პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Vildagliptina/Metformina Normon 50 mg/850 mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, რომლებიც მიეკუთვნებიან “პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” ჯგუფს. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043252
რეგისტრირებულია
14 მაისი 2025, მოქმედებს 4 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, რომლებიც მიეკუთვნებიან “პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” ჯგუფს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ. ამ ტიპის დიაბეტს ასევე უწოდებენ ინსულინდამოუკიდებელ შაქრიან დიაბეტს. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით და/ან სხვა მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან სულფონილშარდოვანა).

მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება, როცა ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა ორგანიზმი წარმოქმნის დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი და გლუკაგონი, ორივე, წარმოიქმნება პანკრეასში. ინსულინი ხელს უწყობს შაქრის დონის დაქვეითებას სისხლში, განსაკუთრებითQჭამის შემდეგ. გლუკაგონი ხელს უწყობს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას.

როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი

ორივე აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, ხელს უწყობს შაქრის დონის კონტროლს სისხლში. ნივთიერება ვილდაგლიპტინი მოქმედებს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის წარმოქმნით. ნივთიერება მეტფორმინი ორგანიზმს ეხმარება ინსულინის უკეთ ათვისებაში. ეს მედიკამენტი აქვითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას.

მიღების წესი და დოზირება

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ზუსტ დოზას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზაა ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია. ასევე, თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების მეთოდი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;

ერთი ტაბლეტი მიიღება დილით და მეორე საღამოს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მაშინათვე. ჭამის შემდეგ მაშინათვე საკვების მიღება აქვეითებს დისპეფსიის რისკს.

საჭიროა ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების დაცვა კვების დიეტასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, თუ პაციენტი იცავს წონის კონტროლის დიაბეტურ დიეტას, ის უნდა გაგრძელდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტის ან სხვა პირის მიერ მედიკამენტის დიდი რაოდენობით ტაბლეტის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ პაციენტს ესაჭიროება ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, საჭიროა პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების დავიწყებისას

ტაბლეტის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს შემდეგი კვების დროს, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი ტაბლეტის ერთად მიღება) დავიწყებულის სანაცვლოდ.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით, რაც პაციენტს ეხმარება სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ რაიმე კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ალერგიულია რომელიმე ამ ნივთიერების მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

თუ პაციენტს გაუკონტროლებელი დიაბეტი აქვს, მაგალითად, ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, რძემჟავური აციდოზი (იხ. “რძემჟავური აციდოზის რისკი” ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ე.წ. “კეტონური სხეულები” გროვდება სისხლში და იწვევს დიაბეტურ პრეკომას. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან სუნთქვას უჩვეულო ხილის სუნით;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი ან აღენიშნება გულის უკმარისობა, ან სისხლის ცირკულაციის სერიოზული პრობლემები, ან სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება გულის პრობლემების ნიშანი იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება;

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია ან მძიმე დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვა);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოგრფია კონტრასტით (რენტგენოგრაფიის სპეციფიკური ტიპი, რომლის დროსაც კეთდება საინექციო საღებავი). დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტი იღებს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან ხანდახან);

ძუძუთი კვების დროს (იხ. ასევე “ორსულობა და ძუძუთი კვება:”).

სიფრთხილის ზომები

რძემჟავური აციდოზის რისკი

ვილდაგლიპტინი/მტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - რძემჟავური აციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელები არ ფუნქციონირებს სათანადოდ. რძემჟავური აციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება გაუკონტროლებელი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხ. ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების, ან ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როცა სხეულის რომელიმე ნაწილში ქვეითდება ჟანგბადის მიწოდება (როგორიცაა, გულის მწვავე, მძიმე დაავადებები).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ხანმოკლე დროით უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმიდან სითხეების მნიშვნელოვანი კარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობით სითხის მიღება. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რძემჟავური აციდოზის რომელიმე სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

რძემჟავური აციდოზის სიმპტომები მოიცავს:

ღებინება;

მუცლის ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

ცუდად ყოფნის შეგრძნება ძლიერი დაღლილობით;

სუნთქვის გაძნელება;

სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა და გულისცემის შენელება.

რძემჟაური აციდოზი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და საჭიროებს ჰოსპიტალში მკურნალობას.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი არ ანაცვლებს ინსულინს. ამიტომ, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება არ უნდა მოხდეს 1-ლი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ.

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღებამდე, თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა პანკრეასის დაავადება.

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღებამდე, თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, როგორიცაა სულფონილშარდოვანა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინთან ერთდროული მიღებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლში გლუკოზის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).

თუ პაციენტი წარსულში იღებდა ვილდაგლიპტინს, მაგრამ შეწყვიტა მისი მიღება ღვიძლის დაავადების გამო, აღარ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი.

კანის დაზიანებები დიაბეტის ხშირი გართულებაა. საჭიროა ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული რეკომენდაციების დაცვა კანისა და ტერფის მოვლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების განმავლობაში. მათი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან სწრაფად მიმართვა.

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია, უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება პროცედურის დროს და პროცედურიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მკურნალობა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით.

ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდგომ - პერიოდულად, რათა ღვიძლის ფერმენტების მომატების ნიშნების აღმოჩენა მოხდეს რაც შეიძლება ადრე.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში მკურნალი ექიმი შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას, არაუმცირეს წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ პაციენტი ხანდაზმულია და/ან გაუარესებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლსა და შარდში შაქრის დონეს.

ბავშვები და მოზარდები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლში საკონტრასტო საშუალების ინექცია, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან გამოსახულებითი კვლევისათვის, უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ინექციის წინ ან ინექციის გაკეთების დროს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის ანალიზების უფრო ხშირ შემოწმებას ან ექიმმა შეიძლება მოახდინოს ვილადაგლიპტინი/მეტფორმინის დოზის კორექცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდგი მედიკამენტების მიღებისას:

გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ანთების დროს;

ბეტა-2-აგონისტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება რესპირატორული დარღვევების დროს;

დიაბეტის საკურნალო სხვა მედიკამენტები;

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოქმნას (შარდმდენები);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ (NSAID და COX-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);

მაღალი სისხლის წნევის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრ ჯირკვალზე;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ (მაგ.: რანოლაზინი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის დროს (მაგ.: დოლუტეგრავირი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სპეციფიკური ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ (მაგ.: ვანდეტანიბი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის და პეპტიკური წყლულების სამკურნალოდ (მაგ.: ციმეტიდინი).

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღება ალკოჰოლთან ერთად

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება, რადგან შეიძლება გაიზარდოს რძემჟავური აციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი “ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების პოტენციურ რისკებს ორსულობის დროს;

დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. ასევე “დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის” მიღება).

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების დროს, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ვილდაგლპტინი/მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

რძემჟავური აციდოზი (ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ვილდაგლიპტინი/მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - რძემჟავური აციდოზი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან რძემავურმა აციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა;

ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიმპტომები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და ხორხის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცრად განვითარებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს “ანგიონევროზულ შეშუპებაზე”;

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): სიმპტომები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქ შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი);

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს მუცლის (მუცლის არეში) ძლიერ და მუდმივი ხასიათის ტკივილს, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში გულისრევასა და ღებინებასთან ერთად.

სხვა გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით თერაპიის დროს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა;

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაუკონტროლებელი კანკალი, მეტალის გემო, სისხლში შაქრის დაბალი დონე;

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სახსრების ტკივილი, სისუსტე, შეკრულობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება);

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება; სისხლში რძემავის მაღალი დონის ნიშნები (რძემჟავური აციდოზი), როგორიცაა ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან ღრმა, სწრაფი სუნთქვა; კანის სიწითლე, ქავილი, დაქვეითებული B12 ვიტამინის დონე (სიფერმკრთალე, დაღლილობა, ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა ან მეხსიერების დარღვევები).

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას ერთად მიღების დროს:

ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის და ინსულინის ერთად მიღების დროს:

ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა;

არახშირი: ფაღარათი, მეტეორიზმი.

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ:

სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ლოკალური აქერცვლა ან ბუშტუკების განვითარება, კუნთების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 660 მგ მეტფორმინს.

თითოეული ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1,000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პოვიდონი, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), მაგნიუმის სტეარატი (E572). ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A) და კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000 (E1521), ტალკი (E553b) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “VMF” ცალ მხარეს და “850” - მეორე მხარეს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მუქი ყვითელი ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “VMF” ცალ მხარეს და “1000” - მეორე მხარეს.

ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი/პვქ-ის ბლისტერი.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 10, 30, 60, 120, 180 ან 360 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს და მუყაოს კოლოფი 120 (2x60), 180 (3x60) ან 360 (6x60) აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გასაყიდად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი.

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

მედიკამენტი ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

[ესპანეთის გერბი]

[ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტის გერბი]

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღებამდე;

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი და მისი გამოყენება

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, რომლებიც მიეკუთვნებიან “პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” ჯგუფს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ. ამ ტიპის დიაბეტს ასევე უწოდებენ ინსულინდამოუკიდებელ შაქრიან დიაბეტს. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით და/ან სხვა მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან სულფონილშარდოვანა).

მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება, როცა ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა ორგანიზმი წარმოქმნის დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი და გლუკაგონი, ორივე, წარმოიქმნება პანკრეასში. ინსულინი ხელს უწყობს შაქრის დონის დაქვეითებას სისხლში, განსაკუთრებითQჭამის შემდეგ. გლუკაგონი ხელს უწყობს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას.

როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი

ორივე აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, ხელს უწყობს შაქრის დონის კონტროლს სისხლში. ნივთიერება ვილდაგლიპტინი მოქმედებს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის წარმოქმნით. ნივთიერება მეტფორმინი ორგანიზმს ეხმარება ინსულინის უკეთ ათვისებაში. ეს მედიკამენტი აქვითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ალერგიულია რომელიმე ამ ნივთიერების მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;

თუ პაციენტს გაუკონტროლებელი დიაბეტი აქვს, მაგალითად, ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, რძემჟავური აციდოზი (იხ. “რძემჟავური აციდოზის რისკი” ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ე.წ. “კეტონური სხეულები” გროვდება სისხლში და იწვევს დიაბეტურ პრეკომას. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან სუნთქვას უჩვეულო ხილის სუნით;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი ან აღენიშნება გულის უკმარისობა, ან სისხლის ცირკულაციის სერიოზული პრობლემები, ან სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება გულის პრობლემების ნიშანი იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება;

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია ან მძიმე დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვა);

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რენტგენოგრფია კონტრასტით (რენტგენოგრაფიის სპეციფიკური ტიპი, რომლის დროსაც კეთდება საინექციო საღებავი). დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტი იღებს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან ხანდახან);

ძუძუთი კვების დროს (იხ. ასევე “ორსულობა და ძუძუთი კვება:”).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რძემჟავური აციდოზის რისკი

ვილდაგლიპტინი/მტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - რძემჟავური აციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელები არ ფუნქციონირებს სათანადოდ. რძემჟავური აციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება გაუკონტროლებელი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხ. ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების, ან ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როცა სხეულის რომელიმე ნაწილში ქვეითდება ჟანგბადის მიწოდება (როგორიცაა, გულის მწვავე, მძიმე დაავადებები).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ხანმოკლე დროით უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმიდან სითხეების მნიშვნელოვანი კარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობით სითხის მიღება. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რძემჟავური აციდოზის რომელიმე სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

რძემჟავური აციდოზის სიმპტომები მოიცავს:

ღებინება;

მუცლის ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

ცუდად ყოფნის შეგრძნება ძლიერი დაღლილობით;

სუნთქვის გაძნელება;

სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა და გულისცემის შენელება.

რძემჟაური აციდოზი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და საჭიროებს ჰოსპიტალში მკურნალობას.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი არ ანაცვლებს ინსულინს. ამიტომ, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება არ უნდა მოხდეს 1-ლი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ.

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღებამდე, თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა პანკრეასის დაავადება.

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღებამდე, თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, როგორიცაა სულფონილშარდოვანა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინთან ერთდროული მიღებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლში გლუკოზის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).

თუ პაციენტი წარსულში იღებდა ვილდაგლიპტინს, მაგრამ შეწყვიტა მისი მიღება ღვიძლის დაავადების გამო, აღარ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი.

კანის დაზიანებები დიაბეტის ხშირი გართულებაა. საჭიროა ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული რეკომენდაციების დაცვა კანისა და ტერფის მოვლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბუშტუკების ან წყლულების განვითარებას ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების განმავლობაში. მათი განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან სწრაფად მიმართვა.

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია, უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება პროცედურის დროს და პროცედურიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს მკურნალობა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით.

ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე, პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდგომ - პერიოდულად, რათა ღვიძლის ფერმენტების მომატების ნიშნების აღმოჩენა მოხდეს რაც შეიძლება ადრე.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში მკურნალი ექიმი შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას, არაუმცირეს წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ პაციენტი ხანდაზმულია და/ან გაუარესებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლსა და შარდში შაქრის დონეს.

ბავშვები და მოზარდები

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სხვა მედიკამენტები და ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლში საკონტრასტო საშუალების ინექცია, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენოგრაფიის ან გამოსახულებითი კვლევისათვის, უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ინექციის წინ ან ინექციის გაკეთების დროს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს და განახლდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის ანალიზების უფრო ხშირ შემოწმებას ან ექიმმა შეიძლება მოახდინოს ვილადაგლიპტინი/მეტფორმინის დოზის კორექცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდგი მედიკამენტების მიღებისას:

გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ანთების დროს;

ბეტა-2-აგონისტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება რესპირატორული დარღვევების დროს;

დიაბეტის საკურნალო სხვა მედიკამენტები;

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოქმნას (შარდმდენები);

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ (NSAID და COX-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);

მაღალი სისხლის წნევის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრ ჯირკვალზე;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ (მაგ.: რანოლაზინი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის დროს (მაგ.: დოლუტეგრავირი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სპეციფიკური ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ (მაგ.: ვანდეტანიბი);

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის და პეპტიკური წყლულების სამკურნალოდ (მაგ.: ციმეტიდინი).

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღება ალკოჰოლთან ერთად

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება, რადგან შეიძლება გაიზარდოს რძემჟავური აციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი “ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების პოტენციურ რისკებს ორსულობის დროს;

დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. ასევე “დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის” მიღება).

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების დროს, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების წესი

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ზუსტ დოზას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზაა ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია. ასევე, თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების მეთოდი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;

ერთი ტაბლეტი მიიღება დილით და მეორე საღამოს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მაშინათვე. ჭამის შემდეგ მაშინათვე საკვების მიღება აქვეითებს დისპეფსიის რისკს.

საჭიროა ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების დაცვა კვების დიეტასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, თუ პაციენტი იცავს წონის კონტროლის დიაბეტურ დიეტას, ის უნდა გაგრძელდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტის ან სხვა პირის მიერ მედიკამენტის დიდი რაოდენობით ტაბლეტის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ პაციენტს ესაჭიროება ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, საჭიროა პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების დავიწყებისას

ტაბლეტის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს შემდეგი კვების დროს, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი ტაბლეტის ერთად მიღება) დავიწყებულის სანაცვლოდ.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას

მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით, რაც პაციენტს ეხმარება სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ რაიმე კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ვილდაგლპტინი/მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

რძემჟავური აციდოზი (ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ვილდაგლიპტინი/მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა - რძემჟავური აციდოზი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან რძემავურმა აციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა;

ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიმპტომები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და ხორხის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარის ან ჭინჭრის ციების უეცრად განვითარებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს “ანგიონევროზულ შეშუპებაზე”;

ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): სიმპტომები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, გულისრევას, მადის დაკარგვას ან მუქ შარდს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი);

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს მუცლის (მუცლის არეში) ძლიერ და მუდმივი ხასიათის ტკივილს, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში გულისრევასა და ღებინებასთან ერთად.

სხვა გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით თერაპიის დროს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა;

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაუკონტროლებელი კანკალი, მეტალის გემო, სისხლში შაქრის დაბალი დონე;

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სახსრების ტკივილი, სისუსტე, შეკრულობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შესივება (შეშუპება);

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხელება; სისხლში რძემავის მაღალი დონის ნიშნები (რძემჟავური აციდოზი), როგორიცაა ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან ღრმა, სწრაფი სუნთქვა; კანის სიწითლე, ქავილი, დაქვეითებული B12 ვიტამინის დონე (სიფერმკრთალე, დაღლილობა, ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა ან მეხსიერების დარღვევები).

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას ერთად მიღების დროს:

ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის და ინსულინის ერთად მიღების დროს:

ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა;

არახშირი: ფაღარათი, მეტეორიზმი.

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ:

სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ლოკალური აქერცვლა ან ბუშტუკების განვითარება, კუნთების ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

მედიკამენტი ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 660 მგ მეტფორმინს.

თითოეული ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1,000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პოვიდონი, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), მაგნიუმის სტეარატი (E572). ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A) და კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000 (E1521), ტალკი (E553b) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “VMF” ცალ მხარეს და “850” - მეორე მხარეს.

ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მუქი ყვითელი ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “VMF” ცალ მხარეს და “1000” - მეორე მხარეს.

ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი/პვქ-ის ბლისტერი.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 10, 30, 60, 120, 180 ან 360 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს და მუყაოს კოლოფი 120 (2x60), 180 (3x60) ან 360 (6x60) აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გასაყიდად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის თებერვალი.

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა