პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ესტრანტი

ESTRANT™

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადჩინეთი
რისთვის გამოიყენება

ესტრანტი™ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები, ქალის სასქესო ჰორმონების სახეობა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩართული იყოს ძუძუს კიბოს განვითარებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფულვესტრანტი (fulvestrant)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/5მლ 5მლ ი.მ. საინექციო ზეთოვანი ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №2 + 2 საინექციო ნემსი უსაფრთხოების დამცავი სისტემით
მწარმოებელი
Jiangsu Hansoh Pharmaceutical Group Co., Ltd., ჩინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენები
ATC კოდი
L02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044247
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LLC MERMISI (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესტრანტი და სხვა წამალი ერთად

ესტრანტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესტრანტი™ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები, ქალის სასქესო ჰორმონების სახეობა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩართული იყოს ძუძუს კიბოს განვითარებაში.

ესტრანტი™ გამოიყენება:

მონოთერაპიის სახით პოსტმენოპაუზის მქონე ქალების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს სახეობა, რომელსაც ეწოდება ესტროგენის რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბო, რომელიც ლოკალურად არის განვითარებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური), ან

კომბინაციაში პალბოციკლიბთან ერთად იმ ქალების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს სახეობა სახელად ჰორმონის რეცეპტორზე დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის 2-ზე უარყოფითი ძუძუს კიბო, რომელიც ლოკალურადაა განვითარებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური). ქალებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მენოპაუზას, ასევე უმკურნალებენ პრეპარატით, რომელსაც ეწოდება მალუთეინიზებელი ჰორმონის გამოთავისუფლების მასტიმულირებელი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

როდესაც ესტრანტი™ მიიღება კომბინაციაში პალბოციკლიბთან ერთად, მნიშვნელოვანია გაეცნოთ პალბოციკლიბის გამოყენების ინსტრუქციას. პალბოციკლიბთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზაა 500 მგ ფულვესტრანტი (ორი 250 მგ/5 მლ ინექცია) შეყვანილი თვეში ერთხელ დამატებითი 500 მგ დოზასთან ერთად მიცემული საწყისი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

თქვენი ექიმი ან ექთანი შეგიყვანთ ესტრანტს™ ნელი ინტრამუსკულური ინექციის სახით თითოეულ თქვენს დუნდულა კუნთში.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ფულვესტრანტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები

სიფრთხილის ზომები

ესტრანტის™ მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ:

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

თრომბოციტების (რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას) დაბალი რაოდენობა ან სისხლდენის მხრივ დარღვევები

სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულში

ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაკარგვა)

ალკოჰოლიზმი.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (თრომბის საწინააღდეგო მედიკამენტებს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თქვენ არ უნდა მიიღოთ ესტრანტი™, თუ ორსულად ხართ. ქალებმა, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება, უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები ესტრანტით™ მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

ესტრანტით™ მკურნალობის დროს არ უნდა იყოთ ძუძუთი კვებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ესტრანტი™ იმოქმედებს თქვენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

თუმცა, თუ მკურნალობის შემდეგ იგრძნობთ დაღლილობას, ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ გამოიყენებთ დანადგარებს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1000 მგ სპირტს (ეთანოლს) თითო დოზაში (2 x 5 მლ საინიექციო ხსნარში). 2 x 5 მლ მოცულობაში არსებული ალკოჰოლის რაოდენობა ეკვივალენტურია დაახლოებით 20 მლ ლუდის ან 8 მლ ღვინის.

პრეპარატში არსებული მცირე რაოდენობის ალკოჰოლი არ გამოიწვევს შესამჩნევ ეფექტებს.

ის მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

ეს პრეპარატი ასევე შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს თითო 5 მლ ინექციაში, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ-ს. ბენზილის სპირტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, რადგან ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცნობილია „მეტაბოლური აციდოზის“ სახელწოდებით.

ეს პრეპარატი შეიცავს 750 მგ ბენზილ ბენზოატს თითოეულ 5მლ-იანი ინექციის მიხედვით, რაც 150 მგ/მლ-ის ეკვივალენტია.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გექნებათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა:

  • ალერგიული (ჰიპერრეაქციის) გამოვლინებები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რაც ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს
  • თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მომატებული რისკი)*
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • ღვიძლის უკმარისობა

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს)

  • ინექციის ადგილის რეაქციები, როგორიცაა ტკივილი და/ან ანთება
  • ღვიძლის ფერმენტების ანომალური მაჩვენებლები (ანალიზებში)*
  • გულისრევა
  • სისუსტე, დაღლილობა*
  • სახსრებისა და კუნთოვანი სისტემის ტკივილები
  • ალები
  • კანის გამონაყარი

ყველა სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს)

  • თავის ტკივილი
  • ღებინება, დიარეა ან მადის დაკარგვა*
  • შარდსასქესო გზების ინფექციები
  • ზურგის ტკივილი*
  • ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი პიგმენტის) დონის მომატება
  • თრომბოციტების დონის დაქვეითება (თრომბოციტოპენია)
  • სასქესო ორგანოდან სისხლდენა
  • წელის ტკივილი, რომელიც ერთ ფეხზე გადადის (შიატიკა)
  • ყურადღების მიქცევა საჭიროა მოულოდნელი სისუსტის, დაბუჟების, ჩხვლეტის ან მოძრაობის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ფეხში, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის ფარგლებში, მოულოდნელ სიარულის ან ბალანსის პრობლემებთან ერთად (პერიფერიული ნევროპათია)

არახშირი (შეიძლება შეეხოს 100 ადამიანიდან 1-ს)

  • სქელი, თეთრი ვაგინალური გამონადენი და კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)
  • სისხლჩაქცევა ან სისხლდენა ინექციის ადგილზე
  • ღვიძლის ფერმენტის – გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის (γ-GT) მომატება ანალიზებში
  • დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი
  • ანაფილაქსიური რეაქციები
  • აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ესტრანტTM-ის ზუსტი როლი ვერ განისაზღვრება თანმდევი დაავადების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება ამ ფურცელში არ იყოს ჩამოთვლილი. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ინფორმაცია პირდაპირ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected] გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

არსებობს ცალკეული ცნობები ადამიანებში ფულვესტრანტის დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური დამხმარე მკურნალობა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფულვესტრანტის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სხვა ეფექტი, გარდა იმისა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება ანტიესტროგენულ მოქმედებას (იხ. პარაგრაფი 5.3).

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ფულვესტრანტი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ფულვესტრანტს.

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 50მგ ფულვესტრანტს.

სხვა ინგრედიენტები არის ეთანოლი (96%), ბენზილის სპირტი, ბენზილის ბენზოატი და რაფინირებული აბუსალათინის ზეთი.

როგორ გამოიყურება ესტრანტი™ და როგორია შეფუთვის შიგთავსი

ესტრანტი™ არის გამჭვირვალე, უფეროდან ყვითელ შეფერილობამდე, ბლანტი ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში, რომელიც აღჭურვილია ბრომობუტილის საცობით, პოლისტიროლის დგუში ღეროთი და პოლიპროპილენის შემაკავებლით და შეიცავს 5 მლ საინექციო ხსნარს. რეკომენდებული თვიური დოზის — 500 მგ — მისაღებად საჭიროა ორი შპრიცის გამოყენება.

ესტრანტიTM წარმოდგენილია ორი შეფუთვით: ერთ-ერთი შეიცავს 1 მინის წინასწარ შევსებულ შპრიცს, ხოლო მეორე — 2 მინის წინასწარ შევსებულ შპრიცს. ასევე თან ერთვის უსაფრთხოების ნემსები (BD SafetyGlide), რომლებიც მიმაგრებულია თითოეული შპრიცის ცილინდრზე.

შესაძლებელია, ყველა შეფუთვის ფორმა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან შპრიცის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ და ტრანსპორტირება მოახდინეთ მაცივრის გამოყენებით (2°C - 8°C).

ტემპერატურული გადახრები 2°C-დან 8°C-ის მიღმა უნდა იყოს შეზღუდული. ეს მოიცავს 25°C-ზე მეტ ტემპერატურაზე შენახვის თავიდან აცილებას და არა უმეტეს 28-დღიან პერიოდს, როდესაც პროდუქტის შენახვის საშუალო ტემპერატურა 25°C-ზე დაბალია (მაგრამ 2°C-დან 8°C-მდე ზემოთ). ტემპერატურული გადახრების შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს შენახვის რეკომენდებულ პირობებს (შენახვა და ტრანსპორტირება მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპრატურის რეჟიმში). ტემპერატურულ გადახრებს აქვს კუმულაციური ეფექტი პროდუქტის ხარისხზე და 28-დღიანი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს საინექციო ფულვესტრანტის ხსნარის შენახვის 36 თვიან ვადას. 2°C-ზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება არ დააზარალებს პროდუქტს, თუ ის არ ინახება -20°C-ზე დაბლა.

შეინახეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისგან.

თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი იქნება პასუხისმგებელი ესტრანტის™ სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და განადგურებაზე.

ამ მედიკამენტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყლის გარემოს. არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენდოკრინული თერაპია, ესტროგენსაწინააღმდეგო საშუალებები, ათქ კოდი: L02BA03

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ფულვესტრანტი არის ესტროგენის რეცეპტორების (ER) კონკურენტული ანტაგონისტი, რომელსაც აქვს ესტრადიოლთან შედარებითი აფინურობა. ფულვესტრანტი ბლოკავს ესტროგენების ტროფიკულ მოქმედებას ყოველგვარი ნაწილობრივი აგონისტური (ესტროგენის მსგავსი) მოქმედების გარეშე. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ესტროგენის რეცეპტორების ცილის დონის დაქვეითებასთან.

პირველადი ძუძუს კიბოთი დაავადებული პოსტმენოპაუზური ქალების კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ER დადებით სიმსივნეებში ფულვესტრანტი პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს ER პროტეინს. ასევე დაფიქსირდა პროგესტერონის რეცეპტორების ექსპრესიის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც შეესაბამება ესტროგენის შინაგანი აგონისტური ეფექტების ნაკლებობას. ასევე ნაჩვენებია, რომ პოსტმენოპაუზის ნეოადიუვანტურ გარემოში, ძუძს კიბოს დროს 500 მგ ფულვესტრანტი 250მგ-ზე უფრო დიდი ხარისხით ამცირებს ER-ს და პროლიფერაციის მარკერს Ki67.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება შორსწასული ძუძუს კიბოს დროს

მონოთერაპია

მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა დასრულდა ძუძუს შორსწასული ლიბოთი დაავადებულ 736 პოსტმენოპაუზურ ქალში, რომლებსაც დამხმარე ენდოკრინული თერაპიის დროს ან მის შემდეგ ჰქონდათ დაავადების რეციდივი ან შორსწასული დაავადების ენდოკრინული თერაპიის შემდეგ აღენიშნებოდათ პროგრესირება. კვლევა მოიცავდა 423 პაციენტს, რომელთა დაავადება განმეორდა ან პროგრესირებდა ანტიესტროგენული თერაპიის დროს (AE ქვეჯგუფი) და 313 პაციენტს, რომელთა დაავადება განმეორდა ან პროგრესირდა არომატაზას ინჰიბიტორებით თერაპიის დროს (AI ქვეჯგუფი). ამ კვლევამ შეადარა 500 მგ ფულვესტრანტის (n=362) და 250 მგ ფულვესტრანტის (n=374) ეფექტურობა და უსაფრთხოება. პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) იყო პირველადი ენდპოინტი; ეფექტურობის ძირითადი მეორადი ენდპოინტები მოიცავდა ობიექტური პასუხის მაჩვენებელს (ORR), კლინიკური სარგებლის კოეფიციენტს (CBR) და საერთო გადარჩენას (OS). CONFIRM კვლევის ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 3.

ცხრილი 3 პირველადი ეფექტურობის ენდპონტის (PFS) და ეფექტურობის ძირითადი მეორადი ენდპოინტების შედეგების შეჯამება CONFIRM კვლევაში

ცვლადი

შეფასების ტიპი; მკურნალობის შედარება

ფულვესტრანტი 500მგ

(N=362)

ფულვეტრანტი 250მგ

(N=374)

შედარება ჯგუფებს შორის

(ფულვესტრანტი 500მგ/ფულვასტრანტი 250მგ)

Hazard

ratio

95% CI

p- მნიშვნელობა

PFS

საშუალო K-M თვეებში;

საფრთხის წილი

ყველა პაციენტი

  • 5
  • 5
  • 80
  • 68,0.94
  • 006
  • AE ქვეჯგუფი (n=423)
  • 6
  • 8
  • 76
  • 62,0.94
  • 013
  • AI ქვეჯგუფი (n=313)a
  • 4
  • 1
  • 85
  • 67,1.08
  • 195

OSb

საშუალო K-M თვეებში;

საფრთხის წილი

ყველა პაციენტი

  • 4
  • 3
  • 81
  • 69, 0.96
  • 016c
  • AE ქვეჯგუფი (n=423)
  • 6
  • 9
  • 79
  • 63,0.99
  • 038c
  • AI ქვეჯგუფი (n=313)a
  • 1
  • 8
  • 86
  • 67,1.11
  • 241c

ცვლადი

შეფასების ტიპი; მკურნალობის შედარება

ფულვესტრანტი 500მგ

(N=362)

ფულვეტრანტი 250მგ

(N=374)

შედარება ჯგუფებს შორის

(ფულვესტრანტი500მგ/ფულვასტრანტი 250მგ)

აბსოლუტური განსხვავება %

95% CI

ORRd

OR პაციენტების %; აბსოლუტური განსხვავება %-ში

ყველა პაციენტი

  • 8
  • 6
  • 0.8
  • 5.8, 6.3
  • AE ქვეჯგუფი (n=296)
  • 1
  • 1
  • 1.0
  • 8.2, 9.3
  • AI ქვეჯგუფი (n=205)a
  • 3
  • 3
  • 1.0
  • 5.5,9.8

CBRe

CB მქონე პაციენტების %;

% ის აბსოლუტური

განსხვავება

ყველა პაციენტი

  • 6
  • 6
  • 0
  • 1.1, 13.3
  • AE ქვეჯგუფი (n=423)
  • 4
  • 1
  • 3
  • 2.2, 16.6
  • AI ქვეჯგუფი (n=313)a
  • 2
  • 3
  • 9
  • 6.1, 15.2

a ფულვესტრანტი ნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა დაავადება განმეორდა ან პროგრესირებდა ანტიესტროგენული თერაპიის დროს. AI ქვეჯგუფის შედეგები დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

bOS 75% სიმწიფით არის წარმოდგენილია გადარჩენის საბოლოო ანალიზებისთვის

c ნომინალური p-მნიშვნელობა კორექტივების გარეშე გაკეთებულია სიმრავლისთვის საერთო გადარჩენის თავდაპირველ ანალიზებს შორის 50% სიმწიფით და განახლებულია გადარჩენის ანალიზებს შორის 75%-იანი სიმწიფით.

d ORR შეფასებული იყო პაციენტებში, რომელთა პასუხიც ფასდებოდა საწყის ეტაპზე პასუხზე (ანუ გაზომვადი დაავადების მქონე პაციენტები საწყის ეტაპზე: 240 პაციენტი 500 მგ ფულევსტრანტის ჯგუფში და 261 პაციენტი 250 მგ ფულვესტრანტის ჯგუფში).

e პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ საუკეთესო ობიექტური პასუხი-სრული პასუხი, ნაწილობრივი პასუხი ან სტაბილური დაავადება ≥24 კვირის განმავლობაში.

PFS: პროგრესირების გარეშე გადარჩენა; ORR: ობიექტური პასუხის მაჩვენებელი; OR: ობიექტური პასუხი; BR: კლინიკური სარგებლის მაჩვენებელი; CB: კლინიკური სარგებელი; OS: საერთო გადარჩენა; K-M: კაპლან-მეიერი;CI: სანდოობის ინტერვალი; AI: არომატაზას ინჰიბიტორი; AE: ესტროგენსაწინააღმდეგო.

500მგ ფულვესტრანტის და 1მგ ანასტროზოლის შედარების მე-3 ფაზის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა ძუძუს ER-დადებითი და/ან PgR-დადებითი ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული კიბოთი დაავადებულ პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც ადრე ჩატარებული არ ჰქონდათ რაიმე ჰორმონალური თერაპია. სულ რანდომიზებული იყო 462 პაციენტი 1:1, რათა მიეღოთ ფულვესტრანტი 500 მგ ან ანასტროზოლი 1 მგ.

რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო დაავადების (ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული), წინა ქიმიოთერაპიისა და გაზომვადი დაავადების მიხედვით.

კვლევის ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), შეფასებული RECIST 1.1 (პასუხის შეფასების კრიტერიუმები სოლიდურ სიმსივნეებში) მიხედვით. ეფექტურობის ძირითადი მეორადი ენდპოინტები მოიცავდა საერთო გადარჩენას (OS) და ობიექტური პასუხის მაჩვენებელს (ORR).

ამ კვლევაში ჩართული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63 წელი (დიაპაზონი 36-90). პაციენტთა უმრავლესობას (87.0%) საწყის ეტაპზე ჰქონდა მეტასტაზირებული დაავადება. პაციენტთა სულ 17.1%-ს ჩაუტარდა ადრე ქიმიოთერაპიის კურსი შორსწასული დაავადებისთვის; პაციენტთა 84.2%-ს ჰქონდა გაზომვადი დაავადება.

წინასწარ განსაზღვრული პაციენტების ქვეჯგუფების უმრავლესობაში დაფიქსირდა თანმიმდევრული შედეგები. არავისცერული მეტასტაზებით შეზღუდული დაავადების მქონე პაციენტების ქვეჯგუფისთვის (n=208), ანასტროზოლის ჯგუფთან შედარებით ფულვესტრანტის ჯგუფისათვის HR იყო 0,592 (95% CI: 0,419, 0,837). ვისცერული მეტასტაზების მქონე პაციენტების ქვეჯგუფისთვის (n=254), ანასტროზოლის ჯგუფთან შედარებით ფულვესტრანტის ჯგუფისათვის HR იყო 0.993 (95%CI: 0.740, 1.331). FALCON კვლევის ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 4 და სურათზე 1.

ცხრილი 4: ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტის (PFS) და ეფექტურობის ძირითადი მეორადი ენდპოინტების შედეგების შეჯამება (მკვლევარის შეფასება, მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია) ─ FALCON კვლევა

ფულვესტრანტი 500მგ (N=230)

ანასტროზოლი 1მგ(N=232)

პროგრესისგან თავისუფალი გადარჩენა

PFS მოვლენების რაოდენობა (%)

143 (62.2%)

166 (71.6%)

PFS საფრთხის წილი (95% CI) და p-მნიშვნელობა

HR 0.797 (0.637 - 0.999)

p = 0.0486

საშუალო PFS [თვეები(95% CI)]

  • 6 (13.8, 21.0)
  • 8 (12.0, 16.6)

OS მოვლენების რაოდენობა*

67 (29.1%)

75 (32.3%)

OS საფრთხის წილი (95% CI) და p-მნიშვნელობა

HR 0.875 (0.629 – 1.217)

p = 0.4277

ORR**

89 (46.1%)

88 (44.9%)

ORR შანსების თანაფარდობა (95% CI) და p-მნიშვნელობა

OR 1.074 (0.716 – 1.614)

p = 0.7290

საშუალო DoR (თვეები)

  • 0
  • 2

CBR

180 (78.3%)

172 (74.1%)

CBR შანსების თანაფარდობა (95% CI) და p-მნიშვნელობა

OR 1.253 (0.815 – 1.932)

p = 0.3045

  • (31% სიმწიფე) - არა საბოლოო OS ანალიზი; ** გაზომვადი დაავადების მქონე პაციენტებისთვის

სურათი 1: კაპლან-მეიერის ნახაზი, პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია) –FALCON კვლევა 1251455605817

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა

FUL500

230

187

171

150

124

110

96 96

81

63

44

24

11

2

0

ANAS1

232

194

162

139

120

102

84 84

60

45

31

22

10

0

0

მე-3 ფაზის ორი კლინიკური კვლევა დასრულდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ სულ 851 პოსტმენოპაუზურ ქალში, რომლებსაც დაავადების რეციდივი ქონდათ დამხმარე ენდოკრინული თერაპიის დროს ან მის შემდეგ ან შორსწასული დაავადების ენდოკრინული თერაპიის შემდეგ დაუფიქსირდათ პროგრესირება. საკვლევი პოპულაციის 77 პროცენტს (77%) ჰქონდა ესტროგენ რეცეპტორებზე დადებითი ძუძუს კიბო. ამ კვლევებმა 250 მგ ფულვესტრანტის ყოველთვიური მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა შეადარა 1 მგ ანასტროზოლის (არომატაზას ინჰიბიტორი) ყოველდღიურ მიღებასთან. საერთო ჯამში, პროგრესირების გარეშე გადარჩენის, ობიექტური რეაგირებისა და სიკვდილამდე გასული დროის თვალსაზრისით, 250მგ ფულვესტრანტის ყოველთვიური ინექცია იყო მინიმუმ ისეთივე ეფექტური, როგორც ანასტროზოლი. მკურნალობის ორ ჯგუფს შორის რომელიმე ამ ენდპოინტის მიხედვით არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. ძირითადი ენდპოინტი იყო პროგრესის გარეშე გადარჩენა. ორივე კვლევის კომბინირებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფულვესტრანტის ჯგუფში პაციენტების 83%-მა პროგრესი განიცადა, იმ პაციენტების 85%-თან შედარებით, რომლებმაც მიიღეს ანასტროზოლი. ორივე კვლევის კომბინირებულმა ანალიზმა აჩვენა,რომ 250 მგ ფულვესტრანტის და ანასტროზოლის საშიშროების თანაფარდობა პროგრესირების გარეშე გადარჩენისთვის იყო 0.95 (95% CI 0.82-დან 1.10-მდე). 250 მგ ფულვესტრანტზე ობიექტური პასუხის მაჩვენებელი იყო 19.2% ანასტროზოლის 16.5%-თან შედარებით. პაციენტებისთვის, რომლებიც ფულვესტრანტით მკურნალობდნენ სიკვდილამდე საშუალო დრო იყო 27,4 თვე, ხოლო პაციენტებისთვის, რომლებიც ანასტროზოლით მკურნალობდნენ- 27,6 თვე. სიკვდილამდე გასული დროის მიხედვით 250მგ ფულვესტრანტის და ანასტროზოლის საშიშროების თანაფარდობა იყო 1,01 (95% CI 0.86 - 1.19).

პალბოციკლიბთან კომბინირებული თერაპია

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძუძუს HR-დადებითი, HER2-უარყოფითი, ლოკალურად გავრცელებული კიბო, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეზექციას ან რადიაციულ თერაპიას, განკურნებადი ან მეტასტაზირებული კიბო მენოპაუზის სტატუსის მიუხედავად, რომელთა დაავადებაც პროგრესირებდა წინა ენდოკრინული თერაპიის შემდეგ (ნეო) ადიუვანტურ ან მეტასტაზირებულ გარემოში, ჩატარდა მე-3 ფაზის, საერთაშორისო, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პარალელურ ჯგუფებიანის მულტიცენტრული კვლევა, რომელშიც 500მგ ფულვესტრანტი +125მგ პალბოციკლიბი შეადარეს 500მგ ფულევსტრანტს+პლაცებოს.

521 პრე/პერი- და პოსტმენოპაუზური ქალი, რომლებიც პროგრესირებდნენ ადიუვანტური ენდოკრინული თერაპიის დროს ან მისი დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში ან რომლებსაც პროგრესირება აღენიშნებოდათ შორსწასული დაავადების გამო ჩატარებული ენდოკრინული თერაპიიდან 1 თვის პერიოდში, რანდომიზებული იყო 2:1 და იღებდნენ ს ფულვესტრანტს +პალბოციკლიბს ან ფულვესტრანტს +პლაცებოს და მათი სტრატიფიკაცია მოხდა წინა ჰორმონალურ თერაპიაზე დოკუმენტირებული მგრძნობელობის, კვლევაში ჩართვის დროისთვის მენოპაუზური სტატუსის (პრე/პერი vs პოსტმენოპაუზური) და ვისცერალური მეტასტაზების არსებობის მიხედვით. პრე/პერიმენოპაუზურმა ქალებმა მიიღეს LHRH აგონისტი გოსერელინი. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ შორსწასული/მეტასტაზირებული, სიმპტომური, ვისცერული გავრცელება, რომლებსაც მოკლევადიან პერიოდში ემუქრებოდათ სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (მათ შორის პაციენტები მასიური უკონტროლო გამონაჟონებით [პლევრალური, პერიკარდიული, პერიტონეალური], ფილტვის ლიმფანგიტით და ღვიძლის 50%-ზე მეტი ჩართულობით), არ ჰქონდათ კვლევაში ჩარიცხვის უფლება.

პაციენტები დანიშნული მკურნალობის მიღებას განაგრძობნდნენ დაავადების ობიექტურ პროგრესირებამდე, სიმპტომების გაუარესებამდე, მიუღებელ ტოქსიკურობამდე, სიკვდილამდე ან თანხმობის გაუქმებამდე. ჯვარედინობა სამკურნალო ჯგუფს შორის დაუშვებელია.

პაციენტები კარგად შეესაბამებოდნენ საწყის დემოგრაფიულ და პროგნოზულ მახასიათებლებს ფულვესტრანტის და პალბოციკლიბის და ფულვესტრანტს +პლაცევოს ჯგუფებში. ამ კვლევაში ჩართული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 57 წელი (დიაპაზონი 29, 88). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების უმეტესობა იყო თეთრი, ჰქონდა დადასტურებული მგრძნობელობა წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ და იყო პოსტმენოპაუზური. პაციენტების დაახლოებით 20% იყო პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში. ყველა პაციენტს ჩატარებული ქონდა წინა სისტემური თერაპია და პაციენტების უმეტესობას მკურნალობის თითოეულ ჯგუფში ადრე ჩატარებული ქონდა ქიმიოთერაპიის რეჟიმი მათი ძირითადი დიაგნოზისთვის. ნახევარზე მეტს (62%) ჰქონდა ECOG PS 0, 60%-ს ჰქონდა ვისცერული მეტასტაზები და 60%-ს ძირითადი დიაგნოზისთვის ჩატარებული ქონდა 1-ზე მეტი ჰორმონალური რეჟიმი.

კვლევის ძირითადი ენდპოინტი იყო მკვლევარის მიერ შეფასებული PFS, RECIST 1.1-ის მიხედვით. დამხმარე PFS ანალიზები ეფუძნებოდა დამოუკიდებელ ცენტრალურ რადიოლოგიურ მიმოხილვას. მეორადი ენდპოინტები მოიცავდა OR, CBR, საერთო გადარჩენას (OS), ტკივილის ენდპოინტის მხრივ უსაფრთხოებას და დროის გაუარესებას (TTD).

კვლევამ დააკმაყოფილა მისი ძირითადი ენდპოინტი მკვლევარის მიერ შეფასებულ PFS-ის გახანგრძლივების შუალედურ ანალიზში, რომელიც ჩატარდა დაგეგმილი PFS მოვლენების 82%-ში; შედეგებმა გადალახა წინასწარ განსაზღვრული Haybittle-Peto ეფექტურობის ზღვარი (α=0.00135), რაც აჩვენებს PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას და მკურნალობის კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს. ეფექტურობის მონაცემების უფრო მომწიფებული განახლება მოხსენებულია ცხრილში 5.

საშუალოდ 45 თვიანი შემდგომი დაკვირვების შემდეგ, OS-ის საბოლოო ანალიზი ჩატარდა 310 მოვლენის საფუძველზე (რანდომიზებული პაციენტების 60%). პალბოციკლიბს + ფულვესტრანტის ჯგუფში პლაცებოს + ფულვესტრანტის ჯგუფთან შედარებით დაფიქსირდა საშუალო OS-ში 6.9 თვიანი სხვაობა: ეს შედეგი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელოვნების დონეზე -0.0235 (1 მხრივი). პლაცებოს + ფულვესტრანტის ჯგუფში, პროგრესირების შემდგომი მკურნალობის სახით რანდომიზებული პაციენტების 15.5%-მა მიიღო პალბოციკლიბი და სხვა CDK ინჰიბიტორები.

მკვლევარის მიერ შეფასებული PFS და PALOMA3 კვლევის საბოლოო OS მონაცემების შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 5. შესაბამისი კაპლან-მეიერის ნახაზები ნაჩვენებია სურათებში 2 და 3.

ცხრილი 5: ეფექტურობის შედეგები - PALOMA3 კვლევა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია)

განახლებული ანალიზი

(2015 წლის 23 ოქტომბერს აღებული)

ფულვესტრანტი პლუს პალბოციკლიბი (N=347)

ფულვესტრანტი პლუს პლაცებო (N=174)

პროგრესის გარეშე გადარჩენა

საშუალო [თვეები (95% CI)]

  • 2 (9.5, 12.9)
  • 6 (3.5, 5.6)

საფრთხის წილი(95% CI) და p-მნიშვნელობა

  • 497 (0.398, 0.620), p <0.000001

მეორადი ენდპოინტები

OR [% (95% CI)]

  • 2 (21.7, 31.2)
  • 8 (9.0, 19.8)

OR (გაზომვადი დაავადება) [% (95%CI)]

  • 7 (28.1, 39.7)
  • 4 (11.5, 24.8)

CBR [% (95% CI)]

  • 0 (62.8, 72.9)
  • 7 (32.3, 47.3)

საბოლოო საერთო გადარჩენა

საბოლოო გადარჩენა (OS) (2018 წლის 13 აპრილს აღებული)

მოვლენების რაოდენობა (%)

201 (57.9)

109 (62.6)

საშუალო[თვეები (95% CI)]

  • 9 (28.8, 40.0)
  • 0 (23.6, 34.6)

საფრთხის წილი (95% CI) და p- მნიშვნელობა†

  • 814 (0.644, 1.029)

P=0.0429†*

CBR=კლინიკური სარგებლის კოეფიციენტი; CI=სანდოობის ინტერვალი; N=პაციენტების რაოდენობა OR=ობიექტური პასუხი

მეორადი ენდპოინტის შედეგები ეფუძნება დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებს RECIST 1.1-ის მიხედვით.

  • სტატისტიკურად უმნიშვნელო

† 1-მხრივი p-მნიშვნელობა log-rank ტესტიდან, რომელიც სტრატიფიცირებულია ვისცერული მეტასტაზების არსებობით და რანდომიზაციისას წინა ენდოკრინული თერაპიისადმი მგრძნობელობით.

სურათი 2. კაპლან-მეიერის ნახაზი პროგრესირების გარეშე გადარჩენისთვის (მკვლევარის შეფასება, მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია) - PALOMA3 კვლევა (2015 წლის 23 ოქტომბერს აღებული)

1522730891126

FUL= ფულვესტრანტი; PAL= პალბოციკლიბი; PCB=პლაცებო.

ფულვესტრანტი პლუს პალბოციკლიბის ჯგუფში დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის შემცირება დაფიქსირდა პაციენტების ყველა ცალკეულ ქვეჯგუფში, რომელიც განსაზღვრულია სტრატიფიკაციის ფაქტორებითა და საწყისი მახასიათებლებით. ეს აშკარა იყო პრე/პერიმენოპაუზურ ქალებში (HR - 0.46 [95% CI: 0.28, 0.75]) და პოსტმენოპაუზურ ქალებში (HR - 0.52 [95% CI: 0.40, 0.66]) და პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ვისცერალური (HR - 0.50 [95% CI: 0.38, 0.65]) და არავისცერალური მეტასტაზები (HR 0.48 [95% CI: 0.33, 0.71]). სარგებელი ასევე დაფიქსირდა წინა თერაპიის ხაზების მიუხედავად, მეტასტაზების პირობებში, იქნება ეს 0 (HR - 0.59 [95% CI: 0.37, 0.93]), 1 (HR - 0.46 [95% CI: 0.32, 0.64]), 2 ( HR - 0.48 [95% CI: 0.30, 0.76]), თუ ≥3 ხაზი (HR 0.59 [95% CI: 0.28, 1.22]).

~

სურათი 3. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის ნახაზი (მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია) - PALOMA3 კვლევა (2018 წლის 13 აპრილს აღებული)

1043940648335

FUL= ფულვესტრანტი; PAL= პალბოციკლიბი; PCB= პლაცებო.

ეფექტურობის დამატებითი ზომები (OR და TTR) შეფასებული ვისცერული დაავადების მქონე ან არ მქონე პაციენტების ქვეჯგუფებში, ნაჩვენებია ცხრილში 6.

ცხრილი 6 ვისცერალურ და არავისცერალურ დაავადებებში ეფექტურობის შედეგები PALOMA3 კვლევაში (მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია)

ვისცერალური დაავადება

არავისცერალური დაავადება

ფულვესტრანტი პლუს პალბოციკლიბი (N=206)

ფულვესტრანტი პლუს პლაცებო (N=105)

ფულვესტრანტი პლუს პალბოციკლიბი (N=141)

ფულვესტრანტი პლუს პლაცებო (N=69)

OR [% (95% CI)]

35.

(28.5, 41.9)

  • 3

(7.5, 21.4)

  • 5

(8.3, 20.2)

  • 5

(7.2, 25.0)

TTR*, საშუალო

[თვეები(დიაპაზონი)]

  • 8

(3.5, 16.7)

  • 4

(3.5, 16.7)

  • 7

(1.9, 13.7)

  • 6

(3.4, 3.7)

  • პასუხის შედეგები დაფუძნებულია დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებზე.

N=პაციენტების რაოდენობა; CI=სანდოობის ინტერვალი; OR= ობიექტური პასუხი;TTR=დრო სიმსივნის პირველ პასუხამდე.

პაციენტის მიერ მოხსენებული სიმპტომები შეფასდა კიბოს კვლევისა და მკურნალობის ევროპული ორგანიზაციის (EORTC) ცხოვრების ხარისხის კითხვარის (QLQ)-C30 და მისი ძუძუს კიბოს მოდულის (EORTC QLQ-BR23) გამოყენებით.საწყის ეტაპზე და მინიმუმ 1 საბაზისო ვიზიტის შემდგომ კითხვარი შეავსო ფულვესტრანტი+პალბოციკლიბის ჯგუფის 335-მა, ხოლო ფულვესტრანტი+პლაცებოს ჯგუფის 166-მა პაციენტმა.

გაუარესებამდე დრო წინასწარ იყო განსაზღვრული, როგორც დრო საწყის მაჩვენებელს და ტკივილის სიმპტომების ქულებში ≥10 პუნქტით გაზრდის პირველ შემთხვევას შორის. ფულვესტრანტზე პალბოციკლიბის დამატება იწვევდა სიმპტომის მხრივ სარგებელს, ფულვესტრანტთან და პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად აყოვნებდა ტკივილის სიმპტომების გაუარესების დროის (საშუალო 8.0 თვე 2.8 თვესთან შედარებით; HR 0.64 [95% CI: 0.49]; <0.001).

ეფექტი პოსტმენოპაუზურ ენდომეტრიუმზე

პრეკლინიკური მონაცემები არ მიუთითებს პოსტმენოპაუზურ ენდომეტრიუმზე ფულვესტრანტის მასტიმულირებელ ეფექტზე (იხ. პარაგრაფი 5.3). ჯანმრთელ პოსტმენოპაუზურ მოხალისეებში, 2-კვირიანმა კვლევამ, რომლებიც მკურნალობდნენ დღე-ღამეში 20 μg ეთინილესტრადიოლით, აჩვენა, რომ 250 მგ ფულვესტრანტით წინასწარი მკურნალობა იწვევს პოსტმენოპაუზური ენდომეტრიუმის მნიშვნელოვნად შემცირებულ სტიმულაციას, პლაცებოს წინა მკურნალობასთან შედარებით, რაც შეფასებულია სისქის ბოლო ულტრაბგერითი გაზომვით.

ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 500 ან 250მგ ფულვესტრანტით,16 კვირამდე ნეოადიუვანტურ მკურნალობას არ მოჰყვა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ენდომეტრიუმის სისქეში, რაც აგონისტური ეფექტის ნაკლებობაზე მიუთითებს. არ არსებობს ენდომეტრიუმზე გვერდითი ეფექტების მტკიცებულება ძუძუს კიბოთი დაავადებულ გამოკვლეულ პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები ენდომეტრიუმის მორფოლოგიის შესახებ.

კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადების მქონე პრემენოპაუზურ პაციენტებში ორ მოკლევადიან კვლევაში (1 და 12 კვირა) ფულვესტრანტისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის ულტრაბგერითი გაზომვით არ დაფიქსირებულა ენდომეტრიუმის სისქეში მნიშვნელოვანი განსხვავებები.

ზემოქმედება ძვალზე

არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები ძვლებზე ფულვესტრანტის ზემოქმედების შესახებ. ნეოადიუვანტური მკურნალობა 16 კვირამდე ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ფულვესტრანტის ინექციით 500 მგ ან ფულვესტრანტის ინექციით 250 მგ არ მოჰყვა კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს შრატში ძვლის გადაბრუნების მარკერებში.

პედიატრიული პოპულაცია

ესტრანტი™ ნაჩვენები არ არის ბავშვებში გამოსაყენებლად. ძუძუს კიბოთი დაავადებული პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ფულვესტრანტის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 4.2).

მე-2 ფაზის ღია ეტიკეტიან კვლევაში ფულვესტრანტის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტიკა შეისწავლეს 1-დან 8 წლამდე ასაკის 30 გოგონაში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მაკკუნ ოლბრაიტის სინდრომთან (MAS) დაკავშირებული პროგრესული ნაადრევი პუბერტატი. პედიატრიული პაციენტები იღებდნენ ფულვესტრანტის 4 მგ/კგ ყოველთვიურ ინტრამუსკულარულ დოზას. ამ 12 თვიანმა კვლევამ გამოიკვლია MAS ენდპოინტების დიაპაზონი და აჩვენა ვაგინალური სისხლდენის სიხშირის და ძვლის ასაკის წინსვლის სიჩქარის შემცირება.ამ კვლევაში ბავშვებში ფულვესტრანტის წონასწორული კონცენტრაცია მოზრდილებისას შეესაბამებოდა (იხ. პარაგრაფი 5.2). ამ მცირე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით უსაფრთხოების შესახებ ახალი შემაშფოთებელი საკთხები არ გამოიკვეთა, მაგრამ 5-წლიანი მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ფულვესტრანტის ხანგრძლივი მოქმედების ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ, ფულვესტრანტი ნელა შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 5 დღის შემდეგ. 500მგ ფულვესტრანტის სქემის შეყვანა ექსპოზიციის დონეს ან მასთან ახლოს სტაბილურ მდგომარეობას მიაღწევს პირველი თვის განმავლობაში (საშუალო [CV]: AUC 475 [33.4%] ნგ.დღე-ღამეში/მლ, Cmax 25.1 [35.3%] ნგ/ მლ, Cmin 16,3 [25,9%] ნგ/მლ). წონასწორულ მდგომარეობაში, პლაზმაში ფულვესტრანტის კონცენტრაცია შენარჩუნებულია შედარებით ვიწრო დიაპაზონში, მაქსიმალურ და მინუს კონცენტრაციებს შორის დაახლოებით 3-ჯერადი განსხვავებით. კუნთში ინექციის შემდეგ, 50-დან 500 მგ-მდე დოზის დიაპაზონში ექსპოზიცია დაახლოებით …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი ფურცელი: პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ესტრანტი ™/ ESTRANTTM , 250მგ/5მლ საინექციო ხსნარი

წინასწარ შევსებულ შპრიცში.

ფულვესტრანტი

ყურადღებით წაიკითხეთ ამ ინსტრუქციაში მოწოდებული ყველა ინფორმაცია ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ გაწუხებთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რა არის ესტრანტი™ და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ საინექციო ესტრანტის™ მიღებამდე

როგორ მიიღება საინექციო ესტრანტი™

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება საინექციო ესტრანტი™

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ესტრანტი™ და რისთვის გამოიყენება ის

ესტრანტი™ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფულვესტრანტს, რომელიც მიეკუთვნება ესტროგენის ბლოკატორების ჯგუფს. ესტროგენები, ქალის სასქესო ჰორმონების სახეობა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩართული იყოს ძუძუს კიბოს განვითარებაში.

ესტრანტი™ გამოიყენება:

მონოთერაპიის სახით პოსტმენოპაუზის მქონე ქალების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს სახეობა, რომელსაც ეწოდება ესტროგენის რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბო, რომელიც ლოკალურად არის განვითარებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური), ან

კომბინაციაში პალბოციკლიბთან ერთად იმ ქალების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს სახეობა სახელად ჰორმონის რეცეპტორზე დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის 2-ზე უარყოფითი ძუძუს კიბო, რომელიც ლოკალურადაა განვითარებული ან გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზური). ქალებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მენოპაუზას, ასევე უმკურნალებენ პრეპარატით, რომელსაც ეწოდება მალუთეინიზებელი ჰორმონის გამოთავისუფლების მასტიმულირებელი ჰორმონის (LHRH) აგონისტი.

როდესაც ესტრანტი™ მიიღება კომბინაციაში პალბოციკლიბთან ერთად, მნიშვნელოვანია გაეცნოთ პალბოციკლიბის გამოყენების ინსტრუქციას. პალბოციკლიბთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ესტრანტის™ მიღებამდე

არ გამოიყენოთ ესტრანტი™

თუ გაქვთ ალერგია ფულვესტრანტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ესტრანტის™ მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ:

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

თრომბოციტების (რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას) დაბალი რაოდენობა ან სისხლდენის მხრივ დარღვევები

სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულში

ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაკარგვა)

ალკოჰოლიზმი.

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ესტრანტი™

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (თრომბის საწინააღდეგო მედიკამენტებს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თქვენ არ უნდა მიიღოთ ესტრანტი™, თუ ორსულად ხართ. ქალებმა, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება, უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები ესტრანტით™ მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

ესტრანტით™ მკურნალობის დროს არ უნდა იყოთ ძუძუთი კვებაზე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის მოსალოდნელი, რომ ესტრანტი™ იმოქმედებს თქვენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

თუმცა, თუ მკურნალობის შემდეგ იგრძნობთ დაღლილობას, ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ გამოიყენებთ დანადგარებს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1000 მგ სპირტს (ეთანოლს) თითო დოზაში (2 x 5 მლ საინიექციო ხსნარში). 2 x 5 მლ მოცულობაში არსებული ალკოჰოლის რაოდენობა ეკვივალენტურია დაახლოებით 20 მლ ლუდის ან 8 მლ ღვინის.

პრეპარატში არსებული მცირე რაოდენობის ალკოჰოლი არ გამოიწვევს შესამჩნევ ეფექტებს.

ის მავნებელია ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

ეს პრეპარატი ასევე შეიცავს 500 მგ ბენზილის სპირტს თითო 5 მლ ინექციაში, რაც შეესაბამება 100 მგ/მლ-ს. ბენზილის სპირტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, რადგან ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცნობილია „მეტაბოლური აციდოზის“ სახელწოდებით.

ეს პრეპარატი შეიცავს 750 მგ ბენზილ ბენზოატს თითოეულ 5მლ-იანი ინექციის მიხედვით, რაც 150 მგ/მლ-ის ეკვივალენტია.

როგორ მიიღება ესტრანტი™

რეკომენდებული დოზაა 500 მგ ფულვესტრანტი (ორი 250 მგ/5 მლ ინექცია) შეყვანილი თვეში ერთხელ დამატებითი 500 მგ დოზასთან ერთად მიცემული საწყისი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

თქვენი ექიმი ან ექთანი შეგიყვანთ ესტრანტს™ ნელი ინტრამუსკულური ინექციის სახით თითოეულ თქვენს დუნდულა კუნთში.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გექნებათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა:

  • ალერგიული (ჰიპერრეაქციის) გამოვლინებები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის შეშუპება, რაც ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს
  • თრომბოემბოლია (სისხლის შედედების მომატებული რისკი)*
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • ღვიძლის უკმარისობა

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს)

  • ინექციის ადგილის რეაქციები, როგორიცაა ტკივილი და/ან ანთება
  • ღვიძლის ფერმენტების ანომალური მაჩვენებლები (ანალიზებში)*
  • გულისრევა
  • სისუსტე, დაღლილობა*
  • სახსრებისა და კუნთოვანი სისტემის ტკივილები
  • ალები
  • კანის გამონაყარი

ყველა სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს)

  • თავის ტკივილი
  • ღებინება, დიარეა ან მადის დაკარგვა*
  • შარდსასქესო გზების ინფექციები
  • ზურგის ტკივილი*
  • ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი პიგმენტის) დონის მომატება
  • თრომბოციტების დონის დაქვეითება (თრომბოციტოპენია)
  • სასქესო ორგანოდან სისხლდენა
  • წელის ტკივილი, რომელიც ერთ ფეხზე გადადის (შიატიკა)
  • ყურადღების მიქცევა საჭიროა მოულოდნელი სისუსტის, დაბუჟების, ჩხვლეტის ან მოძრაობის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ფეხში, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის ფარგლებში, მოულოდნელ სიარულის ან ბალანსის პრობლემებთან ერთად (პერიფერიული ნევროპათია)

არახშირი (შეიძლება შეეხოს 100 ადამიანიდან 1-ს)

  • სქელი, თეთრი ვაგინალური გამონადენი და კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)
  • სისხლჩაქცევა ან სისხლდენა ინექციის ადგილზე
  • ღვიძლის ფერმენტის – გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის (γ-GT) მომატება ანალიზებში
  • დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი
  • ანაფილაქსიური რეაქციები
  • აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ესტრანტTM-ის ზუსტი როლი ვერ განისაზღვრება თანმდევი დაავადების გამო.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება ამ ფურცელში არ იყოს ჩამოთვლილი. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ინფორმაცია პირდაპირ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected] გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებაში.

როგორ ინახება საინექციო ესტრანტი™

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან შპრიცის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ და ტრანსპორტირება მოახდინეთ მაცივრის გამოყენებით (2°C - 8°C).

ტემპერატურული გადახრები 2°C-დან 8°C-ის მიღმა უნდა იყოს შეზღუდული. ეს მოიცავს 25°C-ზე მეტ ტემპერატურაზე შენახვის თავიდან აცილებას და არა უმეტეს 28-დღიან პერიოდს, როდესაც პროდუქტის შენახვის საშუალო ტემპერატურა 25°C-ზე დაბალია (მაგრამ 2°C-დან 8°C-მდე ზემოთ). ტემპერატურული გადახრების შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს შენახვის რეკომენდებულ პირობებს (შენახვა და ტრანსპორტირება მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპრატურის რეჟიმში). ტემპერატურულ გადახრებს აქვს კუმულაციური ეფექტი პროდუქტის ხარისხზე და 28-დღიანი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს საინექციო ფულვესტრანტის ხსნარის შენახვის 36 თვიან ვადას. 2°C-ზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება არ დააზარალებს პროდუქტს, თუ ის არ ინახება -20°C-ზე დაბლა.

შეინახეთ წინასწარ შევსებული შპრიცი ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისგან.

თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი იქნება პასუხისმგებელი ესტრანტის™ სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და განადგურებაზე.

ამ მედიკამენტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყლის გარემოს. არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ესტრანტი™

აქტიური ნივთიერებაა ფულვესტრანტი. თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ფულვესტრანტს.

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 50მგ ფულვესტრანტს.

სხვა ინგრედიენტები არის ეთანოლი (96%), ბენზილის სპირტი, ბენზილის ბენზოატი და რაფინირებული აბუსალათინის ზეთი.

როგორ გამოიყურება ესტრანტი™ და როგორია შეფუთვის შიგთავსი

ესტრანტი™ არის გამჭვირვალე, უფეროდან ყვითელ შეფერილობამდე, ბლანტი ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში, რომელიც აღჭურვილია ბრომობუტილის საცობით, პოლისტიროლის დგუში ღეროთი და პოლიპროპილენის შემაკავებლით და შეიცავს 5 მლ საინექციო ხსნარს. რეკომენდებული თვიური დოზის — 500 მგ — მისაღებად საჭიროა ორი შპრიცის გამოყენება.

ესტრანტიTM წარმოდგენილია ორი შეფუთვით: ერთ-ერთი შეიცავს 1 მინის წინასწარ შევსებულ შპრიცს, ხოლო მეორე — 2 მინის წინასწარ შევსებულ შპრიცს. ასევე თან ერთვის უსაფრთხოების ნემსები (BD SafetyGlide), რომლებიც მიმაგრებულია თითოეული შპრიცის ცილინდრზე.

შესაძლებელია, ყველა შეფუთვის ფორმა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს მერმისი

ქ. შარაშიძის 12 თბილისი,

0159, საქართველო

მწარმოებელი:

Jiangsu Hansoh Pharmaceutical Group Co., Ltd.

No. 5 Dongjin Road, Economic and Technical

Development Zone, Lianyungang, Jiangsu

222069, ჩინეთი

ეს ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 2025 წლის მარტში

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

ესტრანტიTM 500 მგ (2 x 250 მგ/5 მლ საინიექციო ხსნარი) უნდა შეიყვანოთ ორი წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით (იხილეთ თავი 3).

ინსტრუქცია ადმინისტრირებისთვის

გაფრთხილება — უსაფრთხოების ნემსი (BD SafetyGlide Shielding Hypodermic Needle) გამოყენებამდე არ უნდა გასტერლდეს ავტოკლავით. გამოყენებისა და განადგურების დროს ხელები არ უნდა ეხებოდეს ნემსს.

თითოეული შპრიცისთვის:

  • ამოიღეთ მინის შპრიცის ცილინდრი ტარიდან და გადაამოწმეთ, რომ არ არის დაზიანებული.
  • გახსენით უსაფრთხოების ნემსის (SafetyGlide) გარე შეფუთვა.
  • პარენტერალური ხსნარები ადმინისტრირებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მიკრონაწილაკების ან ფერის ცვლილების არსებობაზე.
  • დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად გოფრირებულ ნაწილზე (C). მეორე ხელით მოეჭიდეთ ხრახნულ თავსახურს (A) და ფრთხილად დაატრიალეთ იგი საათის ისრის საწინააღმდეგოდ მანამ, სანამ არ მოხდება მისი გათიშვა მოხსნისთვის (იხილეთ სურათი 1).

სურათი 1

1054100151765

  • მოხსენით ხრახნიანი თავსახური (A) პირდაპირ ზემოთ მიმართულებით. სტერილურობის შესანარჩუნებლად, ნუ შეეხებით შპრიცის წვერს (B) (იხილეთ სურათი 2).

სურათი 2

  • მიაერთეთ უსაფრთხოების ნემსი Luer-Lok სისტემაზე და დაატრიალეთ მანამ, სანამ მყარად არ დაფიქსირდება (იხილეთ სურათი 3).
  • სანამ შპრიცი ვერტიკალური მდგომარეობიდან გადავა, გადაამოწმეთ, რომ ნემსი მყარად არის ჩამაგრებული Luer-სამიერთებელზე.

სურათი 3

1054100161290

  • მოხსენით დამცავი ნემსიდან, რათა არ დაზიანდეს ნემსის წვერი.
  • გადაიტანეთ შევსებული შპრიცი შეყვანის ადგილზე.
  • მოხსენით ნემსის თავსახური.
  • გამოდევნეთ შპრიციდან ზედმეტი ჰაერი.
  • შეიყვანეთ პრეპარატი ნელა კუნთში (1–2 წუთის განმავლობაში თითო ინექცია) დუნდულაზე (გლუტეალური მიდამო).

კომფორტული გამოყენებისთვის, ნემსის ბასრი მხარე მიმართულია ბერკეტის მხრის მიმართულებით (იხილეთ სურათი 4).

სურათი 4

1054100152400

  • ინექციის დასრულებისთანავე, ერთი თითის მოძრაობით დააჭირეთ ბერკეტის აქტივაციის დამხმარე მხარს, რათა გააქტიურდეს დამცავი მექანიზმი (იხილეთ სურათი 5).

შენიშვნა: გააქტიურება უნდა მოხდეს საკუთარი თავისა და სხვა პირებისგან მოშორებით. მოუსმინეთ დაწკაპუნების ხმას და ვიზუალურად გადაამოწმეთ, რომ ნემსის წვერი სრულად დაფარულია.

სურათი 5

განადგურება

წინასწარ შევსებული შპრიცები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ეს სამკურნალო საშუალება შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს წყლის გარემოსთვის. გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა