ვილდაგლიპტინის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები". ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- HETERO LABS LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BH02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038114
- რეგისტრირებულია
- 17 მაისი 2023, მოქმედებს 17 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- HETERO LABS LIMITED (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვილგლედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვილდაგლიპტინის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები".
ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს ცალკე ან სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც მიიღებთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის კონტროლისთვის.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ გამომუშავებული ინსულინი არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით კვების შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე იზრდება. ამ ორივე ნივთიერებას გამომუშავება ხდება პანკრეასის მიერ.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის მოქმედებით, პანკრეასი აწარმოებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამ პრეპარატის გამოყენებით მცირდება სისხლში შაქრის შემცველობა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა იწყებთ დიაბეტის მკურნალობას, მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ დიეტა და/ან ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მისი სწორად გამოყენების წესში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როდის და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ იგი
ვილდაგლიპტინის დოზირება ადამიანებში განსხვავდება მათი მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ვილდაგლიპტინის ტაბლეტების საჭირო რაოდენობის მიღების შესახებ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:
- მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ, თუ იღებთ ვილდაგლიპტინს სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით სულფონილშარდოვანა.
- თუ იღებთ მხოლოდ ვილდაგლიპტინს 100 მგ მიღების დღიური დოზაა, 50 მგ დილას 50 მგ საღამოს, სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელსაც ეწოდება მეტფორმინი ან გლიტაზონი, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციით, ან ინსულინთან ერთად.
- თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე დაავადება ან თუ იმყოფებით დიალიზზე მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ. როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი • გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი
- გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ვილდაგლიპტინი
- მიიღეთ ვილდაგლიპტინი ყოველდღე რა ხანგრძლივობის რეკომენდაციასაც მოგცემთ ექიმი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ვილდაგლიპტინით მკურნალობა ხანგრძლივი დროის მანძილზე.
- თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, რათა შეამოწმოს აქვს თუ არა მკურნალობას სასურველი ეფექტი.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ვილდაგლიპტინს
თუ თქვენ იღებთ ვილდაგლიპტინის საჭიროზე მეტ დოზას, ან თუ ვინმემ მიიღო თქვენი პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში მიდიხართ, თან წაიღეთ შეფუთვა. თუ დაგავიწყდათ ვილდაგლიპტინის მიღება ან დოზირების წესი, მაშინვე მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ხოლო შემდგომი დოზა მიიღეთ დანიშნულებისამებრ. გახსენებისას თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ის დოზა რომელიც დაგავიწყდათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
ვილდაგლიპტინის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მისი მიღების ხანგრძლივობის შესახებ გაჩენილი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6). თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, არ მიიღოთ იგი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
სიფრთხილის ზომები
ვილდაგლიპტინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს იმ შემთხვევაში,
თუ თქვენ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან თუ აგეღნიშნებათ დიაბეტური კეტოაციდოზი.
თუ თქვენ იღებთ დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ცნობილია როგორც სულფონილშარდოვანა (თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა მისი ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლის განვითარება [ჰიპოგლიკემია]).
თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის დაავადება (თქვენ უნდა მიიღოთ ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზა).
თუ ხართ დიალიზზე.
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა.
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება. თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო მისი მიღება შეწყვიტეთ, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
კანის საფარის დაზიანება (დიაბეტური კანი) დიაბეტის ზოგადი გართულებაა. თქვენი ექიმის ან ექთანის რჩევით დაიცავით კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალი ბუშტუკების ან წყლულების გაჩენას ვილდაგლიპტინის მიღებისას. მათი განვითრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ღვიძლის ფუნქციის დასადგენად ჩატარდება ტესტი ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, სამი თვის ინტერვალით პირველი წლის განმავლობაში და ამის შემდგომ პერიოდულად. აღნიშნული ემსახურება ღვიძლის ფერმენტების ზრდის ნიშნების რაც შეიძლება ადრეულ გამოვლინებას.
ბავშვები და მოზარდები
ვილდაგლიპტინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა თქვენთვის, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
- თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (ასევე უწოდებენ წყლის ტაბლეტებს)
- კორტიკოსტეროიდები (ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
- ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები
- ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობის დროს ვილდაგლიპტინი არ უნდა გამოიყენოთ. უცნობია გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ვილდაგლიპტინის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმის".
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში:
- ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათად: შეიძლება მოხდეს 1000-დან 1 ადამიანში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, უეცარ გამონაყარს ან ჭინჭრის ციებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს "ანგიონევროზულ შეშუპებაზე".
- ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათად): სიმპტომებია კანისა და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში (კუჭის მიდამოში), რომელის ტკივილმაც შესაძლოა ზურგამდეც მიაღწიოს, ასევე გულისრევა და ღებინება.
სხვა გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის მიღებისას:
- ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში): ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
- არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში): დაღლილობა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
- ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
- არახშირი: ყაბზობა
- ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის მიღებისას:
- ხშირი: წონის მატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება)
- არახშირი: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის ცალკე მიღებისას:
- ხშირი: თავბრუსხვევა
- არახშირი: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
- ძალიან იშვიათად: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
- ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):
- ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა
- არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.
ამ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენიდან მოყოლებული, ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბუშტუკების აქერცვლა, კუნთების ტკივილი
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ პირდაპირ ანგარიშგებით მიმართოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (ქვემოთ იხილეთ დეტალები). გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
ჭარბი დოზა
მონაცემები ვილდაგლიპტინით დოზის გადაჭარბების შესახებ ძალიან მცირეა.
სიმპტომები
ჭარბი დოზირების სავარაუდო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მოძიებული იყო დამაკმაყოფილებელი კვლევებიდან, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ პაციენტებში მზარდი დოზირებისას, რომლებსაც აძლევდნენ ვილდაგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დოზის მიღების შემთხვევაში დაფიქსირდა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა და მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიის ცალკეული შემთხვევები, ცხელება, შეშუპება და ლიპაზის დონის გარდამავალი მატება. 600 მგ დოზის მიღების შემთხვევაში, ერთ პაციენტს განუვითარდა ფეხების და ხელების შეშუპება და კრეატინ ფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის მატება. სამ სხვა პაციენტს განუვითარდა ფეხის შეშუპება, რასაც თან ახლდა პარესთეზია ორ შემთხვევაში. საკვლევი პრეპარატის მოხსნის შემდეგ ყველა სიმპტომი გაქრა და ლაბორატორიული მაჩვენებლები დაუბრუნდა ნორმას.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა. ვილდაგლიპტინი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება დიალიზის საშუალებით. თუმცა, ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი (LAY151) შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
- სხვა ინგრედიენტებია უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) და მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ვილდაგლიპტინი და მისი შეფუთვის შიგთავსი
აღწერილობა: თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია 'V15' და მეორე მხარეს 'H'.
3 x10's შეფუთვის ფორმა დესიკანტ ალუ - ალუ ბლისტერის შეფუთვა
შენახვის პირობები
- პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინის ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ინჰიბიტორები, ATC კოდი: A10BH02
ვილდაგლიპტინი, რომელიც ასტიმულირებს კუნძულოვანი უჯრედების მიერ ინსულინის სინთეზს, წარმოადგენს დიპეპტიდილ-პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ძლიერ და სელექციურ ინჰიბიტორს.
მოქმედების მექანიზმი
ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 მოქმედების სწრაფ და სრულ დათრგუნვას, რაც იწვევს ინკრეტინული ჰორმონების GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) პოსტპრანდიალური ენდოგენური დონის ზრდას.
ფარმაკოდინამიკა
მოცემული ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეების ზრდის გზით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს ინსულინის გლუკოზა-დამოკიდებული სეკრეციის გაუმჯობესებას. დღიური 50-100 მგ დოზებით მკურნალობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტა-უჯრედების ფუნქციის მარკერები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, მათ შორის HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინის ინსულინთან თანაფარდობისა და ბეტა უჯრედების ფუნქციური მარკერების შეფასება, რომელიც ხშირად შერჩეული დასაშვები საკვებით იტესტებოდა. სუბიექტებში, რომლებიც არ არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით (გლუკოზის ნორმალური დონე), ვილდაგლიპტინი არ აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და არ აქვეითებს გლუკოზის დონეს.
GLP-1-ის ენდოგენური დონის ზრდის მეშვეობით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ და აუმჯობესებს გლუკაგონის გლუკოზა-დამოკიდებულ სეკრეციას. ინსულინი/გლუკაგონის შეფარდების გაძლიერებული ზრდა, რომელიც განპირობებულია ინკრეტინული ჰორმონების მომატებული დონით, იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის დაქვეითებას უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გლიკემიის დონის დაქვეითება. ვილდაგლიპტინით მკურნალობისას არ დაფიქსირებულა კუჭის დაცლის შეკავება, რომელიც GLP-1-ის დონის მატების დამახასიათებელი ეფექტია.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტიპი 2 დიაბეტის მქონე 15000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა ორ წელზე მეტი ხნის მკურნალობის ხანგრძლივობის ორმაგად ბრმა, პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. მოცემულ კვლევებში ვილდაგლიპტინი ეძლეოდა 9000-ზე მეტ პაციენტს დღიური დოზებით 50 მგ დღეში ერთხელ, 50 მგ ორჯერ დღეში ან 100 მგ დღეში ერთხელ. 5000-ზე მეტი მამაკაცი და 4000-ზე მეტი ქალი პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს 50 მგ ან 100 მგ დღეში ერთხელ. 1900-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 50 მგ ან 100 მგ დღეში ერთხელ იყო ≥65 წლის ასაკის. მოცემულ კვლევებში ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით, რომლებსაც არ მიუღიათ მედიკამენტი ან კომბინირებულ პაციენტებში, რომლეთა მდგომარეობაც ადეკვატურად არ კონტროლდებოდა სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას.
მთლიანობაში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი მონოთერაპიის სახით ან მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან, თიაზოლიდინედიონთან, ინსულინთან ან სამმაგ კომბინაციაში მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას, რაც აისახა HbA1c-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებით საბაზისო მონაცემიდან კვლევის დასრულებისას არსებულ მონაცემთან შედარებით (იხ. ცხრილი 8).
კლინიკურ კვლევებში, HbA1c შემცირების სიდიდე, საწყის HbA1c მაღალი დონის მქონე პაციენტებში უფრო მაღალი იყო ვილდაგლიპტინთის გამოყენებისას. 52-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ/დღეში ორჯერ) შეამცირა საბაზისო HbA1c 1%-ით მეტფორმინის -1,6%-თან შედარებით (ტიტრირებული 2 გ/დღეში). პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით, აღენიშნათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი რეაქციების მნიშვნელოვნად დაბალი სიხშირე, ვიდრე მათ, ვინც მკურნალობდა მეტფორმინით.
24 კვირიან ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო როსიგლიტაზონთან (8 მგ დღეში ერთხელ). საშუალო შემცირება იყო -1.2% ვილდაგლიპტინით და -1.48% როსიგლიტაზონით პაციენტებში საშუალო საბაზისო HbA1c 8.7%. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როსიგლიტაზონს, აღენიშნებოდათ წონის საშუალო მატება (+1,6 კგ), ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, არ აღენიშნათ წონის მატება (-0,3 კგ). პერიფერიული შეშუპების სიხშირე უფრო დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ვიდრე როსიგლიტაზონის ჯგუფში (2.1% 4.1%-ის წინააღმდეგ).
2 წლიან კლინიკურ კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (დღიური დოზა 320 მგ-მდე). ორი წლის შემდეგ, HbA1c-ის უმნიშვნელო შემცირება -0.5% იყო ვილდაგლიპტინით და -0.6% გლიკლაზიდით, რომლებსაც საწყის ეტაპზე HbA1c 8.6% ჰქონდათ. სტატისტიკური უფრო დაბალი მაჩვენებელი არ იყო მიღწეული. ვილდაგლიპტინი ასოცირებული იყო ნაკლებ ჰიპოგლიკემიურ მოვლენებთან (0.7%), ვიდრე გლიკლაზიდი (1.7%).
24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთხელ) იმ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტოლდებოდნენ მეტფორმინით (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). HbA1c 8.4%-ის საწყისი მაჩვენებლის უმნიშვნელო შემცირება იყო -0.9% ვილდაგლიპტინს დამატებული მეტფორმინთან და -1.0%-ით შემცირება იყო პიოგლიტაზონი დამატებული მეტფორმინთან ერთად. +1,9 კგ საშუალო წონის მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მეტფორმინს დამატებული პიოგლიტაზონს, ხოლო +0,3 კგ მატება დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს დამატებულ ვილდაგლიპტინს.
2 წლიან კლინიკურ კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო გლიმეპირიდთან (6 მგ-მდე დღიური საშუალო დოზა 2 წლის განმავლობაში: 4.6 მგ) იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინთან (საშუალო დღიური დოზა: 1894 მგ. ). 1 წლის შემდეგ HbA1c უმნიშვნელოდ -0.4%-ით შემცირდა ვილდაგლიპტინს დამატებული მეტფორმინის შემთხვევაში და -0.5%-ით შემცირდა გლიმეპირიდს დამატებული მეტფორმინის შემთხვევაში, HbA1c-ის 7.3% საწყისი მაჩვენებელიდან. სხეულის წონის ცვლილება ვილდაგლიპტინთან ერთად იყო -0.2 კგ, გლიმეპირიდთან ერთად +1.6 კგ. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%), გლიმეპირიდის ჯგუფთან შედარებით (16.2%). კვლევის დასასრულს (2 წელი), HbA1c-ის საწყის მაჩვენებელი მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში და შენარჩუნებული იყო სხეულის წონის ცვლილებები და ჰიპოგლიკემიის განსხვავებები. 52-კვირიან კვლევაში ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა: 229.5 მგ) იმ პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად კონტოლდებოდნენ მეტფორმინით (მეტფორმინის დღიური დოზა საწყის ეტაპზე იყო 1928 მგ/). 1 წლის შემდეგ HbA1c უმნიშვნელოდ -0.81%-ით შემცირდა ვილდაგლიპტინს დამატებული მეტფორმინის შემთხვევაში (საწყის ეტაპზე HbA1c 8.4% იყო) და -0.85%-ით შემცირდა გლიკლაზიდს დამატებული მეტფორმინის შემთხვევაში (საწყის ეტაპზე HbA1c 8.5% იყო), სტატისტიკური უფრო დაბალი მაჩვენებელი იყო მიღწეული. (95% CI -0.11 – 0.20). სხეულის წონის ცვლილება ვილდაგლიპტინთან ერთად +0,1 კგ იყო, გლიკლაზიდთან +1,4 კგ.
როგორც საწყისი თერაპია, 24 კვირიან კვლევაში ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის ეფექტურობა იყო შეფასებული (ეტაპობრივად ტიტრირებული დოზით 50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში ან 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში), იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ პრეპარატს. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50მგ/1000მგ დღეში ორჯერ ამცირებს HbA1c -1,82%-ით, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/500 მგ დღეში ორჯერ -1,61%-ით, მეტფორმინი 1000 მგ დღეში ორჯერ -1,36%-ით და ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ -1.09%-ით HbA1c საწყისი ეტაპიდან 8.6%. HbA1c-ის დაქვეითება დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომელთა საწყისი მაჩვენებელი ≥10.0% უფრო მაღალი იყო.
ჩატარდა 24-კვირიანი, მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა 50 მგ ვილდაგლიპტინის დღიური დოზის მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით 515 პაციენტში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი და თირკმელების მსუბუქი უკმარისობა (N=294 ) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა (N=221). საწყის ეტაპზე თირკმელების მსუბუქი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების 68.8% და 80.5% ინსულინით შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა (საშუალო დღიური დოზა 56 ერთეული და 51.6 ერთეული). თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით, რომლის მაჩვენებელი საწყისი ეტაპზე იყო 7.9% (სხვაობა -0,53%). თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით, რომლის მაჩვენებელი საწყის ეტაპზე იყო 7.7% (სხვაობა -0.56%).
24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 318 პაციენტში ვილდაგლიპტინის (50 მგ დღეში ორჯერ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მეტფორმინთან (≥1500 მგ დღეში) და გლიმეპირიდთან კომბინაციაში (≥4 მგ დღეში). ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან ერთად მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოზე მორგებული HbA1c საწყისი მაჩვენებლიდან 8.8%-დან საშუალოდ შემცირდა -0.76%-ით.
24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 449 პაციენტში ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, ბაზალური ან წინასწარ შერეული ინსულინის სტაბილურ დოზასთან ერთად კომბინაციაში (საშუალო დღიური დოზა 41 ერთეული), მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას (N=276) ან მეტფორმინის გამოყენების გარეშე (N=173). ვილდაგლიპტინი ინსულინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს HbA1c პლაცებოსთან შედარებით. მთლიან პოპულაციაში, პლაცებოზე მორგებული HbA1c საწყისი მაჩვენებლიდან 8.8%-დან საშუალოდ შემცირდა -0.72%-ით. შესაბამისად იმ ქვეჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინსულინთან ერთად ან მის გარეშე მეტფორმინთან ერთად, პლაცებოზე მორგებული HbA1c საწყისი მაჩვენებლიდან 0.63%-დან საშუალოდ შემცირდა -0.84%-ით. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მთლიან პოპულაციაში იყო 8.4% და შესაბამისად 7.2% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, არ აღენიშნებოდათ წონის მომატება (+0,2 კგ), ხოლო მათ, ვინც იღებდნენ პლაცებოს, აღენიშნათ წონის შემცირება (-0,7 კგ).
სხვა 24-კვირიან კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უფრო მოწინავე ტიპი 2 დიაბეტი, რომლებიც არ კონტროლდებოდნენ ინსულინზე ადექვატურად (ხანმოკლე და გრძელვადიანი მოქმედების ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), HbA1c შემცირდა, როდესაც ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) დაემატა ინსულინს, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს პლუს ინსულინი (0.5% წინააღმდეგ 0.2%-სა). ჰიპოგლიკემიის სიხშირე უფრო დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22.9% წინააღმდეგ 29.6%-სა).
52-კვირიანი მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევა ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტითა და გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (NYHA ფუნქციური კლასი I-III) ვილდაგლიპტინის ეფექტის შესაფასებლად 50 მგ დღეში ორჯერ (N=128) პლაცებოსთან შედარებით (N=126) მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (LVEF). ვილდაგლიპტინი არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან ადრე არსებული CHF-ის გაუარესებასთან. შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენები მთლიანობაში დაბალანსებული იყო. უფრო მეტი კარდიული მოვლენა იყო ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში NYHA III კლასის გულის უკმარისობით, პლაცებოსთან შედარებით. თუმცა, იყო დისბალანსი საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკში, რომლის შედეგადაც პლაცებო ჩაითვლებოდა უპირატესად, მაგრამ მოვლენების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი გამორიცხავს ამაზე მტკიცე დასკვნების გაკეთების საფუძელს. მე-16 კვირაში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (სხვაობა 0.6%) 7.8% საწყისი მაჩვენებლიდან. NYHA III კლასის მქონე ქვეჯგუფში, HbA1c-ის შემცირება პლაცებოსთან შედარებით უფრო დაბალი იყო (სხვაობა 0.3%), მაგრამ ეს დასკვნა შეზღუდულია პაციენტთა მცირე რაოდენობის გამო (n=44). ჰიპოგლიკემიის სიხშირე მთლიან პოპულაციაში იყო 4.7% და შესაბამისად 5.6% ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფში.
ხუთწლიანი მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევა (VERIFY) ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი, რათა შეეფასებინათ ადრეული კომბინირებული თერაპიის ეფექტი ვილდაგლიპტინთან და მეტფორმინთან (N=998) სტანდარტული პირველადი მეტფორმინის მონოთერაპიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება ვილდაგლიპტინის კომბინაცია ახლად დიაგნოზირებულ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებთან (თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფი, N = 1,003). დღეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინი პლიუს მეტფორმინის კომბინირებული რეჟიმი სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვან საფრთხის შემცირებას იწვევდა "დადასტურებული საწყისი მკურნალობის წარუმატებლობამდე"(HbA1c value ≥7%) მეტფორმინის მონოთერაპიის წინააღმდეგ იმ ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ მკურნალობას 5 წლიანი კვლევის განმავლობაში (HR [95%CI]: 0.51 [0.45, 0.58]; p<0.001). საწყისი მკურნალობის წარუმატებლობის სიხშირე (HbA1c მნიშვნელობა ≥7%) კომბინირებული მკურნალობის ჯგუფის 429 პაციენტში იყო (43.6%) და თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფის 614 (62.1%) პაციენტში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი
ჩატარდა დამოუკიდებლად და პერსპექტიულად შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მეტა-ანალიზი 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის III და IV მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის კლინიკური კვლევები 37 ფაზიდან (საშუალო ექსპოზიცია 50 კვირა ვილდაგლიპტინისთვის და 49 კვირა შესადარებელი პრეპარატისთვის). აღნიშნული კვლევებით დადასტურდა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ზრდასთან შესადარებელ პრეპარატთან განსხვავებით. შეფასებული, ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE) საბოლოო წერტილი, მათ შორის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი ან კარდიოვასკულარული სიკვდილი, მსგავსი იყო ვილდაგლიპტინისთვის კომბინირებული აქტიური და პლაცებოს შედარებისთვის [Mantel–Haenszel რისკის თანაფარდობა (M-H RR) 0.82 (95% ნდობის ინტერვალი). -1.11)] ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოებას. MACE დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები 9599 პაციენტიდან 83-ში (0.86%) და 7102-დან 85-ში (1.20%), პაციენტებში რომლებიც იტარებდნენ შედარებით მკურნალობას. MACE -ის თითოეული ინდივიდუალური კომპონენტის შეფასებამ არ აჩვენა გაზრდილი რისკი (მსგავსი M-H RR). დადასტურებული გულის უკმარისობის (H)F მოვლენები, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც HF, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან HF-ს ახალ დაწყებას, შეტყობინებული იყო 41 (0.43%) ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტში და 32 პაციენტში (0.45%) რომლებიც იტარებდნენ შედარებით მკურნალობას, M-H RR 1.08 (95% CI 0.68-1.70), არ აჩვენა გულის უკმარისობის გაზრდილი რისკი ვილდაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში.
ცხრილი 8 ვილდაგლიპტინის ძირითადი ეფექტურობის შედეგები პლაცებო კონტროლირებად მონოთერაპიის კვლევებში და კომბინირებული თერაპიის დამატებით კვლევებში (ITT პოპულაციის პირველადი ეფექტურობა)
მონოთერაპიის პლაცებო კონტროლირებადი კვლევები
საშუალო საბაზისო დონე HbA1c (%)
HbA1cსაწყისი მაჩვენებლიდან საშუალო ცვლილება (%)24 კვირაში
პლაცებო კორექტირებული საშუალო ცვლილება HbA1c-ში (%) 24 კვირაში (95% CI)
კვლევა 2301: ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთჯერ დღეში (N=90)
- 6
- 0.8
- 0.5* (-0.8, -0.1)
კვლევა 2384: ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში (N=79)
- 4
- 0.7
- 0.7* (-1.1, -0.4)
- p<0.05 პლაცებოსთან შედარებისას
დამატებითი/კომბინირებული კვლევები
ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი (N=143)
- 4
- 0.9
- 1.1* (-1.4, -0.8)
ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში + გლიმეპირიდი (N=132)
- 5
- 0.6
- 0.6* (-0.9, -0.4)
ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + პიოგლიტაზონი (N=136)
- 7
- 1.0
- 0.7* (-0.9, -0.4)
ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში+მეტფორმინი+გლიმეპირიდი (N=152)
- 8
- 1.0
- 0.8* (-1.0, -0.5)
- p< 0.05 პლაცებოსთან შედარებისას
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ვილდაგლიპტინის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (იხ. პარაგრაფი 4.2 ინფორმაცია პედიატრიული გამოყენების შესახებ).
- 2 ფარმაკოკინეტიკური მონაცემები
შეწოვა
უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ, ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1,7 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღებისას ვილდაგლიპტინის შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდება და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის დროის ხანგრძლივობა 2.5 საათამდე იზრდება (AUC). ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღება იწვევს Cmax-ის (19%) შემცირებას. თუმცა, აღნიშნული ცვალებადობა არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 85%.
განაწილება
ვილდაგლიპტინის შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაბალია (9,3%). ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც მიუთითებს ექსტრავასკულარულ განაწილებაზე.
ბიოტრანსფორმაცია
ვილდაგლიპტინის გამოყოფის ძირითადი გზა ადამიანებში მისი მეტაბოლიზმია და მოიცავს დოზის 69%-ს. ძირითადი მეტაბოლიტი LAY151 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანოკომპონენტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რომელიც შეადგენს დოზის 57%-ს, შემდეგ მოდის გლუკურონიდი (BQS867) და ამიდური ჰიდროლიზი (დოზის 4%). ინ ვიტრო მონაცემებით სავარაუდოა, რომ თირკმელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს მისი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტის LAY151-ის მიმართ. DPP-4 ნაწილობრივ ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს, დეფიციტურ ვირთაგვებში ჩატარებული ინ ვივო კვლევის მიხედვით. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომა Р450 ფერმენტების მონაწილეობით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე გავლენას არ მოახდენს თანმხლები მედიკამენტები, რომლებიც წარმოადგენენ CYP 450 ინჰიბიტორებს და/ან ინდუქტორებს. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს/აინდუქცირებს CYP 450 ფერმენტებს. ამიტომ, ვილდაგლიპტინმა ნაკლებად სავარაუდოა იმოქმედოს თანხმლები მედიკამენტების მეტაბოლურ კლირენსზე CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5-ის მიერ.
გამოყოფა
[14C] ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში, 15% - განავალში. პერორალურად მიღებული დოზის 23% გამოიყოფა თირკმლების მიერ უცვლელი სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის საერთო პლაზმური და თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს და 13 ლ/სთ-ს, შესაბამისად. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.
ხაზოვნება/არახაზოვნება
დოზების თერაპიულ დიაპაზონში ვილდაგლიპტინის პიკური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში და მრუდქვეშა ფართობი “პლაზმური კონცენტრაცია-დრო” (AUC) გაიზარდა დაახლოებით შეყვანილი დოზის პროპორციულად.
განსაკუთრებული პოპულაციები
სქესი
განსხვავებები არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების მხრივ სხვადასხვა ასაკის და სხეულის მასის ინდექსის (სმი) მქონე მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტებს შორის. ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის დათრგუნვის უნარი არ იყო დამოკიდებული სქესზე.
ხანდაზმულები
ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელ სუბიექტებში (≥70 წლის) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ IR ტაბლეტები დღეში ერთჯერ) გაიზარდა 32%-ით, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 18%-ით ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებთან (18-40 წლის) შედარებით. ამ ცვლილებებს არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა. შესწავლილ ასაკობრივ ჯგუფებში ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის დათრგუნვის უნარზე ზეგავლენას არ ახდენდა ასაკი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ზეგავლენა შესწავლილ იქნა პაციენტებში მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით (6 ქულიდან (მსუბუქი ხარისხი) 12 ქულამდე (მძიმე ხარისხი)) და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევებით ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნა ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის დაქვეითება (20%-ით და 8%-ით, შესაბამისად) მაშინ, როდესაც ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (მომატება ან შემცირება) შეადგენდა ~30%-ს, რაც არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. არ გამოვლენილა დამოკიდებულება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმეს და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის.
თირკლმლის ფუნქციის დარღვევა
ვილდაგლიპტინის ქვედა თერაპიული დოზის (50 მგ დღეში ერთხელ) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად ჩატარდა მრავალჯერადი დოზის, ღია კვლევა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში, რომელიც განისაზღვრა კრეატინინის კლირენსით (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ-მდე, საშუალო: 30-დან <50 მლ/წთ-მდე და მწვავე: <30 მლ/წთ), რაც შედარებულ იქნა ნორმალურ ჯანსაღ სუბიექტებთან.
ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით ვილდაგლიპტინის AUC საშუალოდ 1.4-ჯერ, 1.7-ჯერ და 2-ჯერ გაიზარდა თირკმელების მსუბუქი, საშუალო და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. შესაბამისად, LAY151 და BQS867 მეტაბოლიტების AUC გაიზარდა საშუალოდ დაახლოებით 1,5, 3 და 7-ჯერ თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმელების ბოლო სტადიის მქონე პაციენტების შეზღუდული მონაცემები (ESRD) მიუთითებს, რომ ვილდაგლიპტინის საერთო სურათი …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი
ვილგლედი (ვილდაგლიპტინი 50 მგ ტაბლეტი)
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ შეფუთვის ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.
შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი
რა არის ვილდაგლიპტინი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ვილდაგლიპტინის მიღებამდე
ვილდაგლიპტინის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვილდაგლიპტინის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის ვილდაგლიპტინი და რისთვის გამოიყენება იგი
ვილდაგლიპტინის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები".
ვილდაგლიპტინი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვილდაგლიპტინს ცალკე ან სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც მიიღებთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა დიაბეტის კონტროლისთვის.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ გამომუშავებული ინსულინი არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით კვების შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე იზრდება. ამ ორივე ნივთიერებას გამომუშავება ხდება პანკრეასის მიერ.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინის მოქმედებით, პანკრეასი აწარმოებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამ პრეპარატის გამოყენებით მცირდება სისხლში შაქრის შემცველობა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა იწყებთ დიაბეტის მკურნალობას, მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ დიეტა და/ან ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის.
- რა უნდა იცოდეთ ვილდაგლიპტინის მიღებამდე
არ მიიღოთ ვილდაგლიპტინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიული ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6). თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ალერგიული იყოთ ვილდაგლიპტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, არ მიიღოთ იგი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვილდაგლიპტინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს იმ შემთხვევაში,
თუ თქვენ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან თუ აგეღნიშნებათ დიაბეტური კეტოაციდოზი.
თუ თქვენ იღებთ დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ცნობილია როგორც სულფონილშარდოვანა (თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას დოზა მისი ვილდაგლიპტინთან ერთად მიღებისას, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლის განვითარება [ჰიპოგლიკემია]).
თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის დაავადება (თქვენ უნდა მიიღოთ ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი დოზა).
თუ ხართ დიალიზზე.
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა.
თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება. თუ ადრე იღებდით ვილდაგლიპტინს, მაგრამ ღვიძლის დაავადების გამო მისი მიღება შეწყვიტეთ, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
კანის საფარის დაზიანება (დიაბეტური კანი) დიაბეტის ზოგადი გართულებაა. თქვენი ექიმის ან ექთანის რჩევით დაიცავით კანისა და ფეხის მოვლის რეკომენდაციები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალი ბუშტუკების ან წყლულების გაჩენას ვილდაგლიპტინის მიღებისას. მათი განვითრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ღვიძლის ფუნქციის დასადგენად ჩატარდება ტესტი ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, სამი თვის ინტერვალით პირველი წლის განმავლობაში და ამის შემდგომ პერიოდულად. აღნიშნული ემსახურება ღვიძლის ფერმენტების ზრდის ნიშნების რაც შეიძლება ადრეულ გამოვლინებას.
ბავშვები და მოზარდები
ვილდაგლიპტინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ვილდაგლიპტინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ვილდაგლიპტინის დოზა თქვენთვის, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
- თიაზიდები ან სხვა შარდმდენები (ასევე უწოდებენ წყლის ტაბლეტებს)
- კორტიკოსტეროიდები (ზოგადად გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
- ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტები
- ნერვულ სისტემაზე მოქმედი გარკვეული მედიკამენტები.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობის დროს ვილდაგლიპტინი არ უნდა გამოიყენოთ. უცნობია გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ვილდაგლიპტინის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას
ვილდაგლიპტინი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ვილდაგლიპტინი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმის".
- ვილდაგლიპტინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მისი სწორად გამოყენების წესში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როდის და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ იგი
ვილდაგლიპტინის დოზირება ადამიანებში განსხვავდება მათი მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ვილდაგლიპტინის ტაბლეტების საჭირო რაოდენობის მიღების შესახებ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა:
- მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ, თუ იღებთ ვილდაგლიპტინს სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით სულფონილშარდოვანა.
- თუ იღებთ მხოლოდ ვილდაგლიპტინს 100 მგ მიღების დღიური დოზაა, 50 მგ დილას 50 მგ საღამოს, სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელსაც ეწოდება მეტფორმინი ან გლიტაზონი, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციით, ან ინსულინთან ერთად.
- თუ გაქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე დაავადება ან თუ იმყოფებით დიალიზზე მისი მიღების დღიური დოზაა დილას 50 მგ. როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი • გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
როგორ მივიღოთ ვილდაგლიპტინი
- გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ვილდაგლიპტინი
- მიიღეთ ვილდაგლიპტინი ყოველდღე რა ხანგრძლივობის რეკომენდაციასაც მოგცემთ ექიმი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ვილდაგლიპტინით მკურნალობა ხანგრძლივი დროის მანძილზე.
- თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, რათა შეამოწმოს აქვს თუ არა მკურნალობას სასურველი ეფექტი.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ვილდაგლიპტინს
თუ თქვენ იღებთ ვილდაგლიპტინის საჭიროზე მეტ დოზას, ან თუ ვინმემ მიიღო თქვენი პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში მიდიხართ, თან წაიღეთ შეფუთვა. თუ დაგავიწყდათ ვილდაგლიპტინის მიღება ან დოზირების წესი, მაშინვე მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ხოლო შემდგომი დოზა მიიღეთ დანიშნულებისამებრ. გახსენებისას თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ის დოზა რომელიც დაგავიწყდათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
ვილდაგლიპტინის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მისი მიღების ხანგრძლივობის შესახებ გაჩენილი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვილდაგლიპტინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში:
- ანგიონევროზული შეშუპება (იშვიათად: შეიძლება მოხდეს 1000-დან 1 ადამიანში): სიმპტომები მოიცავს სახის, ენის ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, სუნთქვის გაძნელებას, უეცარ გამონაყარს ან ჭინჭრის ციებას, რაც შეიძლება მიუთითებდეს "ანგიონევროზულ შეშუპებაზე".
- ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათად): სიმპტომებია კანისა და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი).
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (სიხშირე უცნობია): სიმპტომები მოიცავს ძლიერ და მუდმივ ტკივილს მუცლის არეში (კუჭის მიდამოში), რომელის ტკივილმაც შესაძლოა ზურგამდეც მიაღწიოს, ასევე გულისრევა და ღებინება.
სხვა გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის მიღებისას:
- ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში): ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
- არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში): დაღლილობა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
- ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე
- არახშირი: ყაბზობა
- ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში): ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და გლიტაზონის მიღებისას:
- ხშირი: წონის მატება, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება)
- არახშირი: თავის ტკივილი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის ცალკე მიღებისას:
- ხშირი: თავბრუსხვევა
- არახშირი: თავის ტკივილი, ყაბზობა, ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (შეშუპება), სახსრების ტკივილი, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე.
- ძალიან იშვიათად: ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას მიღებისას:
- ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჭარბი ოფლიანობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ვილდაგლიპტინისა და ინსულინის მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):
- ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულძმარვა
- არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.
ამ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენიდან მოყოლებული, ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით): გამონაყარი ქავილით, პანკრეასის ანთება, კანის ან ბუშტუკების აქერცვლა, კუნთების ტკივილი
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ პირდაპირ ანგარიშგებით მიმართოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (ქვემოთ იხილეთ დეტალები). გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ვილდაგლიპტინის შენახვის პირობები
- პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ ვილდაგლიპტინის ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც დაზიანებულია ან აღენიშნება გაყალბების ნიშნები.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ვილდაგლიპტინი
- აქტიური ნივთიერებაა ვილდაგლიპტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
- სხვა ინგრედიენტებია უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) და მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ვილდაგლიპტინი და მისი შეფუთვის შიგთავსი
აღწერილობა: თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია 'V15' და მეორე მხარეს 'H'.
3 x10's შეფუთვის ფორმა დესიკანტ ალუ - ალუ ბლისტერის შეფუთვა
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Hetero Labs Limited (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ)
M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),
7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები),
სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი-500 018,
ტელანგანა, ინდოეთი.
ტელ: +91-40-23704923/24/25
ფაქსი: +91-40-23704926.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


