პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ემპაფლომინი 12.5/1000

EMPAFLOMIN 12.5/1000

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად: პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
12,5მგ + 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
BASE MEDICO PRIVATE LIMITED, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD20
რეგისტრაციის ნომერი
რ-044250
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharma Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაემპაფლომინი 12.5/1000 და სხვა წამალი ერთად

ემპაფლომინი 12.5/1000 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:

პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში, პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის და ამ პრეპარატების მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციას ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (eGFR ≥90 მლ/წთ/1.73 მ2): რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის და ემპაგლიფლოზინის ეფექტურობისა და ტოლერანტობის საფუძველზე, რეკომენდებული დღიური დოზის -10 მგ ან 25 მგ გამოყენებით, მაგრამ არაუმეტეს მეტფორმინის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზისა.

პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა მეტფორმინით სათანადოდ ვერ კონტროლდება: როდესაც ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღება სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან ერთად, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის უფრო დაბალი დოზის მიღება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ცხრილი: დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის

eGFR [მლ/წთ/1.73 მ²] ან CrCL [მლ/წთ]

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ემპაგლიფლოზინი

>60

მაქსიმალური დღიური დოზაა 3000 მგ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25მგ -მდე.

45- <60

მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

30- <45

მაქსიმალური დღიური დოზაა 1000 მგ.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

ემპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულები: მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობის შემცირება. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.

ბავშვები: არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ;

ნებისმიერი სახის მწვავე მეტაბოლური აციდოზი ;

დიაბეტური პრეკომა;

თირკმლის მწვავე უკმარისობა (eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2);

მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი;

დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილოვანი ჰიპოქსია, როგორიცაა: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

სიფრთხილის ზომები

არტერიული ჰიპოტენზია: ემპაგლიფლოზინი იწვევს ინტრავასკულარული სითხის მოცულობის შემცირებას. ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყების შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში, დაბალი სისტოლური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და შარდმდენებზე მყოფ პაციენტებში.

თირკმლის მწვავე დაზიანება და თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომელთა eGFR <60 მლ/წთ/1.73მ2. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა eGFR <45 მლ/წთ/1.73 მ2.

გულის ფუნქცია: ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მათში შემავალი მეტფორმინის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ემპაგლიფლოზინი:

შარდმდენები: ემპაგლიფლოზინის შარდმდენებთან ერთად გამოყენება იწვევს შარდის მოცულობისა და შარდის გამოყოფის სიხშირის ზრდას, რამაც შეიძლება გაზარდოს მოცულობის შემცირების ალბათობა.

ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ემპაგლიფლოზინის გამოყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეტაგოგებთან ერთად ზრდის ჰიპოგლიკემიის რისკს.

გავლენა 1,5-ანჰიდროგლუციტოლის (1,5-AG) ანალიზის შედეგებზე: გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი 1,5-AG ანალიზით არ არის რეკომენდებული, რადგან 1,5-AG ანალიზები არასანდოა გლიკემიური კონტროლის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2-ის ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიის კონტროლის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება .

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

კათიონური პრეპარატები: კათიონური პრეპარატები, რომლებიც გამოიყოფა თირკმლის მილაკოვანი სეკრეციით, თეორიულად შეიძლება ურთიერთქმედებდნენ მეტფორმინთან თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტის საერთო სისტემებისთვის კონკურენციის გზით.

კარბონანჰიდრაზას ინჰიბიტორები: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში აღნიშნული პროდუქტის ან ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ. ორსულ ქალებში მეტფორმინის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების განვითარების გაზრდის რისკზე.

ლაქტაცია: ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა: ამ პრეპარატის ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები მითითებულია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ძალიან ხშირი

ხშირი

არხშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები

შორისის ნეკროზული ფასციიტი

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპო

გლიკემია

წყურვილი, B12 ვიტამინის დეფიციტი

/შემცირება

დიაბეტური კეტოაციდოზი

ლაქტოაცი

დოზი

ნერვული სისტემის დარღვევები

გემოვნების დარღვევა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ქავილი (გენერალი

ზებული), გამონაყარი

ჭინჭრის ციება, ანგიონე

ვროზული შეშუპება

ერითემა

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

გახშირებული შარდვა

დიზურია

ტუბულო

ინტერსტი

ციული ნეფრიტი

ჭარბი დოზა

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი ზრდის შარდში გლუკოზის გამოყოფას, რაც იწვევს გამოყოფილი შარდის მოცულობის ზრდას. შარდის მოცულობის დაფიქსირებული ზრდა არ არის დოზაზე დამოკიდებული და კლინიკურად მნიშვნელოვანი. ადამიანებში პრეპარატის 800 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მეტფორმინი: ჰიპოგლიკემია არ დაფიქსირებულა მეტფორმინის 85 გ-მდე დოზით მიღებისას, თუმცა განვითარდა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან მასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება. ლაქტოაციდოზი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, რა დროსაც აუცილებელია ჰოსპიტალური მკურნალობა.

თერაპია: ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჰემოდიალიზია. ემპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის გზით გამოყოფა შესწავლილი არ არის.

შემადგენლობა

ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 12.5/1000 მგ ტაბლეტები

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ემპაგლიფლოზინი…………………….…….12.5 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი USP……1000 მგ

შემავსებლები……………………………. Q.S.

ფერი: რკინის ოქსიდი, წითელი და ტიტანის დიოქსიდი

წამლის ფორმა

ტაბლეტი

კლინიკური თავისებურებები

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში გლუკოზის დონის დამწევი პერორალური სამკურნალო საშუალებების კომბინაციები

ათქ კოდი: A10BD20.

ფარმაკოდინამიური თვისებები

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი არის SGLT2-ის შექცევადი, ძალიან ძლიერი და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში მეტი გლუკოზა იფილტრება და რეაბსორბირდება. ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რენალური გლუკოზის რეაბსორბციის შემცირებით. ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმი დამოუკიდებელია ბეტა უჯრედების ფუნქციისა და ინსულინის გზისგან, რაც ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებას. აღინიშნა ბეტა უჯრედების ფუნქციის სუროგატული მარკერების გაუმჯობესება, მათ შორის ჰომეოსტატიკური შეფასების მოდელი β (HOMA-β). ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას დაფიქსირებულ გლუკოზურიას თან ახლავს დიურეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიული წნევის სტაბილურ დაქვეითებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ბიგუანიდია, რომელიც აქვეითებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიულ დონეს სისხლის პლაზმაში. არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას. 16მეტფორმინს აქვს სამმაგი მოქმედება:

აქვეითებს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის პროცესს გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით;

აუმჯობესებს პერიფერიული გლუკოზის შებოჭვასა და უტილიზაციას კუნთებში, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდის გზით; და

ამცირებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებში. მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენ-სინთაზაზე მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ემპაგლიფლოზინი:

აბსორბცია: ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებამ ოდნავ შეამცირა ექსპოზიცია; AUC შემცირდა დაახლოებით 16%-ით, ხოლო Cmax - დაახლოებით 37%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით.

განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს.

ბიოტრანსფორმაცია: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT2B7, UGT1A3, UGT1A8 და UGT1A9.

ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, წონასწორულ მდგომარეობაში დაფიქსირდა 22%-მდე აკუმულაცია პლაზმის AUC-თან მიმართებაში.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია: უზმოზე მიღებისას 500მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50-60%-ია. საკვების მიღება ამცირებს მეტფორმინის შეწოვის სისწრაფეს და ხარისხს, რასაც ადასტურებს Cmax-ის დაახლოებით 40%-ით, AUC-ის 25%-ით შემცირება და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დროის 35 წუთით გაზრდა.

განაწილება: მეტფორმინის განაწილების აშკარა მოცულობა (V/F) 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტაბლეტების ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ საშუალოდ 654±358 ლიტრი იყო. მეტფორმინი უმნიშვნელოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს, SU-ებისგან განსხვავებით, რომელთა დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია: მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანებში მეტაბოლიტები არ არის აღმოჩენილი.

ელიმინაცია: თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსზე დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია. პერორალური მიღების შემთხვევაში, შეწოვილი პრეპარატის დაახლოებით 90% გამოიყოფა თირკმელებით პირველი 24 საათის განმავლობაში, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 6.2 საათს შეადგენს. სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 17.6 საათია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 12.5/1000 მგ ტაბლეტები

ემპაფლომინი /EMPAFLOMIN/ 12.5/1000

შემადგენლობა

ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 12.5/1000 მგ ტაბლეტები

თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ემპაგლიფლოზინი…………………….…….12.5 მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი USP……1000 მგ

შემავსებლები……………………………. Q.S.

ფერი: რკინის ოქსიდი, წითელი და ტიტანის დიოქსიდი

წამლის ფორმა

ტაბლეტი

კლინიკური თავისებურებები

თერაპიული ჩვენებები

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:

პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინის მაქსიმალური დოზით, დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში, პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის და ამ პრეპარატების მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციას ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზრდილები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (eGFR ≥90 მლ/წთ/1.73 მ2): რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის და ემპაგლიფლოზინის ეფექტურობისა და ტოლერანტობის საფუძველზე, რეკომენდებული დღიური დოზის -10 მგ ან 25 მგ გამოყენებით, მაგრამ არაუმეტეს მეტფორმინის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზისა.

პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა მეტფორმინით სათანადოდ ვერ კონტროლდება: როდესაც ემპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები მიიღება სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან ერთად, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის უფრო დაბალი დოზის მიღება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ცხრილი: დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის

eGFR [მლ/წთ/1.73 მ²] ან CrCL [მლ/წთ]

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ემპაგლიფლოზინი

>60

მაქსიმალური დღიური დოზაა 3000 მგ.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემცირება.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25მგ -მდე.

45- <60

მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

30- <45

მაქსიმალური დღიური დოზაა 1000 მგ.

საწყისი დოზა არ აღემატება მაქსიმალური დოზის ნახევარს.

დაიწყეთ 10 მგ დოზით.

გააგრძელეთ 10 მგ დოზის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ ემპაგლიფლოზინს.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

ემპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულები: მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ემპაგლიფლოზინის გლიკემიური ეფექტურობის შემცირება. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.

ბავშვები: არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ;

ნებისმიერი სახის მწვავე მეტაბოლური აციდოზი ;

დიაბეტური პრეკომა;

თირკმლის მწვავე უკმარისობა (eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2);

მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი;

დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილოვანი ჰიპოქსია, როგორიცაა: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

არტერიული ჰიპოტენზია: ემპაგლიფლოზინი იწვევს ინტრავასკულარული სითხის მოცულობის შემცირებას. ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყების შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში, დაბალი სისტოლური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და შარდმდენებზე მყოფ პაციენტებში.

თირკმლის მწვავე დაზიანება და თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომელთა eGFR <60 მლ/წთ/1.73მ2. ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა eGFR <45 მლ/წთ/1.73 მ2.

გულის ფუნქცია: ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მათში შემავალი მეტფორმინის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ემპაგლიფლოზინი:

შარდმდენები: ემპაგლიფლოზინის შარდმდენებთან ერთად გამოყენება იწვევს შარდის მოცულობისა და შარდის გამოყოფის სიხშირის ზრდას, რამაც შეიძლება გაზარდოს მოცულობის შემცირების ალბათობა.

ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ემპაგლიფლოზინის გამოყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეტაგოგებთან ერთად ზრდის ჰიპოგლიკემიის რისკს.

გავლენა 1,5-ანჰიდროგლუციტოლის (1,5-AG) ანალიზის შედეგებზე: გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი 1,5-AG ანალიზით არ არის რეკომენდებული, რადგან 1,5-AG ანალიზები არასანდოა გლიკემიური კონტროლის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2-ის ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიის კონტროლის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება .

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

კათიონური პრეპარატები: კათიონური პრეპარატები, რომლებიც გამოიყოფა თირკმლის მილაკოვანი სეკრეციით, თეორიულად შეიძლება ურთიერთქმედებდნენ მეტფორმინთან თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტის საერთო სისტემებისთვის კონკურენციის გზით.

კარბონანჰიდრაზას ინჰიბიტორები: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში აღნიშნული პროდუქტის ან ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ. ორსულ ქალებში მეტფორმინის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების განვითარების გაზრდის რისკზე.

ლაქტაცია: ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა: ამ პრეპარატის ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები მითითებულია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ძალიან ხშირი

ხშირი

არხშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები

შორისის ნეკროზული ფასციიტი

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპო

გლიკემია

წყურვილი, B12 ვიტამინის დეფიციტი

/შემცირება

დიაბეტური კეტოაციდოზი

ლაქტოაცი

დოზი

ნერვული სისტემის დარღვევები

გემოვნების დარღვევა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ქავილი (გენერალი

ზებული), გამონაყარი

ჭინჭრის ციება, ანგიონე

ვროზული შეშუპება

ერითემა

დარღვევები თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ

გახშირებული შარდვა

დიზურია

ტუბულო

ინტერსტი

ციული ნეფრიტი

დოზის გადაჭარბება

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი ზრდის შარდში გლუკოზის გამოყოფას, რაც იწვევს გამოყოფილი შარდის მოცულობის ზრდას. შარდის მოცულობის დაფიქსირებული ზრდა არ არის დოზაზე დამოკიდებული და კლინიკურად მნიშვნელოვანი. ადამიანებში პრეპარატის 800 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მეტფორმინი: ჰიპოგლიკემია არ დაფიქსირებულა მეტფორმინის 85 გ-მდე დოზით მიღებისას, თუმცა განვითარდა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან მასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება. ლაქტოაციდოზი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, რა დროსაც აუცილებელია ჰოსპიტალური მკურნალობა.

თერაპია: ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჰემოდიალიზია. ემპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის გზით გამოყოფა შესწავლილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში გლუკოზის დონის დამწევი პერორალური სამკურნალო საშუალებების კომბინაციები

ათქ კოდი: A10BD20.

ფარმაკოდინამიური თვისებები

ემპაგლიფლოზინი: ემპაგლიფლოზინი არის SGLT2-ის შექცევადი, ძალიან ძლიერი და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში მეტი გლუკოზა იფილტრება და რეაბსორბირდება. ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რენალური გლუკოზის რეაბსორბციის შემცირებით. ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმი დამოუკიდებელია ბეტა უჯრედების ფუნქციისა და ინსულინის გზისგან, რაც ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებას. აღინიშნა ბეტა უჯრედების ფუნქციის სუროგატული მარკერების გაუმჯობესება, მათ შორის ჰომეოსტატიკური შეფასების მოდელი β (HOMA-β). ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას დაფიქსირებულ გლუკოზურიას თან ახლავს დიურეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიული წნევის სტაბილურ დაქვეითებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ბიგუანიდია, რომელიც აქვეითებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიულ დონეს სისხლის პლაზმაში. არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას. 16მეტფორმინს აქვს სამმაგი მოქმედება:

აქვეითებს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის პროცესს გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით;

აუმჯობესებს პერიფერიული გლუკოზის შებოჭვასა და უტილიზაციას კუნთებში, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდის გზით; და

ამცირებს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებში. მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენ-სინთაზაზე მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ემპაგლიფლოზინი:

აბსორბცია: ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებამ ოდნავ შეამცირა ექსპოზიცია; AUC შემცირდა დაახლოებით 16%-ით, ხოლო Cmax - დაახლოებით 37%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით.

განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს.

ბიოტრანსფორმაცია: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT2B7, UGT1A3, UGT1A8 და UGT1A9.

ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, წონასწორულ მდგომარეობაში დაფიქსირდა 22%-მდე აკუმულაცია პლაზმის AUC-თან მიმართებაში.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია: უზმოზე მიღებისას 500მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50-60%-ია. საკვების მიღება ამცირებს მეტფორმინის შეწოვის სისწრაფეს და ხარისხს, რასაც ადასტურებს Cmax-ის დაახლოებით 40%-ით, AUC-ის 25%-ით შემცირება და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დროის 35 წუთით გაზრდა.

განაწილება: მეტფორმინის განაწილების აშკარა მოცულობა (V/F) 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტაბლეტების ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ საშუალოდ 654±358 ლიტრი იყო. მეტფორმინი უმნიშვნელოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს, SU-ებისგან განსხვავებით, რომელთა დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია: მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანებში მეტაბოლიტები არ არის აღმოჩენილი.

ელიმინაცია: თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსზე დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია. პერორალური მიღების შემთხვევაში, შეწოვილი პრეპარატის დაახლოებით 90% გამოიყოფა თირკმელებით პირველი 24 საათის განმავლობაში, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 6.2 საათს შეადგენს. სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 17.6 საათია.

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

BASE MEDICO PRIVATE LIMITED

ინდოეთი, ვადოდარა, 391775, ტალუკა სავლი, სოფელი ტუნდავი, Essar ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, Survey No. 570

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

RIVECA PHARMACEUTICALS PVT. LTD

ინდოეთი, გუჯარათი, აჰმადაბადი - 380054, ბოდაკდევი, Judges Bunglow, Primate, 203/C

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა