პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG

Vildagliptina STADA 50 mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი სტადას მოქმედი ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ „ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები“. ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული ზრდასრული პაციენტების მკურნალობისთვის, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №56 (4X14)
მწარმოებელი
STADA M&D SRL, რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046639
რეგისტრირებულია
10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „შორე“
ურთიერთქმედების შემოწმებავილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი სტადას მოქმედი ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ „ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები“.

ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული ზრდასრული პაციენტების მკურნალობისთვის, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. ის ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს ცალკე ან სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც უკვე იღებთ, თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის გასაკონტროლებლად.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან გამომუშავებული ინსულინი ეფექტურად ვერ მოქმედებს. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით გლუკაგონს აწარმოებს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ორივე ნივთიერება გამომუშავდება პანკრეასში.

როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი სტადა

ვილდაგლიპტინი ასტიმულირებს პანკრეასს, რათა გამოიმუშაოს მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი. ეს ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. დადასტურებულია, რომ ეს მედიკამენტი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც თავიდან აგაცილებთ დიაბეტის გართულებებს. იმის მიუხედავად, რომ იწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, მნიშვნელოვანია გააგრძელოთ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და/ან ვარჯიში.

  • რა უნდა ვიცოდეთ ვილდაგლიპტინი სტადას მიღების დაწყებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

ვილდაგლიპტინის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ექიმი ზუსტად გეტყვით, ვილდაგლიპტინის რამდენ ტაბლეტს უნდა იღებდეთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:

50 მგ დღეში ერთხელ, დილით, თუ იღებთ ვილდაგლიპტინს სხვა მედიკამენტთან, სულფონილშარდოვანასთან ერთად.

100 მგ დღეში, დაყოფილი ორ მიღებაზე (50 მგ დილით და 50 მგ საღამოს), თუ იღებთ ვილდაგლიპტინს ცალკე, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციასთან ერთად, ან ინსულინთან ერთად (მეტფორმინით ან მის გარეშე).

50 მგ დღეში, დილით, თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე დაავადება, ან თუ იმყოფებით დიალიზზე.

როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი სტადა

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ცოტაოდენ წყალთან ერთად.

ვილდაგლიპტინი სტადათი მკურნალობის ხანგრძლივობა

მიიღეთ ვილდაგლიპტინი ყოველდღე მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ. შესაძლოა დაგჭირდეთ ამ მკურნალობის გაგრძელება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თქვენი ექიმი ჩაატარებს პერიოდულ შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ მკურნალობას აქვს სასურველი ეფექტი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვილდაგლიპტინი სტადა

თუ მიიღეთ ვილდაგლიპტინის ჭარბი რაოდენობა, ან თუ სხვა პირმა მიიღო თქვენი მედიკამენტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს: 91 562 04 20, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება. თუ მიდიხართ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში, თან წაიღეთ მედიკამენტის შეფუთვა.

დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5

08960, სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

საიდენტიფიკაციო ნომერი: B-28882777

ხელმოწერა /ხელმოწერილია

თუ დაგავიწყდათ ვილდაგლიპტინი სტადას მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს. თუ უკვე ახლოს არის მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ვილდაგლიპტინი სტადას მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

ვილდაგლიპტინის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი საერთოდ არ აწარმოებს ინსულინს) ან გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება დიაბეტური კეტოაციდოზი.

იღებთ ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, ცნობილს როგორც სულფონილშარდოვანა (შესაძლოა ექიმმა შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, სისხლში გლუკოზის დაბალი დონის [ჰიპოგლიკემიის] თავიდან ასაცილებლად).

გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადება (დაგჭირდებათ ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზის მიღება).

იმყოფებით დიალიზზე.

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ გულის უკმარისობა.

გაქვთ ან გქონიათ პანკრეასის დაავადება.

თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ მოგიწიათ მკურნალობის შეწყვეტა ღვიძლის დაავადების გამო, არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.

კანის დაზიანებები დიაბეტის ხშირი გართულებაა. მიჰყევით თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციებს კანისა და ტერფების მოვლის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბუშტუკების ან წყლულების გაჩენას ვილდაგლიპტინის მიღებისას. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხოლო შემდეგ პერიოდულად, უნდა ჩაიტაროთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები. ეს კეთდება ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატების ნიშნების დროულად გამოვლენის მიზნით.

ბავშვები და მოზარდები

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა:

თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (რომელტაც ასევე უწოდებენ დიურეტიკებს)

კორტიკოსტეროიდები (ჩვეულებრივ გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)

ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ უნდა გამოიყენოთ ვილდაგლიპტინი ორსულობის დროს. უცნობია, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. არ მიიღოთ ვილდაგლიპტინი, თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ვილდაგლიპტინის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან დანადგარები.

ვილდაგლიპტინი სტადა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას კონსულტაციისთვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი სიმპტომი მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას

შეწყვიტეთ ვილდაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

ანგიოედემა (იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში). სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცარ გაჩენას.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი). სიმპტომები მოიცავს კანისა და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან შარდის გამუქებას.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში, რომელმაც შესაძლოა გადაინაცვლოს ზურგში, ასევე გულისრევას და ღებინებას.

სხვა გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთობლივი მიღებისას:

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და სულფონილშარდოვანას ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ნაკლებად ხშირი

ყაბზობა.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)

ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

წონის მომატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა).

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები მხოლოდ ვილდაგლიპტინის მიღებისას :

ხშირი:

თავბრუსხვევა.

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ძალიან იშვიათი

ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

თავბრუსხვევა, კანკალი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის (მეტფორმინით ან მის გარეშე) ერთობლივი მიღებისას:

ხშირი:

თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (უხასიათობა), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა.

ნაკლებად ხშირი:

დიარეა, მეტეორიზმი.

პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ქავილიანი გამონაყარი, პანკრეასის ანთება, კანის ლოკალური აცლა ან ბუშტუკები, კუნთების ტკივილი.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი): ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას. სიმპტომები მოიცავს კანისა და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარს.

ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, ჩვეულებრივ უკუქცევადია მკურნალობის შეწყვეტისას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულ ანოტაციაში არ იყოს მითითებული. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ უშუალოდ ადამიანის მოხმარების მედიკამენტების ფარმაკოვიგილანციის ესპანური სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es . გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) (კარტოფილის) და მაგნიუმის სტეარატი (E470b).

პროდუქტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG არის თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, წაწვეტებული კიდეებით და დიამეტრით 8.0 ± 0.2 მმ.

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს სტანდარტულ ან ერთდოზიან ბლისტერებს: 14, 28, 30, 56, 60, 90, 105, 112 ან 180 ტაბლეტით.

შესაძლოა ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაყიდვის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი

გაყიდვის ნებართვის მფლობელი

შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N5

08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

ესპანეთი

[email protected]

წარმოებაზე პასუხისმგებელი:

STADA M&D SRL

ტრასკაულუის ქუჩა #10,

ქალაქი ტურდა,

კლუჟის ოლქი 401135

რუმინეთი

წინამდებარე ინსტრუქციის უკანასკნელი გადახედვის თარიღი: აპრილი 2021

დეტალური და განახლებული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

შპს ლაბორატორია სტადა 9386859

ფრედერიკ მომპოუს ქ. N5 2512

08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა) ES

ესპანეთი

დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5

08960, სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

საიდენტიფიკაციო ნომერი: B-28882777

ხელმოწერა /ხელმოწერილია

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ იგი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და კოლოფზე „CAD“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

მედიკამენტები არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ იგივე სიმპტომები, რადგან ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ.

რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

რა არის ვილდაგლიპტინი სტადა და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ ვილდაგლიპტინი სტადას მიღების დაწყებამდე

როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი სტადა

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ვილდაგლიპტინი სტადას შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რა არის ვილდაგლიპტინი სტადა და რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი სტადას მოქმედი ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ „ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები“.

ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული ზრდასრული პაციენტების მკურნალობისთვის, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. ის ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს ცალკე ან სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებსაც უკვე იღებთ, თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის გასაკონტროლებლად.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან გამომუშავებული ინსულინი ეფექტურად ვერ მოქმედებს. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით გლუკაგონს აწარმოებს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ორივე ნივთიერება გამომუშავდება პანკრეასში.

როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი სტადა

ვილდაგლიპტინი ასტიმულირებს პანკრეასს, რათა გამოიმუშაოს მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი. ეს ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. დადასტურებულია, რომ ეს მედიკამენტი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც თავიდან აგაცილებთ დიაბეტის გართულებებს. იმის მიუხედავად, რომ იწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, მნიშვნელოვანია გააგრძელოთ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და/ან ვარჯიში.

  • რა უნდა ვიცოდეთ ვილდაგლიპტინი სტადას მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ვილდაგლიპტინი:

თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვილდაგლიპტინის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი საერთოდ არ აწარმოებს ინსულინს) ან გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება დიაბეტური კეტოაციდოზი.

იღებთ ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, ცნობილს როგორც სულფონილშარდოვანა (შესაძლოა ექიმმა შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, სისხლში გლუკოზის დაბალი დონის [ჰიპოგლიკემიის] თავიდან ასაცილებლად).

გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადება (დაგჭირდებათ ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზის მიღება).

იმყოფებით დიალიზზე.

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ გულის უკმარისობა.

გაქვთ ან გქონიათ პანკრეასის დაავადება.

თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ მოგიწიათ მკურნალობის შეწყვეტა ღვიძლის დაავადების გამო, არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.

კანის დაზიანებები დიაბეტის ხშირი გართულებაა. მიჰყევით თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციებს კანისა და ტერფების მოვლის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბუშტუკების ან წყლულების გაჩენას ვილდაგლიპტინის მიღებისას. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხოლო შემდეგ პერიოდულად, უნდა ჩაიტაროთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები. ეს კეთდება ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატების ნიშნების დროულად გამოვლენის მიზნით.

ბავშვები და მოზარდები

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ვილდაგლიპტინი სტადა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა, თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა:

თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (რომელტაც ასევე უწოდებენ დიურეტიკებს)

კორტიკოსტეროიდები (ჩვეულებრივ გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)

ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ უნდა გამოიყენოთ ვილდაგლიპტინი ორსულობის დროს. უცნობია, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. არ მიიღოთ ვილდაგლიპტინი, თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

თუ ვილდაგლიპტინის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან დანადგარები.

ვილდაგლიპტინი სტადა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას კონსულტაციისთვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი სტადა

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

ვილდაგლიპტინის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ექიმი ზუსტად გეტყვით, ვილდაგლიპტინის რამდენ ტაბლეტს უნდა იღებდეთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:

50 მგ დღეში ერთხელ, დილით, თუ იღებთ ვილდაგლიპტინს სხვა მედიკამენტთან, სულფონილშარდოვანასთან ერთად.

100 მგ დღეში, დაყოფილი ორ მიღებაზე (50 მგ დილით და 50 მგ საღამოს), თუ იღებთ ვილდაგლიპტინს ცალკე, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციასთან ერთად, ან ინსულინთან ერთად (მეტფორმინით ან მის გარეშე).

50 მგ დღეში, დილით, თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე დაავადება, ან თუ იმყოფებით დიალიზზე.

როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი სტადა

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ცოტაოდენ წყალთან ერთად.

ვილდაგლიპტინი სტადათი მკურნალობის ხანგრძლივობა

მიიღეთ ვილდაგლიპტინი ყოველდღე მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ. შესაძლოა დაგჭირდეთ ამ მკურნალობის გაგრძელება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თქვენი ექიმი ჩაატარებს პერიოდულ შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ მკურნალობას აქვს სასურველი ეფექტი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვილდაგლიპტინი სტადა

თუ მიიღეთ ვილდაგლიპტინის ჭარბი რაოდენობა, ან თუ სხვა პირმა მიიღო თქვენი მედიკამენტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს: 91 562 04 20, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება. თუ მიდიხართ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში, თან წაიღეთ მედიკამენტის შეფუთვა.

დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5

08960, სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

საიდენტიფიკაციო ნომერი: B-28882777

ხელმოწერა /ხელმოწერილია

თუ დაგავიწყდათ ვილდაგლიპტინი სტადას მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს. თუ უკვე ახლოს არის მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ვილდაგლიპტინი სტადას მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი სიმპტომი მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას

შეწყვიტეთ ვილდაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

ანგიოედემა (იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში). სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცარ გაჩენას.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი). სიმპტომები მოიცავს კანისა და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან შარდის გამუქებას.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში, რომელმაც შესაძლოა გადაინაცვლოს ზურგში, ასევე გულისრევას და ღებინებას.

სხვა გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთობლივი მიღებისას:

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და სულფონილშარდოვანას ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ნაკლებად ხშირი

ყაბზობა.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)

ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

წონის მომატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა).

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები მხოლოდ ვილდაგლიპტინის მიღებისას :

ხშირი:

თავბრუსხვევა.

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

ძალიან იშვიათი

ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას ერთობლივი მიღებისას:

ხშირი

თავბრუსხვევა, კანკალი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის (მეტფორმინით ან მის გარეშე) ერთობლივი მიღებისას:

ხშირი:

თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (უხასიათობა), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა.

ნაკლებად ხშირი:

დიარეა, მეტეორიზმი.

პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ქავილიანი გამონაყარი, პანკრეასის ანთება, კანის ლოკალური აცლა ან ბუშტუკები, კუნთების ტკივილი.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი): ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას. სიმპტომები მოიცავს კანისა და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარს.

ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, ჩვეულებრივ უკუქცევადია მკურნალობის შეწყვეტისას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულ ანოტაციაში არ იყოს მითითებული. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ უშუალოდ ადამიანის მოხმარების მედიკამენტების ფარმაკოვიგილანციის ესპანური სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es . გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ვილდაგლიპტინი სტადას შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ იგი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და კოლოფზე „CAD“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

მედიკამენტები არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG:

აქტიური ნივთიერება: ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) (კარტოფილის) და მაგნიუმის სტეარატი (E470b).

პროდუქტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ტაბლეტები EFG არის თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, წაწვეტებული კიდეებით და დიამეტრით 8.0 ± 0.2 მმ.

ვილდაგლიპტინი სტადა 50 მგ ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს სტანდარტულ ან ერთდოზიან ბლისტერებს: 14, 28, 30, 56, 60, 90, 105, 112 ან 180 ტაბლეტით.

შესაძლოა ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაყიდვის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი

გაყიდვის ნებართვის მფლობელი

შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N5

08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

ესპანეთი

[email protected]

წარმოებაზე პასუხისმგებელი:

STADA M&D SRL

ტრასკაულუის ქუჩა #10,

ქალაქი ტურდა,

კლუჟის ოლქი 401135

რუმინეთი

წინამდებარე ინსტრუქციის უკანასკნელი გადახედვის თარიღი: აპრილი 2021

დეტალური და განახლებული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

შპს ლაბორატორია სტადა 9386859

ფრედერიკ მომპოუს ქ. N5 2512

08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა) ES

ესპანეთი

დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა

ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5

08960, სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)

საიდენტიფიკაციო ნომერი: B-28882777

ხელმოწერა /ხელმოწერილია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა