პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ეტოდინი SR

Etodin SR

ურეცეპტოდ600მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ეტოდინი SR ინიშნება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის და დისმენორეის სიმპტომების სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტოდოლაკი (etodolac)
ფორმა და შეფუთვა
600მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი №14 (1X14)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-043999
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტოდინი SR და სხვა წამალი ერთად

ეტოდინი SR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეტოდინი SR ინიშნება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის და დისმენორეის სიმპტომების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალური გზით.

სასურველია მიიღოთ საკვებთან ერთან ან ჭამის შემდეგ.

არასასურველი მოვლენების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

მოზრდილები:

ეტოდინი SR ტაბლეტები 600 მგ

ერთი ტაბლეტი ყოველდღე, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით.

დღეში 600 მგ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

არ გამოვლენილა ტოლერანტობის ან ტაქიფილაქსიის განვითარება.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში, როგორც წესი, საჭირო არ არის საწყისი დოზის შეცვლა (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები”).

ხანდაზმულები იმყოფებიან არასასურველი რეაქციებით გამოწვეული სერიოზული შედეგების მომატებული რისკის ქვეშ. თუ აუცილებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზა და უმცირესი პერიოდით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის თვალსაზრისით.

ბავშვები:

რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები

ეტოდინი SR არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ეტოდინი SR არ გამოიყენება გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ეტოდინი SR არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან წარსულში ჰქონდათ მორეციდივე პეპტიური წყლული ან წარსულში ჰქონდათ პეპტიური წყლულის დაავადება (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი გამოხატული ეპიზოდით).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას.

გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ორსულობის ბოლო ტრიმეტსრში (იხ. პარაგრაფი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია, რაც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ადრე ჩატარებულ თერაპიასთან.

სიფრთხილის ზომები

არასასურველი მოვლენების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების წესი“ და კუჭ-ნაწლავური და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ეტოდინი SR-ის გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება ლეტალური იყოს (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების წესი”).

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები:

შესაბამისი მონიტორინგი და რჩევა არის საჭირო იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან გულის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებით აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზით და ხანგრძლივი კურსით) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების ოდნავ მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ეტოდინი SR-ის შემთხვევაში ამგვარი რისკის გამოსარიცხად მონაცემები არასაკმარისია.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არაკონტროლირებული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან კარდიოვასკულური დაავადება, ეტოდინი SR-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გულდასმითი განხილვის შემდეგ. ამგვარი სიფრთხილე საჭიროა ასევე გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიოვასკულური დაავადების რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

რესპირატორული დარღვევები:

სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო, თუ ეტოდინი SR გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ჰქონდათ ბრონქული ასთმა, რადგან ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს ბრონქოსპაზმს.

კარდიოვასკულური, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმელების, გულის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი იღებს დიურეზულებს, ან ხანდაზმულებში, საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (ასევე, იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, ვინაიდან აასს-ის გამოყენებამ შეიძლება დოზადამოკიდებულად გამოიწვიოს პროსტაგლანდინის წარმოქმნის შემცირება და თირკმელების უკმარისობა. გამოყენებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დაბალი დოზა. თუმცა, სხვა მიზეზებით გამოწვეულმა თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება შეცვალოს პრეპარატის მეტაბოლიზმი; აუცილებელია იმ პაციენტთა მონიტორინგი პოტენციურ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თანმხლებ თერაპიას, განსაკუთრებით ხანდაზმულების შემთხვევაში, და მათი პრეპარატის დოზების საჭიროების მიხედვით დაკორექტირება ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლულები და პერფორაცია:

აღინიშნა ისეთი სერიოზული არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია, რაც შეიძლება იყოს ლეტალური და განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან ანამნეზში აქვთ სერიოზული კუჭ-ნაწლავური მოვლენები. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას, ეტოდინი SR-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თრომბოციტები:

მიუხედავად იმისა, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს არ აქვს ისეთივე პირდაპირი ეფექტები თრომბოციტებზე, როგორიც ასპირინს, ყველა პრეპარატმა, რომელიც აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, შეიძლება, გარკვეული ხარისხით, შეაფერხონ თრომბოციტების ფუნქცია. აუცილებელია იმ პაციენტებზე გულდასმითი დაკვირვება, რომლებიც იღებენ ეტოდინი SR-ს და რომლებშიც შეიძლება უარყოფითი მოვლენები გამოიწვიონ ამგვარმა მოქმედებებმა.

პრევენციის მიზნით, აუცილებელია ეტოდინი SR-ით ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფ პაციენტთა რეგულარულად კონტროლი ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის, ჰემატოლოგიური პარამეტრების ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები.

კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების დოზის გაზრდისას, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლული, განსაკუთრებით, გართულებული ჰემორაგიით ან პერფორაციით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება”), და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით. კომბინაციური თერაპია დამცავი პრეპარატებით (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) განიხილება ამ ჯგუფის პაციენტებისათვის და იმ პაციენტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულად ასპირინის დაბალ დოზას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავური მოვლენების რისკს (იხ. ქვემოთ და პარაგრაფი „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

აუცილებელია ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ძირითადად, ხანდაზმულებში, მკურნალობის საწყის ეტაპზე.

სასურველია სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში ისეთი პრეპარატების კომბინაციის მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა ასპირინი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

ეტოდოლაკის მიღებისას კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან წყლულების განვითარებისას, მკურნალობა უნდა მოიხსნას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კუჭ-ნაწლავური დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ამგვარი მდგომარეობების გამწვავება (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება:

სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დარღვევებისას შეიძლება მომატებული იყოს ასეპტიკური მენინგიტის რისკი (იხ. პუნქტი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).

დერმატოლოგიური:

კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ლეტალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ძალიან იშვიათად აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”). ამგვარი რეაქციების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ პაციენტები იმყოფებიან თერაპიის ადრეულ ეტაპზე: უმრავლეს შემთხვევაში, რეაქცია იწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. ეტოდინი SR-ის მიღება უნდა შეწყდეს, როგორც კი გამოვლინდება კანზე გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანებების პირველივე ნიშნები ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშანი.

ქალებში ფერტილობის დარღვევა:

ეტოდინი SR-ის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ქალებში ფერტილობა და ამიტომ რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებსაც სურთ დაორსულება. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვის პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობის გამო, განხილული უნდა იყოს ეტოდინი SR-ის მიღების შეწყვეტის საკითხი.

ნატრიუმი

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი დოზა შეიცავს 27 მგ ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ კვების რეჟიმზე.

ლაქტოზა

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, Lapp-ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან ეტოდინი SR ფართოდ უკავშირდება ცილებს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ისეთი პრეპარატების დოზის შემცირება, რომლებიც ასევე მაღალი ხარისხით უკავშირდება ცილებს.

სხვა ანალგეზიური საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორი: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებას, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს არასასურველი ეფექტების რისკს (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: დაქვეითებული ანტიჰიპერტენზიული მოქმედება

დიურეზულები: დაქვეითებული დიურეზული ეფექტი. დიურეზულებმა შეიძლება გაზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი.

საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს გულის უკმარისობა, დააქვეითოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდის დონეები.

ლითიუმი: ლითიუმის მეთოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია: მეთოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია.

ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი.

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ისეთი ანტიკოაგულანტების ეფექტები, როგორიცაა ვარფარინი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიკურობის შესაძლო მომატებული რისკი.

ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რისკი. არსებობს ჰემართროზისა და ჰემატომის მომატებული რისკი აივ (+) ჰემოფილაკებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ზიდოვუდინსა და იბუპროფენს.

ბილირუბინის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ცრუ-დადებითი შედეგი შარდში ეტოდინი SR-ის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობის გამო.

მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება დააქვეითოს მიფეპრისტონის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავური წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ქინოლონის ანტიბიოტიკები: ცხოველებში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კონვულსიების რისკი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონებს, შეიძლება მომატებული იყოს კონვულსიების განვითარების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინის ბიოსინთეზს, შეიძლება გამოიწვიონ მშობიარობის გართულება და დაყოვნება, რაც ნაჩვენები იქნა მაკე ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას.

მამაკაცებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, ეს მოვლენები დაბალი სიხშირით ვლინდება და, როგორც ჩანს, არ არის დამახასიათებელი. ნაყოფის კარდიოვასკულურ სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით, პროსტაგლანდინის ბიოსინთეზის ზოგიერთი ინჰიბიტორი ხელს უშლის არტერიული სადინრის დახურვას, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. შეიძლება დაყოვნდეს მშობიარობის დაწყება და გაიზარდოს მშობიარობის ხანგრძლივობა სისხლდენის მომატებული ტენდენციით, როგორც დედაში, ისე ბავშვში (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში ან მშობიარობისას, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაცია:

არსებული შეზღუდული კვლევები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გადადის დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციებით. თუ შესაძლებელია, ძუძუთი კვების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები” გამოყენებისას, ქალებში ფერტილობასთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეტოდინი SR შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას, ძილიანობას, დაღლილობას ან მხედველობის დარღვევას. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ამ პრეპარატზე.

გვერდითი მოვლენები

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა რეგისტრირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გამოვლენილი გვერდითი მოქმედება, რომელიც მოიცავს გულისრევას, ეპიგასტრალურ ტკივილს, დიარეას, მოუნელებლობას, გულძმარვას, მუცლის შებერილობას, მუცლის ტკივილს, შეკრულობას, ღებინებას, წყლულოვან სტომატიტს, დისპეფსიას, სისხლიან ღებინებას, მელენას, რექტალურ სისხლდენას, კოლიტის გამწვავებას, ვასკულიტს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის დარღვევას, ცხელებას, ძილიანობას, ყურებში ხმაურს, გამონაყარს, ქავილს, დაღლილობას, დეპრესიას, უძილობას, ცნობიერების არევას, პარესთეზიას, ტრემორს, სისუსტეს/შეუძლოდ ყოფნას, დისპნოეს, ძლიერ გულისცემას, ბილირუბინურიას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს და სიყვითლეს, შარდვის გახშირებას, დიზურიას, ანგიონევროზულ შეშუპებას, ანაფილაქტოიდური რეაქციას, ფოტომგრძნობელობას, ჭინჭრის ციებას, სტივენს-ჯონსონის სინდრომს და კრონის დაავადებას (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”), აღინიშნა პრეპარატის შეყვანის შემდეგ. ნაკლებად ხშირად გამოვლინდა გასტრიტი. პანკრეატიტი აღინიშნა ძალიან იშვიათად.

ჰიპერმგრძნობელობა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. ეს რეაქციები მოიცავს (ა) არასპეციფიკურ ალერგიულ რეაქციებს და ანაფილაქსიას (ბ) რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობას, რაც მოიცავს ასთმას, ასთმის გამწვავებას, ბრონქოსპაზმს ან დისპნოეს, ან (გ) კანის სხვადასხვა დარღვევებს, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და უფრო იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატიტები (მათ შორის, ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური:

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

რენული: სხვადასხვა ფორმის ნეფროტოქსიკურობა, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა.

ღვიძლი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი და სიყვითლე.

ნევროლოგიური და გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის მხრივ დარღვევები, ოპტიკური ნევრიტი, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასეპტიკური მენინგიტის (განსაკუთრებით აუტო-იმუნური დარღვევებისას, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება), ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”), დეპრესია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ხმაური ყურებში, ვერტიგო, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა და ძილიანობა.

ჰემატოლოგიური: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია და ჰემოლიზური ანემია.

დერმატოლოგიური: ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად). ფოტომგრძნობელობა.

ჭარბი დოზა

(ა) სიმპტომები

სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრალურ ტკივილს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, იშვიათად, დიარეას, დეზორიენტაციას, აგზნებას, კომას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, გონების დაკარგვას, ზოგჯერ, კონვულსიებს. სერიოზული მოწამვლისას შეიძლება აღინიშნოს თირკმელების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

(ბ) თერაპიული ზომები

აუცილებელია პაციენტების სიმპტომურად მკურნალობა, საჭიროების მიხედვით.

პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღებიდან ერთ საათში, განხილული უნდა იყოს აქტივირებული ნახშირის მიღება. ალტერნატიულად, მოზრდილებში, კუჭის გამორეცხვა უნდა ჩატარდეს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჭარბი დოზის მიღებიდან ერთ საათში.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი შარდვა.

აუცილებელია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.

აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში. ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიების მკურნალობა უნდა მოხდეს დიაზეპამის ინტრავენურად შეყვანით.

სხვა ზომები მიიღება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

სტანდარტულად, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ზოგადი დამხმარე თერაპია.

შენახვის პირობები

შეინახეთ 25˚C-მდე ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ეტოდინი SR 600 მგ ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვებში გახანგრძლივებული გამოთავისუფლების 14 ტაბლეტები.

შენახვის ვადა :2 წელი.

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

სტამბოლი/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები

ათქ კოდი: M01AB08

პროსტაგლანდინის სინთეზისა და ცოგ-2-ის სელექციურობის ინჰიბირება: ნაჩვენებია, რომ ყველა არასტეროიდული ნათების საწინააღმდეგო საშუალება აინჰიბირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ეს მოქმედება პასუხისმგებელია როგორც მათ თერაპიულ მოქმედებაზე, ისე მათ ზოგიერთ გვერდით ეფექტზე. ეტოდოლაკის მიღებისას გამოვლენილი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან. ცხოველთა მოდელში დადგენილი ანთების საწინააღმდეგო დოზისას PGE ციტოპროტექტული კონცენტრაცია კუჭის ლორწოში ქვეითდება უფრო ნაკლები ხარისხით და უფრო ხანმოკლე დროით, ვიდრე სხვა არატსრეოიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში. ეს მონაცემი შეესაბამება შემდგომ in vitro კვლევებს, რომლითაც ეტოდოლაკი აღმოჩნდა სელექციური ინდუცირებული ციკლო-ოქსიგენაზა 2-სთვის (ცოგ-2, ასოცირებული ანთებასთან) ცოგ-1-ზე მეტად (ციტოპროტექტორული).

გარდა ამისა, ადამიანის უჯრედული მოდელების კვლევები ადასტურებს, რომ ეტოდოლაკი სელექციურია ცოგ-2 ინჰიბირებისთვის. ცოგ-1-ზე მეტად ცოგ-2 პრეფერენციული ინჰიბირების კლინიკური სარგებელი ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტები: ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეტოდოლაკს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, არის რა უფრო ძლიერი, ვიდრე რამდენიმე კლინიკურად დადგენილი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მამაკაცებში, ეტოდოლაკი კარგად შეიწოვება პერორალური გზით მიღების შემდეგ. ეტოდოლაკი მაღალი ხარისხით უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს.

ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს შვიდ საათს მამაკაცებში.ექსკრეციის ძირითადი გზა არის შარდში, უპირატესად მეტაბოლიტების სახით.

იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ეტოდოლაკს დოზით 400 მგ ან 600 მგ ყოველდღიურად სტაბილური მდგომარეობის დოზებით სამდღიან პერიოდში, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები შეადგენდა 7.5 მკგ/მლ-ს 7.9 საათში და 11.9 მკგ/მლ-ს 7.8 საათში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ეტოდინი SR

600 მგ ტაბლეტი

ფორმულა:

ეტოდინი SR-ის თითოეული 600 მგ ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 600 მგ მიკრონიზებულ ეტოდოლაკს, დამხმარე ნივთიერებების სახით ლაქტოზის მონიოჰიდრატს და ნატრიუმს, საღებავი საშუალების სახით ტიტანის დიოქსიდს (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას 2910/ჰიპრომელოზას 3cP (E464), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას 2910/ჰიპრომელოზას 6 cP (E464), მაკროგოლს/პოლიეთილენგლიკოლს 400 (E1521) / პოლისორბატს 80 (E433).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები

ათქ კოდი: M01AB08

პროსტაგლანდინის სინთეზისა და ცოგ-2-ის სელექციურობის ინჰიბირება: ნაჩვენებია, რომ ყველა არასტეროიდული ნათების საწინააღმდეგო საშუალება აინჰიბირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ეს მოქმედება პასუხისმგებელია როგორც მათ თერაპიულ მოქმედებაზე, ისე მათ ზოგიერთ გვერდით ეფექტზე. ეტოდოლაკის მიღებისას გამოვლენილი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან. ცხოველთა მოდელში დადგენილი ანთების საწინააღმდეგო დოზისას PGE ციტოპროტექტული კონცენტრაცია კუჭის ლორწოში ქვეითდება უფრო ნაკლები ხარისხით და უფრო ხანმოკლე დროით, ვიდრე სხვა არატსრეოიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში. ეს მონაცემი შეესაბამება შემდგომ in vitro კვლევებს, რომლითაც ეტოდოლაკი აღმოჩნდა სელექციური ინდუცირებული ციკლო-ოქსიგენაზა 2-სთვის (ცოგ-2, ასოცირებული ანთებასთან) ცოგ-1-ზე მეტად (ციტოპროტექტორული).

გარდა ამისა, ადამიანის უჯრედული მოდელების კვლევები ადასტურებს, რომ ეტოდოლაკი სელექციურია ცოგ-2 ინჰიბირებისთვის. ცოგ-1-ზე მეტად ცოგ-2 პრეფერენციული ინჰიბირების კლინიკური სარგებელი ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტები: ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეტოდოლაკს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, არის რა უფრო ძლიერი, ვიდრე რამდენიმე კლინიკურად დადგენილი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

მამაკაცებში, ეტოდოლაკი კარგად შეიწოვება პერორალური გზით მიღების შემდეგ. ეტოდოლაკი მაღალი ხარისხით უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს.

ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს შვიდ საათს მამაკაცებში.ექსკრეციის ძირითადი გზა არის შარდში, უპირატესად მეტაბოლიტების სახით.

იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ეტოდოლაკს დოზით 400 მგ ან 600 მგ ყოველდღიურად სტაბილური მდგომარეობის დოზებით სამდღიან პერიოდში, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები შეადგენდა 7.5 მკგ/მლ-ს 7.9 საათში და 11.9 მკგ/მლ-ს 7.8 საათში.

ჩვენებები: ეტოდინი SR ინიშნება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის და დისმენორეის სიმპტომების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ეტოდინი SR არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ეტოდინი SR არ გამოიყენება გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ეტოდინი SR არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან წარსულში ჰქონდათ მორეციდივე პეპტიური წყლული ან წარსულში ჰქონდათ პეპტიური წყლულის დაავადება (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი გამოხატული ეპიზოდით).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას.

გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ორსულობის ბოლო ტრიმეტსრში (იხ. პარაგრაფი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია, რაც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ადრე ჩატარებულ თერაპიასთან.

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:

არასასურველი მოვლენების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების წესი“ და კუჭ-ნაწლავური და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ეტოდინი SR-ის გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება ლეტალური იყოს (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების წესი”).

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები:

შესაბამისი მონიტორინგი და რჩევა არის საჭირო იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან გულის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებით აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზით და ხანგრძლივი კურსით) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების ოდნავ მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ეტოდინი SR-ის შემთხვევაში ამგვარი რისკის გამოსარიცხად მონაცემები არასაკმარისია.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არაკონტროლირებული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან კარდიოვასკულური დაავადება, ეტოდინი SR-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გულდასმითი განხილვის შემდეგ. ამგვარი სიფრთხილე საჭიროა ასევე გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიოვასკულური დაავადების რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

რესპირატორული დარღვევები:

სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო, თუ ეტოდინი SR გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან წარსულში ჰქონდათ ბრონქული ასთმა, რადგან ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს ბრონქოსპაზმს.

კარდიოვასკულური, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმელების, გულის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი იღებს დიურეზულებს, ან ხანდაზმულებში, საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (ასევე, იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, ვინაიდან აასს-ის გამოყენებამ შეიძლება დოზადამოკიდებულად გამოიწვიოს პროსტაგლანდინის წარმოქმნის შემცირება და თირკმელების უკმარისობა. გამოყენებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დაბალი დოზა. თუმცა, სხვა მიზეზებით გამოწვეულმა თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება შეცვალოს პრეპარატის მეტაბოლიზმი; აუცილებელია იმ პაციენტთა მონიტორინგი პოტენციურ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თანმხლებ თერაპიას, განსაკუთრებით ხანდაზმულების შემთხვევაში, და მათი პრეპარატის დოზების საჭიროების მიხედვით დაკორექტირება ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლულები და პერფორაცია:

აღინიშნა ისეთი სერიოზული არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია, რაც შეიძლება იყოს ლეტალური და განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან ანამნეზში აქვთ სერიოზული კუჭ-ნაწლავური მოვლენები. კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისას, ეტოდინი SR-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თრომბოციტები:

მიუხედავად იმისა, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს არ აქვს ისეთივე პირდაპირი ეფექტები თრომბოციტებზე, როგორიც ასპირინს, ყველა პრეპარატმა, რომელიც აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, შეიძლება, გარკვეული ხარისხით, შეაფერხონ თრომბოციტების ფუნქცია. აუცილებელია იმ პაციენტებზე გულდასმითი დაკვირვება, რომლებიც იღებენ ეტოდინი SR-ს და რომლებშიც შეიძლება უარყოფითი მოვლენები გამოიწვიონ ამგვარმა მოქმედებებმა.

პრევენციის მიზნით, აუცილებელია ეტოდინი SR-ით ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფ პაციენტთა რეგულარულად კონტროლი ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის, ჰემატოლოგიური პარამეტრების ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები.

კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების დოზის გაზრდისას, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლული, განსაკუთრებით, გართულებული ჰემორაგიით ან პერფორაციით (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება”), და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით. კომბინაციური თერაპია დამცავი პრეპარატებით (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) განიხილება ამ ჯგუფის პაციენტებისათვის და იმ პაციენტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულად ასპირინის დაბალ დოზას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავური მოვლენების რისკს (იხ. ქვემოთ და პარაგრაფი „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

აუცილებელია ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ძირითადად, ხანდაზმულებში, მკურნალობის საწყის ეტაპზე.

სასურველია სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში ისეთი პრეპარატების კომბინაციის მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულების ან სისხლდენის განვითარების რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა ასპირინი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან”).

ეტოდოლაკის მიღებისას კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან წყლულების განვითარებისას, მკურნალობა უნდა მოიხსნას.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კუჭ-ნაწლავური დაავადების მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ამგვარი მდგომარეობების გამწვავება (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).

სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება:

სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილების შერეული დარღვევებისას შეიძლება მომატებული იყოს ასეპტიკური მენინგიტის რისკი (იხ. პუნქტი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).

დერმატოლოგიური:

კანის სერიოზული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ლეტალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ძალიან იშვიათად აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”). ამგვარი რეაქციების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ პაციენტები იმყოფებიან თერაპიის ადრეულ ეტაპზე: უმრავლეს შემთხვევაში, რეაქცია იწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. ეტოდინი SR-ის მიღება უნდა შეწყდეს, როგორც კი გამოვლინდება კანზე გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანებების პირველივე ნიშნები ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშანი.

ქალებში ფერტილობის დარღვევა:

ეტოდინი SR-ის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ქალებში ფერტილობა და ამიტომ რეკომენდებული არ არის იმ ქალებში, რომლებსაც სურთ დაორსულება. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვის პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობის გამო, განხილული უნდა იყოს ეტოდინი SR-ის მიღების შეწყვეტის საკითხი.

ნატრიუმი

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი დოზა შეიცავს 27 მგ ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ კვების რეჟიმზე.

ლაქტოზა

მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, Lapp-ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინის ბიოსინთეზს, შეიძლება გამოიწვიონ მშობიარობის გართულება და დაყოვნება, რაც ნაჩვენები იქნა მაკე ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას.

მამაკაცებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, ეს მოვლენები დაბალი სიხშირით ვლინდება და, როგორც ჩანს, არ არის დამახასიათებელი. ნაყოფის კარდიოვასკულურ სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით, პროსტაგლანდინის ბიოსინთეზის ზოგიერთი ინჰიბიტორი ხელს უშლის არტერიული სადინრის დახურვას, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. შეიძლება დაყოვნდეს მშობიარობის დაწყება და გაიზარდოს მშობიარობის ხანგრძლივობა სისხლდენის მომატებული ტენდენციით, როგორც დედაში, ისე ბავშვში (იხ. პარაგრაფი „უკუჩვენება“). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში ან მშობიარობისას, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაცია:

არსებული შეზღუდული კვლევები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გადადის დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციებით. თუ შესაძლებელია, ძუძუთი კვების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები” გამოყენებისას, ქალებში ფერტილობასთან დაკავშირებით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ეტოდინი SR შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას, ძილიანობას, დაღლილობას ან მხედველობის დარღვევას. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ამ პრეპარატზე.

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა რეგისტრირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გამოვლენილი გვერდითი მოქმედება, რომელიც მოიცავს გულისრევას, ეპიგასტრალურ ტკივილს, დიარეას, მოუნელებლობას, გულძმარვას, მუცლის შებერილობას, მუცლის ტკივილს, შეკრულობას, ღებინებას, წყლულოვან სტომატიტს, დისპეფსიას, სისხლიან ღებინებას, მელენას, რექტალურ სისხლდენას, კოლიტის გამწვავებას, ვასკულიტს, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის დარღვევას, ცხელებას, ძილიანობას, ყურებში ხმაურს, გამონაყარს, ქავილს, დაღლილობას, დეპრესიას, უძილობას, ცნობიერების არევას, პარესთეზიას, ტრემორს, სისუსტეს/შეუძლოდ ყოფნას, დისპნოეს, ძლიერ გულისცემას, ბილირუბინურიას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს და სიყვითლეს, შარდვის გახშირებას, დიზურიას, ანგიონევროზულ შეშუპებას, ანაფილაქტოიდური რეაქციას, ფოტომგრძნობელობას, ჭინჭრის ციებას, სტივენს-ჯონსონის სინდრომს და კრონის დაავადებას (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”), აღინიშნა პრეპარატის შეყვანის შემდეგ. ნაკლებად ხშირად გამოვლინდა გასტრიტი. პანკრეატიტი აღინიშნა ძალიან იშვიათად.

ჰიპერმგრძნობელობა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. ეს რეაქციები მოიცავს (ა) არასპეციფიკურ ალერგიულ რეაქციებს და ანაფილაქსიას (ბ) რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობას, რაც მოიცავს ასთმას, ასთმის გამწვავებას, ბრონქოსპაზმს ან დისპნოეს, ან (გ) კანის სხვადასხვა დარღვევებს, მათ შორის სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და უფრო იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატიტები (მათ შორის, ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა).

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური:

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან დაკავშირებით.

კლინიკური ცდები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

რენული: სხვადასხვა ფორმის ნეფროტოქსიკურობა, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა.

ღვიძლი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი და სიყვითლე.

ნევროლოგიური და გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის მხრივ დარღვევები, ოპტიკური ნევრიტი, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასეპტიკური მენინგიტის (განსაკუთრებით აუტო-იმუნური დარღვევებისას, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადება), ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”), დეპრესია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ხმაური ყურებში, ვერტიგო, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა და ძილიანობა.

ჰემატოლოგიური: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია და ჰემოლიზური ანემია.

დერმატოლოგიური: ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად). ფოტომგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:

ვინაიდან ეტოდინი SR ფართოდ უკავშირდება ცილებს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ისეთი პრეპარატების დოზის შემცირება, რომლებიც ასევე მაღალი ხარისხით უკავშირდება ცილებს.

სხვა ანალგეზიური საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორი: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებას, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს არასასურველი ეფექტების რისკს (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: დაქვეითებული ანტიჰიპერტენზიული მოქმედება

დიურეზულები: დაქვეითებული დიურეზული ეფექტი. დიურეზულებმა შეიძლება გაზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი.

საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს გულის უკმარისობა, დააქვეითოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს პლაზმაში გლიკოზიდის დონეები.

ლითიუმი: ლითიუმის მეთოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია: მეთოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია.

ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი.

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ისეთი ანტიკოაგულანტების ეფექტები, როგორიცაა ვარფარინი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიკურობის შესაძლო მომატებული რისკი.

ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რისკი. არსებობს ჰემართროზისა და ჰემატომის მომატებული რისკი აივ (+) ჰემოფილაკებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ზიდოვუდინსა და იბუპროფენს.

ბილირუბინის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ცრუ-დადებითი შედეგი შარდში ეტოდინი SR-ის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობის გამო.

მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება დააქვეითოს მიფეპრისტონის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავური წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

ქინოლონის ანტიბიოტიკები: ცხოველებში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კონვულსიების რისკი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონებს, შეიძლება მომატებული იყოს კონვულსიების განვითარების რისკი.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება პერორალური გზით.

სასურველია მიიღოთ საკვებთან ერთან ან ჭამის შემდეგ.

არასასურველი მოვლენების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოყენებით (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).

მოზრდილები:

ეტოდინი SR ტაბლეტები 600 მგ

ერთი ტაბლეტი ყოველდღე, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით.

დღეში 600 მგ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

არ გამოვლენილა ტოლერანტობის ან ტაქიფილაქსიის განვითარება.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში, როგორც წესი, საჭირო არ არის საწყისი დოზის შეცვლა (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები”).

ხანდაზმულები იმყოფებიან არასასურველი რეაქციებით გამოწვეული სერიოზული შედეგების მომატებული რისკის ქვეშ. თუ აუცილებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზა და უმცირესი პერიოდით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის თვალსაზრისით.

ბავშვები:

რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზა:

(ა) სიმპტომები

სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრალურ ტკივილს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, იშვიათად, დიარეას, დეზორიენტაციას, აგზნებას, კომას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, გონების დაკარგვას, ზოგჯერ, კონვულსიებს. სერიოზული მოწამვლისას შეიძლება აღინიშნოს თირკმელების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

(ბ) თერაპიული ზომები

აუცილებელია პაციენტების სიმპტომურად მკურნალობა, საჭიროების მიხედვით.

პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღებიდან ერთ საათში, განხილული უნდა იყოს აქტივირებული ნახშირის მიღება. ალტერნატიულად, მოზრდილებში, კუჭის გამორეცხვა უნდა ჩატარდეს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჭარბი დოზის მიღებიდან ერთ საათში.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი შარდვა.

აუცილებელია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.

აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიკური რაოდენობის მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში. ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიების მკურნალობა უნდა მოხდეს დიაზეპამის ინტრავენურად შეყვანით.

სხვა ზომები მიიღება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

სტანდარტულად, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და ზოგადი დამხმარე თერაპია.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25˚C-მდე ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ეტოდინი SR 600 მგ ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვებში გახანგრძლივებული გამოთავისუფლების 14 ტაბლეტები.

შენახვის ვადა :2 წელი.

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი : NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

დუზჯე/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა