პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ვინორელბინი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

Vinorelbine 10 mg/ml concentrate for solution for infusion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ვინორელბინის ხსნარი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს. ვინორელბინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვინორელბინი (vinorelbine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 1მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, გველის სუროს ალკალოიდები და ანალოგები
ATC კოდი
L01CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-037565
რეგისტრირებულია
15 მარტი 2023, მოქმედებს 15 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავინორელბინი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და სხვა წამალი ერთად

ვინორელბინი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვინორელბინის ხსნარი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს. ვინორელბინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას.

ვინორელბინის ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში კიბოს სამკურნალოდ, განსაკუთრებით, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

დოზირება

ვინორელბინის ხსნარი მზადდება და შეიყვანება მხოლოდ ონკოთერაპიის გამცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ. პრეპარატის თითოეულ შეყვანამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი და შემოწმდება მისი კომპონენტები. პრეპარატის შეყვანა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ სისხლის უჯრედები სათანადო რაოდენობით არის წარმოდგენილი, ვინორელბინის ხსნარის უსაფრთხო გადასხმისთვის. თუ აღნიშნული ანალიზის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობის დაწყება შესაძლოა გადაიდოს, მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

სტანდარტულ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 25 – 30 მგ/მ3.

გადასხმის სიხშირე

ვინორელბინის ხნსარი, ჩვეულებრივ, შეიყვანება კვირაში ერთხელ. გადასხმათა სიხშირეს დაადგენს მკურნალი ექიმი.

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

დოზის კორექცია:

ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

თირკმელების უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

შეყვანის გზა და მეთოდი

შეყვანამდე, საჭიროა ვინორელბინის ხსნარის განზავება. ვინორელბინის ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ვენაში. პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება 6-დან 10 წუთამდე.

ინფუზიის დასრულების შემდეგ, საჭიროა ვენის გულმოდგინედ ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინის ან ვინკა ალკალოიდების ჯგუფის სხვა რომელიმე პრეპარატის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინის ხსნარში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობა ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი ინფექცია;

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თომბოციტების რაოდენობა;

თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს აცრა (ან ჩატარებული აქვს ახლო წარსულში) ყვითელი ცხელების ვაქცინით;

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა სპინალური გზით.

სიფრთხილის ზომები

უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი კონტაქტი თვალებთან. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოს ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით. გაღიზიანების განვითარებს შემთხვევაში, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო ზედმიწევნით უნდა იქნეს ჩამობანილი გამდინარე წყლით.

გადასხმის დასრულების შემდგომ, ექსპოზირებული ზედაპირი ზედმიწევნით უნდა იქნეს გაწმენდილი, ხოლო ხელები და სახე დაბანილი გამდინარე წყლით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ვინორელბინის ხსნარს არ ახასიათებს შეუთავსებლობები შუშის ფლაკონებთან, PVC ჩანთებთან, ვინილის აცეტატის ჩანთებთან ან პოლიპროპილენის შპრიცებთან.

პოლიქიმიოთერაპიის დროს, ვინორელბინის ხსნარი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს.

უკუნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა ინტრათეკალური გზით. ვინორელბინის ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატის შეყვანა დასაშვებია ნელი ბოლუსის სახით (6-10 წუთამდე) 20-50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ ან მოკლე ინფუზიის სახით (20-30 წუთი) 125 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შესაბამისი ვენა აუცილებლად უნდა ჩაირეცხოს 250 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით.

ვინორელბინე შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად. შეყვანამდე, შესაბამისი პერსონალი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენაში კანულა სწორედ არის ჩადგმული. მიმდებარე ქსოვილებში ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ვინორელბინის ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის მნიშვნელოვანი გაღიზიანება, რა შემთხვევაშიც, ინფუზია უნდა შეჩერდეს, ვენა უნდა ჩაირეცხოს ფიზიოლოგიური ხნსარით და დანარჩენი დოზა შეყვანილ უნდა იქნეს სხვა ვენაში. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ი.ვ. გლუკოკორტიკოიდები, ფლებიტის რისკის შემცირების მიზნით.

სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.

შენახვა

ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.

განსაკუტრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს (ანტიკოაგულანტები);

ფენიტოინი – ანტიეპილეფსიური პრეპარატი;

იტრაკონაზოლი – სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი;

მიტომიცინი C – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე, მაგ. ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი;

კომბინაციური მკურნალობა ლაპატინიბთან (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);

მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum)

ანტიბიოტიკები, მათ შორის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი;

ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის რიტონავირი (პროტეაზას ინჰიბიტორი);

ვერაპამილი, ქინიდინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ).

ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია (მაგ. ჩუტყვავილას, ყბაყურას, წითელას და ა.შ.), რადგან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში სისტემური რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.

ვინორელბინის ხსნართან ერთად ისეთი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც ახასიათებთ ძვლის ტვინის ტოქსიურობა (გულისხმობს ტოქსიურობას სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების მიმართ), შესაძლოა დამძიმდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატს არ ახასიათებს ურთიერთქმდება საკვებთან და სასმელთან.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ვინორელბინის ხსნარი არ გამოიყენება თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;

თუ ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის დაწყებისას პაციენტი არის ორსულად ან თუ პაციენტი დაორსულდება ვინორელბინის ხნსარით მკურნალობის მიმდინარობისას, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

ლაქტაცია

ვინორელბინის ხსნარის გამოყენება დაუშვებელია თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;

ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ვინორელბინის ხსნარს შესაძლოა ჰქონდეს ნაყოფიერების საწინააღმდეგო მოქმედება, ამრიგად, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.

რეპროდუქციული ასაკის ქალები

რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალ პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში და დაორსულების შემთხვევაში მიმართონ მკურნალ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვინორელბინის ხსნარის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობლი და სხვა მექანიზმები თუ აღნიშნული არ არის შეთანხმებული მკურნალ ექიმთან ან პაციენტი Aთავს გრძნობს შეუძლოდ.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ვინორელბინის ხსნარი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

საშიში გვერდითი მოვლენები – მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით განპირობებული ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (სტენოკარდია), რაც შესაძლოა გავრცელდეს კისრის უკანა ნაწილზე და მკლავზე. გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფართოდ გავრცელებული, ძალიან საშიში ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს უეცარ ვიზინგს, ტუჩების, ენის, ხახის ან სხეულის სხვა მიდამოების შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარს, თავბრუსხვევას, გულისწასვლას (ანაფილაქსია/ანაფილაქსიურიშოკი/ანაფილაქტოიდური რეაქცია).

ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ გვერდით მოვლენებს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები – მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა პირველივე შესაძლებლობისას უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა განაპირობოს მიდრეკილება ინფექციებისადმი. სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია), რასაც შესაძლოა თან ახლდეს დაღლილობა. ღრმა მყესების რეფლექსის დაქვეითება. ქვედა კიდურების სისუსტე. პირის ღრუს ან საყლაპავი მილის ანთება. გულისრევა და ღებინება. ყაბზობა. ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური ცვლილებები. თმის ცვენა. სიწითლე (ერითემა), მწველი ტკივილი, ვენების ფერის ცვლილება და/ან ვენების ანთება (ადგილობრივი ფლებიტი) ინექციის მიდამოში.

ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სხვადასხვა ორგანოთა სისტემების (რესპირატორული, შარდგამომყოფი, გასტრო-ინტესტინალური და სხვ.) ინფექციები (ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი). შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ტკივილი და შემცივნება. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აღნიშნული ზრდის სისხლდნების განვითარების რისკს). ფაღარათი. სახსრების და კუნთების ტკივილი, მათ შორის ყბის მიდამოში. თირკმელების ფუნქციის ცვლილება (კრეატინინის რაოდენობის მომატება). სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, ტკივილი სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ნაკლებად ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

დაბუჟების ძლიერი შეგრძნება (პარესთეზია). არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, ალები და ცივი კიდურები.

იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ნატრიუმის რაოდების დაქვეითება სისხლში (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომები და კომა). გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება (ეკგ ცვლილებები). არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა ან კოლაფსი. ფილტვების დაზიანება (ინტერსტიციული პნევმოპათია). პანკრეასის ანთება. პარალიზური ინტერსტიციული ბლოკადა (გაუვალობა). კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. ნეკროზი ინექციის ადგილას.

ძალიან იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სისხლის ინტოქსიკაცია, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. გულისცემის გაძლიერება, აჩქარებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევები.

ზოგადი ინფექცია, რაც ასოცირებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებასთან (ნეიტროპენიური სეფსისი). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია). სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სპეციფიკური ჰორმონის სიჭარბის გამო, რაც იწვევს სისუსტეს, დაღლილობას ან კონფუზიას (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი). მადის დაქვეითება (ანორექსია). სიწითლე (ერითემა) ხელების და ფეხების მიდამოში.

სხვა ვინკა-ალკალოიდების მსგავსად, ვინორელბინს საშუალო ინტენსივობით ახასიათებს ბლისტერების წარმოქმნა.

ჰემატოლოგიური ფუნქციის მონიტორინგის მიზნით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგეგმოს საკონტროლო სისხლის ანალიზები (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების, ანემიის და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების, ღვიძლის ან თირმლის ფუნქციაზე და ელექტროლიტურ ბალანზე გავლენის მონიტორინგის მიზნით).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით.

გაერთიანებული სამეფო:

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

მალტა:ADR Reporting,ვებ-გვერდი – HYPERLINK "http://www.medicinesauthority.gov.mt/adrportal" www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

მკურნალმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტისთვის ოპტიმალური დოზის მიწოდება. თუმცა, ჭარბ დოზირებაზე ნებისმიერი ეჭვის არსეობიბსას ან დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მაგ. ცხელება, ინფექციის ნიშნები, ყაბზობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს ან მიაკითხოს უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს.

შემადგენლობა

ვინორელბინის ხსნარის შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს (ტარტრატის სახით). თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ვინორელბინის ტარტრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).

თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).

შენახვის პირობები

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება შეფუთვაზე და ფლაკონზე მოცემული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.

შენახვის ვადა განზავების შემდეგ

ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

დაუშვებელია გაყინვა.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ვინორელბინი 10 მგ/მლ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ვინორელბინი

ტ

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცლიებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ამ პრეპარატის გამოწერა ხდება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ვინორელბინის ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვინორელბინის ხსნარის გამოყენებამდე

ვინორელბინის ხსნარის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ვინორელბინის ხსნარის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ვინორელბინის ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი

ვინორელბინის ხსნარი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს. ვინორელბინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას.

ვინორელბინის ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში კიბოს სამკურნალოდ, განსაკუთრებით, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვინორელბინის ხსნარის გამოყენებამდე

ვინორელბინის ხსნარი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინის ან ვინკა ალკალოიდების ჯგუფის სხვა რომელიმე პრეპარატის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია ვინორელბინის ხსნარში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობა ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი ინფექცია;

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თომბოციტების რაოდენობა;

თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს აცრა (ან ჩატარებული აქვს ახლო წარსულში) ყვითელი ცხელების ვაქცინით;

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა სპინალური გზით.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

ვინორელბინის ხსნარის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

საჭიროა ექიმის კონსულტაცია:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის მიადმოში;

თუ პაციენტს უტარდებოდა სხივური თერაპია და ექსპოზიციის მიდამო მოიცავდა ღვიძლს;

თუ პაციენტს აქვს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტმები (მაგ. ცხელება, შემცივნება, ხველა);

თუ პაციენტი აპირებს ვაქცინაციას;

თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია;

ვინორელბინის ხსნარის კონტაქტი თვალებთან უნდა გამოირიცხოს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, არსებობს ძლიერი გაღიზიანების ან რქოვანას დაწყლულების რისკი. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა თვალის დაუყოვნებელი ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით და ოფთალმოლოგის კონსულტაცია;

პაციენტებმა (როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის), რომლებიც მკურნალობენ ვინორელბინის ხსნარით, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმგედო ეფექტური საშუალება მკურნალობის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”. აღნიშნულ პუნქტში მოცემულ ინფორმაციას უნდა გაეცნონ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.

ვინორელბინის ხნარის თითოეულ გადასხმამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი, მისი კომპონენტების კვლევის მიზნით. თუ ანალიზის შედეგები აღმოჩდება არადამაკმაყოფილებელი, მკურნალობა შესაძლოა გადაიდოს მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც.

განსაკუტრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პრეპარატებს:

პრეპარატები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს (ანტიკოაგულანტები);

ფენიტოინი – ანტიეპილეფსიური პრეპარატი;

იტრაკონაზოლი – სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატი;

მიტომიცინი C – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე, მაგ. ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი;

კომბინაციური მკურნალობა ლაპატინიბთან (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი);

მცენარეული პრეპარატი – კრაზანა (Hypericum perforatum)

ანტიბიოტიკები, მათ შორის რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი;

ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის რიტონავირი (პროტეაზას ინჰიბიტორი);

ვერაპამილი, ქინიდინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ).

ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია (მაგ. ჩუტყვავილას, ყბაყურას, წითელას და ა.შ.), რადგან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში სისტემური რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.

ვინორელბინის ხსნართან ერთად ისეთი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც ახასიათებთ ძვლის ტვინის ტოქსიურობა (გულისხმობს ტოქსიურობას სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების მიმართ), შესაძლოა დამძიმდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატს არ ახასიათებს ურთიერთქმდება საკვებთან და სასმელთან.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

ვინორელბინის ხსნარი არ გამოიყენება თუ პაციენტი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად;

თუ ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის დაწყებისას პაციენტი არის ორსულად ან თუ პაციენტი დაორსულდება ვინორელბინის ხნსარით მკურნალობის მიმდინარობისას, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

ლაქტაცია

ვინორელბინის ხსნარის გამოყენება დაუშვებელია თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს;

ვინორელბინის ხსნარით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს უნდა ერჩიოთ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ვინორელბინის ხსნარს შესაძლოა ჰქონდეს ნაყოფიერების საწინააღმდეგო მოქმედება, ამრიგად, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მამაკაცი პაციენტების ინფორმირება სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.

რეპროდუქციული ასაკის ქალები

რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალ პაციენტებს უნდა ერჩიოთ, რომ გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში და დაორსულების შემთხვევაში მიმართონ მკურნალ ექიმს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ვინორელბინის ხსნარის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობლი და სხვა მექანიზმები თუ აღნიშნული არ არის შეთანხმებული მკურნალ ექიმთან ან პაციენტი Aთავს გრძნობს შეუძლოდ.

  • ვინორელბინის ხსნარის გამოყენების წესი

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მითითებებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

დოზირება

ვინორელბინის ხსნარი მზადდება და შეიყვანება მხოლოდ ონკოთერაპიის გამცდილების მქონე სამედიცინო პროფესიონალის მიერ. პრეპარატის თითოეულ შეყვანამდე, ჩატარდება სისხლის ანალიზი და შემოწმდება მისი კომპონენტები. პრეპარატის შეყვანა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ სისხლის უჯრედები სათანადო რაოდენობით არის წარმოდგენილი, ვინორელბინის ხსნარის უსაფრთხო გადასხმისთვის. თუ აღნიშნული ანალიზის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობის დაწყება შესაძლოა გადაიდოს, მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.

სტანდარტულ დოზას მოზრდილთათვის შეადგენს 25 – 30 მგ/მ3.

გადასხმის სიხშირე

ვინორელბინის ხნსარი, ჩვეულებრივ, შეიყვანება კვირაში ერთხელ. გადასხმათა სიხშირეს დაადგენს მკურნალი ექიმი.

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

დოზის კორექცია:

ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი მოახდენს დოზის კორექციას. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

თირკმელების უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დადგენილი წესით.

შეყვანის გზა და მეთოდი

შეყვანამდე, საჭიროა ვინორელბინის ხსნარის განზავება. ვინორელბინის ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ვენაში. პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზია გრძელდება 6-დან 10 წუთამდე.

ინფუზიის დასრულების შემდეგ, საჭიროა ვენის გულმოდგინედ ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

მკურნალმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტისთვის ოპტიმალური დოზის მიწოდება. თუმცა, ჭარბ დოზირებაზე ნებისმიერი ეჭვის არსეობიბსას ან დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მაგ. ცხელება, ინფექციის ნიშნები, ყაბზობა) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს ან მიაკითხოს უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ვინორელბინის ხსნარი ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

საშიში გვერდითი მოვლენები – მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით განპირობებული ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (სტენოკარდია), რაც შესაძლოა გავრცელდეს კისრის უკანა ნაწილზე და მკლავზე. გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფართოდ გავრცელებული, ძალიან საშიში ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს უეცარ ვიზინგს, ტუჩების, ენის, ხახის ან სხეულის სხვა მიდამოების შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარს, თავბრუსხვევას, გულისწასვლას (ანაფილაქსია/ანაფილაქსიურიშოკი/ანაფილაქტოიდური რეაქცია).

ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ გვერდით მოვლენებს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი მოვლენები – მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა პირველივე შესაძლებლობისას უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 შემთხვევაში):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა განაპირობოს მიდრეკილება ინფექციებისადმი. სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია), რასაც შესაძლოა თან ახლდეს დაღლილობა. ღრმა მყესების რეფლექსის დაქვეითება. ქვედა კიდურების სისუსტე. პირის ღრუს ან საყლაპავი მილის ანთება. გულისრევა და ღებინება. ყაბზობა. ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური ცვლილებები. თმის ცვენა. სიწითლე (ერითემა), მწველი ტკივილი, ვენების ფერის ცვლილება და/ან ვენების ანთება (ადგილობრივი ფლებიტი) ინექციის მიდამოში.

ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სხვადასხვა ორგანოთა სისტემების (რესპირატორული, შარდგამომყოფი, გასტრო-ინტესტინალური და სხვ.) ინფექციები (ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი). შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ტკივილი და შემცივნება. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აღნიშნული ზრდის სისხლდნების განვითარების რისკს). ფაღარათი. სახსრების და კუნთების ტკივილი, მათ შორის ყბის მიდამოში. თირკმელების ფუნქციის ცვლილება (კრეატინინის რაოდენობის მომატება). სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, ტკივილი სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ნაკლებად ხშირი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

დაბუჟების ძლიერი შეგრძნება (პარესთეზია). არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, ალები და ცივი კიდურები.

იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ნატრიუმის რაოდების დაქვეითება სისხლში (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კონფუზია, კუნთების კრთომები და კომა). გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება (ეკგ ცვლილებები). არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა ან კოლაფსი. ფილტვების დაზიანება (ინტერსტიციული პნევმოპათია). პანკრეასის ანთება. პარალიზური ინტერსტიციული ბლოკადა (გაუვალობა). კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. ნეკროზი ინექციის ადგილას.

ძალიან იშვიათი გვედითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სისხლის ინტოქსიკაცია, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. გულისცემის გაძლიერება, აჩქარებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევები.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ზოგადი ინფექცია, რაც ასოცირებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებასთან (ნეიტროპენიური სეფსისი). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც თან ახლავს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია). სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სპეციფიკური ჰორმონის სიჭარბის გამო, რაც იწვევს სისუსტეს, დაღლილობას ან კონფუზიას (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი). მადის დაქვეითება (ანორექსია). სიწითლე (ერითემა) ხელების და ფეხების მიდამოში.

სხვა ვინკა-ალკალოიდების მსგავსად, ვინორელბინს საშუალო ინტენსივობით ახასიათებს ბლისტერების წარმოქმნა.

ჰემატოლოგიური ფუნქციის მონიტორინგის მიზნით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგეგმოს საკონტროლო სისხლის ანალიზები (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითების, ანემიის და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების, ღვიძლის ან თირმლის ფუნქციაზე და ელექტროლიტურ ბალანზე გავლენის მონიტორინგის მიზნით).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით.

გაერთიანებული სამეფო:

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.

მალტა:ADR Reporting,ვებ-გვერდი – HYPERLINK "http://www.medicinesauthority.gov.mt/adrportal" www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ვინორელბინის ხსნარის შენახვის წესი

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება შეფუთვაზე და ფლაკონზე მოცემული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.

შენახვის ვადა განზავების შემდეგ

ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

დაუშვებელია გაყინვა.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ვინორელბინის ხსნარის შემადგენლობა

პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვინორელბინს (ტარტრატის სახით). თითოეული მლ შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ვინორელბინის ტარტრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).

თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ ვინორელბინს (ტარტრატის სახით).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე, უფერო ან ბაცი ყვითელი ხსნარი. ვინორელბინის ხსნარი მოთავსებულია I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონებში ბრომობუტილის საცობით და ალუმინის ლურჯი ფერის თავსახურით.

შეფუთვის ზომები:

ფლაკონი – 1 ც – 1 მლ

ფლაკონი – 1 ც – 5 მლ

ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow HA1 4HF, UK

აკორდ ჰელსქეარ ლიმიტედ,

სეიჯ ჰაუზ, 319 პინერ როუდ, ნორს ჰაროუ ჰა1 4ჰფ, დიდი ბრიტანეთი

მალტა

Accord Healthcare Ireland Limited

ეურო ჰაუს, ეურო ბიზნეს პარკ, ლიტლ აილენდ, კორკ T45 K857

ირლანდია

მწარმოებელი

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow HA1 4HF, UK

აკორდ ჰელსქეარ ლიმიტედ,

სეიჯ ჰაუზ, 319 პინერ როუდ, ნორს ჰაროუ ჰა1 4ჰფ, დიდი ბრიტანეთი

Accord Healthcare Polska Sp.z.o.o.,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიენიცე, პოლონეთი

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 03/2019

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის: ვინორელბინი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გამოყენების ინსტრუქცია

ანტინეოპლაზიური აგენტი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების დოკუმენტი.

გამოყენება და მომზადება

ციტოტოქსიკური აგენტების საინექციო ხსნარები უნდა მომზადდეს აღნიშნულ პრეპარატებთან მუშაობის სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ, გარდა ამისა, საჭიროა პრეპარატის მთლიანობის შენარჩუნება, გარემოს და პრეპარატთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყოს მოსამზადებელი ზონა. აღნიშნულ ზონაში თამბაქოს მოხმარება, საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.

პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მასალებით, განსაკუთრებით გრძელმკლავიანი ხალათებით, დამცავი ნიღბებით, ქუდებით, დამცავი სათვალეებით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანებით, სამუშაო ზედაპირის დამცავი საფარით, კონტეინერებით და ნაგვის შესაგროვებელი ყუთებით. საინფუზიო ეკიპირება უნდა აიწყოს სიფრთხილით, რათა არ მოხდეს გაჟონვა (რეკომენდებულია ლუერის ნაცმების გამოყენება). გაჟონილი და დაღვრილი სითხე უნდა აიწმინდოს, ხელები დაცული უნდა იყოს სპეციალური ხელთათმანებით.

სიფრთხილის ზომებისა საჭირო რათა გამოირიცხოს ორსული პერსონალის კონტაქტი პრეპარატთან.

უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი კონტაქტი თვალებთან. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოს ჩამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით. გაღიზიანების განვითარებს შემთხვევაში, საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო ზედმიწევნით უნდა იქნეს ჩამობანილი გამდინარე წყლით.

გადასხმის დასრულების შემდგომ, ექსპოზირებული ზედაპირი ზედმიწევნით უნდა იქნეს გაწმენდილი, ხოლო ხელები და სახე დაბანილი გამდინარე წყლით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ვინორელბინის ხსნარს არ ახასიათებს შეუთავსებლობები შუშის ფლაკონებთან, PVC ჩანთებთან, ვინილის აცეტატის ჩანთებთან ან პოლიპროპილენის შპრიცებთან.

პოლიქიმიოთერაპიის დროს, ვინორელბინის ხსნარი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს.

უკუნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა ინტრათეკალური გზით. ვინორელბინის ხსნარი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. პრეპარატის შეყვანა დასაშვებია ნელი ბოლუსის სახით (6-10 წუთამდე) 20-50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ ან მოკლე ინფუზიის სახით (20-30 წუთი) 125 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას 5% ხსნარში განზავების შემდეგ. პრეპარატის შეყვანის შემდეგ შესაბამისი ვენა აუცილებლად უნდა ჩაირეცხოს 250 მლ ფიზიოლოგიური ხსნარით.

ვინორელბინე შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად. შეყვანამდე, შესაბამისი პერსონალი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენაში კანულა სწორედ არის ჩადგმული. მიმდებარე ქსოვილებში ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ვინორელბინის ხსნარმა შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის მნიშვნელოვანი გაღიზიანება, რა შემთხვევაშიც, ინფუზია უნდა შეჩერდეს, ვენა უნდა ჩაირეცხოს ფიზიოლოგიური ხნსარით და დანარჩენი დოზა შეყვანილ უნდა იქნეს სხვა ვენაში. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ი.ვ. გლუკოკორტიკოიდები, ფლებიტის რისკის შემცირების მიზნით.

სიფრთხილეა საჭირო ექსკრეტირებულ და ამონაღებ მასებთან მუშაობისას.

შენახვა

ინახება მაცივარში (2-8C ტემპერატურაზე). დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა. სინათლისგან დასაცავად, ინახება თავისივე კოლოფში.

შენახვის ვადა განზავების შემდეგ

ქიმიური და ფიზიკური მდგრადობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში +25C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ ფლაკონის გახსნა/პრეპარატის დამუშავება/განზავება არ ხდება სტერილურ გარემოში, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

დაუშვებელია გაყინვა.

უტილიზაცია

გამოუყენებელი და ნარჩენი მასალა უტილიზებულ უნდა იქნეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა