პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ვილდა დენკი 50 მგ

Vilda Denk 50 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადმალტა
რისთვის გამოიყენება

ვილდა დენკ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს. ვილდა დენკი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. მიიღება, როდესაც დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Combino Pharm (Malta) Ltd., მალტა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041731
რეგისტრირებულია
31 ივლისი 2024, მოქმედებს 31 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავილდა დენკი 50 მგ და სხვა წამალი ერთად

ვილდა დენკი 50 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვილდა დენკ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.

ვილდა დენკი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. მიიღება, როდესაც დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. იგი გამოიყენება სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ. მკურნალი ექიმი დანიშნავს ვილდა დენკ-ის მონოთერაპიას ან ზოგიერთ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომელსაც პაციენტი უკვე ღებულობს და აღნიშნულმა პრეპარატმა ვერ გამოიწვია დიაბეტის ეფექტიანი კონტროლი.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მუშაობს შესაბამისად. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლის გლუკოზის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის წაროქმნას, რაც შესაბამისად იწვევს სისხლის გლუკოზის დონის გაზრდას, პანკრეასი გამოიმუშავებს ამ ორივე ნივთიერებას.

ვილდა დენკ-ის მუშაობის მექანიზმი

ვილდა დენკ-ის საშუალებით პანკრეასი გამოიმუშავებს უფრო დიდი რაოდენობით ინსულის და ნაკლები რაოდენობით გლუკაგონს. აღნიშნული ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს. ეს მედიკამენტი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რაც იწვევს დიაბეტის გართულების პრევენციას. იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი ახლა იწყებს ანტიდიაბეტური საშუალების მიღებას, მნიშვნელოვანია მან დაიცვას დიეტა და/ან ივარჯიშოს, რაც რეკომენდებულია პაციენტისათვის.

რა არის გასათვალისწინებელი ვილდა დენკ-ის მიღებამდე

ვილდა დენკი არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შეიძლება ალერგიული იყოს ვილდაგლიპტინის ან ვილდა დენკ-ის სხვა ნივთიერების მიმართ, არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

მიღების რაოდენობა და დრო

ვილდა დენკ-ის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ვილდა დენკ-ის მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას. მაქსიმალური დღიური დოზა არის 100 მგ.

ვილდა დენკ-ის ჩვეულებრივი დოზა არის:

50 მგ დღეში ერთჯერადი დოზის სახით დილით, თუ ვილდა დენკი მიიღება სულფონილშარდოვანასთან ერთად.

100 მგ დღეში - მიღებული 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ მიიღება მხოლოდ ვილდა დენკი, ან სხვა მედიკამენტებთან ერთად, მაგალითად მეტფორმინთან ან გლიტაზოლთან, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინირებული თერაპია ან ინსულინთან.

50 მგ დღეში დილით, თუ პაციენტს აქვს საშუალო ან მწვავე თირკმლის უკმარისობა, ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე.

ვილდა დენკ-ის მიღების წესი

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.

ვილდა დენკ-ის მკურნალობის ხანგრძლივობა

ვილდა დენკი მიიღება ყოველ დღე, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. შესაძლოა საჭირო გახდეს აღნიშნული მკურნალობის ჩატარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას, რათა დარწმუნდეს რომ მკურნალობას აქვს სასურველი შედეგი.

ვილდა დენკ-ის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა მიიღო ვილდა დენკ-ის ტაბლეტების დიდი რაოდენობა, ან თუ სხვამ მიიღო მისი მედიკამენტი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მეთვალყურეობა. თუ საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, უნდა მოხდეს შეფუთვის წაღებაც.

ვილდა დენკ-ის დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დაავიწყდა ამ მედიკამენტის დოზის მიღება, აღნიშნულის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ უნდა მოხდეს დოზის გამოტოვება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ვილდა დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა

ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება ვილდა დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა. აღნიშნული მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.

სიფრთხილის ზომები

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან დიაბეტის მედდას ვილდა დენკ-ის მიღებამდე

თუ პაციენტს აქვს ტიპი 1 დიაბეტი (ანუ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს) ან პაციეტს აქვს დიაბეტური კეტოაციდოზი

თუ პაციენტი ღებულობს ანტიდიაბეტურ საშუალებებს, ე.წ. სულფონილშარდოვანა (მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს სულფონილშარდოვანას დოზა, თუ აღნიშნული მიიღება ვილდა დენკ-თან ერთად, რათა არ მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის შემცირება [ჰიპოგლიკემია])

თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა (უნდა მოხდეს ვილდა-დენკ-ის დოზის შემცირება).

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე

აქვს ღვიძლის მხრივ დაავადება

აქვს გულის უკმარისობა

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება პანკრეასის დაავადება.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი ღებულობდა ვილდაგლიპტინს და შეწყვიტა მისი მიღება ღვიძლის მხრივ დაავადების გამო.

კანის დაზიანება დიაბეტის გამო არის დიაბეტის ხშირი გართულება. პაციენტმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანის და ფეხის მხრივ ექიმის ან ექთნის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაციები. ასევე ვილდა დენკ-ით მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის კანზე გამოვლენილ ახალ ბუშტუკებს და წყლულებს. აღნიშნულის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ვილდა დენკ-ის მიღების დაწყებამდე უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ჩატარება, პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდეგ პერიოდული ინტერვალებით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ადრე გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების მომატების ნიშნები.

ბავშვები და მოზარდები

ვილდა დენკ-ის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს პერიოდში ღებულობდა ან გეგმავს მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს ვილდა დენკ-ის დოზა, თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს:

თიაზიდები ან სხვა დიურეტიკები (ე.წ. შარდმდენები)

კორტიკოსტეროიდები (ზოგადად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები)

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი ზოგიერთი მედიკამენტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პარიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვილდა დენკი არ მიიღება ფეხმძიმობის დროს. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. ვილდა დენკი არ მიიღება, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან გეგმავს ლაქტაციას.

მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვა

ვილდა დენკით მკურნალობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნა თავბრუსხვევა, არ უნდა მართონ ავტოსატრანსპორტო ან სხვა საშუალებები.

ვილდა დენკი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ. პაციენტები, რომლებიც გრძნობენ სისუსტეს, როგორც გვერდით ეფექტს, უნდა მოერიდონ მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვას.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება.

ზოგიერთი ნიშანი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას

უნდა შეწყდეს ვილდა დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს: სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის, სუნთქვის გართულება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეაქცია “ანგიოედემა”.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (სიხშირე უცნობია): ნიშნები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, ღებინება, მადის დაკარგვა ან მუქი შეფერილობის შარდი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი).

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (იშვიათი: 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს მწვავე და ხანგრძლივ მუცლის ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის ნაწილში, ასევე გულისრევა და ღებინება.

სხვა გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინის მიღებისას:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხელება

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): გამონაყარი ქავილით, კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების, სახსრების ტკივილი, ყაბზობა, ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება, ჭარბოფლიანობა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულძმარვა, გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): წონის მატება, შემცივნება, სისუსტე, სექსუალური დისფუნქცია, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მეტეორიზმი

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): პანკრეასის ანთება.

ამ პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): კანის ლოკალიზებული აქერცვლა ან ბუშტუკოვანი გამონაყარი, ვასკულიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი მრგვალი ლაქები კანქვეშ ან სისხლჩაქცევები

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში

ჭარბი დოზა

ინფორმაცია ვილდაგლიპტინის დოზის გადაჭარბების შესახებ შეზღუდულია.

ნიშნები

დოზის გადაჭარბების სავარაუდო ნიშნები მიღებული იქნა ჯანმრთელ სუბიექტებში მზარდი დოზის ტოლერანტობის შესწავლით, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დოზის მიღების შემთხვევაში, 3 შემთხვევაში გამოვლინდა კუნთების ტკივილი და ინდივიდუალურ შემთხვევებში მსუბუქი და პარესთეზიის დროებითი შემთხვევები, სიცხე, შეშუპება და ლიპაზის დონის დროებითი მატება. 600 მგ დოზის მიღების შემდეგ, ერთ შემთხვევაში გამოვლინდა ფეხების და ხელების შეშუპება, კრეატინ-ფოსფოკინაზას (CPK) დონის მომატება, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის მომატება. 3 სხვა შემთხვევაში გამოვლინდა ფეხების შეშუპება, და პარესთეზია 2 შემთხვევაში. ყველა ნიშანი და უჩვეულო ლაბორატორიული შედეგები დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის გარეშე, სამკურნალო საშუალების კვლევის შეწყვეტის შემდეგ.

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია შესაბამისი მკურნალობა. ვილდაგლიპტინის გამოდევნა არ ხდება ჰემოდიალიზის საშუალებით. ამასთან, ჰიდროლიზის ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) შეიძლება გამოდევნილი იქნას ჰემოდიალიზით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ვილდა დენკ 50 მგ შეიცავს

აქტიური ნივთიერება არის ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.

სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, (სიმინდის) სახამებელი (ნაწილობრივ) პრეჟელატინირებული და მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვილდა დენკ 50 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვა

ვილდა დენკ 50 მგ-ის ტაბლეტები არის თეთრი-მოთეთრო ფერის, მრგვალი და ბრტყელი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “VLD”, მეორე მხარეს გრავირების გარეშე.

ვილდა დენკ 50 მგ ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებში.

შეფუთვაში: 28 ტაბლეტი

შენახვის პირობები

აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 30 თვე

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენება, თუ შეამჩნევთ სამკურნალო საშუალებაზე რაიმე სახის გარეგან ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან შეინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.

არ შეიძლება არც ერთი მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BH02

ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, DPP-4-ის პოტენციურ და სელექციურ ინჰიბიტორს.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4–ის აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგინვას, რის შედეგადაც შესაძლებელია გაიზარდოს ინკრეტინული ჰორმონის GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ენდოგენური დონეები უზმოზე და კვების შემდეგ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მოცემული ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეების ზრდის გზით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაცა იწვევს ინსულინის გლუკოზა-დამიკიდებული სეკრეციის გაუმჯობესებას. ვილდაგლიპტინის 50-100 მგ-ით მკურნალობა ყოველდღიურად იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტიპი-2 დიაბეტი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტა უჯრედების ფუნქციის მარკერებს, მათ შორის HOMA-β (ჰომეოსტაზური მოდელის შეფასება - β), პროვინსულინის ინსულინის მიმართ თანაფარდობა და ბეტა უჯრედების საპასუხო უჯრედების მაჩვენებლები ხშირად შერჩეული საკვებისადმი ტოლერანტულობის ტესტი. პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დიაბეტი (გლუკოზის ნორმალური დონე), ვილდაგლიპტინი არ იწვევს ინსულინის სეკრეციის სტიმულაციას ან ამცირებს გლუკოზის დონეს.

GLP-1-ის ენდოგენური დონის ზრდის მეშვეობით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ალფა უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ და აუმჯობესებს გლუკაგონის გლუკოზა-დამოკიდებულ სეკრეციას.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინ/გლუკაგონის თანაფარდობის გაძლიერებული ზრდა, რომელიც განპირობებულია ინკრეტინული ჰორმონის მომატებული დონით, იწვევს ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნის დაქვეითებას უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის დონის შემცირებას.

მომატებული GLP-1 დონის ცნობილი ეფექტი, რომელიც ანელებს კუჭის დაცარიელების პროცესს, არ გამოვლინდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ტიპი-2 დიაბეტის მქონე 15,000-ზე მეტმა პაციენტმა მონაწილეობა მიიღო ორმაგ-ბრმა პლაცებო და აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელიც ტარდებოდა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ კვლევებში, ვილდაგლიპტინი დანიშნული იქნა 9,000-მე მეტ პაციენტში ყოველდღიური დოზებით 50 მგ დღეში ერთჯერ, 50 მგ დღეში 2-ჯერ ან 100 მგ ყოველდღიურად. 5,000-ზე მეტი მამრობითი და 4,000-ზე მეტი ქალი პაციენტი ღებულობდა 50 მგ ვილდაგლიპტინს დღეში ერთჯერ ან 100 მგ ყოველდღიურად, 1,900-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა 50 მგ ვილდაგლიპტინს დღეში ერთჯერ ან 100 მგ ყოველდღიურად, იყვნენ ≥65 წლის ასაკის. ამ კვლევებში, ვილდაგლიპტინი დანიშნული იქნა როგორც მონოთერაპია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ან იმ პაციენტებში, რომლებიც სხვა ანტიდიაბეტური სამედიცინო პროდუქტებით ვერ კონტროლირდებოდნენ სათანადოდ, კომბინირებულ თერაპიაში.

საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი, როდესაც იგი დანიშნული იქნა მონოთერაპიის სახით, ან როდესაც იგი გამოყენებული იქნა მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან და თიაზოლიდიონთან ერთად, კლინიკური თვალსაზრისით, HbA1c–ს მნიშვნელოვან შემცირებას განსაზღვრავს საწყისი დონიდან საბოლოო წერტილზე (იხ. ცხრილი 2).

კლინიკურ კვლევებში, ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს HbA1c შემცირების სიდიდე უფრო მეტი იყო HbA1c–ს უფრო მაღალი საწყისი დონის მქონე პაციენტებში.

52 კვირიანი ორმაგი-ბრმა კონტროლირებადი კვლევის განმავლობაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ დღეში ორჯერ) შეამცირა HbA1c–ს საწყისი დონე -1%, მეტფორმინის მაჩვენებელთან შედარებით -1.6%-ით (ტიტრირებული 2გრ/დღეში). პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, მიუთითებდნენ უფრო ნაკლებ გასტროინტესტინალურ გვერდით ეფექტებზე, ვიდრე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით.

24 კვირიანი ორმაგი-ბრმა კონტროლირებადი კვლევის განმავლობაში ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა როსიგლიტაზონთან (8 მგ დღეში ერთჯერ). საშუალო შემცირებებია –1.20% ვილდაგლიპტინთან ერთად და -1.48% როსიგლიტაზონთან შედარებით, იმ პაციენტებში, რომელთა საშუალო საწყისი HbA1c არის 8.7%. პაციენტებში, რომელთაც როსიგლიტაზონს იღებდნენ, აღინიშნებოდა წონის საშუალო მომატება (+1.6კგ), ხოლო პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ვილდაგლიპტინს, არ აღენიშნებოდათ წონის მატება (-0.3 კგ). პერიფერიული შეშუპება იყო უფრო ნაკლები ვილდაგლიპტინის ჯგუფის პაციენტებში, ვიდრე როსიგლიტაზონის ჯგუფში (2.1% vs 4.1% შესაბამისად).

2 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებიდან, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა გლიკლაზიდს (320 მგ-მდე/დღეში). 2 წლის შემდეგ, HbA1c-ში საშუალო შემცირება იყო -0.5% ვილდაგლიპტინის და -0.6% გლიკლაზიდის შემთხვევაში, 8.6% HBA1c–ს საშუალო შემცირება საშუალო საწყისი დონიდან. სტატისტიკურად არანაკლები შედეგიანობა არ იქნა მიღწეული.

ვილდაგლიპტინი ასოცირებული იყო ჰიპოგლიკემიის მოვლენების ნაკლებ რაოდენობასთან (0.7%) გლიკლაზიდთან შედარებით (1.7%).

24 კვირიანი კვლევის განმავლობაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთჯერ) იმ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტროლირებული იქნან მეტფორმინზე (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). საშუალო შემცირებები 8.4% HbA1c-ს საწყისი დონიდან შეადგენდა -0.9% მეტფორმინზე დამატებული ვილდაგლიპტინით და -1.0% მეტფორმინზე დამატებული პიოგლიტაზონთან. წონის საშუალო მატება +1.9 კგ დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ პიოგლიტაზონს, და +0.3 კგ იმ პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ ვილდაგლიპტინს.

2 წლის განმავლობაში ჩატებულ კლინიკურ კვლევებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა გლიმეპირიდთან (6 მგ/დღეში – 2 წლის საშუალო დოზა: 4.6 მგ) იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით (საშუალო დღიური დოზა: 1894 მგ). 1 წლის შემდეგ საშუალო შემცირება HbA1c–ში იყო -0.4%, როდესაც მეტფორმინი მიიღებოდა ვილდაგლიპტინთან ერთად და -0.5% მეტფორმინზე დამატებული გლიმეპირიდი, HbA1c-ს საწყისი დონიდან შეადგენდა 7.3%. სხეულის წონის საშუალო მატება ვილდაგლიპტინთან იყო -0.2 კგ vs +1.6 კგ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლიმეპირიდს. ჰიპოგლიკემიის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფის პაციენტებში (1.7%), ვიდრე გლიმეპირიდის ჯგუფის პაციენტებში (16.2%). კვლევის ბოლოს (2 წელი) HbA1c იყო თანაბარი ორივე სამკურნალო ჯგუფის საწყის მაჩვენებლებთან და სხეულის წონა იცვლება და ჰიპოგლიკემიის განსხვავებები შენარჩუნდა.

52 კვირის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა 229.5 მგ). პაციენტებში, რომლებიც არაადეკვატურად კონტროლდება მეტფორმინით (მეტფორმინის დოზა საწყის ეტაპზე: 1928 მგ/დღეში). 1 წლის შემდეგ, საშუალო შემცირება HbA1c–ში იყო -0.81%, როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღება მეტფორმინთან ერთად (HbA1c-ს საშუალო დონე 8.4%) და -0.85% როდესაც მეტფორმინი გლიკლაზიდთან ერთად მიიღება (HbA1c-ს საშუალო დონე 8.5%); სტატისტიკურად არანაკლები შედეგიანობა (95% CI -0.11 - 0.20) იქნა მიღწეული. სხეულის წონის ცვლილება იყო +0.1 კგ ვილდაგლიპტინის და +1.4 კგ გლიკლაზიდის შემთხვევაში.

24 კვირიანი კვლევის განმავლობაში, ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის დოზის ფიქსირებული კომბინაციის ეფექტიანობა (დოზის თანდათანობითი ტიტრაციით 50მგ/500 მგ დღეში ორჯერ ან 50მგ/1000 მგ დღეში ორჯერ), როგორც საწყისი თერაპია, შეფასდა მედიკამენტოზური მკურნალობა არაუზრუნველყოფილ პაციენტებში. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50მგ/1000მგ დღეში ორჯერ შემცირებული HbA1c -1.82%-ით. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50მგ/500 მგ დღეში ორჯერ -1.61%-ით, მეტფორმინი 1000 მგ დღეში ორჯერ -1.36%-ით და ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ -1.09%-ით, 8.6% HbA1c-ის საშუალო საწყისი დონიდან. HbA1c–ში შემცირება, გამოვლენილი საწყისი დონის >10.0%-იანი მაჩვენებლის მქონე პაციენტებში, უფრო მაღალი იყო.

24 კვირიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა ვილდაგლიპტინის 50 მგ დღეში ერთხელ მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით, 515 პაციენტი ტიპი 2 დიაბეტით და თირკმელების ზომიერი უკმარისობით (N=294) ან თირკმლის მწვავე უკმარისობით (N=221). პაციენტთა 68.8% და 80.5%, თირკმელების ზომიერი და მწვავე უკმარისობით, მკურნალობდა ინსულინით (საშუალო დღიური დოზა 56 ერთეული და 51.6 ერთეული, შესაბამისად) საწყის ეტაპზე. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.53%) საშუალო საწყისი დონიდან 7.9%. პაციენტებში, თირკმელების მწვავე უკმარისობით, ვილდაგლიპტინმა მნიშვნელონად შემცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.56%) საშუალო საწყისი დონიდან 7.7%.

24–კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო–კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 318 პაციენტში, ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მეტფორმინთან კომბინაციაში (>1500 მგ დღეში) და გლიმეპირიდი (>4 მგ დღეში). ვილდაგლიპტინმა კომბინაციაში მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c, პლაცებოსთან შედარებით. პლაცებო–კორექტირებული საშუალო შემცირება საშუალო საწყისი დონიდან HbA1c 8.8% შეადგინა -0.76%.

24–კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო–კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 449 პაციენტში, ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით ბაზალური ან წინასწარ შერეული ინსულინის სტაბილურ დოზასთან ერთად (საშუალო დღიური დოზა 41 ერთეული), მეტფორმინის თანხმლები გამოყენებით (N=276) ან მეტფორმინის თანმხლები გამოყენების გარეშე (N=173). ვილდაგლიპტინმა ინსულინთან ერთად მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით. საერთო პოპულაციაში, პლაცებო–კორექტირებული საშუალო შემცირება საშუალო საწყისი დონიდან HbA1c 8.8% შეადგინა –0.72%–ს. ქვეჯგუფებში, რომლებიც ინსულინით მკურნალობენ, მეტფორმინის თანმხლები გამოყენებით ან მის გარეშე, საშუალო პლაცებო–კორექტირებული შემცირება HbA1c-ში შეადგინა -0.63% და-0.84%, შესაბამისად. ჰიპოგლიკემიის შემთხვევის რაოდენობა საერთო პოპულაციაში შეადგინა 8.4% და 7.2% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, არ აღენიშნებოდათ წონის მომატება (+0.2 კგ), ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებს აღენიშნებოდათ წონის შემცირება (-0.7 კგ).

სხვა 24–კვირიან კვლევაში მე–2 ტიპის უფრო გვიანი სტადიის დიაბეტის მქომე პაციენტებში, რომლებიც არ ყოფილან ადეკვატურად გამოკვლეული ინსულინზე (მოკლე და უფრო ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), HbA1c–ში საშუალო შემცირება, ინსულინზე ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) დამატებისას, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოსთან პლიუს ინსულინთან შედარებით (0.5% 0.2%–ის საწინააღმდეგოდ). ჰიპოგლიკემიის შემთხვევის რაოდენობა უფრო დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22.9% 29.6%–ის საწინააღმდეგოდ).

52–კვირიანი მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევა ჩატარდა მე–2 ტიპის დიაბეტის და შეგუბებული გულის უკმარისობის მქონე (NYHA–ს მიხედვით ფუნქციონალური კლასი I-III) პაციენტებში, ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში (N=128) ეფექტის შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით (N = 126) მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (LVEF). ვილდაგლიპტინი არ უკავშირდებოდა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებას ან წინა არსებული CHF-ის გაუარესებას. დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენები მთლიანობაში დაბალანსებული იყო. უფრო მეტი კარდიოლოგიური მოვლენა დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით მომკურნალე NYHA–ს მიხედვით მე– III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პლაცებოსთან შედარებით. თუმცა, დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა საწყისი რისკის დისბალანსები პლაცებოს სასარგებლოდ და მოვლენების რაოდენობა დაბალი აღმოჩნდა, რაც მტკიცე დასკვნებს გამორიცხავდა. ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c–ს პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება 0.6%) საშუალო საწყისი დონიდან 7.8% მე–16 კვირას. NYHA –ს მიხედვით, მე– III კლასის ქვეჯგუფში, HbA1c– ში დაქვეითება პლაცებოსთან შედარებით უფრო დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდა (სხვაობა 0.3%), მაგრამ ეს დასკვნა შეზღუდულია პაციენტების მცირე რაოდენობით (n=44). ჰიპოგლიკემიის შემთხვევის რაოდენობა საერთო პოპულაციაში იყო 4.7% და 5.6% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად.

ხუთწლიანი მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევა (VERIFY) ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი, რათა შეეფასებინათ ადრეული კომბინირებული თერაპიის ეფექტიანობა ვილდაგლიპტინთან და მეტფორმინთან (N=998), მეტფორმინის მონოთერაპიის საწყისი სტანდარტული თერაპიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება კომბინაცია ვილდაგლიპტინთან (თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფი) (N=1,003) ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი. ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში დამატებული მეტფორმინის კომბინირებული რეჟიმი, იწვევდა სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვან ფარდობით შემცირებას საშიშროებამდე ‘’დადასტურებული საწყისი მკურნალობის უკმარისობამდე“ (HbA1c მნიშვნელობა >7%) და მეტფორმინის მონოთერაპიასთან შედარებით 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, 5 წლიანი კვლევის განმავლობაში (HR [95% CI}: 0.51 [0.45, 0.58]; p<0.001). საწყისი მკურნალობის წარუმატებლობის სიხშირე (HbA1c მნიშვნელობა >7%) იყო 429 პაციენტი, კომბინირებული თერაპიის ჯგუფში და 614 (62.1%) პაციენტი, თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი

ჩატარდა დამოუკიდებლად და პროსპექტიულად შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მეტა – ანალიზი 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის მონოთერაპიის მე–III და მე–IV ფაზის მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის კლინიკური კვლევებიდან (საშუალო ექსპოზიცია 50 კვირა ვილდაგლიპტინისთვის და კომპარატორებისთვის 49 კვირა) და ნაჩვენები იქნა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა რისკის ზრდასთან კომპარატორებთან შედარებით. გულსისხლძარღვთა დადასტურებული მწვავე არასასურველი გვერდითი მოვლენების კომბინირებული საბოლოო წერტილი (MACE), მათ შორის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამო სიკვდილი, მსგავსი იყო ვილდაგლიპტინისთვის კომბინირებული აქტიური და პლაცებო კომპარატორებთან შედარებით [მანტელ– ჰენცელის მეთოდის მიხედვით რისკის კოეფიციენტი (M–H RR) 0.82 (95% CI 0.61-1.11)]. MACE დაფიქსირდა 9,599–დან (0.86%) ვილდაგლიპტინით მომკურნალე 83 პაციენტში და 7,102 (1.20%)–დან 85 კომპარატორით მომკურნალე პაციენტში. MACE- ს თითოეული ცალკეული კომპონენტის შეფასებამ არ აჩვენა მომატებული რისკი (მსგავსი M-H RR). დადასტურებული გულის უკმარისობის (HF) მოვლენები, განსაზღვრული HF–სახით, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას ან HF–ის ახალ ეპიზოდს, დაფიქსირდა 41 (0.43%) ვილდაგლიპტინით მომკურნალე პაციენტში და 32 (0.45%) კომპარატორით მომკურნალე პაციენტში M–H RR 1.08 (95% CI 0.68-1.70).

ცხრილი 2. ვილდაგლიპტინის ძირითადი ეფექტურობის შედეგები პლაცებო კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევებში და კომბინირებული თერაპიის დამატებით კვლევებში (ITT პოპულაციის პირველადი ეფექტურობა)

მონოთერაპიის პლაცებო–კონტროლირებადი კვლევები

საშუალო

საწყისი დონე

HbA1c (%)

საშუალო ცვლილება საწყისი დონიდან HbA1c(%)–ში 24–ე კვირას

პლაცებო–კორექტირებული საშუალო ცვლილება HbA1c(%)–ში 24–ე კვირას (95% CI)

კვლევა 2301:ვილდაგლიპტინის 50 მგ დღეში ორჯერ (N=90)

კვლევა 2384: ვილდაგლიპტინის 50 მგ დღეში ორჯერ (N=79)

  • 6
  • 4
  • 0.8
  • 0.7
  • 0.5* (-0.8, -0.1)
  • 0.7* (-1.1, -0.4)
  • p< 0.05 პლაცებო–კონტროლთან შედარებისთვის

დამატებითი/კომბინირებული კვლევები

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში+მეტფორმინი (N=143)

  • 4.
  • 0.9
  • 1.1* (-1.4, -0.8)

ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში+გლიმეპირიდი (N=132)

  • 5
  • 0.6
  • 0.6* (-0.9, -0.4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში+პიოგლიტაზონი (N=136)

  • 7
  • 1.0
  • 0.7* (-0.9, -0.4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში+მეტფორმინი+გლიმეპირიდი(N=152)

  • 8
  • 1.0
  • 0.8* (-1.0, -0.5)
  • p< 0.05 პლაცებო–კონტროლთან შედარებისთვის+ კომპარატორი

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ უარი თქვა ვალდებულებაზე წარადგინოს ვილდაგლიპტინის კვლევების შედეგები შაქრიანი დიაბეტის მე–2 ტიპის მქონე პედიატრიული მოსახლეობის ყველა ქვეჯგუფში (იხ.პუნქტი 4.2. პედიატრიაში გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად).

Fფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

უზმოზე პერორალურად მიღების შემდეგ, ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნება 1.7 საათის განმავლობაში. საკვები უმნიშვნელოდ აგვიანებს პლაზმური კონცენტრაციის პიკს 2.5 საათამდე, თუმცა არ ცვლის საერთო გამოყოფას (AUC). ვილდაგლიპტინის მიღებამ საკვებთან ერთად, გამოიწვია Cmax-ის შემცირება (19%). ამასთან, ცვლილების სიდიდე კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. აბსოლუტური ბიოათვისებულობა არის 85%.

განაწილება

ვილდაგლიპტინის ცილების შეკავშირება დაბალია (9.3 %) და ვილდაგლიპტინის თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და წითელ უჯრედებს შორის. ვილდაგლიპტინის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ (Vss) მისი განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში არის 71 ლიტრი, რაც ვარაუდობს ექსტრავასკულარულ განაწილებაზე.

ბიოტრანსფორმაცია

ვილდაგლიპტინის ელიმინაციის მთავარი გზა ადამიანებში არის მეტაბოლიზმი, რაც შეადგენს დოზის 69%. ძირითადი მეტაბოლიტები (LAY 151) არის ფარმაკოლოგიურად არააქტიური და წარმოადგენს ციანოზური ჰიდროლიზის პროდუქტს, დოზის 57%, შემდეგი არის გლუკურონიდი (BQS867) და ამიდ-ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%). in vitro მონაცემებით ადამიანების თირკმელის მიკროსომები მიანიშნებენ, რომ თირკმელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზაციას მის მთავარ არააქტიურ მეტაბოლიტზე, LAY151. DPP-4 ნაწილობრივ ეხმარება ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზაციას in vivo კვლევების მიხედვით, რომელიც შეიცავს DPP-4–ს არასრულყოფილ ვირთაგვებში. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება CYP 450 ფერმენტების დათვლადი ოდენობით. შესაბამისად, ვილდაგლიპტინის მეტაბოლიტური კლირენსი არ არის მოსალოდნელი შეიზღუდოს იმ მედიკამენთან ერთდროული მიღებისას, რომლებიც არიან CYP 450 ინჰიბიტორები ან/და ინდუქტორები. In vitro კვლევებით ვლინდება, რომ ვილდაგლიპტინი არ ახდენს CYP 450 ფერმენტების ინჰიბირებას/ინდუქციას. ამრიგად, ვილდაგლიპტინი არ მოქმედებს თანმდევი პრეპარატების მეტაბოლიტების მეტაბოლიტების კლირენსზე CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5.

ელიმინაცია

[14C] ვილდაგლიპტინის პეროლალურად მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდის გზით და 15% ფეკალური მასების საშუალებით. უცვლელი ვილდაგლიპტინის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს პერორალურად მიღებული დოზის 23%-ს. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის მთლიანი პლაზმური და თირკმლისმიერი კლირენსი არის 41 და 13 ლ/სთ, შესაბამისად. ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ, საშუალო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 3 საათს შეადგენს.

ხაზოვნება/არახაზოვანობა

ვილდაგლიპტინის Cmax და პლაზმური კონცენტრაცია დროის მრუდეების საწინააღმდეგოდ (AUC) გაიზარდა დაახლოებით დოზის პროპორციულად, დოზის თერაპიულ დიაპაზონში.

პაციენტების სპეციფიკური ჯგუფის მახასიათებლები

სქესი

კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში არ დაფიქსირებულა ქალ და მამრობითი სქესის ჯანმრთელ სუბიექტებში, ასაკის და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო მასშტაბში. ვილდაგლიპტინით DPP-4–ს ინჰიბიცია არ მოქმედებს სქესზე.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში (˃ 70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთჯერ), გაიზარდა 32%, ხოლო პიკური პლაზმური კონცენტრაციის 18%-ით გაზრდა ახალგაზრდა, ჯანმრთელ სუბიექტებთან (18-40 წლამდე) შედარებით. ამასთან, ეს ცვლილებები არ განიხილება როგორც კლინიკურად რელევანტური. ასაკი არ ახდენს გავლენას ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის გავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იქნა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელიც დაფუძნებულია ჩაილდ-პიუს ანგარიშებით (საშუალო 6-დან 12-მდე მძიმე), ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ვილდაგლიპტინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, მისი ექსპოზიცია, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმწვავის ღვიძლის უკმარისობა, შემცირდა (20% და 8%, შესაბამისად), ხოლო ვილდაგლიპტინის ზემოქმედება ღვიძლის მძ|იმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (შემცირება ან გაზრდა) არის დაახლოებით 30%, რომელიც არ მიიჩნევა, რომ კლინიკურად რელევანტურია. არ არის რაიმე ურთიერთქმედება ღვიძლის უკმარისობის სიმწვავესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციას შორის.

თირკმლის უკმარისობა

მრავალჯერადი დოზა, ღია-ეტიკეტის კვლევა ჩატარდა, რათა შეეფასებინათ მცირე თერაპიული დოზა ვილდაგლიპტინის (50 მგ ერთჯერ დღეში) ფარმაკოკინეტიკა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობა, რაც განისაზღვრება კრეატინინის კლირენსით (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ, საშუალო: 30-დან < 50 მლ/წთ და მწვავე: <30 მლ/წთ) ნორმალური ჯანმრთელობის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვილდაგლიპტინის AUC გაიზარდა დაახლოებით 1.4, 1.7 და ორჯერადად ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე სუბიექტებთან შედარებით. შესაბამისად, LAY151 და BQS867 მეტაბოლიტის AUC გაიზარდა დაახლოებით 1.5, 3 და 7-ჯერ თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადების ბოლო სტადიაზე (ESRD) მცირე რაოდენობით მონაცემებიდან ჩანს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია მსგავსია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. LAY151-ის კონცენტრაცია იყო …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ვილდა დენკ 50 მგ

ტაბლეტი – ორალურად მისაღები

ანტიდიაბეტური საშუალება

აქტიური ნივთიერება: ვილდაგლიპტინი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციიის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში მოცემულია:

რა არის ვილდა დენკი და რისთვის გამოიყენება იგი;

რა არის გასათვალისწინებელი ვილდა დენკ-ის მიღებამდე;

ვილდა დენკ-ის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი ეფექტები;

ვილდა დენკ-ის შენახვის წესი;

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.

რა არის ვილდა დენკი და რისთვის გამოიყენება იგი

ვილდა დენკ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება “ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.

ვილდა დენკი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. მიიღება, როდესაც დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. იგი გამოიყენება სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ. მკურნალი ექიმი დანიშნავს ვილდა დენკ-ის მონოთერაპიას ან ზოგიერთ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომელსაც პაციენტი უკვე ღებულობს და აღნიშნულმა პრეპარატმა ვერ გამოიწვია დიაბეტის ეფექტიანი კონტროლი.

ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მუშაობს შესაბამისად. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლის გლუკოზის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის წაროქმნას, რაც შესაბამისად იწვევს სისხლის გლუკოზის დონის გაზრდას, პანკრეასი გამოიმუშავებს ამ ორივე ნივთიერებას.

ვილდა დენკ-ის მუშაობის მექანიზმი

ვილდა დენკ-ის საშუალებით პანკრეასი გამოიმუშავებს უფრო დიდი რაოდენობით ინსულის და ნაკლები რაოდენობით გლუკაგონს. აღნიშნული ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს. ეს მედიკამენტი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რაც იწვევს დიაბეტის გართულების პრევენციას. იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი ახლა იწყებს ანტიდიაბეტური საშუალების მიღებას, მნიშვნელოვანია მან დაიცვას დიეტა და/ან ივარჯიშოს, რაც რეკომენდებულია პაციენტისათვის.

რა არის გასათვალისწინებელი ვილდა დენკ-ის მიღებამდე

ვილდა დენკი არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შეიძლება ალერგიული იყოს ვილდაგლიპტინის ან ვილდა დენკ-ის სხვა ნივთიერების მიმართ, არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან დიაბეტის მედდას ვილდა დენკ-ის მიღებამდე

თუ პაციენტს აქვს ტიპი 1 დიაბეტი (ანუ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს) ან პაციეტს აქვს დიაბეტური კეტოაციდოზი

თუ პაციენტი ღებულობს ანტიდიაბეტურ საშუალებებს, ე.წ. სულფონილშარდოვანა (მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს სულფონილშარდოვანას დოზა, თუ აღნიშნული მიიღება ვილდა დენკ-თან ერთად, რათა არ მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის შემცირება [ჰიპოგლიკემია])

თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა (უნდა მოხდეს ვილდა-დენკ-ის დოზის შემცირება).

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე

აქვს ღვიძლის მხრივ დაავადება

აქვს გულის უკმარისობა

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება პანკრეასის დაავადება.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი ღებულობდა ვილდაგლიპტინს და შეწყვიტა მისი მიღება ღვიძლის მხრივ დაავადების გამო.

კანის დაზიანება დიაბეტის გამო არის დიაბეტის ხშირი გართულება. პაციენტმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანის და ფეხის მხრივ ექიმის ან ექთნის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაციები. ასევე ვილდა დენკ-ით მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის კანზე გამოვლენილ ახალ ბუშტუკებს და წყლულებს. აღნიშნულის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ვილდა დენკ-ის მიღების დაწყებამდე უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ჩატარება, პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდეგ პერიოდული ინტერვალებით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ადრე გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების მომატების ნიშნები.

ბავშვები და მოზარდები

ვილდა დენკ-ის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატები და ვილდა დენკი

უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს, უახლოეს პერიოდში ღებულობდა ან გეგმავს მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს ვილდა დენკ-ის დოზა, თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს:

თიაზიდები ან სხვა დიურეტიკები (ე.წ. შარდმდენები)

კორტიკოსტეროიდები (ზოგადად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები)

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი ზოგიერთი მედიკამენტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პარიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვილდა დენკი არ მიიღება ფეხმძიმობის დროს. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. ვილდა დენკი არ მიიღება, თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან გეგმავს ლაქტაციას.

მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვა

ვილდა დენკით მკურნალობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნა თავბრუსხვევა, არ უნდა მართონ ავტოსატრანსპორტო ან სხვა საშუალებები.

ვილდა დენკი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

ვილდა დენკ-ის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

მიღების რაოდენობა და დრო

ვილდა დენკ-ის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ვილდა დენკ-ის მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას. მაქსიმალური დღიური დოზა არის 100 მგ.

ვილდა დენკ-ის ჩვეულებრივი დოზა არის:

50 მგ დღეში ერთჯერადი დოზის სახით დილით, თუ ვილდა დენკი მიიღება სულფონილშარდოვანასთან ერთად.

100 მგ დღეში - მიღებული 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ მიიღება მხოლოდ ვილდა დენკი, ან სხვა მედიკამენტებთან ერთად, მაგალითად მეტფორმინთან ან გლიტაზოლთან, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინირებული თერაპია ან ინსულინთან.

50 მგ დღეში დილით, თუ პაციენტს აქვს საშუალო ან მწვავე თირკმლის უკმარისობა, ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე.

ვილდა დენკ-ის მიღების წესი

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.

ვილდა დენკ-ის მკურნალობის ხანგრძლივობა

ვილდა დენკი მიიღება ყოველ დღე, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. შესაძლოა საჭირო გახდეს აღნიშნული მკურნალობის ჩატარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას, რათა დარწმუნდეს რომ მკურნალობას აქვს სასურველი შედეგი.

ვილდა დენკ-ის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა მიიღო ვილდა დენკ-ის ტაბლეტების დიდი რაოდენობა, ან თუ სხვამ მიიღო მისი მედიკამენტი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მეთვალყურეობა. თუ საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, უნდა მოხდეს შეფუთვის წაღებაც.

ვილდა დენკ-ის დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დაავიწყდა ამ მედიკამენტის დოზის მიღება, აღნიშნულის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ უნდა მოხდეს დოზის გამოტოვება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ვილდა დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა

ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება ვილდა დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა. აღნიშნული მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება.

ზოგიერთი ნიშანი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას

უნდა შეწყდეს ვილდა დენკ-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს: სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის, სუნთქვის გართულება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეაქცია “ანგიოედემა”.

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (სიხშირე უცნობია): ნიშნები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, ღებინება, მადის დაკარგვა ან მუქი შეფერილობის შარდი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი).

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (იშვიათი: 1 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს მწვავე და ხანგრძლივ მუცლის ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის ნაწილში, ასევე გულისრევა და ღებინება.

სხვა გვერდითი ეფექტები

ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები ვილდაგლიპტინის მიღებისას:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხელება

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): გამონაყარი ქავილით, კანკალი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების, სახსრების ტკივილი, ყაბზობა, ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება, ჭარბოფლიანობა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულძმარვა, გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): წონის მატება, შემცივნება, სისუსტე, სექსუალური დისფუნქცია, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მეტეორიზმი

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): პანკრეასის ანთება.

ამ პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ასევე გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა): კანის ლოკალიზებული აქერცვლა ან ბუშტუკოვანი გამონაყარი, ვასკულიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე ან წვეტიანი, ბრტყელი, წითელი მრგვალი ლაქები კანქვეშ ან სისხლჩაქცევები

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში

ვილდა დენკ-ის შენახვის წესი

აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა: 30 თვე

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენება, თუ შეამჩნევთ სამკურნალო საშუალებაზე რაიმე სახის გარეგან ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან შეინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.

არ შეიძლება არც ერთი მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.

ვილდა დენკ 50 მგ შეიცავს

აქტიური ნივთიერება არის ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.

სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, (სიმინდის) სახამებელი (ნაწილობრივ) პრეჟელატინირებული და მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვილდა დენკ 50 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვა

ვილდა დენკ 50 მგ-ის ტაბლეტები არის თეთრი-მოთეთრო ფერის, მრგვალი და ბრტყელი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “VLD”, მეორე მხარეს გრავირების გარეშე.

ვილდა დენკ 50 მგ ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებში.

შეფუთვაში: 28 ტაბლეტი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ

პრინცრეგენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მწარმოებელი

შპს კომბინო ფარმ (მალტა)

HF60 Hal Far ინდუსტრიული ქონება

Hal Far BBG3000

მალტა

გამშვები ქარხანა

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

გოლშტრ. 1

84529 ტიტმონინგი

გერმანია

ეს ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 11/2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა