ვილდაგლიპტინი ნორმონი 50მგ ტაბლეტები EFG
Vildagliptina Normon 50mg comprimidos EFG
ვილდაგლიპტინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება “პერორალური ანტიდიაბეტური” მედიკამენტების ჯგუფს. ვილდაგლიპტინი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BH02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038747
- რეგისტრირებულია
- 31 ივლისი 2023, მოქმედებს 31 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ვილდაგლიპტინი ნორმონი 50მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვილდაგლიპტინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება “პერორალური ანტიდიაბეტური” მედიკამენტების ჯგუფს.
ვილდაგლიპტინი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. მკურნალი ექიმი ვილდაგლიპტინს დანიშნავს მონოთერაპიის სახით ან სხვა გარკვეულ ანტიდიაბეტურ მედიკამენტებთან ერთად, რომელთაც პაციენტი უკვე იღებს, როცა ისინი არასაკმარისად ეფექტურია დიაბეტის გასაკონტროლებლად.
მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი არასაკმარისად წარმოქმნის ინსულინს ან წარმოქმნილი ინსულინი არ მოქმედებს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გლუკაგონი.
ინსულინი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში აქვეითებს შაქრის დონეს, განსაკუთრებით, ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ორივე ეს ნივთიერება წარმოიქმნება პანკრეასში.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი ნორმონი
ვილდაგლიპტინი იწვევს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის წარმოქმნას. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ეს მედიკამენტი აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას. ამ მედიკამენტით მურნალობის დაწყების მიუხედავად, მნიშვენლოვანია, რომ პაციენტმა გააგრძელოს რეკომენდებული დიეტის დაცვა და/ან ფიზიკური დატვირთვა.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რამდენი და როდის მიიღება პრეპარატი
ვილდაგლიპტინის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ექიმი განსაზღვრავს, ზუსტად რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა. მაქსიმალური დღიური დოზაა 100 მგ.
ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:
50 მგ დღეში მიიღება ერთერადი დოზის სახით დილით, თუ პაციენტი ვილდაგლიპტინს იღებს სულფონშარდოვანასთან ერთად;
100 მგ დღეში - 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ პაციენტი იღებს მარტო ვილდაგლიპტინს, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონშარდოვანას კომბინაციასთან, ან ინსულინთან ერთად;
50 მგ დღეში დილით, თუ პაციენტს თირკმლის საშუალო ან მძიმე დაავადება აქვს ან იმყოფება დიალიზზე.
როგორ მიიღება ვილდაგლიპტინი ნორმონი
ტაბლეტები უნდა გდაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
ვილდაგლიპტინი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობა
ვილდაგლიპტინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობა ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, რათა დადგინდეს მკურნალობას აქვს თუ არა სასურველი ეფექტი.
ვილდაგლიპტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ვილდაგლიპტინის ტაბლეტების მიღებისას ან ვინმეს მიერ მედიკამენტის მიღებისას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებულის სანაცვლოდ.
ვილდაგლიპტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის ხანგრძლივობასთან ან მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შეიძლება ალერგიული იყოს ვილდაგლიპტინის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა მიიღოს მედიკამენტი და უნდა მიმართოს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია
თუ პაციენტს I ტიპის დიაბეტი (ე.ი. ორგანიზმი არ წარმოქმნის ინსულინს) ან დიაბეტური კეტოაციდოზი აქვს;
თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, ე.წ. სულფონშარდოვანას (ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, რათა არ დაეცეს სისხლში გლუკოზის დონე [ჰიპოგლიკემია]);
თუ პაციენტს თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადება აქვს (საჭიროა ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზის მიღება);
თუ პაციენტი დიალიზზეა;
თუ პაციენტს ღვიძლის რომელიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტს გულის უკმარისობა აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა პანკრეასის დაავადება.
თუ პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს და მისი მიღება შეწყვიტა თვიძლის დაავადების გამო, აღარ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი.
კანის დაზიანება დიაბეტის ხშირი გართულებაა. მკურნალი ექიმი ან ექთანი პაციენტს მისცემს რეკომენდაციებს კანისა და ტერფის მოვლის შესახებ, ვილდაგლიპტინის მიღების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას. მათი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდეგ - პერიოდულად. ეს საჭიროა, რათა ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატების ნიშნები აღმოჩენილ იქნას რაც შეიძლება ადრე.
ბავშვები და მოზარდები
ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
თიაზიდები ან სხვა დიურეტიკები (ე.წ. შარდმდენები);
კორტიკოსტეროიდები (ძირითადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ);
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები;
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. არ არის ცნობილი, ვილდაგლიპტინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. დაუშვებელია ვილდაგლიპტინის მიღება ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ვილდაგლიპტინის მიღების დროს, არ უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ვილდაგლიპტინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას
ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი:
ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცრად განვითარებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ანგიონევროზულ შეშუპებაზე;
ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): სიმპტომები მოიცავს ყვითელ კანსა და სკლერებს, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტიზე);
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს მუცლის ძლიერ და მუდმივ ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში, ასევე, გულისრევასა და ღებინებას.
სხვა გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის მიღების დროს:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დაღლილობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და სულფონშარდოვანას მიღების დროს:
ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
არახშირი: ყაბზობა;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის მიღების დროს:
ხშირი: წონის მომატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება);
არახშირი: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მარტო ვილდაგლიპტინის მიღების დროს:
ხშირი: თავბრუსხვევა;
არახშირი: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება), სახსრების ტკივილი, გლუკოზის დაბალი დონე;
ძალიან იშვიათი: ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და სულფონშარდოვანას მიღების დროს:
ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) მიღების დროს:
ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა.
არახშირი: ფაღარათი, მეტეორიზმი.
პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდეგ აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბლისტერების ლოკალური აქერცვლა, კუნთების ტკივილი.
L
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ვილდაგლიპტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ვილდაგლიპტინი ნორმონი 50 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, თეთრი ან ღია მოყვითალო ფერის, ბრტყელი ტაბლეტები, ცალ მხარეს აღნიშნულია “V” და მეორე მხარე სადაა.
ალუმინი-პოლიამიდი/ალუმინი/პვქ ბლისტერები. შეფუთვის ზომები: 28 და 56 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ვილდაგლიპტინი ნორმონი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ შეფუთვაზე აღინიშნება დაზიანება ან გახნის ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის ან პრეპარატის მოთავსება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ვილდაგლიპტინი ნორმონი 50 მგ ტაბლეტები
ვილდაგლიპტინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად,.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს. ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ვილდაგლიპტინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე;
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ვილდაგლიპტინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ვილდაგლიპტინი ნორმონი და მისი გამოყენება
ვილდაგლიპტინი ნორმონის აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება “პერორალური ანტიდიაბეტური” მედიკამენტების ჯგუფს.
ვილდაგლიპტინი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. მკურნალი ექიმი ვილდაგლიპტინს დანიშნავს მონოთერაპიის სახით ან სხვა გარკვეულ ანტიდიაბეტურ მედიკამენტებთან ერთად, რომელთაც პაციენტი უკვე იღებს, როცა ისინი არასაკმარისად ეფექტურია დიაბეტის გასაკონტროლებლად.
მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმი არასაკმარისად წარმოქმნის ინსულინს ან წარმოქმნილი ინსულინი არ მოქმედებს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გლუკაგონი.
ინსულინი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში აქვეითებს შაქრის დონეს, განსაკუთრებით, ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ორივე ეს ნივთიერება წარმოიქმნება პანკრეასში.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი ნორმონი
ვილდაგლიპტინი იწვევს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის წარმოქმნას. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ეს მედიკამენტი აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას. ამ მედიკამენტით მურნალობის დაწყების მიუხედავად, მნიშვენლოვანია, რომ პაციენტმა გააგრძელოს რეკომენდებული დიეტის დაცვა და/ან ფიზიკური დატვირთვა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე
არ შეიძლება ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ შეიძლება ალერგიული იყოს ვილდაგლიპტინის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა მიიღოს მედიკამენტი და უნდა მიმართოს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია
თუ პაციენტს I ტიპის დიაბეტი (ე.ი. ორგანიზმი არ წარმოქმნის ინსულინს) ან დიაბეტური კეტოაციდოზი აქვს;
თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, ე.წ. სულფონშარდოვანას (ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, რათა არ დაეცეს სისხლში გლუკოზის დონე [ჰიპოგლიკემია]);
თუ პაციენტს თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადება აქვს (საჭიროა ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზის მიღება);
თუ პაციენტი დიალიზზეა;
თუ პაციენტს ღვიძლის რომელიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტს გულის უკმარისობა აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა პანკრეასის დაავადება.
თუ პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს და მისი მიღება შეწყვიტა თვიძლის დაავადების გამო, აღარ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი.
კანის დაზიანება დიაბეტის ხშირი გართულებაა. მკურნალი ექიმი ან ექთანი პაციენტს მისცემს რეკომენდაციებს კანისა და ტერფის მოვლის შესახებ, ვილდაგლიპტინის მიღების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას. მათი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდეგ - პერიოდულად. ეს საჭიროა, რათა ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატების ნიშნები აღმოჩენილ იქნას რაც შეიძლება ადრე.
ბავშვები და მოზარდები
ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ვილდაგლიპტინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
თიაზიდები ან სხვა დიურეტიკები (ე.წ. შარდმდენები);
კორტიკოსტეროიდები (ძირითადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ);
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები;
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. არ არის ცნობილი, ვილდაგლიპტინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. დაუშვებელია ვილდაგლიპტინის მიღება ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ვილდაგლიპტინის მიღების დროს, არ უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ვილდაგლიპტინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რამდენი და როდის მიიღება პრეპარატი
ვილდაგლიპტინის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ექიმი განსაზღვრავს, ზუსტად რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს პაციენტმა. მაქსიმალური დღიური დოზაა 100 მგ.
ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:
50 მგ დღეში მიიღება ერთერადი დოზის სახით დილით, თუ პაციენტი ვილდაგლიპტინს იღებს სულფონშარდოვანასთან ერთად;
100 მგ დღეში - 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ პაციენტი იღებს მარტო ვილდაგლიპტინს, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონშარდოვანას კომბინაციასთან, ან ინსულინთან ერთად;
50 მგ დღეში დილით, თუ პაციენტს თირკმლის საშუალო ან მძიმე დაავადება აქვს ან იმყოფება დიალიზზე.
როგორ მიიღება ვილდაგლიპტინი ნორმონი
ტაბლეტები უნდა გდაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
ვილდაგლიპტინი ნორმონით მკურნალობის ხანგრძლივობა
ვილდაგლიპტინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობა ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, რათა დადგინდეს მკურნალობას აქვს თუ არა სასურველი ეფექტი.
ვილდაგლიპტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ვილდაგლიპტინის ტაბლეტების მიღებისას ან ვინმეს მიერ მედიკამენტის მიღებისას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ვილდაგლიპტინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებულის სანაცვლოდ.
ვილდაგლიპტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის ხანგრძლივობასთან ან მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას
ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი:
ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცრად განვითარებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ანგიონევროზულ შეშუპებაზე;
ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): სიმპტომები მოიცავს ყვითელ კანსა და სკლერებს, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქი ფერის შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტიზე);
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს მუცლის ძლიერ და მუდმივ ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში, ასევე, გულისრევასა და ღებინებას.
სხვა გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის მიღების დროს:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დაღლილობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და სულფონშარდოვანას მიღების დროს:
ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
არახშირი: ყაბზობა;
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის მიღების დროს:
ხშირი: წონის მომატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება);
არახშირი: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მარტო ვილდაგლიპტინის მიღების დროს:
ხშირი: თავბრუსხვევა;
არახშირი: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება), სახსრების ტკივილი, გლუკოზის დაბალი დონე;
ძალიან იშვიათი: ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და სულფონშარდოვანას მიღების დროს:
ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) მიღების დროს:
ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა.
არახშირი: ფაღარათი, მეტეორიზმი.
პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდეგ აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბლისტერების ლოკალური აქერცვლა, კუნთების ტკივილი.
L
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ვილდაგლიპტინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ვილდაგლიპტინი ნორმონი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ შეფუთვაზე აღინიშნება დაზიანება ან გახნის ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის ან პრეპარატის მოთავსება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვილდაგლიპტინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ვილდაგლიპტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ვილდაგლიპტინი ნორმონი 50 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, თეთრი ან ღია მოყვითალო ფერის, ბრტყელი ტაბლეტები, ცალ მხარეს აღნიშნულია “V” და მეორე მხარე სადაა.
ალუმინი-პოლიამიდი/ალუმინი/პვქ ბლისტერები. შეფუთვის ზომები: 28 და 56 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATOROS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2021 წლის აგვისტო
ინფორმაციის სხვა წყაროები
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



