პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ერიბულინი რომფარმი

Eribulin Rompharm

რეცეპტით0.88მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, გავრცელებული დაავადების სამკურნალო მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერიბულინი (eribulin)
ფორმა და შეფუთვა
0.88მგ/2მლ (0.44 მგ/მლ) 2მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №6
მწარმოებელი
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ანტინეოპლაზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
L01XX41
რეგისტრაციის ნომერი
რ-044480
რეგისტრირებულია
16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაერიბულინი რომფარმი და სხვა წამალი ერთად

ერიბულინი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, გავრცელებული დაავადების სამკურნალო მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“). წინა თერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინს და ტაქსანს ადიუვანტური თერაპიის სახით ან მეტასტაზური თერაპიის სახით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პაციენტებისთვის არ არის შესაფერისი მკურნალობის ეს ფორმები.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია არარეზექცირებადი ლიპოსარკომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ ანტრაციკლინით თერაპია (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს უკუნაჩვენებია) გავრცელებული ან მეტასტაზირებული დაავადებისთვის (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მიღების წესი და დოზირება

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის შესაბამის გამოყენებაში. ის უნდა შეიყვანოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციურმა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

დოზირება

ერიბულინის რეკომენდებული დოზა მზა ხსნარის სახით არის 1.23 მგ/მ2, რომელიც უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში, ყოველი 21-დღიანი ციკლის 1 და 8 დღეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ევროკავშირში რეკომენდებული დოზა ეხება აქტიური ნივთიერების (ერიბულინის) ფუძეს. პაციენტისთვის მისაღები ინდივიდუალური დოზის გაანგარიშება უნდა ეფუძნებოდეს მზა ხსნარის მოქმედების ძალას, რომელიც შეიცავს 0.44 მგ/მლ ერიბულინს და რეკომენდებული დოზის 1.23 მგ/მ2-ს. ქვემოთ მოცემული დოზის შემცირების რეკომენდაციები ასევე მოცემულია ერიბულინის შესაყვანი დოზის სახით, გამოსაყენებლად მზა ხსნარის მოქმედების ძალის მიხედვით.

პივოტურ კვლევებში, შესაბამის პუბლიკაციებში და ზოგიერთ სხვა რეგიონში, მაგალითად, აშშ-სა და შვეიცარიაში, რეკომენდებული დოზა ეფუძნება პრეპარატის მარილოვან ფორმას (ერიბულინის მეზილატი).

პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გულისრევა ან ღებინება. გასათვალისწინებელია ანტიემეტური პროფილაქტიკა, მათ შორის კორტიკოსტეროიდები.

დოზის შეყვანის გადავადება თერაპიის დროს

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება 1 ან 8 დღეს უნდა გადაიდოს შემდეგიდან რომელიმეს შემთხვევაში:

  • ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) <1 x 109/ლ
  • თრომბოციტები <75 x 109/ლ
  • მე-3 ან მე-4 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.

დოზის შემცირება თერაპიის დროს

დოზის შემცირების რეკომენდაციები ხელახალი მკურნალობისთვის მოცემულია შემდეგ ცხრილში:

ერიბულინის წინამორბედი მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია

ერიბულინის რეკომენდებული დოზა

ჰემატოლოგიური:

ANC <0.5 x 109/ლ, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტხანს

  • 97 მგ/მ²

ANC <1 x 109/ლ ნეიტროპენია გართულებული ცხელებით ან ინფექციით

თრომბოციტები <25 x 109/ლ თრომბოციტოპენია

თრომბოციტები <50 x 109/ლ თრომბოციტოპენია, გართულებული სისხლდენით ან სისხლის ან თრომბოციტების გადასხმის საჭიროების შემთხვევაში

არაჰემატოლოგიური:

წინა ციკლში ნებისმიერი მე-3 ან მე-4 ხარისხი

ზემოთ მითითებული ნებისმიერი ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციის რეციდივი

  • 97 მგ/მ2-მდე შემცირების მიუხედავად
  • 62 მგ/მ²
  • 62 მგ/მ2-მდე შემცირების მიუხედავად

განიხილეთ შეწყვეტა

ერიბულინის დოზის შემცირების შემდეგ ხელახლა გაზრდა არ შეიძლება.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

მეტასტაზებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ერიბულინის რეკომენდებული დოზა პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (ჩაილდ-პიუ A) არის 0.97 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში 21-დღიანი ციკლის 1-ელ და მე-8 დღეს. ერიბულინის რეკომენდებული დოზა პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუ B) არის 0.62 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში 21-დღიანი ციკლის 1-ელ და მე-8 დღეს. ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C) არ არის შესწავლილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში ერიბულინის გამოყენების შემთხვევაში დოზის უფრო მკვეთრი შემცირება იქნება საჭირო.

ციროზით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტთა ეს ჯგუფი არ არის შესწავლილი. ზემოთ მოცემული დოზები შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს, მაგრამ რეკომენდებულია მჭიდრო მონიტორინგი, რადგან დოზებს შეიძლება დასჭირდეთ ხელახლა კორექტირება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტს (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ) შეიძლება ჰქონდეს ერიბულინის გაზრდილი ექსპოზიცია და საჭირო გახდეს დოზის შემცირება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია სიფრთხილე და უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგი. (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოკინეტიკური თვისებები“)

ხანდაზმული პაციენტები

პაციენტის ასაკის მიხედვით დოზის სპეციფიკური კორექტირება არ არის რეკომენდებული (იხილეთ ნაწილი ,,არასასურველი ეფექტები“).

პედიატრიული პოპულაცია

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში ძუძუს კიბოს ჩვენებისთვის არ არსებობს. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში რბილი ქსოვილების სარკომის ჩვენებისთვის არ არსებობს (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მიღების მეთოდი

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. დოზის განზავება შესაძლებელია 100 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში. არ უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იან საინფუზიო ხსნარში. პრეპარატის გამოყენებამდე განზავების ინსტრუქციისთვის იხილეთ ნაწილი ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის“. გამოყენებამდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარგი პერიფერიული ვენური წვდომა ან ცენტრალური კათეტერის გამტარობა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ერიბულინის მეზილატი არის ბუშტუკების გამომწვევი ან გამაღიზიანებელი. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის“.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნაწილში ,,ექსციპიენტების ჩამონათვალი“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • ძუძუთი კვება

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერიბულინი ძირითადად (70%-მდე) გამოიყოფა ნაღვლის გზით. ამ პროცესში ჩართული სატრანსპორტო ცილა უცნობია. ერიბულინი არ წარმოადგენს ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP), ორგანული ანიონის (OAT1, OAT3, OATP1B1, OATP1B3), წამლის მიმართ მრავლობით რეზისტენტობასთან ასოცირებული ცილის (MRP2, MRP4) და ნაღვლის მარილების ექსპორტის ტუმბოს (BSEP) ტრანსპორტიორების სუბსტრატს.

CYP3A4 ინჰიბიტორებთან და ინდუქტორებთან წამლისმიერი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. ერიბულინის ექსპოზიცია (AUC და Cmax) არ იცვლება კეტოკონაზოლის, CYP3A4 და P გლიკოპროტეინის (Pgp) ინჰიბიტორის, და რიფამპიცინის, CYP3A4 ინდუქტორის ზემოქმედებით.

ერიბულინის გავლენა სხვა მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე

In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ერიბულინი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი ფერმენტის CYP3A4 მსუბუქ ინჰიბიტორს. in vivo მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. სიფრთხილე და გვერდითი მოვლენების მონიტორინგი რეკომენდებულია იმ ნივთიერებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული დიაპაზონი და რომლებიც ძირითადად გამოიყოფა CYP3A4-ით განპირობებული მეტაბოლიზმით (მაგ., ალფენტანილი, ციკლოსპორინი, ერგოტამინი, ფენტანილი, პიმოზიდი, ქინიდინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი). ერიბულინი არ თრგუნავს CYP ფერმენტებს CYP1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6 ან 2E1 შესაბამის კლინიკურ კონცენტრაციებზე. შესაბამის კლინიკურ კონცენტრაციებზე ერიბულინი არ თრგუნავდა BCRP, OCT1, OCT2, OAT1, OAT3, OATP1B1 და OATP1B3 ტრანსპორტიორის განპირობებულ აქტივობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ერიბულინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ერიბულინი არის ემბრიოტოქსიკური, ფეტოტოქსიკური და ტერატოგენული ვირთაგვებში. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის და დედის საჭიროებების და ნაყოფისთვის რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ თავი აარიდონ ორსულობას ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღების დროს და უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 თვის განმავლობაში.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაცებს უნდა ეცნობოთ, რომ არ გახდნენ მამები ერიბულინ რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ერიბულინი/მეტაბოლიტები ადამიანის ან ცხოველის დედის რძეში. ახალშობილების/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია და შესაბამისად, ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“).

ფერტილობა

ვირთაგვებსა და ძაღლებში დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი ,,პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციას სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცირე ან ზომიერი გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ არ მართონ ავტომობილი ან არ გამოიყენონ მექანიზმები, თუ გრძნობენ დაღლილობას ან თავბრუსხვევას.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ერიბულინთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციებია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რომელიც ვლინდება ნეიტროპენიის, ლეიკოპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის სახით, რაც დაკავშირებულია ინფექციების განვითარებასთან. ასევე აღწერილია უკვე არსებული პერიფერიული ნეიროპათიის ახალი გამოვლინება ან გაუარესება. გასტროინტესტინური ტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება ანორექსიის, გულისრევის, ღებინების, დიარეის, ყაბზობის და სტომატიტის სახით, აღწერილია არასასურველ ეფექტებს შორის. სხვა არასასურველი ეფექტებია დაღლილობა, ალოპეცია, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სეფსისი და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილის სინდრომი.

გვერდითი რეაქციების სია ცხრილის სახით

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ცხრილში მოცემულია გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე, რომლებიც დაფიქსირდა ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებული დოზა მე-2 და მე-3 ფაზის კვლევებში.

სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიხშირის კლების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა მე-3 ან მე-4 ხარისხის რეაქციები, მოცემულია ფაქტობრივი საერთო სიხშირე და მე-3 ან მე-4 ხარისხის რეაქციების სიხშირე.

სისტემურ ორგანოთა კლასი

გვერდითი რეაქციები - ყველა მოვლენა

ძალიან ხშირი (სიხშირე %)

ხშირი

(სიხშირე %)

არახშირი

(სიხშირე %)

იშვიათი ან უცნობი

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია (8.5%)

(G3/4: 0.7%)

პნევმონია (1.6%)

(G3/4: 1.0%)

ორალური კანდიდოზი

ორალური ჰერპესი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ნაზოფარინგიტი

რინიტი

ჰერპეს ზოსტერი

სეფსისი (0.5%) (G3/4: 0.5%)a

ნეიტროპენიური სეფსისი (0.2%) (G3/4: 0.2%)a

სეპტიური შოკი (0.2%) (G3/4:0.2%)a

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ნეიტროპენია (53.6%)

(G3/4: 46.0%)

ლეიკოპენია (27.9%)

(G3/4: 17.0%)

ანემია (21.8%)

(G3/4: 3.0%)

ლიმფოპენია (5.7%) (G3/4: 2.1%)

ფებრილური ნეიტროპენია (4.5%) (G3/4: 4.4%) ა

თრომბოციტოპენია (4.2%) (G3/4: 0.7%)

  • დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციაb

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება (22.5%) (G3/4: 0.7%)d

ჰიპოკალიემია (6.8%) (G3/4: 2.0%)

ჰიპომაგნიემია (2.8%) (G3/4: 0.3%)

დეჰიდრატაცია (2.8%) (G3/4: 0.5%)d

ჰიპერგლიკემია

ჰიპოფოსფატემია

ჰიპოკალციემია

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

პერიფერიული ნეიროპათიაc (35.9%) (G3/4: 7.3%)

თავის ტკივილი (17.5%) (G3/4: 0.7%)

დისგევზია

თავბრუსხვევა (9.0%) (G3/4: 0.4%)d

ჰიპოესთეზია

ლეთარგია

ნეიროტოქსიკურობა

თვალის მხრივ დარღვევები

ცრემლდენის მომატება (5.8%) (G3/4: 0.1%)d

კონიუნქტივიტი

ყურისა და ლაბირინთული დარღვევები

თავბრუსხვევა

ტინიტუსი

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ალები

ფილტვის ემბოლია (1.3%) (G3/4: 1.1%)a

ღრმა ვენების თრომბოზი

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

დისპნოე (15.2%)a (G3/4: 3.5%) a

ხველა (15.0%) (G3/4: 0.5%)d

ოროფარინგეალური ტკივილი

ეპისტაქსისი

რინორეა

ინტერსტიციული ფილტვის დაავადება (0.2%) (G3/4: 0.1%)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

გულისრევა (35.7%) (G3/4: 1.1%)d

ყაბზობა (22.3%) (G3/4: 0.7%)d

დიარეა (18.7%) (G3/4: 0.8%)

ღებინება (18.1%) (G3/4: 1.0%)

მუცლის ტკივილი სტომატიტი (11.1%) (G3/4: 1.0%)d

პირის სიმშრალე

დისპეფსია (6.5%)

(G3/4: 0.3%)d

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

მუცლის შებერილობა

პირის ღრუს წყლული

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება (7.7%) (G3/4: 1.4%)d

ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება (7.6%) (G3/4: 1.9%)d

გამა გლუტამილ ტრანსფერაზას მომატება (1.7%) (G3/4: 0.9%)d

ჰიპერბილირუბინემია (1.4%) (G3/4: 0.4%)

ჰეპატოტოქსიკურობა (0.8%) (G3/4: 0.6%)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

გამონაყარი (4.9%) (G3/4: 0.1%)

ქავილი (3.9%) (G3/4: 0.1%)d

ფრჩხილების მხრივ დარღვევები

ღამის ოფლიანობა

კანის სიმშრალე

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზია (1.0%) (G3/4: 0.1%)d

ანგიოედემა

  • *სტივენს-ჯონსონის სინდრომი/

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი b

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

ართრალგია და მიალგია (20.4%) (G3/4: 1.0%)

ზურგის ტკივილი (12.8%) (G3/4: 1.5%)

ტკივილი კიდურებში (10.0%) (G3/4: 0.7%)d

ძვლების ტკივილი (6.7%) (G3/4: 1.2%)

კუნთების სპაზმები (5.3%) (G3/4: 0.1%)d

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

გულმკერდის ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

კუნთების სისუსტე

თირკმელების და შარდის მხრივ დარღვევები

დიზურია

ჰემატურია

პროტეინურია

თირკმელების უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

დაღლილობა/

ასთენია (53.2%) (G3/4: 7.7%)

პირექსია (21.8%) (G3/4: 0.7%)

ლორწოვანი გარსის ანთება (6.4%) (G3/4: 0.9%)d

პერიფერიული შეშუპება

ტკივილი

შემცივნება

გულმკერდის არეში ტკივილი

გრიპისმაგვარი დაავადება

გამოკვლევები

წონაში დაკლება (11.4%) (მე-3/მე-4 ჯგუფში: 0.4%)d

a მოიცავს მე-5 ხარისხის მოვლენებს.

b სპონტანური ანგარიშგებიდან

c მოიცავს პერიფერიული ნეიროპათიის, პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის, პოლინეიროპათიის, პარესთეზიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორმოტორული ნეიროპათიის და დემიელინიზაციური პოლინეიროპათიის სასურველ ტერმინებს.

d მე-4 ხარისხის მოვლენები არ დაფიქსირებულა.

  • იშვიათი
  • * სიხშირე უცნობია.

საერთო ჯამში, უსაფრთხოების პროფილები ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტების პოპულაციაში იყო მსგავსი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია

დაფიქსირებული ნეიტროპენია იყო შექცევადი და არაკუმულაციური; ნადირის (ყველაზე მცირე მაჩვენებლის) მიღწევის საშუალო დრო იყო 13 დღე, ხოლო მძიმე ნეიტროპენიიდან (< 0.5 x 109/ლ) გამოჯანმრთელების საშუალო დრო იყო 8 დღე.

EMBRACE კვლევაში ერიბულინით ნამკურნალები ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების 13%-ში დაფიქსირდა ნეიტროფილების < 0.5 x 109/ლ რაოდენობა, რომელიც 7 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

ნეიტროპენია, როგორც სასწრაფოდ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა (TEAE), სარკომის მქონე პოპულაციაში 151/404-ში (37.4% ყველა ხარისხისთვის) დაფიქსირდა, ძუძუს კიბოს მქონე პოპულაციაში კი - 902/1559-ში (57.9% ყველა ხარისხისთვის). კომბინირებული დაჯგუფებული TEAE და ნეიტროფილების ლაბორატორიული დარღვევების სიხშირე შესაბამისად იყო 307/404 (76.0%) და 1314/1559 (84.3%). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა სარკომის მქონე პაციენტებისთვის იყო 12.0 კვირა, ხოლო ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის - 15.9 კვირა.

აღწერილია ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, სეფსისის და სეპტიური შოკის ფატალური შემთხვევები. კლინიკურ კვლევებში 1963 ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ერიბულინს რეკომენდებული დოზით, დაფიქსირდა თითო ფატალური შემთხვევა - ნეიტროპენიული სეფსისი (0.1%) და ფებრილური ნეიტროპენია (0.1%). გარდა ამისა, დაფიქსირდა სეფსისის 3 ფატალური შემთხვევა (0.2%) და სეპტიური შოკის ერთი შემთხვევა (0.1%).

მძიმე ნეიტროპენიის მართვა შესაძლებელია G-CSF-ის ან მისი ეკვივალენტის გამოყენებით ექიმის შეხედულებისამებრ, შესაბამისი გაიდლაინების შესაბამისად. ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების 18%-მა და 13%-მა მიიღო G-CSF ძუძუს კიბოს მე-3 ფაზის ორ კვლევაში (შესაბამისად, კვლევები 305 და 301). მე-3 ფაზის სარკომის კვლევაში (კვლევა 309), ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების 26%-მა მიიღო G-CSF.

ნეიტროპენიამ გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა ერიბულინის მიმღები პაციენტების < 1%-ში.

დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია

აღწერილია დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის შემთხვევები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება ნეიტროპენიასთან და/ან სეფსისთან.

პერიფერიული ნეიროპათია

1559 ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტში ერიბულინით მკურნალობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია იყო პერიფერიული ნეიროპათია (3.4%). მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების საშუალო დრო იყო 12.6 კვირა (4 ციკლის შემდეგ). სარკომით დაავადებული 404 პაციენტიდან 2-მა პაციენტმა შეწყვიტა ერიბულინით მკურნალობა პერიფერიული ნეიროპათიის გამო. მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების საშუალო დრო იყო 18.4 კვირა.

მე-3 ან მე-4 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება დაფიქსირდა ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების 7.4%-ში და სარკომით დაავადებული პაციენტების 3.5%-ში. კლინიკურ კვლევებში, უკვე არსებული ნეიროპათიის მქონე პაციენტებს ახალი ან გაუარესებული სიმპტომების განვითარების იგივე ალბათობა ჰქონდათ, როგორც კვლევაში ჩართულებს, რომლებიც ამ მდგომარეობის გარეშე შევიდნენ. 1 ან მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მქონე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის დროს განვითარებული მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე იყო 14%.

ჰეპატოტოქსიკურობა

ერიბულინით მკურნალობამდე ნორმალური/არანორმალური ღვიძლის ფერმენტების მქონე ზოგიერთ პაციენტში, ერიბულინით მკურნალობის დაწყებისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ასეთი მომატება, როგორც ჩანს, ერიბულინით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, 1-2 ციკლში, ამ პაციენტთა უმრავლესობაში დაფიქსირდა და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ეს ღვიძლის მიერ ერიბულინით მკურნალობასთან ადაპტაციის ფენომენია და არა პაციენტთა უმეტესობაში ღვიძლის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის ნიშანი, ასევე აღწერილია ჰეპატოტოქსიკურობის შემთხვევები.

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული პოპულაცია

ერიბულინის რეკომენდებული დოზით ნამკურნალები 1559 ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტიდან 283 (18.2%) ≥65 წლის იყო. სარკომით დაავადებული 404 პაციენტის პოპულაციაში, ერიბულინით ნამკურნალები 90 პაციენტი (22.3%) ≥65 წლის იყო. ერიბულინით ნამკურნალები ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის) ერიბულინის უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო <65 წლის პაციენტების უსაფრთხოების პროფილისა, გარდა ასთენიისა/დაღლილობისა, რომელიც ასაკთან ერთად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ხანდაზმული პოპულაციისთვის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

პაციენტებს, რომელთა ALT ან AST >3 x ULN, აღენიშნებოდათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შეზღუდულია, პაციენტებს, რომელთა ბილირუბინი >1.5 x ULN-ია, ასევე აღენიშნებათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე (იხილეთ აგრეთვე ნაწილები ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“ და ,,ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

სამი ღია კვლევა, კვლევები 113, 213 და 223, ჩატარდა პედიატრიულ პაციენტებში, რეფრაქტერული ან მორეციდივე სოლიდური სიმსივნეებით და ლიმფომებით, ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) სიმსივნეების გამოკლებით (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ერიბულინის მონოთერაპიის უსაფრთხოება შეფასდა 43 პედიატრიულ პაციენტში, რომლებმაც მიიღეს 1.58 მგ/მ2-მდე 21-დღიანი ციკლის 1 და 8 დღეს (კვლევები 113 და 223). ერიბულინის ირინოტეკანთან კომბინაციაში გამოყენების უსაფრთხოება ასევე შეფასდა 40 პედიატრიულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ერიბულინს 1.23 მგ/მ2 დოზით 21-დღიანი ციკლის 1-დან 5 დღემდე და ირინოტეკანს 20 ან 40 მგ/მ2 დოზით, ან 100 ან 125 მგ/მ2 დოზით 21-დღიანი ციკლის 1-დან 8 დღემდე (კვლევა 213).

კვლევა 113-ში (ფაზა 1), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ანემია და ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება.

კვლევა 213-ში (ფაზა 1/2), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია (ფაზა 1) და დიარეა და ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ფაზა 2).

კვლევა 223-ში (ფაზა 2), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, ანემია და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

ერიბულინის უსაფრთხოების პროფილი მონოთერაპიის სახით ან ირინოტეკანის ჰიდროქლორიდთან კომბინაციაში ამ პედიატრიულ პოპულაციაში შეესაბამებოდა ორივე კვლევის პრეპარატის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს ზრდასრულ პოპულაციაში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია შეატყობინონ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ჰემატოლოგია

მიელოსუპრესია დოზადამოკიდებულია და ძირითადად ვლინდება ნეიტროპენიის სახით (ნაწილი ,,არასასურველი ეფექტები“). ერიბულინის თითოეული დოზის მიღებამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის სრული ანალიზის მონიტორინგი. ერიბულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა ANC და თრობოციტების მაჩვენებლები არის შესაბამისად ≥1.5 x 109/ლ >100 x 109/ლ. ფებრილური ნეიტროპენია დაფიქსირდა ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების <5%-ში. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფებრილური ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ ნაწილში ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. პაციენტებს, რომელთა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 3-ჯერ მეტი იყო, აღენიშნებოდათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შეზღუდულია, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ბილირუბინი >1.5 x ULN, ასევე აღენიშნებათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. აღწერილია ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, სეფსისის და სეპტიური შოკის ფატალური შემთხვევები. მძიმე ნეიტროპენიის მართვა შესაძლებელია გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის (G-CSF) ან მისი ეკვივალენტის გამოყენებით ექიმის შეხედულებისამებრ, შესაბამისი გაიდლაინების შესაბამისად (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ პერიფერიული მოტორული და სენსორული ნეიროპათიის ნიშნების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. მძიმე პერიფერიული ნეიროტოქსიკურობის განვითარება მოითხოვს დოზის გადავადებას ან შემცირებას (იხ. ნაწილი ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“). კლინიკურ კვლევებში გამოირიცხა პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მე-2 ხარისხზე მეტი სიმძიმის ნეიროპათია. თუმცა, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ 1-ლი ან მე-2 ხარისხის სიმძიმის ნეიროპათია, არ ჰქონდათ ახალი ან გაუარესების სიმპტომების განვითარების უფრო მაღალი ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც კვლევაში შევიდნენ ამ მდგომარეობის გარეშე.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

26 პაციენტზე ჩატარებულ უკონტროლო ღია ელექტროკარდიოგრამაზე დაფუძნებულ კვლევაში, QT ინტერვალის გახანგრძლივება დაფიქსირდა მე-8 დღეს, ერიბულინის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად, ხოლო პირველ დღეს QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა. ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი რეკომენდებულია, თუ თერაპია იწყება გულის შეგუბებითი უკმარისობის, ბრადიარითმიის ან იმ სამკურნალო საშუალებებით თანმხლები მკურნალობის დროს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, მათ შორის Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებებით და ელექტროლიტური დარღვევების დროს. ერიბულინის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ჰიპოკალიემიის, ჰიპოკალციემიის ან ჰიპომაგნიემიის კორექცია და ეს ელექტროლიტები პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს თერაპიის დროს. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში.

ექსციპიენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას, 100 მგ-ზე ნაკლებს დოზაზე.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების ერთ შემთხვევაში პაციენტმა შემთხვევით მიიღო 7.6 მგ ერიბულინი (დაგეგმილ დოზაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი) და შემდგომში განუვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მე-3 ხარისხი) მე-3 დღეს და ნეიტროპენია (მე-3 ხარისხი) მე-7 დღეს. ორივე გვერდითი რეაქცია გაქრა დამხმარე თერაპიით. ერიბულინის დოზის გადაჭარბების ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. დოზის გადაჭარბების მართვა უნდა მოიცავდეს დამხმარე სამედიცინო ჩარევებს კლინიკური გამოვლინებების სამკურნალოდ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის

ერიბულინი არის ციტოტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება და, სხვა ტოქსიკური ნაერთების მსგავსად, მისი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. რეკომენდებულია ხელთათმანების, სათვალის და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება. თუ კანი ხსნართან კონტაქტში მოვა, ის დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. თუ ლორწოვან გარსებს შეეხო, გარსები კარგად უნდა ჩამოირეცხოს წყლით. ერიბულინი უნდა მოამზადოს და შეიყვანოს მხოლოდ ციტოტოქსიკური საშუალებების გამოყენებაში სათანადოდ გაწვრთნილმა პერსონალმა. ორსული პერსონალი არ უნდა შეეხოს ერიბულინს. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, ერიბულინი შეიძლება განზავდეს 100 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით. შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია ინტრავენური ხაზის ჩარეცხვა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული დოზის მიღება. ის არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს და არ უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იან საინფუზიო ხსნარში.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შემადგენლობა

ერთი მლ შეიცავს 0.44 მგ ერიბულინის ექვივალენტურ ერიბულინის მეზილატს.

თითოეული 2 მლ ფლაკონი შეიცავს 0.88 მგ ერიბულინის ექვივალენტურ ერიბულინ მეზილატს.

ექსციპიენტების სრული სიისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

შენახვის პირობები

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო პროდუქტის პირველი გახსნის ან განზავების შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ ნაწილი ,,ვარგისობის ვადა“.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ფლაკონები

24 თვე.

ვარგისობის ვადა გამოყენებისას

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ გამოიყენება დაუყოვნებლივ არ მოხდება, გამოყენების ვადა და პირობები არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, იმ შემთხვევების გარდა როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შპრიცში განუზავებელი ხსნარის სახით დადასტურებულია 4 საათამდე 15-25°C ტემპერატურაზე და ბუნებრივ განათების პირობებში ან 24 საათამდე 2°C-8°C ტემპერატურაზე.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ხსნარის სახით დადასტურებულია 24 საათამდე, 2°C-8°C ტემპერატურაზე.

ლეგალური სტატუსი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Rompharm Company S.R.L.

Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County

Romania

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ათქ კოდი L01XX41

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ერიბულინის მეზილატი არის მიკროტუბულების დინამიკის ინჰიბიტორი, რომელიც მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ჰალიქონდრინის კლასს. ეს არის ჰალიქონდრინ B-ს სტრუქტურულად გამარტივებული სინთეზური ანალოგი, რომელიც გამოყოფილია ზღვის ღრუბლიდან Halichondria okadai.

ერიბულინი აინჰიბირებს მიკროტუბულების ზრდის ფაზას შემოკლების ფაზაზე ზემოქმედების გარეშე და ახდენს ტუბულინის სეკვესტრაციას არაპროდუქტიულ აგრეგატებად. ერიბულინი თავის ახდენს ეფექტს ტუბულინზე დაფუძნებული ანტიმიტოზური მექანიზმის მეშვეობით, რაც იწვევს G2/M უჯრედული ციკლის ბლოკირებას, მიტოზური თითისტარის დარღვევას და, საბოლოო ჯამში, აპოპტოზური უჯრედების სიკვდილს ხანგრძლივი და შეუქცევადი მიტოზური ბლოკადის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება სწრაფი განაწილების ფაზით, რასაც მოჰყვება გახანგრძლივებული ელიმინაციის ფაზა, საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 40 საათი. მას აქვს განაწილების დიდი მოცულობა (საშუალო დიაპაზონი 43-დან 114 ლ/მ2-მდე). ერიბულინი სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. ერიბულინის პლაზმური ცილებთან შეკავშირება (100-1000 ნგ/მლ) ადამიანის პლაზმაში 49%-დან 65%-მდე მერყეობდა.

ბიოტრანსფორმაცია

14C ერიბულინის პაციენტებისთვის შეყვანის შემდეგ, უცვლელი ერიბულინი იყო პლაზმაში მოცირკულირე ძირითადი სახეობა. მეტაბოლიტების კონცენტრაცია წარმოადგენდა საწყისი ნაერთის <0.6%-ს, რაც ადასტურებს, რომ ერიბულინის ადამიანის ძირითადი მეტაბოლიტები არ არსებობს.

გამოყოფა

ერიბულინს აქვს დაბალი კლირენსი (საშუალო დიაპაზონი 1.16-დან 2.42 ლ/სთ/მ2-მდე). ყოველკვირეული მიღებისას ერიბულინის მნიშვნელოვანი დაგროვება არ შეინიშნება. ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ არის დოზაზე ან დროზე დამოკიდებული ერიბულინის დოზების 0.22-დან 3.53 მგ/მ2-მდე დიაპაზონში. ერიბულინი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლით. გამოყოფაში მონაწილე სატრანსპორტო ცილა ამჟამად უცნობია. პრეკლინიკური in vitro კვლევები მიუთითებს, რომ ერიბულინი ტრანსპორტირდება Pgp-ით. თუმცა, ნაჩვენებია, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების დროს ერიბულინი არ არის Pgp ინჰიბიტორი in vitro. გარდა ამისა, in vivo, კეტოკონაზოლის, Pgp ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ერიბულინის ექსპოზიციაზე (AUC და Cmax). In vitro კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ერიბულინი არ არის OCT1-ის სუბსტრატი. პაციენტებისთვის 14C-ერიბულინის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 82% გამოიყო განავლით და 9% შარდით, რაც მიუთითებს, რომ თირკმლის კლირენსი არ არის ერიბულინის გამოყოფის მნიშვნელოვანი გზა.

უცვლელი ერიბულინი წარმოადგენდა განავალსა და შარდში რადიოაქტიურობის საერთო რაოდენობის უმეტეს ნაწილს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვლევამ შეაფასა ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მეტასტაზებით გამოწვეული მსუბუქი (ჩაილდ-პიუ A; n=7) და საშუალო სიმძიმის (ჩაილდ-პიუ B; n=4) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (n=6), ერიბულინის ექსპოზიცია გაიზარდა შესაბამისად 1.8-ჯერ და 3-ჯერ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ერიბულინის 0.97 მგ/მ2 დოზით მიღებამ ღვიძლის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში და 0.62 მგ/მ2 დოზით მიღებამ ღვიძლის საშუალო სიმძიმის ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიწვია გარკვეულწილად უფრო მაღალი ექსპოზიცია, ვიდრე 1.23 მგ/მ2 დოზით მიღების შემდეგ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ერიბულინი არ შესწავლილა ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასი C). არ არსებობს კვლევა ციროზით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზირების რეკომენდაციისთვის იხილეთ ნაწილი ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“.

თირკმლის უკმარისობა

ერიბულინის ექსპოზიციის მომატება დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში, სუბიექტებს შორის მაღალი ცვალებადობით. ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 1 ფაზის კვლევაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი: ≥80 მლ/წთ; n=6), საშუალო (30-50 მლ/წთ; n=7) ან მძიმე (15-<30 მლ/წთ; n=6) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კრეატინინის კლირენსი შეფასდა კოკროფტ-გოლტის ფორმულით. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა 1.5-ჯერ (90% CI: 0.9-2.5) უფრო მაღალი დოზა-ნორმალიზებული AUC(0-inf). მკურნალობის რეკომენდაციებისთვის იხილეთ ნაწილი ,,დოზირება და მაოყენების მეთოდი“.

პედიატრიული პოპულაცია

ერიბულინის პლაზმური კონცენტრაციები შეგროვდა 83 პედიატრიული პაციენტისგან (ასაკის დიაპაზონი: 2-დან 17 წლამდე), რომლებსაც აღენიშნებოდათ რეფრაქტერული/რეციდივი და მორეციდივე სოლიდური სიმსივნეები და ლიმფომები და რომლებმაც მიიღეს ერიბულინი 113, 213 და 223 კვლევებში. ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში შედარებადი იყო ზრდასრულ პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებოდათ რბილი ქსოვილების სარკომა (STS) და სხვა ტიპის სიმსივნეები. ერიბულინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში მსგავსი იყო ზრდასრულ პაციენტებში ექსპოზიციისა. ირინოტეკანის თანმხლებმა მიღებამ გავლენა არ მოახდინა ერიბულინის ფარმაკოკინეტიკაზე პედიატრიულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ რეფრაქტერული/რეციდივი და მორეციდივე სოლიდური სიმსივნეები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ერიბულინი რომფარმი

  • 44 მგ/მლ საინექციო ხსნარი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

ერიბულინი

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ხსნარი.

გამჭვირვალე, უფერო წყალხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან.

შედგენილობა

ერთი მლ შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რაც არის 0.44 მგ ერიბულინის ეკვივალენტური.

თითოეული 2 მლ ფლაკონი შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რაც არის 0.88 მგ ერიბულინის ეკვივალენტური.

ექსციპიენტების სრული სია:

ეთანოლი

საინექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი

სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ათქ კოდი L01XX41

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ერიბულინის მეზილატი არის მიკროტუბულების დინამიკის ინჰიბიტორი, რომელიც მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ჰალიქონდრინის კლასს. ეს არის ჰალიქონდრინ B-ს სტრუქტურულად გამარტივებული სინთეზური ანალოგი, რომელიც გამოყოფილია ზღვის ღრუბლიდან Halichondria okadai.

ერიბულინი აინჰიბირებს მიკროტუბულების ზრდის ფაზას შემოკლების ფაზაზე ზემოქმედების გარეშე და ახდენს ტუბულინის სეკვესტრაციას არაპროდუქტიულ აგრეგატებად. ერიბულინი თავის ახდენს ეფექტს ტუბულინზე დაფუძნებული ანტიმიტოზური მექანიზმის მეშვეობით, რაც იწვევს G2/M უჯრედული ციკლის ბლოკირებას, მიტოზური თითისტარის დარღვევას და, საბოლოო ჯამში, აპოპტოზური უჯრედების სიკვდილს ხანგრძლივი და შეუქცევადი მიტოზური ბლოკადის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება სწრაფი განაწილების ფაზით, რასაც მოჰყვება გახანგრძლივებული ელიმინაციის ფაზა, საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 40 საათი. მას აქვს განაწილების დიდი მოცულობა (საშუალო დიაპაზონი 43-დან 114 ლ/მ2-მდე). ერიბულინი სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. ერიბულინის პლაზმური ცილებთან შეკავშირება (100-1000 ნგ/მლ) ადამიანის პლაზმაში 49%-დან 65%-მდე მერყეობდა.

ბიოტრანსფორმაცია

14C ერიბულინის პაციენტებისთვის შეყვანის შემდეგ, უცვლელი ერიბულინი იყო პლაზმაში მოცირკულირე ძირითადი სახეობა. მეტაბოლიტების კონცენტრაცია წარმოადგენდა საწყისი ნაერთის <0.6%-ს, რაც ადასტურებს, რომ ერიბულინის ადამიანის ძირითადი მეტაბოლიტები არ არსებობს.

გამოყოფა

ერიბულინს აქვს დაბალი კლირენსი (საშუალო დიაპაზონი 1.16-დან 2.42 ლ/სთ/მ2-მდე). ყოველკვირეული მიღებისას ერიბულინის მნიშვნელოვანი დაგროვება არ შეინიშნება. ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ არის დოზაზე ან დროზე დამოკიდებული ერიბულინის დოზების 0.22-დან 3.53 მგ/მ2-მდე დიაპაზონში. ერიბულინი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლით. გამოყოფაში მონაწილე სატრანსპორტო ცილა ამჟამად უცნობია. პრეკლინიკური in vitro კვლევები მიუთითებს, რომ ერიბულინი ტრანსპორტირდება Pgp-ით. თუმცა, ნაჩვენებია, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების დროს ერიბულინი არ არის Pgp ინჰიბიტორი in vitro. გარდა ამისა, in vivo, კეტოკონაზოლის, Pgp ინჰიბიტორის, ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ერიბულინის ექსპოზიციაზე (AUC და Cmax). In vitro კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ერიბულინი არ არის OCT1-ის სუბსტრატი. პაციენტებისთვის 14C-ერიბულინის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 82% გამოიყო განავლით და 9% შარდით, რაც მიუთითებს, რომ თირკმლის კლირენსი არ არის ერიბულინის გამოყოფის მნიშვნელოვანი გზა.

უცვლელი ერიბულინი წარმოადგენდა განავალსა და შარდში რადიოაქტიურობის საერთო რაოდენობის უმეტეს ნაწილს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვლევამ შეაფასა ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მეტასტაზებით გამოწვეული მსუბუქი (ჩაილდ-პიუ A; n=7) და საშუალო სიმძიმის (ჩაილდ-პიუ B; n=4) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (n=6), ერიბულინის ექსპოზიცია გაიზარდა შესაბამისად 1.8-ჯერ და 3-ჯერ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ერიბულინის 0.97 მგ/მ2 დოზით მიღებამ ღვიძლის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში და 0.62 მგ/მ2 დოზით მიღებამ ღვიძლის საშუალო სიმძიმის ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიწვია გარკვეულწილად უფრო მაღალი ექსპოზიცია, ვიდრე 1.23 მგ/მ2 დოზით მიღების შემდეგ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ერიბულინი არ შესწავლილა ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასი C). არ არსებობს კვლევა ციროზით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზირების რეკომენდაციისთვის იხილეთ ნაწილი ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“.

თირკმლის უკმარისობა

ერიბულინის ექსპოზიციის მომატება დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში, სუბიექტებს შორის მაღალი ცვალებადობით. ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 1 ფაზის კვლევაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი: ≥80 მლ/წთ; n=6), საშუალო (30-50 მლ/წთ; n=7) ან მძიმე (15-<30 მლ/წთ; n=6) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კრეატინინის კლირენსი შეფასდა კოკროფტ-გოლტის ფორმულით. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა 1.5-ჯერ (90% CI: 0.9-2.5) უფრო მაღალი დოზა-ნორმალიზებული AUC(0-inf). მკურნალობის რეკომენდაციებისთვის იხილეთ ნაწილი ,,დოზირება და მაოყენების მეთოდი“.

პედიატრიული პოპულაცია

ერიბულინის პლაზმური კონცენტრაციები შეგროვდა 83 პედიატრიული პაციენტისგან (ასაკის დიაპაზონი: 2-დან 17 წლამდე), რომლებსაც აღენიშნებოდათ რეფრაქტერული/რეციდივი და მორეციდივე სოლიდური სიმსივნეები და ლიმფომები და რომლებმაც მიიღეს ერიბულინი 113, 213 და 223 კვლევებში. ერიბულინის ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში შედარებადი იყო ზრდასრულ პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებოდათ რბილი ქსოვილების სარკომა (STS) და სხვა ტიპის სიმსივნეები. ერიბულინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში მსგავსი იყო ზრდასრულ პაციენტებში ექსპოზიციისა. ირინოტეკანის თანმხლებმა მიღებამ გავლენა არ მოახდინა ერიბულინის ფარმაკოკინეტიკაზე პედიატრიულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ რეფრაქტერული/რეციდივი და მორეციდივე სოლიდური სიმსივნეები.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ერიბულინი არ იყო მუტაგენური in vitro ბაქტერიული უკუმუტაციის ანალიზში (ეიმსის ტესტი). ერიბულინი დადებითი იყო თაგვის ლიმფომის მუტაგენეზის ანალიზში და კლასტოგენური იყო in vivo ვირთაგვების მიკრობირთვული ანალიზში.

ერიბულინთან დაკავშირებით კანცეროგენულობის კვლევები არ ჩატარებულა.

ერიბულინის ფერტილობის კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ განმეორებითი დოზის კვლევებში არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე, სადაც დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების ტოქსიკურობა, როგორც ვირთაგვებში (სემენიფერული ეპითელიუმის ჰიპოცელულარობა ჰიპოსპერმიით/ასპერმიით), ასევე ძაღლებში, მამრის ფერტილობა შეიძლება დაქვეითდეს ერიბულინით მკურნალობას. ვირთაგვებში ჩატარებულმა ემბრიოფეტალური განვითარების კვლევამ დაადასტურა ერიბულინის განვითარების ტოქსიკურობა და ტერატოგენული პოტენციალი. ორსულ ვირთაგვებს მაკეობის მე-8, მე-10 და მე-12 დღეს მკურნალობდნენ ერიბულინის მეზილატით, რაც იყო 0.009, 0.027, 0.088 და 0.133 მგ/კგ ერიბულინის ეკვივალენტური. დოზადამოკიდებული რეზორბციის რაოდენობის ზრდა და ნაყოფის წონის შემცირება დაფიქსირდა ≥ 0.088 მგ/კგ დოზების დროს, ხოლო 0.133 მგ/კგ დოზირებისას - მალფორმაციების (ქვედა ყბის, ენის, კუჭისა და ელენთის არარსებობა) დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა.

თერაპიული ჩვენებები

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, გავრცელებული დაავადების სამკურნალო მინიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“). წინა თერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინს და ტაქსანს ადიუვანტური თერაპიის სახით ან მეტასტაზური თერაპიის სახით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პაციენტებისთვის არ არის შესაფერისი მკურნალობის ეს ფორმები.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია არარეზექცირებადი ლიპოსარკომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ ანტრაციკლინით თერაპია (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს უკუნაჩვენებია) გავრცელებული ან მეტასტაზირებული დაავადებისთვის (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

დოზირება და მიღების მეთოდი

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის შესაბამის გამოყენებაში. ის უნდა შეიყვანოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციურმა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

დოზირება

ერიბულინის რეკომენდებული დოზა მზა ხსნარის სახით არის 1.23 მგ/მ2, რომელიც უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში, ყოველი 21-დღიანი ციკლის 1 და 8 დღეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ევროკავშირში რეკომენდებული დოზა ეხება აქტიური ნივთიერების (ერიბულინის) ფუძეს. პაციენტისთვის მისაღები ინდივიდუალური დოზის გაანგარიშება უნდა ეფუძნებოდეს მზა ხსნარის მოქმედების ძალას, რომელიც შეიცავს 0.44 მგ/მლ ერიბულინს და რეკომენდებული დოზის 1.23 მგ/მ2-ს. ქვემოთ მოცემული დოზის შემცირების რეკომენდაციები ასევე მოცემულია ერიბულინის შესაყვანი დოზის სახით, გამოსაყენებლად მზა ხსნარის მოქმედების ძალის მიხედვით.

პივოტურ კვლევებში, შესაბამის პუბლიკაციებში და ზოგიერთ სხვა რეგიონში, მაგალითად, აშშ-სა და შვეიცარიაში, რეკომენდებული დოზა ეფუძნება პრეპარატის მარილოვან ფორმას (ერიბულინის მეზილატი).

პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გულისრევა ან ღებინება. გასათვალისწინებელია ანტიემეტური პროფილაქტიკა, მათ შორის კორტიკოსტეროიდები.

დოზის შეყვანის გადავადება თერაპიის დროს

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღება 1 ან 8 დღეს უნდა გადაიდოს შემდეგიდან რომელიმეს შემთხვევაში:

  • ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) <1 x 109/ლ
  • თრომბოციტები <75 x 109/ლ
  • მე-3 ან მე-4 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.

დოზის შემცირება თერაპიის დროს

დოზის შემცირების რეკომენდაციები ხელახალი მკურნალობისთვის მოცემულია შემდეგ ცხრილში:

ერიბულინის წინამორბედი მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია

ერიბულინის რეკომენდებული დოზა

ჰემატოლოგიური:

ANC <0.5 x 109/ლ, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტხანს

  • 97 მგ/მ²

ANC <1 x 109/ლ ნეიტროპენია გართულებული ცხელებით ან ინფექციით

თრომბოციტები <25 x 109/ლ თრომბოციტოპენია

თრომბოციტები <50 x 109/ლ თრომბოციტოპენია, გართულებული სისხლდენით ან სისხლის ან თრომბოციტების გადასხმის საჭიროების შემთხვევაში

არაჰემატოლოგიური:

წინა ციკლში ნებისმიერი მე-3 ან მე-4 ხარისხი

ზემოთ მითითებული ნებისმიერი ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციის რეციდივი

  • 97 მგ/მ2-მდე შემცირების მიუხედავად
  • 62 მგ/მ²
  • 62 მგ/მ2-მდე შემცირების მიუხედავად

განიხილეთ შეწყვეტა

ერიბულინის დოზის შემცირების შემდეგ ხელახლა გაზრდა არ შეიძლება.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

მეტასტაზებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ერიბულინის რეკომენდებული დოზა პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (ჩაილდ-პიუ A) არის 0.97 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში 21-დღიანი ციკლის 1-ელ და მე-8 დღეს. ერიბულინის რეკომენდებული დოზა პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუ B) არის 0.62 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ ინტრავენურად 2-დან 5 წუთის განმავლობაში 21-დღიანი ციკლის 1-ელ და მე-8 დღეს. ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C) არ არის შესწავლილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში ერიბულინის გამოყენების შემთხვევაში დოზის უფრო მკვეთრი შემცირება იქნება საჭირო.

ციროზით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტთა ეს ჯგუფი არ არის შესწავლილი. ზემოთ მოცემული დოზები შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს, მაგრამ რეკომენდებულია მჭიდრო მონიტორინგი, რადგან დოზებს შეიძლება დასჭირდეთ ხელახლა კორექტირება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტს (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ) შეიძლება ჰქონდეს ერიბულინის გაზრდილი ექსპოზიცია და საჭირო გახდეს დოზის შემცირება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია სიფრთხილე და უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგი. (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოკინეტიკური თვისებები“)

ხანდაზმული პაციენტები

პაციენტის ასაკის მიხედვით დოზის სპეციფიკური კორექტირება არ არის რეკომენდებული (იხილეთ ნაწილი ,,არასასურველი ეფექტები“).

პედიატრიული პოპულაცია

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში ძუძუს კიბოს ჩვენებისთვის არ არსებობს. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში რბილი ქსოვილების სარკომის ჩვენებისთვის არ არსებობს (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მიღების მეთოდი

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. დოზის განზავება შესაძლებელია 100 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში. არ უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იან საინფუზიო ხსნარში. პრეპარატის გამოყენებამდე განზავების ინსტრუქციისთვის იხილეთ ნაწილი ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის“. გამოყენებამდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარგი პერიფერიული ვენური წვდომა ან ცენტრალური კათეტერის გამტარობა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ერიბულინის მეზილატი არის ბუშტუკების გამომწვევი ან გამაღიზიანებელი. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის“.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნაწილში ,,ექსციპიენტების ჩამონათვალი“ ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • ძუძუთი კვება

არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ერიბულინთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციებია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რომელიც ვლინდება ნეიტროპენიის, ლეიკოპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის სახით, რაც დაკავშირებულია ინფექციების განვითარებასთან. ასევე აღწერილია უკვე არსებული პერიფერიული ნეიროპათიის ახალი გამოვლინება ან გაუარესება. გასტროინტესტინური ტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება ანორექსიის, გულისრევის, ღებინების, დიარეის, ყაბზობის და სტომატიტის სახით, აღწერილია არასასურველ ეფექტებს შორის. სხვა არასასურველი ეფექტებია დაღლილობა, ალოპეცია, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სეფსისი და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილის სინდრომი.

გვერდითი რეაქციების სია ცხრილის სახით

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ცხრილში მოცემულია გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე, რომლებიც დაფიქსირდა ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებული დოზა მე-2 და მე-3 ფაზის კვლევებში.

სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10,000). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიხშირის კლების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა მე-3 ან მე-4 ხარისხის რეაქციები, მოცემულია ფაქტობრივი საერთო სიხშირე და მე-3 ან მე-4 ხარისხის რეაქციების სიხშირე.

სისტემურ ორგანოთა კლასი

გვერდითი რეაქციები - ყველა მოვლენა

ძალიან ხშირი (სიხშირე %)

ხშირი

(სიხშირე %)

არახშირი

(სიხშირე %)

იშვიათი ან უცნობი

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია (8.5%)

(G3/4: 0.7%)

პნევმონია (1.6%)

(G3/4: 1.0%)

ორალური კანდიდოზი

ორალური ჰერპესი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ნაზოფარინგიტი

რინიტი

ჰერპეს ზოსტერი

სეფსისი (0.5%) (G3/4: 0.5%)a

ნეიტროპენიური სეფსისი (0.2%) (G3/4: 0.2%)a

სეპტიური შოკი (0.2%) (G3/4:0.2%)a

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ნეიტროპენია (53.6%)

(G3/4: 46.0%)

ლეიკოპენია (27.9%)

(G3/4: 17.0%)

ანემია (21.8%)

(G3/4: 3.0%)

ლიმფოპენია (5.7%) (G3/4: 2.1%)

ფებრილური ნეიტროპენია (4.5%) (G3/4: 4.4%) ა

თრომბოციტოპენია (4.2%) (G3/4: 0.7%)

  • დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციაb

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება (22.5%) (G3/4: 0.7%)d

ჰიპოკალიემია (6.8%) (G3/4: 2.0%)

ჰიპომაგნიემია (2.8%) (G3/4: 0.3%)

დეჰიდრატაცია (2.8%) (G3/4: 0.5%)d

ჰიპერგლიკემია

ჰიპოფოსფატემია

ჰიპოკალციემია

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

პერიფერიული ნეიროპათიაc (35.9%) (G3/4: 7.3%)

თავის ტკივილი (17.5%) (G3/4: 0.7%)

დისგევზია

თავბრუსხვევა (9.0%) (G3/4: 0.4%)d

ჰიპოესთეზია

ლეთარგია

ნეიროტოქსიკურობა

თვალის მხრივ დარღვევები

ცრემლდენის მომატება (5.8%) (G3/4: 0.1%)d

კონიუნქტივიტი

ყურისა და ლაბირინთული დარღვევები

თავბრუსხვევა

ტინიტუსი

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ალები

ფილტვის ემბოლია (1.3%) (G3/4: 1.1%)a

ღრმა ვენების თრომბოზი

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

დისპნოე (15.2%)a (G3/4: 3.5%) a

ხველა (15.0%) (G3/4: 0.5%)d

ოროფარინგეალური ტკივილი

ეპისტაქსისი

რინორეა

ინტერსტიციული ფილტვის დაავადება (0.2%) (G3/4: 0.1%)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

გულისრევა (35.7%) (G3/4: 1.1%)d

ყაბზობა (22.3%) (G3/4: 0.7%)d

დიარეა (18.7%) (G3/4: 0.8%)

ღებინება (18.1%) (G3/4: 1.0%)

მუცლის ტკივილი სტომატიტი (11.1%) (G3/4: 1.0%)d

პირის სიმშრალე

დისპეფსია (6.5%)

(G3/4: 0.3%)d

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

მუცლის შებერილობა

პირის ღრუს წყლული

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება (7.7%) (G3/4: 1.4%)d

ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება (7.6%) (G3/4: 1.9%)d

გამა გლუტამილ ტრანსფერაზას მომატება (1.7%) (G3/4: 0.9%)d

ჰიპერბილირუბინემია (1.4%) (G3/4: 0.4%)

ჰეპატოტოქსიკურობა (0.8%) (G3/4: 0.6%)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

გამონაყარი (4.9%) (G3/4: 0.1%)

ქავილი (3.9%) (G3/4: 0.1%)d

ფრჩხილების მხრივ დარღვევები

ღამის ოფლიანობა

კანის სიმშრალე

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ხელისგულ-ტერფის ერითროდიზესთეზია (1.0%) (G3/4: 0.1%)d

ანგიოედემა

  • *სტივენს-ჯონსონის სინდრომი/

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი b

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

ართრალგია და მიალგია (20.4%) (G3/4: 1.0%)

ზურგის ტკივილი (12.8%) (G3/4: 1.5%)

ტკივილი კიდურებში (10.0%) (G3/4: 0.7%)d

ძვლების ტკივილი (6.7%) (G3/4: 1.2%)

კუნთების სპაზმები (5.3%) (G3/4: 0.1%)d

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

გულმკერდის ძვალ-კუნთოვანი ტკივილი

კუნთების სისუსტე

თირკმელების და შარდის მხრივ დარღვევები

დიზურია

ჰემატურია

პროტეინურია

თირკმელების უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

დაღლილობა/

ასთენია (53.2%) (G3/4: 7.7%)

პირექსია (21.8%) (G3/4: 0.7%)

ლორწოვანი გარსის ანთება (6.4%) (G3/4: 0.9%)d

პერიფერიული შეშუპება

ტკივილი

შემცივნება

გულმკერდის არეში ტკივილი

გრიპისმაგვარი დაავადება

გამოკვლევები

წონაში დაკლება (11.4%) (მე-3/მე-4 ჯგუფში: 0.4%)d

a მოიცავს მე-5 ხარისხის მოვლენებს.

b სპონტანური ანგარიშგებიდან

c მოიცავს პერიფერიული ნეიროპათიის, პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის, პოლინეიროპათიის, პარესთეზიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორმოტორული ნეიროპათიის და დემიელინიზაციური პოლინეიროპათიის სასურველ ტერმინებს.

d მე-4 ხარისხის მოვლენები არ დაფიქსირებულა.

  • იშვიათი
  • * სიხშირე უცნობია.

საერთო ჯამში, უსაფრთხოების პროფილები ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტების პოპულაციაში იყო მსგავსი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია

დაფიქსირებული ნეიტროპენია იყო შექცევადი და არაკუმულაციური; ნადირის (ყველაზე მცირე მაჩვენებლის) მიღწევის საშუალო დრო იყო 13 დღე, ხოლო მძიმე ნეიტროპენიიდან (< 0.5 x 109/ლ) გამოჯანმრთელების საშუალო დრო იყო 8 დღე.

EMBRACE კვლევაში ერიბულინით ნამკურნალები ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების 13%-ში დაფიქსირდა ნეიტროფილების < 0.5 x 109/ლ რაოდენობა, რომელიც 7 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

ნეიტროპენია, როგორც სასწრაფოდ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა (TEAE), სარკომის მქონე პოპულაციაში 151/404-ში (37.4% ყველა ხარისხისთვის) დაფიქსირდა, ძუძუს კიბოს მქონე პოპულაციაში კი - 902/1559-ში (57.9% ყველა ხარისხისთვის). კომბინირებული დაჯგუფებული TEAE და ნეიტროფილების ლაბორატორიული დარღვევების სიხშირე შესაბამისად იყო 307/404 (76.0%) და 1314/1559 (84.3%). მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა სარკომის მქონე პაციენტებისთვის იყო 12.0 კვირა, ხოლო ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის - 15.9 კვირა.

აღწერილია ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, სეფსისის და სეპტიური შოკის ფატალური შემთხვევები. კლინიკურ კვლევებში 1963 ძუძუს კიბოს და რბილი ქსოვილების სარკომის მქონე პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ერიბულინს რეკომენდებული დოზით, დაფიქსირდა თითო ფატალური შემთხვევა - ნეიტროპენიული სეფსისი (0.1%) და ფებრილური ნეიტროპენია (0.1%). გარდა ამისა, დაფიქსირდა სეფსისის 3 ფატალური შემთხვევა (0.2%) და სეპტიური შოკის ერთი შემთხვევა (0.1%).

მძიმე ნეიტროპენიის მართვა შესაძლებელია G-CSF-ის ან მისი ეკვივალენტის გამოყენებით ექიმის შეხედულებისამებრ, შესაბამისი გაიდლაინების შესაბამისად. ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების 18%-მა და 13%-მა მიიღო G-CSF ძუძუს კიბოს მე-3 ფაზის ორ კვლევაში (შესაბამისად, კვლევები 305 და 301). მე-3 ფაზის სარკომის კვლევაში (კვლევა 309), ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების 26%-მა მიიღო G-CSF.

ნეიტროპენიამ გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა ერიბულინის მიმღები პაციენტების < 1%-ში.

დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია

აღწერილია დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის შემთხვევები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება ნეიტროპენიასთან და/ან სეფსისთან.

პერიფერიული ნეიროპათია

1559 ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტში ერიბულინით მკურნალობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია იყო პერიფერიული ნეიროპათია (3.4%). მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების საშუალო დრო იყო 12.6 კვირა (4 ციკლის შემდეგ). სარკომით დაავადებული 404 პაციენტიდან 2-მა პაციენტმა შეწყვიტა ერიბულინით მკურნალობა პერიფერიული ნეიროპათიის გამო. მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების საშუალო დრო იყო 18.4 კვირა.

მე-3 ან მე-4 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება დაფიქსირდა ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების 7.4%-ში და სარკომით დაავადებული პაციენტების 3.5%-ში. კლინიკურ კვლევებში, უკვე არსებული ნეიროპათიის მქონე პაციენტებს ახალი ან გაუარესებული სიმპტომების განვითარების იგივე ალბათობა ჰქონდათ, როგორც კვლევაში ჩართულებს, რომლებიც ამ მდგომარეობის გარეშე შევიდნენ. 1 ან მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მქონე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის დროს განვითარებული მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე იყო 14%.

ჰეპატოტოქსიკურობა

ერიბულინით მკურნალობამდე ნორმალური/არანორმალური ღვიძლის ფერმენტების მქონე ზოგიერთ პაციენტში, ერიბულინით მკურნალობის დაწყებისას აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ასეთი მომატება, როგორც ჩანს, ერიბულინით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, 1-2 ციკლში, ამ პაციენტთა უმრავლესობაში დაფიქსირდა და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ეს ღვიძლის მიერ ერიბულინით მკურნალობასთან ადაპტაციის ფენომენია და არა პაციენტთა უმეტესობაში ღვიძლის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის ნიშანი, ასევე აღწერილია ჰეპატოტოქსიკურობის შემთხვევები.

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული პოპულაცია

ერიბულინის რეკომენდებული დოზით ნამკურნალები 1559 ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტიდან 283 (18.2%) ≥65 წლის იყო. სარკომით დაავადებული 404 პაციენტის პოპულაციაში, ერიბულინით ნამკურნალები 90 პაციენტი (22.3%) ≥65 წლის იყო. ერიბულინით ნამკურნალები ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის) ერიბულინის უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო <65 წლის პაციენტების უსაფრთხოების პროფილისა, გარდა ასთენიისა/დაღლილობისა, რომელიც ასაკთან ერთად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ხანდაზმული პოპულაციისთვის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

პაციენტებს, რომელთა ALT ან AST >3 x ULN, აღენიშნებოდათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შეზღუდულია, პაციენტებს, რომელთა ბილირუბინი >1.5 x ULN-ია, ასევე აღენიშნებათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე (იხილეთ აგრეთვე ნაწილები ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“ და ,,ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

სამი ღია კვლევა, კვლევები 113, 213 და 223, ჩატარდა პედიატრიულ პაციენტებში, რეფრაქტერული ან მორეციდივე სოლიდური სიმსივნეებით და ლიმფომებით, ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) სიმსივნეების გამოკლებით (იხილეთ ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ერიბულინის მონოთერაპიის უსაფრთხოება შეფასდა 43 პედიატრიულ პაციენტში, რომლებმაც მიიღეს 1.58 მგ/მ2-მდე 21-დღიანი ციკლის 1 და 8 დღეს (კვლევები 113 და 223). ერიბულინის ირინოტეკანთან კომბინაციაში გამოყენების უსაფრთხოება ასევე შეფასდა 40 პედიატრიულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ერიბულინს 1.23 მგ/მ2 დოზით 21-დღიანი ციკლის 1-დან 5 დღემდე და ირინოტეკანს 20 ან 40 მგ/მ2 დოზით, ან 100 ან 125 მგ/მ2 დოზით 21-დღიანი ციკლის 1-დან 8 დღემდე (კვლევა 213).

კვლევა 113-ში (ფაზა 1), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ანემია და ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება.

კვლევა 213-ში (ფაზა 1/2), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია (ფაზა 1) და დიარეა და ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ფაზა 2).

კვლევა 223-ში (ფაზა 2), ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, ანემია და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

ერიბულინის უსაფრთხოების პროფილი მონოთერაპიის სახით ან ირინოტეკანის ჰიდროქლორიდთან კომბინაციაში ამ პედიატრიულ პოპულაციაში შეესაბამებოდა ორივე კვლევის პრეპარატის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს ზრდასრულ პოპულაციაში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია შეატყობინონ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ჰემატოლოგია

მიელოსუპრესია დოზადამოკიდებულია და ძირითადად ვლინდება ნეიტროპენიის სახით (ნაწილი ,,არასასურველი ეფექტები“). ერიბულინის თითოეული დოზის მიღებამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის სრული ანალიზის მონიტორინგი. ერიბულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა ANC და თრობოციტების მაჩვენებლები არის შესაბამისად ≥1.5 x 109/ლ >100 x 109/ლ. ფებრილური ნეიტროპენია დაფიქსირდა ერიბულინით ნამკურნალები პაციენტების <5%-ში. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფებრილური ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ ნაწილში ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. პაციენტებს, რომელთა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 3-ჯერ მეტი იყო, აღენიშნებოდათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შეზღუდულია, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ბილირუბინი >1.5 x ULN, ასევე აღენიშნებათ მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე. აღწერილია ფებრილური ნეიტროპენიის, ნეიტროპენიული სეფსისის, სეფსისის და სეპტიური შოკის ფატალური შემთხვევები. მძიმე ნეიტროპენიის მართვა შესაძლებელია გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის (G-CSF) ან მისი ეკვივალენტის გამოყენებით ექიმის შეხედულებისამებრ, შესაბამისი გაიდლაინების შესაბამისად (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ პერიფერიული მოტორული და სენსორული ნეიროპათიის ნიშნების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. მძიმე პერიფერიული ნეიროტოქსიკურობის განვითარება მოითხოვს დოზის გადავადებას ან შემცირებას (იხ. ნაწილი ,,დოზირება და გამოყენების მეთოდი“). კლინიკურ კვლევებში გამოირიცხა პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მე-2 ხარისხზე მეტი სიმძიმის ნეიროპათია. თუმცა, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ 1-ლი ან მე-2 ხარისხის სიმძიმის ნეიროპათია, არ ჰქონდათ ახალი ან გაუარესების სიმპტომების განვითარების უფრო მაღალი ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც კვლევაში შევიდნენ ამ მდგომარეობის გარეშე.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

26 პაციენტზე ჩატარებულ უკონტროლო ღია ელექტროკარდიოგრამაზე დაფუძნებულ კვლევაში, QT ინტერვალის გახანგრძლივება დაფიქსირდა მე-8 დღეს, ერიბულინის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად, ხოლო პირველ დღეს QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა. ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი რეკომენდებულია, თუ თერაპია იწყება გულის შეგუბებითი უკმარისობის, ბრადიარითმიის ან იმ სამკურნალო საშუალებებით თანმხლები მკურნალობის დროს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, მათ შორის Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებებით და ელექტროლიტური დარღვევების დროს. ერიბულინის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ჰიპოკალიემიის, ჰიპოკალციემიის ან ჰიპომაგნიემიის კორექცია და ეს ელექტროლიტები პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს თერაპიის დროს. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომის მქონე პაციენტებში.

ექსციპიენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას, 100 მგ-ზე ნაკლებს დოზაზე.

გავლენა ავტომობილი მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცირე ან ზომიერი გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ არ მართონ ავტომობილი ან არ გამოიყენონ მექანიზმები, თუ გრძნობენ დაღლილობას ან თავბრუსხვევას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ერიბულინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ერიბულინი არის ემბრიოტოქსიკური, ფეტოტოქსიკური და ტერატოგენული ვირთაგვებში. ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის და დედის საჭიროებების და ნაყოფისთვის რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ეცნობოთ, რომ თავი აარიდონ ორსულობას ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღების დროს და უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 7 თვის განმავლობაში.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაცებს უნდა ეცნობოთ, რომ არ გახდნენ მამები ერიბულინ რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ერიბულინი/მეტაბოლიტები ადამიანის ან ცხოველის დედის რძეში. ახალშობილების/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია და შესაბამისად, ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენებები“).

ფერტილობა

ვირთაგვებსა და ძაღლებში დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლების ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი ,,პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მამრობითი სქესის პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციას სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერიბულინი ძირითადად (70%-მდე) გამოიყოფა ნაღვლის გზით. ამ პროცესში ჩართული სატრანსპორტო ცილა უცნობია. ერიბულინი არ წარმოადგენს ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP), ორგანული ანიონის (OAT1, OAT3, OATP1B1, OATP1B3), წამლის მიმართ მრავლობით რეზისტენტობასთან ასოცირებული ცილის (MRP2, MRP4) და ნაღვლის მარილების ექსპორტის ტუმბოს (BSEP) ტრანსპორტიორების სუბსტრატს.

CYP3A4 ინჰიბიტორებთან და ინდუქტორებთან წამლისმიერი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. ერიბულინის ექსპოზიცია (AUC და Cmax) არ იცვლება კეტოკონაზოლის, CYP3A4 და P გლიკოპროტეინის (Pgp) ინჰიბიტორის, და რიფამპიცინის, CYP3A4 ინდუქტორის ზემოქმედებით.

ერიბულინის გავლენა სხვა მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკაზე

In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ერიბულინი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი ფერმენტის CYP3A4 მსუბუქ ინჰიბიტორს. in vivo მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. სიფრთხილე და გვერდითი მოვლენების მონიტორინგი რეკომენდებულია იმ ნივთიერებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული დიაპაზონი და რომლებიც ძირითადად გამოიყოფა CYP3A4-ით განპირობებული მეტაბოლიზმით (მაგ., ალფენტანილი, ციკლოსპორინი, ერგოტამინი, ფენტანილი, პიმოზიდი, ქინიდინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი). ერიბულინი არ თრგუნავს CYP ფერმენტებს CYP1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6 ან 2E1 შესაბამის კლინიკურ კონცენტრაციებზე. შესაბამის კლინიკურ კონცენტრაციებზე ერიბულინი არ თრგუნავდა BCRP, OCT1, OCT2, OAT1, OAT3, OATP1B1 და OATP1B3 ტრანსპორტიორის განპირობებულ აქტივობას.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების ერთ შემთხვევაში პაციენტმა შემთხვევით მიიღო 7.6 მგ ერიბულინი (დაგეგმილ დოზაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი) და შემდგომში განუვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მე-3 ხარისხი) მე-3 დღეს და ნეიტროპენია (მე-3 ხარისხი) მე-7 დღეს. ორივე გვერდითი რეაქცია გაქრა დამხმარე თერაპიით. ერიბულინის დოზის გადაჭარბების ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. დოზის გადაჭარბების მართვა უნდა მოიცავდეს დამხმარე სამედიცინო ჩარევებს კლინიკური გამოვლინებების სამკურნალოდ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის

ერიბულინი არის ციტოტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება და, სხვა ტოქსიკური ნაერთების მსგავსად, მისი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. რეკომენდებულია ხელთათმანების, სათვალის და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება. თუ კანი ხსნართან კონტაქტში მოვა, ის დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით. თუ ლორწოვან გარსებს შეეხო, გარსები კარგად უნდა ჩამოირეცხოს წყლით. ერიბულინი უნდა მოამზადოს და შეიყვანოს მხოლოდ ციტოტოქსიკური საშუალებების გამოყენებაში სათანადოდ გაწვრთნილმა პერსონალმა. ორსული პერსონალი არ უნდა შეეხოს ერიბულინს. ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, ერიბულინი შეიძლება განზავდეს 100 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით. შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია ინტრავენური ხაზის ჩარეცხვა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული დოზის მიღება. ის არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს და არ უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იან საინფუზიო ხსნარში.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შეუთავსებლობა

თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს, გარდა ნაწილში ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის“ მითითებული პროდუქტებისა.

კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

I ტიპის შუშის ფლაკონი, რეზინის საცობით და დახუფული ალუმინის თავსახურით, შეიცავს 2 მლ ხსნარს.

შეფუთვის ზომებია 1 ან 6 ფლაკონიანი კოლოფი.

შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო პროდუქტის პირველი გახსნის ან განზავების შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ ნაწილი ,,ვარგისობის ვადა“.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ფლაკონები

24 თვე.

ვარგისობის ვადა გამოყენებისას

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ გამოიყენება დაუყოვნებლივ არ მოხდება, გამოყენების ვადა და პირობები არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, იმ შემთხვევების გარდა როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა შპრიცში განუზავებელი ხსნარის სახით დადასტურებულია 4 საათამდე 15-25°C ტემპერატურაზე და ბუნებრივ განათების პირობებში ან 24 საათამდე 2°C-8°C ტემპერატურაზე.

ერიბულინი რომფარმის 0.44 მგ/მლ საინექციო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ხსნარის სახით დადასტურებულია 24 საათამდე, 2°C-8°C ტემპერატურაზე.

ლეგალური სტატუსი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Rompharm Company S.R.L.

Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County

Romania

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“

სააკაძის დაღმართი 8, ოფისი 7ა, თბილისი, საქართველო

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა