პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ერიბულინი ევერ ფარმა 0,44 მგ/მლ საინექციო ხსნარი

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml Injektionslösung

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ერიბულინს და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო წამალს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ერიბულინი (eribulin)
ფორმა და შეფუთვა
0.88მგ/2მლ (0.44მგ/მლ) 2მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ანტინეოპლაზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
L01XX41
რეგისტრაციის ნომერი
რ-043619
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნატო ლომთათიძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაერიბულინი ევერ ფარმა 0,44 მგ/მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ერიბულინი ევერ ფარმა 0,44 მგ/მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ერიბულინს და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო წამალს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.

იგი გამოიყენება მოზრდილებში, როდესაც სულ მცირე ერთი სხვა ქიმიოთერაპიული რეჟიმი იქნა გამოყენებული ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური მკერდის კიბოს სამკურნალოდ (ანუ მკერდის კიბო, რომელიც გავრცელდა თავდაპირველი სიმსივნის ადგილის ფარგლებს გარეთ), მაგრამ მკურნალობა აღარ არის ეფექტური.

იგი ასევე გამოიყენება მოზრდილებში შორსწასული ან მეტასტაზური ლიპოსარკომის (კიბოს ტიპი, რომელიც წარმოიქმნება ცხიმოვან ქსოვილში) სამკურნალოდ, როდესაც წინა თერაპიული მკურნალობა უკვე ნაცადია, მაგრამ წინა თერაპიული მკურნალობა აღარ არის ეფექტური.

რას უნდა მიექცეს ყურადღება ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღებამდე?

ერიბულინი ევერ ფარმა არ უნდა იქნას მიღებული:

თუ გაქვთ ალერგია ერიბულინის მეზილატის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.

ძუძუთი კვების დროს

მიღების წესი და დოზირება

ერიბულინი ევერ ფარმა შეყვანილი იქნება ინტრავენურად კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ 2-დან 5 წუთის განმავლობაში. მიღებული დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოხატული კვადრატულ მეტრებში - მ²) და გამოითვლება თქვენი სხეულის წონისა და სიმაღლის მიხედვით. ერიბულინი ევერ ფარმა-ს ჩვეულებრივი დოზაა 1.23 მგ/მ², მაგრამ ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ თქვენი სისხლის ანალიზის ან სხვა ფაქტორების შედეგების მიხედვით. ერიბულინი ევერ ფარმა-ს სრული დოზის მიღების უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია ვენის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით ერიბულინი ევერ ფარმა-ს გამოყენების შემდეგ.

რამდენად ხშირად უნდა იქნეს მიღებული ერიბულინი ევერ ფარმა?

ერიბულინი ევერ ფარმა ჩვეულებრივ მოგეცემათ 21-დღიანი ციკლის პირველ და მე-8 დღეებში. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის რამდენ ციკლს მიიღებთ. თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის გამოყენების გადადება, სანამ სისხლის ანალიზის შედეგები ნორმაში არ ჩადგება. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის შემცირება.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი რეაქციისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი.

ერიბულინი ევერ ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა (ძალიან ხშირი) და თავბრუსხვევა (ხშირად). არ უნდა მართოთ ავტომანქანა და მექანიზმები თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას.

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

2 მლ ფლაკონი

ამ სამკურნალო საშუალების თითო ფლაკონი შეიცავს 79 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს). 2 მლ პრეპარატში არსებული რაოდენობა ექვივალენტურია დაახლოებით 2 მლ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

3 მლ ფლაკონი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 118.5 მგ ეთანოლს თითო ფლაკონზე. 3 მლ პრეპარატში არსებული რაოდენობა ექვივალენტურია დაახლოებით 3 მლ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ამ პრეპარატში არსებული მცირე რაოდენობის ალკოჰოლი არ იწვევს შესამჩნევ ეფექტს.

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

ორსულობა და ძუძუთი კვება

ერიბულინი ევერ ფარმა-ს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ორსულად ხართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია, და თქვენთვის და ბავშვისთვის ყველა რისკი გულდასმით არის გათვალისწინებული. მამაკაცებში ერიბულინი ევერ ფარმას გამოყენებამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის მუდმივი პრობლემები და ამიტომ ეს საკითხი განხილულ უნდა იქნას ექიმთან მკურნალობის დაწყებამდე. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები ერიბულინი ევერ ფარმით მკურნალობის დროს და დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.

ერიბულინი ევერ ფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს:

ცხელება აჩქარებული გულისცემით, სწრაფი, ზედაპირული სუნთქვით, ცივი, ფერმკრთალი, ოფლიანი ან ლაქებიანი კანით და/ან დაბნეულობით. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება სეფსისი, სერიოზული, მძიმე რეაქცია ინფექციაზე. სეფსისი შეიძლება მოხდეს იშვიათად (შეიძლება 100-დან 1-მდე ადამიანი დაავადდეს) და შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სიკვდილი.

სახის, პირის, ენის ან ყელის შეშუპება ან ნებისმიერი ქოშინი. ეს შეიძლება იყოს იშვიათი ალერგიული რეაქციის ნიშნები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს).

სერიოზული გამონაყარი ბუშტუკებით კანზე, ასევე პირის ღრუში, თვალებისა და სასქესო ორგანოების ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამ დაავადების სიხშირე უცნობია, მაგრამ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში) არის:

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

დაღლილობა ან სისუსტე

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა

დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა

ცხელება

მადის დაკარგვა, წონის კლება

ქოშინი, ხველა

სახსრების, კუნთების და ზურგის ტკივილი

თავის ტკივილი

თმის ცვენა

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რაც იწვევს სისხლჩაქცევებს ან სისხლდენის გახანგრძლივებას)

ინფექცია ცხელებით, პნევმონიით, შემცივნებით

სწრაფი გულისცემა, ცხელების მოზღვავება

თავბრუსხვევა, წონასწორობის პრობლემები

ჭარბი ცრემლდენა, კონიუნქტივიტი (თვალების ზედაპირის სიწითლე და გაღიზიანება), ცხვირიდან სისხლდენა

დეჰიდრატაცია, პირის სიმშრალე, ჰერპესული გამონაყარი ტუჩზე, პირის ღრუში თეთრი ნადები (პირის ღრუს კანდიდოზი)

საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი ან შეშუპება

რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი (განსაკუთრებით გულმკერდის, ზურგისა და ძვლების ტკივილი), კუნთების სპაზმები ან სისუსტე

პირის ღრუს, სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები, მტკივნეული შარდვა

ყელის ანთება, ცხვირის ტკივილი ან გამონადენი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, სისხლში შაქრის, ბილირუბინის, ფოსფატების, კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის დონის ცვლილებები

უძილობა, დეპრესია, გემოს შეცვლა

გამონაყარი, ქავილი, ფრჩხილების მტვრევადობა, მშრალი ან წითელი კანი

ჭარბი ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა)

ყურებში ხმაური

ფილტვებში თრომბების წარმოქმნა

სარტყლისებრი ჰერპესი

კანის შეშუპება და ხელებისა და ფეხების დაბუჟება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლის კოლტები

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები (ჰეპატოტოქსიკურობა)

თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან ცილა შარდში

ფილტვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურების განვითარება

პანკრეატიტი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები

ძალაინ იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლის შედედების სერიოზული დარღვევა, რომელიც იწვევს თრომბების ფართოდ გავრცელებას და შინაგან სისხლდენას.

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს

ტრაისენის შესახვევი 5,

1200 ვენა,

ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებ.გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი მოვლენების შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი არის: ერიბულინი. თითოეული 2 მლ ფლაკონი შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რომელიც ექვივალენტურია 0,88 მგ ერიბულინს. თითოეული 3 მლ ფლაკონი შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რომელიც ექვივალენტურია 1,32 მგ ერიბულინს.

სხვა ინგრედიენტები არის: უწყლო ეთანოლი და საინექციო წყალი, ასევე მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი ძალიან მცირე რაოდენობით pH-ის რეგულირებისთვის.

ერიბულინი ევერ ფარმა-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ერიბულინი ევერ ფარმა არის გამჭვირვალე, უფერო, წყალხსნარი საინექციო, პრაქტიკულად თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან, მინის ფლაკონებში დალუქული რეზინის საცობით და ალუმინის ჩამკეტი თავსახურით, ზემოდან პლასტიკური დამცავი თავსახურით. ფლაკონები შეიცავს 2 მლ ან 3 მლ ხსნარს და შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ერთი მუყაოს კოლოგი შეიცავს 1 ან 6 ფლაკონს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („გამოიყენება-მდე“) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შპრიცში განუზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 8 საათის განმავლობაში 15°C-დან 25°C-მდე ოთახის განათების ქვეშ ან 2°C-დან 8°C-ტემპერატურისას 32 საათის განმავლობაში.

განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა (0,012 მგ/მლ-დან 0,18 მგ/მლ-მდე ერიბულინი ნატრიუმის ქლორიდში 9 მგ/მლ [0,9%)) ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში 15°C-დან 25°C-მდე ოთახის სინათლის პირობებში და 48 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განზავება არ განხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სამკურნალო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის პირობებზე და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ეს ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება არ განხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ერიბულინი ევერ ფარმა (Eribulin EVER Pharma) 0,44 მგ/მლ საინექციო ხსნარი

აქტიური ნივთიერება: ერიბულინი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი შეფუთვის ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

რა წერია ამ ინსტრუქციაში

რა არის ერიბულინი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება იგი?

რას უნდა მიექცეს ყურადღება ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღებამდე?

ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღების წესი

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ერიბულინი ევერ ფარმა-ს შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ერიბულინი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება იგი?

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ერიბულინს და წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო წამალს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.

იგი გამოიყენება მოზრდილებში, როდესაც სულ მცირე ერთი სხვა ქიმიოთერაპიული რეჟიმი იქნა გამოყენებული ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური მკერდის კიბოს სამკურნალოდ (ანუ მკერდის კიბო, რომელიც გავრცელდა თავდაპირველი სიმსივნის ადგილის ფარგლებს გარეთ), მაგრამ მკურნალობა აღარ არის ეფექტური.

იგი ასევე გამოიყენება მოზრდილებში შორსწასული ან მეტასტაზური ლიპოსარკომის (კიბოს ტიპი, რომელიც წარმოიქმნება ცხიმოვან ქსოვილში) სამკურნალოდ, როდესაც წინა თერაპიული მკურნალობა უკვე ნაცადია, მაგრამ წინა თერაპიული მკურნალობა აღარ არის ეფექტური.

რას უნდა მიექცეს ყურადღება ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღებამდე?

ერიბულინი ევერ ფარმა არ უნდა იქნას მიღებული:

თუ გაქვთ ალერგია ერიბულინის მეზილატის ან ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.

ძუძუთი კვების დროს

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ, ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღებამდე, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან მედდასთან,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.

თუ გაქვთ სიცხე ან რაიმე ინფექცია.

თუ გაწუხებთ დაბუჟების შეგრძნება, ქავილი, ჩხვლეტა, შეხებისადმი მგრძნობელობა ან კუნთების სისუსტე.

თუ გაქვთ გულის პრობლემები.

თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გავლენას ახდენს თქვენზე, აცნობეთ ექიმს, რომელმაც შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობა ან შეამციროს დოზა.

ბავშვები და მოზარდები

0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მკურნალობდნენ ამ სამკურნალო საშუალებით, რადგან მათთვის ის არ არის ეფექტური.

ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ახლახან მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ერიბულინი ევერ ფარმა-ს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ორსულად ხართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია, და თქვენთვის და ბავშვისთვის ყველა რისკი გულდასმით არის გათვალისწინებული. მამაკაცებში ერიბულინი ევერ ფარმას გამოყენებამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის მუდმივი პრობლემები და ამიტომ ეს საკითხი განხილულ უნდა იქნას ექიმთან მკურნალობის დაწყებამდე. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები ერიბულინი ევერ ფარმით მკურნალობის დროს და დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.

ერიბულინი ევერ ფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის.

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი

გაფრთხილება: ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი რეაქციისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი.

ერიბულინი ევერ ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა (ძალიან ხშირი) და თავბრუსხვევა (ხშირად). არ უნდა მართოთ ავტომანქანა და მექანიზმები თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას.

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

2 მლ ფლაკონი

ამ სამკურნალო საშუალების თითო ფლაკონი შეიცავს 79 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს). 2 მლ პრეპარატში არსებული რაოდენობა ექვივალენტურია დაახლოებით 2 მლ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

3 მლ ფლაკონი

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 118.5 მგ ეთანოლს თითო ფლაკონზე. 3 მლ პრეპარატში არსებული რაოდენობა ექვივალენტურია დაახლოებით 3 მლ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ამ პრეპარატში არსებული მცირე რაოდენობის ალკოჰოლი არ იწვევს შესამჩნევ ეფექტს.

ერიბულინი ევერ ფარმა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღების წესი

ერიბულინი ევერ ფარმა შეყვანილი იქნება ინტრავენურად კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ 2-დან 5 წუთის განმავლობაში. მიღებული დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოხატული კვადრატულ მეტრებში - მ²) და გამოითვლება თქვენი სხეულის წონისა და სიმაღლის მიხედვით. ერიბულინი ევერ ფარმა-ს ჩვეულებრივი დოზაა 1.23 მგ/მ², მაგრამ ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ თქვენი სისხლის ანალიზის ან სხვა ფაქტორების შედეგების მიხედვით. ერიბულინი ევერ ფარმა-ს სრული დოზის მიღების უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია ვენის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით ერიბულინი ევერ ფარმა-ს გამოყენების შემდეგ.

რამდენად ხშირად უნდა იქნეს მიღებული ერიბულინი ევერ ფარმა?

ერიბულინი ევერ ფარმა ჩვეულებრივ მოგეცემათ 21-დღიანი ციკლის პირველ და მე-8 დღეებში. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის რამდენ ციკლს მიიღებთ. თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის გამოყენების გადადება, სანამ სისხლის ანალიზის შედეგები ნორმაში არ ჩადგება. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის შემცირება.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ერიბულინი ევერ ფარმა-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს:

ცხელება აჩქარებული გულისცემით, სწრაფი, ზედაპირული სუნთქვით, ცივი, ფერმკრთალი, ოფლიანი ან ლაქებიანი კანით და/ან დაბნეულობით. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება სეფსისი, სერიოზული, მძიმე რეაქცია ინფექციაზე. სეფსისი შეიძლება მოხდეს იშვიათად (შეიძლება 100-დან 1-მდე ადამიანი დაავადდეს) და შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სიკვდილი.

სახის, პირის, ენის ან ყელის შეშუპება ან ნებისმიერი ქოშინი. ეს შეიძლება იყოს იშვიათი ალერგიული რეაქციის ნიშნები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს).

სერიოზული გამონაყარი ბუშტუკებით კანზე, ასევე პირის ღრუში, თვალებისა და სასქესო ორგანოების ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ამ დაავადების სიხშირე უცნობია, მაგრამ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში) არის:

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

დაღლილობა ან სისუსტე

გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა

დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა

ცხელება

მადის დაკარგვა, წონის კლება

ქოშინი, ხველა

სახსრების, კუნთების და ზურგის ტკივილი

თავის ტკივილი

თმის ცვენა

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (რაც იწვევს სისხლჩაქცევებს ან სისხლდენის გახანგრძლივებას)

ინფექცია ცხელებით, პნევმონიით, შემცივნებით

სწრაფი გულისცემა, ცხელების მოზღვავება

თავბრუსხვევა, წონასწორობის პრობლემები

ჭარბი ცრემლდენა, კონიუნქტივიტი (თვალების ზედაპირის სიწითლე და გაღიზიანება), ცხვირიდან სისხლდენა

დეჰიდრატაცია, პირის სიმშრალე, ჰერპესული გამონაყარი ტუჩზე, პირის ღრუში თეთრი ნადები (პირის ღრუს კანდიდოზი)

საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი ან შეშუპება

რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი (განსაკუთრებით გულმკერდის, ზურგისა და ძვლების ტკივილი), კუნთების სპაზმები ან სისუსტე

პირის ღრუს, სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები, მტკივნეული შარდვა

ყელის ანთება, ცხვირის ტკივილი ან გამონადენი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა, სისხლში შაქრის, ბილირუბინის, ფოსფატების, კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის დონის ცვლილებები

უძილობა, დეპრესია, გემოს შეცვლა

გამონაყარი, ქავილი, ფრჩხილების მტვრევადობა, მშრალი ან წითელი კანი

ჭარბი ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა)

ყურებში ხმაური

ფილტვებში თრომბების წარმოქმნა

სარტყლისებრი ჰერპესი

კანის შეშუპება და ხელებისა და ფეხების დაბუჟება

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლის კოლტები

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები (ჰეპატოტოქსიკურობა)

თირკმლის უკმარისობა, სისხლი ან ცილა შარდში

ფილტვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურების განვითარება

პანკრეატიტი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები

ძალაინ იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში) არის:

სისხლის შედედების სერიოზული დარღვევა, რომელიც იწვევს თრომბების ფართოდ გავრცელებას და შინაგან სისხლდენას.

ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს

ტრაისენის შესახვევი 5,

1200 ვენა,

ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებ.გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი მოვლენების შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.

ერიბულინი ევერ ფარმა-ს შენახვის პირობები:

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („გამოიყენება-მდე“) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შპრიცში განუზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 8 საათის განმავლობაში 15°C-დან 25°C-მდე ოთახის განათების ქვეშ ან 2°C-დან 8°C-ტემპერატურისას 32 საათის განმავლობაში.

განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა (0,012 მგ/მლ-დან 0,18 მგ/მლ-მდე ერიბულინი ნატრიუმის ქლორიდში 9 მგ/მლ [0,9%)) ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში 15°C-დან 25°C-მდე ოთახის სინათლის პირობებში და 48 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განზავება არ განხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სამკურნალო პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. იმ შემთხვევაში თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის პირობებზე და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ეს ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება არ განხორციელდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ერიბულინი ევერ ფარმა

აქტიური ინგრედიენტი არის: ერიბულინი. თითოეული 2 მლ ფლაკონი შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რომელიც ექვივალენტურია 0,88 მგ ერიბულინს. თითოეული 3 მლ ფლაკონი შეიცავს ერიბულინის მეზილატს, რომელიც ექვივალენტურია 1,32 მგ ერიბულინს.

სხვა ინგრედიენტები არის: უწყლო ეთანოლი და საინექციო წყალი, ასევე მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი ძალიან მცირე რაოდენობით pH-ის რეგულირებისთვის.

ერიბულინი ევერ ფარმა-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ერიბულინი ევერ ფარმა არის გამჭვირვალე, უფერო, წყალხსნარი საინექციო, პრაქტიკულად თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან, მინის ფლაკონებში დალუქული რეზინის საცობით და ალუმინის ჩამკეტი თავსახურით, ზემოდან პლასტიკური დამცავი თავსახურით. ფლაკონები შეიცავს 2 მლ ან 3 მლ ხსნარს და შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ერთი მუყაოს კოლოგი შეიცავს 1 ან 6 ფლაკონს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ევერ ვალინიექტი“ (EVER Valinject GmbH)

ობერბურგაუს 3

4866 უნთერახ ამ ატერზეე

მწარმოებელი

შპს „ევერ ფარმა იენა“ (EVER Pharma Jena GmbH)

ბრიუსელის ქ. 18

07747 იენა

გერმანია

რეგისტრაციის ნომერი: 142276

ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

ბელგია

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml oplossing voor injectie / solution

injectable / Injektionslösung

ბულგარეთი

Ерибулин EVER Pharma 0,44 mg/ml инжекционен разтвор

დანია

Eribulin EVER Pharma

გერმანია

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml Injektionslösung

ფინეთი

Eribulin EVER Pharma

საფრანგეთი

ERIBULINE EVER PHARMA 0,44 mg/mL, solution injectable

საბერძნეთი

Eribulin EVER Pharma

ირლანდია

Eribulin EVER Pharma 0.44 mg/ml solution for injection

იტალია

Eribulin EVER Pharma

ხორვატია

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml otopina za injekciju

ლიტვა

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml injekcinis tirpalas

ნიდერლანდები

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml oplossing voor injectie

ნორვეგია

Eribulin EVER Pharma

ავსტრია

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml Injektionslösung

პოლონეთი

Eribulin EVER Pharma

პორტუგალია

Eribulin EVER Pharma

რუმინეთი

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml soluție injectabilă

შვედეთი

Eribulin EVER Pharma

სლოვაკეთი

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml injekčný roztok

სლოვენია

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml raztopina za injiciranje

ესპანეთი

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml solución inyectable EFG

ჩეხეთის რესპუბლიკა

Eribulin EVER Pharma

უნგრეთი

Eribulin EVER Pharma 0,44 mg/ml oldatos injekció

ეს შეფუთვის ჩანართი-ფურცელი ბოლოს შესწორდა 2024 წლის მარტში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალლისთვის:

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამკურნალო საშუალების მახასიათებლების შეჯამება.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა