ზენტელი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული მოქმედებით ნაწლავებისა და ქსოვილების შემდეგი პარაზიტების წინააღმდეგ: ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა დაბალი დოზით ხანმოკლე მკურნალობის კურსი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ალბენდაზოლი (albendazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ ტაბლეტი №1
- მწარმოებელი
- Haleon South Africa (Pty) Ltd, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰელმინთური საშუალებები, ბენზიმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- P02CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042986
- რეგისტრირებულია
- 20 მარტი 2025, მოქმედებს 20 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზენტელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზენტელი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული მოქმედებით ნაწლავებისა და ქსოვილების შემდეგი პარაზიტების წინააღმდეგ:
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა
დაბალი დოზით ხანმოკლე მკურნალობის კურსი.
ზენტელი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ნაწლავური ჰელმინთებით/პროტოზოებით (იხ. ფარმაკოდინამიკა):
ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ანკილოსტომოზი და ნეკატოროზი (ნემატოდებით გამოწვეული დაავადება)
ჰიმენოლეპიდოზი (თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ტენიოზი (ღორის/ძროხის ხორცის თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
სტრონგილოიდოზი (სტრონგილოიდებით გამოწვეული ინფექცია)
ასკარიდოზი (მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ტრიქოცეფალოზი (შოლტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
კლონორქოზი და ოპისტორქოზი (Opisthorchis viverrini-ით და/ან Clonorchis sinensis-ით გამოწვეული ინფექციები) (ტრემატოდებით გამოწვეული ღვიძლის ინფექცია)
კანის მიგრირებადი ლარვა [ნემატოდებით (ცხოველური წარმოშობის) გამოწვეული კანის დაავადება]
ჯიარდიაზი (ლამბლიოზი) ბავშვებში (Giardia-ით გამოწვეული ინფექცია).
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი
ზენტელი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემური ჰელმინთური ინფექციების სამკურნალოდ (იხ. ფარმაკოდინამიკა).
ექინოკოკოზი
ზენტელმა აჩვენა ყველაზე მაღალი ეფექტიანობა ღვიძლის, ფილტვების და პერიტონეალური კისტების მკურნალობაში.
ძვლის, გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის კისტების მკურნალობის გამოცდილება მწირია.
კისტური ექინოკოკოზი (გამოწვეულია Echinococcus granulosus-ით)
ზენტელი გამოიყენება კისტური ექინოკოკოზის მქონე პაციენტებში:
როცა ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია;
ქირურგიულ ჩარევამდე;
პოსტოპერაციულად, თუ ოპერაციამდე მკურნალობა ძალიან ხანმოკლე იყო, თუ მოხდა დაღვრა ან სიცოცხლისუნარიანი მასალა აღმოჩენილ იქნა ოპერაციის დროს;
დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიზეზის გამო კისტების პერკუტანეული დრენაჟის შემდეგ.
ალვეოლარული ექინოკოკოზი (გამოწვეულია Echinococcus multilocularis-ით)
ზენტელი გამოიყენება ალვეოლარული ექინოკოკოზის მქონე პაციენტებში:
ინოპერაბელური დაავადების დროს ლოკალური ან დისტანციური მეტასტაზების შემთხვევაში;
პალიატიური ოპერაციის შემდეგ;
რადიკალური ოპერაციის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ნეიროცისტიცერკოზი (Taenia solium-ის ლარვული ინფექცია)
ზენტელი გამოიყენება პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
თავის ტვინის პარენქიმის დაზიანება გამოწვეული ერთი ან მრავლობითი კისტებით ან გრანულომატოზური დაზიანებები;
არაქნოიდული ან ინტრავენტრიკულური კისტები;
რაცემოზული კისტები.
კაპილარიოზი (Capillaria philippinensis-ით გამოწვეული ინფექცია)
გნატოსტომოზი (იწვევს Gnathostoma spinigerum და მსგავსი სახეობები)
ტრიქინელოზი (იწვევს Trichinella spiralis და T. pseudospiralis)
ტოქსოკაროზი (იწვევს Toxocara canis და სხვა მსგავსი სახეობები)
მიღების წესი და დოზირება
თუ პაციენტი არ გამოჯანმრთელდა სამი კვირის შემდეგ, ნაჩვენებია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება. არ არის საჭირო რაიმე სპეციალური პროცედურების ჩატარება, მაგ.: შიმშილობა ან ნაწლავების გაწმენდა.
ზოგიერთი პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და ამიტომ მათ შეიძლება დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ან ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს. ალტერნატივის სახის შეიძლება მიღებულ იქნეს სუსპენზია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
მწირია მონაცემები ზენტელის გამოყენების შესახებ 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში. თუმცა, არ არის მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული პაციენტები საჭიროებენ განსხვავებულ დოზას, ვიდრე უფრო ახალგაზრდა მოზრდილი პაციენტები.
თირკმლის დაზიანება
რადგან ალბენდაზოლი და მისი პირველადი მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, თირკმლის საშუალებით უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა, არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ პაციენტებში ამ ნივთიერებების კლირენსი შეიცვალოს. არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ყურადღებითი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.
ღვიძლის დაზიანება
რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის პირველად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ალბენდაზოლით თერაპიის დროს საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას.
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
დოზირება
ინფექცია
პაციენტის სხეულის წონა
დოზა
დოზირების ხანგრძლივობა
კისტური ექინოკოკოზი
ინოპერაბელური და მრავლობითი კისტები
ოპერაციამდე
პოსტოპერაციულად
კისტის პერკუტანეული დრენაჟის შემდეგ
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ მიიღება ორ გაყოფილ 400 მგ დოზად.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
ყოველდღე 28 დღის განმავლობაში. 28-დღიანი მკურნალობა შეიძლება გამეორდეს 14-დღიანი მკურნალობისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, სულ სამი ციკლის განმავლობაში.
ზენტელით მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს 28-დღიან სამ ციკლამდე ღვიძლის, ფილტვის და პერიტონეული კისტების სამკურნალოდ.
უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ადგილებისათვის, როგორიცაა ძვლები და თავის ტვინი.
28-დღიანი ორი ციკლი შეიძლება ჩატარდეს ოპერაციამდე, თუ შესაძლებელია. თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელია ორი კურსის დასრულებამდე, ზენტელი უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება დიდხანს.
სადაც ჩატარდა მხოლოდ ხანმოკლე პრეოპერაციული კურსი (14 დღეზე ნაკლები) და იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია, ზენტელი უნდა იქნეს მიღებული პოსტოპერაციულად 28-დღიანი ორი ციკლის განმავლობაში 14-დღიანი წამლისგან თავისუფალი ინტერვალით.
გარდა ამისა, თუ აღმოჩენილია სიცოცხლისუნარიანი კისტები ოპერაციულ მკურნალობამდე ან მოხდა მათი დაღვრა, უნდა ჩატარდეს მკურნალობის ორი სრული ციკლი.
ალვეოლარული
ექინოკოკოზი
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ გაყოფილ დოზად.

ყოველდღე 28 დღის განმავლობაში. 28-დღიანი მკურნალობა შეიძლება გამეორდეს მკურნალობისგან თავისუფალი 14-დღიანი პერიოდის შემდეგ.
შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება პაიცენებში თვეების ან წლების განმავლობაში. უწყვეტი მკურნალობა იმავე დოზით გამოყენებულ იქნა 20 თვემდე პერიოდის განმავლობაში. SYMBOL 8224\u
ნეიროცისტიცერკოზი
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ დოზად გაყოფილი.

ყოველდღე 7-30 დღის განმავლობაში, პასუხის მიხედვით. მეორე კურსი შეიძლება მიღებულ იქნეს დოზირების რეჟიმებს შორის ორ-კვირიანი ინტერვალით.
პარენქიმული კისტები და გრანულომები

მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მინიმუმ 7 დღის განმავლობაში 28 დღემდე.
არაქნოიდული და ვენტრიკულური კისტები

მკურნალობა 28 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ აუცილებელია არაპარენქიმული კისტებისათვის.
რაცემოზული კისტები

მკურნალობა ჩვეულებრივ საჭიროა სულ მცირე 28 დღის განმავლობაში. ეს მიიღება უწყვეტი მკურნალობის სახით, ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და რადიოლოგიური პასუხის მიხედვით.
SYMBOL 8224\uალვეოლარული ექინოკოკოზი: მკურნალობა ჩვეულებრივ ინიშნება 28-დღიანი ციკლებით ისევე როგორც კისტური ექინოკოკოზისათვის. ის შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც. დღეს-დღეობით დაკვირვების მონაცემები მიუთითებს, რომ გადარჩენის დრო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. უწყვეტმა მკურნალობამ შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში გამოიწვია აშკარა გამოჯანმრთელება.
SYMBOL 177\uნეიროცისტიცერკოზი: პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ნეიროცისტიცერკოზის გამო, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი თერაპია სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით, საჭიროების მიხედვით. პერორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეროიდები რეკომენდებულია ცერებრული ჰიპერტენზიის ეპიზოდების პრევენციისათვის მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
ინფექცია
დოზირება მოზრდილებისა და ბავშვებისათვის
დოზირების ხანგრძლივობა
კაპილარიოზი
400 მგ
ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
# ჩვულებრივ საჭიროა მხოლოდ მკურნალობის ერთი კურსი, მაგრამ შემდგომი კურსები შეიძლება ჩატარდეს, თუ კლინიკური და პარაზიტოლოგიური მონაცემები რჩება დადებითი.
გნატოსტომოზი
400 მგ
ყოველდღე 10-20 დღის განმავლობაში (# იხ. ზემოთ)
ტრიქინელოზი
400 მგ
ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში (# იხ. ზემოთ)
ტოქსოკარიოზი

მიღების მეთოდი
ზენტელი მიიღება ჭამის დროს (იხ. ფარმაკოკინეტიკა).
დღეისათვის მწირი გამოცდილებაა ზენტელის მაღალი დოზებით გამოყენების შესახებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამიტომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და მათ შეუძლიათ დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ალტერნატიულად ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს.
დოზირება დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, პაციენტის წონაზე და ინფექციის სიმძიმეზე.
პაციენტების სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
იგივე, რაც ეხება ნაწლავურ ინფექციებს და კანის მიგრირებად ლარვას.

რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის პირველად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, მოსალოდნელია, რომ ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზის (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ზენტელით თერაპიის დაწყებამდე საჭიროებენ ფრთხილ შეფასებას და თერაპია უნდა შეწყდეს, თუ ღვიძლის ფერმენტები მნიშვნელოვნად იზრდება ან სისხლის უჯრედების რაოდენობა მცირდება კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და გვერდითი რეაქციები).
უკუჩვენებები
ზენტელი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს.
ზენტელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი ალბენდაზოლის ან ფარმაცევტული ფორმის სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა (დაბალი დოზით მკურნალობის ხანმოკლე კურსი):
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის დანიშვნის თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მენსტრუაციის პირველ კვირაში ან ფეხმძიმობის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ.
მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი
ზენტელით მკურნალობამ შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის (თასმისებური ჭიების) ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ფოკალური ნიშნები, ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალე. თუ ვითარდება სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.
სისტემური ჰელმინთური ინფექციები (მაღალი დოზებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი)
ღვიძლის ფერმენტებზე გავლენა
ზენტელით მკურნალობა დაკავშირებული იყო ღვიძლის ფერმენტების მსუბუქიდან ზომიერ დონემდე მომატებასთან. ზოგადად, ღვიძლის ფერმენტები ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასევე აღწერილ იქნა ჰეპატიტის შემთხვევები (იხ. გვერდითი რეაქციები). ღვიძლის ფუნქციური სინჯები აღებულ უნდა იქნეს მკურნალობის ყოველი ციკლის წინ და მკურნალობის განმავლობაში სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ. თუ ღვიძლის ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად იმატებს (ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად), ზენტელის მიღება უნდა შეწყდეს. ზენტელით მკურნალობა უნდა განახლდეს, როცა ღვიძლის ფერმენტები დაუბრუნდება ნორმის ფარგლებს, თუმცა საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი რეციდივზე.
ძვლის ტვინის დათრგუნვა
ზენტელმა აჩვენა, რომ იწვევს ძვლის ტვინის სუპრესიას და ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს მკურნალობის ყოველი 28-დღიანი ციკლის წინ და ყოველ ორ კვირაში. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები, ღვიძლის ექინოკოკოზის ჩათვლით, როგორც ჩანს, უფრო მგრძნობიარეები არიან ძვლის ტვინის სუპრესიის მიმართ, რაც იწვევს პანციტოპენიას, აპლაზიურ ანემიას, აგრანულოციტოზს და ლეიკოპენიას და ამიტომ აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების ყურადღებითი მონიტორინგი. ზენტელით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა კლინიკურად მნიშვნელოვნად ქვეითდება (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი და გვერდითი რეაქციები).
ორსულობა
ორსულობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის მიღების თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა:
მკურნალობა უნდა დაიწყონ მხოლოდ ორსულობის ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ. ეს ტესტები უნდა გამეორდეს შემდეგი ციკლის დაწყებამდე სულ მცირე ერთხელ.
რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი სიფრთხილის ზომების მიღება სისტემური ინფექციების გამო ზენტელით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში.
ნეიროცისტიცერკოზი
პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ზენტელით მკურნალობას ნეიროცისტიცერკოზის გამო, პარაზიტების სიკვდილის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომები ანთებითი რეაქციით (როგორიცაა: გულყრები, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ფოკალური ნიშნები). მათი მკურნალობა უნდა მოხდეს სტეროიდებისა და ანტიკონვულსანტების შესაბამისი თერაპიით. პერორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეროიდები რეკომენდებულია ცერებრული ჰიპერტენზიის ეპიზოდების პრევენციისათვის მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
ზენტელით მკურნალობამ სხვა მდგომარეობების გამო შეიძლება ასევე გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ფოკალური ნიშნები ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალევე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.
დამხმარე ნივთიერებები
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ზენტელის ტაბლეტები.
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ზენტელის სუსპენზია შეიცავს ბენზოის მჟავას, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).
ზენტელის სუსპენზია შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზირების ერთ ერთეულში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ურთიერთქმედებები
აღწერილ იქნა, რომ ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი ზრდიან ალბენდაზოლის მეტაბოლიტის, რომელიც განაპირობებს პროდუქტის სისტემურ ეფექტიანობას, პლაზმურ დონეს.
რიტონავირს, ფენიტოინს, კარბამაზეპინსა და ფენობარბიტალს შეუძლიათ შეამცირონ ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, ალბენდაზოლის სულფოქსიდის, პლაზმური კონცენტრაცია. ამ მონაცემის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანობის დაქვეითება, განსაკუთრებით, სისტემური ჰელმინთური ინფექციების მკურნალობის დროს. პაციენტებში საჭიროა ეფექტიანობის მონიტორინგი და შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული დოზირების რეჟიმი ან თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ზენტელის ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე ზემოქმედების შესახებ.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე სახის ეფექტი მამრობითი სქესის რეპროდუქციულ უნარზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედების დროს (იხ. არაკლინიკური ინფორმაცია).
ორსულობა
ზენტელი არ ინიშნება ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს (იხ. უკუჩვენებები).
ლაქტაცია
არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი მონაცემები ადამიანებსა და ცხოველებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ზენტელის ეფექტის შესასწავლად ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თავბრუსხვევის გვერდითი მოვლენა, რომელიც მოსალოდნელია, განვითარდეს ზენტელის მიღების შემდეგ (იხ. გვერდითი რეაქციები).
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი და იშვიათი გვერდითი მოვლენების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (რომელიც განვითარდა < 1/1000 შემთხვევებში) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და უფრო მიუთითებს შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე მათ ჭეშმარიტ სიხშირეს.
წამლის გვერდითი რეაქციები (ADR) ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების MedDRA კლასიფიკაციით და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი ((>1/10), ხშირი ((>1/100 და <1/10), არახშირი ((>1/1000 და <1/100), იშვიათი ((>1/10,000 და <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000), იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით.
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა (დაბალი დოზით მკურნალობის ხანმოკლე კურსი):
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
გასტრო-ინტესტინური დარღვევები
არახშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმპტომები (მაგ.: ეპიგასტრიუმის ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება) და დიარეა.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სისტემური ჰელმინთური ინფექციები (მაღალი დოზებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი)
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: ლეიკოპენია
ძალიან იშვიათი: პანციტოპენია, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები, ღვიძლის ექინოკოკოზის ჩათვლით, როგორც ჩანს, უფრო მგრძნობიარენი არიან ძვლის ტვინის სუპრესიის მიმართ (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი
ხშირი: თავბრუსხვევა
გასტრო-ინტესტინური დარღვევები
ხშირი: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება)
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები დაკავშირებულია ექინოკოკოზის მქონე პაციენტების ზენტელით მკურნალობასთან.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მსუბუქიდან ზომიერი მომატება
არახშირი: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი: შექცევადი ალოპეცია (თმის გათხელება და ზომიერი თმის ცვენა)

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ხშირი: ცხელება
ჭარბი დოზა
სიმპტომები და ნიშნები
არ არის მონაცემები ზენტელის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით.
მკურნალობა
შემდგომი მკურნალობა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით ან ეროვნული ტოქსიკოლოგიის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებლობის შემთხვევაში.
შემადგენლობა
ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ალბენდაზოლს.
შიგნით მისაღები სუსპენზიები:
4 % წ/მ შიგნით მისაღები სუსპენზია; 400 მგ ალბენდაზოლი 10 მლ-ში.
2 % წ/მ შიგნით მისაღები სუსპენზია; 400 მგ ალბენდაზოლი 20 მლ-ში.
კლინიკური ინფორმაცია
შენახვის პირობები
შენახვა
შენახვის პირობები მოცემულია შეფუთვაზე.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ტაბლეტები: ბლისტერული შეფუთვა, პოლიპროპილენის კონტეინერები და თავსახური.
შიგნით მისაღები სუსპენზიები: მინის/პლასტიკის ბოთლი პოლიპროპილენის თავსახურით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი: P02CA03
მოქმედების მექანიზმი
ალბენდაზოლი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიპროტოზოული და ანტიჰელმინთური ეფექტებით ნაწლავური და ქსოვილების პარაზიტების წინააღმდეგ. ალბენდაზოლი ავლენს ლარვიციდურ, ოვიციდურ და ვერმიციდურ მოქმედებას და მიჩნეულია, რომ მისი ანტიჰელმინთური ეფექტი გამოწვეულია ტუბულინის პოლიმერიზაციის დათრგუნვით. ეს იწვევს ჰელმინთის მეტაბოლიზმის დარღვევას, მათ შორის ენერგიის მკვეთრად შემცირებას, რის შედეგადაც ხდება მგრძნობიარე ჰელმინთის იმობილიზაცია და შემდეგ სიკვდილი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა
ალბენდაზოლი აქტიურია ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ, მათ შორის:
ნემატოდები
Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭიები)
Trichuris trichiura (შოლტისებური ჭიები)
Enterobius vermicularis (მახვილა ჭიები)
Ancylostoma duodenale (ანკილოსტომები)
Necator americanus (ანკილოსტომები)
Strongyloides stercoralis
ანკილოსტომები იწვევნ კანის მიგრირებად ლარვას.
ცესტოდები
Hymenolepsis nana (თასმისებური ჭიები)
Taenia solium (ღორის თასმისებური ჭიები)
Taenia saginata (ძროხის თასმისებური ჭიები)
ტრემატოდები
Opisthorchis viverrini და Clonorchis sinensis.
პროტოზოები
Giardia lamblia (intestinalis ან duodenalis)
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
ალბენდაზოლი ეფექტიანია ქსოვილის პარაზიტების წინააღმდეგ, კისტური ექინოკოკოზისა და ალვეოლარული ექინოკოზის ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია Echinococcus granulosus და Echinococcus multilocularis-ით დასნებოვნებით, შესაბამისად. ალბენდაზოლი ასევე ეფექტიანია ნეიროცისტიცერკოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia solium-ის ლარვებით დასნებოვნებით, კაპილარიოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Capillaria philippinensis-ით და გნასტომოსტოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Gnathostoma spinigerum-ით.
ალბენდაზოლმა (კლინიკურ კვლევებში) აჩვენა, რომ ანადგურებს კისტებს ან მნიშვნელოვნად, 80%-მდე, ამცირებს კისტების ზომას Echinococcus granulosus-ის კისტების მქონე ნამკურნალებ პაციენტებში.
სიცოცხლისუნარიანობაზე კისტების გამოკვლევისას ალბენდაზოლით მკურნალობის შემდეგ 90% იყო არასიცოცხლისუნარიანი ლაბორატორიულ ან ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მხოლოდ არანამკურნალებ 10%-თან შედარებით.
Echinococcus multilocularis-ით გამოწვეული კისტების მკურნალობის დროს, პაციენტების უმცირესობა ჩათვლილ იქნა განკურნებულად და უმრავლესობას აღენიშნა დაავადების გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია ალბენდაზოლით თერაპიის შედეგად.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადამიანებში ალბენდაზოლი ცუდად შეიწოვება (5%-ზე ნაკლები) შიგნით მიღების შემდეგ.
ალბენდაზოლის სისტემური ფარმაკოლოგიური ეფექტი იზრდება, თუ დოზის მიღება ხდება ცხიმიან საკვებთან ერთად, რაც აუმჯობესებს მის შეწოვას, დაახლოებით, ხუთჯერ.
აღინიშნა, რომ ალბენდაზოლი 400 მგ-ის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, საუზმესთან ერთად მიღების შემდეგ აღწევს 1.6-6.0 მიკრომოლ/ლ პლაზმურ პიკურ კონცენტრაციას.
მეტაბოლიზმი
ალბენდაზოლი სწრაფად გადის ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში და ის ძირითადად, არ აღინიშნება პლაზმაში. ალბენდაზოლის სულფოქსიდი არის პირველადი მეტაბოლიტი, რომელიც მიიჩნევა, რომ წარმოადგენს აქტიურ ფრაგმენტს სისტემური ქსოვილოვანი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებაში.
გამოყოფა
ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 8.5 საათი.
ალბენდაზოლის სულფოქსიდი და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად, გამოიყოფა ნაღველგამომყოფი გზებით და მხოლოდ მცირე რაოდენობით – შარდით. კისტებიდან გამოყოფა ხდება რამდენიმე კვირის განმავლობაში მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
არ ჩატარებულა კვლევები ასაკის გავლენაზე ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე, მონაცემები 26 ჰიდატური ცისტის მქონე პაციენტიდან (79 წლამდე) მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებში ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. ხანდაზმული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდატური დაავადების ან ნეიროცისტიცერკოზის გამო, მცირეა, მაგრამ არ აღნიშნულა რაიმე პრობლემა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დროს.
თირკმლის დაზიანება
არ არის შესწავლილი ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის დაზიანება
არ არის შესწავლილი ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში.
კლინიკური კვლევები
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
არაკლინიკური ინფორმაცია
თუმცა ალებნდაზოლის მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები აღწერილ იქნა ვირთაგვებზე ცდებში, არ აღინიშნა ეფექტები შთამომავლობის ზომაზე მამრი ვირთაგვების ფერტილობის კვლევაში. ალბენდაზოლმა აჩვენა, რომ ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ალბენდაზოლის მუტაგენობის ან გენოტოქსიკურობის მტკიცებულებები უარყოფითი აღმოჩნდა in vitro (მათ შორის Ames ინაქტივირებულ და აქტივირებულ ანალიზებში) და in vivo ტესტებში. გრძელვადიან ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და თაგვებში დღიური დოზებით, რომელიც 30-ჯერ აჭარბებდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზებს, არ აღინიშნა მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნის წარმოქმნა.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
400 მგ ტაბლეტები:
ლაქტოზა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
მიკროკრისტალური ცელულოზა
სიმინდის სახამებელი
ნატრიუმის კროსკარმელოზა
პოვიდონი K30
ნატრიუმის ლაურილსულფატი
ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
ნატრიუმის საქარინი
მაგნიუმის სტეარატი
არომატები
სუსპენზია (2%, 4%):
ალუმინის მაგნიუმის სილიკატი
ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა
გლიცერინი
პოლისორბატი 80
სორბიტანის მონოლაუატი
კალიუმის სორბატი
ბენზოის მჟავა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
სორბის მჟავა
სილიკონის ანტიფოუმი 1510
ნატრიუმის საქარინი
არომატები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცი
ზენტელი
ალბენდაზოლი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ალბენდაზოლს.
შიგნით მისაღები სუსპენზიები:
4 % წ/მ შიგნით მისაღები სუსპენზია; 400 მგ ალბენდაზოლი 10 მლ-ში.
2 % წ/მ შიგნით მისაღები სუსპენზია; 400 მგ ალბენდაზოლი 20 მლ-ში.
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენებები
ზენტელი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული მოქმედებით ნაწლავებისა და ქსოვილების შემდეგი პარაზიტების წინააღმდეგ:
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა
დაბალი დოზით ხანმოკლე მკურნალობის კურსი.
ზენტელი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ნაწლავური ჰელმინთებით/პროტოზოებით (იხ. ფარმაკოდინამიკა):
ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ანკილოსტომოზი და ნეკატოროზი (ნემატოდებით გამოწვეული დაავადება)
ჰიმენოლეპიდოზი (თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ტენიოზი (ღორის/ძროხის ხორცის თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
სტრონგილოიდოზი (სტრონგილოიდებით გამოწვეული ინფექცია)
ასკარიდოზი (მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ტრიქოცეფალოზი (შოლტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
კლონორქოზი და ოპისტორქოზი (Opisthorchis viverrini-ით და/ან Clonorchis sinensis-ით გამოწვეული ინფექციები) (ტრემატოდებით გამოწვეული ღვიძლის ინფექცია)
კანის მიგრირებადი ლარვა [ნემატოდებით (ცხოველური წარმოშობის) გამოწვეული კანის დაავადება]
ჯიარდიაზი (ლამბლიოზი) ბავშვებში (Giardia-ით გამოწვეული ინფექცია).
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი
ზენტელი ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემური ჰელმინთური ინფექციების სამკურნალოდ (იხ. ფარმაკოდინამიკა).
ექინოკოკოზი
ზენტელმა აჩვენა ყველაზე მაღალი ეფექტიანობა ღვიძლის, ფილტვების და პერიტონეალური კისტების მკურნალობაში.
ძვლის, გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის კისტების მკურნალობის გამოცდილება მწირია.
კისტური ექინოკოკოზი (გამოწვეულია Echinococcus granulosus-ით)
ზენტელი გამოიყენება კისტური ექინოკოკოზის მქონე პაციენტებში:
როცა ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია;
ქირურგიულ ჩარევამდე;
პოსტოპერაციულად, თუ ოპერაციამდე მკურნალობა ძალიან ხანმოკლე იყო, თუ მოხდა დაღვრა ან სიცოცხლისუნარიანი მასალა აღმოჩენილ იქნა ოპერაციის დროს;
დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიზეზის გამო კისტების პერკუტანეული დრენაჟის შემდეგ.
ალვეოლარული ექინოკოკოზი (გამოწვეულია Echinococcus multilocularis-ით)
ზენტელი გამოიყენება ალვეოლარული ექინოკოკოზის მქონე პაციენტებში:
ინოპერაბელური დაავადების დროს ლოკალური ან დისტანციური მეტასტაზების შემთხვევაში;
პალიატიური ოპერაციის შემდეგ;
რადიკალური ოპერაციის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ნეიროცისტიცერკოზი (Taenia solium-ის ლარვული ინფექცია)
ზენტელი გამოიყენება პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
თავის ტვინის პარენქიმის დაზიანება გამოწვეული ერთი ან მრავლობითი კისტებით ან გრანულომატოზური დაზიანებები;
არაქნოიდული ან ინტრავენტრიკულური კისტები;
რაცემოზული კისტები.
კაპილარიოზი (Capillaria philippinensis-ით გამოწვეული ინფექცია)
გნატოსტომოზი (იწვევს Gnathostoma spinigerum და მსგავსი სახეობები)
ტრიქინელოზი (იწვევს Trichinella spiralis და T. pseudospiralis)
ტოქსოკაროზი (იწვევს Toxocara canis და სხვა მსგავსი სახეობები)
დოზირება და მიღების წესი
ფარმაცევტული ფორმა:
ტაბლეტი
შიგნით მისაღები სუსპენზია
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა
დოზირება
ჩვენებები
ასაკი
დოზა
პერიოდი
ასკარიდოზი (მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით გამოწვეული ინფექცია*)
ანკილოსტომოზი და ნეკატოროზი (ნემატოდებით გამოწვეული დაავადება)
ტრიქოცეფალოზი (შოლტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
მოზრდილები და 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
400 მგ [ერთი 400 მგ ტაბლეტი ან 10 მლ 4% ან 20 მლ 2% სუსპენზია] #
ერთჯერადი დოზა
1-2-მდე წლის ასაკის ბავშვები
200 მგ (5 მლ 4% ან 10 მლ 2% სუსპენზია)
ერთჯერადი დოზა
სავარაუდო ან დადასტურებული სტრონგილოიდოზი (სტრონგილოიდებით გამოწვეული ინფექცია)
ტენიოზი (ღორის/ძროხის ხორცის თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
ჰიმენოლეპიდოზი
SYMBOL 8224\u (თასმისებური ჭიებით გამოწვეული ინფექცია)
მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკის ზემოთ
400 მგ (#იხ. ზემოთ)
ერთი დოზა დღეში ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
SYMBOL 8224\uდადასტურებული ჰიმენოლეპიდოზის შემთხვევაში რეკომენდებულია განმეორებითი მკურნალობა 10-დან 21 დღემდე.
კლონორქოზი
ოპისტორქოზი
(ტრემატოდებით გამოწვეული ღვიძლის ინფექცია)
მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკის ზემოთ
400 მგ (#იხ. ზემოთ)
ერთი დოზა ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში
კანის მიგრირებადი ლარვა [ნემატოდებით (ცხოველური წარმოშობის) გამოწვეული კანის დაავადება]
მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკის ზემოთ
400 მგ
ერთი დოზა დღეში, 1-3 დღის განმავლობაში
ჯიარდიაზი (ლამბლიოზი)
მხოლოდ 2-12 წლის ასაკის ბავშვები
400 მგ (#იხ. ზემოთ)
ერთი დოზა დღეში, 5 დღის განმავლობაში
მიღების მეთოდი
თუ პაციენტი არ გამოჯანმრთელდა სამი კვირის შემდეგ, ნაჩვენებია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება. არ არის საჭირო რაიმე სპეციალური პროცედურების ჩატარება, მაგ.: შიმშილობა ან ნაწლავების გაწმენდა.
ზოგიერთი პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და ამიტომ მათ შეიძლება დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ან ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს. ალტერნატივის სახის შეიძლება მიღებულ იქნეს სუსპენზია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
მწირია მონაცემები ზენტელის გამოყენების შესახებ 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში. თუმცა, არ არის მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული პაციენტები საჭიროებენ განსხვავებულ დოზას, ვიდრე უფრო ახალგაზრდა მოზრდილი პაციენტები.
თირკმლის დაზიანება
რადგან ალბენდაზოლი და მისი პირველადი მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, თირკმლის საშუალებით უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა, არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ პაციენტებში ამ ნივთიერებების კლირენსი შეიცვალოს. არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები ყურადღებითი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.
ღვიძლის დაზიანება
რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის პირველად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ალბენდაზოლით თერაპიის დროს საჭიროებენ გულდასმით მეთვალყურეობას.
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
დოზირება
ინფექცია
პაციენტის სხეულის წონა
დოზა
დოზირების ხანგრძლივობა
კისტური ექინოკოკოზი
ინოპერაბელური და მრავლობითი კისტები
ოპერაციამდე
პოსტოპერაციულად
კისტის პერკუტანეული დრენაჟის შემდეგ
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ მიიღება ორ გაყოფილ 400 მგ დოზად.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
ყოველდღე 28 დღის განმავლობაში. 28-დღიანი მკურნალობა შეიძლება გამეორდეს 14-დღიანი მკურნალობისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, სულ სამი ციკლის განმავლობაში.
ზენტელით მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს 28-დღიან სამ ციკლამდე ღვიძლის, ფილტვის და პერიტონეული კისტების სამკურნალოდ.
უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ადგილებისათვის, როგორიცაა ძვლები და თავის ტვინი.
28-დღიანი ორი ციკლი შეიძლება ჩატარდეს ოპერაციამდე, თუ შესაძლებელია. თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელია ორი კურსის დასრულებამდე, ზენტელი უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება დიდხანს.
სადაც ჩატარდა მხოლოდ ხანმოკლე პრეოპერაციული კურსი (14 დღეზე ნაკლები) და იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია, ზენტელი უნდა იქნეს მიღებული პოსტოპერაციულად 28-დღიანი ორი ციკლის განმავლობაში 14-დღიანი წამლისგან თავისუფალი ინტერვალით.
გარდა ამისა, თუ აღმოჩენილია სიცოცხლისუნარიანი კისტები ოპერაციულ მკურნალობამდე ან მოხდა მათი დაღვრა, უნდა ჩატარდეს მკურნალობის ორი სრული ციკლი.
ალვეოლარული
ექინოკოკოზი
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ გაყოფილ დოზად.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
ყოველდღე 28 დღის განმავლობაში. 28-დღიანი მკურნალობა შეიძლება გამეორდეს მკურნალობისგან თავისუფალი 14-დღიანი პერიოდის შემდეგ.
შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება პაიცენებში თვეების ან წლების განმავლობაში. უწყვეტი მკურნალობა იმავე დოზით გამოყენებულ იქნა 20 თვემდე პერიოდის განმავლობაში. SYMBOL 8224\u
ნეიროცისტიცერკოზი
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ დოზად გაყოფილი.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
ყოველდღე 7-30 დღის განმავლობაში, პასუხის მიხედვით. მეორე კურსი შეიძლება მიღებულ იქნეს დოზირების რეჟიმებს შორის ორ-კვირიანი ინტერვალით.
პარენქიმული კისტები და გრანულომები
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ დოზად გაყოფილი.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მინიმუმ 7 დღის განმავლობაში 28 დღემდე.
არაქნოიდული და ვენტრიკულური კისტები
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ დოზად გაყოფილი.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
მკურნალობა 28 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ აუცილებელია არაპარენქიმული კისტებისათვის.
რაცემოზული კისტები
>60 კგ
˂60 კგ
800 მგ, მიიღება ორ თანაბარ დოზად გაყოფილი.
15 მგ/კგ, ორ თანაბარ დოზად გაყოფილი (მაქსიმალური დოზა 800 მგ/დღეში).
მკურნალობა ჩვეულებრივ საჭიროა სულ მცირე 28 დღის განმავლობაში. ეს მიიღება უწყვეტი მკურნალობის სახით, ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და რადიოლოგიური პასუხის მიხედვით.
SYMBOL 8224\uალვეოლარული ექინოკოკოზი: მკურნალობა ჩვეულებრივ ინიშნება 28-დღიანი ციკლებით ისევე როგორც კისტური ექინოკოკოზისათვის. ის შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც. დღეს-დღეობით დაკვირვების მონაცემები მიუთითებს, რომ გადარჩენის დრო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. უწყვეტმა მკურნალობამ შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში გამოიწვია აშკარა გამოჯანმრთელება.
SYMBOL 177\uნეიროცისტიცერკოზი: პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ნეიროცისტიცერკოზის გამო, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი თერაპია სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით, საჭიროების მიხედვით. პერორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეროიდები რეკომენდებულია ცერებრული ჰიპერტენზიის ეპიზოდების პრევენციისათვის მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
ინფექცია
დოზირება მოზრდილებისა და ბავშვებისათვის
დოზირების ხანგრძლივობა
კაპილარიოზი
400 მგ
ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
# ჩვულებრივ საჭიროა მხოლოდ მკურნალობის ერთი კურსი, მაგრამ შემდგომი კურსები შეიძლება ჩატარდეს, თუ კლინიკური და პარაზიტოლოგიური მონაცემები რჩება დადებითი.
გნატოსტომოზი
400 მგ
ყოველდღე 10-20 დღის განმავლობაში (# იხ. ზემოთ)
ტრიქინელოზი
400 მგ
ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში (# იხ. ზემოთ)
ტოქსოკარიოზი
400 მგ
ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში (# იხ. ზემოთ)
მიღების მეთოდი
ზენტელი მიიღება ჭამის დროს (იხ. ფარმაკოკინეტიკა).
დღეისათვის მწირი გამოცდილებაა ზენტელის მაღალი დოზებით გამოყენების შესახებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამიტომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეთ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა და მათ შეუძლიათ დაღეჭონ ტაბლეტები მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ალტერნატიულად ტაბლეტები შეიძლება გაისრისოს.
დოზირება დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, პაციენტის წონაზე და ინფექციის სიმძიმეზე.
პაციენტების სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
იგივე, რაც ეხება ნაწლავურ ინფექციებს და კანის მიგრირებად ლარვას.
თირკმლის დაზიანება
იგივე, რაც ეხება ნაწლავურ ინფექციებს და კანის მიგრირებად ლარვას.
ღვიძლის დაზიანება
რადგან ალბენდაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ მის პირველად ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, მოსალოდნელია, რომ ღვიძლის დაზიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ანალიზის (ტრანსამინაზების) ცვლილებები, ზენტელით თერაპიის დაწყებამდე საჭიროებენ ფრთხილ შეფასებას და თერაპია უნდა შეწყდეს, თუ ღვიძლის ფერმენტები მნიშვნელოვნად იზრდება ან სისხლის უჯრედების რაოდენობა მცირდება კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და გვერდითი რეაქციები).
უკუჩვენებები
ზენტელი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს.
ზენტელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი ალბენდაზოლის ან ფარმაცევტული ფორმის სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა (დაბალი დოზით მკურნალობის ხანმოკლე კურსი):
ორსულობა
ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის დანიშვნის თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მენსტრუაციის პირველ კვირაში ან ფეხმძიმობის ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ.
მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი
ზენტელით მკურნალობამ შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის (თასმისებური ჭიების) ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ფოკალური ნიშნები, ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალე. თუ ვითარდება სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.
სისტემური ჰელმინთური ინფექციები (მაღალი დოზებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი)
ღვიძლის ფერმენტებზე გავლენა
ზენტელით მკურნალობა დაკავშირებული იყო ღვიძლის ფერმენტების მსუბუქიდან ზომიერ დონემდე მომატებასთან. ზოგადად, ღვიძლის ფერმენტები ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასევე აღწერილ იქნა ჰეპატიტის შემთხვევები (იხ. გვერდითი რეაქციები). ღვიძლის ფუნქციური სინჯები აღებულ უნდა იქნეს მკურნალობის ყოველი ციკლის წინ და მკურნალობის განმავლობაში სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ. თუ ღვიძლის ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად იმატებს (ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად), ზენტელის მიღება უნდა შეწყდეს. ზენტელით მკურნალობა უნდა განახლდეს, როცა ღვიძლის ფერმენტები დაუბრუნდება ნორმის ფარგლებს, თუმცა საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი რეციდივზე.
ძვლის ტვინის დათრგუნვა
ზენტელმა აჩვენა, რომ იწვევს ძვლის ტვინის სუპრესიას და ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს მკურნალობის ყოველი 28-დღიანი ციკლის წინ და ყოველ ორ კვირაში. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები, ღვიძლის ექინოკოკოზის ჩათვლით, როგორც ჩანს, უფრო მგრძნობიარეები არიან ძვლის ტვინის სუპრესიის მიმართ, რაც იწვევს პანციტოპენიას, აპლაზიურ ანემიას, აგრანულოციტოზს და ლეიკოპენიას და ამიტომ აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების ყურადღებითი მონიტორინგი. ზენტელით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა კლინიკურად მნიშვნელოვნად ქვეითდება (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი და გვერდითი რეაქციები).
ორსულობა
ორსულობის ადრეულ სტადიაზე ზენტელის მიღების თავიდან ასაცილებლად, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა:
მკურნალობა უნდა დაიწყონ მხოლოდ ორსულობის ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ. ეს ტესტები უნდა გამეორდეს შემდეგი ციკლის დაწყებამდე სულ მცირე ერთხელ.
რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი სიფრთხილის ზომების მიღება სისტემური ინფექციების გამო ზენტელით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში.
ნეიროცისტიცერკოზი
პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ზენტელით მკურნალობას ნეიროცისტიცერკოზის გამო, პარაზიტების სიკვდილის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომები ანთებითი რეაქციით (როგორიცაა: გულყრები, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ფოკალური ნიშნები). მათი მკურნალობა უნდა მოხდეს სტეროიდებისა და ანტიკონვულსანტების შესაბამისი თერაპიით. პერორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეროიდები რეკომენდებულია ცერებრული ჰიპერტენზიის ეპიზოდების პრევენციისათვის მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
ზენტელით მკურნალობამ სხვა მდგომარეობების გამო შეიძლება ასევე გამოავლინოს მანამდე არსებული ნეიროცისტიცერკოზი, განსაკუთრებით, ტენიოზის ინფექციის მაღალი გავრცელების არეში. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ.: გულყრები, ქალასშიდა წნევის მომატება და ფოკალური ნიშნები ანთებითი რეაქციების გამო, რომლებიც გამოწვეულია პარაზიტების სიკვდილით თავის ტვინში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შემდეგ მალევე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტეროიდებით და ანტიკონვულსანტებით სათანადო თერაპია.
დამხმარე ნივთიერებები
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ზენტელის ტაბლეტები.
ზენტელის ტაბლეტები შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ზენტელის სუსპენზია შეიცავს ბენზოის მჟავას, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).
ზენტელის სუსპენზია შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზირების ერთ ერთეულში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ურთიერთქმედებები
აღწერილ იქნა, რომ ციმეტიდინი, პრაზიკვანტელი და დექსამეტაზონი ზრდიან ალბენდაზოლის მეტაბოლიტის, რომელიც განაპირობებს პროდუქტის სისტემურ ეფექტიანობას, პლაზმურ დონეს.
რიტონავირს, ფენიტოინს, კარბამაზეპინსა და ფენობარბიტალს შეუძლიათ შეამცირონ ალბენდაზოლის აქტიური მეტაბოლიტის, ალბენდაზოლის სულფოქსიდის, პლაზმური კონცენტრაცია. ამ მონაცემის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანობის დაქვეითება, განსაკუთრებით, სისტემური ჰელმინთური ინფექციების მკურნალობის დროს. პაციენტებში საჭიროა ეფექტიანობის მონიტორინგი და შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული დოზირების რეჟიმი ან თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ზენტელის ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე ზემოქმედების შესახებ.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე სახის ეფექტი მამრობითი სქესის რეპროდუქციულ უნარზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედების დროს (იხ. არაკლინიკური ინფორმაცია).
ორსულობა
ზენტელი არ ინიშნება ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს (იხ. უკუჩვენებები).
ლაქტაცია
არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი მონაცემები ადამიანებსა და ცხოველებში ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
არ ჩატარებულა კვლევები ზენტელის ეფექტის შესასწავლად ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თავბრუსხვევის გვერდითი მოვლენა, რომელიც მოსალოდნელია, განვითარდეს ზენტელის მიღების შემდეგ (იხ. გვერდითი რეაქციები).
გვერდითი რეაქციები
ძალიან ხშირი და იშვიათი გვერდითი მოვლენების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (რომელიც განვითარდა < 1/1000 შემთხვევებში) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და უფრო მიუთითებს შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე მათ ჭეშმარიტ სიხშირეს.
წამლის გვერდითი რეაქციები (ADR) ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების MedDRA კლასიფიკაციით და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი ((>1/10), ხშირი ((>1/100 და <1/10), არახშირი ((>1/1000 და <1/100), იშვიათი ((>1/10,000 და <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000), იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით.
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა (დაბალი დოზით მკურნალობის ხანმოკლე კურსი):
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
გასტრო-ინტესტინური დარღვევები
არახშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმპტომები (მაგ.: ეპიგასტრიუმის ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება) და დიარეა.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
სისტემური ჰელმინთური ინფექციები (მაღალი დოზებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი)
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: ლეიკოპენია
ძალიან იშვიათი: პანციტოპენია, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები, ღვიძლის ექინოკოკოზის ჩათვლით, როგორც ჩანს, უფრო მგრძნობიარენი არიან ძვლის ტვინის სუპრესიის მიმართ (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი
ხშირი: თავბრუსხვევა
გასტრო-ინტესტინური დარღვევები
ხშირი: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება)
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები დაკავშირებულია ექინოკოკოზის მქონე პაციენტების ზენტელით მკურნალობასთან.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მსუბუქიდან ზომიერი მომატება
არახშირი: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი: შექცევადი ალოპეცია (თმის გათხელება და ზომიერი თმის ცვენა)
ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ხშირი: ცხელება
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები
არ არის მონაცემები ზენტელის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით.
მკურნალობა
შემდგომი მკურნალობა უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით ან ეროვნული ტოქსიკოლოგიის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებლობის შემთხვევაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ათქ კოდი: P02CA03
მოქმედების მექანიზმი
ალბენდაზოლი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიპროტოზოული და ანტიჰელმინთური ეფექტებით ნაწლავური და ქსოვილების პარაზიტების წინააღმდეგ. ალბენდაზოლი ავლენს ლარვიციდურ, ოვიციდურ და ვერმიციდურ მოქმედებას და მიჩნეულია, რომ მისი ანტიჰელმინთური ეფექტი გამოწვეულია ტუბულინის პოლიმერიზაციის დათრგუნვით. ეს იწვევს ჰელმინთის მეტაბოლიზმის დარღვევას, მათ შორის ენერგიის მკვეთრად შემცირებას, რის შედეგადაც ხდება მგრძნობიარე ჰელმინთის იმობილიზაცია და შემდეგ სიკვდილი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაწლავური ინფექციები და კანის მიგრირებადი ლარვა
ალბენდაზოლი აქტიურია ნაწლავური პარაზიტების წინააღმდეგ, მათ შორის:
ნემატოდები
Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭიები)
Trichuris trichiura (შოლტისებური ჭიები)
Enterobius vermicularis (მახვილა ჭიები)
Ancylostoma duodenale (ანკილოსტომები)
Necator americanus (ანკილოსტომები)
Strongyloides stercoralis
ანკილოსტომები იწვევნ კანის მიგრირებად ლარვას.
ცესტოდები
Hymenolepsis nana (თასმისებური ჭიები)
Taenia solium (ღორის თასმისებური ჭიები)
Taenia saginata (ძროხის თასმისებური ჭიები)
ტრემატოდები
Opisthorchis viverrini და Clonorchis sinensis.
პროტოზოები
Giardia lamblia (intestinalis ან duodenalis)
სისტემური ჰელმინთური ინფექციები
ალბენდაზოლი ეფექტიანია ქსოვილის პარაზიტების წინააღმდეგ, კისტური ექინოკოკოზისა და ალვეოლარული ექინოკოზის ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია Echinococcus granulosus და Echinococcus multilocularis-ით დასნებოვნებით, შესაბამისად. ალბენდაზოლი ასევე ეფექტიანია ნეიროცისტიცერკოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia solium-ის ლარვებით დასნებოვნებით, კაპილარიოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Capillaria philippinensis-ით და გნასტომოსტოზის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Gnathostoma spinigerum-ით.
ალბენდაზოლმა (კლინიკურ კვლევებში) აჩვენა, რომ ანადგურებს კისტებს ან მნიშვნელოვნად, 80%-მდე, ამცირებს კისტების ზომას Echinococcus granulosus-ის კისტების მქონე ნამკურნალებ პაციენტებში.
სიცოცხლისუნარიანობაზე კისტების გამოკვლევისას ალბენდაზოლით მკურნალობის შემდეგ 90% იყო არასიცოცხლისუნარიანი ლაბორატორიულ ან ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მხოლოდ არანამკურნალებ 10%-თან შედარებით.
Echinococcus multilocularis-ით გამოწვეული კისტების მკურნალობის დროს, პაციენტების უმცირესობა ჩათვლილ იქნა განკურნებულად და უმრავლესობას აღენიშნა დაავადების გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია ალბენდაზოლით თერაპიის შედეგად.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადამიანებში ალბენდაზოლი ცუდად შეიწოვება (5%-ზე ნაკლები) შიგნით მიღების შემდეგ.
ალბენდაზოლის სისტემური ფარმაკოლოგიური ეფექტი იზრდება, თუ დოზის მიღება ხდება ცხიმიან საკვებთან ერთად, რაც აუმჯობესებს მის შეწოვას, დაახლოებით, ხუთჯერ.
აღინიშნა, რომ ალბენდაზოლი 400 მგ-ის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ალბენდაზოლის სულფოქსიდი, საუზმესთან ერთად მიღების შემდეგ აღწევს 1.6-6.0 მიკრომოლ/ლ პლაზმურ პიკურ კონცენტრაციას.
მეტაბოლიზმი
ალბენდაზოლი სწრაფად გადის ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში და ის ძირითადად, არ აღინიშნება პლაზმაში. ალბენდაზოლის სულფოქსიდი არის პირველადი მეტაბოლიტი, რომელიც მიიჩნევა, რომ წარმოადგენს აქტიურ ფრაგმენტს სისტემური ქსოვილოვანი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებაში.
გამოყოფა
ალბენდაზოლის სულფოქსიდის პლაზმაში ნახევარდაშლის პერიოდია 8.5 საათი.
ალბენდაზოლის სულფოქსიდი და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად, გამოიყოფა ნაღველგამომყოფი გზებით და მხოლოდ მცირე რაოდენობით – შარდით. კისტებიდან გამოყოფა ხდება რამდენიმე კვირის განმავლობაში მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
არ ჩატარებულა კვლევები ასაკის გავლენაზე ალბენდაზოლის სულფოქსიდის ფარმაკოკინეტიკაზე, მონაცემები 26 ჰიდატური ცისტის მქონე პაციენტიდან (79 წლამდე) მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებში ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. ხანდაზმული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდატური დაავადების ან ნეიროცისტიცერკოზის გამო, მცირეა, მაგრამ არ აღნიშნულა რაიმე პრობლემა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის დროს.
თირკმლის დაზიანება
არ არის შესწავლილი ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის დაზიანება
არ არის შესწავლილი ალბენდაზოლის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში.
კლინიკური კვლევები
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
არაკლინიკური ინფორმაცია
თუმცა ალებნდაზოლის მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები აღწერილ იქნა ვირთაგვებზე ცდებში, არ აღინიშნა ეფექტები შთამომავლობის ზომაზე მამრი ვირთაგვების ფერტილობის კვლევაში. ალბენდაზოლმა აჩვენა, რომ ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკურია ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ალბენდაზოლის მუტაგენობის ან გენოტოქსიკურობის მტკიცებულებები უარყოფითი აღმოჩნდა in vitro (მათ შორის Ames ინაქტივირებულ და აქტივირებულ ანალიზებში) და in vivo ტესტებში. გრძელვადიან ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და თაგვებში დღიური დოზებით, რომელიც 30-ჯერ აჭარბებდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზებს, არ აღინიშნა მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნის წარმოქმნა.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
400 მგ ტაბლეტები:
ლაქტოზა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
მიკროკრისტალური ცელულოზა
სიმინდის სახამებელი
ნატრიუმის კროსკარმელოზა
პოვიდონი K30
ნატრიუმის ლაურილსულფატი
ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E110 ან FD&C ყვითელი #6) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
ნატრიუმის საქარინი
მაგნიუმის სტეარატი
არომატები
სუსპენზია (2%, 4%):
ალუმინის მაგნიუმის სილიკატი
ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა
გლიცერინი
პოლისორბატი 80
სორბიტანის მონოლაუატი
კალიუმის სორბატი
ბენზოის მჟავა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
სორბის მჟავა
სილიკონის ანტიფოუმი 1510
ნატრიუმის საქარინი
არომატები
შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვა
შენახვის პირობები მოცემულია შეფუთვაზე.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ტაბლეტები: ბლისტერული შეფუთვა, პოლიპროპილენის კონტეინერები და თავსახური.
შიგნით მისაღები სუსპენზიები: მინის/პლასტიკის ბოთლი პოლიპროპილენის თავსახურით
შეუთავსებლობა
არ არის მოწოდებული სპეციალური მოთხოვნები ამ პროდუქტის გამოყენებასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებით.
გამოყენება და მოხმარება
შიგნით მისაღები სუსპენზიები: გამოყენების წინ კარგად უნდა შეინჯღრეს.
ყველა გამოშვების ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია და შეფუთულია:
Haleon South Africa (Pty) Ltd
11 Hawkins Avenue
Epping Industria One
Cape Town
Western Cape, 7450
Republic of South Africa
ჰალეონ საუს აფრიკა (პტი) ლტდ
11 ჰოკინს ავენიუ
ეპინგ ინდასთრია ვან
კეიპტაუნი
ვესტერნ კეიპი, 7450
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზიით გადაცემულია გსკ ჯგუფის კომპანიებზე.
©2024 გსკ ჯგუფის კომპანიები ან მათი ლიცენზიარები
ვერსიის ნომერი: GDS28/IPI12
გამოცემის თარიღი: 2024 წლის 09 აგვისტო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.