ზენო 90მგ
Zeno 90mg
ზენო ნაჩვენებია სისხლის ხშირი გადასხმების (≥ 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა) შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობაში 6 წელზე უფროსი ასაკის, ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დეფერასიროქსი (deferasirox)
- ფორმა და შეფუთვა
- 90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, რკინის შემბოჭველი პრეპარატები
- ATC კოდი
- V03AC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045037
- რეგისტრირებულია
- 24 მარტი 2026, მოქმედებს 24 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზენო 90მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზენო ნაჩვენებია სისხლის ხშირი გადასხმების (≥ 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა) შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობაში 6 წელზე უფროსი ასაკის, ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში.
ზენო ასევე ნაჩვენებია სისხლის გადასხმის შედეგად რკინის ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ, როდესაც დეფეროქსამინით თერაპია უკუნაჩვენები ან არაადექვატურია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
სისხლის ხშირი გადასხმების შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვისას ბეტა თალასემიის მქონე, 2-5 წლის პედიატრიულ პაციენტებში (≥ 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა),
ხშირი გადასხმების შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვისას ბეტა თალასემიის მქონე მოზრდილებსა და ≥2 წლის პედიატრიულ პაციენტებში (< 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა),
მოზრდილებსა და ≥2 წლის პედიატრიულ პაციენტებში ანემიის სხვა ფორმებით.
ზენო ასევე ნაჩვენებია რკინით ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ქელატიზაციის თერაპიას, როდესაც დეფეროქსამინით თერაპია უკუნაჩვენები ან არაადექვატურია არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომის მქონე ≥10 წლის პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
ზენოთი მკურნალობა უნდა დაიწყოს და გაკონტროლდეს რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ.
პოზოლოგია
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვა
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ერითროციტარული მასის (PRBC) დაახლოებით 20 ერთეულის (დაახლოებით 100 მლ/კგ) გადასხმის შემდეგ ან როდესაც კლინიკური მონიტორინგით დადასტურდება, რომ აღინიშნება რკინით ქრონიკული გადატვირთვა (მაგალითად, შრატის ფერიტინი > 1,000 მკგ/ლ). დოზები (მგ/კგ-ში) უნდა გამოითვალოს და დამრგვალდეს მთლიანი ტაბლეტის უახლოეს ზომამდე.
რკინით ქელატიზაციის თერაპიის მიზანი არის გადასხმებით შეყვანილი რკინის მოცილება და, საჭიროების შემთხვევაში, რკინის არსებული გადატვირთვის შემცირება.
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). დისპერგირებადი ტაბლეტებიდან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე გადასვლისას, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა 30%-ით უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე დისპერგირებადი ტაბლეტების დოზა, დამრგვალებული უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.
შესაბამისი დოზები სხვადასხვა ფორმულებისათვის წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში.
ცხრილი 1. რეკომენდებული დოზები რკინით ტრანსფუზიული გადატვირთვის დროს
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დისპერგირებადი ტაბლეტები
გადასხმები
შრატის ფერიტინი
საწყისი დოზა
14 მგ/კგ/დღეში
20 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს 20 ერთეულის (დაახლოებით 100 მლ/კგ) შემდეგ
ან
> 1,000 მკგ/ლ
ალტერნატიული საწყისი დოზა
21 მგ/კგ/დღეში
30 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს >14 მლ/კგ/თვეში (დაახლოებით > 4 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის)
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს <7 მლ/კგ/თვეში (დაახლოებით < 2 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის)
პაციენტებისთვის, რომელთა მართვა დეფეროქსამინით წარმატებულია
დეფეროქსამინის დოზის ერთი მესამედი
დეფეროქსამინის დოზის ნახევარი
მონიტორინგი
ყოველთვიური
სამიზნე დიაპაზონი
500-1,000 მკგ/ლ
კორექციის საფეხურები
(3-6 თვეში ერთხელ)
მომატება
> 2,500 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში 28 მგ/კგ-მდე დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში 40 მგ/კგ-მდე დღეში
შემცირება
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
< 2,500 მკგ/ლ
> 21 მგ/კგ/დღეში დოზებით ნამკურნალევ პაციენტებში
> 30 მგ/კგ/დღეში დოზებით ნამკურნალევ პაციენტებში
როდესაც მიზანი მიღწეულია
500-1,000 მკგ/ლ
მაქსიმალური დოზა
28 მგ/კგ/დღეში
40 მგ/კგ/დღეში
შესაძლო შეწყვეტის გათვალისწინება
< 500 მკგ/ლ
საწყისი დოზა
ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 14 მგ/კგ სხეულის წონა. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ რკინის მომატებული დონის შემცირებას და რომლებიც ასევე ღებულობენ > 14 მლ/კგ/თვეში ერთითროციტარულ მასას (დაახლოებით >4 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის), განიხილება 21 მგ/კგ საწყისი დღიური დოზის გამოყენება.
იმ პაციენტების შემთხვეევაში, რომლებიც არ საჭიროებენ სხეულში რკინის დონის შემცირებას და რომლებიც ასევე ღებულობენ <7 მლ/კგ/თვეში ერთითროციტარულ მასას (დაახლოებით <2 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის), განიხილება 7 მგ/კგ საწყისი დღიური დოზის გამოყენება. აუცილებელია პაციენტის საპასუხო რეაქციის მონიტორინგი და განიხილება დოზის მომატება იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი ეფექტიანობის მიღება ვერ ხერხდება (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებზეც კარგად მოქმედებს დეფეროქსამინი, განიხილება ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების საწყისი დოზის გამოყენება, რომელიც დეფეროქსამინის დოზის ერთი მესამედია (მაგალითად, პაციენტი, რომელიც ღებულობს 40 მგ/კგ/დღეში დეფეროქსამინს 5 დღის განმავლობაში ყოველკვირეულად (ან ექვივალენტურ დოზას), შეიძლება გადავიდეს ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების საწყის დღიურ დოზაზე 14 მგ/კგ/დღეში). როდესაც აღნიშნული შედეგი დღიური დოზის შემთხვევაში ნაკლებია 14 მგ/კგ სხეულის მასაზე, საჭიროა პაციენტის რეაქციის მონიტორინგი და დოზის მომატება, თუ საკმარისი ეფექტიანობის მიღწევა ვერ მოხერხდა (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
დოზის კორექცია
რეკომენდებულია შრატის ფერიტინის მონიტორინგი ყოველ თვე და ზენოს დოზის კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში, ყოველ 3 - 6 თვეში ერთხელ შრატის ფერიტინის ტენდენციების გათვალისწინებით. დოზის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს 3.5-დან 7 მგ/კგ ეტაპებად, რომელიც მორგებული იქნება პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციებსა და სამკურნალო მიზნებზე (რკინით დატვირთვის შენარჩუნება ან შემცირება). იმ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტროლდებიან 21 მგ/კგ დოზებზე (მაგალითად, შრატის ფერიტინის დონეები მუდმივად 2500 მკგ/ლ-ზე მაღალია და არც შემცირების ტენდენცია შეინიშნება), შეიძლება გათვალისწინებულ იქნას 28 მგ/კგ-მდე დოზები. 30 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით ჩატარებული კლინიკური კვლევების (264 პაციენტს აკვირდებოდნენ საშუალოდ 1 წლის განმავლობაში დოზის მომატების შემდეგ) შედეგად მიღებული, გრძელვადიანი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემების ხელმისაწვდომობა დღეისათვის შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ 21 მგ/კგ-მდე დოზებით ჰემოსიდეროზის მხოლოდ ძალიან ცუდი კონტროლი მიიღწევა, შემდგომმა მომატებამ (მაქსიმუმ 28 მგ/კგ-მდე) შეიძლება დამაკმაყოფილებელ კონტროლს ვერ მიაღწიოს და საჭირო გახდეს ალტერნატიული მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა. თუ 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზით დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ მიიღწევა, ასეთ დოზებით მკურნალობა არ უნდა შენარჩუნდეს და შეძლებისდაგვარად უნდა განიხილონ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები. 28 მგ/კგ-ზე მაღალი დოზა არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულზე უფრო მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით, დოზის შემცირება ეტაპობრივად 3,5 – 7 მგ/კგ-ით უნდა იქნას გათვალისწინებული კონტროლის მიღწევისას (მაგალითად, შრატის ფერიტინის დონე მუდმივად არის 2500 მკგ/ლ-ზე ნაკლები და დროთა განმავლობაში უჩვენებს შემცირების ტენდენციას). იმ პაციენტებში, რომელთა შრატის ფერიტინის დონემ მიაღწია სამიზნე მაჩვენებელს (500 და 1000 მკგ/ლ-ს შორის), დოზის შემცირება ეტაპობრივად 3,5-7 მგ/კგ-ით გამოიყენება შრატის ფერიტინის დონეების შესანარჩუნებლად სამიზნე დიაპაზონის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შრატის ფერიტინი შემცირდა 500 მკგ/ლ-ზე ნაკლებად, განიხილება მკურნალობის შეწყვეტა (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომები
ქელატიზაციის თერაპია უნდა დაიწყოს რკინით გადატვირთვის ნიშნების არსებობისას (ღვიძლში რკინის კონცენტრაცია [LIC] ≥5 მგ Fe/გრ მშრალი წონა [dw] ან შრატის ფერიტინის დონე თანმიმდევრულად >800 მკგ/ლ). LIC წარმოადგენს რკინით გადატვირთვის განსაზღვრის სასურველ მეთოდს და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი. ქელატიზაციის თერაპიის დროს აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ყველა პაციენტში ჭარბი ქელატიზაციის რისკების შესამცირებლად.
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). დისპერგირებადი ტაბლეტებიდან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე გადასვლის შემთხვევაში, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა იყოს 30%-ით უფრო დაბალი, ვიდრე დისპერგირებადი ტაბლეტების დოზა, დამრგვალებული უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.

ცხრილი 2. რეკომენდებული დოზები არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების შემთხვევაში
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დისპერგირებადი ტაბლეტები
ღვიძლში რკინის კონცენტრაცია (LIC)*
შრატის ფერიტინი
საწყისი დოზა
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
≥ 5 მგ Fe/გრ dw
ან
> 800 მკგ/ლ
მონიტორინგი
ყოველთვიური
კორექციის საფეხურები
(3-6 თვეში ერთხელ)
მომატება
≥ 7 მგ Fe/გრ dw
ან
> 2,000 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
შემცირება
< 7 მგ Fe/გრ dw
ან
≤ 2,000 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
მაქსიმალური დოზა
14 მგ/კგ/დღეში
20 მგ/კგ/დღეში
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
მოზრდილებისთვის
არ შეფასებულა
და
≤ 2,000 მკგ/ლ
პედიატრიული პაციენტებისათვის
შეწყვეტა
< 3 მგ Fe/გრ dw
ან
< 300 მკგ/ლ
მკურნალობის განახლება
არ არის რეკომენდებული
- LIC არის რკინით გადატვირთვის განსაზღვრის უპირატესი მეთოდი.
საწყისი დოზა
ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზა არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომის მქონე პაციენტებში არის 7 მგ/კგ სხეულის წონა.
დოზის კორექცია
რეკომენდებულია შრატის ფერიტინის ყოველთვიური მონიტორინგი. მკურნალობის ყოველი 3-6 თვის შემდეგ, დოზის მატება 3,5-7 მგ/კგ-ით გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის LIC არის ≥7 მგ Fe/გრ dw, ან თუ შრატის ფერიტინი მუდმივად არის > 2,000 მკგ/ლ და არ ავლენს შემცირების ტენდენციას, ხოლო პაციენტი სამკურნალო პრეპარატის მიმართ ხასიათდება კარგი ამტანობით. 14 მგ/კგ-ზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დოზების გამოყენების გამოცდილება არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების მქონე პაციენტებში არ არსებობს.
იმ პაციენტებში, რომლებშიც LIC არ შეფასებულა და შრატის ფერიტინი არის ≤ 2,000 მკგ/ლ, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ-ს.
იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებშიც დოზა გაიზარდა >7 მგ/კგ-ით, რეკომენდებულია დოზის შემცირება 7 მგ/კგ-ით ან ნაკლებით, თუ LIC იქნება <7 მგ Fe/გრ dw ან შრატის ფერიტინი იქნება ≤2,000 მკგ/ლ.
მკურნალობის შეწყვეტა
რკინის დამაკმაყოფილებელი დონის მიღწევისას (LIC <3 მგ Fe/გრ dw ან შრატის ფერიტინი <300 მკგ/ლ), მკურნალობა უნდა შეწყდეს. არ არსებობს ინფორმაცია განმეორებითი მკურნალობის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებშიც რკინის დამაკმაყოფილებელი დონის მიღწევის შემდეგ კვლავ დაგროვდა რკინა და შესაბამისად მკურნალობის განმეორება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წლის ასაკის)
დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხანდაზმული პაციენტებისათვის ისეთივეა, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილია. კლინიკურ კვლევებში, ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენები აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში (განსაკუთრებით, ფაღარათი), რაც საჭიროებს სათანადო მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექციას.
პედიატრიული პოპულაცია
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვა:
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის მქონე, 2-17 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში, დოზირების რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილი პაციენტების შემთხვევაში. დროთა განმავლობაში პედიატრიული პაციენტების წონის ცვლილება გასათვალისწინებელია დოზის დაანგარიშებისას.
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთის მქონე, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, ზემოქმედება უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები, ვიდრე მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, საწყისი დოზა უნდა იყოს იგივე, რაც მოზრდილებში, შემდგომი ინდივიდუალური ტიტრაციით.
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომები:
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების მქონე პედიატრიულ პაციენტებში, დოზა არ უნდა აღმატებოდეს 7 მგ/კგ-ს. აღნიშნულ პაციენტებში მნიშვნელოვანია LIC-ისა და შრატის ფერიტინის დონის მკაცრი მონიტორინგი ჭარბი ქელატიზაციის თავიდან ასაცილებლად: შრატის ფერიტინის ყოველთვიური შეფასების გარდა, საჭიროა LIC-ის მონიტორინგი სამ თვეში ერთხელ, თუ შრატის ფერიტინი არის ≤ 800 მკგ/ლ.
ბავშვები დაბადებიდან 23 თვემდე:
0-23 თვის ასაკის ბავშვებში დეფერასიროქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
დეფერასიროქსი არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და უკუნაჩვენებია <60 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ზენო არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით C კლასის) პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით B კლასი), დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, შემდგომი პროგრესული მომატებით 50% ლიმიტამდე (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“ და პუნქტი 5.2), ხოლო ზენო აღნიშნულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება. ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებამდე, პირველი თვის ყოველ 2 კვირაში ერთხელ და შემდეგ ყოველთვიურად, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
მიღების წესი
პერორალური გამოყენების.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, გარკვეული რაოდენობის წყლის მიყოლებით. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შეიძლება აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დაფშვნა და რბილ საკვებთან ერთად მიღება, მაგალითად იოგურტთან ან ვაშლის სოუსთან (ვაშლის პიურესთან) ერთად. დოზის მიღება ხდება დაუყოვნებლივ და სრულად და არ ინახება შემდგომი გამოყენებისათვის.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მიღება შეიძლება უზმოზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად (იხილეთ პუნქტები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. კომბინირება სხვა რკინის ქელატორით თერაპიასთან, ვინაიდან მსგავსი კომბინაციის უსაფრთხოება დადგენილი არ არის (იხილეთ პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი“).
პაციენტები სავარაუდო კრეატინინის კლირენსით < 60 მლ/წთ.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის ფუნქცია
დეფერასიროქსი შეისწავლეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა შრატში კრეატინინის საწყისი დონე ასაკის შესაბამისი ნორმის ზღვარს არ აღემატებოდა.
კლინიკური კვლევების დროს, შრატში კრეატინინის დონის >33% მომატება ≥2 თანმიმდევრული შემთხვევის დროს, ზოგჯერ ნორმის ზედა ზღვარზე მეტად, დაფიქსირდა პაციენტების 36%-ში. ეს შემთხვევები იყო დოზა-დამოკიდებული. პაციენტების დაახლოებით ორმა მესამედმა, რომელმაც აჩვება შრატში კრეატინინის დონის მატება, დაუბრუნდა 33% დონეს დოზის კორექციის გარეშე. დარჩენილ ერთ მესამედში შრატში კრეატინინის დონის მატება ყოველთვის არ პასუხობდა დოზის შემცირებას ან დოზირების შეწყვეტას. ზოგიერთ შემთხვევაში, დოზის შემცირების შემდეგ აღინიშნება შრატში კრეატინინის მაჩვენებლების სტაბილიზაცია. დეფერასიროქსის პოსტ-მარკეტინული გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). ზოგიერთი პოსტ-მარკეტინგული შემთხვევის დროს, თირკმლის ფუნქციის გაუარესებამ გამოიწვია თირკმლის უკმარისობა, რასაც დასჭირდა დროებითი ან პერმანენტული დიალიზი.
შრატში კრეატინინის დონის მატების მიზეზები არ არის დადგენილი. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრატში კრეატინინის დონის მონიტორინგს იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ თირკმლის ფუნქციის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპარატებს, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დეფერასიროქსის მაღალ დოზებს და/ან დაბალი სიხშირით იკეთებენ გადასხმებს (<7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა ან <2 ერთეული/თვეში მოზრდილებისათვის). იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ კვლევებში დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების 30 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას არ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები თირკმლების მხრივ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას თირკმლების მხრივ გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის გამორიცხვა არ შეიძლება.
რეკომენდებულია, რომ შრატში კრეატინინის დონე შეფასდეს ორმაგად თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია შრატში კრეატინინის, კრეატინინის კლირენსის (შეფასებულია კოკროფტ-გოლტის ან MDRD ფორმულით მოზრდილებში და შვარცის ფორმულით - ბავშვებში) და/ან პლაზმური ცისტატინის C დონის მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე, ყოველკვირეულად დეფერასიროქსით თერაპიის დაწყების ან შეცვლის პირველი თვის განმავლობაში (ფორმულის შეცვლის ჩათვლით), და შემდეგ უკვე ყოველთვიურად. პაციენტები თირკმლის უკვე არსებული დარღვევებით და პაციენტები, რომლებიც ღებულობენ თირკმლის ფუნქციის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება გართულებების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფაღარათი ან პირღებინება, მნიშვნელოვანია ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება.
დეფერასიროქსით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მეტაბოლური აციდოზის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. აღნიშნული პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომის) ან ფაღარათი, ან ისეთი მდგომარეობები, რომლებშიც მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი წარმოადგენს ცნობილ გართულებას. კლინიკური ჩვენებით, აღნიშნულ პოპულაციაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი. მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია ზენოთი თერაპიის შეწყვეტა.
თირკმლის ტუბულოპათიის (როგორიცაა ფანკონის სინდრომი) და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმების პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები, დაკავშირებული ცნობიერების შეცვლასთან ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში, აღინიშნა დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში, ძირითადად ბავშვებში. რეკომენდებულია ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის გათვალისწინება და ამონიუმის დონეების განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდებათ ფსიქიური მდგომარეობის აუხსნელი ცვლილებები დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ცხრილი 3. დოზის კორექცია და მკურნალობის შეწყვეტა თირკმლის მონიტორინგის შემთხვევაში
შრატში კრეატინინი
კრეატინინის კლირენსი
მკურნალობის დაწყებამდე
ორჯერ (2x)
და
ერთხელ (1 x)
უკუნაჩვენებია
<60 მლ/წთ
მონიტორინგი
- პირველი თვე თერაპიის დაწყების ან დოზის შეცვლის შემდეგ (ფორმულის შეცვლის ჩათვლით)
კვირაში ერთხელ
და
კვირაში ერთხელ
- შემდეგ
თვეში ერთხელ
თვეში ერთხელ
დღიური დოზის შემცირება 7 მგ/კგ-ით დღეში (აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები), თუ თირკმლის პარამეტრები დაფიქსირდა ორი შემდგომი ვიზიტისას და არ შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მიზეზებთან
მოზრდილი პაციენტები
>33% მკურნალობამდელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი
და
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
პედიატრიული პაციენტები
> ასაკის შესაბამისი ULN**
და/ან
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
დოზის შემცირების შემდეგ, შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ
მოზრდილები და ბავშები
შენარჩუნებულია > 33% მკურნალობამდელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი
და/ან
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
- LLN: ნორმის ქვედა ზღვარი
- * ULN: ნორმის ზედა ზღვარი
მკურნალობა შეიძლება განახლდეს ინდივიდუალური კლინიკური გარემოებების მიხედვით.
თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის მარკერების დონეების ცვლილებების შემთხვევაში და/ან კლინიკური ჩვენებებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
პროტეინურია (მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ თვეში ერთხელ აუცილებელია ანალიზის ჩატარება);
გლიკოზურია დიაბეტის არმქონე პაციენტებში და შრატში კალიუმის, ფოსფატის, მაგნიუმის ან ურატების დაბალი დონე (მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში).
თირკმლის ტუბულოპათია ძირითადად აღინიშნა ბეტა თალასემიის მქონე, დეფერასიროქსით ნამკურნალევ ბავშვებსა და მოზარდებში.
პაციენტებმა უნდა მიმართონ ნეფროლოგს, და დამატებითი სპეციალიზებული გამოკვლევები (მაგალითად, თირკმლის ბიოფსია) შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ, თუ დოზის შემცირებისა და შეწყვეტის მიუხედავად აღინიშნება შემდეგი:
შრატში კრეატინინის დონე რჩება მნიშვნელოვნად მომატებული, და
თირკმლის ფუნქციის სხვა მარკერის მუდმივი დარღვევა (მაგალითად, პროტეინურია, ფანკონის სინდრომი).
ღვიძლის ფუნქცია
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება აღინიშნა დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში. დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა ფატალურად. ცნობიერების ცვლილებასთან დაკავშირებული მძიმე ფორმები, ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში, შეიძლება განვითარდეს დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებში. რეკომენდებულია ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის გათვალისწინება და ამონიუმის დონეების განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც დეფერასიროქსით თერაპიის დროს განუვითარდათ ფსიქიური მდგომარეობის აუხსნელი ცვლილებები. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ადექვატური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცულობის განლევის მოვლენები (მაგალითად, ფაღარათი და პირღებინება), განსაკუთრებით მწვავე დაავადების მქონე ბავშვებში. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევათა უმრავლესობა აღინიშნა მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, უკვე არსებული ღვიძლის ციროზის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, დეფერასიროქსის როლის, როგორც ხელშემწყობი ან დამამძიმებელი ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).
მკურნალობის დაწყებამდე, პირველი თვის განმავლობაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ და შემდეგ თვეში ერთხელ რეკომენდებულია შრატში ტრანსამინაზების, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის დონის შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება შრატში ტრანსამინაზების დონეების პერსისტული და პროგრესულ მომატება, რისი დაკავშირება სხვა მიზეზებთან შეუძლებელია, ზენოს მიღება უნდა შეწყდეს. ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევის მიზეზის დაზუსტების შემდეგ ან ნორმალურ დონეებზე დაბრუნებისას, მიზანშეწონილია მკურნალობის სათანადო სიფრთხილის დაცვით განახლება დაბალი დოზით და დოზის თანდათანობითი გაზრდით.
ზენო არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით C კლასი) (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ცხრილი 4. უსაფრთხოების მონიტორინგთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეჯამება
ტესტი
სიხშირე
შრატში კრეატინინი
ორჯერ მკურნალობის დაწყებამდე.
კვირაში ერთხელ თერაპიის პირველი თვის განმავლობაში ან დოზის კორექციის შემდეგ (ფორმულის შეცვლის ჩათვლით). შემდეგ თვეში ერთხელ.
კრეატინინის კლირენსი და/ან პლაზმური ცისტატინი C
მკურნალობის დაწყებამდე.

პროტეინურია
მკურნალობის დაწყებამდე.
შემდეგ თვეში ერთხელ.
თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის სხვა მარკერები (როგორიცაა გლიკოზურია დიაბეტის არმქონე პაციენტებში და შრატში კალიუმის, ფოსფატის, მაგნიუმის ან ურატის დაბალი დონეები, ფოსფატურია, ამინოაციდურია)
საჭიროების მიხედვით
შრატის ტრანსამინაზები, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზა
მკურნალობის დაწყებამდე.
2 კვირაში ერთხელ თერაპიის პირველი თვის განმავლობაში.
შემდეგ თვეში ერთხელ
ყურის და თვალის შემოწმება
მკურნალობის დაწყებამდე.
შემდეგ წელიწადში ერთხელ.
სხეულის წონა, სიმაღლე და სქესობრივი განვითარება
მკურნალობის დაწყებამდე.
წელიწადში ერთხელ პედიატრიულ პაციენტებში.
პაციენტებში სიცოცხლის ხანმოკლე ხანგრძლივობით (მაგალითად, მიელოდისპლაზიური სინდრომის მაღალი რისკი), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანმხლებ დაავადებებს შეუძლია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა, ზენოს სარგებელი შეიძლება შეიზღუდოს და იყოს რისკებზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ პაციენტებში ზენოთი მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების (განსაკუთრებით, ფაღარათის) განვითარების უფრო მომატებული სიხშირის გამო.
არატრანსფუზიული თალასემიის მქონე ბავშვებში მონაცემები ძალიან შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). აქედან გამომდინარე, ზენოს თერაპია უნდა წარიმართოს მკაცრის მონიტორინგის ქვეშ გვერდითი მოვლენების და რკინის გადატვირთვის გამოსავლენად პედიატრიულ პოპულაციაში. გარდა ამისა, რკინით მძიმე გადატვირთვისას, არატრანსფუზიული თალასემიის მქონე ბავშვებში ზენოთი მკურნალობისას, ექიმმა უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ აღნიშნულ პაციენტებში ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგები დღეისათვის ცნობილი არ არის.
გასტროინტესტინალური დარღვევები
პაციენტებში, ბავშვებისა და მოზარდების ჩათვლით, დეფერასიროქსით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ზედა გასტროინტესტინალური დაწყლულება და სისხლდენები. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მრავლობითი წყლულები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). დაფიქსირდა საჭმლის მომნელებელი გზების პერფორაციის გართულებული წყლულების შემთხვევებში. ასევე, აღინიშნა კუჭ-ნაწლავიდან ფატალური სისხლდენები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებები და/ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. ექიმებმა და პაციენტებმა ზენოთი თერაპიის დროს ყურადღებით უნდა დააკვირდნენ კუჭ-ნაწლავის გზების დაწყლულებისა და სისხლდენების ნიშნებსა და სიმპტომებს და სასწრაფოდ დაიწყონ დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების საფრთხე. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ზენოს წყლულის გამომწვევი დადასტურებული უნარის მქონე პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და პაციენტებში < 50,000/მმ2 თრომბოციტებით (50x 109/ლ) (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი“).
დარღვევები კანის მხრივ
ზენოთი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი. შემთხვევათა უმრავლესობაში გამონაყარი სპონტანურად ალაგდება. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განახლდეს გამონაყარის ალაგების შემდეგ, უფრო დაბალი დოზით და დოზის თანდათანობითი მომატებით. მძიმე შემთხვევებში, მკურნალობის განახლებისას ხანმოკლე პერიოდით შეიძლება ამ პრეპარატის პერორალურ სტეროიდებთან კომბინაციაში გამოყენება. გამოვლინდა კანის მხრივ მწვავე გვერდითი რეაქციები (SCAR), სტივენ-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისა (TEN) და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით წამლისმიერი რეაქციების (DRESS) ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლისთვის სახიფათო ან ფატალური. კანის მხრივ ნებისმიერ მწვავე გვერდით რეაქციაზე (SCAR) ეჭვის შემთხვევაში, ზენოთი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს. პრეპარატის დანიშვნის მომენტისათვის, პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესაძლო განვითარების შესახებ, აუცილებელია მათი მკაცრი მონიტორინგი.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დეფერასიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე შემთხვევები (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიოედემა). უმრავლეს შემთხვევაში რეაქციები მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში გამოლინდა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). აღნიშნული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ზენოს მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა. დეფერასიროქსის განახლება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური შოკის რისკის არსებობის გამო (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
მხედველობა და სმენა
სმენითი (სმენის დაქვეითება) და მხედველობითი (ბროლის შემღვრევა) დარღვევები გამოვლინდა დეფერასიროქსით მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდებულია სმენის და მხედველობის შემოწმება და შემდგომ, რეგულარული ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში ერთხელ). დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის შემცირების ან შეწყვეტის განხილვა.
დარღვევები სისხლის მხრივ
პოსტ-მარკეტინგული კვლევების ანგარიშებში დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში აღინიშნა ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის ან პანციტოპენიის (ან აღნიშნული ციტოპენიების გართულების) და გართულებული ანემიის შემთხვევები. ამ პაციენტების უმრავლესობას ადრეც აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დაავადებები, რაც ხშირად უკავშირდება ძვლის ტვინის უკმარისობას. მიუხედავად ამისა, ხელშემწყობი ან დამამძიმებელი როლის გამორიცხვა არ შეიძლება. იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დაუდგენელი ციტოპენია, მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა.
სხვა ფაქტორები
თერაპიის მიმართ პაციენტის საპასუხო რეაქციის შეფასების მიზნით რეკომენდებულია შრატში ფერიტინის დონის მონიტორინგი თვეში ერთხელ (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“). იმ შემთხვევაში, თუ შრატში ფერიტინი მუდმივად არის < 500 მკგ/ლ (ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის დროს) ამ <300 მკგ/ლ (არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომი დროს), მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა.
შრატში კრეატინინის, შრატში ფერიტინისა და შრატში ტრანსამინაზების ანალიზის შედეგები უნდა ჩაიწეროს და რეგულარულად შეფასდეს.
ორ კლინიკურ კვლევაში, დეფერასიროქსით ნამკურნალევი 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების ზრდა და სქესობრივი განვითარება არ შეცვლილა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). თუმცა, ზოგადი უსაფრთხოების მიზნებისათვის, ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის მქონე პედიატრიული პაციენტების მართვისას აუცილებელია სხეულის წონის, სიმაღლისა და სქესობრივი განვითარების მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარული ინტერვალებით (12 თვეში ერთხელ). რკინით მძიმე გადატვირთვის დადასტურებული გართულება არის გულის დისფუნქცია. რკინით მძიმე გადატვირთვის მქონე პაციენტებში, ზენოთი ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დეფერასიროქსის უსაფრთხოება რკინის სხვა ქელატორებთან კომბინაციაში დადგენილი არ არის. ამიტომ, მისი კომბინირება რკინის სხვა ქელატორებთან არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
საკვებთან ურთიერთქმედება
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების Cmax გაიზარდა (29%-ით) ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად მიღებისას. ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება უზმოზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად, სასურველია დღის ერთი და იგივე მონაკვეთში (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ზენოს სისტემური ზემოქმედება
დეფერასიროქსის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია UGT ფერმენტებზე. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში, დეფერასიროქსისა (ერთჯერადი 30 მგ/კგ დოზა, დისპერგირებადი ტაბლეტი) და ძლიერ UGT ინდუქტორის, რიფამპიცინის (მრავალჯერადი დოზა 600 მგ/დღეში) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია დეფერასიროქსის მოქმედების 44%-ით შემცირება (90% CI: 37%-51%). შესაბამისად, ზენოს ძლიერ UGT ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, რიტონავირთან) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზენოს ეფექტიანობის შემცირება. კომბინირების დროს და მას შემდეგ აუცილებელია პაციენტის შრატის ფერიტინის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზენოს დოზის კორექცია.
ქოლესტირამინმა მნიშვნელოვნად შეამცირა დეფერასიროქსის ექსპოზიცია მექანისტიკურ კვლევაში ენტეროჰეპატური რეცირკულაციის ხარისხის დასადგენად (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ურთიერთმოქმედება მიდაზოლამთან და CYP3A4-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებისა და მიდაზოლამის (CYP3A4 სუბსტრატი) ერთობლივმა მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის ზემოქმედების 17%-ით შემცირება (90% CI: 8%-26%). კლინიკურ პირობებში, ეს ეფექტი შეიძლება ბევრად უფრო გამოხატული იყოს. შესაბამისად, ეფექტიანობის შესაძლო შემცირების გამო, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა დეფერასიროქსის ისეთ ნივთიერებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (მაგალითად, ციკლოსპორინი, სიმვასტატინი, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ბეპრიდილი და ერგოტამინი).
ურთიერთმოქმედება რაპაგლინიდთან და CYP2C8-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის, როგორც ზომიერი CYP2C8 ინჰიბიტორის (30 მგ/კგ/დღე დისპერგირებადი ტაბლეტი) და რეპაგლინიდის, CYP2C8 სუბსტრატის 0.5 მგ ერთჯერადი დოზით ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-სა და Cmax-ის დაახლოებით 2.3-ჯერ (90% CI [2.03-2.63]) და 1.6-ჯერ (90% CI [1.42-1.84]), შესაბამისად, მომატება. ვინაიდან რეპაგლინიდის 0.5 მგ-ზე მაღალი დოზებით ურთიერთქმედება დადგენილი არ არის, უნდა მოვერიდოთ დეფერასიროქსისა და რეპაგლინიდის ერთდროულად გამოყენებას. თუ მათი კომბინაციაში გამოყენება აუცილებელი იქნება, უნდა შესრულდეს კლინიკური და სისხლის გლუკოზის სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). დეფერასიროქსსა და სხვა CYP2C8 სუბსტრატებს, მაგალითად, პაკლიტაქსელს, შორის ურთიერთქმედების გამორიცხვა არ შეიძლება.
ურთიერთმოქმედება თეოფილინთან და CYP1A2-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის, როგორც CYP1A2 ინჰიბიტორისა (დისპერგირებადი ტაბლეტის 30 მგ/კგ/დღე მრავალჯერადი დოზა), და CYP1A2 სუბსტრატის თეოფილინის (120 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია თეოფილინის AUC-ის 84%-ით (90% CI: 73%-95%) მომატება. ერთჯერადი დოზის Cmax-ზე ზემოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ თეოფილინის Cmax-ის მომატება მოსალოდნელია ქრონიკული დოზირების დროს. შესაბამისად, დეფერასიროქსისა და თეოფილინის კომბინირება რეკომენდებული არ არის. დეფერასიროქსისა და თეოფილინის ერთად გამოყენებისას, აუცილებელია თეოფილინის კონცენტრაციის მონიტორინგისა და თეოფილინის დოზის შემცირების გათვალისწინება. ასევე შეუძლებელია გამოირიცხოს ურთიერთმოქმედება დეფერასიროქსსა და სხვა CYP1A2 სუბსტრატებს შორის. იმ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად CYP1A2 სუბსტრატებით მეტაბოლიზდება და აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (მაგალითად, კლოზაპინი, ტიზანიდინი), გამოიყენება იგივე რეკომენდაციები, რაც თეოფილის შემთხვევაში.
სხვა ინფორმაცია
დეფერასიროქსისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთობლივი გამოყენება არ არის ფორმულად შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ დეფერასიროქსს უფრო დაბალი აფინურობა ახასიათებს ალუმინის მიმართ, ვიდრე რკინის მიმართ, დეფერასიროქსის ტაბლეტების გამოყენება ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
დეფერასიროქსის გამოყენებამ ისეთ საშუალებებთან ერთად, რომელთაც აქვთ დადასტურებული წყლულის გამომწვევი პოტენციალი, როგორიცაა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავა ჩათვლით მაღალი დოზებით), კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები, შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის რისკი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). დეფერასიროქსის გამოყენებამ ანტიკოაგულანტებთან ერთად ასევე შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი. აღნიშნულ ნივთიერებებთან დეფერასიროქსის კომბინირებისას აუცილებელია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.
დეფერასიროქსისა და ბუსულფანის ერთად გამოყენებამ გამოიწვია ბუსულფანის ექსპოზიციის (AUC) მომატება, თუმცა ურთიერთქმედების მექანიზმი გაურკვეველი რჩება. შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბუსულფანის სატესტო დოზის ფარმაკოკინეტიკის (AUC, კლირენსი) შესწავლა დოზის კორექციის მიზნით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დეფერასიროქსის ორსულობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა უმნიშვნელო რეპროდუქციული ტოქსიკურობა დედისთვის ტოქსიკურ დოზებზე (იხილეთ პუნქტი „უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები“). ადამიანებისათვის პოტენციური რისკი უცნობია.
სიფრთხილის ზომის სახით, ზენოს მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული.
ზენომ შეიძლება შეამციროს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტიანობა (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებანი“). რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებისათვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი ან ალტერნატიული არა-ჰორმონული მეთოდების გამოყენება ზენოთი მკურნალობის დროს.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, დეფერასიროქსი სწრაფად და ინტენსიურად გამოიყოფოდა დედის რძეში. ნაშირზე ეფექტი არ აღინიშნებოდა. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დეფერასიროქსი დედის რძეში. ზენოთი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ადამიანებისათვის ფერტილობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, გვერდითი მოვლენები მამრისა თუ მდედრის ფერტილობაზე არ გამოვლენილა (იხილეთ პუნქტი „უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები“).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზენოს მინიმალური ზეგავლენა გააჩნია ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მოზრდილებსა და პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ქრონიკული მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (ძირითადად, პირღებინება, გულისრევა, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი) და გამონაყარი კანზე. ფაღარათი უფრო ხშირად აღინიშნებოდა 2-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებსა და ხანდაზმულებში. აღნიშნული რეაქციები არის დოზა-დამოკიდებული, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის, ზოგადად ტრანზიტორული, რაც უმეტეს შემთხვევაში, ალაგდებოდა მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
კლინიკური კვლევების დროს, პაციენტთა დაახლოებით 36%-ში დაფიქსირდა შრატში კრეატინინის დოზა-დამოკიდებული მომატება, თუმცა უმრავლესობა ნორმის ფარგლებში დარჩა. კრეატინინის საშუალო კლირენსის შემცირება აღინიშნებოდა ბეტა თალასემიის და რკინით გადატვირთვის მქონე პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებში მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში, თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული შემცირება არ გრძელდება მკურნალობის მომდევნო წლებში. დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მატების შემთხვევები. რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლების პარამეტრების უსაფრთხოების მონიტორინგის სქემები. სმენის (დაქვეითებული სმენა) და მხედველობის (ბროლის შემღვრევა) მხრივ დარღვევები არახშირია, ასევე რეკომენდებულია გამოკვლევები წელიწადში ერთხელ (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით წამლისმიერი რეაქციების (DRESS) ჩათვლით, აღინიშნა დეფერასიროქსით მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ცხრილის სახით
გვერდითი მოველენები წარმოდგენილია შემდეგი წესის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥l/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშიათი (<1/10,000); უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოადგენილია მათი სიმძიმის კლებადობით.
ცხრილი 5
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
უცნობია:
პანციტოპენია1, თრომბოციტოპენია1, გართულებული ანემია1, ნეიტროპენია1
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციებისა და ანგიოედემის1 ჩათვლით)
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
უცნობია:
მეტაბოლური აციდოზი1
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი:
შფოთვა, ძილის დარღვევა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი:
თავის ტკივილი
არახშირი:
თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის მხრივ
არახშირი:
კატარაქტა, მაკულოპათია
იშვიათი:
ოპტიკური ნევრიტი
სმენისა და ლაბირინთის დარღვევები
არახშირი:
სიყრუე
სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები
არახშირი:
ხორხის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი:
ფაღარათი, შეკრულობა, პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დისპეფსია
არახშირი:
გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა, კუჭის წყლული (მრავლობითი წყლულების ჩათვლით), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი
იშვიათი:
ეზოფაგიტი
უცნობია:
გასტროინტესტინალური პერფორაცია1, მწვავე პანკრეატიტი1
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი:
ტრანსამინაზების მომატება
არახშირი:
ჰეპატიტი, ქოლელითიაზი
უცნობია:
ღვიძლის უკმარისობა1,2
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი:
გამონაყარი, ქავილი
არახშირი:
პიგმენტაციის დარღვევები
იშვიათი:
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
უცნობია:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი1, ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი1, ჭინჭრის ციება1, მრავალფორმული ერითემა1, ალოპეცია1, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)1
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან ხშირი:
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
ხშირი:
პროტეინურია
არახშირი:
თირკმლის მილაკოვანი დარღვევები (შეძენილი ფანკონის სინდრომი), გლიკოზურია
უცნობია:
თირკმლის მწვავე უკმარისობა1,2, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი1, ნეფროლითიაზი1, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი1
ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილებში
არახშირი:
ცხელება, შეშუპება, დაღლილობა
1 პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს აღრიცხული გვერდითი მოვლენები. აღნიშნული მოვლენები მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან, რომელთა დროს ყოველთვის არ არის შესაძლებელი სიხშირის ან სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზობრივი კავშირის უტყუარი დადგენა.
2 დაფიქსირდა ცნობიერების შეცვლასთან დაკავშირებული მძიმე ფორმები ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
ნაღვლოვანი კენჭები და მსგავსი ბილიარული დარღვევები აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 2%-ში. ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება გვერდითი მოვლენის სახით დაფიქსირდა პაციენტების 2%-ში. ტრანსამინაზების მომატება, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს და იყო ჰეპატიტის მიმანიშნებელი, იყო არახშირი (0.3%). პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს, ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ფატალურიც კი, დაფიქსირდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების გამოყენების დროს, განსაკუთრებით ღვიძლის ციროზის ანამნეზის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). არსებობს მეტაბოლური აციდოზის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. აღნიშნული პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომი) ან ფაღარათი, ან აღენიშნებოდა ისეთი მდგომარეობები, როდესაც მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი არის ცნობილი გართულება (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). მძიმე, მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები აღინიშნა დასაბუთებული ძირითადი ბილიარული მოვლენების გარეშე. ისევე როგორც რკინის სხვა ქელატორებით მკურნალობისას, დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში იშვიათად აღინიშნა მაღალსიხშირიანი სმენის დაკარგვა და ბროლის შემღვრევა (ადრეული კატარაქტა) (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
კრეატინინის კლირენსი ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის დროს
რეტროსპექტულ მეტა-ანალიზში, ბეტა თალასემიის მქონე 2,102 მოზრდილსა და პედიატრიული ასაკის პაციენტში, რკინის ტრანსფუზიული გადატვირთვით, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობისას, ორ რანდომიზებულ და ოთხ ღია კვლევაში, ხუთი წლის ხანგრძლივობით, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში აღინიშნა საშუალო კრეატინინის კლირენსის 13,2% შემცირება მოზრდილ პაციენტებში (95% Cl: -14.4% - -l2.1%; n=935) და 9.9% (95% Cl: -11.1% - -8.6%; n=1,142) პედიატრიული ასაკის პაციენტებში. 250 პაციენტში, რომლებშიც მიმდინარეობდა დაკვირვება 5 წლამდე, კრეატინინის კლირენსის შემდგომი შემცირება არ აღინიშნა.
კლინიკური კვლევა პაციენტებში არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომით
1-წლიან კვლევაში პაციენტებში არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომით და რკინით გადატვირთვით (დისპერგირებადი ტაბლეტები დოზით 10 მგ/კგ/დღეში), ფაღარათი (9.1%), გამონაყარი (9.1%) და გულისრევა (7,3%) წარმოადგენდა პრეპარატთან დაკავშირებულ ყველა ხშირ გვერდით მოვლენებს. შრატის კრეატინინისა და კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების ცვლილებები აღინიშნა 5.5% და 1.8% პაციენტში, შესაბამისად. ღვიძლის ტრანსამინაზების საწყისი მაჩვენებლიდან 2-ჯერ და ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მომატება აღინიშნა პაციენტების 1,8%-ში.
პედიატრიული პოპულაცია
ორ კლინიკურ კვლევაში, დეფერასიროქსით ნამკურნალევი პედიატრიული პაციენტების ზრდა და სქესობრივი განვითარება 5 წლამდე პერიოდში არ დარღვეულა (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
ფაღარათი უფრო ხშირად აღინიშნება 2-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, ვიდრე უფროს პაციენტებში. თირკმლის ტუბულოპათია ძირითადად აღინიშნებოდა დეფერასიროქსით ნამკურნალევ, ბეტა თალასემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში, მეტაბოლური აციდოზის შემთხვევათა მაღალი პროპორცია გამოვლინდა ბავშვებში ფანკონის სინდრომის კონტექსტით.
მწვავე პანკრეატიტი აღინიშნებოდა ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა ჭარბი დოზირების შემთხვევები (დანიშნული დოზის მიღება 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში). ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ჭარბმა დოზირებამ გამოიწვია სუბკლინიკური ჰეპატიტი, რომელიც ალაგდა დოზირების შეწყვეტის შემდეგ. დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის 80 მგ/კგ ერთჯერადმა დოზამ (რაც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის 56 მგ/კგ-ს შესაბამისია) რკინით გადატვირთის მქონე, თალასემიით დაავადებულ პაციენტებში გამოიწვია მსუბუქი გულისრევა და ფაღარათი.
ჭარბი დოზირების მწვავე ნიშნები შეიძლება იყოს გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ფაღარათი. ჭარბი დოზირების მკურნალობა შეიძლება პირღებინების გამოწვევით ან კუჭის გამორეცხვით, ასევე სიმპტომატური მკურნალობით.
შეფუთვა:
დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:
ზენო 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ზენო 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ზენო 360 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ilaç Sanayii ve Ticaret A.Ş.
სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი: NOBEL ilaç Sanayii ve Ticaret A.Ş.
დუზჯე/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინის შემბოჭავი საშუალებები.
ათქ კოდი: V03AC03.
მოქმედების მექანიზმი:
დეფერასიროქსი წარმოადგენს პერორალურად აქტიურ ქელატორს, რომელიც მაღალსელექტიურია რკინის (III) მიმართ. ის არის ტრიდენტატი ლიგანდი, რომელიც მაღალი აფინურობით უკავშირდება რკინას 2:1 თანაფარდობით. დეფერასიროქსი ხელს უწყობს რკინის ექსკრეციას, ძირითადად განავალში. დეფერასიროქს ახასიათებს დაბალი აფინურობა თუთიისა და სპილენძის მიმართ, და არ იწვევს აღნიშნული ლითონების მუდმივად დაბალ დონეს შრატში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რკინის ჭარბი მარაგის მქონე, თალასემიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ რკინა-დაბალანსებულ მეტაბოლურ კვლევაში, დეფერასიროქსის მიღებამ 10, 20 და 40 მგ/კგ (დისპერგირებადი ტაბლეტის ფორმულის) დღიური დოზით გამოიწვია 0.119, 0.329 და 0.445 მგ Fe/კგ სხეულის წონა/დღეში საერთო ექსკრეცია, შესაბამისად.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
კლინიკური ეფექტიანობის კვლევები ჩატარდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით.
დეფერასიროქსი გამოკვლეულ იქნა სისხლის გადასხმების შედეგად მიღებული რკინის ჭარბი რაოდენობის მქონე 411 მოზრდილ (ასაკი ≥ 16 წელი) და 292 პედიატრიული ასაკის პაციენტში (2-დან <16 წლამდე). პედიატრიული ასაკის პაციენტებიდან 52 პაციენტის ასაკი იყო 2-5 წელი. ძირითადი ჩვენება, რომელიც მოითხოვდა სისხლის გადასხმას, იყო ბეტა თალასემია, ნამგლისებრუჯრედული ანემია და ანემიის სხვა თანდაყოლილი და შეძენილი ფორმები (მიელოდისპლასტიური სინდრომი, დაიმონდ-ბლეკფენის სინდრომი, აპლასტიკური ანემია და ანემიის სხვა, ძალიან იშვიათი ფორმები).
ბეტა თალასემიით დაავადებულ მოზრდილ და პედიატრიული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ხშირად უტარდებოდათ სისხლის გადასხმა, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის ყოველდღიურმა მიღებამ, დოზით 20 და 30 მგ/კგ, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვია ორგანიზმში რკინის შემცველობის საერთო მაჩვენებლის შემცირება; ღვიძლში რკინის კონცენტრაცია შემცირდა საშუალოდ დაახლოებით -0.4 და -8.9 მგ-ით Fe/გ (ბიოფსია, მშრალი წონა), შესაბამისად, და შრატში ფერიტინის დონე შემცირდა საშუალოდ დაახლოებით -36 და -926 მკგ/ლ-ით, შესაბამისად. იგივე დოზების დროს შეფარდება რკინის ექსკრეციასა და რკინის მოხმარებას შორის შეადგენდა 1.02-ს (სუფთა რკინის ბალანსის მაჩვენებელი) და 1.67-ს (სუფთა რკინის გამოყოფის მაჩვენებელი), შესაბამისად. მსგავს საპასუხო რეაქციებს იწვევდა დეფერასიროქსის გამოყენება ორგანიზმის რკინით გადატვირთვისას ანემიის სხვა ფორმებით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატის (დისპერგირებადი ტაბლეტების ფორმულის) მიღება ერთი წლის განმავლობაში 10 მგ/კგ დღიური დოზით უზრუნველყოფს რკინის დონის შენარჩუნებას ღვიძლში და ფერიტინის დონის შენარჩუნებას შრატში; ამასთან პრეპარატი ასტიმულირებს სუფთა რკინის ბალანსს იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სისხლის არახშირი ან გაცვლითი გადასხმები. შრატში ფერიტინის დონე, რომელიც იზომებოდა ყოველთვიურად, ასახავდა ღვიძლში რკინის კონცენტრაციის ცვლილებას. აქედან გამომდინარე, შრატში ფერიტინის დონე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თერაპიაზე საპასუხო რეაქციის შესაფასებლად. შეზღუდულმა კლინიკურმა მონაცემებმა (29 პაციენტი გულის ნორმალური ფუნქციის საწყის ეტაპზე), MRI გამოყენებით, აჩვენა, რომ 1 წლის განმავლობაში დეფერასიროქსით 10-30 მგ/კგ/დღეში (დისპერგირებადი ტაბლეტის ფორმულა) მკურნალობას შეუძლია ასევე რკინის დონის შემცირება გულში (საშუალოდ, MRI T2* გაიზარდა 18.3 მილიწამიდან 23.0 მილიწამამდე).
პივოტური შედარებითი კვლევის ძირითადმა ანალიზმა ბეტა თალასემიის და ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის მქონე 586 პაციენტში არ აჩვენა დეფერასიროქსის დესპერგირებადი ტაბლეტების უპირატესობა დეფეროქსამინთან შედარებით პაციენტთა საერთო პოპულაციის ანალიზში. აღნიშნული კვლევის „პოსტ-ჰოკ“ ანალიზიდან ჩანს, რომ პაციენტების ქვეჯგუფში ღვიძლში რკინის კონცენტრაციით ≥ 7 მგ Fe/გრ dw, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით (20 და 30 მგ/კგ) ან დეფეროქსამინით (35 - ≥ 50 მგ/კგ) მკურნალობისას, არა-უპირატესობის კრიტერიუმები მიღწეულ იქნა. თუმცა, პაციენტებში ღვიძლში რკინის კონცენტრაციით <7 Fe/გრ dw, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით (5 და 10 მგ/კგ) ან დეფეროქსამინით (20-35 მგ/კგ) მკურნალობისას, არა-უპირატესობის დადგენა ვერ მოხერხდა ორი ქელატორის დოზებს შორის დისბალანსის გამო. აღნიშნული დისბალანსი წარმოიქმნა იმის გამო, რომ დეფეროქსამინით ნამკურნალევ პაციენტებს არ ქონდათ კვლევამდე არსებული დოზირებით გაგრძელების უფლება, მაშინაც კი, თუ ის უფრო მაღალი იყო პროტოკოლით განსაზღვრულ დოზაზე. აღნიშნულ პივოტურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6 წლამდე ასაკის ორმოცდათექვსმეტმა პაციენტმა, მათგან 28 პაციენტმა მიიღო დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტები.
პრეკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტები შეიძლება იყოს ისევე აქტიური, როგორც დეფეროქსამინი 2:1 თანაფარდობის დოზით გამოყენებისას (ანუ დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის დოზა რაონდებრივად დეფეროქსამინის დოზის ნახევარს უდრის). დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შეთხვევაში, გასათვალისწინებელია 3:1 დოზის თანაფარდობა (რაც გულისხმობს, რომ დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დოზა რაოდენობრივად დეფეროქსამინის დოზის ერთი მესამედია). მიუხედავად ამისა, დოზირების აღნიშნული რეკომენდაციები პროსპექტულად არ შეფასებულა კლინიკურ კვლევებში.
გარდა ამისა, ანემიის იშვიათი ფორმებისა და ნამგლისებრუჯრედული დაავადების მქონე პაციენტებში, ღვიძლში რკინის კონცენტრაციით ≥7 მგ Fe/გრ dw, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტები 20 და 30 მგ/კგ დოზით იწვევდა ღვიძლში რკინის კონცენტრაციის და შრატში ფერიტინის დონის ისეთივე დაქვეითებას, როგორც ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში. 5-წლიან დაკვირვების კვლევაში, რომელშიც 2 წლიდან <6 წლამდე (კვლევაში ჩართვის მომენტში) ასაკის 267 ბავშვმა, ტრანსფუზიური ჰემოსიდეროზით, მიიღო დეფერასიროქსი, 2 წლიდან <6 წლამდე პედიატრიული ასაკის პაციენტებში დეფერასიროქსის უსაფრთხოებისა და ტოლერანტობის პროფილთან მიმართებაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მოზრდილ და შედარებით უფროს პედიატრიულ პოპულაციასთან შედარებით არ გამოვლენილა, ≥2 თანმიმდევრულ შემთხვევაში შრატში კრეატინინის >33%-ით და ნორმის ზედა ზღვარზე მომატებით (3,1%), და ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მომატებით (4,3%). 145 პაციენტში, რომლებმაც დაასრულეს კვლევა, ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) მომატების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა 20.0%-სა და 8.3%-ში, შესაბამისად.
კვლევაში, რომელშიც უნდა შეფასებულიყო დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული და დისპერგირებადი ტაბლეტების უსაფრთხოება, მონაწილეობდა 173 მოზრდილი და პედიატრიული ასაკის პაციენტი ტრანსფუზიაზე დამოკიდებული თალასემიით ან მიელოდისპლაზიური სინდრომით, რომლებიც მკურნალობდნენ 24 კვირის განმავლობაში. შესწავლილ იქნა აპკიანი გარსით დაფარული და დისპერგირებადი ტაბლეტების უსაფრთხოების შედარებითი პროფილი.
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომებითა და რკინის მაღალი კონცენტრაციის მქონე პაციენტებში, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობა შეფასდა 1-წლიან, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში. კვლევაში შედარდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების ორი განსხვავებული რეჟიმი (საწყისი დოზა 5 და 10 მგ/კგ/დღეში, 55 პაციენტი თითოეულ ჯგუფში) და შესატყვისი პლაცებო (56 პაციენტი). კვლევაში ჩართული იყო 145 მოზრდილი და 21 პედიატრიული ასაკის პაციენტი. ეფექტიანობის მთავარი პარამეტრი იყო ღვიძლში რკინის კონცენტრაციის (LIC) ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან მკურნალობის 12 თვის შემდეგ. ეფექტიანობის ერთ-ერთი მეორადი პარამეტრი იყო შრატში ფერიტინის დონის ცვლილება საწყის დონესა და მეოთხე მეოთხედს შორის.
დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობამ, 10 მგ/კგ/დღე საწყისი დოზით, გამოიწვია ორგანიზმში რკინის საერთო კონცენტრაციის შემცირება. საშუალოდ, ღვიძლში რკინის კონცენტრაცია შემცირდა 3.80 მგ-ით Fe/გ მშრალი წონა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით ნამკურნალევ პაციენტებში (საწყისი დოზა 10 მგ/კგ/დღეში), ხოლო პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებში დაფიქსირდა აღნიშნული კონცენტრაციის ზრდა 0.38 მგ-ით Fe/გ მშრალი წონა (p<0.001). საშუალოდ, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით (საწყისი დოზა - 10 მგ/კგ/დღე) ნამკურნალევ პაციენტებში შრატში ფერიტინის შემცველობა შემცირდა 222.0 მკგ/ლ-ით, ხოლო პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებში დაფიქსირდა მაჩვენებლის მატება 115 მკგ/ლ-ით (p<0.001).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის ფორმულასთან შედარებით. სიმძლავრის კორექტირების შემდეგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (360 მგ სიმძლავრის) დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის (500 მგ სიმძლავრის) ექვივალენტური იყო პლაზმაში კონცენტრაციის დროის მრუდის (AUC) ფარგლებში საშუალო დიაპაზონთან დაკავშირებით, უზმოზე. Cmax გაიზარდა 30%-ით (90% CI: 20.3% - 40.0%); თუმცა, კლინიკური ზემოქმედების/რეაქციის ანალიზმა ამგვარი ზრდის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ გამოავლინა.
შეწოვა
დეფერასიროქსი (დისპერგირებადი ტაბლეტის ფორმულა) შეიწოვება პერორული მიღების შემდგომ და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) არის დაახლოებით 1.5-4 საათი. დეფერასიროქსის (დისპერგირებადი ტაბლეტის ფორმულა) აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (AUC) შეადგენს დაახლოებით 70%-ს, ინტრავენურ დოზირებასთან შედარებით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმულის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის. დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ბიოშეღწევადობა დისპერგირებად ტაბლეტებთან შედარებით 36%-ით მაღალი იყო. საკვების ეფექტის კვლევამ, რაც მოიცავდა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებას ჯანმრთელი მოხალისეების მიერ უზმოზე და დაბალცხმიან საკვებთან (ცხიმის შემცველობა კალორიების <10%) ან ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან (ცხიმის შემცველობა კალორიების >50%) ერთად იმაზე მიუთითებდა, რომ AUC და Cmax ოდნავ შემცირდა დაბალცხიმიანი საკვების მიღების შემთხვევაში (11%-ით და 16%-ით, შესაბამისად). ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების მიღების შემდეგ, AUC და Cmax გაიზარდა (18%-ით და 29%-ით, შესაბამისად). Cmax-ის მომატება ფორმულის ცვლილების გამო და ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების ეფექტის გამო, შეიძლება დამატებითი კომპონენტი იყოს და, შესაბამისად, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია მშიერ კუჭზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად.
განაწილება
დეფერასიროქსი მაღალი ხარისხით (99%-ით) უკავშირდება პლაზმის ცილებს, თითქმის მთლიანად უკავშირდება შრატის ალბუმინებს და გააჩნია განაწილების დაბალი მოცულობა, დაახლოებით 14 ლ, მოზრდილებში.
ბიოტრანსფორმაცია
დეფერასიროქსის ძირითად მეტაბოლურ გზას წარმოადგენს გლუკურონიზაცია, შემდგომი ექსკრეციით ნაღველთან ერთად. გლუკურონიდების დეკონიუგაცია მიმდინარეობს ნაწლავში, სავარაუდოდ შემდგომი რეაბსორბციით (ენტეროჰეპატური რეცირკულაცია): ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში, დეფერასიროქსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ქოლესტირამინის გამოყენებამ გამოიწვია დეფერასიროქსის ზემოქმედების (AUC) შემცირება 45%-ით.
დეფერასიროქსი ძირითადად გლუკურონიზდება UGT1A1-სა და ნაკლები ხარისხით UGT1A3-ის საშუალებით. დეფერასიროქსის მეტაბოლიზმი, რასაც აკატალიზებს CYP450 (ოქსიდაციური), ადამიანებში წარმოებს უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 8%). არ დაფიქსირებულა დეფერასიროქსის მეტაბოლიზმის ინჰიბირება ოქსიშარდმჟავათი in vitro.
გამოყოფა
დეფერასიროქსი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად განავალთან ერთად გამოიყოფა (დოზის 84%). დეფერასიროქსის თირკმლისმიერი ექსკრეცია მინიმალურია (დოზის 8%). ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი (t1/2) მერყეობს 8 საათიდან 16 საათამდე. დეფერასიროქსის ნაღველთან ერთად გამოყოფაში ჩართულია ტრანსპორტიორები MRP2 და MXR (BCRP).
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
დეფერასიროქსის Cmax და AUC0-24სთ იზრდება დოზასთან ერთად დაახლოებით ხაზოვნად, წონასწორული კონცენტრაციების პირობებში. მრავალჯერადი დოზების გამოყენებისას პრეპარატის ზემოქმედება მატულობს 1.3-2.3 აკუმულაციის ფაქტორების ხარჯზე.
მახასიათებლები პაციენტებში
პედიატრიული პაციენტები
დეფერასიროქსის საერთო ზემოქმედება მოზარდებსა (12 წლიდან <17 წლამდე) და ბავშვებში (2 წლიდან <12 წლამდე) მისი ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ, გაცილებით ნაკლებია მოზრდილ პაციენტებთან შედარებით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ზემოქმედება 50%-ით ნაკლები იყო მოზრდილებთან შედარებით. ვინაიდან დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, აღნიშნულს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
სქესი
ქალებში დეფერასიროქსის კლირენსი ზომიერად დაბალია (17,5%-ით), ვიდრე მამაკაცებში. ვინაიდან დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, მას რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
ხანდაზმული პაციენტები
დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის) შესწავლილი არ არის.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის. დეფერასიროქსის ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენას არ ახდენს ღვიძლის ტრანსამინაზების დონე, რომელიც 5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
20 მგ/კგ დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების ერთჯერადი დოზების გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, პრეპარატის საშუალო ზემოქმედება ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის მქონე პაციენტებში („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით A კლასი) გაიზარდა 16%-ით და 76%-ით - ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით B კლასის) მქონე პირებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. დეფერასიროქსის საშუალო Cmax ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში გაიზარდა 22%-ით. ზემოქმედება გაიზარდა 2,8-ჯერ ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით C კლასის) პირში (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“, „გაფრთხილებების და უსაფრთხოების ზომები“).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ზენო 90 მგ
ზენო 180 მგ
ზენო 360 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორმულა:
ზენო 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ერთი კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 90 მგ დეფერასიროქსს და საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171) და FD&C ლურჯ #2/ინდიგო კარმინის ალუმინის პიგმენტს (E132).
ზენო 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ერთი კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 180 მგ დეფერასიროქსს და საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171) და FD&C ლურჯ #2/ინდიგო კარმინის ალუმინის პიგმენტს (E132).
ზენო 360 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ერთი კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 360 მგ დეფერასიროქსს და საღებავის სახით - ტიტანის დიოქსიდს (E171), FD&C ლურჯ #2/ინდიგო კარმინის ალუმინის პიგმენტს (E132) და რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის შემბოჭავი საშუალებები.

ჩვენებები:
თერაპიული ჩვენებები
ზენო ნაჩვენებია სისხლის ხშირი გადასხმების (≥ 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა) შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობაში 6 წელზე უფროსი ასაკის, ბეტა თალასემიის მქონე პაციენტებში.
ზენო ასევე ნაჩვენებია სისხლის გადასხმის შედეგად რკინის ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ, როდესაც დეფეროქსამინით თერაპია უკუნაჩვენები ან არაადექვატურია პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:
სისხლის ხშირი გადასხმების შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვისას ბეტა თალასემიის მქონე, 2-5 წლის პედიატრიულ პაციენტებში (≥ 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა),
ხშირი გადასხმების შედეგად განვითარებული რკინით ქრონიკული გადატვირთვისას ბეტა თალასემიის მქონე მოზრდილებსა და ≥2 წლის პედიატრიულ პაციენტებში (< 7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა),
მოზრდილებსა და ≥2 წლის პედიატრიულ პაციენტებში ანემიის სხვა ფორმებით.
ზენო ასევე ნაჩვენებია რკინით ქრონიკული გადატვირთვის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ქელატიზაციის თერაპიას, როდესაც დეფეროქსამინით თერაპია უკუნაჩვენები ან არაადექვატურია არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომის მქონე ≥10 წლის პაციენტებში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. კომბინირება სხვა რკინის ქელატორით თერაპიასთან, ვინაიდან მსგავსი კომბინაციის უსაფრთხოება დადგენილი არ არის (იხილეთ პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი“).
პაციენტები სავარაუდო კრეატინინის კლირენსით < 60 მლ/წთ.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
თირკმლის ფუნქცია
დეფერასიროქსი შეისწავლეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა შრატში კრეატინინის საწყისი დონე ასაკის შესაბამისი ნორმის ზღვარს არ აღემატებოდა.
კლინიკური კვლევების დროს, შრატში კრეატინინის დონის >33% მომატება ≥2 თანმიმდევრული შემთხვევის დროს, ზოგჯერ ნორმის ზედა ზღვარზე მეტად, დაფიქსირდა პაციენტების 36%-ში. ეს შემთხვევები იყო დოზა-დამოკიდებული. პაციენტების დაახლოებით ორმა მესამედმა, რომელმაც აჩვება შრატში კრეატინინის დონის მატება, დაუბრუნდა 33% დონეს დოზის კორექციის გარეშე. დარჩენილ ერთ მესამედში შრატში კრეატინინის დონის მატება ყოველთვის არ პასუხობდა დოზის შემცირებას ან დოზირების შეწყვეტას. ზოგიერთ შემთხვევაში, დოზის შემცირების შემდეგ აღინიშნება შრატში კრეატინინის მაჩვენებლების სტაბილიზაცია. დეფერასიროქსის პოსტ-მარკეტინული გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). ზოგიერთი პოსტ-მარკეტინგული შემთხვევის დროს, თირკმლის ფუნქციის გაუარესებამ გამოიწვია თირკმლის უკმარისობა, რასაც დასჭირდა დროებითი ან პერმანენტული დიალიზი.
შრატში კრეატინინის დონის მატების მიზეზები არ არის დადგენილი. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრატში კრეატინინის დონის მონიტორინგს იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ თირკმლის ფუნქციის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპარატებს, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დეფერასიროქსის მაღალ დოზებს და/ან დაბალი სიხშირით იკეთებენ გადასხმებს (<7 მლ/კგ/თვეში ერითროციტარული მასა ან <2 ერთეული/თვეში მოზრდილებისათვის). იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ კვლევებში დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების 30 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას არ აღინიშნებოდა გვერდითი მოვლენები თირკმლების მხრივ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით მიღებისას თირკმლების მხრივ გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის გამორიცხვა არ შეიძლება.
რეკომენდებულია, რომ შრატში კრეატინინის დონე შეფასდეს ორმაგად თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია შრატში კრეატინინის, კრეატინინის კლირენსის (შეფასებულია კოკროფტ-გოლტის ან MDRD ფორმულით მოზრდილებში და შვარცის ფორმულით - ბავშვებში) და/ან პლაზმური ცისტატინის C დონის მონიტორინგი თერაპიის დაწყებამდე, ყოველკვირეულად დეფერასიროქსით თერაპიის დაწყების ან შეცვლის პირველი თვის განმავლობაში (ფორმულის შეცვლის ჩათვლით), და შემდეგ უკვე ყოველთვიურად. პაციენტები თირკმლის უკვე არსებული დარღვევებით და პაციენტები, რომლებიც ღებულობენ თირკმლის ფუნქციის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება გართულებების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფაღარათი ან პირღებინება, მნიშვნელოვანია ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება.
დეფერასიროქსით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მეტაბოლური აციდოზის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. აღნიშნული პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომის) ან ფაღარათი, ან ისეთი მდგომარეობები, რომლებშიც მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი წარმოადგენს ცნობილ გართულებას. კლინიკური ჩვენებით, აღნიშნულ პოპულაციაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი. მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია ზენოთი თერაპიის შეწყვეტა.
თირკმლის ტუბულოპათიის (როგორიცაა ფანკონის სინდრომი) და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმების პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები, დაკავშირებული ცნობიერების შეცვლასთან ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში, აღინიშნა დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში, ძირითადად ბავშვებში. რეკომენდებულია ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის გათვალისწინება და ამონიუმის დონეების განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდებათ ფსიქიური მდგომარეობის აუხსნელი ცვლილებები დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ცხრილი 3. დოზის კორექცია და მკურნალობის შეწყვეტა თირკმლის მონიტორინგის შემთხვევაში
შრატში კრეატინინი
კრეატინინის კლირენსი
მკურნალობის დაწყებამდე
ორჯერ (2x)
და
ერთხელ (1 x)
უკუნაჩვენებია
<60 მლ/წთ
მონიტორინგი
- პირველი თვე თერაპიის დაწყების ან დოზის შეცვლის შემდეგ (ფორმულის შეცვლის ჩათვლით)
კვირაში ერთხელ
და
კვირაში ერთხელ
- შემდეგ
თვეში ერთხელ
თვეში ერთხელ
დღიური დოზის შემცირება 7 მგ/კგ-ით დღეში (აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები), თუ თირკმლის პარამეტრები დაფიქსირდა ორი შემდგომი ვიზიტისას და არ შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მიზეზებთან
მოზრდილი პაციენტები
>33% მკურნალობამდელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი
და
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
პედიატრიული პაციენტები
> ასაკის შესაბამისი ULN**
და/ან
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
დოზის შემცირების შემდეგ, შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ
მოზრდილები და ბავშები
შენარჩუნებულია > 33% მკურნალობამდელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი
და/ან
<LLN* (<90 მლ/წთ) შემცირება
- LLN: ნორმის ქვედა ზღვარი
- * ULN: ნორმის ზედა ზღვარი
მკურნალობა შეიძლება განახლდეს ინდივიდუალური კლინიკური გარემოებების მიხედვით.
თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის მარკერების დონეების ცვლილებების შემთხვევაში და/ან კლინიკური ჩვენებებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
პროტეინურია (მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ თვეში ერთხელ აუცილებელია ანალიზის ჩატარება);
გლიკოზურია დიაბეტის არმქონე პაციენტებში და შრატში კალიუმის, ფოსფატის, მაგნიუმის ან ურატების დაბალი დონე (მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში).
თირკმლის ტუბულოპათია ძირითადად აღინიშნა ბეტა თალასემიის მქონე, დეფერასიროქსით ნამკურნალევ ბავშვებსა და მოზარდებში.
პაციენტებმა უნდა მიმართონ ნეფროლოგს, და დამატებითი სპეციალიზებული გამოკვლევები (მაგალითად, თირკმლის ბიოფსია) შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ, თუ დოზის შემცირებისა და შეწყვეტის მიუხედავად აღინიშნება შემდეგი:
შრატში კრეატინინის დონე რჩება მნიშვნელოვნად მომატებული, და
თირკმლის ფუნქციის სხვა მარკერის მუდმივი დარღვევა (მაგალითად, პროტეინურია, ფანკონის სინდრომი).
ღვიძლის ფუნქცია
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება აღინიშნა დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში. დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა ფატალურად. ცნობიერების ცვლილებასთან დაკავშირებული მძიმე ფორმები, ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში, შეიძლება განვითარდეს დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში, განსაკუთრებით ბავშვებში. რეკომენდებულია ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის გათვალისწინება და ამონიუმის დონეების განსაზღვრა იმ პაციენტებში, რომლებსაც დეფერასიროქსით თერაპიის დროს განუვითარდათ ფსიქიური მდგომარეობის აუხსნელი ცვლილებები. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ადექვატური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცულობის განლევის მოვლენები (მაგალითად, ფაღარათი და პირღებინება), განსაკუთრებით მწვავე დაავადების მქონე ბავშვებში. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევათა უმრავლესობა აღინიშნა მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, უკვე არსებული ღვიძლის ციროზის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, დეფერასიროქსის როლის, როგორც ხელშემწყობი ან დამამძიმებელი ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).
მკურნალობის დაწყებამდე, პირველი თვის განმავლობაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ და შემდეგ თვეში ერთხელ რეკომენდებულია შრატში ტრანსამინაზების, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის დონის შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება შრატში ტრანსამინაზების დონეების პერსისტული და პროგრესულ მომატება, რისი დაკავშირება სხვა მიზეზებთან შეუძლებელია, ზენოს მიღება უნდა შეწყდეს. ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევის მიზეზის დაზუსტების შემდეგ ან ნორმალურ დონეებზე დაბრუნებისას, მიზანშეწონილია მკურნალობის სათანადო სიფრთხილის დაცვით განახლება დაბალი დოზით და დოზის თანდათანობითი გაზრდით.
ზენო არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით C კლასი) (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ცხრილი 4. უსაფრთხოების მონიტორინგთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეჯამება
ტესტი
სიხშირე
შრატში კრეატინინი
ორჯერ მკურნალობის დაწყებამდე.
კვირაში ერთხელ თერაპიის პირველი თვის განმავლობაში ან დოზის კორექციის შემდეგ (ფორმულის შეცვლის ჩათვლით). შემდეგ თვეში ერთხელ.
კრეატინინის კლირენსი და/ან პლაზმური ცისტატინი C
მკურნალობის დაწყებამდე.
კვირაში ერთხელ თერაპიის პირველი თვის განმავლობაში ან დოზის კორექციის შემდეგ (ფორმულის შეცვლის ჩათვლით). შემდეგ თვეში ერთხელ.
პროტეინურია
მკურნალობის დაწყებამდე.
შემდეგ თვეში ერთხელ.
თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის სხვა მარკერები (როგორიცაა გლიკოზურია დიაბეტის არმქონე პაციენტებში და შრატში კალიუმის, ფოსფატის, მაგნიუმის ან ურატის დაბალი დონეები, ფოსფატურია, ამინოაციდურია)
საჭიროების მიხედვით
შრატის ტრანსამინაზები, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზა
მკურნალობის დაწყებამდე.
2 კვირაში ერთხელ თერაპიის პირველი თვის განმავლობაში.
შემდეგ თვეში ერთხელ
ყურის და თვალის შემოწმება
მკურნალობის დაწყებამდე.
შემდეგ წელიწადში ერთხელ.
სხეულის წონა, სიმაღლე და სქესობრივი განვითარება
მკურნალობის დაწყებამდე.
წელიწადში ერთხელ პედიატრიულ პაციენტებში.
პაციენტებში სიცოცხლის ხანმოკლე ხანგრძლივობით (მაგალითად, მიელოდისპლაზიური სინდრომის მაღალი რისკი), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანმხლებ დაავადებებს შეუძლია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა, ზენოს სარგებელი შეიძლება შეიზღუდოს და იყოს რისკებზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ პაციენტებში ზენოთი მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების (განსაკუთრებით, ფაღარათის) განვითარების უფრო მომატებული სიხშირის გამო.
არატრანსფუზიული თალასემიის მქონე ბავშვებში მონაცემები ძალიან შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). აქედან გამომდინარე, ზენოს თერაპია უნდა წარიმართოს მკაცრის მონიტორინგის ქვეშ გვერდითი მოვლენების და რკინის გადატვირთვის გამოსავლენად პედიატრიულ პოპულაციაში. გარდა ამისა, რკინით მძიმე გადატვირთვისას, არატრანსფუზიული თალასემიის მქონე ბავშვებში ზენოთი მკურნალობისას, ექიმმა უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ აღნიშნულ პაციენტებში ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგები დღეისათვის ცნობილი არ არის.
გასტროინტესტინალური დარღვევები
პაციენტებში, ბავშვებისა და მოზარდების ჩათვლით, დეფერასიროქსით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ზედა გასტროინტესტინალური დაწყლულება და სისხლდენები. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მრავლობითი წყლულები (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). დაფიქსირდა საჭმლის მომნელებელი გზების პერფორაციის გართულებული წყლულების შემთხვევებში. ასევე, აღინიშნა კუჭ-ნაწლავიდან ფატალური სისხლდენები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებები და/ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. ექიმებმა და პაციენტებმა ზენოთი თერაპიის დროს ყურადღებით უნდა დააკვირდნენ კუჭ-ნაწლავის გზების დაწყლულებისა და სისხლდენების ნიშნებსა და სიმპტომებს და სასწრაფოდ დაიწყონ დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების საფრთხე. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ზენოს წყლულის გამომწვევი დადასტურებული უნარის მქონე პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს და პაციენტებში < 50,000/მმ2 თრომბოციტებით (50x 109/ლ) (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი“).
დარღვევები კანის მხრივ
ზენოთი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი. შემთხვევათა უმრავლესობაში გამონაყარი სპონტანურად ალაგდება. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განახლდეს გამონაყარის ალაგების შემდეგ, უფრო დაბალი დოზით და დოზის თანდათანობითი მომატებით. მძიმე შემთხვევებში, მკურნალობის განახლებისას ხანმოკლე პერიოდით შეიძლება ამ პრეპარატის პერორალურ სტეროიდებთან კომბინაციაში გამოყენება. გამოვლინდა კანის მხრივ მწვავე გვერდითი რეაქციები (SCAR), სტივენ-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისა (TEN) და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით წამლისმიერი რეაქციების (DRESS) ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლისთვის სახიფათო ან ფატალური. კანის მხრივ ნებისმიერ მწვავე გვერდით რეაქციაზე (SCAR) ეჭვის შემთხვევაში, ზენოთი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს. პრეპარატის დანიშვნის მომენტისათვის, პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესაძლო განვითარების შესახებ, აუცილებელია მათი მკაცრი მონიტორინგი.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
დეფერასიროქსით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე შემთხვევები (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიოედემა). უმრავლეს შემთხვევაში რეაქციები მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში გამოლინდა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). აღნიშნული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ზენოს მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაფერისი მკურნალობა. დეფერასიროქსის განახლება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური შოკის რისკის არსებობის გამო (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
მხედველობა და სმენა
სმენითი (სმენის დაქვეითება) და მხედველობითი (ბროლის შემღვრევა) დარღვევები გამოვლინდა დეფერასიროქსით მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). მკურნალობის დაწყებამდე, რეკომენდებულია სმენის და მხედველობის შემოწმება და შემდგომ, რეგულარული ინტერვალებით (ყოველ 12 თვეში ერთხელ). დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის შემცირების ან შეწყვეტის განხილვა.
დარღვევები სისხლის მხრივ
პოსტ-მარკეტინგული კვლევების ანგარიშებში დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში აღინიშნა ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის ან პანციტოპენიის (ან აღნიშნული ციტოპენიების გართულების) და გართულებული ანემიის შემთხვევები. ამ პაციენტების უმრავლესობას ადრეც აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური დაავადებები, რაც ხშირად უკავშირდება ძვლის ტვინის უკმარისობას. მიუხედავად ამისა, ხელშემწყობი ან დამამძიმებელი როლის გამორიცხვა არ შეიძლება. იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დაუდგენელი ციტოპენია, მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა.
სხვა ფაქტორები
თერაპიის მიმართ პაციენტის საპასუხო რეაქციის შეფასების მიზნით რეკომენდებულია შრატში ფერიტინის დონის მონიტორინგი თვეში ერთხელ (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“). იმ შემთხვევაში, თუ შრატში ფერიტინი მუდმივად არის < 500 მკგ/ლ (ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის დროს) ამ <300 მკგ/ლ (არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომი დროს), მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა.
შრატში კრეატინინის, შრატში ფერიტინისა და შრატში ტრანსამინაზების ანალიზის შედეგები უნდა ჩაიწეროს და რეგულარულად შეფასდეს.
ორ კლინიკურ კვლევაში, დეფერასიროქსით ნამკურნალევი 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების ზრდა და სქესობრივი განვითარება არ შეცვლილა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). თუმცა, ზოგადი უსაფრთხოების მიზნებისათვის, ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის მქონე პედიატრიული პაციენტების მართვისას აუცილებელია სხეულის წონის, სიმაღლისა და სქესობრივი განვითარების მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარული ინტერვალებით (12 თვეში ერთხელ). რკინით მძიმე გადატვირთვის დადასტურებული გართულება არის გულის დისფუნქცია. რკინით მძიმე გადატვირთვის მქონე პაციენტებში, ზენოთი ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
დეფერასიროქსის ორსულობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა უმნიშვნელო რეპროდუქციული ტოქსიკურობა დედისთვის ტოქსიკურ დოზებზე (იხილეთ პუნქტი „უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები“). ადამიანებისათვის პოტენციური რისკი უცნობია.
სიფრთხილის ზომის სახით, ზენოს მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული.
ზენომ შეიძლება შეამციროს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტიანობა (იხილეთ პუნქტი „სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებანი“). რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებისათვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი ან ალტერნატიული არა-ჰორმონული მეთოდების გამოყენება ზენოთი მკურნალობის დროს.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, დეფერასიროქსი სწრაფად და ინტენსიურად გამოიყოფოდა დედის რძეში. ნაშირზე ეფექტი არ აღინიშნებოდა. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დეფერასიროქსი დედის რძეში. ზენოთი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ადამიანებისათვის ფერტილობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, გვერდითი მოვლენები მამრისა თუ მდედრის ფერტილობაზე არ გამოვლენილა (იხილეთ პუნქტი „უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები“).
ზეგავლენა ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე:
ზენოს მინიმალური ზეგავლენა გააჩნია ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).
გვერდითი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მოზრდილებსა და პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ქრონიკული მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (ძირითადად, პირღებინება, გულისრევა, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი) და გამონაყარი კანზე. ფაღარათი უფრო ხშირად აღინიშნებოდა 2-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებსა და ხანდაზმულებში. აღნიშნული რეაქციები არის დოზა-დამოკიდებული, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის, ზოგადად ტრანზიტორული, რაც უმეტეს შემთხვევაში, ალაგდებოდა მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
კლინიკური კვლევების დროს, პაციენტთა დაახლოებით 36%-ში დაფიქსირდა შრატში კრეატინინის დოზა-დამოკიდებული მომატება, თუმცა უმრავლესობა ნორმის ფარგლებში დარჩა. კრეატინინის საშუალო კლირენსის შემცირება აღინიშნებოდა ბეტა თალასემიის და რკინით გადატვირთვის მქონე პედიატრიულ და მოზრდილ პაციენტებში მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში, თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული შემცირება არ გრძელდება მკურნალობის მომდევნო წლებში. დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მატების შემთხვევები. რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლების პარამეტრების უსაფრთხოების მონიტორინგის სქემები. სმენის (დაქვეითებული სმენა) და მხედველობის (ბროლის შემღვრევა) მხრივ დარღვევები არახშირია, ასევე რეკომენდებულია გამოკვლევები წელიწადში ერთხელ (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) და ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით წამლისმიერი რეაქციების (DRESS) ჩათვლით, აღინიშნა დეფერასიროქსით მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ცხრილის სახით
გვერდითი მოველენები წარმოდგენილია შემდეგი წესის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥l/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშიათი (<1/10,000); უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოადგენილია მათი სიმძიმის კლებადობით.
ცხრილი 5
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
უცნობია:
პანციტოპენია1, თრომბოციტოპენია1, გართულებული ანემია1, ნეიტროპენია1
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციებისა და ანგიოედემის1 ჩათვლით)
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
უცნობია:
მეტაბოლური აციდოზი1
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი:
შფოთვა, ძილის დარღვევა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი:
თავის ტკივილი
არახშირი:
თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის მხრივ
არახშირი:
კატარაქტა, მაკულოპათია
იშვიათი:
ოპტიკური ნევრიტი
სმენისა და ლაბირინთის დარღვევები
არახშირი:
სიყრუე
სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყრის დარღვევები
არახშირი:
ხორხის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი:
ფაღარათი, შეკრულობა, პირღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დისპეფსია
არახშირი:
გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა, კუჭის წყლული (მრავლობითი წყლულების ჩათვლით), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი
იშვიათი:
ეზოფაგიტი
უცნობია:
გასტროინტესტინალური პერფორაცია1, მწვავე პანკრეატიტი1
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი:
ტრანსამინაზების მომატება
არახშირი:
ჰეპატიტი, ქოლელითიაზი
უცნობია:
ღვიძლის უკმარისობა1,2
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი:
გამონაყარი, ქავილი
არახშირი:
პიგმენტაციის დარღვევები
იშვიათი:
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
უცნობია:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი1, ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი1, ჭინჭრის ციება1, მრავალფორმული ერითემა1, ალოპეცია1, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)1
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან ხშირი:
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
ხშირი:
პროტეინურია
არახშირი:
თირკმლის მილაკოვანი დარღვევები (შეძენილი ფანკონის სინდრომი), გლიკოზურია
უცნობია:
თირკმლის მწვავე უკმარისობა1,2, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი1, ნეფროლითიაზი1, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი1
ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილებში
არახშირი:
ცხელება, შეშუპება, დაღლილობა
1 პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს აღრიცხული გვერდითი მოვლენები. აღნიშნული მოვლენები მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან, რომელთა დროს ყოველთვის არ არის შესაძლებელი სიხშირის ან სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მიზეზობრივი კავშირის უტყუარი დადგენა.
2 დაფიქსირდა ცნობიერების შეცვლასთან დაკავშირებული მძიმე ფორმები ჰიპერამონემიური ენცეფალოპათიის კონტექსტში.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
ნაღვლოვანი კენჭები და მსგავსი ბილიარული დარღვევები აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 2%-ში. ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება გვერდითი მოვლენის სახით დაფიქსირდა პაციენტების 2%-ში. ტრანსამინაზების მომატება, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს და იყო ჰეპატიტის მიმანიშნებელი, იყო არახშირი (0.3%). პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს, ღვიძლის უკმარისობა, ზოგჯერ ფატალურიც კი, დაფიქსირდა დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტების გამოყენების დროს, განსაკუთრებით ღვიძლის ციროზის ანამნეზის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). არსებობს მეტაბოლური აციდოზის პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. აღნიშნული პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ტუბულოპათია (ფანკონის სინდრომი) ან ფაღარათი, ან აღენიშნებოდა ისეთი მდგომარეობები, როდესაც მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი არის ცნობილი გართულება (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). მძიმე, მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები აღინიშნა დასაბუთებული ძირითადი ბილიარული მოვლენების გარეშე. ისევე როგორც რკინის სხვა ქელატორებით მკურნალობისას, დეფერასიროქსით ნამკურნალევ პაციენტებში იშვიათად აღინიშნა მაღალსიხშირიანი სმენის დაკარგვა და ბროლის შემღვრევა (ადრეული კატარაქტა) (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
კრეატინინის კლირენსი ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის დროს
რეტროსპექტულ მეტა-ანალიზში, ბეტა თალასემიის მქონე 2,102 მოზრდილსა და პედიატრიული ასაკის პაციენტში, რკინის ტრანსფუზიული გადატვირთვით, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობისას, ორ რანდომიზებულ და ოთხ ღია კვლევაში, ხუთი წლის ხანგრძლივობით, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში აღინიშნა საშუალო კრეატინინის კლირენსის 13,2% შემცირება მოზრდილ პაციენტებში (95% Cl: -14.4% - -l2.1%; n=935) და 9.9% (95% Cl: -11.1% - -8.6%; n=1,142) პედიატრიული ასაკის პაციენტებში. 250 პაციენტში, რომლებშიც მიმდინარეობდა დაკვირვება 5 წლამდე, კრეატინინის კლირენსის შემდგომი შემცირება არ აღინიშნა.
კლინიკური კვლევა პაციენტებში არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომით
1-წლიან კვლევაში პაციენტებში არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომით და რკინით გადატვირთვით (დისპერგირებადი ტაბლეტები დოზით 10 მგ/კგ/დღეში), ფაღარათი (9.1%), გამონაყარი (9.1%) და გულისრევა (7,3%) წარმოადგენდა პრეპარატთან დაკავშირებულ ყველა ხშირ გვერდით მოვლენებს. შრატის კრეატინინისა და კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების ცვლილებები აღინიშნა 5.5% და 1.8% პაციენტში, შესაბამისად. ღვიძლის ტრანსამინაზების საწყისი მაჩვენებლიდან 2-ჯერ და ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მომატება აღინიშნა პაციენტების 1,8%-ში.
პედიატრიული პოპულაცია
ორ კლინიკურ კვლევაში, დეფერასიროქსით ნამკურნალევი პედიატრიული პაციენტების ზრდა და სქესობრივი განვითარება 5 წლამდე პერიოდში არ დარღვეულა (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
ფაღარათი უფრო ხშირად აღინიშნება 2-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, ვიდრე უფროს პაციენტებში. თირკმლის ტუბულოპათია ძირითადად აღინიშნებოდა დეფერასიროქსით ნამკურნალევ, ბეტა თალასემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში, მეტაბოლური აციდოზის შემთხვევათა მაღალი პროპორცია გამოვლინდა ბავშვებში ფანკონის სინდრომის კონტექსტით.
მწვავე პანკრეატიტი აღინიშნებოდა ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
დეფერასიროქსის უსაფრთხოება რკინის სხვა ქელატორებთან კომბინაციაში დადგენილი არ არის. ამიტომ, მისი კომბინირება რკინის სხვა ქელატორებთან არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
საკვებთან ურთიერთქმედება
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების Cmax გაიზარდა (29%-ით) ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად მიღებისას. ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება უზმოზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად, სასურველია დღის ერთი და იგივე მონაკვეთში (იხილეთ პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ზენოს სისტემური ზემოქმედება
დეფერასიროქსის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია UGT ფერმენტებზე. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში, დეფერასიროქსისა (ერთჯერადი 30 მგ/კგ დოზა, დისპერგირებადი ტაბლეტი) და ძლიერ UGT ინდუქტორის, რიფამპიცინის (მრავალჯერადი დოზა 600 მგ/დღეში) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია დეფერასიროქსის მოქმედების 44%-ით შემცირება (90% CI: 37%-51%). შესაბამისად, ზენოს ძლიერ UGT ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, რიტონავირთან) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზენოს ეფექტიანობის შემცირება. კომბინირების დროს და მას შემდეგ აუცილებელია პაციენტის შრატის ფერიტინის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზენოს დოზის კორექცია.
ქოლესტირამინმა მნიშვნელოვნად შეამცირა დეფერასიროქსის ექსპოზიცია მექანისტიკურ კვლევაში ენტეროჰეპატური რეცირკულაციის ხარისხის დასადგენად (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ურთიერთმოქმედება მიდაზოლამთან და CYP3A4-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებისა და მიდაზოლამის (CYP3A4 სუბსტრატი) ერთობლივმა მიღებამ გამოიწვია მიდაზოლამის ზემოქმედების 17%-ით შემცირება (90% CI: 8%-26%). კლინიკურ პირობებში, ეს ეფექტი შეიძლება ბევრად უფრო გამოხატული იყოს. შესაბამისად, ეფექტიანობის შესაძლო შემცირების გამო, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა დეფერასიროქსის ისეთ ნივთიერებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (მაგალითად, ციკლოსპორინი, სიმვასტატინი, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ბეპრიდილი და ერგოტამინი).
ურთიერთმოქმედება რაპაგლინიდთან და CYP2C8-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის, როგორც ზომიერი CYP2C8 ინჰიბიტორის (30 მგ/კგ/დღე დისპერგირებადი ტაბლეტი) და რეპაგლინიდის, CYP2C8 სუბსტრატის 0.5 მგ ერთჯერადი დოზით ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია რეპაგლინიდის AUC-სა და Cmax-ის დაახლოებით 2.3-ჯერ (90% CI [2.03-2.63]) და 1.6-ჯერ (90% CI [1.42-1.84]), შესაბამისად, მომატება. ვინაიდან რეპაგლინიდის 0.5 მგ-ზე მაღალი დოზებით ურთიერთქმედება დადგენილი არ არის, უნდა მოვერიდოთ დეფერასიროქსისა და რეპაგლინიდის ერთდროულად გამოყენებას. თუ მათი კომბინაციაში გამოყენება აუცილებელი იქნება, უნდა შესრულდეს კლინიკური და სისხლის გლუკოზის სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). დეფერასიროქსსა და სხვა CYP2C8 სუბსტრატებს, მაგალითად, პაკლიტაქსელს, შორის ურთიერთქმედების გამორიცხვა არ შეიძლება.
ურთიერთმოქმედება თეოფილინთან და CYP1A2-ით მეტაბოლიზებულ სხვა საშუალებებთან
ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, დეფერასიროქსის, როგორც CYP1A2 ინჰიბიტორისა (დისპერგირებადი ტაბლეტის 30 მგ/კგ/დღე მრავალჯერადი დოზა), და CYP1A2 სუბსტრატის თეოფილინის (120 მგ ერთჯერადი დოზა) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია თეოფილინის AUC-ის 84%-ით (90% CI: 73%-95%) მომატება. ერთჯერადი დოზის Cmax-ზე ზემოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ თეოფილინის Cmax-ის მომატება მოსალოდნელია ქრონიკული დოზირების დროს. შესაბამისად, დეფერასიროქსისა და თეოფილინის კომბინირება რეკომენდებული არ არის. დეფერასიროქსისა და თეოფილინის ერთად გამოყენებისას, აუცილებელია თეოფილინის კონცენტრაციის მონიტორინგისა და თეოფილინის დოზის შემცირების გათვალისწინება. ასევე შეუძლებელია გამოირიცხოს ურთიერთმოქმედება დეფერასიროქსსა და სხვა CYP1A2 სუბსტრატებს შორის. იმ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად CYP1A2 სუბსტრატებით მეტაბოლიზდება და აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (მაგალითად, კლოზაპინი, ტიზანიდინი), გამოიყენება იგივე რეკომენდაციები, რაც თეოფილის შემთხვევაში.
სხვა ინფორმაცია
დეფერასიროქსისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთობლივი გამოყენება არ არის ფორმულად შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ დეფერასიროქსს უფრო დაბალი აფინურობა ახასიათებს ალუმინის მიმართ, ვიდრე რკინის მიმართ, დეფერასიროქსის ტაბლეტების გამოყენება ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
დეფერასიროქსის გამოყენებამ ისეთ საშუალებებთან ერთად, რომელთაც აქვთ დადასტურებული წყლულის გამომწვევი პოტენციალი, როგორიცაა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავა ჩათვლით მაღალი დოზებით), კორტიკოსტეროიდები ან პერორალური ბისფოსფონატები, შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის რისკი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“). დეფერასიროქსის გამოყენებამ ანტიკოაგულანტებთან ერთად ასევე შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი. აღნიშნულ ნივთიერებებთან დეფერასიროქსის კომბინირებისას აუცილებელია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.
დეფერასიროქსისა და ბუსულფანის ერთად გამოყენებამ გამოიწვია ბუსულფანის ექსპოზიციის (AUC) მომატება, თუმცა ურთიერთქმედების მექანიზმი გაურკვეველი რჩება. შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბუსულფანის სატესტო დოზის ფარმაკოკინეტიკის (AUC, კლირენსი) შესწავლა დოზის კორექციის მიზნით.
დოზირება და მიღების წესი:
ზენოთი მკურნალობა უნდა დაიწყოს და გაკონტროლდეს რკინით ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ.
პოზოლოგია
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვა
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ერითროციტარული მასის (PRBC) დაახლოებით 20 ერთეულის (დაახლოებით 100 მლ/კგ) გადასხმის შემდეგ ან როდესაც კლინიკური მონიტორინგით დადასტურდება, რომ აღინიშნება რკინით ქრონიკული გადატვირთვა (მაგალითად, შრატის ფერიტინი > 1,000 მკგ/ლ). დოზები (მგ/კგ-ში) უნდა გამოითვალოს და დამრგვალდეს მთლიანი ტაბლეტის უახლოეს ზომამდე.
რკინით ქელატიზაციის თერაპიის მიზანი არის გადასხმებით შეყვანილი რკინის მოცილება და, საჭიროების შემთხვევაში, რკინის არსებული გადატვირთვის შემცირება.
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). დისპერგირებადი ტაბლეტებიდან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე გადასვლისას, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა 30%-ით უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე დისპერგირებადი ტაბლეტების დოზა, დამრგვალებული უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.
შესაბამისი დოზები სხვადასხვა ფორმულებისათვის წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში.
ცხრილი 1. რეკომენდებული დოზები რკინით ტრანსფუზიული გადატვირთვის დროს
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დისპერგირებადი ტაბლეტები
გადასხმები
შრატის ფერიტინი
საწყისი დოზა
14 მგ/კგ/დღეში
20 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს 20 ერთეულის (დაახლოებით 100 მლ/კგ) შემდეგ
ან
> 1,000 მკგ/ლ
ალტერნატიული საწყისი დოზა
21 მგ/კგ/დღეში
30 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს >14 მლ/კგ/თვეში (დაახლოებით > 4 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის)
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
PRBC-ს <7 მლ/კგ/თვეში (დაახლოებით < 2 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის)
პაციენტებისთვის, რომელთა მართვა დეფეროქსამინით წარმატებულია
დეფეროქსამინის დოზის ერთი მესამედი
დეფეროქსამინის დოზის ნახევარი
მონიტორინგი
ყოველთვიური
სამიზნე დიაპაზონი
500-1,000 მკგ/ლ
კორექციის საფეხურები
(3-6 თვეში ერთხელ)
მომატება
> 2,500 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში 28 მგ/კგ-მდე დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში 40 მგ/კგ-მდე დღეში
შემცირება
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
< 2,500 მკგ/ლ
> 21 მგ/კგ/დღეში დოზებით ნამკურნალევ პაციენტებში
> 30 მგ/კგ/დღეში დოზებით ნამკურნალევ პაციენტებში
როდესაც მიზანი მიღწეულია
500-1,000 მკგ/ლ
მაქსიმალური დოზა
28 მგ/კგ/დღეში
40 მგ/კგ/დღეში
შესაძლო შეწყვეტის გათვალისწინება
< 500 მკგ/ლ
საწყისი დოზა
ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 14 მგ/კგ სხეულის წონა. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ რკინის მომატებული დონის შემცირებას და რომლებიც ასევე ღებულობენ > 14 მლ/კგ/თვეში ერთითროციტარულ მასას (დაახლოებით >4 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის), განიხილება 21 მგ/კგ საწყისი დღიური დოზის გამოყენება.
იმ პაციენტების შემთხვეევაში, რომლებიც არ საჭიროებენ სხეულში რკინის დონის შემცირებას და რომლებიც ასევე ღებულობენ <7 მლ/კგ/თვეში ერთითროციტარულ მასას (დაახლოებით <2 ერთ./თვეში მოზრდილებისთვის), განიხილება 7 მგ/კგ საწყისი დღიური დოზის გამოყენება. აუცილებელია პაციენტის საპასუხო რეაქციის მონიტორინგი და განიხილება დოზის მომატება იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი ეფექტიანობის მიღება ვერ ხერხდება (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებზეც კარგად მოქმედებს დეფეროქსამინი, განიხილება ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების საწყისი დოზის გამოყენება, რომელიც დეფეროქსამინის დოზის ერთი მესამედია (მაგალითად, პაციენტი, რომელიც ღებულობს 40 მგ/კგ/დღეში დეფეროქსამინს 5 დღის განმავლობაში ყოველკვირეულად (ან ექვივალენტურ დოზას), შეიძლება გადავიდეს ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების საწყის დღიურ დოზაზე 14 მგ/კგ/დღეში). როდესაც აღნიშნული შედეგი დღიური დოზის შემთხვევაში ნაკლებია 14 მგ/კგ სხეულის მასაზე, საჭიროა პაციენტის რეაქციის მონიტორინგი და დოზის მომატება, თუ საკმარისი ეფექტიანობის მიღწევა ვერ მოხერხდა (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
დოზის კორექცია
რეკომენდებულია შრატის ფერიტინის მონიტორინგი ყოველ თვე და ზენოს დოზის კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში, ყოველ 3 - 6 თვეში ერთხელ შრატის ფერიტინის ტენდენციების გათვალისწინებით. დოზის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს 3.5-დან 7 მგ/კგ ეტაპებად, რომელიც მორგებული იქნება პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციებსა და სამკურნალო მიზნებზე (რკინით დატვირთვის შენარჩუნება ან შემცირება). იმ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტროლდებიან 21 მგ/კგ დოზებზე (მაგალითად, შრატის ფერიტინის დონეები მუდმივად 2500 მკგ/ლ-ზე მაღალია და არც შემცირების ტენდენცია შეინიშნება), შეიძლება გათვალისწინებულ იქნას 28 მგ/კგ-მდე დოზები. 30 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტებით ჩატარებული კლინიკური კვლევების (264 პაციენტს აკვირდებოდნენ საშუალოდ 1 წლის განმავლობაში დოზის მომატების შემდეგ) შედეგად მიღებული, გრძელვადიანი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემების ხელმისაწვდომობა დღეისათვის შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ 21 მგ/კგ-მდე დოზებით ჰემოსიდეროზის მხოლოდ ძალიან ცუდი კონტროლი მიიღწევა, შემდგომმა მომატებამ (მაქსიმუმ 28 მგ/კგ-მდე) შეიძლება დამაკმაყოფილებელ კონტროლს ვერ მიაღწიოს და საჭირო გახდეს ალტერნატიული მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა. თუ 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზით დამაკმაყოფილებელი კონტროლი ვერ მიიღწევა, ასეთ დოზებით მკურნალობა არ უნდა შენარჩუნდეს და შეძლებისდაგვარად უნდა განიხილონ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტები. 28 მგ/კგ-ზე მაღალი დოზა არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულზე უფრო მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 21 მგ/კგ-ზე მაღალი დოზებით, დოზის შემცირება ეტაპობრივად 3,5 – 7 მგ/კგ-ით უნდა იქნას გათვალისწინებული კონტროლის მიღწევისას (მაგალითად, შრატის ფერიტინის დონე მუდმივად არის 2500 მკგ/ლ-ზე ნაკლები და დროთა განმავლობაში უჩვენებს შემცირების ტენდენციას). იმ პაციენტებში, რომელთა შრატის ფერიტინის დონემ მიაღწია სამიზნე მაჩვენებელს (500 და 1000 მკგ/ლ-ს შორის), დოზის შემცირება ეტაპობრივად 3,5-7 მგ/კგ-ით გამოიყენება შრატის ფერიტინის დონეების შესანარჩუნებლად სამიზნე დიაპაზონის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შრატის ფერიტინი შემცირდა 500 მკგ/ლ-ზე ნაკლებად, განიხილება მკურნალობის შეწყვეტა (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომები
ქელატიზაციის თერაპია უნდა დაიწყოს რკინით გადატვირთვის ნიშნების არსებობისას (ღვიძლში რკინის კონცენტრაცია [LIC] ≥5 მგ Fe/გრ მშრალი წონა [dw] ან შრატის ფერიტინის დონე თანმიმდევრულად >800 მკგ/ლ). LIC წარმოადგენს რკინით გადატვირთვის განსაზღვრის სასურველ მეთოდს და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი. ქელატიზაციის თერაპიის დროს აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ყველა პაციენტში ჭარბი ქელატიზაციის რისკების შესამცირებლად.
დეფერასიროქსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენს უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას დეფერასიროქსის დისპერგირებად ტაბლეტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). დისპერგირებადი ტაბლეტებიდან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე გადასვლის შემთხვევაში, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა იყოს 30%-ით უფრო დაბალი, ვიდრე დისპერგირებადი ტაბლეტების დოზა, დამრგვალებული უახლოეს მთლიან ტაბლეტამდე.
შესაბამისი დოზები სხვადასხვა ფორმულებისათვის წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში.
ცხრილი 2. რეკომენდებული დოზები არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების შემთხვევაში
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
დისპერგირებადი ტაბლეტები
ღვიძლში რკინის კონცენტრაცია (LIC)*
შრატის ფერიტინი
საწყისი დოზა
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
≥ 5 მგ Fe/გრ dw
ან
> 800 მკგ/ლ
მონიტორინგი
ყოველთვიური
კორექციის საფეხურები
(3-6 თვეში ერთხელ)
მომატება
≥ 7 მგ Fe/გრ dw
ან
> 2,000 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
შემცირება
< 7 მგ Fe/გრ dw
ან
≤ 2,000 მკგ/ლ
- 5 – 7
მგ/კგ/დღეში
5 - 10
მგ/კგ/დღეში
მაქსიმალური დოზა
14 მგ/კგ/დღეში
20 მგ/კგ/დღეში
7 მგ/კგ/დღეში
10 მგ/კგ/დღეში
მოზრდილებისთვის
არ შეფასებულა
და
≤ 2,000 მკგ/ლ
პედიატრიული პაციენტებისათვის
შეწყვეტა
< 3 მგ Fe/გრ dw
ან
< 300 მკგ/ლ
მკურნალობის განახლება
არ არის რეკომენდებული
- LIC არის რკინით გადატვირთვის განსაზღვრის უპირატესი მეთოდი.
საწყისი დოზა
ზენოს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზა არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომის მქონე პაციენტებში არის 7 მგ/კგ სხეულის წონა.
დოზის კორექცია
რეკომენდებულია შრატის ფერიტინის ყოველთვიური მონიტორინგი. მკურნალობის ყოველი 3-6 თვის შემდეგ, დოზის მატება 3,5-7 მგ/კგ-ით გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის LIC არის ≥7 მგ Fe/გრ dw, ან თუ შრატის ფერიტინი მუდმივად არის > 2,000 მკგ/ლ და არ ავლენს შემცირების ტენდენციას, ხოლო პაციენტი სამკურნალო პრეპარატის მიმართ ხასიათდება კარგი ამტანობით. 14 მგ/კგ-ზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დოზების გამოყენების გამოცდილება არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების მქონე პაციენტებში არ არსებობს.
იმ პაციენტებში, რომლებშიც LIC არ შეფასებულა და შრატის ფერიტინი არის ≤ 2,000 მკგ/ლ, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ-ს.
იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებშიც დოზა გაიზარდა >7 მგ/კგ-ით, რეკომენდებულია დოზის შემცირება 7 მგ/კგ-ით ან ნაკლებით, თუ LIC იქნება <7 მგ Fe/გრ dw ან შრატის ფერიტინი იქნება ≤2,000 მკგ/ლ.
მკურნალობის შეწყვეტა
რკინის დამაკმაყოფილებელი დონის მიღწევისას (LIC <3 მგ Fe/გრ dw ან შრატის ფერიტინი <300 მკგ/ლ), მკურნალობა უნდა შეწყდეს. არ არსებობს ინფორმაცია განმეორებითი მკურნალობის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებშიც რკინის დამაკმაყოფილებელი დონის მიღწევის შემდეგ კვლავ დაგროვდა რკინა და შესაბამისად მკურნალობის განმეორება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წლის ასაკის)
დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხანდაზმული პაციენტებისათვის ისეთივეა, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილია. კლინიკურ კვლევებში, ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენები აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში (განსაკუთრებით, ფაღარათი), რაც საჭიროებს სათანადო მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექციას.
პედიატრიული პოპულაცია
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვა:
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთვის მქონე, 2-17 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში, დოზირების რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილი პაციენტების შემთხვევაში. დროთა განმავლობაში პედიატრიული პაციენტების წონის ცვლილება გასათვალისწინებელია დოზის დაანგარიშებისას.
ტრანსფუზიული რკინით გადატვირთის მქონე, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში, ზემოქმედება უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები, ვიდრე მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, საწყისი დოზა უნდა იყოს იგივე, რაც მოზრდილებში, შემდგომი ინდივიდუალური ტიტრაციით.
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომები:
არატრანსფუზიული თალასემიის სინდრომების მქონე პედიატრიულ პაციენტებში, დოზა არ უნდა აღმატებოდეს 7 მგ/კგ-ს. აღნიშნულ პაციენტებში მნიშვნელოვანია LIC-ისა და შრატის ფერიტინის დონის მკაცრი მონიტორინგი ჭარბი ქელატიზაციის თავიდან ასაცილებლად: შრატის ფერიტინის ყოველთვიური შეფასების გარდა, საჭიროა LIC-ის მონიტორინგი სამ თვეში ერთხელ, თუ შრატის ფერიტინი არის ≤ 800 მკგ/ლ.
ბავშვები დაბადებიდან 23 თვემდე:
0-23 თვის ასაკის ბავშვებში დეფერასიროქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
დეფერასიროქსი არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და უკუნაჩვენებია <60 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ზენო არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით C კლასის) პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით („Child-Pugh“ კლასიფიკაციის მიხედვით B კლასი), დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, შემდგომი პროგრესული მომატებით 50% ლიმიტამდე (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“ და პუნქტი 5.2), ხოლო ზენო აღნიშნულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება. ყველა პაციენტში მკურნალობის დაწყებამდე, პირველი თვის ყოველ 2 კვირაში ერთხელ და შემდეგ ყოველთვიურად, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას“).
მიღების წესი
პერორალური გამოყენების.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, გარკვეული რაოდენობის წყლის მიყოლებით. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შეიძლება აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის დაფშვნა და რბილ საკვებთან ერთად მიღება, მაგალითად იოგურტთან ან ვაშლის სოუსთან (ვაშლის პიურესთან) ერთად. დოზის მიღება ხდება დაუყოვნებლივ და სრულად და არ ინახება შემდგომი გამოყენებისათვის.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მიღება შეიძლება უზმოზე ან მსუბუქ საკვებთან ერთად (იხილეთ პუნქტები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ჭარბი დოზირება:
დაფიქსირდა ჭარბი დოზირების შემთხვევები (დანიშნული დოზის მიღება 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში). ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ჭარბმა დოზირებამ გამოიწვია სუბკლინიკური ჰეპატიტი, რომელიც ალაგდა დოზირების შეწყვეტის შემდეგ. დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტის 80 მგ/კგ ერთჯერადმა დოზამ (რაც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის 56 მგ/კგ-ს შესაბამისია) რკინით გადატვირთის მქონე, თალასემიით დაავადებულ პაციენტებში გამოიწვია მსუბუქი გულისრევა და ფაღარათი.
ჭარბი დოზირების მწვავე ნიშნები შეიძლება იყოს გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ფაღარათი. ჭარბი დოზირების მკურნალობა შეიძლება პირღებინების გამოწვევით ან კუჭის გამორეცხვით, ასევე სიმპტომატური მკურნალობით.
შეფუთვა:
დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:
ზენო 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ზენო 180 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ზენო 360 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ilaç Sanayii ve Ticaret A.Ş.
სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი: NOBEL ilaç Sanayii ve Ticaret A.Ş.
დუზჯე/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.