არის.
რელევანტური უარყოფითი ეფექტები არ გამოვლენილა ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას სილდენაფილის პერორალურად მიღების შემდეგ.
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების მიღების შემდეგ არ აღინიშნა ეფექტი სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ზიაგრამ შესაძლოა იქონიოს მცირედი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ვინაიდან თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება აღწერილი იყო სილდენაფილის კლინიკურ კვლევებში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე ზიაგრა.
არასასურველი ეფექტები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სილდენაფილის უსაფრთხოების პროფილი ეფუძნება 9570 პაცინეტზე ჩატარებულ 74 ორმაგ ბრმა პლაცებო–კონტროლირებად კლინიკური კვლევების მონაცემებს. კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები იყო თავის ტკივილი, სისხლის მოწოლა, დისპეფსია, ცხვირში შეგუბება, თავბრუსხვევა, გულისრევა, სიცხის მოწოლა, მხედველობის დარღვევა, ციანოპსია და მხედველობის დაბინდვა.
პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობისას უარყოფითი რეაქციები შეგროვდა >10 წლის პერიოდზე. რადგან ყველა უარყოფითი რეაქციის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს და შეტანილი არ არის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში, ამ რეაქციების სიხშირეების სარწმუნოდ განსაზღვრა შეუძლებელია.
უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ცხრილში ყველა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქცია, რომლებიც ვითარდებოდა კლინიკური კვლევების დროს იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში, ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1.000 - <1/100), იშვიათი (>1/10.000 – 1/1.000).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 1. სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა კლინიკური ცდების დროს იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში და სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები, რომლებიც ცნობილი გახდა პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობისას
სისტემურ ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი
(>1/10)
ხშირი
(>1/100 და <1/10)
არახშირი
(>1/1.000 და <1/100)
იშვიათი
(>1/10.000 და <1/1.000)
ინფექციები და ინვაზიები
რინიტი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ძილიანობა, ჰიპოასთეზია
ცერებროვასკულარული შემთხვევა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, შეტევა*, შეტევის რეციდივი*, სინკოპე
დარღვევები თვალის მხრივ
მხედველობის ფერების მოშლა**, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა
ცრემლდენის დარღვევები ***, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, კაშკაშა მხედველობა, კონიუნქტივიტი
არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION)*, თვალის ბადურის ვასკულარული ოკლუზია*, თვალის ბადურის ჰემორაგია, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, თვალის ბადურის დარღვევა, გლაუკომა, მხედველობის არეალის დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთღის დაქვეითება, მიოპია, ასთენოპია, მინისებრი სხეულის ცვლილებები, თვალის ფერადი გარსის დარღვევა, მიდრიაზი, ფერადი წრეები მხედველობის არეში, ჰალო მხედველობა, თვალების შეშუპება, თვალების შესიება, დარღვევები თვალების მხრივ, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, ანომალური შეგრძნება თვალებში, ქუთუთოების შეშუპება, სკლერის ფერის ცვლილება
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
ტინიტი
სიყრუე
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია,
პალპიტაციები
გულის უეცარი სიკვდილი*, მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია*, წინა გულის ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია
ვასკულარული დარღვევები
სისხლის მოწოლა, სიცხის მოწოლა
ჰიპერტენზია,
ჰიპოტენზია
დარღვევები სუნთქვის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ცხვირში შეგუბება
ეპისტაქსი, სინუსების შეგუბება
ყელში მოჭერა, ცხვირში შეშუპება, ცხირის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, დისპეფსია
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე
პერორალური ჰიპოასთეზია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) *
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
მიალგია, კიდურების ტკივილი
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ
ჰემატურია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ
მამაკაცის სასქესო ორგანოს ჰემორაგია, პრიაპიზმი*, ჰემატოსპერმია, ერექციის გაძლიერება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
გულის ტკივილი, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება
გაღიზიანება
კვლევები
გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა
- ცნობილი გახდა მხოლოდ პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის პერიოდში.
- *ფერების აღქმის მოშლა: ქლოროფსია, ქრომატოფსია, ციანოფსია, ერითროფსია და ქსანტოფსია
- **ცრემლდენის მოშლა: თვალის სიმშრალე, ცრემლდენის დარღვევა და მომატებული ცრემლდება
ჭარბი დოზირება:
მოხალისეებში ჩატარებული კვლევებისას 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებით, უარყოფითი რეაქციები ისეთივე იყო, როგორიც უფრო დაბალი დოზების გამოყენებისას, თუმცა მომატებული იყო ინციდენტობის სიხშირე და სიმძიმე. 200 მგ დოზები არ იწვევდა ეფექტიანობის გაზრდას, მაგრამ მატულობდა უარყოფითი რეაქციების (თავის ტკივილი, სისხლის მოწოლა, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირში შეგუბება, მხედველობის ცვლილება) ინციდენტობა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, მიიღება სტანდარტული დამხმარე ზომები საჭიროების მიხედვით. მოსალოდნელი არ არის, რომ თირკმლის დიალიზმმა დააჩქაროს კლირენსი, რადგან სილდენაფილის ბმა პლაზმურ ცილებთან მაღალია და არ ელიმინირდება შარდში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები; ერექტიული დისფუნქციის სამკუნალო პრეპარატები.
ათქ კოდი: G04BE03.
მოქმედების მექანიზმი
სილდენაფილი არის პერორალური თერაპია ერექციული დისფუნქციისთვის. ბუნებრივ პირობებში, ე.ი. სქესობრივი სტიმულაციისას, აღადგენს დაქვეითებულ ერექციულ დისფუნქციას სასქესო ასოში სისხლის ნაკადის გაზრდის გზით.
სასქესო ასოს ერექციაზე პასუხისმგებელი ფიზიოლოგიური მექანიზმი მოიცავს სქესობრივი სტიმულაციის დროს აზოტის ოქსიდის გამოყოფას მღვიმოვან სხეულებში. ამის შემდეგ აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტის გუანილატის ციკლაზას, რომელიც იწვევს ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დონეების (cGMP) მომატებას, რის შედეგადაც ხდება გლუვი კუნთების მოდუნება მღვივოვან სხეულებში და სისხლის ნაკადის შედინება.
სილდენაფილი არის მღვივოვან სხეულებში ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას ტიპი 5 (PDE5) ძლიერი და სელექციური ინჰიბიტორი, სადაც PDE5 პასუხისმგებელია ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დაშლაზე. სილდენაფილი ახდენს ერექციებზე მოქმედებას პერიფერიულ უბანზე. სილდენაფილს არ გააჩნია პირდაპირი მარელაქსებელი ეფექტი ცალკეულ ადამიანის მღვიმოვან სხეულზე, მაგრამ აძლიერებს ამ ქსოვილზე აზოტის ოქსიდის მარელაქსირებელ მოქმედებას. აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის გააქტიურების შემდეგ, რაც ხდება სქესობრივი სტიმულაციისას, სილდენაფილის მიერ PDE5-ის ინჰიბირება იწვევს ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დონეების ზრდას მღვიმოვან სხეულებში. შესაბამისად, საჭიროა სქესობრივი სტიმულაცია იმისათვის, რომ სილდენაფილმა წარმოქმნას გამიზნული სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტები.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ სილდენაფილი არის სელექციური PDE5-ს მიმართ, რომელიც მონაწილეობს ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ის მიმართ, ვიდრე სხვა ცნობილი ფოსფოდიესტერაზას მიმართ. სელექციურობა 10-ჯერ მეტია PDE6-ს მიმართ, რომელიც მონაწილეობს თვალის ბადურაში ფოტოტრანსდუქციის გზაში. მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებზე სელექციურობა PDE1-მიმართ არის 80-ჯერ მეტი და 700-ჯერ მეტი PDE2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ს მიმართ. კერძოდ, სილდენაფილია 4.000-ჯერ უფრო მეტად სელექციურია PDE5-ს მიმართ, ვიდრე PDE3-ს მიმართ, cGMP-სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას იზოფორმა მონაწილეობს გულის შეკუმშვადობის კონტროლში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორი კლინიკური კვლევა სპეციალურად შემუშავებული იყო დოზირების შემდეგ დროის ფანჯრის შესაფასებლად, რომლის დროსაც სილდენაფილს შეეძლო ერექცია გამოეწვია სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. პენისის პლეტიზმოგრაფიის (RigiScan) კვლევაში, რომელიც ჩატარდა უზმოზე მყოფ პაციენტებში, ერექციის დაწყების საშუალო დრო მათთვის, ვინც მიაღწია 60% სიმკვრივის ერექციას (საკმარისი სქესობრივი აქტისთვის) იყო 25 წუთი (დიაპაზონი 12-37 წუთი) სილდენაფილზე. RigiScan-ის სხვა კვლევაში, სილდენაფილის მიღებამ კვლავ შეძლო ერექციის გამომუშავება სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ დოზის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.
სილდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ ვლინდება კლინიკურად. სისტოლური წნევის მაქსიმალური დაქვეითება მწოლიარე მდგომარეობაში 100 მგ სილდენაფილის მიღებისას შეადგენდა 8,3 მმ ვწყ. სვ., ხოლო დიასტოლური წნევის – 5,3 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის ეს დაქვეითება შეესაბამება სილდენაფილის ვაზოდილატაციურ ეფექტს, სავარაუდოდ სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში cGMP დონის გაზრდის გამო. 100 მგ-მდე დოზით სილდენაფილის გამოყენება არ იწვევდა ეკგ-ის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში.
გულის მძიმე იშემიური დაავადების (CAD) მქონე 14 პაციენტში (პაციენტების 70%-ზე მეტს ჰქონდა სულ მცირე ერთი კორონარული არტერიის სტენოზი) სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზის ჰემოდინამიური ეფექტის კვლევაში სისტოლური და დიასტოლური წნევა მოსვენების მდგომარეობაში შესაბამისად შემცირდა 7%-ით და 6%-ით, ხოლო ფილტვის სისტოლური წნევა შემცირდა 9%-ით. სილდენაფილი არ ახდენდა მოქმედებას გულის მუშაობაზე და არ არღვევდა სისხლის მიმოქცევას სტენოზირებულ კორონარულ არტერიებში.
ორმაგ ბრმა პლაცებოკონტროლირებად სტრესს კვლევაში შეფასდა ერექტილური დისფუნქციის და სტაბილური სტენოკარდიის მქონე 144 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ანტიანგინალურ პრეპარატებს (ნიტრატების გარდა). შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სილდენაფილსა და პლაცებოს შორის სტენოკარდიის დროში შემცირების მხრივ.
ზოგიერთ პაციენტს პრეპარატის 100 მგ მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ Farnsworth-Munsell ტესტის საშუალებით უვლინდებოდა ფერების (ლურჯი / მწვანე) ტონების გარჩევის უნარის მსუბუქი და გარდამავალი დარღვევა; 2 საათის შემდეგ ეს დარღვევები აღარ აღინიშნებოდა. ითვლება, რომ ფერების აღქმის დარღვევა განპირობებულია PDE6-ის ინჰიბირებით, რომელიც მონაწილეობს ბადურაზე სინათლის გადაცემის პროცესში. სილდენაფილი არ ახდენს გავლენას მხედველობის სიმახვილეზე ან კონტრასტული მგრძნობელობაზე. დამტკიცებული ადრეული მაკულარული დეგენერაციის მქონე პაციენტების პლაცებოკონტროლირებად ჯვარედინ კვლევაში (n=9) სილდენაფილის (100 მგ, ერთჯერადი დოზა) მიღებისას არ იყო გამოვლენილი მხედველობის რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც შეფასდა სპეციალური ვიზუალური ტესტებით (მხედველობის სიმკვეთრე, ამსლერის ბადე, ფერთა აღქმა, ფერის გავლის მოდელირება, ჰემფრის პერიმეტრი და ფოტოსტრესი).
ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების მიღების შემდეგ სპერმის მობილურობაზე ან მორფოლოგიაზე არანაირი გავლენა არ აღინიშნებოდა.
დამატებითი ინფორმაცია კლინიკურ კვლევებზე
კლინიკურ კვლევებში სილდენაფილი მიიღო 8000-ზე მეტ პაციენტმა, რომელთა ასაკი იყო 19-დან 87 წლამდე. წარმოდგენილი იყო პაციენტების შემდეგი ჯგუფები: ხანდაზმულები (19.9%), პაციენტები ჰიპერტენზიით (30.9%), შაქრიანი დიაბეტი (20.3%), გულის იშემიური დაავადება (5.8%), ჰიპერლიპიდემია (19.8%), ზურგის ტვინის დაზიანება (0.6%), დეპრესია (5.2%), პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (3.7%), რადიკალური პროსტატექტომია (3.3%). შემდეგი ჯგუფები არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი ან იყო გამორიცხული კლინიკური კვლევებიდან: პაციენტები მენჯის ღრუზე გადატანილი ოპერაციით, პაციენტები რადიოთერაპიის შემდგომ პერიოდში, პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით და პაციენტები გარკვეული კარდიოვასკულარული მდგომარეობებით.
ფიქსირებული დოზის კვლევებში, პაციენტების პროპორციები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სილდენაფილით მკურნალობამ გააუმჯობესა მათი ერექცია იყო 62% (25 მგ), 74% (50 მგ) და 82% (100 მგ) შედარებით პლაცებოსთან 25%. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში სილდენაფილის გამო მონაწილეობის მიღების შეწყვეტის მაჩვენებელი იყო დაბალი და პლაცებოს მსგავსი.
ყველა კვლევაში, პაციენტთა წილი, რომლებმაც აღნიშნეს სილდენაფილის გაუმჯობესება, იყო შემდეგი: ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია (84%), შერეული ერექციული დისფუნქცია (77%), ორგანული ერექციული დისფუნქცია (68%), ხანდაზმულები (67%), შაქრიანი დიაბეტი (59). %), გულის იშემიური დაავადება (69%), ჰიპერტენზია (68%), პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (61%), რადიკალური პროსტატექტომია (43%), ზურგის ტვინის დაზიანება (83%), დეპრესია (75%). სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა შენარჩუნებული იყო გრძელვადიან კვლევებში.
პედიატრიული მოსახლეობა
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში სილდენაფილის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა უზმოზე პერორალური დოზის მიღებიდან 30-დან 120 წუთამდე (საშუალოდ 60 წუთი). საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (25-63%-ის ფარგლებში). სილდენაფილის პერორალური დოზის მიღების შემდეფ AUC და Cmax მატულობს რეკომენდებული დოზების დიაპაზონში (25-100 მგ) დოზის პროპორციულად.
სილდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას, აბსორბციის სიჩქარე მცირდება და Tmax-ის საშუალოდ დაყოვნება შეადგენს 60 წუთს, ხოლო Cmax-ის საშუალო შემცირება შეადგენს 29%-ს.
განაწილება
სილდენაფილის განაწილების საშუალო მყარი მოცულობა (Vd) არის 105 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. 100 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური საერთო პლაზმური კონცენტრაცია არის დაახლოებით 440 ნგ/მლ (CV 40%). რადგან სილდენაფილი (და მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი N-დესმეთილი) უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ეს იწვევს სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ თავისუფალ კონცენტრაციებს 18 ნგ/მლ-ს (38 ნმ) ოდენობით. ცილებთან ბმა დამოკიდებული არ არის პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე.
ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებენ სილდენაფილს (100 მგ ერთჯერადი დოზა), მიღებული დოზის 0.0002%-ზე ნაკლები (საშუალოდ 188 ნგ) აღინიშნებოდა ეაკულატში დოზის მიღებიდან 90 წუთის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია
სილდენაფილის კლირენსი უპირატესად ხდება CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (მცირე გზა) ღვიძლის მიკროსომული იზოფერმენტებით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილაციით. ამ მეტაბოლიტს გააჩნია ფოსფოდიესტერაზას სელექციურობის პროფილი, რომელიც სილდენაფილის მსგავსია და PDE5-ის in vitro მოქმედების ძალა მთავარი პრეპარატის დაახლოებით 50%-ია. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები შეადგენს სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციების დაახლოებით 40%-ს. N-დესმეთილის მეტაბოლიტი შემდგომ მეტაბოლიზდება ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდით 4 სთ.
ელიმინაცია
სილდენაფილის საერთო კლირენსი არის 41 ლ/სთ და შედეგად პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 სთ-ს. პერორალური ან ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, უპირატესად განავალში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლები ხარისხით შარდში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში
ხანდაზმულები
ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (65 წლის ან ზემოთ ასაკის) აღინიშნა სილდენაფილის კლირენსის შემცირება, რაც იწვევს სილდენაფილის და აქტიური N-დესმეთილ მეტაბოლიტის დაახლოებით 90%-ით უფრო მაღალ პლაზმურ კონცენტრაციებს, ვიდრე ეს კონცენტრაციებია ჯანმრთელ უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში (18-45 წლის). პლაზმურ ცილებთან ბმის მხრივ ასაკობრივი სხვაობების გამო, თავისუფალი სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციები მატულობდა დაახლოებით 40%-ით.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ), სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. N-დესმეთილ მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax იზრდებოდა 126% და 73%-მდე შესაბამისად, შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სილდენაფილის კლირენსი მცირდებოდა, რაც იწვევდა AUC და Cmax-ის საშუალოდ მატებას 100% და 88%-ით შესაბამისად, შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. გარდა ამისა, N-დესმეთილის მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 200% და 79%-ით შესაბამისად.
ღვიძლის უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზის (ჩაილდ-პიუ A და B) მქონე მოხალისეებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებული იყო, რაც იწვევდა AUC-ის (84%) და Cmax-ის (47%) ზრდას შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ ღვიძლის უკმარისობა. სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები:
წინაკლინიკურმა მონაცემების მიხედვით განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ტრადიციულ კვლევებზე დაყრდნობით არ გამოვლენილა.
ფარმაცევტული თვისებები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აეროსილი, მაგნიუმის
სტეარატი.
ტაბლეტის გარსი:
Tabcoat თეთრი TC1000 IH, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი,მეთილენქლორიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
შეუთავსებლობა:
არ არის ცნობილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს. არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას:
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის ტიპი და შემცველობა:
ალუ/პვქ ბლისტერი, რომელიც შეიცავს 4 ტაბლეტს, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ–ჩანართთან ერთად.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის:
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
წარმოებულია:
Biodeal Pharmaceuticals Ltd -ის მიერ
სოფელი-საინი მაჯრა,
ნალაგარჰ-როპარის გზა,
ქალაქი Nalagarh, Distt. სოლან-174101,
ჰიმაჩალ პრადეში, ინდოეთი.
ბაზარზე იყიდება:
CSBS Healthcare Pvt. Ltd-ის მიერ
ოფისი No: 101, პირველი სართული, Roots Tower,
ნაკვეთი No. 7, რაიონული ცენტრი, Laxmi Nagar,
დელი-110092, ინდოეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


