პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ერმუცინი

ERMUCIN®

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერდოსტეინი (erdosteine)
ფორმა და შეფუთვა
300მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
LAMP SAN PROSPERO SPA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -EDMOND PHARMA S.R.L.(იტალია)), იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB15
რეგისტრაციის ნომერი
რ-038870
რეგისტრირებულია
17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
UAB “MRA” (ლიტვა)
განმცხადებელი
სიტაკო თრეიდინგ დიემსის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერმუცინი და სხვა წამალი ერთად

ერმუცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: 1 კაფსულა (300 მგ) დღეში 2-3 ჯერ.

პრეპარატი ერმუცინი®, კაფსულები განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

მიიღება პერორალურად.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს, რაც საკმარისია სრულყოფილი ეფექტის მისაღებად.

ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად გარკვეული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში.

უკუჩვენებები

დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ SH თავისუფალ რადიკალებს;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ.: ტუტე ფოსფატაზის ან ტრანსამინაზების მომატებული დონე და ა.შ);

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <25 მლ/წთ);

ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით);

აქტიური პეპტიური წყლული.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ხველების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება არაგონივრულია და შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქებში სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის ზრდა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერმუცინის® კომბინაცია ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული დაავადებების დროს (მაგ.: თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეტოპრინი), გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგ.: ამოქსაცილინი, კლარითრომიცინი) მოქმედებას, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის. დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრე-კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირე აღწერილია შემდეგი პირობითობის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1 /10000, ≤1/1000), ძალიან იშვიათი (≤1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

თავის ტკივილი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია

დისპნოე

ბრონქული ობსტრუქცია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

გემოს ცვლილება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრულ არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა

ინფორმაციის დაფიქსირება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს/ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ასევე გვერდითი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრს “ შემდეგი საკონტაქტო მონაცემებით:

მისამართი: სომხეთი, ერევანი 0051, კომიტას ქ. 49/4

ცხელი ხაზის ტელ: (+374 10) 200505, (+374 96) 220505

ელფოსტა: [email protected]

ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ ვებგვერდის www.pharm.am საშუალებით.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულზე მეტი დოზების (1200 მგ/დღეში) მიღებისას აღინიშნა ოფლიანობა, ვერტიგო და ჰიპერემია.

შემადგენლობა

თითო მყარი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 300 მგ

დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი К30, მაგნიუმის სტეარატი

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е 172),

ხუფი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е 172), ინდიგო კარმინი(Е 132).

აღწერა

მყარი ჟელატინის კაფსულები, ყვითელი კორპუსით და მწვანე ხუფით. კაფსულის შემადგენლობა: თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ფხვნილი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25С ტემპერტურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური, ამოსახველებელი, ბრონქოპროტექტორული საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB15

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა:

ერდოსტეინი სწრაფად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში სულ მცირე სამ აქტიურ მეტაბოლიტად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი (%-ში) და ეფექტური არის N-თიოდიგლიკოლილ-ჰომოცისტეინი (მეტაბოლიტი 1 ან M1). ძირითადი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (M1-სთვის): პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax 3,46 მგ/მლ; პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი Tmax 1,48 სთ; “კონცენტრაცია-დრო”-ის მრუდის მოცულობა AUC (0-24 სთ) 12,09 მგ/ლ/სთ. ერდოსტეინის 64.5% უკვაშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი გამოიყოფა შარდში და განავალში არაორგანული სულფატების სახით.

(მთლიანად პრეპარატის, ანუ ერდოსტეინისა და მისი მეტაბოლიტების) ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 5 საათზე მეტია. განმეორებითი დოზების გამოყენება ან საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. ფერმენტული ინდუქცია ან პრეპარატის აკუმულაცია არ აღინიშნება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღინიშნება პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC მაჩვენებლების ზრდა.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში აღინიშნა ნახევარ-გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში არსებობს ერდოსტეინის მეტაბოლიტების აკუმულაციის რისკი.

ფარმაკოდინამიკა

ერდოსტეინი არის მუკომოდულატორი, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევენ დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რომლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინების ბოჭკოებს, რაც იწვევს ლორწოს ელასტიურობის და წებოვნების შემცირებას. შედეგად ერდოსტეინი ასტიმულირებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, აუმჯობესებს მუკოცილიარული კლირენსის ეფექტურობას რესპირატორული ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილიდან ლორწოს და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გამოდევნის თვალსაზრისით.

ერდოსტეინი ასევე ამცირებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების სასუნთქი გზების ეპითელიუმში ადჰეზიურ თვისებას. In vitro პირობებში გამოვლენილი ანტიბაქტერიული ანტიადჰეზიური ეფექტი ამცირებს ბაქტერიული კოლონიების წარმოქმნას და ბაქტერიული სუპერინფექციების წარმოშობის რისკს.

ერდოსტეინი მოქმედებს როგორც ჟანგბადისგან თავისუფალი რადიკალების შთანმთქმელი, აფერხებს მათ წარმოქმნას „in loco” (ადგილზე) და მნიშვნელოვნად ამცირებს 8-იზოპროსტანის, ლიპიდების პეროქსიდაციის მარკერების რაოდენობას. ერდოსტეინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი in vitro და in vivo პირობებში ასევე ვლინდება ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო (IL-6 IL-8) ციტოკინის წარმოქმნის შემცირების გზით.

ერდოსტეინი ხელს უშლის თამბაქოს კვამლის მიერ ალფა-1-ანტიტრიფსინის ინჰიბირებას, რაც იცავს სასუნთქ გზებს თამბაქოს მოწევის ან კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.

ერდოსტეინი ასევე ზრდის IgA იმუნოგლობულინის კონცენტრაციას სასუნთქ გზებში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (COPD) და ხელს უშლის გრანულოციტებზე თამბაქოს ბოლის დამრთგუნველ მოქმედებას. სამკურნალო საშუალება ზრდის ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას, რაც მათი ერთდროულად გამოყენებისას იძლევა უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღწევის საშუალებას, ვიდრე ამოქსიცილინის მონოთერაპიის შემთხვევაში. სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ერდოსტეინით 8 თვიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება გართულებების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი იწყება მიღებიდან 3-4 დღის შემდეგ. ერდოსტეინი არ შეიცავს თავისუფალ ფუნქციურ სულფჰიდრილის ჯგუფებს, ამიტომ პრეპარატი რეკომენდებული დოზებით თითქმის არ ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტები არ განსხვავდება პლაცებოს ეფექტებისგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ერმუცინი®

სავაჭრო სახელწოდება: ერმუცინი®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ერდოსტეინი

წამლის ფორმა: მყარი კაფსულები

შემადგენლობა:

თითო მყარი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 300 მგ

დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი К30, მაგნიუმის სტეარატი

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е 172),

ხუფი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е 172), ინდიგო კარმინი(Е 132).

აღწერა

მყარი ჟელატინის კაფსულები, ყვითელი კორპუსით და მწვანე ხუფით. კაფსულის შემადგენლობა: თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მუკოლიზური, ამოსახველებელი, ბრონქოპროტექტორული საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB15

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა:

ერდოსტეინი სწრაფად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში სულ მცირე სამ აქტიურ მეტაბოლიტად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი (%-ში) და ეფექტური არის N-თიოდიგლიკოლილ-ჰომოცისტეინი (მეტაბოლიტი 1 ან M1). ძირითადი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (M1-სთვის): პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax 3,46 მგ/მლ; პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი Tmax 1,48 სთ; “კონცენტრაცია-დრო”-ის მრუდის მოცულობა AUC (0-24 სთ) 12,09 მგ/ლ/სთ. ერდოსტეინის 64.5% უკვაშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი გამოიყოფა შარდში და განავალში არაორგანული სულფატების სახით.

(მთლიანად პრეპარატის, ანუ ერდოსტეინისა და მისი მეტაბოლიტების) ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 5 საათზე მეტია. განმეორებითი დოზების გამოყენება ან საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. ფერმენტული ინდუქცია ან პრეპარატის აკუმულაცია არ აღინიშნება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღინიშნება პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC მაჩვენებლების ზრდა.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში აღინიშნა ნახევარ-გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში არსებობს ერდოსტეინის მეტაბოლიტების აკუმულაციის რისკი.

ფარმაკოდინამიკა

ერდოსტეინი არის მუკომოდულატორი, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევენ დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რომლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინების ბოჭკოებს, რაც იწვევს ლორწოს ელასტიურობის და წებოვნების შემცირებას. შედეგად ერდოსტეინი ასტიმულირებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, აუმჯობესებს მუკოცილიარული კლირენსის ეფექტურობას რესპირატორული ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილიდან ლორწოს და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გამოდევნის თვალსაზრისით.

ერდოსტეინი ასევე ამცირებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების სასუნთქი გზების ეპითელიუმში ადჰეზიურ თვისებას. In vitro პირობებში გამოვლენილი ანტიბაქტერიული ანტიადჰეზიური ეფექტი ამცირებს ბაქტერიული კოლონიების წარმოქმნას და ბაქტერიული სუპერინფექციების წარმოშობის რისკს.

ერდოსტეინი მოქმედებს როგორც ჟანგბადისგან თავისუფალი რადიკალების შთანმთქმელი, აფერხებს მათ წარმოქმნას „in loco” (ადგილზე) და მნიშვნელოვნად ამცირებს 8-იზოპროსტანის, ლიპიდების პეროქსიდაციის მარკერების რაოდენობას. ერდოსტეინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი in vitro და in vivo პირობებში ასევე ვლინდება ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო (IL-6 IL-8) ციტოკინის წარმოქმნის შემცირების გზით.

ერდოსტეინი ხელს უშლის თამბაქოს კვამლის მიერ ალფა-1-ანტიტრიფსინის ინჰიბირებას, რაც იცავს სასუნთქ გზებს თამბაქოს მოწევის ან კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.

ერდოსტეინი ასევე ზრდის IgA იმუნოგლობულინის კონცენტრაციას სასუნთქ გზებში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (COPD) და ხელს უშლის გრანულოციტებზე თამბაქოს ბოლის დამრთგუნველ მოქმედებას. სამკურნალო საშუალება ზრდის ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას, რაც მათი ერთდროულად გამოყენებისას იძლევა უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღწევის საშუალებას, ვიდრე ამოქსიცილინის მონოთერაპიის შემთხვევაში. სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ერდოსტეინით 8 თვიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება გართულებების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი იწყება მიღებიდან 3-4 დღის შემდეგ. ერდოსტეინი არ შეიცავს თავისუფალ ფუნქციურ სულფჰიდრილის ჯგუფებს, ამიტომ პრეპარატი რეკომენდებული დოზებით თითქმის არ ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტები არ განსხვავდება პლაცებოს ეფექტებისგან.

თერაპიული ჩვენებები:

მუკოლიზური, გამათხელებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

მოზრდილები: 1 კაფსულა (300 მგ) დღეში 2-3 ჯერ.

პრეპარატი ერმუცინი®, კაფსულები განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

მიიღება პერორალურად.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს, რაც საკმარისია სრულყოფილი ეფექტის მისაღებად.

ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად გარკვეული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში.

გვერდითი ეფექტები:

ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირე აღწერილია შემდეგი პირობითობის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1 /10000, ≤1/1000), ძალიან იშვიათი (≤1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

თავის ტკივილი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია

დისპნოე

ბრონქული ობსტრუქცია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

გემოს ცვლილება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრულ არეში

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათი (<1/10000)

ჭინჭრის ციება, ერითემა, ეგზემა

ინფორმაციის დაფიქსირება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს/ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ასევე გვერდითი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრს “ შემდეგი საკონტაქტო მონაცემებით:

მისამართი: სომხეთი, ერევანი 0051, კომიტას ქ. 49/4

ცხელი ხაზის ტელ: (+374 10) 200505, (+374 96) 220505

ელფოსტა: [email protected]

ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება გააკეთოთ პირდაპირ ვებგვერდის www.pharm.am საშუალებით.

უკუჩვენებები

დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ SH თავისუფალ რადიკალებს;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ.: ტუტე ფოსფატაზის ან ტრანსამინაზების მომატებული დონე და ა.შ);

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <25 მლ/წთ);

ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით);

აქტიური პეპტიური წყლული.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ერმუცინის® კომბინაცია ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული დაავადებების დროს (მაგ.: თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეტოპრინი), გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგ.: ამოქსაცილინი, კლარითრომიცინი) მოქმედებას, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის. დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ჰიპერმგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ხველების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება არაგონივრულია და შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქებში სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის ზრდა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრე-კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულზე მეტი დოზების (1200 მგ/დღეში) მიღებისას აღინიშნა ოფლიანობა, ვერტიგო და ჰიპერემია.

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში (ბლისტერი);

1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25С ტემპერტურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

წამლის ფორმის წარმოებაზე, ხარისხის კონტროლსა და სერიის გაშვებაზე პასუხისმგებელი

ედმონდ ფარმა ს.რ.ლ., იტალია (EDMOND PHARMA S.R.L., Italy)

მისამართი: სტრადა სტატალე დეი ჯიოვი 131-20037 პადერნო დუგნანო (MI), იტალია

პირველად და მეორეულ შეფუთვაზე პასუხისმგებელი

ლამპ სან პროსპერო ს.პ.ა, იტალია (LAMP SAN PROSPERO S.p.A, Italy)

მისამართი: ვია დელა პეის 25/ა, 41030 სან პროსპერო (MO), იტალია

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

UAB “MRA”, ლიეტუვის რესპუბლიკა

მისამართი: ტოტორიუს ქ. 20-9, LT - 01121 ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა