პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ვეკურა

Vecura

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადჩილე
რისთვის გამოიყენება

ვეკურა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ერლოტინიბს. ვეკურა არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ პროტეინის აქტივობის პრევენციით, რომელსაც ეწოდება ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი (EGFR). ცნობილია, რომ ეს ცილა მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში. ვეკურა ნაჩვენებია მოზრდილებისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერლოტინიბი (erlotinib)
ფორმა და შეფუთვა
150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (5X6)
მწარმოებელი
Synthon Chile Ltda, ჩილე
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040946
რეგისტრირებულია
2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავეკურა და სხვა წამალი ერთად

ვეკურა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვეკურა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ერლოტინიბს. ვეკურა არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ პროტეინის აქტივობის პრევენციით, რომელსაც ეწოდება ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი (EGFR). ცნობილია, რომ ეს ცილა მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

ვეკურა ნაჩვენებია მოზრდილებისთვის. ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო გავრცელებულ სტადიაზე. ის შეიძლება დაინიშნოს როგორც საწყისი თერაპია ან როგორც თერაპია, თუ თქვენი დაავადება ძირითადად უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმ პირობით, რომ კიბოს უჯრედებს აქვს სპეციფიკური EGFR მუტაციები. ის ასევე შეიძლება დაინიშნოს, თუ წინა ქიმიოთერაპია წარუმატებელი იყო დაავადების შესაჩერებლად.

ეს პრეპარატი ასევე შეიძლება დაგენიშნოთ სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით გემციტაბინი, თუ გაქვთ პანკრეასის კიბო მეტასტაზურ სტადიაზე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

ჩვეულებრივი დოზა არის ვეკურას 150 მგ ერთი ტაბლეტი დღეში, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვეკურა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება გქონდეთ მომატებული გვერდითი მოვლენები და ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ვეკურას მიღება

თუ გამოტოვეთ ვეკურას ერთი ან მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ვეკურას მიღებას

მნიშვნელოვანია გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ყოველდღე, იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ერლოტინიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ერლოტინიბის რაოდენობა სისხლში ან გავლენა მოახდინონ მის ეფექტზე (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, პროტეაზას ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ციპროფლოქსაცინი, ომეპრაზოლი, რანიტიდინი, კრაზანას პრეპარატები ან პროტეაზომის ინჰიბიტორები), გაესაუბრეთ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ვეკურას ეფექტურობა ან გაზარდონ გვერდითი ეფექტები და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის კორექტირება. ექიმმა შესაძლოა თავი აარიდოს ამ მედიკამენტებით მკურნალობას ვეკურას მიღებისას.

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტი, რომელიც ხელს უწყობს თრომბოზის ან სისხლის შედედების პრევენციას, მაგ. ვარფარინი), ვეკურამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია. მიმართეტ თქვენს ექიმს, ის რეგულარულად გაკონტროლებს რამდენიმე სისხლის ანალიზს.

თუ იღებთ სტატინებს (პრეპარატი სისხლში ქოლესტერინის დასაწევად), ვეკურამ შეიძლება გაზარდოს სტატინთან დაკავშირებული კუნთების პრობლემების რისკი, რამაც, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზულ დაშლა (რაბდომიოლიზი), რომელიც იწვევს თირკმლის დაზიანებას, დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს და/ან გაქვთ თვალის პრობლემების ისტორია, როგორიცაა თვალების ძლიერი სიმშრალე, თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) ანთება ან წყლულები თვალის წინა ნაწილზე, დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

ასევე იხილეთ ქვემოთ „სხვა მედიკამენტები და ვეკურა“

მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ გაწუხებთ სუნთქვის უეცარი გაძნელება ასოცირებული ხველასთან ან ცხელებასთან, რადგან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობა სხვა მედიკამენტებით და ვეკურათი მკურნალობის შეწყვეტა.

თუ გაქვთ დიარეა, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს მკურნალობა დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგალითად, ლოპერამიდი).

დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ მძიმე ან მუდმივი ფაღარათი, გულისრევა, მადის დაკარგვა ან ღებინება, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს ვეკურათი თერაპიის შეწყვეტა და შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობა საავადმყოფოში.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ვეკურამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები და ფატალური შემთხვევა. თქვენმა ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი პრეპარატის მიღების პერიოდში, რათა დააკვირდეს ღვიძლის სწორ მუშაობას;

თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

თუ განვითარდა თვალის მწვავე ან გაუარესებული სიწითლე და ტკივილი, წყლიანი თვალები, ბუნდოვანი მხედველობა და/ან სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა (იხილეთ ქვემოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები).

თუ ასევე იღებთ სტატინებს და გაქვთ ამოუხსნელი კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა, სისუსტე ან კრუნჩხვები. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

ასევე იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“

ღვიძლის ან თირკმელების დაავადება

არ არის ცნობილი, აქვს თუ არა განსხვავებული ეფექტი, თუ თქვენი ღვიძლი ან თირკმელები ნორმალურად არ ფუნქციონირებს. ამ მედიკამენტით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გლუკურონიდაციის დარღვევა, როგორიცაა გილბერტის სინდრომი

ექიმმა სიფრთხილით უნდა გიმკურნალოთ, თუ გაქვთ გლუკურონიდაციის დარღვევა, როგორიცაა გილბერტის სინდრომი.

მოწევა

გირჩევთ, შეწყვიტოთ მოწევა, თუ მკურნალობთ ვეკურათი, რადგან მოწევამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის რაოდენობა სისხლში.

ბავშვები და მოზარდები

ვეკურა არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში. ამ მედიკამენტით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ვეკურა საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ვეკურა საკვებთან ერთად. აგრეთვე იხილეთ პუნქტი 3 „როგორ მიიღება ვეკურა“

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოერიდეთ ორსულობას ვეკურათი მკურნალობის დროს. თუ შეიძლება დაორსულდეთ, გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. თუ დაორსულდებით ვეკურათი მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.

ძუძუთი კვება არ შეიძლება, თუ მკურნალობთ ვეკურათი და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვეკურა არ არის შესწავლილი მისი შესაძლო ზეგავლენაზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენმა მკურნალობამ იმოქმედოს ამ უნარზე.

ვეკურა შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ). თითოეული ტაბლეტი არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ვეკურა შეიცავს შაქარს, ეგრეთწოდებულ ლაქტოზის მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ ვეკურას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ვეკურას დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა:

დიარეა და ღებინება (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). მუდმივმა და მძიმე დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დაქვეითება და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით თუ ერთდროულად იღებთ სხვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. თუ გაქვთ უფრო მძიმე ან მუდმივი დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მან შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში.

თვალის გაღიზიანება კონიუნქტივიტის/კერატოკონიუნქტივიტის (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე მეტ ადამიანში) და კერატიტის (ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 1-დან 10 ადამიანში) გამო.

ფილტვების გაღიზიანების ფორმა, სახელწოდებით ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (არახშირია ევროპელ პაციენტებში; ხშირია იაპონელ პაციენტებში: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში ევროპაში და 10-დან 1-მდე ადამიანში იაპონიაში). ეს დაავადება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის ბუნებრივ პროგრესირებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება დაკავშირებული ხველასთან ან ცხელებასთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება შეგაწუხოთ ამ დაავადებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სამუდამოდ შეწყვიტოს მკურნალობა ვეკურათი.

დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის პერფორაციები (არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ წარსულში პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.

იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობა (იშვიათი: ​​შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში). თუ სისხლის ანალიზი მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ ცვლილებებზე, ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

გამონაყარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს მზის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ უბნებზე. მზეზე ყოფნისას რეკომენდებულია დამცავი ტანსაცმელი და/ან მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება (მაგ. მინერალების შემცველი)

ინფექცია

მადის დაკარგვა, წონის დაკლება

დეპრესია

თავის ტკივილი, კანის მგრძნობელობის ცვლილება ან კიდურების დაბუჟება

სუნთქვის გაძნელება, ხველა

გულისრევა

პირის ღრუს გაღიზიანება

კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა და მეტეორიზმი

ღვიძლის ფუნქციაზე სისხლის ანალიზებში დარღვევები

ქავილი

დაღლილობა, ცხელება, სისუსტე.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

მშრალი კანი

თმის ცვენა

სისხლდენა ცხვირიდან

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან

ანთებითი რეაქციები ფრჩხილის ირგვლივ

თმის ფოლიკულების ინფექცია

აკნე

ნახეთქები კანზე

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (დამტკიცებული ჩვენებების მიღმა ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოყენებისას).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):

თირკმლის ანთება (ნეფრიტი)

შარდში პროტეინის ნაკლებობა (პროტეინურია)

წამწამების ცვლილებები

სხეულსა და სახეზე ჭარბი თმა მამაკაცის განაწილების მოდელით

კანის პიგმენტაცია

წარბების ცვენა

მტვრევადი და მსხვრევადი ფრჩხილები

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):

ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე და ტკივილი (პალმარპლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში):

რქოვანას პერფორაციის ან წყლულის შემთხვევები

კანის ბუშტუკები ან აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომის ნიშანი)

თვალის ფერადი ნაწილის ანთება.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამონათვალში ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ინფორმირების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ვეკურას ერთჯერადი პერორალური დოზები კარგად იქნა გადატანილი 1000 მგ-მდე ერლოტინიბის შემცველობით ჯანმრთელ სუბიექტებში და 1600 მგ-მდე ონკოლოგიურ პაციენტებში. 200 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზები ჯანმრთელ სუბიექტებში ცუდად იქნა გადატანილი დოზირების მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ამ კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მძიმე გვერდითი რეაქციები, როგორიცაა დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ამინოტრანსფერაზების შესაძლო მომატებული აქტივობა, შეიძლება მოხდეს რეკომენდებულ დოზაზე მაღალი დოზების გამოყენებისას.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების საეჭვო შემთხვევაში ვეკურა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

ვეკურას აქტიური ნივთიერება არის ერლოტინიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 150მგ ერლოტინიბს (ერლოტინიბის ჰიდროქლორიდის სახით) დამოკიდებული დოზაზე.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გული: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური და კალციუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (იხილეთ ნაწილი 2, ლაქტოზის მონოჰიდრატსა და ნატრიუმზე).

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი.

ვეკურას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ვეკურა 150 მგ არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, რომელზეც ამოტვიფრული ერთ მხარეს „E9OB“ და მეორეზე „150“, დიამეტრით დაახლოებით 10.4 მმ.

ვეკურა ხელმისაწვდომია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში:

შპს "ავერსი-ფარმა"

აღმაშენებლის გამზ. 148, 0112 თბილისი. საქართველო

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიური ნივთიერება პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორი,

ATC კოდი: L01EB02

მოქმედების მექანიზმი

ერლოტინიბი არის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი/ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის ტიპი 1 (EGFR ასევე ცნობილია როგორც HER1) ტიროზინკინაზას ინჰიბიტორი. ერლოტინიბი ძლიერად აფერხებს EGFR-ის უჯრედშიდა ფოსფორილირებას. EGFR გამოხატულია ნორმალური უჯრედების და კიბოს უჯრედების უჯრედულ ზედაპირზე. არაკლინიკურ მოდელებში, EGFR ფოსფოტიროზინის დათრგუნვა იწვევს უჯრედების სტაზს და/ან სიკვდილს.

EGFR მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტი-აპოპტოზური და პროლიფერაციის სასიგნალო გზების კონსტიტუციური გააქტიურება. ერლოტინიბის ძლიერი ეფექტურობა EGFR-ით გაპირობებული სიგნალიზაციის დაბლოკვისას EGFR მუტაციის დადებით სიმსივნეებში მიეკუთვნება ერლოტინიბის მჭიდრო შეკავშირებას ATP-დაკავშირებულ ადგილთან EGFR-ის მუტაციურ კინაზას დომენში. ქვედა დინების სიგნალიზაციის დაბლოკვის გამო, უჯრედების პროლიფერაცია ჩერდება და უჯრედების სიკვდილი ინდუცირებულია შინაგანი აპოპტოზური გზით. სიმსივნის რეგრესია შეინიშნება ამ EGFR გამააქტიურებელი მუტაციების იძულებითი გამოხატვის მოდელებში.

კლინიკური ეფექტურობა

პირველი რიგის არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს თერაპია EGFR გამააქტიურებელი მუტაციების მქონე პაციენტებისთვის (ერლოტინიბი მონოთერაპიის სახით)

ვეკურას ეფექტურობა პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისას EGFR გამააქტიურებელი მუტაციებით ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს ნაჩვენები იყო III ფაზის, რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების კვლევაში (ML20650, EURTAC). ეს კვლევა ჩატარდა კავკასიელ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მეტასტაზური ან ლოკალურად განვითარებული ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (სტადია IIIB და IV), რომლებსაც არ ჰქონდათ ჩატარებული ქიმიოთერაპია ან ნებისმიერი სისტემური ანტისიმსივნური თერაპია გავრცელებული დაავადების გამო და რომლებსაც ჰქონდათ მუტაციები EGFR-ის ტიროზინ კინაზას დომენში (exon 19 deletion or exon 21 mutation). პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1 ერლოტინიბის მიღებაზე 150 მგ დღეში ან პლატინაზე დაფუძნებული ორმაგი ქიმიოთერაპიით 4 ციკლამდე.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო მკვლევარის მიერ შეფასებული PFS. ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 3.

სურათი 1: კაპლან-მეიერის მრუდი მკვლევარის მიერ PFS შეფასებისთვის ცდაში ML20650 (EURTAC) (2012 წლის აპრილში შეწყვეტა)

ცხრილი 3: ვეკურას ეფექტურობის შედეგები ქიმიოთერაპიასთან შედარებით კვლევაში ML20650 (EURTAC)

ვეკურა

ქიმიო

თერაპია

რისკის თანაფარდობა (95% CI)

p-დონე

წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზი (35% OS

მომწიფება) (n=153)

Cut-off თარიღი: აგვისტო 2010

n=77

n=76

პირველადი

საბოლოო

წერტილი:

  • 4
  • 2
  • 42

p<0.0001

პროგრესიის გარეშე გადარჩენა

(PFS, მედიანა თვე)*

მკვლევარის შეფასება **

[0.27-0.64]

დამოუკიდებელი კვლევა **

  • 4
  • 4
  • 47

p=0.003

[0.27-0.78]

საუკეთესო საერთო პასუხის მაჩვენებელი (CR/PR)

  • 5%
  • 5%

p<0.0001

საერთო გადარჩენადობა (OS) (თვეები)

  • 9
  • 8
  • 80

[0.47-1.37]

p=0.4170

საძიებო ანალიზი (40% OS

მომწიფება) (n=173)

Cut-off თარიღი: იანვარი 2011

n=86

n=87

PFS (მედიანა თვე), მკვლევარის შეფასება

  • 7
  • 2
  • 37

[0.27-0.54]

p<0.0001

საუკეთესო საერთო პასუხის მაჩვენებელი (CR/PR)

  • 1%
  • 9%

p<0.0001

OS (თვე)

  • 3
  • 5
  • 04

[0.65-1.68]

p=0.8702

განახლებული ანალიზებიis (62% OS

მომწიფება) (n=173)

Cut-off თარიღი: აპრილი 2012

n=86

n=87

PFS (მედიანა თვე)

  • 4
  • 1
  • 34

[0.23-0.49]

p<0.0001

OS*** (თვე)

  • 9
  • 8
  • 93

[0.64-1.36]

p=0.7149

CR=სრული პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი

  • დაფიქსირდა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის 58%-ით შემცირება
  • * საერთო შესაბამისობის მაჩვენებელი მკვლევარის და IRC შეფასებას შორის იყო 70%
  • ** მაღალი გადაკვეთა დაფიქსირდა პაციენტების 82%-ში ქიმიოთერაპიულ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ შემდგომ თერაპიას EGFR ტიროზინკინაზას ინჰიბიტორით და ყველა ეს პაციენტი გარდა 2-ისა იღებდა შემდგომი ვეკურას.

არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შემანარჩუნებელი თერაპია პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ (ვეკურა მონოთერაპიის სახით)

ვეკურას ეფექტურობა და უსაფრთხოება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემანარჩუნებელი თერაპიისას (NSCLC) პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ, გამოკვლეული იყო რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში (BO18192, SATURN). ეს კვლევა ჩატარდა ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე 889 პაციენტში, რომლებშიც დაავადება არ პროგრესირებდა პლატინაზე დაფუძნებული ორმაგი ქიმიოთერაპიის 4 ციკლის შემდეგ. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1 შეფარდებით 150 მგ ვეკურას ან პლაცებოს პერორალურად დღეში ერთხელ მიღებაზე დაავადების პროგრესირებამდე. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი მოიცავდა პროგრესირების გარეშე გადარჩენას (PFS) ყველა პაციენტში. საწყისი დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფს შორის. პაციენტები ECOG PS>1, ღვიძლის ან თირკმელების მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებებით არ იყო ჩართული კვლევაში.

ამ კვლევაში მთლიანმა პოპულაციამ აჩვენა სარგებელი პირველადი PFS საბოლოო წერტილისთვის (HR= 0.71 p<0.0001) და მეორადი OS საბოლოო წერტილისთვის (HR= 0.81 p=0.0088). თუმცა, ყველაზე დიდი სარგებელი დაფიქსირდა წინასწარ განსაზღვრულ საძიებო ანალიზში პაციენტებში EGFR გამააქტიურებელი მუტაციებით (n= 49), რომელმაც აჩვენა PFS-ის მნიშვნელოვანი სარგებელი (HR=0.10, 95% CI, 0.04-დან 0.25-მდე; p<0.0001) და საერთო გადარჩენის HR 0.83 (95% CI, 0.03-დან). პლაცებო პაციენტების 67%-მა EGFR დადებითი მუტაციის ქვეჯგუფმა მიიღო მეორე ან შემდგომი ხაზის მკურნალობა EGFR-TKI-ებით.

BO25460 (IUNO) კვლევა ჩატარდა ფილტვის განვითარებული არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე 643 პაციენტში, რომლებშიც სიმსივნეებს არ ჰქონდათ EGFR-გამააქტიურებელი მუტაცია (ეგზონ 19 წაშლა ან ეგზონ 21 L858R მუტაცია) და რომლებშიც არ აღინიშნა დაავადების პროგრესირება პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის ოთხი ციკლის შემდეგ.

კვლევის მიზანი იყო ერლოტინიბით პირველი ხაზის შემანარჩუნებელი თერაპიის საერთო გადარჩენის შედარება ერლოტინიბთან, რომელიც მიღებული იყო დაავადების პროგრესირების დროს. კვლევამ არ დააკმაყოფილა მისი ძირითადი საბოლოო წერტილი. ვეკურას პირველი ხაზის შენარჩუნების საერთო გადარჩენა არ აღემატებოდა ვეკურისას, როგორც მეორე ხაზის მკურნალობისას იმ პაციენტებში, რომლებშიც სიმსივნეს არ ჰქონდა EGFR-გამააქტიურებელ მუტაცია (HR= 1.02, 95% CI, 0.85-დან 1.22-მდე, p=0.82). PFS-ის მეორადი საბოლოო წერტილი არ აჩვენებდა განსხვავებას ვეკურასა და პლაცებოს შორის შემანარჩუნებელი მკურნალობისას (HR=0.94, 95 % CI, 0.80-დან 1.11-მდე; p=0.48).

BO25460 (IUNO) კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ვეკურას გამოყენება არ არის რეკომენდებული პირველი ხაზის შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის პაციენტებში EGFR გამააქტიურებელი მუტაციის გარეშე.

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა მინიმუმ ერთი წინა ქიმიოთერაპიული რეჟიმის წარუმატებლობის შემდეგ (ვეკურა მონოთერაპიის სახით)

ვეკურას, როგორც მეორე/მესამე ხაზის თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება ნაჩვენები იყო რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში (BR.21), ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე 731 პაციენტში მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიის რეჟიმის წარუმატებლობის შემდეგ. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 2:1 ვეკურას 150 მგ ან პლაცებოს მიღებაზე პერორალურად დღეში ერთხელ. კვლევის საბოლოო წერტილები მოიცავდა საერთო გადარჩენას, პროგრესირების გარეშე გადარჩენას, პასუხის სიჩქარეს, პასუხის ხანგრძლივობას, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომების გაუარესებამდე დროს (ხველა, ქოშინი და ტკივილი) და უსაფრთხოებას. პირველადი საბოლოო წერტილი იყო გადარჩენა.

დემოგრაფიული მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფს შორის. პაციენტთა დაახლოებით ორი მესამედი იყო მამაკაცი და დაახლოებით ერთ მესამედს ჰქონდა საბაზისო ECOG შესრულების სტატუსი (PS) 2, და 9%-ს ჰქონდა საწყისი ECOG PS 3. ვეკურას და პლაცებოს ჯგუფებში ყველა პაციენტის ოთხმოცდაცამეტ და 92%-ში, შესაბამისად, ადრე მიღებული იყო პლატინის შემცველი რეჟიმი და ყველა პაციენტის 36%-ს და 37%-ს, შესაბამისად, ადრე მიღებული იყო ტაქსანით თერაპია.

სიკვდილის კორექტირებული საფრთხის თანაფარდობა (HR) ვეკურას ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით იყო 0.73 (95% CI, 0.60-დან 0.87-მდე) (p = 0.001). 12 თვეში ცოცხალი პაციენტების პროცენტი იყო 31.2% და 21.5%, შესაბამისად ვეკურას და პლაცებოს ჯგუფებში. საშუალო საერთო გადარჩენა იყო 6.7 თვე ვეკურას ჯგუფში (95% CI, 5.5-დან 7.8 თვემდე), ხოლო 4.7 თვე პლაცებოს ჯგუფში (95% CI, 4.1-დან 6.3 თვემდე).

ეფექტი საერთო გადარჩენაზე შესწავლილი იყო პაციენტების სხვადასხვა ქვეჯგუფში. ვეკურას ეფექტი საერთო გადარჩენაზე ისეთივე იყო, როგორიც პაციენტებში საბაზისო შესრულების სტატუსით (ECOG) 2 – 3 (HR = 0.77, 95% CI 0.6-1.0) ან 0 – 1 (HR = 0.73, 95% CI 0.6-0.9 ), მამაკაცებში (HR = 0,76, 95% CI 0,6 – 0,9) ან ქალ პაციენტებში (HR = 0,80, 95% CI 0,6 – 1,1), პაციენტებში < 65 წლის (HR = 0,75, 95% CI 0,6-0,9) ან ხანდაზმულ პაციენტებში (HR = 0,79, 95% CI 0,6 – 1,0), პაციენტებში ერთი წინა რეჟიმით (HR = 0,76, 95% CI 0,6 – 1,0) ან ერთზე მეტი წინა რეჟიმით (HR = 0,75, 95% CI 0,6 – 1,0) , კავკასიელებში (HR = 0,79, 95% CI 0,6 – 1,0) ან აზიელ პაციენტებში (HR = 0,61, 95% CI 0,4 – 1,0), პაციენტებში ადენოკარცინომით (HR = 0,71, 95% CI 0,6 – 0,9) ან კარცინომით (კარცინომა). HR = 0,67, 95% CI 0,5 – 0,9), მაგრამ არა სხვა ჰისტოლოგიის მქონე პაციენტებში (HR 1,04, 95% CI 0,7 – 1,5), პაციენტებში IV სტადიის დაავადების დიაგნოზის დროს (HR = 0,92, 95%CI 0,7 – 1,2) ან < IV სტადიის დაავადების დიაგნოზის დროს (HR = 0.65, 95% CI 0.5 – 0.8). პაციენტებს, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ, გაცილებით დიდი სარგებელი ჰქონდათ ერლოტინიბისგან (გადარჩენის HR = 0.42, 95% CI 0.28 - 0.64), ამჟამინდელ ან ყოფილ მწეველებთან შედარებით (HR = 0.87, 95% CI 0.71 - 1.05). EGFR-დადებითი სიმსივნეების მქონე პაციენტების 45%-ში საფრთხის კოეფიციენტი იყო 0.68 (95%CI 0.49 – 0.94) EGFR-დადებითი სიმსივნეების მქონე პაციენტებში და 0.93 (95% CI 0.63 – 1.36) პაციენტებში EGFR-ნეგატიური სიმსივნეებით. (განსაზღვრულია IHC-ით EGFR pharmDx ნაკრების გამოყენებით და განსაზღვრავს EGFR-უარყოფითს, როგორც 10%-ზე ნაკლები სიმსივნური უჯრედების შეღებვას). EGFR-ის ექსპრესიის უცნობი სტატუსის მქონე პაციენტების დანარჩენ 55%-ში საფრთხის თანაფარდობა იყო 0,77 (95% CI 0,61 – 0,98).

საშუალო PFS იყო 9.7 კვირა ვეკურას ჯგუფში (95% CI, 8.4-დან 12.4 კვირამდე), ხოლო 8.0 კვირა პლაცებოს ჯგუფში (95% CI, 7.9-დან 8.1 კვირამდე).

ობიექტური პასუხის კოეფიციენტი RECIST-ის მიხედვით ვეკურას ჯგუფში იყო 8.9% (95% CI, 6.4-დან 12.0-მდე). პირველი 330 პაციენტი შეფასდა ცენტრალიზებულად (პასუხის მაჩვენებელი 6.2%); 401 პაციენტი შეფასდა მკვლევარის მიერ (პასუხის მაჩვენებელი 11.2%).

პასუხის საშუალო ხანგრძლივობა იყო 34.3 კვირა, მერყეობდა 9.7-დან 57.6+ კვირამდე. პაციენტების პროპორცია, რომლებშიც აღინიშნა სრული პასუხი, ნაწილობრივი პასუხი ან სტაბილური დაავადება, იყო 44.0% და 27.5%, შესაბამისად, ვეკურას და პლაცებოს ჯგუფებისთვის (p = 0.004).

ვეკურას გადარჩენის სარგებელი ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც ვერ მიაღწიეს სიმსივნის ობიექტურ პასუხს (RECIST-ის მიერ). ამას მოწმობს სიკვდილის საფრთხის თანაფარდობა 0.82 (95% CI, 0,68-დან 0,99-მდე) პაციენტებში, რომელთა საუკეთესო პასუხი იყო სტაბილური დაავადება ან პროგრესირებადი დაავადება.

ვეკურა იწვევდა სიმპტომურ სარგებელს ხველის, ქოშინისა და ტკივილის გაუარესებამდე დროის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებით პლაცებოსთან შედარებით.

ორმაგი ბრმა, რანდომიზებულ III ფაზა კვლევაში (MO22162, CURRENTS), რომლის დროსაც მოხდა ვეკურას ორი დოზის შედარება (300 მგ 150 მგ-ის წინააღმდეგ) ამჟამინდელ მწეველებში (საშუალოდ 38 კოლოფი წელიწადში), რომლებსაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო მეორე ხაზის პარამეტრებში ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ, ვეკურას 300 მგ დოზამ არ აჩვენა PFS სარგებელი რეკომენდებულ დოზასთან შედარებით (7.00 vs 6.86 კვირა, შესაბამისად).

მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები შეესაბამებოდა პირველად საბოლოო წერტილს და არ იყო გამოვლენილი სხვაობა საერთო გარაჩენის მხრივ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ ერლოტინიბით 300 მგ და 150 მგ დღეში (HR1.03,95%CI 0.80-დან 1.32-მდე). უსაფრთხოების მონაცემები შედარებადი იყო 300 მგ და 150 მგ დოზებს შორის; თუმცა, დაფიქსირდა გამონაყარის, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების და დიარეის სიხშირის რიცხვითი მატება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერლოტინიბის უფრო მაღალ დოზას. მიმდინარე CURRENT კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ერლოტინიბის 300 მგ უფრო მაღალი დოზის რაიმე სარგებლობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ გამოვლენილა 150 მგ არააქტიურ მწეველებთან შედარებით.

პაციენტები ამ კვლევაში არ იქნა შერჩეული EGFR მუტაციის სტატუსის საფუძველზე. იხილეთ ნაწილები 4.2,4.4,4.5 და 5.2.

პანკრეასის კიბო (ვეკურა, რომელიც მიიღებოდა გემციტაბინთან ერთად კვლევაში PA.3)

ვეკურას ეფექტურობა და უსაფრთხოება გემციტაბინთან კომბინაციაში, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, შეფასებული იყო რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული, არარეზექტირებადი ან მეტასტაზური პანკრეასის კიბო. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ვეკურას ან პლაცებოს მიღებაზე დღეში ერთხელ უწყვეტი სქემით და ი.ვ. გემციტაბინით (1000 მგ/მ2, ციკლი 1 – დღეები 1, 8, 15, 22,29, 36 და 43 8 კვირიანი ციკლით; ციკლი 2 და შემდგომი ციკლები – დღეები 1, 8 და 15 4 კვირიანი ციკლიდან [პანკრეასის კიბოსთვის დამტკიცებული დოზა და გრაფიკი, იხილეთ გემციტაბინის SPC-ში]). ვეკურა ან პლაცებო მიღებული იყო პერორალურად დღეში ერთხელ დაავადების პროგრესირებამდე ან მიუღებელ ტოქსიკურობამდე. პირველადი საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა.

პაციენტების საწყისი დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები მსგავსი იყო მკურნალობის 2 ჯგუფს შორის, 100 მგ ვეკურა პლუს გემციტაბინი ან პლაცებო პლუს გემციტაბინი, გარდა ქალების ოდნავ უფრო დიდი ნაწილისა ერლოტინიბის/გემციტაბინის ჯგუფში პლაცებო/გემციტაბინის ჯგუფთან შედარებით:

საწყისი მაჩვენებელი

ვეკურა

პლაცებო

ქალები

51%

44%

საბაზისო ECOG შესრულების სტატუსი (PS)=0

31%

32%

საბაზისო ECOG შესრულების სტატუსი (PS)=1

51%

51%

საბაზისო ECOG შესრულების სტატუსი (PS)=2

17%

17%

მეტასტაზური დაავადება საწყის ეტაპზე

77%

76%

გადარჩენა შეფასებული იყო იმ პოპულაციაში, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ მკურნალობა, შემდგომი გადარჩენის მონაცემების საფუძველზე. შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში (მეტასტაზური და ადგილობრივად განვითარებული პაციენტების ჯგუფის შედეგები მიღებულია საძიებო ქვეჯგუფის ანალიზიდან).

შედეგი

ვეკურა

(თვეები)

პლაცებო

(თვეები)

(თვეები)

CI of 

HR

CI of HR

P-მნიშვნელობა

საერთო პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 4
  • 0
  • 41
  • 0.54 – 1.64
  • 82
  • 69 – 0.98
  • 028

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 8
  • 6
  • 16
  • 0.05 – 2.34

მეტასტაზური პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 9
  • 1
  • 87
  • 0.26 – 1.56
  • 80
  • 66 – 0.98
  • 029

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 1
  • 7
  • 43
  • 17 – 2.66

ადგილობრივად გავრცელებული პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 5
  • 2
  • 36
  • 2.43 – 2.96
  • 93
  • 65 – 1.35
  • 713

საშუალო საერთო გადარჩენა

  • 7
  • 5
  • 19
  • 2.43– 2.69

პოსტ-ჰოკ ანალიზში, პაციენტებმა საწყის ეტაპზე ხელსაყრელი კლინიკური სტატუსით (ტკივილის დაბალი ინტენსივობა, კარგი ცხოვრების ხარისხი და კარგი PS) შეიძლება მიიღონ მეტი სარგებელი ვეკურასგან. სარგებელი ძირითადად გამოწვეულია ტკივილის დაბალი ინტენსივობის ქულით. პოსტ-ჰოკ ანალიზში, ვეკურაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ გამონაყარი, ჰქონდათ უფრო ხანგრძლივი გადარჩენა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ განუვითარდათ გამონაყარი (საშუალო OS 7.2 თვე 5 თვის წინააღმდეგ, HR: 0.61). ვეკურაზე მყოფი პაციენტების 90%-ს განუვითარდა გამონაყარი პირველი 44 დღის განმავლობაში. გამონაყარის დაწყებამდე საშუალო დრო იყო 10 დღე.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ვეკურას კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და პანკრეასის კიბოს ჩვენებებზე (იხ. ნაწილი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, ერლოტინიბის პიკური დონე პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 59%. პერორალური დოზის შემდეგ ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს საკვებით.

განაწილება

ერლოტინიბს აქვს განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა 232 ლ და ნაწილდება ადამიანის სიმსივნურ ქსოვილში. 4 პაციენტის კვლევაში (3 ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი და 1 ხორხის კიბოთი), რომლებიც იღებდნენ ვეკურას 150 მგ დღიურ ორალურ დოზებს, ქირურგიულად ამოკვეთილმა სიმსივნის ნიმუშებმა მკურნალობის მე-9 დღეს გამოავლინა სიმსივნეში ერლოტინიბის კონცენტრაცია, რომელიც საშუალოდ იყო ქსოვილზე 1185 ნგ/გ. ეს შეესაბამებოდა პიკური პლაზმური კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობის საშუალოდ 63%-ს (დიაპაზონი 5 – 161%). პირველადი აქტიური მეტაბოლიტები სიმსივნეში იყო 160 ნგ/გ ქსოვილის საშუალო კონცენტრაციებში, რაც შეესაბამებოდა პიკური პლაზმური კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობის საშუალოდ 113%-ს (დიაპაზონი 88 – 130%). პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 95%. ერლოტინიბი უკავშირდება შრატის ალბუმინს და ალფა-1 მჟავას გლიკოპროტეინს (AAG).

ბიოტრანსფორმაცია

ერლოტინიბი მეტაბოლიზდება ღვიძლში ღვიძლის ციტოქრომებით ადამიანებში, ძირითადად CYP3A4 და ნაკლებად CYP1A2-ით. ექსტრაჰეპატური მეტაბოლიზმი CYP3A4-ით ნაწლავში, CYP1A1-ით ფილტვებში და 1B1-ით სიმსივნურ ქსოვილში პოტენციურად ხელს უწყობს ერლოტინიბის მეტაბოლურ კლირენსს.

გამოვლენილია სამი ძირითადი მეტაბოლური გზა: 1) ერთი ან ორივე გვერდითი ჯაჭვის O-დემეთილაცია, რასაც მოჰყვება დაჟანგვა კარბოქსილის მჟავებამდე; 2) აცეტილენის ნაწილის დაჟანგვა, რასაც მოჰყვება ჰიდროლიზი არილის კარბოქსილის მჟავამდე; და 3) ფენილ-აცეტილენის ნაწილის არომატული ჰიდროქსილაცია. ერლოტინიბის OSI-420 და OSI-413 პირველადი მეტაბოლიტებს, რომლებიც წარმოიქმნება ერთ-ერთი გვერდითი ჯაჭვის O-დემეთილაციით, აქვთ ერლოტინიბთან შედარებითი ძალა არაკლინიკურ in vitro ანალიზებში და in vivo სიმსივნის მოდელებში. ისინი იმყოფებიან პლაზმაში ერლოტინიბის 10%-ზე ნაკლები დონეებით და ავლენენ ერლოტინიბის მსგავს ფარმაკოკინეტიკას.

ელიმინაცია

ერლოტინიბი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით განავლით (>90%), თირკმელებით ელიმინაცია შეადგენს პერორალური დოზის მხოლოდ მცირე რაოდენობას (დაახლოებით 9%). პერორალურად მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა ძირითადი ნივთიერების სახით. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი 591 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ერთჯერად ვეკურას, აჩვენებს საშუალო აშკარა კლირენსს 4,47 ლ/საათში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 36,2 საათი. ამრიგად, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის დრო მოსალოდნელია დაახლოებით 7-8 დღეში.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, კლინიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ დაფიქსირებულა პროგნოზირებულ აშკარა კლირენსსა და პაციენტის ასაკს, სხეულის წონას, სქესსა და ეროვნებას შორის. პაციენტის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ერლოტინიბის ფარმაკოკინეტიკასთან, იყო შრატის მთლიანი ბილირუბინი, AAG და მიმდინარე მოწევა. შრატში მთლიანი ბილირუბინის და AAG კონცენტრაციების მომატება დაკავშირებული იყო ერლოტინიბის კლირენსის შემცირებასთან. ამ განსხვავებების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. თუმცა, მწეველებს ჰქონდათ ერლოტინიბის კლირენსის გაზრდილი მაჩვენებელი. ეს დადასტურდა ფარმაკოკინეტიკური კვლევაში არამწეველ და ამჟამად სიგარეტის მწეველ ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ 150 მგ ერლოტინიბის ერთჯერად პერორალურ დოზას. Cmax-ის გეომეტრიული საშუალო იყო 1056 ნგ/მლ არამწეველებში და 689 ნგ/მლ მწეველებში, მწეველთა და არამწეველთა საშუალო თანაფარდობით 65.2% (95% CI: 44.3-დან 95.9-მდე, p = 0.031). AUC0–inf-ის გეომეტრიული საშუალო იყო 18726 ნგ•სთ/მლ არამწეველებში და 6718 ნგ•სთ/მლ მწეველებში, საშუალო თანაფარდობით 35.9% (95% CI: 23.7-დან 54.3-მდე, p <0.0001) . C24 სთ-ის გეომეტრიული საშუალო იყო 288 ნგ/მლ არამწეველებში და 34,8 ნგ/მლ მწეველებში, საშუალო თანაფარდობით 12,1% (95% CI: 4,82-დან 30,2-მდე, p = 0,0001). ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს III ფაზის ძირითად კვლევაში, ამჟამინდელ მწეველებში მიღწეული იყო ერლოტინიბის სტაბილური მდგომარეობა პლაზმაში 0,65 მკგ/მლ (n = 16) კონცენტრაციით, რაც დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ყოფილ მწეველებში ან პაციენტებში, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ (1,28 μგ/მლ, n = 108). ამ ეფექტს თან ახლდა ერლოტინიბის აშკარა პლაზმური კლირენსის 24%-იანი ზრდა. I ფაზის დოზის ზრდის კვლევაში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც ამჟამინდელი მწეველები იყვნენ, ფარმაკოკინეტიკური ანალიზები სტაბილურ მდგომარეობაში აჩვენებდა ერლოტინიბის ექსპოზიციის დოზის პროპორციულ ზრდას, როდესაც ვეკურას დოზა გაიზარდა 150 მგ-დან მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე 300 მგ. ამ კვლევაში ამჟამინდელი მწეველებში 300 მგ დოზით პლაზმური კონცენტრაცია პლაზმაში იყო 1.22 მკგ/მლ (n = 17). იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4, 4.5 და 5.1.

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, ამჟამინდელ მწეველებს უნდა მიეცეთ რჩევა, შეწყვიტონ მოწევა ვეკურას მიღებისას, რადგან პლაზმაში კონცენტრაცია სხვაგვარად შეიძლება შემცირდეს. მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ოპიოიდის არსებობა გაზრდის ექსპოზიციას დაახლოებით 11%-ით. ჩატარდა პოპულაციის მეორე ფარმაკოკინეტიკური ანალიზი, რომელიც აერთიანებდა ერლოტინიბის მონაცემებს პანკრეასის კიბოს 204 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვეკურა 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ერლოტინიბი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ფურცელში

  • რა არის ვეკურა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ვეკურას მიღებამდე
  • როგორ მიიღება ვეკურა
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ვეკურა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ვეკურა და რისთვის გამოიყენება

ვეკურა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ერლოტინიბს. ვეკურა არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ პროტეინის აქტივობის პრევენციით, რომელსაც ეწოდება ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი (EGFR). ცნობილია, რომ ეს ცილა მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

ვეკურა ნაჩვენებია მოზრდილებისთვის. ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო გავრცელებულ სტადიაზე. ის შეიძლება დაინიშნოს როგორც საწყისი თერაპია ან როგორც თერაპია, თუ თქვენი დაავადება ძირითადად უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმ პირობით, რომ კიბოს უჯრედებს აქვს სპეციფიკური EGFR მუტაციები. ის ასევე შეიძლება დაინიშნოს, თუ წინა ქიმიოთერაპია წარუმატებელი იყო დაავადების შესაჩერებლად.

ეს პრეპარატი ასევე შეიძლება დაგენიშნოთ სხვა პრეპარატთან ერთად, სახელწოდებით გემციტაბინი, თუ გაქვთ პანკრეასის კიბო მეტასტაზურ სტადიაზე.

  • რა უნდა იცოდეთ ვეკურას მიღებამდე

არ მიიღოთ ვეკურა

თუ გაქვთ ალერგია ერლოტინიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ერლოტინიბის რაოდენობა სისხლში ან გავლენა მოახდინონ მის ეფექტზე (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, პროტეაზას ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ციპროფლოქსაცინი, ომეპრაზოლი, რანიტიდინი, კრაზანას პრეპარატები ან პროტეაზომის ინჰიბიტორები), გაესაუბრეთ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ვეკურას ეფექტურობა ან გაზარდონ გვერდითი ეფექტები და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის კორექტირება. ექიმმა შესაძლოა თავი აარიდოს ამ მედიკამენტებით მკურნალობას ვეკურას მიღებისას.

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (მედიკამენტი, რომელიც ხელს უწყობს თრომბოზის ან სისხლის შედედების პრევენციას, მაგ. ვარფარინი), ვეკურამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია. მიმართეტ თქვენს ექიმს, ის რეგულარულად გაკონტროლებს რამდენიმე სისხლის ანალიზს.

თუ იღებთ სტატინებს (პრეპარატი სისხლში ქოლესტერინის დასაწევად), ვეკურამ შეიძლება გაზარდოს სტატინთან დაკავშირებული კუნთების პრობლემების რისკი, რამაც, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზულ დაშლა (რაბდომიოლიზი), რომელიც იწვევს თირკმლის დაზიანებას, დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს და/ან გაქვთ თვალის პრობლემების ისტორია, როგორიცაა თვალების ძლიერი სიმშრალე, თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) ანთება ან წყლულები თვალის წინა ნაწილზე, დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

ასევე იხილეთ ქვემოთ „სხვა მედიკამენტები და ვეკურა“

მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ გაწუხებთ სუნთქვის უეცარი გაძნელება ასოცირებული ხველასთან ან ცხელებასთან, რადგან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობა სხვა მედიკამენტებით და ვეკურათი მკურნალობის შეწყვეტა.

თუ გაქვთ დიარეა, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს მკურნალობა დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგალითად, ლოპერამიდი).

დაუყოვნებლივ, თუ გაქვთ მძიმე ან მუდმივი ფაღარათი, გულისრევა, მადის დაკარგვა ან ღებინება, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს ვეკურათი თერაპიის შეწყვეტა და შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობა საავადმყოფოში.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ვეკურამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები და ფატალური შემთხვევა. თქვენმა ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი პრეპარატის მიღების პერიოდში, რათა დააკვირდეს ღვიძლის სწორ მუშაობას;

თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

თუ განვითარდა თვალის მწვავე ან გაუარესებული სიწითლე და ტკივილი, წყლიანი თვალები, ბუნდოვანი მხედველობა და/ან სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა (იხილეთ ქვემოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები).

თუ ასევე იღებთ სტატინებს და გაქვთ ამოუხსნელი კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა, სისუსტე ან კრუნჩხვები. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიოდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

ასევე იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“

ღვიძლის ან თირკმელების დაავადება

არ არის ცნობილი, აქვს თუ არა განსხვავებული ეფექტი, თუ თქვენი ღვიძლი ან თირკმელები ნორმალურად არ ფუნქციონირებს. ამ მედიკამენტით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გლუკურონიდაციის დარღვევა, როგორიცაა გილბერტის სინდრომი

ექიმმა სიფრთხილით უნდა გიმკურნალოთ, თუ გაქვთ გლუკურონიდაციის დარღვევა, როგორიცაა გილბერტის სინდრომი.

მოწევა

გირჩევთ, შეწყვიტოთ მოწევა, თუ მკურნალობთ ვეკურათი, რადგან მოწევამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის რაოდენობა სისხლში.

ბავშვები და მოზარდები

ვეკურა არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში. ამ მედიკამენტით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ვეკურა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ვეკურა საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ვეკურა საკვებთან ერთად. აგრეთვე იხილეთ პუნქტი 3 „როგორ მიიღება ვეკურა“

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოერიდეთ ორსულობას ვეკურათი მკურნალობის დროს. თუ შეიძლება დაორსულდეთ, გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. თუ დაორსულდებით ვეკურათი მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.

ძუძუთი კვება არ შეიძლება, თუ მკურნალობთ ვეკურათი და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ვეკურა არ არის შესწავლილი მისი შესაძლო ზეგავლენაზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენმა მკურნალობამ იმოქმედოს ამ უნარზე.

ვეკურა შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ). თითოეული ტაბლეტი არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ვეკურა შეიცავს შაქარს, ეგრეთწოდებულ ლაქტოზის მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ ვეკურას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • როგორ მიიღება ვეკურა

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკვების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

ჩვეულებრივი დოზა არის ვეკურას 150 მგ ერთი ტაბლეტი დღეში, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვეკურა, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება გქონდეთ მომატებული გვერდითი მოვლენები და ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ვეკურას მიღება

თუ გამოტოვეთ ვეკურას ერთი ან მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ ვეკურას მიღებას

მნიშვნელოვანია გააგრძელოთ პრეპარატის მიღება ყოველდღე, იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ვეკურას დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა:

დიარეა და ღებინება (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). მუდმივმა და მძიმე დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დაქვეითება და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით თუ ერთდროულად იღებთ სხვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. თუ გაქვთ უფრო მძიმე ან მუდმივი დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მან შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში.

თვალის გაღიზიანება კონიუნქტივიტის/კერატოკონიუნქტივიტის (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე მეტ ადამიანში) და კერატიტის (ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 1-დან 10 ადამიანში) გამო.

ფილტვების გაღიზიანების ფორმა, სახელწოდებით ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (არახშირია ევროპელ პაციენტებში; ხშირია იაპონელ პაციენტებში: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში ევროპაში და 10-დან 1-მდე ადამიანში იაპონიაში). ეს დაავადება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის ბუნებრივ პროგრესირებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება დაკავშირებული ხველასთან ან ცხელებასთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება შეგაწუხოთ ამ დაავადებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სამუდამოდ შეწყვიტოს მკურნალობა ვეკურათი.

დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის პერფორაციები (არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში). აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ წარსულში პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.

იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობა (იშვიათი: ​​შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში). თუ სისხლის ანალიზი მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ ცვლილებებზე, ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

გამონაყარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს მზის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ უბნებზე. მზეზე ყოფნისას რეკომენდებულია დამცავი ტანსაცმელი და/ან მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება (მაგ. მინერალების შემცველი)

ინფექცია

მადის დაკარგვა, წონის დაკლება

დეპრესია

თავის ტკივილი, კანის მგრძნობელობის ცვლილება ან კიდურების დაბუჟება

სუნთქვის გაძნელება, ხველა

გულისრევა

პირის ღრუს გაღიზიანება

კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა და მეტეორიზმი

ღვიძლის ფუნქციაზე სისხლის ანალიზებში დარღვევები

ქავილი

დაღლილობა, ცხელება, სისუსტე.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

მშრალი კანი

თმის ცვენა

სისხლდენა ცხვირიდან

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან

ანთებითი რეაქციები ფრჩხილის ირგვლივ

თმის ფოლიკულების ინფექცია

აკნე

ნახეთქები კანზე

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (დამტკიცებული ჩვენებების მიღმა ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოყენებისას).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):

თირკმლის ანთება (ნეფრიტი)

შარდში პროტეინის ნაკლებობა (პროტეინურია)

წამწამების ცვლილებები

სხეულსა და სახეზე ჭარბი თმა მამაკაცის განაწილების მოდელით

კანის პიგმენტაცია

წარბების ცვენა

მტვრევადი და მსხვრევადი ფრჩხილები

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):

ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე და ტკივილი (პალმარპლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში):

რქოვანას პერფორაციის ან წყლულის შემთხვევები

კანის ბუშტუკები ან აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომის ნიშანი)

თვალის ფერადი ნაწილის ანთება.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამონათვალში ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ინფორმირების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება ვეკურა

შეინახეთ ეს პრეპარატი სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6 შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვეკურა

ვეკურას აქტიური ნივთიერება არის ერლოტინიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 150მგ ერლოტინიბს (ერლოტინიბის ჰიდროქლორიდის სახით) დამოკიდებული დოზაზე.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გული: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური და კალციუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (იხილეთ ნაწილი 2, ლაქტოზის მონოჰიდრატსა და ნატრიუმზე).

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი.

ვეკურას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ვეკურა 150 მგ არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, რომელზეც ამოტვიფრული ერთ მხარეს „E9OB“ და მეორეზე „150“, დიამეტრით დაახლოებით 10.4 მმ.

ვეკურა ხელმისაწვდომია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში:

შპს "ავერსი-ფარმა"

აღმაშენებლის გამზ. 148, 0112 თბილისი. საქართველო

მწარმოებელი(ები):

Synthon Chile LTDA.

ელ კასტანიო, 145, ვალე გრანდე – ლამპა, სანტიაგო ჩილე

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი

BioOrganics BV

მიკროვეგ 22

6545 CM ნეიმეგენი

ნიდერლანდები

ტექსტის გადახედვის თარიღი

  • 02.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა