პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ვენლაფაქსინი-ზნ

Venlafaxin-ZN

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

- მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა. - მძიმე დეპრესიული ეპიზოდების რეციდივების პროფილაქტიკა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვენლაფაქსინი (venlafaxine)
ფორმა და შეფუთვა
75მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა; «Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX16
რეგისტრაციის ნომერი
რ-044507
რეგისტრირებულია
19 დეკემბერი 2025, მოქმედებს 19 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავენლაფაქსინი-ზნ და სხვა წამალი ერთად

ვენლაფაქსინი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა.
  • მძიმე დეპრესიული ეპიზოდების რეციდივების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი არის პერორალური გამოყენების.

ვენლაფაქსინის ტაბლეტები სწრაფი გამოთავისუფლებით, რეკომენდირებულია სადილობისას, სასურველია – ერთსა და იმავე დროს.

დიდი დეპრესიული ეპიზოდები

ვენლაფაქსინის (სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტები) რეკომენდირებული საწყისი დოზაა 75მგ/დღეში, 2 ან 3 მიღებაზე. ტაბლეტები პაციენტს ეძლევა სადილობისას. იმ პაციენტებისათვის, რომელთათვისაც 75 მგ/დღე დოზა არ არის ეფექტური, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ 375მგ/დღემდე. დოზების მომატება ხორციელდება 2-კვირიანიდან დაწყებული ინტერვალებით, მძიმე შემთხვევებში კი, დოზა შეიძლება გაიზარდოს უფრო მეტი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ 4-დღიანი ინტერვალებით.

დოზაზე დამოკიდებულების გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის გამო, დოზების მომატება უნდა მოხდეს მხოლოდ კლინიკური სურათის შეფასების შემდეგ. აუცილებელია, რომ დაცული იყოს მინიმალური ეფექტური დოზის პირობა.

პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ რამდენიმე თვით და უფრო მეტითაც გრძელდება. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება ასევე მიზანშეწონილი იყოს პაციენტების დიდი დეპრესიული ეპიზოდების (დდე) პროფილაქტიკისათვის. უმეტეს შემთხვევებში, დეპრესიული ეპიზოდების რეციდივიების პროფილაქტიკისათვის გამოყენებული დოზები ისეთივეა, როგორიც დეპრესიების ჩვეულებრივი ეპიზოდების დროს.

რემისიის შემდეგ, აუცილებელია, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა გაგრძელდეს არანაკლებ 6 თვით.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის

პაციენტის ასაკი, თავისთავად, არ საჭიროებს დოზის ცვლილებას. მაგრამ, ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე (მაგ. თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევების, ნეირომედიატორების მიმართ მგრძნობელობის სავარაუდო ცვლილებების მხრივ, რასაც ხანდაზმულ ასაკში აქვს ადგილი). ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა წარიმართოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, ხოლო დოზის მომატებისას, პაციენტები მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დღიური დოზის 50%-ით შემცირება. მაგრამ, კლირენსის ინდივიდუალური ცვალებადობის გამო სასურველია, რომ დოზა შეირჩეს ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი პაციენტისათვის.

მწვავე ღვიძლის უკმარისობის პაციენტებში ვენლაფაქსინის გამოყენების მონაცემები შეზღუდულად მოგვეპოვება. ამიტომ, ასეთი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზის 50%-ით შემცირება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის პაციენტებს ამ პრეპარატის დანიშვნამდე უნდა ეცნობოს მკურნალობის სავარაუდო სარგებლის და შესაძლო რისკების შესახებ.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

იმის მიუხედავად, რომ 30-70მლ/წთ სიჩქარის გლომერულური ფილტრაციის პაციენტებისათვის დოზის კორექტირება არ მოითხოვება, მათი მკურნალობისას ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. ჰემოდიალიზზე მყოფი და თირკმლის მწვავე უკმარისობის (გლომერულური ფილტრაცია <30მლ/წთ) პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დღიური დოზის 50%-ით შემცირება. მაგრამ, კლირენსის ინდივიდუალური ცვალებადობის გამო სასურველია, რომ დოზა შეირჩეს ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი პაციენტისათვის.

მოხსნის სინდრომი ვენლაფაქსინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ვენლაფაქსინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამიტომ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდირებულია ამ პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირება 1 - 2 კვირის განმავლობაში, რათა შევამციროთ მოხსნის სინდრომის წარმოშობის რისკი. თუ დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კვლავ ვლინდება აუტანლობის სიმპტომები, საჭიროა განხილული იქნას ადრე განსაზღვრულ დოზაზე დაბრუნება, რის შემდეგაც, ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ მცირედი ნაწილებით.

ბავშვები

ვენლაფაქსინის ეფექტურობა ბავშვებისათვის (18 წლამდე), დადგენილი არ არის, ამიტომ, ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ვენლაფაქსინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნიივთიერების მიმართ.

თანმხლები თერაპია მონოამინოქსიდაზას (მაო) უკუქცევითი ინჰიბიტორებით, უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, რასაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა განგაშის შეგრძნებითი აგზნება, ტრემორი, ჰიპერთერმია. ვენლაფაქსინით მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული სულ მცირე 14 დღის განმავლობაში მონოამინოქსიდაზას უკუქცევითი ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ვენლაფაქსინით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, მონოამინოქსიდაზას უკუქცევითი ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს არაუადრეს 7 დღისა, ამ შეწყვეტიდან.

არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა (არტერიული წნევა 180/115 და უფრო მაღალი, თერაპიის დაწყებამდე).

დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

შარდის გამოყოფის დარღვევა შარდის არასაკმარისი ნაკადის გამო (წინამდებარე ჯირკვლის დაავადება).

ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები

მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები

ვენლაფაქსინი არ უნდა დაინიშნოს მაო-ს შეუქცევად არასელექტიურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ვენლაფაქსინის მიცემა პაციენტისათვის შეიძლება დაიწყოს მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ვენლაფაქსინის მოხსნის შემდეგ, საჭიროა შევიცადოთ კიდევ მინიმუმ 7 დღით, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მკურნლობა მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორებით.

მაო-ა-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ვენლაფაქსინის კომბინაცია მაო-ს შექცევად სელექტიურ ინიბიტორებთან, როგორებიცაა მაგალითად მოკლობემიდი, რეკომენდირებული არ არის. ვენლაფაქსინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ვენლაფაქსინის მოხსნის შემდეგ, საჭიროა შევიცადოთ კიდევ მინიმუმ 7 დღით, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მკურნლობა მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორებით

მაო-ა-ს შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი წარმოადგენს მაო-ს სუსტ შექცევად არასელექტიურ ინჰიბიტორს. ამიტომ, მისი დანიშვნა პაციენტებისათვის, რომლებიც ვენლაფაქსინით მკურნალობენ, არ შეიძლება.

არსებობს მონაცემები მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე შეწყვიტეს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა და დაიწყეს ვენლაფაქსინით თერაპია, ან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტეს ვენლაფაქსინის მიღება. ეს რეაქციები მოიცავს ტრემორს, მიოკლონუსს, ოფლის გამოყოფის გაძლიერებას, გულისრევას, პირღებინებას, ჰიპერემიას, თავბრუსხვევას და ჰიპერთერმიას ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი ნიშნებით, კრუნჩხვებსა და ლეტალურ შედეგს.

სეროტონინის სინდრომი

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინის სინდრომი – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, კერძოდ, იმ წამლების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც ზემოქმედებენ სეროტონინერგიულ ნეირომედიატორულ სისტემაზე (ტრიპტანის, სუსი-ს, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სნუსი) სელექტიური ინფიბიტორების, ლითიუმის სიბუტრამინის, ტრამადოლის, Hყპერიცუმ პერფორატუმ-ის, ჩათვლით იმ წამლებთან ერთად, რომლებიც არღვევენ სეროტონინის მეტაბოლიზმს (მაო-ს ინჰიბიტორების ჩათვლით) ან სეროტონინის წინამორბედებთან ერთად (მაგალითად ტრიპტოფანის დანამატები).

თუ ვენლაფაქსინისა და სუსი, სნუსი ან სეროტონინის რეცეპტორების აგონისტის (ტრიპტოფანი) ერთდროული გამოყენება კლინიკური აუცილებლობითაა განპირობებული, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ პაციენტები განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კერძოდ – მკურნალობის დაწყებისას ან დოზების მომატებისას. ვენლაფაქსინის ერთდროული გამოყენება სეროტონინის პრეკურსორებთან ერთად (მაგ. ტრიპტოფანი), რეკომენდირებული არ არის.

პრეპარატები, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ვენლაფაქსინისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა წამლების კომბინირებულად გამოყენების რისკი არ არის სისტემურად შესწავლილი. ამიტომ, სიფრთხილის დაცვაა საჭირო, როდესაც ვენლაფაქსინი გამოიყენება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან კომბინირებულად.

ეთანოლი

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი, მისი ცნს-ზე ზემოქმედების და ფსიქიატრიული მდგომარეობების გლინიკური გაუარესების პოტენციური შესაძლებლობის, ასევე ვენლაფაქსინთან არაკეთილსაიმედო ურთიერთქმედების (ცნს-ის დათრგუნვის ჩათვლით) განვითარების გამო.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ვენლაფაქსინზე

კეტოკონაზოლი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

კეტოკონაზოლის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა (CYP3A4-ის სწრაფ და ნელ მეტაბოლიზატორებში, გამოავლინა ვენლაფაქსინის AUC-ს მომატება (CYP2D-ის 70% და 21% სწრაფ და ნელ მეტაბოლიზატორებში, შესაბამისად) და О-დვ-ს AUC-ს მომატება (CYP3A4-ის 33% და 23% ნელ და სწრაფ მეტაბოლიზატორებში, შესაბამისად) კეტოკონაზოლის მიღების შემდეგ. ვენლაფაქსინისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორების (ატაზანავირი, კლარიტრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნელფინავირი, ტიტონავირი, საკვინავირი, ტელიტრომიცინი) კომბინირებულად გამოყენებისას, შეიძლება ამაღლდეს ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს დონეები. ამიტომ, CYP3A4-ის ინჰიბიტორებისა და ვენლაფაქსინის ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ვენლაფაქსინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ლითიუმი

ვენლაფაქსინისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინის სინდრომი.

დიაზეპამი

ვენლაფაქსინი არ ზემოქმედებს დიაზეპამისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის დესმეთილდიაზეპამის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმკოდინამიკაზე. დიაზეპამი არ ზემოქმედებს ვენლაფაქინისა და О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. უცნობია, არსებობს თუ არა მისი ფარმაკოკინეტიკური და/ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება სხვა ბენზოდიაზეპინებთან.

იმიპრამინი

ვენლაფაქსინი არ ახდენს ზემოქმედებას იმიპრამინისა და 2-ОН-იმიპრამინის ფარმაკოკინეტიკაზე. დაფიქსირებულია 2-ОН-დესიმიპრამინის დოზადამოკიდებულებითი AUC-ს მომატება 2,5-4,5-ჯერ, როდესაც ვენლაფაქსინი ინიშნებოდა დღეში 75-150მგ დოზით. იმიპრამინი არ ზემოქმედებს ვენლაფაქინისა და О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია. ვენლაფაქსინისა და იმიპრამინის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე.

ჰალოპერიდოლი

ჰალოპერიდოლის ფარმაკოკინეტიკის კვლევების მიმდინარეობის პროცესში, აღინიშნა მისი თირკმელური კლირენსის 42%-იანი კლება, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის 88%-იანი მომატება და AUC-ს 70%-იანი ზრდა მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს ჰალოპერიდოლისა და ვენლაფაქსინის ერთდროული მიღებისას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

რისპერიდონი

ვენლაფაქსინი 50%-ით ამაღლებს რისპერიდონის AUC-ს, მაგრამ არსებითად არ ცვლის მისი აქტიური კომპონენტების (რისპერიდონი და 9-ჰიდროქსირისპერიდონი) ფარმაკოკინეტიკას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

მეტოპროლოლი

მეტოპროლოლისა და ვენლაფაქსინის ერთდროული მიცემამ ჯანმრთელი მოხალისეებისათვის, ამ პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის კვლევის პროცესში, გამოავლინა მეტაპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა მისი აქტიური მეტაბოლიტის – α-ჰიდროქსიმეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილების გარეშე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება არტერიული ჰიპერტენზიის პაციენტების შემთხვევაში, უცნობია. მეტოპროლოლი არ ცვლის ვენლაფაქსინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკას ამ ორი პრეპარატის ერთობლივი გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ინდინოვირი

ვენლაფაქსინისა და ინდინოვირის ერთდროული გამოყენებისას, ინდინოვირის AUჩ მცირდება 28%-ით, ხოლო ჩმახ 36%-ით, ვენლაფაქსინისა და მისი მეტაბოლიტის О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ვენლაფაქსინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოგვეპოვება.

ამ პრეპატატის მიცემა ორსული ქალებისათვის, უკუნაჩვენებია.

ისევე, როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში (სუსი/სნუსი), ახალშობილებს შეიძლება წარმოეშვას პრეპარატის მოხსნის სინდრომი, თუკი ვენლაფაქსინს მშობიარობამდე ღებულობდნენ მათი დედები. ზოგიერთ ახალშობილს, რომლებიც III ტრიმესტრის ბოლოს მოექცნენ ვენლფაქსინის ზემოქმედების ქვეშ, განუვითარდა გართულებები, რომლებიც საჭიროებდნენ მათ პერორალურ კვებას, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას. ასეთი გართულებები შეიძლება წარმოიშვას ბავშვის დაბადებისთანავე.

ახალშობილებში შეიძლება აღენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, თუ მათი დედები სუსი/სნუსი-ებს ღებულობდნენ ორსულობის ბოლო სტადიებში. ეს სიმპტომებია: გაღიზიანება, ტრემორი, ჰიპოტენზია, განუწყვეტელი ტირილი, ძუძუს წოვის ან ჩაძინების გაძნელება. ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას სეროტონინერგიული ეფექტების ან პრეპარატის ზემოქმედების სიმპტომების ფონზე. უმეტეს შემთხვევეებში, ეს გართულებები დაიკვირვება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან 24 საათში.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სუსი-ების გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო სტადიებში, შეიძლება აამაღლოს ახალშობილთა პერსისტირებადი ფილტის ჰიპერტენზიის რისკი (აპფჰ). მიუხედავად იმისა, რომ სუსი-ების გამოყენებასთან აპფჰ-ის კავშირის შესწავლის კვლევები არ ჩატარებულა, ამ პოტენციური რისკის გამორიცხვა ვენლაფაქსინის გამოყენებისას, არ შეიძლება მისი შესაბამისი მოქმედების მექანიზმის გამო (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორული მოქმედება).

დაკვირვების მონაცემები მიუთითებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მომატებულ (თითქმის 2-ჯერ) რისკზე ორსულობის ბოლო თვეში სუსი/სნუსი-ების გამოყენების შემთხვევაში (იხილეთ ნაწილები <<სპეციალური ინსტრუქციები<< და <<გვერდითი რეაქციები>>).

ლაქტაცია

ვენლაფაქინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი О-დვ აღწევენ ლაქტატში. პრეპარატის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ახალშობილებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, აღინიშნებოდა ტირილი, გაღიზიანება, ძილის დარღვევები. ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ დაიკვირვებოდა სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ვენლაფაქსინის მიღების შეწყვეტისათვის. ამიტომ, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისათვის ამ რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გაგრძლდეს თუ არა ძუძუთი კვება, ან გაგრძელდეს თუ არა ვენლაფაქსინით მკურნალობა, მიიღება ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისათვის ვენლაფაქსინით მკურნალობის სარგებლის შეფასებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ნებისმიერმა თერაპიამ ფსიქოტროპული პრეპარატებით, შეიძლება დაარღვიოს ფიქრის ან მოძრობითი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობები. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც ვენლაფაქსინს ღებულობენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ავტოტრანსპორტის მართვისას ან პოტენციოურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისას.

გვერდითი მოვლენები

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ეკხიმოზი, კუჭნაწლავური სისხლდენა, სისხლდენები ლორწოვანი გარსებიდან, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, თრომბოციტოპენია, სისხლის უჯრედოვანი შემადგენლობის მდგრადი პათოლოგიური ცვლილებები (აგრანულოციტოზის, აპლასტიური ანემიის, ნეიტროპენიის, პანციტოპენიის ჩათვლით)

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტიკური რეაქციები, ანგიონერვული შეშუპება.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: პროლაქტინის დონის ამაღლება სისხლში.

მეტაბოლიზმის მხრივ: ქოლექსტერინის დონის ამაღლება შრატში, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის დარღვეული სექრეციის სინდრომი (ადჰდსს), პროლაქტინის მომატებული დონე.

ფსიქიკის მხრივ: უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ნერვიული აგზნებადობა, სედატიური ეფექტი, გონების დაბინდვა, დეპერსონალიზაცია, აპათია, ჰალუცინაციები, შფოთვითი აგზნებადობა, მანიაკალური რეაქციები, დელირია, სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევები*

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ჰიპერტონუსი, ტრემორი, პარესტეზია, მთქნარება, მიოკლონუსი, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევები, აკატიზია, კრუნჩხვები, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს), სეროტონინერგიული სინდრომი, ექსტრაპირამიდული რეაქციები (დისტონიისა და დისკინეზიის ჩათვლით), გვიანი დისკინეზია, აგრესია, გულყრა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: აკომოდაციის დარღვევა, მიდრიაზი, მხედველობის დარღვევები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში, ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის აჩქარება, ტაქიკარდია, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია (ტორსადეს დე პოინტეს-ის ჩათვლით), არტერიული ჰიპერტენზია, სინკოპე, არტერიული ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, პოსტურალური ჰიპოტენზია, პარკუჭების ფიბრილაცია.

სუნთქვის სისტემის მხრივ: მთქნარება, ფულტვების ეოზინოფილია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, მადის დაკარგვა (ანორექსია), შეკრულობა, პირღებინება, გემოს დაქვეითება, დიარეა, პანკრეატიტი.

თირკმლისა და შარდსადენი გზების მხრივ: ჰეპატიტი, გადახრები თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმებიდან.

კანისა და მისი წარმოებულების მხრივ: ინტენსიური ოფლგამოყოფა (ღამით ოფლიანობის ჩათვლით), გამონაყარი, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობიარე რეაქციები.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: რაბდომიოლიზი

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევები (უპირატესად – გართულებები), პოლაკიურია, შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.

სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი მამაკაცებში, ორგაზმის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია), არარეგულარულ სისხლდენებთან (მაგალითად მენორაგია, მეტრორაგია) დაკავშირებული მენსტრულური ციკლის დარღვევები, პათოლოგიური ორგაზმი ქალებში, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა**.

ზოგადი დარღვევები: ასტენია (დაღლილობა), ციებ-ცხელება, შემცივნება

  • სუიციდური ფიქრებისა და სუიციდური ქცევები აღნიშნულია ვენლაფაქსინით თერაპიის დროს ან თერაპიის შეწყვეტისთანავე.
  • * ეს გამოვლინება რეგისტრირებულია სუსი-ების/სნუსი-ების თერაპიული კლასისთვის (იხილეთ ნაწილები <<გამოყენების თავისებურებები>> და <<გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს>>).

ვენლაფაქსინით მკურნალობის შეწყვეტა (განსაკუთრებით – უეცარი შეწყვეტა) იწვევს მოხსნის სინდრომს. მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას, ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი რექციები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები, (პარესთეზიის ჩათვლით), ძილის დარღვევევი (უძილობისა და ღრმა ძილის ჩათვლით), შფოთვითი აგზნებადობა და შიშები, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი და გრიპისმაგვარი სინდრომი. ჩვეულებრივ, ეს რეაქციები სუსტი ან ზომიერია და თავისით ქრება, მაგრამ, ზოგოერთი პაციენტის შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო მძიმე და/ან ხანგრძლივი ფორმები მიიღონ. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ ვენლაფაქსინით მკურნალობა შეწყდეს დოზების თანდათანობითი შემცირებით.

ჭარბი დოზა

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი, მისი ცნს-ზე ზემოქმედების და ფსიქიატრიული მდგომარეობების კლინიკური გაუარესების პოტენციური შესაძლებლობის, ასევე ვენლაფაქსინთან არაკეთილსაიმედო ურთიერთქმედების (ცნს-ის დათრგუნვის ჩათვლით) განვითარების გამო. (იხ. <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან^სხვა ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>). ვენლაფაქსინის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილია ძირითადად ალკოჰოლთან და/ან სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ლეტალური შედეგებით (იხ. <<ჭარბი დოზირება>>).

ჭარბი დოზირების რისკის შესამცირებლად ვენლაფაქსინი უნდა იქნას მიღებული ყველაზე დაბალი დოზით (იხ. <<ჭარბი დოზირება>>).

სუიციდის / სუიციდური ფიქრების რისკი ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება

დეპრესია ხასიათდება სუიციდური ფიქრების, თვითდაზიანების, თვითმკვლელობის მცდელობების (სუიციდური მოქმედებები) გაზრდილი რისკით. ეს რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის მიღწევამდე. იმის გამო, რომ მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდეს, პაციენტებს ესაჭიროება გულდასმითი მეთვალყურეობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საერთო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გამოჯანსაღების ადრეულ ეტაპებზეც ამაღლდეს.

სხვა ფსიქიური დარღვევები, როდესაც საჭიროა ვენლაფაქსინის დანიშვნა, ასევე შეიძლება ხასიათდებოდეს დიდი დეპრესიული დარღვევებით. ამიტომ, სხვა ფსიქიური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას დაცული უნდა იქნას ისეთივე სიფრთხილის ზომები, როგორიც დიდი დეპრესიული დარღვევების მკურნალობის შემთხვევაში.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება სუიციდური მოქმედებები, აგრეთვე პაციენტები, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ გამოხატული სუიციდური ფიქრები, მკურნალობის დაწყებამდეც ხასიათდებიან თვითმკვლელობაზე ფიქრების ან თვითმკვლელობის მცდელობების მაღალი რისკით და ამიტომ, ისინი მკაცრი სამედიცინო ზედაამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ მკურნალობის პერიოდში.

მკაცრი მეთვალყურეობა პაციენტებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მომატებული რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან, უნდა ხორციელდებოდეს მედიკამენტიზურ მკურნალობასთან ერთად. პაციენტები და მათი მომვლელი პირები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი კლინიკური გაუარესების განვითარების, სუიციდური ქცევების ან სუიციდური ფიქრების წარმოშობის, უჩვვეულო ქცევითი ცვლილებების გამოვლენის აუცილებლობის, აგრეთვე სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ, ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

მანია/ჰიპომანია

გუნება-განწყობილების დარღვევების მქონე პაციენტებს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, მათ შორის ვენლაფაქსინს ღებულობენ, შეიძლება განუვითარდეს მანია ან ჰიპომანია. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარული დარღვევები აღენიშნებათ ოჯახის ანამნეზში.

აგრესია

პაციენტებს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, მათ შორის ვენლაფაქსინს ღებულობენ, შეიძლება განუვითარდეს აგრესია. ასეთი შემთხვევები აღნიშნულია მკურნალობის დაწყების, დოზის შეცვლისა და მკურნალობის შეწყვეტისას. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აგრესია აღენიშნებათ.

აკატიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა

ვენლაფაქსინის გამოყენებას თან ახლავს აკატიზიის განვითარება, რაც სუბიექტურად ხასიათდება უსიამოვნო ან განგაშისმაგვარი მოუსვენრობითა და ბოლთის ცემის მოთხოვნილებით, რასაც ახლავს მშვიდად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობა. ყველაზე ხშირად ასეთი მდგომარეობა წარმოიშობა მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებში დოზის მომატებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე.

სეროტონინის სინდრომი

ისევე, როგორც სხვა სეროტონინული საშუალებების გამოყენებისას, ვენლაფაქსინით მკურნაალობისას შეიძლება წარმოიშვას სეროტონინის სინდრომი – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიურიი სინდრომის (ანს) მსგავსი რეაქცია, განსაკუთრებით სხვა სეროტონონული საშუალებებისა (სუსი, სნუსი და ტრიპტანები) და იმ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც არღვევენ სეროტონინის მეტაბოლიზმს, როგორებიცაა მაგალითად მაო ინჰიბიტორები, ან გამოყენება დოპამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთად.

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს (აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობას (მაგალითად ტაქიკარდია, `ლაბილური” არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), გადახრები ნერვულ-კუნთოვან სისტემაში (მაგალითად ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის არარსებობა) და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევის სიმპტომები (გულისრევა, პირღებინება, დიარეა). სეროტონინის სინდრომის ყველაზე რთული ფორმა შეიძლება ანს-ს მოგვაგონებდეს და მოიცავდეს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდულობას, ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობას ორგანიზმის სასიცოცხლო მახასიათებლების სწრაფი ცვლილებებითა და ფსიქიური სტატუსის ცვლილებებით.

თუ ვენლაფაქსინითა და სეროტონინერგიულ და/ან დოფამინერგიულ ნეირომედიატორულ სისტემაზე ზემოქმედების მომხდენი სხვა პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა კლინიკურად გამართლებულადაა მიჩნეული, ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პაციენტების გულმოდგინე მეთვალყურეობა, განსაკუთრებით – მკურნალობის დაწყებისა და დოზების შეცვლის დროს.

ვენლაფაქსინისა და სეროტონინის წინამორბედების (მაგალითად ტრიპტოფანის დანამატები) კომბინირებულად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

მახვილკუთხოვანი გლაუკომა

დაფიქსირებულია მიდრიაზის შემთხვევები, რაც ვენლაფაქსინის გამოყენებას უკავშირდება. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ მაღალი თვალისშიდა წნევის მქონე ან მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომას (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) განვითარების რისკის პაციენტები მკაცრ სამედიცინო კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

არტერიული წნევა

ვენლაფაქსინმა, დოზის-და მიხედვით, შეიძლება აამაღლოს არტერიული წნევა. არსებობს მონაცემები მძიმე ხარისხის არტერიული წნევის მომატების შესახებ, რაც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებდა.

აუცილებელია, რომ მკაცრად კონტროლდებოდეს ყველა პაციენტის არტერიული წნევის პარამეტრები, და ვენლაფაქსინით მკურნალობის დაწყებამდე დარეგულირდეს ადრინდელი არტერიული ჰიპერტენზია.

რეკომენდირებულია, რომ არტერიული წნევა იზომებოდეს პერიოდულად – მკურნალობის დაწყებისას და დოზის მომატების შემდეგ. ასევე რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა ძირითადი დაავადება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო არტერიული წნევის მომატებით, მაგალითად – გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შემთხვევაში.

გულის შეკუმშვების სიხშირე

შესაძლოა გაიზარდოს გულის შეკუმშვების სიხშირე, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიცემისას. იმ პაციენტების მიმართ, რომელთა საერთო მდგომარეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს გულის შეკუმშვების სიხშირეზე, სიფრთხილის ზომების მკაცრი დაცვაა საჭირო.

გულის დაავადებები და არითმიის რისკი

ვენლაფაქსინის გამოყენება არ არის გამოკვლეული პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხხნის წინ გადაიტანეს მიოკარდის ინფარქტი ან რომლებსაც აწუხებს გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. ამიტომ, ასეთ პაციენტებს ვენლაფაქსინი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს. დაფიქსირებულია გულის არითმიის წარმოშობის შემთხვევები ლეტალური შედეგით.

ვენლაფაქსინის დანიშვნამდე გულის მძიმე არითმიის განვითარების მაღალი რისკის პაციენტებისათვის, აუცილებელია შეფასდეს რისკი / სარგებლის თანაფარდობა.

კრუნჩხვები

ვენლაფაქსინით მკურნალობისას პაციენტს შესაძლოა წარმოეშვას კრუნჩხვები. ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომელბსაც ანამნეზში კრუნჩხვები აღენიშნება. ასეთი პაციენტებისათვის უნდა დაწესდეს მკაცრი მეთვალყურეობა, კრუნჩხვების განვითარებისასა კი მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰიპონატრიემია

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია და/ან ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სიდრომი. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირად უფიქსირდებათ პაციენტებს სისხლის მოცულობის დეჰიდრატაციის ან შემცირების დროს. ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პირები, რომლებიც დიურეტიკებს ღებულობენ, და პაციენტები, რომლებსაც სხვა შემთხვევებში უვითარდებათ ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ანომალური სისხლდენა

სამკურნალწამლო პრეპარატებმა, რომლებიც სეროტონინის უკუმიტაცებას თრგუნავენ, შეიძლება გამოიწვიონ თრომბოციტების ფუნქციის შესუსტება. კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენების, მათ შორის კუჭნაწლავიდან სისხლდენის რისკი, შეიძლება აუმაღლდეს პაციენტებს, რომლებიც ვენლაფაქსინს ღებულობენ. ისევე, როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების მიცემის შემთხვევაში, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისაკენ, მათ შორის პაციენტეს, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს ან თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბიტორებს.

სუსი/სნუსი ზრდიან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკს (იხილეთ ნაწილები <<გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში>> და <<გვერდითი რეაქციები>>).

სისხლის შრატის ქოლესტერინი

ვენლაფაქსინით ხანგრძლივი მკურნაობისას, აუცილებელია გაიზომოს ქოლესტერინის დონე სისხლის შრატში.

მიღება სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებებთან კომბინაციაში

ვენლაფაქსინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მისი მიღებისას სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებებთან, მათ შორის ფენტამინთან, კომბინაციაში, დადგენილი არ არის. ვენლაფაქსინისა და სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ვენლაფაქსინი არ არის დადებითად ნაჩვენები სხეულის მასის შესამცირებლად, არც როგორც მონოთერაპია და არც სხვა წამლებთან კომბინაციაში.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას, ხშირ შემთხვევებში წარმოიშობა მოხსნის სინდრომი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობა უცებ წყდება.

მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის – მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზაზე, აგრეთვე დოზის შემცირების სისწრაფეზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესტეზიის ჩათვლით), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და ღრმა ძილი), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი და თავის ტკივილი წამლის მოხნის ყველაზე მეტად გავრცელებულ რეაქციებს წარმოადგენენ, რომელთა შესახებაც ცნობები მოგვეპოვება. ეს სიმპტომები, ძირითადად მსუბუქია ან ზომიერი ხარისხისაა, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში მათ შეიძლება მძიმე ფორმები მიიღონ. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ პირველ რამდენიმე დღეში, მაგრამ აღნიშულია შემთხვევებიც, როდესაც ასეთი სიმპტომები გაუჩნდა პაციენტებს, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის დოზის მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი სიმპტომები 2 კვირაში ქრება, თუმცა, ცალკეულ პაციენტებში ამ პერიოდმა შეიძლება 2-3 თვე და მეტიც კი გასტანოს. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ მკურნალობის შეწყვეტისას ვენლაფაქსინის დოზა თანდათანობით შემცირდეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის საჭირიებებიდან გამომდინარე.

პირის ღრუს სიმშრალე

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება წარმოიშვას პირის ღრუში სიმშრალის შეგრნება. ამან შეიძლება გაზარდოს კარიესის რისკი, ამიტომ, პაციენტებს უნდა შევახსენოთ კბილების ჰიგიენის მნიშნელობა.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის პაციენტებისათვის, სუსი-ით ან ვენლაფაქსინით მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გლიკემიურ კონტროლზე. ამიტომ, შეიძლება დადგეს ინსულინის და/ან დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების პერორალური დოზების კორექტირების საჭიროება.

სექსუალური დისფუნქცია

სუსი-ებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>). აღწერილია ხანგრძლივი სექსუალური დისფუნქციის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები გრძელდება სუსი-ების მიღების შეწყვეტის მიუხედავად.

ლაქტოზა

ვენლაფაქსინი-ზნ-ის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპას ლაქტოზას დეფიციტის ან გლუკოზა/ლაქტოზას მალაბსორბციის პაციენტებისატვის ვენლაფაქსინის მიცემა რეკომენდირებული არ არის.

ნატრუმის ნაერთები

ეს პრეპარატი შეიცავს გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს (ტიპი A). სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ნატრიუმკონტროლირებად დიეტაზე იმყოფებიან.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ვენლაფაქსინი

1 ტაბლეტი შეიცავს ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდს, 37,5მგ ან 75 მგ ვენლაფაქსინზე გადაანგარიშებით.

დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატისა და ფხვნილისებრი ცელულოზას ნარევი (75:25)), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), მიკროკრისტალური ცელულოზა; მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის, ბრტყელ-ზედაპირიანი ტაბლეტები, წაკვეთილი კიდეებით და ნაზოლით ერთი მხარეს.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიფსიქოზური საშუალებები.

ათქ კოდი: N06AX16

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ადამიანში ვენლაფაქსინის ანტიდეპრესიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნეირომედიატორული აქტივობის პოტენცირებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ვენლაფაქსინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი O-დესმეთილვენლაფაქსინი (О-დვ) წარმოადგენენ სეროტონინის (სესი) და ნორადრენალიონის უკუმიტაცების ძლიერ სელექტიურ ინჰიბიტორებს და დოფამინის უკუმიტაცების სუსტ ინჰიბიტორებს. ვენლაფაქსინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შეყვანისას ამცირებენ ბეტა-ადრენერგიულ რეაქციებს. ისინი ერთნაირად ეფექტურაად ზემოქმედებენ ნეიროტრანსმიტერის უკუმიტაცებაზე და რეცეპტორების შეკავშირებაზე.

ვენლაფაქსინს, ლაბორატორიულ პირობებში, ფაქტიურად არ აქვს რაიმე კავშირი მუსკარინულ, ქოლინერგიულ, H1-ჰისტამინერგიულ და α-ადრენერგიულ რეცეპტორებთან. ფარმკოლოგიური მოქმედება ამ რეცეპტორებზე, შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა სახის გვერდით რეაქციებს, რომლებიც ფიქსირდებოდა ასევე სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, როგორებიცაა მაგალითად ანტიქოლინერგიული, სედაციური და გულ-სისხლძარღვთა გვერდითი რეაქციები.

ვენლაფაქსინი არ თრგუნავს მონოამინოქსიდაზას (მაო) მოქმედებას.

ლაბორატორიულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ვენლაფაქსინს არ აქვს რაიმე მსგავსება ოპიატურ ან ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან.

ფარმაკოკინეტიკა

ვენლაფაქსინი ექსტენსიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში პირველი გავლისას და წარმოქმნის აქტიურ О-დვ-ს. ვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 5±2 საათს, О-დვ-ს ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი კი 11±2 საათს. მრავაალჯერადი გამოყენებისას, ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს კონცენტრაციების თანასწორობა მიიღწევა 3 დღის პერიოდში. ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს აქვთ წრფივი კინეტიკა 75-450მგ/დღე დოზების დიაპაზონში.

აბსორბცია

სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, შეიწოვება ვენლაფაქსინის თითქმის 92%. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-45%-ს, წინასისტემური მეტაბოლიზმის გამო. სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინის გამოყენების შემდეგ, ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2 და 3 საათში, შესაბამისად. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ვენლაფაქსინის და О-დვ-ს ბიოშეღწევადობაზე.

მეტაბოლიზმი

ვენლფაქსინი ექვემდებარება გაძლიერებულ მეტაბოლიზმს ღვიძლში. ლაბორატორიულმა და ბუნებრივ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ვენლაფაქსინი არის CYP2D6-ის სუსტი ინჰობიტორი. ვენლაფაქსინი არ თრგუნავს CYP1A2-ს, CYP2C9-ს ან CYP3A4-ს.

გამოყოფა

ვენლაფაქსინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ვენლაფაქსინის დოზის თითქმის 87% შარდში ნარჩუნდება 48 საათის განმავლობაში, ან შეუცვლელი სახით (5%), ან არაკონიუგირებული О-დვ-ს სახით (29%), ან კონიუგირებული О-დვ-ს სახით (26%) ან სხვა არააქტიური მეტაბოლიტების სახით (27%). ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს საშუალო კლირენსი სტაციონარულ მდგომარეობაში შეადგენს 1,3±0,6 ლ/სთ/კგ-ს და 0,4±0,2 ლ/სთ/კგ-ს, შესაბამისად.

ავდმყოფების განსაკუთრებული კატეგორიები

ასაკი და სქესი

პაციენტის სქესი და ასაკი არ ახდენს არსებით გავლენას ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP2D6-ის სწრაფი და ნელი მეტაბოლიზატორები

ვენლაფაქსინის პლაზმური კონცენტრაციები CYP2D6-ის ნელ მეტაბოლიზატორებში უფრო მაღალია, ვიდრე სწრაფ მეტაბოლიზატორებში. იმის გამო, რომ ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს საერთო ექსპოზიცია (AUC) ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო, არაა აუცილებელი, რომ ამ ორი ჯგუფისათვის დოზირების სხვადასხვა სქემები შემუშავდეს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით თირკმლის А კლასის დაზიანების (ღვიძლის სუსტი დაზიანება) და B კლასის დაზიანების (ღვიძლის ზომიერი დაზიანება) მქონე პაციენტებში, ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჯანმრთელი მოხალისეების შემთხვევაში. ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს საერთო კლირენსი კი მცირდება. დაფიქსირებულია სუბიექტებს შორის ცვლილებების მაღალი ხარისხი. რაც შეეხება ღვიძლის მძიმე დაზიანებების პაციენტებს, მონაცემები არასაკმარისად მოგვეპოვება.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება დაახლოებით 180%-ით, კლირენსი კი მცირდება დაახლოებით 57%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. О-დვ-ს შემთხვევაში, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება დაახლოებით 142%-ით და კლირენსის შემცირება დაახლოებით 56%-ით. თირკმლის მწვავე უკმარისობისა და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის აუცილებელია დოზის კორექტირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

[‘;’სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ვენლაფაქსინი-ზნ

(VENLAFAXIN-ZN)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები.

  • მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა.
  • მძიმე დეპრესიული ეპიზოდების რეციდივების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ვენლაფაქსინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნიივთიერების მიმართ.

თანმხლები თერაპია მონოამინოქსიდაზას (მაო) უკუქცევითი ინჰიბიტორებით, უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, რასაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა განგაშის შეგრძნებითი აგზნება, ტრემორი, ჰიპერთერმია. ვენლაფაქსინით მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული სულ მცირე 14 დღის განმავლობაში მონოამინოქსიდაზას უკუქცევითი ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ვენლაფაქსინით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, მონოამინოქსიდაზას უკუქცევითი ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს არაუადრეს 7 დღისა, ამ შეწყვეტიდან.

არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა (არტერიული წნევა 180/115 და უფრო მაღალი, თერაპიის დაწყებამდე).

დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

შარდის გამოყოფის დარღვევა შარდის არასაკმარისი ნაკადის გამო (წინამდებარე ჯირკვლის დაავადება).

ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები

მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები

ვენლაფაქსინი არ უნდა დაინიშნოს მაო-ს შეუქცევად არასელექტიურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ვენლაფაქსინის მიცემა პაციენტისათვის შეიძლება დაიწყოს მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ვენლაფაქსინის მოხსნის შემდეგ, საჭიროა შევიცადოთ კიდევ მინიმუმ 7 დღით, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მკურნლობა მაო-ს შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორებით.

მაო-ა-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ვენლაფაქსინის კომბინაცია მაო-ს შექცევად სელექტიურ ინიბიტორებთან, როგორებიცაა მაგალითად მოკლობემიდი, რეკომენდირებული არ არის. ვენლაფაქსინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ვენლაფაქსინის მოხსნის შემდეგ, საჭიროა შევიცადოთ კიდევ მინიმუმ 7 დღით, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მკურნლობა მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორებით

მაო-ა-ს შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი წარმოადგენს მაო-ს სუსტ შექცევად არასელექტიურ ინჰიბიტორს. ამიტომ, მისი დანიშვნა პაციენტებისათვის, რომლებიც ვენლაფაქსინით მკურნალობენ, არ შეიძლება.

არსებობს მონაცემები მძიმე გვერდითი რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე შეწყვიტეს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა და დაიწყეს ვენლაფაქსინით თერაპია, ან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტეს ვენლაფაქსინის მიღება. ეს რეაქციები მოიცავს ტრემორს, მიოკლონუსს, ოფლის გამოყოფის გაძლიერებას, გულისრევას, პირღებინებას, ჰიპერემიას, თავბრუსხვევას და ჰიპერთერმიას ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი ნიშნებით, კრუნჩხვებსა და ლეტალურ შედეგს.

სეროტონინის სინდრომი

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინის სინდრომი – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, კერძოდ, იმ წამლების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც ზემოქმედებენ სეროტონინერგიულ ნეირომედიატორულ სისტემაზე (ტრიპტანის, სუსი-ს, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სნუსი) სელექტიური ინფიბიტორების, ლითიუმის სიბუტრამინის, ტრამადოლის, Hყპერიცუმ პერფორატუმ-ის, ჩათვლით იმ წამლებთან ერთად, რომლებიც არღვევენ სეროტონინის მეტაბოლიზმს (მაო-ს ინჰიბიტორების ჩათვლით) ან სეროტონინის წინამორბედებთან ერთად (მაგალითად ტრიპტოფანის დანამატები).

თუ ვენლაფაქსინისა და სუსი, სნუსი ან სეროტონინის რეცეპტორების აგონისტის (ტრიპტოფანი) ერთდროული გამოყენება კლინიკური აუცილებლობითაა განპირობებული, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ პაციენტები განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კერძოდ – მკურნალობის დაწყებისას ან დოზების მომატებისას. ვენლაფაქსინის ერთდროული გამოყენება სეროტონინის პრეკურსორებთან ერთად (მაგ. ტრიპტოფანი), რეკომენდირებული არ არის.

პრეპარატები, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ვენლაფაქსინისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა წამლების კომბინირებულად გამოყენების რისკი არ არის სისტემურად შესწავლილი. ამიტომ, სიფრთხილის დაცვაა საჭირო, როდესაც ვენლაფაქსინი გამოიყენება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან კომბინირებულად.

ეთანოლი

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი, მისი ცნს-ზე ზემოქმედების და ფსიქიატრიული მდგომარეობების გლინიკური გაუარესების პოტენციური შესაძლებლობის, ასევე ვენლაფაქსინთან არაკეთილსაიმედო ურთიერთქმედების (ცნს-ის დათრგუნვის ჩათვლით) განვითარების გამო.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ვენლაფაქსინზე

კეტოკონაზოლი (CYP3A4-ის ინჰიბიტორი)

კეტოკონაზოლის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა (CYP3A4-ის სწრაფ და ნელ მეტაბოლიზატორებში, გამოავლინა ვენლაფაქსინის AUC-ს მომატება (CYP2D-ის 70% და 21% სწრაფ და ნელ მეტაბოლიზატორებში, შესაბამისად) და О-დვ-ს AUC-ს მომატება (CYP3A4-ის 33% და 23% ნელ და სწრაფ მეტაბოლიზატორებში, შესაბამისად) კეტოკონაზოლის მიღების შემდეგ. ვენლაფაქსინისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორების (ატაზანავირი, კლარიტრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნელფინავირი, ტიტონავირი, საკვინავირი, ტელიტრომიცინი) კომბინირებულად გამოყენებისას, შეიძლება ამაღლდეს ვენლაფაქსინისა და О-დვ-ს დონეები. ამიტომ, CYP3A4-ის ინჰიბიტორებისა და ვენლაფაქსინის ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ვენლაფაქსინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ლითიუმი

ვენლაფაქსინისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინის სინდრომი.

დიაზეპამი

ვენლაფაქსინი არ ზემოქმედებს დიაზეპამისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის დესმეთილდიაზეპამის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმკოდინამიკაზე. დიაზეპამი არ ზემოქმედებს ვენლაფაქინისა და О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. უცნობია, არსებობს თუ არა მისი ფარმაკოკინეტიკური და/ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება სხვა ბენზოდიაზეპინებთან.

იმიპრამინი

ვენლაფაქსინი არ ახდენს ზემოქმედებას იმიპრამინისა და 2-ОН-იმიპრამინის ფარმაკოკინეტიკაზე. დაფიქსირებულია 2-ОН-დესიმიპრამინის დოზადამოკიდებულებითი AUC-ს მომატება 2,5-4,5-ჯერ, როდესაც ვენლაფაქსინი ინიშნებოდა დღეში 75-150მგ დოზით. იმიპრამინი არ ზემოქმედებს ვენლაფაქინისა და О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია. ვენლაფაქსინისა და იმიპრამინის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე.

ჰალოპერიდოლი

ჰალოპერიდოლის ფარმაკოკინეტიკის კვლევების მიმდინარეობის პროცესში, აღინიშნა მისი თირკმელური კლირენსის 42%-იანი კლება, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის 88%-იანი მომატება და AUC-ს 70%-იანი ზრდა მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს ჰალოპერიდოლისა და ვენლაფაქსინის ერთდროული მიღებისას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

რისპერიდონი

ვენლაფაქსინი 50%-ით ამაღლებს რისპერიდონის AUC-ს, მაგრამ არსებითად არ ცვლის მისი აქტიური კომპონენტების (რისპერიდონი და 9-ჰიდროქსირისპერიდონი) ფარმაკოკინეტიკას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

მეტოპროლოლი

მეტოპროლოლისა და ვენლაფაქსინის ერთდროული მიცემამ ჯანმრთელი მოხალისეებისათვის, ამ პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის კვლევის პროცესში, გამოავლინა მეტაპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა მისი აქტიური მეტაბოლიტის – α-ჰიდროქსიმეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილების გარეშე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება არტერიული ჰიპერტენზიის პაციენტების შემთხვევაში, უცნობია. მეტოპროლოლი არ ცვლის ვენლაფაქსინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკას ამ ორი პრეპარატის ერთობლივი გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ინდინოვირი

ვენლაფაქსინისა და ინდინოვირის ერთდროული გამოყენებისას, ინდინოვირის AUჩ მცირდება 28%-ით, ხოლო ჩმახ 36%-ით, ვენლაფაქსინისა და მისი მეტაბოლიტის О-დვ-ს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელოვნება უცნობია.

გამოყენების თავისებურებები

ჭარბი დოზირება

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი, მისი ცნს-ზე ზემოქმედების და ფსიქიატრიული მდგომარეობების კლინიკური გაუარესების პოტენციური შესაძლებლობის, ასევე ვენლაფაქსინთან არაკეთილსაიმედო ურთიერთქმედების (ცნს-ის დათრგუნვის ჩათვლით) განვითარების გამო. (იხ. <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან^სხვა ურთიერთქმედების სხვა ფორმები>>). ვენლაფაქსინის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილია ძირითადად ალკოჰოლთან და/ან სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ლეტალური შედეგებით (იხ. <<ჭარბი დოზირება>>).

ჭარბი დოზირების რისკის შესამცირებლად ვენლაფაქსინი უნდა იქნას მიღებული ყველაზე დაბალი დოზით (იხ. <<ჭარბი დოზირება>>).

სუიციდის / სუიციდური ფიქრების რისკი ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება

დეპრესია ხასიათდება სუიციდური ფიქრების, თვითდაზიანების, თვითმკვლელობის მცდელობების (სუიციდური მოქმედებები) გაზრდილი რისკით. ეს რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის მიღწევამდე. იმის გამო, რომ მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდეს, პაციენტებს ესაჭიროება გულდასმითი მეთვალყურეობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საერთო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გამოჯანსაღების ადრეულ ეტაპებზეც ამაღლდეს.

სხვა ფსიქიური დარღვევები, როდესაც საჭიროა ვენლაფაქსინის დანიშვნა, ასევე შეიძლება ხასიათდებოდეს დიდი დეპრესიული დარღვევებით. ამიტომ, სხვა ფსიქიური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას დაცული უნდა იქნას ისეთივე სიფრთხილის ზომები, როგორიც დიდი დეპრესიული დარღვევების მკურნალობის შემთხვევაში.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება სუიციდური მოქმედებები, აგრეთვე პაციენტები, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ გამოხატული სუიციდური ფიქრები, მკურნალობის დაწყებამდეც ხასიათდებიან თვითმკვლელობაზე ფიქრების ან თვითმკვლელობის მცდელობების მაღალი რისკით და ამიტომ, ისინი მკაცრი სამედიცინო ზედაამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ მკურნალობის პერიოდში.

მკაცრი მეთვალყურეობა პაციენტებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მომატებული რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან, უნდა ხორციელდებოდეს მედიკამენტიზურ მკურნალობასთან ერთად. პაციენტები და მათი მომვლელი პირები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი კლინიკური გაუარესების განვითარების, სუიციდური ქცევების ან სუიციდური ფიქრების წარმოშობის, უჩვვეულო ქცევითი ცვლილებების გამოვლენის აუცილებლობის, აგრეთვე სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ, ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

მანია/ჰიპომანია

გუნება-განწყობილების დარღვევების მქონე პაციენტებს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, მათ შორის ვენლაფაქსინს ღებულობენ, შეიძლება განუვითარდეს მანია ან ჰიპომანია. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარული დარღვევები აღენიშნებათ ოჯახის ანამნეზში.

აგრესია

პაციენტებს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, მათ შორის ვენლაფაქსინს ღებულობენ, შეიძლება განუვითარდეს აგრესია. ასეთი შემთხვევები აღნიშნულია მკურნალობის დაწყების, დოზის შეცვლისა და მკურნალობის შეწყვეტისას. ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აგრესია აღენიშნებათ.

აკატიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა

ვენლაფაქსინის გამოყენებას თან ახლავს აკატიზიის განვითარება, რაც სუბიექტურად ხასიათდება უსიამოვნო ან განგაშისმაგვარი მოუსვენრობითა და ბოლთის ცემის მოთხოვნილებით, რასაც ახლავს მშვიდად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობა. ყველაზე ხშირად ასეთი მდგომარეობა წარმოიშობა მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებში დოზის მომატებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე.

სეროტონინის სინდრომი

ისევე, როგორც სხვა სეროტონინული საშუალებების გამოყენებისას, ვენლაფაქსინით მკურნაალობისას შეიძლება წარმოიშვას სეროტონინის სინდრომი – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიურიი სინდრომის (ანს) მსგავსი რეაქცია, განსაკუთრებით სხვა სეროტონონული საშუალებებისა (სუსი, სნუსი და ტრიპტანები) და იმ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც არღვევენ სეროტონინის მეტაბოლიზმს, როგორებიცაა მაგალითად მაო ინჰიბიტორები, ან გამოყენება დოპამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთად.

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს (აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობას (მაგალითად ტაქიკარდია, `ლაბილური” არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), გადახრები ნერვულ-კუნთოვან სისტემაში (მაგალითად ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის არარსებობა) და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევის სიმპტომები (გულისრევა, პირღებინება, დიარეა). სეროტონინის სინდრომის ყველაზე რთული ფორმა შეიძლება ანს-ს მოგვაგონებდეს და მოიცავდეს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდულობას, ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობას ორგანიზმის სასიცოცხლო მახასიათებლების სწრაფი ცვლილებებითა და ფსიქიური სტატუსის ცვლილებებით.

თუ ვენლაფაქსინითა და სეროტონინერგიულ და/ან დოფამინერგიულ ნეირომედიატორულ სისტემაზე ზემოქმედების მომხდენი სხვა პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა კლინიკურად გამართლებულადაა მიჩნეული, ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია პაციენტების გულმოდგინე მეთვალყურეობა, განსაკუთრებით – მკურნალობის დაწყებისა და დოზების შეცვლის დროს.

ვენლაფაქსინისა და სეროტონინის წინამორბედების (მაგალითად ტრიპტოფანის დანამატები) კომბინირებულად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

მახვილკუთხოვანი გლაუკომა

დაფიქსირებულია მიდრიაზის შემთხვევები, რაც ვენლაფაქსინის გამოყენებას უკავშირდება. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ მაღალი თვალისშიდა წნევის მქონე ან მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომას (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) განვითარების რისკის პაციენტები მკაცრ სამედიცინო კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

არტერიული წნევა

ვენლაფაქსინმა, დოზის-და მიხედვით, შეიძლება აამაღლოს არტერიული წნევა. არსებობს მონაცემები მძიმე ხარისხის არტერიული წნევის მომატების შესახებ, რაც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებდა.

აუცილებელია, რომ მკაცრად კონტროლდებოდეს ყველა პაციენტის არტერიული წნევის პარამეტრები, და ვენლაფაქსინით მკურნალობის დაწყებამდე დარეგულირდეს ადრინდელი არტერიული ჰიპერტენზია.

რეკომენდირებულია, რომ არტერიული წნევა იზომებოდეს პერიოდულად – მკურნალობის დაწყებისას და დოზის მომატების შემდეგ. ასევე რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა ძირითადი დაავადება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო არტერიული წნევის მომატებით, მაგალითად – გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შემთხვევაში.

გულის შეკუმშვების სიხშირე

შესაძლოა გაიზარდოს გულის შეკუმშვების სიხშირე, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიცემისას. იმ პაციენტების მიმართ, რომელთა საერთო მდგომარეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს გულის შეკუმშვების სიხშირეზე, სიფრთხილის ზომების მკაცრი დაცვაა საჭირო.

გულის დაავადებები და არითმიის რისკი

ვენლაფაქსინის გამოყენება არ არის გამოკვლეული პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხხნის წინ გადაიტანეს მიოკარდის ინფარქტი ან რომლებსაც აწუხებს გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. ამიტომ, ასეთ პაციენტებს ვენლაფაქსინი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს. დაფიქსირებულია გულის არითმიის წარმოშობის შემთხვევები ლეტალური შედეგით.

ვენლაფაქსინის დანიშვნამდე გულის მძიმე არითმიის განვითარების მაღალი რისკის პაციენტებისათვის, აუცილებელია შეფასდეს რისკი / სარგებლის თანაფარდობა.

კრუნჩხვები

ვენლაფაქსინით მკურნალობისას პაციენტს შესაძლოა წარმოეშვას კრუნჩხვები. ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომელბსაც ანამნეზში კრუნჩხვები აღენიშნება. ასეთი პაციენტებისათვის უნდა დაწესდეს მკაცრი მეთვალყურეობა, კრუნჩხვების განვითარებისასა კი მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰიპონატრიემია

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია და/ან ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სიდრომი. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირად უფიქსირდებათ პაციენტებს სისხლის მოცულობის დეჰიდრატაციის ან შემცირების დროს. ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პირები, რომლებიც დიურეტიკებს ღებულობენ, და პაციენტები, რომლებსაც სხვა შემთხვევებში უვითარდებათ ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ანომალური სისხლდენა

სამკურნალწამლო პრეპარატებმა, რომლებიც სეროტონინის უკუმიტაცებას თრგუნავენ, შეიძლება გამოიწვიონ თრომბოციტების ფუნქციის შესუსტება. კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენების, მათ შორის კუჭნაწლავიდან სისხლდენის რისკი, შეიძლება აუმაღლდეს პაციენტებს, რომლებიც ვენლაფაქსინს ღებულობენ. ისევე, როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების მიცემის შემთხვევაში, ვენლაფაქსინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისაკენ, მათ შორის პაციენტეს, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს ან თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბიტორებს.

სუსი/სნუსი ზრდიან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკს (იხილეთ ნაწილები <<გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში>> და <<გვერდითი რეაქციები>>).

სისხლის შრატის ქოლესტერინი

ვენლაფაქსინით ხანგრძლივი მკურნაობისას, აუცილებელია გაიზომოს ქოლესტერინის დონე სისხლის შრატში.

მიღება სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებებთან კომბინაციაში

ვენლაფაქსინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მისი მიღებისას სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებებთან, მათ შორის ფენტამინთან, კომბინაციაში, დადგენილი არ არის. ვენლაფაქსინისა და სხეულის მასის შესამცირებელ საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ვენლაფაქსინი არ არის დადებითად ნაჩვენები სხეულის მასის შესამცირებლად, არც როგორც მონოთერაპია და არც სხვა წამლებთან კომბინაციაში.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას, ხშირ შემთხვევებში წარმოიშობა მოხსნის სინდრომი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობა უცებ წყდება.

მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის – მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზაზე, აგრეთვე დოზის შემცირების სისწრაფეზე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესტეზიის ჩათვლით), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და ღრმა ძილი), აგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი და თავის ტკივილი წამლის მოხნის ყველაზე მეტად გავრცელებულ რეაქციებს წარმოადგენენ, რომელთა შესახებაც ცნობები მოგვეპოვება. ეს სიმპტომები, ძირითადად მსუბუქია ან ზომიერი ხარისხისაა, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში მათ შეიძლება მძიმე ფორმები მიიღონ. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ პირველ რამდენიმე დღეში, მაგრამ აღნიშულია შემთხვევებიც, როდესაც ასეთი სიმპტომები გაუჩნდა პაციენტებს, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის დოზის მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი სიმპტომები 2 კვირაში ქრება, თუმცა, ცალკეულ პაციენტებში ამ პერიოდმა შეიძლება 2-3 თვე და მეტიც კი გასტანოს. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ მკურნალობის შეწყვეტისას ვენლაფაქსინის დოზა თანდათანობით შემცირდეს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის საჭირიებებიდან გამომდინარე.

პირის ღრუს სიმშრალე

ვენლაფაქსინით მკურნალობისას შეიძლება წარმოიშვას პირის ღრუში სიმშრალის შეგრნება. ამან შეიძლება გაზარდოს კარიესის რისკი, ამიტომ, პაციენტებს უნდა შევახსენოთ კბილების ჰიგიენის მნიშნელობა.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის პაციენტებისათვის, სუსი-ით ან ვენლაფაქსინით მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გლიკემიურ კონტროლზე. ამიტომ, შეიძლება დადგეს ინსულინის და/ან დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების პერორალური დოზების კორექტირების საჭიროება.

სექსუალური დისფუნქცია

სუსი-ებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ ნაწილი <<გვერდითი რეაქციები>>). აღწერილია ხანგრძლივი სექსუალური დისფუნქციის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები გრძელდება სუსი-ების მიღების შეწყვეტის მიუხედავად.

ლაქტოზა

ვენლაფაქსინი-ზნ-ის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპას ლაქტოზას დეფიციტის ან გლუკოზა/ლაქტოზას მალაბსორბციის პაციენტებისატვის ვენლაფაქსინის მიცემა რეკომენდირებული არ არის.

ნატრუმის ნაერთები

ეს პრეპარატი შეიცავს გლიკოლიატის ნატრიუმის სახამებელს (ტიპი A). სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ნატრიუმკონტროლირებად დიეტაზე იმყოფებიან.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში ვენლაფაქსინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოგვეპოვება.

ამ პრეპატატის მიცემა ორსული ქალებისათვის, უკუნაჩვენებია.

ისევე, როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში (სუსი/სნუსი), ახალშობილებს შეიძლება წარმოეშვას პრეპარატის მოხსნის სინდრომი, თუკი ვენლაფაქსინს მშობიარობამდე ღებულობდნენ მათი დედები. ზოგიერთ ახალშობილს, რომლებიც III ტრიმესტრის ბოლოს მოექცნენ ვენლფაქსინის ზემოქმედების ქვეშ, განუვითარდა გართულებები, რომლებიც საჭიროებდნენ მათ პერორალურ კვებას, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას. ასეთი გართულებები შეიძლება წარმოიშვას ბავშვის დაბადებისთანავე.

ახალშობილებში შეიძლება აღენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, თუ მათი დედები სუსი/სნუსი-ებს ღებულობდნენ ორსულობის ბოლო სტადიებში. ეს სიმპტომებია: გაღიზიანება, ტრემორი, ჰიპოტენზია, განუწყვეტელი ტირილი, ძუძუს წოვის ან ჩაძინების გაძნელება. ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას სეროტონინერგიული ეფექტების ან პრეპარატის ზემოქმედების სიმპტომების ფონზე. უმეტეს შემთხვევეებში, ეს გართულებები დაიკვირვება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან 24 საათში.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სუსი-ების გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო სტადიებში, შეიძლება აამაღლოს ახალშობილთა პერსისტირებადი ფილტის ჰიპერტენზიის რისკი (აპფჰ). მიუხედავად იმისა, რომ სუსი-ების გამოყენებასთან აპფჰ-ის კავშირის შესწავლის კვლევები არ ჩატარებულა, ამ პოტენციური რისკის გამორიცხვა ვენლაფაქსინის გამოყენებისას, არ შეიძლება მისი შესაბამისი მოქმედების მექანიზმის გამო (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორული მოქმედება).

დაკვირვების მონაცემები მიუთითებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მომატებულ (თითქმის 2-ჯერ) რისკზე ორსულობის ბოლო თვეში სუსი/სნუსი-ების გამოყენების შემთხვევაში (იხილეთ ნაწილები <<სპეციალური ინსტრუქციები<< და <<გვერდითი რეაქციები>>).

ლაქტაცია

ვენლაფაქინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი О-დვ აღწევენ ლაქტატში. პრეპარატის გამოყენებისას პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ახალშობილებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, აღინიშნებოდა ტირილი, გაღიზიანება, ძილის დარღვევები. ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ დაიკვირვებოდა სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ვენლაფაქსინის მიღების შეწყვეტისათვის. ამიტომ, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისათვის ამ რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გაგრძლდეს თუ არა ძუძუთი კვება, ან გაგრძელდეს თუ არა ვენლაფაქსინით მკურნალობა, მიიღება ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისათვის ვენლაფაქსინით მკურნალობის სარგებლის შეფასებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ნებისმიერმა თერაპიამ ფსიქოტროპული პრეპარატებით, შეიძლება დაარღვიოს ფიქრის ან მოძრობითი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობები. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც ვენლაფაქსინს ღებულობენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ავტოტრანსპორტის მართვისას ან პოტენციოურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისას.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი არის პერორალური გამოყენების.

ვენლაფაქსინის ტაბლეტები სწრაფი გამოთავისუფლებით, რეკომენდირებულია სადილობისას, სასურველია – ერთსა და იმავე დროს.

დიდი დეპრესიული ეპიზოდები

ვენლაფაქსინის (სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტები) რეკომენდირებული საწყისი დოზაა 75მგ/დღეში, 2 ან 3 მიღებაზე. ტაბლეტები პაციენტს ეძლევა სადილობისას. იმ პაციენტებისათვის, რომელთათვისაც 75 მგ/დღე დოზა არ არის ეფექტური, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ 375მგ/დღემდე. დოზების მომატება ხორციელდება 2-კვირიანიდან დაწყებული ინტერვალებით, მძიმე შემთხვევებში კი, დოზა შეიძლება გაიზარდოს უფრო მეტი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ 4-დღიანი ინტერვალებით.

დოზაზე დამოკიდებულების გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის გამო, დოზების მომატება უნდა მოხდეს მხოლოდ კლინიკური სურათის შეფასების შემდეგ. აუცილებელია, რომ დაცული იყოს მინიმალური ეფექტური დოზის პირობა.

პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ რამდენიმე თვით და უფრო მეტითაც გრძელდება. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება ასევე მიზანშეწონილი იყოს პაციენტების დიდი დეპრესიული ეპიზოდების (დდე) პროფილაქტიკისათვის. უმეტეს შემთხვევებში, დეპრესიული ეპიზოდების რეციდივიების პროფილაქტიკისათვის გამოყენებული დოზები ისეთივეა, როგორიც დეპრესიების ჩვეულებრივი ეპიზოდების დროს.

რემისიის შემდეგ, აუცილებელია, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა გაგრძელდეს არანაკლებ 6 თვით.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის

პაციენტის ასაკი, თავისთავად, არ საჭიროებს დოზის ცვლილებას. მაგრამ, ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე (მაგ. თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევების, ნეირომედიატორების მიმართ მგრძნობელობის სავარაუდო ცვლილებების მხრივ, რასაც ხანდაზმულ ასაკში აქვს ადგილი). ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა წარიმართოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, ხოლო დოზის მომატებისას, პაციენტები მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დღიური დოზის 50%-ით შემცირება. მაგრამ, კლირენსის ინდივიდუალური ცვალებადობის გამო სასურველია, რომ დოზა შეირჩეს ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი პაციენტისათვის.

მწვავე ღვიძლის უკმარისობის პაციენტებში ვენლაფაქსინის გამოყენების მონაცემები შეზღუდულად მოგვეპოვება. ამიტომ, ასეთი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზის 50%-ით შემცირება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის პაციენტებს ამ პრეპარატის დანიშვნამდე უნდა ეცნობოს მკურნალობის სავარაუდო სარგებლის და შესაძლო რისკების შესახებ.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

იმის მიუხედავად, რომ 30-70მლ/წთ სიჩქარის გლომერულური ფილტრაციის პაციენტებისათვის დოზის კორექტირება არ მოითხოვება, მათი მკურნალობისას ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. ჰემოდიალიზზე მყოფი და თირკმლის მწვავე უკმარისობის (გლომერულური ფილტრაცია <30მლ/წთ) პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დღიური დოზის 50%-ით შემცირება. მაგრამ, კლირენსის ინდივიდუალური ცვალებადობის გამო სასურველია, რომ დოზა შეირჩეს ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი პაციენტისათვის.

მოხსნის სინდრომი ვენლაფაქსინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ვენლაფაქსინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამიტომ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდირებულია ამ პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირება 1 - 2 კვირის განმავლობაში, რათა შევამციროთ მოხსნის სინდრომის წარმოშობის რისკი. თუ დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კვლავ ვლინდება აუტანლობის სიმპტომები, საჭიროა განხილული იქნას ადრე განსაზღვრულ დოზაზე დაბრუნება, რის შემდეგაც, ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ მცირედი ნაწილებით.

ბავშვები

ვენლაფაქსინის ეფექტურობა ბავშვებისათვის (18 წლამდე), დადგენილი არ არის, ამიტომ, ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები. ტაქიკარდია, ცნობიერების დონის ცვლილებები (ძილიანობიდან კომამდე), მიდრიაზი, კრუნჩხვები, პირღებინება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰისის კონის ფეხების ბლოკადა, QRS გახანგრძლივება), პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ბრადიკარია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალიემია, ვერტიგო. შესაძლებელია ასევე ლეტალური შედეგის რისკიც. არსებობს მონაცემები ვენლაფაქსინის ჭარბი დოზირების შესახებ უპირატესად ამ პრეპარატის მიღებისას ალკოჰოლთან და/ან სხვა წამლებთან ერთად, ფატალური შემთხვევების ჩათვლით. მოწამვლის მძიმე სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში დაახლოებით 3 გრამი ვენლაფაქსინის მიღების შემდეგ.

მკურნალობა. მძიმე მოწამვლამ შეიძლება მოითხოვოს კომპლექსური გადაუდებელი მკურნალობა და მონიტორინგი. ამიტომ, ვენლაფაქსინის დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ, მაგალითად, მოწამვლვების სპეციალისტს (ტოქსიკოლოგიის განყოფილება).

რეკომენდირებულია ზოგადი დამხმარე და სიმპტომატური თერაპია; გულის რითმისა და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი; ასპირაციის რისკის არსებობისას, პირღებინების ინდუცირება რეკომენდირებული არ არის. თუ პაციენტს წამლები მიეცა ცოტა ხნის წინ და იგი გონზეა, საჭიროა კუჭის ამორეცხვა. გააქტიურებული ნახშირის დანიშვნამ შესაძლოა ასევე შეამციროს მოქმედი ნივთიერების შეწოვის დონე. ისეთი ღონისიებების გატარების ეფექტურობა, როგორებიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი, ჰემოპერფუზია და სისხლის შეცვლითი გადასხმები, ნაკლებად სავარაუდოა. ვენლაფაქსინის სპეციფიური ანტიდოტი უცნობია.

გვერდითი რეაქციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ეკხიმოზი, კუჭნაწლავური სისხლდენა, სისხლდენები ლორწოვანი გარსებიდან, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, თრომბოციტოპენია, სისხლის უჯრედოვანი შემადგენლობის მდგრადი პათოლოგიური ცვლილებები (აგრანულოციტოზის, აპლასტიური ანემიის, ნეიტროპენიის, პანციტოპენიის ჩათვლით)

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტიკური რეაქციები, ანგიონერვული შეშუპება.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: პროლაქტინის დონის ამაღლება სისხლში.

მეტაბოლიზმის მხრივ: ქოლექსტერინის დონის ამაღლება შრატში, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის დარღვეული სექრეციის სინდრომი (ადჰდსს), პროლაქტინის მომატებული დონე.

ფსიქიკის მხრივ: უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა, ნერვიული აგზნებადობა, სედატიური ეფექტი, გონების დაბინდვა, დეპერსონალიზაცია, აპათია, ჰალუცინაციები, შფოთვითი აგზნებადობა, მანიაკალური რეაქციები, დელირია, სუიციდური ფიქრები და სუიციდური ქცევები*

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ჰიპერტონუსი, ტრემორი, პარესტეზია, მთქნარება, მიოკლონუსი, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევები, აკატიზია, კრუნჩხვები, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს), სეროტონინერგიული სინდრომი, ექსტრაპირამიდული რეაქციები (დისტონიისა და დისკინეზიის ჩათვლით), გვიანი დისკინეზია, აგრესია, გულყრა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: აკომოდაციის დარღვევა, მიდრიაზი, მხედველობის დარღვევები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში, ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის აჩქარება, ტაქიკარდია, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია (ტორსადეს დე პოინტეს-ის ჩათვლით), არტერიული ჰიპერტენზია, სინკოპე, არტერიული ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, პოსტურალური ჰიპოტენზია, პარკუჭების ფიბრილაცია.

სუნთქვის სისტემის მხრივ: მთქნარება, ფულტვების ეოზინოფილია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, მადის დაკარგვა (ანორექსია), შეკრულობა, პირღებინება, გემოს დაქვეითება, დიარეა, პანკრეატიტი.

თირკმლისა და შარდსადენი გზების მხრივ: ჰეპატიტი, გადახრები თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმებიდან.

კანისა და მისი წარმოებულების მხრივ: ინტენსიური ოფლგამოყოფა (ღამით ოფლიანობის ჩათვლით), გამონაყარი, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობიარე რეაქციები.

ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: რაბდომიოლიზი

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევები (უპირატესად – გართულებები), პოლაკიურია, შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.

სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი მამაკაცებში, ორგაზმის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია), არარეგულარულ სისხლდენებთან (მაგალითად მენორაგია, მეტრორაგია) დაკავშირებული მენსტრულური ციკლის დარღვევები, პათოლოგიური ორგაზმი ქალებში, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა**.

ზოგადი დარღვევები: ასტენია (დაღლილობა), ციებ-ცხელება, შემცივნება

  • სუიციდური ფიქრებისა და სუიციდური ქცევები აღნიშნულია ვენლაფაქსინით თერაპიის დროს ან თერაპიის შეწყვეტისთანავე.
  • * ეს გამოვლინება რეგისტრირებულია სუსი-ების/სნუსი-ების თერაპიული კლასისთვის (იხილეთ ნაწილები <<გამოყენების თავისებურებები>> და <<გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს>>).

ვენლაფაქსინით მკურნალობის შეწყვეტა (განსაკუთრებით – უეცარი შეწყვეტა) იწვევს მოხსნის სინდრომს. მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას, ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი რექციები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები, (პარესთეზიის ჩათვლით), ძილის დარღვევევი (უძილობისა და ღრმა ძილის ჩათვლით), შფოთვითი აგზნებადობა და შიშები, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი და გრიპისმაგვარი სინდრომი. ჩვეულებრივ, ეს რეაქციები სუსტი ან ზომიერია და თავისით ქრება, მაგრამ, ზოგოერთი პაციენტის შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო მძიმე და/ან ხანგრძლივი ფორმები მიიღონ. ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ ვენლაფაქსინით მკურნალობა შეწყდეს დოზების თანდათანობითი შემცირებით.

ვარგისიანობის ვადა.

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი / განმცხადებლის და/ან მისი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

ბოლო გადახედვის თარიღი: 17.06.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა