პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ეტოდინ ფორტი

Etodin® FORT

ურეცეპტოდ400მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ეტოდინი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი ნაჩვენებია: შემდეგი მდგომარეობების მწვავე ნიშნებისა და სიმპტომების გრძელვადიანი მართვისთვის: ოსტეოართრიტი, რევმატული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; თავის ტკივილი, წელის ტკივილი, დისმენორეა. სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტოდოლაკი (etodolac)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB08
რეგისტრაციის ნომერი
რ-034575
რეგისტრირებულია
2 მარტი 2022, მოქმედებს 2 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტოდინ ფორტი და სხვა წამალი ერთად

ეტოდინ ფორტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეტოდინი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი ნაჩვენებია:

შემდეგი მდგომარეობების მწვავე ნიშნებისა და სიმპტომების გრძელვადიანი მართვისთვის: ოსტეოართრიტი, რევმატული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; თავის ტკივილი, წელის ტკივილი, დისმენორეა.

სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვისას.

მიღების წესი და დოზირება

არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება, შემცირდეს სიმპტომების საკონტროლო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებით (იხ. პუნქტი სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ტკივილის გაყუჩება:

მწვავე ტკივილისას ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა არის 1000 მგ-მდე, რომელიც მიიღება 200-400 მგ ყოველ 6-8 საათში. 1000 მგ-ზე მეტი დღეში ეტოდოლაკის დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.

ოსტეოართრიტი და რევმატული ართრიტი:

ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა ოსტეოართრიტი ან რევმატული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამართავად: 400 მგ დღეში ორჯერ. უფრო დაბალი დოზა 600 მგ დღეში შეიძლება საკმარისი იყოს გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეში 1000 მგ-ზე მეტი დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.

ქრონიკული მდგომარეოებებისას, ეტოდინი ფორტით თერაპიაზე პასუხი ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის პირველ კვირაში, თუმცა უფრო ხშირად, ორ კვირაში. დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევის შემდეგ, პაციენტისთვის დოზა უნდა გადაიხედოს და დაკორექტირდეს საჭიროები მიხედვით.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

სპეციალური პოპულაციები:

პედიატრიული პოპულაცია:

ეტოდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში.

ხანდაზმული პოპულაცია:

დოზის კორექცია საწყისი დოზირებისას, ზოგადად, საჭირო არ არის ხანდაზმულებში (იხ. სიფრთხილის ზომები).

ხანდაზმულები იმყოფებიან არასასურველი გვერდითი მოვლენებით გამოწვეული სერიოზული შედეგების მომატებული რისკის ქვეშ. თუ აუცილებელია არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების მიღება, გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და უმცირესი პერიოდით. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენაზე.

უკუჩვენებები

ეტოდინი ფორტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.

აქტიური ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური წყლული/ჰემორაგია (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი).

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, რინიტი, ანგიოშეშუპება ან ჭინჭრის ციება) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპიისას.

სიფრთხილის ზომები

არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება, შემცირდეს სიმპტომების საკონტროლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებით (იხ. პუნქტი “დოზირება და მიღების წესი” და კუჭ-ნაწლავის და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ეტოდინის გამოყენება არასტეროიდულ ანთების- საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-სელექტიურ ინჰიბიტორებთან (იხ. “ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობის დაჩქარება. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები: თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, და ხანდაზმულები. ამ პაციენტებში დოზა უნდა იყოს დაბალი და აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (იხ. აგრეთვე უკუჩვენებები).

ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და ამიტომ ეტოდოლაკი არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების ისტორიით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.

ქალებში ფერტილობის დარღვევა:

ეტოდოლაკის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ქალებში ფერტილობის დარღვევა და ის რეკომენდებული არ არის იმ ქალებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ეტოდინის მოხსნა განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობის გამო.

ლაქტოზა:

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 146.50 მგ უწყლო ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას გადაუტანლობის, ლაპ ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემები.

ნატრიუმი:

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 34.50 მგ კროსკარმელოზას ნატრიუმს. გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ კვების რეჟიმზე.

ოსრულობა და ლაქტაცია:

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან ეტოდოლაკი ფართოდ უკავშირდება ცილებს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ისეთი პრეპარატების დოზის შემცირება, რომლებიც ასევე მაღალი ხარისხით უკავშირდებიან ცილებს.

სხვა ანალგეზიური საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიური ინჰიბიტორები: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება, გაზარდოს არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:

ამცირებს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

დიურეზულები: ამცირებს ანტიდიურეზულ მოქმედებას. დიურეზულებმა, შეიძლება, გაზარდონ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიურობა.

საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება, გაამწვავონ გულის უკმარისობა, დააქვეითონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდონ პლაზმური გლიკოზიდების დონეები.

ლითიუმი: ლითიუმის დაქვეითებული ელიმინაცია.

მეტოტრექსატი: მეტოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია.

ციკლოსპორინი: შეიძლება, გაძლიერდეს ციკლოსპორინთან ასოცირებული ნეფროტოქსიურობა.

მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, ვინაიდან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება, დააქვეითონ მიფეპრისტონის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება, გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტები, როგორიცაა ვარფარინი (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). პროთრომბინის დრო შეიძლება, გახანგრძლივდეს ეტოდოლაკის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ვარფარინთან ერთად მიღებისას, რამაც შეიძლება, გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველებში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება, გაზარდოს ქინოლის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კონვულსიების რისკი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონებს, მომატებულია კონვულსიების განვითარების რისკი.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონისის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: მომატებულია სისხლდენის რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიკურობის მომატებული შესაძლო რისკი.

ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი. არსებობს ჰემართროზისა და ჰემატომის მომატებული რისკი აივ (+) ჰემოფილიით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ იმავდროულად ზიდოვუდინსა და იბუპროფენს.

ლაბორატორიული ტესტი: ბილირუბინის ტესტებმა შეიძლება, გამოავლინონ ცრუ დადებითი რეაქცია შარდში ეტოდოლაკის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, ეს მოვლენები დაბალი სიხშირით ვლინდება. ნაყოფის კარდიოვასკულურ სისტემაზე არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით (არტერიული სადინრის დახურვის რისკი), ორსულობის ბოლო ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. შეიძლება დაყოვნდეს მშობიარობის დაწყება და გაიზარდოს მშობიარობის ხანგრძლივობა სისხლდენის მომატებული ტენდენციით, როგორც დედასთან, ისე ბავშვთან (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”). არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში ან მშობიარობისას, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია:

დღეისათვის არსებული შეზღუდული კვლევებით, არასატეროიდული ანთების- საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება დედის რძეში გადავიდნენ ძალიან დაბალი კონცენტრაციებით. ეტოდოლაკის უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის. თუ შესაძლებელია, ეტოდინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ძუძუთი კვების დროს.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფი მოვლენები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ვლინდება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები:

შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დიარეა, შებერილობა და ყაბზობა. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქი და ტრანზიტორულია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეტოდოლაკი ნაკლებადაა ასოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენასთან, ვიდრე სხვა არსებული არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები.

ჰეპატობილიარული:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ბილირუბინურია), ჰეპატიტი და სიყვითლე.

ნევროლოგიური:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:

ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად). ფოტომგრძნობელობა.

დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:

დიზურია, შარდვის გახშირება (<1%), ნეფროტოქსიურობა სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა.

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიულ ტკივილს, სისხლდენას კუჭ-ნაწლავიდან, იშვიათად, დიარეას, დეზორიენტაციას, აგზნებას, კომას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, გონების დაკარგვას, ზოგჯერ, კონვულსიებს. სერიოზული ინტოქსიკაციისას შეიძლება, აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

თერაპიული ზომები:

აუცილებელია პაციენტთა სიმპტომატურად მკურნალობა, საჭიროების მიხედვით. პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან ერთ საათში, განხილული უნდა იქნეს აქტივირებული ნახშირის მიღება. ალტერნატიულად, მოზრდილებში, კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჭარბი დოზის მიღებიდან ერთ საათში.

უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიურეზი. აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.

აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში.

ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიების მკურნალობა უნდა მოხდეს ი/ვ დიაზეპამის შეყვანით.

სხვა ზომები მიიღება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ეტოდოლაკს და საღებავის სახით რკინის წითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171).

შენახვის პირობები

ინახება 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა:

ეტოდონი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი:

გაუმჭვირვალე პვც/ალუმინის ბლისტერული შეფუთვა 28 შემოგარსული ტაბლეტით.

28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში: 28 ტაბლეტი/14 ტაბლეტი x 2 ბლისტერი/1 კოლოფი

შენახვის ვადა: 4 წელი

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., სტამბული/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეტოდოლაკი არის ინდოლის წარმოებული, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი.

ეტოდოლაკი სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებისგან გამოირჩევა ტეტრაჰიდროპირანოინდული ბირთვით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთებისსაწინააღმდეგო და ანტირევმატული პროდუქტები, არასტეროიდული ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები.

ათქ კოდი: M01AB08.

მოქმედების მექანიზმი:

ეტოდოლაკი არის არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი, ანთების- საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხი დამწევი მოქმედებებით. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზში ჩართული ციკლოოქსიგენაზას-2 ფერმენტის ინჰიბირებაში.

პროსტაგლანდინების სინთეზისა და COX-2 სელექტიუი ინჰიბირება:

ყველა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ეს მოქმედება პასუხისმგებელია როგორც მათ თერაპიულ ეფექტებზე, ისე ზოგიერთ გვერდით მოვლენაზე. ეტოდოლაკის მიღებისას გამოვლენილი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება განსხვავდება სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან. ცხოველთა მოდელში დადგენილი ანთებისსაწინააღმდეგო დოზისას ციტოპროტექტული E პროსტაგლანდინის კონცენტრაცია კუჭის ლორწოვანში ქვეითდება უფრო ნაკლები ხარისხით და უფრო ხანმოკლე დროით, ვიდრე სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში. ეს მონაცემი შეესაბამება შემდგომ ინ-ვიტრო კვლევებს, რომლითაც ეტოდოლაკი აღმოჩნდა სელექტიურად ინდუცირებული ციკლოოქსიგენაზა 2-სთვის (COX-2, ასოცირებული ანთებასთან) COX-1-ზე მეტად.

გარდა ამისა, ადამიანის უჯრედული მოდელების კვლევები ადასტრებს, რომ ეტოდოლაკი სელექციურია COX-2 ინჰიბირებისათვის.

ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტები:

ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეტოდოლაკს გააჩნია გამოხატული ანთების- საწინააღმდეგო აქტივობა, არის რა უფრო ძლიერი, ვიდრე რამდენიმე კლინიკურად დადგენილი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება.

გარდა ამისა, ეტოდოლაკს გააჩნია ურიკოზული აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია:

ეტოდოლაკი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას, 200 მგ ან 300 მგ ეტოდოლაკის პერორალურად მიღების შემდეგ, 10-18 ჯ.ლგ/მლ და 36 ჯ.ლგ/მლ უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათში. ეტოდოლაკის პლაზმური კონცენტრაციები, თერაპიულ დიაპაზონში მრავალჯერადი დოზების მიღებისას მხოლოდ ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე ერთჯერადი დოზის შემდეგ. ეტოდოლაკის მიღება შეიძლება საკვებთან ან ანტაციდებთან ერთად, ეტოდოლაკის აბსორბციის ხარისხზე გავლენას არ ახდენს მისი ჭამის შემდეგ ან ანტაციდთან ერთად მიღება.

განაწილება:

ეტოდოლაკის შეკავშირება პლაზმურ ცილებთან შეადგენს 99%-ზე მეტს.

ეტოდოლაკი სწრაფად აღწევს სინოვიურ სითხეში პერორალური მიღების შემდეგ ართრიტის მქონე პაციენტებში. სინოვიურ სითხეში საერთო პროტეინისა და ალბუმინის უფრო დაბალი დონეების გათვალისწინებით, ვიდრე შრატში, სინოვიურ სითხეში არსებული ეტოდოლაკის AUC (0-24 სთ) არის 72 ო/ო-ით უფრო მაღალი, ვიდრე შრატში არსებული მაჩვენებელი. პოსტ-განაწილების ფაზაში, საერთო და თავისუფალი ეტოდოლაკის კონცენტაცია სინოვიურ სითხეში აღემატება შრატში არებულს, საშუალო სინოვიურ სითხით: შრატისმიერი მაჩვენებლებია 1.18 და 3.25, 8 და 32 საათს შორის, დოზის შემდეგ, შესაბამისად.

მეტაბოლიზმი:

ეტოდოლაკი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ. მიღებული დოზის დაახლოებით 72% შარდში აღდგება არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ექსკრეცია:

დოზის 16% ექსკრეტირდება განავალში. ეტოდოლაკის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდია 6-7.4 საათი.

სპეციალური პოპულაცია:

ხანდაზმულთა პოპულაცია:

ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ისეთივე ფარმაკოკინეტიკა, როგორიც უფრო ახალგაზრდა პირებში. ხანდაზმულებში საჭირო არ არის დოზის კორექცია.

თირკმლის უკმარისობა:

ფარმაკოკინეტიკის მხრივ ცვლილება არ აღინიშნა თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში, ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ჩვეულებრივი თერაპიული დოზებისას ეტოდოლაკი აქვეითებს შრატში შარდმჟავას დონეებს 1-2 მგ%, მიღებიდან ოთხი კვირის შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

ვინაიდან ეტოდოლაკის კლირენსი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციაზე, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლირენსი დაქვეითებულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ეტოდინ ფორტი

Etodin® Fort

გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ეტოდოლაკს და საღებავის სახით რკინის წითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჩვენებები:

ეტოდინი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი ნაჩვენებია:

შემდეგი მდგომარეობების მწვავე ნიშნებისა და სიმპტომების გრძელვადიანი მართვისთვის: ოსტეოართრიტი, რევმატული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; თავის ტკივილი, წელის ტკივილი, დისმენორეა.

სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვისას.

უკუჩვენებები:

ეტოდინი ფორტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.

აქტიური ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური წყლული/ჰემორაგია (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი).

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, რინიტი, ანგიოშეშუპება ან ჭინჭრის ციება) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპიისას.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება, შემცირდეს სიმპტომების საკონტროლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებით (იხ. პუნქტი “დოზირება და მიღების წესი” და კუჭ-ნაწლავის და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ეტოდინის გამოყენება არასტეროიდულ ანთების- საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-სელექტიურ ინჰიბიტორებთან (იხ. “ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და თირკმლის უკმარისობის დაჩქარება. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები: თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, და ხანდაზმულები. ამ პაციენტებში დოზა უნდა იყოს დაბალი და აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი (იხ. აგრეთვე უკუჩვენებები).

ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და ამიტომ ეტოდოლაკი არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების ისტორიით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.

ქალებში ფერტილობის დარღვევა:

ეტოდოლაკის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ქალებში ფერტილობის დარღვევა და ის რეკომენდებული არ არის იმ ქალებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ეტოდინის მოხსნა განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევები უნაყოფობის გამო.

ლაქტოზა:

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 146.50 მგ უწყლო ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას გადაუტანლობის, ლაპ ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემები.

ნატრიუმი:

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 34.50 მგ კროსკარმელოზას ნატრიუმს. გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ კვების რეჟიმზე.

ოსრულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

ორსულობის დროს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, ეს მოვლენები დაბალი სიხშირით ვლინდება. ნაყოფის კარდიოვასკულურ სისტემაზე არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით (არტერიული სადინრის დახურვის რისკი), ორსულობის ბოლო ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. შეიძლება დაყოვნდეს მშობიარობის დაწყება და გაიზარდოს მშობიარობის ხანგრძლივობა სისხლდენის მომატებული ტენდენციით, როგორც დედასთან, ისე ბავშვთან (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”). არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში ან მშობიარობისას, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია:

დღეისათვის არსებული შეზღუდული კვლევებით, არასატეროიდული ანთების- საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება დედის რძეში გადავიდნენ ძალიან დაბალი კონცენტრაციებით. ეტოდოლაკის უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის. თუ შესაძლებელია, ეტოდინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ძუძუთი კვების დროს.

გვერდითი რეაქციები:

ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფი მოვლენები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ვლინდება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები:

შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დიარეა, შებერილობა და ყაბზობა. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქი და ტრანზიტორულია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეტოდოლაკი ნაკლებადაა ასოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენასთან, ვიდრე სხვა არსებული არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები.

ჰეპატობილიარული:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ბილირუბინურია), ჰეპატიტი და სიყვითლე.

ნევროლოგიური:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:

ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად). ფოტომგრძნობელობა.

დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:

დიზურია, შარდვის გახშირება (<1%), ნეფროტოქსიურობა სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა.

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვინაიდან ეტოდოლაკი ფართოდ უკავშირდება ცილებს, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ისეთი პრეპარატების დოზის შემცირება, რომლებიც ასევე მაღალი ხარისხით უკავშირდებიან ცილებს.

სხვა ანალგეზიური საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიური ინჰიბიტორები: მოერიდეთ ორი ან მეტი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების (ასპირინის ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება, გაზარდოს არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:

ამცირებს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

დიურეზულები: ამცირებს ანტიდიურეზულ მოქმედებას. დიურეზულებმა, შეიძლება, გაზარდონ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიურობა.

საგულე გლიკოზიდები: არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება, გაამწვავონ გულის უკმარისობა, დააქვეითონ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდონ პლაზმური გლიკოზიდების დონეები.

ლითიუმი: ლითიუმის დაქვეითებული ელიმინაცია.

მეტოტრექსატი: მეტოტრექსატის დაქვეითებული ელიმინაცია.

ციკლოსპორინი: შეიძლება, გაძლიერდეს ციკლოსპორინთან ასოცირებული ნეფროტოქსიურობა.

მიფეპრისტონი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, ვინაიდან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება, დააქვეითონ მიფეპრისტონის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება, გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტები, როგორიცაა ვარფარინი (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). პროთრომბინის დრო შეიძლება, გახანგრძლივდეს ეტოდოლაკის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ვარფარინთან ერთად მიღებისას, რამაც შეიძლება, გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველებში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება, გაზარდოს ქინოლის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კონვულსიების რისკი. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს და ქინოლონებს, მომატებულია კონვულსიების განვითარების რისკი.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონისის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: მომატებულია სისხლდენის რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიკურობის მომატებული შესაძლო რისკი.

ზიდოვუდინი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან ერთად გამოყენებისას არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი. არსებობს ჰემართროზისა და ჰემატომის მომატებული რისკი აივ (+) ჰემოფილიით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ იმავდროულად ზიდოვუდინსა და იბუპროფენს.

ლაბორატორიული ტესტი: ბილირუბინის ტესტებმა შეიძლება, გამოავლინონ ცრუ დადებითი რეაქცია შარდში ეტოდოლაკის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობის გამო.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება:

არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება, შემცირდეს სიმპტომების საკონტროლო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებით (იხ. პუნქტი სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).

ტკივილის გაყუჩება:

მწვავე ტკივილისას ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა არის 1000 მგ-მდე, რომელიც მიიღება 200-400 მგ ყოველ 6-8 საათში. 1000 მგ-ზე მეტი დღეში ეტოდოლაკის დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.

ოსტეოართრიტი და რევმატული ართრიტი:

ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა ოსტეოართრიტი ან რევმატული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამართავად: 400 მგ დღეში ორჯერ. უფრო დაბალი დოზა 600 მგ დღეში შეიძლება საკმარისი იყოს გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეში 1000 მგ-ზე მეტი დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.

ქრონიკული მდგომარეოებებისას, ეტოდინი ფორტით თერაპიაზე პასუხი ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის პირველ კვირაში, თუმცა უფრო ხშირად, ორ კვირაში. დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევის შემდეგ, პაციენტისთვის დოზა უნდა გადაიხედოს და დაკორექტირდეს საჭიროები მიხედვით.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

სპეციალური პოპულაციები:

პედიატრიული პოპულაცია:

ეტოდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში.

ხანდაზმული პოპულაცია:

დოზის კორექცია საწყისი დოზირებისას, ზოგადად, საჭირო არ არის ხანდაზმულებში (იხ. სიფრთხილის ზომები).

ხანდაზმულები იმყოფებიან არასასურველი გვერდითი მოვლენებით გამოწვეული სერიოზული შედეგების მომატებული რისკის ქვეშ. თუ აუცილებელია არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების მიღება, გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და უმცირესი პერიოდით. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიისას აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენაზე.

ჭარბი დოზა:

სიმპტომები:

სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიულ ტკივილს, სისხლდენას კუჭ-ნაწლავიდან, იშვიათად, დიარეას, დეზორიენტაციას, აგზნებას, კომას, ძილიანობას, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, გონების დაკარგვას, ზოგჯერ, კონვულსიებს. სერიოზული ინტოქსიკაციისას შეიძლება, აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

თერაპიული ზომები:

აუცილებელია პაციენტთა სიმპტომატურად მკურნალობა, საჭიროების მიხედვით. პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან ერთ საათში, განხილული უნდა იქნეს აქტივირებული ნახშირის მიღება. ალტერნატიულად, მოზრდილებში, კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ჭარბი დოზის მიღებიდან ერთ საათში.

უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიურეზი. აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.

აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება პოტენციურად ტოქსიური რაოდენობის მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში.

ხშირი ან ხანგრძლივი კონვულსიების მკურნალობა უნდა მოხდეს ი/ვ დიაზეპამის შეყვანით.

სხვა ზომები მიიღება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

შენახვის პირობები:

ინახება 250C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა:

ეტოდონი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი:

გაუმჭვირვალე პვც/ალუმინის ბლისტერული შეფუთვა 28 შემოგარსული ტაბლეტით.

28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში: 28 ტაბლეტი/14 ტაბლეტი x 2 ბლისტერი/1 კოლოფი

შენახვის ვადა: 4 წელი

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., სტამბული/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა