პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ემპაფლომინი 5/1000

EMPAFLOMIN 5/1000

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად: პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5მგ + 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
BASE MEDICO PRIVATE LIMITED, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD20
რეგისტრაციის ნომერი
რ-044251
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharma Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაემპაფლომინი 5/1000 და სხვა წამალი ერთად

ემპაფლომინი 5/1000 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:

პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში, პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის და ამ პრეპარატების მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციას ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (eGFR ≥90 მლ/წთ/1.73 მ2): რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის და ემპაგლიფლოზინის ეფექტურობისა და ტოლერანტობის საფუძველზე, რეკომენდებული დღიური დოზის -10 მგ ან 25 მგ გამოყენებით, მაგრამ არაუმეტეს მეტფორმინის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზისა. პაციენტებისთვის, რომელთა სისხლში შაქრის დონე სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის მიღებისას (როგორც მონოთერაპიისას, ასევე დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში). პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას, ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ემპაგლიფლოზინი დღეში ორჯერ (10 მგ დღიური დოზა), ხოლო მეტფორმინის დოზა უკვე მიღებული დოზის მსგავსი. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ სადღეღამისო დოზას და საჭიროებენ გლიკემიის უფრო მკაცრ კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს ემპაგლიფლოზინის 25 მგ სადღეღამისო დოზამდე. როდესაც ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღება სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან ერთად, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის უფრო დაბალი დოზის მიღება.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ- ცალკე ტაბლეტების სახით: ემპაგლიფლოზინის (10 მგ ან 25 მგ საერთო დღიური დოზა) და მეტფორმინის ცალ-ცალკე ტაბლეტებიდან ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებზე გადასვლისას პაციენტმა უნდა მიიღოს ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის იგივე დღიური დოზა, რომელსაც უკვე იღებს, ან მეტფორმინის უახლოესი თერაპიულად მისაღები დოზა.

დოზის გამოტოვება: თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა, მაშინ გამოტოვეთ დოზა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე. გულ-სისხლძარღვთა დააავადებების რისკის შესამცირებლად, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად უნდა დაინიშნოს ემპაგლიფლოზინი 10 მგ დღეში დოზით იმ პაციენტებში, რომელთა eGFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2. ბავშვებში დოზირების რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ, ბავშვების ქვეგანყოფილებაში.

eGFR [მლ/წთ/1.73 მ²] ან CrCL [მლ/წთ]

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ემპაგლიფლოზინი

>60

მაქსიმალური დღიური დოზაა 3000 მგ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25მგ -მდე.

45- <60

მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

30- <45

მაქსიმალური დღიური დოზაა 1000 მგ.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

ემპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: აღნიშნული პროდუქტი არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები: მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობის შემცირება. ვინაიდან, მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითება უფრო მეტად სავარაუდოა, ემპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები სიფრთილით უნდა დაინიშნოს. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.

ბავშვები: არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ნებისმიერი სახის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგ., ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური პრეკომა.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2); მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი; დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილოვანი ჰიპოქსია (განსაკუთრებით მწვავე დაავადებები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება), როგორიცაა: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი; ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი: ემპაგლიფლოზინი არ გამოიყენება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ლაქტოაციდოზი: ლაქტოაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დარღვევის ან სეფსისის დროს. მეტფორმინის კუმულაცია ხდება თირკმლის უკმარისობის პროგრესირების ფონზე, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

დიაბეტური კეტოაციდოზი: დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში და ფატალური შემთხვევები, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის ემპაგლიფლოზინს.

გულის ფუნქცია: გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპოქსიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი უფრო მაღალია. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მათში შემავალი მეტფორმინის გამო.

საშარდე გზების ინფექციები: პოსტმარკეტინგული მონაცემებით, ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე აღინიშნა საშარდე გზების გართულებული ინფექციების შემთხვევები, მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი.

შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა): შორისის ნეკროზული ფასციიტის (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) შემთხვევები დაფიქსირდა მდედრობით და მამრობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის ემპაგლიფლოზინს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ემპაგლიფლოზინი

შარდმდენები: ემპაგლიფლოზინს შეუძლია გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების შარდმდენი ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ემპაგლიფლოზინზე: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7. ემპაგლიფლოზინი არის ადამიანის ტრანსპორტერების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატი, მაგრამ არა OAT1 და OCT2.

ემპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის თირკმლისმიერი გამოყოფა და შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყებისა და დოზის კორექციის შემდეგ, შრატში ლითიუმის დონე უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

არარეკომენდებული კომბინაციები

ალკოჰოლი: ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მატულობს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, განსაკუთრებით შიმშილის ან არასრულფასოვანი კვების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ორგანული კათიონების ტრანსპორტერები (OCT): მეტფორმინი წარმოადგენს როგორც OCT1, ასევე OCT2 ტრანსპორტერის სუბსტრატს.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს: ზოგი სამკურნალო საშუალება, მაგ.: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები, დიურეტიკები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი, ზრდის ლაქტატაციდოზის განვითარების რისკს, თირკმელებზე მათი პოტენციურად უარყოფითი გავლენის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციის ან მხოლოდ მეტფორმინის გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მხოლოდ მეტფორმინის დიდი დოზების გამოყენებისას აჩვენა.

ლაქტაცია: მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ადამიანის რძეში გამოყოფის შესახებ. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

ფერტილობა: ამ პრეპარატის ან ემპაგლიფლოზინის ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ნაყოფიერებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები:

ხშირი: ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი).

იშვიათი: შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:

ძალიან ხშირი: ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას)

ხშირი: წყურვილი, B12 ვიტამინის დეფიციტი/შემცირება

იშვიათი: დიაბეტური კეტოაციდოზი, ლაქტოაციდოზი

გასტროინტესტინალური დარღვევები:

ძალიან ხშირი: გასტროინტესტინალური დაავადებების სიმპტომები

ხშირი: ყაბზობა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი

არახშირი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათი: ერითემა

სისხლძარღვოვანი დარღვევები:

ძალიან ხშირი: უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:

ხშირი: გახშირებული შარდვა

არახშირი: დიზურია

ძალიან იშვიათი: ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი

ჭარბი დოზა

ემპაგლიფლოზინი: კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებისას არ გამოვლინდა ტოქსიკურობა.

მეტფორმინი: ჰიპოგლიკემია არ დაფიქსირებულა მეტფორმინის 85 გ-მდე დოზით მიღებისას, თუმცა განვითარდა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან მასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება.

შემადგენლობა

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ემპაგლიფლოზინი…………………….…….5 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი USP……1000 მგ

შემავსებლები……………………………. Q.S.

ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი

წამლის ფორმა

ტაბლეტი

კლინიკური თავისებურებები

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში გლუკოზის დონის დამწევი პერორალური სამკურნალო საშუალებების კომბინაციები

ათქ კოდი: A10BD20.

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი არის ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) შექცევადი, ძალიან ძლიერი (IC5O 1.3 ნმ) და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის პერიფერიულ ქსოვილებში და 5000-ჯერ უფრო შერჩევითია SGLT2-ის მიმართ, SGLT1-თან შედარებით, რომელიც ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი მთავარი ტრანსპორტერია. SGLT2 მაღალი ექსპრესიით ხასიათდება თირკმელში, მაშინ როდესაც სხვა ქსოვილებში ექსპრესია არ არის ან ძალიან დაბალია.

მეტფორმინი: მეტფორმინი ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ბიგუანიდია, რომელიც აქვეითებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიულ დონეს სისხლის პლაზმაში. არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ემპაგლიფლოზინი:

აბსორბცია: ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. პერორალური მიღების შემდეგ, ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა მიღებიდან 1.5 საათში.

განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს. ჯანმრთელ მოხალისეებში [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის წითელი უჯრედების დაყოფა დაახლოებით 37% იყო, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 86%.

ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია: მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2.5 საათში. 500მგ ან 850მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50-60%-ია ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ფეკალიებში არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.

განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში პიკური კონცენტრაცია უფრო დაბალია ვიდრე პლაზმური პიკური კონცენტრაცია და ორივე მიიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. განაწილების მეორადი ნაწილი, სავარაუდოდ, შედგება სისხლის წითელი უჯრედებისგან.

ელიმინაცია: მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400 მლ/წთ-ს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეტფორმინი ელიმინირდება გლომერულარული ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის ხარჯზე. პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6.5 საათს შეადგენს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 5/1000 მგ ტაბლეტები

ემპაფლომინი /EMPAFLOMIN/ 5/1000

შემადგენლობა

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ემპაგლიფლოზინი…………………….…….5 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი USP……1000 მგ

შემავსებლები……………………………. Q.S.

ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი

წამლის ფორმა

ტაბლეტი

კლინიკური თავისებურებები

თერაპიული ჩვენებები

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:

პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში, პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის და ამ პრეპარატების მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციას ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (eGFR ≥90 მლ/წთ/1.73 მ2): რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის და ემპაგლიფლოზინის ეფექტურობისა და ტოლერანტობის საფუძველზე, რეკომენდებული დღიური დოზის -10 მგ ან 25 მგ გამოყენებით, მაგრამ არაუმეტეს მეტფორმინის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზისა. პაციენტებისთვის, რომელთა სისხლში შაქრის დონე სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის მიღებისას (როგორც მონოთერაპიისას, ასევე დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში). პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას, ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ემპაგლიფლოზინი დღეში ორჯერ (10 მგ დღიური დოზა), ხოლო მეტფორმინის დოზა უკვე მიღებული დოზის მსგავსი. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ სადღეღამისო დოზას და საჭიროებენ გლიკემიის უფრო მკაცრ კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს ემპაგლიფლოზინის 25 მგ სადღეღამისო დოზამდე. როდესაც ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღება სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან ერთად, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის უფრო დაბალი დოზის მიღება.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ- ცალკე ტაბლეტების სახით: ემპაგლიფლოზინის (10 მგ ან 25 მგ საერთო დღიური დოზა) და მეტფორმინის ცალ-ცალკე ტაბლეტებიდან ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებზე გადასვლისას პაციენტმა უნდა მიიღოს ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის იგივე დღიური დოზა, რომელსაც უკვე იღებს, ან მეტფორმინის უახლოესი თერაპიულად მისაღები დოზა.

დოზის გამოტოვება: თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა, მაშინ გამოტოვეთ დოზა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე. გულ-სისხლძარღვთა დააავადებების რისკის შესამცირებლად, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად უნდა დაინიშნოს ემპაგლიფლოზინი 10 მგ დღეში დოზით იმ პაციენტებში, რომელთა eGFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2. ბავშვებში დოზირების რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ, ბავშვების ქვეგანყოფილებაში.

eGFR [მლ/წთ/1.73 მ²] ან CrCL [მლ/წთ]

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ემპაგლიფლოზინი

>60

მაქსიმალური დღიური დოზაა 3000 მგ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25მგ -მდე.

45- <60

მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

30- <45

მაქსიმალური დღიური დოზაა 1000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

ემპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: აღნიშნული პროდუქტი არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები: მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობის შემცირება. ვინაიდან, მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითება უფრო მეტად სავარაუდოა, ემპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები სიფრთილით უნდა დაინიშნოს. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.

ბავშვები: არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ნებისმიერი სახის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგ., ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური პრეკომა.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2); მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი; დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილოვანი ჰიპოქსია (განსაკუთრებით მწვავე დაავადებები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება), როგორიცაა: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი; ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ზოგადი: ემპაგლიფლოზინი არ გამოიყენება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ლაქტოაციდოზი: ლაქტოაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დარღვევის ან სეფსისის დროს. მეტფორმინის კუმულაცია ხდება თირკმლის უკმარისობის პროგრესირების ფონზე, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

დიაბეტური კეტოაციდოზი: დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში და ფატალური შემთხვევები, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის ემპაგლიფლოზინს.

გულის ფუნქცია: გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპოქსიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი უფრო მაღალია. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მათში შემავალი მეტფორმინის გამო.

საშარდე გზების ინფექციები: პოსტმარკეტინგული მონაცემებით, ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე აღინიშნა საშარდე გზების გართულებული ინფექციების შემთხვევები, მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი.

შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა): შორისის ნეკროზული ფასციიტის (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) შემთხვევები დაფიქსირდა მდედრობით და მამრობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის ემპაგლიფლოზინს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ემპაგლიფლოზინი

შარდმდენები: ემპაგლიფლოზინს შეუძლია გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების შარდმდენი ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ემპაგლიფლოზინზე: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7. ემპაგლიფლოზინი არის ადამიანის ტრანსპორტერების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატი, მაგრამ არა OAT1 და OCT2.

ემპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის თირკმლისმიერი გამოყოფა და შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყებისა და დოზის კორექციის შემდეგ, შრატში ლითიუმის დონე უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

არარეკომენდებული კომბინაციები

ალკოჰოლი: ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მატულობს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, განსაკუთრებით შიმშილის ან არასრულფასოვანი კვების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ორგანული კათიონების ტრანსპორტერები (OCT): მეტფორმინი წარმოადგენს როგორც OCT1, ასევე OCT2 ტრანსპორტერის სუბსტრატს.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს: ზოგი სამკურნალო საშუალება, მაგ.: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები, დიურეტიკები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი, ზრდის ლაქტატაციდოზის განვითარების რისკს, თირკმელებზე მათი პოტენციურად უარყოფითი გავლენის გამო.

ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციის ან მხოლოდ მეტფორმინის გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მხოლოდ მეტფორმინის დიდი დოზების გამოყენებისას აჩვენა.

ლაქტაცია: მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ადამიანის რძეში გამოყოფის შესახებ. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

ფერტილობა: ამ პრეპარატის ან ემპაგლიფლოზინის ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ნაყოფიერებაზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები:

ხშირი: ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი).

იშვიათი: შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:

ძალიან ხშირი: ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას)

ხშირი: წყურვილი, B12 ვიტამინის დეფიციტი/შემცირება

იშვიათი: დიაბეტური კეტოაციდოზი, ლაქტოაციდოზი

გასტროინტესტინალური დარღვევები:

ძალიან ხშირი: გასტროინტესტინალური დაავადებების სიმპტომები

ხშირი: ყაბზობა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი: ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი

არახშირი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათი: ერითემა

სისხლძარღვოვანი დარღვევები:

ძალიან ხშირი: უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:

ხშირი: გახშირებული შარდვა

არახშირი: დიზურია

ძალიან იშვიათი: ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი

დოზის გადაჭარბება

ემპაგლიფლოზინი: კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებისას არ გამოვლინდა ტოქსიკურობა.

მეტფორმინი: ჰიპოგლიკემია არ დაფიქსირებულა მეტფორმინის 85 გ-მდე დოზით მიღებისას, თუმცა განვითარდა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან მასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში გლუკოზის დონის დამწევი პერორალური სამკურნალო საშუალებების კომბინაციები

ათქ კოდი: A10BD20.

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი არის ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) შექცევადი, ძალიან ძლიერი (IC5O 1.3 ნმ) და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის პერიფერიულ ქსოვილებში და 5000-ჯერ უფრო შერჩევითია SGLT2-ის მიმართ, SGLT1-თან შედარებით, რომელიც ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი მთავარი ტრანსპორტერია. SGLT2 მაღალი ექსპრესიით ხასიათდება თირკმელში, მაშინ როდესაც სხვა ქსოვილებში ექსპრესია არ არის ან ძალიან დაბალია.

მეტფორმინი: მეტფორმინი ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ბიგუანიდია, რომელიც აქვეითებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიულ დონეს სისხლის პლაზმაში. არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ემპაგლიფლოზინი:

აბსორბცია: ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. პერორალური მიღების შემდეგ, ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა მიღებიდან 1.5 საათში.

განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს. ჯანმრთელ მოხალისეებში [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის წითელი უჯრედების დაყოფა დაახლოებით 37% იყო, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 86%.

ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია: მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2.5 საათში. 500მგ ან 850მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50-60%-ია ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ფეკალიებში არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.

განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში პიკური კონცენტრაცია უფრო დაბალია ვიდრე პლაზმური პიკური კონცენტრაცია და ორივე მიიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. განაწილების მეორადი ნაწილი, სავარაუდოდ, შედგება სისხლის წითელი უჯრედებისგან.

ელიმინაცია: მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400 მლ/წთ-ს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეტფორმინი ელიმინირდება გლომერულარული ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის ხარჯზე. პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6.5 საათს შეადგენს.

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

BASE MEDICO PRIVATE LIMITED

ინდოეთი, ვადოდარა, 391775, ტალუკა სავლი, სოფელი ტუნდავი, Essar ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, Survey No. 570

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

RIVECA PHARMACEUTICALS PVT. LTD

ინდოეთი, გუჯარათი, აჰმადაბადი - 380054, ბოდაკდევი, Judges Bunglow, Primate, 203/C

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა