ეროლინი
Erolin®
პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს. ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ასუსტებენ ალერგიულ სიმპტომებს, ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების, ე.წ. ჰისტამინების ბლოკირების ხარჯზე. პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები გამოიყენება ალერგიული რინიტის (მაგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლორატადინი (loratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- CJSC "Pharmaceutical Plant EGIS", უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035635
- რეგისტრირებულია
- 22 ივნისი 2022, მოქმედებს 22 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CJSC "Pharmaceutical Plant EGIS" (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეროლინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს.
ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ასუსტებენ ალერგიულ სიმპტომებს, ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების, ე.წ. ჰისტამინების ბლოკირების ხარჯზე.
პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები გამოიყენება ალერგიული რინიტის (მაგ. თივის ცხელება, მტვრის ან ცხოველის ბეწვით გამოწვეული სურდო) ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, სურდო, ცხვირის და თვალების ქავილი, წვის შეგრძნება თვალებში ან ცრემლდენა.
პრეპარატ ეროლინის® გამოყენება ასევე შესაძლებელია ალერგიული ჭინჭრის ციების დროს კანის სიმპტომების (ქავილი, კანის სიწითლე) და გამონაყარის და მისი ზომების შესამცირებლად.
პრეპარატ ეროლინის® მოქმედება გრძელდება მთელი დღეღამის განმავლობაში და გეხმარებათ თქვენ თქვენი ყოველდღიური აქტივობის და ძილის რეჟიმის შენარჩუნებაში.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობედება ან გაუარესდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტების მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ეროლინი® 10მგ ტაბლეტები:
თუ თქვენ გაქვთ პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია, რომელიც მოცემულია ნაწილში 8.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის მასის შესაბამისად:
6-12 წლის ასაკის ბავშვებში, 30 კგ-ზე მეტი წონით – 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში, 30 კგ-ზე ნაკლები წონით – ½ ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მკაცრად ექიმის დანიშნულებით – პრეპარატი ეროლინი® რეკომენდირებული სიროფის ფორმით.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები
30 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილები და ბავშვები:
1 ტაბლეტიDდღეგამოშვებით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები:
1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოკიდებლად, წყლის მიყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები
შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, ნაკლებად სავარაუდოა მძიმე შედეგების განვითარება. მიუხედავად ამისა, პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების იმაზე მეტი დოზით მიღებისას, ვიდრე ეს მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში ან დანიშნულია ექიმის მიერ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების ჭარბი დოზირებისას შეინიშნებოდა ძილიანობა, პულსის აჩქარება და თავის ტკივილი.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჯიმში. ნუ მიიღებთ ეროლინი® ტაბლეტების ორმაგ დოზას, გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.
სიფრთხილის ზომები
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი რომელიმე მდგომარეობა (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), პრეპარატი ეროლინი®® 10მგ ტაბლეტების გამოყენების წინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის:
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ კანის ალერგიული ტესტირების ჩატარება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა 2 დღით ადრე ტესტირებამდე, რადგან პრეპარატის აქტიურმა ნივთიერებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ტესტირების შედეგებზე.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ლორატადინის ადეკვატური დოზის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ სიროფის სახით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ რომ მიიღოთ. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც.
პრეპარატ ეროლინით® გამოწვეული გვერდითი რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს მისი ისეთ პრეპარატებთან მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ღვიძლის ფერმენტებზე. იმისდა მიუხედავად, რომ კლინიკურ კვლევებში ეროლინი® ტაბლეტების ისეთ წამლებთან ერთდროული გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლიზმშიც ღებულობენ ღვიძლი ფერმენტები, ასეთი ეფექტები არ გამოვლენილა, ამ პრეპარტის მიღებამდე სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებთან ერთდროული მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატ ეროლინი® 10მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან შუალედებში. ეროლინი® ტაბლეტების მიღების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ეფექტის გაძლიერება არ შეინიშნებოდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობა
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ლორატადინი გადადის დედის რძეში.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკურ კვლევებშილორატადინის არასასურველი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე არ გამოვლენილა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები რეკომენდებული დოზებით მიღებისას იწვევდეს ძილიანობას ან ყურადღების დაქვეითებას. ამის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეინიშნებოდა ძილიანობა, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ იმის შესახებ, რომ თქვენ მგრძნობიარე ხართ შაქრის გარკვეული ტიპების მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლინიკურ კვლევებში, სადაც ფასდებოდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლორატადინს, დარღვევები არ გამოვლენილა. ლორატადინი არ მოქმედებს ან აქვს მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი
Nევროზულობა
დაღლილობა.
მოზრდილებში და 12 წლის ზევით მოზარდებში შედარებით ხშირად აღინიშნებოდა:
ძილიანობა
თავის ტკივილი
მადის მომატება
ძილის დარღვევა.
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების რეგისტრაციის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ძალიან იშვიათად (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ალერგიული რეაქციები
თავბრუსხვევა
კრუნჩხვები
არარეგულარული ან გახშირებული პულსი
გულისრევა
პირის სიმშრალე
უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
თმის ცვენა
გამონაყარი კანზე
დაღლილობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სხეულის მასის მომატება
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ჭარბი დოზა
სიმპტომები: დოზის გადაჭარბებისას ლორატადინი იწვევს პარასიმპათოლიზურ სიმპტომებს. დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება: ძილიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტები. აუცილებელია ზოგადი დამხმარე და სიმპტომური თერაპიის დაწყება რაც შეიძლება მალე. თერაპია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭიროა. შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირის წყლიანი სუსპენზია. კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს. ლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. არ არსებობს მონაცემები პერიტონეალური დიალიზით ლორატადინის ელიმინაციის შესახებ. გადაუდებელი ღონისძიებების გატარების შემდეგ პაციენტები საჭიროებენ სამედიცინო ზედამხედველობას.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინები სისტემური გამოყენებისთვის; სხვა ანტიჰისტამინები სისტემური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: R06AX13
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი, 10 მგ ლორატადინი თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი (63.8 მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კაჟბადის უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატ ეროლინი® 10მგ ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო ან თითქმის უსუნო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით, ერთ მხარეს “E” სტილიზებული ასოს და ნომრის 531 გრავირებით და ნაზოლით მეორე მხარეს.
შეფუთვა
1 ან 3 ბლისტერი (10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე) შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს, თუ თქვენ შენიშნეთ მისი ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნები.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატის ეროლინი® 10 მგ ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ლორატადინი - პერიფერიული ჰისტამინის H1-რეცეპტორების შერჩევითი ტრიციკლური ბლოკატორი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
უმეტეს პაციენტებში რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ლორატადინს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი სედაციური ან პარასიმპათოლიზური თვისებები.
ხანგრძლივი გამოყენებისას ფიზიოლოგიური ფუნქციების, ფიზიკური გამოკვლევის შედეგების, ლაბორატორიული პარამეტრების და ეკგ-ის ცვლილება არ მომხდარა.
ლორატადინს არ აქვს გამოხატული ეფექტი H2 რეცეპტორებზე. ის არ ბლოკავს ნორეპინეფრინის უკუმიტაცებას და პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე და კარდიოსტიმულატორის მუშაობაზე.
ადამიანებში ჰისტამინით გამოწვეულ კანის შეშუპებასა და სიწითლეზე („wheal and flare“) 10 მგ ლორატადინის ზემოქმედების კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ლორატადინი მნიშვნელოვნად აფერხებს ამ კანისმიერი რეაქციის განვითარებას. ანტიჰისტამინური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 8-12 საათის შემდეგ. ეფექტი გრძელდებოდა 24 საათის განმავლობაში. ლორატადინის მიმართ ტოლერანტობა არ აღინიშნა პრეპარატის 28 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელშიც 10000-ზე მეტი ადამიანი (12 წლის და უფროსი ასაკის) მონაწილეობდა, გამოიყენებოდა ლორატადინი 10 მგ ტაბლეტები. რინიტის ნაზალური და არანაზალური სიმპტომების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ლორატადინს (10 მგ ტაბლეტები დღეში ერთხელ) უპირატესობა ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით და ედრებოდა კლემასტინის ეფექტს. ამ კვლევაში ძილიანობა ნაკლებად ხშირი იყო ლორატადინის ჯგუფში, ვიდრე კლემასტინის შემთხვევაში და შედარებადი იყო პლაცებოს და ტერფენადინის ეფექტთან.
12 წლის და უფროსი ასაკის მონაწილეებს შორის, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 1000 პაციენტი ჩაერთო პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში. ლორატადინის 10 მგ დღეში ერთხელ ეფექტი აღემატებოდა პლაცებოს ეფექტს ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების გაუმჯობესებისას, როგორიცაა: ქავილი, ერითემა და ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელი კანისმიერი გამონაყარი. აღნიშნულ კვლევებში, ლორატადინით ნამკურნალებ ჯგუფში ძილიანობის შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვები და მოზარდები
პედიატრიულ კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 6-12 წლის ასაკის დაახლოებით 200 პაციენტი სეზონური ალერგიული რინიტით, პაციენტებს აძლევდნენ ლორატადინის სიროფს 10 მგ დოზით დღეში ერთხელ. სხვა კვლევაში, 2-5 წლის ასაკის 60 ავადმყოფი ბავშვი იღებდა ლორატადინის სიროფს 5 მგ დოზით დღეში ერთხელ. არ დაფიქსირებულა მოულოდნელი გვერდითი მოვლენები.
ლორატადინის ეფექტურობა პედიატრიულ კვლევებში მსგავსი იყო მოზრდილებში დაფიქსირებული მაჩვენებლისა.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ლორატადინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჭამის დროს პრეპარატის მიღებისას ლორატადინის შეწოვა ოდნავ ნელდება, რაც გავლენას არ ახდენს მის კლინიკურ ეფექტურობაზე.
ლორატადინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია.
შრატში ლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-1.5 საათის შემდეგ, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის - 1.5-3.7 საათის შემდეგ.
განაწილება
ლორატადინის საერთო შეკავშირება პლაზმურ ცილებთან შეადგენს 97-99%-ს, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტების შეკავშირება ცილებთან - 73-77%-ს.
ჯანმრთელ მოხალისეებში ლორატადინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 50%-ით შემცირება, უკავშირდება მათ განაწილებას, შესაბამისად, შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1 და 2 საათის შემდეგ.
ბიოგარდაქმნა
ლორატადინი დიდწილად ექვემდებარება პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ლორატადინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების ზემოქმედებით. ლორატადინის ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი - დეზლორატადინი (დლ), პასუხისმგებელია პრეპარატის კლინიკური ეფექტების მნიშვნელოვან ნაწილზე.
გამოყოფა
მთლიანი შეყვანილი დოზის 40% და 42% გამოიყოფა 10 დღის განმავლობაში კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და ნაწლავებით, შესაბამისად. დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა ან უცვლელი სახით (ლორატადინი) ან მისი აქტიური მეტაბოლიტის - დეზლორატადინის სახით.
ლორატადინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ სუბიექტებში არის 8.4 საათი (ინტერვალი 3-20) საათი, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის - 28 საათი (ინტერვალი 8.8-92).
უფრო ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი აღინიშნა ხანდაზმულებში, ასევე ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, მიღებული დოზის 27% გამოიყოფა თირკმელებით კონიუგირებული ფორმით. პრეპარატის 10 დღის განმავლობაში დანიშვნისას, მთლიანი მიღებული რაოდენობის 40% და 42% გამოიყოფა შარდით და განავლით, შესაბამისად. ლორატადინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა დედის რძეში. დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა ან უცვლელი სახით (ლორატადინი) ან მისი აქტიური მეტაბოლიტის სახით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებში
ხანდაზმულები
ლორატადინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსია ჯანმრთელ მოზრდილებსა და ხანდაზმულებში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლორატადინისა და მისი მეტაბოლიტის AUC-ის და Cmax-ის მნიშვნელობები გაიზარდა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირების მაჩვენებლებთან შედარებით. ამ პაციენტებში ლორატადინისა და დეზლორატადინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელ სუბიექტებში განსაზღვრული პერიოდისგან. ჰემოდიალიზი არ მოქმედებს ლორატადინისა და დეზლორატადინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პირებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაზიანების მქონე პაციენტებში ლორატადინის AUC-ის და Cmax-ის მნიშვნელობები გაორმაგდა, მაგრამ დეზლორატადინის (დლ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი ღვიძლის მქონე პირებში განსაზღვრული პარამეტრებისგან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლორატადინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმის ხარისხზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
(ინფორმაცია პაციენტებისათვის)
ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
(ლორატადინი)
მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღების წინ, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ამ ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ერთი კვირის განმავლობაში ან პირიქით, გაუარსედება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტების მიღებამდე
- როგორ მივიღოთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
- ვარგისობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს.
ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ასუსტებენ ალერგიულ სიმპტომებს, ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების, ე.წ. ჰისტამინების ბლოკირების ხარჯზე.
პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები გამოიყენება ალერგიული რინიტის (მაგ. თივის ცხელება, მტვრის ან ცხოველის ბეწვით გამოწვეული სურდო) ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, სურდო, ცხვირის და თვალების ქავილი, წვის შეგრძნება თვალებში ან ცრემლდენა.
პრეპარატ ეროლინის® გამოყენება ასევე შესაძლებელია ალერგიული ჭინჭრის ციების დროს კანის სიმპტომების (ქავილი, კანის სიწითლე) და გამონაყარის და მისი ზომების შესამცირებლად.
პრეპარატ ეროლინის® მოქმედება გრძელდება მთელი დღეღამის განმავლობაში და გეხმარებათ თქვენ თქვენი ყოველდღიური აქტივობის და ძილის რეჟიმის შენარჩუნებაში.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობედება ან გაუარესდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტების მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ეროლინი® 10მგ ტაბლეტები:
თუ თქვენ გაქვთ პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია, რომელიც მოცემულია ნაწილში 8.
სიფრთხილის ზომები პრეპარატის სამედიცინო გამოყენებისას
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი რომელიმე მდგომარეობა (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), პრეპარატი ეროლინი®® 10მგ ტაბლეტების გამოყენების წინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის:
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ კანის ალერგიული ტესტირების ჩატარება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა 2 დღით ადრე ტესტირებამდე, რადგან პრეპარატის აქტიურმა ნივთიერებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ტესტირების შედეგებზე.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ლორატადინის ადეკვატური დოზის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ სიროფის სახით.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ეროლინი®®ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან გეგმავთ რომ მიიღოთ. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც.
პრეპარატ ეროლინით® გამოწვეული გვერდითი რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს მისი ისეთ პრეპარატებთან მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ღვიძლის ფერმენტებზე. იმისდა მიუხედავად, რომ კლინიკურ კვლევებში ეროლინი® ტაბლეტების ისეთ წამლებთან ერთდროული გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლიზმშიც ღებულობენ ღვიძლი ფერმენტები, ასეთი ეფექტები არ გამოვლენილა, ამ პრეპარტის მიღებამდე სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებთან ერთდროული მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატ ეროლინი® 10მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან შუალედებში. ეროლინი® ტაბლეტების მიღების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ეფექტის გაძლიერება არ შეინიშნებოდა.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ორსულობა
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ლორატადინი გადადის დედის რძეში.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკურ კვლევებშილორატადინის არასასურველი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე არ გამოვლენილა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები რეკომენდებული დოზებით მიღებისას იწვევდეს ძილიანობას ან ყურადღების დაქვეითებას. ამის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეინიშნებოდა ძილიანობა, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ იმის შესახებ, რომ თქვენ მგრძნობიარე ხართ შაქრის გარკვეული ტიპების მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვები
1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის მასის შესაბამისად:
6-12 წლის ასაკის ბავშვებში, 30 კგ-ზე მეტი წონით – 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში, 30 კგ-ზე ნაკლები წონით – ½ ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მკაცრად ექიმის დანიშნულებით – პრეპარატი ეროლინი® რეკომენდირებული სიროფის ფორმით.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები
30 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილები და ბავშვები:
1 ტაბლეტიDდღეგამოშვებით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები:
1/2 ტაბლეტი დღეგამოშვებით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოკიდებლად, წყლის მიყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტები
შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, ნაკლებად სავარაუდოა მძიმე შედეგების განვითარება. მიუხედავად ამისა, პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების იმაზე მეტი დოზით მიღებისას, ვიდრე ეს მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში ან დანიშნულია ექიმის მიერ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების ჭარბი დოზირებისას შეინიშნებოდა ძილიანობა, პულსის აჩქარება და თავის ტკივილი.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჯიმში. ნუ მიიღებთ ეროლინი® ტაბლეტების ორმაგ დოზას, გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი
Nევროზულობა
დაღლილობა.
მოზრდილებში და 12 წლის ზევით მოზარდებში შედარებით ხშირად აღინიშნებოდა:
ძილიანობა
თავის ტკივილი
მადის მომატება
ძილის დარღვევა.
პრეპარატ ეროლინი® ტაბლეტების რეგისტრაციის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ძალიან იშვიათად (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ალერგიული რეაქციები
თავბრუსხვევა
კრუნჩხვები
არარეგულარული ან გახშირებული პულსი
გულისრევა
პირის სიმშრალე
უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
თმის ცვენა
გამონაყარი კანზე
დაღლილობა
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სხეულის მასის მომატება
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეროლინი® 10მგ ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს, თუ თქვენ შენიშნეთ მისი ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნები.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ეროლინი® ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი, 10 მგ ლორატადინი თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი (63.8 მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კაჟბადის უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატ ეროლინი® 10მგ ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო ან თითქმის უსუნო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით, ერთ მხარეს “E” სტილიზებული ასოს და ნომრის 531 გრავირებით და ნაზოლით მეორე მხარეს.
შეფუთვა
1 ან 3 ბლისტერი (10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე) შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარომო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


