პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰელმინთური საშუალებები

ზენტელი 0,4გ/10მლ

ZENTEL 0,4g/10ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ასაკი დოზა პერიოდი მრგვალი ჭია მახვილა* ანკილოსტომისებრნი ადამიანის ტრიქოცეფალუსი მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები 400 მგ [ერთი 400 მგ ტაბლეტი ან 10 მლ 4% ან 20 მლ 2% სუსპენზია] # ერთჯერადი დოზა 1-2 წლის ასაკის ბავშვები 200 მგ (5 მლ 4% ან 10 მლ 2% სუსპენზია) ერთჯერადი დოზა სტრონგილოიდოზი ტენიოზი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალბენდაზოლი (albendazole)
ფორმა და შეფუთვა
0.4გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Aspen Bad Oldesloe GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალებები, ბენზიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P02CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034638
რეგისტრირებულია
11 მარტი 2022, მოქმედებს 11 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზენტელი 0,4გ/10მლ და სხვა წამალი ერთად

ზენტელი 0,4გ/10მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ასაკი

დოზა

პერიოდი

მრგვალი ჭია

მახვილა*

ანკილოსტომისებრნი

ადამიანის ტრიქოცეფალუსი

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

400 მგ [ერთი 400 მგ ტაბლეტი ან 10 მლ 4% ან 20 მლ 2% სუსპენზია] #

ერთჯერადი დოზა

1-2 წლის ასაკის ბავშვები

200 მგ (5 მლ 4% ან 10 მლ 2% სუსპენზია)

ერთჯერადი დოზა

სტრონგილოიდოზი

ტენიოზი

ჰიმენოლეპიდოზი=

400 მგ (#იხ. ზემოთ)

დღეში ერთი დოზა 3 დღის განმავლობაში

კლონორქოზი

ოპისტორქოზი

დღეში ორი დოზა 3 დღის განმავლობაში

კანისმიერი ლარვა მიგრანსი

400 მგ

დღეში ერთი დოზა 1-3 დღის განმავლობაში

ლამბლიოზი

მხოლოდ 2-12 წლის ასაკის ბავშვები

400 მგ (#იხ. ზემოთ)

დღეში ერთი დოზა 5 დღის განმავლობაში

  • მახვილა ჭიებით დასნებოვნების შემთხვევაში სრულად განკურნებისათვის, საჭიროა ჰიგიენის მკაცრი ზომების მიღება და ასევე, ოჯახის წევრებისა და იმ პირების მკურნალობა, რომლებიც ცხოვრობენ იმავე სახლში.

=ჰიმენოლეპიდოზის დადასტურებულ შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გამეორება 10-21 დღეში.

მიღების წესი და დოზირება

თუ პაციენტი არ გამოჯანმრთელდა სამი კვირის შემდეგ, ნაჩვენებია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება.

არ არის საჭირო რაიმე სპეციალური პროცედურების ჩატარება, მაგ.: შიმშილობა ან ნაწლავების გაწმენდა.

ტაბლეტები შეიძლება დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს წყალთან ერთად. ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და ამიტომ მათ შეიძლება დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ან ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

65 წლის ანუფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. მონაცემების მიხედვით, არ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა ზენტელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ღვიძლის დაზიანება და ფარმაკოკინეტიკა).

თირკმლის დაზიანება

რადგან ალბენდაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, თირკმლის საშუალებით უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა, არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ პაციენტებში ამ ნივთიერებების კლირენსი შეიცვალოს. არ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

ღვიძლის დაზიანება

რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის ძირითად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ალბენდაზოლით თერაპიის დროს საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას.

უკუჩვენებები

ზენტელი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს.

ზენტელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის (ალბენდაზოლის ან მასში შემავალი ინგრედიენტების) მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ორსულობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის დანიშვნის თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მენსტრუაციის პირველ კვირაში ან ორსულობის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ.

ზენტელით მკურნალობამ შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ლოკალური ნიშნები, ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.

დამხმარე ნივთიერებები

ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

ზენტელის სუსპენზია შეიცავს ბენზოის მჟავას, რომელიც კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების სუსტი გამღიზიანებელია. ახალშობილებში მან შეიძლება გაზარდოს სიყვითლის განვითარების რისკი.

ურთიერთქმედებები

აღინიშნა, რომ ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი ზრდიან ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, რომელიც განაპირობებს პროდუქტის სისტემურ ეფექტურობას, პლაზმურ დონეს.

რიტონავირს, ფენიტოინს, კარბამაზეპინსა და ფენობარბიტალს შეუძლიათ შეამცირონ ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმური კონცენტრაცია. ამ მონაცემის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის დაქვეითება, განსაკუთრებით, სისტემური ჰელმინთური ინფექციების მკურნალობის დროს. პაციენტებში საჭიროა ეფექტურობის მონიტორინგი და შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული დოზირების რეჟიმი ან თერაპია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზენტელი არ ინიშნება ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს (იხ. უკუჩვენებები).

ლაქტაცია

ალბენდაზოლი ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თუ არა დედის რძეში უცნობია. ამიტომ ზენტელი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ზენტელის ეფექტის შესასწავლად ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თავბრუსხვევის გვერდითი მოვლენა, რომელიც აღინიშნა ზენტელის მიღებისას (იხ. გვერდითი რეაქციები).

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი და იშვიათი გვერდითი მოვლენების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (რომელიც განვითარდა < 1/1000 შემთხვევებში) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და უფრო მიუთითებს შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე მათ ჭეშმარიტ სიხშირეს.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრა შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი 1/10

ხშირი 1/100 - <1/10

არახშირი 1/1000 - <1/100

იშვიათი ≥1/10,000 - <1/1000

ძალიან იშვიათი <1/10,000

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

არახშირი: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

გასტროინტესტინური დარღვევები

არახშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმპტომები (მაგ.: ეპიგასტრიუმის ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება) და დიარეა.

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

დარღვევები

ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ჭარბი დოზა

მკურნალობა

შემდგომი მკურნალობა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით ან ეროვნული ტოქსიკოლოგიის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებლობის შემთხვევაში.

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ალბენდაზოლს.

4 % წ/მ სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად; 4 გ ალბენდაზოლი 100 მლ-ში.

2 % წ/მ სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად; 2 გ ალბენდაზოლი 100 მლ-ში.

კლინიკური ინფორმაცია

შენახვის პირობები

შენახვა

შენახვის პირობები მითითებულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ტაბლეტები: ბლისტერული შეფუთვა, პოლიპროპილენის კონტეინერები და თავსახური.

სუსპენზიები: მინის/პლასტმასის ბოთლი პოლიპროპილენის თავსახურით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი

P02CA03

მოქმედების მექანიზმი

ალბენდაზოლი ავლენს ლარვიციდულ, ოვიციდურ და ვერმიციდულ მოქმედებას და მიჩნეულია, რომ მისი ანტიჰელმინთური ეფექტი გამოწვეულია ტუბულინის პოლიმერიზაციის დათრგუნვით. ეს იწვევს ჰელმინთის მეტაბოლიზმის დარღვევას, მათ შორის ენერგიის მკვეთრად შემცირებას, რის შედეგადაც ხდება მგრძნობიარე ჰელმინთის იმობილიზაცია და შემდეგ სიკვდილი.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ადამიანებში ალბენდაზოლი ცუდად (5%-ზე ნაკლები) შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ.

ალბენდაზოლის სისტემური ფარმაკოლოგიური ეფექტი იზრდება, თუ დოზის მიღება ხდება ცხიმიან საკვებთან ერთად, რაც აუმჯობესებს მის შეწოვას, დაახლოებით, ხუთჯერ.

განაწილება

აღინიშნა, რომ 400 მგ ალბენდაზოლის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, საუზმესთან ერთად მიღების შემდეგ პლაზმაში აღწევს 1.6-6.0 მიკრომოლ/ლ კონცენტრაციას.

მეტაბოლიზმი

ალბენდაზოლი სწრაფად გადის ძლიერ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში და ის ძირითადად, არ ვლინდება პლაზმაში. ალბენდაზოლის სულფოქსიდი არის პირველადი მეტაბოლიტი, რომელიც მიიჩნევა, რომ წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას სისტემური ქსოვილოვანი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებაში.

გამოყოფა

ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 8.5 საათი.

ალბენდაზოლის სულფოქსიდი და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად, გამოიყოფა ნაღველგამომყოფი გზებით და მხოლოდ მცირე რაოდენობით – შარდით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

არ ჩატარებულა კვლევები, თუ რა გავლენას ახდენს ასაკი ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა მონაცემები 26 ჰიდატური ცისტის მქონე პაციენტიდან (79 წლამდე) მიუთითებს, რომ ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ახალგაზრდა ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკის. ხანდაზმული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდატური დაავადების ან ნეიროცისტიცერკოზის გამო, მცირეა, მაგრამ რაიმე სახის პრობლემა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დროს არ გამოვლენილა.

თირკმლის დაზიანება

ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

ღვიძლის დაზიანება

ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

კლინიკური კვლევები

არ არის მოწოდებული.

არაკლინიკური ინფორმაცია

ალბენდაზოლმა აჩვენა, რომ ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ალბენდაზოლის მუტაგენობის ან გენოტოქსიკურობის მტკიცებულებები უარყოფითი აღმოჩნდა in vitro (მათ შორის Ames ინაქტივირებულ და აქტივირებულ ანალიზებში) და in vivo ტესტებში. გრძელვადიან ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და თაგვებში დღიური დოზებით, რომელიც 30-ჯერ აჭარბებდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზებს, მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნის წარმოქმნა არ გამოვლენილა.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

400 მგ ტაბლეტები

სუსპენზია (2%, 4%)

ლაქტოზა

ალუმინის მაგნიუმის სილიკატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

სიმინდის სახამებელი

გლიცერინი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოლისორბატი 80

პოვიდონი K30

სორბიტანის მონოლაურატი

ნატრიუმის ლაურილის სულფატი

კალიუმის სორბატი

ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ბენზოის მჟავა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ნატრიუმის საქარინი

სორბინის მჟავა

მაგნიუმის სტეარატი*

ქაფის საწინააღმდეგო სილიკონი 1510

არომატები

ნატრიუმის საქარინი

არომატები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ზენტელი

ალბენდაზოლი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ალბენდაზოლს.

4 % წ/მ სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად; 4 გ ალბენდაზოლი 100 მლ-ში.

2 % წ/მ სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად; 2 გ ალბენდაზოლი 100 მლ-ში.

კლინიკური ინფორმაცია

ჩვენებები

ზენტელი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული მოქმედებით ნაწლავებისა და ქსოვილების შემდეგი პარაზიტების წინააღმდეგ: მრგვალი ჭია (Ascaris lumbricoides), მახვილა (Enterobius vermicularis), ანკილოსტომისებრნი (Necator americanus, Ancylostoma duodenale), ადამიანის ტრიქოცეფალუსი (Trichuris trichiura), სტრონგილოიდოზი (Strongyloides stercoralis), თასმისებური ჭიები (Taenia spp და Hymenolepis nana მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასოცირებულია პარაზიტებთან), კლონორქოზი (Chlonorchis sinensis), ოპისტორქოზი (Opisthorchis viverrini) და კანის larva migrans; ლამბლიოზი (G.lamblia, G.duodenalis, G.intestinalis, Lamblia intestinalis) ბავშვებში.

დოზირება და მიღების წესი

ფარმაცევტული ფორმა:

ტაბლეტი

სუსპენზია

დოზირება

ჩვენებები

ასაკი

დოზა

პერიოდი

მრგვალი ჭია

მახვილა*

ანკილოსტომისებრნი

ადამიანის ტრიქოცეფალუსი

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

400 მგ [ერთი 400 მგ ტაბლეტი ან 10 მლ 4% ან 20 მლ 2% სუსპენზია] #

ერთჯერადი დოზა

1-2 წლის ასაკის ბავშვები

200 მგ (5 მლ 4% ან 10 მლ 2% სუსპენზია)

ერთჯერადი დოზა

სტრონგილოიდოზი

ტენიოზი

ჰიმენოლეპიდოზი=

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

400 მგ (#იხ. ზემოთ)

დღეში ერთი დოზა 3 დღის განმავლობაში

კლონორქოზი

ოპისტორქოზი

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

400 მგ (#იხ. ზემოთ)

დღეში ორი დოზა 3 დღის განმავლობაში

კანისმიერი ლარვა მიგრანსი

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

400 მგ

დღეში ერთი დოზა 1-3 დღის განმავლობაში

ლამბლიოზი

მხოლოდ 2-12 წლის ასაკის ბავშვები

400 მგ (#იხ. ზემოთ)

დღეში ერთი დოზა 5 დღის განმავლობაში

  • მახვილა ჭიებით დასნებოვნების შემთხვევაში სრულად განკურნებისათვის, საჭიროა ჰიგიენის მკაცრი ზომების მიღება და ასევე, ოჯახის წევრებისა და იმ პირების მკურნალობა, რომლებიც ცხოვრობენ იმავე სახლში.

=ჰიმენოლეპიდოზის დადასტურებულ შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გამეორება 10-21 დღეში.

მიღების მეთოდი

თუ პაციენტი არ გამოჯანმრთელდა სამი კვირის შემდეგ, ნაჩვენებია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება.

არ არის საჭირო რაიმე სპეციალური პროცედურების ჩატარება, მაგ.: შიმშილობა ან ნაწლავების გაწმენდა.

ტაბლეტები შეიძლება დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს წყალთან ერთად. ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და ამიტომ მათ შეიძლება დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ან ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

65 წლის ანუფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. მონაცემების მიხედვით, არ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა ზენტელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ღვიძლის დაზიანება და ფარმაკოკინეტიკა).

თირკმლის დაზიანება

რადგან ალბენდაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, თირკმლის საშუალებით უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა, არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ პაციენტებში ამ ნივთიერებების კლირენსი შეიცვალოს. არ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

ღვიძლის დაზიანება

რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის ძირითად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ალბენდაზოლით თერაპიის დროს საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას.

უკუჩვენებები

ზენტელი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს.

ზენტელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის (ალბენდაზოლის ან მასში შემავალი ინგრედიენტების) მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ორსულობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის დანიშვნის თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მენსტრუაციის პირველ კვირაში ან ორსულობის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ.

ზენტელით მკურნალობამ შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ლოკალური ნიშნები, ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.

დამხმარე ნივთიერებები

ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

ზენტელის სუსპენზია შეიცავს ბენზოის მჟავას, რომელიც კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების სუსტი გამღიზიანებელია. ახალშობილებში მან შეიძლება გაზარდოს სიყვითლის განვითარების რისკი.

ურთიერთქმედებები

აღინიშნა, რომ ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი ზრდიან ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, რომელიც განაპირობებს პროდუქტის სისტემურ ეფექტურობას, პლაზმურ დონეს.

რიტონავირს, ფენიტოინს, კარბამაზეპინსა და ფენობარბიტალს შეუძლიათ შეამცირონ ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმური კონცენტრაცია. ამ მონაცემის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის დაქვეითება, განსაკუთრებით, სისტემური ჰელმინთური ინფექციების მკურნალობის დროს. პაციენტებში საჭიროა ეფექტურობის მონიტორინგი და შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული დოზირების რეჟიმი ან თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ზენტელი არ ინიშნება ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს (იხ. უკუჩვენებები).

ლაქტაცია

ალბენდაზოლი ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თუ არა დედის რძეში უცნობია. ამიტომ ზენტელი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

არ ჩატარებულა კვლევები ზენტელის ეფექტის შესასწავლად ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თავბრუსხვევის გვერდითი მოვლენა, რომელიც აღინიშნა ზენტელის მიღებისას (იხ. გვერდითი რეაქციები).

გვერდითი რეაქციები

ძალიან ხშირი და იშვიათი გვერდითი მოვლენების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (რომელიც განვითარდა < 1/1000 შემთხვევებში) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და უფრო მიუთითებს შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე მათ ჭეშმარიტ სიხშირეს.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრა შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი 1/10

ხშირი 1/100 - <1/10

არახშირი 1/1000 - <1/100

იშვიათი ≥1/10,000 - <1/1000

ძალიან იშვიათი <1/10,000

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

არახშირი: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

გასტროინტესტინური დარღვევები

არახშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმპტომები (მაგ.: ეპიგასტრიუმის ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება) და დიარეა.

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

დარღვევები

ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

დოზის გადაჭარბება

მკურნალობა

შემდგომი მკურნალობა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით ან ეროვნული ტოქსიკოლოგიის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებლობის შემთხვევაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ათქ კოდი

P02CA03

მოქმედების მექანიზმი

ალბენდაზოლი ავლენს ლარვიციდულ, ოვიციდურ და ვერმიციდულ მოქმედებას და მიჩნეულია, რომ მისი ანტიჰელმინთური ეფექტი გამოწვეულია ტუბულინის პოლიმერიზაციის დათრგუნვით. ეს იწვევს ჰელმინთის მეტაბოლიზმის დარღვევას, მათ შორის ენერგიის მკვეთრად შემცირებას, რის შედეგადაც ხდება მგრძნობიარე ჰელმინთის იმობილიზაცია და შემდეგ სიკვდილი.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ადამიანებში ალბენდაზოლი ცუდად (5%-ზე ნაკლები) შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ.

ალბენდაზოლის სისტემური ფარმაკოლოგიური ეფექტი იზრდება, თუ დოზის მიღება ხდება ცხიმიან საკვებთან ერთად, რაც აუმჯობესებს მის შეწოვას, დაახლოებით, ხუთჯერ.

განაწილება

აღინიშნა, რომ 400 მგ ალბენდაზოლის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, საუზმესთან ერთად მიღების შემდეგ პლაზმაში აღწევს 1.6-6.0 მიკრომოლ/ლ კონცენტრაციას.

მეტაბოლიზმი

ალბენდაზოლი სწრაფად გადის ძლიერ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში და ის ძირითადად, არ ვლინდება პლაზმაში. ალბენდაზოლის სულფოქსიდი არის პირველადი მეტაბოლიტი, რომელიც მიიჩნევა, რომ წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას სისტემური ქსოვილოვანი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებაში.

გამოყოფა

ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 8.5 საათი.

ალბენდაზოლის სულფოქსიდი და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად, გამოიყოფა ნაღველგამომყოფი გზებით და მხოლოდ მცირე რაოდენობით – შარდით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

არ ჩატარებულა კვლევები, თუ რა გავლენას ახდენს ასაკი ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა მონაცემები 26 ჰიდატური ცისტის მქონე პაციენტიდან (79 წლამდე) მიუთითებს, რომ ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ახალგაზრდა ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკის. ხანდაზმული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდატური დაავადების ან ნეიროცისტიცერკოზის გამო, მცირეა, მაგრამ რაიმე სახის პრობლემა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დროს არ გამოვლენილა.

თირკმლის დაზიანება

ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

ღვიძლის დაზიანება

ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი.

კლინიკური კვლევები

არ არის მოწოდებული.

არაკლინიკური ინფორმაცია

ალბენდაზოლმა აჩვენა, რომ ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ალბენდაზოლის მუტაგენობის ან გენოტოქსიკურობის მტკიცებულებები უარყოფითი აღმოჩნდა in vitro (მათ შორის Ames ინაქტივირებულ და აქტივირებულ ანალიზებში) და in vivo ტესტებში. გრძელვადიან ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და თაგვებში დღიური დოზებით, რომელიც 30-ჯერ აჭარბებდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზებს, მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნის წარმოქმნა არ გამოვლენილა.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

400 მგ ტაბლეტები

სუსპენზია (2%, 4%)

ლაქტოზა

ალუმინის მაგნიუმის სილიკატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

სიმინდის სახამებელი

გლიცერინი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოლისორბატი 80

პოვიდონი K30

სორბიტანის მონოლაურატი

ნატრიუმის ლაურილის სულფატი

კალიუმის სორბატი

ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ბენზოის მჟავა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ნატრიუმის საქარინი

სორბინის მჟავა

მაგნიუმის სტეარატი*

ქაფის საწინააღმდეგო სილიკონი 1510

არომატები

ნატრიუმის საქარინი

არომატები

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვა

შენახვის პირობები მითითებულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ტაბლეტები: ბლისტერული შეფუთვა, პოლიპროპილენის კონტეინერები და თავსახური.

სუსპენზიები: მინის/პლასტმასის ბოთლი პოლიპროპილენის თავსახურით.

შეუთავსებლობა

სპეციალური მოთხოვნები ამ პროდუქტის გამოყენებასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებითარ არის მოწოდებული.

გამოყენება და მოხმარება

სუსპენზიები: გამოყენების წინ კარგად უნდა შეინჯღრეს.

ყველა შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

წარმოებულია:

სუსპენზია: Aspen Bad Oldesloe GmbH

Industriestrasse 32-36, 23843 Bad Oldesloe, Germany

ასპენ ბად ოლდესლოე გმბჰ

ინდუსტრიეშტრასე 32-36, 23843 ბად ოლდესლოე, გერმანია

ტაბლეტი: GlaxoSmithKline Consumer Healthcare South Africa (Pty) Ltd

39 Hawkins Avenue, Epping Industria 1, 7460, Cape Town, South Africa

გლაქსოსმითკლაინ ქონსიუმა ჰელსქეა სოუს აფრიკა (პტი) ლტდ

39 ჰოვკინს ავენიუ, ეპინგ ინდუსტრია 1, 7460, კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა

ვერსიის ნომერი: GDS27/IPI11

გამოცემის თარიღი: 28 მაისი, 2020

სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზირებულია გსკ კომპანიების ჯგუფის მიერ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა