პრეპარატ ველაქსინის® კაფსულების მოქმედი ნივთიერებაა ვენლაფაქსინი. პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები არის ანტიდეპრესანტი, ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (ნსუი) ჯგუფიდან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვენლაფაქსინი (venlafaxine)
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ პროლონგირებული მოქმედების მყარი კაფსულა №28 (2X14)
- მწარმოებელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
- ATC კოდი
- N06AX16
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040067
- რეგისტრირებულია
- 25 იანვარი 2024, მოქმედებს 25 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ველაქსინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ველაქსინის® კაფსულების მოქმედი ნივთიერებაა ვენლაფაქსინი.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები არის ანტიდეპრესანტი, ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (ნსუი) ჯგუფიდან. პრეპარატების მოცემული ჯგუფი გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა. ითვლება, რომ დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის მქონე პირებს თავის ტვინში აქვთ სეროტონინის და ნორადრენალინის შედარებით დაბალი დონე. ანტიდეპრესანტების მოქმედება ბოლომდე არ არის შესწავლილი, სავარაუდოდ მათი დახმარება მდგომარეობს თავის ტვინში სეროტონინისა და ადრენალინის დონის გაზრდაში.
ველაქსინი® გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მოზრდილებში. პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, ასევე გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა (შიში ან სოციალური მდგომარეობიდან გაქცევა) და პანიკური დარღვევები (პანიკური შეტევები). დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი თვითგრძნობის გასაუმჯობესებლად. თუ არ უმკურნალებთ მათ, ეს მდგომარეობა არ გაივლის თავისთავად, შეიძლება გაუარესდეს და უფრო გართულდეს მკურნალობა.
რისი ცოდნაა პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ველაქსინის® კაფსულები ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების და სოციალური შფოთვითი აშლილობების მკურნალობისას, რეკომენდებული საწყისი დოზაა – 75 მგ დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს დოზა 375 მგ-მდე დღე-ღამეში დეპრესიის მკურნალობისას.
პანიკური აშლილობის მკურნალობისას, ექიმმა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით (37,5 მგ) და თანდათან გაზარდოს ის. მაქსიმალური დოზა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობებისა და პანიკური აშლილობების დროს შეადგენს 225 მგ-ს/დღე-ღამეში.
მიღების წესი
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით. არ შეიძლება კაფსულის გატეხვა, დაქუცმაცება, დაღეჭვა, ან წყალში გახსნა.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დილით ან საღამოს.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების არსებობისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.
არ შეწყვიტოთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პარაგრაფი „თუ შეწყვიტეთ ველაქსინის® მიღება“).
თუ მიიღეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატი ველაქსინი®, ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო დოზის გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება: გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა (ძილიანობიდან კომამდე), არამკვეთრი მხედველობა, კრუნჩხვითი გულყრები ან კრუნჩხვბი, ასევე ღებინება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. მიუხედავად ამისა, თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ მიუღებელი დოზა; მიიღეთ ჩვეულებისამებს ერთი დოზა. არ მიიღოთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება
არასდროს არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება, ის გთხოვთ ნელ-ნელა შეამციროთ დოზა მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე. ცნობილია გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ პრეპარატ ველაქსინის® მიღების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების უეცრად შეყვეტის დროს. მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სუიციდური აზრები, აგრესიულობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა, თავის ტკივილი, უძილობა, ღამის კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა, ზარის ხმა ყურებში, ხმაური ყურებში, იშვიათად – ელექტროშოკის შეგრძნება, სისუსტე, ოფლიანობა, კრუნჩხვითი გულყრები ან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მხედველობის დარღვევა და არტერიული წნევის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზარის ხმა ყურებში, ოფლიანობა და ა.შ.)
თქვენი მკურნალო ექიმი აგიხსნით როგორ უნდა მოხდეს პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ზოგიერთ პაციენტს სჭირდება მკურნალობის უკიდურესად ნელა შეწყვეტა რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. თუ აღგენიშნებათ ეს ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ვენლაფაქსინის ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ იღებთ, ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იღებდით ნებისმიერ პრეპარატებს – მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. შეუქცევადი მაო-ს ინჰობიტორების მიღებამ სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებთან, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენებიც კი. ასევე, აუცილებელია დაიცადოთ არანაკლებ 7 დღე ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღების შეწყვეტის შემდეგ, სანამ დაიწყებთ ნებისმიერი მაო-ს ინჰობიტორის მიღებას (იხ. ასევე პარაგრაფები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „სეროტონინული სინდრომი“).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთერთი, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც პრეპარატ ველაქსინთან® ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
თუ თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი ტიპები (მომატებული თვალშიდა წნევა).
თუ ადრე გქონდათ ან ახლა გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.
თუ ადრე გქონდათ ან ახლა გაქვთ გულის დაავადებები.
თუ გაქვთ გულის არითმია (გულის რითმის დარღვევა).
თუ ადრე გქონდათ კრუნჩხვები (კრუნჩხვითი გულყრები).
თუ ადრე აღგენიშნებოდათ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია).
თუ გაქვთ წინასწარგანწყობა სისხლჩაქცევების (ჰემატომების) წარმოქმნის, ან სისხლდენების (ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა) მიმართ, ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, მაგალითად ვარფარინი (ანტიკუაგულანტი).
თუ მოგემატათ ქოლესტერინის დონე.
თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრებს ადრე გივლინდებოდათ მანია ან ბიპოლარული აშლილობა (მომატებული აგზნებადობის ან ეიფორიის გრძნობა).
თუ ანამნეზში გაქვთ აგრესიული ქცევა.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ველაქსინმა® შესაძლოა გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ მოცემული მდგომარეობა.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შესაძლოა გაგიჩნდეთ აზრები თავის მოკვლის, ან თვითდაზიანების შესახებ. ეს მდგომარეობები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ყველა ეს სამკურნალო საშუალებები იწყებენ მოქმედებას რამდენიმე ხნის შემდეგ (როგორც წესი ორი კვირის, ან ზოგჯერ მეტი ხნის შემდეგ). ასეთი აზრები შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირებისას ან ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს.
ასეთი აზრების განვითარება მეტად სავარაუდოა შემდეგ შემთხვევებში:
თუ ადრე გქონდათ აზრები თვითმკვლელობის, ან თვითდაზიანების შესახებ.
თუ ხართ მოზარდი. კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს.
თუ გიჩნდებათ აზრი თვითმკვლელობის, ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ან პირდაპირ საავადმოფოს.
შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო იყოს, თუ ნათესავებიდან ან მეგობრებიდან ვინმეს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვთ მათ ამ ჩანართის წაკითხვას. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მათ გაცნობონ, თუ შემაჩნევენ. რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გახდა უფრო ძლიერი, ან თუ შეამჩნევენ ცვლილებას თქვენს ქცევაში.
პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე აღენიშნება პაციენტების 10%-ს, რომლებიც იღებენ ვენლაფაქსინს. ამან შესაძლოა გაზარდოს კარიესის რისკი. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისას.
შაქრიანი დიაბეტი
ველაქსინით მკურნალობის ფონზე, შეიძლება შეგეცვალოთ სისხლში შაქრის დონე.
ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შეცვლა.
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა
სეროტონინის/ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა (სნუი) შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციის დარღვევის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). არსებობს მონაცემები ხანგრძლივი სქესობრივი ფუნქციის დარღვევის შესახებ სნუი–ს მიღების შეწყვეტის მიუხედავად.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, როგორც წესი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე აუცილებელია იცოდეთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მოცემული კლასის პრეპარატების გამოყენება, დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ზრდასთან, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური მოქმედება და სიბრაზე). ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 18 წლამდე ასაკის პაციენტში, რადგან ექიმი მიიჩნევს, რომ ეს შედის პაციენტის ინტერესებში. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაუნიშნა ველაქსინის® კაფსულები 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ გსურთ ამის განხილვა, მიმართეთ თქვენს ექიმს. აუცილებელია აცნობოთ ექიმს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატ ვველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების, ან გაუარესების შესახებ. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დაგდენილი ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების შორეული ეფექტების უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, ასევე კოგნიტიური და ქცევითი განვითარების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.
გადაწყვეტილებას ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების და სხვა საშუალებების ერთდროულად გამოყენების შესახებ იღებს ექიმი.
არ დაიწყოთ, ან არ შეწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ნატურალური და მცენარეული პრეპარატების მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი): იხ. პარაგრაფი „პრეპარატ ველაქსინის® გამოყენებამდე“.
სეროტონინული სინდრომი
პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებით მკურნალობისას, შესაძლოა განვითარდეს სეროტონინული სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) - სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“), კერძოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
ასეთი სამკურნალო საშუალებების მაგალითებია:
ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ);
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, მაგ. სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სნუი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები;
ამფეტამინების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის - ყდჰს, ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალოდ);
ანტიბიოტიკ ლინეზოლიდის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
მოკლობემიდის შემცველი სამკურნალო საშუალებები, შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
სიბუტრამინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება სხეულის მასის შესამცირებლად);
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტრამადოლს, ფენტანილს, ტაპენტადოლს, პეტიდინს ან პენტაზოცინს (ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი);
დექსტრომეტორფანის შემცველი სამკურნალო საშუალებები (ხველის წამალი);
მეტადონის შემცველი სამკურნალო საშუალებები (ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ოპიატებს ან გამოიყენება როგორც ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი);
მეთილენის ლურჯის შემცველი მედიკამენტები (იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობა იზრდება);
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო ნატურალური ან მცენარეული საშუალებები);
ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ძილის დარღვევა და დეპრესია);
ანტიფსიქოზური პრეპარატები (პრეპარატები იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც პაციენტს შეუძლია მოისმინოს, დაინახოს ან იგრძნოს არარეალური მოვლენები, ჯეროდეს იმის, რაც სინამდვილეში არ ხდება, გახდეს ზედმეტად საეჭვო ან ჩაკეტილი).
სეროტონინული სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატებას, სხეულის მომატებულ ტემპერატურას (38°C-ზე მაღალი), არტერიული წნევის სწრაფ ცვალებადობას, მომატებულ ოფლიანობას, კანკალს, რეფლექსების გაძლიერებას, კუნთების ტონუსის მომატებას, კუნთების უნებლიე რითმულ შეკუმშვას, თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთის ჩათვლით, დიარეას, კომას, გულისრევას, ღებინებას.
სეროტონინული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს). ანს–ის ნიშნები და სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ფერმენტების დონის მომატება (დგინდება სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სეროტონინული სინდრომი!
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე. ეს პრეპარატები მოიცავს:
პრეპარატებს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი ანდოფეტილიდი;
ანტიფსიქოზური საშუალებები (იხ. ქვეთავი „სეროტონინული სინდრომი“);
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან მოქსიფლოქსაცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);
ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო საშუალებები).
შემდეგ სამკურნალო საშუალებებს ასევე შეუძლიათ ურთიერთქმედება პრეპარატ ველაქსინთან® და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ:
კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება);
ჰალოპერიდოლს ან რისპერიდონს (ფსიქიატრიული მდგომარეობების სამკურნალოდ);
მეტოპროლოლს (ბეტა-ბლოკატორი მომატებული არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების სამკურნალოდ).
პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს (იხ. პარაგრაფი 3 „როგორ უნდა მიიღოთ ველაქსინი®“).
ველაქსინის® კაფსულების მიღებისას, თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეიძლება მიიღოთ მხოლოდ თქვენი მუცლად მყოფი ბავშვისთვის სარგებლის და რისკის პოტენციური შეფარდების ექიმთან განხილვის შემდეგ.
თუ თქვენ იღებთ ველაქსინის® კაფსულებს ორსულობის პერიოდში, აცნობეთ ამის შესახებ მეანს და/ან ექიმს. დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებს. ორსულობის პერიოდში ანალოგიური სამკურნალო საშუალებების (სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალშობილში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკის მატება – ახალშობილების მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, რომელიც იწვევს სუნთქვის გახშირებას და ახალშობილის სილურჯეს. მოცემული სიმპტომები როგორც წესი, ვითარდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. მსგავს მდგომარეობაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს.
თუ ორსულობის პერიოდში იღებდით ამ პრეპარატს, მაშინ, სუნთქვის დარღვევის გარდა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს კვების დარღვევაც. თუ ახალშობილს დაბადების შემდეგ, აქვს ეს სიმპტომები და თქვენ ეს გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს და/ან მეანს, რომლებსაც შეუძლიათ რჩევის მოცემა.
თუ ველაქსინს იღებთ ორსულობის ბოლოს, ამან შეიძლება გაზარდოს მშობიარობის შემდგომი მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მეანთან ან მკურნალ ექიმთან თუ იღებთ ველაქსინს.
ძუძუთი კვება
პრეპარატ ველაქსინის® მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. არსებობს ბავშვზე ზემოქმედების რისკი. ამიტომ მოცემული საკითხი განხილული უნდა იყოს ექიმთან და ის გადაწყვეტს შეწყდეს ძუძუთი კვება, თუ პრეპარატ ველაქსინით® მკურნალობა.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ არანაირი ინსტრუმენტი ან მექანიზმი, სანამ არ გაიგებთ, თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე ველაქსინი®.
ნატრიუმი შემცველობა
ველაქსინის® 37,5 მგ და 75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეცავენ ერთ მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში,, შესაბამისად, პრაქტიკულად, არ შეიცავენ ნატრიუმს.
ველაქსინის® 150 მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეცავენ 36 მგ ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში, რაც მოზრდილებში ექვივალენტურია მაქსიმალური დღეღამური დოზის 1.8%-ის.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ უვლინდება ყველა პაციენტს.
არ იღელვოთ, თუ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღების შემდეგ, თქვენს ფეკალურ მასებში შენიშნავთ წვრილ თეთრ გრანულებს. ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეიცავს სფეროიდებს ან წვრილ თეთრ ბურთულებს მოქმედი ნივთიერებით ვენლაფაქსინი. ეს სფეროიდები კაფსულებიდან ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სფეროიდების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გავლისას ვენლაფაქსინი ნელა გამოიყოფა. სფეროიდების „გარსი“ არ იხსნება და გამოიყოფა ფეკალური მასებით. ამიტომ თქვენს მიერ მიღებული ვენლაფაქსინის დოზა შეიწოვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დაინახეთ სფეროიდები ფეკალურ მასებში.
შეწყვიტეთ ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება, ნებისმიერი რომელიმე შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
არახშირი (აღინიშნება100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სახის, პირის ღრუს, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება; გამონაყარი ქავილით, რომელიც ამოდის კანის ზედაპირზე; სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
იშვიათი (აღინიშნება1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვინავი სუნთქვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
სეროტონინული სინდრომის ნიშნები და სიმპტომები: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, სხეულის მომატებული ტემპერატურა (38°C-ზე მაღალი), არტერიული წნევის სწრაფი ცვალებადობა, მომატებული ოფლიანობა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვა, თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთის ჩათვლით, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება.
სეროტონინული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს). ანს–ის ნიშნები და სიმპტომებია: ცხელება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ფერმენტების დონის მომატება (დგინდება სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
ინფექციის ნიშნები, მათ შორის: სხეულის მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, კანკალი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცვლილებებით სისხლის მხრივ და შეუძლია გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი.
ძლიერი კანისმიერი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (წითელი ან მკრთალი ლაქები, რომლებიც ამოდის კანის ზედაპირზე და ხშირად თან სდევს ქავილი).
ძლიერი კანისმიერი გამონაყარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აქერცვლა.
კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე უცნობი მიზეზით, რაც შეიძლება იყოს რაბდომიოლიზის ნიშანი.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე):
ისეთი მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები, რომელსაც ეწოდება „სტრესული კარდიომიოპათია“, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა და არარეგულარული გულისცემა.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს (ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ პარაგრაფში „სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები“):
ხველა, სუნთქვა ხიხინით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და სხეულის მაღალი ტემპერატურა;
შავი, ფისოვანი განავალი ან სისხლი განავალში;
კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება, ქავილი, მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ანთების სიმპტომები (ჰეპატიტი);
გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულის რითმი, არტერიული წნევის მომატება;
მხედველობის დარღვევა, მაგალითად, არამკვეთრი მხედველობა, გაფართოებული გუგები;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვითი გულყრები;
დარღვევები ფსიქიკის მხრივ, როგორიცაა: ჰიპერაქტიურობა და უკიდურესი აღგზნებადობის შეგრძნება;
წამლის მოხსნის სიმპტომები (იხ. ქვეპუნქტი „თუ დროზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებას“ პარაგრაფში 3. „როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები“);
უფრო ხანგრძლივი სისხლდენა: თუ გაიჭერით ან მიიღეთ ჭრილობა, შეიძლება სისხლდენის შეჩერებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (აღინიშნება10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა;
უძილობა;
გულისრევა, პირის სიმშრალე, შეკრულობა (ყაბზობა);
ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით).
ხშირი (აღინიშნება10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მადის გაუარესება;
დაბინდული ცნობიერება, საკუთარ თავთან დაშორების შეგრძნება (ან ჩაკეტილობა), ორგაზმის არარსებობა, სქესობრივი კავშირის შემცირება, შფოთვა, ნევროზულობა, პათოლოგიური სიზმრები;
კანკალი, მოუსვენრობა ან ერთ ადგილზე ჯდომის ან გაჩერების შეუძლებლობა, ჩხვლეტის შეგრძნებები, გემოვნების ცვლილება, მხედველობის დარღვევა, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა, გაფართოებული გუგები, თვალების უუნარობა ავტომატურად შეცვალოს ფოკუსი შორეული საგნიდან ახლომდებარეზე;
ხმაური / ზარის ხმა ყურებში;
გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ძლიერი გულისცემის შეგრძნება;
არტერიული წნევის მომატება, ალები;
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მთქნარება;
ღებინება, დიარეა;
გამონაყარი კანზე, ქავილი;
კუნთების ტონუსის მომატება;
შარდვის გახშირება, შარდვის უუნარობა, შარდვის გაძნელება;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, როგორიცაა შედარებით ძლიერი სისხლდენა ან ძლიერი, არარეგულარული სისხლდენა, პათოლოგიური ეაკულაცია; ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);
სისუსტე (ასთენია), დაღლილობა, შემცივნება;
სხეულის მასის მომატება ან შემცირება;
სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე.

მომატებული აქტივობა, ერთმანეთის სწრაფად ცვლადი, ერთმანეთზე გადამხტომი ფიქრები, ძილზე მოთხოვნის შემცირება (მანია);
ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, რეალობისგან დაშორების შეგრძნება, პათოლოგიური ორგაზმი, მომატებული აღგზნებადობა, კბილების კრაჭუნი;
გულის წასვლა, კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოძრაობის კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა;
რიგიდობა, სპაზმი და კუნთების უნებლიე მოძრაობები (მიოკლონუსი ან დისკინეზია);
თავბრუსხვევა (განსაკუთრებით მოულოდნელად წამოდგომისას), არტერიული წნევის შემცირება;
ღებინება სისხლით, შავი, ფისისებური განავალი ან სისხლიანი განავალი, რაც შეიძლება მიუთითებდეს შინაგან სისხლდენაზე;
სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, თმის არანორმალური ცვენა;
შარდვის კონტროლის შეუძლებლობა;
სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის უმნიშვნელო ცვლილება.

სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ხანგრძლივი ინფექციები, სისხლჩაქცევების მარტივად გაჩენა ან სისხლდენა;
ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი სიცხე;
თქვენი სხეული იკავებს ძალიან ბევრ წყალს, შარდი ხდება კონცენტრირებული (მუქი ფერის), შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, რაც გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევით;
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა;
ორიენტაციის უნარის დაქვეითება (დეზორიენტაცია) და ცნობიერების დაბინდვა, რასაც ხშირად თან ახლავს ჰალუცინაციები (დელირიუმი);
კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა, რაც იწვევს განმეორებით უნებლიე მოძრაობებს და უჩვეულო სხეულის პოზებს;
კრუნჩხვები;
თვალის ძლიერი ტკივილი, მხედველობის გაუარესება ან არამკვეთრი მხედველობა;
გულის შეკუმშვათა სიხშირის პათოლოგიური მომატება, არარითმული გულის შეკუმშვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა და ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ზურგის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა, ქავილი, კანის ან თვალების სკლერის ყვითელი ელფერი, მუქი ფერის შარდი, გრიპის მსგავსი სიმპტომები - ღვიძლის ანთების სიმპტომები (ჰეპატიტი).
ძალიან იშვიათი (აღინიშნება10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სისხლდენის დროის გახანგრძლივება, რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებაზე და სისხლჩაქცევების და სისხლდენის რისკის გაზრდაზე;
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რძის პათოლოგიური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან;
სახისა და სხეულის არაბუნებრივი, მკვეთრი მოძრაობები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია;
მოულოდნელი სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლი შარდში ან ნაღებინებ მასაში, ან სისხლჩაქცევების მოულოდნელი წარმოქმნა ან სისხლძარღვების (ვენების) კედლების მთლიანობის დარღვევა).

სუიციდური აზრები და სუიციდური ქცევა. ვენლაფაქსინით მკურნალობის ფონზე ან უშუალოდ მისი მიღების შეწყვეტის აღინიშნა სუიციდური აზრების და სუიციდური ქცევის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 2. „რისი ცოდნაა პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე“)
აგრესია;
თავბრუსხვევა ბრუნვის შეგრძნებით (ვერტიგო).
ზოგჯერ პრეპარატმა ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენთვის შეუმჩნეველი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის მომატება, ან გულის რითმის დარღვევა, ღვიძლისმიერი ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის უმნიშვნელო ცვლილება სისხლში. ძალიან იშვიათად პრეპარატმა ველაქსინმა® შეიძლება დააქვეითოს სისხლში თრომბოციტების ფუნქცია, რის შედეგადაც იზრდება ჰემატომების განვითარების ან სისხლდენის რისკი. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა პერიოდულად შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, კერძოდ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ხანგრძლივი გამოყენებისას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. ასევე, თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების (ეფექტების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში, მათ შორის ინფორმაცია სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
ინახება მშრალ ადგილას, 30°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები ტაბლეტები, თუ შენიშავთ მისი ხარისხის ცვლილების აშკარა ნიშნებს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
ჭარბი დოზა
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა ვენლაფაქსინით დოზის გადაჭარბების შემთხვევები, ძირითადად ალკოჰოლთან და/ან სხვა წამლებთან კომბინაციისას. დოზის გადაჭარბების დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტაქიკარდია, ცნობიერების დონის ცვლილებები (ძილიანობიდან კომამდე), მიდრიაზი, კრუნჩხვები და ღებინება. სხვა გამოვლენილი მოვლენები მოიცავს: ეკგ-ს ცვლილებებს (მაგ., QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰისის კონის ფეხების ბლოკადა, QRS კომპლექსის გაფართოება), პარკუჭოვან ტაქიკარდიას, ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას, ვერტიგოს და სიკვდილს.
გამოქვეყნებულ რეტროსპექტიულ კვლევებში ნათქვამია, რომ ვენლაფაქსინით დოზის გადაჭარბება შეიძლება უკავშირდებოდეს ლეტალური გამოსავალის უფრო მაღალ რისკს ანტიდეპრესანტებთან - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან შედარებით, მაგრამ უფრო დაბალია, ვიდრე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ვენლაფაქსინით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით. გაურკვეველია თუ რა ხარისიხით შეიძლება გამოვლენილი ლეტალური გამოსავლის მომატებული რისკი, გამოწვეული იყოს ვენლაფაქსინით დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობით, პაციენტების ზოგიერთი მახასიათებლის საპირისპიროდ, რომლებიც მკურნალობდნენ ვენლაფაქსინით. დოზის გადაჭარბების რისკის შესამცირებლად, ვენლაფაქსინის რეცეპტების გამოწერა უნდა მოხდეს პრეპარატის მინიმალური რაოდენობით, პაციენტის სათანადო მართვით.
რეკომენდებული მკურნალობა
რეკომენდებულია ზოგადი დამხმარე და სიმპტომური მკურნალობა; აუცილებელია გულის რიტმის და სხეულის ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობის მონიტორინგი. თუ არსებობს ასპირაციის რისკი, არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. კუჭის ამორეცხვა ნაჩვენებია, თუ იგი ჩატარდება გადაყლაპვიდან მალევე, ან შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტებში. აქტივირებული ნახშირის მიღებამ, ასევე შეიძლება შეამციროს აქტიური ნივთიერების შეწოვა. ფორსირებული დიურეზი, დიალიზი, სისხლის პერფუზია და სისხლის მიმოცვლითი გადასხმა ნაკლებად სასარგებლოა. ვენლაფაქსინის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 37,5 მგ, 75 მგ და 150 მგ ვენლაფაქსინი (42,42 მგ, 84,84 მგ და 169,68 მგ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის ფორმით) ყოველ კაფსულაში შესაბამისად.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ეთილცელულოზა, ტალკი, დიმეტიკონი, კალიუმის ქლორიდი, კოპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ქსანტანის გუმფისი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
CONI-SNAP-3 კაფსულის შემადგენლობა (ველაქსინი® 37,5 მგ): რკინის ყვითელი ოქსიდი, ინდიგოკარმინი FD და C ცისფერი 2, ერითროზინი FD და C წითელი 3, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
CONI-SNAP-2 (ველაქსინი® 75 მგ) და CONI-SNAP-0EL (ველაქსინი® 150 მგ) კაფსულის შემადგენლობა: რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 37,5 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-3, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ღია-ნარინჯისფერი ფერის L530 თავსახურით.
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 75 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-2, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ნარინჯისფერ-ყავისფერი ფერის L570 თავსახურით.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 150 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-0EL, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ნარინჯისფერ-ყავისფერი ფერის L570 თავსახურით.
კაფსულაზე არ არის მარკირება. კაფსულის ზედაპირი არ უნდა იყოს დაზიანებული, ან ქონდეს ფხვნილის კვალი. კაფსულები შეიცავს თეთრი და ყვითელი ფერის პელეტების ნარევს, არის უსუნო, ან თითქმის უსუნო.
შეფუთვა: გახანგრძლივებული მოქმედების 14 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
წამლის მზა ფორმების წარმოება
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
შეფუთვა და გამომშვები კონტროლო
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
შენახვის პირობები
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოანელეპტიკური საშუალებები. ანტიდეპრესანტები. სხვა ანტიდეპრესანტები.
ათქ კოდი: N06AX16.
მოქმედების მექანიზმი
ითვლება, რომ ვენლაფაქსინის ანტიდეპრესანტული მოქმედება უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნეიროტრანსმიტერების აქტივობის გაძლიერებას. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინი და მისი მთავარი მეტაბოლიტი O- დესმეთილვენლაფაქსინი (ოდვ) წარმოადგენენ სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს. ასევე, ვენლაფაქსინი სუსტად აინჰიბირებს დოფამინის მიტაცებას. ვენლაფაქსინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი ასუსტებენ β-ადრენერგიულ რეაქციებს, როგორც ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ასევე მუდმივი გამოყენებისას. ვენლაფაქსინს და O-დესმეთილვენლაფაქსინს აქვთ ძალიან მსგავსი მოქმედება ნეირომედიატორების უკუმიტაცების და რეცეპტორული შეკავშირების თვალსაზრისით.
ვენლაფაქსინს პრაქტიკულად არავითარი მსგავსება არ ჰქონდა მუსკარინულ, ქოლინერგიულ, ჰისტამინურ (H1), α1-ადრენერგიულ რეცეპტორებთან ვირთაგვების თავის ტვირნში in vitro პირობებში. ფარმაკოლოგიური მოქმედება ამ რეცეპტორებთან მიმართებაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ანტიდეპრესანტებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა გვერდით ეფექტებთან, მაგალითად, ანტიქოლინერგული სედატიურ მოქმედებასთან და ასევე, გვერდით მოვლენებთან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ვენლაფაქსინი არ თრგუნავს მონოამინოქსიდაზას (მაო) მოქმედებას.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვენლაფაქსინს პრაქტიკულად არ აქვს მსგავსება ოპიატურ ან ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დეპრესიის დიდი ეპიზოდები
ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ეფექტურობა დეპრესიის დიდი ეპიზოდების სამკურნალოდ ნაჩვენებია ხუთ რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, ხანმოკლე კვლევებში 4-6 კვირის ხანგრძლივობით, 375 მგ-მდე/დღე-ღამეში დოზით. ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ეფექტურობა დეპრესიის დიდი ეპიზოდების სამკურნალოდ ნაჩვენებია ორ პლაცებო-კონტროლირებად ხანმოკლე კვლევებში, 8-12 კვირის ხანგრძლივობით, რომელიც მოცავდა 75-დან 225 მგ-მდე/დღე-ღამეში დოზებს.
ერთ ხანგრძლივ კვლევაში, მოზრდილი ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების (75 მგ, 150 მგ ან 225 მგ) 8-კვირიან ღია კვლევაში აღენიშნებოდათ თერაპიული ეფექტი, რანდომიზირდნენ ჯგუფებად: რომელიც განაგრძობდა ვენლაფაქსინის მიღებას დადგენილი დოზით ან რომელიც იღებდა პლაცებოს; რეციდივზე დაკვირვება გრძელდებოდა 26 კვირის განმავლობაში.
მეორე ხანგრძლივი კვლევის დროს, 12 თვის განმავლობაში გამოვლინდა დეპრესიის ეპიზოდების განმეორებითი გამოვლენის პროფილაქტიკისთვის ვენლაფაქსინის ეფექტურობა - პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კლინიკურ კვლევაში მოზრდილი ამბოლატორიული პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აღენიშნებოდათ დეპრესიის დიდი ეპიზოდების მკურნალობის რეციდივი და თერაპული ეფექტი დეპრესიის ბოლო ეპიზოდის დროს ვენლაფაქსინით მკურნალობისას (100-200 მ/დღე-ღამეში, დღეში ორჯერ სქემის მიხედვით).
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ეფექტურობა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (გშა) მკურნალობისას, დადგენილია 8-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ფიქსირებული დოზით (75-225 მგ/დღე-ღამეში), ერთ 6-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ფიქსირებული დოზით (75-225 მგ/დღე-ღამეში) და ერთ 6-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ცვალებადი დოზით (37.5, 75 და 150 მგ/დღე-ღამეში) მოზრდილ პაციენტებში.
ვინაიდან, ასევე, შეინიშნებოდა პლაცებოს უპირატესობა 37,5 მგ/დღე-ღამეში დოზასთან მიმართებაში, ეს დოზა ყოველთვის არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც უფრო მაღალი დოზები.
სოციალური შფოთვითი აშლილობა
ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ, დადგენილია ოთხ 12-კვირიან, მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში პარალელური ჯგუფებით, შეუცვლელი დოზით და ერთ 6-კვირიან, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ფიქსირებული/ცვლადი დოზით, მოზრდილ ამბულატორიულ პაციენტებში. პაციენტები იღებდნენ 75-დან 225 მგ-მდე/დღე-ღამეში დოზებს.
6-თვიანი კვლევის დროს არ გამოვლინდა დიდი ეფექტურობის მტკიცებულება ჯგუფში, რომელიც იღებდა 150-225 მგ/დღე-ღამეში დოზას, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც იღებდა 75 მგ/დღე-ღამეში დოზას.
პანიკური აშლილობა
ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ეფექტურობა პანიკური აშლილობის სამკურნალოდ, დადგენილია ორ 12-კვირიან, მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში მოზრდილი ამბოლატორიული პაციენტების მონაწილებით, რომლებსაც აწუხებდათ აგორაფობია. საწყისი დოზა პანიკური აშლილობის კვლევებში იყო 37,5 მგ/დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში. პაციენტები იღებდნენ ფიქსირებულ დოზებს 75 ან 150 მგ/დღე-ღამეში ერთ კვლევაში და 75 ან 225 მგ-ს/დღე-ღამეში სხვა კვლევაში.
ასევე ეფექტურობა ნაჩვენებია, ერთ ხანგრძლივ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პარალელური ჯგუფებით, ხანგრძლივი უსაფრთხოების, ეფექტურობის და რეციდივის პროფილაქტიკის კვლევით მოზრდილ ამბულატორიულ პაციენტებში, რომელბიც პასუხობდნენ მკურნალობას ღია კვლევაში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ვენლაფაქსინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდია - დაახლოებით 5±2 და 11±2 საათი, შესაბამისად. ვენლაფაქსინის და O-დესმეთილვენლაფაქსინის პლატო-კონცენტრაცია მიიღწევა მრავალჯერადი მიღების პერორალური მკურნალობადან 3 დღის განმავლობაში.
შეწოვა
სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, შეიწოვება ვენლაფაქსინის მინიმუმ 92%. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს - 40%-45%-ს, რაც უკავშირდება პრესისტემურ მეტაბოლიზმს. სწრაფი გამოთავისუფლების ვენლაფაქსინის მიღების შემდეგ, ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 და 3 საათის შემდეგ, შესაბამისად. ვენლაფაქსინის გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღების შემდეგ, ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 5,5 და 9 საათის შემდეგ, შესაბამისად. ვენლაფაქსინის სწრაფი გამოყოფის ტაბლეტების და გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ერთნაირი დღეღამური დოზებით მიღებისას, გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეიწოვება უფრო ნელა, მაგრამ იმავე მოცულობით, როგორითაც სწრაფი გამოთავისუფლების ტაბლეტები. საკვები არ ახდენს გავლენას ვენლაფაქსინისა ან O-დესმეთილვენლაფაქსინის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
თერაპიული დოზებით მიღებისას, ვენლაფაქსინსა და O-დესმეთილვენლაფაქსინს აქვთ მინიმალური შეკავშირება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებთან (27% და 30%, შესაბამისად). ვენლაფაქსინის განაწილების მოცულობა, წონასწორული კონცენტრაციის პირობებში არის - 4,4±1,6 ლ/კგ, ინტრავენურად შეყვანის შემდეგ.
ბიოგარდაქმნა
ვენლაფაქსინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. In vitro და in vivo კვლევები აჩვენებს ვენლაფაქსინის ბიოგარდაქმნას მთავარ აქტიურ მეტაბოლიტად O-დესმეთილვენლაფაქსინად, CYP2D6 ფერმენტით. In vitro და in vivo კვლევები აჩვენებს ვენლაფაქსინის მეტაბოლიზაციას, არა-ძირითად, ნაკლებად აქტიურ მეტაბოლიტად N-დესმეთილ-ვენლაფაქსინად, CYP3A4 ფერმენტით. In vitro და in vivo კვლევები აჩვენებს CYP2D6 ფერმენტის სუსტ დათრგუნვას ვენლაფაქსინით. ვენლაფაქსინი არ აინჰიბირებს CYP1A2, CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტებს.
გამოყოფა
ვენლაფაქსინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ვენლაფაქსინის დოზის დაახლოებით 87% გამოიყოფა შარდში 48 საათის განმავლობაში უცვლელი ვენლაფაქსინის (5%), არაკონიუგირებული O-დესმეთილვენლაფაქსინის (29%), კონიუგირებული O-დესმეთილვენლაფაქსინის (26%) ან სხვა არა-ძირითადი, არააქტიური მეტაბოლიტების სახით (27%).
ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის საშუალო კლირენსი წონასწორორულ პირობებში პლაზმაში ± SD შეადგენს 1,3±0,6 ლ/სთ/კგ-ს და 0,4±0,2 ლ/სთ/კგ-ს.
ხაზოვნება/არახაზოვნება
ვენლაფაქსინსა და O-დესმეთილვენლაფაქსინს აქვთ ხაზოვანი კინეტიკა 75-450 მგ დღეღამური დოზის დიაპაზონში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკი და სქესი
ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული პაციენტების ასაკსა და სქესზე.
CYP2D6 სწრაფი/ნელი მეტაბოლიზმით CYP2D6
სისხლის პლაზმაში ვენლაფაქსინის კონცენტრაცია უფრო მაღალია CYP2D6-ის ნელ მეტაბოლიზატორებში, ვიდრე სწრაფ მეტაბოლიზატორებში. ვინაიდან, ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის ჯამური ექსპოზიცია (AUC) მსგავსია ნელ და სწრაფ მეტაბოლიზატორებში, ამ ორი ჯგუფისთვის არ არის აუცილებელი ვენლაფაქსინის სხვადასხვა დოზირების რეჟიმი.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუ A და B) ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა. ვენლაფაქსინისა და O-დესმეთილვენლაფაქსინის პერორალური კლირენსი მცირდებოდა. მონაწილეებში დაფიქსირდა ცვალებადობის მაღალი ხარისხი. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია (იხ. 4.2).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა დაახლოებით 180%-ით, კლირენსი მცირდებოდა დაახლოებით 57%-ით, ნორმალურ მონაწილეებთან შედარებით; ამასთან, O-დესმეთილვენლაფაქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა დაახლოებით 142%-ით, ხოლო კლირენსი მცირდებოდა დაახლოებით 56%-ით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჰემოდიალიზი, აუცილებელია დოზის კორექციას (იხ. 4.2).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
(ინფორმაცია პაციენტისთვის)
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 37,5 მგ
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 75 მგ
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 150 მგ
(ვენლაფაქსინი)
ამ სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე, მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა.
თუ გაგინვითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული ფურცელი-დანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე
როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
შესაძლო გვერდითი მოვლენები სამედიცინო გამოყენებისას
როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ველაქსინის® კაფსულების მოქმედი ნივთიერებაა ვენლაფაქსინი.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები არის ანტიდეპრესანტი, ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (ნსუი) ჯგუფიდან. პრეპარატების მოცემული ჯგუფი გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა. ითვლება, რომ დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის მქონე პირებს თავის ტვინში აქვთ სეროტონინის და ნორადრენალინის შედარებით დაბალი დონე. ანტიდეპრესანტების მოქმედება ბოლომდე არ არის შესწავლილი, სავარაუდოდ მათი დახმარება მდგომარეობს თავის ტვინში სეროტონინისა და ადრენალინის დონის გაზრდაში.
ველაქსინი® გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მოზრდილებში. პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, ასევე გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა (შიში ან სოციალური მდგომარეობიდან გაქცევა) და პანიკური დარღვევები (პანიკური შეტევები). დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი თვითგრძნობის გასაუმჯობესებლად. თუ არ უმკურნალებთ მათ, ეს მდგომარეობა არ გაივლის თავისთავად, შეიძლება გაუარესდეს და უფრო გართულდეს მკურნალობა.
რისი ცოდნაა პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
თუ გაქვთ ალერგია ვენლაფაქსინის ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ იღებთ, ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იღებდით ნებისმიერ პრეპარატებს – მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. შეუქცევადი მაო-ს ინჰობიტორების მიღებამ სხვა პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებთან, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენებიც კი. ასევე, აუცილებელია დაიცადოთ არანაკლებ 7 დღე ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღების შეწყვეტის შემდეგ, სანამ დაიწყებთ ნებისმიერი მაო-ს ინჰობიტორის მიღებას (იხ. ასევე პარაგრაფები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „სეროტონინული სინდრომი“).
უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ერთერთი, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც პრეპარატ ველაქსინთან® ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
თუ თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის ზოგიერთი ტიპები (მომატებული თვალშიდა წნევა).
თუ ადრე გქონდათ ან ახლა გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.
თუ ადრე გქონდათ ან ახლა გაქვთ გულის დაავადებები.
თუ გაქვთ გულის არითმია (გულის რითმის დარღვევა).
თუ ადრე გქონდათ კრუნჩხვები (კრუნჩხვითი გულყრები).
თუ ადრე აღგენიშნებოდათ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია).
თუ გაქვთ წინასწარგანწყობა სისხლჩაქცევების (ჰემატომების) წარმოქმნის, ან სისხლდენების (ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა) მიმართ, ან თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, მაგალითად ვარფარინი (ანტიკუაგულანტი).
თუ მოგემატათ ქოლესტერინის დონე.
თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრებს ადრე გივლინდებოდათ მანია ან ბიპოლარული აშლილობა (მომატებული აგზნებადობის ან ეიფორიის გრძნობა).
თუ ანამნეზში გაქვთ აგრესიული ქცევა.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ველაქსინმა® შესაძლოა გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ მოცემული მდგომარეობა.
სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შესაძლოა გაგიჩნდეთ აზრები თავის მოკვლის, ან თვითდაზიანების შესახებ. ეს მდგომარეობები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ყველა ეს სამკურნალო საშუალებები იწყებენ მოქმედებას რამდენიმე ხნის შემდეგ (როგორც წესი ორი კვირის, ან ზოგჯერ მეტი ხნის შემდეგ). ასეთი აზრები შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირებისას ან ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს.
ასეთი აზრების განვითარება მეტად სავარაუდოა შემდეგ შემთხვევებში:
თუ ადრე გქონდათ აზრები თვითმკვლელობის, ან თვითდაზიანების შესახებ.
თუ ხართ მოზარდი. კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს.
თუ გიჩნდებათ აზრი თვითმკვლელობის, ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ან პირდაპირ საავადმოფოს.
შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო იყოს, თუ ნათესავებიდან ან მეგობრებიდან ვინმეს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვთ მათ ამ ჩანართის წაკითხვას. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მათ გაცნობონ, თუ შემაჩნევენ. რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა გახდა უფრო ძლიერი, ან თუ შეამჩნევენ ცვლილებას თქვენს ქცევაში.
პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე აღენიშნება პაციენტების 10%-ს, რომლებიც იღებენ ვენლაფაქსინს. ამან შესაძლოა გაზარდოს კარიესის რისკი. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისას.
შაქრიანი დიაბეტი
ველაქსინით მკურნალობის ფონზე, შეიძლება შეგეცვალოთ სისხლში შაქრის დონე.
ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შეცვლა.
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა
სეროტონინის/ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა (სნუი) შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციის დარღვევის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). არსებობს მონაცემები ხანგრძლივი სქესობრივი ფუნქციის დარღვევის შესახებ სნუი–ს მიღების შეწყვეტის მიუხედავად.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები, როგორც წესი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე აუცილებელია იცოდეთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მოცემული კლასის პრეპარატების გამოყენება, დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ზრდასთან, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური მოქმედება და სიბრაზე). ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 18 წლამდე ასაკის პაციენტში, რადგან ექიმი მიიჩნევს, რომ ეს შედის პაციენტის ინტერესებში. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაუნიშნა ველაქსინის® კაფსულები 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ გსურთ ამის განხილვა, მიმართეთ თქვენს ექიმს. აუცილებელია აცნობოთ ექიმს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატ ვველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარების, ან გაუარესების შესახებ. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დაგდენილი ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების შორეული ეფექტების უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, ასევე კოგნიტიური და ქცევითი განვითარების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.
გადაწყვეტილებას ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების და სხვა საშუალებების ერთდროულად გამოყენების შესახებ იღებს ექიმი.
არ დაიწყოთ, ან არ შეწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ნატურალური და მცენარეული პრეპარატების მიღება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი): იხ. პარაგრაფი „პრეპარატ ველაქსინის® გამოყენებამდე“.
სეროტონინული სინდრომი
პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებით მკურნალობისას, შესაძლოა განვითარდეს სეროტონინული სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) - სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა (იხ. პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“), კერძოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
ასეთი სამკურნალო საშუალებების მაგალითებია:
ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ);
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, მაგ. სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სნუი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ან ლითიუმის შემცველი პრეპარატები;
ამფეტამინების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის - ყდჰს, ნარკოლეფსიისა და სიმსუქნის სამკურნალოდ);
ანტიბიოტიკ ლინეზოლიდის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
მოკლობემიდის შემცველი სამკურნალო საშუალებები, შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
სიბუტრამინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება სხეულის მასის შესამცირებლად);
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტრამადოლს, ფენტანილს, ტაპენტადოლს, პეტიდინს ან პენტაზოცინს (ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი);
დექსტრომეტორფანის შემცველი სამკურნალო საშუალებები (ხველის წამალი);
მეტადონის შემცველი სამკურნალო საშუალებები (ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ოპიატებს ან გამოიყენება როგორც ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი);
მეთილენის ლურჯის შემცველი მედიკამენტები (იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობა იზრდება);
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო ნატურალური ან მცენარეული საშუალებები);
ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ძილის დარღვევა და დეპრესია);
ანტიფსიქოზური პრეპარატები (პრეპარატები იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, როდესაც პაციენტს შეუძლია მოისმინოს, დაინახოს ან იგრძნოს არარეალური მოვლენები, ჯეროდეს იმის, რაც სინამდვილეში არ ხდება, გახდეს ზედმეტად საეჭვო ან ჩაკეტილი).
სეროტონინული სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატებას, სხეულის მომატებულ ტემპერატურას (38°C-ზე მაღალი), არტერიული წნევის სწრაფ ცვალებადობას, მომატებულ ოფლიანობას, კანკალს, რეფლექსების გაძლიერებას, კუნთების ტონუსის მომატებას, კუნთების უნებლიე რითმულ შეკუმშვას, თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთის ჩათვლით, დიარეას, კომას, გულისრევას, ღებინებას.
სეროტონინული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს). ანს–ის ნიშნები და სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ფერმენტების დონის მომატება (დგინდება სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სეროტონინული სინდრომი!
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე. ეს პრეპარატები მოიცავს:
პრეპარატებს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი ანდოფეტილიდი;
ანტიფსიქოზური საშუალებები (იხ. ქვეთავი „სეროტონინული სინდრომი“);
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი ან მოქსიფლოქსაცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);
ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო საშუალებები).
შემდეგ სამკურნალო საშუალებებს ასევე შეუძლიათ ურთიერთქმედება პრეპარატ ველაქსინთან® და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ:
კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება);
ჰალოპერიდოლს ან რისპერიდონს (ფსიქიატრიული მდგომარეობების სამკურნალოდ);
მეტოპროლოლს (ბეტა-ბლოკატორი მომატებული არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების სამკურნალოდ).
პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს (იხ. პარაგრაფი 3 „როგორ უნდა მიიღოთ ველაქსინი®“).
ველაქსინის® კაფსულების მიღებისას, თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეიძლება მიიღოთ მხოლოდ თქვენი მუცლად მყოფი ბავშვისთვის სარგებლის და რისკის პოტენციური შეფარდების ექიმთან განხილვის შემდეგ.
თუ თქვენ იღებთ ველაქსინის® კაფსულებს ორსულობის პერიოდში, აცნობეთ ამის შესახებ მეანს და/ან ექიმს. დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებს. ორსულობის პერიოდში ანალოგიური სამკურნალო საშუალებების (სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალშობილში სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკის მატება – ახალშობილების მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, რომელიც იწვევს სუნთქვის გახშირებას და ახალშობილის სილურჯეს. მოცემული სიმპტომები როგორც წესი, ვითარდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. მსგავს მდგომარეობაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს.
თუ ორსულობის პერიოდში იღებდით ამ პრეპარატს, მაშინ, სუნთქვის დარღვევის გარდა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს კვების დარღვევაც. თუ ახალშობილს დაბადების შემდეგ, აქვს ეს სიმპტომები და თქვენ ეს გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს და/ან მეანს, რომლებსაც შეუძლიათ რჩევის მოცემა.
თუ ველაქსინს იღებთ ორსულობის ბოლოს, ამან შეიძლება გაზარდოს მშობიარობის შემდგომი მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მეანთან ან მკურნალ ექიმთან თუ იღებთ ველაქსინს.
ძუძუთი კვება
პრეპარატ ველაქსინის® მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. არსებობს ბავშვზე ზემოქმედების რისკი. ამიტომ მოცემული საკითხი განხილული უნდა იყოს ექიმთან და ის გადაწყვეტს შეწყდეს ძუძუთი კვება, თუ პრეპარატ ველაქსინით® მკურნალობა.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ არანაირი ინსტრუმენტი ან მექანიზმი, სანამ არ გაიგებთ, თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე ველაქსინი®.
ნატრიუმი შემცველობა
ველაქსინის® 37,5 მგ და 75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეცავენ ერთ მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში,, შესაბამისად, პრაქტიკულად, არ შეიცავენ ნატრიუმს.
ველაქსინის® 150 მგ გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეცავენ 36 მგ ნატრიუმს თითოეულ კაფსულაში, რაც მოზრდილებში ექვივალენტურია მაქსიმალური დღეღამური დოზის 1.8%-ის.
როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
ყოველთვის მიიღეთ ველაქსინის® კაფსულები ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების და სოციალური შფოთვითი აშლილობების მკურნალობისას, რეკომენდებული საწყისი დოზაა – 75 მგ დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს დოზა 375 მგ-მდე დღე-ღამეში დეპრესიის მკურნალობისას.
პანიკური აშლილობის მკურნალობისას, ექიმმა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით (37,5 მგ) და თანდათან გაზარდოს ის. მაქსიმალური დოზა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების, სოციალური შფოთვითი აშლილობებისა და პანიკური აშლილობების დროს შეადგენს 225 მგ-ს/დღე-ღამეში.
მიღების წესი
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით. არ შეიძლება კაფსულის გატეხვა, დაქუცმაცება, დაღეჭვა, ან წყალში გახსნა.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დილით ან საღამოს.
პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები უნდა მიიღოთ ჭამის დროს.
ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების არსებობისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.
არ შეწყვიტოთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პარაგრაფი „თუ შეწყვიტეთ ველაქსინის® მიღება“).
თუ მიიღეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატი ველაქსინი®, ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო დოზის გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება: გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა (ძილიანობიდან კომამდე), არამკვეთრი მხედველობა, კრუნჩხვითი გულყრები ან კრუნჩხვბი, ასევე ღებინება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. მიუხედავად ამისა, თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ მიუღებელი დოზა; მიიღეთ ჩვეულებისამებს ერთი დოზა. არ მიიღოთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება
არასდროს არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეამციროთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება, ის გთხოვთ ნელ-ნელა შეამციროთ დოზა მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე. ცნობილია გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ პრეპარატ ველაქსინის® მიღების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების უეცრად შეყვეტის დროს. მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სუიციდური აზრები, აგრესიულობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა, თავის ტკივილი, უძილობა, ღამის კოშმარები, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა, ზარის ხმა ყურებში, ხმაური ყურებში, იშვიათად – ელექტროშოკის შეგრძნება, სისუსტე, ოფლიანობა, კრუნჩხვითი გულყრები ან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მხედველობის დარღვევა და არტერიული წნევის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზარის ხმა ყურებში, ოფლიანობა და ა.შ.)
თქვენი მკურნალო ექიმი აგიხსნით როგორ უნდა მოხდეს პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ზოგიერთ პაციენტს სჭირდება მკურნალობის უკიდურესად ნელა შეწყვეტა რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. თუ აღგენიშნებათ ეს ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები სამედიცინო გამოყენებისას
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ უვლინდება ყველა პაციენტს.
არ იღელვოთ, თუ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღების შემდეგ, თქვენს ფეკალურ მასებში შენიშნავთ წვრილ თეთრ გრანულებს. ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები შეიცავს სფეროიდებს ან წვრილ თეთრ ბურთულებს მოქმედი ნივთიერებით ვენლაფაქსინი. ეს სფეროიდები კაფსულებიდან ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სფეროიდების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გავლისას ვენლაფაქსინი ნელა გამოიყოფა. სფეროიდების „გარსი“ არ იხსნება და გამოიყოფა ფეკალური მასებით. ამიტომ თქვენს მიერ მიღებული ვენლაფაქსინის დოზა შეიწოვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დაინახეთ სფეროიდები ფეკალურ მასებში.
შეწყვიტეთ ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღება, ნებისმიერი რომელიმე შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
არახშირი (აღინიშნება100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სახის, პირის ღრუს, ენის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება; გამონაყარი ქავილით, რომელიც ამოდის კანის ზედაპირზე; სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
იშვიათი (აღინიშნება1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვინავი სუნთქვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
სეროტონინული სინდრომის ნიშნები და სიმპტომები: მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, სხეულის მომატებული ტემპერატურა (38°C-ზე მაღალი), არტერიული წნევის სწრაფი ცვალებადობა, მომატებული ოფლიანობა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვა, თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთის ჩათვლით, დიარეა, კომა, გულისრევა, ღებინება.
სეროტონინული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს). ანს–ის ნიშნები და სიმპტომებია: ცხელება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ფერმენტების დონის მომატება (დგინდება სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
ინფექციის ნიშნები, მათ შორის: სხეულის მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, კანკალი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცვლილებებით სისხლის მხრივ და შეუძლია გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი.
ძლიერი კანისმიერი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (წითელი ან მკრთალი ლაქები, რომლებიც ამოდის კანის ზედაპირზე და ხშირად თან სდევს ქავილი).
ძლიერი კანისმიერი გამონაყარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აქერცვლა.
კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე უცნობი მიზეზით, რაც შეიძლება იყოს რაბდომიოლიზის ნიშანი.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე):
ისეთი მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები, რომელსაც ეწოდება „სტრესული კარდიომიოპათია“, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, თავბრუსხვევა, გულის წასვლა და არარეგულარული გულისცემა.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს (ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ პარაგრაფში „სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები“):
ხველა, სუნთქვა ხიხინით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება და სხეულის მაღალი ტემპერატურა;
შავი, ფისოვანი განავალი ან სისხლი განავალში;
კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება, ქავილი, მუქი ფერის შარდი, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ანთების სიმპტომები (ჰეპატიტი);
გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულის რითმი, არტერიული წნევის მომატება;
მხედველობის დარღვევა, მაგალითად, არამკვეთრი მხედველობა, გაფართოებული გუგები;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, მოძრაობის დარღვევა, კრუნჩხვითი გულყრები;
დარღვევები ფსიქიკის მხრივ, როგორიცაა: ჰიპერაქტიურობა და უკიდურესი აღგზნებადობის შეგრძნება;
წამლის მოხსნის სიმპტომები (იხ. ქვეპუნქტი „თუ დროზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების მიღებას“ პარაგრაფში 3. „როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები“);
უფრო ხანგრძლივი სისხლდენა: თუ გაიჭერით ან მიიღეთ ჭრილობა, შეიძლება სისხლდენის შეჩერებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (აღინიშნება10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა;
უძილობა;
გულისრევა, პირის სიმშრალე, შეკრულობა (ყაბზობა);
ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით).
ხშირი (აღინიშნება10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მადის გაუარესება;
დაბინდული ცნობიერება, საკუთარ თავთან დაშორების შეგრძნება (ან ჩაკეტილობა), ორგაზმის არარსებობა, სქესობრივი კავშირის შემცირება, შფოთვა, ნევროზულობა, პათოლოგიური სიზმრები;
კანკალი, მოუსვენრობა ან ერთ ადგილზე ჯდომის ან გაჩერების შეუძლებლობა, ჩხვლეტის შეგრძნებები, გემოვნების ცვლილება, მხედველობის დარღვევა, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა, გაფართოებული გუგები, თვალების უუნარობა ავტომატურად შეცვალოს ფოკუსი შორეული საგნიდან ახლომდებარეზე;
ხმაური / ზარის ხმა ყურებში;
გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ძლიერი გულისცემის შეგრძნება;
არტერიული წნევის მომატება, ალები;
ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მთქნარება;
ღებინება, დიარეა;
გამონაყარი კანზე, ქავილი;
კუნთების ტონუსის მომატება;
შარდვის გახშირება, შარდვის უუნარობა, შარდვის გაძნელება;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, როგორიცაა შედარებით ძლიერი სისხლდენა ან ძლიერი, არარეგულარული სისხლდენა, პათოლოგიური ეაკულაცია; ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);
სისუსტე (ასთენია), დაღლილობა, შემცივნება;
სხეულის მასის მომატება ან შემცირება;
სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე.
არახშირი (აღინიშნება100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
მომატებული აქტივობა, ერთმანეთის სწრაფად ცვლადი, ერთმანეთზე გადამხტომი ფიქრები, ძილზე მოთხოვნის შემცირება (მანია);
ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, რეალობისგან დაშორების შეგრძნება, პათოლოგიური ორგაზმი, მომატებული აღგზნებადობა, კბილების კრაჭუნი;
გულის წასვლა, კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოძრაობის კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა;
რიგიდობა, სპაზმი და კუნთების უნებლიე მოძრაობები (მიოკლონუსი ან დისკინეზია);
თავბრუსხვევა (განსაკუთრებით მოულოდნელად წამოდგომისას), არტერიული წნევის შემცირება;
ღებინება სისხლით, შავი, ფისისებური განავალი ან სისხლიანი განავალი, რაც შეიძლება მიუთითებდეს შინაგან სისხლდენაზე;
სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, თმის არანორმალური ცვენა;
შარდვის კონტროლის შეუძლებლობა;
სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის უმნიშვნელო ცვლილება.
იშვიათი (აღინიშნება1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ხანგრძლივი ინფექციები, სისხლჩაქცევების მარტივად გაჩენა ან სისხლდენა;
ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი სიცხე;
თქვენი სხეული იკავებს ძალიან ბევრ წყალს, შარდი ხდება კონცენტრირებული (მუქი ფერის), შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, კუნთების სპაზმი, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, რაც გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევით;
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა;
ორიენტაციის უნარის დაქვეითება (დეზორიენტაცია) და ცნობიერების დაბინდვა, რასაც ხშირად თან ახლავს ჰალუცინაციები (დელირიუმი);
კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა, რაც იწვევს განმეორებით უნებლიე მოძრაობებს და უჩვეულო სხეულის პოზებს;
კრუნჩხვები;
თვალის ძლიერი ტკივილი, მხედველობის გაუარესება ან არამკვეთრი მხედველობა;
გულის შეკუმშვათა სიხშირის პათოლოგიური მომატება, არარითმული გულის შეკუმშვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა და ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ზურგის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა, ქავილი, კანის ან თვალების სკლერის ყვითელი ელფერი, მუქი ფერის შარდი, გრიპის მსგავსი სიმპტომები - ღვიძლის ანთების სიმპტომები (ჰეპატიტი).
ძალიან იშვიათი (აღინიშნება10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სისხლდენის დროის გახანგრძლივება, რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებაზე და სისხლჩაქცევების და სისხლდენის რისკის გაზრდაზე;
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რძის პათოლოგიური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან;
სახისა და სხეულის არაბუნებრივი, მკვეთრი მოძრაობები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია;
მოულოდნელი სისხლდენა (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლი შარდში ან ნაღებინებ მასაში, ან სისხლჩაქცევების მოულოდნელი წარმოქმნა ან სისხლძარღვების (ვენების) კედლების მთლიანობის დარღვევა).
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე):
სუიციდური აზრები და სუიციდური ქცევა. ვენლაფაქსინით მკურნალობის ფონზე ან უშუალოდ მისი მიღების შეწყვეტის აღინიშნა სუიციდური აზრების და სუიციდური ქცევის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 2. „რისი ცოდნაა პრეპარატის ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები მიღების დაწყებამდე“)
აგრესია;
თავბრუსხვევა ბრუნვის შეგრძნებით (ვერტიგო).
ზოგჯერ პრეპარატმა ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენთვის შეუმჩნეველი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის მომატება, ან გულის რითმის დარღვევა, ღვიძლისმიერი ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის უმნიშვნელო ცვლილება სისხლში. ძალიან იშვიათად პრეპარატმა ველაქსინმა® შეიძლება დააქვეითოს სისხლში თრომბოციტების ფუნქცია, რის შედეგადაც იზრდება ჰემატომების განვითარების ან სისხლდენის რისკი. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა პერიოდულად შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, კერძოდ პრეპარატ ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების ხანგრძლივი გამოყენებისას.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. ასევე, თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების (ეფექტების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში, მათ შორის ინფორმაცია სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
ინახება მშრალ ადგილას, 30°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ პრეპარატი ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები ტაბლეტები, თუ შენიშავთ მისი ხარისხის ცვლილების აშკარა ნიშნებს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები
მოქმედი ნივთიერება: 37,5 მგ, 75 მგ და 150 მგ ვენლაფაქსინი (42,42 მგ, 84,84 მგ და 169,68 მგ ვენლაფაქსინის ჰიდროქლორიდის ფორმით) ყოველ კაფსულაში შესაბამისად.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ეთილცელულოზა, ტალკი, დიმეტიკონი, კალიუმის ქლორიდი, კოპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ქსანტანის გუმფისი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
CONI-SNAP-3 კაფსულის შემადგენლობა (ველაქსინი® 37,5 მგ): რკინის ყვითელი ოქსიდი, ინდიგოკარმინი FD და C ცისფერი 2, ერითროზინი FD და C წითელი 3, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
CONI-SNAP-2 (ველაქსინი® 75 მგ) და CONI-SNAP-0EL (ველაქსინი® 150 მგ) კაფსულის შემადგენლობა: რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 37,5 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-3, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ღია-ნარინჯისფერი ფერის L530 თავსახურით.
ველაქსინი® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 75 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-2, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ნარინჯისფერ-ყავისფერი ფერის L570 თავსახურით.
ველაქსინის® გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები 150 მგ:
მყარი, ჟელატინისებრი კაფსულები CONI-SNAP-0EL, თვითდახურვადი, უფერო, გამჭვირვალე ფუძით 43000 და ნარინჯისფერ-ყავისფერი ფერის L570 თავსახურით.
კაფსულაზე არ არის მარკირება. კაფსულის ზედაპირი არ უნდა იყოს დაზიანებული, ან ქონდეს ფხვნილის კვალი. კაფსულები შეიცავს თეთრი და ყვითელი ფერის პელეტების ნარევს, არის უსუნო, ან თითქმის უსუნო.
შეფუთვა: გახანგრძლივებული მოქმედების 14 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
წამლის მზა ფორმების წარმოება
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
შეფუთვა და გამომშვები კონტროლო
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.