პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ერლონიბი

ERLONIB

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ერლოტინიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ერლოტინიბს. ერლოტინიბი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) სახელით ცნობილი ცილის აქტივობის პრევენციის გზით. აღნიშნული ცილა, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერლოტინიბი (erlotinib)
ფორმა და შეფუთვა
150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
HETERO LABS LIMITED, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035874
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HETERO LABS LIMITED (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენს“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერლონიბი და სხვა წამალი ერთად

ერლონიბი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ერლოტინიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ერლოტინიბს. ერლოტინიბი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) სახელით ცნობილი ცილის აქტივობის პრევენციის გზით. აღნიშნული ცილა, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

ერლოტინიბი ნაჩვენებია მოზრდილებისთვის. ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შორსწასული სტადია. მისი დანიშვნა შეიძლება საწყისი თერაპიის სახით ან ისეთი თერაპიის სახით, თუ თქვენი დაავადება არ იცვლება მნიშვნელოვნად საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმ პირობით, რომ თქვენი კიბოს უჯრედებს აქვთ სპეციფიკური ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციები. მისი დანიშვნა ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წინა ქიმიოთერაპიული კურსი არ იყო ეფექტიანი თქვენი დაავადების შესაჩერებლად.

ამ პრეპარატის დანიშვნა ასევე შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, გემციტაბინთან კომბინაციაში იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ პანკრეასის კიბოს მესტასტაზური სტადია.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტი მიიღება ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

ჩვეულებრივი დოზა არის 150 მგ ერლოტინიბის ერთი ტაბლეტი დღეში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში. ექიმი დააკორექტირებს თქვენს დოზას 50 მგ ერთეულით. ერლოტინიბის სხვა დოზირების რეჟიმები წარმოდგენილია 150 მგ სიმძლავრით.

თუ მიიღეთ ერლოტინიბის საჭიროზე მეტი დოზა

სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენების გახშირება და თქვენმა ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ერლოტინიბის მიღება

თუ გამოტოვეთ ერლოტინიბის ერთი ან მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეძლებისდაგვარად სწრაფად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ერლოტინიბის მიღება

ძალიან მნიშვნელოვანია ერლოტინიბის ყოველდღიური მიღება, თუ ასე დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ერლოტინიბის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ერლოტინიბის კონცენტრაცია სისხლში ან ზეგავლენა მოახდინონ მის ეფექტზე (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, პროტეაზას ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ციპროფლოქსაცინი, ომეპრაზოლი, რანიტიდინი, კრაზანას პრეპარატები (St. John’s Wort) ან პროტეასომის ინჰიბიტორები) მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ერლოტინიბის ეფექტიანობა ან გაზარდონ მისი გვერდითი მოვლენები და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის კურსის კორექცია. ერლოტინიბის მიღებისას ექიმმა შესაძლოა თავი აარიდოს თქვენს მკურნალობას აღნიშნული პრეპარატებით.

თუ თქვენ ღებულობთ ანტიკოაგულანტებს (პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ თრომბოზის ან სისხლის შედედების პრევენციას, მაგალითად, ვარფარინი), ერლოტინიბმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარებისადმი თქვენი ტენდენცია. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, მას დასჭირდება სისხლის ანალიზების რეგულარული კონტროლი.

თუ თქვენ ღებულობთ სტატინებს (სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს), ერლოტინიბმა შეიძლება გაზარდოს სტატინებთან დაკავშირებული კუნთების პრობლემების რისკი, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დაშლა (რაბდომიოლიზი) შემდგომი თირკმელების დაზიანებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს და/ან გაქვთ თვალებთან დაკავშირებული პრობლემების ანამნეზი, როგორიცაა თვალების მძიმე სიმშრალე, თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) ანთება ან წყლულები თვალის წინა ნაწილის ჩართულობით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

იხილეთ ასევე შემდეგი პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ერლოტინიბი“.

აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, დაკავშირებული ხველასა თუ ცხელებასთან, ვინაიდან ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებით მკურნალობა და შეწყვიტოს ერლოტინიბით მკურნალობა;

გაქვთ დიარეა, ვინაიდან ექიმმა შეიძლება სასწრაფოდ დანიშნოს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ლოპერამიდი), აღგენიშნებათ მძიმე ან პერსისტული დიარეა, გულისრევა, მადის დაკარგვა ან პირღებინება, ვინაიდან ექიმს შეიძლება დასჭირდეს ერლოტინიბის მკურნალობის შეწყვეტა და გადაწყვიტოს თქვენი საავადმყოფოში გადაყვანა სამკურნალოდ;

გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა;

(იხილეთ ასევე პუნქტი 4 - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თქვენ ასევე ღებულობთ სტატინს და აღინიშნება კუნთების აუხსნელი ტკივილი, მგრძნობელობა, სისუსტე ან კრუნჩხვები.

ექიმს შეიძლება დასჭირდება მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა.

იხილეთ ასევე პუნქტი 4 - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.

ღვიძლის ან თირკმლის დაავადება

არ არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს ერლოტინიბი ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ამ პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გლუკურონიდაციის დარღვევები, როგორიცაა ჟილბერის სინდრომი

თუ გაქვთ გლუკურონიდაციის პათოლოგია, როგორიცაა ჟილბერის სინდრომი, მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

თამბაქოს მოწევა

ერლოტინიბით მკურნალობის დროს რეკომენდებულია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ვინაიდან მოწევამ შეიძლება შემაციროს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში.

ბავშვები და მოზარდები

ერლოტინიბი არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ერლოტინიბი საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ერლოტინიბი საკვებთან ერთად. იხილეთ ასევე პუნქტი 3 „ერლოტინიბის მიღების წესი“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ერლოტინიბით მკურნალობის დროს მოერიდეთ ორსულობას. თუ არსებობს ორსულობის რისკი, გამოიყენეთ კონტრაცეფციის ადექვატური საშუალებები მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ერლოტინიბით მკურნალობის დროს დაორსულდებით, სასწრაფოდ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.

ძუძუთი კვება არ შეიძლება ერლოტინიბით მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ერლოტინიბის გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის, თუმცა მკურნალობის გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია აღნიშნულ უნარზე.

ჰიპერმგრძნობელობა

ერლოტინიბი შეიცავს შაქარს, რომელსაც ეწოდება ლაქტოზას მონოჰიდრატი.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ერლოტინიბის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს შეძლებისდაგვარად სწრაფად იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ერლოტინიბის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა:

დიარეა და პირღებინება (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში). პერსისტულმა და მძიმე დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავდროულად იტარებთ სხვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. თუ აღგენიშნებათ უფრო მძიმე ან პერსისტული დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში.

თვალის გაღიზიანება კონიუნქტივიტის/კერატოკონიუნქტივიტის გამო (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) და კერატიტი (ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

ფილტვების გაღიზიანების ფორმა, რომელსაც ეწოდება ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (არახშირია ევროპელ პაციენტებში; ხშირია იაპონელ პაციენტებში: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში ევროპაში და 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში იაპონიაში). ეს დაავადება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის ბუნებრივ პროგრესირებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება დაკავშირებული ხველასთან ან ცხელებასთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერლოტინიბით მკურნალობის სამუდამოდ შეწყვეტაზე.

დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის პერფორაციები (არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. აგრეთვე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გქონდათ წარსულში პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.

იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობა (იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში). თუ თქვენი სისხლის ანალიზი მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ ცვლილებებზე, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ან გაუარესდეს მზეზე დაუცველ ადგილებში. თუ თქვენ იმყოფებით მზის ზემოქმედების ქვეშ, რეკომენდებულია დამცავი ტანსაცმელი და/ან მზისგან დამცავი (მაგალითად, მინერალების შემცველი) საშუალებების გამოყენება.

ინფექცია.

მადის დაკარგვა, წონაში კლება.

დეპრესია.

თავის ტკივილი, კანის მგრძნობელობის შეცვლა ან დაბუჟება კიდურებში.

სუნთქვის გაძნელება, ხველა.

გულისრევა.

პირის ღრუს გაღიზიანება.

კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა და მეტეორიზმი.

ღვიძლის მოქმედებასთან დაკავშირებით უჩვეულო სისხლის ანალიზები.

ქავილი, მშრალი კანი და თმის ცვენა.

დაღლილობა, სიცხე, კანკალი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისხლდენა ცხვირიდან.

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან.

ანთებითი რეაქციები ფრჩხილის ირგვლივ.

თმის ფოლიკულების ინფექცია.

აკნე.

დახეთქილი კანი (კანის ნაპრალები).

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (დამტკიცებული ჩვენებების მიღმა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში გამოყენებისას).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

წამწამების ცვლილებები.

სხეულსა და სახეზე ჭარბი თმიანობა მამაკაცის განაწილების ნიმუშით.

წარბების ცვლილებები.

მტვრევადი და თხელი ფრჩხილები.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

გაწითლებული ან მტკივნეული ხელისგულები ან ფეხისგულები (პალმარ-პლანტარული ერითროდისესთეზიის სინდრომი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

რქოვანას პერფორაციის ან დაწყლულები შემთხვევები.

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომის მანიშნებელი).

თვალის ფერადი გარსის ანთება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ერლოტინიბის ერთჯერადი პერორალური დოზა 1000 მგ-მდე ჯანმრთელ სუბიექტებში და 1600 მგ-მდე კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ითვლება ასატანად. ჯანმრთელ სუბიექტებში 200 მგ ერლოტინიბის დღეში ორჯერ მიღება, რამოდენიმე დღის შემდეგ უკვე ძნელად ასატანი გახდა. აღნიშნული კვლევებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შესაძლო მომატება, შეიძლება აღინიშნოს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

მართვა

თუ არსებობს ეჭვი დოზის გადაჭარბებაზე, ერლოტინიბის მიღება უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სიმპტომატური მკურნალობა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ერლოტინიბის აქტიური ნივთიერებაა არის ერლოტინიბი.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (Supertab 11 SD), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH112), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (Primojel), ნატრიუმის ლაურილსულფატი (Stepanol WA 100), მაგნიუმის სტეარატი (LIGAMED MF-2-V) და Opadry თეთრი 20B580000, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ერლოტინიბის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:

ბლისტერული შეფუთვა: 3X10 ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP ნიშნის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები: ინახება 20oC-დან 25oC-მდე (68oF-დან 77oF-მდე)

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური საშუალება პროტეინკინაზას ინჰიბიტორი, ათქ კოდი: L01EB02.

მოქმედების მექანიზმი:

ერლოტინიბი არის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის / ტიპი 1 ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR, აგრეთვე ცნობილი, როგორც HER1) თიროზინკინაზას ინიჰიბიტორი. ერლოტინიბი ძლიერად ბლოკავს ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) უჯრედშიდა ფოსფოლირებას. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი (EGFR) წარმოდგენილია როგორც ნორმალური უჯრედების, ასევე კიბოს უჯრედების ზედაპირზე. არაკლინიკურ მოდელებში, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) ფოსფოტიროზინის ინჰიბირება იწვევს უჯრედების სტაზს და/ან დაღუპვას.

ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ანტიაპოპტოზური და პროლიფერაციული სიგნალის გზების კონსტრუქციული აქტივაცია. ერლოტინიბის მძლავრი ეფექტიანობა აღნიშნული ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციის მიმართ დადებით სიმსივნეებში ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორთან (EGFR) დაკავშირებული სიგნალის ბლოკირებისას გამოწვეულია ერლოტინიბის მჭიდროდ შეკავშირებით ATP-შეკავშირების ადგილთან ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციური კინაზას არეალში. დაღმავალი სიგნალის ბლოკირების მიზეზით, უჯრედების პროლიფერაცია შეჩერდება და უჯრედის კვდომა ხდება ჩვეული აპოპტოზური გზით. სიმსივნის რეგრესია დაფიქსირდა თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, რაც ითვალისწინებდა აღნიშნული ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელი მუტაციების იძულებით ექსპრესიას.

კლინიკური ეფექტიანობა

  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) პირველი რიგის თერაპია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელი მუტაციების მქონე პაციენტებში (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

ერლოტინიბის ეფექტიანობა ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) შემთხვევაში ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელი მუტაციების მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისას ნაჩვენები იქნა III ფაზის, რანდომიზებულ, ღია კვლევაში (ML20650, EURTAC). აღნიშნული კვლევა ჩატარდა კავკასიური რასის პაციენტებში, მეტასტაზური ან ლოკალურად პროგრესირებადი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი (NSCLC) (სტადია IIIB და IV), რომელთაც მანამდე არ მიუღიათ არც ქიმიოთერაპია ან არც სხვა სისტემური კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა პროგრესირებადი დაავადების გამო და რომელთაც ჰქონდათ მუტაციები ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინკინაზას არეალში (ექსონი 19-ის გაუქმება ან ექსონი 21-ის მუტაცია). პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 1:1 თანაფარდობით, ერლოტინიბის მისაღებად დოზით 150 მგ დღეში ან 4 ციკლამდე პლატინაზე დაფუძნებული დუბლეტ ქიმიოთერაპიისათვის.

პირველადი სამიზნე იყო მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). ეფექტიანობის შედეგები შეჯამდა მე-3 ცხრილში.

სურათი 1: ML20650 (EURTAC) კვლევაში მკვლევარის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) კაპლან-მაიერის მრუდი (2012 წლის აპრილის მონაცემები)

HR = 0.34

(95% CI: 0.23-0.49)

ლოგრანგის კრიტერიუმი P < 0.0001

ერლოტინიბი: N=86

საშუალო PFS: 10.4 თვე

ქიმიო: N=87

საშუალო PFS: 5.1 თვე

თვეები მკურნალობის შემდეგ

ცხრილი 3. ერლოტინიბის და ქიმიოთერაპიის ეფექტიანობის შედარება ML20650 კვლევაში (EURTAC)

ერლოტინიბი

ქიმიოთერაპია

საშიშროების კოეფიციენტი (95% CI)

p-მნიშვნელობა

წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზი (35% OS სიმწიფე) (n=153)

მონაცემების თარიღი: აგვისტო, 2010 წ.

n=77

n=76

პირველადი სამიზნე: პროგრესირების გარეშე გადარჩენა

(PFS, საშუალო, თვეებში)*

მკვლევარის შეფასება**

  • 4
  • 2
  • 42

[0.27-0.64]

p<0.0001

დამოუკიდებელი განხილვა**

  • 4
  • 4
  • 47

[0.27-0.78]

p=0.003

საუკეთესო საერთო პასუხის დონე (CR/PR)

  • 5%
  • 5%

p<0.0001

საერთო გადარჩენადობა (OS) (თვეები)

  • 9
  • 8
  • 80

[0.47-1.37]

p=0.4170

განმარტებითი ანალიზი

(40% OS სიმწიფე) (n=173)

მონაცემების თარიღი: იანვარი, 2011 წ.

n-86

m-87

PFS (საშუალო, თვეებში)*

მკვლევარის მიერ შეფასებული**

  • 7
  • 2
  • 37

[0.27-0.54]

p<0.0001

საუკეთესო საერთო პასუხის დონე (CR/PR)

  • 1%
  • 9%

p<0.0001

საერთო გადარჩენადობა (OS) (თვეები)

  • 3
  • 5
  • 04

[0.65-1.68]

p=0.8702

განახლებული ანალიზი (62% OS სიმწიფე) (n=173)

მონაცემების თარიღი: აპრილი, 2012 წ.

n=86

n=87

PFS (საშუალოდ თვეებში)

  • 4
  • 1
  • 34

[0.23-0.49]

p<0.0001

OS*** (თვეები)

  • 9
  • 8
  • 93

[0.64-1.36]

p=0.7149

CR = სრული პასუხი; PR = ნაწილობრივი პასუხი.

  • აღინიშნა დაავადების პროგრესირების და გარდაცვალების რისკის 58%-ით შემცირება.
  • * მკვლევარისა და IRC შეფასებებს შორის დამთხვევის საერთო დონე იყო 70%.
  • ** დაფიქსირდა ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლის მაღალი მაჩვენებელი, პაციენტთა 82%-მა ქიმიოთერაპიის ჯგუფში ჩაიტარა შემდგომი თერაპია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინკინაზას ინჰიბიტორით და ყველამ, გარდა 2 პაციენტისა, ჩაიტარა შემდგომი მკურნალობა ერლოტინიბით.
  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) შემანარჩუნებელი თერაპია პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით):

ერლოტინიბის ეფექტიანობა და უსაფრთხოება, როგორც ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) პირველი რიგის ქიმიოთერაპიის შემდეგ შემანარჩუნებელი მკურნალობა, შესწავლილ იქნა რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (BO18192, SATURN). აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა 889 პაციენტი ლოკალურად პროგრესირებადი და მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი (NSCLC), რომელთა დაავადება არ პროგრესირებდა პლატინაზე დაფუძნებული დუბლეტ ქიმიოთერაპიის 4 ციკლის შემდეგ. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 1:1 თანაფარდობით, 150 მგ ერლოტინიბის ან პლაცებოს დღეში ერთჯერ, პერორალურად მისაღებად დაავადების პროგრესირებამდე. კვლევის პირველადი სამიზნე იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) ყველა პაციენტში. საწყისი დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები დაბალანსებული იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში. პაციენტები ECOG PS>1 სტატუსით, ღვიძლის ან თირკმლის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებით, კლინიკურ კვლევაში ჩართულნი არ ყოფილან.

აღნიშნულ კვლევაში, საერთო პოპულაციამ აჩვენა სარგებელი პირველადი სამიზნის - პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS), თვალსაზრისით (HR=0.71 p<0.0001), ასევე მეორადი სამიზნის - საერთო გადარჩენადობის (OS) თვალსაზრისით (HR=0.81 p=0.0088). თუმცა ყველაზე მეტი სარგებელი დაფიქსირდა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელი მუტაციების მქონე პაციენტების (n=49) წინასწარ განსაზღვრული განმარტებითი ანალიზისას და აღნიშნული დაკავშირებული იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) მნიშვნელოვან სარგებელთან (HR=0.10, 95% CI, 0.04 - 0.25; p<0.0001), ხოლო საერთო გადაჩენადობის HR თანაფარდობა იყო 0.83 (95% CI, 0.34 - 2.02). პაციენტების 67% პლაცებოს ჯგუფში, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციის მიმართ დადებით ქვეჯგუფს, გადიოდნენ მეორე ან მომდევნო რიგის მკურნალობას EGFR-TKIs-ით.

BO25460 (IUNO) კვლევა ჩატარდა პროგრესირებადი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე 643 პაციენტის მონაწილეობით, რომელთა სიმსივნეები არ მოიცავდა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელ მუტაციას (ექსონი 19-ის გაუქმება ან ექსონი 21-ის L858R მუტაცია) და რომლებსაც არ აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის ოთხი ციკლის შემდეგ.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, შეედარებინა საერთო გადარჩენადობა ერლოტინიბით პირველი რიგის შემანარჩუნებელი თერაპიისა და ერლოტინიბის მიღებისას მხოლოდ დაავადების პროგრესირების შემთხვევაში. აღნიშნულმა კვლევამ თავისი პირველადი სამიზნე ვერ დააკმაყოფილა. OS ერლოტინიბით პირველი რიგის შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში არ აღმოჩნდა უკეთესი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ერლოტინიბის მიღება ხდებოდა მეორე რიგის მკურნალობის სახით იმ პაციენტებში, რომელთა სიმსივნეები არ მოიცავდა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელ მუტაციიას (HR=1.02, 95% CI, 0.85-1.22, p=0.82). მეორადი სამიზნე - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) - არ განსხვავდებოდა შემანარჩუნებელი მკურნალობისას ერლოტინიბისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის (HR=0.94, 95% CI, 0.80 - 1.11; p=0.48).

BO25460 (IUNO) კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერლოტინიბის მიღება არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალება პაციენტებში ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გამააქტიურებელი მუტაციის გარეშე.

  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მკურნალობა მინიმუმ ერთი წინა ქიმიოთერაპიის რეჟიმის წარუმატებლობის შემთხვევაში (ერლოტინიბი მიიღება მონოთერაპიის სახით)

ერლოტინიბის ეფექტიანობა და უსაფრთხოება, როგორც მეორე/მესამე რიგის ქიმიოთერაპია, შესწავლილი იქნა რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად (BR.21) კვლევაში, ლოკალურად პროგრესირებადი ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე 731 პაციენტში, მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიის კურსის წარუმატებლობის შემდეგ. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 2:1 თანაფარდობით, რათა მიეღოთ 150 მგ ერლოტინიბი ან პლაცებო დღეში ერთხელ, პერორალურად. კვლევის საბოლოო მიზანი იყო საერთო გადარჩენადობა, პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რეაგირების დრო, რეაგირების ხანგრძლივობა, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომების (ხველა, ქოშინი და ტკივილი) გაუარესების დრო და უსაფრთხოება. კვლევის საბოლოო მიზანი იყო გადარჩენა.

დემოგრაფიული მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორივე ჯგუფში. პაციენტების დაახლოებით ორი-მესამედი იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო დაახლოებით ერთ-მესამედს ჰქონდა საბაზისო ECOG ეფექტიანობის სტატუსი (PS) - 2, ხოლო 9%-ს ჰქონდა საბაზისო ECOG PS სტატუსი - 3. ერლოტინიბზე მყოფი პაციენტების 93%-სა და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 92%-ს, შესაბამისად, გავლილი ჰქონდა პლატინაზე დაფუძნებული რეჟიმი, ხოლო ყველა პაციენტის 36%-სა და 37%-ს, შესაბამისად, გავლილი ჰქონდა წინა თერაპია ტაქსანებით.

გარდაცვალებასთან დაკავშირებული კორექტირებული საშიშროების კოეფიციენტი ერლოტინიბის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით იყო 0.73% (95% CI, 0.60-0.87) (p=0.001). მე-12 თვეში გადარჩენილი პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი იყო 31.2% ერლოტინიბის ჯგუფის შემთხვევაში და 21.5% - პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში, შესაბამისად. საშუალო საერთო გადარჩენადობა იყო 6.7 თვე (95% CI, 5.5 - 7.8 თვე) ერლოტინიბის ჯგუფში, შედარებული 4.7 თვესთან პლაცებოს ჯგუფში (95% CI, 4.1 - 6.3 თვე).

საერთო გადარჩენადობის ეფექტი შესწავლილ იქნა პაციენტების სხვადასხვა ქვეჯგუფებში. ერლოტინიბის ეფექტი საერთო გადარჩენადობაზე მსგავსი იყო პაციენტებში საბაზისო ეფექტურობის სტატუსით (ECOG) - 2-3 (HR=0.77, 95% CI 0.6-1.0) ან 0-1 (HR=0.73, 95% CI 0.6-0.9), მამრობითი (HR=0.76, 95% CI 0.6-0.9) ან მდედრობითი სქესის პაციენტებში (HR=0.80, 95% CI 0.6-1.1), <65 წლის ასაკის პაციენტებში (HR=0.75, 95% CI 0.6-0.9) ან ხანდაზმულ პაციენტებში (HR=0.79, 95% CI 0.6-1.0), ანამნეზში ერთი რეჟიმის მქონე პაციენტებში (HR=0.76, 95% CI 0.6-1.0) ან ანამნეზში ერთზე მეტი რეჟიმის მქონე პაციენტებში (HR=0.75, 95% CI 0.6-1.0), კავკასიური რასის (HR=0.79, 95% CI 0.6-1.0) ან აზიური რასის პაციენტებში (HR=0.61, 95% CI 0.4-1.0), ადენოკარცინომით დაავადებულ (HR=0.71, 95% CI 0.6-0.9) ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით დაავადებულ პაციენტებში (HR=0.67, 95% CI 0.5-0.9), თუმცა არა სხვა ჰისტოლოგიების მქონე პაციენტებში (HR=1.04, 95% CI 0.7-1.5), დიაგნოსტირებისას დაავადების IV სტადიის მქონე პაციენტებში (HR=0.92, 95% CI 0.7-1.2) ან დიაგნოსტირებისას დაავადების <IV სტადიის მქონე პაციენტებში (HR=0.65, 95% CI 0.5-0.8). იმ პაციენტებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, აღენიშნათ უფრო მეტი სარგებელი ერლოტინიბის მიღებისას (გადარჩენის HR=0.42, 95% CI 0.28-0.64), მიმდინარე ან ყოფილ მწეველებთან შედარებით (HR=0.87, 95% CI 0.71-1.05).

ცნობილი ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) ექსპრესიის სტატუსის მქონე პაციენტების 45%-ში, საშიშროების კოეფიციენტი იყო 0.68 (95% CI 0.49-0.94) EGFR-დადებითი სიმსივნის მქონე პაციენტებში და 0.93 (95% CI 0.63-1.36) - EGFR-უარყოფითი სიმსივნის მქონე პაციენტებში (განისაზღვრა IHC-ით EGFR pharmDx სისტემის გამოყენებით, ხოლო EGFR-უარყოფითი განისაზღვრება, როგორც 10%-ზე ნაკლები სიმსივნური უჯრედების კონტრასტირებით). უცნობი ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) ექსპრესიის სტატუსის მქონე პაციენტების დარჩენილ 55%-ში, საშიშროების კოეფიციენტი იყო 0.77 (95% CI 0.61-0.98).

საშუალო საერთო გადარჩენადობა იყო 9.7 კვირა ერლოტინიბის ჯგუფში (95% CI, 8.4 – 12.4 კვირა), შედარებული 8.0 კვირასთან პლაცებოს ჯგუფში (95% CI, 7.9 – 8.1 კვირა).

სამიზნე რეაგირების სიჩქარე RECIST კვლევით ერლოტინიბის ჯგუფში იყო 8.9% (95% CI, 6.4 – 12.0). პირველი 330 პაციენტი შეფასდა ცენტრალურად (რეაგირების სიჩქარე - 6.2%); ხოლო 401 პაციენტი შეფასდა მკვლევარის მიერ (რეაგირების სიჩქარე - 11.2%).

რეაგირების საშუალო ხანგრძლივობა იყო 34.3 კვირა და მერყეობდა 9.7 კვირიდან 57.6+ კვირამდე. იმ პაციენტების თანაფარდობა, რომელთაც აღენიშნათ სრული რეაგირება, ნაწილობრივი რეაგირება ან სტაბილური დაავადება, იყო 44.0% ერლოტინიბის ჯგუფში და 27.5% - პლაცებოს ჯგუფში, შესაბამისად (p=0.004).

გადარჩენადობის თვალსაზრისით ერლოტინიბის სარგებელი აგრეთვე აღინიშნა იმ პაციენტებში, რომელთაც ვერ მიაღწიეს სიმსივნის ობიექტურ რეაგირებას (RECIST კვლევით). აღნიშნული დადასტურდა 0.82 გარდაცვალების საშიშროების კოეფიცინტით (95% CI, 0.68-0.99) იმ პაციენტებს შორის, რომელთა საუკეთესო რეაგირება იყო სტაბილური დაავადება ან პროგრესირებადი დაავადება.

ერლოტინიბის მიღების შედეგად აღინიშნა სიმპტომების თვალსაზრისით სარგებელი მნიშვნელოვნად პროგრესირებადი დროით ხველის, ქოშინისა და ტკივილის გაუარესებაზე, პლაცებოსთან შედარებით.

ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ III ეტაპის კვლევაში (MO22162, CURRENTS), რომელშიც შედარდა ერლოტინიბის ორი დოზა (300 მგ და 150 მგ) ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე მიმდინარე მწეველებში (საშუალოდ 38 შეკვრა წელიწადში), მეორე ხაზის პარამეტრებში ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ, ერლოტინიბის 300 მგ დოზამ არ აჩვენა PFS-ის სარგებელი რეკომენდებულ დოზასთან შედარებით (7.00 და 6.86 კვირა, შესაბამისად).

მეორეხარისხოვანი ეფექტიანობის სამიზნე მაჩვენებლები სრულად შეესაბამებოდა პირველად სამიზნე მაჩვენებლებს და არ აღინიშნა სხვაობა OS-სთან დაკავშირებით იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ 300 მგ და 150 მგ ერლოტინიბით დღეში (HR 1.03, 95% CI 0.80-დან 1.32-მდე). უსაფრთხოების მონაცემები შედარებადი იყო 300 მგ და 150 მგ დოზებს შორის; თუმცა, აღინიშნა გამონაყარის, ფილტვების ინტერსტიციული დაავადების და დიარეის სიხშირის რაოდენობრივი ზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ერლოტინიბის უფრო მაღალ დოზას. CURRENTS კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ერლოტინიბის მაღალი დოზის - 300 მგ სარგებლის მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი 150 მგ რეკომენდებულ დოზასთან შედარებით აქტიურ მწეველებში.

აღნიშნულ კვლევაში პაციენტები არ შერჩეულან ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციის სტატუსის საფუძველზე. იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4, 4.5 და 5.2.

  • პანკრეასის კიბო (PA.3 კვლევაში ერლოტინიბი მიღებულია გემციტაბინთან ერთად):

ერლოტინიბის ეფექტიანობა და უსაფრთხოება გემციტაბინთან კომბინაციაში, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებად კვლევაში ლოკალურად პროგრესირებადი, არარეზექციული ან მეტასტაზური პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებში. პაციენტები იქნენ რანდომიზებულნი, რათა მიეღოთ ერლოტინიბი ან პლაცებო დღეში ერთხელ უწყვეტად, პლუს გემციტაბინი IV (1000 მგ/მ2, ციკლი 1 - დღეები 1, 8, 15, 22, 29, 36 და 43, 8-კვირიან ციკლში; ციკლი 2 და მომდევნო ციკლები - დღეები 1, 8 და 15, 4-კვირიან ციკლში [დამტკიცებული დოზა და განრიგი პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაში, იხილეთ გემციტაბინის პროდუქტის ზოგადი დახასიათება]). ერლოტინიბი ან პლაცებო მიღებულ იქნა პერორალურად, დღეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან დაუშვებელ ტოქსიკურობამდე. კვლევის საბოლოო მიზანი იყო საერთო გადარჩენადობა.

პაციენტების საბაზისო დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში, 100 მგ ერლოტინიბი პლუს გემციტაბინი ან პლაცებო პლუს გემციტაბინი, გარდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ოდნავ მეტი პროპორციისა ერლოტინიბი/გემციტაბინის კვლევაში, პლაცებო/გემციტაბინის კვლევასთან შედარებით:

საბაზისო

ერლოტინიბი

პლაცებო

მდედრობითი სქესის წარმომადგენლები

51%

44%

საბაზისო ECOG ეფექტიანობის სტატუსი (PS) = 0

31%

32%

საბაზისო ECOG ეფექტიანობის სტატუსი (PS) = 1

51%

51%

საბაზისო ECOG ეფექტიანობის სტატუსი (PS) = 2

17%

17%

მეტასტაზური დაავადება საბაზისო დონეზე

77%

76%

გადარჩენადობა შეფასდა მკურნალობის სურვილის მქონე პოპულაციაში მკურნალობის შემდგომი დაკვირვების დროს გადარჩენადობის მონაცემების საფუძველზე. შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში (შედეგები მეტასტაზური და ლოკალურად პროგრესირებადი პაციენტების შემთხვევაში მიიღება საკვლევი ქვეჯგუფის ანალიზიდან).

შედეგი

ერლოტინიბი (თვეები)

პლაცებო (თვეები)

Δ

(თვეები)

Δ-ს CI

HR

HR-ს CI

P-მნიშვნელობა

საერთო პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 4
  • 0
  • 41
  • 0.54-1.64
  • 82
  • 69-0.98
  • 028

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 8
  • 6
  • 16
  • 0.05-2.34

მეტასტაზური პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 9
  • 1
  • 87
  • 0.26-1.56
  • 80
  • 66-0.98
  • 029

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 1
  • 7
  • 43
  • 17-2.66

ლოკალურად პროგრესირებადი პოპულაცია

საშუალო საერთო გადარჩენადობა

  • 5
  • 2
  • 36
  • 2.43-2.96
  • 93
  • 65-1.35
  • 713

უმცირესი საერთო გადარჩენადობა

  • 7
  • 5
  • 19
  • 2.43-2.69

საერთო გადარჩენადობა - ყველა პაციენტი

გადარჩენადობის ალბათობა

HR = 0.82

(95% CI: 0.69, 0.98), p = 0.028

ერლოტინიბი +

გემციტაბინი (n = 261)

საშუალო OS = 6.4 თვე

პლაცებო +

გემციტაბინი (n = 260)

საშუალო OS = 6.0 თვე

გადარჩენადობა (თვეები)

საერთო გადარჩენადობა - პაციენტები დისტანციური მეტასტაზებით

გადარჩენადობის ალბათობა

HR = 0.80

(95% CI: 0.66, 0.98), p = 0.029

ერლოტინიბი +

გემციტაბინი (n = 200)

საშუალო OS = 5.93 თვე

პლაცებო +

გემციტაბინი (n = 197)

საშუალო OS = 5.06 თვე

გადარჩენადობა (თვეები)

შემთხვევის შემდგომ ანალიზში, საბაზისო დონეზე სასარგებლო კლინიკური სტატუსის მქონე პაციენტებს (დაბალი ინტენსივობის ტკივილი, კარგი ცხოვრების ხარისხი (QoL) და კარგი PS) შეუძლიათ მიიღონ მეტი სარგებელი ერლოტინიბიდან. სარგებელი ძირითადად გამოიხატება დაბალი ინტენსივობის ტკივილის არსებობით.

შემთხვევის შემდგომ ანალიზში, ერლოტინიბზე მყოფ პაციენტებს, რომელთაც განუვითარდათ გამონაყარი, აღენიშნათ უფრო ხანგრძლივი საერთო გადარჩენადობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც არ განუვითარდათ გამონაყარი (საშუალი OS – 7.2 თვე 5 თვესთან შედარებით, HR:0.61). ერლოტინიბზე მყოფი პაციენტების 90%-ს განუვითარდათ გამონაყარი პირველი 44 დღის განმავლობაში. გამონაყარის საშუალო ხანგრძლივობა იყო 10 დღე.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპული წამლის სააგენტომ უარყო სრულიად პედიატრიულ პოპულაციაში ერლოტინიბით კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოსა და პანკრეასის კიბოს ჩვენებებში (იხილეთ პუნქტი 4.2 ბავშვებში გამოყენების თაობაზე ინფორმაციისთვის).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები:

აბსორბცია

ერლოტინიბის პერორალურად მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში ერლოტინიბის პიკური დონე მიიღწევა პერორალური დოზირებიდან დაახლოებით 4 საათში. ნორმალურ, ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევის შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა განისაზღვრა 59%-ით. პერორალური დოზის მიღების შემდგომ პრეპარატის ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს საკვებით.

განაწილება

ერლოტინიბის განაწილების საშუალო მოცულობაა 232 ლ და ნაწილდება ადამიანთა სიმსივნურ უჯრედებში. 4 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში (აქედან 3 - ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი [NSCLC] და 1 - ხორხის კიბოთი), რომლებიც ღებულობდნენ 150 მგ ერლოტინიბს ყოველდღიურად, პერორალურად, მკურნალობის მე-9 დღეს ქიურურგიული ჩარევით ამოკვეთილმა სიმსივნის სინჯებმა გამოავლინა ერლოტინიბის სიმსივნური კონცენტრაციები, რაც საშუალოდ შეადგენდა ქსოვილის 1185 ნგ/გ-ს. აღნიშნული შეესაბამება მყარ მდგომარეობაში შესწავლილი სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციების საშუალოდ საერთო 63%-ს (5-161% დიაპაზონი). პირველადი აქტიური მეტაბოლიტები წარმოდგენილი იქნა სიმსივნეში საშუალოდ 160 ნგ/გ ქსოვილის კონცენტრაციებზე, რაც შეესაბამება მყარ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაციების საშუალოდ საერთო 113%-ს (88-130% დიაპაზონი). პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 95%. ერლოტინიბი უკავშირდება შრატის ალბუმინს და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს (AAG).

ბიოტრანსფორმაცია:

ერლოტინიბი ადამიანებში მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის ციტოქრომების მეშვეობით, ძირითადად CYP3A4-ით, და უფრო ნაკლებად CYP1A2-ით. ღვიძლგარე მეტაბოლიზმი CYP3A4-ით ნაწლავში, CYP1A1-ით - ფილტვებსა და 1B1-ით სიმსივნურ ქსოვილში პოტენციურად უწყობს ხელს ერლოტინიბის მეტაბოლურ კლირენსს.

იდენტიფიცირებულია მეტაბოლიზმის სამი ძირითადი გზა: 1) ჯაჭვის ერთ-ერთი ან ორივე მხარის ო-დემეთილირება, რასაც მოსდევს დაჟანგვა კარბოქსილის მჟავამდე; 2) აცეტილენის კომპონენტის დაჟანგვა, რასაც მოსდევს ჰიდროლიზი არილის კარბოქსილის მჟავამდე; 3) ფენილ-აცეტილენის კომპონენტის არომატული ჰიდროქსილირება. ერლოტინიბის ძირითადი მეტაბოლიტები OSI-420 და OSI-413, რომლებიც წარმოიქმნება ჯაჭვის ერთ-ერთი მხრის ო-დემეთილირებით, ხასიათდება ერლოტინიბის მსგავსი სიმძლავრით არაკლინიკურ in vitro კვლევებში და სიმსივნის in vivo მოდელებში. ისინი წარმოდგენილია პლაზმაში იმ დონეებზე, რაც ერლოტინიბის დონის <10%-ს შეადგენს, ხოლო მათი ფარმაკოკინეტიკა ერლოტინიბის მსგავსია.

გამოყოფა

ერლოტინიბი ძირითადად გამოიყოფა განავალში მეტაბოლიტების სახით (>90%), პერორალურად მიღებული დოზის მხოლოდ მცირე …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის საინფორმაციო ჩანართი

ერლონიბი (ერლოტინიბის ტაბლეტები 150 მგ)

  • რა არის ერლოტინიბი და რისთვის გამოიყენება იგი

ერლოტინიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ერლოტინიბს. ერლოტინიბი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) სახელით ცნობილი ცილის აქტივობის პრევენციის გზით. აღნიშნული ცილა, როგორც ცნობილია, მონაწილეობს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში.

ერლოტინიბი ნაჩვენებია მოზრდილებისთვის. ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შორსწასული სტადია. მისი დანიშვნა შეიძლება საწყისი თერაპიის სახით ან ისეთი თერაპიის სახით, თუ თქვენი დაავადება არ იცვლება მნიშვნელოვნად საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმ პირობით, რომ თქვენი კიბოს უჯრედებს აქვთ სპეციფიკური ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) მუტაციები. მისი დანიშვნა ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წინა ქიმიოთერაპიული კურსი არ იყო ეფექტიანი თქვენი დაავადების შესაჩერებლად.

ამ პრეპარატის დანიშვნა ასევე შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, გემციტაბინთან კომბინაციაში იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ პანკრეასის კიბოს მესტასტაზური სტადია.

  • რა უნდა იცოდეთ ერლოტინიბის მიღებამდე

არ მიიღოთ ერლოტინიბი:

თუ ხართ ალერგიული ერლოტინიბის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

თუ თქვენ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ერლოტინიბის კონცენტრაცია სისხლში ან ზეგავლენა მოახდინონ მის ეფექტზე (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, პროტეაზას ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ციპროფლოქსაცინი, ომეპრაზოლი, რანიტიდინი, კრაზანას პრეპარატები (St. John’s Wort) ან პროტეასომის ინჰიბიტორები) მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ერლოტინიბის ეფექტიანობა ან გაზარდონ მისი გვერდითი მოვლენები და თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის კურსის კორექცია. ერლოტინიბის მიღებისას ექიმმა შესაძლოა თავი აარიდოს თქვენს მკურნალობას აღნიშნული პრეპარატებით.

თუ თქვენ ღებულობთ ანტიკოაგულანტებს (პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ თრომბოზის ან სისხლის შედედების პრევენციას, მაგალითად, ვარფარინი), ერლოტინიბმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარებისადმი თქვენი ტენდენცია. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, მას დასჭირდება სისხლის ანალიზების რეგულარული კონტროლი.

თუ თქვენ ღებულობთ სტატინებს (სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს), ერლოტინიბმა შეიძლება გაზარდოს სტატინებთან დაკავშირებული კუნთების პრობლემების რისკი, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დაშლა (რაბდომიოლიზი) შემდგომი თირკმელების დაზიანებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს და/ან გაქვთ თვალებთან დაკავშირებული პრობლემების ანამნეზი, როგორიცაა თვალების მძიმე სიმშრალე, თვალის წინა ნაწილის (რქოვანას) ანთება ან წყლულები თვალის წინა ნაწილის ჩართულობით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

იხილეთ ასევე შემდეგი პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ერლოტინიბი“.

აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, დაკავშირებული ხველასა თუ ცხელებასთან, ვინაიდან ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებით მკურნალობა და შეწყვიტოს ერლოტინიბით მკურნალობა;

გაქვთ დიარეა, ვინაიდან ექიმმა შეიძლება სასწრაფოდ დანიშნოს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ლოპერამიდი), აღგენიშნებათ მძიმე ან პერსისტული დიარეა, გულისრევა, მადის დაკარგვა ან პირღებინება, ვინაიდან ექიმს შეიძლება დასჭირდეს ერლოტინიბის მკურნალობის შეწყვეტა და გადაწყვიტოს თქვენი საავადმყოფოში გადაყვანა სამკურნალოდ;

გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა;

(იხილეთ ასევე პუნქტი 4 - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თქვენ ასევე ღებულობთ სტატინს და აღინიშნება კუნთების აუხსნელი ტკივილი, მგრძნობელობა, სისუსტე ან კრუნჩხვები.

ექიმს შეიძლება დასჭირდება მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა.

იხილეთ ასევე პუნქტი 4 - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.

ღვიძლის ან თირკმლის დაავადება

არ არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს ერლოტინიბი ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ამ პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება.

გლუკურონიდაციის დარღვევები, როგორიცაა ჟილბერის სინდრომი

თუ გაქვთ გლუკურონიდაციის პათოლოგია, როგორიცაა ჟილბერის სინდრომი, მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

თამბაქოს მოწევა

ერლოტინიბით მკურნალობის დროს რეკომენდებულია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ვინაიდან მოწევამ შეიძლება შემაციროს პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში.

ბავშვები და მოზარდები

ერლოტინიბი არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ერლოტინიბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ერლოტინიბი საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ერლოტინიბი საკვებთან ერთად. იხილეთ ასევე პუნქტი 3 „ერლოტინიბის მიღების წესი“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ერლოტინიბით მკურნალობის დროს მოერიდეთ ორსულობას. თუ არსებობს ორსულობის რისკი, გამოიყენეთ კონტრაცეფციის ადექვატური საშუალებები მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ერლოტინიბით მკურნალობის დროს დაორსულდებით, სასწრაფოდ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.

ძუძუთი კვება არ შეიძლება ერლოტინიბით მკურნალობის დროს და ბოლო ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ერლოტინიბის გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის, თუმცა მკურნალობის გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია აღნიშნულ უნარზე.

ჰიპერმგრძნობელობა

ერლოტინიბი შეიცავს შაქარს, რომელსაც ეწოდება ლაქტოზას მონოჰიდრატი.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ერლოტინიბის მიღებამდე.

  • ერლოტინიბის მიღების წესი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტი მიიღება ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

ჩვეულებრივი დოზა არის 150 მგ ერლოტინიბის ერთი ტაბლეტი დღეში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში. ექიმი დააკორექტირებს თქვენს დოზას 50 მგ ერთეულით. ერლოტინიბის სხვა დოზირების რეჟიმები წარმოდგენილია 150 მგ სიმძლავრით.

თუ მიიღეთ ერლოტინიბის საჭიროზე მეტი დოზა

სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენების გახშირება და თქვენმა ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ერლოტინიბის მიღება

თუ გამოტოვეთ ერლოტინიბის ერთი ან მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეძლებისდაგვარად სწრაფად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ერლოტინიბის მიღება

ძალიან მნიშვნელოვანია ერლოტინიბის ყოველდღიური მიღება, თუ ასე დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს შეძლებისდაგვარად სწრაფად იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ერლოტინიბის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა:

დიარეა და პირღებინება (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში). პერსისტულმა და მძიმე დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავდროულად იტარებთ სხვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. თუ აღგენიშნებათ უფრო მძიმე ან პერსისტული დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში.

თვალის გაღიზიანება კონიუნქტივიტის/კერატოკონიუნქტივიტის გამო (ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) და კერატიტი (ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

ფილტვების გაღიზიანების ფორმა, რომელსაც ეწოდება ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (არახშირია ევროპელ პაციენტებში; ხშირია იაპონელ პაციენტებში: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში ევროპაში და 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში იაპონიაში). ეს დაავადება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი სამედიცინო მდგომარეობის ბუნებრივ პროგრესირებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება დაკავშირებული ხველასთან ან ცხელებასთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერლოტინიბით მკურნალობის სამუდამოდ შეწყვეტაზე.

დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის პერფორაციები (არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. აგრეთვე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გქონდათ წარსულში პეპტიური წყლული ან დივერტიკულური დაავადება, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს ეს რისკი.

იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობა (იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში). თუ თქვენი სისხლის ანალიზი მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ ცვლილებებზე, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ან გაუარესდეს მზეზე დაუცველ ადგილებში. თუ თქვენ იმყოფებით მზის ზემოქმედების ქვეშ, რეკომენდებულია დამცავი ტანსაცმელი და/ან მზისგან დამცავი (მაგალითად, მინერალების შემცველი) საშუალებების გამოყენება.

ინფექცია.

მადის დაკარგვა, წონაში კლება.

დეპრესია.

თავის ტკივილი, კანის მგრძნობელობის შეცვლა ან დაბუჟება კიდურებში.

სუნთქვის გაძნელება, ხველა.

გულისრევა.

პირის ღრუს გაღიზიანება.

კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა და მეტეორიზმი.

ღვიძლის მოქმედებასთან დაკავშირებით უჩვეულო სისხლის ანალიზები.

ქავილი, მშრალი კანი და თმის ცვენა.

დაღლილობა, სიცხე, კანკალი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისხლდენა ცხვირიდან.

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან.

ანთებითი რეაქციები ფრჩხილის ირგვლივ.

თმის ფოლიკულების ინფექცია.

აკნე.

დახეთქილი კანი (კანის ნაპრალები).

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (დამტკიცებული ჩვენებების მიღმა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში გამოყენებისას).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

წამწამების ცვლილებები.

სხეულსა და სახეზე ჭარბი თმიანობა მამაკაცის განაწილების ნიმუშით.

წარბების ცვლილებები.

მტვრევადი და თხელი ფრჩხილები.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

გაწითლებული ან მტკივნეული ხელისგულები ან ფეხისგულები (პალმარ-პლანტარული ერითროდისესთეზიის სინდრომი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

რქოვანას პერფორაციის ან დაწყლულები შემთხვევები.

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომის მანიშნებელი).

თვალის ფერადი გარსის ანთება.

  • ერლოტინიბის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP ნიშნის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები: ინახება 20oC-დან 25oC-მდე (68oF-დან 77oF-მდე)

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ერლოტინიბის აქტიური ნივთიერებაა არის ერლოტინიბი.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (Supertab 11 SD), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH112), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (Primojel), ნატრიუმის ლაურილსულფატი (Stepanol WA 100), მაგნიუმის სტეარატი (LIGAMED MF-2-V) და Opadry თეთრი 20B580000, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ერლოტინიბის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:

ბლისტერული შეფუთვა: 3X10 ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„ჰეტერო ლაბს ლიმიტედი“ (Hetero Labs Limited)

„Hetero Corporate“,

7-2-A2, ინდასთრიალ ისთეითს, სანათ ნაგარი,

ჰაიდერაბადი, ანდრა პრადეში, ინდოეთი - 500 082,

ტელ: +91-40-23704923/24/25,

ფაქსი: +91-40-23704926.

მწარმოებელი:

„ჰეტერო ლაბს ლიმიტედი“ (Hetero Labs Limited) ერთეული-V,

Sy. No. 439, 440, 441 & 458,

TSIIC ფორმულაცია SEZ,

სოფელი პოლეპალი, ჯადჩერლა მანდალი,

მაჰაბუბ ნაგარი (რაიონი) – 509301,

ტელანგანა, ინდოეთი.

პასუხისმგებელი პირი: ბჰანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა: ხელმოწერილია

თარიღი: 17.03.2023 წ.

ბეჭედდასმულია („ჰეტერო ლაბს ლიმიტედი“ (HETERO LABS LIMITED). „Hetero Corporate“.)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა