გალვუს მეტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული 60, 120 და 180 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვილდაგლიპტინი (vildagliptin) + მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ+1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
- ATC კოდი
- A10BD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0344
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
გალვუს მეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გალვუს მეტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული 60, 120 და 180 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ორივე აქტიური ნივთიერება განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები“.
გალვუს მეტი წარმოადგენს ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილ პრეპარატს. იგი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გალვუს მეტს უნიშნავენ პაციენტებს მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად (ინსულინი ან სულფონილშარდოვნები), როდესაც ტიპი 2 დიაბეტის წინააღმდეგ არ არის საკმარისი მხოლოდ დიეტა და ვარჯიში.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან გამომუშავებული ინსულინი ვერ ასრულებს ფუნქციას სათანადო სახით. ასევე ტიპი 2 დიაბეტი შესაძლებელია განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. გლუკაგონი კი არის ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს ღვიძლში შაქრის გამომუშავებას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ორივე ამ ნივთიერებას აწარმოებს პანკრეასი.
გალვუს მეტი უზრუნველყოფს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და უფრო ნაკლები რაოდენობით გლუკაგონის წარმოებას (ვილდაგლიპტინის ზემოქმედება) და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ წარმოებული ინსულინის უკეთ გამოყენებას (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედება). გალვუს მეტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გალვუს მეტით მკურნალობისას მნიშვნელოვანია, განაგრძოთ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და/ან ვარჯიში.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება გალვუს მეტის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ექიმი ზუსტად მიგითითებთ, რამდენი ტაბლეტი გალვუს მეტი უნდა მიიღოთ.
როგორც წესი, გალვუს მეტის დოზა შეადგენს დღეში ერთ ან ორ ტაბლეტს.
არ მიიღოთ დღეში ორ ტაბლეტზე მეტი.
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
განაგრძეთ დიეტასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაციის დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ იცავთ დიაბეტურ დიეტას წონის კონტროლით, განაგრძეთ დიეტა გალვუს მეტის გამოყენების დროსაც.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გალვუს მეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ დილით ერთი ტაბლეტი და საღამოს ერთი ტაბლეტი.
უშუალოდ ჭამის შემდეგ ტაბლეტის მიღება შეამცირებს კუჭის პრობლემების წარმოქმნის რისკს.
ტაბლეტები უნდა ჩაყლაპოთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლით.
არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა, დაფხვნა და გაყოფა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული გალვუს მეტის გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
გალვუს მეტი ასაკოვნებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თირკმელთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. თუ ასაკოვანი ხართ, თქვენმა ექიმმა წელიწადში რამდენიმეჯერ უნდა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით გალვუს მეტი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით გალვუს მეტი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.
თუ თვლით, რომ გალვუს მეტის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გალვუს მეტის მიღება
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. თუ დაგავიწყდებათ გალვუს მეტის მიღება, დალიეთ გახსენებისთანავე. შემდეგ კი მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მაგრამ თუ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღებამდე მცირე ხნით ადრე გაგახსენდებათ, რომ წინა დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ დავიწყებული დოზა.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის მითითების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვა, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, გალვუს მეტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
გალვუს მეტმა შესაძლებელია შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, სახელად ლაქტაციდოზი (ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს) (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“). აღნიშნული რეაქციის განვითარებისას უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება (რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა) და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, უეცრად დაწყებული გამონაყარი ან ურტიკარია (იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს) (ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომები, სახელად „ანგიოედემა“).
კანის და/ან თვალების გაყვითლება, გულისრევა, უმადობა, შარდის გამუქება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი) (არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
ძლიერი და სტაბილური ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს ზურგში და მიმდინარეობდეს გულისრევის და ღებინების თანხლებით (პანკრეასის ანთების სავარაუდო სიმპტომი) (პანკრეატიტი) (არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს)
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
რომელიმე ამ რეაქციის გამოვლენისას შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე მეტს).
ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
არახშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
ძალიან იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
უცნობი სიხშირე: აღენიშნება იმდენაც მცირე რაოდენობის პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
ხშირი: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება, ქავილი, გამონაყარი, კანის ანთება ქავილით, ძლიერი ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, გაბრუება, თავის ტკივილი, უკონტროლო ტრემორი, ყაბზობა, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, გულძმარვა, კუჭის და ირგვლივ მიდამოს ტკივილი (მუცლის ტკივილი), სისუსტე.
არახშირი: დაღლილობა, სისუსტე, პირში ლითონის გემო, სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), უმადობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა), შემცივნების შეგრძნება, პანკრეასის ანთება, კუნთების ტკივილი, ღვიძლის ანთება, სიწითლე, ურტიკარია.
ძალიან იშვიათი: სისხლში რძემჟავას მაღალი დონის სიმპტომები (ცნობილია ლაქტაციდოზის სახელით): ძილიანობა, გაბრუება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არათანაბარი გულისცემა ან ღრმა და აჩქარებული სუნთქვა; კანის სიწითლე, სისხლში B12 ვიტამინის დონის დაქვეითება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიფერმკრთალე, დაღლილობა, დეზორიენტაცია და მეხსიერების დარღვევები).
პოსტმარკეტინგულ პერიოდში ზოგ პაციენტს, რომელიც იყენებდა გალვუს მეტს, აღენიშნებოდა ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები:
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა ხელთარსებული მონაცემებით):
კანზე აქერცლილი უბნები და ბუშტუკები
ბულოზური პემფიგოიდი - კანის დაავადება, ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს.
სისხლძარღვის ანთება, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარით ან კანქვეშ წვრილი, სწორი, წითელი, მრგვალი ლაქების ან სისხლჩაქცევის სახით (ვასკულიტი).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვილდაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან გალვუს მეტის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე;
თუ გაქვთ არაკონტროლირებადი დიაბეტი შემდეგი სიმპტომების თანხლებით: ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (იხილეთ „ლაქტაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ამ გართულების დროს: მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან პირის ღრუდან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი;
თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მათ შორის შოკი, ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს გულის პრობლემებზე;
თუ სერიოზულად დაქვეითებულია თირკმლის ფუნქციები;
თუ გაქვთ სერიოზული ხარისხით ინფექცია ან ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე;
თუ უნდა ჩაგიტარდეთ სპეციალური ტიპის რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც კეთდება საღებავი ნივთიერების ინექცია (რენტგენოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით) (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“);
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
თუ იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან პერიოდულად);
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს (იხილეთ, თავი „ორსულობა და ლაქტაცია“).
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
გალვუს მეტი ვერ შეცვლის ინსულინს. შესაბამისად, თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს ინსულინს) და გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი, ანუ სისხლში შაქრის დონე მაღალია და არ ექვემდებარება კონტროლს, ამ შემთხვევების სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენოთ გალვუს მეტი.
თუ ადრე იღებდით გალვუს მეტს და ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამო იძულებული გახდით, შეგეწყვიტათ, არ გამოიყენოთ გალვუს მეტი ხელახლა.
შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ხშირ შედეგს წარმოადგენს დიაბეტის მიზეზით კანის დაზიანება. რეკომენდებულია, დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ კანის მოვლასთან დაკავშირებული მითითებები. რეკომენდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბუშტუკებს ან კანის დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნეს გალვუს მეტით მკურნალობის დროს. აღნიშნულის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
პანკრეატიტი შესაძლებელია აღმოჩნდეს სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო სამედიცინო გართულება. თუ გაქვთ მუცლის ძლიერი და სტაბილური ტკივილი ღებინებით ან მის გარეშე, შესაძლებელია თქვენ გქონდეთ პანკრეატიტი. შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდით უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.
გალვუს მეტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ანალიზები, რომლითაც შეფასდება ღვიძლის ფუნქციები, და ეს ანალიზები უნდა განმეორდეს პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ, შემდგომში კი - პერიოდულად. ეს ანალიზები ტარდება, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, ადრე დადგინდეს ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა. ღვიძლის ტესტებით ანომალიის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გალვუს მეტით მკურნალობის დროს ექიმი არანაკლებ წელიწადში ერთხელ და, თუ ასაკოვანი ხართ და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, უფრო ხშირად შეამოწმებს თირკმლის ფუნქციებს. თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება სისხლში და შარდში შაქრის დონეს.
თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენმა ექიმმა ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია მოითხოვოს გალვუს მეტთან ერთად გამოყენებული სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.
შიმშილის, საკმარისი საკვების მიღების გარეშე ფიზიკური დატვირთვის ან ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო (როგორც წესი, არა მხოლოდ გალვუს მეტის მიზეზით) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები).
თუ დიაბეტი უეცრად დამძიმდება ან ანალიზის შედეგად დადგინდება სისხლში შაქრის დონის დარღვევა ან თავს ცუდად იგრძნობთ, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ პერიოდულად ან ყოველდღე იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ლაქტაციდოზის რისკი
გალვუს მეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, სახელად ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. გარდა ამისა, ლაქტაციდოზის განვითარების რისკი შესაძლებელია გაიზარდოს არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა) (შეისწავლეთ ქვემოთ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო დაავადების დროს, როდესაც სხეულის რომელიმე უბანში შემცირებულია ჟანგბადის მარაგი (მძიმე ფორმის გულის მწვავე უკმარისობა და სხვ.). თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელმა შესაძლებელია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), მაგალითად, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება, მცირე ხნით შეწყვიტეთ გალვუს მეტის გამოყენება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ზოგიერთი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ლაქტაციდოზს, შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ლაქტაციდოზის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
ღებინება
კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
კუნთების კრამპი
ძლიერი სისუსტე და ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
სუნთქვის გაძნელება
ორგანიზმის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება
ლაქტაციდოზი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში.
ზოგ პაციენტთან, რომელიც იღებდა დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა 4) ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატს, ცნობილია სახსრების ძლიერი ტკივილი, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინვალიდობა. სიმპტომები ვითარდებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ ან წლების შემდეგ. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა და პაციენტის მიერ იმავე პრეპარატის ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატის ხელახლა დაწყებისას სიმპტომები ხელახლა ვლინდებოდა. პრეპარატების ეს ჯგუფი უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის სავარაუდო მიზეზად და, თუ შესაძლებელია, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული ინფორმაციით ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებდა დპპ-4-ის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებს, განუვითარდათ ბულოზური პემფიგოიდი (კანის ეს დაავადება ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს), რომლის გამოც დასჭირდათ საავადმყოფოსთვის მიმართვა. პრეპარატის შეწყვეტის და სისტემური/ტოპიკალური იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა გამოსწორდა. თუ გალვუს მეტის გამოყენებისას კანზე შენიშნავთ ბუშტუკებს და ზედაპირულ დაზიანებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ გაქვთ ეჭვი ბულოზურ პემფიგოიდზე, ამ შემთხვევაში გალვუს მეტის შესაწყვეტად კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან და სათანადო დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
გალვუს მეტით მკურნალობაზე დაკვირვება:
თქვენი ექიმი უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზების ჩატარებას:
დიაბეტის გამო სისხლის და შარდის რეგულარული ანალიზი
თირკმლის ფუნქციების შემოწმება:
მკურნალობის დაწყებისას
მკურნალობის დროს არანაკლებ წელიწადში ერთხელ
თუ ასაკოვანი ხართ, უფრო ხშირად.
ღვიძლის ფუნქციების შემოწმება:
მკურნალობის დაწყებისას
მკურნალობის პირველი 1 წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდეგ რეგულარულად
თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ ღვიძლის პრობლემის გამო საჭიროა გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა, არასდროს აღარ დაიწყოთ გალვუს მეტის გამოყენება.
არანაკლებ წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი
ორ ან სამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ შესაძლებელია შემოწმდეს B12 ვიტამინის დონე.
გალვუს მეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია, ტაბლეტი დალიოთ ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. ეს შეამცირებს კუჭთან დაკავშირებული დისკომფორტის რისკს.
გალვუს მეტის გამოყენების პერიოდში მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ, მაგალითად, რადიოლოგიური გამოკვლევა მოითხოვს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანას თქვენს სისხლის მიმოქცევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის მიღება ინექციის წინ ან მის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა გალვუს მეტით. აცნობეთ ექიმს, თუ ახლა იღებთ, იღებდით ან სავარაუდოდ მიიღებთ სხვა მედიკამენტებს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და თირკმელების ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან ექიმს შეიძლება დასჭირდეს გალვუს მეტის დოზის კორექცია.
კერძოდ, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს შემდეგი მედიკამენტების შესახებ:
- გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ზოგადად გამოიყენებიან ანთების სამკურნალოდ
- ბეტა-2 აგონისტები, რომლებიც ზოგადად გამოიყენებიან სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ
- დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტები
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდის შარდის გამოყოფას (დიურეტიკები)
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ (აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები)
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრ ჯირკვალზე
- გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე.
შეიძლება არსებობდეს სერიოზული ალერგიული რეაქციის, სახელწოდებით ანგიონევროზული შეშუპების რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გალვუს მეტს ეგრეთ წოდებული აგფ ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი წნევის სამკურნალოდ. თუ ამჟამად იღებთ ან ბოლოდროს მიიღეთ რაიმე რეცეპტურული ან არა-რეცეპტურული მედიკამენტი, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი აგიხსნით რისკებს, რაც შესაძლებელია ახლდეს ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენებას. არ შეიძლება ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

გალვუს მეტით მკურნალობის დროს არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გალვუს მეტის მიღებისას იგრძნობთ გაბრუებას, მათ შორის თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გალვუს მეტის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ გალვუს მეტის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე ნეგატიური ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ რადიოლოგიური ვიზუალიზაციის ფარგლებში გესაჭიროებათ იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური ინექციის გაკეთება, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან გამოიყენეთ სხვა პრეპარატი ან არსებობს სხვა პრეპარატის გამოყენების ალბათობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის და თირკმლის ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან თქვენი ექიმის მიერ გალვუს მეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს ექიმს აცნობოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები:
გლუკოკორტიკოიდები, რომლებსაც, როგორც წესი, იყენებენ ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ
ბეტა-2 აგონისტები, რომლებსაც, როგორც წესი, იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ
დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას (დიურეზული საშუალებები)
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები)
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
სტენოკარდიის (მკერდის ტკივილი) სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, რანოლაზინი)
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, დოლუტეგრავირი)
განსაკუთრებული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ვანდეტანიბი)
გულძმარვის და პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ციმეტიდინი).
პაციენტებში, რომლებიც გალვუს მეტთან ერთად იღებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს, შესაძლებელია გაიზარდოს სერიოზული ალერგიული რეაქციის - ანგიოედემის რისკი.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- გალვუს მეტის შენახვა
გალვუს მეტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ | გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღამდე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ.
ფენდიქი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 10/03/2023 წელს.
01A
1818497 TR (1266)
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები გალვუს მეტი-ის დოზის გადაჭარბების შესახებ.
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
სიმპტომები
ინფორმაცია ვილდაგლიპტინის დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომების შესახებ მიღებული იყო დოზის ტოლერანტობის მზარდი კვლევის შედეგად ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებსაც ვილდაგლიპტინი აძლევდნენ 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დოზით, კუნთების ტკივილი დაფიქსირდა სამ შემთხვევაში და მსუბუქი და დროებითი პარესთეზია, ცხელება, შეშუპება და ლიპაზის დონის დროებითი მატება დაფიქსირდა თითოეულ შემთხვევაში. შეშუპება ხელებსა და ტერფებში და კრეატინ ფოსფოკინაზას (CPK), AST, C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის მომატება დაფიქსირდა ერთ შემთხვევაში 600 მგ დოზით. სამ განსხვავებულ შემთხვევაში ორ მათგანში აღინიშნა ფეხებში შეშუპება და პარესთეზია. კვლევაში სამკურნალო პროდუქტის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული დარღვევა გაქრა მკურნალობის გარეშე.
მეტფორმინი
მეტფორმინის ძირითადი დოზის გადაჭარბებამ (ან თანმხლები ლაქტაციდოზის რისკი) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტაციდოზი, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
მკურნალობა
მეტფორმინის მოცილების ყველაზე ეფექტური გზაა ჰემოდიალიზი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვილდაგლიპტინი ვერ მოშორდება ჰემოდიალიზით, მისი ძირითადი ჰიდროლიზის მეტაბოლიტი (LAY 151) შეიძლება მოცილდეს რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები
ვილდაგლიპტინი 50 მგ
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 1000 მგ
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ გალვუს მეტი ბავშვებისთვის ფარულ და იუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე: 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ/გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. ve Tic. A.S. Kavacik/Beykoz/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. ve Tic. A.S. Pendik/ სტამბოლი
ეს გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 19.02.2018
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერორალური პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც ამცირებს სისხლში შაქარს
ათქ კოდი: A10BD08
მოქმედების მექანიზმი
გალვუს მეტი არის ორი ანტიჰიპერგლიკემიური აგენტის კომბინაცია მოქმედების დამხმარე მექანიზმებით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით: ვილდაგლიპტინი, კუნძულების მასტიმულირებელი კლასის წევრი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდების კლასის წევრი.
ვილდაგლიპტინი, კუნძულების მასტიმულირებელი კლასის წარმომადგენელი, არის დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ძლიერი და შერჩევითი ინჰიბიტორი. მეტფორმინი მუშაობს ძირითადად ღვიძლის ენდოგენური გლუკოზის წარმოების შემცირებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინი ძირითადად მოქმედებს DPP-4-ის ინჰიბირებით, ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ინკრეტინის ჰორმონების GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის) დაშლაზე.
ვილდაგლიპტინის შეყვანა იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგუნვას, რაც იწვევს უზმოზე და კვების შემდგომი ენდოგენური GLP-1 და GIP ინკრეტინის ჰორმონების დონის მატებას.
ამ ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი ზრდის ბეტა უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც იზრდება გლუკოზადამოკიდებული ინსულინის გამოყოფა. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინით მკურნალობამ 50-100 მგ/დღეში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტა უჯრედების ფუნქციის მარკერები, როგორიცაა HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინი/ინსულინის თანაფარდობა და ბეტა უჯრედების მგრძნობელობის გაზომვები ხშირი კვების ტოლერანტობის ტესტი. არადიაბეტურ (ნორმალური გლიკემიის მქონე) პირებში ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას ან არ ამცირებს გლუკოზის დონეს.
ვილდაგლიპტინი ასევე ზრდის ალფა უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ ენდოგენური GLP-1 დონის გაზრდით; ეს იწვევს გლუკაგონის გამოყოფას, რომელიც შეესაბამება სისხლში გლუკოზის დონეს.
ინსულინის/გლუკაგონის თანაფარდობის გადაჭარბებული ზრდა ჰიპერგლიკემიის დროს ინკრეტინის ჰორმონის დონის მატების გამო იწვევს უზმოზე და ღვიძლში გლუკოზის გამომუშავების დაქვეითებას და, შესაბამისად, გლიკემიის შემცირებას.
ცნობილია, რომ GLP-1 დონის მომატება ანელებს კუჭის დაცლას; მეორე მხრივ, ეს ეფექტი არ შეინიშნება ვილდაგლიპტინის მკურნალობისას.
მეტფორმინი
მეტფორმინი არის ბიგუანიდი ანტიჰიპერგლიკემიური მოქმედებით, რომელიც ამცირებს ბაზალურ და პოსტპრანდიალურ პლაზმაში გლუკოზის დონეს. ის არ ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას ან წონის მომატებას.
მეტფორმინი ავლენს გლუკოზის დაქვეითებას სამი მექანიზმით:
- ღვიძლის გლუკოზის წარმოების შემცირება გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის დათრგუნვის გზით;
- გლუკოზის პერიფერიული ათვისებისა და უტილიზაციის გაზრდა კუნთებში ინსულინის მგრძნობელობის ოდნავ გაზრდით;
- ნაწლავიდან გლუკოზის შეწოვის შეფერხება.
მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენის სინთაზაზე მოქმედებით და ზრდის მემბრანული გლუკოზის გადამტანების სპეციფიკური ტიპების (GLUT-1 და GLUT-4) სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
ადამიანებში მეტფორმინს აქვს დადებითი გავლენა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე, გლიკემიაზე მისი გავლენისგან დამოუკიდებლად. ეს ნაჩვენებია თერაპიულ დოზებში კონტროლირებად, შუალედურ ან გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში: მეტფორმინი ამცირებს მთლიანი ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შრატის დონეს.
პერსპექტიულმა რანდომიზებულმა UKPDS (დიდი ბრიტანეთის პერსპექტიული დიაბეტის კვლევა) აჩვენა სისხლში გლუკოზის გრძელვადიანი ინტენსიური კონტროლის სარგებელი ტიპი 2 დიაბეტის დროს. ამ შედეგების ანალიზმა ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით მხოლოდ დიეტის წარუმატებლობის შემდეგ, აჩვენა, რომ:
- დიაბეტთან დაკავშირებული ყველა გართულების აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება მეტფორმინის ჯგუფში (29.8 მოვლენა/1000 პაციენტის წელი) მხოლოდ დიეტის (43.3 მოვლენა/1000 პაციენტის წელი), p=0.0023 და კომბინირებული სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფებში. (40.1 მოვლენა/1000 პაციენტი წელი), p=0.0034;
- დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 7.5 მოვლენა/1000 პაციენტი წელიწადში, მხოლოდ დიეტა
- 7 მოვლენა/1000 პაციენტის წელი, p=0.017;
- საერთო სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მხოლოდ დიეტა მეტფორმინის წინააღმდეგ 13.5 მოვლენა/1000 პაციენტის წელი
- 6 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი (p=0.011) და კომბინირებული სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფები 18.9 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი (p=0.021);
- მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 11 მოვლენა/1000 პაციენტი წელიწადში, მხოლოდ დიეტა 18 მოვლენა/1000 პაციენტის წელი (p=0.01).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პაციენტებში გლიკემიის ცუდი კონტროლით, მიუხედავად მეტფორმინის მონოთერაპიის მკურნალობისა, მკურნალობაში დამატებული ვილდაგლიპტინი იწვევდა საშუალო HbA1c-ის დამატებით სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას მკურნალობის 6 თვის შემდეგ პლაცებოსთან შედარებით (ჯგუფებს შორის განსხვავებები -0.7%-დან -% ვილდაგლიპტინისთვის 50 და 100 მგ. 1.1). HbA1c საწყისთან შედარებით
პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს 0.7%-იან შემცირებას, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვილდაგლიპტინის პლუს მეტფორმინის ჯგუფებში (46% და 60%, შესაბამისად) მეტფორმინის პლუს პლაცებო ჯგუფთან შედარებით (20%).
24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთხელ) პაციენტებში, რომლებსაც არაადეკვატურად აკონტროლებდნენ მეტფორმინი (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). საშუალო შემცირება საწყისი HbA1c-დან 8.4%-ით იყო 0.9%-ით ვილდაგლიპტინთან დამატებული მეტფორმინთან და 0.9%-ით პიოგლიტაზონით, რომელიც დაემატა მეტფორმინს.
ეს იყო 1.0%. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო წონის მომატება პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ პიოგლიტაზონს, იყო +1,9 კგ, საშუალო წონის მომატება პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინის გარდა იღებდნენ პიოგლიტაზონს.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, ეს მნიშვნელობა იყო +0,3 კგ.
2-წლიან კლინიკურ კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო გლიმეპირიდთან (6 მგ/კგ-მდე - საშუალო დოზა 2 წლის განმავლობაში: 4.6 მგ) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინთან (საშუალო დღიური დოზა: 1894 მგ). 1 წლის შემდეგ,
საშუალო საბაზისო HbA1c-დან 7.3%, საშუალო შემცირება იყო -0.4% ვილდაგლიპტინით, რომელიც დაემატა მეტფორმინს და -0.5% გლიმეპირიდთან ერთად, რომელიც დაემატა მეტფორმინს. სხეულის წონის ცვლილება ვილდაგლიპტინთან არის -0,2 კგ, ხოლო გლიმეპირიდთან ერთად +1,6 კგ. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%), ვიდრე გლიმეპირიდის (16.2%) ჯგუფში. კვლევის საბოლოო წერტილში (2 წელი), HbA1c დონეები მსგავსი იყო საწყის მნიშვნელობებთან ორივე მკურნალობის ჯგუფში და შენარჩუნებული იყო განსხვავებები სხეულის წონის ცვლილებებში და ჰიპოგლიკემიაში.
52-კვირიან კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა: 229.5 მგ) პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად აკონტროლებდნენ მეტფორმინს (მეტფორმინის საწყისი დოზა 1928 მგ/დღეში). 1 წლის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება იყო 0.81% ვილდაგლიპტინის დამატებული მეტფორმინთან ერთად (საშუალო საბაზისო HbA1c 8.4%) და 0.85% გლიკლაზიდით, რომელიც დაემატა მეტფორმინს (საშუალო საბაზისო HbA1c 8.5%); მიღწეულია სტატისტიკურად არასრულფასოვნება. (95% CI-0.11-0.20). სხეულის წონის ცვლილება ვილდაგლიპტინთან ერთად იყო +0,1 კგ, ხოლო სხეულის წონის ცვლილება გლიკლაზიდით +1,4 კგ.
24-კვირიანმა კვლევამ შეაფასა ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის გამოყენება (ეტაპობრივად ტიტრირებული 50 მგ/500 მგ-მდე დღეში ორჯერ ან 50 მგ/1000 მგ-მდე დღეში ორჯერ), როგორც საწყისი თერაპია იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ მკურნალობას. HbA1c-ის საშუალო შემცირება მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვილდაგლიპტინთან და მეტფორმინის კომბინირებულ თერაპიასთან შედარებით ორივე მკურნალობის მონოთერაპიასთან შედარებით. HbA1c საშუალო საბაზისო მნიშვნელობიდან გამომდინარე 8.6%, -1.82% 50 მგ/1000 მგ ვილდაგლიპტინთან/მეტფორმინთან ერთად ორჯერ დღეში, 50 მგ/500 მგ-1.61% 50 მგ/500 მგ ვილდაგლიპტინთან/მეტფორმინთან ერთად ორჯერ დღეში, 1000 მგ ორჯერ დღეში. ის შემცირდა -1.36%-ით მგ მეტფორმინის მიღებისას და -1.09%-ით ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში. HbA1c-ის უფრო დიდი შემცირება დაფიქსირდა პაციენტებში HbA1c საბაზისო ღირებულებით >10.0%.
24-კვირიანი, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 318 პაციენტში ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მეტფორმინთან (>1500 მგ/დღეში) და გლიმეპირიდთან (4) კომბინაციაში. მგ/დღეში). ვილდაგლიპტინი მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს HbA1c პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოსთან შედარებით HbA1c საშუალო საწყის დონეზე (8.8%)
საშუალო კორექტირებულმა კლებამ -0.76% შეადგინა.
ვილდაგლიპტინთან და მეტფორმინთან ადრეული კომბინირებული თერაპიის მიდგომის ეფექტის შესაფასებლად (N=998) მეტფორმინის საწყისი მონოთერაპიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება კომბინირებული თერაპია ვილდაგლიპტინთან, როგორც სტანდარტული მკურნალობა (თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფი) (N=1003) პაციენტებში, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული აქვთ ტიპი 2 დიაბეტი. ხუთწლიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევა (VERIFY) ჩატარდა 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით. ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში პლიუს მეტფორმინის კომბინირებული რეჟიმის შედეგად მოჰყვა „დრო დადასტურებული მკურნალობის წარუმატებლობამდე“ (HbA1c მნიშვნელობა) მეტფორმინის მონოთერაპიის წინააღმდეგ მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ 5-წლიანი კვლევის პერიოდში.
7%) გამოიწვია რისკის სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი შედარებითი შემცირება (HR [95% CI]: 0.51 [0.45, 0.58]; p<0.001). პირველი მკურნალობის წარუმატებლობის სიხშირე (HbA1c მნიშვნელობა >7%) განისაზღვრა როგორც 429 პაციენტი (43.6%) კომბინირებული მკურნალობის ჯგუფში და 614 პაციენტი (62.1%) თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფში.
449 პაციენტმა უნდა შეაფასოს ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობა და უსაფრთხოება ბაზალური ან წინასწარ შერეული ინსულინის სტაბილურ დოზასთან ერთად (საშუალო დღიური დოზა: 41 ერთეული) (N=173) თანმხლები მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე. A 24 კვირა, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა . პლაცებოსთან შედარებით, ვილდაგლიპტინი ინსულინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს HbA1c. მთელ პოპულაციაში, HbA1c-ის საშუალო პლაცებოზე მორგებული შემცირება 8.8%-დან საწყის ეტაპზე იყო 0.72%. პლაცებოზე მორგებული HbA1c-ის საშუალო შემცირება ინსულინით ნამკურნალებ ქვეჯგუფებში მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე იყო -0.63% და -0.84%, შესაბამისად. ჰიპოგლიკემიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში იყო 8.4% და 7.2% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო წონის მომატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს (+0,2 კგ), წონის დაკლება დაფიქსირდა მათში, ვინც იღებდა პლაცებოს (-0,7 კგ).
სხვა 24-კვირიან კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უფრო მოწინავე ტიპის 2 დიაბეტი, უკონტროლო ინსულინზე (მოკლე და ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), HbA1c-ის საშუალო დაქვეითება, როდესაც დაემატა ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში). ინსულინი ნაკლები იყო პლაცებოს პლიუსზე, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო ინსულინთან შედარებით (0.5% 0.2%-ის წინააღმდეგ). ჰიპოგლიკემიის სიხშირე უფრო დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (22.9% 29.6%-ის წინააღმდეგ).
გულ-სისხლძარღვთა რისკი
ჩატარდა დამოუკიდებელი და პერსპექტიულად შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მეტა-ანალიზი, მოხსენებული III და IV ფაზის მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის კლინიკური კვლევებიდან 2 წელზე მეტი ხანგრძლივობით (საშუალო ექსპოზიცია 50 კვირა ვილდაგლიპტინისთვის და 49 კვირა შედარებითებისთვის) და აღმოჩნდა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა რისკს შედარებითებთან შედარებით, აჩვენა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული ზრდასთან. შეფასებული ძირითადი გვერდითი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE), მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის შედგენილი საბოლოო წერტილი იყო მსგავსი ვილდაგლიპტინისთვის კომბინირებულ აქტიურ და პლაცებოსთან შედარებით [Mantel-Haenszel hazard ratio (M-H RR) 0.82 (95%). CI 0,61-1,11)]. MACE დაფიქსირდა 83-ში ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტიდან 9599 (0.86%) და 7102-დან 85-ში (1.2%), რომლებიც მკურნალობდნენ შედარებითი პაციენტებიდან. თითოეული MACE კომპონენტის შეფასებამ არ აჩვენა გაზრდილი რისკი (მსგავსი M-H RR). M-H RR იყო 1.08 (95% CI 0.68-1.7), 32 (0.45%) შედარებითი მკურნალობით და 41 (0.43%) ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ახალ დაწყებას. დადასტურებული გულის უკმარისობის (HF) მოვლენები, განისაზღვრება როგორც დაწყებული HF, იყო მოხსენებული.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
გალვუსი მეტი
შთანთქმა
ნაჩვენებია ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების თავისუფალი კომბინაციების ბიოეკვივალენტობა შესაბამისი დოზებით გალვუს მეტი-ის (50 მგ/850 მგ და 50 მგ/1000 მგ) მიმართ.
გალვუს მეტი-ის ტაბლეტებში ვილდაგლიპტინის შეწოვის სიჩქარეზე და სიჩქარეზე არ მოქმედებს საკვები. გალვუს მეტი 50 მგ/1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომპონენტის შეწოვის სიჩქარე და სიჩქარე შემცირდა საკვებთან ერთად მიღებისას, Cmax-ის 26%-ით შემცირებით, AUC-ის 7%-ით და Tmax-ის შეფერხებით. (2.0-დან 4.0 სთ-მდე) გამოვლინდა.
შემდეგი ინფორმაცია ასახავს გალვუს მეტი-ის თითოეული აქტიური ინგრედიენტის ფარმაკოკინეტიკური თვისებებს.
ვილდაგლიპტინი
შთანთქმა
უზმოზე პერორალურად მიღებული ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში პიკს აღწევს 1,7 საათში. საკვებთან ერთად მიღებისას პლაზმაში კონცენტრაციის პიკური დონე 2,5 საათამდე აყოვნებს; მეორეს მხრივ, მთლიანი ექსპოზიციის მნიშვნელობა AUC (ფართი მრუდის ქვეშ) არ იცვლება. ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღებამ შეამცირა Cmax მნიშვნელობა (19%) უზმოზე დოზასთან შედარებით. თუმცა, ვინაიდან ცვლილების სიდიდე არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ვილდაგლიპტინი შეიძლება მიეცეს საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 85%.
დისტრიბუცია
ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (9.3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) წონასწორულ მდგომარეობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის 71 ლიტრი, რაც მიუთითებს ექსტრავასკულარულ განაწილებაზე.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზმი არის ვილდაგლიპტინის ელიმინაციის მთავარი გზა ადამიანებში, რომელიც შეადგენს დოზის 69%-ს. ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანო პუნქტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რომელიც შეადგენს დოზის 57%-ს, რასაც მოჰყვება ამიდური ჰიდროლიზის პროდუქტი (დოზის 4%). DPP-4-დეფიციტური ვირთხების in vivo კვლევის მიხედვით, DPP-4 ნაწილობრივ ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს. ვილდაგლიპტინი ძნელად მეტაბოლიზდება CYP 450 ფერმენტებით და შესაბამისად, ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე მოსალოდნელი არ არის ზეგავლენა მედიკამენტებით, რომლებიც არიან CYP 450 ინჰიბიტორები და/ან ინდუქტორები. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს/ინდუცირებს CYP 450 ფერმენტებს. ამრიგად, ვილდაგლიპტინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე.
ელიმინაცია
[14C]ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდით, ხოლო დოზის 15% - განავლით. პერორალური მიღების შემდეგ, დოზის 23% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ვილდაგლიპტინის სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის მთლიანი პლაზმური და თირკმლის კლირენსი არის 41 და 13 ლ/სთ, შესაბამისად. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.
წრფივობა/არაწრფივობა
ვილდაგლიპტინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია და ფართობი პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა დაახლოებით დოზის პროპორციულად თერაპიული დოზის დიაპაზონში.
პაციენტების დამახასიათებელი ნიშნები
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, ვილდაგლიპტინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა (Cmax 8-66%; AUC 32-134%) და სხეულის მთლიანი კლირენსი შემცირდა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ვილდაგლიპტინი შეზღუდული რაოდენობით მოიხსნა ჰემოდიალიზით (3% ჰემოდიალიზის 3-4 საათიანი სესიის დროს დაწყებული დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).
ღვიძლის უკმარისობა
არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ვილდაგლიპტინის ექსპოზიციაში (მაქსიმუმ ~ 30%) ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე შემთხვევებში (ჩილდ-პიუ A-C).
პედიატრიული პაციენტები
ამ პაციენტებისთვის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს. მოხუცები
ვილდაგლიპტინის საერთო ზემოქმედება (100 მგ დღეში ერთხელ) გაიზარდა 32%-ით ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (≥70 წელი) და დაფიქსირდა 18%-ით მატება პიკური პლაზმური კონცენტრაციის ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით (18-40 წელი). თუმცა, ეს ცვლილებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე გავლენას არ ახდენდა ასაკი.
სქესი
ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა ჯანმრთელ მამაკაც და ქალ მოხალისეებს შორის ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში. ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე გავლენას არ ახდენს სქესი.
რასი
შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, რასობრივი განსხვავებები არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
მეტფორმინი
შთანთქმა
მეტფორმინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50-60% ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური მიღების შემდეგ შეუწოველ განავალში ნაპოვნი ფრაქცია არის 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის აბსორბცია გაჯერებული და არასრულია.
ჭამის დროს მიღება ოდნავ ანელებს მეტფორმინის შეწოვას და ამცირებს შეწოვის სიჩქარეს. 850 მგ დოზის მიღების შემდეგ, პიკური პლაზმური კონცენტრაცია იყო 40%-ით დაბალი, AUC შემცირდა 25%-ით, ხოლო დრო პლაზმის პიკ კონცენტრაციამდე გახანგრძლივდა 35 წუთით. ამ შემცირების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
დისტრიბუცია
მისი შეკავშირება პლაზმის ცილებთან უმნიშვნელოა. მეტფორმინი იყოფა ერითროციტებში. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) მერყეობს 63-276 ლიტრს შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში არ არის გამოვლენილი მეტაბოლიტები. აღმოფხვრა
მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით. მეტფორმინის თირკმლის კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ ნახევრადგამოყოფის აშკარა საბოლოო ელიმინაციის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას თირკმლის კლირენსი მცირდება კრეატინინის პროპორციულად, რაც ახანგრძლივებს ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდს, რაც იწვევს მეტფორმინის დონის მატებას პლაზმაში.
წრფივობა/არაწრფივობა
მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა მიჩნეულია არაწრფივი. მეტფორმინის ჩვეულ დოზებსა და დოზირების სქემებში, პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში და ძირითადად 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური დონე პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 4 მკგ/მლ მაქსიმალურ დოზებშიც კი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ნოვატრისი
გამოყენების ინსტრუქცია
გალვუს მეტი® 50 მგ / 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერებები: შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 4000, ტალკი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის გალვუს მეტი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება გალვუს მეტის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება გალვუს მეტი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- გალვუს მეტის შენახვა
- რა არის გალვუს მეტი და რისთვის გამოიყენება?
გალვუს მეტი წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული 60, 120 და 180 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
ორივე აქტიური ნივთიერება განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები“.
გალვუს მეტი წარმოადგენს ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილ პრეპარატს. იგი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გალვუს მეტს უნიშნავენ პაციენტებს მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად (ინსულინი ან სულფონილშარდოვნები), როდესაც ტიპი 2 დიაბეტის წინააღმდეგ არ არის საკმარისი მხოლოდ დიეტა და ვარჯიში.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან გამომუშავებული ინსულინი ვერ ასრულებს ფუნქციას სათანადო სახით. ასევე ტიპი 2 დიაბეტი შესაძლებელია განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. გლუკაგონი კი არის ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს ღვიძლში შაქრის გამომუშავებას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ორივე ამ ნივთიერებას აწარმოებს პანკრეასი.
გალვუს მეტი უზრუნველყოფს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და უფრო ნაკლები რაოდენობით გლუკაგონის წარმოებას (ვილდაგლიპტინის ზემოქმედება) და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ წარმოებული ინსულინის უკეთ გამოყენებას (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედება). გალვუს მეტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გალვუს მეტით მკურნალობისას მნიშვნელოვანია, განაგრძოთ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და/ან ვარჯიში.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება გალვუს მეტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვილდაგლიპტინზე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდზე ან გალვუს მეტის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე;
თუ გაქვთ არაკონტროლირებადი დიაბეტი შემდეგი სიმპტომების თანხლებით: ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (იხილეთ „ლაქტაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ამ გართულების დროს: მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან პირის ღრუდან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი;
თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მათ შორის შოკი, ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს გულის პრობლემებზე;
თუ სერიოზულად დაქვეითებულია თირკმლის ფუნქციები;
თუ გაქვთ სერიოზული ხარისხით ინფექცია ან ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე;
თუ უნდა ჩაგიტარდეთ სპეციალური ტიპის რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც კეთდება საღებავი ნივთიერების ინექცია (რენტგენოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით) (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“);
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
თუ იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან პერიოდულად);
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს (იხილეთ, თავი „ორსულობა და ლაქტაცია“).
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:
გალვუს მეტი ვერ შეცვლის ინსულინს. შესაბამისად, თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს ინსულინს) და გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი, ანუ სისხლში შაქრის დონე მაღალია და არ ექვემდებარება კონტროლს, ამ შემთხვევების სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენოთ გალვუს მეტი.
თუ ადრე იღებდით გალვუს მეტს და ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამო იძულებული გახდით, შეგეწყვიტათ, არ გამოიყენოთ გალვუს მეტი ხელახლა.
შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ხშირ შედეგს წარმოადგენს დიაბეტის მიზეზით კანის დაზიანება. რეკომენდებულია, დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ კანის მოვლასთან დაკავშირებული მითითებები. რეკომენდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბუშტუკებს ან კანის დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნეს გალვუს მეტით მკურნალობის დროს. აღნიშნულის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
პანკრეატიტი შესაძლებელია აღმოჩნდეს სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო სამედიცინო გართულება. თუ გაქვთ მუცლის ძლიერი და სტაბილური ტკივილი ღებინებით ან მის გარეშე, შესაძლებელია თქვენ გქონდეთ პანკრეატიტი. შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდით უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.
გალვუს მეტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ანალიზები, რომლითაც შეფასდება ღვიძლის ფუნქციები, და ეს ანალიზები უნდა განმეორდეს პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ, შემდგომში კი - პერიოდულად. ეს ანალიზები ტარდება, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, ადრე დადგინდეს ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა. ღვიძლის ტესტებით ანომალიის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გალვუს მეტით მკურნალობის დროს ექიმი არანაკლებ წელიწადში ერთხელ და, თუ ასაკოვანი ხართ და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, უფრო ხშირად შეამოწმებს თირკმლის ფუნქციებს. თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება სისხლში და შარდში შაქრის დონეს.
თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენმა ექიმმა ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია მოითხოვოს გალვუს მეტთან ერთად გამოყენებული სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.
შიმშილის, საკმარისი საკვების მიღების გარეშე ფიზიკური დატვირთვის ან ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო (როგორც წესი, არა მხოლოდ გალვუს მეტის მიზეზით) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები).
თუ დიაბეტი უეცრად დამძიმდება ან ანალიზის შედეგად დადგინდება სისხლში შაქრის დონის დარღვევა ან თავს ცუდად იგრძნობთ, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ პერიოდულად ან ყოველდღე იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ლაქტაციდოზის რისკი
გალვუს მეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, სახელად ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. გარდა ამისა, ლაქტაციდოზის განვითარების რისკი შესაძლებელია გაიზარდოს არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა) (შეისწავლეთ ქვემოთ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო დაავადების დროს, როდესაც სხეულის რომელიმე უბანში შემცირებულია ჟანგბადის მარაგი (მძიმე ფორმის გულის მწვავე უკმარისობა და სხვ.). თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელმა შესაძლებელია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), მაგალითად, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება, მცირე ხნით შეწყვიტეთ გალვუს მეტის გამოყენება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ზოგიერთი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ლაქტაციდოზს, შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ლაქტაციდოზის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
ღებინება
კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)
კუნთების კრამპი
ძლიერი სისუსტე და ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება
სუნთქვის გაძნელება
ორგანიზმის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება
ლაქტაციდოზი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში.
ზოგ პაციენტთან, რომელიც იღებდა დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა 4) ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატს, ცნობილია სახსრების ძლიერი ტკივილი, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინვალიდობა. სიმპტომები ვითარდებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ ან წლების შემდეგ. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა და პაციენტის მიერ იმავე პრეპარატის ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატის ხელახლა დაწყებისას სიმპტომები ხელახლა ვლინდებოდა. პრეპარატების ეს ჯგუფი უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის სავარაუდო მიზეზად და, თუ შესაძლებელია, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული ინფორმაციით ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებდა დპპ-4-ის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებს, განუვითარდათ ბულოზური პემფიგოიდი (კანის ეს დაავადება ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს), რომლის გამოც დასჭირდათ საავადმყოფოსთვის მიმართვა. პრეპარატის შეწყვეტის და სისტემური/ტოპიკალური იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა გამოსწორდა. თუ გალვუს მეტის გამოყენებისას კანზე შენიშნავთ ბუშტუკებს და ზედაპირულ დაზიანებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ გაქვთ ეჭვი ბულოზურ პემფიგოიდზე, ამ შემთხვევაში გალვუს მეტის შესაწყვეტად კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან და სათანადო დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
გალვუს მეტით მკურნალობაზე დაკვირვება:
თქვენი ექიმი უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილი ანალიზების ჩატარებას:
დიაბეტის გამო სისხლის და შარდის რეგულარული ანალიზი
თირკმლის ფუნქციების შემოწმება:
მკურნალობის დაწყებისას
მკურნალობის დროს არანაკლებ წელიწადში ერთხელ
თუ ასაკოვანი ხართ, უფრო ხშირად.
ღვიძლის ფუნქციების შემოწმება:
მკურნალობის დაწყებისას
მკურნალობის პირველი 1 წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდეგ რეგულარულად
თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ ღვიძლის პრობლემის გამო საჭიროა გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა, არასდროს აღარ დაიწყოთ გალვუს მეტის გამოყენება.
არანაკლებ წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი
ორ ან სამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ შესაძლებელია შემოწმდეს B12 ვიტამინის დონე.
გალვუს მეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია, ტაბლეტი დალიოთ ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. ეს შეამცირებს კუჭთან დაკავშირებული დისკომფორტის რისკს.
გალვუს მეტის გამოყენების პერიოდში მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი აგიხსნით რისკებს, რაც შესაძლებელია ახლდეს ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენებას. არ შეიძლება ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გალვუს მეტით მკურნალობის დროს არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
თუ გალვუს მეტის მიღებისას იგრძნობთ გაბრუებას, მათ შორის თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გალვუს მეტის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ გალვუს მეტის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე ნეგატიური ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ რადიოლოგიური ვიზუალიზაციის ფარგლებში გესაჭიროებათ იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური ინექციის გაკეთება, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან გამოიყენეთ სხვა პრეპარატი ან არსებობს სხვა პრეპარატის გამოყენების ალბათობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის და თირკმლის ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან თქვენი ექიმის მიერ გალვუს მეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს ექიმს აცნობოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები:
გლუკოკორტიკოიდები, რომლებსაც, როგორც წესი, იყენებენ ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ
ბეტა-2 აგონისტები, რომლებსაც, როგორც წესი, იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ
დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას (დიურეზული საშუალებები)
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები)
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
სტენოკარდიის (მკერდის ტკივილი) სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, რანოლაზინი)
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, დოლუტეგრავირი)
განსაკუთრებული ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო) სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ვანდეტანიბი)
გულძმარვის და პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ციმეტიდინი).
პაციენტებში, რომლებიც გალვუს მეტთან ერთად იღებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს, შესაძლებელია გაიზარდოს სერიოზული ალერგიული რეაქციის - ანგიოედემის რისკი.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება გალვუს მეტი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ექიმი ზუსტად მიგითითებთ, რამდენი ტაბლეტი გალვუს მეტი უნდა მიიღოთ.
როგორც წესი, გალვუს მეტის დოზა შეადგენს დღეში ერთ ან ორ ტაბლეტს.
არ მიიღოთ დღეში ორ ტაბლეტზე მეტი.
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
განაგრძეთ დიეტასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაციის დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ იცავთ დიაბეტურ დიეტას წონის კონტროლით, განაგრძეთ დიეტა გალვუს მეტის გამოყენების დროსაც.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გალვუს მეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ დილით ერთი ტაბლეტი და საღამოს ერთი ტაბლეტი.
უშუალოდ ჭამის შემდეგ ტაბლეტის მიღება შეამცირებს კუჭის პრობლემების წარმოქმნის რისკს.
ტაბლეტები უნდა ჩაყლაპოთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლით.
არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა, დაფხვნა და გაყოფა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული გალვუს მეტის გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
გალვუს მეტი ასაკოვნებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თირკმელთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. თუ ასაკოვანი ხართ, თქვენმა ექიმმა წელიწადში რამდენიმეჯერ უნდა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით გალვუს მეტი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით გალვუს მეტი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.
თუ თვლით, რომ გალვუს მეტის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გალვუს მეტის მიღება
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. თუ დაგავიწყდებათ გალვუს მეტის მიღება, დალიეთ გახსენებისთანავე. შემდეგ კი მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მაგრამ თუ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღებამდე მცირე ხნით ადრე გაგახსენდებათ, რომ წინა დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ დავიწყებული დოზა.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის მითითების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვა, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, გალვუს მეტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
გალვუს მეტმა შესაძლებელია შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, სახელად ლაქტაციდოზი (ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს) (იხილეთ, თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“). აღნიშნული რეაქციის განვითარებისას უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება (რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა) და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, უეცრად დაწყებული გამონაყარი ან ურტიკარია (იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს) (ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომები, სახელად „ანგიოედემა“).
კანის და/ან თვალების გაყვითლება, გულისრევა, უმადობა, შარდის გამუქება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი) (არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
ძლიერი და სტაბილური ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს ზურგში და მიმდინარეობდეს გულისრევის და ღებინების თანხლებით (პანკრეასის ანთების სავარაუდო სიმპტომი) (პანკრეატიტი) (არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს)
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
რომელიმე ამ რეაქციის გამოვლენისას შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე მეტს).
ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
არახშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
ძალიან იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
უცნობი სიხშირე: აღენიშნება იმდენაც მცირე რაოდენობის პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
ხშირი: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება, ქავილი, გამონაყარი, კანის ანთება ქავილით, ძლიერი ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, გაბრუება, თავის ტკივილი, უკონტროლო ტრემორი, ყაბზობა, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, გულძმარვა, კუჭის და ირგვლივ მიდამოს ტკივილი (მუცლის ტკივილი), სისუსტე.
არახშირი: დაღლილობა, სისუსტე, პირში ლითონის გემო, სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), უმადობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა), შემცივნების შეგრძნება, პანკრეასის ანთება, კუნთების ტკივილი, ღვიძლის ანთება, სიწითლე, ურტიკარია.
ძალიან იშვიათი: სისხლში რძემჟავას მაღალი დონის სიმპტომები (ცნობილია ლაქტაციდოზის სახელით): ძილიანობა, გაბრუება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არათანაბარი გულისცემა ან ღრმა და აჩქარებული სუნთქვა; კანის სიწითლე, სისხლში B12 ვიტამინის დონის დაქვეითება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიფერმკრთალე, დაღლილობა, დეზორიენტაცია და მეხსიერების დარღვევები).
პოსტმარკეტინგულ პერიოდში ზოგ პაციენტს, რომელიც იყენებდა გალვუს მეტს, აღენიშნებოდა ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები:
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა ხელთარსებული მონაცემებით):
კანზე აქერცლილი უბნები და ბუშტუკები
ბულოზური პემფიგოიდი - კანის დაავადება, ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს.
სისხლძარღვის ანთება, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარით ან კანქვეშ წვრილი, სწორი, წითელი, მრგვალი ლაქების ან სისხლჩაქცევის სახით (ვასკულიტი).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- გალვუს მეტის შენახვა
გალვუს მეტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ | გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღამდე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
არ გამოიყენოთ გალვუს მეტი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
ლიცენზიის მფლობელი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ.
ფენდიქი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 10/03/2023 წელს.
01A
1818497 TR (1266)
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 83 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 82 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 34 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 53 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 34 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 133 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.