ვალგავირი
VALGAVIR
ვალგავირი ნაჩვენებია: - ციტომეგალოვირუსული (ცმვ) რეტინიტის ინდუქციური და შემანარჩუნებელი თერაპია ზრდასრულ პაციენტებში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალგანციკლოვირი (valganciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 450მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
- ATC კოდი
- J05AB14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042053
- რეგისტრირებულია
- 20 სექტემბერი 2024, მოქმედებს 20 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვალგავირი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვალგავირი ნაჩვენებია:
- ციტომეგალოვირუსული (ცმვ) რეტინიტის ინდუქციური და შემანარჩუნებელი თერაპია ზრდასრულ პაციენტებში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი);
- ცმვ-ინფექციების პროფილაქტიკისთვის ცმვ-უარყოფით ზრდასრულებში და ბავშვებში (დაბადებიდან 18 წლამდე), რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია ცმვ-დადებითი დონორისგან.
მიღების წესი და დოზირება
ყურადღება! დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკაცრად იქნას დაცული დოზირების რეკომენდაციები.
შიგნით მიღების შემდეგ, ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირის წარმოქმნით. ვალგანციკლოვირი 900 მგ ორჯერ დღე-ღამეში პერორალური მიღება თერაპიულად ექვივალენტურია განციკლოვირის 5 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში ინტრავენური შეყვანისა.
ცმვ-რეტინიტის თერაპია
ცმვ - რეტინიტის ინდუქციური თერაპია
ზრდასრული პაციენტები
აქტიური ცმვ - რეტინიტის მქონე პაციენტებისთვის ვალგანციკლოვირის რეკომენდებული დოზა შეადგენს 900 მგ (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღე-ღამეში 21 დღის განმავლობაში; შეძლებისდაგვარად პრეპარატი უნდა იქნას მიღებული საკვების მიღების დროს. გრძელვადიანი ინდუქციური თერაპია ზრდის მიელოტოქსიურობის რისკს.
ცმვ - რეტინიტის შემანარჩუნებელი თერაპია
ინდუქციური თერაპიის კურსის შემდეგ ან პაციენტებში არააქტიური ცმვ-რეტინიტით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 900 მგ ვალგანციკლოვირს (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ; თუ შესაძლებელია, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული საკვების მიღების დროს. თუ რეტინიტის მსვლელობა უარესდება, ინდუქციური თერაპია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების მიმართ ვირუსის მდგრადობის შესაძლებლობა.
შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.
ბავშვები
ვალგავირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ცმვ - რეტინიტის მკურნალობის დროს არ ჩატარებულა.
ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკა სოლიდური ორგანოს გადანერგვის შემდეგ
ზრდასრული პაციენტები
პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, აუცილებელია დაიწყონ ვალგანციკლოვირით თერაპია გადანერგვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში 900 მგ დოზით (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ და გააგრძელონ თერაპია ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღემდე. პროფილაქტიკა შეიძლება გაგრძელდეს ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღის განმავლობაში.
პაციენტებმა, რომლებსაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია, თირკმელების გარდა, აუცილებელია დაიწყონ ვალგანციკლოვირით თერაპია გადანერგვის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში 900 მგ დოზით (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ და თერაპია გაგრძელდეს გადანერგვის შემდეგ 100 დღემდე.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს.
ბავშვები
დაბადებიდანვე ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია და რომლებსაც აქვთ ცმვ - ინფექციის განვითარების რისკი , ვალგავირის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობსა ( სზფ ) და კრეატინინის კლირენსზე ( კკ ), რომელიც გამოითვლება შვარცის ფორმულით ქვემოთ მოყვანილი განტოლების გამოყენებით:
პედიატრიული დოზა = 7 × სზფ × კკ (იხ. მოსტელერის სზფ ფორმულა და შვარცის კკ ფორმულა ქვემოთ).
ფორმულაში უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალური მნიშვნელობა 150 ლ/წთ/1,73 მ2, თუ შვარცის ფორმულით გამოთვლილი კკ აღემატება 150 მლ/წთ/1,73 მ2 .
კკ(შვარცის ფორმულით)(მლ/წთ/1,73 მ 2)= _______K x სიმაღლე(სმ)_______________
შრატისმიერი კრეატინინი(მგ/დლ) ,
სადაც k უდრის:
- 0,45* პაციენტებისთვის ასაკით < 2 წელზე;
- 0,55 ბიჭებისთვის ასაკით 2-დან 13 წლამდე და 2-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებისთვის;
- 0,7 ბიჭებისთვის ასაკით 13-დან 16 წლამდე;
16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: იხ. დოზირების რეჟიმი ზრდასრული პაციენტებისთვის.
k-ს წარმოდგენილი მნიშვნელობები ეფუძნება შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრას იაფეს მეთოდით და ფერმენტული მეთოდის გამოყენებისას შეიძლება მოითხოვოს კორექცია.
- ზოგიერთ ქვეჯგუფს შეიძლება ასევე დასჭირდეს k მნიშვნელობის შემცირება (მაგალითად, დაბადებისას დაბალი წონის მქონე ბავშვებში).
ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, აუცილებელია თერაპიის დაწყება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით (7 x სზფ x კკ ) მგ დღე-ღამეში ერთხელ და თერაპიის გაგრძელება ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღემდე.
ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია, თირკმელების გარდა, თერაპია იწყება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით (7 x სზფ x კკ ) მგ დღე-ღამეში ერთხელ და გრძელდება ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღემდე.
ფაქტობრად მიწოდებული დოზის მისაღებად ყველა გამოთვლილი დოზა უნდა დამრგვალდეს გაზრდის მიმართულებით უახლოეს მნიშვნელობამდე, რომელიც 25 მგ-ის ჯერადია. თუ გამოთვლილი დოზა აღემატება 900 მგ-ს, მაშინ დანიშვნისას მაქსიმალური დადგენილი დოზა შეადგენს 900 მგ-ს. ვალგანციკლოვირი შინაგანად მისაღები ხსნარის სახით უფრო სასურველია, რადგან ის უზრუნველყოფს ისეთი დოზის შეყვანის საშუალებას, რომელიც გამოთვლილია ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით; თუმცა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ვალგანციკლოვირის ტაბლეტირებული ფორმა, თუკი გამოთვლილი დოზები ტაბლეტირებული ფორმის ხელმისაწვდომი დოზების 10%-ის ფარგლებში იქნება და პაციენტს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა. მაგალითად, თუ გამოთვლილი დოზა შეადგენს 405 მგ-დან 495 მგ-მდე, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი 450 მგ-იანი ტაბლეტი.
რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი, სიმაღლისა და სხეულის წონის ცვლილებების გათვალისწინება და დოზის შესაბამისად კორექტირება პროფილაქტიკური პერიოდის განმავლობაში.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ვალგანციკლოვირის, განციკლოვირის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა
განციკლოვირის, აციკლოვირისა და პენციკლოვირის მსგავსი ქიმიური სტრუქტურის გამო შესაძლებელია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ამ პრეპარატების მიმართ. ამიტომ, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ვალგავირის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, პენციკლოვირის ან მათი პროწამლების მიმართ ( ვალაციკლოვირის ან ფამციკლოვირის მიმართ შესაბამისად).
მუტაგენურობა, ტერატოგენურობა , კანცეროგენულობა , ფერტილობა და კონტრაცეპცია
ვალგანციკლოვირით მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ნაყოფისთვის შესაძლო რისკების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში იყო აღმოჩენილი, რომ განციკლოვირს გააჩნია მუტაგენური, ტერატოგენული, კანცეროგენული თვისებები და თრგუნავს ფერტილობას. ამიტომ ვალგანციკლოვირი უნდა ჩაითვალოს პოტენციურ ტერატოგენად და კანცეროგენად ადამიანებში, რომელთა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების თანდაყოლილი მანკები და კიბო. კლინიკურ და პრეკლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით ასევე მიჩნეულია სავარაუდოდ, რომ ვალგანციკლოვირი იწვევს სპერმატოგენეზის დროებით ან მუდმივ ინჰიბირებას. რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობის პროცესში და მკურნალობიდან სულ მცირე 30 დღის განმავლობაში მაინც ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. მამაკაცებს ვალგანციკლოვირით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 90 დღის განმავლობაში მაინც ურჩევენ გამოიყენონ ბარიერული კონტრაცეპტივები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი პარტნიორისთვის ორსულობის რისკი არ არსებობს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვალგანციკლოვირს აქვს კანცეროგენული და რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოვლენის პოტენციალი.
მიელოსუპრესია
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალგანციკლოვირს (და განციკლოვირს), აღინიშნებოდა მძიმე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ძვლის ტვინის დესტრუქცია და აპლასტიკური ანემია. თერაპია არ უნდა იქნას დაწყებული, თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ( ნარ ) არის 500 უჯრედ/ მკლ -ზე ნაკლები, ან თრომბოციტების რაოდენობა 25000/ მკლ -ზე ნაკლებია, ან ჰემოგლობინის დონე შეადგენს 8 გ/დლ-ზე ნაკლებს.
პროფილაქტიკის პერიოდის 100 დღეზე მეტად გაზრდისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლეიკოპენიის და ნეიტროპენიის განვითარების შესაძლო რისკი.
ვალგანციკლოვირი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული ჰემატოლოგიური ციტოპენია ან მედიკამენტოზური ჰემატოლოგიური ციტოპენია ანამნეზში, და ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხივურ თერაპიას.
მკურნალობის მსვლელობისას რეკომენდირებულია რეგულარულად განისაზღვროს სისხლის გაშლილი ფორმულა და თრომბოციტების რაოდენობა.
გაძლიერებული ჰემატოლოგიური კონტროლი, სულ მცირე ტრანსპლანტაციის ცენტრის ყოველი ვიზიტის დროს, შეიძლება იყოს გამართლებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ბავშვებში. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მძიმე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია და/ან თრომბოციტოპენია, რეკომენდებულია ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორებით მკურნალობის და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის განხილვა.
ბიოშეღწევადობის განსხვავებები პერორალურად მისაღებ განციკლოვირთან
განციკლოვირის ბიოშეღწევადობა 900 მგ ვალგანციკლოვირის ერთჯერადი დოზის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 60%-ს დაახლოებით 6%-თან შედარებით 1000 მგ პერორალური განციკლოვირის (კაფსულის ფორმით) მიღების შემდეგ. განციკლოვირის გადაჭარბებული ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისათვის საშიშ არასასურველ რეაქციებთან. დოზირების რეკომენდაციები უნდა იქნას დაცული მკურნალობის დასაწყისში, ინდუქციურიდან შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლისას და ასევე განციკლოვირის პერორალური მიღებიდან ვალგანციკლოვირზე გადასვლისას, ვინაიდან ვალგავირი არ შეიძლება შეინაცვლოს განციკლოვირის კაფსულებით 1:1 თანაფარდობით. პაციენტები, რომლებიც გადაჰყავთ განციკლოვირის კაფსულებიდან, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დოზის გადაჭარბების რისკის შესახებ, თუ ისინი მიიღებენ ვალგავირის უფრო მეტ ტაბლეტებს, ვიდრე რეკომენდებულია.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭიროა კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.
პრეპარატი ვალგავირი არ უნდა იქნას გამოყენებული ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ იმიპენემ-ცილასტატინს და განციკლოვირს აღენიშნებოდათ კრუნჩხვები. ამიტომ, ვალგავირის იმიპენემ -ცილასტატინთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
გულდასმით უნდა მიადევნოთ თვალყური ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომებს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვალგანციკლოვირს და დიდანოზინს, სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ახდენენ მიელოსუპრესიულ მოქმედებას (მაგალითად, ზიდოვუდინი ) ან არღვევენ თირკმელების ფუნქციას.
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვალგანციკლოვირის გამოყენებით ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკისთვის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ არ შედიოდნენ პაციენტები ფილტვების და ნაწლავების გადანერგვის შემდეგ, ამიტომ გამოცდილება ამ ჯგუფის პაციენტებთან მიმართებაში შეზღუდულია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება ვალგანციკლოვირთან
სამკურნალო საშუალებების ვალგანციკლოვირთან in vivo ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. იმის გამო, რომ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირად, სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია განციკლოვირთან, მოსალოდნელია ვალგანციკლოვირის შემთხვევაშიც.
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება განციკლოვირთან
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
პრობენეციდი
პრობენეციდის და განციკლოვირის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია განციკლოვირის თირკმლის კლირენსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (20%) და მისი ექსპოზიციის ზრდა (40%). ეს აიხსნება ურთიერთქმედების მექანიზმით - კონკურენციით თირკმელების მილაკოვანი ექსკრეციისთვის. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ პრობენეციდს და ვალგანციკლოვირს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ განციკლოვირის ტოქსიურობასთან დაკავშირებით.
დიდანოზინი
განციკლოვირის ერთდროული ინტრავენურად გამოყენების დროს გამოვლენილი იყო პლაზმაში დიდანოზინის კონცენტრაციის მდგრადი მატება. განციკლოვირის ინტრავენური შეყვანისას დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში და 10 მგ/კგ/დღე-ღამეში აღინიშნებოდა დიდანოზინის AUC-ის („კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ მდებარე ფართობი) მომატება 38%-67%-ის ფარგლებში, რაც ადასტურებს მოცემული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ერთდროული გამოყენების შემთხვევაში. განციკლოვირის კონცენტრაციაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. საჭიროა პაციენტები იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ დიდანოზინის ტოქსიურობის სიმპტომების გამოვლენასთან დაკავშირებით (მაგალითად, პანკრეატიტის).
სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატები
ციტოქრომ P450 იზოფერმენტები არ თამაშობენ როლს განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაში. შედეგად, არ არის მოსალოდნელი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პროტეაზას ინჰიბიტორებთან და არანუკლეაროზიდურ უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტრაცეპცია მამაკაცებსა და ქალებში
პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიურობისა და ტერატოგენურობის გამო რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდები. მამაკაცებს ვალგანციკლოვირით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 90 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარტნიორთან ორსულობის რისკი არ არსებობს.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ ვალგავირის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. განციკლოვირი, როგორც პრეპარატ ვალგავირის მეტაბოლიზებული აქტიური კომპონენტი, ადვილად გადალახავს ადამიანის პლაცენტას. მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმიდან და რეპროდუქციული ტოქსიურობიდან გამომდინარე, რომელიც დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში განციკლოვირის გამოყენების დროს, არსებობს ადამიანებზე ტერატოგენური ზემოქმედების თეორიული რისკი.
პრეპარატი ვალგავირი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედისთვის თერაპიული სარგებელი ამართლებს ნაყოფის ტერატოგენული დაზიანების პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა განციკლოვირი ადამიანის დედის რძესთან ერთად, მაგრამ არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ განციკლოვირი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და იწვევს სერიოზულ არასასურველ რეაქციებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ განციკლოვირი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძესთან ერთად, ამიტომ ვალგანციკლოვირით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
თირკმლის ტრანსპლანტაცია გადატანილი პაციენტების მცირე კლინიკურმა კვლევამ, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ცმვ-ს პროფილაქტიკისთვის 200 დღემდე, აჩვენა ვალგანციკლოვირის გავლენა სპერმატოგენეზზე (ქვეითდებოდა სპერმის სიმკვრივე და სპერმის მოძრაობისუნარიანობა მკურნალობის დასრულების შემდეგ). ეს ეფექტი შექცევადია. ვალგანციკლოვირის მოხსნიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ სპერმის საშუალო სიმკვრივე და სპერმის მოძრაობისუნარიანობა დაუბრუნდა დონეს, რომელიც შედარებადია საკონტროლო ჯგუფებში დაფიქსირებული დონესთან.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ განციკლოვირი კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზებით აზიანებდა ფერტილობის უნარს მამრ და მდედრ თაგვებში, იწვევდა რა სათესლე ჯირკვლის ატროფიას თაგვებში, ვირთხებსა და ძაღლებში.
კლინიკურ და პრეკლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განციკლოვირმა (და ვალგანციკლოვირმა) შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სპერმატოგენეზის დროებითი ან მუდმივი დათრგუნვა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კვლევები ვალგანციკლოვირის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა.
ვალგანციკლოვირით და/ან განციკლოვირით მკურნალობისას შემოვიდა შეტყობინებები ისეთი არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა კრუნჩხვები, სედატიური ეფექტი, თავბრუსხვევა, ატაქსია და/ან გონების აღრევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ამოცანების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას, სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარის ჩათვლით.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის პროწამალს. პერორალური მიღების შემდეგ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე, ამიტომ არასასურველი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია განციკლოვირისათვის, მოსალოდნელია ვალგანციკლოვირის მიღებისასაც. ვალგანციკლოვირის კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი ყველა არასასურველი რეაქცია ადრე აღინიშნებოდა განციკლოვირის მიღების დროს. არასასურველი რეაქციები, რომლებზეც შემოდიოდა შეტყობინებები განციკლოვირის (უფრო მიუწვდომელია ) ან ვალაციკლოვირის ინტრავენური შეყვანის ან პერორალური მიღების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ.
ყველაზე ხშირი და სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც გვხვდებოდა ვალგანციკლოვირის/განციკლოვირის მიმღებ პაციენტებში, იყო ჰემატოლოგიური რეაქციები, მათ შორის ნეიტროპენია, ანემია და თრომბოციტოპენია.
ქვემოთ წარმოდგენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე მიღებულია პაციენტთა გაერთიანებული პოპულაციისგან (n=1704), რომლებიც იღებდნენ შემანარჩუნებელ თერაპიას განციკლოვირით ან ვალგანციკლოვირით. გამონაკლის წარმოადგენენ ანაფილაქსიური რეაქცია, აგრანულოციტოზი და გრანულოციტოპენია, რომელთა სიხშირის შესახებაც მონაცემები მიღებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან. არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ - ორგანული კლასების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
განციკლოვირის/ვალგანციკლოვირის საერთო უსაფრთხოების პროფილი შედარებადია ტრანსპლანტაცია გადატანილ და აივ პაციენტების პოპულაციებში. გამონაკლისს წარმოადგენს არასასურველი რეაქცია "ბადურის განშრევება", რომელიც აღინიშნებოდა მხოლოდ ცმვ- რეტინიტის მქონე პაციენტებში. თუმცა არსებობს განსხვავებები ზოგიერთი არასასურველი რეაქციების სიხშირეში. ვალგანციკლოვირის გამოყენება ასოცირებული იყო დიარეის გაზრდილ რისკთან ინტრავენური განციკლოვირის გამოყენებასთან შედარებით. აივ-ით დაავადებულ პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნებათ პირექსია, კანდიდოზი, დეპრესია, მძიმე ნეიტროპენია (ნარ <500/ მკლ) და კანისმიერი რეაქციები. თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - კანდიდოზი, პირის ღრუს კანდიდოზის ჩათვლით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ხშირად - სეფსისი, გრიპი, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ცელულიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ნეიტროპენია, ანემია; ხშირად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია; არახშირად - ძვლის ტვინის უკმარისობა; იშვიათად - აპლასტიკური ანემია, აგრანულოციტოზი*, გრანულოციტოპენია *.
იმუნური სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერმგრძნობელობა; იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები*.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - მადის დაქვეითება; ხშირად - წონის დაკლება.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირად - დეპრესია, გონების აღრევა, შფოთვა; არახშირად - აჟიტაცია, ფსიქოზური აშლილობა, პათოლოგიური აზროვნება, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი; ხშირად - უძილობა, პერიფერიული ნეიროპათია , თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპესთეზია, კრუნჩხვები, გემოს აღქმის დარღვევა; არახშირად - ტრემორი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის დარღვევა, ბადურის აშრევება**, მინისებური სხეულის მცურავი დაბუნდული ნაწილაკები, ტკივილი თვალის კაკლის არეში, კონიუნქტივიტი, მაკულას შეშუპება.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ტკივილი ყურში; არახშირად - სიყრუე.
გულის მხრივ: არახშირად - არითმია.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ხველა, ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; ხშირად - დისპეფსია, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ყაბზობა, წყლულოვანი სტომატიტი, დისფაგია, მუცლის შებერილობა, პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება , ალანინამინტრანსფერაზას დონის მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად - დერმატიტი; ხშირად - ღამის ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია; არახშირად - კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ტკივილი ზურგში, მიალგია, ართრალგია, კუნთების სპაზმი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის კრეატინინის კლირენსის დონის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება; არახშირად - თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - მამაკაცის უნაყოფობა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან ხშირად - ციებ-ცხელება, დაღლილობა; ხშირად - ტკივილი, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია; არახშირად - ტკივილი გულმკერდში.
- არასასურველი რეაქციების სიხშირე ეფუძნება პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
- * ბადურის აშრევების შესახებ შეტყობინებები შემოდიოდა მხოლოდ იმ აივ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ცმვ - რეტინიტის სამკურნალოდ .
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ნეიტროპენია
მკურნალობის დაწყებამდე არსებული ნეიტროფილების რაოდენობის საფუძველზე შეუძლებელია ნეიტროპენიის წარმოქმნის რისკის პროგნოზირება. ნეიტროპენია ჩვეულებრივ წარმოიქმნება ინდუქციური თერაპიის პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში. უჯრედების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმალიზდება 2-5 დღეში სამკურნალო საშუალების მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ.
თრომბოციტოპენია
თრომბოციტების დაბალი საწყისი რაოდენობის(<100000/ მკლ) მქონე პაციენტებს აქვთ თრომბოციტოპენიის განვითარების გაზრდილი რისკი. იმუნოდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობის გამო იატროგენული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებს აქვთ თრომბოციტოპენიის უფრო დიდი რისკი, ვიდრე შიდსით დაავადებული პაციენტებს. მძიმე თრომბოციტოპენია შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ სისხლდენასთან.
მკურნალობის ხანგრძლივობის ან გამოყენების ჩვენებების მოქმედება არასასურველ რეაქციებზე
მძიმე ნეიტროპენია ( ნარ <500/ მკლ ) უფრო ხშირად გვხვდება ცმვ- რეტინიტის მქონე პაციენტებში (14%), რომლებიც იღებენ ვალგანციკლოვირს, ინტრავენურ ან პერორალურ განციკლოვირს, ვიდრე სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის რეციპიენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ან პერორალურ განციკლოვირს. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ან პერორალურ განციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღის განმავლობაში, მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე შეადგენდა შესაბამისად 5% და 3%, მაშინ, როდესაც პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღის განმავლობაში, მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე შეადგენდა 10%.
ცმვ - რეტინიტის მქონე პაციენტებთან შედარებით აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის დონის მატება სოლიდური ორგანოების რეციპიენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როგორც ვალგანციკლოვირს, ასევე პერორალურ განციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 ან 200 დღის განმავლობაში. ამისდამიუხედავად, თირკმლის ფუნქციის დარღვევა დამახასიათებელია სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის რეციპიენტებისთვის.
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი თირკმლის ტრანსპლანტაციის რეციპიენტებში ვალგანციკლოვირის საერთო უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა პროფილაქტიკის 200 დღემდე გაგრძელების შემთხვევაში. შემოდიოდა შეტყობინებები ლეიკოპენიის სიხშირის უმნიშვნელო მატების შესახებ პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო საშუალებას 200 დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ნეიტროპენიის, ანემიის და თრომბოციტოპენიის სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო.
ბავშვები
ვალგანციკლოვირი შესწავლილი იყო 179 ბავშვთან სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციით და ცმვ- ინფექციის განვითარების საშიშროებით (3 კვირის ასაკიდან 16 წლამდე) და 133 ახალშობილთან სიმპტომური თანდაყოლილი ცმვ დაავადებით (2 დღის ასაკიდან 31 დღემდე) განციკლოვირის გამოყენების ხანგრძლივობით 2-დან 200 დღემდე.
პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ისეთი არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, ნეიტროპენია, ლეიკოპენია და ანემია.
ბავშვებში და ზრდასრულებში სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ უსაფრთხოების საერთო პროფილი იყო ერთმანეთის მსგავსი. იტყობინებოდნენ ზრდასრულებთან შედარებით ნეიტროპენიის ოდნავ უფრო მაღალი სიხშირის შესახებ ორ კვლევაში ბავშვებში სოლიდური ორგანოს გადანერგვის შემდეგ, მაგრამ არ ყოფილა არანაირი კორელაცია ნეიტროპენიასა და ინფექციურ არასასურველ მოვლენებს შორის ბავშვებში. ახალშობილებში და ჩვილებში ციტოპენიის უფრო მაღალი რისკი მოითხოვს ამ ასაკობრივ ჯგუფებში სისხლის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარებას.
ბავშვებში თირკმლის ტრანსპლანტანტით ვალგანციკლოვირით მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 200 დღემდე არ იყო დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირის საერთო ზრდასთან. მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე ( ნარ < 500/ მკლ ) უფრო მაღალი იყო თირკმელების დაავადების მქონე ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას მე-200-ე დღემდე, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს მე-100-ე დღემდე, და მოზრდილ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობას ღებულობდნენ მე-100-ე ან მე-200-ე დღემდე.
არსებობს შეზღუდული მონაცემები სიმპტომური თანდაყოლილი ცმვ ინფექციის მქონე ახალშობილებში ან ჩვილებში, რომლებიც ღებულობდენ მკურნალობას ვალგანციკლოვირით, მაგრამ უსაფრთხოების პროფილი, როგორც ჩანს, შეესაბამება ვალგანციკლოვირის /განციკლოვირის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშსუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია გამოვლენისა ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ვალგანციკლოვირის და განციკლოვირის დოზის გადაჭარბება ინტრავენურად შეყვანისას
მოსალოდნელია, რომ ვალგანციკლოვირის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეფროტოქსიურობის გაზრდა.
კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს აღწერილი იყო განციკლოვირის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ინტრავენურად შეყვანისას, ზოგი ლეტალური შედეგით. ზოგიერთ მათგანს არ ახლდა არასასურველი მოვლენები. პაციენტების უმეტესობას აღენიშნებოდა ერთი ან მეტი შემდეგი არასასურველი მოვლენა:
- ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: მიელოსუპრესია, პანციტოპენიის, ძვლის ტვინის უკმარისობის, ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის, გრანულოციტოპენიის ჩათვლით;
- ჰეპატოტოქსიურობა: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- ნეფროტოქსიურობა: მომატებული ჰემატურია პაციენტებში თირკმლის ფუნქცის არსებული დარღვევებით, თირკმლის მწვავე უკმარისობით, კრეატინინის დონის მომატებით;
- კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობა: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება;
- ნეიროტოქსიკურობა : გენერალიზებული ტრემორი, კრუნჩხვები.
დოზის გადაჭარბების მქონე პაციენტებში ვალგანციკლოვირის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება შეიძლება ჰემოდიალიზისა და ჰიდრატაცის გზით.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ვალგანციკლოვირი (ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდის ფორმით) 450 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით " VGC " ერთ მხარეს და " 450 " მეორე მხარეს.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
60 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში დამზადებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან პლასტმასის ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
ვინაიდან, ვალგანციკლოვირი ითვლება პოტენციურ ტერატოგენად და კანცეროგენად ადამიანებში, თავიდან უნდა იქნას აცილებული გატეხილი ან დამსხვრეული ტაბლეტების პირდაპირი კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსთან. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში გულდასმით ჩამოიბანეთ კონტაქტის ადგილი საპნით და წყლით, თვალში მოხვედრისას გულდასმით ჩამოიბანეთ სტერილური წყლით ან სუფთა წყლით, თუ არ არის სტერილური წყალი.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
« WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)
ფარმაკოლოგიური თვისებები
პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები. ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები, უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა. ათქ კოდი: J05AB14.
მოქმედების მექანიზმი
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის L- ვალილ ესთერს (პროწამალს). შინაგანად მიღების შემდეგ ის სწრაფად და აქტიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე ნაწლავისა და ღვიძლის ესთერაზების ზემოქმედებით. განციკლოვირი არის სინთეზური ანალოგი 2'- დეზოქსიგუანოზინისა, რომელიც აინჰიბირებს ჰერპესის ვირუსების რეპლიკაციას in vitro და in vivo. განციკლოვირის მიმართ მგრძნობიარე ადამიანის ვირუსებს მიეკუთვნებიან ციტომეგალოვირუსი (ცმვ ), ტიპი 1 და 2 (ჰსვ -1 და ჰსვ -2) ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი, 6, 7 და 8 (აჰვ -6, აჰვ -7, აჰვ -8) ტიპის ადამიანის ჰერპეს ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი და B ჰეპატიტის ვირუსი.
ცმვ-ინფიცირებულ უჯრედებში ვირუსის პროტეინკინაზას pUL97 მოქმედების შედეგად განციკლოვირი თავიდან ფოსფორილირდება განციკლოვირის მონოფოსფატის წარმოქმნით. შემდგომი ფოსფორილირება ხდება უჯრედული კინაზების მოქმედების შედეგად განციკლოვირის ტრიფოსფატის წარმოქმნით, რომელიც შემდეგ განიცდის ნელ უჯრედშიდა მეტაბოლიზმს. განციკლოვირის უჯრედგარე სითხიდან გადასვლის შემდეგ ცმვ-ით ინფიცირებულ უჯრედებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18 საათს, ჰსვ- ით ინფიცირებულ უჯრედებში - 6 საათიდან 24 საათამდე. ვინაიდან განციკლოვირის ფოსფორილირება არის უმეტესწილად დამოკიდებული ვირუსული კინაზას მოქმედებაზე, ის უპირატესად ხდება ინფიცირებულ უჯრედებში.
განციკლოვირის ვიროსტატიკური აქტივობა განპირობებულია ვირუსული დნმ-ის სინთეზის ორი მექანიზმის მეშვეობით ინჰიბირებით:
- დნმ-ში დეზოქსიგუანოზინის ტრიფოსფატის ინკორპორაციის კონკურენტული ინჰიბირება ვირუსული დნმ - პოლიმერაზას მოქმედებით;
- განციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსულ დნმ-ში, რაც იწვევს ვირუსული დნმ-ის დაგრძელების შეწყვეტას ან მის ძალიან შეზღუდულ დაგრძელებას.
ვირუსსაწინააღმდეგო აქტივობა
ტიპიური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია, რომელიც თრგუნავს ცმვ -ს რეპლიკაციას 50%-ით (იკ 50 ) და განსაზღვრულია in vitro , იმყოფება 0.08 მკმოლ- დან (0.02 მკგ/მლ) 14 მკმოლ-ამდე (3.5 მკგ/მლ) დიაპაზონში.
ვალგანციკლოვირის კლინიკური ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება დადასტურებული იყო შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს პირველად გამოვლენილი ცმვ- რეტინიტით. ცმვ- ის არსებობა პაციენტების შარდში შემცირდა 46%-დან (32/69) კვლევების დასაწყისში 7%-მდე (4/55) ვალგანციკლოვირის მიღების ოთხკვირიანი კურსის შემდეგ.
ვირუსული რეზისტენტობა
ვალგანციკლოვირის ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება წარმოიშვას ვირუსები, რომლებიც რეზისტენტულია განციკლოვირის მიმართ. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ან ვირუსული კინაზას გენში (UL97), რომელიც პასუხისმგებელია განციკლოვირის მონოფოსფორილირებაზე და/ან ვირუსული დნმ პოლიმერაზას გენის (UL54 ) მუტაციების სელექციით. კლინიკურში იზოლატებში UL97 გენის ყველაზე გავრცელებულ კანონიკურ ჩანაცვლებებს, რომლებიც დაკავშირებულია განციკლოვირის რეზისტენტობასთან, წარმოადგენენ M460V /I, H520Q , C592G, A594V, L595S , C603W. ვირუსები, რომლებიც შეიცავენ UL97 გენის მუტაციებს, არიან მდგრადნი მხოლოდ განციკლოვირის მიმართ, მაშინ, როდესაც ვირუსები მუტაციით UL54 გენში რეზისტენტულია განციკლოვირის მიმართ , მაგრამ შეიძლება გამოავლინონ ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, რომლებიც ასევე მიმართულია ვირუსული დნმ-ის პოლიმერაზას წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვალგანციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები შეისწავლებოდა აივ და ცმვ-სეროპოზიტიურ პაციენტებში, შიდსისა და ცმვ რეტინიტის მქონე პაციენტებში, და აგრეთვე სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ.
განციკლოვირის AUC-ს პროპორციული დამოკიდებულება დოზაზე ვალგანციკლოვირის შეყვანის შემდეგ დოზის დიაპაზონში 450-დან 2625 მგ-მდე, ნაჩვენები იყო მხოლოდ სამკურნალო საშუალების ჭამის შემდეგ მიღების პირობებში.
შეწოვა
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის პროწამალს. ის კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავის კედელსა და ღვიძლში სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე. ვალგანციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია დაბალი და მოკლევადიანია. განციკლოვირის ბიოშეღწევადობა ვალგანციკლოვირის პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 60% შესწავლილ პაციენტთა ყველა პოპულაციაში, ხოლო განციკლოვირის მარეზულტირებელი ზემოქმედება ანალოგიურია მისი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ზემოქმედებისა(იხ. ქვემოთ). შედარებისთვის, 1000 მგ განციკლოვირის (კაფსულების) პერორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 6-8%.
ვალგანციკლოვირი აივ- პოზიტიურ და ცმვ - პოზიტიურ პაციენტებში
სისტემური ექსპოზიცია აივ-დადებით და ცმვ- დადებით პაციენტებში განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის 2-ჯერ დღე-ღამეში მიღების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში არის:
მაჩვენებელი
განციკლოვირი (5 მგ/კგ, ინტრავენურად)
n =18
ვალგანციკლოვირი (900 მგ, პერორალურად)
n =25
განციკლოვირი
ვალგანციკლოვირი
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
28,6 ± 9,0
32,8 ± 10,1
0,37 ± 0,22
C max (მკგ/მლ)
- 4 ± 4.9
- 7 ± 2.1
0,18 ± 0,06
ნაჩვენებია, რომ განციკლოვირის ეფექტურობა დროის გაგრძელებაში ცმვ- რეტინიტის პროგრესირებამდე კორელაციაშია სისტემურ ექსპოზიციასთან (AUC).
ვალგანციკლოვირი პაციენტებში სოლიდური ორგანოების ტრანსაპლანტაციით
განციკლოვირის გაწონასწორებული სისტემური ექსპოზიცია სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის ყოველდღიური პერორალური მიღების შემდეგ არის:
მაჩვენებელი
განციკლოვირი (1000 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში)
n =82
ვალგანციკლოვირი (900 მგ, დღე-ღამეში ერთხელ)
n =161
განციკლოვირი
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
- 0 ± 10.9
46,3 ± 15,2
C max (მკგ/მლ)
- 4 ± 0.5
- 3 ± 1.5
განციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია გულის, თირკმელების და ღვიძლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში მსგავსი იყო ექსპოზიციისა ვალგანციკლოვირის შინაგანად მიღების შემდეგ დოზირების რეჟიმის შესაბამისად თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე.
საკვების მიღების გავლენა
თუ ვალგანციკლოვირი გამოიყენება საკვების მიღების დროს რეკომენდებული დოზით 900მგ, იზრდება განციკლოვირის როგორც საშუალო AUC (დაახლოებით 30%-ით), ასევე Cmax (დაახლოებით 14%-ით) უზმოზე მიღებასთან შედარებით .
გარდა ამისა, ინდივიდუალური განსხვავებები განციკლოვირის ექსპოზიციაში მცირდება ვალგანციკლოვირის საკვებთან ერთად მიღებისას. კლინიკურ კვლევებში ვალგანციკლოვირი შეჰყავდათ მხოლოდ საკვების მიღების დროს. ამიტომ ვალგანციკლოვირის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებასთან ერთად.
განაწილება
ვალგანციკლოვირის განციკლოვირში სწრაფი მეტაბოლიზმის გამო ვალგანციკლოვირის ცილებთან შეკავშირება არ იყო განსაზღვრული. განციკლოვირის განაწილების წონასწორული მოცულობა ( Vd ) ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენდა 0.680±0.161 ლ/კგ ( n =114). განციკლოვირის ინტრავენური შეყვანისას განაწილების მოცულობა კორელირებს სხეულის წონასთან და წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,54 ლ/კგ-დან 0,87 ლ/კგ-მდე. განციკლოვირი აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში. განციკლოვირის შეკავშირება პლაზმის ცილებთან 0,5 მკგ/მლ-დან 51 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დროს შეადგენს 1-2%.
მეტაბოლიზმი
ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე; სხვა მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის. თავად განციკლოვირი განიცდის უმნიშვნელო ხარისხის მეტაბოლიზმს.
გამოყოფა
პერორალური მიღების შემდეგ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება განციკლოვირამდე. განციკლოვირი გამოიყოფა სისხლის სისტემური მიმოქცევიდან გორგლოვანი ფილტრაციისა და აქტიური მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში განციკლოვირის ინტრავენურად შეყვანისას არამეტაბოლიზებული განციკლოვირის 90%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. ვალგანციკლოვირის მიღების შემდეგ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პიკის მიღწევის შემდეგ მცირდებოდა, ხილო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 0,4 საათიდან 2,0 საათამდე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
II ფაზის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების კვლევაში სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტანტების ბავშვებ-რეციპიენტებში (ასაკი 4 თვიდან 16 წლამდე, n=63), ვალგანციკლოვირი ინიშნებოდა დღე-ღამეში ერთხელ 100 დღის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები სხვადასხვა ორგანოთა ტიპებსა და ასაკობრივ ჯგუფებში იყო ერთნაირი და იყო შედარებადი ზრდასრულების ანალოგიური მონაცემებისა. პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა მოდელირებამ გვაჩვენა, რომ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%. კლირენსზე დადებითად მოქმედებდა როგორც სხეულის ზედაპირის ფართობი, ასევე თირკმლის ფუნქცია.
I ფაზის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების კვლევაში გულის ბავშვებ-რეციპიენტებში (3 კვირიდან 125 დღემდე ასაკის, n=14), ვალგანციკლოვირი ინიშნებოდა დღე-ღამეში ერთხელ კვლევის ორი დღის განმავლობაში. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის შეფასებებით საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენდა 64%.
ამ ორი კვლევის შედეგებისა და ფარმაკოკინეტიკური შედეგების შედარება ზრდასრულ პოპულაციაში გვიჩვენებს, რომ AUC (0-24 თ) დიაპაზონები ძალიან ჰგავდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის მოზრდილებში. AUC (0-24 სთ) და C max საშუალო მნიშვნელობები ასევე მსგავსი იყო < 12 წელზე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, თუმცა აღინიშნებოდა AUC (0-24 სთ) და C max საშუალო მნიშვნელობების შემცირების ტენდენცია მთელ პედიატრიული ასაკობრივ დიაპაზონში, რაც, როგორც ჩანს, კორელირებს ასაკის მომატებასთან. ეს ტენდენცია უფრო აშკარა იყო კლირენსისა და ნახევარგამოყოფის საშუალო მნიშვნელობებისთვის ( t1 /2 ); თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, ვინაიდან კლირენსზე გავლენას ახდენს წონის, სიმაღლისა და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტის ზრდასთან, როგორც ნაჩვენებია პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური მოდელირებით.
შემდეგ ცხრილში შეჯამებულია მოდელის დახმარებით გამოთვლილია AUC(0-24 სთ) დიაპაზონები განციკლოვირისთვის ამ ორი გამოკვლევიდან, და ასევე AUC-ის (0-24 სთ) , Cmax-ის , კკ-სა და t1/2-ისათვის საშუალო მნიშვნელობები და სტანდარტული გადახრები პედიატრიული პაციენტების შესაბამისი ჯგუფებისათვის ზრდასრულთა მონაცემებთან შედარებით:
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები
ზრდასრულები
ბავშვები
≥ 18 წელს ( n=160 )
< 4 თვეზე
( n=1 4)
4 თვე - 2 წელი
( n=1 7)
> 2 წელზე - < 12 წელზე
( n= 21)
≥ 12 წელი - 16 წელი
( n= 25)
AUC (0 - 24 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
46,3 ± 15,2
68,1 ± 19,8
64,3 ± 29,2
59,2 ± 15,1
- 3 ± 15.0
AUC (0 - 24 სთ) დიაპაზონი
- 4 - 116.1
34 – 124
34 - 152
36 - 108
22 - 93
C max (მკგ/მლ)
- 3 ± 1.5
10,5 ± 3,36
- 3 ± 3.3
- 4 ± 2.7
- 0 ± 2.4
კლირენსი ( ლ /სთ)
12,7 ± 4,5
1,25 ± 0,473
2,5 ± 2,4
4,5 ± 2,9
- 4 ± 2.9
t 1/2 ( საათი )
6,5 ± 1,4
1,97 ± 0,185
- 1±1.4
- 1 ± 1.3
5,5 ± 1,1
ვალგანციკლოვირის დოზა (დღე-ღამეში ერთხელ) ორივე ზემოთ აღწერილ კვლევაში დაფუძნებული იყო სზფ-სა და კკ-ზე, რომელიც მიღებულია შვარცის ფორმულის მიხედვით და გამოითვლებოდა დოზირების ალგორითმის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია განყოფილებაში „გამოყენების წესი და დოზები“.
განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა ვალგანციკლოვირის გამოყენების შემდეგ ასევე შეფასებული იყო ორ კვლევაში ახალშობილებსა და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებში სიმპტომატური თანდაყოლილი ცმვ - ინფექციით. პირველ კვლევაში, 8-დან 34 დღემდე ასაკის 24 ახალშობილი ღებულობდა განციკლოვირს ინტრავენურად დოზით 6 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ. შემდეგ პაციენტებს მკურნალობდნენ ვალგანციკლოვირით პერორალურად, სადაც ვალგანციკლოვირის ფხვნილის დოზა შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მერყეობდა 14 მგ/კგ-დან 20 მგ/კგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში; მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა შეადგენდა 6 კვირას. ვალგანციკლოვირის შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის დოზა 16 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ უზრუნველყოფდა განციკლოვირის ისეთ ზემოქმედებას, რომელიც შედარებადია განციკლოვირის ინტრავენურად 6 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ შეყვანისა ახალშობილებში, და ასევე აღწევდა განციკლოვირის ზემოქმედებას, რომელიც იყო ანალოგიური ეფექტური ინტრავენური განციკლოვირის 5 მგ/კგ დოზისა ზრდასრულებისთვის.
მეორე კვლევაში 2-დან 30 დღემდე ასაკის 109 ახალშობილმა მიიღო ვალგანციკლოვირის შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი დოზით 16 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ჩარიცხული 109 ჩართული პაციენტიდან 96 იყო რანდომიზირებული ვალგანციკლოვირის ან პლაცებოს მიღების გაგრძელებაზე 6 თვის განმავლობაში. თუმცა, AUC (0-12 სთ) საშუალო მნიშვნელობა იყო უფრო დაბალი პირველი გამოკვლევის AUC (0-12 სთ) საშუალო მნიშვნელობებთან შედარებით. შემდეგ ცხრილში ასახულია AUC, Cmax და t 1/2 -ის საშუალო მნიშვნელობები სტანდარტული გადახრების ჩათვლით ზრდასრულთა მონაცემებთან შედარებით :
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები
ზრდასრულები
ბავშვები (ახალშობილები და ჩვილები)
5 მგ/კგ, GAN
ერთჯერადი დოზა ( n =8)
6 მგ/კგ, GAN
2-ჯერ დღე-
ღამეში
( n =19)
16 მგ/კგ, VAL
2 -ჯერ დღე-
ღამეში
( n =19)
16 მგ/კგ, VAL
2-ჯერ დღე-
ღამეში
( n =100)
AUC (0 - ∞) ( მკგ* სთ /მლ)
25,4 ± 4,32
-
-
-
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
-
38,2 ± 42,7
30,1 ± 15,1
20,85 ± 5,40
C max (მკგ/მლ)
- 03 ± 1.26
12,9 ± 21,5
- 44 ± 4.04
-
t 1/2 ( საათი )
3,32 ± 0,47
2,52 ± 0,55
2,98 ± 1,26
2,98 ± 1,12
GAN - განციკლოვირი ინტრავენური შეყვანისთვის
VAL - ვალგანციკლოვირი პერორალური გამოყენებისთვის
ეს მონაცემები ძალზე შეზღუდულია იმისთვის, რომ გამოვიტანოთ დასკვნები ეფექტურობის ან დოზირების რეკომენდაციების შესახებ თანდაყოლილი ცმვ- ინფექციის მქონე ბავშვებში .
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვალგანციკლოვირის ან განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკის კვლევები 65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში არ ჩატარებულა.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა 900 მგ დოზით ვალგანციკლოვირის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ შეფასებული იყო 24 ჯანმრთელ სუბიექტთან თირკმლის უკმარისობით. განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ვალგანციკლოვირის ერთჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 900 მგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით:
კრეატინინის გამოთვლადი კლირენსი (მლ/წთ)
N
მოჩვენებითი კლირენსი
(მლ/წთ)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
AUC რაოდენობრივად გაზომვადი ბოლო კონცენტრაციის განსაზღვრამდე
(მლ/წთ)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
ნახევარგამოყოფის პერიოდი (საათები)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
51-70
6
249±99
49,5 ± 22,4
- 85±1.4
21-50
6
136 ± 64
91,9±43,9
- 2±4.4
11-20
6
45 ± 11
223±46
21,8±5,2
10
6
- 8 ± 8
366±66
67,5±34
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება იწვევდა განციკლოვირის კლირენსის დაქვეითებას, რომელიც ვალგანციკლოვირისგან იყო წარმოქმნილი, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისი მატებით. ამგვარად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია აუცილებელია.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ( კკ >10 მლ/წთ) შეუძლებელია რეკომენდაციების მიცემა ვალგანციკლოვირის დოზირების შესახებ. ეს განპირობებულია იმით, რომ ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ვალგანციკლოვირის ინდივიდუალური დოზა, რომელიც ნაკლებია იმისა, რასაც შეიცავს 1 ტაბლეტი (450 მგ). ამგვარად, ვალგავირის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში .
პაციენტები ღვიძლის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებადი ტრანსპლანტანტით
განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა ღვიძლის სტაბილურად ფუნქციონირებადი ტრანსპლანტამტის მქონე პაციენტებში ოთხპერიოდიანი ღია ჯვარედინ კვლევაში ( n = 28). განციკლოვირის ბიოშეღწევადობა, რომელიც წარმოიქმნება ვალგანციკლოვირისაგან (ერთჯერადი პერორალურად მისაღები დოზით 900 მგ ჭამის შემდეგ), უდრიდა დაახლოებით 60%. განციკლოვირის AUC (0-24 საათი) შედარებადი იყო ანალოგიურთან განციკლოვირის ინტრავენური შეყვანის შემდეგ 5 მგ/კგ დოზით პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ვალგავირის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევებმა არ უნდა იმოქმედოს განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან ის გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ დოზირების კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს.
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური კვლევის I ფაზაში ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში მუკოვისციდოზით (მვ) ან მის გარეშე 31 პაციენტი (16 მვ-ით/15 მვ-ის გარეშე) ღებულობდა ტრანსპლანტაციის შემდგომ პროფილაქტიკას ვალგანციკლოვირით 900 მგ დოზით დღე-ღამეში. კვლევაში არ გამოვლენილა მუკოვისციდოზის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა განციკლოვირის საერთო საშუალო სისტემურ ექსპოზიციაზე ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში. განციკლოვირის ექსპოზიცია ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში შედარებადი იყო იმ ეფექტთან, რომელიც ნაჩვენები იყო ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკისას სხვა სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტანტების სხვა რეციპიენტებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარტის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვალგავირი
სამკურნალო საშუალების დასახელება
ვალგავირი, Valgavir
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ვალგანციკლოვირი, Valganciclovir
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ვალგანციკლოვირი (ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდის ფორმით) 450 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით " VGC " ერთ მხარეს და " 450 " მეორე მხარეს.
გამოყენების ჩვენებები
ვალგავირი ნაჩვენებია:
- ციტომეგალოვირუსული (ცმვ) რეტინიტის ინდუქციური და შემანარჩუნებელი თერაპია ზრდასრულ პაციენტებში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი);
- ცმვ-ინფექციების პროფილაქტიკისთვის ცმვ-უარყოფით ზრდასრულებში და ბავშვებში (დაბადებიდან 18 წლამდე), რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია ცმვ-დადებითი დონორისგან.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
ყურადღება! დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკაცრად იქნას დაცული დოზირების რეკომენდაციები.
შიგნით მიღების შემდეგ, ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირის წარმოქმნით. ვალგანციკლოვირი 900 მგ ორჯერ დღე-ღამეში პერორალური მიღება თერაპიულად ექვივალენტურია განციკლოვირის 5 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში ინტრავენური შეყვანისა.
ცმვ-რეტინიტის თერაპია
ცმვ - რეტინიტის ინდუქციური თერაპია
ზრდასრული პაციენტები
აქტიური ცმვ - რეტინიტის მქონე პაციენტებისთვის ვალგანციკლოვირის რეკომენდებული დოზა შეადგენს 900 მგ (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღე-ღამეში 21 დღის განმავლობაში; შეძლებისდაგვარად პრეპარატი უნდა იქნას მიღებული საკვების მიღების დროს. გრძელვადიანი ინდუქციური თერაპია ზრდის მიელოტოქსიურობის რისკს.
ცმვ - რეტინიტის შემანარჩუნებელი თერაპია
ინდუქციური თერაპიის კურსის შემდეგ ან პაციენტებში არააქტიური ცმვ-რეტინიტით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 900 მგ ვალგანციკლოვირს (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ; თუ შესაძლებელია, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული საკვების მიღების დროს. თუ რეტინიტის მსვლელობა უარესდება, ინდუქციური თერაპია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების მიმართ ვირუსის მდგრადობის შესაძლებლობა.
შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.
ბავშვები
ვალგავირის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ცმვ - რეტინიტის მკურნალობის დროს არ ჩატარებულა.
ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკა სოლიდური ორგანოს გადანერგვის შემდეგ
ზრდასრული პაციენტები
პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, აუცილებელია დაიწყონ ვალგანციკლოვირით თერაპია გადანერგვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში 900 მგ დოზით (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ და გააგრძელონ თერაპია ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღემდე. პროფილაქტიკა შეიძლება გაგრძელდეს ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღის განმავლობაში.
პაციენტებმა, რომლებსაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია, თირკმელების გარდა, აუცილებელია დაიწყონ ვალგანციკლოვირით თერაპია გადანერგვის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში 900 მგ დოზით (ვალგავირის 450 მგ-იანი 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ და თერაპია გაგრძელდეს გადანერგვის შემდეგ 100 დღემდე.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს.
ბავშვები
დაბადებიდანვე ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია და რომლებსაც აქვთ ცმვ - ინფექციის განვითარების რისკი , ვალგავირის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობსა ( სზფ ) და კრეატინინის კლირენსზე ( კკ ), რომელიც გამოითვლება შვარცის ფორმულით ქვემოთ მოყვანილი განტოლების გამოყენებით:
პედიატრიული დოზა = 7 × სზფ × კკ (იხ. მოსტელერის სზფ ფორმულა და შვარცის კკ ფორმულა ქვემოთ).
ფორმულაში უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალური მნიშვნელობა 150 ლ/წთ/1,73 მ2, თუ შვარცის ფორმულით გამოთვლილი კკ აღემატება 150 მლ/წთ/1,73 მ2 .
კკ(შვარცის ფორმულით)(მლ/წთ/1,73 მ 2)= _______K x სიმაღლე(სმ)_______________
შრატისმიერი კრეატინინი(მგ/დლ) ,
სადაც k უდრის:
- 0,45* პაციენტებისთვის ასაკით < 2 წელზე;
- 0,55 ბიჭებისთვის ასაკით 2-დან 13 წლამდე და 2-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებისთვის;
- 0,7 ბიჭებისთვის ასაკით 13-დან 16 წლამდე;
16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: იხ. დოზირების რეჟიმი ზრდასრული პაციენტებისთვის.
k-ს წარმოდგენილი მნიშვნელობები ეფუძნება შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრას იაფეს მეთოდით და ფერმენტული მეთოდის გამოყენებისას შეიძლება მოითხოვოს კორექცია.
- ზოგიერთ ქვეჯგუფს შეიძლება ასევე დასჭირდეს k მნიშვნელობის შემცირება (მაგალითად, დაბადებისას დაბალი წონის მქონე ბავშვებში).
ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, აუცილებელია თერაპიის დაწყება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით (7 x სზფ x კკ ) მგ დღე-ღამეში ერთხელ და თერაპიის გაგრძელება ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღემდე.
ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია, თირკმელების გარდა, თერაპია იწყება ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი 10 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით (7 x სზფ x კკ ) მგ დღე-ღამეში ერთხელ და გრძელდება ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღემდე.
ფაქტობრად მიწოდებული დოზის მისაღებად ყველა გამოთვლილი დოზა უნდა დამრგვალდეს გაზრდის მიმართულებით უახლოეს მნიშვნელობამდე, რომელიც 25 მგ-ის ჯერადია. თუ გამოთვლილი დოზა აღემატება 900 მგ-ს, მაშინ დანიშვნისას მაქსიმალური დადგენილი დოზა შეადგენს 900 მგ-ს. ვალგანციკლოვირი შინაგანად მისაღები ხსნარის სახით უფრო სასურველია, რადგან ის უზრუნველყოფს ისეთი დოზის შეყვანის საშუალებას, რომელიც გამოთვლილია ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით; თუმცა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ვალგანციკლოვირის ტაბლეტირებული ფორმა, თუკი გამოთვლილი დოზები ტაბლეტირებული ფორმის ხელმისაწვდომი დოზების 10%-ის ფარგლებში იქნება და პაციენტს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა. მაგალითად, თუ გამოთვლილი დოზა შეადგენს 405 მგ-დან 495 მგ-მდე, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი 450 მგ-იანი ტაბლეტი.
რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი, სიმაღლისა და სხეულის წონის ცვლილებების გათვალისწინება და დოზის შესაბამისად კორექტირება პროფილაქტიკური პერიოდის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები დოზირებასთან დაკავშირებით
ბავშვები
დოზირება ბავშვებში და მოზარდებში, რომლებმაც გადაიტანეს სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაცია, განისაზღვრება ინდივიდუალურად, თირკმლის ფუნქციიდან და ასევე სხეულის ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პაციენტების ჯგუფში დადგენილი არ არის. 65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში არანაირი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან თირკმელების კლირენსი ასაკთან ერთად მცირდება, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალგავირი უნდა დაინიშნოს თირკმელების მდგომარეობაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით (იხ. ცხრილი ქვემოთ).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
შრატისმიერი კრეატინინი ან კრეატინინის გამოთვლადი კლირენსი უნდა იყოს გულდასმით გაკონტროლებული. დოზა გამოითვლება კკ-დან გამომდინარე ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. კრეატინინის გამოთვლადი კლირენსი (მლ/წთ) შეიძლება იყოს კორელირებული შრატისმიერ კრეატინინთან შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
კკ (მლ/წთ)
ვალგანციკლოვირის ინდუქციური დოზა
ვალგანციკლოვირის შემანარჩუნებელი/პროფილაქტიკური დოზა
≥ 60
900 მგ (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღე-ღამეში
900 მგ (2 ტაბლეტი) 1 ჯერ დღე-ღამეში
40-59
450 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღე-ღამეში
450 მგ (1 ტაბლეტი) 1 ჯერ დღე-ღამეში
25-39
450 მგ (1 ტაბლეტი) 1 ჯერ დღე-ღამეში
450 მგ (1 ტაბლეტი) ყოველ 2 დღეში
10-24
450 მგ (1 ტაბლეტი) ყოველ 2 დღეში
450 მგ (1 ტაბლეტი) კვირაში 2-ჯერ
< 10
არ არის რეკომენდებული
არ არის რეკომენდებული
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ( კკ <10 მლ/წთ), არ არსებობს დოზირების რეკომენდაციები. ასეთმა პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ვალგავირის ტაბლეტები .
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები
პრეპარატ ვალგავირის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
მძიმე ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის, პანციტოპენიის მქონე პაციენტები
თერაპიის დაწყების წინ იხ. „ განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს."
თუ ვალგავირით თერაპიის დროს შეინიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაუარესება, უნდა იქნას განხილული ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორებით მკურნალობა და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა .
გამოყენების წესი
ვალგავირი გამოიყენება პერორალურად და, შესაძლებლობიდან გამომდინარე, საკვებთან ერთად.
ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა, ვალგანციკლოვირი უნდა იქნას გამოყენებული შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის სახით.
სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატთან მოქცევისას ან მისი გამოყენების დროს
არ შეიძლება ტაბლეტების დატეხვა ან დამსხვრევა. ვინაიდან ვალგავირი ითვლება ადამიანებისთვის პოტენციურად ტერატოგენულად და კანცეროგენულად, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე გატეხილ ტაბლეტებთან ურთიერთობისას. თავიდან უნდა იქნას აცილებული გატეხილი ან დამსხვრეული ტაბლეტების პირდაპირი კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსთან. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში გულდასმით ჩამოიბანეთ კონტაქტის ადგილი საპნით და წყლით, თვალებში მოხვედრისას გულდასმით ჩამოიბანეთ სტერილური წყლით ან სუფთა წყლით, თუ არ არის სტერილური წყალი.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ვალგანციკლოვირის, განციკლოვირის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ძუძუთი კვების პერიოდი.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა
განციკლოვირის, აციკლოვირისა და პენციკლოვირის მსგავსი ქიმიური სტრუქტურის გამო შესაძლებელია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ამ პრეპარატების მიმართ. ამიტომ, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ვალგავირის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, პენციკლოვირის ან მათი პროწამლების მიმართ ( ვალაციკლოვირის ან ფამციკლოვირის მიმართ შესაბამისად).
მუტაგენურობა, ტერატოგენურობა , კანცეროგენულობა , ფერტილობა და კონტრაცეპცია
ვალგანციკლოვირით მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ნაყოფისთვის შესაძლო რისკების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში იყო აღმოჩენილი, რომ განციკლოვირს გააჩნია მუტაგენური, ტერატოგენული, კანცეროგენული თვისებები და თრგუნავს ფერტილობას. ამიტომ ვალგანციკლოვირი უნდა ჩაითვალოს პოტენციურ ტერატოგენად და კანცეროგენად ადამიანებში, რომელთა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების თანდაყოლილი მანკები და კიბო. კლინიკურ და პრეკლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით ასევე მიჩნეულია სავარაუდოდ, რომ ვალგანციკლოვირი იწვევს სპერმატოგენეზის დროებით ან მუდმივ ინჰიბირებას. რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობის პროცესში და მკურნალობიდან სულ მცირე 30 დღის განმავლობაში მაინც ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. მამაკაცებს ვალგანციკლოვირით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 90 დღის განმავლობაში მაინც ურჩევენ გამოიყენონ ბარიერული კონტრაცეპტივები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი პარტნიორისთვის ორსულობის რისკი არ არსებობს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვალგანციკლოვირს აქვს კანცეროგენული და რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოვლენის პოტენციალი.
მიელოსუპრესია
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალგანციკლოვირს (და განციკლოვირს), აღინიშნებოდა მძიმე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ძვლის ტვინის დესტრუქცია და აპლასტიკური ანემია. თერაპია არ უნდა იქნას დაწყებული, თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ( ნარ ) არის 500 უჯრედ/ მკლ -ზე ნაკლები, ან თრომბოციტების რაოდენობა 25000/ მკლ -ზე ნაკლებია, ან ჰემოგლობინის დონე შეადგენს 8 გ/დლ-ზე ნაკლებს.
პროფილაქტიკის პერიოდის 100 დღეზე მეტად გაზრდისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლეიკოპენიის და ნეიტროპენიის განვითარების შესაძლო რისკი.
ვალგანციკლოვირი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული ჰემატოლოგიური ციტოპენია ან მედიკამენტოზური ჰემატოლოგიური ციტოპენია ანამნეზში, და ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხივურ თერაპიას.
მკურნალობის მსვლელობისას რეკომენდირებულია რეგულარულად განისაზღვროს სისხლის გაშლილი ფორმულა და თრომბოციტების რაოდენობა.
გაძლიერებული ჰემატოლოგიური კონტროლი, სულ მცირე ტრანსპლანტაციის ცენტრის ყოველი ვიზიტის დროს, შეიძლება იყოს გამართლებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ბავშვებში. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მძიმე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია და/ან თრომბოციტოპენია, რეკომენდებულია ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორებით მკურნალობის და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის განხილვა.
ბიოშეღწევადობის განსხვავებები პერორალურად მისაღებ განციკლოვირთან
განციკლოვირის ბიოშეღწევადობა 900 მგ ვალგანციკლოვირის ერთჯერადი დოზის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 60%-ს დაახლოებით 6%-თან შედარებით 1000 მგ პერორალური განციკლოვირის (კაფსულის ფორმით) მიღების შემდეგ. განციკლოვირის გადაჭარბებული ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისათვის საშიშ არასასურველ რეაქციებთან. დოზირების რეკომენდაციები უნდა იქნას დაცული მკურნალობის დასაწყისში, ინდუქციურიდან შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლისას და ასევე განციკლოვირის პერორალური მიღებიდან ვალგანციკლოვირზე გადასვლისას, ვინაიდან ვალგავირი არ შეიძლება შეინაცვლოს განციკლოვირის კაფსულებით 1:1 თანაფარდობით. პაციენტები, რომლებიც გადაჰყავთ განციკლოვირის კაფსულებიდან, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დოზის გადაჭარბების რისკის შესახებ, თუ ისინი მიიღებენ ვალგავირის უფრო მეტ ტაბლეტებს, ვიდრე რეკომენდებულია.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭიროა კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.
პრეპარატი ვალგავირი არ უნდა იქნას გამოყენებული ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ იმიპენემ-ცილასტატინს და განციკლოვირს აღენიშნებოდათ კრუნჩხვები. ამიტომ, ვალგავირის იმიპენემ -ცილასტატინთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
გულდასმით უნდა მიადევნოთ თვალყური ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომებს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვალგანციკლოვირს და დიდანოზინს, სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ახდენენ მიელოსუპრესიულ მოქმედებას (მაგალითად, ზიდოვუდინი ) ან არღვევენ თირკმელების ფუნქციას.
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვალგანციკლოვირის გამოყენებით ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკისთვის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ არ შედიოდნენ პაციენტები ფილტვების და ნაწლავების გადანერგვის შემდეგ, ამიტომ გამოცდილება ამ ჯგუფის პაციენტებთან მიმართებაში შეზღუდულია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება ვალგანციკლოვირთან
სამკურნალო საშუალებების ვალგანციკლოვირთან in vivo ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. იმის გამო, რომ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირად, სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია განციკლოვირთან, მოსალოდნელია ვალგანციკლოვირის შემთხვევაშიც.
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება განციკლოვირთან
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
პრობენეციდი
პრობენეციდის და განციკლოვირის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია განციკლოვირის თირკმლის კლირენსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (20%) და მისი ექსპოზიციის ზრდა (40%). ეს აიხსნება ურთიერთქმედების მექანიზმით - კონკურენციით თირკმელების მილაკოვანი ექსკრეციისთვის. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ პრობენეციდს და ვალგანციკლოვირს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ განციკლოვირის ტოქსიურობასთან დაკავშირებით.
დიდანოზინი
განციკლოვირის ერთდროული ინტრავენურად გამოყენების დროს გამოვლენილი იყო პლაზმაში დიდანოზინის კონცენტრაციის მდგრადი მატება. განციკლოვირის ინტრავენური შეყვანისას დოზით 5 მგ/კგ/დღე-ღამეში და 10 მგ/კგ/დღე-ღამეში აღინიშნებოდა დიდანოზინის AUC-ის („კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ მდებარე ფართობი) მომატება 38%-67%-ის ფარგლებში, რაც ადასტურებს მოცემული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ერთდროული გამოყენების შემთხვევაში. განციკლოვირის კონცენტრაციაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. საჭიროა პაციენტები იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ დიდანოზინის ტოქსიურობის სიმპტომების გამოვლენასთან დაკავშირებით (მაგალითად, პანკრეატიტის).
სხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატები
ციტოქრომ P450 იზოფერმენტები არ თამაშობენ როლს განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაში. შედეგად, არ არის მოსალოდნელი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პროტეაზას ინჰიბიტორებთან და არანუკლეაროზიდურ უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებთან.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
იმიპენემ-ცილასტატინი
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ იმიპენემ-ცილასტატინს და განციკლოვირს, აღინიშნა კრუნჩხვები. ამ პრეპარატებს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს.
ზიდოვუდინი
ზიდოვუდინმა და განციკლოვირმა შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და ანემია. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს აუტანლობა სრული დოზით თანმხლები თერაპიის მიმართ.
პოტენციური მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
განციკლოვირის დანიშვნამ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ მიელოსუპრესიული ეფექტი ან არღვევენ თირკმელების ფუნქციას, შეიძლება გაზარდოს მათი ტოქსიური მოქმედება. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნებიან ნუკლეოზიდები (მაგალითად, ზიდოვუდინი, დიდანოზინი, სტავუდინი ) და ნუკლეოტიდების ანალოგები (მაგალითად, ტენოფოვირი, ადეფოვირი), იმუნოდეპრესანტები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, მიკოფენოლატ მოფეტილი), ანტისიმსივნური საშუალებები (მაგალითად, დოქსორუბიცინი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი, ჰიდროქსიშარდოვანა) და ანტიინფექციური საშუალებები
(ტრიმეტოპრიმი/სულფონამიდები, დაფსონი, ამფოტერიცინი B, ფლუციტოზინი, პენტამიდინი). ამგვარად, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება ვალგანციკლოვირთან უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
კონტრაცეპცია მამაკაცებსა და ქალებში
პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიურობისა და ტერატოგენურობის გამო რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდები. მამაკაცებს ვალგანციკლოვირით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სულ მცირე 90 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარტნიორთან ორსულობის რისკი არ არსებობს.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ ვალგავირის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. განციკლოვირი, როგორც პრეპარატ ვალგავირის მეტაბოლიზებული აქტიური კომპონენტი, ადვილად გადალახავს ადამიანის პლაცენტას. მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმიდან და რეპროდუქციული ტოქსიურობიდან გამომდინარე, რომელიც დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში განციკლოვირის გამოყენების დროს, არსებობს ადამიანებზე ტერატოგენური ზემოქმედების თეორიული რისკი.
პრეპარატი ვალგავირი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედისთვის თერაპიული სარგებელი ამართლებს ნაყოფის ტერატოგენული დაზიანების პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა განციკლოვირი ადამიანის დედის რძესთან ერთად, მაგრამ არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ განციკლოვირი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და იწვევს სერიოზულ არასასურველ რეაქციებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ განციკლოვირი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძესთან ერთად, ამიტომ ვალგანციკლოვირით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
თირკმლის ტრანსპლანტაცია გადატანილი პაციენტების მცირე კლინიკურმა კვლევამ, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ცმვ-ს პროფილაქტიკისთვის 200 დღემდე, აჩვენა ვალგანციკლოვირის გავლენა სპერმატოგენეზზე (ქვეითდებოდა სპერმის სიმკვრივე და სპერმის მოძრაობისუნარიანობა მკურნალობის დასრულების შემდეგ). ეს ეფექტი შექცევადია. ვალგანციკლოვირის მოხსნიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ სპერმის საშუალო სიმკვრივე და სპერმის მოძრაობისუნარიანობა დაუბრუნდა დონეს, რომელიც შედარებადია საკონტროლო ჯგუფებში დაფიქსირებული დონესთან.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ განციკლოვირი კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზებით აზიანებდა ფერტილობის უნარს მამრ და მდედრ თაგვებში, იწვევდა რა სათესლე ჯირკვლის ატროფიას თაგვებში, ვირთხებსა და ძაღლებში.
კლინიკურ და პრეკლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განციკლოვირმა (და ვალგანციკლოვირმა) შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სპერმატოგენეზის დროებითი ან მუდმივი დათრგუნვა.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები ვალგანციკლოვირის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა.
ვალგანციკლოვირით და/ან განციკლოვირით მკურნალობისას შემოვიდა შეტყობინებები ისეთი არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა კრუნჩხვები, სედატიური ეფექტი, თავბრუსხვევა, ატაქსია და/ან გონების აღრევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ამოცანების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას, სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარის ჩათვლით.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის პროწამალს. პერორალური მიღების შემდეგ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე, ამიტომ არასასურველი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია განციკლოვირისათვის, მოსალოდნელია ვალგანციკლოვირის მიღებისასაც. ვალგანციკლოვირის კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი ყველა არასასურველი რეაქცია ადრე აღინიშნებოდა განციკლოვირის მიღების დროს. არასასურველი რეაქციები, რომლებზეც შემოდიოდა შეტყობინებები განციკლოვირის (უფრო მიუწვდომელია ) ან ვალაციკლოვირის ინტრავენური შეყვანის ან პერორალური მიღების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ.
ყველაზე ხშირი და სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც გვხვდებოდა ვალგანციკლოვირის/განციკლოვირის მიმღებ პაციენტებში, იყო ჰემატოლოგიური რეაქციები, მათ შორის ნეიტროპენია, ანემია და თრომბოციტოპენია.
ქვემოთ წარმოდგენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე მიღებულია პაციენტთა გაერთიანებული პოპულაციისგან (n=1704), რომლებიც იღებდნენ შემანარჩუნებელ თერაპიას განციკლოვირით ან ვალგანციკლოვირით. გამონაკლის წარმოადგენენ ანაფილაქსიური რეაქცია, აგრანულოციტოზი და გრანულოციტოპენია, რომელთა სიხშირის შესახებაც მონაცემები მიღებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან. არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ - ორგანული კლასების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
განციკლოვირის/ვალგანციკლოვირის საერთო უსაფრთხოების პროფილი შედარებადია ტრანსპლანტაცია გადატანილ და აივ პაციენტების პოპულაციებში. გამონაკლისს წარმოადგენს არასასურველი რეაქცია "ბადურის განშრევება", რომელიც აღინიშნებოდა მხოლოდ ცმვ- რეტინიტის მქონე პაციენტებში. თუმცა არსებობს განსხვავებები ზოგიერთი არასასურველი რეაქციების სიხშირეში. ვალგანციკლოვირის გამოყენება ასოცირებული იყო დიარეის გაზრდილ რისკთან ინტრავენური განციკლოვირის გამოყენებასთან შედარებით. აივ-ით დაავადებულ პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნებათ პირექსია, კანდიდოზი, დეპრესია, მძიმე ნეიტროპენია (ნარ <500/ მკლ) და კანისმიერი რეაქციები. თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - კანდიდოზი, პირის ღრუს კანდიდოზის ჩათვლით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ხშირად - სეფსისი, გრიპი, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ცელულიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ნეიტროპენია, ანემია; ხშირად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია; არახშირად - ძვლის ტვინის უკმარისობა; იშვიათად - აპლასტიკური ანემია, აგრანულოციტოზი*, გრანულოციტოპენია *.
იმუნური სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერმგრძნობელობა; იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები*.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - მადის დაქვეითება; ხშირად - წონის დაკლება.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირად - დეპრესია, გონების აღრევა, შფოთვა; არახშირად - აჟიტაცია, ფსიქოზური აშლილობა, პათოლოგიური აზროვნება, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი; ხშირად - უძილობა, პერიფერიული ნეიროპათია , თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპესთეზია, კრუნჩხვები, გემოს აღქმის დარღვევა; არახშირად - ტრემორი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის დარღვევა, ბადურის აშრევება**, მინისებური სხეულის მცურავი დაბუნდული ნაწილაკები, ტკივილი თვალის კაკლის არეში, კონიუნქტივიტი, მაკულას შეშუპება.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - ტკივილი ყურში; არახშირად - სიყრუე.
გულის მხრივ: არახშირად - არითმია.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ხველა, ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; ხშირად - დისპეფსია, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ყაბზობა, წყლულოვანი სტომატიტი, დისფაგია, მუცლის შებერილობა, პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება , ალანინამინტრანსფერაზას დონის მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად - დერმატიტი; ხშირად - ღამის ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია; არახშირად - კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ტკივილი ზურგში, მიალგია, ართრალგია, კუნთების სპაზმი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის კრეატინინის კლირენსის დონის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება; არახშირად - თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - მამაკაცის უნაყოფობა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან ხშირად - ციებ-ცხელება, დაღლილობა; ხშირად - ტკივილი, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია; არახშირად - ტკივილი გულმკერდში.
- არასასურველი რეაქციების სიხშირე ეფუძნება პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
- * ბადურის აშრევების შესახებ შეტყობინებები შემოდიოდა მხოლოდ იმ აივ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ცმვ - რეტინიტის სამკურნალოდ .
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ნეიტროპენია
მკურნალობის დაწყებამდე არსებული ნეიტროფილების რაოდენობის საფუძველზე შეუძლებელია ნეიტროპენიის წარმოქმნის რისკის პროგნოზირება. ნეიტროპენია ჩვეულებრივ წარმოიქმნება ინდუქციური თერაპიის პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში. უჯრედების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმალიზდება 2-5 დღეში სამკურნალო საშუალების მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ.
თრომბოციტოპენია
თრომბოციტების დაბალი საწყისი რაოდენობის(<100000/ მკლ) მქონე პაციენტებს აქვთ თრომბოციტოპენიის განვითარების გაზრდილი რისკი. იმუნოდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობის გამო იატროგენული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებს აქვთ თრომბოციტოპენიის უფრო დიდი რისკი, ვიდრე შიდსით დაავადებული პაციენტებს. მძიმე თრომბოციტოპენია შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ სისხლდენასთან.
მკურნალობის ხანგრძლივობის ან გამოყენების ჩვენებების მოქმედება არასასურველ რეაქციებზე
მძიმე ნეიტროპენია ( ნარ <500/ მკლ ) უფრო ხშირად გვხვდება ცმვ- რეტინიტის მქონე პაციენტებში (14%), რომლებიც იღებენ ვალგანციკლოვირს, ინტრავენურ ან პერორალურ განციკლოვირს, ვიდრე სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის რეციპიენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ან პერორალურ განციკლოვირს. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ან პერორალურ განციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 დღის განმავლობაში, მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე შეადგენდა შესაბამისად 5% და 3%, მაშინ, როდესაც პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალგანციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 200 დღის განმავლობაში, მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე შეადგენდა 10%.
ცმვ - რეტინიტის მქონე პაციენტებთან შედარებით აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის დონის მატება სოლიდური ორგანოების რეციპიენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როგორც ვალგანციკლოვირს, ასევე პერორალურ განციკლოვირს ტრანსპლანტაციის შემდეგ 100 ან 200 დღის განმავლობაში. ამისდამიუხედავად, თირკმლის ფუნქციის დარღვევა დამახასიათებელია სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის რეციპიენტებისთვის.
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი თირკმლის ტრანსპლანტაციის რეციპიენტებში ვალგანციკლოვირის საერთო უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა პროფილაქტიკის 200 დღემდე გაგრძელების შემთხვევაში. შემოდიოდა შეტყობინებები ლეიკოპენიის სიხშირის უმნიშვნელო მატების შესახებ პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო საშუალებას 200 დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ნეიტროპენიის, ანემიის და თრომბოციტოპენიის სიხშირე ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო.
ბავშვები
ვალგანციკლოვირი შესწავლილი იყო 179 ბავშვთან სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციით და ცმვ- ინფექციის განვითარების საშიშროებით (3 კვირის ასაკიდან 16 წლამდე) და 133 ახალშობილთან სიმპტომური თანდაყოლილი ცმვ დაავადებით (2 დღის ასაკიდან 31 დღემდე) განციკლოვირის გამოყენების ხანგრძლივობით 2-დან 200 დღემდე.
პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ისეთი არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, ნეიტროპენია, ლეიკოპენია და ანემია.
ბავშვებში და ზრდასრულებში სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ უსაფრთხოების საერთო პროფილი იყო ერთმანეთის მსგავსი. იტყობინებოდნენ ზრდასრულებთან შედარებით ნეიტროპენიის ოდნავ უფრო მაღალი სიხშირის შესახებ ორ კვლევაში ბავშვებში სოლიდური ორგანოს გადანერგვის შემდეგ, მაგრამ არ ყოფილა არანაირი კორელაცია ნეიტროპენიასა და ინფექციურ არასასურველ მოვლენებს შორის ბავშვებში. ახალშობილებში და ჩვილებში ციტოპენიის უფრო მაღალი რისკი მოითხოვს ამ ასაკობრივ ჯგუფებში სისხლის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარებას.
ბავშვებში თირკმლის ტრანსპლანტანტით ვალგანციკლოვირით მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 200 დღემდე არ იყო დაკავშირებული არასასურველი რეაქციების სიხშირის საერთო ზრდასთან. მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე ( ნარ < 500/ მკლ ) უფრო მაღალი იყო თირკმელების დაავადების მქონე ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას მე-200-ე დღემდე, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს მე-100-ე დღემდე, და მოზრდილ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობას ღებულობდნენ მე-100-ე ან მე-200-ე დღემდე.
არსებობს შეზღუდული მონაცემები სიმპტომური თანდაყოლილი ცმვ ინფექციის მქონე ახალშობილებში ან ჩვილებში, რომლებიც ღებულობდენ მკურნალობას ვალგანციკლოვირით, მაგრამ უსაფრთხოების პროფილი, როგორც ჩანს, შეესაბამება ვალგანციკლოვირის /განციკლოვირის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშსუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია გამოვლენისა ან ისეთი ახალი არასასურველი რეაქციის განვითარების დროს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
ვალგანციკლოვირის და განციკლოვირის დოზის გადაჭარბება ინტრავენურად შეყვანისას
მოსალოდნელია, რომ ვალგანციკლოვირის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეფროტოქსიურობის გაზრდა.
კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს აღწერილი იყო განციკლოვირის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ინტრავენურად შეყვანისას, ზოგი ლეტალური შედეგით. ზოგიერთ მათგანს არ ახლდა არასასურველი მოვლენები. პაციენტების უმეტესობას აღენიშნებოდა ერთი ან მეტი შემდეგი არასასურველი მოვლენა:
- ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: მიელოსუპრესია, პანციტოპენიის, ძვლის ტვინის უკმარისობის, ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის, გრანულოციტოპენიის ჩათვლით;
- ჰეპატოტოქსიურობა: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- ნეფროტოქსიურობა: მომატებული ჰემატურია პაციენტებში თირკმლის ფუნქცის არსებული დარღვევებით, თირკმლის მწვავე უკმარისობით, კრეატინინის დონის მომატებით;
- კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობა: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება;
- ნეიროტოქსიკურობა : გენერალიზებული ტრემორი, კრუნჩხვები.
დოზის გადაჭარბების მქონე პაციენტებში ვალგანციკლოვირის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება შეიძლება ჰემოდიალიზისა და ჰიდრატაცის გზით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები. ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები, უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა. ათქ კოდი: J05AB14.
მოქმედების მექანიზმი
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის L- ვალილ ესთერს (პროწამალს). შინაგანად მიღების შემდეგ ის სწრაფად და აქტიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე ნაწლავისა და ღვიძლის ესთერაზების ზემოქმედებით. განციკლოვირი არის სინთეზური ანალოგი 2'- დეზოქსიგუანოზინისა, რომელიც აინჰიბირებს ჰერპესის ვირუსების რეპლიკაციას in vitro და in vivo. განციკლოვირის მიმართ მგრძნობიარე ადამიანის ვირუსებს მიეკუთვნებიან ციტომეგალოვირუსი (ცმვ ), ტიპი 1 და 2 (ჰსვ -1 და ჰსვ -2) ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი, 6, 7 და 8 (აჰვ -6, აჰვ -7, აჰვ -8) ტიპის ადამიანის ჰერპეს ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი და B ჰეპატიტის ვირუსი.
ცმვ-ინფიცირებულ უჯრედებში ვირუსის პროტეინკინაზას pUL97 მოქმედების შედეგად განციკლოვირი თავიდან ფოსფორილირდება განციკლოვირის მონოფოსფატის წარმოქმნით. შემდგომი ფოსფორილირება ხდება უჯრედული კინაზების მოქმედების შედეგად განციკლოვირის ტრიფოსფატის წარმოქმნით, რომელიც შემდეგ განიცდის ნელ უჯრედშიდა მეტაბოლიზმს. განციკლოვირის უჯრედგარე სითხიდან გადასვლის შემდეგ ცმვ-ით ინფიცირებულ უჯრედებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18 საათს, ჰსვ- ით ინფიცირებულ უჯრედებში - 6 საათიდან 24 საათამდე. ვინაიდან განციკლოვირის ფოსფორილირება არის უმეტესწილად დამოკიდებული ვირუსული კინაზას მოქმედებაზე, ის უპირატესად ხდება ინფიცირებულ უჯრედებში.
განციკლოვირის ვიროსტატიკური აქტივობა განპირობებულია ვირუსული დნმ-ის სინთეზის ორი მექანიზმის მეშვეობით ინჰიბირებით:
- დნმ-ში დეზოქსიგუანოზინის ტრიფოსფატის ინკორპორაციის კონკურენტული ინჰიბირება ვირუსული დნმ - პოლიმერაზას მოქმედებით;
- განციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსულ დნმ-ში, რაც იწვევს ვირუსული დნმ-ის დაგრძელების შეწყვეტას ან მის ძალიან შეზღუდულ დაგრძელებას.
ვირუსსაწინააღმდეგო აქტივობა
ტიპიური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია, რომელიც თრგუნავს ცმვ -ს რეპლიკაციას 50%-ით (იკ 50 ) და განსაზღვრულია in vitro , იმყოფება 0.08 მკმოლ- დან (0.02 მკგ/მლ) 14 მკმოლ-ამდე (3.5 მკგ/მლ) დიაპაზონში.
ვალგანციკლოვირის კლინიკური ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება დადასტურებული იყო შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს პირველად გამოვლენილი ცმვ- რეტინიტით. ცმვ- ის არსებობა პაციენტების შარდში შემცირდა 46%-დან (32/69) კვლევების დასაწყისში 7%-მდე (4/55) ვალგანციკლოვირის მიღების ოთხკვირიანი კურსის შემდეგ.
ვირუსული რეზისტენტობა
ვალგანციკლოვირის ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება წარმოიშვას ვირუსები, რომლებიც რეზისტენტულია განციკლოვირის მიმართ. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ან ვირუსული კინაზას გენში (UL97), რომელიც პასუხისმგებელია განციკლოვირის მონოფოსფორილირებაზე და/ან ვირუსული დნმ პოლიმერაზას გენის (UL54 ) მუტაციების სელექციით. კლინიკურში იზოლატებში UL97 გენის ყველაზე გავრცელებულ კანონიკურ ჩანაცვლებებს, რომლებიც დაკავშირებულია განციკლოვირის რეზისტენტობასთან, წარმოადგენენ M460V /I, H520Q , C592G, A594V, L595S , C603W. ვირუსები, რომლებიც შეიცავენ UL97 გენის მუტაციებს, არიან მდგრადნი მხოლოდ განციკლოვირის მიმართ, მაშინ, როდესაც ვირუსები მუტაციით UL54 გენში რეზისტენტულია განციკლოვირის მიმართ , მაგრამ შეიძლება გამოავლინონ ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, რომლებიც ასევე მიმართულია ვირუსული დნმ-ის პოლიმერაზას წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვალგანციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები შეისწავლებოდა აივ და ცმვ-სეროპოზიტიურ პაციენტებში, შიდსისა და ცმვ რეტინიტის მქონე პაციენტებში, და აგრეთვე სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ.
განციკლოვირის AUC-ს პროპორციული დამოკიდებულება დოზაზე ვალგანციკლოვირის შეყვანის შემდეგ დოზის დიაპაზონში 450-დან 2625 მგ-მდე, ნაჩვენები იყო მხოლოდ სამკურნალო საშუალების ჭამის შემდეგ მიღების პირობებში.
შეწოვა
ვალგანციკლოვირი წარმოადგენს განციკლოვირის პროწამალს. ის კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავის კედელსა და ღვიძლში სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე. ვალგანციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია დაბალი და მოკლევადიანია. განციკლოვირის ბიოშეღწევადობა ვალგანციკლოვირის პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 60% შესწავლილ პაციენტთა ყველა პოპულაციაში, ხოლო განციკლოვირის მარეზულტირებელი ზემოქმედება ანალოგიურია მისი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ზემოქმედებისა(იხ. ქვემოთ). შედარებისთვის, 1000 მგ განციკლოვირის (კაფსულების) პერორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 6-8%.
ვალგანციკლოვირი აივ- პოზიტიურ და ცმვ - პოზიტიურ პაციენტებში
სისტემური ექსპოზიცია აივ-დადებით და ცმვ- დადებით პაციენტებში განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის 2-ჯერ დღე-ღამეში მიღების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში არის:
მაჩვენებელი
განციკლოვირი (5 მგ/კგ, ინტრავენურად)
n =18
ვალგანციკლოვირი (900 მგ, პერორალურად)
n =25
განციკლოვირი
ვალგანციკლოვირი
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
28,6 ± 9,0
32,8 ± 10,1
0,37 ± 0,22
C max (მკგ/მლ)
- 4 ± 4.9
- 7 ± 2.1
0,18 ± 0,06
ნაჩვენებია, რომ განციკლოვირის ეფექტურობა დროის გაგრძელებაში ცმვ- რეტინიტის პროგრესირებამდე კორელაციაშია სისტემურ ექსპოზიციასთან (AUC).
ვალგანციკლოვირი პაციენტებში სოლიდური ორგანოების ტრანსაპლანტაციით
განციკლოვირის გაწონასწორებული სისტემური ექსპოზიცია სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის ყოველდღიური პერორალური მიღების შემდეგ არის:
მაჩვენებელი
განციკლოვირი (1000 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში)
n =82
ვალგანციკლოვირი (900 მგ, დღე-ღამეში ერთხელ)
n =161
განციკლოვირი
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
- 0 ± 10.9
46,3 ± 15,2
C max (მკგ/მლ)
- 4 ± 0.5
- 3 ± 1.5
განციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია გულის, თირკმელების და ღვიძლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში მსგავსი იყო ექსპოზიციისა ვალგანციკლოვირის შინაგანად მიღების შემდეგ დოზირების რეჟიმის შესაბამისად თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე.
საკვების მიღების გავლენა
თუ ვალგანციკლოვირი გამოიყენება საკვების მიღების დროს რეკომენდებული დოზით 900მგ, იზრდება განციკლოვირის როგორც საშუალო AUC (დაახლოებით 30%-ით), ასევე Cmax (დაახლოებით 14%-ით) უზმოზე მიღებასთან შედარებით .
გარდა ამისა, ინდივიდუალური განსხვავებები განციკლოვირის ექსპოზიციაში მცირდება ვალგანციკლოვირის საკვებთან ერთად მიღებისას. კლინიკურ კვლევებში ვალგანციკლოვირი შეჰყავდათ მხოლოდ საკვების მიღების დროს. ამიტომ ვალგანციკლოვირის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებასთან ერთად.
განაწილება
ვალგანციკლოვირის განციკლოვირში სწრაფი მეტაბოლიზმის გამო ვალგანციკლოვირის ცილებთან შეკავშირება არ იყო განსაზღვრული. განციკლოვირის განაწილების წონასწორული მოცულობა ( Vd ) ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენდა 0.680±0.161 ლ/კგ ( n =114). განციკლოვირის ინტრავენური შეყვანისას განაწილების მოცულობა კორელირებს სხეულის წონასთან და წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,54 ლ/კგ-დან 0,87 ლ/კგ-მდე. განციკლოვირი აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში. განციკლოვირის შეკავშირება პლაზმის ცილებთან 0,5 მკგ/მლ-დან 51 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დროს შეადგენს 1-2%.
მეტაბოლიზმი
ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება განციკლოვირამდე; სხვა მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის. თავად განციკლოვირი განიცდის უმნიშვნელო ხარისხის მეტაბოლიზმს.
გამოყოფა
პერორალური მიღების შემდეგ ვალგანციკლოვირი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება განციკლოვირამდე. განციკლოვირი გამოიყოფა სისხლის სისტემური მიმოქცევიდან გორგლოვანი ფილტრაციისა და აქტიური მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში განციკლოვირის ინტრავენურად შეყვანისას არამეტაბოლიზებული განციკლოვირის 90%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. ვალგანციკლოვირის მიღების შემდეგ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პიკის მიღწევის შემდეგ მცირდებოდა, ხილო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 0,4 საათიდან 2,0 საათამდე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
II ფაზის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების კვლევაში სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტანტების ბავშვებ-რეციპიენტებში (ასაკი 4 თვიდან 16 წლამდე, n=63), ვალგანციკლოვირი ინიშნებოდა დღე-ღამეში ერთხელ 100 დღის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები სხვადასხვა ორგანოთა ტიპებსა და ასაკობრივ ჯგუფებში იყო ერთნაირი და იყო შედარებადი ზრდასრულების ანალოგიური მონაცემებისა. პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა მოდელირებამ გვაჩვენა, რომ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%. კლირენსზე დადებითად მოქმედებდა როგორც სხეულის ზედაპირის ფართობი, ასევე თირკმლის ფუნქცია.
I ფაზის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების კვლევაში გულის ბავშვებ-რეციპიენტებში (3 კვირიდან 125 დღემდე ასაკის, n=14), ვალგანციკლოვირი ინიშნებოდა დღე-ღამეში ერთხელ კვლევის ორი დღის განმავლობაში. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის შეფასებებით საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენდა 64%.
ამ ორი კვლევის შედეგებისა და ფარმაკოკინეტიკური შედეგების შედარება ზრდასრულ პოპულაციაში გვიჩვენებს, რომ AUC (0-24 თ) დიაპაზონები ძალიან ჰგავდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის მოზრდილებში. AUC (0-24 სთ) და C max საშუალო მნიშვნელობები ასევე მსგავსი იყო < 12 წელზე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, თუმცა აღინიშნებოდა AUC (0-24 სთ) და C max საშუალო მნიშვნელობების შემცირების ტენდენცია მთელ პედიატრიული ასაკობრივ დიაპაზონში, რაც, როგორც ჩანს, კორელირებს ასაკის მომატებასთან. ეს ტენდენცია უფრო აშკარა იყო კლირენსისა და ნახევარგამოყოფის საშუალო მნიშვნელობებისთვის ( t1 /2 ); თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, ვინაიდან კლირენსზე გავლენას ახდენს წონის, სიმაღლისა და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტის ზრდასთან, როგორც ნაჩვენებია პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური მოდელირებით.
შემდეგ ცხრილში შეჯამებულია მოდელის დახმარებით გამოთვლილია AUC(0-24 სთ) დიაპაზონები განციკლოვირისთვის ამ ორი გამოკვლევიდან, და ასევე AUC-ის (0-24 სთ) , Cmax-ის , კკ-სა და t1/2-ისათვის საშუალო მნიშვნელობები და სტანდარტული გადახრები პედიატრიული პაციენტების შესაბამისი ჯგუფებისათვის ზრდასრულთა მონაცემებთან შედარებით:
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები
ზრდასრულები
ბავშვები
≥ 18 წელს ( n=160 )
< 4 თვეზე
( n=1 4)
4 თვე - 2 წელი
( n=1 7)
> 2 წელზე - < 12 წელზე
( n= 21)
≥ 12 წელი - 16 წელი
( n= 25)
AUC (0 - 24 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
46,3 ± 15,2
68,1 ± 19,8
64,3 ± 29,2
59,2 ± 15,1
- 3 ± 15.0
AUC (0 - 24 სთ) დიაპაზონი
- 4 - 116.1
34 – 124
34 - 152
36 - 108
22 - 93
C max (მკგ/მლ)
- 3 ± 1.5
10,5 ± 3,36
- 3 ± 3.3
- 4 ± 2.7
- 0 ± 2.4
კლირენსი ( ლ /სთ)
12,7 ± 4,5
1,25 ± 0,473
2,5 ± 2,4
4,5 ± 2,9
- 4 ± 2.9
t 1/2 ( საათი )
6,5 ± 1,4
1,97 ± 0,185
- 1±1.4
- 1 ± 1.3
5,5 ± 1,1
ვალგანციკლოვირის დოზა (დღე-ღამეში ერთხელ) ორივე ზემოთ აღწერილ კვლევაში დაფუძნებული იყო სზფ-სა და კკ-ზე, რომელიც მიღებულია შვარცის ფორმულის მიხედვით და გამოითვლებოდა დოზირების ალგორითმის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია განყოფილებაში „გამოყენების წესი და დოზები“.
განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა ვალგანციკლოვირის გამოყენების შემდეგ ასევე შეფასებული იყო ორ კვლევაში ახალშობილებსა და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებში სიმპტომატური თანდაყოლილი ცმვ - ინფექციით. პირველ კვლევაში, 8-დან 34 დღემდე ასაკის 24 ახალშობილი ღებულობდა განციკლოვირს ინტრავენურად დოზით 6 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ. შემდეგ პაციენტებს მკურნალობდნენ ვალგანციკლოვირით პერორალურად, სადაც ვალგანციკლოვირის ფხვნილის დოზა შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მერყეობდა 14 მგ/კგ-დან 20 მგ/კგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში; მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა შეადგენდა 6 კვირას. ვალგანციკლოვირის შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის დოზა 16 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ უზრუნველყოფდა განციკლოვირის ისეთ ზემოქმედებას, რომელიც შედარებადია განციკლოვირის ინტრავენურად 6 მგ/კგ დღე-ღამეში ორჯერ შეყვანისა ახალშობილებში, და ასევე აღწევდა განციკლოვირის ზემოქმედებას, რომელიც იყო ანალოგიური ეფექტური ინტრავენური განციკლოვირის 5 მგ/კგ დოზისა ზრდასრულებისთვის.
მეორე კვლევაში 2-დან 30 დღემდე ასაკის 109 ახალშობილმა მიიღო ვალგანციკლოვირის შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლი ფხვნილი დოზით 16 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ჩარიცხული 109 ჩართული პაციენტიდან 96 იყო რანდომიზირებული ვალგანციკლოვირის ან პლაცებოს მიღების გაგრძელებაზე 6 თვის განმავლობაში. თუმცა, AUC (0-12 სთ) საშუალო მნიშვნელობა იყო უფრო დაბალი პირველი გამოკვლევის AUC (0-12 სთ) საშუალო მნიშვნელობებთან შედარებით. შემდეგ ცხრილში ასახულია AUC, Cmax და t 1/2 -ის საშუალო მნიშვნელობები სტანდარტული გადახრების ჩათვლით ზრდასრულთა მონაცემებთან შედარებით :
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები
ზრდასრულები
ბავშვები (ახალშობილები და ჩვილები)
5 მგ/კგ, GAN
ერთჯერადი დოზა ( n =8)
6 მგ/კგ, GAN
2-ჯერ დღე-
ღამეში
( n =19)
16 მგ/კგ, VAL
2 -ჯერ დღე-
ღამეში
( n =19)
16 მგ/კგ, VAL
2-ჯერ დღე-
ღამეში
( n =100)
AUC (0 - ∞) ( მკგ* სთ /მლ)
25,4 ± 4,32
-
-
-
AUC (0 - 12 სთ) ( მკგ *სთ /მლ)
-
38,2 ± 42,7
30,1 ± 15,1
20,85 ± 5,40
C max (მკგ/მლ)
- 03 ± 1.26
12,9 ± 21,5
- 44 ± 4.04
-
t 1/2 ( საათი )
3,32 ± 0,47
2,52 ± 0,55
2,98 ± 1,26
2,98 ± 1,12
GAN - განციკლოვირი ინტრავენური შეყვანისთვის
VAL - ვალგანციკლოვირი პერორალური გამოყენებისთვის
ეს მონაცემები ძალზე შეზღუდულია იმისთვის, რომ გამოვიტანოთ დასკვნები ეფექტურობის ან დოზირების რეკომენდაციების შესახებ თანდაყოლილი ცმვ- ინფექციის მქონე ბავშვებში .
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვალგანციკლოვირის ან განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკის კვლევები 65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში არ ჩატარებულა.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა 900 მგ დოზით ვალგანციკლოვირის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ შეფასებული იყო 24 ჯანმრთელ სუბიექტთან თირკმლის უკმარისობით. განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ვალგანციკლოვირის ერთჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 900 მგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით:
კრეატინინის გამოთვლადი კლირენსი (მლ/წთ)
N
მოჩვენებითი კლირენსი
(მლ/წთ)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
AUC რაოდენობრივად გაზომვადი ბოლო კონცენტრაციის განსაზღვრამდე
(მლ/წთ)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
ნახევარგამოყოფის პერიოდი (საათები)
საშუალო ± სტანდარტული გადახრა
51-70
6
249±99
49,5 ± 22,4
- 85±1.4
21-50
6
136 ± 64
91,9±43,9
- 2±4.4
11-20
6
45 ± 11
223±46
21,8±5,2
10
6
- 8 ± 8
366±66
67,5±34
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება იწვევდა განციკლოვირის კლირენსის დაქვეითებას, რომელიც ვალგანციკლოვირისგან იყო წარმოქმნილი, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისი მატებით. ამგვარად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია აუცილებელია.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ( კკ >10 მლ/წთ) შეუძლებელია რეკომენდაციების მიცემა ვალგანციკლოვირის დოზირების შესახებ. ეს განპირობებულია იმით, რომ ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ვალგანციკლოვირის ინდივიდუალური დოზა, რომელიც ნაკლებია იმისა, რასაც შეიცავს 1 ტაბლეტი (450 მგ). ამგვარად, ვალგავირის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში .
პაციენტები ღვიძლის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებადი ტრანსპლანტანტით
განციკლოვირის და ვალგანციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა ღვიძლის სტაბილურად ფუნქციონირებადი ტრანსპლანტამტის მქონე პაციენტებში ოთხპერიოდიანი ღია ჯვარედინ კვლევაში ( n = 28). განციკლოვირის ბიოშეღწევადობა, რომელიც წარმოიქმნება ვალგანციკლოვირისაგან (ერთჯერადი პერორალურად მისაღები დოზით 900 მგ ჭამის შემდეგ), უდრიდა დაახლოებით 60%. განციკლოვირის AUC (0-24 საათი) შედარებადი იყო ანალოგიურთან განციკლოვირის ინტრავენური შეყვანის შემდეგ 5 მგ/კგ დოზით პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ვალგავირის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევებმა არ უნდა იმოქმედოს განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან ის გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ დოზირების კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს.
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური კვლევის I ფაზაში ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში მუკოვისციდოზით (მვ) ან მის გარეშე 31 პაციენტი (16 მვ-ით/15 მვ-ის გარეშე) ღებულობდა ტრანსპლანტაციის შემდგომ პროფილაქტიკას ვალგანციკლოვირით 900 მგ დოზით დღე-ღამეში. კვლევაში არ გამოვლენილა მუკოვისციდოზის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა განციკლოვირის საერთო საშუალო სისტემურ ექსპოზიციაზე ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში. განციკლოვირის ექსპოზიცია ფილტვის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში შედარებადი იყო იმ ეფექტთან, რომელიც ნაჩვენები იყო ცმვ - ინფექციის პროფილაქტიკისას სხვა სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტანტების სხვა რეციპიენტებში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
60 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში დამზადებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან პლასტმასის ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
ვინაიდან, ვალგანციკლოვირი ითვლება პოტენციურ ტერატოგენად და კანცეროგენად ადამიანებში, თავიდან უნდა იქნას აცილებული გატეხილი ან დამსხვრეული ტაბლეტების პირდაპირი კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსთან. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში გულდასმით ჩამოიბანეთ კონტაქტის ადგილი საპნით და წყლით, თვალში მოხვედრისას გულდასმით ჩამოიბანეთ სტერილური წყლით ან სუფთა წყლით, თუ არ არის სტერილური წყალი.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
« WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


