- მოქმედი ნივთიერება
- ერდოსტეინი (erdosteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 225მგ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
- მწარმოებელი
- Fine Foods & Pharmaceuticals N.T.M. S.p.A, იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038871
- რეგისტრირებულია
- 17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- UAB “MRA” (ლიტვა)
- განმცხადებელი
- სიტაკო თრეიდინგ დიემსის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ერმუცინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში: 1 პაკეტი (საშე) (225 მგ) 2-3-ჯერ დღეში.
მოზარდები 12 წელს ზემოთ: (30 კგ-ზე მეტი სხეულის მასით) 1 პაკეტი (საშე) (225 მგ) 2-ჯერ დღეში.
გამოყენების მეთოდი:
პაკეტის შიგთავსი გახსენით სითხით (ჩაი, წყალი) სავსე ჭიქაში და მიირთვით.
უკუჩვენებები
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ თავისუფალ SH რადიკალებს
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად ტუტეფოსფატაზის ან ტრანსამინაზის მომატებული დონე და ა.შ)
- თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<25 მლ/წთ)
- ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით)
- ფენილკეტონურეა
- აქტიური პეპტიური წყლული
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან გამოყენება არარაციონალურია და შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროების ზრდა.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ გაქვთ დადგენილი შაქრის გარკვეული ტიპების მიმართ აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ვიდრე მიიღებდეთ ამ პრეპარატს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ ერმუცინის® ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული ინფექციების დროს, როგორიცაა მაგალითად თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეთოპრიმი, არასასურველი მოვლენები არ გამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად ამოქსაცილინის, კლარითრომიცინის) მოქმედებას, რაც შესაძლებელია გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნებისათვის. Dდადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წინაკლინიკურმა გამოკვლევებმა არ გამოამჟღავნეს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება მსგავს შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არანაირ ზემოქმედებას.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად
- გულძმარვა, გულისრევა, დიარეა.
- ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათად მკურნალობის დასაწყისში:
- აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არაა დაფიქსირებული.
თუმცა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.
კონტეინერის სახე და შემცველობა
4,425 მგ სამკურნალო პრეპარატი ჰერმეტულად დახუფულ ქაღალდის/ალუმინის ფოლგის/პოლიეთილინისაგან დამზადებულ პაკეტში (საშე).
10 ან 20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
შემადგენლობა
თითოეული პაკეტი (საშე) შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 225 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: საქაროზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი, სუკრალოზა, ფორთოხლის არომატიზატორი, უწყლო მალეინის მჟავა.
აღწერა
შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები: წვრილდისპერსიული ფხვიერი გრანულირებული ფხვნილი თეთრი ფერის დამახასიათებელი სასიამოვნო გემოთი და არომატით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება, ბრონქოპროტექტორი სამკურნალო საშუალება.
ათქ კოდი: R05CB15
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა:
ერდოსტეინი სწრაფად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში სულ მცირე სამ აქტიურ მეტაბოლიტამდე, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია (%-ში) და ეფექტურია – N-თიოდიგლიკოლილ- ჰომოცისტეინი (მეტაბოლიტ 1 ან M1). ძირითადი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები: (მითითებულია M1-სათვის) მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax-3,46 მგ/მლ; მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში Tmax – 1,48 სთ.; “კონცენტრაცია-დრო”-ის მრუდქვეშა ფართობი AUC (0-24 სთ) 12,09 მგ/ლ/სთ. ერდოსტეინის 64.5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატი გამოიყოფა შარდში და განავალში არაორგანული სულფატების სახით.
(მთლიანად პრეპარატის, ანუ ერდოსტეინისა და მისი მეტაბოლიტების) ნახევრადგამოყოფის პერიოდი 5 საათზე მეტია. პრეპარატის განმეორებითი გამოყენება ან საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პროფილზე. ფემენტაციული ინდუქცია ან პრეპარატის დაგროვება არ ხდება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღინიშნება მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC მაჩვენებლების ზრდა.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა. თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია ერდოსტეინის მეტაბოლიტების აკუმულაცია.
ფარმაკოდინამიკა
ერდოსტეინი არის მუკომოდულატორი, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევენ დისულფიდური ხიდების დაშლას, რომლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინების ბოჭკოებს, რაც იწვევს ლორწოს ელასტიურობის და სიბლანტის შემცირებას. შედეგად ერდოსტეინი აადვილებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, ზრდის მუკოცილიარული მექანიზმის ეფექტურობას ლორწოს და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გამოდევნის თვალსაზრისით ზედა და ქვედა რესპირატორული ტრაქტიდან.
ერდოსტეინი ასევე ამცირებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების სასუნთქი გზების ეპითელიუმში ადგეზიურ თვისებას. in vitro პირობებში დადასტურებული ანტიბაქტერიული ანტიადგეზიური ეფექტი ამცირებს ბაქტერიული კოლონიების წარმოქმნას და ბაქტერიული სუპერინფექციების წარმოშობის რისკს.
ერდოსტეინი მოქმედებს როგორც ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების მშთანთმქმნელი, აფერხებს მათ წარმოქმნას in loco (ადგილზე) და მნიშვნელოვნად ამცირებს 8-იზოპროსტანის, ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის მარკერის რაოდენობას. Eერდოსტეინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი in vitro და in vivo პირობებში ასევე დემონსტრირდება ზოგიერთი პროანთებითი (IL-6 IL-8) ციტოკინების წარმოქმნის შემცირების გზით.
ერდოსტეინი ახდენს თამბაქოს კვამლის მიერ ალფა-1-ანტიტრიფსინის ინჰიბირების პრევენციას, რაც იცავს სასუნთქ გზებს თამბაქოს მოწევის ან კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.
ერდოსტეინი ასევე ზრდის IgA კონცენტრაციას სასუნთქ გზებში იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდ) და ასევე ხელს უშლის გრანულოციტებზე თამბაქოს ბოლის დამრთგულნველ მოქმედებას. პრეპარატი ზრდის ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას, რაც მათი ერთდროულად გამოყენებისას საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტი ვიდრე ამოქსიცილინით მონოთერაპიისას. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ერდოსტეინით 8 თვის განმავლობაში მკურნალობისას შეინიშნება გართულებების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
პრეპარატის თერაპევტული ეფექტი ვითარდება მიღებიდან 3-4 დღე-ღამის განმავლობაში. ერდოსტეინი არ შეიცავს თავისუფალ ფუნქციურ სულფჰიდრილურ ჯგუფებს, ამიტომ პრეპარატი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის თვალსაზრისით გვერდითი ეფექტები არ განსხვავდება პლაცებო ეფექტებისგან.
Gგამოყენების ჩვენება:
- სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები (რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი)
- სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები, ჰიპერსეკრეტული ასთმა, ბრონქოექტატური დაავადება, თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი (სეზონური გამწვავებების ჩათვლით)
- კომპლექსური თერაპია ანტიბიოტიკებით ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას
- პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ერმუცინი®
(ERMUCIN®)
სავაჭრო სახელწოდება: ერმუცინი®
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: ერდოსტეინი
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები.
შემადგენლობა:

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
დოზირება:
მოზრდილებში: 1 პაკეტი (საშე) (225 მგ) 2-3-ჯერ დღეში.
მოზარდები 12 წელს ზემოთ: (30 კგ-ზე მეტი სხეულის მასით) 1 პაკეტი (საშე) (225 მგ) 2-ჯერ დღეში.
გამოყენების მეთოდი:
პაკეტის შიგთავსი გახსენით სითხით (ჩაი, წყალი) სავსე ჭიქაში და მიირთვით.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათად
- გულძმარვა, გულისრევა, დიარეა.
- ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათად მკურნალობის დასაწყისში:
- აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
უკუჩვენებები:
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ თავისუფალ SH რადიკალებს
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად ტუტეფოსფატაზის ან ტრანსამინაზის მომატებული დონე და ა.შ)
- თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<25 მლ/წთ)
- ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით)
- ფენილკეტონურეა
- აქტიური პეპტიური წყლული
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატ ერმუცინის® ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული ინფექციების დროს, როგორიცაა მაგალითად თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეთოპრიმი, არასასურველი მოვლენები არ გამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად ამოქსაცილინის, კლარითრომიცინის) მოქმედებას, რაც შესაძლებელია გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნებისათვის. Dდადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.
განსაკუთრებული მითითებები
მომატებული მგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან გამოყენება არარაციონალურია და შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროების ზრდა.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ გაქვთ დადგენილი შაქრის გარკვეული ტიპების მიმართ აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ვიდრე მიიღებდეთ ამ პრეპარატს.
ორსულობა და ლაქტაცია:
წინაკლინიკურმა გამოკვლევებმა არ გამოამჟღავნეს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება მსგავს შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არანაირ ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არაა დაფიქსირებული.
თუმცა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.
კონტეინერის სახე და შემცველობა
4,425 მგ სამკურნალო პრეპარატი ჰერმეტულად დახუფულ ქაღალდის/ალუმინის ფოლგის/პოლიეთილინისაგან დამზადებულ პაკეტში (საშე).
10 ან 20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
Fine Foods & Pharmaceuticals N.T.M. S.p.A.
მისამართი: ვია გრიგნანო, 43, 24041 ბრემბატი (BG), იტალია
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
UAB “MRA”
მისამართი: ტოტორიუს ქ. 20-9, LT - 01121 ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.