ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი
EPIDUO® FORTE 0.3%/2.5% Gel
ეპიდუო გელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლესაც ეწოდება „აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის“, ანუ იგი გამოიყენება Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს კომედონები (შავი წერტილები, თეთრი წერტილები), უამრავი პაპულა და პუსტულები (ანთებითი მუწუკები). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- benzoyl peroxide hydrous + ადაპალენი (adapalene)
- ფორმა და შეფუთვა
- (3მგ+25მგ)/გ 30გ გელი მრავალდოზიანი პოლიმერული მასალის კონტეინერი №1 საჰაერო ვაკუუმ-ტუმბოთი
- მწარმოებელი
- Laboratoires Galderma, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- D10AD53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034921
- რეგისტრირებულია
- 8 აპრილი 2022, მოქმედებს 8 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Galderma S.A. (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპიდუო გელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლესაც ეწოდება „აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის“, ანუ იგი გამოიყენება Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს კომედონები (შავი წერტილები, თეთრი წერტილები), უამრავი პაპულა და პუსტულები (ანთებითი მუწუკები).
აღნიშნული გელი აერთიანებს ორ მოქმედ ინგრედიენტს, ადაპალენსა და ბენზოილ-პეროქსიდს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, მაგრამ სხვადასხვა გზით:
ადაპალენი მიეკუთვნება პროდუქტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია რეტინოიდების სახელით და მოქმედებს სპეციფიკურად კანის პროცესებზე, რომლებსაც იწვევს აკნე.
ბენზოილ-პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და არბილებს და ქერცლის კანის გარეთა შრეს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
რისი ცოდნაა საჭირო ეპიდუოს გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
ეპიდუო არის გელი, რომელიც გამოიყენება კანზე.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს ეპიდუო გელის რომელი დოზა გჭირდებათ, რაც დამოკიდებულია თქვენი აკნეს სიწვავესა და გამოვლენაზე. ექიმი ასევე გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა რაიმე დამატებითი მკურნალობა.
წასმამდე კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
სახის და/ან სხეულის აკნეთი დაზიანებულ ყველა უბანზე თანაბრად წაისვით გელის თხელი ფენა, დღეში ერთხელ ძილის წინ. მოერიდეთ თვალებთან, ტუჩებთან, ნესტოებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
სახეზე წასმის შემთხვევაში: დაიბანეთ და შეიმშრალეთ სახე და გამოიყენეთ ბარდის ზომის ოდენობა სახის თითოეული ნაწილის დასაფარავად (მაგალითად, შუბლი, ნიკაპი, თითოეული ლოყა).
ეპიდუო გელის წასმისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ხანი დაგჭირდებათ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენება. თუ 4-8 კვირის შემდეგ ვერ ხედავთ გაუმჯობესებას, მაშინ ექიმთან უნდა განიხილოთ მკურნალობის გაგრძელების სარგებელი.
თუ ეპიდუო გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა.
არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაგალითად, სახის სხვა კრემები ან მაკიაჟი) ეპიდუი გელის ყოველდღიურ გამოყენებამდე. ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია წასმული გელის გაშრობის შემდეგ.
გამოყენება ბავშვებში
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ეპოდუო გელი
თუ კანზე წაისმევთ მეტ ეპიდუო გელს, ვიდრე საჭიროა, აკნე უფრო სწრაფად არ მოგშორდებათ, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:
გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიდუო გელი;
ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი;
თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი.
თქვენი ექიმი გირჩევთ რა ზომების მიღებაა საჭირო.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუო გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ეპიდუო გელის გამოყენებას
ლაქები (კომედონები, პაპულები და პუსტულები) შემცირდება მხოლოდ ამ მედიკამენტის რამდენიმე გამოყენების შემდეგ. გააგრძელეთ ეპიდუო გელის გამოყენება, ექიმის დანიშნულებისამებრ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ორსულად;
თუ გეგმავთ დაორსულებას;
თუ გაქვთ ალერგია ადაპალენის ან ბენზოილ-პეროქსიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
ეპიდუო გელის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ ეპიდუო გელი იმ მიდამოებში, სადაც გაქვთ ჭრილობები, ნაკაწრები, მზის დამწვრობა ან ეგზემა.
მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თვალებში, პირში ან ნესტოებში, ლორწოვან გარსებზე და სხეულის სხვა ძალიან მგრძნობიარე მოდამოებში. თუ აღნიშნული მოხდება, დაუყოვნებლივ დაიბანეთ უამრავი თბილი წყლით.
მოერიდეთ მზის სხივების და ულტრაიისფერი ნათურების ზედმეტ ზემოქმედებას.
მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თმასა ან ფერად ქსოვილებზე, რადგან მან შეიძლება გააუფერულოს ისინი და კარგად დაიბანეთ ხელები ეპიდუო გელის გამოყენების შემდეგ.
თუ ეპიდუო გელით მკურნალობის დაწყებისას აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხილეთ პუნქტი 3. როგორ გამოიყენება ეპიდუო).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ გამოიყენოთ აკნეს სხვა პროდუქტები (ბენზოილ-პეროქსიდის და/ან რეტინოიდების შემცველი) და ეპიდუო გელი ერთდროულად.
მოერიდეთ ეპიდუო გელის ერთდროულ გამოყენებას ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებთან, რომლებიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.
სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ეპიდუო გელზე, ამიტომ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეპიდუო, თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.
თუ დაორსულდით ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენების დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს შემდგომი მეთვალყურეობისთვის.
ძუძუთი კვება
თუ ხართ მეძუძური დედა, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან თავი შეიკავოთ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელით მკურნალობისგან.
თუ ექიმი გირჩევთ მკურნალობის გაგრძელებას, მოერიდეთ გელის წასმას გულმკერდზე, რათა თავიდან აიცილოთ ჩვილზე კონტაქტური ზემოქმედება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეპიდუო გელს არანაირი გავლენა არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაახლოებით 10-დან 1 ადამიანს, რომელიც იყენებს ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელს, შეიძლება აღენიშნოს კანისმიერი არასასურველი რეაქციები.
შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გივლინდებათ ყელის შებოჭილობა ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გონების დაკარგვა, ან სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ აღგენიშნებათ ჭინჭრის ციება ან სახის ან სხეულის ქავილი. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის.
ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):
კანის გაღიზიანება;
ეგზემა;
კანის წვის შეგრძნება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):
ქუთუთოს გაწითლება;
ჩხვლეტა ან ნემსების და ქინძისთავების შეგრძნება გამოყენების ადგილზე;
კანის ქავილი, კანის ალერგიული რეაქცია;
გამონაყარი;
კანის სიმშრალე.
ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გარდა, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეპიდუო გელის უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას (ადაპალინი 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდი 2.5%):
არახშირი
მზის დამწვრობა.
უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)
ქუთუთოს შეშუპება;
ყელის შებოჭილობა;
კონტაქტური ალერგიული რეაქციები;
სახის შეშუპება;
კანის ტკივილი (მსუსხავი ტკივილი);
წყლიანი ბუშტუკები (ბუშტუკები);
სუნთქვის გაძნელება;
კანის გაუფერულება (კანის ფერის შეცვლა);
დამწვრობა გამოყენების ადგილზე.
ეპიდუოს გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს მსუბუქ და ზომიერ რეაქციებს გამოყენების ადგილზე, როგორიცაა: კანის გაღიზიანება სიწითლით, სიმშრალით, აქერცვლით, სუსხვით და/ან კანის წვით.
აღინიშნა დამწვრობა გამოყენების ადგილზე, ძირითადად ზედაპირული, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში ბუშტუკებით.
თუ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. კანისმიერ გვერდითი მოვლენები, მაგ. კანის გაღიზიანება, უფრო ხშირია ეპიდუო 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას ვიდრე უფრო დაბალი დოზის - ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გამოყენებისას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და დროთა განმავლობაში თანდათანობით მცირდება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადოთ პირდაპირ V დანართში ჩამოთვლილი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.
როგორ უნდა იქნას შენახული ეპიდუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ტუბზე/ტუმბოზე EXP–ის შემდეგ.
ჭარბი დოზა
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი განკუთვნილია მხოლოდ კანზე დღეში ერთეხლ წასასმელად. ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ სანამ კანი არ გაჯანსაღდება.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია ადაპალენი და ბენზოილ-პეროქსიდი. გელის 1გ შეიცავს 3მგ (0.3%) ადაპალენს და 25მგ (2.5%) ბენზოილ-პეროქსიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებია: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დოკუზატი, გლიცეროლი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტანის ოლეატი) და გამოხდილი წყალი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტში 2-ის ბოლო ნაწილი.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
ეპიდუო გელი არის თეთრი ან ძალიან ღია ყვითელი გაუმჭვირვალე გელი.
ეპიდუო გელი ხელმისაწვდომია:
ერთი პლასტმასის ტუბი შეიცავს 2 ან 5 გრამს;
ერთი ტუმბო შეიცავს 15, 30, 45 ან 60 გრამს.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Galderma SA (გალდერმა სა)
Zählerweg10 (ცელერვეგ 10), 6300 ZUG
შვეიცარია
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე
არ გადაყაროთ გამოუყენებელი ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის, ათქ კოდი: D10AD53
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი აერთიანებს ორ მოქმედ ნივთიერებას, რომლებიც მოქმედებენ განსხვავებული, მაგრამ კომპლემენტარული მოქმედების მექანიზმების საშუალებით.
- ადაპალენი: ადაპალენი არის ქიმიურად სტაბილური, ნაფტოინის მჟავის წარმოებული, რეტინოიდების მსგავსი აქტივობით. ბიოქიმიურმა და ფარმაკოლოგიურმა პროფილის შესწავლამ აჩვენა, რომ ადაპალენი მოქმედებს Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) პათოლოგიაში: ის არის უჯრედული დიფერენცირებისა და კერატინიზაციის ძლიერი მოდულატორი და მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მექანიკურად, ადაპალენი უკავშირდება სპეციფიკურ რეტინოიდული მჟავის ბირთვულ რეცეპტორებს. ამჟამინდელი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი გამოყენების ადაპალენი ახდენს ფოლიკულური ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზებას, რის შედეგადაც ხდება მიკროკომედონის წარმოქმნის შემცირება. ადაპალენი აინჰიბირებს ადამიანის პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტების ქიმიოტაქტიკურ (მიმართულებით) და ქიმიოკინეტიკურ (შემთხვევით) რეაქციებს in vitro ანალიზის მოდელებში; ის ასევე, აინჰიბირებს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს ანთების შუამავლებამდე. In vitro კვლევებმა აჩვენა AP-1 ფაქტორების ინჰიბირება და ტოლის მსგავსი რეცეპტორების-2 გამოხატვის დათრგუნვა. ამ პროფილის თანახმად, უჯრედით გამოწვეული აკნეს ანთებითი კომპონენტი მცირდება ადაპალენით.
- ბენზოილ-პეროქსიდი: ბენზოილ-პეროქსიდმა აჩვენა ანტიმიკრობული მოქმედება; განსაკუთრებით Propionibacterium acnes–ის საწინააღმდეგოდ, რომელიც პათოლოგიურად არის გამოვლენილი აკნეთი დაზიანებულ თმიან საფარზე. ბენზოილ-პეროქსიდის მოქმედების მექანიზმი აიხსნება მისი ძლიერ ლიპოფილური აქტივობით, რაც ეპიდერმისის საშუალებით იძლევა მისი შეღწევის საშუალებას თმიანი საფარის ბაქტერიულ და კერატინოციტულ უჯრედულ მემბრანებში. ბენზოილ-პეროქსიდი აღიარებულია, როგორც ძალიან ეფექტური ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება acne vulgaris-ის მკურნალობის დროს. ნაჩვენებია, რომ იგი ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას თავისუფალი რადიკალების წარმოქმნით, რომლებიც ჟანგავს ცილებს და სხვა არსებით უჯრედულ კომპონენტებს ბაქტერიის კედელში. ბენზოილ-პეროქსიდის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია არის ბაქტერიციდული და აჩვენებს ეფექტურობას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარე და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი P. acnes შტამებზე. დამატებით ბენზოილ პეროქსიდმა აჩვენა ამქერცლავი და კერატოლიზური მოქმედებები.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის უსაფრთხოება და ეფექტურობა, დღეში ერთხელ გამოყენებით Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, შეფასდა 12–კვირიან, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, სადაც ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შედარდა გელის გადამტან საშუალებასთან 503 აკნეს მქონე პაციენტში. ამ კვლევაში 217 პაციენტი მკურნალობდა ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელით, 217 პაციენტი ადაპალენის 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელით და 69 პაციენტი გელის გადამტანი საშუალებით.
ეფექტურობის კრიტერიუმები იყო:
წარმატების მაჩვენებელი, პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი შეფასებით „სუფთა“ ან „თითქმის სუფთა“, მე-12 კვირას სულ მცირე ორი ხარისხის გაუმჯობესებით, მკვლევარების გლობალური შეფასების (IGA) საფუძველზე. IGA-ს შეფასება „სუფთა“ შეესაბამება სუფთა კანს, ანთებითი და არაანთებითი დაზიანებების გარეშე. IGA-ს შეფასება „თითქმის სუფთა“ შეესაბამება რამდენიმე მიმოფანტულ კომედონს და რამდენიმე პატარა პაპულს.
საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან მე–12 კვირამდე, როგორც ანთებითი, ასევე არაანთებითი დაზიანებების შემთხვევაში.
საწყის ეტაპზე, რეგისტრირებულ პაციენტთა 50%-ს აღენიშნებოდა აკნე, რომლის სიმძიმე ფასდებოდა, როგორც „ზომიერი“ (IGA=3), ხოლო 50%-ს ჰქონდა „მძიმე“ შეფასება (IGA=4). საერთო კვლევის პოპულაციაში დაშვებული იყო ორამდე კვანძი. დაზიანების გამოთვლისთვის, სუბიექტებს ჰქონდათ საშუალოდ 98 საერთო დაზიანება (დიაპაზონი: 51-226), აქედან ანთებითი დაზიანების საშუალო რაოდენობა იყო 38 (დიაპაზონი: 20-99) და არაანთებითი დაზიანების საშუალო რაოდენობა - 60 (დიაპაზონი: 30-149). პაციენტების ასაკი მერყეობდა 12-დან 57 წლამდე (საშუალო ასაკი: 19.6 წელი), აქედან 273 (54.3%) პაციენტი იყო 12-დან 17 წლამდე. კვლევაში მონაწილეობდა მამაკაცების (47.7%) და ქალების (52.3%) მსგავსი რაოდენობა.
ამ მნიშვნელოვან კვლევაში, მძიმე ფენაში მყოფი პაციენტების 55.2%-ს ჰქონდა სხეულის აკნე. პაციენტები მკურნალოდბნენ სახეზე და აკნეთი დაზიანებულ სხეულის სხვა ადგილებზე საჭიროების მიხედვით, დღეში ერთხელ საღამოს.
სტატისტიკური ანალიზი ტარდებოდა კვლევის შედეგების ეტაპობრივი შედარებისთვის და განმარტებისთვის:
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შედარებული გელის გადამტან საშუალებასთან საშუალო და მწვავე აკნეს მქონე პაციენტების საერთო პოპულაციაში (IGA=3 და IGA=4).
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შედარებული გელის გადამტან საშუალებასთან მწვავე აკნეს მქონე პაციენტების ქვეჯგუფში (IGA= ).
ეფექტურობის შედეგები ნაჩვენებია მე-2 ცხრილში, კომბინირებული ზომიერი და მწვავე აკნეს მქონე პოპულაციებისათვის.
ცხრილი 2: კლინიკური ეფექტურობა საერთო პოპულაციაში: ზომიერი და მწვავე Acne vulgaris-ის მქონე პაციენტები მე-12 კვირას (კომბინირებული IG=3 და 4, MI, ITT პოპულაცია)
ეფექტურობის პარამეტრები
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი (N=217)
ადაპალენის 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელი (N=217)ა
გელის გადამტანი საშუალება (N=69)
წარმატების მაჩვენებელი
(მინიმუმ ორხარისხიანი გაუმჯობესება და IGA „სუფთა“ ან „თითქმის სუფთა“)
- 7%ბ
- 3%
- 0%
ანთებითი დაზიანებების შეცვლა,
საშუალო აბსოლუტური (პროცენტული) შემცირება
- 8ბ
(68.7%)
- 5 (69.3%)
- 2
(39.2%)
არაანთებითი დაზიანებების შეცვლა,
საშუალო აბსოლუტური (პროცენტული) შემცირება
- 5ბ
(68.3%)
- 0 (68.0%)
- 7
(37.4%)
MI = მრავალჯერადი იმპუტაცია; ITT = მკურნალობის განზრახვა.
ა) ეს კვლევა არ შექმნილა ან შემუშავებულა იმისთვის, რომ ფორმალურად შეედარებინა ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის ეფექტურობა ადაპალენის 0.1%/ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელის ნაკლებ კონცენტრაციასთან და არც ადაპალენის 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელის ნაკლები კონცენტრაციის შესადარებლად გელის გადამტან საშუალებასთან.
ბ) p<0.001 გადამტან საშუალებასთან შედარებით.
მწვავე აკნეს მქონე პოპულაციის პირველადი ეფექტურობის ანალიზის შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 3.
ცხრილი 3: კლინიკური ეფექტურობა მწვავე Acne vulgaris-ის მქონე პაციენტებში (IGA=4, MI, ITT პოპულაცია)
ეფექტურობის პარამეტრები
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი (N=106)
ადაპალენის 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელი (N=112)
გელის გადამტანი საშუალება (N=34)
წარმატების მაჩვენებელი
(მინიმუმ ორხარისხიანი გაუმჯობესება და IGA „სუფთა“ ან „თითქმის სუფთა“)
- 9%ა
- 5%
- 8%
ანთებითი დაზიანებების შეცვლა,
საშუალო აბსოლუტური (პროცენტული) შემცირება
- 3ბ
(74.4%)
- 2
(68%)
- 3
(33.0%)
არაანთებითი დაზიანებების შეცვლა,
საშუალო აბსოლუტური (პროცენტული) შემცირება
- 3ბ
(72.1%)
- 9
(68.4%)
- 8
(30.8%)
MI = მრავალჯერადი იმპუტაცია; ITT = მკურნალობის განზრახვა.
ა) p=0.029 გადამტან საშუალებასთან შედარებით.
ბ) p<0.001 გადამტან საშუალებასთან შედარებით.
ადაპალენის 0.1%/ბენზოილ-პეროქსიდის 2.5% გელი ამ კვლევაში ჩაერთო რეფერენს- თერაპიის სახით. სუბიექტებში, რომლებიც ფასდებოდნენ როგორც „ზომიერი“ (IGA ხარისხი 3), ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელმა არ აჩვენა უპირატესობა ეფექტურობის მხრივ რეფერენს-თერაპიასთან შედარებით. „მწვავე“ შეფასების მქონე სუბიექტების ანალიზისას (IGA ხარისხი 4), ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელმა მიაღწია მეტ ეფექტურობას გადამტან საშუალებასთან შედარებით, მკურნალობის სხვაობით 20.1% (31.9% vs 11.8%; 95% ნდობის ინტერვალი: [6.0 %, 34,2%)], p=0,029), ხოლო რეფერენს-თერაპიამ - ვერა (მკურნალობის სხვაობა გადამტან საშუალებასთან შედარებით 8,8%).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენებით 26 მოზრდილ და მოზარდ (12-დან 33 წლამდე) სუბიექტში, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე Acne vulgaris (ჩვეულებრივი აკნე). სუბიექტების მკურნალობა მოიცავდა გელის გამოყენებას დღეში ერთხელ ყველა პოტენციურად დაზიანებულ ადგილზე 4 კვირის განმავლობაში, საშუალოდ, ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის 2.3 გრამი დღეში (დიაპაზონი: 1.6-3.1 გრამი დღეში), თხელი ფენის წასმით სახეზე, მხრებზე, მკერდის და ზურგის ზედა მხარეს. 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, 16 სუბიექტში (62%) ადაპალინის რაოდენობრივი პლაზმური კონცენტრაცია იყო რაოდენობრივი ზღვარის ზემოთ (0.1ნგ/მლ რზ), საშუალო Cmax-ით 0.16±0.08ნგ/მლ და საშუალო AUC0-24სთ-ით 2.49±1.21 ნგ.სთ/მლ. ყველაზე მეტი ზემოქმედების მქონე სუბიექტს ჰქონდა ადაპალინის Cmax-ის და AUC0-24სთ-ის მნიშვნელობები, რომლებიც შეესაბამება 0.35ნგ/მლ-ს და 6.41ნგ.სთ/მლ-ს, შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ეპიდუოს და ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენებით, დაადასტურა რომ ადაპალინის ტრანსდერმალური შეწოვა არ მოქმედებს ბენზოილ-პეროქსიდზე.
ბენზოილ პეროქსიდის კანქვეშა შეღწევადობა დაბალია; კანზე წასმისას იგი მთლიანად გარდაიქმნება ბენზოინის მჟავად, რომელიც სწრაფად გამოიყოფა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი
ადაპალენი/ბენზოილ პეროქსიდი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.
თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერდითი მოვლენა აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო ეპიდუოს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ეპიდუო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა იქნას შენახული ეპიდუო
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
ეპიდუო გელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლესაც ეწოდება „აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის“, ანუ იგი გამოიყენება Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს კომედონები (შავი წერტილები, თეთრი წერტილები), უამრავი პაპულა და პუსტულები (ანთებითი მუწუკები).
აღნიშნული გელი აერთიანებს ორ მოქმედ ინგრედიენტს, ადაპალენსა და ბენზოილ-პეროქსიდს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, მაგრამ სხვადასხვა გზით:
ადაპალენი მიეკუთვნება პროდუქტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია რეტინოიდების სახელით და მოქმედებს სპეციფიკურად კანის პროცესებზე, რომლებსაც იწვევს აკნე.
ბენზოილ-პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და არბილებს და ქერცლის კანის გარეთა შრეს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
რისი ცოდნაა საჭირო ეპიდუოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეპიდუის გელი:
თუ ხართ ორსულად;
თუ გეგმავთ დაორსულებას;
თუ გაქვთ ალერგია ადაპალენის ან ბენზოილ-პეროქსიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ეპიდუო გელის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ ეპიდუო გელი იმ მიდამოებში, სადაც გაქვთ ჭრილობები, ნაკაწრები, მზის დამწვრობა ან ეგზემა.
მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თვალებში, პირში ან ნესტოებში, ლორწოვან გარსებზე და სხეულის სხვა ძალიან მგრძნობიარე მოდამოებში. თუ აღნიშნული მოხდება, დაუყოვნებლივ დაიბანეთ უამრავი თბილი წყლით.
მოერიდეთ მზის სხივების და ულტრაიისფერი ნათურების ზედმეტ ზემოქმედებას.
მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თმასა ან ფერად ქსოვილებზე, რადგან მან შეიძლება გააუფერულოს ისინი და კარგად დაიბანეთ ხელები ეპიდუო გელის გამოყენების შემდეგ.
თუ ეპიდუო გელით მკურნალობის დაწყებისას აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხილეთ პუნქტი 3. როგორ გამოიყენება ეპიდუო).
სხვა სამკურნალო საშუალებები და ეპიდუო გელი
არ გამოიყენოთ აკნეს სხვა პროდუქტები (ბენზოილ-პეროქსიდის და/ან რეტინოიდების შემცველი) და ეპიდუო გელი ერთდროულად.
მოერიდეთ ეპიდუო გელის ერთდროულ გამოყენებას ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებთან, რომლებიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.
სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ეპიდუო გელზე, ამიტომ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ ეპიდუო, თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.
თუ დაორსულდით ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენების დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს შემდგომი მეთვალყურეობისთვის.
ძუძუთი კვება
თუ ხართ მეძუძური დედა, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან თავი შეიკავოთ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელით მკურნალობისგან.
თუ ექიმი გირჩევთ მკურნალობის გაგრძელებას, მოერიდეთ გელის წასმას გულმკერდზე, რათა თავიდან აიცილოთ ჩვილზე კონტაქტური ზემოქმედება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ეპიდუო გელს არანაირი გავლენა არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
როგორ გამოიყენება ეპიდუო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
ეპიდუო არის გელი, რომელიც გამოიყენება კანზე.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს ეპიდუო გელის რომელი დოზა გჭირდებათ, რაც დამოკიდებულია თქვენი აკნეს სიწვავესა და გამოვლენაზე. ექიმი ასევე გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა რაიმე დამატებითი მკურნალობა.
წასმამდე კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
სახის და/ან სხეულის აკნეთი დაზიანებულ ყველა უბანზე თანაბრად წაისვით გელის თხელი ფენა, დღეში ერთხელ ძილის წინ. მოერიდეთ თვალებთან, ტუჩებთან, ნესტოებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
სახეზე წასმის შემთხვევაში: დაიბანეთ და შეიმშრალეთ სახე და გამოიყენეთ ბარდის ზომის ოდენობა სახის თითოეული ნაწილის დასაფარავად (მაგალითად, შუბლი, ნიკაპი, თითოეული ლოყა).
ეპიდუო გელის წასმისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ხანი დაგჭირდებათ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენება. თუ 4-8 კვირის შემდეგ ვერ ხედავთ გაუმჯობესებას, მაშინ ექიმთან უნდა განიხილოთ მკურნალობის გაგრძელების სარგებელი.
თუ ეპიდუო გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა.
არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაგალითად, სახის სხვა კრემები ან მაკიაჟი) ეპიდუი გელის ყოველდღიურ გამოყენებამდე. ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია წასმული გელის გაშრობის შემდეგ.
გამოყენება ბავშვებში
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ეპოდუო გელი
თუ კანზე წაისმევთ მეტ ეპიდუო გელს, ვიდრე საჭიროა, აკნე უფრო სწრაფად არ მოგშორდებათ, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:
გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიდუო გელი;
ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი;
თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი.
თქვენი ექიმი გირჩევთ რა ზომების მიღებაა საჭირო.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუო გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ეპიდუო გელის გამოყენებას
ლაქები (კომედონები, პაპულები და პუსტულები) შემცირდება მხოლოდ ამ მედიკამენტის რამდენიმე გამოყენების შემდეგ. გააგრძელეთ ეპიდუო გელის გამოყენება, ექიმის დანიშნულებისამებრ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაახლოებით 10-დან 1 ადამიანს, რომელიც იყენებს ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელს, შეიძლება აღენიშნოს კანისმიერი არასასურველი რეაქციები.
შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გივლინდებათ ყელის შებოჭილობა ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გონების დაკარგვა, ან სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ აღგენიშნებათ ჭინჭრის ციება ან სახის ან სხეულის ქავილი. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის.
ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):
კანის გაღიზიანება;
ეგზემა;
კანის წვის შეგრძნება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):
ქუთუთოს გაწითლება;
ჩხვლეტა ან ნემსების და ქინძისთავების შეგრძნება გამოყენების ადგილზე;
კანის ქავილი, კანის ალერგიული რეაქცია;
გამონაყარი;
კანის სიმშრალე.
ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გარდა, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეპიდუო გელის უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას (ადაპალინი 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდი 2.5%):
არახშირი
მზის დამწვრობა.
უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)
ქუთუთოს შეშუპება;
ყელის შებოჭილობა;
კონტაქტური ალერგიული რეაქციები;
სახის შეშუპება;
კანის ტკივილი (მსუსხავი ტკივილი);
წყლიანი ბუშტუკები (ბუშტუკები);
სუნთქვის გაძნელება;
კანის გაუფერულება (კანის ფერის შეცვლა);
დამწვრობა გამოყენების ადგილზე.
ეპიდუოს გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს მსუბუქ და ზომიერ რეაქციებს გამოყენების ადგილზე, როგორიცაა: კანის გაღიზიანება სიწითლით, სიმშრალით, აქერცვლით, სუსხვით და/ან კანის წვით.
აღინიშნა დამწვრობა გამოყენების ადგილზე, ძირითადად ზედაპირული, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში ბუშტუკებით.
თუ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. კანისმიერ გვერდითი მოვლენები, მაგ. კანის გაღიზიანება, უფრო ხშირია ეპიდუო 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას ვიდრე უფრო დაბალი დოზის - ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გამოყენებისას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და დროთა განმავლობაში თანდათანობით მცირდება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადოთ პირდაპირ V დანართში ჩამოთვლილი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.
როგორ უნდა იქნას შენახული ეპიდუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ტუბზე/ტუმბოზე EXP–ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე
არ გადაყაროთ გამოუყენებელი ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი
მოქმედი ნივთიერებებია ადაპალენი და ბენზოილ-პეროქსიდი. გელის 1გ შეიცავს 3მგ (0.3%) ადაპალენს და 25მგ (2.5%) ბენზოილ-პეროქსიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებია: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დოკუზატი, გლიცეროლი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტანის ოლეატი) და გამოხდილი წყალი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტში 2-ის ბოლო ნაწილი.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
ეპიდუო გელი არის თეთრი ან ძალიან ღია ყვითელი გაუმჭვირვალე გელი.
ეპიდუო გელი ხელმისაწვდომია:
ერთი პლასტმასის ტუბი შეიცავს 2 ან 5 გრამს;
ერთი ტუმბო შეიცავს 15, 30, 45 ან 60 გრამს.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Galderma SA (გალდერმა სა)
Zählerweg10 (ცელერვეგ 10), 6300 ZUG
შვეიცარია
მწარმოებელი
Laboratoires Galderma (ლაბორატორის გალდერმა)
Z.I. Montdésir 74540 Alby-sur-Chéran (ზ.ი. მონტდესირი 74540 ალბი-სურ-შერანი)
საფრანგეთი
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია EEA–ს (ევროპის ეკონომიკური სივრცე) წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი და პოლონეთი: Epiduo Forte;
დანია: Epiduo;
ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო: Epiduo 0.3% / 2.5% gel
ესპანეთი: Epiduo Forte 3 mg/g + 25 mg/g Gel
პორტუგალია: Epiduo 3 mg/g + 25 mg/g Gel
ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2019 წლის 26 ივნისს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


