პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ეტოპოზიდი აკორდი

Etopozyd Accord

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტოპოზიდს. პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ციტოსტატიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტოპოზიდი (etoposide)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ (20მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პოდოფილოტოქსინის წარმოებულები
ATC კოდი
L01CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040597
რეგისტრირებულია
28 მარტი 2024, მოქმედებს 28 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეტოპოზიდი აკორდი და სხვა წამალი ერთად

ეტოპოზიდი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტოპოზიდს. პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ციტოსტატიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.

ეტოპოზიდი აკორდი გამოიყენება მოზრდილებში გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

სათესლე ჯირკვლების კიბო

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო

სისხლის კიბო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომა)

რეპროდუქციული სისტემის კიბო (გესტაციური ტროფობლასტური ნეოპლაზმა და საკვერცხის კიბო)

ეტოპოზიდი აკორდი გამოიყენება ბავშვებში გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომა).

ეტოპოზიდი აკორდის დანიშვნის ზუსტი მიზეზის განხილვა უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან.

მიღების წესი და დოზირება

ეტოპოზიდი აკორდი კეთდება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით (ჩვეულებრივ 30-60 წუთის განმავლობაში), რადგან სწრაფი ინტრავენური ინექციის დროს აღინიშნა ჰიპოტენზია გვერდითი მოვლენის სახით. დაუშვებელია ეტოპოზიდი აკორდის სწრაფი ინტრავენური ინექცია.

ეტოპოზიდის რეკომენდებული დოზაა 50-100 მგ/მ2/დღე 1-ლ, მე-5 დღეს ან 100-120 მგ/მ2 1-ლ, მე-3 და მე-5 დღეს ყოველ 3-4 კვირაში სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ნაჩვენებია დაავადების მკურნალობისათვის. დოზის კორექცია უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტების მიელოსუპრესიული ეფექტის გამო კომბინაციაში გამოყენებისას ან ძვლის ტვინის რეზერვის დაქვეითების ეფექტის გამო სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე.

ეტოპოზიდის საჭირო დოზა უნდა განზავდეს ან 5% w/v გლუკოზის ხსნარში ან 0.9% w/v ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ეტოპოზიდის საბოლოო კონცენტრაციამდე 0.2-0.4 მგ/მლ (1 მლ ან 2 მლ კონცენტრატი 100 მლ გამხსნელში რათა მიღწეულ იქნას კონცენტრაცია 0.2 მგ/მლ და 0.4 მგ/მლ, შესაბამისად). განზავებული პროდუქტის კონცენტრაციამ არ უნდა გადააჭარბოს 0.4 მგ/მლ-ს, პრეციპიტაციის რისკის გამო. მომზადებისა და განზავების პროცესში გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი ასეპტიკური წესები.

ეტოპოზიდი არ უნდა შეერიოს სხვა პროდუქტებს ინფუზიის დროს. ის არ უნდა შეერიოს პროდუქტებს ზემოთ ჩამოთვლილის გარდა.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭიროა ხანდაზმულებში (>65 წლის ზემოთ ასაკი), გარდა თირკმლის ფუნქციის მიხედვით დოზირებისა.

პედიატრიული გამოყენება

ეტოპოზიდი პედიატრიულ პაციენტებში გამოიყენება 75-150 მგ/მ2/დღე დოზით 2-5 დღის განმავლობაში სხვა ანტინეოპლაზურ მედიკამენტებთან კომბინაციაში. მკურნალობის სქემა შერჩეულ უნდა იქნას ადგილობრივი მკურნალობის სტანდარტის მიხედვით.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი საწყისი დოზის კორექცია უნდა იქნას გამოყენებული.

კრეატინინის კლირენსი

ეტოპოზიდის დოზა

>50 მლ/წთ

დოზის 100%

15-50 მლ/წთ

დოზის 75%

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ნაკლები ვიდრე 15 მლ/წთ და დიალიზზე მყოფ პაციენტებში საჭიროა დოზის შემდგომი შემცირება, რადგან ეტოპოზიდის კლირენსი შემდგომში ქვეითდება ამ პაციენტებში. შემდგომი დოზირება თირკმლის საშუალო და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დაფუძნებული უნდა იყოს პაციენტის ამტანობასა და კლინიკურ ეფექტზე.

რადგან ეტოპოზიდი და მისი მეტაბოლიტები არ ექვემდებარება დიალიზს, ის შეიძლება დაინიშნოს ჰემოდიალიზამდე ან ჰემოდიალიზის შემდეგ.

გამოყენების/მოხმარების ინსტრუქციები

დაცული უნდა იყოს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სათანადო მოხმარებისა და განადგურების პროცედურები.

სიფრთხილეა საჭირო ციტოსტატიკური პროდუქტების მოხმარებისას. მიღებულ უნდა იქნას ზომები მისი გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის. სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ეტოპოზიდის ხსნარის მოხმარებისა და მომზადებისას. ეტოპოზიდის შემთხვევით მოხვედრისას შეიძლება განვითარდეს კანის რეაქციები. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. ეტოპოზიდის კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა წყლითა და საპნით და ლორწოვანი გარსი უნდა გამოირეცხოს დიდი რაოდენობა წყლით.

სიფრთხილეა საჭირო ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად.

ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული, თუ მასში აღინიშნება პრეციპიტაციის ნიშნები ან ხილული ნაწილაკები.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა განადგურებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ეტოპოზიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი უკანსკნელ პერიოდში აიცრა ცოცხალი ვაქცინით, მათ შორის ყვითელი ცხელების ვაქცინით;

ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.

სიფრთხილის ზომები

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ცილა ალბუმინის დაბალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს უკანასკნელ პეიორდში ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ინფექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

კიბოს საწინააღმდეგო ეფექტურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს დიდი რაოდენობის უჯრედების სწრაფად განადგურება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში სისხლში შეიძლება დაგროვდეს კიბოს უჯრედების მავნე ნივთიერებები. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის, თირკმლის, გულის ან სისხლის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილი, თუ არ ჩატარდა მკურნალობა.

ამ მდგომარეობის პრევენციისათვის, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები რეგულარულად, რათა ექიმმა მოახდინოს ამ ნივთიერებების დონის კონტროლი მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების განვითარება ან სისხლის შედედების უნარის დაქვეითება.

მკურნალობის დასაწყისში და ყოველი დოზის გაკეთებამდე საჭიროა სისხლის ანალიზების შემოწმება ამ მდგომარეობების გამოსარიცხად.

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ასევე საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული შემოწმება ამ მდგომარეობების გასაკონტროლებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელსაც აქვს ეტოპოზიდი აკორდის მოქმედების მსგავსი მექანიზმი;

თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში აცრილია ნებისმიერი ცოცხალი ვაქცინით;

თუ პაციენტი იღებს ფენილბუტაზოლს, ნატრიუმის სალიცილატს ან ასპირინს;

თუ პაციენტი იღებს ვარფარინს (სისხლის კოაგულაციის საწინააღმდეგო მედიკამენტი);

თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტს;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ანთრაციკლინს (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

თუ პაციენტი მკურნალობდა ცისპლატინით (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად).

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში. დაუშვებელია ძუძუთი კვება ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დროს.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე მამაკაცებმა და ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (როგორიცაა: ბარიერული მეთოდი ან პრეზერვატივები) მკურნალობის პერიოდში და ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დამთავრებიდან არაუმცირეს 6 თვის განმავლობაში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ მამობისაგან ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია, სპერმის შენახვასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება.

როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა პაციენტებმა, რომლებსაც სურთ ბავშვის ყოლა ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის შემდეგ, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან ან ექთანთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის აღნიშნული პრეპარატის რაიმე გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება დაღლილობა, გულისრება, თავბრუსხვევა ან გაბრუება, ამ ქმედებების შესრულებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს სპირტს

მედიკამენტი შეიცავს 30.5% სპირტს (ეთანოლს), რომელიც შეესაბამება 240.64 მგ ეთანოლს 1 მლ კონცენტრატში, ე.ი. 1.2 გ-მდე ეთანოლს 5 მლ ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 30 მლ ლუდის ან 12.55 მლ ღვინის და 3 გ-მდე ეთანოლს 12.5 მლ ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 75 მლ ლუდის ან 31,4 მლ ღვინის. ეს საზიანოა პაციენტისათვის, რომელიც დაავადებულია ალკოჰოლიზმით, აღენიშნება ტვინის დაზიანება, ფეხმძიმე ქალებისათვის, მეძუძური დედებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები. სხვა მედიკამენტების ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს ან გაძლიერდეს.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს ბენზილის სპირტს

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს 30 მგ/მლ ბენზილის სპირტს.

ბენზილის სპირტი დაკავშირებულია მძიმე გვერდითი მოვლენების რისკთან, მათ შორის პატარა ბავშვებში სუნთქვის პრობლემების (ე.წ. “გასპინგ-სინდრომის” (ქოშინის სინდრომი ლეტალური შედეგით)) რისკთან. მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში) ან არ უნდა იქნას გამოყენებული პატარა ბავშვებში (3 წელზე ნაკლები ასაკის) ერთ კვირაზე მეტ ხანს, თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა, ან აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, რადგან ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ე.წ. “მეტაბოლური აციდოზი”).

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს პოლისორბატ 80-ს

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს 80 მგ/მლ პოლისორბატ 80-ს.

ახალშობილებში სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის სინდრომი, რესპირატორული ფუნქციის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება და მუცლის შეშუპება დაკავშირებული იყო საინექციო ვიტამინ E-ს პროდუქტთან, რომელიც შეიცავდა პოლისორბატ 80-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსაგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომს: ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული გულისცემა, კანის სიწითლე ან გამონაყარი. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს.

ღვიძლის, თიკრმლის ან გულის მძიმე დაზიანება სიმსივნის ლიზისის სინდრომის გამო, რომელიც განპირობებულია კიბოს უჯრედების მავნე ნივთიერებების სისხლის ნაკადში მოხვედრით, ხანდახან აღინიშნა ეტოპოზიდი აკორდის კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენების დროს შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლის დარღვევები (ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზების აღება მკურნალობის კურსებს შორის);

გულისრება და ღებინება;

მადის დაკარგვა;

მუცლის ტკივილი;

შეკრულობა;

თმის დროებითი ცვენა;

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატოტოქსიკურობა);

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

კანის ფერის (პიგმენტაციის) ცვლილება;

სიყვითლე (ბილირუბინის მომატება);

სისუსტე (ასთენია);

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მწვავე ლეიკემია (სისხლის მძიმე ფორმის კიბო);

არარეგულარული გულის რიტმი (არითმია) ან მიოკარდიუმის ინფარქტი;

თავბრუსხვევა;

მაღალი არტერიული წნევა;

დაბალი არტერიული წნევა;

ტუჩებზე, პირის ღრუში ან ხახაზე წყლულები;

კანის სიწითლე;

ინფექცია;

დიარეა;

კანის პრობლემები, როგორიცაა ქავილი ან გამონაყარი;

ვენის ანთება;

მძიმე ალერგიული რეაქციები;

ინფუზიის ადგილის რეაქციები.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება;

სისხლდენა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კრუნჩხვები (გულყრა);

ძილიანობა ან დაღლილობა;

გემოს ცვლილება;

ყლაპვის გაძნელება;

კანზე და/ან ლორწოვან გარსზე მძიმე რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ბუშტუკებს და ცხელებას, მათ შორის კანის ექსტენსიური Aაქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გარუჯვის მსგავსი გამონაყარი კანზე იმ ადგილას, სადაც ადრე ჩატარდა სხივური თერაპია და რომელიც შეიძლება იყოს მძიმე (რადიაციული დერმატიტი მანამდე დასხივებულ კანის უბანზე);

ცხელება;

დროებითი სიბრმავე;

სუნთქვის პრობლემები;

მჟავის რეფლუქსი;

ალები.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (გართულება, რომელიც ვითარდება კიბოს უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებების მოხვედრით სისხლში);

სახისა და ენის შეშუპება;

უნაყოფობა;

სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ფლაკონი შენახულ უნდა იქნას მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

ნატრიუმის ქლორიდის საინექციო (0.9% w/v/) და გლუკოზის (5% w/v/) საინექციო ხსნარებში 0.2 მგ/მლ და 0.4 მგ/მლ კონცენტრაციით განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 20⁰C -25⁰C ტემპერატურაზე 96 საათის და 48 საათის განმავლობაში, შესაბამისად. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დაუშვებელია განზავებული ხსნარის მაცივარში (2-8⁰C) შენახვა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება ნალექის ნიშნები ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს:

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტოპოზიდს.

1 მლ შეიცავს 20 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 100 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 12.5 მლ ფლაკონი შეიცავს 250 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 20 მლ ფლაკონი შეიცავს 400 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 25 მლ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 50 მლ ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ეტოპოზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 300 და უწყლო ეთანოლი.

ეტოპოზიდი აკორდის ფორმა და შეფუთვა

ეტოპოზიდი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი საინფუზიო ხსნარი.

შეფუთვის ზომები:

1 x 5 მლ ფლაკონი

1 x 10 მლ ფლაკონი

1 x 12.5 მლ ფლაკონი

1 x 20 მლ ფლაკონი

1 x 25 მლ ფლაკონი

1 x 50 მლ ფლაკონი

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ეტოპოზიდი აკორდი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ეტოპოზიდი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. მე-4 პარაგრაფი.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ეტოპოზიდი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეტოპოზიდი აკორდის გამოყენებამდე

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეტოპოზიდი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ეტოპოზიდი აკორდი და მისი გამოყენება

მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტოპოზიდს. პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ციტოსტატიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.

ეტოპოზიდი აკორდი გამოიყენება მოზრდილებში გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

სათესლე ჯირკვლების კიბო

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო

სისხლის კიბო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომა)

რეპროდუქციული სისტემის კიბო (გესტაციური ტროფობლასტური ნეოპლაზმა და საკვერცხის კიბო)

ეტოპოზიდი აკორდი გამოიყენება ბავშვებში გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ:

სისხლის კიბო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)

ლიმფური სისტემის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომა).

ეტოპოზიდი აკორდის დანიშვნის ზუსტი მიზეზის განხილვა უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეტოპოზიდი აკორდის გამოყენებამდე

ეტოპოზიდი აკორდი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ეტოპოზიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი უკანსკნელ პერიოდში აიცრა ცოცხალი ვაქცინით, მათ შორის ყვითელი ცხელების ვაქცინით;

ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ცილა ალბუმინის დაბალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს უკანასკნელ პეიორდში ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ინფექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

კიბოს საწინააღმდეგო ეფექტურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს დიდი რაოდენობის უჯრედების სწრაფად განადგურება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში სისხლში შეიძლება დაგროვდეს კიბოს უჯრედების მავნე ნივთიერებები. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის, თირკმლის, გულის ან სისხლის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილი, თუ არ ჩატარდა მკურნალობა.

ამ მდგომარეობის პრევენციისათვის, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები რეგულარულად, რათა ექიმმა მოახდინოს ამ ნივთიერებების დონის კონტროლი მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების განვითარება ან სისხლის შედედების უნარის დაქვეითება.

მკურნალობის დასაწყისში და ყოველი დოზის გაკეთებამდე საჭიროა სისხლის ანალიზების შემოწმება ამ მდგომარეობების გამოსარიცხად.

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ასევე საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული შემოწმება ამ მდგომარეობების გასაკონტროლებლად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელსაც აქვს ეტოპოზიდი აკორდის მოქმედების მსგავსი მექანიზმი;

თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში აცრილია ნებისმიერი ცოცხალი ვაქცინით;

თუ პაციენტი იღებს ფენილბუტაზოლს, ნატრიუმის სალიცილატს ან ასპირინს;

თუ პაციენტი იღებს ვარფარინს (სისხლის კოაგულაციის საწინააღმდეგო მედიკამენტი);

თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტს;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ანთრაციკლინს (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

თუ პაციენტი მკურნალობდა ცისპლატინით (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად).

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში. დაუშვებელია ძუძუთი კვება ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დროს.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე მამაკაცებმა და ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (როგორიცაა: ბარიერული მეთოდი ან პრეზერვატივები) მკურნალობის პერიოდში და ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დამთავრებიდან არაუმცირეს 6 თვის განმავლობაში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ მამობისაგან ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია, სპერმის შენახვასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება.

როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა პაციენტებმა, რომლებსაც სურთ ბავშვის ყოლა ეტოპოზიდი აკორდით მკურნალობის შემდეგ, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან ან ექთანთან.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის აღნიშნული პრეპარატის რაიმე გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება დაღლილობა, გულისრება, თავბრუსხვევა ან გაბრუება, ამ ქმედებების შესრულებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს სპირტს

მედიკამენტი შეიცავს 30.5% სპირტს (ეთანოლს), რომელიც შეესაბამება 240.64 მგ ეთანოლს 1 მლ კონცენტრატში, ე.ი. 1.2 გ-მდე ეთანოლს 5 მლ ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 30 მლ ლუდის ან 12.55 მლ ღვინის და 3 გ-მდე ეთანოლს 12.5 მლ ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 75 მლ ლუდის ან 31,4 მლ ღვინის. ეს საზიანოა პაციენტისათვის, რომელიც დაავადებულია ალკოჰოლიზმით, აღენიშნება ტვინის დაზიანება, ფეხმძიმე ქალებისათვის, მეძუძური დედებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები. სხვა მედიკამენტების ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს ან გაძლიერდეს.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს ბენზილის სპირტს

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს 30 მგ/მლ ბენზილის სპირტს.

ბენზილის სპირტი დაკავშირებულია მძიმე გვერდითი მოვლენების რისკთან, მათ შორის პატარა ბავშვებში სუნთქვის პრობლემების (ე.წ. “გასპინგ-სინდრომის” (ქოშინის სინდრომი ლეტალური შედეგით)) რისკთან. მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში) ან არ უნდა იქნას გამოყენებული პატარა ბავშვებში (3 წელზე ნაკლები ასაკის) ერთ კვირაზე მეტ ხანს, თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა, ან აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, რადგან ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (ე.წ. “მეტაბოლური აციდოზი”).

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს პოლისორბატ 80-ს

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს 80 მგ/მლ პოლისორბატ 80-ს.

ახალშობილებში სიცოცხლისათვის სახიფათო ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის სინდრომი, რესპირატორული ფუნქციის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება და მუცლის შეშუპება დაკავშირებული იყო საინექციო ვიტამინ E-ს პროდუქტთან, რომელიც შეიცავდა პოლისორბატ 80-ს.

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენების წესი

ეტოპოზიდი აკორდი ყოველთვის უნდა გაკეთდეს მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტის მიერ. ის კეთდება ნელი ინფუზიის სახით ვენაში. რასაც ჭირდება 30-60 წუთი.

დოზა გამოითვლება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. ეტოპოზიდის ჩვეულებრივი დოზა არის 50-100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველდღე, 5 დღის განმავლობაში მიყოლებით ან 100-120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის 1-ლ, მე-3 და მე-5 დღეს. მკურნალობის კურსი შეიძლება გამეორდეს სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მკურნალობის პირველი კურსიდან არაუმცირეს 21 დღის განმავლობაში.

ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ სისხლის ან ლიმფური სისტემის კიბოს გამო, გამოიყენება 75-150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველდღე 2-5 დღის განმავლობაში.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იტარებს ან ჩატარებული აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა ან აღენიშნება თირკლის პრობლემები.

ეტოპოზიდი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

რადგან მედიკამენტი კეთდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ, დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდნელი. თუმცა ასეთ შემთხვევაში ექიმი ჩაატარებს სიმპტომურ მკურნალობას.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის დროს ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსაგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომს: ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, აჩქარებული გულისცემა, კანის სიწითლე ან გამონაყარი. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს.

ღვიძლის, თიკრმლის ან გულის მძიმე დაზიანება სიმსივნის ლიზისის სინდრომის გამო, რომელიც განპირობებულია კიბოს უჯრედების მავნე ნივთიერებების სისხლის ნაკადში მოხვედრით, ხანდახან აღინიშნა ეტოპოზიდი აკორდის კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.

ეტოპოზიდი აკორდის გამოყენების დროს შესაძლო გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლის დარღვევები (ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზების აღება მკურნალობის კურსებს შორის);

გულისრება და ღებინება;

მადის დაკარგვა;

მუცლის ტკივილი;

შეკრულობა;

თმის დროებითი ცვენა;

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატოტოქსიკურობა);

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

კანის ფერის (პიგმენტაციის) ცვლილება;

სიყვითლე (ბილირუბინის მომატება);

სისუსტე (ასთენია);

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მწვავე ლეიკემია (სისხლის მძიმე ფორმის კიბო);

არარეგულარული გულის რიტმი (არითმია) ან მიოკარდიუმის ინფარქტი;

თავბრუსხვევა;

მაღალი არტერიული წნევა;

დაბალი არტერიული წნევა;

ტუჩებზე, პირის ღრუში ან ხახაზე წყლულები;

კანის სიწითლე;

ინფექცია;

დიარეა;

კანის პრობლემები, როგორიცაა ქავილი ან გამონაყარი;

ვენის ანთება;

მძიმე ალერგიული რეაქციები;

ინფუზიის ადგილის რეაქციები.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხელებსა და ტერფებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება;

სისხლდენა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კრუნჩხვები (გულყრა);

ძილიანობა ან დაღლილობა;

გემოს ცვლილება;

ყლაპვის გაძნელება;

კანზე და/ან ლორწოვან გარსზე მძიმე რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ბუშტუკებს და ცხელებას, მათ შორის კანის ექსტენსიური Aაქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გარუჯვის მსგავსი გამონაყარი კანზე იმ ადგილას, სადაც ადრე ჩატარდა სხივური თერაპია და რომელიც შეიძლება იყოს მძიმე (რადიაციული დერმატიტი მანამდე დასხივებულ კანის უბანზე);

ცხელება;

დროებითი სიბრმავე;

სუნთქვის პრობლემები;

მჟავის რეფლუქსი;

ალები.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

სიმსივნის ლიზისის სინდრომი (გართულება, რომელიც ვითარდება კიბოს უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებების მოხვედრით სისხლში);

სახისა და ენის შეშუპება;

უნაყოფობა;

სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ეტოპოზიდი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ფლაკონი შენახულ უნდა იქნას მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

ნატრიუმის ქლორიდის საინექციო (0.9% w/v/) და გლუკოზის (5% w/v/) საინექციო ხსნარებში 0.2 მგ/მლ და 0.4 მგ/მლ კონცენტრაციით განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 20⁰C -25⁰C ტემპერატურაზე 96 საათის და 48 საათის განმავლობაში, შესაბამისად. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დაუშვებელია განზავებული ხსნარის მაცივარში (2-8⁰C) შენახვა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტაცია.

ეტოპოზიდი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება ნალექის ნიშნები ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს:

ეტოპოზიდი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტოპოზიდს.

1 მლ შეიცავს 20 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 100 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 12.5 მლ ფლაკონი შეიცავს 250 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 20 მლ ფლაკონი შეიცავს 400 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 25 მლ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ეტოპოზიდს.

თითოეული 50 მლ ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ეტოპოზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 300 და უწყლო ეთანოლი.

ეტოპოზიდი აკორდის ფორმა და შეფუთვა

ეტოპოზიდი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი საინფუზიო ხსნარი.

შეფუთვის ზომები:

1 x 5 მლ ფლაკონი

1 x 10 მლ ფლაკონი

1 x 12.5 მლ ფლაკონი

1 x 20 მლ ფლაკონი

1 x 25 მლ ფლაკონი

1 x 50 მლ ფლაკონი

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

წევრი ქვეყანა

სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება

ავსტრია

Etoposide Accord 20 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბელგია

Etoposide Accord Healthcare 20 mg/ml, Concentraat voor oplossing voor infusie

ბულგარეთი

Etoposide Accord 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

კვიპროსი

Etoposide Accord 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ჩეხეთი

Etoposide Accord 20 mg/ml koncentrát pro infuzní roztok

დანია

Etoposid Accord

ესტონეთი

Etoposide Accord 20 mg/ml

ფინეთი

Etoposide Accord 20 mg/ml Infuusiokonsentraatti, liuosta varten

ესპანეთი

Etopósido Accord 20 mg/ml concentrado, para solución para perfusion

ნიდერლანდები

Etoposide Accord 20 mg/ml, concentraat voor oplossing voor infusie

ირლანდია

Etoposide 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ისლანდია

Etópósíð Accord 20 mg / ml innrennslisþykkni, lausn til innrennslis

ლიეტუვა

Etoposide Accord 20 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui

ლატვია

Etoposide Accord 20 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai

მალტა

Etoposide 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

გერმანია

Etoposide Accord 20 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ნორვეგია

Etoposide Accord

პოლონეთი

Etopozyd Accord

პორტუგალია

Etoposido Accord

რუმინეთი

Etoposid Accord 20 mg/ml Concentrat pentru soluţie perfuzabilă

სლოვაკეთი

Etoposide Accord 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

სლოვენია

Etoposide Accord 20 mg/ml koncentrat za raztopino za infundiranje

შვედეთი

Etoposide Accord 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

უნგრეთი

ETOPOSIDE Accord 20 mg/ml Koncentrátum oldatos infúzióhoz

დიდი ბრიტანეთი

Etoposide Accord 20 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

იტალია

Etoposide Accord

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: მარტი, 2019

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

მიღების წესი და დოზირება

ეტოპოზიდი აკორდი კეთდება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით (ჩვეულებრივ 30-60 წუთის განმავლობაში), რადგან სწრაფი ინტრავენური ინექციის დროს აღინიშნა ჰიპოტენზია გვერდითი მოვლენის სახით. დაუშვებელია ეტოპოზიდი აკორდის სწრაფი ინტრავენური ინექცია.

ეტოპოზიდის რეკომენდებული დოზაა 50-100 მგ/მ2/დღე 1-ლ, მე-5 დღეს ან 100-120 მგ/მ2 1-ლ, მე-3 და მე-5 დღეს ყოველ 3-4 კვირაში სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ნაჩვენებია დაავადების მკურნალობისათვის. დოზის კორექცია უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტების მიელოსუპრესიული ეფექტის გამო კომბინაციაში გამოყენებისას ან ძვლის ტვინის რეზერვის დაქვეითების ეფექტის გამო სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე.

ეტოპოზიდის საჭირო დოზა უნდა განზავდეს ან 5% w/v გლუკოზის ხსნარში ან 0.9% w/v ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ეტოპოზიდის საბოლოო კონცენტრაციამდე 0.2-0.4 მგ/მლ (1 მლ ან 2 მლ კონცენტრატი 100 მლ გამხსნელში რათა მიღწეულ იქნას კონცენტრაცია 0.2 მგ/მლ და 0.4 მგ/მლ, შესაბამისად). განზავებული პროდუქტის კონცენტრაციამ არ უნდა გადააჭარბოს 0.4 მგ/მლ-ს, პრეციპიტაციის რისკის გამო. მომზადებისა და განზავების პროცესში გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი ასეპტიკური წესები.

ეტოპოზიდი არ უნდა შეერიოს სხვა პროდუქტებს ინფუზიის დროს. ის არ უნდა შეერიოს პროდუქტებს ზემოთ ჩამოთვლილის გარდა.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭიროა ხანდაზმულებში (>65 წლის ზემოთ ასაკი), გარდა თირკმლის ფუნქციის მიხედვით დოზირებისა.

პედიატრიული გამოყენება

ეტოპოზიდი პედიატრიულ პაციენტებში გამოიყენება 75-150 მგ/მ2/დღე დოზით 2-5 დღის განმავლობაში სხვა ანტინეოპლაზურ მედიკამენტებთან კომბინაციაში. მკურნალობის სქემა შერჩეულ უნდა იქნას ადგილობრივი მკურნალობის სტანდარტის მიხედვით.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი საწყისი დოზის კორექცია უნდა იქნას გამოყენებული.

კრეატინინის კლირენსი

ეტოპოზიდის დოზა

>50 მლ/წთ

დოზის 100%

15-50 მლ/წთ

დოზის 75%

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ნაკლები ვიდრე 15 მლ/წთ და დიალიზზე მყოფ პაციენტებში საჭიროა დოზის შემდგომი შემცირება, რადგან ეტოპოზიდის კლირენსი შემდგომში ქვეითდება ამ პაციენტებში. შემდგომი დოზირება თირკმლის საშუალო და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში დაფუძნებული უნდა იყოს პაციენტის ამტანობასა და კლინიკურ ეფექტზე.

რადგან ეტოპოზიდი და მისი მეტაბოლიტები არ ექვემდებარება დიალიზს, ის შეიძლება დაინიშნოს ჰემოდიალიზამდე ან ჰემოდიალიზის შემდეგ.

გამოყენების/მოხმარების ინსტრუქციები

დაცული უნდა იყოს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სათანადო მოხმარებისა და განადგურების პროცედურები.

სიფრთხილეა საჭირო ციტოსტატიკური პროდუქტების მოხმარებისას. მიღებულ უნდა იქნას ზომები მისი გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის. სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ეტოპოზიდის ხსნარის მოხმარებისა და მომზადებისას. ეტოპოზიდის შემთხვევით მოხვედრისას შეიძლება განვითარდეს კანის რეაქციები. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. ეტოპოზიდის კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა წყლითა და საპნით და ლორწოვანი გარსი უნდა გამოირეცხოს დიდი რაოდენობა წყლით.

სიფრთხილეა საჭირო ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად.

ხსნარი უნდა იქნას გადაგდებული, თუ მასში აღინიშნება პრეციპიტაციის ნიშნები ან ხილული ნაწილაკები.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა განადგურებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შენახვის ვადა განზავების შემდეგ:

ნატრიუმის ქლორიდის საინექციო (0.9% w/v/) და გლუკოზის (5% w/v/) საინექციო ხსნარებში 0.2 მგ/მლ და 0.4 მგ/მლ კონცენტრაციით განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 20⁰C -25⁰C ტემპერატურაზე 96 საათის და 48 საათის განმავლობაში, შესაბამისად. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დაუშვებელია განზავებული ხსნარის მაცივარში (2-8⁰C) შენახვა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტაცია.

შენახვის პირობები

ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა