ვინორელბინი აკორდი
Vinorelbine Accord
ვინორელბინი აკორდი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს, რომელიც მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ზრდას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვინორელბინი (vinorelbine)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/5მლ (10მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, გველის სუროს ალკალოიდები და ანალოგები
- ATC კოდი
- L01CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043415
- რეგისტრირებულია
- 18 ივნისი 2025, მოქმედებს 18 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ვინორელბინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვინორელბინი აკორდი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს, რომელიც მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ზრდას.
ვინორელბინი აკორდი გამოიყენება მოზრდილებში კიბოს სამკურნალოდ, განსაკუთრებით, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.
დოზირება
ვინორელბინი აკორდი მზადდება და შეიყვანება მხოლოდ ონკოთერაპიის გამცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ. პრეპარატის თითოეულ შეყვანამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი და შემოწმდება მისი კომპონენტები. პრეპარატის შეყვანა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ სისხლის უჯრედები სათანადო რაოდენობით არის წარმოდგენილი, ვინორელბინი აკორდის უსაფრთხო გადასხმისთვის. თუ აღნიშნული ანალიზის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობის დაწყება შესაძლოა გადაიდოს, მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
სტანდარტულ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 25 – 30 მგ/მ3.
გადასხმის სიხშირე
ვინორელბინი აკორდი, ჩვეულებრივ, შეიყვანება კვირაში ერთხელ. გადასხმათა სიხშირეს დაადგენს მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
დოზის კორექცია:
ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
თირკმელების უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
შეყვანის გზა და მეთოდი
შეყვანამდე, საჭიროა ვინორელბინი აკორდის განზავება. ვინორელბინი აკორდი შეიყვანება მხოლოდ ვენაში. პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება 6-დან 10 წუთამდე.
ინფუზიის დასრულების შემდეგ, საჭიროა ვენის გულმოდგინედ ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინი აკორდის ან ვინკა ალკალოიდების ჯგუფის სხვა რომელიმე პრეპარატის მიმართ;
თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინი აკორდის ხსნარში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობა ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი ინფექცია;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თომბოციტების რაოდენობა;
თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს აცრა (ან ჩატარებული აქვს ახლო წარსულში) ყვითელი ცხელების ვაქცინით;
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა სპინალური გზით.
სიფრთხილის ზომები
უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი კონტაქტი თვალებთან. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოს ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით. გაღიზიანების განვითარებს შემთხვევაში, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო ზედმიწევნით უნდა იქნეს ჩამობანილი გამდინარე წყლით.
გადასხმის დასრულების შემდგომ, ექსპოზირებული ზედაპირი ზედმიწევნით უნდა იქნეს გაწმენდილი, ხოლო ხელები და სახე დაბანილი გამდინარე წყლით.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ვინორელბინი აკორდის ხსნარს არ ახასიათებს შეუთავსებლობები შუშის ფლაკონებთან, PVC ჩანთებთან, ვინილის აცეტატის ჩანთებთან ან პოლიპროპილენის შპრიცებთან.
პოლიქიმიოთერაპიის დროს, ვინორელბინი აკორდი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს.
უკუნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა ინტრათეკალური გზით. ვინორელბინი აკორდი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატის შეყვანა დასაშვებია ნელი ბოლუსის სახით (6-10 წუთამდე) 20-50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ ან მოკლე ინფუზიის სახით (20-30 წუთი) 125 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შესაბამისი ვენა აუცილებლად უნდა ჩაირეცხოს 250 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით.
ვინორელბინი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად. შეყვანამდე, შესაბამისი პერსონალი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენაში კანულა სწორედ არის ჩადგმული. მიმდებარე ქსოვილებში ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ვინორელბინი აკორდის ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის მნიშვნელოვანი გაღიზიანება, რა შემთხვევაშიც, ინფუზია უნდა შეჩერდეს, ვენა უნდა ჩაირეცხოს ფიზიოლოგიური ხნსარით და დანარჩენი დოზა შეყვანილ უნდა იქნეს სხვა ვენაში. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ი.ვ. გლუკოკორტიკოიდები, ფლებიტის რისკის შემცირების მიზნით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
შენახვა
ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:
პრეპარატები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს (ანტიკოაგულანტები);
ფენიტოინი – ანტიეპილეფსიური პრეპარატი;
იტრაკონაზოლი – სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი;
მიტომიცინი C – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე, მაგ. ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი;
კომბინაციური მკურნალობა ლაპატინიბთან (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum)
ანტიბიოტიკები, მათ შორის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი;
ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის რიტონავირი (პროტეაზას ინჰიბიტორი);
ვერაპამილი, ქინიდინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ).
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია (მაგ. ჩუტყვავილას, ყბაყურას, წითელას და ა.შ.), რადგან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში სისტემური რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.
ვინორელბინი აკორდთან ერთად ისეთი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც ახასიათებთ ძვლის ტვინის მიმართ ტოქსიურობა (გულისხმობს ტოქსიურობას სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების მიმართ), შესაძლოა დამძიმდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პრეპარატს არ ახასიათებს ურთიერთქმდება საკვებთან და სასმელთან.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვინორელბინი აკორდი არ გამოიყენება თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;
თუ ვინორელბინი აკორდით მკურნალობის დაწყებისას პაციენტი არის ორსულად ან თუ პაციენტი დაორსულდება ვინორელბინი აკორდის ხნსარით მკურნალობის მიმდინარობისას, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
ლაქტაცია
ვინორელბინი აკორდის გამოყენება დაუშვებელია თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ვინორელბინი აკორდის ხსნარს შესაძლოა ჰქონდეს ნაყოფიერების საწინააღმდეგო მოქმედება, ამრიგად, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალ პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში და დაორსულების შემთხვევაში მიმართონ მკურნალ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვინორელბინი აკორდის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობლი და სხვა მექანიზმები თუ აღნიშნული არ არის შეთანხმებული მკურნალ ექიმთან ან პაციენტი Aთავს გრძნობს შეუძლოდ.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ვინორელბინი აკორდი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ხველა, ცხელება და შემცივნება,
ძლიერი ყაბზობა მუცლის ტკივილით, როდესაც პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აღენიშნება ნაწლავთა მოქმედება (დეფეკაცია),
ძლიერი თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ორთოსტატიკული (წამოდგომისას განვითარებული), რაც შესაძლოა სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების (მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის) ნიშანი იყოს,
ძლიერი, პაციენტისთვის უჩვეულო ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მოშლით (ე.წ. გულის იშემიური დაავადება, მაგალითად, სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით)),
სუნთქვის გაძნელება, რაც შესაძლოა იყოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის სიმპტომი (აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში),
თავბრუსხვევა, გენერალიზებული (მთელ სხეულზე გავრცელებული) გამონაყარი კანზე, ან ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც შესაძლოა ალერგიული რეაქციის გამოვლინება იყოს,
ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და სინკოპე (გულისწასვლა), რაც შესაძლოა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფილტვის სისხლძარღვში თრომბის არსებობის) სიმპტომი იყოს,
თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფუზია და კომა), კრუნჩხვები, მხედველობის დაბინდვა და არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა), რაც შესაძლოა იყოს ნევროლოგიური აშლილობის, მაგალითად, პოსტერიორული შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის, ნიშანი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
გულისრევა; ღებინება, ყაბზობა;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციებისადმი მიდრეკილებას;
ქვედა კიდურების სისუსტე;
ზოგიერთი რეფლექსის დაქვეითება, ზოგჯერ შეხების აღქმის ცვლილება;
თმის ცვენა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, მძიმე არ არის;
პირის ღრუს ან ხახის ანთება ან დაწყლულება;
რეაქციები ვინორელბინი აკორდის შეყვანის ადგილას, როგორიცაა: სიწითლე, მწველი ტკივილი, ვენის ფერის შეცვლა, ვენების ანთება (ფლებიტი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან დაჟეჟილობის (ჩალურჯების) რისკი;
სახსრების ტკივილი;
ყბის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
დაღლილობა (ასთენია, მოთენთილობა);
ცხელება;
ტკივილი სხეულის სხვადასხვა უბანში, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილი სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას;
დიარეა (ფაღარათი);
სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სხეულის მოძრაობისა და შეხების შეგრძნების მძიმე დარღვევები;
თავბრუსხვევა;
უეცარი სიმხურვალის შეგრძნება და კანის სიწითლე სახისა და კისრის არეში (ალები);
სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (ცივი კიდურები);
სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (დისპნოე და ბრონქოსპაზმი);
სისხლის ინფექცია (სეფსისი), სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ცხელება და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გულის შეტევა (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ზოგჯერ ფატალური გამოსავლით);
ფილტვების ტოქსიკური დაზიანება (ანთება და ფიბროზი, ზოგჯერ ფატალური გამოსავლით);
ძლიერი ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში (პანკრეასის ანთება);
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომა და უგონო მდგომარეობა/კომა);
წყლულები ვინორელბინი აკორდის შეყვანის (ინექციის) ადგილას (ადგილობრივი ნეკროზი);
გამონაყარი სხეულზე, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და კანისმიერი გამოვლინებები (გენერალიზებული კანისმიერი რეაქციები).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევები.
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მუცლის ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
გულის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და კოჭების შეშუპება;
ხელებისა და ფეხების სიწითლე (ერითემა);
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება ჰორმონის ჭარბი პროდუქციის გამო, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და შედეგად სისუსტეს, დაღლილობას ან კონფუზიას (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი - SIADH);
კუნთების კონტროლის უნარის დაქვეითება (ატაქსია), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სიარულის მანერის დარღვევასთან, მეტყველების ცვლილებებთან და თვალის მოძრაობის ანომალიებთან;
თავის ტკივილი;
შემცივნება ცხელებით;
ხველა;
მადის დაქვეითება (ანორექსია);
წონაში კლება;
კანის ფერის გამუქება ვენების გაყოლებაზე.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych
Urzędu Rejestracji Produktów
Al. Jerozolimskie 181C, PL-02 222 ვარშავა, პოლონეთი
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტი ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
მკურნალმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტისთვის ოპტიმალური დოზის მიწოდება. თუმცა, ჭარბ დოზირებაზე ნებისმიერი ეჭვის არსეობიბსას ან დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მაგ. ცხელება, ინფექციის ნიშნები, ყაბზობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს ან მიაკითხოს უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს.
შემადგენლობა
ვინორელბინი აკორდის შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს (ტარტრატის სახით). თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ვინორელბინის ტარტრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).
შენახვის პირობები
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე და ფლაკონზე მოცემული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, რაც გამორიცხავს დაბინძურებას, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
დაუშვებელია გაყინვა.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ვინორელბინი აკორდი 10 მგ/მლ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ვინორელბინი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცლიებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ამ პრეპარატის გამოწერა ხდება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ვინორელბინი აკორდი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვინორელბინი აკორდის გამოყენებამდე
ვინორელბინი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვინორელბინი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ვინორელბინი აკორდი და რისთვის გამოიყენება იგი
ვინორელბინი აკორდი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს, რომელიც მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ზრდას.
ვინორელბინი აკორდი გამოიყენება მოზრდილებში კიბოს სამკურნალოდ, განსაკუთრებით, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვინორელბინი აკორდის გამოყენებამდე
ვინორელბინი აკორდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინი აკორდის ან ვინკა ალკალოიდების ჯგუფის სხვა რომელიმე პრეპარატის მიმართ;
თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინი აკორდის ხსნარში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობა ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი ინფექცია;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თომბოციტების რაოდენობა;
თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს აცრა (ან ჩატარებული აქვს ახლო წარსულში) ყვითელი ცხელების ვაქცინით;
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა სპინალური გზით.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
ვინორელბინი აკორდის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
საჭიროა ექიმის კონსულტაცია:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის მიადმოში;
თუ პაციენტს უტარდებოდა სხივური თერაპია და ექსპოზიციის მიდამო მოიცავდა ღვიძლს;
თუ პაციენტს აქვს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტმები (მაგ. ცხელება, შემცივნება, ხველა);
თუ პაციენტი აპირებს ვაქცინაციას;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია;
ვინორელბინი აკორდის კონტაქტი თვალებთან უნდა გამოირიცხოს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, არსებობს ძლიერი გაღიზიანების ან რქოვანას დაწყლულების რისკი. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა თვალის დაუყოვნებელი ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით და ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
პაციენტებმა (როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის), რომლებიც მკურნალობენ ვინორელბინი აკორდით, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმგედო ეფექტური საშუალება მკურნალობის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”. აღნიშნულ პუნქტში მოცემულ ინფორმაციას უნდა გაეცნონ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.
ვინორელბინი აკორდის ხნარის თითოეულ გადასხმამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი, მისი კომპონენტების კვლევის მიზნით. თუ ანალიზის შედეგები აღმოჩდება არადამაკმაყოფილებელი, მკურნალობა შესაძლოა გადაიდოს მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:
პრეპარატები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს (ანტიკოაგულანტები);
ფენიტოინი – ანტიეპილეფსიური პრეპარატი;
იტრაკონაზოლი – სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი;
მიტომიცინი C – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე, მაგ. ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი;
კომბინაციური მკურნალობა ლაპატინიბთან (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);
მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum)
ანტიბიოტიკები, მათ შორის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი;
ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის რიტონავირი (პროტეაზას ინჰიბიტორი);
ვერაპამილი, ქინიდინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ).
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია (მაგ. ჩუტყვავილას, ყბაყურას, წითელას და ა.შ.), რადგან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში სისტემური რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.
ვინორელბინი აკორდთან ერთად ისეთი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც ახასიათებთ ძვლის ტვინის მიმართ ტოქსიურობა (გულისხმობს ტოქსიურობას სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების მიმართ), შესაძლოა დამძიმდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პრეპარატს არ ახასიათებს ურთიერთქმდება საკვებთან და სასმელთან.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა
ვინორელბინი აკორდი არ გამოიყენება თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;
თუ ვინორელბინი აკორდით მკურნალობის დაწყებისას პაციენტი არის ორსულად ან თუ პაციენტი დაორსულდება ვინორელბინი აკორდის ხნსარით მკურნალობის მიმდინარობისას, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
ლაქტაცია
ვინორელბინი აკორდის გამოყენება დაუშვებელია თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ვინორელბინი აკორდის ხსნარს შესაძლოა ჰქონდეს ნაყოფიერების საწინააღმდეგო მოქმედება, ამრიგად, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალ პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში და დაორსულების შემთხვევაში მიმართონ მკურნალ ექიმს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ვინორელბინი აკორდის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობლი და სხვა მექანიზმები თუ აღნიშნული არ არის შეთანხმებული მკურნალ ექიმთან ან პაციენტი Aთავს გრძნობს შეუძლოდ.
- ვინორელბინი აკორდის გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.
დოზირება
ვინორელბინი აკორდი მზადდება და შეიყვანება მხოლოდ ონკოთერაპიის გამცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ. პრეპარატის თითოეულ შეყვანამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი და შემოწმდება მისი კომპონენტები. პრეპარატის შეყვანა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ სისხლის უჯრედები სათანადო რაოდენობით არის წარმოდგენილი, ვინორელბინი აკორდის უსაფრთხო გადასხმისთვის. თუ აღნიშნული ანალიზის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობის დაწყება შესაძლოა გადაიდოს, მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
სტანდარტულ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 25 – 30 მგ/მ3.
გადასხმის სიხშირე
ვინორელბინი აკორდი, ჩვეულებრივ, შეიყვანება კვირაში ერთხელ. გადასხმათა სიხშირეს დაადგენს მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
დოზის კორექცია:
ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
თირკმელების უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.
შეყვანის გზა და მეთოდი
შეყვანამდე, საჭიროა ვინორელბინი აკორდის განზავება. ვინორელბინი აკორდი შეიყვანება მხოლოდ ვენაში. პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება 6-დან 10 წუთამდე.
ინფუზიის დასრულების შემდეგ, საჭიროა ვენის გულმოდგინედ ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
მკურნალმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტისთვის ოპტიმალური დოზის მიწოდება. თუმცა, ჭარბ დოზირებაზე ნებისმიერი ეჭვის არსეობიბსას ან დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მაგ. ცხელება, ინფექციის ნიშნები, ყაბზობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს ან მიაკითხოს უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ვინორელბინი აკორდი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
ვინორელბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ხველა, ცხელება და შემცივნება,
ძლიერი ყაბზობა მუცლის ტკივილით, როდესაც პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აღენიშნება ნაწლავთა მოქმედება (დეფეკაცია),
ძლიერი თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ორთოსტატიკული (წამოდგომისას განვითარებული), რაც შესაძლოა სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების (მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის) ნიშანი იყოს,
ძლიერი, პაციენტისთვის უჩვეულო ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მოშლით (ე.წ. გულის იშემიური დაავადება, მაგალითად, სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით)),
სუნთქვის გაძნელება, რაც შესაძლოა იყოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის სიმპტომი (აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში),
თავბრუსხვევა, გენერალიზებული (მთელ სხეულზე გავრცელებული) გამონაყარი კანზე, ან ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც შესაძლოა ალერგიული რეაქციის გამოვლინება იყოს,
ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და სინკოპე (გულისწასვლა), რაც შესაძლოა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფილტვის სისხლძარღვში თრომბის არსებობის) სიმპტომი იყოს,
თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფუზია და კომა), კრუნჩხვები, მხედველობის დაბინდვა და არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა), რაც შესაძლოა იყოს ნევროლოგიური აშლილობის, მაგალითად, პოსტერიორული შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის, ნიშანი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
გულისრევა; ღებინება, ყაბზობა;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციებისადმი მიდრეკილებას;
ქვედა კიდურების სისუსტე;
ზოგიერთი რეფლექსის დაქვეითება, ზოგჯერ შეხების აღქმის ცვლილება;
თმის ცვენა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, მძიმე არ არის;
პირის ღრუს ან ხახის ანთება ან დაწყლულება;
რეაქციები ვინორელბინი აკორდის შეყვანის ადგილას, როგორიცაა: სიწითლე, მწველი ტკივილი, ვენის ფერის შეცვლა, ვენების ანთება (ფლებიტი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური ცვლილებები).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან დაჟეჟილობის (ჩალურჯების) რისკი;
სახსრების ტკივილი;
ყბის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
დაღლილობა (ასთენია, მოთენთილობა);
ცხელება;
ტკივილი სხეულის სხვადასხვა უბანში, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილი სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას;
დიარეა (ფაღარათი);
სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სხეულის მოძრაობისა და შეხების შეგრძნების მძიმე დარღვევები;
თავბრუსხვევა;
უეცარი სიმხურვალის შეგრძნება და კანის სიწითლე სახისა და კისრის არეში (ალები);
სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (ცივი კიდურები);
სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (დისპნოე და ბრონქოსპაზმი);
სისხლის ინფექცია (სეფსისი), სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ცხელება და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გულის შეტევა (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ზოგჯერ ფატალური გამოსავლით);
ფილტვების ტოქსიკური დაზიანება (ანთება და ფიბროზი, ზოგჯერ ფატალური გამოსავლით);
ძლიერი ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში (პანკრეასის ანთება);
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომა და უგონო მდგომარეობა/კომა);
წყლულები ვინორელბინი აკორდის შეყვანის (ინექციის) ადგილას (ადგილობრივი ნეკროზი);
გამონაყარი სხეულზე, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და კანისმიერი გამოვლინებები (გენერალიზებული კანისმიერი რეაქციები).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევები.
უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მუცლის ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
გულის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი და კოჭების შეშუპება;
ხელებისა და ფეხების სიწითლე (ერითემა);
სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება ჰორმონის ჭარბი პროდუქციის გამო, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და შედეგად სისუსტეს, დაღლილობას ან კონფუზიას (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი - SIADH);
კუნთების კონტროლის უნარის დაქვეითება (ატაქსია), რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სიარულის მანერის დარღვევასთან, მეტყველების ცვლილებებთან და თვალის მოძრაობის ანომალიებთან;
თავის ტკივილი;
შემცივნება ცხელებით;
ხველა;
მადის დაქვეითება (ანორექსია);
წონაში კლება;
კანის ფერის გამუქება ვენების გაყოლებაზე.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych
Urzędu Rejestracji Produktów
Al. Jerozolimskie 181C, PL-02 222 ვარშავა, პოლონეთი
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტი ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- ვინორელბინი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე და ფლაკონზე მოცემული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, რაც გამორიცხავს დაბინძურებას, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
დაუშვებელია გაყინვა.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ვინორელბინი აკორდის შემადგენლობა
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს (ტარტრატის სახით). თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ვინორელბინის ტარტრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, უფერო ან ბაცი ყვითელი ხსნარი. ვინორელბინი აკორდი მოთავსებულია I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონებში ბრომობუტილის საცობით და ალუმინის ლურჯი ფერის თავსახურით.
შეფუთვის ზომები:
ფლაკონი – 1 ც – 1 მლ
ფლაკონი – 1 ც – 5 მლ
ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.
ul. Taśmowa 7
02-677 ვარშავა, პოლონეთი
ტელ.: + 48 22 577 28 00
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50,
95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ეს სამკურნალო საშუალება ევროპის ეკონომიკური ზონის (ეეზ) წევრ სახელმწიფოებში ავტორიზებულია შემდეგი დასახელებებით:
წევრი სახელმწიფოს დასახელება
სამკურნალო საშუალების დასახელება
ავსტრია
Vinorelbin Accord 10 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბელგია
Vinorelbine Accord Healthcare 10 mg/ml, solution à diluer pour perfusion/ concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung 1
კვიპროსი
Vinorelbine Accord 10 mg/ml, concentrate for solution for infusion
ჩეხეთის რესპუბლიკა
Vinorelbine Accord 10 mg/ml koncentrát pro infuzní roztok
დანია
Vinorelbin ”Accord”, koncentrat til infusionsvæske, opløsning
ესტონეთი
Vinorelbine Accord 10 mg/ml
ფინეთი
Vinorelbine Accord 10 mg/ml nfuusiokonsentraatti, liuosta varten
საფრანგეთი
Vinorelbine Accord 10 mg/ml solution à diluer pour perfusion
ნიდერლანდები
Vinorelbine Accord 10 mg/ml concentraat voor oplossing voor infusie
ესპანეთი
Vinorelbine Accord 10 mg/ml concentrado para solución para perfusión EFG
ლიეტუვა
Vinorelbine Accord 10 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui
ლატვია
Vinorelbine Accord 10 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai
მალტა
Vinorelbine 10 mg/ml konċentrat għal soluzzjoni għall-infużjoni
გერმანია
Vinorelbine Accord 10 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ნორვეგია
Vinorelbine Accord 10 mg/ml, konsentrat til infusjonsvæske
პოლონეთი
Vinorelbine Accord
პორტუგალია
Vinorrelbina Accord
რუმინეთი
Vinorelbina Accord 10 mg/ml concentrat pentru soluţie perfuzabilă
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Vinorelbine Accord 10 mg/ml infúzny koncentrát
სლოვენია
Vinorelbin Accord 10 mg/ml koncentrat za raztopino za infundiranje
შვედეთი
Vinorelbine Accord 10 mg/ml koncentrat till infusionsvätska, lösning
გაერთიანებული სამეფო (ირლანდია)
Vinorelbine 10 mg/ml concentrate for solution for infusion
იტალია
Vinorelbine Accord
HYPEღLINK "ჰტტპს://წწწ.მედიცოვერ.პლ/ლეკი/ვინორელბინე-აცცორდ,13045,დ,1344" \ტ "_ბლანკ"
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: ივნისი/2023
შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის: ვინორელბინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გამოყენების ინსტრუქცია
ანტინეოპლაზიური აგენტი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების დოკუმენტი.
გამოყენება და მომზადება
ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით. საინფუზიო ეკიპირება უნდა აიწყოს სიფრთხილით, რათა არ მოხდეს გაჟონვა (რეკომენდებულია ლუერის ნაცმების გამოყენება). გაჟონილი და დაღვრილი სითხე უნდა აიწმინდოს, ხელები დაცული უნდა იყოს სპეციალური ხელთათმანებით.
სიფრთხილის ზომებისა საჭირო რათა გამოირიცხოს ორსული პერსონალის კონტაქტი პრეპარატთან.
უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი კონტაქტი თვალებთან. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოს ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით. გაღიზიანების განვითარებს შემთხვევაში, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო ზედმიწევნით უნდა იქნეს ჩამობანილი გამდინარე წყლით.
გადასხმის დასრულების შემდგომ, ექსპოზირებული ზედაპირი ზედმიწევნით უნდა იქნეს გაწმენდილი, ხოლო ხელები და სახე დაბანილი გამდინარე წყლით.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ვინორელბინი აკორდის ხსნარს არ ახასიათებს შეუთავსებლობები შუშის ფლაკონებთან, PVC ჩანთებთან, ვინილის აცეტატის ჩანთებთან ან პოლიპროპილენის შპრიცებთან.
პოლიქიმიოთერაპიის დროს, ვინორელბინი აკორდი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს.
უკუნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა ინტრათეკალური გზით. ვინორელბინი აკორდი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატის შეყვანა დასაშვებია ნელი ბოლუსის სახით (6-10 წუთამდე) 20-50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ ან მოკლე ინფუზიის სახით (20-30 წუთი) 125 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შესაბამისი ვენა აუცილებლად უნდა ჩაირეცხოს 250 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით.
ვინორელბინი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად. შეყვანამდე, შესაბამისი პერსონალი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენაში კანულა სწორედ არის ჩადგმული. მიმდებარე ქსოვილებში ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ვინორელბინი აკორდის ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის მნიშვნელოვანი გაღიზიანება, რა შემთხვევაშიც, ინფუზია უნდა შეჩერდეს, ვენა უნდა ჩაირეცხოს ფიზიოლოგიური ხნსარით და დანარჩენი დოზა შეყვანილ უნდა იქნეს სხვა ვენაში. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ი.ვ. გლუკოკორტიკოიდები, ფლებიტის რისკის შემცირების მიზნით.
სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.
შენახვა
ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.
შენახვის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, რაც გამორიცხავს მიკრობიოლოგიური დაბინძურების ალბათობას, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
დაუშვებელია გაყინვა.
უტილიზაცია
გამოუყენებელი და ნარჩენი მასალა უტილიზებულ უნდა იქნეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



