პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ერტინობი 100

Ertinob 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC): ერტინობი ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების, EGFR-გამააქტივებელი მუტაციებით, პირველი რიგის მკურნალობისათვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერლოტინიბი (erlotinib)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037705
რეგისტრირებულია
30 მარტი 2023, მოქმედებს 30 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერტინობი 100 და სხვა წამალი ერთად

ერტინობი 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC):

ერტინობი ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების, EGFR-გამააქტივებელი მუტაციებით, პირველი რიგის მკურნალობისათვის.

ერტინობი ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების, EGFR-გამააქტივებელი მუტაციებით, და პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ სტაბილური დაავადების მქონე პაციენტების შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადასაყვანად.

გარდა ამისა, ერტინობი ნაჩვენებია ფილტვის ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდ მანამდე ჩატარებული მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული რეჟიმის არაეფექტურობის შემდეგ.

ერტინობის გამოწერისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გახანგრძლივებულ გადარჩენადობასთან დაკავშირებული ფაქტორები.

არანაირი სარგებელი გადარჩენადობის მხრივ ან მკურნალობის სხვა კლინიკურად შესაბამისი ეფექტები არ აღინიშნა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (EGFR)-IHC ნეგატიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

პანკრეასის სიმსივნე:

ერტინობი გემციტაბინთან კომბინაციაში ნაჩვენებია მეტასტაზური პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ერტინობის დანიშვნისას, გახანგრძლივებულ გადარჩენადობასთან დაკავშირებული ფაქტორები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (იხილეთ პუნქტი - „პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი“ და „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

შეუძლებელია გადარჩენადობასთან დაკავშირებული სარგებლის ჩვენება ლოკალურად პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

აუცილებელია, რომ ერტინობით მკურნალობა დაწყებული იქნას იმ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტები:

ერტინობით მკურნალობის დაწყებამდე იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ლოკალურად გაზრდილი ან მეტასტაზური NSCLC, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება EGFR მუტაციაზე.

ერტინობის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 150 მგ, რომელიც მიღებული უნდა იქნას საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც, ან საკვების მიღების შემდეგ ორ საათში.

პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტები:

ერტინობის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 100 მგ, რომელიც მიიღება საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან მიღებიდან ორი საათის შემდეგ, გემციტაბინთან კომბინაციაში (იხილეთ გემციტაბინის პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე პანკრეასის სიმსივნის ჩვენებასთან დაკავშირებით). იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც არ აღენიშნათ გამონაყარი მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის განმავლობაში, ერტინობით მკურნალობის გაგრძელება ხელმეორედ განიხილება (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

დოზის კორექციის საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 50 მგ ერთეულით (იხილეთ პუნქტი - „გაფრთხილებები და აუცილებელი სიფრთხილის ზომები“).

ერტინობი ხელმისაწვდომია 25 მგ, 100 მგ და 150 მგ სიმძლავრით.

CYP3A4 სუბსტრატებსა და მოდულატორებთან პარალელურ მიღებას შესაძლებელია დასჭირდეს დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დაქვეითებული ღვიძლის ფუნქციის მქონე პაციენტები

ერლოტინიბი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ერლოტინიბის ექსპოზიცია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალოდ გამოხატული დაქვეითებით (Child-Pugh ქულა 7–9) ისეთივეა, როგორც პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, ერტინობი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. მძიმე არასასურველი ეფექტების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან ერტინობით მკურნალობა საერთოდ უნდა შეწყდეს. ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (ADT/SGOT და ALT/SGPT>5 x ULN). ერტინობის გამოყენება ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტები:

ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (შრატში კრეატინინის კონცენტრაცია >1.5-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმალურ ზღვარს). ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, დოზის კორექცია არ არის აუცილებელი თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). ერტინობის მიღება თირკმლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

პედიატრიული პოპულაცია:

18 წლამდე ასაკის პაციენტებში ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ერტინობის მიღება პედიატრიული ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

მწეველები:

თამბაქოს მოწევა განაპირობებს მწეველებში ერლოტინიბის ექსპოზიციის 50–60%-ით შემცირებას. ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტებში, რომლებიც ამჟამად არიან მწეველები, არის 300 მგ. რეკომენდებულ საწყის დოზაზე მაღალი დოზის ეფექტურობა და ხანგრძლივი უსაფრთხოება არ დადგენილა იმ პაციენტებში, რომლებიც განაგრძობენ თამბაქოს მოწევას (იხილეთ პუნქტები - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე მწეველებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა, ვინაიდან პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები მცირდება არა-მწეველებთან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ერლოტინიბის ან მისი რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

EGFR მუტაციის სტატუსის შეფასება

პაციენტის EGFR მუტაციის სტატუსის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, რომ შეირჩეს კარგად დადასტურებული და მძლავრი მეთოდოლოგია, ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი განსაზღვრებების თავიდან ასაცილებლად.

მწეველები

მიმდინარე მწეველებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები მწეველ პაციენტებში შემცირებულია არამწეველებთან შედარებით. შემცირების დონე სავარაუდოდ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC), პანკრეასის სიმსივნისა და სხვა პროგრესირებადი სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში ერლოტინიბით მკურნალობისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD), მათ შორის ფატალურის, იშვიათი შემთხვევები. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) საბაზისო კვლევაში BR.21, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) ინციდენტების სიხშირე (0.8%) იყო იგივე, როგორც პლაცებოს, ასევე ერლოტინიბის ჯგუფში. NSCLC რანდომიზებული, კონტროლირებადი, კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზში (გარდა I სტადიისა და II სტადიის ერთი შემთხვევის კვლევისა საკონტროლო ჯგუფების ნაკლებობის მიზეზით), ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი შემთხვევების სიხშირე შეადგენდა 0.9%-ს ერლოტინიბის მიღებისას, საკონტროლო კვლევაში ჩართული პაციენტების 0.4%-თან შედარებით. პანკრეასის სიმსივნის კვლევაში გემციტაბინთან კომბინაციით, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი შემთხვევების სიხშირე იყო 2.5% ერლოტინიბი პლუს გემციტაბინის ჯგუფში, პლაცებო პლუს გემციტაბინით ნამკურნალევი ჯგუფის 0.4%-თან შედარებით. პაციენტებში დაფიქსირებულ დიაგნოზებში ეჭვი იყო ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავს შემთხვევებზე, მათ შორის პნევმონიტზე, რადიაციულ პნევმონიტზე, ჰიპერსენსიტიურ პნევმონიტზე, ინტერსტიციულ პნევმონიტზე, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებაზე, ობლიტერაციულ ბრონქიოლიტზე, ფილტვის ფიბროზზე, მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე (ARDS), ალვეოლიტსა და ფილტვების ინფილტრაციაზე. სიმპტომებმა თავი იჩინა ერლოტინიბით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან და გაგრძელდა რამდენიმე თვემდე. შემთხვევათა უმრავლესობა დაკავშირებული იყო დამატებით ფაქტორებთან, როგორიცაა ადრე ჩატარებული ან თანმხლები ქიმიოთერაპია, ჩატარებული სხივური თერაპია, მანამდე არსებული ფილტვების პარენქიმული დაავადება, მეტასტაზები ღვიძლში ან ფილტვის ინფექციები. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) ინციდენტების დიდი სიხშირე (დაახლოებით 5%, 1.5% გარდაცვალების მაჩვენებლით) პაციენტთა შორის აღინიშნა იაპონიაში ჩატარებულ კვლევებში.

პაციენტებში, მწვავედ დაწყებული ახალი და/ან პროგრესირებადი აუხსნელი ფილტვისმიერი სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ხველა და ცხელება, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევა. აუცილებელია იმ პაციენტების სათანადო სიფრთხილით მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ერლოტინიბსა და გემციტაბინს, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი ტოქსიკურობის განვითარების ალბათობის მიზეზით. თუ დიაგნოსტირებული იქნა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ILD), ერტინობის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა საჭიროებისამებრ (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

დიარეა, გაუწყლოება, ელექტროლიტების დისბალანსი და ფილტვის დისფუნქცია

ერლოტინიბით მკურნალობისას შესაძლოა პაციენტების დაახლოებით 50%-ს აღენიშნოს დიარეა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფატალური შედეგის დადგომით) და თუ იგი საშუალო სიმძიმისაა ან მძიმეა, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ლოპერამიდით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება. კლინიკურ კვლევებში დოზები შემცირდა 50 ერთეულით. დოზების შემცირება 25 მგ ერთეულით არ არის გამოკვლეული. მძიმე ან გახანგრძლივებული გაუწყლოების გამომწვევი დიარეის, გულისრევის, უმადობის ან ღებინების შემთხვევაში, ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა გაუწყლოების კორექციისათვის (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). აღწერილია ჰიპოკალემიის და თირკმლის უკმარისობის (მათ შორის ფატალურის) იშვიათი შემთხვევები. თირკმლის უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევა ასოცირდებოდა მეორეხარისხოვანიდან მძიმე გაუწყლოებასთან დიარეის, პირღებინების და/ან უმადობის გამო, მაშინ როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში თანმხლებ ქიმიოთერაპიას ენიჭებოდა უპირატესობა. დიარეის კიდევ უფრო მძიმე ან გახანგრძლივებულ შემთხვევებში ან გაუწყლოების გამომწვევ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების ჯგუფებში (განსაკუთრებით თანმხლები ქიმიოთერაპია და სხვა მედიკამენტები, სიმპტომები ან დაავადებები ან სხვა წინასწარგანწყობა, როგორიცაა ხანდაზმული ასაკი), ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა გაუწყლოების კორექციისათვის ინტრავენურად. გარდა ამისა, საჭიროა თირკმლის ფუნქციების და შრატის ელექტროლიტების, მათ შორის კალიუმის, დონის კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გაუწყლოების რისკი.

ჰეპატიტი, ღვიძლის დისფუნქცია

ერლოტინიბის მიღებისას აღწერილია ღვიძლის უკმარისობის იშვიათი (მათ შორის ფატალური) შემთხვევები. თანმხლები ფაქტორები იყო მანამდე არსებული ღვიძლის დაავადება და ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღება. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში საჭიროა პერიოდულად ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციების ტესტირება. თუ ღვიძლის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დარღვეული, ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). ერტინობი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

კუჭ- ნაწლავის პერფორაცია

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ერლოტინიბს, არიან კუჭ-ნაწლავის პერფორაციის მომატებული რისკის ქვეშ, რაც აღინიშნა არაერთგვაროვნად (ფატალური შედეგით დასრულებული ზოგიერთი შედეგის ჩათვლით). ეს რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ ანტი-ანგიოგენურ აგენტებს, კორტიკოსტეროიდებს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (NSAIDs) და/ან იტარებდნენ ტაქსანზე დაფუძნებულ ქიმიოთერაპიას; ასევე მათში, რომელთაც ანამნეზში ჰქონიათ პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება. თუ პაციენტს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ერტინობით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

კანის ბულოზური და ექსფოლიატიური დაზიანება

აღწერილია კანის ბულოზური, ბუშტუკოვანი და ექსფოლიატიური ცვლილებები, მათ შორის საეჭვო სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის, ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე ბულოზური, ბუშტუკოვანი ან ექსფოლიატიური ცვლილებები კანზე, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს. კანის ბულოზური ან ექსფოლიატიური ცვლილებების მქონე პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა კანის ინფექციაზე და გაიარონ მკურნალობა მკურნალობასთან დაკავშირებით მოქმედი ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

დარღვევები თვალის მხრივ

პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ კერატიტის ნიშნებისა და სიმპტომების გამწვავება ან გაუარესება: თვალის ანთება, ლაკრიმაცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბუმდოვანი მხედველობა, თვალის ტკივლი და/ან თვალის სიწითლე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. წყლულოვანი კერატიტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს. კერატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში, უწყვეტი მკურნალობის სარგებელი და რისკები სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას განხილული. ერტინობის მიღება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კერატიტი, წყლულოვანი კერატიტი ან მწვავე თვალის სიმშრალე. კონტაქტური ლინზების გამოყენება აგრეთვე ზრდის კერატიტის განვითარებისა და დაწყლულების რისკს. ერლოტინიბის მიღების განმავლობაში გამოვლინდა რქოვანას პერფორაციის ან დაწყლულების იშვიათი შემთხვევები (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პოტენციურ CYP3A4 ინდუქტორებს შეუძლიათ შეამცირონ ერლოტინიბის ეფექტურობა, მაგრამ ამავდროულად პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტოქსიკურობის მზარდი დონე. აღნიშნული ტიპის აგენტებთან პარალელური მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერლოტინიბი ხასიათდება ხსნადობის შემცირებით 5-ზე მეტ pH-ს დონეზე. პრეპარატებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის pH-ს ცვლიან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, H2 ანტაგონისტებისა და ანტაციდების მსგავსად, შეუძლიათ შეცვალონ ერლოტინიბის ხსნადობა და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობაც. ერტინობის დოზის გაზრდა, აღნიშნული აგენტებთან პარალულურად მიღებისას, სავარაუდოდ არ ახდენს ექსპოზიციის შემცირების კომპენსირებას. ერლოტინიბისა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ერლოტინიბის მიღება H2-რეცეპტორების ანტაგონისტებსა და ანტაციდებთან უცნობია; თუმცა ნავარაუდევია დაქვეითებული ბიოშეღწევადობა (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). თუ ანტაციდების მიღება ჩაითვლება აუცილებლად ერტინობით მკურნალობის განმავლობაში, მათი მიღება უნდა მოხდეს ერტინობის სადღეღამისო დოზის მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან დოზის მიღებიდან 2 საათში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ერლოტინიბის გამოყენების შემსწავლელი ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენურობა ან პათოლოგიური მშობიარობა. თუმცა ორსულობაზე არასასურველი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან ვირთხებსა და ბოცვრებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ნაჩვენები იქნა ემბრიონის / ნაყოფის ლეთალობის გაზრდილი დონე. უცნობია, თუ როგორია ადამიანების შემთხვევაში ძლიერი რისკი.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ერტინობით მკურნალობის პერიოდში ორსულობისაგან თავი უნდა დაიცვან. თერაპიის პროცესში და მისი დასრულებიდან მინიმუმ 2 კვირის მანძილზე მაინც, საჭიროა კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება. ორსულ ქალებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის ძლიერი სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ რისკს.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ერლოტინიბი დედის რძეში. ჩვილისათვის არსებული ძლიერი რისკის გამო, დედას უნდა მიეცეს რჩევა, რომ ერტინობით მკურნალობის პერიოდში ბავშვი ძუძუთი არ კვებოს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა დაზიანებული ფერტილობის მტკიცებულება. თუმცა ფერტილობაზე არასასურველი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ნაჩვენებია ეფექტები რეპროდუქციულ პარამეტრებზე. უცნობია, თუ როგორია ადამიანების შემთხვევაში ძლიერი რისკი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა; თუმცა ერლოტინიბი არ ასოცირდება გონებრივი შესაძლებლობების დარღვევასთან.

გვერდითი მოვლენები

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC) (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში (BR.21; ერლოტინიბი მიიღება მეორე რიგის თერაპიის სახით) პრეპარატით გამოწვეული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია გამონაყარი (75%) და ფაღარათი (54%). ისინი ჩვეულებრივ სიმძიმით 1/2 ხარისხისაა და არ საჭიროებენ დამატებით მკურნალობას. 3/4 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი გვხვდება ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტთა 9% და 6%-ში, შესაბამისად, და თითოეულმა გამოიწვია პაციენტთა 1%-ში კვლევის შეწყვეტა. გამონაყარის და ფაღარათის გამო დოზის შემცირება აუცილებელი გახდა პაციენტთა 6% და 1%-ში, შესაბამისად. BR.21 კვლევაში, გამონაყარის გამწვავების საშუალო დრო იყო 8 დღე, ხოლო ფაღარათის - 12 დღე.

ჩვეულებრივ, გამონაყარი ჩნდება მსუბუქი ან ზომიერი ერითემისა და პაპულოპუსტულარული გამონაყარის სახით, რომელიც თავს იჩენს ან მწვავდება მზის სხვივებისგან დაუცველ ადგილებში. მზის სხვივებისგან დაუცველ ადგილებში მყოფმა პაციენტებმა სასურველია ატარონ დამცავი ტანსაცმელი და/ან გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი (მაგალითად, მინერალების შემცველი).

არასასურველი რეაქციები, რომლებიც BR.21 საბაზისო კვლევაში უფრო ხშირად გამოვლინდა ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში (>3%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და ერლოტინიბის ჯგუფის პაციენტების მინიმუმ 10%-ში, შეჯამდა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის - ზოგადი ტოქსიკურობის კრიტერიუმის (NCI-CTC) ხარისხით პირველ ცხრილში.

შემდეგი პირობები გამოიყენება არასასურველი ეფექტების შესაფასებლად მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (>1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), განცალკევებული შემთხვევების ჩათვლით.

ყოველი სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია დაღმავალი სიმძიმით.

ცხრილი 2: ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები BR.21 კვლევაში

ერლოტინიბი

N=485

პლაცებო

N=242

NCI-CTC ხარისხი

ნებისმიერი ხარისხი

3

4

ნებისმიერი ხარისხი

3

4

MedDRA უპირატესი პირობები

%

%

%

%

%

%

არასასურველი ეფექტის მქონე პაციენტების საერთო რაოდენობა

99

40

22

96

36

22

ინფექცია და ინვაზია

ინფექცია*

24

4

0

15

2

0

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ანორექსია

52

8

1

38

5

<1

დარღვევები თვალის მხრივ

მშრალი კერატოკონიუქტივიტი

კონიუქტივიტი

12

12

0

<1

0

0

3

2

0

<1

0

0

სუნთქვის, დარღვევის და შუასაყარის მხრივ დარღვევები

ქოშინი

ხველა

41

33

17

4

11

0

35

29

15

2

11

0

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი**

გულისრევა

პირღებინება

სტომატიტი

მუცლის ტკივილი

54

33

23

17

11

6

3

2

<1

2

<1

0

<1

0

<1

18

24

19

3

7

<1

2

2

0

1

0

0

0

0

<1

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი***

ქავილი

კანის სიმშრალე

75

13

12

8

<1

0

<1

0

0

17

5

4

0

0

0

0

0

0

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაღლილობა

52

14

4

45

16

4

  • მწვავე რეაქციები, ნეიტროპენიით ან მის გარეშე, მოიცავს პნევმონიას, სეფსისს და ცელულიტს.
  • * შესაძლებელია გამოიწვიოს გაუწყლოება, ჰიპოკალემია და თირკმლის დისფუნქცია.
  • ** გამონაყარი, აკნეს მსგავსი დერმატიტის ჩათვლით.

ორ სხვა ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად, III ფაზის კვლევაში BO18192 (SATURN) და BO25460 (IUNO), ერლოტინიბი მიღებულ იქნა შემანარჩუნებელი დოზის სახით პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ. აღნიშნული კვლევები ჩატარდა ჯამში 1532 პაციენტზე, პროგრესირებული, მორეციდივე ან მეტასტაზური NSCLC-ით, პლატინა-დაფუძნებული პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი სიგნალი არ განსაზღვრულა.

BO18192 და BO25460 კვლევაში ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე მეტი სიხშირით გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო გამონაყარი და ფაღარათი (იხილეთ ცხრილი 2). არცერთ კვლევაში არ აღინიშნა მე-4 ხარისხის გამონაყარი ან ფაღარათი. გამონაყარმა და დიარეამ გამოიწვია ერლოტინიბის შეწყვეტა პაციენტების 1%-სა და <1%-ში, შესაბამისად, BO18192 კვლევაში, ხოლო BO25460 კვლევაში არცერთ პაციენტს არ შეუწყვეტია პრეპარატის მიღება გამონაყარის ან ფაღარათის მიზეზით. პაციენტების 8.3%-სა და 3%-ში, შესაბამისად, საჭირო გახდა დოზის ცვლილება (შეწყვეტა ან შემცირება), გამონაყარის ან ფაღარათის მიზეზით, BO18192 კვლევაში, და 5.6%-სა და 2.8%-ში, შესაბამისად, BO25460 კვლევაში.

ცხრილი 3: ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები BO18192 (SATURN) და BO25460 (IUNO) კვლევებში

BO18192 (SATURN)*

BO25460 (IUNO)*

ერლოტინიბი

n=433

პლაცებო

n=445

ერლოტინიბი

n=322

პლაცებო

n=319

%

%

%

%

გამონაყარი, ყველა ხარისხის

  • 2
  • 8
  • 4
  • 0

ხარისხი 3

  • 0

0

  • 0
  • 6

დიარეა, ყველა ხარისხის

  • 3
  • 5
  • 2
  • 4

ხარისხი 3

  • 8

0

  • 5
  • 3
  • უსაფრთხოების ანალიზის პოპულაცია

ღია, რანდომიზებულ, III ხარისხის კვლევაში, ML20650 ჩატარდა 154 პაციენტში, EGFR-გამააქტივებელი მუტაციების მქონე NSCLC პაციენტების პირველი რიგის მკურნალობის მიზნით ერლოტინიბის უსაფრთხოება შეფასდა 75 პაციენტში, აღნიშნულ პაციენტებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი სიგნალი არ განსაზღვრულა.

ML20650 კვლევაში ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით რეაქციებს წარმოადგენდა გამონაყარი და ფაღარათი (ხარისხი 80% და 57%, შესაბამისად), მათი უმეტესობა სიმძიმით 1/2 ხარისხისაა და არ საჭიროებენ დამატებით მკურნალობას. მე-3 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი გვხვდება ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტთა 9% და 4%-ში, შესაბამისად. მე-4 ხარისხის გამონაყარი ან დიარეა არ აღინიშნა. როგორც გამონაყარის, ასე დიარეის გამო პაციენტთა 1%-ში შეწყდა ერლოტინიბის მიღება. გამონაყარის და ფაღარათის გამო დოზის ცვლილება (შეწყვეტა ან შემცირება) აუცილებელი გახდა პაციენტთა 11% და 7%-ში, შესაბამისად.

პანკრეასის სიმსივნე (ერლოტინიბის მიღება გემციტაბინთან ერთად)

პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინი, PA3. საბაზისო კვლევაში ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციებს წარმოადგენდა დაღლილობა, გამონაყარი და ფაღარათი. ერლოტინიბი პლუს გემციტაბინის კვლევაში, 3/4 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი ნაჩვენები იქნა პაციენტების 5%-ში. გამონაყარისა და ფაღარათის გამწვავების საშუალო ხანგრძლივობა იყო 10 დღე და 15 დღე, შესაბამისად. გამონაყარმა და ფაღარათმა გამოიწვია დოზის შემცირება პაციენტების 2%-ში და კვლევის შეწყვეტა იმ პაციენტების 1%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბი პლუს გემციტაბინს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც BR.3 საბაზისო კვლევაში უფრო ხშირად (>3%) გამოვლინდა ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პლაცებო პლუს გემციტაბინის ჯგუფში და ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინის ჯგუფის პაციენტების მინიმუმ 10%-ში, შეჯამდა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის - ზოგადი ტოქსიკურობის კრიტერიუმის (NCI-CTC) ხარისხით მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3: ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები BR.3 კვლევაში (100 მგ კონტინგენტი)

ერლოტინიბი

N=259

პლაცებო

N=256

48

22

97

48

16

ინფექცია და ინვაზია

ინფექცია*

31

3

<1

24

6

<1

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

წონაში კლება

39

2

0

29

<1

0

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია

19

2

0

14

<1

0

ნერვული სისტემის დარღვევები

ნეიროპათია

თავის ტკივილი

13

15

1

<1

<1

1

10

10

<1

0

0

0

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის მხრივ დარღვევები

ხველა

16

0

0

11

0

0

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი**

სტომატიტი

დისპეფსია

მეტეორიზმი

48

22

17

13

5

<1

<1

0

<1

0

0

0

36

12

13

9

2

0

<1

<1

0

0

0

0

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი***

ალოპეცია

69

14

5

0

0

0

30

პირექსია

გადაღლილი

73

36

12

14

3

0

2

0

0

70

სხვა დაკვირვებები:

ერლოტინიბის უსაფრთხოების შეფასება ემყარება 1500-ზე მეტი პაციენტისგან მიღებულ მონაცემებს, რომელთაც გაიარეს მკურნალობა მინიმუმ 150 მგ ერლოტინიბით მონოთერაპიის სახით და 300-ზე მეტი პაციენტისგან, რომელთაც ჩაიტარეს მკურნალობა 100 ან 150 მგ ერლოტინიბით გემციტაბინთან კომბინაციაში.

შემდეგი გვერდითი რეაქციები ნაჩვენები იქნა იმ პაციენტებში, რომელთაც მიიღეს ერლოტინიბი ერთჯერადად და იმ პაციენტებში, რომელთაც მიიღეს ერლოტინიბი ქიმიოთერაპიის პარალელურად.

BR.21 და PA3 კვლევებიდან მიღებული ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია პირველ და მე-3 ცხრილებში, სხვა გვერდითი მოვლენები, მათ შორის სხვა კვლევებიდან მიღებული მონაცემები, ჯამდება მე-4 ცხრილში.

ცხრილი 5: გვერდითი რეაქციების შეჯამება სიხშირის კატეგორიის მიხედვით

ირგანიზმი

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე)

არც ისე ხშირი (>1/1,000-დან <1/100-მდე)

იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

დარღვევები თვალის მხრივ

კერატიტი;

კონიუქტივიტი1

წამწამების ანომალიური ცვლილება2

რქოვანას პერფორაცია;

რქოვანას დაწყლულება;

უვეიტი.

ეპისტაქსი

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ILD)3

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი7

სისხლდენა კუჭნაწლავში4, 7

კუჭნაწლავის პერფორაცია7

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ღვიძლის ფუნქციის ტესტირების შედეგად გამოვლენილი პათოლოგიები5

ღვიძლის დისფუნქცია6

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია

კანის სიმშრალე6

პარონიქია

ფოლიკულიტი;

აკნე / აკნეს ფორმის დერმატიტი;

კანის განშრევება

ჰირსუტიზმი;

წარბების სტრუქტურის ცვლილება;

მტვრევადი ფრჩხილები და ფრჩხილების აძრობა;

კანის მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა ჰიპერპიგმენტაცია.

პალმარ-პლანტარ-ერითრიდისეთეზის სინდრომი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი7

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა1

ნეფრიტი1

პროტეინურია1

1 PA.3 კლინიკურ კვლევაში;

2 ჩაზრდილი წამწამები, წამწამების გადაჭარბებული ზრდისა და გასქელების ჩათვლით;

3 ფატალური შემთხვევების ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ერლოტინიბს ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) ან სხვა პროგრესირებადი სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). შემთხვევების დიდი ალბათობა აღინიშნა პაციენტებში იაპონიაში (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

4 კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული იქნა პრეპარატის ვარფარინთან ერთდროულად მიღებისას, ხოლო ზოგიერთი - არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (NSAID) ერთობლივად მიღებისას (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

5 გაზრდილი ალანინის ამინოსტრანსფერაზის [ALT], ასპარტატის ამინოტრანსფერაზის [AST] და ბილირუბინის ჩათვლით. აღნიშნული ძალზედ ხშირია კლინიკურ კვლევაში PA.3 და ხშირია კლინიკურ კვლევაში BR.21. შემთხვევები ძირითადად ატარებდა მსუბუქიდან ზომიერ ხასიათს სიმძიმის მიხედვით, იყო გარდამავალი და დაკავშირებული იყო ღვიძლის მეტასტაზებთან.

6 ფატალური შემთხვევების ჩათვლით. დამაბნეველი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს წინასწარ არსებულ ღვიძლის დაავადებას ან პარალელურად ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების მიღება (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

7 ფატალური შემთხვევების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

რაიმე არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატების ურთიერთქმედება

პრეპარატების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

ერლოტინიბი და სხვა CYP სუბსტრატები

ერლოტინიბი არის CYP1A1-ის ძლიერი ინჰიბიტორი, CYP3A4-ისა და CYP2A8-ის ზომიერი ინჰიბიტორი, ასევე UGT1A1-ის მიერ in vitro გლუკურონიზაციის მძლავრი ინჰიბიტორი.

CYP1A1-ის მძლავრი ინჰიბიტორის ფიზიოლოგიური შესაბამისობა უცნობია, CYP1A1-ის ძალზედ შეზღუდული ექსპრესიით ადამიანურ ქსოვილებში.

ერლოტინიბის ციპროფლოქსაცინთან - ზომიერ CYP1A2 ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას, ერლოტინიბის ექსპოზიცია [AUC] მნიშვნელოვნად გაიზარდა 39%-ით, ხოლო Cmax-ის მხრივ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ჰქონია ადგილი. აღნიშნულის მსგავსად აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 60%-თა და 48%-ით AUC-სა Cmax-ის შემთხვევაში, შესაბამისად. აღნიშნული ზრდის კლინიკური შესაბამისობა არ დადგენილა. აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ციპროფლოქსაცინის ან ძლიერი CYP1A2-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, ფლუვოქსამინის) ერლოტინიბთან კომბინაციისას. ერლოტინიბთან დაკავშირებით გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ერლოტინიბის დოზა შესაძლებელია შემცირდეს.

ერლოტინიბით წინასწარმა მკურნალობამ ან პარალელურად მიღებამ არ შეცვალა პროტოტიპული CYP3A4-ის სუბსტრატების, მიდაზოლამისა და ერითრომიცინის კლირენსი, თუმცა შეამცირა მიდაზოლამის პერორალური ბიოშეღწევადობა 24%-მდე. სხვა კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ერლოტინიბი არ ახდენს გავლენას პარალელურად მიღებული CYP3A4/2C8 სუბსტრატის - პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე. შესაბამისად სხვა CYP3A4 სუბსტრატების კლირენსთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

გლუკურონიზაციის ინჰიბირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთქმედება ისეთ სხვა სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ UGT1A1 სუბსტრატებს და ექსკლუზიურად გამოიყოფა აღნიშნული გზით. პაციენტებს UGT1A1-ის დაბალი ექსპრესიის დონით ან გენეტიკური გლუკურონიზაციის დარღვევებით (მაგალითად, გილბერტის დაავადებით), შესაძლებელია აღენიშნოთ შრატში ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაციები და მკურნალობა სათანადო სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ.

ერლოტინიბი ადამიანებში მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის ციტოქრომების მეშვეობით, ძირითადად CYP3A4-ით, უფრო ნაკლებად - CYP1A2-ით. ღვიძლგარე მეტაბოლიზმი CYP3A4-ით ნაწლავებში, CYP1A1-ით - ფილტვებსა და CYP1B1-ით სიმსივნურ ქსოვლში პოტენციურად უწყობს ხელს ერლოტინიბის მეტაბოლურ კლირენსს. შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი ურთიერთქმედება იმ აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც მეტაბოლიზდება ფერმენტების მიერ ან წარმოადგენენ აღნიშნული ფერმენტების ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინჰიბიტორები ამცირებს ერლოტინიბის მეტაბოლიზმს და ზრდის პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციებს. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბის კეტოკონაზოლთან - პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორთან ერთად მიღებამ (200 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ, ხუთი დღის განმავლობაში) გამოიწვია ერლოტინიბის ექსპოზიციის ზრდა (AUC – 86% და Cmax – 69%). აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა, როდესაც ადგილი აქვს ერლოტინიბის კომბინაციას პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორთან, მაგალითად, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ანუ კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან, ვორიკონაზოლთან), პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ერითრომიცინსა თუ კლარითრომოცინთან. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ერლოტინიბის დოზის შემცირება, განსაკუთრებით ტოქსიკურობის შემთხვევის გამოვლენისას.

CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინდუქტორები ზრდიან ერლოტინიბის მეტაბოლიზმს და მნიშვნელოვნად ამცირებენ ერლოტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბისა და რიფამპიცინის, CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის ერთდროულად მიღებამ (600 მგ პერორალურად დღეში ერთჯერ, 7 დღის მანძილზე) გამოიწვია ერლოტინიბის საშუალო AUC 69%-ით შემცირება. რიფამპიცინის მიღებამ ერლოტინიბის 450 მგ ერთჯერად დოზასთან ერთად გამოიწვია ერლოტინიბის საშუალო ექსპოზიცია (AUC) 57.5%-ის ოდენობით, 150 მგ ერლოტინიბის მიღების შემდგომ რიფამპიცინით მკურნალობის ჩაუტარებლობისას. ერტინობის მიღება CYP3A4 ინდუქტორებთან შესაბამისად თავიდან უნდა იქნას აცილებული. იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულად მკურნალობას ერტინობითა და CYP3A4 ძლიერი ინდუქტორით, როგორიცაა რიფამპიცინი, დოზის გარდა 300 მგ-მდე უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ამავდროულად მათი უსაფრთხოება (თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და შრატში ელექტროლიტების დონე) უნდა დაექვემდებაროს სათანადო მონიტორინგს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კარგად აიტანება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული დოზის შემდგომი ზრდა 450 მგ-მდე, უსაფრთხოების სათანადოდ მონიტორინგის თანხლებით. დაქვეითებულმა ექსპოზიციამ ასევე შესაძლებელია თავი იჩინოს სხვა ინდუქტორების, მაგალითად, ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ბარბიტურატების ან კრაზანას (St. John’s Wort, იგივე hypericum perforatum) შემთხვევაში. აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა, როდესაც აღნიშნული აქტიური ნივთიერებები კომბინირებულია ერლოტინიბთან. შესაძლებლობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ალტერნატიული მკურნალობა, სადაც არ იქნება წარმოდგენილი CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინდუქტორი.

ერლოტინიბი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები

ნორმალიზაციის საერთაშორისო ინდექსის - International Normalised Ratio (INR) მომატება და სისხლდენის ეპიზოდები, ზოგ შემთხვევაში ფატალურიც კი, დაფიქსირდა ერლოტინიბისა და კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტების, მათ შორის ვარფარინის ერთდროული მიღებისას. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებს, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ პროთრომბინის დროის ან INR-ის ცვლილებებზე მონიტორინგი.

ერლოტინიბი და სტატინები

ერლოტინიბის კომბინირება სტატინებთან ზრდის სტატინებით ინდუცირებული მიოპათიის განვითარების რისკს, რაბდომიოლიზის ჩათვლით, რომელიც იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.

ერლოტინიბი და მწეველები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევის შედეგებმა აჩვენა 2.8-ჯერ, 1.5-ჯერ და 9-ჯერ შემცირებული AUCinf, Cmax და პლაზმური კონცენტრაციები მწეველი პაციენტების მიერ ერლოტინიბის მიღებიდან 24 საათში, არამწეველებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). შესაბამისად, ჯერ კიდევ მწეველ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მოწევა შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერტინობით მკურნალობის დაწყებამდე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები. ექსპოზიციის დაქვეითების კლინიკური ეფექტი არ შეფასებულა ფორმალურად, თუმცა სავარაუდოდ კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ერლოტინიბი და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები

ერლოტინიბი არის P-გლიკოპროტეინის აქტიური ნივთიერების ტრანსპორტერის სუბტრატი. P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, მაგალითად, ციკლოსპორინსა და ვერაპამილთან ერთდროულად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცვლილებები ერლოტინიბის განაწილებისა და/ან გამოყოფის მხრივ. ამ ურთიერთქმედების შედეგები, მაგალითად, CNS ტოქსიკურობა არ დადგენილა. ამგვარ სიტუაციებში აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა.

ერლოტინიბი და pH-ის დონის შემცვლელი სამედიცინო პროდუქტები

ერლოტინიბი ხასიათდება ხსნადობის შემცირებით 5-ზე მეტ pH-ს დონეზე. პრეპარატებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის pH-ს ცვლიან, შეუძლიათ შეცვალონ ერლოტინიბის ხსნადობა და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობაც. ერლოტინიბის მიღება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან - ომეპრაზოლთან ერთად, ამცირებს ერლოტინიბის ექსპოზიციას [AUC] და მაქსიმალურ კონცენტრაციას [Cmax] 46%-თა და 61%-ით, შესაბამისად. Tmax-თან ან ნახევრად გამოყოფის პერიოდთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება არ აღინიშნა. ერლოტინიბის მიღება H2-რეცეპტორების ანტაგონისტთან - 300 მგ რანიტიდინთან ერთად, ამცირებს ერლოტინიბის ექსპოზიციას [AUC] და მაქსიმალურ კონცენტრაციებს [Cmax] 33%-ითა და 54%-ით, შესაბამისად. ასეთ პრეპარატებთან მიღებული ერლოტინიბის დოზის მომატება არ ახდენს ექსპოზიციის შემცირების კომპენსირებას. თუმცა, თუ 150 მგ ერლოტინიბის მიღება რანიტიდინის დანაწევრებულ მიღებამდე ხდება 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 10 საათის შემდეგ დღეში ორჯერ, ერლოტინიბის ექსპოზიცია [AUC] და მაქსიმალური კონცენტრაციები [Cmax] მცირდება მხოლოდ 15%-ითა და 17%-ით, შესაბამისად. ერლოტინიბის აბსორბციაზე ანტაციდების ზემოქმედება ჯერ არ არის შესწავლილი, თუმცა აბსორბცია შესაძლებელია დაირღვეს, რაც გამოიწვევს პლაზმის დონის დაქვეითებას. ჯამში, ერლოტინიბის კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან თავიდან უნდა იქნას აცილებული. იმ შემთხვევაში, თუ ერტინობით მკურნალობისას პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ანტაციდები, ისინი უნდა მიეცეს ერტინობის სადღეღამისო დოზის მიღებამდე 4 საათით ადრე ან ერტინობის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. რანიტიდის მიღების განხილვისას, მისი მიღება უნდა მოხდეს დანაწევრებული სახით; ანუ ერტინობის მიღება უნდა მოხდეს რანიტიდინის დოზის მიღებამდე 2 საათით ადრე ან რანიტიდინის დოზის მიღებიდან 10 საათის შემდეგ.

ერლოტინიბი და გემციტაბინი

IB ფაზის კვლევაში, გემციტაბინს არ მოუხდენია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკაზე და არც ერლოტინიბს მოუხდენია მნიშვნელოვანი ეფექტი გემციტაბინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ერლოტინიბი და კარბოპლატინი/პაკლიტაქსელი

ერლოტინიბი ზრდის პლატინის კონცენტრაციებს. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბის ერთდროულად მიღებამ კარბოპლატინთან და პაკლიტაქსელთან გამოიწვია პლატინის სრული AUCo-48 გაზრდა 10.6%-ით. მიუხედავად მისი სტატისტიკური მნიშვნელობისა, აღნიშნული სხვაობა არ ჩაითვალა კლინიკურად მნიშვნელოვნად. კლინიკურ პრაქტიკაში შესაძლებელია არსებობდეს სხვა თანაფაქტორებიც, რაც იწვევს ფაზრდილ ექსპოზიციას კარბოპლატინზე, როგორიცაა თირკმლის დისფუნქცია. კარბოპლატინს ან პაკლიტაქსელს არ მოუხდენია რაიმე მნიშნელოვანი ეფექტი ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკაზე.

ერლოტინიბი …

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ერლოტინიბის ერთჯერადი პერორალური დოზა 1000 მგ-მდე ჯანმრთელ პირებში და 1600 მგ-მდე კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ითვლება ასატანად. ჯანმრთელ პირებში 200 მგ ერლოტინიბის დღეში ორჯერ მიღება, რამოდენიმე დღის შემდეგ უკვე ძნელად ასატანი გახდა. აღნიშნული კვლევებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მძიმე არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ფაღარათი, გამონაყარი და ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შესაძლო მომატება, შეიძლება აღმოცენდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებისას.

მართვა

თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მიწოდება:

ერტინობი 100 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი; 2 ბლისტერი და 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ერტინობი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი; 2 ბლისტერი და 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზმური საშუალება, პროტეინკინაზას ინჰიბიტორი, ათქ კოდი: L01XE03

მოქმედების მექანიზმი:

ერლოტინიბი არის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების / ტიპი 1 ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (EGFR, აგრეთვე ცნობილი, როგორც HER1) თიროზინკინაზას ინიჰიბიტორი. ერლოტინიბი ძლიერად ბლოკავს EGFR უჯრედშიდა ფოსფოლირებას. EGFR წარმოდგენილია როგორც ნორმალური უჯრედების, ასევე კიბოს უჯრედების ზედაპირზე. არაკლინიკურ მოდელებში, EGFR ფოსფოტიროზინის ინჰიბირება იწვევს უჯრედთა სტაზს და/ან დაღუპვას.

EGFR მუტაციებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ანტიაპოპტოზური და პროლიფერაციული სიგნალის გზების კონსტრუქციული აქტივაცია. ერლოტინიბის მძლავრი ეფექტურობა აღნიშნულ EGFR მუტაციის მიმართ პოზიტიურ სიმსივნეებში EGFR არაპირდაპირი სიგნალის ბლოკირებისას გამოწვეულია ერლოტინიბის მჭიდროდ შეკავშირებით ATP-შეკავშირების ადგილთან EGFR-ს მუტაციური კინაზას რგოლში. გამავალი სიგნალის ბლოკირების მიზეზით, უჯრედების პროლიფერაცია შეჩერდება და უჯრედის კვდომა ხდება შიდა აპოპტოზური გზით. სიმსივნის რეგრესია დაფიქსირდა თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, რაც ითვალისწინებდა აღნიშნული EGFR-გამააქტივებელი მუტაციების იძულებით ექსპრესიას.

კლინიკური ეფექტურობა

  • პირველი რიგის ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მკურნალობა EGFR-გამააქტივებელი მუტაციების მქონე პაციენტებში (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

ერლოტინიბის ეფექტურობა ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში EGFR-გამააქტივებელი მუტაციების მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისას ნაჩვენები იქნა III ფაზის, რანდომიზებულ, ღია კვლევაში (ML20650, EURTAC). ეს კვლევა ჩატარდა კავკასიური რასის პაციენტებში, მეტასტაზური ან ადგილობრივად პროგრესირებადი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი (სტადია IIIB და IV), რომელთაც მანამდე არ მიუღიათ არც ქიმიოთერაპია ან არც სხვა სისტემური კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა პროგრესირებადი სიმსივნის გამო და რომელთაც ჰქონდათ მუტაციები EGFR-ის თიროზინკინაზას რგოლში (ექსონი 19-ის დელეცია ან ექსონი 21-ის მუტაცია). პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1, ერლოტინიბის მისაღებად დოზით 150 მგ დღეში ან 4 ციკლამდე პლატინაზე-დაფუძნებული დუბლეტ ქიმიოთერაპიისათვის. პირველადი სამიზნე იყო მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია მე-5 ცხრილში.

სურათი 1: ML20650 (EURTAC) კვლევაში მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) კაპლან-მაიერის მრუდი (2012 წლის აპრილი)

სურათი 1. ერლოტინიბის და ქიმიოთერაპიის ეფექტურობის შედარება კვლევაში ML20650 (EURTAC)

ერლოტინიბი

ქიმიოთერაპია

რისკის თანაფარდობა (95% CI)

p-მნიშვნელობა

წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზი (35% OS სიმწიფე) (n=153)

თარიღი: აგვისტო, 2010

n=77

n=76

პირველადი სამიზნე: პროგრესირების გარეშე გადარჩენა

(PFS, საშუალო, თვეებში)*

მკვლევარის შეფასება**

დამოუკიდებელი განხილვა**

  • 4
  • 4
  • 2
  • 4
  • 42

[0.27-0.64]

  • 47

[0.27-0.78]

p<0.0001

p=0.003

საუკეთესო საერთო პასუხის დონე (CR/PR)

  • 5%
  • 5%

p<0.0001

საერთო გადარჩენადობა (OS) (თვეები)

  • 9
  • 8
  • 80

[0.47-1.37]

p=0.4170

განმარტებითი ანალიზი

(40% OS სიმწიფე) (n=173)

თარიღი: იანვარი, 2011 წ.

n-86

m-87

(PFS, საშუალო, თვეებში)*

მკვლევარის შეფასება**

  • 7
  • 2
  • 37

[0.27-0.54]

p<0.0001

საუკეთესო საერთო პასუხის დონე (CR/PR)

  • 1%
  • 9%

p<0.0001

საერთო გადარჩენადობა (OS) (თვეები)

  • 3
  • 5
  • 04

[0.65-1.68]

p=0.8702

განახლებული ანალიზი (62% OS სიმწიფე) (n=173)

თარიღი: აპრილი, 2012 წ.

n=86

n=87

PFS (საშუალოდ თვეებში)

  • 4
  • 1
  • 34

[0.23-0.49]

p<0.0001

OS*** (თვეები)

  • 9
  • 8
  • 93

[0.64-1.36]

p=0.7149

CR=სრული პასუხი; PR=ნაწილობრივი პასუხი

  • დაავადების პროგრესირების და სიკვდილის რისკის 58% -ით შემცირება.
  • * მკვლევარისა და IRC შეფასებებს შორის დამთხვევის საერთო დონე იყო 70%.
  • ** დაფიქსირდა ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლის მაღალი მაჩვენებელი, პაციენტთა 82% ქიმიოთერაპიის ჯგუფში გადიოდა შემდგომ თერაპიას EGFR თიროზინკინაზას ინჰიბიტორით და ყველა, გარდა 2 პაციენტისა, შემდგომში მკურნალობდა ერლოტინიბით.
  • ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) შემანარჩუნებელი მკურნალობა პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

ერლოტინიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება, როგორც ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მიზეზით შემანარჩუნებელი მკურნალობის პირველი რიგის ქიმიოთერაპია, შესწავლილი იქნა რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ, ორმაგად-ბრმა კვლევაში (BO18192, SATURN). ამ კვლევაში მონაწილეობდა 889 პაციენტი ლოკალურად პროგრესირებადი და მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოთი, რომელთა დაავადების აქტივობა არ პროგრესირებდა პლატინა-დაფუძნებული დუბლეტ ქიმიოთერაპიის 4 ციკლის შემდეგ. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1, 150 მგ ერლოტინიბის ან პლაცებოს დღეში ერთჯერ, პერორალურად მისაღებად დაავადების პროგრესირებამდე. კვლევის პირველადი სამიზნე იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) ყველა პაციენტში. საწყისი დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები ერთნაირი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში. პაციენტები ECOG PS >1 სტატუსით, ღვიძლის ან თირკმლის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებით, კლინიკურ კვლევაში ჩართული არ ყოფილან.

მოცემულ კვლევაში, საერთო პოპულაციამ აჩვენა დადებითი შედეგი პირველადი სამიზნის - პროგრესირების გარეშე გადარჩენის, თვალსაზრისით (PFS; HR=0.71 p<0.0001) ასევე მეორადი სამიზნის - საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით (OS; HR=0.81 p=0.0088). ყველაზე მეტი სარგებელი ნანახი იქნა EGFR-გამააქტივებელი მუტაციების მქონე პაციენტების (n=49) წინასწარ განსაზღვრული ანალიზისას და აღნიშნული დაკავშირებული იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან (HR=0.10, 95% CI, 0.04 - 0.25; p<0.0001), ხოლო საერთო გადაჩენადობის რისკის თანაფარდობა იყო 0.83 (95% Cl. 0.34 - 2.02). 67% პაციენტი პლაცებოს ჯგუფში, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ დადებითი EGFR მუტაციის ქვეჯგუფს, გადიოდნენ მეორე ან შემდეგი ხაზის მკურნალობას EGFR-TKIs-ით.

BO25460 (IUNO) კვლევა ჩატარდა 643 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც აღენიშნებოდათ პროგრესირებადი ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC), EGFR-გამააქტივებელი მუტაციის გარეშე (ექსონი 19-ის დელეცია ან ექსონი 21-ის L858R მუტაცია) და რომლებსაც არ აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება პლატინა-დაფუძნებული ქიმიოთერაპიის ოთხი ციკლის შემდეგ.

ამ კვლევის მიზანი იყო შეედარებინა საერთო გადარჩენადობა ერლოტინიბით პირველი რიგის შემანარჩუნებელი თერაპიისა და ერლოტინიბის მიღებისას მხოლოდ დაავადების პროგრესირების შემთხვევაში. აღნიშნულმა კვლევამ თავისი პირველადი სამიზნე ვერ დააკმაყოფილა. OS ერლოტინიბით პირველი რიგის შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში არ აღმოჩნდა უკეთესი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ერლოტინიბის მიღება ხდებოდა მეორე რიგის მკურნალობის სახით, პაციენტებში სიმსივნით EGFR-გამააქტივებელი მუტაციის გარეშე (HR=1.02, 95% CI, 0.85-1.22, p=0.82). მეორადი სამიზნე - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) - არ განსხვავდებოდა ერლოტინიბით შემანარჩუნებელი მკურნალობისა და პლაცებოს ჯგუფებს (HR=0.94, 95% CI, 0.80 - 1.11; p=0.48) შორის.

BO25460 (IUNO) კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ერლოტინიბის მიღება არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალება პაციენტებში სიმსივნით EGFR-გამააქტივებელი მუტაციის გარეშე.

  • ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მკურნალობა მინიმუმ ერთი წინა ქიმიოთერაპიის ციკლის წარუმატებლობის შემთხვევაში (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

ერლოტინიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება, როგორც მეორე/მესამე რიგის ქიმიოთერაპია, შესწავლილი იქნა რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში (BR.21), ლოკალურად პროგრესირებადი ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე 731 პაციენტში, მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიის კურსის წარუმატებლობის შემდეგ. პაციენტები რანდომიზებულ იქნენ 2:1, რათა მიეღოთ 150 მგ ერლოტინიბი ან პლაცებო დღეში ერთჯერ, პერორალურად. კვლევის საბოლოო მიზანი იყო საერთო გადარჩენადობა, პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რეაგირების დრო, რეაგირების ხანგრძლივობა, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომების (ხველა, ქოშინი და ტკივილი) გაუარესების დრო და უსაფრთხოება. კვლევის საბოლოო მიზანი იყო გადარჩენა.

დემოგრაფიული მახასიათებლები ერთნაირი იყო საკვლევი მკურნალობის ორივე ჯგუფში. პაციენტების დაახლოებით ორი-მესამედი იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო დაახლოებით ერთ-მესამედს ჰქონდა საბაზისო ECOG სტატუსი - 2, ხოლო 9%-ს ჰქონდა საბაზისო ECOG PS სტატუსი - 3. ერლოტინიბზე მყოფი პაციენტების 93%-სა და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 92%-ს ჰქონდა მიღებული პლატინა-დაფუძნებული რეჟიმი, ხოლო ყველა პაციენტის 36%-სა და 37%-ს შესაბამისად, ჰქონდა მიღებული ტაქსანები.

გარდაცვალებასთან დაკავშირებული დაზუსტებული რისკის თანაფარდობა ერლოტინიბის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით იყო 0.73% (95% CI, 0.60-0.87) (p=0.001). მე-12 თვეში გადარჩენილი პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი იყო 31.2% ერლოტინიბის შემთხვევაში და 21.5% - პლაცებოს ჯგუფების შემთხვევაში. საშუალო საერთო გადარჩენადობა იყო 6.7 თვე (95% CI, 5.5 - 7.8 თვე) ერლოტინიბის შემთხვევაში, ხოლო 4.7 თვე (95% CI, 4.1 - 6.3 თვე) პლაცებოს შემთხვევაში.

საერთო გადარჩენადობის ეფექტი შესწავლილ იქნა პაციენტთა სხვადასხვა ქვეჯგუფებში. ერლოტინიბის ეფექტი საერთო გადარჩენადობაზე მსგავსი იყო 2-3 საბაზისო ეფექტურობის სტატუსის (ECOG) მქონე პაციენტებში (HR=0.77, 95% CI 0.6-1.0) ან 0-1 (HR=0.73, 95% CI 0.6-0.9), მამრობითი (HR=0.76, 95% CI 0.6-0.9) ან მდედრობითი სქესის პაციენტებში (HR=0.80, 95% CI 0.6-1.1), <65 წლის ასაკის პაციენტებში (HR=0.75, 95% CI 0.6-0.9) ან ხანდაზმულ პაციენტებში (HR=0.79, 95% CI 0.6-1.0), ანამნეზში ერთი რეჟიმის მქონე პაციენტებში (HR=0.76, 95% CI 0.6-1.0) ან ანამნეზში ერთზე მეტი რეჟიმის მქონე პაციენტებში (HR=0.75, 95% CI 0.6-1.0), კავკასიური რასის (HR=0.79, 95% CI 0.6-1.0) ან აზიური რასის პაციენტებში (HR=0.61, 95% CI 0.4-1.0), ადენოკარცინომით დაავადებულ (HR=0.71, 95% CI 0.6-0.9) ან ეპიდერმოიდული კარცინომით დაავადებულ პაციენტებში (HR=0.67, 95% CI 0.5-0.9), თუმცა არა სხვა ჰისტოლოგიების მქონე პაციენტებში (HR=1.04, 95% CI 0.7-1.5), დიაგნოსტირებისას დაავადების IV სტადიის მქონე პაციენტებში (HR=0.92, 95% CI 0.7-1.2) ან დიაგნოსტირებისას დაავადების <IV სტადიის მქონე პაციენტებში (HR=0.65, 95% CI 0.5-0.8). იმ პაციენტებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, აღენიშნათ უფრო მეტი სარგებელი ერლოტინიბის მიღებისას (გადარჩენის HR=0.42, 95% CI 0.28-0.64), მიმდინარე ან ყოფილ მწეველებთან შედარებით (HR=0.87, 95% CI 0.71-1.05).

ცნობილი EGFR-ექსპრესიის სტატუსის მქონე პაციენტების 45%-ში, რისკის თანაფარდობა იყო 0.68 (95% CI 0.49-0.94) EGFR-დადებითი სიმსივნის მქონე პაციენტებში და 0.93 (95% CI 0.63-1.36) EGFR-უარყოფითი სიმსივნის მქონე პაციენტებში (განისაზღვრა IHC-ით EGFR pharmDx კომპლექტის გამოყენებით, ხოლო EGFR-უარყოფითი განისაზღვრება, როგორც 10%-ზე ნაკლები სიმსივნური უჯრედების კონტრასტირებით). უცნობი EGFR-ექსპრესიის სტატუსის მქონე პაციენტების დარჩენილ 55%-ში, რისკის თანაფარდობა იყო 0.77 (95% CI 0.61-0.98).

საშუალო საერთო გადარჩენადობა იყო 9.7 კვირა (95% CI, 8.4 – 12.4 კვირა) ერლოტინიბის შემთხვევაში, ხოლო 8.0 კვირა (95% CI, 7.9 – 8.1 კვირა) პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში.

სამიზნე რეაგირების კოეფიციენტი RECIST კვლევით ერლოტინიბის ჯგუფში იყო 8.9% (95% CI, 6.4 – 12.0).

პირველი 330 პაციენტი შეფასდა ცენტრალურად (რეაგირების კოეფიციენტი - 6.2%); ხოლო 401 პაციენტი შეფასდა მკვლევარის მიერ (რეაგირების კოეფიციენტი - 11.2%).

რეაგირების საშუალო ხანგრძლივობა იყო 34.3 კვირა და მერყეობდა 9.7 კვირიდან 57.6 კვირამდე. იმ პაციენტების თანაფარდობა, რომელთაც აღენიშნათ სრული რეაგირება, ნაწილობრივი რეაგირება ან სტაბილური დაავადება, იყო 44.0% ერლოტინიბის შემთხვევაში და 27.5% - პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში, შესაბამისად (p=0.004).

გადარჩენადობის თვალსაზრისით ერლოტინიბის სარგებელი აგრეთვე აღინიშნა იმ პაციენტებში, რომელთაც ვერ მიაღწიეს სიმსივნის ობიექტურ რეაგირებას (RECIST კვლევით). აღნიშნული დადასტურდა 0.82 გარდაცვალების რისკის თანაფარდობით (95% CI, 0.68-0.99) იმ პაციენტებს შორის, რომელთა საუკეთესო რეაგირება იყო სტაბილური გარდაცვალება ან პროგრესირებადი დაავადება.

ერლოტინიბის მიღების შედეგად აღინიშნა სიმპტომების თვალსაზრისით სარგებელი მნიშვნელოვნად პროგრესირებადი დროით ხველის, ქოშინისა და ტკივილის გაუარესებაზე, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

  • პანკრეასის სიმსივნე (PA.3 კვლევაში ერლოტინიბი მიღებულია გემციტაბინთან ერთად): ერლოტინიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება გემციტაბინთან კომბინაციაში, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებოთი კონტროლირბად კვლევაში ლოკალურად პროგრესირებადი, არარეზექციული ან მეტასტაზური პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტებში. პაციენტები იქნენ რანდომიზებულნი, რათა მიეღოთ ერლოტინიბი ან პლაცებო დღეში ერთხელ უწყვეტად პლუს გემციტაბინი IV (100 მგ/მ2, ციკლი 1 - დღეები 1, 8, 15, 22, 29, 39 და 43 8-კვირიან ციკლში; ციკლი 2 და შემდგომი ციკლები - დღეები 1, 8 და 15 4-კვირიან ციკლში [დამტკიცებული დოზა და განრიგი პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაში, იხილეთ გემციტაბინის ბროშურა]). ერლოტინიბი ან პლაცებო მიღებულ იქნა პერორალურად, დღეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელ ტოქსიკურობამდე. კვლევის საბოლოო მიზანი იყო საერთო გადარჩენადობა.

პაციენტების საწყისი დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები ერთნაირი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში, 100 მგ ერლოტინიბი პლუს გემციტაბინი ან პლაცებო პლუს გემციტაბინი, გარდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ოდნავ მეტი პროპორციისა ერლოტინიბი/გემციტაბინის კვლევაში, პლაცებო/გემციტაბინის კვლევასთან შედარებით:

საბაზისო

ერლოტინიბი

პლაცებო

მდედრობითი სქესის წარმომადგენლები

51%

44%

საბაზისო (ECOG) ეფექტურობის სტატუსი (PS) = 0

31%

32%

საბაზისო (ECOG) ეფექტურობის სტატუსი (PS) = 1

51%

51%

საბაზისო (ECOG) ეფექტურობის სტატუსი (PS) = 2

17%

17%

მეტასტაზური დაავადება ბაზისში

77%

76%

გადარჩენადობა შეფასდა მკურნალობის სურვილის მქონე მოსახლეობაში მკურნალობის შემდგომი დაკვირვების დროს გადარჩენადობის მონაცემების საფუძველზე. შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში (შედეგები მეტასტაზური და ადგილობრივად პროგრესირებადი პაციენტების შემთხვევაში მიიღება განმარტებითი ქვეჯგუფის ანალიზიდან).

შედეგი

ერლოტინიბი (თვეები)

პლაცებო (თვეები)

Δ

(თვეები)

Δ-ს CI

HR

HR-ს CI

P-მნიშვნელობა

საერთო პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 4
  • 0
  • 41
  • 0.54-1.64
  • 82
  • 69-0.98
  • 028

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 8
  • 6
  • 16
  • 0.05-2.34

მეტასტაზური პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 9
  • 1
  • 87
  • 0.26-1.59
  • 80
  • 66-0.98
  • 029

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 1
  • 7
  • 43
  • 17-2.66

ადგილობრივად გაზრდილი პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 5
  • 2
  • 36
  • 2.43-2.96
  • 93
  • 65-1.35
  • 713

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 7
  • 5
  • 19
  • 2.43-2.69

შემთხვევის შემდგომ ანალიზში, საბაზისო დონეზე სასარგებლო კლინიკური სტატუსის მქონე პაციენტებს (დაბალი ინტენსივობის ტკივილი, კარგი ცხოვრების ხარისხი და კარგი PS) შეუძლიათ მიიღონ მეტი სარგებელი ერლოტინიბიდან. სარგებელი ძირითადად გამოიხატება დაბალი ინტენსივობის ტკივილის არსებობით.

შემთხვევის შემდგომ ანალიზში, ერლოტინიბზე მყოფ პაციენტებს, რომელთაც განუვითარდათ გამონაყარი, აღენიშნათ უფრო ხანგრძლივი საერთო გადარჩენადობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც არ განუვითარდათ გამონაყარი (საშუალი OS – 7.2 თვე vs 5 თვე, HR: 0.61).

ერლოტინიბზე მყოფი პაციენტების 90%-ს განუვითარდათ გამონაყარი პირველი 44 დღის გაბნმავლობაში. გამონაყარის საშუალო ხანგრძლივობა იყო 10 დღე.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპული წამლის სააგენტომ უარყო პედიატრიული პოპულაციის ყველა სუბიექტში ერლოტინიბით კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოსა და პანკრეასის სიმსივნის ჩვენებებში (იხილეთ პუნქტი „პოზოლოგია და მიღების მეთოდი ბავშვებში გამოყენების თაობაზე ინფორმაციისთვის“).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები:

აბსორბცია (შთანთქმა):

ერლოტინიბის პერორალურად მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში ერლოტინიბის პიკური დონე მიიღწევა დაახლოებით 4 საათში პერორალური დოზირების შემდგომ. ნორმალურ, ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევის შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა განისაზღვრა 59%-ით. პერორალური დოზის მიღების შემდგომ პრეპარატის ექსპოზიცია იზრდება საკვებით.

განაწილება:

ერლოტინიბის განაწილების საშუალო მოცულობაა 232 l და ნაწილდება ადამიანთა სიმსივნურ უჯრედებში. 4 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში (აქედან 3 - ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი [NSCLC] და 1 - ხორხის კიბოთი) პაციენტები ღებულობდნენ 150 მგ ერლოტინიბს ყოველდღიურად, პერორალურად, მკურნალობის მე-9 დღეს ქიურურგიული ჩარევით ამოკვეთილმა სიმსივნის სინჯებმა გამოავლინა ერლოტინიბის სიმსივნური კონცენტრაციები, რაც საშუალოდ შეადგენდა ქსოვილის 1185 ნგ/გ-ს. აღნიშნული შეესაბამება მყარ მდგომარეობაში შესწავლილი სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციების საშუალოდ საერთო 63%-ს (5-161%). პირველადი აქტიური მეტაბოლიტები წარმოდგენილი იქნა სიმსივნეში საშუალოდ 160 ნგ/გ ქსოვილის კონცენტრაციებზე, რაც შეესაბამება მყარ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციების საშუალოდ საერთო 113%-ს (88-130%). ერლოტინიბი დაახლოებით 95%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ერლოტინიბი უკავშირდება შრატის ალბუმინს და α-1-მჟავის გლიკოპროტეინს (AAG).

ბიოტრანსფორმაცია:

ერლოტინიბი ადამიანებში მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის ციტოქრომების მეშვეობით, ძირითადად CYP3A4-ით, უფრო ნაკლებად CYP1A2-ით. ღვიძლგარე მეტაბოლიზმი CYP3A4-ით ნაწლავებში, CYP1A1-ით - ფილტვებსა და 1B1-ით სიმსივნურ ქსოვილში პოტენციურად უწყობს ხელს ერლოტინიბის მეტაბოლურ კლირენსს.

იდენტიფიცირებულია მეტაბოლიზმის სამი ძირითადი გზა: 1) O-დემეთილირება ჯაჭვის ერთ-ერთი ან ორივე მხარის, რასაც მოსდევს ოქსიდაცია კარბოქსილის მჟავამდე; 2) აცეტილენის კომპონენტის ოქსიდაცია, რასაც მოსდევს ჰიდროლიზი არილკარბონმჟავამდე; 3) ფენილ-აცეტილენის კომპონენტის არომატული ჰიდროქსილირება. ერლოტინიბის ძირითადი მეტაბოლიტები OSI-420 და OSI-413, რომლებიც წარმოიქმნება ჯაჭვის ერთ-ერთი მხრის O-დემეთილირებით, ხასიათდებიან ერლოტინიბის მსგავსი ეფექტურობით არა-კლინიკურ in vitro კვლევებში და სიმსივნის in vivo მოდელებში. მათი დონე პლაზმაში ერლოტინიბის დონის <10% შეადგენს, ხოლო მათი ფარმაკოკინეტიკა ერლოტინიბის მსგავსია.

გამოყოფა:

ერლოტინიბი გამოიყოფა განავალში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით (>90%), პერორალურად მიღებული დოზის მხოლოდ მცირე ოდენობა გამოიყოფა თირკმლის მეშვეობით (დაახლოებით 9%). პერორალურად მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა საწყის ნივთიერებასთან ერთად. 591 პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბს, ჩატარებული პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა 4.47 ლ/სთ საშუალო აშკარა კლირენსი 36.2 საათიანი ნახევარ გამოყოფის პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყარ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დონის დადგენა სავარაუდოდ მოსალოდნელია დაახლოებით 7-8 დღეში.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში:

მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, არავითარი კლინიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ აღინიშნა აშკარა კლირენსაა და პაციენტის ასაკს, სხეულის წონას, სქესს და ეთნიკურ კუთვნილებას შორის. პაციენტის ფაქტორი, რომელიც უკავშირდებოდა ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკას, წარმოადგენდა შრატში სრულ ბილირუბინს, α-1-მჟავის გლიკოპროტეინს (AAG) და მიმდინარე მწეველობას. შრატში საერთო ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაციები და α-1-მჟავის გლიკოპროტეინის (AAG) კონცენტრაციები დაკავშირებული იყო ერლოტინიბის შემცირებულ კლირენსთან. აღნიშნული სხვაობის კლინიკური შესაბამისობა უცნობია. თუმცა მწეველებში აღინიშნა ერლოტინიბის კლირენსის გაზრდილი მაჩვენებელი. აღნიშნული დადასტურდა არა-მწეველ და ამჟამად სიგარეტის მწეველ ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომლებიც ღებულობდნენ 150 მგ ერლოტინიბის ერთ დოზას პერორალურად. მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) გეომეტრიული საშუალი იყო 1056 ნგ/მლ არამწეველ პაციენტებში და 689 ნგ/მლ - მწეველებში, რა შემთხვევაშიც მწეველების საშუალო თანაფარდობა არამწეველებთან იყო 65.2% (95% CI: 44.3-95.9, p=0.031). AUC0-inf გეომეტრიული საშუალი იყო 18726 ნგ*სთ/მლ არამწეველ პაციენტებში და 6718 ნგ*სთ/მლ - მწეველებში, რა შემთხვევაშიც საშუალო თანაფარდობა იყო 35.9% (95% CI: 23.7-54.3, p=0.0001). C24h გეომეტრიული საშუალი იყო 288 ნგ/მლ არამწეველ პაციენტებში და 34.8 ნგ/მლ - მწეველებში, რა შემთხვევაშიც საშუალო თანაფარდობა იყო 12.1% (95% CI: 4.82-30.2, p=0.0001).

III სტადიის NSCLC საბაზისო კვლევაში, მიმდინარე მწეველებმა მიაღწიეს ერლოტინიბის მყარ მდგომარეობაში უმდაბლეს პლაზმურ კონცენტრაციას - 0.65 μg/მლ (n=16), რაც დაახლოებით 12-ჯერ ნაკლები იყო ყოფილი მწეველების ან იმ პაციენტების მონაცემებთან, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ (1.28 μg/მლ, n=108). აღნიშნულ ეფექტს თან ახლდა ერლოტინიბის პლაზმური კლირენსის 24%-იანი აშკარა ზრდა. I სტადიის დოზის ესკალაციის კვლევაში NSCLC მქონე, ამჟამად მწეველ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა მყარ მდგომარეობაში გამოავლინა დოზის პროპორციული ზრდა ერლოტინიბის მიღებისას, როდესაც ერლოტინიბის დოზა გაიზარდა 150 მგ-დან მაქსიმალურ დოზამდე - 300 მგ-მდე. მყარ მდგომარეობაში უმდაბლესი პლაზმური კონცენტრაცია 30 მგ დოზაზე მიმდინარე მწეველებში აღნიშნულ კვლევაში შეადგენდა 1.22 μg/მლ-ს (n=17).

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, მიმდინარე მწეველების მიმართ რეკომენდებულია, რომ შეწყვიტონ მოწევა ერლოტინიბის მიღების განმავლობაში, რათა პლაზმური კონცენტრაცები შემცირდეს სხვაგვარად.

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ოპიოიდის არსებობამ გაზარდა გამოყოფა დაახლოებით 11%-ით.

პოპულაციის მეორე ფარმაკოკინეტიკური …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ერლოტინიბი

აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი

ვერსია: 00

პროდუქტის საბოლოო დახასიათება

ერტინობი 100 მგ

ერტინობი 150 მგ

Ertinob 100

Ertinob 150

აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი

ფორმულა:

თითოეული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 109.29 მგ ერლოტინიბის ჰიდროქლორიდს, რაც წარმოადგენს 100 მგ ერლოტინიბის ექვივალენტურს, დამატებითი კომპონენტებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი და ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ნივთიერების სახით.

თითოეული აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 163.93 მგ ერლოტინიბის ჰიდროქლორიდს, რაც წარმოადგენს 150 მგ ერლოტინიბის ექვივალენტურს, დამატებითი კომპონენტებია: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი და ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზმური საშუალება, პროტეინკინაზას ინჰიბიტორი, ათქ კოდი: L01XE03

პოპულაციის მეორე ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა, რომელშიც წარმოდგენილი იქნა პანკრეასის სიმსივნის მქონე 204 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბი პლუს გამციტაბინი, მიღებული მონაცემები ერლოტინიბთან დაკავშირებით. აღნიშნულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პანკრეასის კვლევიდან წარმოდგენილ პაციენტებში ცვლადები, რომლებიც ზემოქმედებენ ერლოტინიბის კლირენსზე, იყო მსგავსი წინა ერთი ნივთიერებით ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში წარმოდგენილი მონაცემებისა. არავითარი ახალი ცვლადი ეფექტი არ განსაზღვრულა. გემციტაბინის პარალელურ მიღებას არ გააჩნია რაიმე ეფექტი ერლოტინიბის პლაზმურ კლირენსზე.

პედიატრიული ჯგუფები:

ამ საკითხზე სპეციალური კვლევები პედიატრიული ასაკის პაციენტებში ჩატარებული არ ყოფილა.

ხანდაზმული ჯგუფები:

ამ საკითხზე სპეციალური კვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ჩატარებული არ ყოფილა.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:

ერლოტინიბი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლით. პაციენტებში სოლიდური სიმსივნით ან ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაქვეითებით (Child-Pugh ქულა 7–9), ერლოტინიბის AUC0-t და Cmax გეომეტრიული საშუალი იყო 27000 ნგ*სთ/მლ და 805 ნგ/მლ, შესაბამისად, შედარებული 29300 ნგ*სთ/მლ-სა და 1090 ნგ/მლ-სთან ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ღვიძლის პირველადი სიმსივნის ან ღვიძლის მეტასტაზების მქონე პაციენტების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ Cmax სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში, აღნიშნული სხვაობა არ ჩაითვლება კლინიკურად შესაბამისად. არავითარი მონაცემი არ არის წარმოდგენილი ღვიძლის მწვავე დისფუნქციის გავლენასთან დაკავშირებით ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკაზე. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში, შრატში სრული ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაციები დაკავშირებული იყო ერლოტინიბის კლირენსის შენელებულ სიჩქარესთან.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:

ერლოტინიბისა და მისი მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ გამოიყოფა თირკმლისმიერი გზით, ვინაიდან შარდში გადადის ერთჯერადი დოზის 9%-ზე ნაკლები. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში, კლინიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ დაფიქსირდა ერლოტინიბის კლირენსსა და კრეატინინის კლინერსს შორის, თუმცა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომელთა კრეატინინის კლინერსი არის >15 მლ/წთ.

ჩვენებები:

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC):

ერტინობი ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების, EGFR-გამააქტივებელი მუტაციებით, პირველი რიგის მკურნალობისათვის.

ერტინობი ნაჩვენებია ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტების, EGFR-გამააქტივებელი მუტაციებით, და პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ სტაბილური დაავადების მქონე პაციენტების შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადასაყვანად.

გარდა ამისა, ერტინობი ნაჩვენებია ფილტვის ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდ მანამდე ჩატარებული მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული რეჟიმის არაეფექტურობის შემდეგ.

ერტინობის გამოწერისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გახანგრძლივებულ გადარჩენადობასთან დაკავშირებული ფაქტორები.

არანაირი სარგებელი გადარჩენადობის მხრივ ან მკურნალობის სხვა კლინიკურად შესაბამისი ეფექტები არ აღინიშნა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (EGFR)-IHC ნეგატიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

პანკრეასის სიმსივნე:

ერტინობი გემციტაბინთან კომბინაციაში ნაჩვენებია მეტასტაზური პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ერტინობის დანიშვნისას, გახანგრძლივებულ გადარჩენადობასთან დაკავშირებული ფაქტორები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (იხილეთ პუნქტი - „პოზოლოგია და პრეპარატის მიღების მეთოდი“ და „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

შეუძლებელია გადარჩენადობასთან დაკავშირებული სარგებლის ჩვენება ლოკალურად პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ერლოტინიბის ან მისი რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

EGFR მუტაციის სტატუსის შეფასება

პაციენტის EGFR მუტაციის სტატუსის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, რომ შეირჩეს კარგად დადასტურებული და მძლავრი მეთოდოლოგია, ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი განსაზღვრებების თავიდან ასაცილებლად.

მწეველები

მიმდინარე მწეველებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები მწეველ პაციენტებში შემცირებულია არამწეველებთან შედარებით. შემცირების დონე სავარაუდოდ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC), პანკრეასის სიმსივნისა და სხვა პროგრესირებადი სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში ერლოტინიბით მკურნალობისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD), მათ შორის ფატალურის, იშვიათი შემთხვევები. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) საბაზისო კვლევაში BR.21, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) ინციდენტების სიხშირე (0.8%) იყო იგივე, როგორც პლაცებოს, ასევე ერლოტინიბის ჯგუფში. NSCLC რანდომიზებული, კონტროლირებადი, კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზში (გარდა I სტადიისა და II სტადიის ერთი შემთხვევის კვლევისა საკონტროლო ჯგუფების ნაკლებობის მიზეზით), ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი შემთხვევების სიხშირე შეადგენდა 0.9%-ს ერლოტინიბის მიღებისას, საკონტროლო კვლევაში ჩართული პაციენტების 0.4%-თან შედარებით. პანკრეასის სიმსივნის კვლევაში გემციტაბინთან კომბინაციით, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი შემთხვევების სიხშირე იყო 2.5% ერლოტინიბი პლუს გემციტაბინის ჯგუფში, პლაცებო პლუს გემციტაბინით ნამკურნალევი ჯგუფის 0.4%-თან შედარებით. პაციენტებში დაფიქსირებულ დიაგნოზებში ეჭვი იყო ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავს შემთხვევებზე, მათ შორის პნევმონიტზე, რადიაციულ პნევმონიტზე, ჰიპერსენსიტიურ პნევმონიტზე, ინტერსტიციულ პნევმონიტზე, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებაზე, ობლიტერაციულ ბრონქიოლიტზე, ფილტვის ფიბროზზე, მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე (ARDS), ალვეოლიტსა და ფილტვების ინფილტრაციაზე. სიმპტომებმა თავი იჩინა ერლოტინიბით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან და გაგრძელდა რამდენიმე თვემდე. შემთხვევათა უმრავლესობა დაკავშირებული იყო დამატებით ფაქტორებთან, როგორიცაა ადრე ჩატარებული ან თანმხლები ქიმიოთერაპია, ჩატარებული სხივური თერაპია, მანამდე არსებული ფილტვების პარენქიმული დაავადება, მეტასტაზები ღვიძლში ან ფილტვის ინფექციები. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) ინციდენტების დიდი სიხშირე (დაახლოებით 5%, 1.5% გარდაცვალების მაჩვენებლით) პაციენტთა შორის აღინიშნა იაპონიაში ჩატარებულ კვლევებში.

პაციენტებში, მწვავედ დაწყებული ახალი და/ან პროგრესირებადი აუხსნელი ფილტვისმიერი სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ხველა და ცხელება, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევა. აუცილებელია იმ პაციენტების სათანადო სიფრთხილით მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ერლოტინიბსა და გემციტაბინს, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD) მსგავსი ტოქსიკურობის განვითარების ალბათობის მიზეზით. თუ დიაგნოსტირებული იქნა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ILD), ერტინობის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა საჭიროებისამებრ (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

დიარეა, გაუწყლოება, ელექტროლიტების დისბალანსი და ფილტვის დისფუნქცია

ერლოტინიბით მკურნალობისას შესაძლოა პაციენტების დაახლოებით 50%-ს აღენიშნოს დიარეა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფატალური შედეგის დადგომით) და თუ იგი საშუალო სიმძიმისაა ან მძიმეა, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ლოპერამიდით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება. კლინიკურ კვლევებში დოზები შემცირდა 50 ერთეულით. დოზების შემცირება 25 მგ ერთეულით არ არის გამოკვლეული. მძიმე ან გახანგრძლივებული გაუწყლოების გამომწვევი დიარეის, გულისრევის, უმადობის ან ღებინების შემთხვევაში, ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა გაუწყლოების კორექციისათვის (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). აღწერილია ჰიპოკალემიის და თირკმლის უკმარისობის (მათ შორის ფატალურის) იშვიათი შემთხვევები. თირკმლის უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევა ასოცირდებოდა მეორეხარისხოვანიდან მძიმე გაუწყლოებასთან დიარეის, პირღებინების და/ან უმადობის გამო, მაშინ როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში თანმხლებ ქიმიოთერაპიას ენიჭებოდა უპირატესობა. დიარეის კიდევ უფრო მძიმე ან გახანგრძლივებულ შემთხვევებში ან გაუწყლოების გამომწვევ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების ჯგუფებში (განსაკუთრებით თანმხლები ქიმიოთერაპია და სხვა მედიკამენტები, სიმპტომები ან დაავადებები ან სხვა წინასწარგანწყობა, როგორიცაა ხანდაზმული ასაკი), ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა გაუწყლოების კორექციისათვის ინტრავენურად. გარდა ამისა, საჭიროა თირკმლის ფუნქციების და შრატის ელექტროლიტების, მათ შორის კალიუმის, დონის კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გაუწყლოების რისკი.

ჰეპატიტი, ღვიძლის დისფუნქცია

ერლოტინიბის მიღებისას აღწერილია ღვიძლის უკმარისობის იშვიათი (მათ შორის ფატალური) შემთხვევები. თანმხლები ფაქტორები იყო მანამდე არსებული ღვიძლის დაავადება და ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღება. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში საჭიროა პერიოდულად ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციების ტესტირება. თუ ღვიძლის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის დარღვეული, ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). ერტინობი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

კუჭ- ნაწლავის პერფორაცია

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ერლოტინიბს, არიან კუჭ-ნაწლავის პერფორაციის მომატებული რისკის ქვეშ, რაც აღინიშნა არაერთგვაროვნად (ფატალური შედეგით დასრულებული ზოგიერთი შედეგის ჩათვლით). ეს რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ ანტი-ანგიოგენურ აგენტებს, კორტიკოსტეროიდებს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (NSAIDs) და/ან იტარებდნენ ტაქსანზე დაფუძნებულ ქიმიოთერაპიას; ასევე მათში, რომელთაც ანამნეზში ჰქონიათ პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება. თუ პაციენტს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ერტინობით მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

კანის ბულოზური და ექსფოლიატიური დაზიანება

აღწერილია კანის ბულოზური, ბუშტუკოვანი და ექსფოლიატიური ცვლილებები, მათ შორის საეჭვო სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის, ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“). თუ პაციენტს განუვითარდა მძიმე ბულოზური, ბუშტუკოვანი ან ექსფოლიატიური ცვლილებები კანზე, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს. კანის ბულოზური ან ექსფოლიატიური ცვლილებების მქონე პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა კანის ინფექციაზე და გაიარონ მკურნალობა მკურნალობასთან დაკავშირებით მოქმედი ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

დარღვევები თვალის მხრივ

პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ კერატიტის ნიშნებისა და სიმპტომების გამწვავება ან გაუარესება: თვალის ანთება, ლაკრიმაცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბუმდოვანი მხედველობა, თვალის ტკივლი და/ან თვალის სიწითლე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. წყლულოვანი კერატიტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ერტინობით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს. კერატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში, უწყვეტი მკურნალობის სარგებელი და რისკები სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას განხილული. ერტინობის მიღება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კერატიტი, წყლულოვანი კერატიტი ან მწვავე თვალის სიმშრალე. კონტაქტური ლინზების გამოყენება აგრეთვე ზრდის კერატიტის განვითარებისა და დაწყლულების რისკს. ერლოტინიბის მიღების განმავლობაში გამოვლინდა რქოვანას პერფორაციის ან დაწყლულების იშვიათი შემთხვევები (იხილეთ პუნქტი - „არასასურველი ეფექტები“).

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან

პოტენციურ CYP3A4 ინდუქტორებს შეუძლიათ შეამცირონ ერლოტინიბის ეფექტურობა, მაგრამ ამავდროულად პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტოქსიკურობის მზარდი დონე. აღნიშნული ტიპის აგენტებთან პარალელური მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერლოტინიბი ხასიათდება ხსნადობის შემცირებით 5-ზე მეტ pH-ს დონეზე. პრეპარატებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის pH-ს ცვლიან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, H2 ანტაგონისტებისა და ანტაციდების მსგავსად, შეუძლიათ შეცვალონ ერლოტინიბის ხსნადობა და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობაც. ერტინობის დოზის გაზრდა, აღნიშნული აგენტებთან პარალულურად მიღებისას, სავარაუდოდ არ ახდენს ექსპოზიციის შემცირების კომპენსირებას. ერლოტინიბისა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ერლოტინიბის მიღება H2-რეცეპტორების ანტაგონისტებსა და ანტაციდებთან უცნობია; თუმცა ნავარაუდევია დაქვეითებული ბიოშეღწევადობა (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). თუ ანტაციდების მიღება ჩაითვლება აუცილებლად ერტინობით მკურნალობის განმავლობაში, მათი მიღება უნდა მოხდეს ერტინობის სადღეღამისო დოზის მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან დოზის მიღებიდან 2 საათში.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში ერლოტინიბის გამოყენების შემსწავლელი ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენურობა ან პათოლოგიური მშობიარობა. თუმცა ორსულობაზე არასასურველი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან ვირთხებსა და ბოცვრებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ნაჩვენები იქნა ემბრიონის / ნაყოფის ლეთალობის გაზრდილი დონე. უცნობია, თუ როგორია ადამიანების შემთხვევაში ძლიერი რისკი.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ერტინობით მკურნალობის პერიოდში ორსულობისაგან თავი უნდა დაიცვან. თერაპიის პროცესში და მისი დასრულებიდან მინიმუმ 2 კვირის მანძილზე მაინც, საჭიროა კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება. ორსულ ქალებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის ძლიერი სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ რისკს.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი გადადის თუ არა ერლოტინიბი დედის რძეში. ჩვილისათვის არსებული ძლიერი რისკის გამო, დედას უნდა მიეცეს რჩევა, რომ ერტინობით მკურნალობის პერიოდში ბავშვი ძუძუთი არ კვებოს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა დაზიანებული ფერტილობის მტკიცებულება. თუმცა ფერტილობაზე არასასურველი ეფექტის გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად ნაჩვენებია ეფექტები რეპროდუქციულ პარამეტრებზე. უცნობია, თუ როგორია ადამიანების შემთხვევაში ძლიერი რისკი.

გავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა; თუმცა ერლოტინიბი არ ასოცირდება გონებრივი შესაძლებლობების დარღვევასთან.

გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები:

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბო (NSCLC) (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში (BR.21; ერლოტინიბი მიიღება მეორე რიგის თერაპიის სახით) პრეპარატით გამოწვეული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია გამონაყარი (75%) და ფაღარათი (54%). ისინი ჩვეულებრივ სიმძიმით 1/2 ხარისხისაა და არ საჭიროებენ დამატებით მკურნალობას. 3/4 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი გვხვდება ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტთა 9% და 6%-ში, შესაბამისად, და თითოეულმა გამოიწვია პაციენტთა 1%-ში კვლევის შეწყვეტა. გამონაყარის და ფაღარათის გამო დოზის შემცირება აუცილებელი გახდა პაციენტთა 6% და 1%-ში, შესაბამისად. BR.21 კვლევაში, გამონაყარის გამწვავების საშუალო დრო იყო 8 დღე, ხოლო ფაღარათის - 12 დღე.

ჩვეულებრივ, გამონაყარი ჩნდება მსუბუქი ან ზომიერი ერითემისა და პაპულოპუსტულარული გამონაყარის სახით, რომელიც თავს იჩენს ან მწვავდება მზის სხვივებისგან დაუცველ ადგილებში. მზის სხვივებისგან დაუცველ ადგილებში მყოფმა პაციენტებმა სასურველია ატარონ დამცავი ტანსაცმელი და/ან გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი (მაგალითად, მინერალების შემცველი).

არასასურველი რეაქციები, რომლებიც BR.21 საბაზისო კვლევაში უფრო ხშირად გამოვლინდა ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში (>3%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და ერლოტინიბის ჯგუფის პაციენტების მინიმუმ 10%-ში, შეჯამდა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის - ზოგადი ტოქსიკურობის კრიტერიუმის (NCI-CTC) ხარისხით პირველ ცხრილში.

შემდეგი პირობები გამოიყენება არასასურველი ეფექტების შესაფასებლად მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (>1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), განცალკევებული შემთხვევების ჩათვლით.

ყოველი სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია დაღმავალი სიმძიმით.

ცხრილი 2: ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები BR.21 კვლევაში

ერლოტინიბი

N=485

პლაცებო

N=242

NCI-CTC ხარისხი

ნებისმიერი ხარისხი

3

4

ნებისმიერი ხარისხი

3

4

MedDRA უპირატესი პირობები

%

%

%

%

%

%

არასასურველი ეფექტის მქონე პაციენტების საერთო რაოდენობა

99

40

22

96

36

22

ინფექცია და ინვაზია

ინფექცია*

24

4

0

15

2

0

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

ანორექსია

52

8

1

38

5

<1

დარღვევები თვალის მხრივ

მშრალი კერატოკონიუქტივიტი

კონიუქტივიტი

12

12

0

<1

0

0

3

2

0

<1

0

0

სუნთქვის, დარღვევის და შუასაყარის მხრივ დარღვევები

ქოშინი

ხველა

41

33

17

4

11

0

35

29

15

2

11

0

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი**

გულისრევა

პირღებინება

სტომატიტი

მუცლის ტკივილი

54

33

23

17

11

6

3

2

<1

2

<1

0

<1

0

<1

18

24

19

3

7

<1

2

2

0

1

0

0

0

0

<1

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი***

ქავილი

კანის სიმშრალე

75

13

12

8

<1

0

<1

0

0

17

5

4

0

0

0

0

0

0

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაღლილობა

52

14

4

45

16

4

  • მწვავე რეაქციები, ნეიტროპენიით ან მის გარეშე, მოიცავს პნევმონიას, სეფსისს და ცელულიტს.
  • * შესაძლებელია გამოიწვიოს გაუწყლოება, ჰიპოკალემია და თირკმლის დისფუნქცია.
  • ** გამონაყარი, აკნეს მსგავსი დერმატიტის ჩათვლით.

ორ სხვა ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად, III ფაზის კვლევაში BO18192 (SATURN) და BO25460 (IUNO), ერლოტინიბი მიღებულ იქნა შემანარჩუნებელი დოზის სახით პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ. აღნიშნული კვლევები ჩატარდა ჯამში 1532 პაციენტზე, პროგრესირებული, მორეციდივე ან მეტასტაზური NSCLC-ით, პლატინა-დაფუძნებული პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდგომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი სიგნალი არ განსაზღვრულა.

BO18192 და BO25460 კვლევაში ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე მეტი სიხშირით გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო გამონაყარი და ფაღარათი (იხილეთ ცხრილი 2). არცერთ კვლევაში არ აღინიშნა მე-4 ხარისხის გამონაყარი ან ფაღარათი. გამონაყარმა და დიარეამ გამოიწვია ერლოტინიბის შეწყვეტა პაციენტების 1%-სა და <1%-ში, შესაბამისად, BO18192 კვლევაში, ხოლო BO25460 კვლევაში არცერთ პაციენტს არ შეუწყვეტია პრეპარატის მიღება გამონაყარის ან ფაღარათის მიზეზით. პაციენტების 8.3%-სა და 3%-ში, შესაბამისად, საჭირო გახდა დოზის ცვლილება (შეწყვეტა ან შემცირება), გამონაყარის ან ფაღარათის მიზეზით, BO18192 კვლევაში, და 5.6%-სა და 2.8%-ში, შესაბამისად, BO25460 კვლევაში.

ცხრილი 3: ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები BO18192 (SATURN) და BO25460 (IUNO) კვლევებში

BO18192 (SATURN)*

BO25460 (IUNO)*

ერლოტინიბი

n=433

პლაცებო

n=445

ერლოტინიბი

n=322

პლაცებო

n=319

%

%

%

%

გამონაყარი, ყველა ხარისხის

  • 2
  • 8
  • 4
  • 0

ხარისხი 3

  • 0

0

  • 0
  • 6

დიარეა, ყველა ხარისხის

  • 3
  • 5
  • 2
  • 4

ხარისხი 3

  • 8

0

  • 5
  • 3
  • უსაფრთხოების ანალიზის პოპულაცია

ღია, რანდომიზებულ, III ხარისხის კვლევაში, ML20650 ჩატარდა 154 პაციენტში, EGFR-გამააქტივებელი მუტაციების მქონე NSCLC პაციენტების პირველი რიგის მკურნალობის მიზნით ერლოტინიბის უსაფრთხოება შეფასდა 75 პაციენტში, აღნიშნულ პაციენტებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი სიგნალი არ განსაზღვრულა.

ML20650 კვლევაში ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტებში ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით რეაქციებს წარმოადგენდა გამონაყარი და ფაღარათი (ხარისხი 80% და 57%, შესაბამისად), მათი უმეტესობა სიმძიმით 1/2 ხარისხისაა და არ საჭიროებენ დამატებით მკურნალობას. მე-3 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი გვხვდება ერლოტინიბით ნამკურნალევ პაციენტთა 9% და 4%-ში, შესაბამისად. მე-4 ხარისხის გამონაყარი ან დიარეა არ აღინიშნა. როგორც გამონაყარის, ასე დიარეის გამო პაციენტთა 1%-ში შეწყდა ერლოტინიბის მიღება. გამონაყარის და ფაღარათის გამო დოზის ცვლილება (შეწყვეტა ან შემცირება) აუცილებელი გახდა პაციენტთა 11% და 7%-ში, შესაბამისად.

პანკრეასის სიმსივნე (ერლოტინიბის მიღება გემციტაბინთან ერთად)

პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინი, PA3. საბაზისო კვლევაში ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციებს წარმოადგენდა დაღლილობა, გამონაყარი და ფაღარათი. ერლოტინიბი პლუს გემციტაბინის კვლევაში, 3/4 ხარისხის გამონაყარი და ფაღარათი ნაჩვენები იქნა პაციენტების 5%-ში. გამონაყარისა და ფაღარათის გამწვავების საშუალო ხანგრძლივობა იყო 10 დღე და 15 დღე, შესაბამისად. გამონაყარმა და ფაღარათმა გამოიწვია დოზის შემცირება პაციენტების 2%-ში და კვლევის შეწყვეტა იმ პაციენტების 1%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბი პლუს გემციტაბინს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც BR.3 საბაზისო კვლევაში უფრო ხშირად (>3%) გამოვლინდა ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პლაცებო პლუს გემციტაბინის ჯგუფში და ერლოტინიბი 100 მგ პლუს გემციტაბინის ჯგუფის პაციენტების მინიმუმ 10%-ში, შეჯამდა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის - ზოგადი ტოქსიკურობის კრიტერიუმის (NCI-CTC) ხარისხით მე-3 ცხრილში.

შემდეგი პირობები გამოიყენება არასასურველი ეფექტების შესაფასებლად მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (>1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), განცალკევებული შემთხვევების ჩათვლით.

ყოველი სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია დაღმავალი სიმძიმით.

ცხრილი 3: ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები BR.3 კვლევაში (100 მგ კონტინგენტი)

ერლოტინიბი

N=259

პლაცებო

N=256

NCI-CTC ხარისხი

ნებისმიერი ხარისხი

3

4

ნებისმიერი ხარისხი

3

4

MedDRA უპირატესი პირობები

%

%

%

%

%

%

არასასურველი ეფექტის მქონე პაციენტების საერთო რაოდენობა

99

48

22

97

48

16

ინფექცია და ინვაზია

ინფექცია*

31

3

<1

24

6

<1

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

წონაში კლება

39

2

0

29

<1

0

ფსიქიატრიული დარღვევები

დეპრესია

19

2

0

14

<1

0

ნერვული სისტემის დარღვევები

ნეიროპათია

თავის ტკივილი

13

15

1

<1

<1

1

10

10

<1

0

0

0

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის მხრივ დარღვევები

ხველა

16

0

0

11

0

0

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი**

სტომატიტი

დისპეფსია

მეტეორიზმი

48

22

17

13

5

<1

<1

0

<1

0

0

0

36

12

13

9

2

0

<1

<1

0

0

0

0

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი***

ალოპეცია

69

14

5

0

0

0

30

11

1

0

0

0

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაღლილობა

პირექსია

გადაღლილი

73

36

12

14

3

0

2

0

0

70

30

9

13

4

0

2

0

0

  • მწვავე რეაქციები, ნეიტროპენიით ან მის გარეშე, მოიცავს პნევმონიას, სეფსისს და ცელულიტს.
  • * შესაძლებელია გამოიწვიოს გაუწყლოება, ჰიპოკალემია და თირკმლის დისფუნქცია.
  • ** გამონაყარი, აკნეს მსგავსი დერმატიტის ჩათვლით.

სხვა დაკვირვებები:

ერლოტინიბის უსაფრთხოების შეფასება ემყარება 1500-ზე მეტი პაციენტისგან მიღებულ მონაცემებს, რომელთაც გაიარეს მკურნალობა მინიმუმ 150 მგ ერლოტინიბით მონოთერაპიის სახით და 300-ზე მეტი პაციენტისგან, რომელთაც ჩაიტარეს მკურნალობა 100 ან 150 მგ ერლოტინიბით გემციტაბინთან კომბინაციაში.

შემდეგი გვერდითი რეაქციები ნაჩვენები იქნა იმ პაციენტებში, რომელთაც მიიღეს ერლოტინიბი ერთჯერადად და იმ პაციენტებში, რომელთაც მიიღეს ერლოტინიბი ქიმიოთერაპიის პარალელურად.

BR.21 და PA3 კვლევებიდან მიღებული ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია პირველ და მე-3 ცხრილებში, სხვა გვერდითი მოვლენები, მათ შორის სხვა კვლევებიდან მიღებული მონაცემები, ჯამდება მე-4 ცხრილში.

ყოველი სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია დაღმავალი სიმძიმით.

ცხრილი 5: გვერდითი რეაქციების შეჯამება სიხშირის კატეგორიის მიხედვით

ირგანიზმი

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე)

არც ისე ხშირი (>1/1,000-დან <1/100-მდე)

იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

დარღვევები თვალის მხრივ

კერატიტი;

კონიუქტივიტი1

წამწამების ანომალიური ცვლილება2

რქოვანას პერფორაცია;

რქოვანას დაწყლულება;

უვეიტი.

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის მხრივ დარღვევები

ეპისტაქსი

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ILD)3

კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ფაღარათი7

სისხლდენა კუჭნაწლავში4, 7

კუჭნაწლავის პერფორაცია7

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ღვიძლის ფუნქციის ტესტირების შედეგად გამოვლენილი პათოლოგიები5

ღვიძლის დისფუნქცია6

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია

კანის სიმშრალე6

პარონიქია

ფოლიკულიტი;

აკნე / აკნეს ფორმის დერმატიტი;

კანის განშრევება

ჰირსუტიზმი;

წარბების სტრუქტურის ცვლილება;

მტვრევადი ფრჩხილები და ფრჩხილების აძრობა;

კანის მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა ჰიპერპიგმენტაცია.

პალმარ-პლანტარ-ერითრიდისეთეზის სინდრომი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი7

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა1

ნეფრიტი1

პროტეინურია1

1 PA.3 კლინიკურ კვლევაში;

2 ჩაზრდილი წამწამები, წამწამების გადაჭარბებული ზრდისა და გასქელების ჩათვლით;

3 ფატალური შემთხვევების ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ერლოტინიბს ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) ან სხვა პროგრესირებადი სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). შემთხვევების დიდი ალბათობა აღინიშნა პაციენტებში იაპონიაში (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

4 კლინიკურ კვლევებში, ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული იქნა პრეპარატის ვარფარინთან ერთდროულად მიღებისას, ხოლო ზოგიერთი - არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (NSAID) ერთობლივად მიღებისას (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

5 გაზრდილი ალანინის ამინოსტრანსფერაზის [ALT], ასპარტატის ამინოტრანსფერაზის [AST] და ბილირუბინის ჩათვლით. აღნიშნული ძალზედ ხშირია კლინიკურ კვლევაში PA.3 და ხშირია კლინიკურ კვლევაში BR.21. შემთხვევები ძირითადად ატარებდა მსუბუქიდან ზომიერ ხასიათს სიმძიმის მიხედვით, იყო გარდამავალი და დაკავშირებული იყო ღვიძლის მეტასტაზებთან.

6 ფატალური შემთხვევების ჩათვლით. დამაბნეველი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს წინასწარ არსებულ ღვიძლის დაავადებას ან პარალელურად ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების მიღება (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

7 ფატალური შემთხვევების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი – “სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

რაიმე არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატების ურთიერთქმედება

პრეპარატების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

ერლოტინიბი და სხვა CYP სუბსტრატები

ერლოტინიბი არის CYP1A1-ის ძლიერი ინჰიბიტორი, CYP3A4-ისა და CYP2A8-ის ზომიერი ინჰიბიტორი, ასევე UGT1A1-ის მიერ in vitro გლუკურონიზაციის მძლავრი ინჰიბიტორი.

CYP1A1-ის მძლავრი ინჰიბიტორის ფიზიოლოგიური შესაბამისობა უცნობია, CYP1A1-ის ძალზედ შეზღუდული ექსპრესიით ადამიანურ ქსოვილებში.

ერლოტინიბის ციპროფლოქსაცინთან - ზომიერ CYP1A2 ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას, ერლოტინიბის ექსპოზიცია [AUC] მნიშვნელოვნად გაიზარდა 39%-ით, ხოლო Cmax-ის მხრივ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ჰქონია ადგილი. აღნიშნულის მსგავსად აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 60%-თა და 48%-ით AUC-სა Cmax-ის შემთხვევაში, შესაბამისად. აღნიშნული ზრდის კლინიკური შესაბამისობა არ დადგენილა. აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ციპროფლოქსაცინის ან ძლიერი CYP1A2-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, ფლუვოქსამინის) ერლოტინიბთან კომბინაციისას. ერლოტინიბთან დაკავშირებით გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ერლოტინიბის დოზა შესაძლებელია შემცირდეს.

ერლოტინიბით წინასწარმა მკურნალობამ ან პარალელურად მიღებამ არ შეცვალა პროტოტიპული CYP3A4-ის სუბსტრატების, მიდაზოლამისა და ერითრომიცინის კლირენსი, თუმცა შეამცირა მიდაზოლამის პერორალური ბიოშეღწევადობა 24%-მდე. სხვა კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ერლოტინიბი არ ახდენს გავლენას პარალელურად მიღებული CYP3A4/2C8 სუბსტრატის - პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე. შესაბამისად სხვა CYP3A4 სუბსტრატების კლირენსთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

გლუკურონიზაციის ინჰიბირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთქმედება ისეთ სხვა სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ UGT1A1 სუბსტრატებს და ექსკლუზიურად გამოიყოფა აღნიშნული გზით. პაციენტებს UGT1A1-ის დაბალი ექსპრესიის დონით ან გენეტიკური გლუკურონიზაციის დარღვევებით (მაგალითად, გილბერტის დაავადებით), შესაძლებელია აღენიშნოთ შრატში ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაციები და მკურნალობა სათანადო სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ.

ერლოტინიბი ადამიანებში მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის ციტოქრომების მეშვეობით, ძირითადად CYP3A4-ით, უფრო ნაკლებად - CYP1A2-ით. ღვიძლგარე მეტაბოლიზმი CYP3A4-ით ნაწლავებში, CYP1A1-ით - ფილტვებსა და CYP1B1-ით სიმსივნურ ქსოვლში პოტენციურად უწყობს ხელს ერლოტინიბის მეტაბოლურ კლირენსს. შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი ურთიერთქმედება იმ აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც მეტაბოლიზდება ფერმენტების მიერ ან წარმოადგენენ აღნიშნული ფერმენტების ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინჰიბიტორები ამცირებს ერლოტინიბის მეტაბოლიზმს და ზრდის პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციებს. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბის კეტოკონაზოლთან - პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორთან ერთად მიღებამ (200 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ, ხუთი დღის განმავლობაში) გამოიწვია ერლოტინიბის ექსპოზიციის ზრდა (AUC – 86% და Cmax – 69%). აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა, როდესაც ადგილი აქვს ერლოტინიბის კომბინაციას პოტენციურ CYP3A4 ინჰიბიტორთან, მაგალითად, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ანუ კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან, ვორიკონაზოლთან), პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ერითრომიცინსა თუ კლარითრომოცინთან. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ერლოტინიბის დოზის შემცირება, განსაკუთრებით ტოქსიკურობის შემთხვევის გამოვლენისას.

CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინდუქტორები ზრდიან ერლოტინიბის მეტაბოლიზმს და მნიშვნელოვნად ამცირებენ ერლოტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბისა და რიფამპიცინის, CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის ერთდროულად მიღებამ (600 მგ პერორალურად დღეში ერთჯერ, 7 დღის მანძილზე) გამოიწვია ერლოტინიბის საშუალო AUC 69%-ით შემცირება. რიფამპიცინის მიღებამ ერლოტინიბის 450 მგ ერთჯერად დოზასთან ერთად გამოიწვია ერლოტინიბის საშუალო ექსპოზიცია (AUC) 57.5%-ის ოდენობით, 150 მგ ერლოტინიბის მიღების შემდგომ რიფამპიცინით მკურნალობის ჩაუტარებლობისას. ერტინობის მიღება CYP3A4 ინდუქტორებთან შესაბამისად თავიდან უნდა იქნას აცილებული. იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულად მკურნალობას ერტინობითა და CYP3A4 ძლიერი ინდუქტორით, როგორიცაა რიფამპიცინი, დოზის გარდა 300 მგ-მდე უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ამავდროულად მათი უსაფრთხოება (თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და შრატში ელექტროლიტების დონე) უნდა დაექვემდებაროს სათანადო მონიტორინგს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კარგად აიტანება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული დოზის შემდგომი ზრდა 450 მგ-მდე, უსაფრთხოების სათანადოდ მონიტორინგის თანხლებით. დაქვეითებულმა ექსპოზიციამ ასევე შესაძლებელია თავი იჩინოს სხვა ინდუქტორების, მაგალითად, ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ბარბიტურატების ან კრაზანას (St. John’s Wort, იგივე hypericum perforatum) შემთხვევაში. აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა, როდესაც აღნიშნული აქტიური ნივთიერებები კომბინირებულია ერლოტინიბთან. შესაძლებლობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ალტერნატიული მკურნალობა, სადაც არ იქნება წარმოდგენილი CYP3A4 აქტივობის ძლიერი ინდუქტორი.

ერლოტინიბი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები

ნორმალიზაციის საერთაშორისო ინდექსის - International Normalised Ratio (INR) მომატება და სისხლდენის ეპიზოდები, ზოგ შემთხვევაში ფატალურიც კი, დაფიქსირდა ერლოტინიბისა და კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტების, მათ შორის ვარფარინის ერთდროული მიღებისას. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებს, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ პროთრომბინის დროის ან INR-ის ცვლილებებზე მონიტორინგი.

ერლოტინიბი და სტატინები

ერლოტინიბის კომბინირება სტატინებთან ზრდის სტატინებით ინდუცირებული მიოპათიის განვითარების რისკს, რაბდომიოლიზის ჩათვლით, რომელიც იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.

ერლოტინიბი და მწეველები

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევის შედეგებმა აჩვენა 2.8-ჯერ, 1.5-ჯერ და 9-ჯერ შემცირებული AUCinf, Cmax და პლაზმური კონცენტრაციები მწეველი პაციენტების მიერ ერლოტინიბის მიღებიდან 24 საათში, არამწეველებთან შედარებით (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). შესაბამისად, ჯერ კიდევ მწეველ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მოწევა შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერტინობით მკურნალობის დაწყებამდე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები. ექსპოზიციის დაქვეითების კლინიკური ეფექტი არ შეფასებულა ფორმალურად, თუმცა სავარაუდოდ კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ერლოტინიბი და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები

ერლოტინიბი არის P-გლიკოპროტეინის აქტიური ნივთიერების ტრანსპორტერის სუბტრატი. P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, მაგალითად, ციკლოსპორინსა და ვერაპამილთან ერთდროულად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცვლილებები ერლოტინიბის განაწილებისა და/ან გამოყოფის მხრივ. ამ ურთიერთქმედების შედეგები, მაგალითად, CNS ტოქსიკურობა არ დადგენილა. ამგვარ სიტუაციებში აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა.

ერლოტინიბი და pH-ის დონის შემცვლელი სამედიცინო პროდუქტები

ერლოტინიბი ხასიათდება ხსნადობის შემცირებით 5-ზე მეტ pH-ს დონეზე. პრეპარატებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის pH-ს ცვლიან, შეუძლიათ შეცვალონ ერლოტინიბის ხსნადობა და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობაც. ერლოტინიბის მიღება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან - ომეპრაზოლთან ერთად, ამცირებს ერლოტინიბის ექსპოზიციას [AUC] და მაქსიმალურ კონცენტრაციას [Cmax] 46%-თა და 61%-ით, შესაბამისად. Tmax-თან ან ნახევრად გამოყოფის პერიოდთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება არ აღინიშნა. ერლოტინიბის მიღება H2-რეცეპტორების ანტაგონისტთან - 300 მგ რანიტიდინთან ერთად, ამცირებს ერლოტინიბის ექსპოზიციას [AUC] და მაქსიმალურ კონცენტრაციებს [Cmax] 33%-ითა და 54%-ით, შესაბამისად. ასეთ პრეპარატებთან მიღებული ერლოტინიბის დოზის მომატება არ ახდენს ექსპოზიციის შემცირების კომპენსირებას. თუმცა, თუ 150 მგ ერლოტინიბის მიღება რანიტიდინის დანაწევრებულ მიღებამდე ხდება 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 10 საათის შემდეგ დღეში ორჯერ, ერლოტინიბის ექსპოზიცია [AUC] და მაქსიმალური კონცენტრაციები [Cmax] მცირდება მხოლოდ 15%-ითა და 17%-ით, შესაბამისად. ერლოტინიბის აბსორბციაზე ანტაციდების ზემოქმედება ჯერ არ არის შესწავლილი, თუმცა აბსორბცია შესაძლებელია დაირღვეს, რაც გამოიწვევს პლაზმის დონის დაქვეითებას. ჯამში, ერლოტინიბის კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან თავიდან უნდა იქნას აცილებული. იმ შემთხვევაში, თუ ერტინობით მკურნალობისას პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ანტაციდები, ისინი უნდა მიეცეს ერტინობის სადღეღამისო დოზის მიღებამდე 4 საათით ადრე ან ერტინობის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. რანიტიდის მიღების განხილვისას, მისი მიღება უნდა მოხდეს დანაწევრებული სახით; ანუ ერტინობის მიღება უნდა მოხდეს რანიტიდინის დოზის მიღებამდე 2 საათით ადრე ან რანიტიდინის დოზის მიღებიდან 10 საათის შემდეგ.

ერლოტინიბი და გემციტაბინი

IB ფაზის კვლევაში, გემციტაბინს არ მოუხდენია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკაზე და არც ერლოტინიბს მოუხდენია მნიშვნელოვანი ეფექტი გემციტაბინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ერლოტინიბი და კარბოპლატინი/პაკლიტაქსელი

ერლოტინიბი ზრდის პლატინის კონცენტრაციებს. კლინიკურ კვლევაში, ერლოტინიბის ერთდროულად მიღებამ კარბოპლატინთან და პაკლიტაქსელთან გამოიწვია პლატინის სრული AUCo-48 გაზრდა 10.6%-ით. მიუხედავად მისი სტატისტიკური მნიშვნელობისა, აღნიშნული სხვაობა არ ჩაითვალა კლინიკურად მნიშვნელოვნად. კლინიკურ პრაქტიკაში შესაძლებელია არსებობდეს სხვა თანაფაქტორებიც, რაც იწვევს ფაზრდილ ექსპოზიციას კარბოპლატინზე, როგორიცაა თირკმლის დისფუნქცია. კარბოპლატინს ან პაკლიტაქსელს არ მოუხდენია რაიმე მნიშნელოვანი ეფექტი ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკაზე.

ერლოტინიბი და კაპეციტაბინი

კაპეციტაბინს შეუძლია გაზარდოს ერლოტინიბის კონცენტრაციები. ერლოტინიბის კაპეციტაბინთან კომბინაციაში მიღებისას, აღინიშნა ერლოტინიბის AUC გაზრდა და Cmax-ის ზღვრის გაზრდა, სხვა კვლევაში წარმოდგენილ მნიშვნელობებთან შედარებით, სადაც ერლოტინიბის მიღება ხდებოდა მხოლოდ ერთი პრეპარატის სახით. ერლოტინიბს არ მოუხდენია მნიშვნელოვანი ეფექტი კაპეციტაბინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ერლოტინიბის და პროტეასომას ინჰიბიტორები

მათი მოქმედების მექანიზმის გამო, პროტეასომას ინჰიბიტორებმა, ბორტეზომიბის ჩათვლით, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს EGFR ინჰიბიტორების, მათ შორის ერლოტინიბის მოქმედებაზე. აღნიშნული ზემოქმედება აღწერილია შეზღუდული რაოდენობის კლინიკური მონაცემებითა და პრეკლინიკურ კვლევებში, სადაც ასახულია EGFR დეგრადაცია პროტეასომის მეშვეობით.

დოზირება და მიღების წესი:

აუცილებელია, რომ ერტინობით მკურნალობა დაწყებული იქნას იმ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.

ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტები:

ერტინობით მკურნალობის დაწყებამდე იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ლოკალურად გაზრდილი ან მეტასტაზური NSCLC, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება EGFR მუტაციაზე.

ერტინობის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 150 მგ, რომელიც მიღებული უნდა იქნას საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც, ან საკვების მიღების შემდეგ ორ საათში.

პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტები:

ერტინობის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 100 მგ, რომელიც მიიღება საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან მიღებიდან ორი საათის შემდეგ, გემციტაბინთან კომბინაციაში (იხილეთ გემციტაბინის პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე პანკრეასის სიმსივნის ჩვენებასთან დაკავშირებით). იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც არ აღენიშნათ გამონაყარი მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის განმავლობაში, ერტინობით მკურნალობის გაგრძელება ხელმეორედ განიხილება (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).

დოზის კორექციის საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 50 მგ ერთეულით (იხილეთ პუნქტი - „გაფრთხილებები და აუცილებელი სიფრთხილის ზომები“).

ერტინობი ხელმისაწვდომია 25 მგ, 100 მგ და 150 მგ სიმძლავრით.

CYP3A4 სუბსტრატებსა და მოდულატორებთან პარალელურ მიღებას შესაძლებელია დასჭირდეს დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტი - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დაქვეითებული ღვიძლის ფუნქციის მქონე პაციენტები

ერლოტინიბი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ერლოტინიბის ექსპოზიცია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალოდ გამოხატული დაქვეითებით (Child-Pugh ქულა 7–9) ისეთივეა, როგორც პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, ერტინობი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. მძიმე არასასურველი ეფექტების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან ერტინობით მკურნალობა საერთოდ უნდა შეწყდეს. ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (ADT/SGOT და ALT/SGPT>5 x ULN). ერტინობის გამოყენება ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული (იხილეთ პუნქტი - „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტები:

ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (შრატში კრეატინინის კონცენტრაცია >1.5-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმალურ ზღვარს). ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, დოზის კორექცია არ არის აუცილებელი თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). ერტინობის მიღება თირკმლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

პედიატრიული პოპულაცია:

18 წლამდე ასაკის პაციენტებში ერლოტინიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ერტინობის მიღება პედიატრიული ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

მწეველები:

თამბაქოს მოწევა განაპირობებს მწეველებში ერლოტინიბის ექსპოზიციის 50–60%-ით შემცირებას. ფილტვის არაწვრილუჯერდოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტებში, რომლებიც ამჟამად არიან მწეველები, არის 300 მგ. რეკომენდებულ საწყის დოზაზე მაღალი დოზის ეფექტურობა და ხანგრძლივი უსაფრთხოება არ დადგენილა იმ პაციენტებში, რომლებიც განაგრძობენ თამბაქოს მოწევას (იხილეთ პუნქტები - „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე მწეველებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა, ვინაიდან პლაზმაში ერლოტინიბის კონცენტრაციები მცირდება არა-მწეველებთან.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

ერლოტინიბის ერთჯერადი პერორალური დოზა 1000 მგ-მდე ჯანმრთელ პირებში და 1600 მგ-მდე კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ითვლება ასატანად. ჯანმრთელ პირებში 200 მგ ერლოტინიბის დღეში ორჯერ მიღება, რამოდენიმე დღის შემდეგ უკვე ძნელად ასატანი გახდა. აღნიშნული კვლევებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მძიმე არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ფაღარათი, გამონაყარი და ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შესაძლო მომატება, შეიძლება აღმოცენდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებისას.

მართვა

თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, ერტინობის მიღება უნდა შეჩერდეს და ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

მიწოდება:

ერტინობი 100 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი; 2 ბლისტერი და 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ერტინობი 150 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი; 2 ბლისტერი და 30 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mah. Dr Adnan Büyükdeniz Cd. No. 14 (34768) Ümraniye / სტამბული / თურქეთი

ტელეფონი: +90 (216) 633 60 00

ფაქსი: +90 (216) 633 60 01

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა