ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, ნუშის ფორმისაა და ღია ცისფერი ფერი აქვს. ტაბლეტებს ერთ ზედაპირზე ,,GILEAD’’ და ,,4331’’, მეორე ზედაპირზე კი ,,300’’ გრავირება აქვს აღნიშნული. ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, 30 ტაბლეტის შემცველ ბოთლის შეფუთვაშია მოთავსებული. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტენოფოვირი (tenofovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 245მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- J05AF07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0107
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ვირეადი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, ნუშის ფორმისაა და ღია ცისფერი ფერი აქვს. ტაბლეტებს ერთ ზედაპირზე ,,GILEAD’’ და ,,4331’’, მეორე ზედაპირზე კი ,,300’’ გრავირება აქვს აღნიშნული. ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, 30 ტაბლეტის შემცველ ბოთლის შეფუთვაშია მოთავსებული. თითოეულ ბოთლის შეფუთვაში, ტაბლეტების დაცვის მიზნით მოთავსებულია სილიციუმის გელი სიმშრალის შენარჩუნებისთვის, რომელიც ბოთლიდან არ უნდა იქნას ამოღებული. სილიციუმის გელი პარკის ცალკე შეფუთვაში ანდა კოლოფშია მოთავსებული და არ უნდა გადაიყლაპოს.
ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, B ჰეპატიტის ვირუსული (HBV) ინფექციის, ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ტაბლეტები გამოიყენება:
ზრდასრულებში,
12 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ვირეადის 245 მგ ტაბლეტები, ასევე გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (HIV) გამოწვეული დაავადების სამკურნალოდაც. ტაბლეტები გამოიყენება:
18 წლის და მეტი ასაკის მქონე ზრდასრულებში,
ასევე, 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომლთაც წარსულში სხვა აივ ინფექციის სამკურნალო წამლებით მკურნალობა უკვე ჩატარებული აქვთ, თუმცა რეზისტენტობის განვითარების გამო სრულად არა ეფექტურია ანდა გვერდითი ეფექტების გამომწვევია.
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) მხრივ, ვირეადით მკურნალობის ჩასატარებლად, აივ (HIV) ინფექციის არსებობა აუცილებელი არ არის.
ვირეადი, მოქმედი ნივთიერების სახით ტენოფოვირის დიზოპროქსილს შეიცავს. აღნიშნული მოქმედი ნივთიერება B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ (HIV) ინფექციის ანდა ორივეს სამკრუნალოდ გამოყენებული ანტივირუსული ანდა ანტირეტროვირუსული წამალია. ტენოფოვირი, ძირითდად NTRI სახელით ცნობილი, ნუკლეოტიდის რევერსული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორია და ვირუსების კვლავ თვითწარმოებისთვის საჭირო ფერმენტების (B ჰეპატიტის დნმ პოლიმერაზა, აივ (HIV) რევერსული ტრანსკრიპტაზა) ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებით ავლენს ეფექტს. ვირეადი, აივ ინფექციის სამკურნალოდ ყოველთვის სხვა წამლებთან კომბინაციის სახით უნდა იქნას გამოყენებული.
ეს წამალი, აივ (HIV) ინფექციის სამკრუნალოდ გამოსავალი არ არის. ვირეადის შეძენის დროს, აივ-(HIV) ინფექციასთან დაკაშირებული ინფექციები ანდა სხვა დაავადებები შეიძლება განვითრდეს.
გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს სხვებზე აივ (HIV) ინფექციის ანდა B ჰეპატიტის ვირუსული (HBV) ინფექციის გავრცელება, გადადება. შესაბამისად, სხვების ინფიცირებისგან თავის არიდებისთვის საჭიროა ზომების მიღება.
- ვირეადის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვირეადი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის ანდა აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში ჩამოთვლილი ვირეადის სხვა შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.
თუ, ზემოთ აღნიშული პრობლემა თქვენთან ვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ვირეადის გამოყენება შეწყვიტეთ.
ვირეადი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, თირკმლის დაავადება გაქვთ ანდა ლაბორატორიული კვლვებით
თირკმლებში პრობლემა გამოვლინდა, ექიმს აცნობეთ. ვირეადი, თირკმლის პრობლემების მქონე მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი თირკმლის ფუნქციების შემოწმების მიზნით გარკვეული კვლევების გაკეთებას მოითხოვს. ვირეადმა, მკურნალობის დროს შეიძლება თირკმლებზე ზემოქმედება მოახდინოს, ამიტომ, ექიმი, მკურნალობის პერიოდშიც თირკმლების მდგომარეობის შეფასების მიზნით გარკვეული გამოკვლევების გაკეთებას მოითხოვს. თუ, ზრდასრული ხართ, ექიმი ტაბლეტების უფრო ნაკლები სიხშირით მიღებას გთხოვთ. ექიმის მითითების გარეშე, რეცეპტით გამოწერილი დოზა არ შეამციროთ.
ვირეადი არ მიიღოთ იმ სხვა წამლებთან ერთად, რომელიც ასევე თირკმლებზე საზიანო ზემოქმედებას ახდენს (იხილეთ ნაწილი- სხვა წამლებთან ერთად გამოყენება).თუ ეს მდგომარეობა გარდაუვალია, ექიმი თირკმლების ფუნქციებს ყოველ კვირაში გადაამოწმებს.
თუ, 65 წლის და მეტი ასაკი გაქვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ:
ვირეადი, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული. თუ, ხანდაზმული ხართ და სამკურალოდ ვირეადი გაქვთ გამოწერილი, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
12 წლამდე ასაკის, აივ ინფექციის მქონე ბავშვებში ვირეადი არ უნდა იქნას გამოყენებული.
12 წლამდე ასაკის, B ჰეპატიტის ინფექციის მქონე ბავშვებში ვირეადი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ანამნეზში ღვიძლის დაავადება გაქვთ, ჰეპატიტის ჩათვლით, ექიმს
გაესაუბრეთ. ღვიძლის დაავადების მქონე ავადმყოფებს, ქრონიკული ვირუსული B ანდა C ჰეპატიტის ჩათვლით და ავადმყოფებს, რომლებსაც ანტირეტროვირუსული მკურნალობა აქვთ ჩატარებული, ღვიძლის მხრივ მძიმე და პოტენციურად სასიკვდილო გართულებების რისკი უფრო მაღალი აქვთ. თუ, B ვირუსული ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი თქვენთვის შესაბამის ოპტიმალურ მკურნალობის რეჟიმს შეგირჩევთ. თუ, ანამნეზში ღვიძლის დაავადება ანდა ქრონიკული B ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი ღვიძლის ფუნქციების შეფასებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზებს მოითხოვს.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ. ვირეადის შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი ყველა ახლად გამოვლენილი, უჩვეულო და გაუარესებული სიმპტომის შესახებ მაშინვე ექიმს აცნობეთ. თუ, B ჰეპატიტი გაქვთ (მონო ინფექცია) ანდა პარალელურად B ჰეპატიტი და აივ- HIV(კო-ინფექცია) გაქვთ, ზოგიერთ ავადმყოფში, ვირეადით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება ჰეპატიტების დამძიმების სიმპტომები ანდა სისხლის ანალიზების გაუარესების ნიშნები. ვირეადით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სასურველია ექიმის მიერ თქვენს ჯანმრთელობაზე დაკვირვება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლის ანალიზების გაკეთება და კონტროლი.
ვირეადით მკურნალობის დაწყების შემდეგ, შესაძლო რძემჟავა აციდოზის
ნიშნების გამოვლინების მხრივ, ფრთხილად იყავით. ღვიძლის გადიდებასთნ ერთად, ვირეადმა შეიძლება რძემჟავა აციდოზის (სისხლში რძემჟავას მომატება) განვითარება გამოიწვიოს. ცხოველებსა და ადამიანებში გაკეთებული კვლევებით მიღებული მონაცემებით, ვირეადით მკურნალობის დროს რძემჟავა აციდოზის გამოვლინების რისკი დაბალია. რძემჟავა აციდოზის გამოვლინების ნიშნებია: ღრმა და სწრაფი სუნთქვა, დაბუჟება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილის მსგავსი ზოგადი სიმპტომები, ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერთითი ეფექტები ზოგჯერ შეიძლება სასიკვდილო იყოს. ნუკლეოზიდის ანალოგების მოქმედებით გამოწვეული რძემჟავა აციდოზი უფრო ხშირად ქალებში, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონეებში ვლინდება. თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ, აღნიშნული პრობლემის თქვენთან გამოვლენის ალბათობა შეიძლება მაღალი იყოს. ვირეადით მკურანლობის დროს, რძემჟავა აციდოზის გამოვლინების მხრივ ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ფრთხილად იყავით, სხვები არ დაასნებოვნოთ. ვირეადი, სქესობრივი გზით
გადამდები ინფექციების ანდა სისხლის გზით B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ ინფექციის გავრცელების რისკს არ ამცირებს. ამ ინფექციებზე თავის არიდებისთვის საჭიროა შესაბამისი ზომების მიღების გაგრძელება.
სიფრთხილის სხვა ზომები
აივ- HIV ინფექციის მკრუნალობის დროს, ანტირეტროვირუსულმა კომბინაციურმა მკურნალობამ (ვირეადის ჩათვლით) შეიძლება სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ცხიმების მომატება (ჰიპერლიპიდემია), ასევე სხეულის ცხიმოვანი მაჩვენებელების ცვლილება და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარება გამოიწვიოს. (იხილეთ ნაწილი-4, შესაძლო გვერდითი ეფექტები).
თუ, დიაბეტი გაქვთ, ჭარბი წონა გაქვთ ანდა ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ, ექიმს გაესაუბრეთ.
ინფექციების მიმართ ფრთხილად იყავით. თუ, პროგრესირებადი აივ- HIV ინფექცია ანდა ნებისმიერი სხვა ინფექცია გაქვთ, ვირეადით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება ჩირქოვანი ანთების სიმპტომები გამოვლინდეს ანდა არსებული ჩირქოვანი ანთების ნიშნები უფრო დამძიმდეს. აღნიშნული სიმპტომები, სხეულის გამოჯანმრთელებული იმუნური სისტემის ინფექციასთან ბრძოლაზე მიუთითებს. ვირეადით მკურნალობის დაწყებისთანავე, ჩირქოვანი ანთების სიმპტომებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ, ჩირქოვანი ანთების სიმპტომებს შეამჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
აივ- HIV ინფექციის მკურნალობის მიზნით წამლის მიღების დაწყების შემდეგ, ოპორტუნისტულ ინფექციებთან ერთად ავტოიმუნური ინფექციებიც (იმუნური სისტემის მიერ სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებზე უარყოფითი მოქმედება) ხშირად ვლინდება. ავტოიმუნური ინფექციები, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. თუ, ინფექციის მაჩვენებელ ნიშნებს ანდა კუნთების სისუსტეს, ხელებსა და ფეხებში დაწყებულ და მთელ სხეულში გავრცელებულ სისუსტეს, გულის ფრიალს, კანკალს ანდა ჰიპერაქტიურობის მსგავს სხვა ნიშნებს შეამჩნევთ, გთხოვთ მაშინვე თქვენ ექიმს აცნობეთ, რათა საჭირო მკურნალობა ჩაიტაროთ.
C ანდა D ჰეპატიტებით კო-ინფექცია: ავადმყოფები, რომელთანაც აღინიშნება C ანდა D ვირუსით კო-ინფექცია, ტენოფოვირის ეფექტურობასთან დაკაშირებით მონაცემი არ არსებობს.
აივ-HIV და ჰეპატიტი B ვირუსით კო-ინფექცია: ტენოფოვირ დიზოპროქსილის ფუმარატი, აივ/ B ჰეპატიტის ვირუსით კო-ინფექციის მქონე ავადმყოფებში, აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის გამო, მხოლოდ ანტირეტროვირუსული კომბინაციის რეჟიმის მხოლოდ ერთი ნაწილის სახით უნდა იქნას გამოყენებული.
ძვლების პრობლემები: აივ ინფექციის მქონე ზოგიერთ ზრდასრულ ავადმყოფში, რომლებიც კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადიან, შეიძლება ოსტეონეკროზი (ძვლის სისხლმომარაგების დაკარგვის შედეგად ძვლოვანი ქსოვილის დაშლა) გამოვლინდეს. გარდა ამისა, არსებობს ოსტეონეკროზის განვითარების რისკ ფაქტორებიც: გახანგრძლივებული ანტირეტროვირუსული კომბინაციური თერაპია, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება,ძლიერი იმუნოსუპრესია და მაღალის ხეულის მასის ინდექსი. ოსტეონეკროზის მაჩვენებელი ნიშნებია: სახსრების გამკვრივება, ტკივილი და წვის შეგრძნება (განსაკუთრებით მენჯის, მუხლის და მხრის სახსრებში), მოძრაობების გაძნელება. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ძვლების პრობლემები (პერიოდულად მოტეხილობით დასრულებული), თირკმლის მილაკოვან უჯრედებში განვითარებული დაზიანების შედეგადაც შეიძლება გამოვლინდეს (იხილეთ ნაწილი-4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვირეადის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვირეადი, საკვებთან (მაგ. კვების ჯერის ანდა წახემსების დროს) ერთად უნდა იქნას მიღებული.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები: საკვებთან ერთად (მაგ. კვების ჯერი ანდა წახემსება) ყოველდღე 1 ტაბლეტი დღეში.
მიცემის გზა და მეთოდი:
ორალური გამოყენება.
თუ, გადაყლპავის პრობლემა გაქვთ, ტაბლეტის დაფხვნის მიზნით შეგიძლიათ კოვზის ბოლო გამოიყენოთ. შემდეგ მიღებული ფხვნილი 100 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალში, ფორთოხლის წვენში ანდა ყურძნის წვენში აურიეთ და მაშინვე დალიეთ.
ვირეადი, ყოველთვის ექიმის მითითების შესაბამისი ფორმით მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ჰკითხეთ.
ვირეადი, ყოველთვის, ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზით მიიღეთ. წამლის ეფექტურობასა და მკურნალობაზე რეზისტენტობის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა დოზირების ზუსტი კონტროლი.
თუ, აივ ინფექცია გაქვთ, ექიმი ვირეადს სხვა ანტირეტროვირუსულ წამლებთან ერთად გამოგიწერთ. თუ, კო-ინფექცია გაქვთ, როგორც აივ ინფექცია, ასევე B ვირუსული ჰეპატიტი, მნიშვნელოვანია, რომ ვირეადი მიიღოთ სხვა, რეცეპტით გამოწერილ ანტირეტროვირუსულ წამლებთან ერთად. თუ, B ვირუსული ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი გამოკვლევებს გაგიკეთებთ, რომ დააზუსტოს, როგორც B ჰეპატიტის ვირუსის, ასევე აივ ინფექციის არსებობა ანდა არ არსებობა.
ამ წამლის მიღებასთან დაკაშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ სხვა ანტირეტროვირუსული წამლების გამოყენების ინსტრუქცია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
სულ ცოტა 35 კგ წონის, 12 წლის და მეტი ასაკის HBV-ით ინფიცირებული მოზარდები: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
სულ ცოტა 35 კგ წონის, 12 წლის და მეტი ასაკის HIV-ით ინფიცირებული მოზარდები: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
HBV-ით ინფიცირებულ ბავშვებში (12 წლამდ ასაკის) არ გამოიყენება.
HIV-ით ინფიცირებულ ბავშვებში (12 წლამდ ასაკის) არ გამოიყენება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
სიფრთხილის ზომები
თუ, ზრდასრული ხართ და თირკმლების პრობლემები გაქვთ, ექიმი ვირეადის უფრო ნაკლების სიხშირით გამოყენების რეკომენდაციას მოგცემთ.
თუ, ვირეადის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, შემთხვევით ვირეადის საჭიროზე დოზაზე მეტი ტაბლეტები მიიღეთ, ამ წამლის გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი შეიძლება გაიზარდოს (იხილეთ ნაწილი-4. შესაძლო გვერდითი ეფექტები), რეკომენდაციებისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. ჭარბი დოზით მიღებული ტაბლეტის დაზუსტებისთვის, ტაბლეტის ბოთლი თან იქონიეთ.
თუ, ვირეადის მიღება დაგავიწყდებათ:
ვირეადის დოზის რეგულარული მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, ერთი დოზას გამოტოვებთ, გამოტოვებული დოზის შემდეგ რამდენი დრო გავიდა გამოითვალეთ.
თუ, დოზის ნორმალური მიღების დროიდან 12 საათზე ნაკლები დროა გასული, ეს დოზა უმოკლეს დროში მიიღეთ და შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროზე გააგრძელეთ.
თუ, დოზის ნორმალური მიღების დროიდან 12 საათზე მეტი დროა გასული, გამოტოვებული დოზა დაივიწყეთ. დაელოდეთ და შემდეგი დოზა, ჩვეულ დროზე მიიღეთ. დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, ვირეადის მიღების შემდეგ 1 საათზე ნაკლებ დროში ღებინება გექნებათ, სხვა ტაბლეტი მიიღეთ კიდევ. თუ, ვირეადის მიღების შემდეგ 1 საათის შემდეგ გექნებათ ღებინება, სხვა ტაბლეტის მიღება საჭირო არ არის.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. ინ ვიტრო ექსპერიმენტების შედეგებზე და ტენოფოვირის ელიმინაციის ცნობილ გზაზე დაყრდნობით, CYP450 ურთიერთქმედების პოტენციალი, რომელიც მოიცავს ტენოფოვირს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, დაბალია.
არ არის რეკომენდებული შემდეგი წამლების ერთდროული გამოყენება
ვირეად არ უნდა დაინიშნოს ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატთან ან ტენოფოვირ ალაფენამიდის შემცველ სხვა სამკურნალო პროდუქტთან ერთად.
ვირეად არ უნდა დაინიშნოს ადეფოვირ დიპივოქსილთან ერთად.
დიდანოზინი
არ არის რეკომენდებული ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის და დიდანოზინის ერთობლივი გამოყენება (იხ. განყოფილებები 4.4 და ცხრილი 1).
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყოფა თირკმლის გზით.
იმის გამო, რომ ტენოფოვირი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთდროულმა გამოყენებამ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ თირკმელების ფუნქციას ან კონკურენციას უწევს აქტიური მილაკოვანი სეკრეციას გადამტანი ცილების hOAT 1, hOAT 3 ან MRP 4 (მაგ. ზიდოფოვირი) მეშვეობით, შეიძლება გაზარდოს ტენოფოვირის და/ან ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია შრატში.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ნეფროტოქსიური სამკურნალო პროდუქტის ერთდროული გამოყენებისას ან ცოტა ხნის წინ წინმსწრები გამოყენების შემთხვევაში. მაგალითები მოიცავენ, თუმცა არ შემოიფარგლებიან მხოლოდ მათით, ამინოგლიკოზიდებს, ამფოტერიცინს B, ფოსკარნეტს, განციკლოვირს, პენტამიდინის, ვანკომიცინსი, ციდოფოვირის ან ინტერლეუკინ-2 (იხ. პუნქტი 4.4). იმის გამო, რომ ტაკროლიმუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თირკმელების ფუნქციაზე, რეკომენდირებულია მკაცრი მონიტორინგი ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატთან ერთად გამოყენებისას.
სხვა ურთიერთქმედებები
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედება ჩამოთვლილია ცხრილში 1 (სიმბოლოებით აღინიშნება: მატება "↑-ით", შემცირება "↓-ით", არ იცვლება " □"-ით, დღეში ორჯერ "b.i.d." და დღეში ერთხელ "q.d." ).
ცხრილი 1: ურთიერთქმედება ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის
სამკურნალო პროდუქტი თერაპიული უბნების მიხედვით (დოზა მგ-ში)
ზემოქმედება წამლის დონეებზე AUC, Cmax, Cmin-ში აღნიშნავენ პროცენტულ ცვლილებას
რეკომენდაცია ტენოფოვირ დიზოპროქსილთან ერთად 245 მგ (ფუმარატის სახით) გამოყენებისათვის
ანტიინფექციური საშუალებები
ანტირეტროვირუსულები
პროტეაზას ინჰიბიტორები
ატაზანავირი/ რიტონავირი (300 q.d./100 q.d. )
ატაზანავირი: AUC: ↓ 25%
Cmax: ↓ 28%
Cmin: ↓ 26% ტენოფოვირი: AUC: ↑ 37%
Cmax: ↑ 34%
Cmin: ↑ 29%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
ლოპინავირი/ რიტონავირი (400
b.i.d./100 b.i.d.)
ლოპინავირი/ რიტონავირი: ლოპინავირი/ არ აღინიშნა მნიშვნელოვანი ეფექტი რიტონავირის PK პარამეტრებზე.
ტენოფოვირი: AUC: ↑ 32%
Cmax: □
Cmin: ↑ 51%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
დარუნავირი/ რიტონავირი (300/ 100 b.i.d.)
დარუნავირი: დარუნავირი/ არ არის მნიშვნელოვანი გავლენა რიტონავირის PK პარამეტრებზე. ტენოფოვირი: AUC: ↑ 22%
Cmin: ↑ 37%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
NRTIs
დიდანოზინი
ტენოფოვირის დიზოპროქსილის და დიდანოზინის ერთდროული მიღება იწვევს სისტემური ექსპოზიციის 40-60%-ით ზრდას.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის და დიდანოზინის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4).
დიდანოზინის გაზრდილმა სისტემურმა ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს დიდანოზინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პანკრეატიტი და ლაქტური აციდოზი ლეტალური შედეგით. ტენოფოვირის დიზოპროქსილის და დიდანოზინის ერთდროული მიღება 400 მგ დღეში ასოცირებული იყო CD4 უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებასთან, შესაძლოა უჯრედშიდა ურთიერთქმედების გამო, რამაც გაზარდა ფოსფორილირებული (ანუ აქტიური) დიდანოზინი. 250 მგ დიდანოზინის შემცირებული დოზა ტენოფოვირის დიზოპროქსილით თერაპიასთან ერთად ასოცირებული იყო ვირუსოლოგიური უკმარისობის მაღალ მაჩვენებლებთან აივ 1 ინფექციის სამკურნალოდ ტესტირებულ სხვადასხვა კომბინაციებში.
ადეფოვირი დიპივოქსილი
AUC: □
Cmax: □
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი ადეფოვირ დიპივოქსილთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პუნქტი 4.4).
ენტეკავირი
AUC: □
Cmax: □
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ენტეკავირთან ერთად გამოიყენებისას არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშნელოვანი ფარმაკოკინეიკური ურთიერთქმედებები.
C ჰეპატიტის ვირუსი ანტივირუსული აგენტები
ლედიპასვირი/ სოფოსბუვირი
(90მგ/400მგ q.d.) +
ატაზანავირი/ რიტონავირი
(300 მგ q.d./
100 მგ q.d.) +
ემტირიციტაბინი/
ტენოფოვირი დიზოპროქსილი ფუმარატი (200მგ/300მგ q.d.)1
ლედიპასვირი:
AUC: ↑ 96%
Cmax: ↑ 68 %
Cmin: ↑ 118 %
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑ 42%
ატაზანავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑ 63 %
რიტონავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑45% ემტირისიტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: □
Cmax: ↑ 47 %
Cmin: ↑ 47%
ტენოფოვირის მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციამ, რაც გამოწვეულია ლედიპასვირ/სოფოსბუვირთან და ატაზანავირ/რიტონავირთან ერთად ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთდროული გამოყენებით, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების გაზრდა, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის უსაფრთხოება ლედიპასვირ/სოფოსბუვირთან და ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლებთან (მაგ. რიტონავირი ან კობიცისტატი) კომბინაციაში დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია თირკმელების ხშირი მონიტორინგის ქვეშ, თუ სხვა ალტერნატივა არ მოიპოვება (იხ. ნაწილი 4.4).
ლედიპასვირი/ სოფოსბუვირი
(90მგ/400მგ q.d.) + ეფავირენცი/ ემრიციტაბინი/ ტენოფოვირი დიზოპროქსილი ფუმარატი (600მგ/200მგ/ 300 მგ q.d.)
ლედიპასვირი:
AUC: ↓ 34%
Cmax: ↓34%
Cmin:↓ 34% სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ეფავირენცი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემრიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 98%
Cmax: ↑ 79%
Cmin: ↑ 163%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის გაზრდილმა ექსპოზიციამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
ლედიპასვირი/ სოფოსბუვირი (90მგ/400მგ q.d.) + ემრიციტაბინი / რილპივირინი/ ტენოფოვირი დიზოპროქსილი ფუმარატი (200მგ/25მგ/ 300 მგ q.d.)
ლედიპასვირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემრიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
რილპივირინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 40%
Cmax: □
Cmin: ↑ 91%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის გაზრდილმა ექსპოზიციამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
ლედიპასვირი/ სოფოსბუვირი
(90მგ/400მგ q.d.) +
დოლუტეგრავირი (50 მგ q.d.) +
ემრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი
(200მგ/300მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ლედიპასვირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
დოლუტეგრავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემპირიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 65%
Cmax: ↑61%
Cmin: ↑ 115%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის გაზრდილმა ექსპოზიციამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი
q.d.) +
ატაზანავირი/ რიტონავირი
(300 მგ q.d./
100 მგ q.d.) +
ემრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილის
ფუმარატი
(200მგ/
300მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑ 42%
ველპატასვირი:
AUC: ↑ 142%
Cmax: ↑ 55%
Cmin: ↑ 301%
ატაზანავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑ 39%
რიტონავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↑ 29%
ემპირიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: □
Cmax: ↑ 55%
Cmin: ↑ 39%
ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატის სოფოსბუვირ/ველპატასვირთან და ატაზანავირ/რიტონავირთან ერთად ერთდროული მიღების შედეგად გამოწვეულმა ტენოფოვირის მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების გაზრდა, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის უსაფრთხოება სოფოსბუვირ/ველპატასვირთან და ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლებთან (მაგ. რიტონავირი ან კობიცისტატი) კომბინაციაში დადგენილი არ არის.
მისი გამოყენება შესაძლებელია თირკმელების ხშირი მონიტორინგის გაფრთხილებით, თუ სხვა ალტერნატივა შეუძლებელია (იხ. ნაწილი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი
(400მგ/
100 მგ q.d.) +
დარუნავირი/ რიტონავირი
(800 მგ q.d./
100 მგ q.d.) +
ემრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: ↓28%
Cmax: ↓ 38%
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ველპატასვირი: AUC: □
Cmax: ↓ 24%
Cmin: □
დარუნავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
რიტონავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემპირიციტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 39%
Cmax: ↑55%
Cmin: ↑ 52%
სოფოსბუვირ/ველპატასვირთან და დარუნავირ/რიტონავირთან ერთად ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთდროული მიღების შედეგად გამოწვეულმა ტენოფოვირის მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების გაზრდა, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის უსაფრთხოება სოფოსბუვირ/ველპატასვირთან და ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლებთან (მაგ. რიტონავირი ან კობიცისტატი) კომბინაციაში დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია თირკმელების ხშირი მონიტორინგის ქვეშ თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს (იხ. ნაწილი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი
(400მგ/
100მგ q.d.) +
ლოპინავირი/ რიტონავირი
(800მგ/
200მგ q.d.) +
ემრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი (200მგ/
300მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: ↓ 29%
Cmax: ↓ 41%
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ველპატასვირი: AUC: □
Cmax: ↓ 30%
Cmin: ↑ 63%
ლოპინავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
რიტონავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემრიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: □
Cmax: ↑ 42%
Cmin: □
სოფოსბუვირ/ველპატასვირთან და ლოპინავირ/რიტონავირთან ერთად ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთდროული გამოყენების შედეგად გამოწვეულმა ტენოფოვირის მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების გაძლიერება, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი სოფოსბუვირთან/ველპატასვირთან და ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლებთან ერთად (მაგ. რიტონავირი ან კობიცისტატი) გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია თირკმელების ხშირი მონიტორინგის ქვეშ, თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს (იხ. ნაწილი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი (400მგ/
100მგ q.d.) +
რალტეგრავირი (400მგ დღეში) +
ემრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი (200მგ/
300მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ველპატასვირი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
რალტეგრავირი: AUC: □
Cmax: □
Cmin: ↓ 21%
ემპირიციტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 40%
Cmax: ↑ 46%
Cmin:↑ 70%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის გაზრდილმა ზემოქმედებამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი
(400მგ/100მგ q.d.)
+ ემრიციტაბინი
/ ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი (600მგ/200მგ
/ 300 მგ q.d.)
სოფოსბუვირი: AUC: □
Cmax: ↑38%
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ველპატასვირი: AUC: ↓ 53%
Cmax: ↓ 47%
Cmin: ↓ 57%
ეფავირენცი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემრიციტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 81%
Cmax: ↑ 77%
Cmin: ↑ 121%
სოფოსბუვირის/ველპატასვირის და ეფავირენცის ერთდროულმა გამოყენებამ შეამცირა ველპატასვირის პლაზმური კონცენტრაცია.
სოფოსბუვირი/ველპატასვირინი ეფავირენცთან ერთდროული გამოყენება.არ არის რეკომენდებული.
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი (400მგ/100მგ q.d.) +
ემრიციტაბინი / რილპივირინი/
ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი
(200მგ/25მგ
/ 300 მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: □
GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ველპატასვირი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემრიციტაბინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
რილპივირინი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 40%
Cmax: ↑ 44%
Cmin: ↑ 84%
დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. ტენოფოვირის ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გააძლიეროს ტენოფოვირთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა. საჭიროა თირკმელების ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).
სოფოსბუვირი/ ველპატასვირი/
ვოქსილაპრევირი
(400მგ/100მგ/ 100 მგ + 100 მგ q.d.)3 +
დარუნავირი (800 მგ q.d.) +
რიტონავირი (100 მგ q.d.) +
ემტრიციტაბინი / ტენოფოვირი
დიზოპროქსილი ფუმარატი (200 მგ/ 300 მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: ↓ 30%
Cmin: □
UY GS-3310072:
AUC: □
Cmax: □
Cmin: UY
ველპატასვირი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ვოქსილაპრევირი: AUC: ↑ 143% Cmax:↑ 72%
Cmin: ↑ 300%
დარუნავირი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: ↓ 34%
რიტონავირი:
AUC: ↑ 45%
Cmax: ↑ 60%
Cmin: □
ემტრიციტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC: ↑ 39%
Cmax: ↑ 48%
Cmin: ↑ 47%
სოფოსბუვირ/ველპატასვირ/ვოქსილაპრევირთან და დარუნავირ/რიტონავირთან ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთდროული გამოყენების შედეგად გამოწვეულმა ტენოფოვირის მომატებულმა პლაზმურმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების გაძლიერება, მათ შორის თირკმლის უკმარისობა.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის უსაფრთხოება სოფოსბუვირთან/ველპატასვირთან/ვოქსილაპრევირთან და ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლებთან (მაგ. რიტონავირი ან კობიცისტატი) კომბინაციაში გამოყენებისას დადგენილი არ არის. მისი გამოყენება უნდა მოხდეს თირკმლის ხშირი მონიტორინგის ქვეშ (იხ. პუნქტი 4.4).
სოფოსბუვირი (400 მგ q.d.) +
ეფავირენცი/ ემრიციტაბინი /
ტენოფოვირი დიზოპროქსილი ფუმარატი (600მგ/200მგ/
300 მგ q.d.)
სოფოსბუვირი:
AUC: □
Cmax: ↓ 19%
GS-3310072:
AUC: □
Cmax: ↓ 23%
ეფავირენცი:
AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ემპირიციტაბინი: AUC: □
Cmax: □
Cmin: □
ტენოფოვირი:
AUC:
Cmax: ↑ 25%
Cmin:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
1 ლედიპასვირის/სოფოსბუვირის ერთდროული დოზირების შედეგად მიღებული მონაცემები. ეტაპობრივმა მიღებამ (12 საათის ინტერვალით) გამოიღო მსგავსი შედეგები.
2 სოფოსბუვირის უპირატესი მოცირკულირე მეტაბოლიტი.
3 კვლევა 100 მგ დამატებითი ვოქსილაპრევირით, რათა მივაღწიოთ ვოქსილაპრევირის მოსალოდნელ ექსპოზიციას HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში.
UY: განაცხადი არ არის.
კვლევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ერთროული გამოყენებისას ემტრიციტაბინთან, ლამივუდინთან, ინდინავირთან, ეფავირენცითან, ნელფინავირთან, საკვინავირთან (რიტონავირით გაძლიერებული), მეტადონთან, რიბავირინთან, რიფამპიცინითან, ტაკროლიმუსთან ან ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, ნორგესტიმატთან/ეთინილ ესტრადიოლთან ერთად მიღებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად, რადგან საკვები ზრდის ტენოფოვირის ბიოშეღწევადობას (იხ. ნაწილი 5.2).
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
არ არსებობს ინფორმაცია წამლის ურთიერთქმედების შესახებ სპეციალურ პოპულაციებში.
პედიატრიული მოსახლეობა
არ არსებობს ინფორმაცია წამლის ურთიერთქმედების შესახებ სპეციალურ პოპულაციებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ორსულობის დროს ვირეადი არ უნდა მიიღოთ. ვირეადის ორსულებში გამოყენებასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს და აბსოლუტური საჭიროების გარეშე არ გამოიყენება.
ვირეადით მკურნალობის დროს ორსულობას მოერიდეთ. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.
თუ, ორსულად დარჩებით ანდა ორსულობას გეგემავთ, ექიმს ანტირეტროვირუსული მკურნალობის მუცლად მყოფ ბავშვზე შესაძლო ზემოქმედების შედეგად სარგებელის და ზიანის შესახებ ჰკითხეთ.
თუ, ორსულობის დროს ვირეადი გამოიყენეთ, ექიმი ბავშვის განვითარებაზე დაკვირვების მიზნით რეგულარულად სისხლის ანალიზებს და სხვა სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს მოითხოვს. ორსულობის დროს NRTI- ნუკლეოზიდის რევერსული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების- მომხმარებელი დედების ბავშვებში, ვირუსისგან დაცვის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვირეადით მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც ამ წამლის მოქმედი ნივთიერება შეიძლება დედის რძეში გადავიდეს.
თუ, B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ- HIV ინფექციის მქონე ქალი ხართ, ვირუსი დედის რძიდან შეიძლება ბავშვთან გადავიდეს, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვირეადმა, შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ვირეადის მიღების დროს, თუ თავბრუსხვევას იგრძნობთ, ავტომობილი ანდა ველოსიპედი არ ატაროთ ანდა ნებისმიერი აპარატი ანდა მექანიზმი არ მართოთ.
ვირეადის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, ლაქტოზის ანდა სხვა შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვთ, ექიმს აცნობეთ. ვირეადი, ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. თუ, იცით, რომ ლაქტოზის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ ანდა სხვა შაქრებიდან რომელიმეს მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა ნებისმიერ წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ ანდა მომავალში მიღების ალბათობა გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, თქვენ როგორც B ჰეპატიტის ვირუსული ინფექცია (HBV), ასევე აივ- HIV ინფექცია გაქვთ, ვირეადით მკურნალობის დაწყებისას, ექიმის მიერ გამოწერილი რომელიმე ანტი-აივ- HIV წამლის მიღება არ შეწყვიტოთ.
თუ, ტენოფოვირ დიზოპროქსილის ფუმარატის შემცველ სხვა წამლებს ღებულობთ, ვირეადი არ გამოიყენოთ. ვირეადი ადეფოვირ დიპივოქსილის (ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) შემცველ წამლებთან ერთად არ მიიღოთ.
თუ, სხვა ისეთ წამლებს ღებულობთ, რომელიც თირკმლებზე დამაზიანებლად მოქმედებს, ეს ინფორმაცია ექიმს აცნობეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს წამლები შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი:
ამინოგლიკოზიდები (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო)
ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო)
ფოსკარნეტი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
განციკლოვირი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
პენტამიდინი (ინფექციის სამკურნალო)
ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო)
ინტერლეიკინ-2 (სიმსივნის სამკურნალო)
სიდოფოვირი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
ადეფოვირ დიპივოქსილი (HBV სამკურნალო)
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის სუპრესიის პრეპარატი)
დიდანოზინის შემცველი სხვა წამლები (აივ ინფექციის სამკურნალო):
ვირეადის, დიდანოზინის შემცველ ანტივირუსულ წამლებთან ერთად მიღების შემთხვევაში, სისხლში დიდანოზინის დონის მომატება და CD4 უჯრედების რაოდენობის დაცემა შეიძლება გამოვლინდეს. ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის და დიდანოზინის შემცველი წამლების ერთად მიღების შემთვევაში, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის ანთება და რძემჟავა აციდოზის (სისხლში რძემჟავას მომატება) განვითარება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს. ექიმი, ტენოფოვირის და დიდანოზინის კომბინაციით თქვენი მკურნალობის საკითხს ყურადღებით გადაწყვეტს. ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის და დიდანოზინის შემცველი წამლების ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ნუკლეოზიდ /ნულეოტიდებით სამმაგი თერაპია:
ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი, დღეში ერთი(ერთჯერადი) დოზის რეჟიმით შეიძლება გამოყენებული იქნას ლამივუდინის და აბაკავირინთან ერთად, ასევე დიდანოზინთან ერთად კომბინაციაში. აივ ინფექციის მქონე ავადმყოფებში, დიდი თანაფარდობით დაფიქსირებულია ვიროლოგიური უკმარისობა და ადრეულ სტადიაში რეზისტენტობის განვითრება.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ექიმის მითითების გარეშე, ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ. ვირეადით მკურნალობის შეწყვეტა, ექიმის მიერ რეკომენდირებული მკურნალობის ეფექტურობას შეამცირებს. თუ, ნებისმიერი მიზეზით ვირეადის მიღების შეწყვეტას დააპირებთ, განსაკუთღებით მაშინ, თუ გვერდითი ეფეტები ვლინდება ანდა თუ, სხვა დაავადება გაქვთ, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ. ვირეადის ტაბლეტების გამოყენების კვლავ დაწყების შემთვევაში, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
თუ, თქვენ ჰეპატიტი B ანდა ერთდროულად ჰეპატიტი B ანდა აივ-HIV ინფექცია (კო-ინფექცია) გაქვთ, ექიმთან გასაუბრების გარეშე ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ავადმყოფში, ვირეადის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირებულია ჰეპატიტების დამძიმება, რომელიც სისხლის ანალიზებით ვლინდება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში საჭიროა სისხლის ანალიზების გადამოწმება.(იხილეთ ნაწილი-2). ზოგიერთ ავადმყოფში, რომელთაც პროგრესირებადი ღვიძლის დაავადება ანდა ღვიძლის ციროზი აქვთ, მკურნალობის შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ამ დროს ჰეპატიტი შეიძლება დამძიმდეს.
თუ, ნებისმიერი მიზეზით ვირეადის მიღების შეწყვეტას აპირებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდითი ეფეტები ვლინდება ანდა თუ, სხვა დაავადება გაქვთ, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
თუ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, B ჰეპატიტთან დაკაშირებული სიმპტომები ანდა ახალი სიმპტომები, ან უჩვეულო სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე ექიმს მიმართეთ.
ვირეადის ტაბლეტების გამოყენების კვლავ დაწყების შემთვევაში, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ,ფიქრობთ, რომ ვირეადის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ვირეადის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
შესაძლო გვერდითი ეფექტები: ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ ექიმს აცნობეთ:
- რძემჟავა აციდოზი (სისხლში რძემჟვას დონის მომატება) იშვიათი ( ანუ, 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს), მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის განმაპირობებელი, გვერდითი ეფექტია. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება რძემჟავა აციდოზის მანიშნებელი იყოს:
ღრმა, სწრაფი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
თავბრუსხვევა
გულისრევა, შეუძლოდ ყოფნის შეგრზნება და კუჭის ტკივილი
თუ, ფიქრობთ, რომ თქვენ რძემჟავა აციდოზი გაქვთ, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გავრცელებული არ არის (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუჭის (მუცლის) ტკივილი, რომელიც პანკრეასის ანთებითაა გამოწვეული
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იშვიათია (ანუ 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
თირკმლების ანთება, ხშირი შარდვა ანდა წყურვილი, თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შარდის ანალიზში ცვლილება, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ზურგის ტკივილი, რომელიც განაპირობებს თირკმლის პრობლემების განვითარებას
ძვლების დარბილება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანებით (ძვლების ტკივილთან ერთად ზოგჯერ მოტეხილობაც ვლინდება)
ღვიძლის გაცხიმოვნება
სხეულის ფორმის ცვლილება
აივ ინფექციის მკურნალობისას, ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ვირეადის ჩათვლით), სხეულში ცხიმების განაწილების ცვლილებით სხეულის ფორმების ცვლილებას განაპირობებს. ხელებზე, ფეხებზე და სახეზე შეიძლება ცხიმი გაქრეს, კუჭის (მუცლის) და შინაგანი ორგანოების კედელი კი შეიძლება გაცხიმოვნდეს, მკერდი შეიძლება გაიზარდოს და ან კისრის უკანა ნაწილში ცხიმის გროვები ("კამეჩის კეხი") გაჩნდეს. ამ ცვლილებების მიზეზი და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტები ჯერ არ არის ცნობილი.
თუ, ფიქრობთ, რომ ამ სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით და აცნობეთ.
ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ძალიან გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან სულ ცოტა 10 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
დიარეა, ღებინება, გულისრევა, თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
სისხლში ფოსფატების დონის დაცემა
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 10 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, მუცელში გაზები (აირების დაგროვება)
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
ღვიძლის პრობლემები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ნაკლებად გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუნთების დაშლა, კუნთების ტკივილი ანდა სისუსტე
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
სისხლში კალიუმის დონის შემცირება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაშლა, ძვლების დარბილება (ძვლების ტკივილთან ერთად ზოგჯერ მოტეხილობაც ფიქსირდება), კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სისხლში კალიუმის დონის ანდა ფოსფატის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იშვიათია (ანუ 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუჭის (მუცლის) ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის ანთებით
სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, ანტირეტროვირუსული კომბინაციური თერაპია სისხლში ცხიმების მომატებას (ჰიპერლიპიდემიას) და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას განვითარებას იწვევს. ექიმი, ამ ცვლილებების გადამოწმებისთვის გამოკვლევებს მოითხოვს.
ნებისმერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით, აღნიშნული ბროშურის ჩამონათვალში არ არსებული გვერდითი ეფექტების ჩათვლით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვირეადის შენახვა
ვირეადი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვირეადი არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეა.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე. ნესტისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. ბოთლის სახურავი მჭიდროდ დახურული გქონდეთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. Gilead Sciences ილაჩ თიჯ
იჩერენქოის დასახლ, უმუთის ქ.N:10/12, სართული: 21
Anf ofis
34752 ათაშეჰირი, სტამბული
ტელ:0216 559 03 00
წარმოების ადგილი:
Gilead Sciences Ireland UC.
IDA Busines&Technology Park Carrigtohill,County Cork, ირლანდია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია: 2015 წლის 9 მარტს .
GİLEA
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ჭარბი დოზა
შედეგები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი ტოქსიკურობის ნიშნებზე (იხ. პუნქტები 4.8 და 5.3) და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს სტანდარტული დამხმარე თერაპია.
შესაბამისი ზომები
ტენოფოვირი შეიძლება გამოდევნილი იქნეს ჰემოდიალიზით; ტენოფოვირის მედიანური ჰემოდიალიზის კლირენსი შეადგენს 134 მლ/წთ. უცნობია შესაძლებელია თუ არა ტენოფოვირის გამოდევნა პერიტონეალური დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტენოფოვირის დიპივოქსილის ფუმარატს, რაც ექვივალენტურია 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილის. დამხმარე ნივთიერებები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 153,33 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
იხილეთ ნაწილი 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.
- წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი).
16,8 მმ x 10,3 მმ ნუშის ფორმის, ღია ცისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ნაბეჭდით "GILEAD" და "4331" და "300" მეორე მხარეს.
შენახვის პირობები
60 თვე.
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
შენახვისას ინახება ოთახის არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის კოლოფში ნესტისაგან დაცვის მიზნით მჭიდროდ დახურული ფლაკონით.
- 5. შეფუთვის ზომა და შემადგენლობა
ვირეადი მოთავსებულია HDPE ფლაკონში ბავშვებისათვის უსაფრთხო თავსახურით და სილიკა გელის ნესტდამცავი საშუალებით. შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.
- 6. სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს "სამედიცინო პროდუქტების კონტროლის დებულების" და "შეფუთვის ნარჩენების კონტროლის" წესების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
Gilead Sciences İlaç Tic. შ.პ.ს. სტი.
İçerenköy Mahallesi, Umut Sokak, No: 10/12,
სართული: 21 და ოფისი 34752
ატაშეჰირი, სტამბული
ტელ: 0216 559 03 00
ფაქსი: 0216 504 87 39
- ლიცენზიის ნომერი
122/55
- პირველადი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი რეგისტრაციის თარიღი: 22.05.2007
ლიცენზიის განახლების თარიღი: 22.04.2013
- SCU-ს განახლების თარიღი
- 04.2022
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტივირუსული სისტემური გამოყენებისთვის, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუ- ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: J05AF07
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტი
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი არის ტენოფოვირის დიზოპროქსილის პროწამლის ფუმარატის მარილი. ტენოფოვირის დიზოპროქსილი შეიწოვება და გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად ტენოფოვირად, რომელიც არის ნუკლეოზიდის მონოფოსფატის (ნუკლეოტიდის) ანალოგი. შემდეგ ტენოფოვირი გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად, ტენოფოვირის დიფოსფატად, ძირითადად გამოხატული უჯრედული ფერმენტების მეშვეობით. ტენოფოვირის დიფოსფატის უჯრედშიდა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს პერიფერიული სისხლის მონობირთვულ უჯრედებში (PBMCs) და 50 საათს პერიფერიული სისხლის მონობირთვულ უჯრედებში. ტენოფოვირის დიფოსფატი ბუნებრივი დეზოქსირიბონუკლეოტიდის სუბსტრატით ის პირდაპირ კონკურენციას უწევს შეკავშირებას და თრგუნავს აივ-1-ის საპირისპირო ტრანსკრიპტაზას და HBV პოლიმერაზებს დნმ-ში შეყვანის შემდეგ დნმ-ის ჯაჭვის შეწყვეტის გზით. ტენოფოვირის დიფოსფატი არის უჯრედული პოლიმერაზების , და სუსტი ინჰიბიტორი. ტენოფოვირს 300 მკმოლ/ლ-მდე კონცენტრაციებში არ ჰქონდა გავლენა მიტოქონდრიული დნმ-ის სინთეზზე ან რძემჟავას წარმოებაზე in vitro ანალიზებში.
მონაცემები HIV შესახებ
HIV ინ-ვიტრო ანტივირუსული აქტივობა: HIV-1IIIB ტენოფოვირის კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა ველური ტიპის ლაბორატორიული შტამის 50%-იანი ინჰიბირებისთვის (IC50) არის 1-6 მკმოლ/ლ ლიმფოიდური უჯრედების ხაზებში და 1,1 მკმოლ/ლ პირველადი აივ-1 ქვეტიპის B იზოლატების წინააღმდეგ PBMC-ებში. ტენოფოვირი ასევე აქტიურია აივ-1 ქვეტიპების A, C, D, E, F, G და O და HIVBaL-ის წინააღმდეგ პირველადი მონოციტების/მაკროფაგების უჯრედებში. ტენოფოვირი ავლენს ინ ვიტრო აქტივობას აივ-2-ის წინააღმდეგ IC50 4.9 მკმოლ/ლ MT-4 უჯრედებში.
რეზისტენტულობა: აივ-1 შტამები შემცირებული მგრძნობელობით ტენოფოვირის მიმართ და K65R მუტაციით უკუ ტრანსკრიპტაზაში შერჩეული იქნა in vitro და ზოგიერთ პაციენტში (იხ. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება). ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ანტირეტროვირუსული თერაპიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ K65R მუტაციის შემცველი შტამები (იხ. ნაწილი 4.4). გარდა ამისა, K70E ჩანაცვლება შეირჩა ტენოფოვირით აივ-1 უკუ ტრანსკრიპტაზაში, რაც იწვევს ტენოფოვირის მიმართ დაბალი ქვე დონის მგრძნობელობას.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის 245 მგ ანტი-აივ აქტივობა (ფუმარატის სახით) აივ-1-ის შტამების მიმართ, რომლებიც რეზისტენტული იყო ნუკლეოზიდური ინჰიბიტორების მიმართ, შეფასებული იყო კლინიკურ კვლევებში ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. შედეგებმა აჩვენა, რომ HIV-პაციენტებში, რომელთა აღენიშნებათ 3 ან მეტი თიმიდინის ანალოგთან ასოცირებული მუტაცია (TAM) და რომლებიც მოიცავდნენ უკუ-ტრანსკრიპტაზას მუტაციას M41L ან L210W, აღენიშნათ შემცირებული პასუხი 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილით მკურნალობაზე (ფუმარატის სახით).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ეფექტურობა მკურნალობა-გამოცდილ ან ადრე ნამკურნალევ აივ-1 ინფიცირებულ მოზრდილებში ნაჩვენები იყო 48-კვირიან და 144-კვირიან კვლევებში, შესაბამისად.
კვლევაში GS-99-907, 550 მკურნალობაში გამოცდილი ზრდასრული პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი ან 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილით (ფუმარატის სახით) 24 კვირის განმავლობაში. CD4 უჯრედების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 427 უჯრედი/მმ3, პლაზმური აივ-1 რნმ-ის საშუალო საწყისი დონე იყო 3.4 log10 ასლი/მლ (პაციენტების 78%-ს ჰქონდა ვირუსული დატვირთვა 5000 ასლი/მლ-ზე ნაკლები), და საშუალო ხანგრძლივობა წინა აივ მკურნალობა იყო 5, 4 წლის განმავლობაში. აივ იზოლატების საწყისი გენოტოპურმა ანალიზმა 253 პაციენტის მონაწილეობით აჩვენა, რომ პაციენტების 94%-ს ჰქონდა აივ-1-ის რეზისტენტობის მუტაციები, რომლებიც დაკავშირებულია ნუკლეოზიდური რევერსიული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან, 58%-ს ჰქონდა მუტაციები დაკავშირებული პროტეაზას ინჰიბიტორებთან და 48%-ს ჰქონდა მუტაციები დაკავშირებული არანუკლეოზიდური საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან.
დროში შეწონილი საშუალო ცვლილება საწყისიდან (DAVG24) log10 პლაზმაში აივ-1 რნმ-ის დონეებში 24 კვირაში, -0.03 log10 ასლი/მლ და -0.61 log10 ასლი/მლ სუბიექტებისთვის, რომლებიც იღებენ პლაცებოს და 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილს (ფუმარატი) არის (p<0.0001). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნა ტენოფოვირის დიზოპროქსილის 245 მგ-ის სასარგებლოდ დროში შეწონილ საშუალო ცვლილებაში საწყისიდან 24 კვირაში (DAVG24) CD4 რაოდენობისთვის (245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილი (ფუმარატი) +13 უჯრედი/მმ3 პლაცებოსთვის -11 უჯრედი/მმ3, p-მნიშვნელობა = 0,0008). ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატზე ანტივირუსული პასუხი შენარჩუნებული იყო 48 კვირის განმავლობაში (DAVG48-0.57 log10 ასლი/მლ, აივ-1 რნმ-ის მქონე პაციენტების პროპორცია 400 ან 50 ასლი/მლ-ზე ქვემოთ, 41% და 18%, შესაბამისად). რვა პაციენტს (2%), რომლებსაც მკურნალობდნენ 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილით (ფუმარატით) განუვითარდათ K65R მუტაცია პირველი 48 კვირის განმავლობაში.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის 245 მგ ეფექტურობა და უსაფრთხოება (ფუმარატის სახით) სტავუდინის წინააღმდეგ ლამივუდინთან და ეფავირენცთან კომბინაციაში გამოყენებისას ანტირეტროვირუსული ადრეული, აივ-1 ინფიცირებულ ზრდასრულ პაციენტებში შეფასებული იყო 144-კვირიან, ორმაგად ბრმა, GS-99-903 კვლევაში მედიკამენტებით კონტროლირებად ფაზაში. D4 უჯრედების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 279 უჯრედი/მმ3, პლაზმაში აივ-1 რნმ-ის საშუალო საწყისი დონე იყო 4.91 log10 ასლი/მლ, პაციენტების 19%-ს ჰქონდა სიმპტომატური აივ-1 ინფექცია და 18%-ს ჰქონდა შიდსი. პაციენტები დაჯგუფდნენ აივ-1 რნმ-ისა და CD4 საწყისი რაოდენობის მიხედვით. პაციენტთა 43%-ს ჰქონდა საწყისი ვირუსული დატვირთვა >100000 ასლი/მლ და 39%-ს ჰქონდა CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მლ.
Intent-to-treat- ანალიზზე დაყრდნობით (გამოტოვებული მონაცემები და ცვლილება ანტირეტროვირუსულ თერაპიაში (ART) ჩაითვლება წარუმატებლად), პაციენტების წილი, რომლებშიც აღინიშნებოდა აივ-1 რნმ 400 ასლი/მლ და 50 ასლი/მლ-ზე ნაკლები, 245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილით (ფუმარატის სახით) მკურნალობის 48 კვირაში მაჩვენებლები იყო 80% და 76% და ეს მაჩვენებლები შეადგენდა სტავუდინის ჯგუფში 84% და 80%. 144 კვირაში, აივ-1 რნმ-ის მქონე პაციენტების წილი, რომელთა 400 ასლი/მლ-ზე და 50 ოპიატი/მლ დაბალი იყო შეადგენდა 71% და 68% 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილის (ფუმარატი სახით) ჯგუფში, ხოლო 64% და 63% სტავუდინის ჯგუფში.
საშუალო ცვლილება საწყისიდან აივ-1 რნმ-ისა და CD4-ის რაოდენობაში მკურნალობის 48 კვირაში მსგავსი იყო ორივე მკურნალობის ჯგუფში (245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილის (ფუმარატის სახით) და სტავუდინის ჯგუფებში -3.09 log10 და -3.09 log10 ასლი/მლ, შესაბამისად; +169 და +167 უჯრედი/მმ3). მკურნალობის 144 კვირაში საშუალო ცვლილება საწყისიდან იგივე დარჩა ორივე მკურნალობის ჯგუფში (245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილი (ფუმარატის სახით) და -3.07 და -3.03 log10 ასლი/მლ, შესაბამისად, სტავუდინის ჯგუფებში; +263 და +283 უჯრედი/მმ3). აივ-1 რნმ-ისა და CD4-ის საწყისი რაოდენობის მიუხედავად, დაფიქსირდა თანმიმდევრული პასუხი 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილით მკურნალობაზე (ფუმარატის სახით). პაციენტებს ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ჯგუფში ჰქონდათ K65R მუტაციების ოდნავ მაღალი მაჩვენებელი აქტიური საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (2.7% 0.7%-ის წინააღმდეგ). K65R-ის ყველა შემთხვევაში, რეზისტენტობა ეფავირენცის ან ლამივუდინის მიმართ იყო წინასწარ არსებული ან თანმხლები მუტაციის გამოვლენით. 245 მგ ტენოფოვირის დიზოპროქსილის (ფუმარატის სახით) ჯგუფში რვა პაციენტს ჰქონდა აივ-ით K65R, რომელთაგან 7 დაფიქსირდა მკურნალობის პირველი 48 კვირის განმავლობაში და ბოლო 96 კვირაში. სხვა K65R არ დაფიქსირებულა 144 კვირამდე. ერთ პაციენტს ტენოფოვირის დიზოპროქსილის (ფუმარატის სახით) ჯგუფში განუვითარდა K70E ჩანაცვლება ვირუსში. როგორც გენოტიპური, ასევე ფენოტიპური ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით არ გამოვლენილა ტენოფოვირის მიმართ რეზისტენტულობის სხვა მტკიცებულებები.
მონაცემები HBV-ზე
ინ ვიტრო HBV ანტივირუსული აქტივობა
ტენოფოვირის ინ ვიტრო ანტივირუსული აქტივობა HBV-ზე შეფასებული იყო HepG2 2.2.15 უჯრედულ ხაზში. ტენოფოვირის EC50 მნიშვნელობები მერყეობს 0,14-დან 1,5 მკმოლ/ლ-მდე, ხოლო CC50 (50% ციტოტოქსიკურობის კონცენტრაციით) მნიშვნელობები >100 მკმოლ/ლ.
რეზისტენტულობა
არ არის გამოვლენილი HBV მუტაციები, რომლებიც დაკავშირებულია ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან რეზისტენტობასთან (იხ. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება). უჯრედებზე დაფუძნებულ ანალიზებში, HBV შტამები, რომლებიც გამოხატავენ rtV173L, rtL180M და rtM204I/V მუტაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ლამივუდინისა და ტელბივუდინის მიმართ რეზისტენტობასთან, აჩვენა მგრძნობელობა ტენოფოვირის მიმართ, რომელიც მერყეობს 0,7-დან 3,4-ჯერ აღემატება ველური ტიპის ვირუსს.
HBV შტამებმა, რომლებიც გამოხატავენ rtL180M, rtT184G, rtS202G/I, rtM204V და rtM250V მუტაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ენტეკავირისადმი რეზისტენტობასთან, აჩვენეს 0,6-დან 6,9-ჯერ მაღალი მგრძნობელობა ტენოფოვირის მიმართ, ველური ტიპის ვირუსთან შედარებით. HBV შტამები, რომლებიც გამოხატავდნენ ადეფოვირთან ასოცირებულ რეზისტენტულ მუტაციებს rtA181V და rtN236T, აჩვენებდნენ 2,9-დან 10-ჯერ მეტ მგრძნობელობას ტენოფოვირის მიმართ ველური ტიპის ვირუსთან შედარებით. rtA181T მუტაციის შემცველი ვირუსები რჩებოდა მგრძნობიარე ტენოფოვირის მიმართ; EC50 მნიშვნელობები 1,5-ჯერ აღემატება ველური ტიპის ვირუსს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის სარგებლობის გამოვლენა ეფუძნება პასუხებს მოზრდილებში გამოვლენილ პასუხებს, რომლებთაც აღენიშნებოდათ ქრონიკული B ჰეპატიტი, HBeAg დადებითი და HBeAg უარყოფითი, ღვიძლის კომპენსირებული დაავადება და აღენიშნებოდათ წინა თერაპიის წარუმატებლობის კლინიკური ნიშნები. მკურნალობაში მონაწილე პაციენტების ჯგუფი მოიცავდა ასევე პაციენტებს, რომლებთაც ადრე არ ჩატარებიათ მკურნალობა და ადრე იღებდნენ ლამივუდინს და ადეფოვირ დიპივოქსილს და კვლევის დასაწყისში გამოუვლინდათ რეზისტენტულობა ლამივუდინის და/ან ადეფოვირი დიპივოქსილის მიმართ. ასევე მკურნალობის სარგებლის მტკიცებულების მოპოვება განზორციელდა ჰისტოლოგიური პასუხების საფუძველზე კომპენსირებულ პაციენტებში.
გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის კომპენსირებული დაავადებით 48 კვირაზე (GS-US-174-0102 და GS-US-174-0103)
48 კვირის განმავლობაში ორი რანდომიზებული, მე-3 ფაზის ორმაგად ბრმა კვლევის შედეგები, რომლებიც ადარებენ ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატს ადეფოვირ დიპივოქსილს ზრდასრულ პაციენტებში ღვიძლის კომპენსირებული დაავადებით, წარმოდგენილია ცხრილში 3 ქვემოთ. კვლევა GS-US-174-0103 ჩატარდა 266 (რანდომიზებული და ნამკურნალები) HBeAg-დადებით პაციენტში, ხოლო კვლევა GS-US-174-0102 ჩატარდა 375 (რანდომიზებული და დამუშავებული) HBeAg-უარყოფით და HBeAg-დადებით პაციენტში.
ორივე ამ კვლევაში აღინიშნებოდა, ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის მნიშვნელოვანი უპირატესობა ადეფოვირ დიპივოქსილს მიმართ, სრული პასუხის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის თვალსაზრისით (განისაზღვრება როგორც HBV დნმ-ის დონე <400 ასლი/მლ და Knodell-ის ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell-ის გაუარესების გარეშე). ტენოფოვირის დიზოპროქსილით მკურნალობა 245 მგ (ფუმარატით) ასევე დაკავშირებული იყო მნიშვნელოვნად მეტ პაციენტთან HBV დნმ-ის დონეებით < 400 ასლი/მლ ადეფოვირის დიპივოქსილით 10 მგ მკურნალობასთან შედარებით. ორივე მკურნალობას ჰქონდა მსგავსი შედეგები ჰისტოლოგიური პასუხის თვალსაზრისით (განსაზღვრულია, როგორც კნოდელის ნეკროანთებითი ქულის მინიმუმ 2 ქულის გაუმჯობესება კნოდელის ფიბროზის გაუარესების გარეშე) 48 კვირაში (იხ. ცხრილი 3).
კვლევაში GS-US-174-0103, უფრო მეტმა პაციენტმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ჯგუფში მიაღწია ALT ნორმალიზებას და HBsAg დაკარგვას 48 კვირაში, ვიდრე ადეფოვირის დიპივოქსილის ჯგუფში (იხ. ცხრილი 3).
ცხრილი 3. ეფექტურობის პარამეტრები 48 კვირაში კომპენსირებულ HBeAg უარყოფით და HBeAg დადებით პაციენტებში
კვლევა 174-0102
(HBeAg უარყოფითი)
კვლევა 174-0103
(HBeAg დადებითი)
პარამეტრები
ტენოფოვირი დიზოპროქსილი (ფუმარატის სახით)
245 მგ (n= 250)
ადეფოვირი დიპივოქსილი 10 მგ (n= 125)
ტენოფოვირი დიზოპროქსილი (ფუმარატის სახით)
245 მგ (n= 176)
ადეფოვირი დიპივოქსილი 10 მგ (n= 90)
სრული
პასუხი (%) a
71*
49
67*
12
ჰისტოლოგია ჰისტოლოგიური პასუხი (%)b
72
69
74
68
საშუალო HBV საწყისიდან დნმ-ის რედუქცია (log10 ასლი/ მლ)
- 4,7*
- 4
- 6,4*
- 3,7
HBV დნმ (%) <400 ასლი/მლ (<69 სე/მლ)
93*
63
76*
13
ALZ (%)
ნორმალიზებული ALTd
76
77
68*
54
სეროლოგია (%)
HBeAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
HBsAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
არ აქვს რეაქცია 0/0
არ აქვს რეაქცია 0/0
22/21
3*/1
18/18
0/0
- ადეფოვირი დიპივოქსილის წინააღმდეგ p<0.05.
a სრული პასუხი განისაზღვრება, როგორც HBV დნმ-ის დონე <400 ასლი/მლ და მინიმუმ 2 ქულის გაუმჯობესება Knodell-ის ნეკროანთებითი ქულის მიხედვით Knodell-ის ფიბროზის გაუარესების გარეშე.
b Knodell ნეკროანთებითი ქულის გაუმჯობესება მინიმუმ 2 ქულით Knodell-ის ფიბროზის გაუარესების გარეშე.
c მედიანური ცვლილება საწყისი HBV დნმ-დან მხოლოდ ასახავს განსხვავებას საბაზისო HBV დნმ-სა და ანალიზის გამოვლენადობის ზღვარს (LOD) შორის.
d ALT ნორმალიზაციის ანალიზში გამოყენებული პოპულაცია მოიცავდა მხოლოდ პაციენტებს ALT-ით საწყის ULN-ზე ზემოთ.
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის ადეფოვირ დიპივოქსილთან შედარებისას არ შეუძლებელი იყო HBV-დნმ-დონის (<169 ასლი/მლ [<29 სე/მლ]; Roche Cobas Taqman HBV-ის განსაზღვრის საზომი ლიმიტი) დადასტურება. Roche Cobas Taqman HBV საზომი ლიმიტი ასოცირდებოდა მნიშვნელოვნად მეტ პაციენტში (კვლევა GS-US-174-0102; 91%, 56%, და კვლევა GS-US-174-0103; 69%, 9%, შესაბამისად).
GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევების კომბინირებისას შედარებები ჩატარდა პაციენტებში, რომლებთაც გააჩნდათ ნუკლეოზიდური მკურნალობის გამოცდილება კვლევის დაწყებისათვის (n=25) და ასევე ნუკლეოზიდ-უარყოფით პაციენტებში (n=375) და პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ ნორმალური ALT (n=21) და პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ პათოლოგიური პასუხი ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატით მკურნალობაზე (n=405). ნუკლეოზიდის გამოცდილების მქონე 51 პაციენტიდან 49 ადრე მკურნალობდა ლამივუდინთან. ნუკლეოზიდის გამოცდილების მქონე პაციენტთა 73%-ს და ნუკლეოზიდის უცვლელი პაციენტების 69%-ს ჰქონდა სრული პასუხი მკურნალობაზე; ნუკლეოზიდით ნამკურნალები პაციენტების 90%-მა და პაციენტების 88%-მა, რომლებსაც არ ჰქონდათ წინა გამოცდილება, მიაღწიეს HBV დნმ-ის სუპრესიას <400 ასლი/მლ. საწყის ეტაპზე ნორმალური ALT-ის მქონე ყველა პაციენტმა და საწყის ეტაპზე პათოლოგიური ALT-ის მქონე პაციენტების 88%-მა მიაღწია HBV დნმ-ის სუპრესიას <400 ასლი/მლ.
48 მეტი კვირიანი გამოცდილება GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 კვლევებში
ორმაგად ბრმა მკურნალობის 48 კვირის შემდეგ კვლევებში GS-US-174-0102 და GS-US-174-0103 (245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილი ან 10 მგ ადეფოვირი დიპივოქსილი), პაციენტები აგრძელებდნენ ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატთან ღია თერაპიის შეწყვეტის გარეშე. კვლევებში GS-US-174-0102 და GS-US-174-0103, პაციენტების 77%-მა და 61%-მა განაგრძო კვლევა, შესაბამისად, 384 კვირამდე. 96, 144, 192, 240, 288 და 384 კვირაში ვირუსული სუპრესია, ბიოქიმიური და სეროლოგიური პასუხები შენარჩუნებული იყო ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით უწყვეტი თერაპიით (იხ. ცხრილები 4 და 5).
ცხრილი 4: Open-Label-მკურნალობის ეფექტურობის პარამეტრები 96, 144, 192, 240, 288 და 384 კვირებში კომპენსირებულ HbeAg-უარყოფით პაციენტებში
კვლევა 174-0102 (HBeAg უარყოფითი)
პარამეტრი a
245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილი
(ფუმარატის სახით)
(n = 250)
10 მგ ადეფოვირი დიპივოქსილიდან
245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილზე (ფუმარატის სახით) გადასვლა
(n = 125)
კვირა
96b
144e
192g
240i
288l
384o
96c
144f
192h
240j
288m
384p
HBV დნმ (%)
<400 ასლი/მლ
(<69 სე/მლ)
90
87
84
83
80
74
89
88
87
84
84
76
ALT (%) ნორმალიზებული ALTd
72
73
67
70
68
64
68
70
77
76
74
69
სეროლოგია (%)
HBeAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
UY
HBsAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
0/0
0/0
0/0
0/0
0/0
1/1n
0/0
0/0
0/0
0/0k
1/1n
1/1n
a გრძელვადიანი შეფასების ალგორითმის (LTE ანალიზი) საფუძველზე -384. მათ გარდა, ვინც კვირა დაასრულა, ოქმში პაციენტები, რომლებმაც გამოტოვეს კვლევა 384 კვირამდე ნებისმიერ დროს, განსაზღვრული საბოლოო წერტილის გამო, ასევე შედის მნიშვნელში.
b ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის 48 კვირა, რასაც მოჰყვა Open-Label-მკუნალობა 48 კვირა.
c 48 კვირა ორმაგად ბრმა ადეფოვირ დიპივოქსილის, რასაც მოჰყვა 48 კვირა ღია ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი.
d ALT ნორმალიზაციის ანალიზში გამოყენებული პოპულაცია მოიცავდა მხოლოდ პაციენტებს ALT-ით საწყის ULN-ზე ზემოთ.
e 48 კვირა ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვება 96 კვირა Open-Label-მკუნალობა.
f 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი Open-Label-მკუნალობა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
g ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის 48 კვირა, რასაც მოჰყვება Open-Label-მკუნალობის 144 კვირა.
h 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვება 144-კვირიანი Open-Label-მკუნალობა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
i 48 კვირა ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვა 192 კვირა Open-Label-მკუნალობა.
j 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი Open-Label-მკუნალობა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
k ამ ჯგუფის ერთი პაციენტი გახდა HBsAg-უარყოფითი პირველად 240 კვირაში და ჯერ კიდევ იმყოფებოდა კვლევაში მონაცემთა შეწყვეტის დროს. თუმცა, ამ სუბიექტის HBsAg დაკარგვა საბოლოოდ დადასტურდა მომდევნო ვიზიტზე.
l 48 კვირის ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვება 240 Open-Label-მკუნალობა
m 48 კვირა ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილის, რასაც მოჰყვა 240 კვირა Open-Label-მკუნალობა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
n მოცემული ციფრები არის კუმულაციური პროცენტები, რომლებიც დაფუძნებულია კაპლან მეიერის ანალიზზე (KM-TDF), გამოკლებული მონაცემები, რომლებიც შეგროვდა ემტრიციტაბინის Open-Label-მკუნალობაისას ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატში დამატების შემდეგ.
o ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის 48 კვირა, რასაც მოჰყვა Open-Label-მკუნალობის 336 კვირა.
p 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 336-კვირიანი Open-Label-მკუნალობა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
UY: განაცხადი არ არის.
ცხრილი 5: Open-Label-მკურნალობის ეფექტურობის პარამეტრები 96, 144, 192, 240, 288 და 384 კვირებში კომპენსირებულ HBeAg დადებით პაციენტებში
კვლევა 174-0103 (HBeAg დადებითი)
პარამეტრი a
245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილი
(ფუმარატის სახით)
(n = 176)
10 მგ ადეფოვირი დიპივოქსილიდან
245 მგ ტენოფოვირი დიზოპროქსილზე (ფუმარატის სახით) გადასვლაc
(n = 90)
კვირა
96b
144e
192g
240i
288l
384o
96c
144f
192h
240j
288m
384p
HBV დნმ (%)
<400 ასლი/მლ
(<69 სე/მლ)
76
72
68
64
61
56
74
71
72
66
65
61
ALT (%) ნორმალიზებული ALTd
60
55
56
46
47
47
65
61
59
56
57
56
სეროლოგია (%)
HBeAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
26/23
29/23
34/25
38/30
37/25
30/20
24/20
33/26
36/30
38/31
40/31
35/24
HBsAg დაკარგვა/
სეროკონვერტაცია
5/4
8/6g
11/8g
11/8l
12/8l
15/12l
6/5
8/7g
8/7g
10/10l
11/10l
13/11l
a გრძელვადიანი შეფასების ალგორითმის (LTE ანალიზი) საფუძველზე -384. ასევე მათ, ვინც დაასრულა კვირა 384 პროტოკოლში განსაზღვრული ბოლო წერტილის გამო მნიშვნელს ასევე დაემატა პაციენტები, რომლებმაც გამოტოვეს კვლევა კვირამდე ნებისმიერ დროს.
b ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის 48 კვირა, რასაც მოჰყვა Open-Label- 48 კვირა.
c 48 კვირა ორმაგად ბრმა ადეფოვირ დიპივოქსილის, რასაც მოჰყვა 48 კვირა Open-Label- ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
d მხოლოდ პაციენტები, რომელთაც ALT აღემატებოდა ULN-ზე საწყის ეტაპზე, შედიოდა პოპულაციაში, რომელიც გამოიყენებოდა ALT ნორმალიზაციის ანალიზში.
e 48 კვირა ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვება 96 კვირა Open-Label- მკურნალობა.
f 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 96-კვირიანი Open-Label- ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
n მოცემული ფიგურები ეფუძნება ემტრიციტაბინის ღია ეტიკეტზე ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატში დამატების შემდეგ შეგროვებულ მონაცემებს. ეს არის კუმულაციური პროცენტები, რომელიც ეფუძნება კაპლან მაიერის ანალიზს (KM-ITT).
h 48 კვირა ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვება 144 კვირა Open-Label-.
i 48 კვირა ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილით, რასაც მოჰყვა 144 კვირა Open-Label- ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
j 48 კვირის ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვა 192 კვირის Open-Label- მკურნალობა.
k 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირ დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 192-კვირიანი Open-Label- ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
l მოცემული ციფრები ეფუძნება ემტრიციტაბინის Open-Label-მკურნალობისას ტენოფოვირის დიზოპროქსილ ფუმარატში დამატების შემდეგ შეგროვებულ მონაცემებს. არის კუმულაციური პროცენტები, რომლებიც დაფუძნებულია კაპლან მეიერის ანალიზზე (KM-ITT) გამოსარიცხად
m 48 კვირა ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატი, რასაც მოჰყვება 240 კვირა Open-Label.
n 48 კვირა ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც მოჰყვა 240 კვირა Open-Label- ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატით.
o ორმაგად ბრმა ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის 48 კვირა, რასაც მოჰყვა Open-Label- 336 კვირა.
p 48-კვირიანი ორმაგად ბრმა ადეფოვირი დიპივოქსილი, რასაც …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვირეადიR 245 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი 245 მგ ტენოფოვირ დიზოპროქსილის ექვივალენტური რაოდენობით 300 მგ ტენოფოვირ დიზოპროქსილის ფუმარატს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზებული სახამებელი (გლუტენის გარეშე), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (ცხოველური რძისგან მიღებული ლაქტოზა) და მაგნიუმის სტეარატი (E572).
აპკის საფარი: ლაქტოზის მონოჰიდრატი,ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), გლიცერინის ტრიაცეტატი (E1518) და ინდიგო კარმინის ალუმინის ლაქი(E132).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვის ანდა თქვენი შვილისთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ვირეადი?
ვირეადის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ვირეადი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ვირეადის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვირეადი ?
ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, ნუშის ფორმისაა და ღია ცისფერი ფერი აქვს. ტაბლეტებს ერთ ზედაპირზე ,,GILEAD’’ და ,,4331’’, მეორე ზედაპირზე კი ,,300’’ გრავირება აქვს აღნიშნული. ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, 30 ტაბლეტის შემცველ ბოთლის შეფუთვაშია მოთავსებული. თითოეულ ბოთლის შეფუთვაში, ტაბლეტების დაცვის მიზნით მოთავსებულია სილიციუმის გელი სიმშრალის შენარჩუნებისთვის, რომელიც ბოთლიდან არ უნდა იქნას ამოღებული. სილიციუმის გელი პარკის ცალკე შეფუთვაში ანდა კოლოფშია მოთავსებული და არ უნდა გადაიყლაპოს.
ვირეადის 245 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი, B ჰეპატიტის ვირუსული (HBV) ინფექციის, ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ტაბლეტები გამოიყენება:
ზრდასრულებში,
12 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ვირეადის 245 მგ ტაბლეტები, ასევე გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (HIV) გამოწვეული დაავადების სამკურნალოდაც. ტაბლეტები გამოიყენება:
18 წლის და მეტი ასაკის მქონე ზრდასრულებში,
ასევე, 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომლთაც წარსულში სხვა აივ ინფექციის სამკურნალო წამლებით მკურნალობა უკვე ჩატარებული აქვთ, თუმცა რეზისტენტობის განვითარების გამო სრულად არა ეფექტურია ანდა გვერდითი ეფექტების გამომწვევია.
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) მხრივ, ვირეადით მკურნალობის ჩასატარებლად, აივ (HIV) ინფექციის არსებობა აუცილებელი არ არის.
ვირეადი, მოქმედი ნივთიერების სახით ტენოფოვირის დიზოპროქსილს შეიცავს. აღნიშნული მოქმედი ნივთიერება B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ (HIV) ინფექციის ანდა ორივეს სამკრუნალოდ გამოყენებული ანტივირუსული ანდა ანტირეტროვირუსული წამალია. ტენოფოვირი, ძირითდად NTRI სახელით ცნობილი, ნუკლეოტიდის რევერსული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორია და ვირუსების კვლავ თვითწარმოებისთვის საჭირო ფერმენტების (B ჰეპატიტის დნმ პოლიმერაზა, აივ (HIV) რევერსული ტრანსკრიპტაზა) ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებით ავლენს ეფექტს. ვირეადი, აივ ინფექციის სამკურნალოდ ყოველთვის სხვა წამლებთან კომბინაციის სახით უნდა იქნას გამოყენებული.
ეს წამალი, აივ (HIV) ინფექციის სამკრუნალოდ გამოსავალი არ არის. ვირეადის შეძენის დროს, აივ-(HIV) ინფექციასთან დაკაშირებული ინფექციები ანდა სხვა დაავადებები შეიძლება განვითრდეს.
გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს სხვებზე აივ (HIV) ინფექციის ანდა B ჰეპატიტის ვირუსული (HBV) ინფექციის გავრცელება, გადადება. შესაბამისად, სხვების ინფიცირებისგან თავის არიდებისთვის საჭიროა ზომების მიღება.
- ვირეადის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვირეადი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის ანდა აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში ჩამოთვლილი ვირეადის სხვა შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.
თუ, ზემოთ აღნიშული პრობლემა თქვენთან ვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ვირეადის გამოყენება შეწყვიტეთ.
ვირეადი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, თირკმლის დაავადება გაქვთ ანდა ლაბორატორიული კვლვებით
თირკმლებში პრობლემა გამოვლინდა, ექიმს აცნობეთ. ვირეადი, თირკმლის პრობლემების მქონე მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი თირკმლის ფუნქციების შემოწმების მიზნით გარკვეული კვლევების გაკეთებას მოითხოვს. ვირეადმა, მკურნალობის დროს შეიძლება თირკმლებზე ზემოქმედება მოახდინოს, ამიტომ, ექიმი, მკურნალობის პერიოდშიც თირკმლების მდგომარეობის შეფასების მიზნით გარკვეული გამოკვლევების გაკეთებას მოითხოვს. თუ, ზრდასრული ხართ, ექიმი ტაბლეტების უფრო ნაკლები სიხშირით მიღებას გთხოვთ. ექიმის მითითების გარეშე, რეცეპტით გამოწერილი დოზა არ შეამციროთ.
ვირეადი არ მიიღოთ იმ სხვა წამლებთან ერთად, რომელიც ასევე თირკმლებზე საზიანო ზემოქმედებას ახდენს (იხილეთ ნაწილი- სხვა წამლებთან ერთად გამოყენება).თუ ეს მდგომარეობა გარდაუვალია, ექიმი თირკმლების ფუნქციებს ყოველ კვირაში გადაამოწმებს.
თუ, 65 წლის და მეტი ასაკი გაქვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ:
ვირეადი, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული. თუ, ხანდაზმული ხართ და სამკურალოდ ვირეადი გაქვთ გამოწერილი, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
12 წლამდე ასაკის, აივ ინფექციის მქონე ბავშვებში ვირეადი არ უნდა იქნას გამოყენებული.
12 წლამდე ასაკის, B ჰეპატიტის ინფექციის მქონე ბავშვებში ვირეადი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ანამნეზში ღვიძლის დაავადება გაქვთ, ჰეპატიტის ჩათვლით, ექიმს
გაესაუბრეთ. ღვიძლის დაავადების მქონე ავადმყოფებს, ქრონიკული ვირუსული B ანდა C ჰეპატიტის ჩათვლით და ავადმყოფებს, რომლებსაც ანტირეტროვირუსული მკურნალობა აქვთ ჩატარებული, ღვიძლის მხრივ მძიმე და პოტენციურად სასიკვდილო გართულებების რისკი უფრო მაღალი აქვთ. თუ, B ვირუსული ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი თქვენთვის შესაბამის ოპტიმალურ მკურნალობის რეჟიმს შეგირჩევთ. თუ, ანამნეზში ღვიძლის დაავადება ანდა ქრონიკული B ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი ღვიძლის ფუნქციების შეფასებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზებს მოითხოვს.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ. ვირეადის შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი ყველა ახლად გამოვლენილი, უჩვეულო და გაუარესებული სიმპტომის შესახებ მაშინვე ექიმს აცნობეთ. თუ, B ჰეპატიტი გაქვთ (მონო ინფექცია) ანდა პარალელურად B ჰეპატიტი და აივ- HIV(კო-ინფექცია) გაქვთ, ზოგიერთ ავადმყოფში, ვირეადით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება ჰეპატიტების დამძიმების სიმპტომები ანდა სისხლის ანალიზების გაუარესების ნიშნები. ვირეადით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სასურველია ექიმის მიერ თქვენს ჯანმრთელობაზე დაკვირვება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლის ანალიზების გაკეთება და კონტროლი.
ვირეადით მკურნალობის დაწყების შემდეგ, შესაძლო რძემჟავა აციდოზის
ნიშნების გამოვლინების მხრივ, ფრთხილად იყავით. ღვიძლის გადიდებასთნ ერთად, ვირეადმა შეიძლება რძემჟავა აციდოზის (სისხლში რძემჟავას მომატება) განვითარება გამოიწვიოს. ცხოველებსა და ადამიანებში გაკეთებული კვლევებით მიღებული მონაცემებით, ვირეადით მკურნალობის დროს რძემჟავა აციდოზის გამოვლინების რისკი დაბალია. რძემჟავა აციდოზის გამოვლინების ნიშნებია: ღრმა და სწრაფი სუნთქვა, დაბუჟება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილის მსგავსი ზოგადი სიმპტომები, ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერთითი ეფექტები ზოგჯერ შეიძლება სასიკვდილო იყოს. ნუკლეოზიდის ანალოგების მოქმედებით გამოწვეული რძემჟავა აციდოზი უფრო ხშირად ქალებში, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონეებში ვლინდება. თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ, აღნიშნული პრობლემის თქვენთან გამოვლენის ალბათობა შეიძლება მაღალი იყოს. ვირეადით მკურანლობის დროს, რძემჟავა აციდოზის გამოვლინების მხრივ ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ფრთხილად იყავით, სხვები არ დაასნებოვნოთ. ვირეადი, სქესობრივი გზით
გადამდები ინფექციების ანდა სისხლის გზით B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ ინფექციის გავრცელების რისკს არ ამცირებს. ამ ინფექციებზე თავის არიდებისთვის საჭიროა შესაბამისი ზომების მიღების გაგრძელება.
სიფრთხილის სხვა ზომები
აივ- HIV ინფექციის მკრუნალობის დროს, ანტირეტროვირუსულმა კომბინაციურმა მკურნალობამ (ვირეადის ჩათვლით) შეიძლება სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ცხიმების მომატება (ჰიპერლიპიდემია), ასევე სხეულის ცხიმოვანი მაჩვენებელების ცვლილება და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარება გამოიწვიოს. (იხილეთ ნაწილი-4, შესაძლო გვერდითი ეფექტები).
თუ, დიაბეტი გაქვთ, ჭარბი წონა გაქვთ ანდა ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ, ექიმს გაესაუბრეთ.
ინფექციების მიმართ ფრთხილად იყავით. თუ, პროგრესირებადი აივ- HIV ინფექცია ანდა ნებისმიერი სხვა ინფექცია გაქვთ, ვირეადით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება ჩირქოვანი ანთების სიმპტომები გამოვლინდეს ანდა არსებული ჩირქოვანი ანთების ნიშნები უფრო დამძიმდეს. აღნიშნული სიმპტომები, სხეულის გამოჯანმრთელებული იმუნური სისტემის ინფექციასთან ბრძოლაზე მიუთითებს. ვირეადით მკურნალობის დაწყებისთანავე, ჩირქოვანი ანთების სიმპტომებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ, ჩირქოვანი ანთების სიმპტომებს შეამჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
აივ- HIV ინფექციის მკურნალობის მიზნით წამლის მიღების დაწყების შემდეგ, ოპორტუნისტულ ინფექციებთან ერთად ავტოიმუნური ინფექციებიც (იმუნური სისტემის მიერ სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებზე უარყოფითი მოქმედება) ხშირად ვლინდება. ავტოიმუნური ინფექციები, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. თუ, ინფექციის მაჩვენებელ ნიშნებს ანდა კუნთების სისუსტეს, ხელებსა და ფეხებში დაწყებულ და მთელ სხეულში გავრცელებულ სისუსტეს, გულის ფრიალს, კანკალს ანდა ჰიპერაქტიურობის მსგავს სხვა ნიშნებს შეამჩნევთ, გთხოვთ მაშინვე თქვენ ექიმს აცნობეთ, რათა საჭირო მკურნალობა ჩაიტაროთ.
C ანდა D ჰეპატიტებით კო-ინფექცია: ავადმყოფები, რომელთანაც აღინიშნება C ანდა D ვირუსით კო-ინფექცია, ტენოფოვირის ეფექტურობასთან დაკაშირებით მონაცემი არ არსებობს.
აივ-HIV და ჰეპატიტი B ვირუსით კო-ინფექცია: ტენოფოვირ დიზოპროქსილის ფუმარატი, აივ/ B ჰეპატიტის ვირუსით კო-ინფექციის მქონე ავადმყოფებში, აივ ინფექციის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის გამო, მხოლოდ ანტირეტროვირუსული კომბინაციის რეჟიმის მხოლოდ ერთი ნაწილის სახით უნდა იქნას გამოყენებული.
ძვლების პრობლემები: აივ ინფექციის მქონე ზოგიერთ ზრდასრულ ავადმყოფში, რომლებიც კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადიან, შეიძლება ოსტეონეკროზი (ძვლის სისხლმომარაგების დაკარგვის შედეგად ძვლოვანი ქსოვილის დაშლა) გამოვლინდეს. გარდა ამისა, არსებობს ოსტეონეკროზის განვითარების რისკ ფაქტორებიც: გახანგრძლივებული ანტირეტროვირუსული კომბინაციური თერაპია, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება,ძლიერი იმუნოსუპრესია და მაღალის ხეულის მასის ინდექსი. ოსტეონეკროზის მაჩვენებელი ნიშნებია: სახსრების გამკვრივება, ტკივილი და წვის შეგრძნება (განსაკუთრებით მენჯის, მუხლის და მხრის სახსრებში), მოძრაობების გაძნელება. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ძვლების პრობლემები (პერიოდულად მოტეხილობით დასრულებული), თირკმლის მილაკოვან უჯრედებში განვითარებული დაზიანების შედეგადაც შეიძლება გამოვლინდეს (იხილეთ ნაწილი-4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვირეადის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვირეადი, საკვებთან (მაგ. კვების ჯერის ანდა წახემსების დროს) ერთად უნდა იქნას მიღებული.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ორსულობის დროს ვირეადი არ უნდა მიიღოთ. ვირეადის ორსულებში გამოყენებასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს და აბსოლუტური საჭიროების გარეშე არ გამოიყენება.
ვირეადით მკურნალობის დროს ორსულობას მოერიდეთ. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.
თუ, ორსულად დარჩებით ანდა ორსულობას გეგემავთ, ექიმს ანტირეტროვირუსული მკურნალობის მუცლად მყოფ ბავშვზე შესაძლო ზემოქმედების შედეგად სარგებელის და ზიანის შესახებ ჰკითხეთ.
თუ, ორსულობის დროს ვირეადი გამოიყენეთ, ექიმი ბავშვის განვითარებაზე დაკვირვების მიზნით რეგულარულად სისხლის ანალიზებს და სხვა სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს მოითხოვს. ორსულობის დროს NRTI- ნუკლეოზიდის რევერსული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების- მომხმარებელი დედების ბავშვებში, ვირუსისგან დაცვის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვირეადით მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც ამ წამლის მოქმედი ნივთიერება შეიძლება დედის რძეში გადავიდეს.
თუ, B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ანდა აივ- HIV ინფექციის მქონე ქალი ხართ, ვირუსი დედის რძიდან შეიძლება ბავშვთან გადავიდეს, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ვირეადმა, შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ვირეადის მიღების დროს, თუ თავბრუსხვევას იგრძნობთ, ავტომობილი ანდა ველოსიპედი არ ატაროთ ანდა ნებისმიერი აპარატი ანდა მექანიზმი არ მართოთ.
ვირეადის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, ლაქტოზის ანდა სხვა შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვთ, ექიმს აცნობეთ. ვირეადი, ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. თუ, იცით, რომ ლაქტოზის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ ანდა სხვა შაქრებიდან რომელიმეს მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა ნებისმიერ წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ ანდა მომავალში მიღების ალბათობა გაქვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, თქვენ როგორც B ჰეპატიტის ვირუსული ინფექცია (HBV), ასევე აივ- HIV ინფექცია გაქვთ, ვირეადით მკურნალობის დაწყებისას, ექიმის მიერ გამოწერილი რომელიმე ანტი-აივ- HIV წამლის მიღება არ შეწყვიტოთ.
თუ, ტენოფოვირ დიზოპროქსილის ფუმარატის შემცველ სხვა წამლებს ღებულობთ, ვირეადი არ გამოიყენოთ. ვირეადი ადეფოვირ დიპივოქსილის (ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) შემცველ წამლებთან ერთად არ მიიღოთ.
თუ, სხვა ისეთ წამლებს ღებულობთ, რომელიც თირკმლებზე დამაზიანებლად მოქმედებს, ეს ინფორმაცია ექიმს აცნობეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს წამლები შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი:
ამინოგლიკოზიდები (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო)
ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო)
ფოსკარნეტი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
განციკლოვირი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
პენტამიდინი (ინფექციის სამკურნალო)
ვანკომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო)
ინტერლეიკინ-2 (სიმსივნის სამკურნალო)
სიდოფოვირი (ვირუსული ინფექციის სამკურნალო)
ადეფოვირ დიპივოქსილი (HBV სამკურნალო)
ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის სუპრესიის პრეპარატი)
დიდანოზინის შემცველი სხვა წამლები (აივ ინფექციის სამკურნალო):
ვირეადის, დიდანოზინის შემცველ ანტივირუსულ წამლებთან ერთად მიღების შემთხვევაში, სისხლში დიდანოზინის დონის მომატება და CD4 უჯრედების რაოდენობის დაცემა შეიძლება გამოვლინდეს. ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის და დიდანოზინის შემცველი წამლების ერთად მიღების შემთვევაში, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის ანთება და რძემჟავა აციდოზის (სისხლში რძემჟავას მომატება) განვითარება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს. ექიმი, ტენოფოვირის და დიდანოზინის კომბინაციით თქვენი მკურნალობის საკითხს ყურადღებით გადაწყვეტს. ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის და დიდანოზინის შემცველი წამლების ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ნუკლეოზიდ /ნულეოტიდებით სამმაგი თერაპია:
ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი, დღეში ერთი(ერთჯერადი) დოზის რეჟიმით შეიძლება გამოყენებული იქნას ლამივუდინის და აბაკავირინთან ერთად, ასევე დიდანოზინთან ერთად კომბინაციაში. აივ ინფექციის მქონე ავადმყოფებში, დიდი თანაფარდობით დაფიქსირებულია ვიროლოგიური უკმარისობა და ადრეულ სტადიაში რეზისტენტობის განვითრება.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ვირეადი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები: საკვებთან ერთად (მაგ. კვების ჯერი ანდა წახემსება) ყოველდღე 1 ტაბლეტი დღეში.
მიცემის გზა და მეთოდი:
ორალური გამოყენება.
თუ, გადაყლპავის პრობლემა გაქვთ, ტაბლეტის დაფხვნის მიზნით შეგიძლიათ კოვზის ბოლო გამოიყენოთ. შემდეგ მიღებული ფხვნილი 100 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალში, ფორთოხლის წვენში ანდა ყურძნის წვენში აურიეთ და მაშინვე დალიეთ.
ვირეადი, ყოველთვის ექიმის მითითების შესაბამისი ფორმით მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ჰკითხეთ.
ვირეადი, ყოველთვის, ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზით მიიღეთ. წამლის ეფექტურობასა და მკურნალობაზე რეზისტენტობის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა დოზირების ზუსტი კონტროლი.
თუ, აივ ინფექცია გაქვთ, ექიმი ვირეადს სხვა ანტირეტროვირუსულ წამლებთან ერთად გამოგიწერთ. თუ, კო-ინფექცია გაქვთ, როგორც აივ ინფექცია, ასევე B ვირუსული ჰეპატიტი, მნიშვნელოვანია, რომ ვირეადი მიიღოთ სხვა, რეცეპტით გამოწერილ ანტირეტროვირუსულ წამლებთან ერთად. თუ, B ვირუსული ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი გამოკვლევებს გაგიკეთებთ, რომ დააზუსტოს, როგორც B ჰეპატიტის ვირუსის, ასევე აივ ინფექციის არსებობა ანდა არ არსებობა.
ამ წამლის მიღებასთან დაკაშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ სხვა ანტირეტროვირუსული წამლების გამოყენების ინსტრუქცია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
სულ ცოტა 35 კგ წონის, 12 წლის და მეტი ასაკის HBV-ით ინფიცირებული მოზარდები: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
სულ ცოტა 35 კგ წონის, 12 წლის და მეტი ასაკის HIV-ით ინფიცირებული მოზარდები: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
HBV-ით ინფიცირებულ ბავშვებში (12 წლამდ ასაკის) არ გამოიყენება.
HIV-ით ინფიცირებულ ბავშვებში (12 წლამდ ასაკის) არ გამოიყენება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თუ, ზრდასრული ხართ და თირკმლების პრობლემები გაქვთ, ექიმი ვირეადის უფრო ნაკლების სიხშირით გამოყენების რეკომენდაციას მოგცემთ.
თუ, ვირეადის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, შემთხვევით ვირეადის საჭიროზე დოზაზე მეტი ტაბლეტები მიიღეთ, ამ წამლის გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი შეიძლება გაიზარდოს (იხილეთ ნაწილი-4. შესაძლო გვერდითი ეფექტები), რეკომენდაციებისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. ჭარბი დოზით მიღებული ტაბლეტის დაზუსტებისთვის, ტაბლეტის ბოთლი თან იქონიეთ.
თუ, ვირეადის მიღება დაგავიწყდებათ:
ვირეადის დოზის რეგულარული მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ, ერთი დოზას გამოტოვებთ, გამოტოვებული დოზის შემდეგ რამდენი დრო გავიდა გამოითვალეთ.
თუ, დოზის ნორმალური მიღების დროიდან 12 საათზე ნაკლები დროა გასული, ეს დოზა უმოკლეს დროში მიიღეთ და შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროზე გააგრძელეთ.
თუ, დოზის ნორმალური მიღების დროიდან 12 საათზე მეტი დროა გასული, გამოტოვებული დოზა დაივიწყეთ. დაელოდეთ და შემდეგი დოზა, ჩვეულ დროზე მიიღეთ. დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, ვირეადის მიღების შემდეგ 1 საათზე ნაკლებ დროში ღებინება გექნებათ, სხვა ტაბლეტი მიიღეთ კიდევ. თუ, ვირეადის მიღების შემდეგ 1 საათის შემდეგ გექნებათ ღებინება, სხვა ტაბლეტის მიღება საჭირო არ არის.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
გვერდითი ეფექტები, რომელიც ვირეადით მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს
ექიმის მითითების გარეშე, ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ. ვირეადით მკურნალობის შეწყვეტა, ექიმის მიერ რეკომენდირებული მკურნალობის ეფექტურობას შეამცირებს. თუ, ნებისმიერი მიზეზით ვირეადის მიღების შეწყვეტას დააპირებთ, განსაკუთღებით მაშინ, თუ გვერდითი ეფეტები ვლინდება ანდა თუ, სხვა დაავადება გაქვთ, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ. ვირეადის ტაბლეტების გამოყენების კვლავ დაწყების შემთვევაში, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
თუ, თქვენ ჰეპატიტი B ანდა ერთდროულად ჰეპატიტი B ანდა აივ-HIV ინფექცია (კო-ინფექცია) გაქვთ, ექიმთან გასაუბრების გარეშე ვირეადის მიღება არ შეწყვიტოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ავადმყოფში, ვირეადის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირებულია ჰეპატიტების დამძიმება, რომელიც სისხლის ანალიზებით ვლინდება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში საჭიროა სისხლის ანალიზების გადამოწმება.(იხილეთ ნაწილი-2). ზოგიერთ ავადმყოფში, რომელთაც პროგრესირებადი ღვიძლის დაავადება ანდა ღვიძლის ციროზი აქვთ, მკურნალობის შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ამ დროს ჰეპატიტი შეიძლება დამძიმდეს.
თუ, ნებისმიერი მიზეზით ვირეადის მიღების შეწყვეტას აპირებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდითი ეფეტები ვლინდება ანდა თუ, სხვა დაავადება გაქვთ, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
თუ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, B ჰეპატიტთან დაკაშირებული სიმპტომები ანდა ახალი სიმპტომები, ან უჩვეულო სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე ექიმს მიმართეთ.
ვირეადის ტაბლეტების გამოყენების კვლავ დაწყების შემთვევაში, ჯერ ექიმს გაესაუბრეთ.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ,ფიქრობთ, რომ ვირეადის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ვირეადის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
შესაძლო გვერდითი ეფექტები: ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ ექიმს აცნობეთ:
- რძემჟავა აციდოზი (სისხლში რძემჟვას დონის მომატება) იშვიათი ( ანუ, 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს), მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის განმაპირობებელი, გვერდითი ეფექტია. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება რძემჟავა აციდოზის მანიშნებელი იყოს:
ღრმა, სწრაფი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
თავბრუსხვევა
გულისრევა, შეუძლოდ ყოფნის შეგრზნება და კუჭის ტკივილი
თუ, ფიქრობთ, რომ თქვენ რძემჟავა აციდოზი გაქვთ, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გავრცელებული არ არის (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუჭის (მუცლის) ტკივილი, რომელიც პანკრეასის ანთებითაა გამოწვეული
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იშვიათია (ანუ 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
თირკმლების ანთება, ხშირი შარდვა ანდა წყურვილი, თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანება
შარდის ანალიზში ცვლილება, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ზურგის ტკივილი, რომელიც განაპირობებს თირკმლის პრობლემების განვითარებას
ძვლების დარბილება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანებით (ძვლების ტკივილთან ერთად ზოგჯერ მოტეხილობაც ვლინდება)
ღვიძლის გაცხიმოვნება
სხეულის ფორმის ცვლილება
აივ ინფექციის მკურნალობისას, ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ვირეადის ჩათვლით), სხეულში ცხიმების განაწილების ცვლილებით სხეულის ფორმების ცვლილებას განაპირობებს. ხელებზე, ფეხებზე და სახეზე შეიძლება ცხიმი გაქრეს, კუჭის (მუცლის) და შინაგანი ორგანოების კედელი კი შეიძლება გაცხიმოვნდეს, მკერდი შეიძლება გაიზარდოს და ან კისრის უკანა ნაწილში ცხიმის გროვები ("კამეჩის კეხი") გაჩნდეს. ამ ცვლილებების მიზეზი და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტები ჯერ არ არის ცნობილი.
თუ, ფიქრობთ, რომ ამ სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით და აცნობეთ.
ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ძალიან გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან სულ ცოტა 10 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
დიარეა, ღებინება, გულისრევა, თავბრუსხვევა, გამონაყარი, სისუსტის შეგრძნება
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
სისხლში ფოსფატების დონის დაცემა
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 10 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, მუცელში გაზები (აირების დაგროვება)
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
ღვიძლის პრობლემები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები ნაკლებად გავრცელებულია (ანუ 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუნთების დაშლა, კუნთების ტკივილი ანდა სისუსტე
გარდა ამისა, დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტიც:
სისხლში კალიუმის დონის შემცირება
სისხლში კრეატინინის მომატება
პანკრეასის პრობლემები
კუნთების დაშლა, ძვლების დარბილება (ძვლების ტკივილთან ერთად ზოგჯერ მოტეხილობაც ფიქსირდება), კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სისხლში კალიუმის დონის ანდა ფოსფატის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის მილაკოვანი უჯრედების დაზიანებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები იშვიათია (ანუ 1000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):
კუჭის (მუცლის) ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის ანთებით
სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება
აივ ინფექციის მკურნალობის დროს, ანტირეტროვირუსული კომბინაციური თერაპია სისხლში ცხიმების მომატებას (ჰიპერლიპიდემიას) და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას განვითარებას იწვევს. ექიმი, ამ ცვლილებების გადამოწმებისთვის გამოკვლევებს მოითხოვს.
ნებისმერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით, აღნიშნული ბროშურის ჩამონათვალში არ არსებული გვერდითი ეფექტების ჩათვლით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვირეადის შენახვა
ვირეადი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვირეადი არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეა.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე. ნესტისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. ბოთლის სახურავი მჭიდროდ დახურული გქონდეთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. Gilead Sciences ილაჩ თიჯ
იჩერენქოის დასახლ, უმუთის ქ.N:10/12, სართული: 21
Anf ofis
34752 ათაშეჰირი, სტამბული
ტელ:0216 559 03 00
წარმოების ადგილი:
Gilead Sciences Ireland UC.
IDA Busines&Technology Park Carrigtohill,County Cork, ირლანდია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია: 2015 წლის 9 მარტს .
GİLEA
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.










