პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ერდოსტატი

ERDOSTAT

რეცეპტით175მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური, გამათხიერებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერდოსტეინი (erdosteine)
ფორმა და შეფუთვა
175მგ/5მლ ფხვნილი 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელად მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB15
რეგისტრაციის ნომერი
რ-043780
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერდოსტატი და სხვა წამალი ერთად

ერდოსტატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური, გამათხიერებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება

15-დან 19 კგ-მდე წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის): 5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში.

20-დან 30 კგ-მდე წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის): 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.

30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის) და მოზრდილები: 10 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენების წესი

სუსპენზიის მოსამზადებლად, ფლაკონში წყალი ჩაასხით ნიშნულამდე და შეანჯღრიეთ ფლაკონი. თუ მიღებული სუსპენზიის დონე ნიშნულს ვერ აღწევს, დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყალი და შეანჯღრიეთ ფლაკონი.

მომზადებული სუსპენზიის შენახვა შესაძლებელია 10 დღის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი. სუსპენზიის დოზირებისთვის გამოიყენეთ შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • აქტიური პეპტიური წყლული;
  • ღვიძლის ციროზი და ფერმენტ ცისტათიონინსინთეტაზას დეფიციტი (მეთიონინის მეტაბოლიზმზე პრეპარატის მეტაბოლიტების შესაძლო ზემოქმედების გამო);
  • რადგან არ არსებობს მონაცემები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 25 მლ/წთ ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ, ერდოსტეინის გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული;
  • ფენილკეტონურია (ასპარტამის შემცველობის გამო, რომელიც მეტაბოლიზდება ფენილალანინად);
  • 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები

პედიატრიული პოპულაცია

მუკოლიზურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბრონქული ლორწოვანის დრენაჟული ფუნქცია ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია სასუნთქი გზების ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო. ამიტომ, მუკოლიზური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გოგირდის სუნის შესაძლო არსებობა არ მიუთითებს პროდუქტის ხარისხის ცვლილებაზე, არამედ იგი აქტიური ნივთიერებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა.

დამხმარე ნივთიერებები

ერდოსტატი შეიცავს 10 მგ ნატრიუმის ბენზოატს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში.

ერდოსტატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ერდოსტატი შეიცავს ასპარტამს (40 მგ მომზადებულ სუსპენზიის 5 მლ-ში), რომელიც ფენილალანინის წყაროა. პერორალურად მიღებისას ასპარტამი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჰიდროლიზს განიცდის, ჰიდროლიზის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია ფენილალანინი.

იშვიათი გენეტიკური დაავადების, ფენილკეტონურიის, მქონე პაციენტებში, ფენილალანინი გროვდება ორგანიზმში (არასათანადოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან) და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ერდოსტატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მომზადებულ სუსპენზიის 5 მლ-ში, ანუ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა პრეპარატებთან უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის რეგისტრირებული, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან და ბრონქოდილატატორებთან ერთად (თეოფილინი ან β2-ადრენომიმეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ერდოსტეინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის.

ლაქტაცია

ერდოსტატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ერდოსტატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავის ტკივილი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ქოშინი; სიხშირე უცნობია - ბრონქული ობსტრუქცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - გემოს შეცვლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების მიწოდება სამკურნალო საშუალების რეგისტრირების შემდეგ. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია განუვითარდა ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

რეკომენდირებული დოზების (1200 მგ/დღეში) გადაჭარბებისას აღინიშნა ოფლიანობა, თავბრუსხვევა და ალები.

შემადგენლობა

მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 175 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ქსანთანის გუმფისი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ასპარტამი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „ფორთოხალი“.

სამკურნალო ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

აღწერა: გრანულირებული ფხვნილი თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფორთოხლის სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი დამზადების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური მითითებები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მომზადებული სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10 დღისა 2°C-8°C ტემპერატურაზე.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფხვნილი 100 მლ ან 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 175 მგ/5 მლ ერდოსტეინის კონცენტრაციით, ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციასა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე. ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB15

მოქმედების მექანიზმი/ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ერდოსტეინი ახდენს გამათხიერებელ მოქმედებას ბრონქულ სეკრეტზე და ამით ხელს უწყობს მის გამოდევნას. გარდა ამისა, ერდოსტეინი ახდენს ანტაგონისტურ გავლენას თავისუფალი რადიკალების ლოკალურ წარმოქმნაზე და თრგუნავს ფერმენტ ელასტაზას აქტივობას. ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერდოსტეინის აქტივობა განპირობებულია მისი მეტაბოლიტებით. ამ აქტივობისთვის დამახასიათებელი SH-ჯგუფები გამოიყოფა მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდეგ ან ტუტე გარემოში. ეს თვისება უზრუნველყოფს უსიამოვნო გემოს და ბოყინის არარსებობას გამოყენების დროს და კუჭის მხრივ პრეპარატის კარგ ამტანობას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ, რასაც მოჰყვება სრული მეტაბოლიზმი მონათესავე მეტაბოლიტებამდე. მას გააჩნია მაღალი პერორალური ბიოშეღწევადობა. ერდოსტეინის სხვადასხვა ფარმაცევტული ფორმა ბიოექვივალენტურია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ერდოსტატი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ერდოსტატი, Erdostat

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ერდოსტეინი, Erdosteine

შემადგენლობა

მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 175 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ქსანთანის გუმფისი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ასპარტამი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „ფორთოხალი“.

სამკურნალო ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

აღწერა: გრანულირებული ფხვნილი თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფორთოხლის სუნით.

გამოყენების ჩვენებები

მუკოლიზური, გამათხიერებელი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

15-დან 19 კგ-მდე წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის): 5 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში.

20-დან 30 კგ-მდე წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის): 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.

30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის) და მოზრდილები: 10 მლ 2-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენების წესი

სუსპენზიის მოსამზადებლად, ფლაკონში წყალი ჩაასხით ნიშნულამდე და შეანჯღრიეთ ფლაკონი. თუ მიღებული სუსპენზიის დონე ნიშნულს ვერ აღწევს, დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყალი და შეანჯღრიეთ ფლაკონი.

მომზადებული სუსპენზიის შენახვა შესაძლებელია 10 დღის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი. სუსპენზიის დოზირებისთვის გამოიყენეთ შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • აქტიური პეპტიური წყლული;
  • ღვიძლის ციროზი და ფერმენტ ცისტათიონინსინთეტაზას დეფიციტი (მეთიონინის მეტაბოლიზმზე პრეპარატის მეტაბოლიტების შესაძლო ზემოქმედების გამო);
  • რადგან არ არსებობს მონაცემები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 25 მლ/წთ ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ, ერდოსტეინის გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული;
  • ფენილკეტონურია (ასპარტამის შემცველობის გამო, რომელიც მეტაბოლიზდება ფენილალანინად);
  • 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

პედიატრიული პოპულაცია

მუკოლიზურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბრონქული ლორწოვანის დრენაჟული ფუნქცია ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია სასუნთქი გზების ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო. ამიტომ, მუკოლიზური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გოგირდის სუნის შესაძლო არსებობა არ მიუთითებს პროდუქტის ხარისხის ცვლილებაზე, არამედ იგი აქტიური ნივთიერებისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა.

დამხმარე ნივთიერებები

ერდოსტატი შეიცავს 10 მგ ნატრიუმის ბენზოატს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში.

ერდოსტატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ერდოსტატი შეიცავს ასპარტამს (40 მგ მომზადებულ სუსპენზიის 5 მლ-ში), რომელიც ფენილალანინის წყაროა. პერორალურად მიღებისას ასპარტამი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჰიდროლიზს განიცდის, ჰიდროლიზის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია ფენილალანინი.

იშვიათი გენეტიკური დაავადების, ფენილკეტონურიის, მქონე პაციენტებში, ფენილალანინი გროვდება ორგანიზმში (არასათანადოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან) და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ერდოსტატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მომზადებულ სუსპენზიის 5 მლ-ში, ანუ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა პრეპარატებთან უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის რეგისტრირებული, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან და ბრონქოდილატატორებთან ერთად (თეოფილინი ან β2-ადრენომიმეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ერდოსტეინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის.

ლაქტაცია

ერდოსტატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

ერდოსტატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავის ტკივილი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ქოშინი; სიხშირე უცნობია - ბრონქული ობსტრუქცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - გემოს შეცვლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებების მიწოდება სამკურნალო საშუალების რეგისტრირების შემდეგ. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია განუვითარდა ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

რეკომენდირებული დოზების (1200 მგ/დღეში) გადაჭარბებისას აღინიშნა ოფლიანობა, თავბრუსხვევა და ალები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB15

მოქმედების მექანიზმი/ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ერდოსტეინი ახდენს გამათხიერებელ მოქმედებას ბრონქულ სეკრეტზე და ამით ხელს უწყობს მის გამოდევნას. გარდა ამისა, ერდოსტეინი ახდენს ანტაგონისტურ გავლენას თავისუფალი რადიკალების ლოკალურ წარმოქმნაზე და თრგუნავს ფერმენტ ელასტაზას აქტივობას. ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერდოსტეინის აქტივობა განპირობებულია მისი მეტაბოლიტებით. ამ აქტივობისთვის დამახასიათებელი SH-ჯგუფები გამოიყოფა მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდეგ ან ტუტე გარემოში. ეს თვისება უზრუნველყოფს უსიამოვნო გემოს და ბოყინის არარსებობას გამოყენების დროს და კუჭის მხრივ პრეპარატის კარგ ამტანობას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ, რასაც მოჰყვება სრული მეტაბოლიზმი მონათესავე მეტაბოლიტებამდე. მას გააჩნია მაღალი პერორალური ბიოშეღწევადობა. ერდოსტეინის სხვადასხვა ფარმაცევტული ფორმა ბიოექვივალენტურია.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი დამზადების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური მითითებები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მომზადებული სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10 დღისა 2°C-8°C ტემპერატურაზე.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფხვნილი 100 მლ ან 200 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 175 მგ/5 მლ ერდოსტეინის კონცენტრაციით, ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციასა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე. ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. # 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა