ვალსიტის თითოეული ტაბლეტი 450 მგ ვალგანციკლოვირის ექივალენტური რაოდენობით 496.3 მგ ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდს შეიცავს. ვალსიტი, ვირუსების გამრავლების თავიდან აცილების მექანიზმით მოქმედ წამლის ჯგუფში შედის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალგანციკლოვირი (valganciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 450მგ აპკიანი ტაბლეტი №60
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
- ATC კოდი
- J05AB14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0001
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ვალციტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვალსიტის თითოეული ტაბლეტი 450 მგ ვალგანციკლოვირის ექივალენტური რაოდენობით 496.3 მგ ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდს შეიცავს. ვალსიტი, ვირუსების გამრავლების თავიდან აცილების მექანიზმით მოქმედ წამლის ჯგუფში შედის. ვალგანციკლოვირი მიღების შემდეგ სხეულში განციკლოვირად გარდაიქმნება, განციკლოვირი, ციტომეგალოვირუსის (CMV) სახელით ცნობილი ვირუსის გამრავლებასა და ჯანმრთელ უჯრედებში შეჭრას უშლის ხელს. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ციტომეგალოვირუსმა სხეულში ორგანოთა ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს.
ვალსიტი, გამოიყენება შიდსით (აივ ვირუსების ზემოქმედებით ადამიანებში იმუნური სისტემის დამანგრეველი დაავადება) დაავადებულ ავადმყოფებში ციტმეგალოვირუსული ინფექციით გამოწვეული თვალის რქოვანა გარსის ანთების (CMV რეტინიტი) სამკურნალოდ, ასევე თირკმლების, ღვიძლის, გულის მსგავსი ორგანოების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში ციტომეგალოვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
- ვალსიტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვალსიტი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
ვალგანციკლოვირის ანდა ვალსიტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ.
ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების-განციკლოვირის, აციკლოვირის ანდა ვალაციკლოვირის მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ,
ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ვალსიტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, ექიმი, ვალსიტის მიღების დაწყებამდე სისხლის ანალიზების გაკეთებას გთხოვთ და წამლის მიღების დროს პერიოდულად სხვა ანალიზებსაც გადაამოწმებს.
რადიოთერაპიის ანდა ჰემოდიალიზის მკურნალობას გადიხართ.
თირკმლების პრობლემა გაქვთ, ექიმი წამლის უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავთ და მკურნალობის პერიდოში სისხლის ანალიზებს ხშირად გადაამოწმებს.
ამჟამად განციკლოვირს ღებულობთ და ექიმს ვალსიტის მიღება სურს, ექიმის მიერ რეცეპტით გამოწერილ დოზაზე მეტი არ მიიღოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვაში, შეიძლება დოზის გადაჭარბების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ.
ამ წამლის ბავშვებზე გამოვლენილი ეფექტის შესახებ საკმარისი რაოდენობით კონტროლიებადი და კლინიკიური კვლევები არ გაკეთებულა, ამიტომ ბავშვებსა და ზრდის პროცესში მყოფ მოზარდებში ვალსიტი არ გამოიყენება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვალსიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალსიტის მიღება რეკომენდირებულია საკვებთან ერთად. თუ, რაიმე მიზეზის გამო საკვების მიღებას ვერ ახერხებთ, ვალსიტის ჩვეული დოზა მაინც უნდა მიიღოთ დროულად.
მიღების წესი და დოზირება
ვალსიტის გამოყენების დროს, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებები გაითვალისწინეთ. თუ, წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალსიტის 450 მგ ტაბლეტის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ტაბლეტი არ გატეხოთ და არ დაფხვნათ. ტაბლეტი მთლიანი სახით და თუ, შესაძლებელია, საკვებთან ერთად მიიღეთ. თუ, დაზიანებულ ტაბლეტს შემთხვევით შეეხებით, ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ. თუ, თვალში ტაბლეტის ფხვნილი მოგხვდებათ, თვალი სტერილური წყლით ჩამოიბანეთ, თუ სტერილური წყალი არა გაქვთ, სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები:
ორგანოთა გადანერგვის მქონე ავადმყოფებში CMV ინფექციის თავიდან აცილება:
ზოგადად, საჭირო დოზა, დღეში ერთხელ ორი ტაბლეტია, რომელიც შეძლებისდაგვარად საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ეს წამალი, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ 10 დღეში უნდა იქნა დაწყებული და ორგანოთა გადანერგვის შემდეგომ 100 დღემდე უნდა გაგრძელდეს.
აივ ინფექციის მქონე ავადმყოფებში CMV ინფექციით გამოწვეული ბადურის ჩირქოვანი ანთების ეფექტური მკურნალობისას (ინდუქცია, ანუ საწყისი მკურნალობის სახელით ცნობილი):
ზოგადად, საჭირო დოზაა, დღეში ორჯერ ორი ტაბლეტი, რომელიც 21 დღის განმავლობაში (სამი კვირა) საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული, თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, ეს დოზა 21 დღეზე მეტი დროით არ უნდა გამოიყენოთ, რადგანაც, აღნიშნულმა შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდოს.
აივ ინფექციით დაავადებულებში CMV ინფექციით გამოწვეული რქოვანას ჩირქოვანი ანთების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო (დამატებითი თერაპიის სახელით ცნობილი):
რეკომენდირებული დოზაა, დღეში ერთხელ ორი ტაბლეტი, რომელიც საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ტაბლეტები დღის ერთსადაიმავე დროს (საათზე) უნდა იქნას მიღებული. ვალსიტით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს. ამ დოზის მიღების დროს თუ დაავადება(რეტინიტი) გაუარესდება, ექიმმა შეიძლება საწყისი მკურნალობის გამეორება გთხოვოთ (იხილეთ ზემოთ) ანდა CMV ინფექციის სამკურნალოდ სხვა წამალი გამოგიწეროთ, რადგანაც, ზემოთ აღნიშნულმა შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
ვალსიტის ტაბლეტები საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ამ წამლის, ბავშვებში გამოვლენილ ეფექტებთან დაკაშირებით საკმარისი და კონტროლირებადი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ბავშვებსა და ზრდის პროცესში მყოფ მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში კვლევა არ ჩატარებულა.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა
თირკმლების ფუნქციების დარღვევის დროს, ექიმი, ვალსიტის უფრო დაბალ დღიურ დოზას გამოგიწერთ ანდა ყოველ კვირას, განსაზღვრულ დღეებში მიღებას გთხოვთ. ექიმის მიერ რეცეპტით გამოწერილი დოზები მკაცრად დაიცავით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის პრობლემების მქონე ავადმყოფებში კვლევა არ ჩატარებულა.
თუ ფიქრობთ, რომ ვალსიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა ფიქრობთ, რომ მიიღეთ, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართეთ. რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება სისხლის მაჩვენებელების, განსაკუთრებით კი თირკმლის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს, შედეგად კი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს.
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვალსიტის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ვალსიტის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზა მიიღეთ და შემდეგი დოზა ნორმალურ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ვალსიტით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექიმის მითითების გარეშე ვალსიტის მიღება არ უნდა შეწყვიტოთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ვალსიტში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ალერგიულოი რეაქციები
ყოველი 100 ადამიანიდან ერთში, ვალგანციკლოვირის მიმართ უეცარი და ძლიერი ალერგიული რეაქციები შეიძლება(ანაფილაქსიური შოკი) გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვალსიტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
პროგრესირებადი, ქავილის თანხლებით გამონაყარი კანზე (ურტიკარია)
ხახის, სახის, ტუჩების და პირის ღრუს შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას.
ხელების, ფეხების ანდა კოჭევის უეცარი შეშუპება
ვალგანციკლოვირით ანდა განციკლოვირით მკურნალობის დროს გამოვლენილი სხგა გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული.
- ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
- გავრცელებული:100 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1-დან 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,
- ნაკლებად გავრცელებული: 1000 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,
- იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
სისხლის დაავადებები: სისხლის ტეტრი უჯრედების რაოდენობის დაცემა(ნეიტროპენია), ასეთ მდგომარეობაში ადვილად ინფიცირების ალბათობა მატულობს, სისლხში ჟანგბადის მატარებელი პიგმენტის დაცემა(ანემია),ასეთ მდგომარეობაში ვლიდება: მოძრაობისას ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა.
სასუნთქი სისტემის დაავადებები: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ანდა ჩასუნთქვის გაძნელება (დისპნე).
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: დიარეა.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე მომხმარაებლში შეიძლება გამოვლინდეს)
სისხლის დაავადებები: სისხლში ლეიკოციტების (ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება(ლეიკოპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაცემა(თრომბოციტოპენია), ეს მდგომარეობა სისხლჩაქცევების და დალურჯებების განვითარებას იწვევს, ერთდროულად სისხლის უჯრედების რამდენიმე სახეობის რაოდენობის დაცემა (პანციტოპენია).
ნერვული სისტემის დაავადებები: თავის ტკივილი, ძილის გაძნელება (ინსომნია), უცნაური გემოების შეგრძნება(დისგოზია), შეხებაზე უფრო ნაკლები მგრძნობელობა(ჰიპოესთეზია), კანის დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა (პერიფერიული ნეიროპათია), თავბრუსხვევა, გულყრები(კრუნჩხვები).
თვალის დაავადებები: თვალის ტკივილი, თვალი შიგით შესივება(შეშუპება), თვალის უკან ნაწილის გამოყოფა (რქოვანას აშრევება), მფრინავი საგნების დანახვა.
ყურის და შიგნითა ყურის დაავადებები:ყურის ტკივილი.
სუნთქვის სისტემის დაავადებები: ხველა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მუცლის ღრუში აირების დაგროვება, საჭმლის მონელების პრობლემები (დიპეფსია), ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).
კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები:კანის ჩირქოვანი ანთება (დერმატიტი), ქავილი (პრურიტუსი), ღამის ოფლიანობა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ზურგის ტკივილი, კუნთების (მიალგია) ანდა სახსრების(ართრალგია), კუნთების დაჭიმვა(რიგიდობა) და კუნთების კრუნჩხვები.
ინფექციები: პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (რძიანა), სისხლში ბაქტერიების ანდა ვირუსების ზმეოქმედებით გამოწვეული ინფექციები, უჯრედული ქსოვილების ჩირქოვანი ანთება (ცელულიტი), თირკმლების ანდა შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება ანდა ინფექცია.
ღვიძლის დაავადებები: ღვძლის ზოგიერთი ფერმენტების მომატება (გამოვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზით)
თირკმლის დაავადებები: თირკმლების ნორმალური ფუნქციების დარღვევა.
კვების და მეტაბოლური დარღვევები, მადის დაკარგვა (ანორექსია) და წონის დაკარგვა.
ზოგადი დარღვევები: დაღლილობა, ცხელება, ტკივილი, ტკივილი მკერდში, ძალის დაკარგვა(ასთენია), ზოგადად ცუდად ყოფნის შეგძრნება (მოთენთილობა).
ფსიქიატრიული დაავადებები: დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა, უჩვეულო ფიქრები.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (1000 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელთან ვლინდება):
გულის დაავადებები: გულის ცემის რითმის დარღვევა (არითმია)
სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ანდა დაბნედა
სისხლის დაავადებები: ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოების შემცირება
ნერვული სისტემის დაავადებები:კანკალი ანდა ტრემორი.
თვალის დაავადებები: სიწითლე, თვალების შესივება (კონიუქტივიტი) და ანორმალური მხედველობა.
ყურის და შიგნითა ყურის დაავადებები: სმენის დაკარგვა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: კუჭის შებერილობა, პირის ღრუს წყლულები, პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)- კუჭისა და ზურგის არეში ძლიერი ტკივილი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები: თმის/ბეწვის ცვენა (ალოპეცია), ქავილი, გამონაყარი ანდა შეშუპება(ურტიკარია), კანის სიმშრალე.
ღვიძლის დაავადებები: ამინოტრანსფერაზას სახელით ცნობილი ღვიძლის ფერმენტის მომატება (მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს).
თირკმლების დაავადებები:შარდში სისხლის არსებობა(ჰემატურია), თირკმლების უკმარისობა.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: მამაკაცებში ნაყოფიერების დაქვეითება
ფსიქიატრიული დაავადებები: გუნება-განწყობის და ქცევების უჩვეულო ცვლილებები, არ არსებულის გაგონება და დანახვა, რეალობასთან მოწყვეტა, დაძაბულობის შეგრძნება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- ვალსიტის შენახვა
ვალსიტი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვალსიტი არ გამოიყენოთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ ბოთლში.
ბოთლის სახურავი მჭიდროდ მორგებული სახით შეინახეთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
სს Roche მუსთაჰზარლარი სანაი
უნიქი. სტამბული.აიაზაღას ქ. N:4დ/101
მასლაქი 34396 სარიერი/სტამბული
წარმოების ადგილი:
შპს. F.Hoffmann-La Roche , ბასელი, შვეიცარიული ლიცენზიით
Patheon Inc,2100 Synthex Court,
მისსიასაუფგადა, ონტარიო, კანადა L5N 7K9
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.07.2015 -ში დამოწმებულია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, ვალსიტი არ გამოიყენოთ. ორსულობის დროს ვალსიტის გამოყენებამ შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულობას გეგემავთ, ექიმს აცნოებთ.
ქალებმა, რომელთაც შობადობის პოტენციალი აქვთ, ვალსიტის მიღების დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
თუ, ვალსიტს მამაკაცი ღებულობს და მეუღლის ორსულობის ალბათობა არსებობს, სქესობრივი კავშირის დროს რეკომენიდირებულია კონდომის გამოყენება, აღნიშნულ შემთვევაში, მამარობითი სქესის ავადმყოფმა მკურნალობის დასრულების შემდეგ 90 დღის განამავლობაში კონდომის გამოყენება უნდა გააგრძელოს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ვალსიტი არ უნდა მიიღოთ. თუ, ექიმი ვალსიტით მკურნალობის დაწყებას ისურვებს, წამლის მიღების დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ, ამ წამლის მიღებისას გრძნობთ გაბრუებას, დაღლილობას ანდა გონების არევას, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ვალსიტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
რაიმე სახის გაფრთხილებას არ საჭიროებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ვალსიტის გამოყენების დროს თუ პარალელურად სხვა წამალსაც ღებულობთ, ამ წამლების ნაერთებმა სისხლში მოცირკულირე წამლების რაოდენობაზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ანდა მავნე ეფექტების განვითარებაც გამოიწვიოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შემცველ წამლებს ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
იმიპენემი-სილასტატინი(ანტიბიოტიკის სახეობა). ამ წამლის ვალსიტთან ერთდ მიღებამ შეიძლება კრუნჩხვების (გულყრები)განვითერაბა გამოიწვიოს.
ზალციტაბინი, ზიდოვუდინი, დიდანოზინ სტავუდინი ანდა შიდსის საკმურნალოდ გამოყენებული წამლების მსგავსი პრეპარატები.
პრობენეციდი (პოდაგრის მკურნლობისას გამოყენებული წამალი): ვალსიტის და პრობენეციდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევაში არსებული განციკლოვირის რაოდენობის მომატება. ექიმმა, ამ დროს შეიძლება ვალსიტის უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ.
მიკოფენოლატის მოფეტილი (ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოიყენება)
სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი, ადრიამიცინი, ჰიდროქსიურე)
ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ნუკლეოზიდის ანალოგები), სიდოფოვირი, ფოსკარნეტი
ტრიმეტოპრიმი, ტრიმეტოპრიმი და სულფას კომბინაციები, ციკლოსპორინი და დაპსონი (ანტიბიოტიკის სახეობა)
პენტამიდინი (ანტიპროტოზოული)
ფლუსიტოზინი, ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურანლო წამალი)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია Roche
ვალსიტიR 450 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 450 მგ ვალგანციკლოვირის ექივალენტური რაოდენობით 496.3 მგ ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერების სახით ცხოველური წარმოშობის სტეარინის მჟავას შეიცავს (მცოხნავი ცხოველური წარმოშობის ცხიმისგან მიღებული)
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ვალსიტი?
ვალსიტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ვალსიტი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ვალსიტის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვალსიტი?
ვალსიტის თითოეული ტაბლეტი 450 მგ ვალგანციკლოვირის ექივალენტური რაოდენობით 496.3 მგ ვალგანციკლოვირის ჰიდროქლორიდს შეიცავს. ვალსიტი, ვირუსების გამრავლების თავიდან აცილების მექანიზმით მოქმედ წამლის ჯგუფში შედის. ვალგანციკლოვირი მიღების შემდეგ სხეულში განციკლოვირად გარდაიქმნება, განციკლოვირი, ციტომეგალოვირუსის (CMV) სახელით ცნობილი ვირუსის გამრავლებასა და ჯანმრთელ უჯრედებში შეჭრას უშლის ხელს. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ციტომეგალოვირუსმა სხეულში ორგანოთა ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს.
ვალსიტი, გამოიყენება შიდსით (აივ ვირუსების ზემოქმედებით ადამიანებში იმუნური სისტემის დამანგრეველი დაავადება) დაავადებულ ავადმყოფებში ციტმეგალოვირუსული ინფექციით გამოწვეული თვალის რქოვანა გარსის ანთების (CMV რეტინიტი) სამკურნალოდ, ასევე თირკმლების, ღვიძლის, გულის მსგავსი ორგანოების გადანერგვის მქონე ავადმყოფებში ციტომეგალოვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
- ვალსიტის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვალსიტი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
ვალგანციკლოვირის ანდა ვალსიტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ.
ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების-განციკლოვირის, აციკლოვირის ანდა ვალაციკლოვირის მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ,
ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ვალსიტი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, ექიმი, ვალსიტის მიღების დაწყებამდე სისხლის ანალიზების გაკეთებას გთხოვთ და წამლის მიღების დროს პერიოდულად სხვა ანალიზებსაც გადაამოწმებს.
რადიოთერაპიის ანდა ჰემოდიალიზის მკურნალობას გადიხართ.
თირკმლების პრობლემა გაქვთ, ექიმი წამლის უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავთ და მკურნალობის პერიდოში სისხლის ანალიზებს ხშირად გადაამოწმებს.
ამჟამად განციკლოვირს ღებულობთ და ექიმს ვალსიტის მიღება სურს, ექიმის მიერ რეცეპტით გამოწერილ დოზაზე მეტი არ მიიღოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვაში, შეიძლება დოზის გადაჭარბების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ.
ამ წამლის ბავშვებზე გამოვლენილი ეფექტის შესახებ საკმარისი რაოდენობით კონტროლიებადი და კლინიკიური კვლევები არ გაკეთებულა, ამიტომ ბავშვებსა და ზრდის პროცესში მყოფ მოზარდებში ვალსიტი არ გამოიყენება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვალსიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალსიტის მიღება რეკომენდირებულია საკვებთან ერთად. თუ, რაიმე მიზეზის გამო საკვების მიღებას ვერ ახერხებთ, ვალსიტის ჩვეული დოზა მაინც უნდა მიიღოთ დროულად.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, ვალსიტი არ გამოიყენოთ. ორსულობის დროს ვალსიტის გამოყენებამ შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულობას გეგემავთ, ექიმს აცნოებთ.
ქალებმა, რომელთაც შობადობის პოტენციალი აქვთ, ვალსიტის მიღების დროს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
თუ, ვალსიტს მამაკაცი ღებულობს და მეუღლის ორსულობის ალბათობა არსებობს, სქესობრივი კავშირის დროს რეკომენიდირებულია კონდომის გამოყენება, აღნიშნულ შემთვევაში, მამარობითი სქესის ავადმყოფმა მკურნალობის დასრულების შემდეგ 90 დღის განამავლობაში კონდომის გამოყენება უნდა გააგრძელოს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ვალსიტი არ უნდა მიიღოთ. თუ, ექიმი ვალსიტით მკურნალობის დაწყებას ისურვებს, წამლის მიღების დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
თუ, ამ წამლის მიღებისას გრძნობთ გაბრუებას, დაღლილობას ანდა გონების არევას, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ვალსიტის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
რაიმე სახის გაფრთხილებას არ საჭიროებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ვალსიტის გამოყენების დროს თუ პარალელურად სხვა წამალსაც ღებულობთ, ამ წამლების ნაერთებმა სისხლში მოცირკულირე წამლების რაოდენობაზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ანდა მავნე ეფექტების განვითარებაც გამოიწვიოს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შემცველ წამლებს ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
იმიპენემი-სილასტატინი(ანტიბიოტიკის სახეობა). ამ წამლის ვალსიტთან ერთდ მიღებამ შეიძლება კრუნჩხვების (გულყრები)განვითერაბა გამოიწვიოს.
ზალციტაბინი, ზიდოვუდინი, დიდანოზინ სტავუდინი ანდა შიდსის საკმურნალოდ გამოყენებული წამლების მსგავსი პრეპარატები.
პრობენეციდი (პოდაგრის მკურნლობისას გამოყენებული წამალი): ვალსიტის და პრობენეციდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევაში არსებული განციკლოვირის რაოდენობის მომატება. ექიმმა, ამ დროს შეიძლება ვალსიტის უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ.
მიკოფენოლატის მოფეტილი (ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოიყენება)
სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი, ადრიამიცინი, ჰიდროქსიურე)
ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ნუკლეოზიდის ანალოგები), სიდოფოვირი, ფოსკარნეტი
ტრიმეტოპრიმი, ტრიმეტოპრიმი და სულფას კომბინაციები, ციკლოსპორინი და დაპსონი (ანტიბიოტიკის სახეობა)
პენტამიდინი (ანტიპროტოზოული)
ფლუსიტოზინი, ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურანლო წამალი)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ვალსიტი?
ვალსიტის გამოყენების დროს, ყოველთვის ექიმის მიერ მოცემული მითითებები გაითვალისწინეთ. თუ, წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალსიტის 450 მგ ტაბლეტის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ტაბლეტი არ გატეხოთ და არ დაფხვნათ. ტაბლეტი მთლიანი სახით და თუ, შესაძლებელია, საკვებთან ერთად მიიღეთ. თუ, დაზიანებულ ტაბლეტს შემთხვევით შეეხებით, ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ. თუ, თვალში ტაბლეტის ფხვნილი მოგხვდებათ, თვალი სტერილური წყლით ჩამოიბანეთ, თუ სტერილური წყალი არა გაქვთ, სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები:
ორგანოთა გადანერგვის მქონე ავადმყოფებში CMV ინფექციის თავიდან აცილება:
ზოგადად, საჭირო დოზა, დღეში ერთხელ ორი ტაბლეტია, რომელიც შეძლებისდაგვარად საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ეს წამალი, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ 10 დღეში უნდა იქნა დაწყებული და ორგანოთა გადანერგვის შემდეგომ 100 დღემდე უნდა გაგრძელდეს.
აივ ინფექციის მქონე ავადმყოფებში CMV ინფექციით გამოწვეული ბადურის ჩირქოვანი ანთების ეფექტური მკურნალობისას (ინდუქცია, ანუ საწყისი მკურნალობის სახელით ცნობილი):
ზოგადად, საჭირო დოზაა, დღეში ორჯერ ორი ტაბლეტი, რომელიც 21 დღის განმავლობაში (სამი კვირა) საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული, თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, ეს დოზა 21 დღეზე მეტი დროით არ უნდა გამოიყენოთ, რადგანაც, აღნიშნულმა შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდოს.
აივ ინფექციით დაავადებულებში CMV ინფექციით გამოწვეული რქოვანას ჩირქოვანი ანთების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო (დამატებითი თერაპიის სახელით ცნობილი):
რეკომენდირებული დოზაა, დღეში ერთხელ ორი ტაბლეტი, რომელიც საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ტაბლეტები დღის ერთსადაიმავე დროს (საათზე) უნდა იქნას მიღებული. ვალსიტით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს. ამ დოზის მიღების დროს თუ დაავადება(რეტინიტი) გაუარესდება, ექიმმა შეიძლება საწყისი მკურნალობის გამეორება გთხოვოთ (იხილეთ ზემოთ) ანდა CMV ინფექციის სამკურნალოდ სხვა წამალი გამოგიწეროთ, რადგანაც, ზემოთ აღნიშნულმა შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდოს.
მიცემის გზა და მეთოდი:
ვალსიტის ტაბლეტები საკვებთან ერთად უნდა იქნას მიღებული.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ამ წამლის, ბავშვებში გამოვლენილ ეფექტებთან დაკაშირებით საკმარისი და კონტროლირებადი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ბავშვებსა და ზრდის პროცესში მყოფ მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში კვლევა არ ჩატარებულა.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა
თირკმლების ფუნქციების დარღვევის დროს, ექიმი, ვალსიტის უფრო დაბალ დღიურ დოზას გამოგიწერთ ანდა ყოველ კვირას, განსაზღვრულ დღეებში მიღებას გთხოვთ. ექიმის მიერ რეცეპტით გამოწერილი დოზები მკაცრად დაიცავით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის პრობლემების მქონე ავადმყოფებში კვლევა არ ჩატარებულა.
თუ ფიქრობთ, რომ ვალსიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ ანდა ფიქრობთ, რომ მიიღეთ, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართეთ. რეკომენდირებულ დოზაზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება სისხლის მაჩვენებელების, განსაკუთრებით კი თირკმლის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს, შედეგად კი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს.
თუ, ვალსიტის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვალსიტის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ვალსიტის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზა მიიღეთ და შემდეგი დოზა ნორმალურ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ვალსიტით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექიმის მითითების გარეშე ვალსიტის მიღება არ უნდა შეწყვიტოთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ვალსიტში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ალერგიულოი რეაქციები
ყოველი 100 ადამიანიდან ერთში, ვალგანციკლოვირის მიმართ უეცარი და ძლიერი ალერგიული რეაქციები შეიძლება(ანაფილაქსიური შოკი) გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვალსიტის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
პროგრესირებადი, ქავილის თანხლებით გამონაყარი კანზე (ურტიკარია)
ხახის, სახის, ტუჩების და პირის ღრუს შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას.
ხელების, ფეხების ანდა კოჭევის უეცარი შეშუპება
ვალგანციკლოვირით ანდა განციკლოვირით მკურნალობის დროს გამოვლენილი სხგა გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული.
- ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
- გავრცელებული:100 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1-დან 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,
- ნაკლებად გავრცელებული: 1000 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე ავადმყოფთან ვლინდება,
- იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
სისხლის დაავადებები: სისხლის ტეტრი უჯრედების რაოდენობის დაცემა(ნეიტროპენია), ასეთ მდგომარეობაში ადვილად ინფიცირების ალბათობა მატულობს, სისლხში ჟანგბადის მატარებელი პიგმენტის დაცემა(ანემია),ასეთ მდგომარეობაში ვლიდება: მოძრაობისას ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა.
სასუნთქი სისტემის დაავადებები: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ანდა ჩასუნთქვის გაძნელება (დისპნე).
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: დიარეა.
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე მომხმარაებლში შეიძლება გამოვლინდეს)
სისხლის დაავადებები: სისხლში ლეიკოციტების (ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება(ლეიკოპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაცემა(თრომბოციტოპენია), ეს მდგომარეობა სისხლჩაქცევების და დალურჯებების განვითარებას იწვევს, ერთდროულად სისხლის უჯრედების რამდენიმე სახეობის რაოდენობის დაცემა (პანციტოპენია).
ნერვული სისტემის დაავადებები: თავის ტკივილი, ძილის გაძნელება (ინსომნია), უცნაური გემოების შეგრძნება(დისგოზია), შეხებაზე უფრო ნაკლები მგრძნობელობა(ჰიპოესთეზია), კანის დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა (პერიფერიული ნეიროპათია), თავბრუსხვევა, გულყრები(კრუნჩხვები).
თვალის დაავადებები: თვალის ტკივილი, თვალი შიგით შესივება(შეშუპება), თვალის უკან ნაწილის გამოყოფა (რქოვანას აშრევება), მფრინავი საგნების დანახვა.
ყურის და შიგნითა ყურის დაავადებები:ყურის ტკივილი.
სუნთქვის სისტემის დაავადებები: ხველა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მუცლის ღრუში აირების დაგროვება, საჭმლის მონელების პრობლემები (დიპეფსია), ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).
კანის და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები:კანის ჩირქოვანი ანთება (დერმატიტი), ქავილი (პრურიტუსი), ღამის ოფლიანობა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ზურგის ტკივილი, კუნთების (მიალგია) ანდა სახსრების(ართრალგია), კუნთების დაჭიმვა(რიგიდობა) და კუნთების კრუნჩხვები.
ინფექციები: პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (რძიანა), სისხლში ბაქტერიების ანდა ვირუსების ზმეოქმედებით გამოწვეული ინფექციები, უჯრედული ქსოვილების ჩირქოვანი ანთება (ცელულიტი), თირკმლების ანდა შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება ანდა ინფექცია.
ღვიძლის დაავადებები: ღვძლის ზოგიერთი ფერმენტების მომატება (გამოვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზით)
თირკმლის დაავადებები: თირკმლების ნორმალური ფუნქციების დარღვევა.
კვების და მეტაბოლური დარღვევები, მადის დაკარგვა (ანორექსია) და წონის დაკარგვა.
ზოგადი დარღვევები: დაღლილობა, ცხელება, ტკივილი, ტკივილი მკერდში, ძალის დაკარგვა(ასთენია), ზოგადად ცუდად ყოფნის შეგძრნება (მოთენთილობა).
ფსიქიატრიული დაავადებები: დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა, უჩვეულო ფიქრები.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (1000 ავადმყოფიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელთან ვლინდება):
გულის დაავადებები: გულის ცემის რითმის დარღვევა (არითმია)
სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ანდა დაბნედა
სისხლის დაავადებები: ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოების შემცირება
ნერვული სისტემის დაავადებები:კანკალი ანდა ტრემორი.
თვალის დაავადებები: სიწითლე, თვალების შესივება (კონიუქტივიტი) და ანორმალური მხედველობა.
ყურის და შიგნითა ყურის დაავადებები: სმენის დაკარგვა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: კუჭის შებერილობა, პირის ღრუს წყლულები, პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)- კუჭისა და ზურგის არეში ძლიერი ტკივილი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები: თმის/ბეწვის ცვენა (ალოპეცია), ქავილი, გამონაყარი ანდა შეშუპება(ურტიკარია), კანის სიმშრალე.
ღვიძლის დაავადებები: ამინოტრანსფერაზას სახელით ცნობილი ღვიძლის ფერმენტის მომატება (მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს).
თირკმლების დაავადებები:შარდში სისხლის არსებობა(ჰემატურია), თირკმლების უკმარისობა.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: მამაკაცებში ნაყოფიერების დაქვეითება
ფსიქიატრიული დაავადებები: გუნება-განწყობის და ქცევების უჩვეულო ცვლილებები, არ არსებულის გაგონება და დანახვა, რეალობასთან მოწყვეტა, დაძაბულობის შეგრძნება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- ვალსიტის შენახვა
ვალსიტი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვალსიტი არ გამოიყენოთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ ბოთლში.
ბოთლის სახურავი მჭიდროდ მორგებული სახით შეინახეთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
სს Roche მუსთაჰზარლარი სანაი
უნიქი. სტამბული.აიაზაღას ქ. N:4დ/101
მასლაქი 34396 სარიერი/სტამბული
წარმოების ადგილი:
შპს. F.Hoffmann-La Roche , ბასელი, შვეიცარიული ლიცენზიით
Patheon Inc,2100 Synthex Court,
მისსიასაუფგადა, ონტარიო, კანადა L5N 7K9
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.07.2015 -ში დამოწმებულია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.





