პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ვილაკრეტ 50

VILACRET 50

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში: მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომელთა გლიკემიური კონტროლი არასაკმარისია მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის ფონზე და ვისთვისაც მეტფორმინი არ არის შესაფერისი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP - 4) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BH02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046555
რეგისტრირებულია
27 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „რეგულათორი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავილაკრეტ 50 და სხვა წამალი ერთად

ვილაკრეტ 50 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვილდაგლიპტინი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში:

მონოთერაპიის სახით

პაციენტებში, რომელთა გლიკემიური კონტროლი არასაკმარისია მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის ფონზე და ვისთვისაც მეტფორმინი არ არის შესაფერისი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.

ორმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

მეტფორმინთან, არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით პაციენტებში, მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ასატანი დოზის მიუხედავად,

სულფონილშარდოვანასთან, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გლიკემიური კონტროლი სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ასატანი დოზის მიუხედავად და რომლებისთვისაც მეტფორმინი არ არის მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო,

თიაზოლიდინედიონთან, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გლიკემიური კონტროლი და ვისთვისაც თიაზოლიდინედიონის გამოყენება მიზანშეწონილია.

სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

  • სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან, როდესაც დიეტა და ფიზიკური აქტივობა ასევე ამ სამკურნალო საშუალებებით ორმაგი თერაპია არ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

ვილდაგლიპტინი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან (მეტფორმინით ან მის გარეშე) კომბინაციაში გამოყენებისთვის, როდესაც დიეტა და ფიზიკური ვარჯიში, ასევე ინსულინის სტაბილური დოზა არ უზრუნველყოფს საკმარის გლიკემიურ კონტროლს.

მიღების წესი და დოზირება

მოზარდები

მონოთერაპიის სახით გამოყენებისას მეტფორმინთან, თიაზოლიდინედიონთან, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზაა 100 მგ, რომელიც მიიღება დილით 50 მგ ერთჯერადი დოზით და საღამოს 50 მგ ერთჯერადი დოზით.

სულფონილშარდოვანასთან ორმაგ კომბინაციაში გამოყენებისას, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ, დილით. პაციენტთა ამ პოპულაციაში, ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზა არ აღმოჩნდა უფრო ეფექტური, ვიდრე ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში მიღება.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

100 მგ-ზე მეტი დოზები არ არის რეკომენდებული.

თუ გამოგრჩათ ვილდაგლიპტინის დოზა, ის უნდა მიიღოთ როგორც კი გაგახსენდებათ. არ შეიძლება იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება. ვილდაგლიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, სამმაგი პერორალური თერაპიის სახით, მეტფორმინთან და თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში დადგენილი არ არის.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ხანდაზმული პირები (≥ 65 წელი).

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 5.1 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (≥ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით). თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (ESRD), ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4, 5.1 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 3-ჯერ მეტია (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (< 18 წელი). ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 5.1).

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენება

ვილდაგლიპტინის გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხილეთ პუნქტი 5.2).

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ზოგადი

ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში. ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ტერმინალური უკმარისობის (ESRD) მქონე პაციენტებში შეზღუდული გამოცდილებაა. ამიტომ, ვილდაგლიპტინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2, 5.1 და 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთა მკურნალობამდე ALT ან AST აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 3-ჯერ ან მეტით (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2 და 5.2).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში, პაციენტები ზოგადად იყვნენ უსიმპტომოდ კლინიკური გართულებების გარეშე და ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმას უბრუნდებოდა. ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა ჩატარდეს ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტის საწყისი მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით. ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდგომში პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს ღვიძლის ფუნქცია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების დონის მომატება, უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის განმეორებითი ანალიზი შედეგის დასადასტურებლად და შემდგომში ხშირად უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები, სანამ მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება. თუ AST ან ALT-ის მატება 3-ჯერ ან მეტით აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, რეკომენდებულია ვილდაგლიპტინით თერაპიის შეწყვეტა.

პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდებათ სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქციის მაჩვენებლი სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტონ ვილდაგლიპტინის მიღება.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტისა და ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ, ვილდაგლიპტინით მკურნალობა გაგრძელება არ არის რეკომენდებული.

გულის უკმარისობა

ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევამ ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) I-III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან უკვე არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) გაუარესებასთან პლაცებოსთან შედარებით. ვილდაგლიპტინზე მყოფი NYHA III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში, კლინიკური გამოცდილება კვლავ შეზღუდულია და შედეგები არ არის დაზუსტებული (იხილეთ პუნქტი 5.1).

NYHA IV ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს და შესაბამისად, ამ პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დარღვევები კანის მხრივ

არაკლინიკურ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში მაიმუნების კიდურებზე დაფიქსირდა კანის დაზიანებები, მათ შორის ბუშტუკების და წყლულების გაჩენა (იხილეთ პუნქტი 5.3). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში კანის დაზიანებები გაზრდილი სიხშირით არ დაფიქსირებულა, დიაბეტით გამოწვეული კანის გართულებების მქონე პაციენტებში გამოცდილება იყო შეზღუდული. გარდა ამისა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების შემთხვევები. ამიტომ, დიაბეტის მქონე პაციენტის რუტინული მეთვალყურეობის ფარგლებში, რეკომენდებულია კანის დარღვევების, როგორიცაა ბუშტუკების ან წყლულების გაჩენა, მონიტორინგი.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

პანკრეატიტიზე ეჭვის შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო მწვავე პანკრეატიტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

ჰიპოგლიკემია

ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანას წარმოებულები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან ერთად, შესაძლოა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. ამიტომ, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზა.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვილდაგლიპტინს აქვს სხვა თანმხლებ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატი და არ აინჰიბირებს ან არ ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ურთიერთქმედებდეს იმ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან კომბინაცია

ამ პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ჩატარებული კვლევების შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

დიგოქსინი (Pgp სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები თუმცა, ეს არ არის დადგენილი სამიზნე პოპულაციაში.

ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან კომბინაცია

ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარდა წამლებს შორის ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან და სიმვასტატინთან. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინთან ერთად მიღების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაცია

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, შესაძლოა გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი. (იხილეთ პუნქტი 4.8).

ისევე როგორც სხვა პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტიკებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალი დოზებით გამოყენებისას (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკის შესახებ ინფორმაცია არ არის. ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების ნაკლებობის გამო, ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვილდაგლიპტინი ადამიანის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ვილდაგლიპტინის გამოყოფა რძეში. ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ვილდაგლიპტინის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა (იხ. პუნქტი 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა როგორც გვერდითი მოვლენები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

უსაფრთხოების მონაცემები მიღებული იქნა სულ 3,784 პაციენტისგან, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 50 მგ (დღეში ერთხელ) ან 100 მგ (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) დღიური დოზით, მინიმუმ 12 კვირის ხანგრძლივობის კონტროლირებად კვლევებში. ამ პაციენტებიდან 2,264 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს მონოთერაპიის სახით, ხოლო 1,520 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს სხვა სამკურნალო პროდუქტთან კომბინაციაში. 2,682 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინით 100 მგ დღეში (ან 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) და 1,102 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინით 50 მგ დღეში ერთხელ.

ამ კვლევებში გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. არასასურველ რეაქციებსა და ასაკს, ეთნიკურ კუთვნილებას, ზემოქმედების ხანგრძლივობას ან დღიურ დოზას შორის კავშირი არ არის გამოვლენილი.

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევები (მათ შორის ჰეპატიტი). ასეთ შემთხვევებში პაციენტები, როგორც წესი, ასიმპტომურები იყვნენ, კლინიკური გართულებების გარეშე, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ღვიძლის ფუნქცია ნორმას უბრუნდებოდა. 24 კვირამდე ხანგრძლივობის კონტროლირებადი მონოთერაპიისა და დამატებითი თერაპიის კვლევების მონაცემებში, ALT-ის ან AST-ის ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი მატების შემთხვევები (კლასიფიცირებული მინიმუმ 2 თანმიმდევრული გაზომვით ან მკურნალობის ბოლო ვიზიტის დროს) შეადგენად 0.2%, 0.3% და 0.2%-ს შესაბამისად ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ერთხელ, ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ და ყველა შედარებითი პრეპარატისთვის. ტრანსამინაზების ეს მატება, როგორც წესი, იყო უსიმპტომო, არ იყო პროგრესირებადი ხასიათის და არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან.

ვილდაგლიპტინის მიღებისას ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მსგავსი სიხშირით. შემთხვევათა უფრო დიდი ნაწილი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (აგფ-ინჰიბიტორი) კომბინაციაში. შემთხვევების უმეტესობა იყო მსუბუქი სიმძიმის და გაქრა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელების ფონზე.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში, ორმაგად ბრმა კვლევებში მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით, ქვემოთ ჩამოთვლილია თითოეული ჩვენებისთვის სისტემურ-ორგანული კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

მეტფორმინთან კომბინაცია

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დღიურად მეტფორმინთან ერთად ორმაგად ბრმა კვლევებში (N=208)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

ხშირი: თავის ტკივილი

ხშირი: თავბრუსხვევა

არახშირი: დაღლილობა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინის 100 მგ დღიური დოზის + მეტფორმინის კომბინაცია, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტა არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზას + მეტფორმინის და არც პლაცებო + მეტფორმინის მკურნალობის ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იყო ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დღიური დოზით მეტფორმინთან კომბინაციაში (1%) და არახშირი იყო პლაცებო + მეტფორმინის მიმღებ პაციენტებში (0.4%). ვილდაგლიპტინის ჯგუფებში მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საწყის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზით დაემატა მეტფორმინს (+0.2 კგ და -1.0 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

2 წელზე მეტი ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები, როდესაც ვილდაგლიპტინი დაემატა მეტფორმინს.

კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 50 მგ-ს სულფონილშარდოვანასთან ერთად ორმაგად ბრმა კვლევებში (N=170).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

ხშირი: თავის ტკივილი

ხშირი: თავბრუსხვევა

ხშირი: ასთენია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი: ყაბზობა

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინი 50 მგ + სულფონილშარდოვანას კომბინაცია, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე იყო 0.6% ვილდაგლიპტინი 50 მგ + სულფონილშარდოვანას ჯგუფში, ხოლო პლაცებო + სულფონილშარდოვანას მკურნალობის ჯგუფში -0%.

კლინიკურ კვლევებში, როდესაც ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ერთხელ ემატებოდა გლიმეპირიდს, ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 1.2%, პლაცებო + გლიმეპირიდის ჯგუფში 0.6%-თან შედარებით. ვილდაგლიპტინის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საწყის დონესთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ემატებოდა გლიმეპირიდს (-0.1 კგ და -0.4 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის შესაბამისად,).

თიაზოლიდინედიონთან კომბინაცია

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციები რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღეში თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში ორმაგად ბრმა კვლევებში (N=158)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: სხეულის წონის მატება

არახშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: თავის ტკივილი

არახშირი: ასთენია

სისხლძარღვთა დარღვევები

ხშირი: პერიფერიული შეშუპება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + თიაზოლიდინედიონს, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + თიაზოლიდინედიონის და არც პლაცებო + თიაზოლიდინედიონის მკურნალობის ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იყო არახშირი ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში (0.6%), მაგრამ იყო ხშირი პლაცებო + პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში (1.9%). ვილდაგლიპტინის ჯგუფებში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

პიოგლიტაზონის დამატებით კვლევაში, წონის აბსოლუტური მატება პლაცებოს, ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღიური დოზის ჯგუფებში შეადგენდა შესაბამისად 1.4 და 2.7 კგ შესაბამისად.

პერიფერიული შეშუპების შემთხვევები, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზა ემატებოდა პიოგლიტაზონის მაქსიმალურ დოზას (45 მგ დღეში ერთხელ), იყო 7.0%, ხოლო მხოლოდ პიოგლიტაზონის ფონური თერაპიის შემთხვევაში - 2.5%.

მონოთერაპია

ცხრილი 4. გვერდითი რეაქციები რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღიურად მონოთერაპიის სახით ორმაგად ბრმა კვლევებში (N=1,855).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ძალიან იშვიათი: ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

არახშირი: თავის ტკივილი

სისხლძარღვთა დარღვევები

არახშირი: პერიფერიული შეშუპება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი: ყაბზობა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

არახშირი: ართრალგია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

გარდა ამისა, ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის კონტროლირებად კვლევებში გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე არ იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დოზით დღეში (0.3%), ვიდრე პლაცებოს (0.6%) ან შედარებითი პრეპარატების (0.5%) ჯგუფში.

შედარებითი კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევებში ჰიპოგლიკემია იყო არახშირი, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში (1855-დან 7 პაციენტი) რომლებიც მკურნალობდნენ 100 მგ ვილდაგლიპტინით დღიურად, მაშინ როდესაც აქტიური შედარებითი პრეპარატის ან პლაცებოს ჯგუფებში ეს მაჩვენებელი იყო პაციენტების 0.2% (1082-დან 2 პაციენტი), სერიოზული ან მძიმე შემთხვევების გარეშე.

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საწყისი მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში მიიღებოდა მონოთერაპიის სახით (შესაბამისად, -0.3 კგ და -1.3 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში).

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს.

მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაცია

ცხრილი 5 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 50 მგ-ს ორჯერ დრეში მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (N=157)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ჰიპერჰიდროზი.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილის

ხშირი: ასთენია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდის მკურნალობის ჯგუფში. პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდის მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 0.6%-ს.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო ხშირი (5.1% ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდის ჯგუფისთვის ხოლო პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდის ჯგუფისთვის 1.9%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში დაფიქსირდა ერთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენა.

კვლევის დასრულების შემდეგ, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+0.6 კგ ვილდაგლიპტინის ჯგუფში და -0.1 კგ პლაცებოს ჯგუფში).

ინსულინთან კომბინაცია

ცხრილი 6. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ორმაგად ბრმა კვლევებში (N=371)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.

არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ ინსულინთან კომბინაციაში, მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე ვილდაგლიპტინის მკურნალობის ჯგუფში იყო 0.3% ხოლო პლაცებოს ჯგუფში მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ერთნაირი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (14.0% ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ხოლო 16.4% - პლაცებოს ჯგუფში). ორ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევა ვილდაგლიპტინის ჯგუფში ხოლო 6 პაციენტს პლაცებოს ჯგუფში.

კვლევის დასრულების შემდეგ, სხეულის საშუალო წონაზე გავლენა იყო ნეიტრალური (+0.6 კგ ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით ვილდაგლიპტინის ჯგუფში და წონის ცვლილება არ აღინიშნა პლაცებოს ჯგუფში).

პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება

ცხრილი 7. პოსტ-მარკეტინგული გვერდითი რეაქციები

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი (შექცევადია სამკურნალო საშუალების შეწყვეტის შემდეგ)

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები (შექცევადია სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ)

სიხშირე უცნობია: მიალგია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ურტიკარია

კანის ექსფოლიაციური და ბულოზური დაზიანებები, მათ შორის

ბულოზური პემფიგოიდი

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

ჭარბი დოზა

ვილდაგლიპტინის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სავარაუდო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიღებულია ჯანმრთელ სუბიექტებში დოზის გაზრდისას პრეპარატის ამტანობის კვლევიდან, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა და მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიის, ცხელების, შეშუპების და ლიპაზის დონის გარდამავალი მომატების ცალკეული შემთხვევები. 600 მგ დოზის მიღებისას ერთ სუბიექტს განუვითარდა ფეხებისა და ხელების შეშუპება, ასევე კრეატინფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის მომატება. კიდევ სამ სუბიექტს განუვითარდა ფეხების შეშუპება, მათგან ორს პარესთეზიაც. საკვლევი სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული მაჩვენებლის დარღვევა მკურნალობის გარეშე გაქრა.

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მხარდამჭერი მკურნალობა. ვილდაგლიპტინის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით შეუძლებელია. თუმცა, ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტის (LAY 151) გამოყვანა შესაძლებელია ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

ვილდაგლიპტინი ტაბლეტები 50 მგ

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს

შენახვის პირობები

2 წელი.

  • 4 შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა

10 ცალიანი ბლისტერული შეფუთვა, ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისთვის

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები,

ათქ კოდი: A10BH02

ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება ინსულარული (კუნძულოვანი) ფუნქციის გამაძლიერებელ კლასს, არის ძლიერი და სელექტიური DPP-4 ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას, რის შედეგადაც იზრდება როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ ენდოგენური ინკრეტინული ჰორმონების — GLP-1-ის (გლუკაგონისმაგვარი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) — დონე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ამ ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონის გაზრდით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც უმჯობესდება გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეცია. ვილდაგლიპტინი 50–100 მგ დღიური დოზით მკურნალობა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტა-უჯრედების ფუნქციის მაჩვენებლებს, მათ შორის HOMA-β-ს (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება – β), პროინსულინისა და ინსულინის თანაფარდობას და ბეტა-უჯრედების რეაგირების მაჩვენებლებს, რომლებიც აღებულია ხშირად საკვების ტოლერანტობის ტესტიდან. არადიაბეტურ (ნორმოგლიკემიურ) პირებში ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და არ ამცირებს გლუკოზის დონეს.

ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდით ვილდაგლიპტინი ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკაგონის უფრო გლუკოზაზე ადაპტირებულ სეკრეციას.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინის/გლუკაგონის თანაფარდობის გაძლიერებული ზრდა, ინკრეტინული ჰორმონების დონის მომატების შედეგად, ამცირებს ღვიძლის გლუკოზის წარმოქმნას როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის შემცირებას.

ცნობილი ეფექტი, რომ GLP-1-ის დონის მატება აფერხებს კუჭის დაცლას, ვილდაგლიპტინით მკურნალობისას არ აღინიშნება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

2 ტიპის დიაბეტის მქონე 15,000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ ან აქტიურად კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომელთა ხანგრძლივობა 2 წელზე მეტს აღწევდა. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი ეძლეოდა 9,000-ზე მეტ პაციენტს დღიური დოზებით: 50 მგ ერთხელ დღეში, 50 მგ ორჯერ დღეში ან 100 მგ ერთხელ დღეში. 5,000-ზე მეტმა მამაკაცმა და 4,000-ზე მეტმა ქალმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში ან 100 მგ დღეში. 65 წლის და მეტი ასაკის 1,900-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში ან 100 მგ დღეში.

ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა როგორც მონოთერაპია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მკურნალობის გარეშე პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებთან კომბინაციაში, რომელთა გლიკემიური კონტროლი სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატებით არ იყო საკმარისი.

საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი როგორც მონოთერაპიისას, ისე კომბინაციაში მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან და თიაზოლიდინედიონთან გამოყენებისას, რაც გამოიხატა HbA1c-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებით საწყის მაჩვენებელთან შედარებით კვლევის საბოლოო ეტაპზე (იხ. ცხრილი 8).

კლინიკურ კვლევებში HbA1c-ის შემცირების მასშტაბი იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომელთაც კვლევის დასაწყისში უფრო მაღალი HbA1c ჰქონდათ.

52-კვირიან ორმაგად ბრმა კონტროლირებად კვლევაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ დღეში ორჯერ) საწყისი HbA1c-ის დონე შეამცირა -1%-ით, მეტფორმინის (ტიტრირებული 2 გ/დღეში) -1.6%-თან შედარებით. სტატისტიკურად უფრო დაბალი ეფექტურობა არ დადასტურებულა. ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

24-კვირიან ორმაგად ბრმა კონტროლირებად კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შდარებულ იყო როზიგლიტაზონთან (8 მგ დღეში ერთხელ). საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინის შემთხვევაში იყო -1.20% და როზიგლიტაზონის შემთხვევაში -1.48% იმ პაციენტებში, რომელთა საბაზისო HbA1c საშუალო მაჩვენებელი იყო 8.7%. როზიგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა წონის საშუალო მატება (+1.6 კგ), ხოლო ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონის მატება არ დაფიქსირებულა (-0.3 კგ). პერიფერიული შეშუპების შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, ვიდრე როზიგლიტაზონის ჯგუფში (შესაბამისად, 2.1% 4.1%-ის წინააღმდეგ).

2-წლიანი კლინიკური კვლევის ფარგლებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (320 მგ-მდე/დღეში). ორი წლის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება შეადგენდა ვილდაგლიპტინისთვის -0.5% და გლიკლაზიდისთვის -0.6%, HBA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი 8.6%-დან. სტატისტიკურად არ იქნა დდასტურებული უფრო ნაკლები ეფექტურობა.

ვილდაგლიპტინის გამოყენება უკავშირდებოდა ჰიპოგლიკემიის ნაკლებ შემთხვევებთან (0.7%), გლიკლაზიდთან (1.7%) შედარებით.

24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ ერთხელ დღეში) მეტფორმინით არასაკმარისად კონტროლირებად პაციენტებში (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). HbA1c-ის საწყისი დონის საშუალო შემცირება 8.4%-ით შეადგენდა -0.9%-ს მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას და -1.0%-ს მეტფორმინთან პიოგლიტაზონის დამატებისას. საშუალოდ +1.9 კგ წონის მატება დაფიქსირდა მეტფორმინთან ერთად პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში, მეტფორმინთან ერთად ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში კი +0.3 კგ.

2-წლიანი კლინიკური კვლევის ფარგლებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო გლიმეპირიდთან (6 მგ/დღეში - საშუალო დოზა 2 წლის შემდეგ: 4.6 მგ) მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში (საშუალო დღიური დოზა: 1894 მგ). 1 წლის შემდეგ HbA1c-ის საშუალო შემცირება იყო -0.4% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას და -0.5% მეტფორმინთან გლიმეპირიდის დამატებისას, HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი 7.3%-დან. ვილდაგლიპტინის მიღებისას სხეულის წონის ცვლილება იყო -0.2 კგ, გლიმეპირიდის მიღებისას +1.6 კგ-თან შედარებით. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%), ვიდრე გლიმეპირიდის ჯგუფში (16.2%). კვლევის საბოლოო წერტილში (2 წელი), HbA1c-ის დონე ორივე მკურნალობის ჯგუფში იყო საბაზისო მაჩვენებლების მსგავსი და სხეულის წონის ცვლილებებისა და ჰიპოგლიკემიის სხვაობები შენარჩუნდა.

52-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იქნა გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა: 229.5 მგ) იმ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდნენ მეტფორმინით (მეტფორმინის საწყისი დოზა 1928 მგ/დღეში). 1 წლის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება შეადგენდა -0.81% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c 8.4%) და -0.85% მეტფორმინთან გლიკლაზიდის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c 8.5%); სტატისტიკურად დადასტურდა არანაკლები ეფექტურობა (95% CI -0.11 – 0.20). სხეულის მასის ცვლილება ვილდაგლიპტინის ჯგუფში შეადგენდა +0.1 კგ-ს, ხოლო გლიკლაზიდის ჯგუფში დაფიქსირდა +1.4 კგ-იანი მატება.

24-კვირიან კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის (თანდათანობით ტიტრირებული 50 მგ/500 მგ დღეში ორჯერ ან 50 მგ/1000 მგ დღეში ორჯერ) ეფექტურობა, როგორც საწყისი თერაპია, ადრენალინის მიმღებ პაციენტებში. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში ამცირებს HbA1c-ს, -1.82%-ით, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში, -1.61%-ით, მეტფორმინი 1000 მგ ორჯერ დღეში -1.36%-ით და ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში -1.09%-ით, HbA1c-ს საშუალო საწყისი მაჩვენებლის 8.6%-დან. HbA1c-ს შემცირება, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომელთა საწყისი დონე შეადგენდა ≥10.0%-ს, იყო უფრო დიდი.

24-კვირიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინის 50 მგ დღეში ერთხელ მიღების ეფექტი პლაცებოსთან შედარებით, მე-2 ტიპის დიაბეტით და თირკმლის ზომიერი უკმარისობით (N=294) ან თირკმლის მძიმე უკმარისობით (N=221) დაავადებულ 515 პაციენტში. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების 68.8% და 80.5%, შესაბამისად, მკურნალობდა ინსულინით (საშუალო დღიური დოზა შესაბამისად 56 ერთეული და 51.6 ერთეული). თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.53%) საშუალო საწყისი 7.9%-დან. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.56%) საშუალო საწყისი 7.7%-დან.

ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) მეტფორმინთან (≥1500 მგ დღეში) და გლიმეპირიდთან (≥4 მგ დღეში) კომბინაციაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად 318 პაციენტზე ჩატარდა 24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა. ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოთი კორექტირებული საშუალო შემცირება HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებლიდან (8.8%) იყო -0.76%.

24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 449 პაციენტზე იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინის (50 მგ დღეში ორჯერ) ეფექტურობა და უსაფრთხოება საწყისი ან წინასწარ შერეული ინსულინის სტაბილურ დოზასთან (საშუალო დღიური დოზა 41 ერთეული) კომბინაციაში, ერთდროულად მეტფორმინის გამოყენებით (N=276) ან თანმხლები მეტფორმინის გარეშე (N=173). ვილდაგლიპტინმა ინსულინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით. საერთო პოპულაციაში, პლაცებო-კორექტირებული საშუალო შემცირება საშუალო საწყისი HbA1c-დან 8.8%-თან შედარებით იყო -0.72%. ინსულინით ნამკურნალებ ქვეჯგუფებში, თანმხლები მეტფორმინით ან მის გარეშე, პლაცებო-კორექტირებული საშუალო შემცირება HbA1c-ის შესაბამისად იყო -0.63% და -0.84% ​​. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები საერთო პოპულაციაში წარმოადგენდა 8.4% და 7.2% შესაბამისად ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში. ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონაში მატება არ აღინიშნებოდა (+0.2 კგ), ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა წონაში კლება (-0.7 კგ).

კიდევ ერთ 24-კვირიან კვლევაში, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ინსულინით სათანადოდ ვერ კონტროლდებოდნენ (ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), HbA1c-ის საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინის ინსულინთან დამატებისას (50 მგ დღეში ორჯერ) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოსა და ინსულინის კომბინაციის (0.5% 0.2%-ის წინააღმდეგ) შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22.9% 29.6%-ის წინააღმდეგ).

52-კვირიანი მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა ჩატარდა მე-2 ტიპის დიაბეტის და გულის შეგუბებითი უკმარისობის (NYHA ფუნქციური კლასი I-III) მქონე პაციენტებში იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინი 50 მგ-ის დღეში ორჯერ მიღების ეფექტი (N=128) პლაცებოსთან (N=126) შედარებით მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (LVEF).

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან უკვე არსებული გულის ქრონიკული უკმარისობის გაუარესებასთან. გულ-სისხლძარღვთა მოვლენები საერთო ჯამში დაბალანსებული იყო. თუმცა, NYHA III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ვილდაგლიპტინს იღებდნენ, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უფრო მეტი გულისმიერი მოვლენა აღინიშნა. მიუხედავად ამისა, საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა რისკის დისბალანსი განაწილდა პლაცებოს სასარგებლოდ და მოვლენების რაოდენობა იყო დაბალი, რაც ხელს უშლიდა ზუსტი დასკვნების გაკეთებას. ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება 0.6%), მე-16 კვირაზე საწყისი საშუალო მაჩვენებელი 7.8%-დან. NYHA III კლასის მქონე ქვეჯგუფში HbA1c-ის შემცირება პლაცებოსთან შედარებით უფრო დაბალი იყო (განსხვავება 0.3%), თუმცა ეს დასკვნა შეზღუდულია პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (n=44). ჰიპოგლიკემიის შემთხვევები საერთო პოპულაციაში ვილდაგლიპტინის ჯგუფში იყო 4.7% და პლაცებოს ჯგუფში 5.6% შესაბამისად.

გულ-სისხლძარღვთა რისკი

ჩატარდა III და IV ფაზის მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის 37 კლინიკური კვლევის მეტაანალიზი, რომელშიც გულ-სისხლძარღვთა მოვლენები დამოუკიდებლად და წინასწარ იყო შეფასებული. კვლევების ხანგრძლივობა აღემატებოდა 2 წელს (ვილდაგლიპტინის საშუალო ექსპოზიცია — 50 კვირა, შედარებითი პრეპარატების — 49 კვირა). ანალიზმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა რისკის ზრდასთან შედარებად პრეპარატებთან შედარებით. შეფასებული ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE) კომბინირებული საბოლოო მაჩვენებელი, რომელიც მოიცავდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტს ან გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილს, ვილდაგლიპტინისა და აქტიური/პლაცებო შედარებითი ჯგუფებისთვის მსგავსი იყო [მანტელ-ჰენცელის რისკის თანაფარდობა (M-H RR) 0.82 (95% CI 0.61-1.11)]. MACE დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები 9,599 (0.86%) პაციენტიდან 83-ში და შედარებადი პრეპარატით ნამკურნალები 7,102 (1.20%) პაციენტიდან 85-ში. MACE-ის თითოეული ინდივიდუალური კომპონენტის შეფასებამ არ აჩვენა გაზრდილი რისკი (მსგავსი M-H RR). დადასტურებული გულის უკმარისობის (HF) შემთხვევები, რომლებიც განისაზღვრა როგორც გულის უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, ან ახლად განვითარებული გულის უკმარისობა, დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ 41 პაციენტში (0.43%) და შედარებადი პრეპარატებით ნამკურნალებ 32 პაციენტში (0.45%). M-H RR იყო 1.08 (95% საანდოობის ინტერვალი 0.68–1.70).

ცხრილი 8. ვილდაგლიპტინის ეფექტურობის ძირითადი შედეგები პლაცებოკონტროლირებად მონოთერაპიის კვლევებში და დამატებითი კომბინირებული თერაპიის კვლევებში (ეფექტურობის პირველადი შეფასების ITT პოპულაცია)

მონოთერაპიის პლაცებო კონტროლირებადი კვლევები

HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი (%)

საშუალო ცვლილება საწყისიდან

პლაცებოთი კორექტირებული საშუალო ცვლილება

HbA1c (%) 24-ე კვირაზე

HbA1c (%) 24-ე კვირაზე (95% CI)

კვლევა 2301:

ვილდაგლიპტინი 50 მგ

  • 6
  • 0.8
  • 0.5* (-0.8, -0.1)

ორჯერ დღეში (N=90)

კვლევა 2384:

ვილდაგლიპტინი 50 მგ

  • 4
  • 0.7
  • 0.7* (-1.1, -0.4)

ორჯერ დღეში (N=79)

  • p<0.05 პლაცებოსთან შედარებისთვის

დამატებითი / კომბინირებული კვლევები

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 4
  • 0.9
  • 1.1* (-1.4, -0.8)

მეტფორმინი (N=143)

ვილდაგლიპტინი 50 მგ დღიურად +

  • 5
  • 0.6
  • 0.6* (-0.9, -0.4)

გლიმეპირიდი (N=132)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 7
  • 1.0
  • 0.7* (-0.9, -0.4)

პიოგლიტაზონი (N=136)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 8
  • 1.0
  • 0.8* (-1.0, -0.5)

მეტფორმინი + გლიმეპირიდი (N=152)

  • p<0.05 შედარებისთვის პლაცებო+შდარებადი პრეპარატის წინააღმდეგ

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააუქმა ვალდებულება, წარადგინოს ვილდაგლიპტინის კვლევების შედეგები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (პედიატრიულ გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.2).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

უზმოზე ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაციები აღინიშნება 1.7 საათში. საკვები ოდნავ ახანგრძლივებს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 საათამდე, მაგრამ არ ცვლის საერთო ექსპოზიციას (AUC). ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღება იწვევს Cmax-ის შემცირებას (19%). თუმცა, ეს ცვლილება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 85%-ს.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (9.3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ (Vss) ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში 71 ლიტრია, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის მეტაბოლიზმი რაც შეადგენს დოზის 69%-ს. ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანო ჯგუფის ჰიდროლიზის პროდუქტს; იგი შეადგენს დოზის 57%-ს. შემდეგ მოდის გლუკურონიდი (BQS867) და ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%).

ადამიანის თირკმლის მიკროსომებზე ჩატარებული ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ თირკმელი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში მის მთავარ არააქტიურ მეტაბოლიტად - LAY151-ად გარდაქმნაში.

DPP-4-ის დეფიციტის მქონე ვირთხებზე ჩატარებული in vivo კვლევის მიხედვით, DPP-4 ნაწილობრივ უწყობს ხელს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP 450 ფერმენტებით, შესამჩნევი ხარისხით. შესაბამისად, CYP 450 ინჰიბიტორების და/ან ინდუქტორების წარმომადგენლობითი თანმხლები მედიკამენტები გავლენას არ მოახდენს ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს და არ იწვევს CYP 450 ფერმენტების ინდუქციას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გავლენას ახდენდეს ისეთი პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP1A2, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4/5 ფერმენტებით.

ელიმინაცია

[14C]-ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდით, ხოლო 15% - განავალით. პერორალური მიღების შემდეგ უცვლელი ვილდაგლიპტინის თირკმლისმიერი გამოყოფა დოზის 23%-ს შეადგენდა. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის საერთო პლაზმური და თირკმლის კლირენსი შეადგენდა შესაბამისად 41 და 13 ლ/სთ-ს. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. პერორალური მიღების შემდეგ ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია.

ხაზოვნება / არახაზოვნება

ვილდაგლიპტინისთვის Cmax და პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) იზრდებოდა დაახლოებით დოზის პროპორციულად თერაპიული დოზების დიაპაზონში.

პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფების მახასიათებლები

სქესი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მამაკაც და ქალ ჯანმრთელ მოხალისეებს შორის არ გამოვლენილა ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში.

ვილდაგლიპტინით DPP-4-ის ინჰიბირება არ არის დამოკიდებული სქესზე.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში (≥70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ ერთხელ დღეში) გაიზარდა 32%-ით, ხოლო პლაზმაში პიკური კონცენტრაცია - 18%-ით, ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან (18–40 წელი) შედარებით. თუმცა, ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ასაკი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იქნა ღვიძლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის შემთხვევაში 6-დან მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 12-მდე) ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შემცირდა (შესაბამისად, 20% და 8%), ხოლო მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (ზრდა ან შემცირება) არის 30%, რაც კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება. ღვიძლის დაავადების სიმძიმესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის კორელაცია არ დაფიქსირებულა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ჩატარდა მულტი დოზის, ღია კლინიკური კვლევა ვილდაგლიპტინის დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ დღეში ერთხელ) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც განისაზღვრა კრეატინინის კლირენსით (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ-მდე, საშუალო: 30-დან <50 მლ/წთ-მდე და მძიმე: <30 მლ/წთ) ნორმალურ, ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ვილდაგლიპტინის AUC საშუალოდ გაიზარდა 1.4, 1.7 და 2-ჯერ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, შესაბამისად, ნორმალურ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. LAY151 და BQS867 მეტაბოლიტების AUC საშუალოდ დაახლოებით 1.5, 3 და 7-ჯერ გაიზარდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, შესაბამისად. თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების მქონე პაციენტების შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია მსგავსია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული ექსპოზიციისა. LAY151 კონცენტრაციები დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ვილდაგლიპტინი ჰემოდიალიზის საშუალებით შეზღუდული რაოდენობით გამოიდევნა (3% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის სესიის განმავლობაში, რომელიც დოზიდან 4 საათის შემდეგ დაიწყო).

ეთნიკური ჯგუფი

შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ რასას ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლები ზოგადი დახასიათება

ვილაკრეტი 50, ვილდაგლიპტინი ტაბლეტები 50 მგ

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ვილაკრეტი 50, ვილდაგლიპტინი ტაბლეტები 50 მგ

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ვილდაგლიპტინი ტაბლეტები 50 მგ

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს

  • ფარმაცევტული ფორმა:

ტაბლეტი

თეთრიდან მოთეთრო ფერის, მრგვალი ტაბლეტი ბრტყელი ზედაპირით და დახრილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „M“, ხოლო მეორე მხარეს „V11“.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ვილდაგლიპტინი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში:

მონოთერაპიის სახით

პაციენტებში, რომელთა გლიკემიური კონტროლი არასაკმარისია მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის ფონზე და ვისთვისაც მეტფორმინი არ არის შესაფერისი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.

ორმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

მეტფორმინთან, არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით პაციენტებში, მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ასატანი დოზის მიუხედავად,

სულფონილშარდოვანასთან, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გლიკემიური კონტროლი სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ასატანი დოზის მიუხედავად და რომლებისთვისაც მეტფორმინი არ არის მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო,

თიაზოლიდინედიონთან, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გლიკემიური კონტროლი და ვისთვისაც თიაზოლიდინედიონის გამოყენება მიზანშეწონილია.

სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

  • სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან, როდესაც დიეტა და ფიზიკური აქტივობა ასევე ამ სამკურნალო საშუალებებით ორმაგი თერაპია არ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

ვილდაგლიპტინი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან (მეტფორმინით ან მის გარეშე) კომბინაციაში გამოყენებისთვის, როდესაც დიეტა და ფიზიკური ვარჯიში, ასევე ინსულინის სტაბილური დოზა არ უზრუნველყოფს საკმარის გლიკემიურ კონტროლს.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზარდები

მონოთერაპიის სახით გამოყენებისას მეტფორმინთან, თიაზოლიდინედიონთან, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზაა 100 მგ, რომელიც მიიღება დილით 50 მგ ერთჯერადი დოზით და საღამოს 50 მგ ერთჯერადი დოზით.

სულფონილშარდოვანასთან ორმაგ კომბინაციაში გამოყენებისას, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ, დილით. პაციენტთა ამ პოპულაციაში, ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზა არ აღმოჩნდა უფრო ეფექტური, ვიდრე ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში მიღება.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

100 მგ-ზე მეტი დოზები არ არის რეკომენდებული.

თუ გამოგრჩათ ვილდაგლიპტინის დოზა, ის უნდა მიიღოთ როგორც კი გაგახსენდებათ. არ შეიძლება იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება. ვილდაგლიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, სამმაგი პერორალური თერაპიის სახით, მეტფორმინთან და თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში დადგენილი არ არის.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ხანდაზმული პირები (≥ 65 წელი).

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 5.1 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (≥ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით). თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის ან თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (ESRD), ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4, 5.1 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 3-ჯერ მეტია (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.4 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (< 18 წელი). ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 5.1).

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენება

ვილდაგლიპტინის გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხილეთ პუნქტი 5.2).

უკუჩვენებები

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ზოგადი

ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში. ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ტერმინალური უკმარისობის (ESRD) მქონე პაციენტებში შეზღუდული გამოცდილებაა. ამიტომ, ვილდაგლიპტინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2, 5.1 და 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთა მკურნალობამდე ALT ან AST აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 3-ჯერ ან მეტით (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2 და 5.2).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში, პაციენტები ზოგადად იყვნენ უსიმპტომოდ კლინიკური გართულებების გარეშე და ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმას უბრუნდებოდა. ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა ჩატარდეს ვილდაგლიპტინით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტის საწყისი მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით. ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს პირველი წლის განმავლობაში სამთვიანი ინტერვალებით და შემდგომში პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს ღვიძლის ფუნქცია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების დონის მომატება, უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის განმეორებითი ანალიზი შედეგის დასადასტურებლად და შემდგომში ხშირად უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები, სანამ მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება. თუ AST ან ALT-ის მატება 3-ჯერ ან მეტით აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, რეკომენდებულია ვილდაგლიპტინით თერაპიის შეწყვეტა.

პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდებათ სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქციის მაჩვენებლი სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტონ ვილდაგლიპტინის მიღება.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტისა და ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ, ვილდაგლიპტინით მკურნალობა გაგრძელება არ არის რეკომენდებული.

გულის უკმარისობა

ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევამ ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) I-III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან უკვე არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) გაუარესებასთან პლაცებოსთან შედარებით. ვილდაგლიპტინზე მყოფი NYHA III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში, კლინიკური გამოცდილება კვლავ შეზღუდულია და შედეგები არ არის დაზუსტებული (იხილეთ პუნქტი 5.1).

NYHA IV ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს და შესაბამისად, ამ პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დარღვევები კანის მხრივ

არაკლინიკურ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში მაიმუნების კიდურებზე დაფიქსირდა კანის დაზიანებები, მათ შორის ბუშტუკების და წყლულების გაჩენა (იხილეთ პუნქტი 5.3). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში კანის დაზიანებები გაზრდილი სიხშირით არ დაფიქსირებულა, დიაბეტით გამოწვეული კანის გართულებების მქონე პაციენტებში გამოცდილება იყო შეზღუდული. გარდა ამისა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების შემთხვევები. ამიტომ, დიაბეტის მქონე პაციენტის რუტინული მეთვალყურეობის ფარგლებში, რეკომენდებულია კანის დარღვევების, როგორიცაა ბუშტუკების ან წყლულების გაჩენა, მონიტორინგი.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

პანკრეატიტიზე ეჭვის შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა განახლდეს. სიფრთხილეა საჭირო მწვავე პანკრეატიტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

ჰიპოგლიკემია

ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანას წარმოებულები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან ერთად, შესაძლოა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. ამიტომ, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზა.

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ვილდაგლიპტინს აქვს სხვა თანმხლებ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატი და არ აინჰიბირებს ან არ ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ურთიერთქმედებდეს იმ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან კომბინაცია

ამ პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ჩატარებული კვლევების შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

დიგოქსინი (Pgp სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები თუმცა, ეს არ არის დადგენილი სამიზნე პოპულაციაში.

ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან კომბინაცია

ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარდა წამლებს შორის ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან და სიმვასტატინთან. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინთან ერთად მიღების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაცია

პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, შესაძლოა გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი. (იხილეთ პუნქტი 4.8).

ისევე როგორც სხვა პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტიკებით.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალი დოზებით გამოყენებისას (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკის შესახებ ინფორმაცია არ არის. ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების ნაკლებობის გამო, ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვილდაგლიპტინი ადამიანის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ვილდაგლიპტინის გამოყოფა რძეში. ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ვილდაგლიპტინის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა (იხ. პუნქტი 5.3).

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა როგორც გვერდითი მოვლენები, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

უსაფრთხოების მონაცემები მიღებული იქნა სულ 3,784 პაციენტისგან, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 50 მგ (დღეში ერთხელ) ან 100 მგ (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) დღიური დოზით, მინიმუმ 12 კვირის ხანგრძლივობის კონტროლირებად კვლევებში. ამ პაციენტებიდან 2,264 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს მონოთერაპიის სახით, ხოლო 1,520 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს სხვა სამკურნალო პროდუქტთან კომბინაციაში. 2,682 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინით 100 მგ დღეში (ან 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) და 1,102 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინით 50 მგ დღეში ერთხელ.

ამ კვლევებში გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. არასასურველ რეაქციებსა და ასაკს, ეთნიკურ კუთვნილებას, ზემოქმედების ხანგრძლივობას ან დღიურ დოზას შორის კავშირი არ არის გამოვლენილი.

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევები (მათ შორის ჰეპატიტი). ასეთ შემთხვევებში პაციენტები, როგორც წესი, ასიმპტომურები იყვნენ, კლინიკური გართულებების გარეშე, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ღვიძლის ფუნქცია ნორმას უბრუნდებოდა. 24 კვირამდე ხანგრძლივობის კონტროლირებადი მონოთერაპიისა და დამატებითი თერაპიის კვლევების მონაცემებში, ALT-ის ან AST-ის ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი მატების შემთხვევები (კლასიფიცირებული მინიმუმ 2 თანმიმდევრული გაზომვით ან მკურნალობის ბოლო ვიზიტის დროს) შეადგენად 0.2%, 0.3% და 0.2%-ს შესაბამისად ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ერთხელ, ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ და ყველა შედარებითი პრეპარატისთვის. ტრანსამინაზების ეს მატება, როგორც წესი, იყო უსიმპტომო, არ იყო პროგრესირებადი ხასიათის და არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან.

ვილდაგლიპტინის მიღებისას ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მსგავსი სიხშირით. შემთხვევათა უფრო დიდი ნაწილი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (აგფ-ინჰიბიტორი) კომბინაციაში. შემთხვევების უმეტესობა იყო მსუბუქი სიმძიმის და გაქრა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელების ფონზე.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში, ორმაგად ბრმა კვლევებში მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით, ქვემოთ ჩამოთვლილია თითოეული ჩვენებისთვის სისტემურ-ორგანული კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

მეტფორმინთან კომბინაცია

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დღიურად მეტფორმინთან ერთად ორმაგად ბრმა კვლევებში (N=208)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

ხშირი: თავის ტკივილი

ხშირი: თავბრუსხვევა

არახშირი: დაღლილობა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინის 100 მგ დღიური დოზის + მეტფორმინის კომბინაცია, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტა არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზას + მეტფორმინის და არც პლაცებო + მეტფორმინის მკურნალობის ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იყო ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დღიური დოზით მეტფორმინთან კომბინაციაში (1%) და არახშირი იყო პლაცებო + მეტფორმინის მიმღებ პაციენტებში (0.4%). ვილდაგლიპტინის ჯგუფებში მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საწყის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზით დაემატა მეტფორმინს (+0.2 კგ და -1.0 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

2 წელზე მეტი ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები, როდესაც ვილდაგლიპტინი დაემატა მეტფორმინს.

კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 50 მგ-ს სულფონილშარდოვანასთან ერთად ორმაგად ბრმა კვლევებში (N=170).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

ხშირი: თავის ტკივილი

ხშირი: თავბრუსხვევა

ხშირი: ასთენია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი: ყაბზობა

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინი 50 მგ + სულფონილშარდოვანას კომბინაცია, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე იყო 0.6% ვილდაგლიპტინი 50 მგ + სულფონილშარდოვანას ჯგუფში, ხოლო პლაცებო + სულფონილშარდოვანას მკურნალობის ჯგუფში -0%.

კლინიკურ კვლევებში, როდესაც ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ერთხელ ემატებოდა გლიმეპირიდს, ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 1.2%, პლაცებო + გლიმეპირიდის ჯგუფში 0.6%-თან შედარებით. ვილდაგლიპტინის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საწყის დონესთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ემატებოდა გლიმეპირიდს (-0.1 კგ და -0.4 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის შესაბამისად,).

თიაზოლიდინედიონთან კომბინაცია

ცხრილი 3. გვერდითი რეაქციები რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღეში თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში ორმაგად ბრმა კვლევებში (N=158)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: სხეულის წონის მატება

არახშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: თავის ტკივილი

არახშირი: ასთენია

სისხლძარღვთა დარღვევები

ხშირი: პერიფერიული შეშუპება

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + თიაზოლიდინედიონს, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + თიაზოლიდინედიონის და არც პლაცებო + თიაზოლიდინედიონის მკურნალობის ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იყო არახშირი ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში (0.6%), მაგრამ იყო ხშირი პლაცებო + პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში (1.9%). ვილდაგლიპტინის ჯგუფებში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

პიოგლიტაზონის დამატებით კვლევაში, წონის აბსოლუტური მატება პლაცებოს, ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღიური დოზის ჯგუფებში შეადგენდა შესაბამისად 1.4 და 2.7 კგ შესაბამისად.

პერიფერიული შეშუპების შემთხვევები, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღიური დოზა ემატებოდა პიოგლიტაზონის მაქსიმალურ დოზას (45 მგ დღეში ერთხელ), იყო 7.0%, ხოლო მხოლოდ პიოგლიტაზონის ფონური თერაპიის შემთხვევაში - 2.5%.

მონოთერაპია

ცხრილი 4. გვერდითი რეაქციები რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ-ს დღიურად მონოთერაპიის სახით ორმაგად ბრმა კვლევებში (N=1,855).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ძალიან იშვიათი: ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: ტრემორი

არახშირი: თავის ტკივილი

სისხლძარღვთა დარღვევები

არახშირი: პერიფერიული შეშუპება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

არახშირი: ყაბზობა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

არახშირი: ართრალგია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

გარდა ამისა, ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის კონტროლირებად კვლევებში გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე არ იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 100 მგ დოზით დღეში (0.3%), ვიდრე პლაცებოს (0.6%) ან შედარებითი პრეპარატების (0.5%) ჯგუფში.

შედარებითი კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევებში ჰიპოგლიკემია იყო არახშირი, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში (1855-დან 7 პაციენტი) რომლებიც მკურნალობდნენ 100 მგ ვილდაგლიპტინით დღიურად, მაშინ როდესაც აქტიური შედარებითი პრეპარატის ან პლაცებოს ჯგუფებში ეს მაჩვენებელი იყო პაციენტების 0.2% (1082-დან 2 პაციენტი), სერიოზული ან მძიმე შემთხვევების გარეშე.

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საწყისი მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში მიიღებოდა მონოთერაპიის სახით (შესაბამისად, -0.3 კგ და -1.3 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში).

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს.

მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაცია

ცხრილი 5 გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 50 მგ-ს ორჯერ დრეში მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (N=157)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპოგლიკემია.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავბრუსხვევა, ტრემორი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ჰიპერჰიდროზი.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილის

ხშირი: ასთენია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდის მკურნალობის ჯგუფში. პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდის მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 0.6%-ს.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო ხშირი (5.1% ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი + გლიმეპირიდის ჯგუფისთვის ხოლო პლაცებო + მეტფორმინი + გლიმეპირიდის ჯგუფისთვის 1.9%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში დაფიქსირდა ერთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენა.

კვლევის დასრულების შემდეგ, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+0.6 კგ ვილდაგლიპტინის ჯგუფში და -0.1 კგ პლაცებოს ჯგუფში).

ინსულინთან კომბინაცია

ცხრილი 6. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ორმაგად ბრმა კვლევებში (N=371)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, შემცივნება.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.

არახშირი: დიარეა, მეტეორიზმი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც გამოიყენებოდა ვილდაგლიპტინი 50 მგ დღეში ორჯერ ინსულინთან კომბინაციაში, მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე, გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე ვილდაგლიპტინის მკურნალობის ჯგუფში იყო 0.3% ხოლო პლაცებოს ჯგუფში მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ერთნაირი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (14.0% ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ხოლო 16.4% - პლაცებოს ჯგუფში). ორ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევა ვილდაგლიპტინის ჯგუფში ხოლო 6 პაციენტს პლაცებოს ჯგუფში.

კვლევის დასრულების შემდეგ, სხეულის საშუალო წონაზე გავლენა იყო ნეიტრალური (+0.6 კგ ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით ვილდაგლიპტინის ჯგუფში და წონის ცვლილება არ აღინიშნა პლაცებოს ჯგუფში).

პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება

ცხრილი 7. პოსტ-მარკეტინგული გვერდითი რეაქციები

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი (შექცევადია სამკურნალო საშუალების შეწყვეტის შემდეგ)

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები (შექცევადია სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ)

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: მიალგია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ურტიკარია

კანის ექსფოლიაციური და ბულოზური დაზიანებები, მათ შორის

ბულოზური პემფიგოიდი

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

  • 9 დოზის გადაჭარბება.

ვილდაგლიპტინის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სავარაუდო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიღებულია ჯანმრთელ სუბიექტებში დოზის გაზრდისას პრეპარატის ამტანობის კვლევიდან, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა და მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიის, ცხელების, შეშუპების და ლიპაზის დონის გარდამავალი მომატების ცალკეული შემთხვევები. 600 მგ დოზის მიღებისას ერთ სუბიექტს განუვითარდა ფეხებისა და ხელების შეშუპება, ასევე კრეატინფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის მომატება. კიდევ სამ სუბიექტს განუვითარდა ფეხების შეშუპება, მათგან ორს პარესთეზიაც. საკვლევი სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული მაჩვენებლის დარღვევა მკურნალობის გარეშე გაქრა.

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მხარდამჭერი მკურნალობა. ვილდაგლიპტინის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით შეუძლებელია. თუმცა, ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტის (LAY 151) გამოყვანა შესაძლებელია ჰემოდიალიზით.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები,

ათქ კოდი: A10BH02

ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება ინსულარული (კუნძულოვანი) ფუნქციის გამაძლიერებელ კლასს, არის ძლიერი და სელექტიური DPP-4 ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას, რის შედეგადაც იზრდება როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ ენდოგენური ინკრეტინული ჰორმონების — GLP-1-ის (გლუკაგონისმაგვარი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) — დონე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ამ ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონის გაზრდით ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც უმჯობესდება გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეცია. ვილდაგლიპტინი 50–100 მგ დღიური დოზით მკურნალობა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტა-უჯრედების ფუნქციის მაჩვენებლებს, მათ შორის HOMA-β-ს (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება – β), პროინსულინისა და ინსულინის თანაფარდობას და ბეტა-უჯრედების რეაგირების მაჩვენებლებს, რომლებიც აღებულია ხშირად საკვების ტოლერანტობის ტესტიდან. არადიაბეტურ (ნორმოგლიკემიურ) პირებში ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და არ ამცირებს გლუკოზის დონეს.

ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდით ვილდაგლიპტინი ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკაგონის უფრო გლუკოზაზე ადაპტირებულ სეკრეციას.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინის/გლუკაგონის თანაფარდობის გაძლიერებული ზრდა, ინკრეტინული ჰორმონების დონის მომატების შედეგად, ამცირებს ღვიძლის გლუკოზის წარმოქმნას როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის შემცირებას.

ცნობილი ეფექტი, რომ GLP-1-ის დონის მატება აფერხებს კუჭის დაცლას, ვილდაგლიპტინით მკურნალობისას არ აღინიშნება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

2 ტიპის დიაბეტის მქონე 15,000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ ან აქტიურად კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომელთა ხანგრძლივობა 2 წელზე მეტს აღწევდა. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი ეძლეოდა 9,000-ზე მეტ პაციენტს დღიური დოზებით: 50 მგ ერთხელ დღეში, 50 მგ ორჯერ დღეში ან 100 მგ ერთხელ დღეში. 5,000-ზე მეტმა მამაკაცმა და 4,000-ზე მეტმა ქალმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში ან 100 მგ დღეში. 65 წლის და მეტი ასაკის 1,900-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში ან 100 მგ დღეში.

ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა როგორც მონოთერაპია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მკურნალობის გარეშე პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებთან კომბინაციაში, რომელთა გლიკემიური კონტროლი სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატებით არ იყო საკმარისი.

საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი როგორც მონოთერაპიისას, ისე კომბინაციაში მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან და თიაზოლიდინედიონთან გამოყენებისას, რაც გამოიხატა HbA1c-ის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებით საწყის მაჩვენებელთან შედარებით კვლევის საბოლოო ეტაპზე (იხ. ცხრილი 8).

კლინიკურ კვლევებში HbA1c-ის შემცირების მასშტაბი იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომელთაც კვლევის დასაწყისში უფრო მაღალი HbA1c ჰქონდათ.

52-კვირიან ორმაგად ბრმა კონტროლირებად კვლევაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ დღეში ორჯერ) საწყისი HbA1c-ის დონე შეამცირა -1%-ით, მეტფორმინის (ტიტრირებული 2 გ/დღეში) -1.6%-თან შედარებით. სტატისტიკურად უფრო დაბალი ეფექტურობა არ დადასტურებულა. ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

24-კვირიან ორმაგად ბრმა კონტროლირებად კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შდარებულ იყო როზიგლიტაზონთან (8 მგ დღეში ერთხელ). საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინის შემთხვევაში იყო -1.20% და როზიგლიტაზონის შემთხვევაში -1.48% იმ პაციენტებში, რომელთა საბაზისო HbA1c საშუალო მაჩვენებელი იყო 8.7%. როზიგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა წონის საშუალო მატება (+1.6 კგ), ხოლო ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონის მატება არ დაფიქსირებულა (-0.3 კგ). პერიფერიული შეშუპების შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, ვიდრე როზიგლიტაზონის ჯგუფში (შესაბამისად, 2.1% 4.1%-ის წინააღმდეგ).

2-წლიანი კლინიკური კვლევის ფარგლებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო გლიკლაზიდთან (320 მგ-მდე/დღეში). ორი წლის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება შეადგენდა ვილდაგლიპტინისთვის -0.5% და გლიკლაზიდისთვის -0.6%, HBA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი 8.6%-დან. სტატისტიკურად არ იქნა დდასტურებული უფრო ნაკლები ეფექტურობა.

ვილდაგლიპტინის გამოყენება უკავშირდებოდა ჰიპოგლიკემიის ნაკლებ შემთხვევებთან (0.7%), გლიკლაზიდთან (1.7%) შედარებით.

24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ ერთხელ დღეში) მეტფორმინით არასაკმარისად კონტროლირებად პაციენტებში (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). HbA1c-ის საწყისი დონის საშუალო შემცირება 8.4%-ით შეადგენდა -0.9%-ს მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას და -1.0%-ს მეტფორმინთან პიოგლიტაზონის დამატებისას. საშუალოდ +1.9 კგ წონის მატება დაფიქსირდა მეტფორმინთან ერთად პიოგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში, მეტფორმინთან ერთად ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში კი +0.3 კგ.

2-წლიანი კლინიკური კვლევის ფარგლებში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იყო გლიმეპირიდთან (6 მგ/დღეში - საშუალო დოზა 2 წლის შემდეგ: 4.6 მგ) მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებში (საშუალო დღიური დოზა: 1894 მგ). 1 წლის შემდეგ HbA1c-ის საშუალო შემცირება იყო -0.4% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას და -0.5% მეტფორმინთან გლიმეპირიდის დამატებისას, HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი 7.3%-დან. ვილდაგლიპტინის მიღებისას სხეულის წონის ცვლილება იყო -0.2 კგ, გლიმეპირიდის მიღებისას +1.6 კგ-თან შედარებით. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%), ვიდრე გლიმეპირიდის ჯგუფში (16.2%). კვლევის საბოლოო წერტილში (2 წელი), HbA1c-ის დონე ორივე მკურნალობის ჯგუფში იყო საბაზისო მაჩვენებლების მსგავსი და სხეულის წონის ცვლილებებისა და ჰიპოგლიკემიის სხვაობები შენარჩუნდა.

52-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იქნა გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა: 229.5 მგ) იმ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდნენ მეტფორმინით (მეტფორმინის საწყისი დოზა 1928 მგ/დღეში). 1 წლის შემდეგ, HbA1c-ის საშუალო შემცირება შეადგენდა -0.81% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c 8.4%) და -0.85% მეტფორმინთან გლიკლაზიდის დამატებისას (საშუალო საწყისი HbA1c 8.5%); სტატისტიკურად დადასტურდა არანაკლები ეფექტურობა (95% CI -0.11 – 0.20). სხეულის მასის ცვლილება ვილდაგლიპტინის ჯგუფში შეადგენდა +0.1 კგ-ს, ხოლო გლიკლაზიდის ჯგუფში დაფიქსირდა +1.4 კგ-იანი მატება.

24-კვირიან კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის (თანდათანობით ტიტრირებული 50 მგ/500 მგ დღეში ორჯერ ან 50 მგ/1000 მგ დღეში ორჯერ) ეფექტურობა, როგორც საწყისი თერაპია, ადრენალინის მიმღებ პაციენტებში. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში ამცირებს HbA1c-ს, -1.82%-ით, ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი 50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში, -1.61%-ით, მეტფორმინი 1000 მგ ორჯერ დღეში -1.36%-ით და ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში -1.09%-ით, HbA1c-ს საშუალო საწყისი მაჩვენებლის 8.6%-დან. HbA1c-ს შემცირება, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომელთა საწყისი დონე შეადგენდა ≥10.0%-ს, იყო უფრო დიდი.

24-კვირიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინის 50 მგ დღეში ერთხელ მიღების ეფექტი პლაცებოსთან შედარებით, მე-2 ტიპის დიაბეტით და თირკმლის ზომიერი უკმარისობით (N=294) ან თირკმლის მძიმე უკმარისობით (N=221) დაავადებულ 515 პაციენტში. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების 68.8% და 80.5%, შესაბამისად, მკურნალობდა ინსულინით (საშუალო დღიური დოზა შესაბამისად 56 ერთეული და 51.6 ერთეული). თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.53%) საშუალო საწყისი 7.9%-დან. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება -0.56%) საშუალო საწყისი 7.7%-დან.

ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) მეტფორმინთან (≥1500 მგ დღეში) და გლიმეპირიდთან (≥4 მგ დღეში) კომბინაციაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად 318 პაციენტზე ჩატარდა 24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა. ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოთი კორექტირებული საშუალო შემცირება HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებლიდან (8.8%) იყო -0.76%.

24-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 449 პაციენტზე იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინის (50 მგ დღეში ორჯერ) ეფექტურობა და უსაფრთხოება საწყისი ან წინასწარ შერეული ინსულინის სტაბილურ დოზასთან (საშუალო დღიური დოზა 41 ერთეული) კომბინაციაში, ერთდროულად მეტფორმინის გამოყენებით (N=276) ან თანმხლები მეტფორმინის გარეშე (N=173). ვილდაგლიპტინმა ინსულინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით. საერთო პოპულაციაში, პლაცებო-კორექტირებული საშუალო შემცირება საშუალო საწყისი HbA1c-დან 8.8%-თან შედარებით იყო -0.72%. ინსულინით ნამკურნალებ ქვეჯგუფებში, თანმხლები მეტფორმინით ან მის გარეშე, პლაცებო-კორექტირებული საშუალო შემცირება HbA1c-ის შესაბამისად იყო -0.63% და -0.84% ​​. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები საერთო პოპულაციაში წარმოადგენდა 8.4% და 7.2% შესაბამისად ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში. ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონაში მატება არ აღინიშნებოდა (+0.2 კგ), ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა წონაში კლება (-0.7 კგ).

კიდევ ერთ 24-კვირიან კვლევაში, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ინსულინით სათანადოდ ვერ კონტროლდებოდნენ (ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), HbA1c-ის საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინის ინსულინთან დამატებისას (50 მგ დღეში ორჯერ) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოსა და ინსულინის კომბინაციის (0.5% 0.2%-ის წინააღმდეგ) შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში უფრო დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22.9% 29.6%-ის წინააღმდეგ).

52-კვირიანი მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა ჩატარდა მე-2 ტიპის დიაბეტის და გულის შეგუბებითი უკმარისობის (NYHA ფუნქციური კლასი I-III) მქონე პაციენტებში იმისათვის, რომ შეფასებულიყო ვილდაგლიპტინი 50 მგ-ის დღეში ორჯერ მიღების ეფექტი (N=128) პლაცებოსთან (N=126) შედარებით მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (LVEF).

ვილდაგლიპტინის გამოყენება არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან უკვე არსებული გულის ქრონიკული უკმარისობის გაუარესებასთან. გულ-სისხლძარღვთა მოვლენები საერთო ჯამში დაბალანსებული იყო. თუმცა, NYHA III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ვილდაგლიპტინს იღებდნენ, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უფრო მეტი გულისმიერი მოვლენა აღინიშნა. მიუხედავად ამისა, საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა რისკის დისბალანსი განაწილდა პლაცებოს სასარგებლოდ და მოვლენების რაოდენობა იყო დაბალი, რაც ხელს უშლიდა ზუსტი დასკვნების გაკეთებას. ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c-ის დონე პლაცებოსთან შედარებით (განსხვავება 0.6%), მე-16 კვირაზე საწყისი საშუალო მაჩვენებელი 7.8%-დან. NYHA III კლასის მქონე ქვეჯგუფში HbA1c-ის შემცირება პლაცებოსთან შედარებით უფრო დაბალი იყო (განსხვავება 0.3%), თუმცა ეს დასკვნა შეზღუდულია პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (n=44). ჰიპოგლიკემიის შემთხვევები საერთო პოპულაციაში ვილდაგლიპტინის ჯგუფში იყო 4.7% და პლაცებოს ჯგუფში 5.6% შესაბამისად.

გულ-სისხლძარღვთა რისკი

ჩატარდა III და IV ფაზის მონოთერაპიისა და კომბინირებული თერაპიის 37 კლინიკური კვლევის მეტაანალიზი, რომელშიც გულ-სისხლძარღვთა მოვლენები დამოუკიდებლად და წინასწარ იყო შეფასებული. კვლევების ხანგრძლივობა აღემატებოდა 2 წელს (ვილდაგლიპტინის საშუალო ექსპოზიცია — 50 კვირა, შედარებითი პრეპარატების — 49 კვირა). ანალიზმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა რისკის ზრდასთან შედარებად პრეპარატებთან შედარებით. შეფასებული ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE) კომბინირებული საბოლოო მაჩვენებელი, რომელიც მოიცავდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტს ან გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილს, ვილდაგლიპტინისა და აქტიური/პლაცებო შედარებითი ჯგუფებისთვის მსგავსი იყო [მანტელ-ჰენცელის რისკის თანაფარდობა (M-H RR) 0.82 (95% CI 0.61-1.11)]. MACE დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები 9,599 (0.86%) პაციენტიდან 83-ში და შედარებადი პრეპარატით ნამკურნალები 7,102 (1.20%) პაციენტიდან 85-ში. MACE-ის თითოეული ინდივიდუალური კომპონენტის შეფასებამ არ აჩვენა გაზრდილი რისკი (მსგავსი M-H RR). დადასტურებული გულის უკმარისობის (HF) შემთხვევები, რომლებიც განისაზღვრა როგორც გულის უკმარისობა, რომელიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, ან ახლად განვითარებული გულის უკმარისობა, დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ 41 პაციენტში (0.43%) და შედარებადი პრეპარატებით ნამკურნალებ 32 პაციენტში (0.45%). M-H RR იყო 1.08 (95% საანდოობის ინტერვალი 0.68–1.70).

ცხრილი 8. ვილდაგლიპტინის ეფექტურობის ძირითადი შედეგები პლაცებოკონტროლირებად მონოთერაპიის კვლევებში და დამატებითი კომბინირებული თერაპიის კვლევებში (ეფექტურობის პირველადი შეფასების ITT პოპულაცია)

მონოთერაპიის პლაცებო კონტროლირებადი კვლევები

HbA1c-ის საშუალო საწყისი მაჩვენებელი (%)

საშუალო ცვლილება საწყისიდან

პლაცებოთი კორექტირებული საშუალო ცვლილება

HbA1c (%) 24-ე კვირაზე

HbA1c (%) 24-ე კვირაზე (95% CI)

კვლევა 2301:

ვილდაგლიპტინი 50 მგ

  • 6
  • 0.8
  • 0.5* (-0.8, -0.1)

ორჯერ დღეში (N=90)

კვლევა 2384:

ვილდაგლიპტინი 50 მგ

  • 4
  • 0.7
  • 0.7* (-1.1, -0.4)

ორჯერ დღეში (N=79)

  • p<0.05 პლაცებოსთან შედარებისთვის

დამატებითი / კომბინირებული კვლევები

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 4
  • 0.9
  • 1.1* (-1.4, -0.8)

მეტფორმინი (N=143)

ვილდაგლიპტინი 50 მგ დღიურად +

  • 5
  • 0.6
  • 0.6* (-0.9, -0.4)

გლიმეპირიდი (N=132)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 7
  • 1.0
  • 0.7* (-0.9, -0.4)

პიოგლიტაზონი (N=136)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში +

  • 8
  • 1.0
  • 0.8* (-1.0, -0.5)

მეტფორმინი + გლიმეპირიდი (N=152)

  • p<0.05 შედარებისთვის პლაცებო+შდარებადი პრეპარატის წინააღმდეგ

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააუქმა ვალდებულება, წარადგინოს ვილდაგლიპტინის კვლევების შედეგები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (პედიატრიულ გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.2).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

უზმოზე ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, პიკური პლაზმური კონცენტრაციები აღინიშნება 1.7 საათში. საკვები ოდნავ ახანგრძლივებს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 საათამდე, მაგრამ არ ცვლის საერთო ექსპოზიციას (AUC). ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღება იწვევს Cmax-ის შემცირებას (19%). თუმცა, ეს ცვლილება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 85%-ს.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (9.3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ (Vss) ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში 71 ლიტრია, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითადი გზა არის მეტაბოლიზმი რაც შეადგენს დოზის 69%-ს. ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანო ჯგუფის ჰიდროლიზის პროდუქტს; იგი შეადგენს დოზის 57%-ს. შემდეგ მოდის გლუკურონიდი (BQS867) და ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%).

ადამიანის თირკმლის მიკროსომებზე ჩატარებული ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ თირკმელი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში მის მთავარ არააქტიურ მეტაბოლიტად - LAY151-ად გარდაქმნაში.

DPP-4-ის დეფიციტის მქონე ვირთხებზე ჩატარებული in vivo კვლევის მიხედვით, DPP-4 ნაწილობრივ უწყობს ხელს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP 450 ფერმენტებით, შესამჩნევი ხარისხით. შესაბამისად, CYP 450 ინჰიბიტორების და/ან ინდუქტორების წარმომადგენლობითი თანმხლები მედიკამენტები გავლენას არ მოახდენს ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს და არ იწვევს CYP 450 ფერმენტების ინდუქციას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გავლენას ახდენდეს ისეთი პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP1A2, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4/5 ფერმენტებით.

ელიმინაცია

[14C]-ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდით, ხოლო 15% - განავალით. პერორალური მიღების შემდეგ უცვლელი ვილდაგლიპტინის თირკმლისმიერი გამოყოფა დოზის 23%-ს შეადგენდა. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის საერთო პლაზმური და თირკმლის კლირენსი შეადგენდა შესაბამისად 41 და 13 ლ/სთ-ს. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. პერორალური მიღების შემდეგ ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია.

ხაზოვნება / არახაზოვნება

ვილდაგლიპტინისთვის Cmax და პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) იზრდებოდა დაახლოებით დოზის პროპორციულად თერაპიული დოზების დიაპაზონში.

პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფების მახასიათებლები

სქესი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მამაკაც და ქალ ჯანმრთელ მოხალისეებს შორის არ გამოვლენილა ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში.

ვილდაგლიპტინით DPP-4-ის ინჰიბირება არ არის დამოკიდებული სქესზე.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში (≥70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ ერთხელ დღეში) გაიზარდა 32%-ით, ხოლო პლაზმაში პიკური კონცენტრაცია - 18%-ით, ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან (18–40 წელი) შედარებით. თუმცა, ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ასაკი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი იქნა ღვიძლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის შემთხვევაში 6-დან მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 12-მდე) ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შემცირდა (შესაბამისად, 20% და 8%), ხოლო მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (ზრდა ან შემცირება) არის 30%, რაც კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება. ღვიძლის დაავადების სიმძიმესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის კორელაცია არ დაფიქსირებულა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ჩატარდა მულტი დოზის, ღია კლინიკური კვლევა ვილდაგლიპტინის დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ დღეში ერთხელ) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც განისაზღვრა კრეატინინის კლირენსით (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ-მდე, საშუალო: 30-დან <50 მლ/წთ-მდე და მძიმე: <30 მლ/წთ) ნორმალურ, ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ვილდაგლიპტინის AUC საშუალოდ გაიზარდა 1.4, 1.7 და 2-ჯერ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, შესაბამისად, ნორმალურ, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. LAY151 და BQS867 მეტაბოლიტების AUC საშუალოდ დაახლოებით 1.5, 3 და 7-ჯერ გაიზარდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, შესაბამისად. თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების მქონე პაციენტების შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია მსგავსია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული ექსპოზიციისა. LAY151 კონცენტრაციები დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ვილდაგლიპტინი ჰემოდიალიზის საშუალებით შეზღუდული რაოდენობით გამოიდევნა (3% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის სესიის განმავლობაში, რომელიც დოზიდან 4 საათის შემდეგ დაიწყო).

ეთნიკური ჯგუფი

შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ რასას ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ძაღლებში 15 მგ/კგ დოზის მიღებისას (Cmax-ის მიხედვით ადამიანზე ზემოქმედების 7-ჯერ მეტი დოზა) რომლის დროსაც არ აღინიშნებოდა ეფექტი, დაფიქსირდა გულშიდა იმპულსების გამტარობის შეფერხება.

ვირთხებსა და თაგვებში დაფიქსირდა ქაფოვანი ალვეოლური მაკროფაგების დაგროვება ფილტვებში. ვირთხებში უეფექტო დოზა იყო 25 მგ/კგ (ადამიანზე ზემოქმედების 5-ჯერ მეტი დოზა AUC-ის მიხედვით) და თაგვებში 750 მგ/კგ (ადამიანზე ზემოქმედების 142-ჯერ მეტი დოზა).

ძაღლებში დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, განსაკუთრებით რბილი განავალი, ლორწოვანი განავალი, დიარეა და უფრო მაღალი დოზების მიღებისას, განავალში სისხლი. უეფექტო დონე დადგენილი არ არის.

ვილდაგლიპტინი არ იყო მუტაგენური გენოტოქსიკურობის სტანდარტულ in vitro და in vivo ტესტებში.

ვირთხებზე ჩატარებულმა ფერტილობისა და ადრეული ემბრიონული განვითარების კვლევამ არ გამოავლინა ვილდაგლიპტინის გავლენა ფერტილობაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ადრეულ ემბრიონულ განვითარებაზე. ემბრიონულ-ფეტალური ტოქსიკურობა შეფასდა ვირთხებსა და კურდღლებში. ნეკნების ტალღოვანი განვითარების გაზრდილი შემთხვევები დაფიქსირდა ვირთხებში დედის სხეულის წონის შემცირებულ პარამეტრებთან დაკავშირებით, 75 მგ/კგ უეფექტო დოზის მიღებისას (ადამიანზე 10-ჯერ მეტი ზემოქმედების შემთხვევაში). კურდღლებში ნაყოფის წონის შემცირება და ჩონჩხის განვითარების ცვლილებები, რომლებიც მიუთითებდა განვითარების შეფერხებაზე, დაფიქსირდა მხოლოდ დედის მძიმე ტოქსიკურობის არსებობისას, 50 მგ/კგ უეფექტო დოზის მიღებისას (ადამიანზე 9-ჯერ მეტი ექსპოზიციის შემთხვევაში). პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევა ჩატარდა ვირთხებზე. შედეგები დაფიქსირდა მხოლოდ დედის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ≥ 150 მგ/კგ დოზით და მოიცავდა სხეულის წონის გარდამავალ შემცირებას და მოტორული აქტივობის დაქვეითებას F1 თაობაში.

ორწლიანი კანცეროგენულობის კვლევა ჩატარდა ვირთხებზე 900 მგ/კგ-მდე პერორალური დოზებით (დაახლოებით 200-ჯერ მეტი ადამიანის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დოზით). ვილდაგლიპტინით გამოწვეული სიმსივნეების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთი ორწლიანი კანცეროგენულობის კვლევა ჩატარდა თაგვებზე 1000 მგ/კგ-მდე პერორალური დოზებით. დაფიქსირდა სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომების და ჰემანგიოსარკომების შემთხვევების ზრდა შესაბამისად 500 მგ/კგ (ადამიანის მიერ ზემოქმედების 59-ჯერ მეტი) და 100 მგ/კგ (ადამიანის მიერ ზემოქმედების 16-ჯერ მეტი) უეფექტო დოზებით მიღებისას. თაგვებში ამ სიმსივნეების შემთხვევების ზრდა არ ითვლება ადამიანებისთვის მნიშვნელოვან რისკად ვილდაგლიპტინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის გენოტოქსიკურობის არარსებობის, სიმსივნეების მხოლოდ ერთ სახეობაში გამოვლენისა და სიმსივნეების მაღალი სისტემური ექსპოზიციის კოეფიციენტების საფუძველზე.

ცინომოლგუსის სახეობის მაიმუნებში ჩატარებულ 13-კვირიან ტოქსიკოლოგიურ კვლევაში კანის დაზიანებები დაფიქსირდა ≥5 მგ/კგ/დღე დოზების დროს. დაზიანებები მუდმივად ლოკალიზებული იყო კიდურებზე (ხელები, ტერფები, ყურები და კუდი).

5 მგ/კგ/დღეში დოზირებისას (დაახლოებით ადამიანის AUC ექსპოზიციის ეკვივალენტური 100 მგ დოზის დროს) აღინიშნებოდა მხოლოდ ბუშტუკები. ისინი შექცევადი იყო მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად და არ იყო დაკავშირებული ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან.

კანის აქერცვლა, კანის აშრევება, ნაწიბურები და წყლულები კუდზე კორელაციური ჰისტოპათოლოგიური ცვლილებებით აღინიშნა ≥ 20 მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებისას (დაახლოებით 3-ჯერ მეტი ადამიანის AUC ექსპოზიციაზე 100 მგ დოზით). კუდის ნეკროზული დაზიანებები დაფიქსირდა ≥ 80 მგ/კგ/დღეში დოზირებისას. კანის დაზიანებები არ იყო შექცევადი მაიმუნებში, რომლებიც მკურნალობდნენ 160 მგ/კგ/დღეში დოზით 4-კვირიანი გამოჯანმრთელების პერიოდის განმავლობაში.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

  • 3 ვარგისობის ვადა

2 წელი.

  • 4 შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

  • 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა

10 ცალიანი ბლისტერული შეფუთვა, ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისთვის

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მწარმოებელი

MSN Laboratories Private Limited

MSN HOUSE ნაკვეთი No: C-24,

სანათ ნაგარის ინდუსტრიული ზონა, სანათ ნაგარი,

ჰაიდერაბადი - 500 018, ტელანგანა, ინდოეთი

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED, ფორმულაციების განყოფილება, Unit – II, SY No. 1277 და 1319-დან 1324-მდე, ნანდიგამას სოფელი, ნანდიგამა მანდალი, რანგა რედის რაიონი, ტელანგანას შტატი, 509228, ინდოეთი

  • მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი

5MN/TS/2017/F/G

  • პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

15/08/2022

  • ტექსტის გადახედვის თარიღი:

2025 წლის იანვარი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა